არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი) 19 წლის ასაკში აღიკვეცა, 20 წლისა მღვდელ-მონაზონი და 21 წლის უკვე იღუმენი. 2006 წლის 10 ნოემბერს იგი არქიმანდრიტი გახდა. 19 ნოემბერს კი ავარიაში გარდაიცცვალა, 30 წლის ასაკში.
მან ბევრი მონასტერი ააშენა: ტბეთი, ქოზეფა და ა.შ. ბოლოს იგი ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი იყო.
თუ ვინმე იცნობდით, გთხოვთ არ დაიზაროთ და ერთად გავიხსენოთ მამა შიო.
http://imageshack.us
გავიხსენოთ რას ნიშნავს?
მხევალი ნინო
გადაიკითხე პოსტი სრულად და მიხვდები.
ღმერთმა მარადიულ ნათელში ამყოფოს
მეც ვიცნობდი მამა შიოს, ბევრჯერ დავსწრებივარ მის მსახურებას და მართლაც საოცარი ადამიანი იყო, ყველა დამეანხმება ამაში ვისაც ერთხელ მაინც ყავდა ნანახი ან რაიმე შეხება ჰქონია მასთან.
მის სულიერ შვილებს ვესაუბრე, ვინც მის დაკრძალვას დაესწო და მითხრეს რომ ბოლო დღეს ყველამ ხელით შევეხეთ მის ცხედარს, გამოთხოვების ნიშნად და ისეთივე თბილი იყო მისი სხეული როგორც ცოცხალი ადამიანისო, ეს მართლაც სასწაულია.
ღმერთმა დაუმკვიდროს მამა შიოს ცათა სასუფეველი
Cotne
მეც იყავი მის დაკრძალვაზე და შემიძლია მეც იგივე ვთქვა. იგი ძალიან თბილი იყო. ვუყურებდი და ვერ აღვიქვავდი როგორც მიცვალებულს.
გაიხარე ძმაო მეუფე იობს ვიცნობ და ვსთხოვ რომ კურთხევა მომცეს მანდ წასვლის
სანატრელსა შინა დაძინებასა საუკუნოი განსუენებაი მიმადლოს უფალმან ღვთისმოყვარესა არქიმანდრიტსა შიოს და მისცეს მას საუკუნო ხსენება
საუკუნოდ იყავნ ხსენებაი მისი
საუკუნოდ იყავნ ხსენებაი მისი
ხსენება და კურთხევაი მისი
სულმან მისმან კეთილთა შინა განისუენოს და ნათესავმან მისმან დაიმკვიდროს ქუეყანა
სულნი და სულნი მართალთანი შენ გაქებენ უფალო
გუნდნი და გუნდნი ანგელოსთანი შენ გაქებენ უფალო
რუის-ურბნისის ეპერქიიდან ვარ, ამიტომ მამა შიოს მეც ვიცნობდი პირადად და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დედამიწაზე მოარული ანგელოზი იყო... ძალიან, ძალიან მიყვარდა... მის დაკრძალვაზე არ ვყოფილვარ და ამიტომ ვერ ვიჯერებ რომ აღარაა..
უთბილესი, უტკბილესი და უწმინდესი ადამიანი იყო.. როგორი ლამაზი სულიც ჰქონდა, ფიზიკურადაც ისეთივე ლამაზი იყო, ღვთიური სილამაზის.. საოცარი ქერა თმით და დიდი ცისფერი თვალებით...
ყურში ახლაც ჩამესმის, როგორ თბილად აბობდა ჩემს სახელს, როცა მესაუბრებოდა ხოლმე.. ხავერდოვანი ხმით..
ძალიან, ძალიან დამაკლდა და მიჭირს მასზე საუბარი...
beqa.shuxoshvili
მამა შიოს უსაზღვრო და უნაპირო სიყვარულით ჰქონდა გული ავსებული..
ერთმა პიროვნებამ მას ძალიან დიდი სულიერი ტკივილი მიაყენა.. ერთხელ, მე და ჩემი სულიერი და (იმ პიროვნებას იცნობდა) ქარელის რეზიდენციაში ვიყავით ჩასულები, მამა შიოც ჩამოსული იყო ქოზიფას მონასტრიდან. არ მავიწყდება როგორი სიყვარულითა და სითბოთი მოიკითხა მამა შიომ თავისი შეურაცხმყოფელი..
მას არანაირად არ შეეძლო არ ყვარებოდა განურჩევლად ყველა..
ღმერთმა აცხონოს მისი ულამაზესი და უსპეტაკესი სული!!!!!!
