ნებისმიერ შემთხვევაში ვიყოთ მდაბალნი, რადგან მდაბალი მიწაზე წევს და მიწაზე მწოლარე როგორღა დაეცემა. ცხადია, რომ სიმაღლეზე მყოფს ხელეწიფება დაცემა.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი
მრავალნი ვუწოდებთ ჩვენს თავს ცოდვილს და შესაძლოა ასეც ვფიქრობდეთ, მაგრამ გულის სიმდაბლეს სხვებისგან მიყენებული შეურაცხყოფა გამოცდის.
წმ. იოანე სინელი
ცოდვილი ანდა ზარმაცი ადამიანი, თავმდაბალი და გულით შემუსვრილი ღვთისათვის უფრო სათნოა, ვიდრე ის, ვინც მრავალ კეთილ საქმეს იქმს და ამით თავმომწონეობს.
აბბა დოროთე
სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს.
წმ. ანტონი დიდი
სიმდაბლე იმაში მდგომარეობს, რომ მიუტევო ძმას, რომელმაც შენს წინაშე შესცოდა, მანამდე, ვიდრე იგი შენდობას ითხოვდეს.
წმ. პიმენი დიდი
ულამაზესი სიტყვებია, მადლობა უფალს რომ არსებობდნენ ასეთი ადამიანები
მე ძაან მიყვარს სოლომონ ბრძენის ეს სიტყვები ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაოა
ძაან არ მიყვარს ეს სიტყვები ყოფნა არ ყოფნა საკითხავი აი ეს არის :angry:
რად გამიუცხოვდი, ადამიანო?
მე ვარ ნათელი, თქვენ კი ვერ მხედავთ;
მე ვარ გზა, თქვენ კი არ მომყვებით;
მე ვარ ჭეშმარიტება, თქვენ კი არ გჯერათ ჩემი;
მე ვარ სიცოცხლე, თქვენ კი არ მეძებთ;
მე ვარ მოძღვარი, თქვენ კი არ მისმენთ;
მე ვარ უფალი, თქვენ კი არ მემორჩილებით;
მე ვარ ღმერთი თქვენი, თქვენ კი არ ლოცულობთ ჩემდამო;
მე ვარ კეთილი მეგობარი, თქვენ კი არ გიყვარვართ;
და თუ თქვენ არ ხართ ბედნიერნი, ნუ დამადანაშაულებთ მე.
- რად გამიუცხოვდი, ადამიანო?
- რად მაქციე ზურგი მოყვარულს შენსას?
- რად იქმენ მონა მტრისა ჩემისა?
- მოიგონე, რომ ზეციდან შენთვის გარდამოვჰხედ!
- მოიგონე, რომ შენთვის ვიშევ ქალწულისაგან!
- მოიგონე, რომ შვილ გექმენ შენ!
- მოიგონე, რომ შენთვის დავიმდაბლე თავი!
- მოიგონე, რომ შენთვის გლახაკ ვიქმენ!
- მოიგონე, რომ მიწაზე შენთვის ვიცხოვრე!
- მოიგონე, რომ შენთვის ვიდევნე!
- მოიგონე, რომ სიტყვა ბოროტი, დამცირება, შეურაცხყოფა, ყვედრება, წყლულები, ნერწყვა, მუჯლუგუნები, დამამცირებელი ვნებანი შენთვის ვიტვირთე!
- მოიგონე, რომ შენთვის უსჯულოთა თანა შევირაცხე!
- მოიგონე, რომ შენთვის დავიკრძალე!
- სასუფევლიდან გარდამოვჰხედ, რომ შენ აღმეყვანე იქ!
- დავმდაბლდი, რომ შენ აღმემაღლებინე!
- დავგლახაკდი, რომ შენ გამემდიდრებინე!
- თავი დავიწყლულე, რომ შენ განმეკურნე!
- მოვკვდი, რომ შენ გამეცოცხლებინე!
- შენ სცოდე, ცოდვა კი მე ვიტვირთე;
- შენ დააშავე და მე დამსაჯეს;
- შენია ვალი, ის კი მეგადავიხადე;
- სიკვდილმისჯილი ხარ, მე კი შენს მაგიერ ვიწვნიე სიკვდილი;
- ეს სიყვარულმა და გულმოწყალებამ ჩამადენინა!
- ვერ მოვითმენდი შენს ესევითარ ტანჯვას;
- ნუთუ უარჰყოფ ჩემს ეგეოდენ სიყვარულს?
- სიყავრულის წილ სიძულვილს მომაგებ?
- ჩემს მაგიერ ცოდვა შეგყვარებია?
- ჩემს მაგივრად ვნებებს ემონები?
- რა ნახე ჩემში ღირსი სიძულვილისა?
- რად არ გსურს ჩემთან მოსვლა?
- სიკეთეს ეძიებ? ყოველგვარი სიკეთე მე მაქვს;
- ნეტარება გსურს? მე ვარ წყარო ნეტარებისა.
- სილამაზე გსურს? ვინაა უფროჲს შვენიერ, ვითარცა მე?
- ღირსება გსურს? ვინ არის უფრო ღირსეული, ვიდრე ძე ღვთისა და ძე მარადქალწულისა?
- სიმაღლე გსურს? ვინ იქნება უფრო მაღალი, ვითარცა უფალი, რომელიც სასუფეველში მკვიდრობს?
- დიდება გსურს? ვინ არის ჩემზე მეტად დიდებული?
- იმდიდრეს ეძიებ? მე მაქვს ყოველგვარი სიმდიდრე.
- სიბრძნე გსურს? მე ვარ სიბრძნე ღვთისა.
- ნამდვილი მეგობრის პოვნა გსურს? ვინ იქნება უფრო გულწრფელი და მოსიყავრულე მეგობარი, ვიდრე ის, ვინც სული თვისი დასდო ყოველთათვის?
- დახმარება გჭირდება? ვინ დაგეხმარება, თვინიერ ჩემსა?
- მკურნალს ეძებ? ვინ განგკურნავს, თვინიერ ჩემსა?
- სიხარულს ეძებ? ვინ მოგანიჭებს სიხარულს, თვინიერ ჩემსა?
- მწუხარე ხარ და ნუგეშს ეძიებ? ვინ განუგეშებს, თვინიერ ჩემსა?
- სიმშვიდე გინდა? ჩემთან ჰპოვებ სიმშვიდეს სულიერს.
- მშვიდობა გსურს? მე ვარ მშივიდობა სულისა.
- სიცოცხლეს ეძიებ? მე ვარ წყაროჲ სიცოცხლისა.
- ნათელს ეძიებ? მე ვარ ნათელი.
- გზას ეძიებ? მე ვარ გზა.
- წინამძღოლს ეძიებ? მე ვარ ერთგული წინამძღოლი.
- რატომ, რისთვის არ გსურს ჩემთან მოსვლა?
- ნუთუ, ვერ ბედავ მოსვლას? მაშ, ვისთანაა უფრო ადვილი მისვლა?
- თხოვნა გრცხვენის? ვინ უარვყავი, რწმენით მოსული?
- იქნებ ცოდვათა სიმრავლისა გრცხვენია? ჩემი გულმოწყალება გაცილებით დიდია.
- „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“.
"იმის გამო, რონ ადამიანია, თითოეულმა უნდა გააკეთოს არჩევანი ღმერთსა და თვითნებობას შორის. სინამდვილეში არჩევანი უკვე გაკეთებულია, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ის, რაც ავირჩიეთ. ამით ჩვენში ვხედავთ, თუ რომელი სამეფოა ჩვენთვის ახლობელი- ღვთის თუ თვითნებობის"
.....როცა ქრისტიანი გავხდი, საკუთარი განსჯა ნებაყიფლობით ვაცლი ჯვარს. მის შემდეგ ნებისმიერი ჯვარი, რომელიც მიტარებია, ჩემთვის მხოლოდ სიხარულის წყარო იყო. მე არაფერი დამიკარგავს, პირიქით, ყველაფერი შევიძინე."
მამა სერაფიმე როუზი
სიამაყემ და ამპარტავნებამ ეშმაკი ციდან გადმოაგდო, თავმდაბლობასა და მორჩილებას კი ადამიანი მიწიდან ზეცაში აჰყავს.
წმ. ანტონი დიდი
"თავმდაბალ კაცს არ ახსოვს სხვათა მიერ მისთვის მიყენებული წყენა და იგი არ განიკითხავს შემცოდეს. ამგვარად, იგი სამი საშუალებით მიიღებს ცოდვათა მოტევებას: როგორც სხვათა არაგანმკითხველი- იგი არ განიკითხება. როგორც თავმდაბალი-განმართლდება, და როგორც მიმტევებელი, ცოდვათა მიტევებას მიიღებს."
წმინდა ათანასე ალექსანრული
mnate
თამამად შემიძლია გითხრა, რომ მაგან აშაკარად შემცვალა
თუკი ყოველგვარი სხვა ვნების გარეშე - მხოლოდ ამპარტავნების გამო ეშმაკი ზეციდან ძირს ჩამოვარდა, წარმოვიდგინოთ: განა შევძლებთ, რომ სიმდაბლის გარდა სხვა სათნოებით მივაღწიოთ ზეცას?
თუკი რაიმე ნიჭი გაგაჩნდა დაბადებამდე, ქვეყნად მოსვლის შემდეგ იმით იამაყე. თუ არა და - შობის შემდეგ ყოველგვარი ნიჭი ხომ ღვთისგან მოგეცა, ისევე, როგორც თვით შობა და არარსობისგან არსად მოყვანა მოემადლა.
რომელი სათნოებაც გაონების გარეშე აღასრულე, მხოლოდ ის სათნოებებია შენი და მით აღიმაღლე თავი, ხოლო რისთვისაც გონება მოიხმარე, ისინი შენი არ არის, რადგან გონება ღვთისგან მოგეცა; რა ღვაწლიც შენი ხორცის გარეშე გიტვირთავს, მხოლოდ ისინია შენი გულმოდგინების ნაყოფი, ხოლო რაც შენი ხორცით ქმენ, ის შენი არ არის, არამედ ღვთის მიერ არიან დაბადებულნი.
გავიგონე, რომ ერთი მოძღვარი ამბობდა: მე მივხვდი, რომ 12 უწმიდური ვნება არსებობს და თუ მათგან ერთს- ამპარტავნებას მიიღებ, იგი დანარჩენი თერთმეტის ადგილს დაიკავებს.
წმ.იოანე სინელი კიბისაღმწერელი
სიმდაბლეს თვით სიტყვა ღმერთი გვასწავლის - ყოველთა კაცთა მაცხოვნებელი, ჩვენი ხსნისათვის განკაცებული და დამდაბლებული. რაოდენ დიდებული სათნოებაა სიმდაბლე, რომ იგი, ვის დიდებულებასაც საზღვარი არა აქვს, უკიდურეს დამდაბლებამდე - ჯვარზე სიკვდილამდე მივიდა მხოლოდ იმისთვის, რომ ადამიანებისათვის სიმდაბლე ესწავლებინა! როგორც ეშმაკის ამპარტავნება იყო ჩვენი ცოდვის დასაბამი; ასევე აუცილებელია, რომ ჩვენი გამოსყიდვის იარაღი იყოს თავად უფლის სიმდაბლე.
ილია კრიტელი
როცა ქარი ზომიერად ქრის და ზღვაზე დიდი ღელვა არ არის, ყოველ მეზღვაურს შეიძლება დიდი წარმოდგენა შეექმნას საკუთარ თავზე და იქადოდეს კიდეც თავისი ხელოვნებით, მაგრამ მხოლოდ ქართა ანაზდეული ცვალებადობის და ამით გამოწვეული დიდი მღელვაარების დროს ვლინდება ხოლმელ ნამდვილად გამოცდილ მესაჭეთა ხელოვნება.
წმიდა ანტონი დიდი
ამპარტავნების მიზეზით თავის ზეციურ ხარისხს მოკლებული და დაცემული ეშმაკი განუწყვეტლივ ამძაფრებს ძალისხმევას იმ ადამიანთა დასაღუპად, რომელთაც მთელის არსებით მოსურვებიათ უფალს მიეახლონ, და ამას იმისავე საშუალებით აკეთებს, რითაც თვითონ დაეცა. – ანუ ამპარტავნებითა და ამაო დიდების მოყვარებით. ამითვე გვებრძვიან დემონები, რომლებიც ჩვენს სულებში ამპარტავნების გაღვივებით და სხვა მზაკვარებათა გზით ცდილობენ ღმერთს მოგვაშორონ. გარდა ამისა, სხვა ხერხსაც მიმართავენ ჩვენს წინააღმდეგ: იციან რა, რომ ძმისა და მოყვასის მოყვარულ ადამიანს, უპირველეს ყოვლილსა, ღმერთი უყვარს, ბოროტი სულები ერთმანეთისადმი სიძულვილსშთაგვიდებენ გულში და ხშირად იქამდეც კი მიდიან თავის ამ მზაკვარებაში და იმდენს აღწევენ, რომ ზოგიერთ ჩვენგანს დასანახადაც კი სძაგს თავისი მოყვასი და სულიერი ძმა, ანდა ორიოდ სიტყვის თქმაც არ სურს მის შესაწევნად. მრავალს, ნამდვილად ღირსეულ და დიდ მამას უღვაწია სათნოებისათვის და მრავალნი ღირსეულნივე დამაშვრალან კეთილი საქმეებისათვის, მაგრამ ბოლოს, თავიანთი უგულისხმობით თავი დაუღუპიათ. და სულაც არ იქნება საკვირველი, რომელიმე ჩვენგანსაც რომ დაემართოს იგივე, როცა, ვთქვათ, შრომათაგან დავცხრებით და ვიფიქრებთ, რა ბევრი ქველის საქმე მოგვიმოქმედია სათნოებით აღვსილთო. და აი, თუკი ასეთი საქმე გვეწევა, ვუწყოდეთ, რომ ეშმაკის ამ სნეულებაში ვართ შთავარდნილი – ცუდად განვიდიდებთ თავს და ამპარტავნებას დამონებულნი ვგონებთ, უფალს მივახლებივართ და მის ნათელში ვჰგიებთო. სინამდვილეში კი, თურმე წყვდიადითა ვართ მოცული და განა სხვამ რამ აიძულა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავის მოწაფეებთან სერობის დასასრულს აღმდგარიყო, “დაედვა სამოსელი თვისი, ...მოერტყა არდაგი, ...წყალი შთაესხა საბანელსა და ეწყო ბანად ფერხთა მოწაფეთა თვისთა” (იოანე 13,4). თუ არ იმ განზრახვამ, რომ სიმდაბლის მაგალითი მოეცა ჩვენთვის?! დიახ, სიმდაბლე და მორჩილება გამოგვიხატა უფალმა თავისი ამ მოქმედებით საიდუმლო სერობაზე, და გვითხრა, რომ ვისაც სურს ღვთაებრივ სიმაღლეთ ეწიოს და პირველთა შორის იყოს შერაცხილი ღმრთის მიერ, სხვაგვარად ვერ მიაღწევს საწადელს, თუ არ მხოლოდ სიმდაბლით. აკი თავდაპირველადაც ამპარტავნების გამოისობით გარდამოცვივდნენ ზეცით ანგელოზნი – ნათლის სულებიდან ბნელ, ბოროტ სულებად ქცეული ზეციური არსებანი! ამრიგად, თუკი ადამიანში არ იქნება სრული სიმდაბლე და მორჩილება, სიმდაბლე სრული გულით, სრული გონებით, სრული სულით, სრული სამშვინველით და სრული სხეულით, მაშინ ასეთი ადამიანი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს.
