თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ იარაღი მოწყინების და გულისსიტყვათა წინააღმდეგ

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Feb 9 2008, 11:37 PM

წმინდა ეგნატე ბრაინჩინინოვი წერს რო წმინდა მამები მოწყინების გულისსიტყვების წინააღმდეგ საბრძოლველად მოკლე წმინდა წერილიდან ნასესხები სიტყვებს იყენებდნენ
1. მადლობა ღმერთს ყოველივესათვის !
2. ღმერთო , შენს წმინდა ნებას შევედრი ჩემს თავს , იყავნ ნება შენი !
3. უფალო , მადლობა ყოველისვესთვის , რის მოვლინებასაც ინებებ ჩემთვის !
4. სამართლად ღირსი , რომელ ვქმენი, მომეგების , მომიხსენე მე , უფალო , ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა
წმინდა მამა წერს " როგორც კი მტერი თავს წამოჰყოფდა , მყისვე ამ საოცარ იარაღს დაავლებდნენ ხელს და პირდაპირ სახეში სცემდნენ მოწინააღმდეგეს . როდესაც მწუხარების გულისსიტყვები მოგეძალებათ , დაიწყეთ რომელიმე ამ წინადადების გამეორება :ხმადაბლა , აუჩქარებლად , აღგზნების გარეშე , ყურადღებით , მხოლოდ გასაგონად -მმანამ , სანამ მტერი სულ არ გაგეცლებათ , სანამ არ იგრძნობთ ღვთის მადლის შეწევნის მოახლოვებას როცა მტელი კვლავ შეეცდება თავდასხმას , მაგრამ თქვენ ისევ ის იარაღი აიღეთ ხელში და , როგორც დიდი სარდალი ,კეისარი უბრძანებდა თავის მეომრებს , პირდაპირ სახეში აძგერეთ მოპირისპირეს "

" ნუ გაიოცებთ ,რომ დავითის იარაღი ერთი სეხედვით ესოდენ მსუბუქი და უცნაური ჩანს , საქმეში გამოსცადეთ და თავადვე იხილავთ შედეგს ! "

ყოველი ჩვენგანი ვიმახსოვრებთ და განსაკუთრებით ვითავისებთ რაიმე სიტყვებს ლოცვებიდან სახარებიდან მამათა სწავლებებიდან და მათ ხშირად ვიმეორებთ გონებაში გაუცნობრიერებლად თუ გაცნობიერებულად ამ სიტყვების გახსენება გვამხნევებს და სიხარულს გვანიჭებს ამ თემაში კი მსურს ყოველმა თქვენგანმა სწორედ ესეთი სიტყვები გაიხსენოთ და გაუზიაროთ ერთმანეთს smile.gif

პოსტის ავტორი: mari touchet თარიღი: Feb 9 2008, 11:44 PM

ლილიანა
2kiss.gif

პ.ს. გულში დათბა user.gif

პოსტის ავტორი: zaz თარიღი: Feb 12 2008, 12:55 PM

ციტატა
ყოველი ჩვენგანი ვიმახსოვრებთ და განსაკუთრებით ვითავისებთ რაიმე სიტყვებს ლოცვებიდან სახარებიდან მამათა სწავლებებიდან და მათ ხშირად ვიმეორებთ გონებაში გაუცნობრიერებლად თუ გაცნობიერებულად ამ სიტყვების გახსენება გვამხნევებს და სიხარულს გვანიჭებს ამ თემაში კი მსურს ყოველმა თქვენგანმა სწორედ ესეთი სიტყვები გაიხსენოთ და გაუზიაროთ ერთმანეთს

პატრიარქი ხშირად ამბობს, რომ უნდა გავიმეოროთ დავით წინასწარმეტყველის სიტყვები: მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი. ამ სიტყვების გამეორებით ადამიანის სულში სიმშვიდე ისადგურებს.

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Feb 12 2008, 07:57 PM

ძალიან მიყვარს ჩებაქსრისა და ჩავუშეთის არქიეპისკოპოსის მანუელის სიტყვები..აამ ნაშრომს ხშირად ვკითხულობ და რარაც ვძლიერდები ხოლმე smile.gif
აქ პატარა ნაწყვეტს დავწერ:
მე მინდა,რომ შენ განიმსჭვალო იმ ჭეშმარიებით,რომ მდუმარებაზე კარგი და ძვირფასი არაფერია.ამიტომ,ნუ გახარჯავ ამაოდ სიტყვის ძალას,შეინახე იგი აღმშენებლობისათვის,აღსარები
ათვის,შEნ უნდა იგრძნო პასუხისმგებლობა ყოველ შენს სიტყვაზე(უმეტესწილად ხომ ამისთვის იტანჯები მრავალი წელია).