მამა შიო ერთხელ მამა შიო ერთხელ მყავს ნანახი სამებაში.რუის ურბნისის ეპარქია იყო ჩამოსული.მეუფე იობიც იყო იყო.ჩემი მეგობარი იყო იქ თათია და უნდოდა რომ გამეცნო მამა შიო.წირვა რომ დამთავრდა გარეთ გავედი რომ მენახა თათიამ უთხრა ეს ლექსო არისო და არ ვიცოდი როგორ მივსალმებოდი მოვიდა ჩემთან და მხარზე ვაკოცეთ ერთმანეთს.ძალიან თბილი ადამიანი იყო. ეგ დღე არ დამავიწყდება.შემდეგ ხატიც გვაჩუქა ყველას . გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე თათია კიდე წავიდა სანახავად მე ვერ მოვახერხე წასვლა.არა და ძალიან მინდოდა.და მგონი ერთი კვირაც არ იყო გასული რომ გავიგე გარდაიცვალა.აცხონოს მისი სული ღმერთმა
ეს კიდე ის დღეა როცა პირველად და უკანასკნელად ვნახე
ღმერთმა აცხონოს და სასუფეველი დაუმკვიდროს
http://imageshack.us
სამწუხაროდ მე არ ვიცნობდი
წმინდათა თანა განუსვენოს უფალმა...
ამ სურათში მამა შიო ნათლავს დედამისს. ნათლია კი ბოდბისა და შემდეგ ურბნისის მონასტრის ყოფილი წინამძღვარია - სქემ-მონაზონი ნინო.
http://imageshack.us
ზუსტად გარდაცვალებიდან 2-3 კვირის წინ ვნახე მამა შიო როდეასაც ექსკურსიაზე ვიყავი სკოლიდან!ბერმა რომელმაც დაგვათვალიერებინა მონასტერი მიგვითითა მამა შიოზე ეს მონასტრის წინამძღვარიაო და მოგვიყვა მისი ისტორია და გაოგნებული დავრჩი 19 წლის ასაკში უკვე ბერი იყო.........მოსაღამოვდა მონასტერი ათონის დროზე იყო და ჩვენი დროით ცოტა გვიან დაიწყო ლოცვა დავესწარით ლოცვას და ზეთიც ვიჩხეთ მამა შიოსგან.ჩვენმა დამრიგებელმა ზეთის ცხების შემდეგ თქვა რომ წავიდეთო თორე შუაღამისას მოგვიწევს ჩასვლაო !და ერთერთ ბერს უთხრა მამაოს უთხარითო რო მივდივართო და კურთხევა მოგვცესო!ჩვენ გვეგონა მამო საკურთხეველში ეტყოდა ბერს რომ წავიდნენო ,მაგრამ მამა შიო შუა ლოცვაზე გამოვიდა სტოაში და დაგვლოცა ყველა სათითაოდ.როდესაც გავიგე რომ მამ შიო გარდაიცვალა არ მეჯერა მაგრამ შემდეგ მივხვდი რომ ის უფალმა წაიყვანა თავისთან რათა ილოცოს ჩვენთვის იმ ზეციურ საქართველოში!
ღმერთმა დაუმკვიდროს არქინამდრიტ შიოს საუკუნო სასუფეველი + + + ძალიან სამწუხაროა ..............
ღმერთმა ისურვოს, რომ მამა შიოს სული წმინდანთა დასს შეუერთდეს...
marine
ამაზე მიდის საუბარი. მომავალში რა იქნება არავინ იცის.
http://imageshack.us
ეს grdzelo-ს სიტყვებია: "ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში ძამის ულამაზეს ხეობაში არის VI-XXI საუკუნეებში დაარსებული სამონასტრო კომპლექსები, სადაც ბერები ათონის წმინდა მთის ტიპიკონის მიხედვით ცხოვრობენ."