წმიდა ანტონი დიდი
სიმდაბლე და ტანჯვა (ხორციელი სივიწროვე) ადამიანს ყოველგვარი ცოდვისაგან ათავისუფლებს, იმიტომ რომ პირველი სულიერ ვნებებს აღკვეთს, მეორე კი – ხორციელს. ასე იღვწოდა ნეტარი დავითი, როგორც მისი ღვთისადმი ლოცვიდან ჩანს: “ იხილე სიმდაბლეი ჩემი და შრომაი ჩემი და მიმიტევე ყოველი შეცოდებანი ჩემნი” (ფს. 24,18).
წმ. მაქსიმე აღმსარებელი
“ისწავლეთ ჩემგან, ამბობს უფალი, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა” (მათ. 11,29).სიმშვიდე გულისწყრომას აღშფოთებისაგან იცავს, ხოლო სიმდაბლე გონებას ამპარტავნობისა და პატივმოყვარეობისაგან ათავისუფლებს.
წმ.მაქსიმე აღმსარებელი
ერის დანგრევა და გათახსირება იწყება იქიდამ როცა ერი ივიწყებს საკუთარ ისტორიას
წმ. ილია მარტალი
ამონარიდი მამა თეოდორეს ერთ-ერთი ინტერვიუდან:
"სიმდაბლე - უპირატესი სათნოებაა სათნოებათა შორის. ჩვენ ბევრი რამით ვგავართ უფალს - უკვდავებით, შემოქმედების უნარით და ა.შ. მაგრამ არ ვგავართ მთავარით - სიმდაბლით. მისი მოპოვება ყველაზე რთულია ადამიანისათვის. ღვთისმშობელი კი სწორედ აქ აღწევს გამარჯვებას. სიმდაბლით აჯობა დედა ღვთისამ ყველას. და მისი სიდიადე, სიმდაბლიდან გამომდინარე, იმდენად ბრწყინვალე იყო, რომ გახდა ქერუბიმებზე უპატიოსნესი და სერაბიმებზე უზესთაესი, აღმატებული თვით ზეციურ ანგელოზებზეც კი. სიმდაბლეა ის უდიდესი გმირობა, რომელიც მან ჩაიდინა."
"ადამიანი თუკი გამოიძიებს, მიხვდება რომ ამაო და მდაბალია კაცობრივი სიბრძნე" წმ.ბასილი დიდი
" კაცთა შორის ფილოსოფოსობა დიდად ითვლება, მაგრამ მისი სიმაღლე ამაო, არაჭეშმარიტი და არარაობაა, თუკი ადამიანის მიერ არის შეთხზული და საღმრთო სიბრძნეს არ ერთვის." წმ.ბასილი დიდი
სამაგიეროს მიღების მოლოდინით ნურაფერს მოიმოქმედებ და ნურასოდეს იფიქრებ, რომ რაიმე ღირებულს აკეთებ. ღმერთია ყოველივეს მოქმედი და შენგანაც სხვა არაფერი სურს, გარდა მის წინაშე დამდაბლებისა, გარდა იმისა, რომ მხოლოდ მას მიუძღვნა ყოველგვარი მიწიერისგან თავისუფალი სული და გულის სიღრმეში მხოლოდ ერთი სურვილი ცოცხლობდეს - რომ ყველგან და ყოველთვის ღვთის ნება აღესრულებოდეს შენზედ.
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი
"უხილავი ბრძოლა"
მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში.
წმ. იოანე სინელი
გსურს დიდი შეიქნა? - მაშინ ყველაზე მცირედ და უმნიშვნელოდ მიიჩნიე საკუთარი თავი.
დაიმდაბლე შენი ამპარტავნული გულისთქმა, სანამ ამპარტავნება ვნებად გადაგექცეოდეს და დაგიმორჩილებდეს; ქვე დაამხე შენი ქედმაღლობა და ზესთამჩნეობა - მაღალი შეხედულება საკუთარ თავზე, სანამ ბილწი ავხორცობა დაგეუფლებოდეს და შეგმუსრავდეს.
წმიდა ეფრემ ასური
"მხოლოდ ტკივილითა და ჩვენს თავში ჩაღრმავებით მოვიპოვებთ სიმდაბლეს, რაც არის სათავე წინსვლისა."
ილია II
თუკი თავმდაბლობა, სიყვარული, გულწრფელობა და სიკეთე არ შეამკობს ჩვენს ლოცვა-ვედრებას ღმერთის წინაშე, მაშინ ვერანაირ სარგებლობას ვერ მივიღებთ. და ეს ეხება არა მხოლოდ ლოცვას, არამედ ყველა ჩვენს საქმესა და ღვაწლს - უქორწინებლობა იქნება ეს თუ მარხვა, მღვიძარება თუ ღვთის დიდებისმეტყველება, ანდა სხვა რამ საქმე, რომელთაც ღმერთის სათნო-საყოფად მოვიმოქმედებთ.
წმიდა მაკარი დიდი ეგვიპტელი
ვისაც ლოდის დაძვრა სურს ადგილიდან, ის ზემოდან კი არ მიუმარჯვებს ბერკეტს, არამედ ქვემოდან შეეჭიდება წელში მოხრილი, - აი, ეს უნდა გვქონდეს სახედ და მაგალითად თავმდაბლობისათვის.
ამპარტავნება მაღალი და გამხმარი ხის მსგავსია, რომელსაც ადვილად ემტვრევა ტოტი, და თუკი ვინმე ავა მასზე, უმალ ქვე დაენარცხება.
ცეცხლის საზრდო - შეშაა, მრისხანებისა კი - ცუდმედიდობა და ზესთამჩენობა, ანუ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე.
გსურს დიდი შეიქმნა? მაშინ ყველაზე მცირედ და უმნიშვნელოდ მიიჩნიე საკუთარი თავი.
ნეტარია ის, ვისაც მარადის თვალთა წინაშე აქვს ამქვეყნიდან თავისი განსვლის მომავალი დღე და ვისაც მანამდე მოუძაგია ამპარტავნება, სანამ ჩვენი ბუნებითი სიკნინე საფლავში განხრწნით განცხადდებოდეს.
წმიდა ეფრემ ასური
მადლობა ამ საიტის შემქმნელებს და იდეის ავტორებს და ყველას ვინც თუნდაც მცირედითაც ეხმარება ამ იდეის განხორციელებას
არსებობს რვა ძირითადი ბოროტი ვნება, რომელთაგან სამი უმთავრესია - მუცელღმერთობა, ვერცხლისმოყვარება და მზვაობრობა. ხუთი დანარჩენი მათ ექვემდებარება: ესაა მრუშობა, მრისხანება, სევდა, მცონარება და ამპარტავნება. მათი საპიროსპირო სათნოებებიდანაც სამი უმთავრესია - თავშეკავება, უანგარობა და თავმდაბლობა, ხუთი დანარჩენი კი მათი მომდევნოა და მათგან გამომდინარეობს, ესაა - უზაკველობა, უწყინარობა, სიხარული, მხნეობა და თავის დამდაბლება, მათს კვალად კი მთელი წყებაა სხვა სათნოებებისა.
წმიდა გრიგოლ სინაელი
გახსოვდეს, ქრისტიანო, რომ ბეთლემის გამოქვაბული და ბაგა, სადა იშვა და მიწვენილ იქნა მაცხოვარი ჩვენი, შენი პატივმოყვარეობისა და ძალაუფლებისმოყვარეობის საფლავი უნდა იყოს.
თუ ძე ღვთისამ დაიმდაბლა თავი, ჩვენც უნდა დავიმციროთ თავი, მით უმეტეს, რომ იგი ჩვენი ამპარტავნების გამო დამდაბლდა.
წმიდა მაკარი დიდი
"მდუმარების მოყვარული ღმერთს უახლოვდება და იდუმალად მასთან მოსაუბრე იკურთხება მისგან."
წმ. იოანე კიბისაღმწერელი
ის კი არ წარმოაჩენს თავმდაბლობას, ვინც საკუთარ თავზე ცუდს ამბობს, არამედ ის, ვისაც სხვისგან ყვედრების შემდეგ მისი სიყვარული არ შეუმცირდება.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი
"ღმერთს უყვარს ადამიანი და და უხარია მასთან ლაპარაკი, მაგრამ ამისათვის დიდი სიმდაბლეა საჭირო."
მამა გიორგი (ბასილაძე)
ჭეშმარიტად თავმდაბალს ყვედრება არ სწყინს და არ მრისხანებს, რადგან თავს ყოველგვარი დამცირების ღირსად თვლის.
წმიდა ტიხონ ზადონელი
თავმდაბლობა ყველაზე მართებული მცველია სათნოებებისა.
წმიდა ბასილი დიდი
ვერც მოსაგრეობა გვაცხოვნებს, ვერც ღამისთევა, ვერც სხვა რაიმე ღვაწლი, თუ ამასთან ერთად ჭეშმარიტი ღვაწლი არ გვექნება. იყო ერთი განდეგილი, რომელიც ეშმაკებს განდევნიდა. ერთხელ მათ ჰკითხა: რითი განიდევნებით თქვენ, მარხვით? მათ უპასუხეს: ჩვენ არ ვჭამთ და ვსვამთ. ღამისთევით? პასუხი ასეთი იყო: ჩვენ არ გვძინავს. უდაბნოში განდგომით? პასუხი: ჩვენც უდაბნოში ვცხოვრობთ. მაშ, რითი უნდა განიდევნოთ? ეშმაკებმა უპასუხეს: ჩვენ თავმდაბლობის მეტი ვერაფერი გვამარცხებს.
ამბა მოსე
ერთხელ ვიღაც ბერს სთხოვეს მიეცა გარკვეული განმარტება თავმდაბლობაზე. მან უპასუხა: "ესაა აპატიო ძმას შეცოდება, მანამ, სანამ ის გთხოვს პატიებას." ძმამ ჰკითხა ბერს: "რა არის თავმდაბლობა?" მან უპასუხა: "გაუკეთო კეთილი იმას, ვინც შენ ბოროტებას გიკეთებს." ძმა შეეპასუხა: "მაგრამ თუ ვინმე არ არის ამის შემძლებელი, მაშინ რა უნდა ქნას?" ბერმა უპასუხა: "გაექცეს მასზედ მოსულ წყენას და გაჩუმდეს."
თქმული მეუდაბნოე მამების მიერ
ამპარტავნება წყალქვეშა ქვაა, რომელზეც ხშირად იმტვრეოდნენ ისინი, რომლებიც დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ ვნებათა და სხვადასხვა განსაცდელთა ქარიშხლებს.
წმიდა იოანე ოქროპირი
უფრო მეტად ცხოვრებით ამაღლდი, ვიდრე - აზრით. ცხოვრებამ, შესაძლოა, ღვთის მსგავსი გაგხადოს, აზრს კი უდიდეს დაცემამდე მიჰყავხარ.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის.
წმიდა ისააკ ასური
"და მოსე იყო კაცი ძალზე თავმდაბალი, დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ყველა ადამიანთაგან."
რიცხვნი 12, 3
უკეთესია, არანაირი კეთილი საქმე არ აღასრულო, ვიდრე მისი აღსრულებით უსაზღვროდ იქებდე თავს.
წმიდა დიმიტრი როსტოველი
რა ბევრს მიაყენა ზიანი საკუთარმა სათნოებამ იმით, რომ გამოაცხადა და ქებაც მიიღო!
თავის ქებისაგან ფარისეველი მეზვერეზე უარესი გახდა.
ღვთის ყოველგვარი საჩუქარი ჩვენთვის საზიანო ხდება, როდესაც მისგან არა ღვთის, არამედ - ჩვენს საკუთარ დიდებას ვეძიებთ.
წმიდა ტიხონ ზადონელი
თავვმდაბალმა თვისი სიმდაბლე სიტყვებით არ უნდა გამოთქვას: "სიტყვებით თავმდაბლობა არის ამპარტავნების ნაყოფი და მათი მეშვეობით უწესრიგოთ შობს თავის დედას ქედმაღლობას"
[b]ღირსი ბარსანოფი დიდი
... როგორც ტრფიალმა, ისე მისდიე სიმდაბლეს. შეიყვარე იგი, რათა განგადიდოს შენ. ამ გზით ჭეშმარიტად ღვთისმიერ დიდებაში მოხვდები. მცირედ მაინც ემსგავსე მის სიმდაბლეს, რომელმაც თქვა: „მშვიდ ვარ და მდაბალ გულით და ჰპოვოტ განსუენებაჲ სულთა თქვენთაჲ“ (მათე 11, 29), „რამეთუ მისი არს დიდებაჲ თანა მამით და სული წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.
წმინდა დიდი ბასილი
"იყავი თუნდაც ცოდვილი, მაგრამ მდაბალი - და მშვიდად იქნები. მდაბალთ კი უფალი მოხედავს".
/ღირსი ანატოლი ოპტელი/
"თვითონ სახე კაცისა, რომელიც ღვთისთვის შრომობს, გამოხატავს მის სულიერ წარმატებას".
"სიცოცხლეში რა გრძნობასაც დანერგავს კაცი თავის სულში, იმითვე გადავა საუკუნო ცხოვრებაში".