მე მინდა,რომ შენ შეინარჩუნო(რა თქმა უნდა,ჩემო ნების შესაბამისად)სიცოცხლის წყურვილი,გამოულეველი ენერგია,სიყვრული და მოშურნეობა,მგზნებარება მოქმედებისადმი,რათა აქტიურად შეიჭრე შენს გარემომცველ ცხოვრებაში.

მე მინდა,რომ შენი აზრები და საქმე არ დაშორდეს ერთმანეთს(შენ ზშირად გსურდა ერთი და აკეთებდი მეორეს)...


პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Feb 12 2008, 08:42 PM

კარგი თემაა.
საკუთარი თავის გამხნევებისა და გამოფხიზლებისთვის ვამბობ ხოლმე:"მოველი აღდგომასა მკვდრეთით და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესა".
ასევე მიყვარს "უფალმა ძალი ერსა თვისა მოსცეს უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით".
ძალ ჩემდა და საგალობელ ჩემდა უფალი ვისა მეშინოდეს"
ასევე მიყვარს ეს ლოცვა:"დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა".
და პატრიარქის ეს სიტყვები მიყვარს"ქართველნო ერთად ღვთისაკენ".

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Feb 12 2008, 11:47 PM

მე სადღაც უკვე დავწერე და აქაც დავწერ.... მე ასეთ დროს ვიმეორებ ლოცვას "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამრთგუნველი...." და ძალიან მეხმარება "აქებს სული ჩემი უფალსა და ყოველი გონება ჩემი -სახელსა წმინდასსა მისსა. აქებს სული ჩემი უფალსა და ნუ დაივიწყებ ყოველსსა მოცემულსა მისსა"...

პოსტის ავტორი: kavkasieli თარიღი: May 1 2008, 03:03 PM

"უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?"
(ფსალმუნი 26:1)

ან იესოს ლოცვა თქვი

ან სახარება წაიკითხე

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: May 1 2008, 04:24 PM

ციტატა
"უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარი ჩემდა; ვისა მეშინოდის? უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა; ვისგან შევძრწუნდე?"

ეს ფრაზა 26 ფსალმუნიდან ძალიან მიყვარს და ხშირად ვიმეორებ , ფსალმუნს კი ყოველ ცისკარზე ვკითხულობ ...

პოსტის ავტორი: neo თარიღი: May 1 2008, 07:22 PM

უფალო მილხინე მე ცოდვილსა ამას და შემიწყალე - ეს თვითონ მოდის ხოლმე, როცა ძაან დაღლილი ვარ;

მოიხსენე უფალო დავითი და ყოველი სიმშვიდეი მისი - ეს მრისხანებისას;

იყავნ ნებაი შენი უფალო - ეს როცა ვფიქრობ და გადაწყვეტილებებს ვწონი,

განმზადებულ არს გული ჩემი უფალო, განმზადებულ არს გული ჩემი - ეს განსაცდელისას...



იესოს ლოცვა მაინც ყველაზე ხშირად მომდის და მადგება smile.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 1 2008, 07:32 PM

solomony

ციტატა
ასევე მიყვარს ეს ლოცვა:"დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა".

მეც მიყვარს ძაან smile.gif

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: May 10 2008, 12:39 AM

''გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა''

პოსტის ავტორი: nikolozi800 თარიღი: Jul 9 2008, 02:41 PM

mogzauraეგ ფრაზაც კიდე "დიდება შენდა ქრისტე ღმერთო სასოებაო ჩვენო დიდება შენდა" ესეც და რაც მე მაქვს "ყოველი თესლები გარემომადგების მე და სახელითა უფლისაითა ვერეოდი მათ"

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 10 2008, 04:35 AM

მე წმინდა ნიკოლოზ სერბის სტატიები "მშველის" ... და რამშტაინი კიდევ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jul 10 2008, 10:22 AM

ციტატა(ლილიანა @ Feb 9 2008, 11:37 PM) *



ამ თემაში კი მსურს ყოველმა თქვენგანმა სწორედ ესეთი სიტყვები გაიხსენოთ და გაუზიაროთ ერთმანეთს smile.gif


ვასრულებ თქვენს სურვილს:

როცა ტელევიზორი ან რაიმე სანახაობა გაგიტაცებს
:"მოაქციენ თუალნი ჩემნი, რაითა არა იხილონ ამაოებაი, და გზასა შენსა მაცხოვნე მე."

როცა "მეგობრებში" ან ისეთ ხალხში ხარ ვისაც ღმერთი არ ახსოვს:
"შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი."

აღსარების თქმის წინ:
"შევიდოდეთ ბჭეთა მისთა აღსარებითა და ეზოთა მისთა გალობითა; აუვარებდით მას და აქებდით სახელსა მისსა".

წმინდა წერილის კითხვის წინ:
"ნეტარ არს კაცი, რომელიცა განსწავლო, უფალო, და სჯულისა შენისაგან ასწავლო მას."

როცა ვინმე განგარისხებს ან შეურაცგყოფს ან გაგტისკავს:
"მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს"

როცა ვნებები მოგეძალება:
"სიხარულო ჩემო, მიხსენ მე მათგან, რომელთა გარემოუცავ მე."

კიდე ბევრია , ფაქტიურად მთელი წმინდა წერილი.
biggrin.gif






პოსტის ავტორი: natia. თარიღი: Jul 10 2008, 12:45 PM

"მადლობა უფალო ყველაფრისათვის რაც ჩემ თავს ხდება, დიდება შენდა უფალო ყველაფრისთვის რაც ჩემ თავს ხდება"

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Jul 10 2008, 04:58 PM

ციტატა(natia. @ Jul 10 2008, 12:45 PM) *

"მადლობა უფალო ყველაფრისათვის რაც ჩემ თავს ხდება, დიდება შენდა უფალო ყველაფრისთვის რაც ჩემ თავს ხდება"

ეს ფორმულა შეიძლება ითქვას არასწორადაა ფორმილებული,რადგან "ყველაფრისათვის რაც ჩემ თავს ხდება", უფლის ნება არაა არამედ უმეტესობა საკუთარი თავით ხდება .
ანუ დაუშვათ მე ცოდვებში ვარ და ვამბობ:"დიდება შენდა უფალო ყველაფრისთვის რაც ჩემ თავს ხდება"
სტრანნო.
მე კი ვიცი რასაც გულისხმობ:
მადლიერებით მიიღო ყველა განსაცდელი და სიძნელე.

პოსტის ავტორი: nini1 თარიღი: Jul 24 2008, 12:37 AM

როდესაც ძალიან აფორიქებული ვარ იესოს ლოცვას ვიმეორებ გულში და თუ მეშინია რამის, მაშინ უფლის სიტყვებს ვიხსენებ :" მე ვარ, ნუ გეშინინ! " ძალიან მამშვიდებს ეს სიტყვები smile.gif

პოსტის ავტორი: -tamar- თარიღი: Jul 24 2008, 12:39 AM

ციტატა(ლილიანა @ May 1 2008, 04:24 PM) *

ეს ფრაზა 26 ფსალმუნიდან ძალიან მიყვარს და ხშირად ვიმეორებ , ფსალმუნს კი ყოველ ცისკარზე ვკითხულობ ...

ყოველ ცოსკარზე რას ჰქვია? ყოველ კვირა დილიით? თუ როგორ? blink.gif

პოსტის ავტორი: gvasalia თარიღი: Aug 23 2008, 08:37 PM

http://www.orthodoxy.ge/tserilebi/eschemganiko.htm

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Aug 23 2008, 08:59 PM

ლილიანა
ლილიანა რა მისტიკური ხარ..biggrin.gif
რაღაც ამოუცნობთან ასოცირდები ჩემ გონებაში..
რამდენი ხანია მინდოდა მეთქვა biggrin.gif

ხო და კიდე ერთი ფორუმელია რომელიც მისტიკურია smile.gif

პოსტის ავტორი: betaneli luka თარიღი: Mar 23 2009, 02:24 AM

რატომღაც მგონია,რომ წმ.მაკარი დიდის ეს სიტყვები,რომელთაც ეხლა დავწერ, ამ თემას ძალიან უხდება,თუმცა ვინმემ შესაძლოა სხვაგვარად იფიქროს,რისთვისაც წინასწარ ვიხდი ბოდიშს.
წმ.მაკარი დიდი:''როცა ადამიანი ურისხდება ძმას თვისას,მაშინ იგი წააგავს ძაღლს,რომელიც კბენს ქვას,რომელიც მას ესროლეს...და არა იმ ხელს,რომელმაც ესროლა.''წმინდა მამები განსაცდელის დროს იწყებდნენ ლოცვას,რათა განეგდოთ ქვების მსროლელი-ბოროტი ძალა,ხოლო მოყვასს თვისას(ძმას)ცდილობდნენ არ განრისხებოდნენ.
ყველას შინაგანად მლოცველთ ღმეთმა მოგვცეს გამარჯვება საკუთარ თავზე და სიყვარული ჭეშმარიტი.
ვხარობდეთ ორსავე სოფელსა შინა!

ასევე ზემოთ თქმულს შეესაბამება(ჩემის აზრით)წმ.ნექტარი ოპტინელის სიტყვები:''ადამიანი უნდა გახდეს არარა...და როგორც ღმერთმა არარაობიდან შექმნა ყველაფერი,ისე ასეთი ადამიანის შინაგან სამყაროშიც ყველაფერს შექმნის.''

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 23 2009, 02:39 PM

betaneli luka

ციტატა
თუმცა ვინმემ შესაძლოა სხვაგვარად იფიქროს,რისთვისაც წინასწარ ვიხდი ბოდიშს.

რა უნდა იფიქროს სხვანაირად? ან საბოდიშო რა გაქვს , მაკარი დიდის სიტყვებს თუ აციტატებ? თუ "მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო და ... " კონტექსტს მიუსადაგებ a075.gif

პ.ს. და სხვა რას ამბობს წმინდა მაკარი, ირონიაზე, გადახლართულ აზრებზე, არაპირდაპირობაზე? დაბრალებაზე ? ამბობს ამაზე რამეს? იქნებ მოიძიო ...


პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 23 2009, 05:59 PM

ციტატა(staywhite @ Mar 23 2009, 02:39 PM) *

betaneli luka

რა უნდა იფიქროს სხვანაირად? ან საბოდიშო რა გაქვს , მაკარი დიდის სიტყვებს თუ აციტატებ? თუ "მგლის თავზე სახარებას კითხულობდნენო და ... " კონტექსტს მიუსადაგებ a075.gif

პ.ს. და სხვა რას ამბობს წმინდა მაკარი, ირონიაზე, გადახლართულ აზრებზე, არაპირდაპირობაზე? დაბრალებაზე ? ამბობს ამაზე რამეს? იქნებ მოიძიო ...

ამის შინაარსი ვერ გავიგე,იქნებ განმიმარტოთ?

user.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Mar 23 2009, 06:06 PM

inaina

ციტატა
ამის შინაარსი ვერ გავიგე,იქნებ განმიმარტოთ?

მაგის შინაარსი არ არის საინტერესო შენთვის ინა yvavilebi.gif ნუ მიაქცევ შენ ყურადღებას smile.gif წაიკითხე მხოლოდ მამათა გამონათქვამები და პლიუს რასაც ლუკა ჩემს თხოვნაზე მიამატებს smile.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Mar 23 2009, 06:56 PM

ციტატა(staywhite @ Mar 23 2009, 06:06 PM) *

inaina

მაგის შინაარსი არ არის საინტერესო შენთვის ინა yvavilebi.gif ნუ მიაქცევ შენ ყურადღებას smile.gif წაიკითხე მხოლოდ მამათა გამონათქვამები და პლიუს რასაც ლუკა ჩემს თხოვნაზე მიამატებს smile.gif

kiss1.gif yvavilebi.gif ვკითხულობ გულმოდგინებით smile.gif

პოსტის ავტორი: betaneli luka თარიღი: Mar 24 2009, 12:33 AM

''სულიერი ბრძოლის არსიც იმაში მდგომარეობს,რომ არ ჩამოვაშოროთ საკუთარი გონება ღმერთს...არ მივიღოთ ბოროტი აზრები,არამედ განვაგდოთ ისინი და წმინდა ვყოთ გონებანი ჩვენნი.''წმინდა ღირსი მამა ნილოს სინაელი.

პოსტის ავტორი: betaneli luka თარიღი: Mar 24 2009, 12:16 PM

''...ლოცვა საწყისია ყველაფრისა.ლოცვა ასევე მამოძრავებელი ძალაა ყველაფრისა.ლოცვა ასევე სწორი მიმართულებაა ყველაფრისა.რაც უფრო სწორია და მართებული ლოცვა-მით უფრო საწორია და მართებული ყოველივე ირგვლივ,რამეთუ სწორი ლოცვა არ დაუშვებს,რომ რაიმე იყოს ირგვლივ არამართებული.''-წმ.მღვდელმთავარი თეოფანე დაყუდებული.