ზურაბი
კაი კაცი ხარ
marine
კი მართლაც ეგრეა , თან მკაცრად იცავენ ტიპიკონს , ათონელი ბერები როგორც ცხოვრობენ აი იმ სიუჟეტში რო იყო დედათა მონასტერზე
http://imageshack.us
ღმერთმა აცხოვნოს მისი სული და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი
ღმერთო,როგორ არ მავიწყდება მისი ზე-ადამიანური თვალები...მამაო მე ვფიქრობ ყველა თქვენი სილიერი შვილი ღვთის მადლიერნი უნდა იყვნენ,მე კი ძალიან ბედნიერი ვარ,ირგვლივ ყველა თქვენზე ლაპარაკობს და გული დიდი სითბოთი და უზარმაზარი სიყვარულით მევსება.მამაო მე თქვენ არასოდეს დამავიწყდებით,თქვენ ხართ ის ადამიანი რომელიც მართლა გულით და სულით ზრუნავდით ჩემზე,ხართ ის ადამიანი რომელმაც ჭეშმარიტი ცხოვრების ანაბანა მასწავლეთ,პირველი სულიერი ნაბიჯები გადამადგმევინეთ და ცდილობდით ფეხზე დაგეყენებინეთ.მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ სითბოსთვის და მზრუნველობისთვის რომელსაც ასე უხვად მაძლევდით და მანებივრებდით.(ეს წერილი მივწერე ოდესღაც მამაოს და მითხრა რომ,ამ სიტყვებზე ვიტირეო...)ვერაფრით ვერ ვივიწყებ მამაო თქვენთან გატარებულ სულიერი ცხოვრების 3 წელს.ღმერთო როგორ არ მავიწყდება ჩემი ბოლო აღსარება,მამაო სულ სხვანაირი იყო,აღარ მიშვებდა რა გეჩქარებაო დარჩი კიდევ ცოტახანიო-ნეტავი დავრჩენილიყავი... მაშინ ვერ ვხვდებოდი რატომ იყო მამაო ასეთი მოსიყვარულე(განსაკუთრებით მოსიყვარულე იყო იმ დღეს),მაგრამ 2 კვირაში კი მიმახვედრა უფალმა....ძალიან მიჭირს მამაო უთქვენოდ,ვის მივმართო და ვის მივეკედლო არ ვიცი,თავგზა ამერია...მაგრამ,მჯერა შემეწევით და მაპოვნინებთ ისეთ მოძღვარს,რომელიც ღირსეულად შემიცვლის თქვენ თავს.ბოლო შეხვედრისას შემპირდი "თამარ,ჯვარი მე უნდა დაგწერო"... მაგრამ მიუხედავ იმისა რომ ხორციელად მიგვატოვე,მაინც მჯერა რომ ჯვარს როგორც ჩვეულებრივი ადამიანი კი არა,არამედ სულიერი-ანგელოზების თანხლებით დამწერ და დარწმუნებული ვარ,უფალს ჩემს დიდ ბედნიერებას შეავედრებ...მე მინდა დიდი სიამაყით გავიმეორო ის სიტყვები რომელიც თქვენ ძალიან მოგწონდათ და სულ მეკითხებოდით მართლა შენ თქვიო?"მამა შიო თითქოს და გამჭვირვალეა",მართლაც მასეთი იყავი მამაო,ლურჯი თვალების მიღმა ძალინ დიდი სამყარო მოჩანდა... მინდა უფალს დიდი მადლობა შევწირო თქვენთან სულიერი ნათესაობისთვის და დიდი შენდობას გთხოვთ მამაო.მე მინდა ასევე გთხოვოთ ჩვენ ცოდვილებს მეოხება და შეწევნა არ მოგვაკლო.დიდი სიყვარულით თამარი(სნეგურაჩკა-როგორც მეძახდით ხოლმე:))
tatia xanishvili
რა ლამაზი გამოსათხოვარი დაწერე თათია..
მამა შიო მართლაც რომ გამჭვირვალე იყო...
მამა შიოს შესახებ ტქვენგან გავიგე,მართალი გითხრათ ის მტკივნეულად განვიცადე, რომ ვერ აგიხსნით.
მხევალი ნინო
ნინი, ბედნიერი ხარ რომ არ იცნობდი, თორემ ძალიან გაგიჭირდებოდა მისი აღარ ყოფნა..
ერთხელ გვერდით მომიჯდა და ტკბილად მესაუბრებოდა, უცნაური განცდა მქონდა, თითქოს ადამიანი კი არ მეჯდა გვერდით, არამედ უსხეულო ანგელოზი, რომელიც ყოველგვარი ცოდვისგან, ადამიანური თვისებებისგან განძარცვულია...
tatia xanishvili
კეთილი იყოს შენი მობრძანება ფორუმზე.
tatia xanishvili
ვაიმეეე მოვკვდი ტირილით, რა დასანანია რომ ასეთი მამა არსებობდა და მის შესახებ არც გამიგია. წარმომიდგენია რამხელა დანაკარგია შენთვის, მაგრამ ამავდროულად რამხელა სიმდიდრეა. შენ ხომ ასეთი მოძღვარი გყავდა.
ღმერთმა აცხონოს
წუხელის სიზმარში ვნახე მამა შიო.. ჩასასვენებელში იწვა ვითომ და მაინც ცოცხალი იყო.. მე რომ მივედი, ძალიან გაუხარდა და ცრემლი წამოუვიდა.. დღეს სანთელი უნდა დავუნთო..
marine
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
უფალმა დაუმკვიდროს სასუფეველი !
ლილიანა
ამინ!
Cotne
იცნობდი მამა შიოს?
Cotne
მეც მაგ ეპარქიის ხშირი სტუმარი ვარ.
http://www.link.ge/file/166827/Untitled.wmv.html
შეგვეწიოს მამა შიო , დასანანია რომ არ ვიცნობდით ურმავლესობა არადა რა თბილი ჩანს თუნდაც ერთი შეხედვით ...