/ღირსი ბარსანოფი ოპტელი/
"სასწორის ერთ პინაზე რომ დავდოთ მრავალი კეთილი საქმე, მეორე მხარეს კი მდუმარება, მას მდუმარება გადასწონის".
/წმ. ისააკ ასური/
"მაგრამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ჩუმად ყოფნა დანაშაულიც კია"
"სიმდიდრეს არ შეუძლია ადამიანის გაბედნიერება. სიხარული მხოლოდ უფალშია. თუ ადამიანი ღვთისგან შორს არის,მაშინ ის ჭეშმარიტი ბედნიერებისგანაც შორსაა."
/წმ. ბარსანოფი ოპტელი/
"ყოველ სულს, რომელსაც ახალი ცხოვრება, ქრისტესი ცხოვრება სურს, სოფელი სდევნის, შიგნითაც საშინელი ბრძოლა აქვს მტრებთან.
ეს განსაცდელი გარდუვალია, მაცხოვარი ამბობს:
"უკეთუ მე მდევნეს, თქვენცა გდევნიდნენ", - მაგრამ გვანუგეშებს: "უკეთუ სიტყვანი ჩემნი დაიმარხნეს, თქვენიცა დაიმარხნენ (იოანე 15,20)"
/წმ. ბარსანოფი ოპტელი/
(წმ. ნექტარიოს ტიხონოვი) გარეგნულ მუშაკობაზე ამბობდა:
გარეგანი თქვენ გეკუთვნით, შინაგანი კი ღვთის მადლს.
ამიტომაც იმუშაკეთ, იმუშაკეთ გარეგნულად, როცა მასში ყველაფერი გამოსწორდება, მაშინ შინაგანიც აღშენდება."
"მამა ნექტარიოსი (ტიხონოვი) ფიქრისას ყურადღებას ასწავლიდა:
"შეწყვიტეთ ფიქრი და იწყეთ აზროვნება. იფიქრო - ნიშნავს, რომ ფიქრებში უმიზნოდ შესცუროთ.
თავი ანებეთ ფიქრსა და იწყეთ აზროვნება. ნაპოლეონი ფიქრობდა, კუტუზოვი კი აზროვნებდა.
აზროვნება ფიქრზე აღმარებულია".
"წმინდა ანტონი დიდი სიმდაბლის მოხვეჭის ასეთ გზას გვასწავლის:
"სიმდაბლე არის ის, რომ ყოველი ადამიანი შენზე უკეთესად მიგაჩნდეს... მიაჩვიე ბაგეები სიტყვას: "მაპატიე" და მოვა სიმდაბლე... უწინარეს ყოვლისა, ნუ შეიქმნი შენს თავზე რამე წარმოდგენას და იქნები მდაბალი... გეშინოდეს, გაითქვა სახელი შენი კეთილი საქმის გამო.
ნუ მიაგებ ბოროტებას ბოროტებით, შეურაცხყოფას შეურაცხყოფით. თუკი განსაცდელი გაქვს ან ვინმე შეურაცხგყოფს, იცოდე, ამით თავად უფალი გამდაბლებს, რადგან ხედავს, რომ თავის დასამდაბლებლად არ იღვწი... იყავი ბრძენი და მდუმარებით დაადუმე ავის მთქმელი ბაგენი"
"თუ უფალს ყოველთვის ვუჭვრეტთ გონებით, თუკი მუდმივად გვემახსოვრება იგი, მაშინ ჩვენთვის ყველაფერი ადვილი, ყველაფერი მოსათმენი გახდება, ყოველივეს თავისუფლად ავიტანთ და ყველაფერზე ავმაღლდებით"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ამპარტავნების საფუძველი - ურჩობაა. ამიტომაც ეს სენი მორჩილებით უნდა განიკურნოს"
/წმ. სვინკლიტიკია ალექსანდრიელი/
“უფალმაც ხომ იგივე იწვნია: - სამარიტელადაც იხსენიებდნენ და ეშმაკეულადაც, მან კი ესოდენი შეურაცხყოფა და გვემა დაითმინა, ასე რომ, მისი დიდ სიმდაბლეს უნდა ვბაძავდეთ“
/წმ. სვინკლიტიკია ალექსანდრიელი/
"ყოველგვარი სათნოება ჩვენთვის მომხიბვლელი და ამაღლებული ხდება მხოლოდ ძალისხმევისა და თავგანწირვის შემთხვევაში"
/ილია II/
"შეგიძლია დამდაბლდე - ესე იგი შეგიძლია მიჰბაძო იესო ქრისტეს"
/წმ. ბასილი დიდი/
"არ გადაამეტოთ თავი არავის!"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"თავმდაბლობა ეს გახლავთ ქრისტეს შეგრძნება გულში. ვინც იცის რა არის თავმდაბლობა, ის ვერ აღწერს ამ სიტყვას, მაგრამ ვინც არ იცის, იმდენს ლაპარაკობს მასზე, თავად თავმდაბალსაც შეაშინებს".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"რამდენადაც ქედმაღალს ქება უარესად აამპარტავნებს, იმდენად ხარობს მდაბალი, როდესაც შეურაცხყოფენ"
"საკუთარ თავში ვეძებოთ ის, რითაც ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე "უკანასკნელ" ადამიანზე ვართ უარესნი, რაც გარდაუვლად გვაზიარებს ღვთაებრივ სიმშვიდეს და ამქვყნავდე გაგვხდის სამოთხის სიტკობების გემოს მხილველებს"
/ხათუნა საგინაშვილი/
"მამა პაისის [ათონელი] სიტყვა "სიმდაბლეც" განსაკუთრებით უყვარდა და საუბრისას ხშირად იყენებდა. მაგალითად: "სინათლე ცოტათი დაამდაბლე; "მდაბალი სკამი", "ეს ხე ცოტათი უნდა დავამდაბლოთ (ანუ გავსხლათ)" და სხვა.
არც იმის აღიარება უჭირდა, როცა ცდებოდა. თავის საზომი იცოდა. თავს არ იტყუებდა იმით, თითქოს ყველა შეკითხვის პასუხი სცოდნოდა. თუ ხალხი მას სპეციალურ, საეკლესიო, კანონიკურ ანდა სამეცნიერო კითხებს უსვამდა, მათ კომპეტენტურ ადამიანებთან გზავნიდა".
"ზეცაში ერისკაცული აღმართით კი არ ადიან, არამედ სულიერი თავდაღმართით, ანუ თავმდაბლობით ეშვებიან"
/ღირსი პაისი ათონელი/
"პირველ რიგში უნდა მივაქციოთ ყურადღება სიმდაბლესა და სიყვარულს, შემდგომ - მღვიძარებასა და მარხვას"
/ღირსი პაისი ათონელი/
"მშვიდობა არის მადლის ნაყოფი. ის თავმდაბალთა და წმინდათა გულებში განისვენებს"
"ღმერთი უსამართლოდ არავის ექცევა. ირგვლივ მიმოფანტავს თავის სიყვარულს. ოღონდ ჩვენში იყოს თავმდაბლობა, ღვთის მადლს ხომ სწორედ ის მიიზიდავს. ვფიქრობ: რამდენად სულელია კაცი, როცა მას ღვთის მადლი აქვს და მას ფუჭ, ამაო საგნებზე ხარჯავს, მას შეუძლია ადამიანებს ასე ძლიერად და უმაღლესი ხარისხით დაეხმაროს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ოდეს დაბლობზე დგახარ, მწვერვალისაკენ ნუ გაგირბის მზერა, ხოლო მწვერვალზე ასული ქვემოთ ნუ გადმოიხედავ, რომ ფეხი არ დაგისხლტეს და მთაც გვერდზე არ დაგრჩეს და ბარიც".
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"მოძალადე ამპარტვნობა"
„მწყემსობას ერჩივნა დამწყსილიყო“
✞ მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში ✞
"ყოველ დილით ღმერთი სამყაროს ერთი ხელით აკურთხებს, ხოლო როცა თავმდაბალ ადამიანს ხედავს, მას ორივე ხელით დალოცავს!"
„მიუხედავად იმისა, რომ მისი სააქაო ცხოვრება ნამდვილი მოწამეობა იყო, ამით სულაც არ მოჰქონდა თავი“.
"თუ თავს იქებ, აღარ შეგაქებს ღმერთი. თუ თავს დაიდანაშაულებ და უღირსად მიიჩნევ, მაშინ შეგაქებს და განგადიდებს"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"როცა კაცი თავის თავს არ აბრალებს, ღმერთსაც დააბრალებს"
/წმ. აბბა დოროთე/
"თავმდაბლობა არ მრისხანებს, არც ვინმეს განარისხებს"
“ხორციელ შრომას მოაქვს თავმდაბლობა“
„ყველამ, ვინც ღმერთს ევედრება: უფალო, მომეცი სიმდაბლეო, უნდა იცოდეს, რომ ღმერთს შემაწუხებლის მოვლინებას სთხოვს“.
"საჭმელზეც უნდა ვთქვათ, რომ ღირსნი არ ვართ"
/წმ. აბბა დოროთე/
“ვისაც ლანძღვა სძულს, მას თავმდაბლობა სძულს. ვინც თავის მაგინებლებს გაურბის, იგი სიმშვიდეს გაურბის“
/წმ. აბბა დოროთე/
"რაც მეტ მანკიერებას აღმოაჩენ, გახსოვდეს, რომ ეს კარგია და დაგამდაბლებს საკუთარი უღირსების განცდა, რომელიც ყოველ წუთსა და წამს შენთან იქნება"
/წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)/
"ერთ ბერძენ მმართველს ჩვევად ჰქონდა, ყოველ დილით ორ მხარეს იჩოქებდა. როცა ჰკითხეს, ვის ეთაყვანებიო, უპასუხა: - ღმერთს და ხალხს - რაცა მაქვს, ან ღვთისგანაა, ან კაცთაგანო"
"ყველაზე უქვემოესი იყავი, რათა ყველა გთელავდეს, მაშინ იქნები წესრიგში"
"სიმდაბლეშია ადამიანის დიდება"
"ყველა მდუმარე როდია თავმდაბალი, მაგრამ ყველა თავმდაბალი უტყვია"
/წმ. ისააკ ასური/
"საკუთარ თავზე თუ დამცრობილად იფიქრებ, მე შეგახსენებ, რომ - ქრისტესი ხართ, ქრისტეს სუნთქვა ხართ, ქრისტეს წმინდა ნაწილი ხართ, და ამიტომ ზეციური და მიწიერი მარადხსომილი (მყოფი) ქმნილება ხართ. შენ ქმნილი ღვთაება ხარ, რომელიც ქრისტეს ვნებებით უხრწნელი დიდებისკენ მიეშურება".
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"თუ გსურს, ღვთის წინაშე იყო დიდი, საკუთარ თავში დაიმდაბლე თავი".
/წმ. ისააკ ასური/
„თავის დამდაბლება ის ადგილია, რომელზეც სიმშვიდე აშენდება“.
/წმ. ეფრემ ასური/
„ღვთისგან განდიდებულმა ადამიანებმა თავმდაბლობა მისგანვე უნდა ისწავლონ“.
/ამბა ისაია/
"შეგეძლოს თავის დამდაბლება, ეს ნიშნავს, შეგეძლოს იესო ქრისტესთვის მიბაძვა".
/ამბა ისაია/
„მუდამ სიკეთის ქმნა და საკუთარ თავზე ნაკლებად ფიქრი - თავმდაბლობის ნიშანია“.
/ამბა ისაია/
"ყველა ადამიანის წინაშე თავი დაიმდაბლე და ამა ქვეყნის ბატონის წინაშე ამაღლდები"
/წმ. ისააკ ასური/
„ადამიანები სიმდიდრეს ანიჭებენ უპირატესობას, ღვთისთვის კი თავმდაბალი სულია სათნო“.
/წმ. ისააკ ასური/
"თავმდაბლობა ნათელი სვეტია ჩვენს თავზე"
"ვინც შინაგანად მდაბალია, ენის მიერ ვერ გაიძარცვება".
/წმ. იოანე სინელი/
"მრავლისმეტყველება ტახტრევანია, რომელზეც ზის და თავს იწონებს ამპარტავნობა".
/წმ. იოანე სინელი/
"ბერმა თქვა - შვილო, ვერ აგიწერ იმ სიამოვნებას, რომელსაც ჩემი გული განიცდიდა, როცა ადამიანები უსამართლოდ მექცეოდნენ. ვგრძნობდი, რომ ქრისტეს ყვედრების სამოსელით ვიმოსებოდი".
"მხოლოდ თავმდაბალ ადამიანს შეუძლია სიმართლითა და სიწმინდით ცხოვრება".
/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/
"მოჩვენებითი სიმდაბლის მანიით სნეული ადამიანი"
სიმდაბლე კი არ აკნინებს ადამიანს, პირიქით, აღამაღლებს კაცთა შორის და სასიყვარულო თვისებით ხიბლავს მისდამი ადამიანებს.
ღირსი ალექსი ბერი (შუშანია)
"... იქ ერისკაცმა მომლოცველმა რომ შეიტყო, ეს უბრალო და თავმდაბალი ბერი - ყველასთვის ცნობილი ღირსი მამა ეფრემი იყო, უთხრა, - ბევრი კარგი რამ გამიგია თქვენზეო. მამა ეფრემმა აუღელვებლად, მდაბლად უპასუხა:
- თუ გაიგებ, სადღაც ბევრი ბალი ასხიაო, თან პატარა კალათა წაიღე, რადგან ადამიანები ხშირად აზვიადებენ".
"უკიდურესი თავმდაბლობა"
"ზეციური სასუფევლის მხედარს თუ სურს უვნებლობის საზომს მიაღწიოს, ისე უნდა დაიმდაბლოს თავი, რომ ქუჩაში გადაგდებული ჩვარი აიღოს და მხრებზე მოისხას".
„მოციქული პავლე კორინთელებს, უნდა გახდეთ მტვერივით, რომელსაც მოგვიან და ფეხისალაგში ჩაყრიან, ვისაც სურს თავმდაბლობა მოიპოვოს, საკუთარ თავზე, როგორც ნაგავზე, ისე უნდა იფიქროს“.
„ათონზე იყო ერთი ისე თავმდაბალი მონაზონი, რომ ეშმაკებიც კი ვერ ეკარებოდნენ - ის მათ სიმდაბლითა სწვავდა“.