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Mar 24 2009, 06:27 PM

ციტატა(ლეონტი @ Jul 10 2008, 11:22 AM) *

ვასრულებ თქვენს სურვილს:

როცა ტელევიზორი ან რაიმე სანახაობა გაგიტაცებს
:"მოაქციენ თუალნი ჩემნი, რაითა არა იხილონ ამაოებაი, და გზასა შენსა მაცხოვნე მე."

როცა "მეგობრებში" ან ისეთ ხალხში ხარ ვისაც ღმერთი არ ახსოვს:
"შევეყავ მე ყოველთა მოშიშთა შენთა და რომელთა დაიცვნიან მცნებანი შენნი."

აღსარების თქმის წინ:
"შევიდოდეთ ბჭეთა მისთა აღსარებითა და ეზოთა მისთა გალობითა; აუვარებდით მას და აქებდით სახელსა მისსა".

წმინდა წერილის კითხვის წინ:
"ნეტარ არს კაცი, რომელიცა განსწავლო, უფალო, და სჯულისა შენისაგან ასწავლო მას."

როცა ვინმე განგარისხებს ან შეურაცგყოფს ან გაგტისკავს:
"მახლობელ არს უფალი შემუსრვილთა გულითა და მდაბალნი სულითა აცხოვნნეს"

როცა ვნებები მოგეძალება:
"სიხარულო ჩემო, მიხსენ მე მათგან, რომელთა გარემოუცავ მე."

კიდე ბევრია , ფაქტიურად მთელი წმინდა წერილი.
biggrin.gif

როცა ტელევიზორი გაგიტაცებს ყველაზე უებარი საშუალებაა დენის წასვლა, მაგრამ თუ ნებით არ მიდის შეგიძლიათ ძალით წაიყვანოთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: gio_opizari თარიღი: Apr 7 2009, 11:52 PM

ღმერთო შეწევნასაჩემსა მოხედენ; უფალო შეწევნად ჩემდა ისწრაფე (ფს 69:1) და კიდე ანკეტაზე რაც მაქვს მიწერილი. დავითნი საოცარი წიგნია, სიბძნის ზღვაა და საწაულად თბილია. ვერც გამოვხატავ რასაც ვგრძნობ

პოსტის ავტორი: gvanchi თარიღი: Feb 18 2010, 10:01 PM

იესოს ლოცვა მამშვიდებს ძალიან wub.gif wub.gif wub.gif

პოსტის ავტორი: betaneli luka თარიღი: Feb 20 2010, 11:37 PM

ციტატა(gvanchi @ Feb 18 2010, 11:01 PM) *

იესოს ლოცვა მამშვიდებს ძალიან wub.gif wub.gif wub.gif

ძალიან კარგი!

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Mar 10 2010, 03:14 PM

მოწყინება სულის დასნეულებაა, გონების დაუძლურება, მონაზვნური ღვაწლის გაუფრთხილებლობა, აღთქმისადმი სიძულვილი, ამ სოფლის დანატვრა, ბრალდება ღვთისა, თითქოს იგი უმოწყალო და არაკაცთმოყვარე იყოს. გალობისას ის სუსტია, ლოცვისას - უძლური, ხორციელი მსახურებისას - რკინასავით მტკიცე, ხელსაქმეში დაუღალავი, მორჩილებაში - თვალთმაქცური.

3. მორჩილმა ადამიანმა არ იცის მოწყინება, რადგან გრძნობით საქმიანობით აზრობრივ და სულიერ ღვაწლსაც მოიპოვებს.

4. ძმათა თანაცხოვრება მოწყინებისათვის მეტად საძულველია, ხოლო დაყუდებაში მყოფს იგი არასოდეს შორდება.

5. სიკვდილამდე თავს არ ანებებს და აღსასრულამდე ყოველდღიურად ებრძვის.


პოსტის ავტორი: gvanchi თარიღი: Dec 12 2011, 01:50 PM

ლოცვა როცა მეზარება ან წირვაზე წასვლა ამ სიტყვებს ვიხსენებ ხოლმე :"სასუფეველი ცათაი იიძულების და რომელნი აიძულებდნენ, მათ მიიტაცონ იგი"...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)