``me ar vicnobdi magram vxedav om dzalian kargi adamaini iyo albat exla ualtanaa gmertma natelshi amkofos
ძალიან მენატრება, ძალიან მაკლია მამა შიო..
არ ვიცნობდი მამა შიოს, მაგრამ თქვენი თბილი ნაწერების შემდეგ
გული ტკივილით ამევსო და თვალი ცრემლით.
უფალმა აცხოვნოს ამ წმიდა ადამიანის სული.
არც მე ვიცნობდი მამა შიოს, მაგრამ თქვენი ნაწერების და სურათების შეხედვამ
გული ტკივილით ამივსო და თვალი ცრემლით.
უფალმა აცხოვნოს ამ წმიდა ადამიანის სული
!
სასწაულია იცი, ბედნიერი უნდა იყოს ადამიანი ,
ვინც მასთან ურთიერთობდა და ახლოს იყო..
არ ვიცნობდი, ძალიან კეთილი გამომეტყველება აქვს, ნათელი დუმკვიდროს უფალმა!
მარადიული ნათელი დაუმკვიდროს უფალმა! დიდება მას, მართლაც სათნო ადამიანი იქნებოდა!
არ ვიცნობდი.... საოცარი სათნო და ღვთიური სახე აქვს... ღმერთმა დაუმკვიდროს ზეციური სასუფეველი!
სამწუხაროა ასეთი ადამინის ტრაგიკული სიკვდილი.
იმ სითბოში, რასაც მამა შიო ასხივებდა, ჩემდასაბედნიეროდ ბევრჯერ მოვხვედრივარ და სული გამითბია..
წინაწარ სცოდნია, რომ მალე გარდაიცვლებოდა და ბევრისთვის უთქვამს
ეს იყო საოცარი სულიერი და ფიზიკური სილამაზის ადამიანი..
ერთს გამიღიმებდა, ერთ სიტყვას მეტყოდა და ყველა წუხილი თუ სევდა მეფანტებოდა..
ძალიან დააკლდა ჩემს გულს
სასუფეველი დაუმკვიდროს უფალმა მამა შიოს.სამწუხაროდ მეც არ ვიცნობდი...
დღეს მამა შიოს გარდაცვალების დღეა.
ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი.
mariami-k
მგონი ეს თემა ამ განყოფილებას არ შეესაბამება.
მამა სიოს სამწუხაროდ არ ვიცნობდი, მაგრამ ვიცი რომ დიდი მამა იყო.ქოზიფაში მითხრეს რომ მამა სიო ყოფილა წარსულსი მისი სულიერი მამის მეუფე იობის სულიერი მამა
ნაწყვეტი ბოლნელ ეპისკოპოს ეფრემთან ინტერვიუდან:
მეუფე, ქოზიფას ხშირად მკვდრეთით აღმდგარ ლაზარეს უწოდებენ, რომლის აღდგენასშიც მამა შიოსთან ერთად დიდი წვლილი მიგიძღვით. იყავით გულწრფელი და თქვით, ოდნავ მაინც არ დაგენანათ იმ დიდებული მონასტრისა და შუაღამიანზე აღვლენილი ლოცვები მიტოვება?
- ქოზიფა მართლაც განუმეორებელია. ვმადლობ უფალს, რომ რამდენიმე წელი ამ დიდებულ მონასტერში მომიწია ცხოვრებამ. ეს უდიდესი სულიერი სკოლა და გამოცდილება იყო ჩემთვის. მით უმეტეს, რომ მანამდე იქ ჩემთვის უსაყვარლესი აწ განსვენებული არქიმანდრიტი შიო მოღვაწეობდა. იქ მისი ლოცვისა და შრომის კვალი ატყვია ყველაფერს, იქ მისი სულის სუნთქვა იგრძნობა. მახსენდება... მამა შიოსთან ჩემი უკანასკნელი შეხვედრაც გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე სწორედ ამ სავანეში მოხდა. ახლა რომ ვუკვირდები აბსოლუტურად განსვავებული განცდა იყო ქოზიფაში ჩემს მისვლასა და ბოლოს იქიდან წამოსვლას შორის. სიხარული სევდიანმა სინანულმა შეცვალა, თუმცა ის მადლი რაც თუნდაც ერთხელ აღიბეჭდება სულში აღარასოდეს მიეცემა დავიწყებას.
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
http://imageshack.us
ღმერთმა ნათელში ამყოფოს და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი.
სამწუხაროდ მე არ ვიცნობდი,მაგრამ ისედაც ეტყობა რომ სათნო და ჭეშმარიტი ბერის სახე,ღმერთმა დაამკვიდროს მისი სული, სადაცა მართალნი განისვენებენ.