"სიმდაბლისმოყვარეობა"
„მას, ვისაც სურს უვნებლობის საზომს მიაღწიოს, დაე, დამდაბლდეს და თავის თავზე იფიქროს, რომ ის უბრალო ნემსზეც კი უმნიშვნელოა. თუმცა ნემსით შეიძლება სამოსი გაკერო, ხოლო სიმდაბლისმოყვარეობით კი გულწრფელად იფიქრო, რომ უვარგისი ხარ“.
"რაც უფრო თავმდაბალია ადამიანი, მით მეტი მადლი ეძლევა უფლისაგან. თავმდაბალი უნდა ვიყოთ ყველას მიმართ და არა მხოლოდ უფროსებისა და მშობლებისადმი".
/ილია II/
"ძმათა შეკრებაზე მამა არსენი თავმდაბლობით სიტყვას არ იტყოდა, მისი კელია კი მცირე აუდიტორია იყო, სადაც ძმები სათნოებებს სწავლობდნენ".
"სიმდაბლის, გულწრფელობის ხეზე ავიდე".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"მეთოდე გახლდათ უშუალო, პირდაპირი, საკუთარი თავის განმკითხველი და სრულ თვითდამცირებამდე დამდაბლებული".
„უფლის ბატკნები, რომლებიც შინაგანად მდაბალნი და მშვიდნი იყვნენ“.
"თავმდაბალმა ადამიანმა იცის სიმართლე საკუთარ თავზე, ამპარტავანი კი მხოლოდ კომპლიმენტებს ისმენს. ნუ უსმენთ თქვენს მაქებლებს - მათ არაფერი იციან თქვენ შესახებ; მათ მხოლოდ ამქვეყნიური ამაო "ნაგვის" დანახვა შეუძლიათ, რომელსაც თქვენ მათ უჩვენებთ".
/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე (პარი)/
"წმინდა ირინე [კაპადოკიელი] რამდენადაც ზეობდა მაღალ სათნოებაში, იმდენად მეტად თავმდაბალი ხდებოდა".
"სიმდაბლეს მხოლოდ განსაცდელები და გამოცდილება კი არ წარმოშობს, არამედ სულიერი განსჯა და საკუთარი უძლურების შემეცნებაც".
/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/
"თავმდაბალი მამები კი საერთოდ არ საუბრობდნენ".
"თუკი სიმდაბლე გსურს, ნუ იქნები ერთთან მშვიდი და მეორესთან კადნიერი, არამედ ყველასთან მშვიდი იყავი, მეგობარი იქნება თუ მტერი, დიდი თუ მცირე".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"რაც უფრო თავმდაბალია ადამიანი, მით ადრე განთავისუფლდება მტრისგან".
/იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)/
"წმინდა იოანე კრონშტადტელს ხილვა ჰქონდა: წმინდა ანატოლი ოპტელთან ერთად ორი ანგელოზი მსახურებდა ლიტურგიაზე. ეს რომ მამა ანატოლიმ შეიტყო, ცუდადაც კი გახდა და განუწყვეტლივ ევედრებოდა უფალს, მისი გონებიდან გაგონილი აღეხოცა, რადგან თავმაღლობისა ეშინოდა, ეშინოდა გაფიქრებისა - "აი, ხედავ, მე ვინ ვყოფილვარ!" მაშინ ხომ ყველაფერი დაიკარგებოდა, - ბრძანებს წმინდა ბარსანოფი ოპტელი".
"მხოლოდ წმიდა სიმდაბლეა საფუძველთა საფუძველი ყველა სხვა სათნოებისა".
"მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი უძლურების შეგრძნებაა საჭირო იმისათვის, რომ ღვთის წყალობა მოვიზიდოთ ჩვენზე".
"როცა თავს დაიმდაბლებ, ყველა წმინდად მოგეჩვენება. როცა კმაყოფილი ხარ შენი თავით, ყველა უკუღმართი და ცუდია".
"ყველა მდუმარე როდია თავმდაბალი, მაგრამ ყველა თავმდაბალი უტყვია".
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"კაცის სულიერი ხარისხი შეიცნობა იმით, თუ რამდენად დაითმენს შეურაცხყოფას. როგორც ამაყებს უყვართ სხვათაგან პატივისცემა, ასევე უხარიათ თავმდაბლებს, როცა ამცირებენ. ისინი მშვიდნი რჩებიან, როცა სხვები არად აგდებენ, რადგან ხედავენ, რომ მათ მიერ საკუთარ თავზე ჩამოყალიბებულ აზრს სხვებიც ამტკიცებენ".
"ქრისტიანული სრულყოფილება კი, ისააკ ასურის თქმით, სრულ სიმდაბლეშია".
"ადამიანის სულიერი ზრდის საზომს - მისი სიმდაბლე წარმოადგენს. რაც უფრო მაღლაა ადამიანი სულით, მით უფრო თავმდაბალია. და საპირისპიროდ, რაც მეტად მდაბალია, მით უფრო ამპარტავანია".
/იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)/
"რაც უფრო გაზრდი და მოიკრებ შენში თავმდაბლობას, ქრისტე მით მეტად განგეცხადება".
"დაე, შენი გარეგნული სახეც, და შესამოსელიც, და სიარულიც, და ჯდომაც, და საკვებიც, და სარეცელიც, და სახლიც, და ჭურჭელიც - იყოს უბრალო, თავმდაბლური და მათში ზედმეტი არაფერი იპოვებოდეს; და სიტყვაც, და საგალობელიც, და მოყვასისადმი მიმართებაც დაე, იყოს უფრო მეტად მოკრძალებული, ვიდრე ქედმაღლური".
"თავმდაბლობას არ უნდა ვიჩენდეთ მხოლოდ ეკლესია-მონასტრებში, მოძღვრებთან და პატივსაცემ ადამიანებთან ურთიერთობისას, რადგან არ შეიძლება თავმდაბლობა იწყებოდეს და შემდეგ სრულდებოდეს სადღაც, ნამდვილ თავმდაბლობას დასასრული არ აქვს, იგი ჩვენთან ერთად იბადება და იქნება მუდამ. იგი სულს საუკუნო ცხოვრებაშიც მიჰყვება. დაუსრულებელია და დროს არ ექვემდებარება, არც ნივთია, რომ ვიქონიოთ თან".
"ადამიანი ვერ ისწავლის თავმდაბლობას, იგი უნდა განავითაროს თავის თავში მან".
"მაგრამ ბენედიქტეს ერჩივნა, ამ სოფლისთვის ბოროტება დაეთმინა, ვიდრე ქება-დიდება ესმინა".
"გონებით უფალთან აწეული, მუდამ თავჩაღუნული დადიოდა"
"დავუბრუნდეთ წმინდა ათანასიას ცხოვრებას. როგორც უკვე ვთქვით, მას უდიდესი სიმშვიდე და თავმდაბლობა ჰქონდა; მოუკლებლად ლოცულობდა, როცა ცისკენ იყურებოდა, ბრწყინვალე ნათლის ღრუბელს ხედავდა, რომლის შუაშიც იდგა ვინმე კაცი, რომელიც გამოუთქმელი სილამაზისგან ბრწყინავდა. ეს ხილვა ბევრჯერ ნახა, და გაოცებული თავისთვის კითხულობდა: "ვინ დააჯილდოვა ეს კაცი ასეთი სილამაზით? რა სათნოების გამო შეიქმნა ღირსი ასეთი სათნოებისო?" ამ განსჯისას, მას თითქოს ხმა მოესმა, რომელიც ეტყოდა: "კაცი, რომელმაც შენ გაგაოცა, ამგვარი სახით სიმშვიდესთან შეზავებულმა თავმდაბლობამ განამშვენა; იცოდე, რომ ამგვარი სათნოებებით შენც ამას მიაღწევ". წმინდანმა ამ ხილვის შემდეგ უფრო მეტი მოშურნეობით განამშვენა საკუთარი სული თავმდაბლობით და სიმშვიდით".
"დიდი თვითდამცრობა"
"სული არ დამდაბლდება, თუ პური არ მოაკლდა".
/ღირსი პიმენ დიდი/
"თავმდაბლობა ჯანმრთელობაა".
"თავმდაბალი ადამიანი სრულყოფილია".
"თავმდაბლობა, ერთი მხრივ, იცავს ადამიანს ამპარტავნების სენისგან, მეორე მხრივ კი უნარჩუნებს ღირსებასა და მეობას, რათა მან არც საკუთარ თავს მიაწეროს თავისი მიღწევები და არც თავისი პიროვნება და თავისუფალი ნება უარყოს სრულიად"
/მამა კონსტანტინე გიორგაძე/
"ერთ-ერთი წმინდა მამა წერს, რომ სიმდაბლით ლოცვა - ეს არის ის სინას მთა, სადაც ადამიანს იესო ქრისტე გამოუჩნდება. რასაც ადამიანი აკეთებს, ყველაფერს სიმდაბლე უნდა ახლდეს."
"სიმდაბლე და თვითგვემა ყოველგვარი ვნებისგან ათავისუფლებს ადამიანს, მოკვეთს რა პირველი მათგანი სულის ვნებებს, მეორე კი - სხეულისას. ამიტომ ამბობს უფალი: "ნეტარნი არიან გულით განწმენდილნი, რადგან ისინი ღმერთს იხილავენ" - ღმერთს თავად და მის საუნჯეებს, რაჟამს სიყვარულისა და თავშეზღუდვის მიერ განიწმინდენ თავიანთ თავს, და, ამასთან, იხილავენ იმდენად მეტად, რამდენადაც განავრცობენ სიწმინდეს".
"[ღირსი პაისი ათონელმა] რომ არ დავიწყებოდა, ვინ იყო, კელიის კედელზე წააწერა: "უფალმან აღადგინის ქვეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი" (ფ. 112,7).
"თავმდაბლობის შედეგიანობის საჩვენებლად ასეთ რამეს მოჰყვა [ღირსი პაისი ათონელი]: "ერთხელ კატის კნუტი ავად გამიხდა. საცოდავს აზიდებდა და იტანჯებოდა. ვხედავდი მის ტანჯვას და გული მტკიოდა. ჯვარი გადავსახე, მაგრამ არ უშველა. "ოჰ, შე ფუქსავატო, კნუტის დახმარებაც კი არ შეგიძლია", - ვუთხარი საკუთარ თავს და როგორც კი დავმდაბლდი, კნუტი მაშინვე გამოკეთდა".
"თავისი გამოცდილებიდან მამა პაისი ასწავლიდა: "სულიერ ცხოვრებაში მოქმედებს სულიერი კანონები. თუ გულწრფელად შევინანებთ ცოდვებს, მერე მის გამო სნეულებით არ გადავიხდით. ავადმყოფობას თუ უსამართლობას ღმერთი ჩვენზე იმ ცოდვების გამო უშვებს, რომელთაც ვერ ვგრძნობთო". ერთ ბერს კი უთხრა: "ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ იმაზე, რაც გარშემო ხდება: გესმის, რაც გითხარი? ვინც გაუკეთესებას ცდილობს, გავლენას ახდენს გარშემო მყოფზე და მთელ სამყაროზე. მე რომ წმინდანი ვყოფილიყავი, ჩემი ლოცვით შევეწეოდი ადამიანებს".
"წმინდა მაკარი ოპტელი მდაბალი გულით იღებდა ყოველივეს, როცა ეუბნებოდნენ, მავანი შენზე ცუდს ლაპარაკობსო და ამბობდა: "მადლობა ღმერთს! ერთი მხოლოდ ის ფიქრობს ჩემზე მართალს. ეს ღმერთმა ამცნო მას ჩემს შესახებ. თქვენ კი მოხიბლულხართ და ვიღაცა გგონივართ. განა არ გახსოვთ ნათქვამი: "ვაი თქვენდა, რაჟამს კეთილს გეტყოდიან თქვენ კაცნი..." (ლუკა 6,20) და ვაი იმას, ვისი სახელიც საქმეზე მეტია! ესენი სულიერი ჯაგრისებია, რომლითაც ჩვენი სულიერი არაწმინდება სუფთავდება".
მამა მაკარი თავის ნათესავებს სწერდა: "უნდა შევიწყალოთ დედა მ-ი. ისიც ღვაწლშია: თავისი ვნებებისთვის ვერ უძლევია, გულცივადაა და თავს დამცირებულად თვლის. ამაზე კი ვაქებ, ვმადლობ და პატივს მივაგებ, რომ ადრე ბრმას და მოხიბლულს თვალი აეხილა და დამინახა ისეთი, როგორიც ვარ - ცოდვილი. ქება-დიდება, რომელსაც შემასხამდა, ლანძღვად აქცია, ამით მცირედით მაინც შემიმსუბუქა ტვირთი, რომელსაც ვიტვირთავ ხოლმე, როცა ამაო დიდებას ვიღებ და საქმეზე მეტად სახელი მაქვს გავარდნილი".
მამა მაკარი დედათა მონასტრებსაც ყურადღებას აქცევდა, მათ შორის ბელევის სავანესაც. მიდიოდა იქ რამდენიმე დღით, ყველა დედას მოინახულებდა. იყვნენ მონაზვნები, რომლებსაც ის არ უყვარდათ, პირველ რიგში სწორედ მათ ნახავდა. როცა ეტყოდნენ: - მამაო, მოძულეებთან რატომ მიდიხართო, პასუხობდა: - ამიტომაც პირველ რიგში ისინი უნდა ვნახოო. მართლაც, მოინახულებდა და მშვიდობას ჩამოაგდებდა."
"სიმდაბლე ვერ ითავისებს მოყვასის განკითხვას და წყენას. თუ ჩვენ განვიკითხავთ სხვებს, ანდა გვწყინს, როცა რაიმეთი შეურაცხგვყოფენ, მაშინ არანაირი სიმდაბლე არ გაგვაჩნია. წმინდა მოღვაწენი ყოველთვის გულწრფელად მადლობდნენ მათ, ვინც აწყენინებდა და შეურაცხყოფდა, რადგან წყენის დათმენით სიმდაბლეს სწავლობდნენ... მხოლოდ სიმდაბლის წყალობით იქცევა ადამიანი "ერთ სულ" ღვთისა, რომელმაც ფურთხების, ყვრიმალცემისა და ჯვარცმისთვისაც კი დაიმდაბლა თავი".