გუშინ ვიყავი მამა შიოს საფლავზე, რაღაცნაირი განცდა დამეუფლა
ღმერთმა ნათელში ამყოფოს....
"ურბნის-რუისის ეპარქიაში იმდენი ბრწყინვალე სასულიერო პირი იყო, რომ მათ შემყურეს მონაზვნობის სურვილი გამიმძაფრდა. მამა შიომ (ხარძეიშვილი) ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. ცოცხალი წმინდანივით იყო."
/დედა მატრონა (სხირტლაძე)/
marine
პირადად არ ვიცნობდი,მაგრამ დიდი სიყვარულით არ შეიძლება ადამიანი არ განიმსჭვალოს,როდესაც მის სურათებს ნახავ.
ღმერთმა აცხოვნოს
marine
დედა მატრონას დედაც მონაზონია. დედა ნონექია. ურბნისის დედათა მონასტერში მოღვაწეობს.
marine
არასოდეს დამავიწყდება მისი გამოხედვა,სათნოებით სავსე თვალები
მამა შიოზე იქნება გახსენება და შედით www.cross.ge ზე და იაქტიურეთ მამა შიო ნამდვილად კარგი ადამიანი იყო მისგან ბევრი მსმენია
ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა ამ თემის ნახვა... მე ახალი დარეგისტრირებული ვარ და შესაბამისად ახლა ვნახე...
მამა შიოზე ბევრი ითქვა და მე კიდევ დავამატებ იმას, რომ მართლაც შესანიშნავი ადამიანი იყო... მისი ცხოვრება თავმდაბლობასა და სიყვარულზე იყო აგებული... ტკბილი სულის ადამიანი იყო... მე მასთან შეხვედრის ბედნიერება ორჯერ მქონდა, მაგრამ თითქოს მთელი ცხოვრება მიცნობდაო ისე ჩამიკრა გულში და მიმიღო ცოდვილი... ეს განცდა არასოდეს დამავიწყდება_ზეაღმატებული იყო... მისი უძიროდ ლურჯი თვალები მუდამ სადღაც შორს, უსაზღვრო სივრცეში იყურებოდა...
მამა შიოს (მამა შიო, მომიტევეთ, უკეთესი სტრიქონით რომ ვერ შეგამკეთ ცოდვილმა)!!!
მამა შიო, გზები ეკლით დაიფარა
და განგებამ ჩამომსხიპა ფრთები,
ეგ თვალები სულის სარკედ რომ გქცევიათ
სულიწმინდის საგალობლად მესმის...
ეგ დაღლილი, დაღარული თვალთა სივრცე
და ხელები რპყრობილი ცამდე
ბეწვის ხიდი ცხოვრებისა ხომ არ არის,
ჩვენს საწუთროს ზეცამდე რომ არწერს?!
ეგ ხელები იქნებ ბეწვის ხიდი არის,
ან ხელები_წუხელ ჯვარს რომ აცვეს?!
ის ხელები უფლის მადლით მონაბერი
თქვენს ცხოვრებას წამებით რომ აღწერს?!
მამა შიო, გზები ეკლით დაიფარა
და განგებამ ჩამომსხიპა ფრთები,
ეგ თვალები სულის სარკედ რომ გქცევიათ
სულიწმინდის საგალობლად მესმის!!!
ეგ პრობლემები მაშინაც იკო როდესაც იესო ცხოვრობდა ისრაელში, ღმერთი უშვებს ესეტ სიტუაციებს, ეგ არის ღმერთან დაახლოების ნიშანი.
დაწვრილებით შეგიძლიათ მომართოთ.
19 ნოემბერს მამა შიაოს გარდაცვალებიდან 2 წელი სრულდება.
19 ნოემბერს მამა შიაოს გარდაცვალებიდან 2 წელი სრულდება.
chelo
ხო უსაყვარლესი ადამიანი ყოფილა მამა შიო, მეც თქვენი პოსტებიდან გავიგე მის შესახებ... საოცრად დამწყდა გული, რომ არ ვიცნობდი...
ღმერთმა ნათელში ამყოფოს მამა შიოს სული...
გუშინ ყინწვისში მამა შიოს 2 წლის თავზე შევიკრიბეთ. მეუფე იობმა ჩაატარა წირვა. წირვის შემდეგ კი მამა შიოს საფლავზე მეუფემ გადაიხადა პანაშვიდი. ყინწვისში იყო ასევე ჩამოსული მეუფე ეფრემიც.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ღმერთმა ნათელში ამყოფოს არქიმანდრიტი შიო (ხარძეიშვილი)
ამინ!
ახლა დავრეგისტრირდი ამ ფორუმზე და მამა შიოზე თემამ კიდევ ერთხელ მატირა...
ძალიან კარგად ვიცნობდი. ვიცნობდი, რა... ორი წელი იმოღვაწევა ურბნისის ტაძარში, რომლის მრევლის წევრიც ვარ...
სადაც დამინახავდა, თხილის ჯოხი მაქვს შენთვის გამზადებული, უნდა მიგტყიპოო, მემუქრებოდა... რამდენიმე წლის მერე გავახსენე ეს სიტყვები და - მაპატიე, ნინო, რა მკაცრი ვყოფილვარ ურბნისშიო...
ცოცხალი წმინდანიაო, რომ იტყოდნენ, ვღიზიანდებოდი, ჩემთვის მამა შიო ადამიანი იყო, ისეთი, როგორიც უნდა იყოს ადამიანის იდეალი... ვწუხდი, ხორცში მყოფს ასე რომ აქებდნენ... აკი წმინდანების ადგილი ზეცაშიაო და წაიყვანა უფალმა თავისთან...
სიკვდილი გაადვილდა, იქაც მეგულება პატრონი-მეთქი, ასე ვინუგეშებდი თავს იმ საშინელი ნოემბრის დღეებში...
გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე, რაღაცნაირად, სხვანაირად სერიოზული იყო, გამიკვირდა, რა დავაშავე, რად აღარ მიღიმის, აღარ მეხუმრება თავისებურად-მეთქი... რამდენიმე დღეში შევიტყვე, რომ ვეღარასოდეს ვნახავდი მის ღიმილს ამქვეყნად...
ერთ საშინლად ცივ ზამთრის საღამოს უამრავი ხალხი ელოდებოდა აღსარებისთვის მთელი დღის დაღლილს და ნამსახურალს, ერთი ჩაილაპარაკა თავისთვის, "გაუძელი, შიო, გაუძელიო" და ისევ ღიმილით მივიდა ადამიანებთან ნუგეშის საცემად. გვაპატიოს მისმა სულმა... როგორ ვერ მოვუფრთხილდით...
მოგესალმებით ყველას. .. . )) როგორც ვიციი კლასელისგან მამა შიო მეუფე იობს გაუგზავნია პეხსაცმელების საყიდლად და ავარიასჰი დაგუპულა და უპ[რო ზუსტად არავინ იციტ რა მოხდაა?
ხალხო რა კარგი თემა გაგიხსნიათ ძალიან მომენატრა ჩემი მამაო მე მამაოს ნათლული ვარ
mariami-k
მარიამ შენ მამაოს საიდან იცნობდი?? მეცოდინები ან გეცოდინები
http://www.radikal.ru
მე და ჩემი მამაო
ამას ქვია სიკვდილი ქრისტეს ასაკში არქიმანდრიტად კურთხევის შემდეგ 3-4 დღეში გავიდა არ დამავიწყდება მისი დაკრძალვის დღე,ხალხი ყინწვისის გალავანზე,მისი საოცრად თბილი ხელი თითქოს ეძინა.. (თუ ვინმე იყო და ემთხვია მამაოს მიხვდება რასაც ვამბობ )
toka@
თოკა, შენ მამა შიოს ის ნათლული ბავშვი ხომ არ ხარ გრძელი ქერა თმა რომ ჰქონდა? ხაშურის საკათედრო ტაძარში დაყავდა დედას და ყველას გოგო ეგონა...
marine
marine
marine
მადლობ მარინე კომპლიმენტებისათვის....
A.V.M
ნუ აოფნარებ ბიჯოოო...
marine
მაგრამ მხოლოდ წრთვნა რას უზამს თუ ბუნებამ არ უშველაო ხო იცი? ნათლია კარგი მყავდა აი კენჭზე რა მოგახსენო დაგიდებ
marine
A.V.M
toka@
მამა შიოს წმინდა ლოცვები შეგვეწიოს ზეციდან!!!
გილოცავთ წმინდა შიოს და წმინდა ნიკოლოზის ხსნებას!!!
დღეს ყინწვისში დიდი დღესასწაულია...
მამა შიოს საფლავზე პანაშვიდს გადაიხდიდნენ...
მეც გულითადად გილოცავთ წმ. ნიკოლოზისა და წმ. შიო მღვიმელის ხსენების დღეს შეგვეწიოს ყველას მათი მადლი და ძალა;
შეგვეწიოს თოკას ნათლიის მფარველი წმიდანის ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს!
ამ დღეს ერთხელ ყინწვისში დავესწარი საზეიმო წირვას და წირვის დასასრულს, გარეთ ეზოში, მამა შიო მომიახლოვდა და ძალიან თბილად მომიკითხა... ახლაც ჩამესმის მის ანგელოზებრივი ხმა...