/იღუმენი ნიკონი/
"თვით სულიერი ცხოვრების წარმატება სიმდაბლის სიღრმით განისაზღვრება. ამიტომ ყოველგვარი დამცირება, შეურაცხყოფა, წყენა, დაცემაც კი ისე უნდა მივიღოთ, როგორც უფლის ხელით გამოგზავნილი, რაც ხელს უწყობს ჩვენი "მეს" დათრგუნვას არა დრტვინვით, არამედ მადლიერებით".
/იღუმენი ნიკონი/
"ისწავლეთ თავმდაბლობა და მორჩილება და სულის ყველა ცუდი თვისება გაქრება. ვისაც შეცნობილი აქვს საკუთარი არარაობა და უსუსურობა სიკეთის ქმნისა, იგი არ მრისხანებს მისი ღირსებების დაუფასებლობისას და არც შეურაცხყოფილად გრძნობს თავს. ვინც არაფერს ეძებს, არაფერი სურს, არაფერს მოელის - არავისი შურს და არც წუხს არაფერზე. აი ამიტომ არიან მორჩილნი და თავმდაბალნი ყოველივე ამქვეყნიურზე ამაღლებულნი. ისინი მეუფებენ წუთისოფელზე, ვინაიდან არ სჭირდებათ იგი.
მორჩილნი და თავმდაბალნი ყოველთვის და ყველაფრით კმაყოფილნი არიან. რაც არ უნდა შეემთხვეთ, ღვთისგან მოწევნულად იღებენ. ერთნაირად სწირავენ მადლობას არსთა გამრიგეს როგორც კარგისთვის, ისე ცუდისთვის, რამეთუ მიიჩნევენ, რომ წყალობის კი არა, ცოდვათათვის მხოლოდ სასჯელის ღირსნი არიან. მათი ნება ღვთის ნებაშია. მორჩილნი ამიტომაც დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს. "შემხედეთ მე, - ამბობს უფალი, - მომყევით მე, გაიგეთ ცხოვრება ისე, როგორც მე მესმის, იყავით მორჩილნი და თავმდაბალნი და მოიპოვებთ სულის სიმშვიდეს".
"სხვაა გონება საყდარზე ამაღლებულისა და სხვა - სკორეზე მჯდომარისა და იქნებ ამიტომაც იჯდა ქალაქგარეთ სასკორეზე დიდი და მართალი იობი, რამეთუ სრული სიმდაბლე მოიპოვა და თქვა სულიერი შემეცნებით: "დავიკნინე თავი ჩემი და დავლსბი, და შევრაცხე თავი ჩემი მიწა და ნაცარ" (იობ. 42,6)."
/წმინდა იოანე სინელი/
"როცა გაქებენ, ყოველთვის გახსოვდეს, რომ ღირსი არა ხარ ქებისა.
ჩვენ ყოველთვის და ყველა შემთხვევაში უნდა დავიმდაბლოთ თავი.
შევიყვარებთ სიმდაბლეს და ღვთისგან დიდებას მივიღებთ. დავკარგავთ სიმდაბლეს და დავკარგავთ ღვთის წყალობასა და დიდებას.
როგორც სინათლის გარეშე ბნელია ყველაფერი, ასევე ადამიანში სიმდაბლის გარეშე წყვდიადის გარდა არაფერი რჩება."
/წმინდა სერაფიმე საროველი/
"იყავი მომთმენი, ვითარცა უხორცო, მდაბალი და მამაცი - როგორი მშვიდი და მდაბალიც იყო ჩვენი უფალი, იყავი ასეთი მთელი ცხოვრება და ამგვარივე აღუდექი წინ მტრებს."
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"დაბლობში მინდვრები თითქმის ყველთვის უხვი და მოსავლიანია, მაღალი მთები კი გამოფიტული და უბარაქოა. ასევე, თავაწეული თავთავი მუდამ ცარიელია, ხოლო თავდახრილში ბევრი მარცვალია. გქონდეთ დამდაბლებული გული და გამდიდრდებით ყოველივე ხსნისთვის საჭიროთი."
/სერგი ნილუსი/
"საკუთარი თავის ბრალეულყოფა"
"ხის სიძლიერე მიწაში გართხმული ფესვების სიღრმითა და სიმყარით განისაზღვრება, ადამიანის რწმენა, სიმტკიცე და ძლიერება კი სიმდაბლის სიღრმეში აისახება".
"ერთ-ერთი ცნობილი ბერი, მამა ფილოთეოს ზევრაკოსი იხსენებს, რომ როდესაც მონასტერში პირველად ჩავიდა, მინდორში მომუშავე ბერი შემოხვდა. მას ჩალის ქუდი ეხურა, კაბის კალთები ქამარზე აეკაპიწებინა და პაპანაქება სიცხეში მიწას ამუშავებდა. "მამაო, მე მეუფე მჭირდება", - მიმართა ბერმა. "მონასტერში მიდი და იქ ნახავ", - უპასუხა სიმდაბლით ბერმა. მონასტერში მისულმა დაინახა, თუ როგორ დაბრუნდა მინდვრიდან ბერი [წმ. ნექტარიოს პენტაპოლელი], დაიბანა, დაივარცხნა, სკუფია დაიხურა და მასთან გამოვიდა. მიესალმა და წარუდგა: "მეუფე ნექტარიოსი გახლავართ".
"თუ თავი შენი არარაობად მიგაჩნია და შეურაცხადად, ჰპოვებ სულის სიმშვიდეს".
/წმ. პიმენი/
"რა არის სიმდაბლე? ჩემი აზრით, როცა ადამიანი თავის თავს ყველაზე ცოდვილად თვლის, არავის ამდაბლებს და არ შეურაცხყოფს, არ განიკითხავს, მხოლოდ საკუთარ თავს უკვირდება და არ ეძებს არც სიმდიდრეს, არც დიდებას, არც შექებას, არც პატივს, მიაჩნია რა თავი ამათთვის უღირსად; ვაჟკაცურად ითმენს დამცირებას, გინებას, ყვედრებას და თავის გულში ფიქრობს, რომ იმსახურებს ამგვარ მოპყრობას; ყველას გულიანად ესაუბრება; მზად არის თითოეულს სიყვარულით ემსახუროს, ვერ ხედავს თავის კეთილ საქმეებს და არ ლაპარაკობს მათზე საჭიროების გარეშე. შვილნო ჩემნო, მსგავს სიმდაბლეს ვითხოვ თქვენთვის მე უფლისაგან, რამეთუ იგი არა მარტო გიხსნით ცოდვისაგან, არამედ იმის სიყვარულს გასწავლით, ვინც დაიმდაბლა თავი ჯვარცმულ სიკვდილამდე."
"ვინც მაგინებელს გაურბის, ის გაურბის სიმდაბლეს".
/ამბა დოროთე/
"დიდი სათნოებაა საკუთარი თავის ყვედრება. წმინდა მოსე შავი დიაკვნად აკურთხეს და ოლარი გადასდეს მხარზე, ეპისკოპოსმა უთხრა, - სრულიად განსპეტაკდი, მამაოო. მოსემ უთხრა: "მხოლოდ გარეგნულად, შინაგანად ისევ შავი ვარო". მღვდელმთავარმა მისი გამოცდა გადაწყვიტა. როცა მოსე სხვა მამებთან წირვაზე დადგა, მღვდელმთავრის ბრძანებით, მამებმა იგი ეკლესიიდან გააგდეს, - ინდოელო, აქ რას მოსულხარო. მოსემ საკუთარ თავს ყვედრება დაუწყო: - კარგად მოგექცნენ, ნაცრისფერკანიანო, არარაობა ხარ და კაცივით კაცებს შეუერთდიო. ჩუმად გადევნებულმა ძმებმა მისი ნათქვამი ეპისკოპოსს მიუტანეს. მან იგი საკურთხეველში დააბრუნა."
"გვახსოვდეს, რომ ყოველივე, რასაც ვაკეთებთ, იღუპება, თუ თავმდაბლობა არ დავუყენეთ მცველად".
"თვით ყველაფრით გამორჩეული ქცევაც კი კაცისა, მოკლებულია სრულყოფილებას. ქრისტიანი ქრისტეს რჯულის უზადოდ აღმსრულებელიც რომ იყოს, მან არც მაშინ უნდა იფიქროს, რა დიდებული საქმე გავაკეთე, რა დიდი შრომა გავწიეო".
"შეხედე, - განაგრძობს წმინდა ამბროსი, - მზეც მორჩილებაშია, მთვარეც ემორჩილება უზენაეს კანონებს, ანგელოზები დაუცხრომლად ემსახურებიან უფალ ღმერთს. შენ ვინღა ხარ, ადამიანო, დიდებასა და აღიარებას რომ ელოდები?!"
"ღირსი იოსებ მღვიმელი (ათონელი) წერდა: "მართალი თუნდაც ათასჯერ დაეცეს, არ კარგავს კადნიერებას, კვლავ წამოდგება, მოიკრებს ძალას და უფალი მას გამარჯვებად ჩაუთვლის. მაგრამ გამარჯვებას არ აჩვენებს, რომ არ გაამაყდეს, დაცემას კი თვალთა წინაშე წარმოუდგენს, რათა ხედავდეს, იტანჯებოდეს და დამდაბლდეს".
"უფალმა თავად იცის ჩვენი მიდრეკილებები, ჩვენი დაცემული ბუნების ყველა თვისება, ამიტომ მიზანმიმართულად დაგვიდო ისეთი მცნებები, რომელთა შესრულება შესაძლებელია.
მაცხოვარი ბრძანებს, რაც შეუძლებელია კაცთათვის, ის შესაძლებელია ღვთისთვის. სათნოებების მოპოვებაში არ უნდა გვქონდეს საკუთარი თავის იმედი. ნებისმიერი მოღვაწე, რომელიც საკუთარი თავის იმედად ცდილობდა სათნოებების მოხვეჭას, თუნდაც გარეგნულად, ვარდებოდა ცდუნებებში, ხიბლში, თვითგანდიდებაში. ადამიანმა თავისი სასოება უნდა დააფუძნოს ღმერთზე და ღვთის მადლით შეეცადოს სათნოებების მოპოვებას, თორემ ვერ გაექცევა ყოველ ნაბიჯზე ჩასაფრებულ ამპარტავნების ცოდვას. ეშმაკი ყოველთვის შთააგონებს ადამიანს, რომ თავისივე შრომით შეძლო რაიმეს გაკეთება. თავმდაბალი, ღვთის მოიმედე რასაც აღწევს ცხოვრებაში, არ მიაწერს საკუთარ თავს, არამედ უფლის უსაზღვრო მოწყალებას. ასეთები არც მარჯვნივ მიდრკებიან და არც მარცხნივ, არამედ პირდაპირ მიდიან სამეუფო გზაზე."
"გულით სიმდაბლე ყოველგვარ პატივმოყვარეობას განაგდებს და ვერ უძლებს მას".
/დეკ. გიორგი დარჯანია/
"როცა დიდხანს სთხოვთ ღმერთს რაღაცას, ის კი არ გაძლევთ, იცოდეთ, რომ მიზეზი ამისა თქვენი ამპარტავნებაა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ღმერთს ჩვენი სიმდაბლით. მოდი, ასე ვთქვათ: "ღმერთო ჩემო, ერთი უმაქნისი კაცი ვარ. გევედრები, შემინდე და შემეწიე!"
/ბერი პაისი ათონელი/
"თავმდაბლობასა და უბრალოებას არაფერი სჯობს, არაფერი".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ბენედიქტეს ერჩივნა, ამ სოფლისგან ბოროტება დაეთმინა, ვიდრე ქება-დიდება ესმინა. სურდა, უფლისათვის შრომაში დაღლილიყო, ვიდრე სხვა კაცთა კეთილგანწყობით ექედმაღლა."
"შევიძინოთ სიმდაბლე და მაშინ ჩვენ წინაშე ყველაფერი გაცხადდება".
"წმინდა ირინე [ქრისობალანტელი] რამდენადაც იწევდა მაღალ სათნოებაში, იმდენად მეტად თავმდაბალი ხდებოდა".
"დიდმა ეპიფანემ კი სიმდაბლით თავისი მოძღვრის საზომს მიაღწია, მრავალ სასწაულს აღასრულებდა, სნეულს კურნავდა, მკვდარს აღადგენდა, სულთა უკეთურთა კაცთაგან განასხამდა, მაგრამ ამ ყველაფერს მაინც არ გაუამპარტავნებია. ერთხელ ხანძთაში მოსულ ნეძველ მონაზვნებს მამა გრიგოლმა ჰკითხა: - სიმდაბლე თუ არის თქვენს მონასტერშიო. შენი ლოცვით არისო, - უპასუხეს. ამ დროს წირვის ზარები დარეკეს. მამა გრიგოლმა ბრძანა, მწირველი ეპიფანე იყოსო. დაიწყო წირვა და როცა "წმიდაო ღმერთოს" გალობა დაიწყეს, საკურთხეველში შევიდა მამა გრიგოლი, კვერთხი ეპიფანეს თავში ჩაარტყა: - დადუმდი და შესამოსელი გაიხადეო. ყველა გაოცებული მიაჩერდა. ეპიფანემ შესამოსელი გაიხადა და თავდადრეკილი დადგა მოძღვრის წინაშე. ცოტა ხნის შემდეგ უბრძანა, შეიმოსე და წირვა გააგრძელეო. მანაც სიხარულით გააგრძელა წირვა. "ნახეთ, ძმანო, სრული სიმდაბლე ეპიფანესი; მას არაფერი დაუშავებია, მისი ღმრთისმოშიშების, სიწმინდისა და სიმდაბლისათვის სულიწმინდის მადლი ყოველთვის დადგრომილია მასზე. ეს თქვენთვის ვქმენი, რადგან თქვით, ჩვენს საძმოში სრული სიმდაბლეაო".
"თავმდაბლობა, პირველ რიგში, დიდი სიყვარულის, სიბრძნის მაჩვენებელია".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ცხოვრება მაშინაა მშვიდი და უშფოთველი, როცა გააცნობიერებ, რომ არავინ ხარ..."
/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/
"როდესაც ვინმე ბერის [ღირსი სვიმეონ მესვეტე უფროსი] ლოცვებით განიკურნებოდა, ნეტარი მამა ეტყოდა:
- უფალს მადლი შესწირე შენი გამოჯანმრთელებისთვის და არ გაბედო იმის თქმა, რომ სვიმეონმა განგკურნა, თორემ უარეს დღეში ჩავარდები!"
"ნათელი და სიმდაბლით აღსავსე მზერა"
"პახუმი სხვებისგან გამორჩევას არც თვითონ ცდილობდა, თავს დიდად ცოდვილად მიიჩნევდა და წინამძღოლობას ისე უყურებდა, როგორც სხვათა სამსახურის მოვალეობას."
...თავმდაბალი ხშირად თავად აღიმაღლებს თავს საკუთარ სინდისში..."
/წმ. იოანე ოქროპირი/
"იყავით ყურადღებით ყოველი საქმის კეთებისას და ნუ დაუშვებთ გულში ფარისევლურ ფიქრს საკუთარ ღირსებებზე."
"განსაჯეთ თავმდაბლობით და არა თავდაჯერებულობით".
/ღირის მაკარი ოპტელი/
"მოიგონეთ, როგორ "დარჩა მარტო იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე" (დაბ. 32,24). არა ხალხმრავალ ბრბოში, არა მდუღარ საქმიანობის წყალვარდნილში გვეცხადება ჩვენ უფალი - არა, იგი გარდამოვალს ჩვენ თანა და გვპოულობს სიმარტოვესა და სიმყუდროვეში. შესაძლოა, თქვენ მარტოსული, მარტომყოფელი ხართ, ეგებ, ავადმყოფი? ეგებ, თქვენც მოყვასისგან გაუცხოვებულად, ყველასაგან მიტოვებულად გრძნობთ თავს? ან იქნებ თქვენ ის ძვირფასი, ახლობელი ადამიანი დაკარგეთ, რომელიც თქვენი დასაყრდენი, თქვენი ნუგეში იყო ცხოვრებაში?
მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ! ქრისტე მოგინახულებთ სულითა თვისითა, იხილავთ მას თვალითა სარწმუნოებისა თქვენისათა, და აღგავსებთ იგი ძალითა თვისითა! მაგრამ ეს ნიჭი რომ მიიღოთ, საჭიროა განიმსჭვალოთ თავმდაბლობით, საჭიროა მოიქცეთ და გახდეთ, ვითარცა ყრმები, მხოლოდ მაშინ შეიძლება მიიღოთ სულიწმინდის ნიჭები".
"გასაოცარ თავმდაბლობას ვხედავთ უფალში, როდესაც იგი პირისპირ აღმოჩნდა თავის მტრებთან! ქვეყნიერების დასაბამიდან არასდროს არავისში გამჟღავნებულა ასეთი თავმდაბლობა! სიფიცხით წარმოთქმულ სიტყვას, მუქარას, უხეშ განკითხვას იგი ლოცვით, სიყვარულით უპასუხებდა. სიყვარული ანაცვალა თავის მკლელთა ადამიანურ გაბოროტებას".
"შევეცადოთ, რაც შეიძლება მეტი ნაკლი ვიპოვოთ საკუთარ თავში".
/მამა მათე ვაშაყმაძე/
"ადამიანმა თვითონ არ უნდა დაადოს თავის ნიჭს ფასი."
/მამა ირაკლი კუთხაშვილი/
"დიდი სიმაღლეა, გამუდმებით გახსოვდეს ღმერთი, მაგრამ იგი მყის ხიფათად იქცევა, თუ მისკენ სავალი კიბე სიმდაბლის ურყევ კლდეს არ დაეყრდნო."
"ერთხელ ქსენოფონტეს მონასტრის ბერს, მამა ალოპის დიდი განსაცდელი შეემთხვა. მამა ალოპი განსაკუთრებული მოშურნეობით გამოირჩეოდა. უყვარდა განმარტოება და იესოს ლოცვის წართქმა. მაგრამ უეცრად უცნაური ამბები დაიწყო: მამა ალოპის ლოცვის დაწყებისთანავე კანკალი აუვარდებოდა. უცნაური და აუხსნელი ის იყო, რომ როცა მისი სხეული იწყებდა კანკალს, იგივე ემართებოდათ მის გვერდით მყოფთაც. ლოცვისას კლიროსზე მდგარ მამებსა და ტაძარში მყოფ მონაზვნებსაც აუტყდებოდათ ხოლმე კანკალი. აუტანელი იყო მისი მდგომარეობა. მამები ეხვეწებოდნენ, ლოცვა შეწყვიტეო. მაგრამ მას მოუკლებელი ლოცვის ნიჭი მოეპოვებინა და გული თავისით განაგრძობდა ლოცვის წარმოთქმას.
მამებს ღირსი დანიელი გაახსენდათ და მამა ალოპი იკონომოსთან ერთად მამა დანიელს ეწვია. მამა დანიელმა ჰკითხა: - კარგად გაიხსენე, პირველად როდის იგრძენი კანკალიო. "ღამით ვენახთან ეკვდერში ვლოცულობდი. უეცრად კარის ურდული ამოძრავდა. მივხვდი, ეშმაკის ხრიკები იყო და ლოცვა განვაგრძე. მერე კაკუნი გაძლიერდა, იმდენად, რომ მთელი ეკვდერი და ჩემი სხეული უცნაური სახით ირხეოდა". მართლაც რომ უჩვეულო შემთხვევა იყო. წუთის შემდეგ, სულიერი განჭვრეტის მერე, ჰკითხა, - რა იგრძენი პირველად რომ გაიგე კარებზე კაკუნიო. "ვთქვი, დაე აკაკუნონ, ლოცვაში ხელს ვერ შემიშლიან. განა იგივე არ შეემთხვა ანტონი დიდს? მეც მის მსგავსად ვიღვწი. თუნდაც ეს სხეული სიცოცხლის ბოლომდე მითრთოდეს, ლოცვას მაინც არ შევწყვეტო". მამა დანიელმა უთხრა: - წადი და სინანულით წარმოთქვი აღსარება. იგრძენი, რომ ცოდვილი ხარ და ღვთის შეწევნა გჭირდება. სხეული კი თუ კვლავ აგითრთოლდება, მაშინ მხოლოდ მაცხოვარს შეეძლება შენი შველაო.
ამის შემდეგ მამა ალოპიმ თავმდაბლად დაიწყო ლოცვა და შვება იპოვა."
"თავმდაბლობა სულიწმინდის ნიჭია, რაც ბევრ გვაკლია"
"მიტევება და თავმდაბლობა უმთავრესია ადამიანის სწორად ცხოვრებაში".
"მუდამ ჩრდილში დგომის სურვილით"
"რაც უფრო მეტად პასუხისმგებლიანია ადამიანი, მით მეტად თავმდაბალია".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"მორჩილების გარეშე თავმდაბლობის შეძენა თითქმის შეუძლებელია"
"თამდაბლობა ყველაზე დიდი ნიჭია, ყველაზე დიდი სიმდიდრეა".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"სადაც არ არის სიმდაბლე, იქ არ არის სიკეთე არც ერთ სათნოებაში და არც მცნებების აღსრულებაში".
/პროფესორი ალექსი ოსიპოვი/
"სიმდაბლე არის ოქროს გასაღები ყველაფრისა".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"თავმდაბლობა ყველაზე დიდი სილამაზეა, ყველაზე დიდი ჯილდოა. თავმდაბალს შეუძლია გამოასწოროს კაცის მკვლელიც კი. თავმდაბლობა ღვთიური სიყვარულია".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"სიმდაბლე სულიერი ღვაწლის შედეგია და ეს მიიღწევა ეგოიზმის დაკნინებით".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"რამდენადაც ქედმაღალს ქება უარესად აამპარტავნებს, იმდენად ხარობს მდაბალი, როდესაც შეურაცხყოფენ"
"ღირსი სერგის [რადონეჟელი] ანგელოზებრიობა, უდიდესი სიმდაბლე"
"ყველაზე უქვემოესი იყავი, რათა ყველა გთელავდეს, მაშინ იქნები წესრიგიში. თუ არადა..."
/მამა ეფრემ კატუნაკელი/
"მხოლოდ სიმდაბლე ანიჭებს ადამიანს სანატრელ თავისუფლებას, ნეტარებასა და სულიერ სიმშვიდეს."
/ბერი ვსევოლოდი (ფილიპიევი)/
"სხვაზე უკეთესი ხარ? დადუმდი, რათა ასეთად დარჩე: რაწამსაც ლაპარაკს დაიწყებ, ყველაფერს დაკარგავ. თუ შენ თავზე ასე იფიქრებ, უკვე აღარ ხარ ასეთი, ხოლო ასე თუ არ იფიქრებ, მეტს შეიძენ".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ერთხელ პატარა ალისა, ინგლისის დედოფლის ქალიშვილი, ქუჩაში მარტო გამოვიდა. ვიღაცამ ჰკითხა: "ვინ ხარ შენ პატარავ?" მან კი თავაზიანად უპასუხა: "მე არავინ და არაფერი ვარ, მაგრამ ჩემი დედა ინგლისის დედოფალია". რა მშვენიერია ეს! ჩვენც ასევე შეგვიძლია ვთქვათ საკუთარ თავზე: "ჩვენ არავინ და არაფერი ვართ, მაგრამ ჩვენი მამა ღმერთია".
"იმისთვის, რომ უფალი შენთან იყოს, დიდი სიმდაბლე გჭირდება".
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"შენი მოთმინება და თავმდაბლობა მორჩილებას და თავგანწირვაში ჩემი მასწავლებელი იყოს, რათა ყოველთვის შევძლო უფლის ნების აღსრულება".
"დიახ, ჩემო შვილო, ყველაზე მეტად სიმდაბლე შეიყვარე და მაშინ სულით მდაბალი იესო შენი სულის განუყოფელ ნაწილად იქცევა".
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"სიმდაბლე არის საფუძველი ყოველგვარი სათნოებისა".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"თავმდაბალი ადამიანი ნაკლებს ფიქრობს საკუთარ ღირსებასა და განდიდებაზე, არ გაიძულებს პატივი სცე მას, მაგრამ თავად სცემს პატივს მოყვასს".
"თავმდაბლობის სასმისიდან უნდა შევსვათ, თუმცა მწარე, მაგრამ სამკურნალო სასმელი".
/ნეტარი ავგუსტინე/
"შეგიძლია დამდაბლდე - ესე იგი შეგიძლია მიჰბაძო იესო ქრისტეს", - ამბობს წმინდა ბასილი დიდი.”
"მხოლოდ თავმდაბლობა და თვინიერება არის გადარჩენის გზა"
/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/
"ფრიადი სიმდაბლე უნდა მოიგო"
"სიმდაბლეშია ადამიანის დიდება!"
"ყოველი საქმე ქრისტიანმა, მორწმუნე ადამიანმა თავმდაბლობით უნდა დაიწყოს, რადგან ის ღმერთის წინაშე შეიწირება."
"უთავმდაბლესი"
"სიმდაბლე - ღმერთთან მშვიდობიანი თანამყოფობაა"
"ადამიანი სწორედ თავმდაბლობით აღწევს სულიერ სიმაღლეს, ამ სათნოებაზე აშენებს მტკიცე სულიერ ცხოვრებას."
"ყოველთვის გქონდეს იმედი და სასო არასდროს წარიკვეთო, როგორი გამოუსწორებელიც უნდა გეგონოს თავი, რადგან საკუთარი ჭრილობების ხილვისას ცოტათი მაინც ვიმდაბლებთ თავს. რამდენამდე უფრო რთულია, როდესაც გვგონია, რომ რაღაცას წარმოვადგენთ".
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"თითოეული ჩვენგანი ყველას თავის თავზე მაღლა უნდა აყენებდეს: არასოდეს არ უნდა თქვას, რომ იგი სხვას რითიმე სჯობია. თუ ასე მაინც მოვიქცევით, მაშინ იმედია, ყოვლად სახიერი ღმერთი არ დაგვტოვებს უმოწყალოდ, მოგვფენს მხიარულების ნათელს".
"ერთხელ სტუმარმა ქალბატონმა დაინახა, რომ პატრიარქს [პავლეს] დაკემსილი ჩექმები ეცვა და გაიფიქრა: - სირცხვილი ჩვენ, სერბებს, პატრიარქი რომ ასეთი ჩექმებით დადის. ნუთუ ახალს არავინ აჩუქებსო? ამ დროს პატრიარქი მიუბრუნდა და მხიარულად უთხრა: "ხედავ, რა მშვენიერი ჩექმებია. მე ის საპატრიარქოს წინ, ნაგვის ურნასთან ვნახე, ვიღაცას გადაუყრია. არადა სუფთა ტყავია. ცოტათი გავკერე და გამაგრდა".
ერთხელ ერთმა ქალმა დაჟინებით მოითხოვა პატრიარქთან შეხვედრა. შეუშვეს. ქალმა აღელვებულმა უთხრა: - ღვთისმშობელი გამომეცხადა და მიბრძანა, თქვენთვის ფეხსაცმლის საყიდელი ფული მომეტანაო და კონვერტი გაუწოდა. პატრიარქს ფულისთვის ხელი არ უხლია, ალერსიანად ჰკითხა: - რომელ საათზე დაწექით დასაძინებლადო. გაოცებულმა ქალმა მიუგო, - დაახლოებით თერთმეტ საათზეო. "მე გვიან დავწექი დასაძინებლად, დაახლოებით დილის 4 საათზე, - უთხრა პატრიარქმა, - მეც მესიზმრა ღვთისმშობელი და მთხოვა, თქვენთვის გადმომეცა, რომ ეს ფული მისცეთ მათ, ვისაც მართლა სჭირდება დახმარებაო".
"პრიზრენის ეპისკოპოსობისას [სერბეთის პატრიარქი პავლე] დიდხანს უარობდა ეპარქიის საჭიროებისთვის მანქანა ეყიდა: - ვიდრე კოსოვოში ყველა ოჯახს მანქანა არ ექნება, არც მე მექნებაო. ბოლოს ყველაზე იაფი მანქანის ყიდვაზე დაითანხმეს."
"იმაზე უდიდესი სიმდაბლე - ღმერთმა რომ ხორცი შეისხა და განკაცნა, - არ შეიძლება იყოს გამოვლენილი სამყაროში".
/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/
"ღმერთი მთელ სამყაროს ერთი ხელით აკურთხებს, თავმდაბალ კაცს კი - ორივეთიო"
"როცა მამა ხარლამპეს მოწაფეთა რიცხვი ისე გამრავლდა, რომ ახალ სკიტში კელიები აღარ ჰქონდათ, გადაწყვიტეს, საცხოვრებელი ადგილი შეეცვალათ, ამისთვის კი რომელიმე მონასტერი, რუსების მიტოვებული შენობა ან სკიტი უნდა მოეძებნათ, სადაც ბევრი კელია იქნებოდა.
მამა ხარლამპე რამდენიმე მოწაფესთან ერთად შესაფერის ადგილს ეძებდა; ნახეს სამი ორსართულიანი დანგრეული შენობა, ეკლესიასა და სატრაპეზოსთან ერთად. გადაწყვიტეს კიდევ ეძებნათ. წავიდნენ ღვთისმშობლის სახელობის დანგრეული რუსული სკიტის სანახავად (ბოლოს და ბოლოს, ისინი ბურეზარში დასახლდნენ). სკიტის ბილიკზე შიშველ მიცვალებულს წაადგნენ. ტანსაცმელი გვერდით ედო. გაოცდნენ. წესისამებრ დაკრძალეს.
ეტყობა, ამ მოღვაწემ იცოდა თავისი სიკვდილის ჟამი, წავიდა მიყრუებულ ადგილას და ტანსაცმელი გაიხადა, რათა მხეცებს ადვილად შეეჭამათ და სული თვისი მდაბლად ჩააბარა ღმერთს.
მაგრამ ყოვლადსახიერმა ღმერთმა დაინახა მისი თავმდაბლობა და ისე მოაწყო, რომ მის გვერდით ძმებს ჩაევლოთ და დაეკრძალათ".
"1980 წელს ერთ მორჩილთან ერთად დოქიარის მონასტერში მოვიდა მსწრაფლშემსმენელად წოდებულ ღვთისმშობლის ხატთან პარაკლისის აღსავლენად. ისინი მონასტრის სასტუმროში დაბინავდნენ. იქ ერისკაცმა მომლოცველმა, როცა შეიტყო, ეს უბრალო და თავმდაბალი ბერი ყველასთვის ცნობილი ღირსი მამა ეფრემი იყო, უთხრა, - ბევრი კარგი რამ გამიგონია თქვენზეო. მამა ეფრემმა აუღელვებლად, მდაბლად უპასუხა: - თუ გაიგებ, სადღაც ბევრი ბალი ასხიაო, თან პატარა კალათა წაიღე, რადგან ადამიანები ხშირად აზვიადებენო."
"როდესაც ადამიანში თავმდაბლობაა დამარხული, მასთან უფალი მყოფობს"
"ყველაფრის დასაწყისი თავმდაბლობაა"
/დეკ. პეტრე გიორგაძე/
"იმისთვის რომ მადლი შეინარჩუნო, მუდამ თავი უნდა დაიმდაბლო. უფალი მოწყალედ ამდაბლებს ყველას, ვინც მას ემსახურება".
/წმ. სილოვანე ათონელი/
"მარხვა, თავშეკავება, მღვიძარება და მდუმარება გვეხმარება, მაგრამ მთავარი ძალა სიმდაბლეშია. მარიამ ეგვიპტელმა თავი მარხვით ერთ წელიწადში გამოიშრო, რადგან საკვები არ ჰქონდა, მაგრამ გულისთქმებს 17 წელი ებრძოდა".
/წმ. სილოვანე ათონელი/
"რაც უფრო მეტად დაიმდაბლებ თავს, მით მეტ ნიჭს მიიღებ ღმრთისგან".
/წმ. სილოვანე ათონელი/
"ზედმეტია გაგახსენოთ, რომ შეუმუსრავი იარაღი მტრის წინააღმდეგ არის სიმდაბლე. სიმდაბლე ძნელად მიიღწევა. შეიძლება, შენი თავი მდაბლად მიიჩნიო, მაგრამ, იმავდროულად, სიმდაბლის აჩრდილიც კი არ გაგაჩნდეს. მხოლოდ ფიქრით თავს ვერ დაიმდაბლებ. უკეთესი, უფრო სწორად, ერთადერთი ჭეშმარიტი გზა სიმდაბლისკენ არის მორჩილება და საკუთარი ნების მოკვეთა".
/ეპისკოპოსი თეოფანე/
"თუ არ დამდაბლდები, ისე ვერ გახდები ქრისტიანი"
/მამა გიორგი თევდორაშვილი/
"დიდი მაშინ გახდები, როდესაც გონებაში საკუთარ თავს არარაობად წარმოიდგენ"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"სიმდაბლეს ქრისტეს ჭვრეტით სწავლობ"
"სიმდაბლეს მაშინაც სწავლობ, როცა ყოველ შენს სიტყვასა და საქციელს, მთელს შენს ცხოვრებას ქრისტეს საზომით ზომავ; რადგანაც ქრისტეს გარეშე შეუძლებელია ჭეშმარიტი სიდაბლე".
/პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი/
"მეშვიდე სათნოებაა - სიმდაბლე და სიმდაბლისმოყვარეობა. გულითადი სიმდაბლე უშრომლად აცხოვნებს მოხუც ადამიანს, ავადმყოფს, გლახაკს, უპოვარსა და უსწავლელს. სიმდაბლის გამო მას ყველა ცოდვა მიეტევება."
/ღირსი პაისი (ველიჩკოვსკი)/
"მიწასავით თავმდაბალი იყავით, რომელიც თუ კი რამე სიბინძურეა, ყველაფერს იღებს თავმდაბლობით".
"მიაჩვიე ბაგეები სიტყვას: "მაპატიე" და მოვა სიმდაბლე"
/წმ. ანტონი დიდი/
"თუკი არ ვიქნებით შემკობილნი თავმდაბლობით, გულუბრალოებითა და კეთილმოქმედებებით, მაშინ ლოცვის-ყოფა არანაირ სარგებელს არ მოგვიტანს".
"ჩვენ ღმერთს უნდა ვთხოვოთ, რომ მან თავმდაბლობა მოგვცეს"
"ჩვენს დროში რატომ ვერ ვხდებით წმინდანები? იმიტომ, რომ არ გვაქვს თავმდაბლობა"
"ვინც საკუთარ თავს შეიცნობს, მაშინ თავმდაბლობა მისთვის მუდმივი მდგომარეობა იქნება"
"როცა კაცს სჯერა, რომ ის ყველაზე უარესია, მაშინ მის მიერ წარმოთქმული ერთი "უფალო, შემიწყალე", უფრო მეტია, ვიდრე სხვების მიერ თავმდაბლობის გარეშე ათასჯერ ნათქვამი "უფალო, შეგვიწყალე"
"იცხოვრე შეუმჩნევლად"
"ზეაღმწევი თავმდაბლობის გამორჩეულ ღვაწლს ადამიანი პატივისა და მადლის ღვთაებრივ სიმაღლეზე აჰყავს"
"სიმდაბლისმოყვარებაში წარმატებულს საკუთარ თავზე წარმოდგენა უმცირდება, ხოლო, ვისაც სიმდაბლე არა აქვს, საკუთარ თავზე წარმოდგენა ეზრდება"
"თავმდაბალ ადამიანს აქვს სინანული და საკუთარი ცოდვების განცდა, იგი არავის განიკითხავს"
"დაეცი ქედმაღლობით? - ადექი სიმდაბლით!"
"ღმერთი დილით სამყაროს ერთი ხელით აკურთხებს, ხოლო თავმდაბალ ადამიანს ორი ხელით. თავმდაბალი ადამიანი მთელს მსოფლიოზე აღმატებულიაო"
"უფალო იესო ქრისტე, მომმადლე თავმდაბლობა"
"სიმდაბლე ისეთი სათნოებაა, რომ თვით უფალს უყვარს იგი: "ვის შევხედავ? - ამბობს ღმერთი, - მხოლოდ მშვიდსა და მდაბალს და ჩემი სიტყვების მოშიშს".
"კაცი სულით თავმდაბალი
ღმერთს შვილივით ეყვარები"
"რაც უფრო წმინდანია, მით უფრო თავმდაბალია"
"კითხვა: როგორ ეთანხმება ერთმანეთს ქრისტიანული სიმდაბლე და ადამიანის მიერ საკუთარი თავის შეფასება?
პასუხი: სიმდაბლე გამოიხატება ადამიანის მიერ საკუთარი ნაკლის დანახვის უნარში. საკუთარი ნაკლის დანახვა კი აუცილებელია ნებისმიერ საქმეში წარმატების მისაღწევად. ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, რაც უფრო კარგი პროფესიონალი და ნიჭიერია, მით მეტად ხედავს თავის ნაკლოვანებებს."
"შეიყვარე თავმდაბლობა, იგი ცოდვებისაგან დაგიფარავს"
/ღირსი ანტონი დიდი/
"ღირსი არსენი დიდი ღირსმა იოანე კოლოვმა გამოსცადა, როდესაც მასთან პირველად მივიდა ტრაპეზზე. საკვები ყველამ იხმია, არსენი კი მაგიდასთან არც მიიწვიეს. დიდხანს იდგა ასე, შემდეგ კი ღირსმა იოანემ მას გამომშრალი პური გადაუგდო და უთხრა:
– თუ გინდა, ჭამე.
ღირსი არსენი ოთხით მიუახლოვდა პურს, პირით აიღო, კუთხეში დაჯდა და მიწაზე გაწოლილმა ოთხფეხა ცხოველივით დაიწყო ჭამა, თან ფიქრობდა: „ძაღლზე უარესი ვარ“, მაშინ იოანემ არსენზე თქვა:
– ის უდიდესი მოსაგრე იქნება."
"მისი სიწმინდით და თავმდაბლობით მე მართლაც ვიყავი დამარცხებული"
"სხვისი თავმდაბლობა ყოველთვის სიტყვებზე ძლიერი არგუმენტია"
"თუკი ჩვენ რამეს ვითხოვთ ლოცვაში, მოწყალე ღმერთი გვაძლევს ამას, თუკი ჩვენში არის სიმდაბლე და საკუთარი ცოდვილობის განცდა"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ის, ვინც სიმდაბლეში განისწავლება, ღვთის მადლს მიიზიდავს"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ვიყოთ ყველაფერში მდაბალნი: აზრებში, საუბარში, ქცევაში. ნურასდროს წარვდგებით ღვთის წინაშე სიტყვებით: "მე სათნოებები მაქვს". ღმერთს არ სჭირდება ჩვენი სათნოებები. ყოველთვის ისე წარსდექი ღვთის წინაშე, როგორც ცოდვილი, მაგრამ უიმედობით კი არა, "არამედ სასოებით მინდობილი წყალობისა მისისა".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ნამდვილი სიმდაბლე არ საუბრობს, არ მდაბალსიტყვაობს, ანუ, არ ამბობს: "მე ცოდვილი, უღირსი, ყველაზე მდაბალი ვარ...". მდაბალს ეშინია მდაბალსიტყვაობით ამპარტავნებაში არ ჩავარდეს, რადგან იქ, სადაც ამპარტავნებაა, ღვთის მადლი არ ეკარება. პირიქით, ღვთის მადლი იქაა, სადაც ნამდვილი, საღვთო სიმდაბლეა, სადაც ღმერთზე სრული მინდობაა, ღმერთზე დამოკიდებულებაა".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"თუ არ გვაქვს სიმდაბლე, არ ძალგვიძს შევიყვაროთ ქრისტე"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"როდესაც სიმდაბლე გაქვს, ხდები ღვთის ტყვე, ამ სიტყვის კარგი გაგებით, ანუ ჭურჭელი საღვთო მადლისა, და მაშინ შეგიძლია პავლე მოციქულთან ერთად თქვა: "ხოლო ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე". ძალიან ადვილია ამის განხორციელება, ანუ იმის გაკეთება, რაც ღმერთს ნებავს. არა მხოლოდ ადვილია, არამედ უადვილესი. მთავარია, რომ გავიხსნათ. როდესაც ვიხსნებით ღვთაების მისაღებად, მაშინ ღვთის ღირსნი ვხდებით, რათა ჩვენში ქრისტე შემოვიდეს".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"როცა ღმერთი სიმდაბლის ნიჭს მოგვმადლებს, მაშინ ყველაფერს დავინახავთ, ყველაფერს ვიგრძნობთ, მაშინ აშკარად განვიცდით ღმერთს. როცა სიმდაბლე არ გვაქვს, ვერაფერს ვხედავთ; და პირიქით, როცა წმინდა სიმდაბლის ღირსნი გავხდებით, ყველაფერს ვხედავთ და ყველაფერი გვიხარია. ვცხოვრობთ ღვთით, შინაგანად განვიცდით სამოთხეს, რომელიცაა თავად ქრისტე".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"მორჩილების არქონის მიზეზი არის ეგოიზმი და თავისმოყვარეობა. დიდი რამაა სიმდაბლე! ეგოიზმმა, ამპარტავნებამ ურჩობა შვა და სამოთხიდან გამოგვაძევა"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"წმინდა სიმდაბლე არის სრული მინდობა ღმერთზე"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"თავმდაბალს სწამს, რომ ყველაფერი ქრისტეზეა დამოკიდებული, ქრისტე ანიჭებს მას მადლს, და ასე მიდის წინ. ვისაც წმინდა სიმდაბლე აქვს, ამ ცხოვრებაშივე მიწიერ შეუქმნელ ეკლესიაში ცხოვრობს. მას ყოველთვის ქრისტეს სიხარული აქვს, უსიამოვნებებშიც კი".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"სიმდაბლე ღვთისგან არის და უსაჭიროესი თვისებაა ადამიანის სულისთვის. ეს რაღაც ორგანულია. და, როცა ის არა გვაქვს, ეს იგივეა, ჩვენს ორგანიზმს გული რომ აკლდეს".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"რამდენადაც ადამიანი წარემატება და უახლოდება ქრისტეს, იმდენად მეტად გრძნობს თავის არასრულყოფილებას. ხოლო ფარისეველი, რომელიც ამბობს: "მე! მე კარგი ვარ, ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ..." და ა.შ., ცდომილებაშია".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ქება ადამიანს უნაყოფოს ხდის და განდევნის ღვთის მადლს. ღვთის მადლს მხოლოდ წმინდა სიმდაბლე იზიდავს".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"გული ორგანიზმს აძლევს სიცოცხლეს, ხოლო სიმდაბლე - სულს".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"თქვა ბერდიდმა: "მე თვით ეშმაკზე უარესი ვარ".
"ერთხელ ერთ კაცს შევხვდი, რომელიც ლოცვისას ხშირად იმეორებდა: "უფალო იესო ქრისტე, მაცხოვარო ჩემო, მაპატიე, რომ ყველა ადამიანზე უარესი ვარ".
"მამები ამბობენ, რომ მოყვასის მიმართ სინდისის დაცვით იშვება თავმდაბლობა"
"სოლომონის ანდაზებში ნათქვამია: "დამცირება წინ უძღვის დიდებას, სიმდაბლე წინ უსწრებს დიდებას"
"იქ, სადაც უბრალოებაა, ანგელოზები ივანებენ!"
"არ მინდა ეპისკოპოსობა, რადგან სიამაყის მეშინია, რადგან რაც უფრო მაღალია მთა, მით უფრო, ბევრი ღრუბელი იკრიბება მის თავზე"
"აბა, ვინ შეემსგავსა იოანეს, თავისი სიმდაბლით მთელი უდაბნო ცერა თითზე რომ დაიკიდა?"
"სიმდაბლე საკუთარი თავის შეცნობით მოიპოვება, სიყრმიდან ჩადენილი ცოდვების მხილებითა და აღორძინებით"
/ილია II/
"ამპარტავანი ამავდროულად უმეცარია, მაშინ, როდესაც თავმდაბალი ადამიანი ორმაგი ცოდნის მფლობელია. მას, როგორც საკუთარი უძლურება, ისე ქრისტეს ძლიერება აქვს გაცნობიერებული"
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"ღმერთი მზად არის ადამიანს სიმდაბლის მოხვეჭაში შეეწიოს, როგორც საერთოდ ყველა სიკეთეში, მაგრამ საჭიროა, რომ ადამიანიც ზრუნავდეს საკუთარ თავზე. წმინდა მამებს უთქვამთ: "მიეცი სისხლი და მიიღე სული". ეს ნიშნავს, იღვაწო სისხლის დათხევამდე და მიიღებ სულიერ წყალობას"
/ღირსი ამბროსი/
"ყველაზე უარესად მიიჩნიე თავი შენი და იქნები ყველაზე უკეთესი"
/ღირსი ანატოლი ("უფროსი")/
"ადამიანები სიმდიდრეს ანიჭებენ უპირატესობას; ღვთისთვის კი თავმდაბალი სულია სათნო"
/წმ. ისააკ ასური/
"არაფერზე ისე არ დარდობს სატანა და არაფრით ისე არ განიდევნება და ვერ განიარაღდება, როგორც მაშინ, როდესაც ადამიანს უყვარს თავმდაბლობა"
"თავმდაბალ ადამიანზე არ ვშიშობ: თუ დაეცემა უმდაბლესი და უსაძაგლესი ცოდვითაც კი, ღმერთი ბოლოს მაინც შეიწყალებს მას. სიმდაბლე ფუჭად არასოდეს იკარგება"
/არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი/
"შეიყვარე სიმდაბლე და ის განგადიდებს შენ"
/წმ. ბასილი დიდი/
"ისწავლე თავმდაბლობა და ყველა საქმე კარგად წაგივა"
/წმ. ამბროსი ოპტინელი/
"წარმოვიდგინოთ, რომ კიდევ მრავალი რამ არის, რაც უნდა გაგვეკეთებინა და არ გავაკეთეთ და მაშინ ყველა ჩვენი მიწიერი დამსახურება საკუთარ თვალში არარაობად გამოჩნდება"
"შენს მიმართ თქმული ქების გაგონებისას გაიხსენე შენი ნაკლი"
/მიტროპოლიტი ფილარეტ მოსკოველი/
"წმინდა იოანე ოქროპირის სწავლებით, სიმდაბლე არის დედა, ფესვი, საფუძველი, საზრდელი და კავშირი ყოვლისა სიკეთისა. ვინც სიმდაბლე ისწავლა, მან ისწავლა ბაძვა იესო ქრისტესი. ვინც სიმდაბლე დაკარგა, მან დაკარგა ყველაფერი, თუგინდ სხვა მხრივ სრული და ღმრთისადმი დაახლოებული კაცი იყოს"
/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/
"მრავალი ცხონდა ჭვრეტისა და გაბრწყინების, ნიშნებისა და სასწაულების გარეშე; მაგრამ თავმდაბლობის გარეშე ვერავინ იხილავს ზეციურ სასახლეს"
/წმ. იოანე კიბისაღმწერელი/
"თავმდაბლობით განიდევნება ყველა ბოროტი სული, რომელიც არის შფოთის მოთავე"
/მამა ეფრემ არიზონელი/
"წმ. იოანე კიბისაღმწერელი ბრძანებს, რომ ჭეშმარიტი სიმდაბლე მორჩილებიდან მომდინარეობს"
"ჩვენ განუწყვეტლივ უნდა ვებრძოლოთ ცოდვას. უმჯობესია ბევრი ცოდვა გვქონდეს და თავმდაბალნი ვიყოთ, ვიდრე ცოდვათა მცირერიცხოვნებით ვიამაყოთ"
/არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი/
"თავმდაბლობით გაკეთებული საქმე ნაყოფს მრავლად გამოიღებს"
/აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (მახარაძე)/
"ზოგიერთი, ცდუნებას აყოლილი, ამპარტავნებისა და თვითნებობის გამო ისჯება; ხოლო ის, ვინც მორჩილებით და თავმდაბლობით ეძიებს ღმერთს, ქრისტეს წყალობა არ მოაკლდება და განსაცდელში არ ჩავარდება."
/ღირსი გრიგოლ სინელი/
"თავმდაბალს არ ახსოვს ბოროტება, რომელიც სხვამ მიაყენა და არ განიკითხავს ცოდვილ ადამიანს. ამრიგად, იგი სამი საშუალებით ღებულობს ცოდვათა მიტევებას: როგორც არაგანმკითხველი არ განიკითხება; როგორც თავმდაბალი გამართლდება და როგორც მიმტევებელი მიტევებას მიიღებს."
/წმ. ათანასე ალექსანდრიელი/
"სიმდაბლე ნიშნავს საკუთარ ღირსებათა უარყოფას, მხსნელის აღიარებას, ყოველი სასოების მასზე დაფუძნებას."
/წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"დიდი სიმაღლეა ღმერთის მუდამ ხსენება! მაგრამ ეს მეტად სახიფათოა მაშინ, როცა მისკენ მიმავალი კიბე არ ეყრდნობა სიმდაბლის ურყევ კლდეს."
/წმ.ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"თავმდაბლობა - ეს არის საკუთარი თავის უვარგისობის შეცნობა და ეს არის სულის დიდი წარმატება. თავმდაბლობისათვის უფალი ყველაფერს პატიობს და ღვაწლში ნაკლოვანებებსაც შეუნდობს"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ადამიანის სულიერი ზრდის საზომს, მისი სიმდაბლე წარმოადგენს. რაც უფრო მაღლაა ადამიანი სულით, მით უფრო თავმდაბალია. და საპირისპიროდ, რაც მეტად მდაბალია, მით უფრო მაღლაა.
არც ლოცვითი კანონები, არც მეტანიები, არც მარხვები, არც ღვთის სიტყვის კითხვა, არამედ სიმდაბლე აახლოვებს ადამიანს ღმერთთან. სიმდაბლის გარეშე ყველა, უდიდესი ღვაწლიც კი, არა მარტო უსარგებლოა, არამედ შეუძლია საერთოდ დაღუპოს კიდეც ადამიანი.
ხოლო ჩვენ დროში, შეგვიძლია დავინახოთ, რომ ადამიანმა ოდნავ მეტი ილოცა, ფსალმუნს კითხულობს, მარხვას იცავს და საკუთარ თავს უკვე სხვებზე მეტად მიიჩნევს, განიკითხავს ახლობლებს, იწყებს სწავლებას, როცა არ ეკითხებიან და ა.შ.
ამით იგი ცხადყოფს თავის სულიერ სიცარიელეს და უფლისგან ძალიან დიდი მანძილით დაშორებას.
გეშინოდეს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენისა".
/იღუმენი ნიკონი (ვორობიოვი)/
"ვარსკვლავს ეკუთვნის ნათება, რომელიც მასთანაა, ხოლო კეთილმსახურისა და ღვთისმოშიშის კუთვნილება - უპოვარება და სიმდაბლეა."
/წმ.ისიქი იერუსალიმელი/
" - რით შევიძენთ კეთილგონიერ სიმდაბლეს?
- იმით, რომ იფიქრო მხოლოდ საკუთარ ცუდ მხარეებზე, ცოდვიანობაზე"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
" - მინდა ვიყო თავმდაბალი
- თუ ნამდვილად გინდა იყო თავმდაბალი, მაშინ გწყუროდეს ყოველგვარი წყენა, შეჭირვება, როგორც მშიერს საჭმელი".
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"შეურაცხყოფის გარეშე ადამიანი თავმდაბლობას ვერ მიაღწევს"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში."
/წმ. იოანე სინელი/
"თავის მართლებას შთააგონებს ეშმაკი, ხოლო ვინც ამბობს: "მომიტევეთ", ის წვავს ეშმაკებს"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ადამიანები სიმდიდრეს ანიჭებენ უპირატესობას; ღვთისთვის კი თავმდაბალი სულია სათნო."
/წმიდა ისააკ ასური/
სიმდაბლის ძალა
"მაკარიმ დიდმა უდაბნოში პალმის რტოები შეაგროვა კალათების დასაწნავად და სენაკში მიჰქონდა. გზაზე ეშმაკი შემოხვდა, რომელსაც ნამგალი ეჭირა და წმინდანისთვის უნდოდა დაერტყა, მაგრამ ვერ ახერხებდა. მაშინ უთხრა მაკარის:
მაკარი! შენს გამო დიდ გასაჭირში ვარ, რადგან შენი დამარცხება არ შემიძლია. რასაც შენ აკეთებ, მეც ყველაფერს ვაკეთებ. შენ მარხულობ, მე საერთოდ არ ვჭამ; შენ მღვიძარებ, მე საერთოდ არ მძინავს. არის ერთი რამე, რითიც შენ ჩემზე აღმატებული ხარ.
– რა არის ეგ? – ჰკითხა ღირსმა მამამ.
– შენი სიმდაბლე, – უპასუხა ეშმაკმა, – აი, რატომ არ შემიძლია შენთან ბრძოლა."
/წმიდა მაკარი დიდის ცხოვრება/
"ავადმყოფური თავდაბლობაც ისევე არ ვარგა, როგორც დიდად ქედმაღლობა"
"მაცხოვარი უბრალო ხალხთან დადიოდა და მათთან რჩებოდა. ჩვენც უფლის მსგავსნი უნდა ვიყოთ ყველა საქმეში. უბრალოება სოფლად და ქალაქშიც მოსწონთ. მაგალითი უფალმა თავად მოგვცა თავისი მიწიერი ცხოვრებით და ჩვენ ვინ ვართ, უბრალოები რომ არ ვიყოთ."
"იყავი უბრალო, მაგრამ არა პრიმიტიული!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სიმდაბლე - არის სინას მთა, სადაც ადამიანს უფალი ეცხადება"
"როცა ადამიანი მდაბლად ცხოვრობს და თვლის, რომ უღირსია ამ ყველაფრისა, ამით იწმინდება და, სულიერი ცხოვრებიდან გამომდინარე, იღებს საოცარ ნიჭებს - სიწმინდეს აღწევს".
"იმისათვის, რომ ძველ კაცს გაუსწორდე, ფიზიკური ძალა კი არა, სიმდაბლეა საჭირო"
/ღირსი პაისი ათონელი/
"მხოლოდ თავმდაბლურ აზრებს მოაქვთ სიმდაბლე. და მხოლოდ სიმდაბლე განდევნის ამპარტავნებას"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ადამიანი, რომელიც თავს იმართლებს მაშინ, როდესაც სხვები შენიშვნას აძლევენ, კლავს სიმდაბლეს. ხოლო ის ადამიანი საკუთარ შეცდომებს რომ აღიარებს, მდაბლდება და მას საღვთო მადლი მოიცავს".
/ღირსი პაისი ათონელი/
"სულიერი ქონებით გამდიდრებული ადამიანი ცდილობს, რომ მისი საქმიანობა შეუმჩნეველი იყოს, ხალხსაც უყვარს ასეთი ადამიანი და პატივს სცემს მას. თუმცა თავად მან ეს არც კი იცის"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ერთ თავმდაბალ კაცს, მრავალ ადამიანზე უფრო მეტი მადლი აქვს. ყოველ დილით ღმერთი ქვეყანას ცალი ხელით აკურთხებს, ხოლო როდესაც თავმდაბალ ადამიანს დაინახავს, მას, ორივე ხელით ლოცავს: ჰო, ჰო, ჰო, შვილო ჩემო, ვისაც დიდი სიმდაბლე აქვს, ყველაზე დიდია!"
/მამა ტიხონი/
"თუკი ადამიანი თვითშეცნობის გზით ბუნებრივად არ დამდაბლდება, მასში საღვთო მადლი ვერ დაიბინადრებს. მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში (თუნდაც ეს კაცი მათუსალას ხნისა მოიყაროს) ეშმაკი კატა-თაგვობანას ითამაშებს მასთან. ხან ეშმაკი მიაწვდის ამპარტავნულ აზრებს, ხან ადამიანი დაუპირისპირდება მას თავმდაბლური აზრებით. ხან ერთი დარჩება გამარჯვებული, ხან - მეორე. ამგვარად გააგრძელებენ ისინი ერთ სტვირზე დაკვრას"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ადამიანები იმარჯვებენ ორი თვისებით: თავმდაბლობით და სიყვარულით"
/არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი/
"ამბა ისააკ ასური ამბობს: რაც მარილია ნებისმიერი საჭმლისათვის, იგივეა სიმდაბლე ყოველგვარი სათნოებისათვის".
"შეიცანი საკუთარი სიგლახაკე და უმადურობა, ხოლო ამასთან ერთად - უდიდესი კეთილშობილება და გულმოწყალება ღვთისა. ეს ყოველივე სულიერად შემუსრავს კაცს, მიწამდე დაამდაბლებს და იგი ძლიერად შეიყვარებს ღმერთს".
/ღირსი პაისი ათონელი/
"ჭეშმარიტი სიყვარული განუყოფლადაა დაკავშირებული სიმდაბლესთან, როგორც ორი ტყუპი ძმა - ერთმანეთი რომ ძალიან ძლიერად უყვართ. სიყვარული განუყოფელია სიმდაბლისაგან. სიყვარულში პოულობ სიმდაბლეს და სიმდაბლეში პოულობ სიყვარულს"
/ღირსი პაისი ათონელი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)