მამა შიო ქოზიფას მონასტრის პირველი წინამძღვარი იყო.
marine
მამა შიოს სული ჩემი ყოველდღიური ლოცვის ნაწილია...
marine
მამა შიომ აღმოაჩინა ქოზიფა
"მე ვეფერები ცის ნამივით მაგ წმინდა სახეს.
შენი თვალები ძველებურად სიკეთეს აფრქვევს,
და შენს საფლავზე იყვავილებს ვარდი ღიღილო,
და უფალსა ვთხოვ ანგელოზთა შორის გიხილო,
გეჩურჩულება და გეფერება ყინწვისის სიო,
მადლობელი ვარ ამაგისთვის მამა შიო!"
(ავტორი არ ვიცი, Fეისბუქზე იდო)
marine
ლამაზი ლექსია ძალიან
http://imageshack.us/photo/my-images/28/4hix.jpg/
Uploaded with http://imageshack.us
http://www.geworld.ge/View.php?ArtId=1861&lang=ge&Title=arqimandriti+Sio+xarZeiSvili%3A+arc+ki+minda%2C+warmovidgino+is+sastiki+sasjeli%2C+rac+aRsarebis+gamcem+moZRvars+moelis%21#.UugorzbUVvo.facebook
"მამა შიო მეუფის მოძღვარი იყო.
ზოგჯერ არ შეიძლება, როცა მოძღვარი სულიერ შვილს აბარებს აღსარებას და პირიქით.
ამიტომ მამა შიომ გადაწყვიტა ჩემთვის ჩაებარებინა აღსარება.
გარკვეული დროის შემდეგ უკვე ჩემი სულიერი შვილი იყო.
მე მეუფე იობის სულიერ შვილი ვიყავი.
მამა შიო განსაკუთრებული ადამიანი გახლდათ, ძალიან თავმდაბალი, შრომისმოყვარე, მლოცველი.
საოცარი მეხსიერება ჰქონდა.
ზეპირად იცოდა თითქმის ყველა საიდუმლო ლოცვა, მწუხრი თუ ცისკარი.
ვაკვირდებოდი ხოლმე, მედავითნეობის დროს თუ ვინმეს რაიმე ეშლებოდა, ფსალმუნი იქნებოდა ეს, თუ ტროპარ-კონდაკი, იმასაც ხვდებოდა.
თავისი შესაძლებლობებით გამორჩეული ადამიანი იყო".
/იღუმენი იობი (გეგეშიძე)/
"ძლიერი მმარხველი, ძალიან ძლიერი მლოცველი და ძალიან ძლიერი მშრომელი იყო. ბუნებით ძალიან მშვიდი და საოცარი მომთმენი გახლდათ.
როცა მამა შიო მეტყოდა რამეს, მე როგორც მინდოდა, ისე ვერ ვაკეთებდი. მორჩილება რა არისო, - მეკითხებოდა მამა შიო, - რაც გინდა და იმას გააკეთებ, ესარ არის მორჩილება, როცა არ გინდა და გააკეთებ, ეს არისო.
მარტო შრომა ადამიანს ღმერთს ავიწყებს და მარტო ლოცვაც ხიბლში აგდებსო.
მამა შიო უბიწო იყო.
ძალიან განათლებული იყო. ერთხელ მეუფე იობს ათონის მთაზე ახლა მამა შიო. წირვა მეუფემ ათონზე ქართულად აღასრულა. სახარების კითხვის დროს დიაკვანს სახარება არ ჰქონდა გამორჩეული. მამა შიო მივიდა, აიღო წიგნი და ზუსტად იმ დღის სახარება ზეპირად, სრულად წარმოთქვა."
/იღუმენი ექვთიმე (ბერაძე)/
_ ჩვენ, ადამიანები, ადრე თუ გვიან, ვირჩევთ მომავლის გზას, იმ ბილიკს, რომელზეც უნდა ვიაროთ... მამაო, თქვენ როდის გადაწყვიტეთ ბერობა?
_ ცხოვრებამ ჯერ კიდევ ბავშვობაში ძალიან ბევრი რამ დამანახა... უაზროდ, ფუჭად მივიჩნიე წუთიერი, მიწიერი ცხოვრება და უკვე 14 წლის ასაკში ღმერთისკენ, ღვთისმსახურებისკენ გამიწია გულმა... იმ დროს უკვე ბოლომდე გააზრებული მქონდა, რა მინდოდა და სად მივდიოდი...
ამონარიდი უკანასკნელი ინტერვიუდან.
ესაუბრა შორენა სიხარულიძე
"დღეს 19 ნოემბერია, ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ შიოს (ხარძეიშვილი) გარდაცვალების დღე (მამა შიო 2006 წელს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა), ავადსახსენებელი დღე, დღე, რომელმაც ჩვენ მამა შიოსთან გაგვყარა და მისი სული ზეციურ სასუფეველში დაამკვიდრა. დღე, რომელმაც გაიყოლა დიდი სითბო, თოვლივით სპეტაკი სიყვარული, სუფთა სინდისი, ერთგულება, თანადგომა, დიდი პასუხისმგებლობა ერისა და ეკლესიის წინაშე, მისეული იუმორი, ბავშვური სიცელქე...
მამა შიოს სული უფალთან არის, მარადიულ სამყოფელში მყოფობს, იქ, სადაც არ არის მწუხარება, არცა _ ურვა, არცა _ სულთქმა, არამედ მარადიული ნეტარება და სიხარულია, ანგელოზთა გალობა და ცხოვრებაა დაუსრულებელი.
შეგვეწიოს მამა შიოს ლოცვა უფლისკენ სავალ გზაზე. მისი ლოცვით ღმერთმა მოგვცეს სიყვარული იოანე ღვთისმეტყველისა, სინანული პეტრე მოციქულისა, თავმდაბლობა დავით მეფსალმუნისა, მოთმინება იობისა, სიბრძნე სოლომონისა, სიწმინდე მოსესი, ცრემლი მაგდალინელისა და კეთილგონიერება ჯვარცმული ავაზაკისა. ამინ!"
"მერე მონასტრის მეურნეობაში საქონელს ვუვლიდი. ჩვენი რძის პროდუქტებით მამა შიო სხვა მონასტრებსაც ამარაგებდა. პირადად მე ამომყავდა ყველი, ვადედებდი მაწონს, ვდღვებდი კარაქს - ეს ყველაფერი მამა შიომ მასწავლა. საოცარი იყო მამა შიო, ყველაფერი იცოდა. ეს ძალიან გვეხმარებოდა მონასტრის წინსვლაში. ნათქვამია, რომ ადგილი კი არ ალამაზებს ადამიანს, ადამიანი ალამაზებს ადგილს. მამა შიო ნამდვილად ალამაზებდა ქოზიფას".
/მამა დოროთე/
"წმინდანთა ცხოვრებიდან პირველად ათანასე ალექსანდრიელის ცხოვრება წავიკითხე. ცხონებული მამა შიო (ხარძეიშვილი) და მე თანასოფლელები ვართ. როცა ერთმანეთს შევხვდებოდით, განვმარტოვდებოდით ხოლმე. ის იმ წმინდანთა ცხოვრებას მიყვებოდა, რაც წაკითხული ჰქონდა. მაშინ ბავშვები ვიყავით. მე წმინდა ათანასეს ცხოვრებას ვუამბობდი. ბევრ რამეზე ვსაუბრობდით, მაგრამ განსაკუთრებით ეს დამამახსოვრდა".
/არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი)/
"ჩვენთვისაც ყველასთვის უკვდავია მამა შიო. 30 წლის ასაკში მრავალი მონასტერი ააშენა და სულიერი ცხოვრება ჩამოაყალიბა".
"ქოზიფას მამათა მონასტერში გავიცანი მამა შიო (ხარძეიშვილი) და დავრწმუნდი, რომ მონასტერში გავძლებდი. მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით, თითქმის ერთი წელი ვიცხოვრე ქოზიფაში. ახლა ვხვდები, რამხელა ამაგი მიუძღვის მამა შიოს ჩემს სულიერად ჩამოყალიბებაში. ღმერთმა ისე წარმართა ჩემი ცხოვრება, რომ მორჩილებაშიც მამა შიოსთან ვიყავი. დიაკვნადაც მამა შიოსთან ვმსახურობდი. მღვდლობაშიც ორმოცი დღე მის გვერდით ვიყავი. ღმერთმა ყველანაირად შემიწყო ხელი, რომ მამა შიოსგან ყოველგვარი სიკეთე შემეთვისებინა. მუდამ სიმყუდროვეს ვეძებდი, რაც მონასტერში ვიპოვე."
/სქემმღვდელმონაზონი ისიდორე (ოქროპირიძე)/
მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობის (აქიაშვილი) ლოცვა-კურთხევით გამოიცა წიგნი "ინტერვიუ არქიმანდრიტ შიოსთან (ხარძეიშვილი)"
წიგნის პირველ გვერდზე წერია:
ინტერვიუ ყინწვისის წმ. ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის განსვენებულ წინამძღვარ, არქიმანდრიტ შიოსთან (ხარძეიშვილი)
ესაუბრა: ჟურნალისტი შორენა სიხარულიძე
დაკაბადონება და ყდის დიზაინი:
მონაზონი სიდონია (ვანიშვილი)
საკონტაქტო ნომერი: 5 98 988 980
ეს პატარა წიგნი შინაარსით ენციკლოპედიაა. ყველას გირჩევთ, შეიძინოთ მე პირადად ყინწვისში შევიძინე, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, თბილისშიც იყიდება.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience