წმიდა მამათა გამონათქვამები მარხვის შესახებ. ბრძანებს უფალი პირითა ისაია წინასწარმეტყველისათა:
,,წმიდა ჰყავ მარხვა, ჰქადაგეთ მსახურება” ცხადად სჩანს, რომ უფლისაგან არის მარხვა მოცემული... ოთხი კავშირი: ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი ხორცს შეამტკიცებს, ასევე კავშირი ოთხი სათნოებისა - სიბრძნე, სიმხნევე, სიწმინდე და სიმართლე შეამტკიცებს სულსა და ამათდა შესაწევნელად მარხვა მოგვცა ღმერთმა. როგორც უსაზრდელოდ ხორცი მოკვდება, ასევე მოკვდება სული - თვინიერ მარხვისა.
წმ. ამბროსი ჭყონდიდელი
მარადის ნაყროვანება არა არს გონებრივი მოქალაქეობა, არამედ მძოვართა ოთხფეხთა თანასწორობაა, უზომო ჭამითა და სმით უმრავლესობა სენთა მიერ მრავათა უდროვოდ დაიმკვიდრეს საფლავი... ვისაც გიყვართ სიცოცხლე, გიყვარდეთ მარხვა. ძალისაებრ თქვენისა...
წმ. ალექსი ბერი (შუშანია)
ვინაიდან არ ვმარხულობდით, გამოგვაძევეს სამოთხიდან! ამიტომ ვიმარხულოთ რათა კვლავ შევიდეთ სამოთხეში.
წმ. ბასილი დიდი
მარხვა ხორცისა საზრდოა სულისა.
წმ. იოანე ოქროპირი
შეუძლებელია, რომ ცეცეხლი წყალში ენთოს, ასევე შეუძლებელია სინანული - მარხვის გარეშე.
წმ. იოანე ოქროპირი
გემოთმოყვარეობა მრუშობის დედაა.
(ძველი პატერიკი)
გაიხსენე, რომ ადამი სამოთხეში შენზე ნაკლებად სრულყოფილი არ იყო. იფიქრა, რომ შეიძლება მარხვის გარეშეც იოლად გამოსვლა - და რა გამოვიდა ამით?
წმ. იოანე ოქროპირი
ლოთი შუაგულ სოდომში ყვაოდა სათნოებებით, სოდომის გარეთ კი შეწყვიტა მარხვა და შედეგად რა მოხდა?!
წმ. იოანე ოქროპირი
დროდადრო იმარხულე საზრდელისაგან ხოლო თავშეუკავებლობისაგან - გამუდმებით...
ამბა სერაპიონი
მოერიდეთ მარხვა შეაფასოთ უბრალოდ საჭმელის თავშეკავებით. ისისნი, ვინც თავს იკავებენ საწმლისაგან და ცუდად იქცევიან, მიემზგავსებიან ეშმაკს, რომელიც თუმცაღა არაფერს სჭამს, არ წყვეტს ცოდვას.
წმ. ბასილი დიდი
ბატონობ სტომაქზე? იბატონე ენაზეც, რათა როდესაც რჩები ერთის მონა, მეორისაგან მეორისაგან განთავისუფლებაც არ იქნებოდა ურიგო.
წმ. ნილოს სინელი
[b]დაწვრილებითი ინფორმაციაიხილეტ ამ ბმულზე [color=#FF0000]http://www.imeroni.ge/gverdebi/mamebimarxva/mamebi.htm
წმინდა იოანე კიბისაღმწერელი (კლემაქსი; http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kibe/14.htm)
რამდენიე მუხლს დავაკოპირებ:
20. თვალყური ადევნე და ნახავ, რომ მრავალგვარი საჭმელი მუცელს რომ ბერავს, სიძვის ვნებას აღძრავს
25. ნაყროვანს გულში საჭმელი და ხორაგი ეზმანება, მგლოვარეთა გულებს კი მარად საშინელი სამსჯავრო და სატანჯველი ეჩვენებათ სიზმრად.
26. იბატონე შენს სტომაქზე, სანამ თვითონ გაგიბატონდება და მაშინ იძულებული გახდები, სირცხვილით მარხულობდე.
28. სტომაქი მომავალი ცეცხლის ხსენებით დავაოკოთ, ვინც მუცელს დაემონა, ზოგიერთმა საკუთარი ასონიც მოიკვეთა და ორმაგად მოკვდა.
30. მმარხველი გული ფხიზლად ლოცულობს, ხოლო თავშეუკავებელის გონება არაწმიდა ოცნებებითაა სავსე.
31. მუცლის გაძღომა ცრემლთა წყაროს დაშრეტს.
32. ვინც საკუთარ მუცელს ემსახურება და ამასთან სიძვის სულის დამარცხება სურს, იმას ჰგავს, ვინც ზეთით ცდილობს ხანძრის ჩაქრობას.
33. როცა მუცელს შევავიწროვებთ, გულიც დამდაბლდება; მაგრამ თუ სტომაქი საჭმლითაა სავსე, გულისთქმები ამაღლდებიან.
36. სტომაქი თავშეკავებით დაიოკე და შეძლებ, რომ საკუთარი ბაგეც მოზღუდო; რადგან საკვების სიმრავლე ენას გაამტკიცებს.
37. მთელი ძალებით აღუდექი წინ ამ მტანჯველს და მხნედ იყავ, რათა ყურადღება არ მოგიდუნდეს, რადგან თუ ცოტას მაინც გაირჯები, უფალი შეგეწევა.
55. მარხვა ბუნების იძულებაა, ყოველივე იმის უარყოფაა, რაც გემოს ატკბობს, ხორცთა აღძვრის დამახშობელი, მზაკვრულ ზრახვათა დამთრგუნველი, ბილწ სიზმართაგან დამხსენლი, ლოცვის სიწმინდე, სულის სინათლე, გონების დაცვა, გულის უგრძნობელობის მოკვდინება, ლმობიერების კარი, სინანულის ოხვრა, სასიხარულო შემუსვრილდება, მრავალსიტყვაობის ალაგმვა, დაყუდების მიზეზი, მორჩილების დარაჯი, ძილის შემამსუბუქებელი, სხეულის სიმრთელე, უვნებლობის მიზეზი, ცოდვათა მიტევება, სამოთხის კარიბჭე და ზეციური სიტკბოება
პ.ს "კლემაქსი" ანუ "კიბე" წმიდა იოანე სინელმა დაწერა მონაზვნებისათვის, რომელთაც მკაცრი ტიპიკონი, მკაცრი ასკეზური ცხოვრება ჰქონდათ. თუ ვინმეს გადაწყვეტს რაიმეს შესრულებას ამ წიგნიდან , ჩემი აზრით, უნდა დაეკითხოს აუცილებლად მოძღვარს.
"ამიტომ თავიდანვე განეშორე გემოთმოყვარეობას, ნუგბარ კერძებსა და ხორცის საამებელ სხვა სანუგეშოს და ამის მეშვეობით იოლად დაძლევ სიხარბესა და სიძუნწეს, რადგან მათაც იგივე აკავშირებთ, რაც - ხელოსანთ და შრომის იარაღებს. იარაღის გარეშე ხომ წარმოუდგენელია ხელოსნობა".
„როგორ არსებობდა, რას ჭამდა, ცხოვრების როგორი წესი ჰქონდა - უცნობი დარჩა“.
"კუჭი თავშეკავებით დაიოკე და შეძლებ, რომ საკუთარი ბაგეც მოზღუდო. რადგან საკვების სიმრავლე ენას განამტკიცებს".
"დიდხანს დაუმუშავებელი მიწა ეკალ-ბარდებს აღმოაცენებს, ნაყროვანებით ძლეულის გონება კი ბილწ აზრებს წარმოშობს".
"სულიერი მოღვაწენი მით უფრო აძლიერებდნენ მარხვას, რაც უფრო დიდი სავედრებელი ჰქონდათ".
"რაზე უნდა ვფიქრობდეთ უხვ სუფრასთან?
უხვ სუფრასთან იფიქრე სიკვდილზე და მაცხოვრის ტანჯვაზე".
"მეტად კარგი იქნება, თუ ყველანაირ საჭმელს მიიღებ და არ გაძღები"
"ვისაც ბევრი ჭამა უყვარს, იგი ნაყროვანია, ხოლო ვისაც გემრიელი უყვარს, გემოთმოყვარეა. ყოველივე ამისგან თავის დაცვა გვმართებს, რადგან ხორციელი საჭიროებისთვის კი არ არის იგი, არამედ ცოდვაა"
/წმ. აბბა დოროთე/
"ჭამისა და სმისგან მრავალი სნეულებაა, გარნა მარხვისა და მოთმინებისგან - არც ერთი"
/წმ. გაბრიელ ქიქოძე/
„ხარლამპე ოჯახის მეთაურის მოვალეობას იტვირთავს, მაგრამ ეს წინაღობად არ ექცევა ღვთისკენ სწრაფვაში. პირიქით, ჩაუღრმავდა საკუთარ თავს. დღისით მუხლჩაუხრელად შრომობდა, ღამე კი მღვიძარებდა ღამისთევის ლოცვით. მარხვაც უფრო გაამკაცრა. ნუგეშსა და სულიერ შეწევნას თავის მოძღვარს ილიასა და მეძველსტილე თანამოაზრეებთან პოულობდა. ორშბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს მხოლოდ დღეში ერთხელ, მზის ჩასვლისას მიიღებდა პურსა და წყალს“.
"თუ ჭამა გაგიტაცებს, ღმერთმა გაპატიოს"
"ორივე ძალიან უბრალოდ იკვებებოდა. ვასილი ბავშვობიდან მარხულობდა, ოლღაც ბაძავდა. უბიწოების აღთქმის დადების შემდგომ წყვილი ოთხშაბათისა და პარასკევის გარდა ორშაბათობითაც ინახავდა მარხვას".
"წმინდა ანასტასია [საკვრელთაგან დამხსნელი] ოცდაათი დღის მანძილზე კვლავ შიმშილით აწამა. წმინდა ანასტასია ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ საკუთარი ცრემლებით იკვებებოდა".
"თუ მარხვამ და მსხვერპლის შეწირვამ ადამიანი შინაგანად არ გააუმჯობესა, იგი ემსგავსება კაცს, რომელიც გზაზე დგას, მაგრამ წინ არ მიდის".
/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/
„ადამიანები პროდუქტების უზარმაზარ რაოდენობას ნთქავენ, მარხვების დროს რძის ნაწარმზე ლოცვა-კურთხევას იღებენ, მაგრამ მარილმჟავას არარსებობის გამო არაფერი მუშავდება. ამიტომ ადამიანების მდგომარეობა მარხვის დროს კიდევ უფრო უარესდება, ხოლო ამგვარი კვებისას კუჭი არ აღდგება“.
"სჯულში წერია, რომ ღმერთმა ისრაელის შვილებს უბრძანა, თავისი მონაგებიდან მეათედი შეეწირათ ღვთისათვის. მოციქულებმა კი განსაჯეს და გადაწყვიტეს, ყოველ ქრისტიანს თავისი ცხოვრების წლებიდან შეეწირა მეათედი - წმინდა დიდმარხვის სახით. ღმერთმა ეს წმინდა დღეები იმისთვის მოგვცა, რომ ვინც ეცდება და ყურადღებითა და სიმდაბლისმოყვარეობით იზრუნებს თავის სულზე და შეინანებს, მიეტეოს ყველა ცოდვა, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ჩაუდენია".
/აბბა დოროთე/
"სულს ისე არაფერი აწრთობს, როგორც საჭმლისგან თავშეკავება".
/აბბა პიმენი/
„მარხვა სხეულისა საზრდელია სულისა“.
/წმ. იოანე ოქროპირი/
"მარადის ნაყროვანება არა არს გონებრივი მოქალაქეობა, არამედ მძოვართა ოთხფეხთა თანასწორობაა, უზომო ჭამითა და სმით უმრავლესობა სენთა მიერ მრავალთა უდროვოდ დაიმკვიდრებს საფლავი... ვისაც გიყვართ სიცოცხლე, გიყვარდეთ მარხვა. ძალისაებრ თქვენისა..."
/წმ. ალექსი ბერი (შუშანია)/
„დროდადრო იმარხულე საზრდელისაგან ხოლო თავშეუკავებლობისაგან - გამუდმებით“.
/ამბა სერაპიონი/
„მარხვა და ლოცვა განუყრელნი არიან“.
/წმ. ნილოს სინელი/
„უძლურებაში მყოფისთვის მარხვით ხორცის დაოკება კი არ არის საჭირო, არამედ უძლური სხეულის კვებითა და მკურნალობით გაძლიერება, სულის მსახურებისათვის სრულიად უვარგისი რომ არ გახდეს“.
/მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი/
„არც ერთ ჭამისმოყვარულ და მძიმე ცხოველს არ შეუძლია ისეთი სწრაფი სირბილი, როგორც მცირედმჭამელ ირემს; ამის მსგავსად, გემოთმოყვარე შეუძლებელია ისეთი აქტიური და ღვაწლისმოყვარე იყოს, როგორც მმარხველი“.
/აბბა ლეონტი/
„მარხვის დამთავრება არ ნიშნავს ცოდვის დასაწყისს. ქრისტიანობა რელიგიური ცხოვრებაა, მარადჟამს სრულყოფა თავისა და უკუგდება იმ მანკიერებისა, რაც ხელს შეგვიშლის ცხოვრებაში. ის, რაც უფალთან გვაშორებს, მარხვის გარეშეც უნდა უკუვაგდოთ. მხოლოდ მაშინ შეიწირავს უფალი ჩვენს მარხვას“.
/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/
„როგორც უსაზრდელოდ ხორცი მოკვდება, ასევე მოკვდება სული - თვინიერ მარხვისა“.
/წმ. ამბროსი ჭყონდიდელი/
„გემოთმყოვარეობა მრუშობის დედაა“.
(ძველი პატერიკი)
"როცა მარხვას უმიზეზოდ არღვევ, მოვა დრო და ავადმყოფობა დაგატყდება თავს. აი, მაშინ კი, გინდა თუ არა, მოგიხდება მარხვის შენახვა, ღმერთი დაუშვებს ამას შენი ცოდვების გამო".
"უწესო შიმშილი"
"მუდმივი მარხვით მოამშევდა მუცელს და აღვირს ასხამდა"
„ვინც მუცელს ამძიმებს, მის გაფართოებას უწყობს ხელს, ხოლო ვინც სტომაქს ებრძვის, თანდათანობით უვიწროვდება. ამგვარად შევიწროებული მრავალ საკვებს აღარ მოითხოვს და ადამიანი ბუნებრივად მმარხველად იქცევა“
/წმ. იოანე სინელი/
„მუცლის მონა იმაზე ფიქრობს, თუ რა სანოვაგით დაუხვდეს დღესასწაულს, ხოლო მონა ღვთისა იმაზე ფიქრობს, თუ რა ნიჭებით შეუძლია, გამდიდრდეს“
/წმ. იოანე სინელი/
„თუ შენ ქრისტესსს აღუთქვი, რომ ვიწრო და ძნელი ბილიკით ივლიდი, მაშინ სტომაქიც შეავიწროე, რადგან მისი გაფართოება და პატივისცემა აღთქმას დაგარღვევინებს“.
/წმ. იოანე სინელი/
„როდესაც ხორაგით სავსე მაგიდას უზიხარ, სულიერ თვალთა წინაშე სიკვდილი და სამსჯავრო წარმოიდგინე, რადგან ამ შემთხვევაშიც კი, ალბათ მცირედ თუ შეძლებ თავშეკავებას“.
/წმ. იოანე სინელი/
"მარხვა ასუსტებს და თრგუნავს ხორციელ მოთხოვნილებებს, რითაც აცლის ეშმაკს ბოროტი ზემოქმედების სარბიელს".
/მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი)/
"დიდება მარხვის მადლს!"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"წმინდა მამები ამბობენ, როცა ადამიანი შეუდგება მარხვის ღვაწლს, მისი მარხვა არ უნდა მიემსგავსოს მორიელის მარხვას, რომელიც 150 დღე არაფერს ჭამს, მაგრამ მისი ერთი კბენაც კი მომაკვდინებელია".
"ღირსი იეროთეოს ივერიელი (1745)
როცა მას მისმა ერთ-ერთმა მოწაფემ უსაყვედურა, რატომ ჭამ ძველ, ამჟავებულ ცერცვს და თავს რად იკლავო. მან უპასუხა:
"არა! თვითმკვლელობა ისაა, როცა არაფერს ჭამენ და შიმშილით კვდებიან. მე ვისწავლე, მივცე ჩემს მუცელს ის, რაც მე მინდა და არა ის, რაც მას სურსო".
„მუცელი არ მეგობრობს სულთან. ბევრი ჭამა განდევნის მადლს, მარხვა კი მიიზიდავს“.
/სიმონ კავსოკალიველი (XX ს.)/
"დღეში მხოლოდ ერთხელ, საღამოჟამს იხმევდა საკვებს და ოდენ სინანულის ცრემლით საზრდოობდა"
"გონიერი ადამიანები, ლოცვის მსგავსად, სულ მარხვაში უნდა იყვნენ".
/მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)/
"ვიწრო გზაზე შენ გატარებს შევწროებული სტომაქი, ღამით სიფხიზლე, წყლის ზომიერი სმა, პურის სიმცირე".
/ღირსი იოანე სინელი/
"სხეულთა დაჭნობა"
"წმინდანი [ღირსი იოანე კლემაქსი] დიდ მარხვას საოცარი თავშეკავებით ატარებდა; საკვები ბოლომდე არ აუკრძალავს, მაგრამ იღებდა იმდენად მცირეს, რომ უფრო გემოს უსინჯავდა, ვიდრე იკვებებოდა. ამით, როგორც თავად ამბობდა, "ამპარტავნების რქას" მუსრავდა. სხვა დანარჩენი ვნებები კი სრულიად დამორჩილებული ჰქონდა და მათ მბრძანებლურად მიმართავდა ხოლმე: "გაჩუმდი, ენა ჩაიგდე!" მისი სინანული შერთული გახლდათ გულის შემუსვრილებასა და ცრემლთან".
"თვითონ კი მხოლოდ იმას ჭამდა, რაც მის მორჩილებს მორჩებოდათ - სამ-ოთხ კოვზს. ის ჭამდა მშვიდად, აუღელველბად, რათა არავის ეფიქრა, რომ მშიერი იყო".
"მოსაგრეობისა და მარხვის გამო მისგან ლანდიღა დარჩა".
"ტრაპეზობის წესს, რომელსაც თავიდანვე მიეჩვია, მკაცრად იცავდა".
„მან იმდენი ორცხობილა აიღო, რამდენიც ხელისგულზე დაეტეოდა და გვითხრა, ამდენი ჭამეთო“.
"რაც შეეხება საჭმელს, თუ მარხვისას დილით მცირეოდენს შეჭამ, ცუდს არაფერს გიზამს. სჯობს დღეში ორჯერ ჭამო და ამპარტავნობის რქა დათგრგუნო, ვიდრე დღეში ერთხელ მიიღო საჭმელი და თავი ამით მოიწონო".
"ღირსი ზაქარია მმარხველი მოღვაწეობდა პეჩორის შორეულ გამოქვაბულში. იგი გამოირჩეოდა განსაკუთრებული მმარხველობით: ცეცხლზე დამზადებულ საზრდელს არ იხმევდა, იკვებებოდა მხოლოდ ბალახით, ჭამდა დღეში ერთხელ, მზის ჩასვლის შემდეგ. მისი ღვაწლი სათნო ეყო უფალს. მხოლოდ მისი სახელის გაგონებაზეც კი ბოროტი სულები კრთოდნენ. წმინდა მამას ანგელოზთა ხედვისა და წინასწარცნობის ნიჭიც ჰქონდა მიმადლებული".
„ღირსი აქილე პეჩორელი დიკონიც მკაცრი მმარხველი იყო. იგი დიდხანს ცხოვრობდა განმარტოებით, კელიაში გამოკეტილი. გადმოცემით, წმინდანი ცეცხლზე დამზადებულ და ტკბილ კერძს არასოდეს ჭამდა, ბოსტნეულსაც - იშვიათად, თან მცირე რაოდენობით, მარხვაში კი მხოლოდ სეფისკვერი იყო მისი საზრდელი“.
"თუ ადამიანი იცხოვრებს მარხვასა და შიმშილში, მაშინ მტრებიც მის სულს ძალაგამოცლილი დაანებებენ თავს".
/წმიდა ბერი სილუან ათონელი/
"ის, ვინც არ მარხულობს, თავის თავს რასაც არ უნდა უწოდებდეს, არ არის ქრისტიანი".
/წმ. სერაფიმე საროველი/
"შინაგანი თვალსაზრისით, მარხვა თავშეკავება და თვითშეზღუდვაა. ამასთან, მარხვის უდიდესი მნიშვნელობა ისაა, რომ მარხვების მკაცრად დაცვა ადამიანში ნებისყოფას და პიროვნულობას აძლიერებს, ხვეწს მის ხასიათს, მის რელიგიურ მრწამსსა და ყოველდღიურ ქმედებას უფრო მეტ რელიგიურ შინაარსს ანიჭებს".
/მიტროპოლიტი ფილარეტი (ვოზნესენსკი)/
"როცა მონაზონმა ჰკითხა, რითი გაგიმასპინძლდეო, პეტრემ მცირეოდენი ადუღებული წყალი სთხოვა. მერე აბგიდან ჩაის ტოტი ამოიღო და ჩადო წყალში, კოვზის წვერით შაქარი ჩაუმატა და დალია. 1 კგ. შაქარი წელიწადზე მეტ ხანს ჰყოფნიდა!"
"[წმ. საბა მთაწმინდელს] უყვარდა მოსაგრეობა და შეჭირვება. საჭმელში ზეთს მხოლოდ შაბათ-კვირას უმატებდა. ყოველდღიურად მესამე ჟამამდე ჭამისგან თავს იკავებდა".
„უკიდურესი მარხვა“
"ცდილობდა, უგემური საჭმელი ეგემა, რათა სასა არ დასტკბობოდა".
"კარული მთაწმინდის მკაცრი უდაბნოა, სადაც მეტად მკაცრი მოსაგრეები ცხოვრობენ - მე მათგან ორი რუსი ასკეტი გავიცანი, ნიკოდიმოსი და სერაფიმე. მათზე ჰყვებიან, რომ ისინი მრავალგზის ინახავდნენ ორმოცდღიან მარხვას, წმინდა დიდმარხვის მსგავსად, და დღეში მხოლოდ ერთ ჭიქა ყავასა და მცირედ წყალს სვამდნენ. ჭეშმარიტად ზეკაცობრივი მოსაგრეობაა!"
„აღდგომამდე ზეთიანს არ ჭამდა“.
„მარხვა ჯანმრთელობის დედაა“.
„ცნობილი მოძღვარი ილარიონ ქართველი პარასკევობით არც საჭმელს ჭამდა და არც წყალს სვამდა. ამ დღეს ის ჯვარცმასა და ჯვარცმულ უფალს უძღვნიდა“.
„შარშან, დიდმარხვის პირველი ორშაბათიდან ბზობის კვირამდე არაფერი მიჭამია, მხოლოდ ბზობის კვირას დავადგი კბილი საჭმელსო“.
"ღირსი სილუანი ათონელი ამბობდა: - მეტოქიონში ასეთი რამ შემემთხვა: მაძღრად შევჭამდი და ორი საათის მერე შემეძლო კიდევ ჭამა. დავიწყე სასწორზე აწონა. სამ დღეში სამი ოყა მოვიმატე (ერთი ოყა 1280 გრამს უდრის). მივხვდი - საცთური იყო, რამეთუ ჩვენ, მონაზვნებს, საკუთარი სხეული უნდა გამოვიხმოთ, რათა მასში არ იყოს არანაირი მოძრაობა, რაც ლოცვას შეეწინააღმდეგება. გამაძღარი სხეული წმინდად ლოცვას ხელს უშლის, ღვთის ხელი არ მოვა მაძღარ მუცელზე. თუმცა უნდა ვიცოდეთ მარხვის საზომიც, რათა უდროოდ არ მოვუძლურდეთ, თორემ მორჩილების შესრულებას ვეღარ შევძლებთ".
"ის ჩონჩხივით გამხმარი იყო, თუმცა არ თანხმდებოდა მოსაძლიერებლად ზეთიანი საჭმელი შეეჭამა. თეფშზე დალაგებული მოხარშული კარტოფილიც დავინახე, რომელიც მისთვის მეზობელ მამებს, დანიელელებს მოეტანათ. მან კი თეფში... არაწმინდების ჭურჭელზე დადო. მინდოდა ამეღო.
-იყოს მადნ, - მითხრა ბრძანებით.
ეტყობა, უდაბნოს ეს ფილოსოფოსი, ყოველთვის მოაკლებდა საკუთარ თავს სიამოვნებას, იმიტო, რომ შესაძლებლობა ჰქონოდა, კვირაში სამ-ოთხჯერ ზიარებულიყო".
„მამა თეოფილე ლავრელი დღეში ერთხელ ჭამდა. მხოლოდ შაბათ-კვირას მიიღებდა ზეთიან კერძს“.
„რუმინელი ასკეტი ენუქი უბრალო და მუდამ მხიარული იყო. თავისი გუდით თუნუქის ნაჭერს ატარებდა, როცა მონასტერში შედიოდა, ევლოგიად ცოტაოდენ საჭმელს ითხოვდა და ამ თუნუქზე აწყობდა, როგორც თეფშზე.
- ეჰ, მამაო, - ეუბნებოდა საკუთარ თავს, - ჭამე საჭმელი - არის საკვები? თუ არის - კარგია, თუ არა - უკეთესი!“
„თვითმკვლელობა ისაა, ვინც არაფერს ჭამს და შიმშილით კვდება, მე ჩემს კუჭს რაღაც მივეცი, არ ვეკითხები, ეს მას მოსწონს, თუ არა“.
„მარხვაა საფუძველი ყველა სათნოებისა, რამდენადაც თვით უფალი შეაქებს მას: „ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ“ (ლკ. 6,21)“
"ღირსსახსოვარი პაპა, თანამოსაგრე მამა იოსებ ისიქასტისა, მამა არსენი ჰყვებოდა: "მთელი წლის მანძილზე დღეში ერთხელ ვჭამდით. ხუთი დღე უზეთოდ, შაბათსა და კვირას კი რამდენიმე წვეთ ზეთს დავუმატებდით, ჩვენს უბრალო საჭმელს, რომელიც ყოველდღე ერთი და იგივე იყო. ჩვენი ჩვეული სადილი ორცხობილა (!) გახლდათ. იშვიათად გვიწევდა ახალი პურის ჭამა. მამა დანიელმა წმინდა პეტრე ათონელის მღვიმეზე მარხვის საზომი დაგვიდგინა - მუჭით აიღო საჭმელი და თქვა: "აი, ამდენს შეჭამთ".
"ეკლესია ენით მარხულობისკენ მოგვიწოდებს. ისიქასტური ღვაწლიც ხომ სწორედ ენის დამორჩილების მიზანს ისახავს".
"საკვების მიღება მარხვისას შეზღუდულია რაოდენობრივად: დღეში ორჯერ, ჩვეულებრივი რაოდენობის 2/3-ით დაკმაყოფილება".
"ზოსიმემ აჩვენა კალათი, რომელშიც საჭმელი ჩაელაგებინა. წმინდანი [მარიამ მეგვიპტელი] თითის წვერებით შეეხო ხორბალს, აიღო სამი მარცვალი, პირთან მიიტანა და თქვა:
- ეს საკმარისია: სულიერი საზრდელის მადლი, რომელიც უბიწოდ იცავს სულს, არის ჩემი საკვები. კვლავ გთხოვ, მამაო, გაიხსენე ჩემი უბადრუკება და ილოცე ჩემთვის".
"ტრაპეზობის დროს სხვის თეფშსაც კი არ შეხედავდა"
„დიდი მარხვა რომ მოახლოვდა, პირველი ვაშლი 40-ად დაჭრა და ყოველდღე თითო ნაჭერს ჭამდა, მეტს არაფერს, წყალსაც კი არ სვამდა. ისეთ სურნელს გამოსცემდა მისი პირი, რომ მონაზვნებს უკვირდათ“.
"როგორც სასწორზე აწონის დროს, თუ სასწორი ერთ ჯამს დაამძიმებ, მეორე უსათუოდ დამსუბუქდება, ასე მოუვა სულსა და ხორცს: ერთზე გადამეტებულ ზრუნვას აუცილებლად მეორეს შესუსტება მოჰყვება. როდესაც ხორცი ფუფუნებასა და განცხრომაშია, სული სუსტია და გონება უსუსური. ხოლო როცა სული ლოცვით, მარხვითა და კეთილმოღვაწეობითაა გაძლიერებული, შესაბამისად, ხორცია მისუსტებული".
/წმ. ბასილი დიდი/
"მამა პაისის მარხვა მაშინაც არ შეურბილებია, როცა ფილტვების ოპერაცია გაუკეთეს და ათონზე დაბრუნდა. თავის სულიერ შვილს უთხრა: "ვცდილობდი, ცხოვრებაში ყველაფერი გამომეცადა, რაც წიგნებში დაწერილა. დილიდან საღამომდე მშიერი ვიყავი, ზოგჯერ ფეხზე წამოდგომაც აღარ შემეძლო. მეშინოდა, ბილიკს გავყოლოდი, ვაითუ დავეცე და დამინახონ-მეთქი. ერთხელ ღვთისმშობელს ვთხოვე ძალის მოცემა. უფლის დედამ განმაძლიერა, ხელი მოვკიდე ტოტებს და ასე გავაგრძელე გზა".
"ღორმუცელობისგან გასათავისუფლებლად, პირველ საფეხურზე საჭიროა წარმოვიდგინოთ, საჭმელი სტომაქში რად გადაიქცევა, რომ თვით ჩვენი სხეული მატლების საზრდო გახდება, მეორე საფეხურზე კი გავიხსენოთ, რომ სხეულის გაზულუქება გონების სინათლეს აბრკოლებს, რომ თავშეკავება ლოცვას ეხმარება, რომ მარხვა მადლს ადამიანის სულსა და სხეულში მოქმედების საშუალებას აძლევს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მუცლისა და ენის დამჭირვა - "რომელმან დაიმჭიროს მუცელი თვისი, მანვე შეუძლოს დამჭირვაი ენისაცა თვისისაი".
"მარხვითა და ლოცვით წვრთნიდან საკუთარ სულს"
"საჭმლით მოუძლურდი"
"თავი შეიკავე ხორცის, ყველის, ღვინისა და ზეთისგან"
"იმარხულეთ თითოეულმა ძალისაებრ, რათა არ ჭამოთ დღეში ერთზე მეტად, ისე, როგორც გადმოგვცეს წმინდა მამებმა და არ მიიღოთ ბილწი, არაწმინდა გულისთქმები, განმარისხებელი უფლისა".
/ღირსი ათანასე ესთიგმენელი/
"სულიერად წარმატებული მცირე საზრდელს იღებს, მაგრამ იმისთანა ძალებს გრძნობს, თითქოს ჩვეულებრივად ეტრაპეზოს. ეს ხდება იმიტომ, რომ ის სულიერად იკვებება და ორიოდ ლუკმაც საკმარისია მისი არსებობისთვის".
/ღირსი პაისი ათონელი/
"საკვების მიღებაში ულმობელი".
"ხერხი სულიერი ბრძოლისა - "უკუეთუ გებრძოდის გულის-სიტყუაი შენი და გთხოვდეს მრავალფერთა სანოვაგეთა, შენ აჭირე მას და პურსაცა ნუ მისცემ, ვიდრე გევედროს და პური ხოლო მარტოდ გთხოვოს შენ".
"ხორციელი განსვენებისათვის - სწავლა მამა ანტონისი: "მოიძულეთ ყოველი განსუენებაი ხორციელი და განეშორენით ცხოვრებისა მისგან ხორციელისა, რაითა სცხონდეთ ღმრთისა თანა".
"ამის გამგონე ამბერკის [იეროპოლელი] შვიდი დღე-ღამის მანძილზე არც საკვები უხმევია, არც - წყალი, მკაცრ მარხვას, სიფხიზლეს და მხურვალე ლოცვას მიეცა, რომ ბოროტს თავის ნებაზე არ ეტარებინა".
"მუცელი არ მეგობრობს სულთან. ბევრი ჭამა განდევნის მადლს, მარხვა კი მიიზიდავს".
/სიმონ კავსოკალიველი (XXს.)/
„რად უნდა ამგვარი საჩუქარი მას, ვისთვისაც ცარიელი ხმიადი და წყალი იგივეა, რაც სამეფო ტრაპეზი“.
"მამა სერაპიონს ძალიან მოშივდა, რადგან უზმად გაეტარებინა, უნებლიე მარხვას კი ადამიანი უსასოებამდე მიჰყავს".
"მარხვით მიმჭკნარი სახე"
"თუ მოღვაწოებას შეუდგები, ამქვეყნიურ სურვილებს მარხვით დათრგუნავ და დახშავ ნაყროვანების კარს, რომელიც შობს უძღებებას, მაშინ სიძვის ეშმაკი მოიწყენს, ის დაინახავს, რომ საჭმელი აღარ ექნება და განგშორდება".
„სვინკლიტიკიას იმდენად უყვარდა კრძალულება, რომ მარხვის თანასწორად არც ერთ სხვა სათნოებას არ მიიჩნევდა. მარხვას იგი ყველა სათნოებათა საფუძვლად და მცველად მოიაზრებდა. იკვებებოდა მკაცრად დაწესებულ ერთსა და იმავე დროს და, თუ რაიმე მიზეზით ამ წესის დარღვევა უწევდა, ძალიან განიცდიდა. ნეტარი სვინკლიტიკია აუძლურებდა სხეულს და სულიც უმტკიცდებოდა“.
„წმინდანს [ნეტარი სვინკლიტიკია] ახსოვდა, რომ ხანგრძლივი ბრძოლა უფრო მეტ სულიერ ნიჭს მისცემდა და უფრო მეტი მხნეობით ებმებოდა ეშმაკთან ბრძოლაში. ღირსი დედა არა მხოლოდ მარხვით იუძლურებდა სხეულს, არამედ გემრიელ კერძებზე ფიქრსაც კი ეკრძალებოდა. იგი ქატოს პურით იკვებებოდა, ხშირად წყალს საერთოდ არ იღებდა, ძილით კი მიწაზე იძინებდა. ამდენად, როცა ბრძოლა მწვადებოდა, ის ამ იარაღებს იყენებდა: როგორც ჯავშნით, ლოცვებით იმოსებოდა და ასევე, როგორც ჩაფხუტით - სასოებასთან და სიყვარულთან შეერთებული რწმენით, ლოცვებითა და საკუთარი მონდომებით მოწყალების გაცემასაც ცდილობდა“.
"შენ კი გემრიელ კერძთა სიუხვე მარხვითა და უბალო კერძებით დაამარცხე".
/ნეტარი სვინკლიტიკია/
„მთელი შენი ცხოვრების მანძილზე მარხვის ერთი წესი გქონდეს. არ იმარხულო ზედმეტად ოთხი-ხუთი დღე იმისთვის, რომ შემდეგ თავს ნუგბარი საკვების მიღების უფლება მისცე - უზომობა დამღუპველია“.
/ნეტარი სვინკლიტიკია/
"ცდილობდა ხსნილში ხორცი არ ეჭამა"
"ეგრეთ განკაფულ იყვნეს ხორცნი მისნი [წმ. ონისიფორე], ვითარცა ლელწამნი და გარეგან ჭვირინ იგი, ეგრეთ იხილვებოდა პირსახე მისი და მკლავნი. კანსა მას შინა განსპეტაკებულნი სჩანდეს ძვალნი მისნი, რომლისა მხილველნი განცვიფრებული ვიყვენით, რამეთუ არავის ეხილვა ხილვა ესევითარი".
"ეგრეთ განკაფულ იყვნეს ხორცნი მისნი [წმ. ონისიფორე], ვითარცა ლელწამნი და გარეგან ჭვირინ იგი, ეგრეთ იხილვებოდა პირსახე მისი და მკლავნი. კანსა მას შინა განსპეტაკებულნი სჩანდეს ძვალნი მისნი, რომლისა მხილველნი განცვიფრებული ვიყვენით, რამეთუ არავის ეხილვა ხილვა ესევითარი".
"შიმშილისაგან ღონემიხდილი ვიყავი"
"შეგინებული მარხვა (რამაზანის მარხვა)"
"გამაძღარ მუცელში ეშმაკი ადვილად ჩაბუდდება".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ჩვენი კეთილი მარხვით "დავატკბოთ ღმერთი ჩვენზე".
"მამა პაისი ცდილობდა, მისი მარხვა არავის შეეტყო, მაგრამ ძვალ-ტყავად გადაქცეული სხეული ყველაფერს ამბობდა. ეშმაკები თავს რომ ესხმოდნენ, დასცინოდნენ, ჩონჩხი ხარო. კონიცის მონასტერში ყოფნისას მორწმუნეთა თაყვანის საცემად კიდობნით წმინდა ნაწილები მიაბრძანა. ერთმა ბერიკაცმა ჯერ კიდობანზე მიუთითა, მერე მამა პაისზე და თქვა, - იქაც ძვლებია და აქაცო".
"განგრძობილი მარხვის მერე სხეული შესჩიოდა და ნუგეშს სთხოვდა, მამა პაისი კი მას "საუბარს" უწყებდა: "რა გინდა? წადი ახლა და ერთი ჭიქა ჩაი დალიე, ეს გეყოფაო". ის ცარიელ უშაქრო ჩაის სვამდა. როცა მარხვისგან თავბრუ დაეხვეოდა, წყლის სმით "ატყუებდა" შიმშილს".
"ხმელი და მწირი საკვების წყალობით აზრები ნათელი ხდება, ხოლო ფუფუნებით ცხოვრება გონებას წყვდიადში ჩაძირავს".
/წმ. ნილოს სინელი/
"მმარხველი არ წუხს საზრდელის სიმწირის გამო".
/წმ. ნილოს სინელი/
"უდიდესი ნაკლოვანებით იგი ალაგმავდა და ამშევდა მუცელს".
"[წმინდა ნინო] მარხვით ცდილობდა სხეულის დაკნინებას, ვნებების დაძლევასა და სულის აღორძინებას".
"ზომიერი მარხვა"
"სულის მოუსვენრობა და ვნებები სისხლს ხრწნიან და ჯანმრთელობას ძირფესვიანად აზიანებენ. მარხვა და საერთოდ, მარხული ცხოვრება საუკეთესო საშუალებაა ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად".
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ხმელი და მწირი საკვების წყალობით აზრები ნათელი ხდება, ხოლო ფუფუნებით ცხოვრება გონებას წყვდიადში ჩაძირავს".
/წმ. ნილოს სინელი/
"ამ თქვენს ყოველდღიურ ქმედებას - საზრდელისა და სასმელის მიღებას, ყველაზე მკაცრად მიაქციეთ ყურადღება, რადგან საზრდელისა და სასმელისაგან, მათი ხარისხისა და რაოდენობისაგან ძალიან დიდად არის დამოკიდებული თქვენი სულიერი, საზოგადოებრივი და საოჯახო მოღვაწეობა. "ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა" (ლუკ. 21,34). ჩაისა და ყავის უდროოდ და გადამეტებით მოხმარებაც ლოთობას განეკუთვნება".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"ხორციელ კაცს ღმერთის მსახურება არ ძალუძს. თვით სულიერი კაციც, ნაყროვანებაში ჩავარდნილი, კარგავს თავის სულიერებას, თითქოს ღმრთის შეცნობისა და მსახურების უნარსაც კარგავს. "ჭამა იაკობ" - ამბობს წმიდა წერილი; იგი იაკობს ღმერთის ჭეშმარიტ მსახურს უწოდებს, - "და განძღა, და შეზრიობდა საყუარელი იგი. განსუქნა, განსხუნა, განვრცნა, დაუტევა ღმერთი, შემოქმედი თვისი და განუდგა ღმერთსა, მაცხოვარსა თვისსა" (2 სჯულ. 32,15). ასეთ მდგომარეობაში ვარდება მოღვაწე, როდესაც თავისი ღვაწლიდან მარხვას გამორიცხავს. საზრდელის მიღების სიუხვითა და განურჩევლობით შეძენილი სიმქისე და ნისლი სხეულიდან თანდათანობით გულს გადაეცემა, გულიდან კი - გონებას. ამის შემდეგ ეს სულის თვალნი - გული და გონება - ჩლუნგდება, მარადისობა იფარება მათგან".
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ხორციელ კაცს ღმერთის მსახურება არ ძალუძს. თვით სულიერი კაციც, ნაყროვანებაში ჩავარდნილი, კარგავს თავის სულიერებას, თითქოს ღმრთის შეცნობისა და მსახურების უნარსაც კარგავს. "ჭამა იაკობ" - ამბობს წმიდა წერილი; იგი იაკობს ღმერთის ჭეშმარიტ მსახურს უწოდებს, - "და განძღა, და შეზრიობდა საყუარელი იგი. განსუქნა, განსხუნა, განვრცნა, დაუტევა ღმერთი, შემოქმედი თვისი და განუდგა ღმერთსა, მაცხოვარსა თვისსა" (2 სჯულ. 32,15). ასეთ მდგომარეობაში ვარდება მოღვაწე, როდესაც თავისი ღვაწლიდან მარხვას გამორიცხავს. საზრდელის მიღების სიუხვითა და განურჩევლობით შეძენილი სიმქისე და ნისლი სხეულიდან თანდათანობით გულს გადაეცემა, გულიდან კი - გონებას. ამის შემდეგ ეს სულის თვალნი - გული და გონება - ჩლუნგდება, მარადისობა იფარება მათგან".
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ნაყროვანი კაცის გონება სულ იმას ითვლის, თუ როდის უწევს მოწამეთა ხსენება (რათა იღეოს დღესასწაულის საბაბით), კეთილკრძალულის გონება კი მათ ცხოვრებას ბაძავს".
/წმ. ნილოს სინელი/
"მუცლის მაამებლობის შედეგად გული მძიმდება, უხეშდება, ქვავდება, გონება სიმსუბუქესა და სულიერებას კარგავს, ადამიანი ხორციელი ხდება. რას ნიშნავს ხორციელი კაცი? - ამ სახელით საღმრთო წერილი იმ საწყალობელ კაცს აღნიშნავს, რომელიც მიწასაა შემსჭვალული, სულიერი ზრახვებისა და შეგრძნებების მიმართ უუნაროა".
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"შევიცანი ღვთის მოწყალება, რომ მადლი მეხმარება მცირე ჭამაში, ეშმაკი კი ბევრის ჭამისა და საჭმლით დატკბობისკენ მიბიძგებს".
"როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, მარხვის მიზანი, პირველ ყოვლისა, ადამიანში თავშეკავების უნარის გამომუშავებაა, ასევე ვნებებთან ბრძოლა. ეს ყველაფერი გონებაში უნდა მოხდეს. კვლავ წმინდა იოანე ოქროპირის გამონათქვამს მოვიშველიებ: თუკი ვინმეს სურს ამის მიღწევა, დაე, სახსნილო საკვებითაც გააკეთოს, მაგრამ არავინაა ასეთი, რომელიც მას შეძლებსო.
მარხვას უპირველესად სულიერი დანიშნულება აქვს, სულიერი ღვაწლია, მაგრამ მას ხორცითაც - ხორციელი მარხვითაც უნდა დავეხმაროთ, რომელიც მარტო სახსნილო საზრდელის არმიღებაში კი არ მდგომარეობს, არამედ შეზღუდვაში. სამარხვო საზრდელის მიღების დროსაც გვმართებს თავის მოზღუდვა, რათა ამით თავშეკავება ვისწავლოთ, თავშეკავების უნარი გამოვიმუშაოთ".
/მამა ილია (გამყრელიძე)/
"მარხვაში მხოლოდ ის უნდა ვილაპარაკოთ, რაც აუცილებელია სოციუმში საარსებოდ. თავი მოვარიდოთ გართობას და წვეულებებს. მარხვის მხოლოდ საკვებით დაცვა ბოროტის წისქვილზე ასხამს წყალს".
/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/
"მბრძანებლობ კუჭზე? ენაც დაიმორჩილე, რადგან როცა მეორის მონა დარჩები, პირველისგან გათავისუფლება უსარგებლო არ იყოს".
/წმ. ნილოს სინელი/
"ზურგი შევაქციოთ გემოთმოყვარეობას, მუცლის ნებელობასა და კარნახს, მოვითმინოთ, დავთმოთ მცირედი, რომ არ განვეშოროთ დიდსა და სანატრელს, რადგან სიკეთისკენ მოქცევა დატევებით ვლინდება".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"მაგრამ სახიერმა ღმერთმა არ ინება, ეს ბერი და მისი მომარხულობა დაკარგულიყო".
"ნეტარია, ვინც მუცელს შეზღუდავს ცათა სასუფევლისთვის".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ბერი [წმ. პაისი ათონელი] ამბობდა, შინაგანი სიმშვიდე ასკეზაში გვეხმარებაო. როცა ჩვენ სულიერ ორგანიზმში არის სული ღმრთისა, მას არ სჭირდება ვიტამინები. როცა სიმშვიდე არ არის, რამდენი საჭმელი თუ ვიტამინიც არ უნდა მიიღო, ამას სიკეთე არ მოჰყვება. შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობა კვებავდა წმინდანებს. საცოდავი ერისკაცნი ხორცით იკვებებიან, ძალები კი მაინც არ აქვთ. ფეხები უკანკალებთ, მარხვა აღარ შეუძლიათ. ეს შინაგანი შფოთისა და ღელვის შედეგია. მათ სხეულში მუდმივად გამოიყოფა ნაღვლისა და კუჭის წვენი. როცა კაცი შინაგანად მოწესრიგდება, მას მცირე საკვებიც ეყოფაო".
"მისი [მამა პაისის] მრავალი ღვაწლი საიდუმლო და უცნობი დარჩა კაცთათვის. მაგრამ ჰქონდა ის, რასაც ვერ დაფარავდა - მარხვისგან გალეული სხეული. მკაცრ მარხვას სიყრმიდანვე მიეჩვია. ჯარისკაცობისასაც კი თოვლ-წვიმასა და ათასნაირ განსაცდელშიც არ არღვევდა მარხვას".
"მის მარხვისაგან გალეულ პირისახეზე აღბეჭდილი იყო ანგელოზებრივი სათნოება".
"წმინდანი [ზენონ პეჩორელი] ცეცხლზე დამზადებულ და ტკბილ კერძს არასოდეს ჭამდა, ბოსტნეულსაც - იშვიათად, თან მცირე რაოდენობით. მარხვაში კი მხოლოდ სეფისკვერი იყო მისი საზრდელი".
"მარხვა - ეს არა მხოლოდ საკვებში თავშეკავებაა, არამედ გარეგანი შთაბეჭდილებებისგანაც ანუ იმისგან, რაც ჩვენს მეხსიერებას ავსებს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ყოველთვის ფიცხელის სასტიკობით მარხულობდა".
"ხოლო მაქსიმე არც ერთ დღეს არ კითხულობდა, რა მაქვს საჭმელი, რა მაქვს სასმელიო; პურის ჭამას რომ ეტყოდნენ, კი არ გაიხარებდა, უფორ ეწყინებოდა".
"მარხვაც კი საიდუმლოდ შევინახოთ, რომ ის მხოლოდ უფალმა იცოდეს, რომელიც ხედავს დაფარულს და ცხადად მოგვაგებს".
"დღეში ცოტაოდენ წყალსა და პურის ლუკმას სჯერდებოდა [ღირსი პეტრე გალატელი] და ამ ღვაწლით ღვთისგან სასწაულქმედების და კაცთა ნუგეშისცემის მადლი მიიღო".
"მარხვისაგან სახეგათანგული"
"თუ მარხვას განკითხვაში, შუღლში, შურსა და სხვების ნაგვის ქექვაში გავატარებთ, მას აზრი სრულებით არ ექნება".
/დეკ. დავით შარაშენიძე/
"როცა მარხვისგან თავბრუ დაეხვეოდა [წმ. პაისი ათონელს], წყლის სმით "ატყუებდა" შიმშილს".
"ადამიანი მდგომარეობის მიხედვით უნდა იკვებოს. შეუძლია თავშეკავება და ცოტა ჭამა? ასე მოიქცეს. სულიერად წარმატებული მცირე საზრდელს იღებს, მაგრამ იმისთანა ძალებს გრძნობს, თითქოს ჩვეულებრივად ეტრაპეზოს. ეს ხდება იმიტომ, რომ ის სულიერად იკვებება და ორიოდ ლუკმაც საკმარისია მისი არსებობისთვის".
/წმ. პაისი ათონელი/
"მამა პაისი [ათონელი] მეცხრე ჟამამდე (ანუ დღის სამ საათამდე) უზმო იყო ხოლმე. ეკლესიის მიერ დადგენილ მრავალდღიან მარხვებს საკუთარსაც უმატებდა, თუკი რაიმე სერიოზულ საკითხზე ანდა გატანჯული ადამიანისთვის ლოცულობდა".
"სრულ დაუძლურებამდე მარხულობდა"
"ქანცგამცლელი მარხვა"
"დიდ მოთმინებასა და თავშეკავებას იჩენდა მარხვისას"
"ჭეშმარიტად მმარხველი ადამიანი გამორჩეულია სხვათაგან ქცევით, მისი გონება დაწმენდილია და დამშვიდებული".
/იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე)/
"ვისაც არ შეუძლია მუცლის დაოკება, ვერ შეძლებს უფრო ძლიერი ვნებების დაოკებას".
/იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე)/
"ჩვენ ცოდვით ვართ დაზიანებულნი და უნდა ვიმკურნალოთ სინანულით, ხოლო სინანული მარხვის გარეშე არასრულყოფილია".
/იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე)/
" - ისევ გვიხმობს წმინდა მარხვა და გვთავაზობს მადლს. კვლავ მოგვიწოდებს, რათა გავხდეთ მამაცნი, ვნებათა დამთრგუნველნი და ქრისტეს მცნებათა აღმსარებელნი.
რა არის მარხვა - თუ არა გვირგვინი გმირობისა, საფუძველი ჯილდოსი და გზა ცხონებისა. მარხვა ჰკურნავს სულიერ ჭრილობებს და აახლებს ცოდვით გახრწნილ სულს. იგი შთაგვაგონებს ღვთის შიშს, ანადგურებს ვნებებს და ათვინიერებს ზრახვებს".
/იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე)/
"მარხვითა და ლოცვით ადამიანი ყველა მანკიერ თვისებებს დათრგუნავს".
/იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე)/
"მარხვას მაშინ აქვს ძალა, როდესაც მას ჰყავს მოკავშირე ლოცვის სახით, მარხვამ და ლოცვამ აღამაღლა ზეცად ელია წინასწარმეტყველი, დაღუპვას გადაარჩინა ნინეველნი, მარხვამ და ლოცვამ დაიცვა დანიელი უვნებლად ლომებით სავსე ორმოში, მარხვამ გადაარჩინა შეუწველად ცეცხლოვან ღუმელში სამი ყრმა, მარხვამ შემოსა უსაზღვრო დიდებით მოსე".
/იღუმენი ნეოფიტე (უროტაძე)/
"ჩვენი წინაპრები მუდამ ერთგულად ინახავდნენ მარხვას და ლოცვებში სუნთქავდნენ".
"მარხვა სიხარულის მიზეზიცაა, რაც უფრო ძლიერ მოსწყურდება კაცს, მით უფრო ტკბილი აღმოჩნდება მისთვის წყლის დალევა. ასევე მიმზიდველია მარხვის შემდეგ გახსნილება. დაუსრულებელი შვებითა და უზომო ჭამა-სმით ადამიანი კარგავს გემრიელი სასმელ-საჭმელის დაფასების უნარს. ხომ ვხედავთ, რომ მზე უფრო ბრწყინვალეა შემდგომად ღამისა, მღვიძარება უფრო ტკბილია ძილის შემდეგ, ხოლო სიმრთელე უფრო სასურველია მას შემდეგ, რაც სნეულებას გადავიტანთ. ასევე სასურველი ხდება ჭამა მარხვის შემდეგ როგორც მდიდრების, ასევე ღარიბებისთვის".
/წმ. ბასილი დიდი/
"ჩვენი ცხოვრების გვირგვინად მარხვა რომ გვექცია, მაშინ იგი არ იქნებოდა ასე მრავალი მწუხარებითა და ტანჯვით აღსავსე, იმიტომ, რომ მარხვა არა მხოლოდ საჭმლისაგან თავის შეკავებას გვასწავლის, არამედ ყოველგვარი უკეთურებისაგან, ანგარება იქნება ეს თუ მრისხანება".
/წმ. ბასილი დიდი/
"მარხვისას განსაკუთრებით უნდა ვერიდოთ ნუგეშს ადამიანებისგან, რათა არ მოვაკლდეთ ნუგეშს ღვთისაგან".
"მხოლოდ პურს ჭამდა და წყალს აყოლებდა, იმასაც იმდენს, რომ შიმშილ-წყურვილით არ მომკვდარიყო"
"ვისაც ავადმყოფობის ან სხვა მიზეზთა გამო არ შეუძლია სრული მარხვის დაკავება, მიმართოს მოძღვარს და ის ურჩევს მარხვის უვნებელ ზომას".
„ვისაც გამუდმებით არა აქვს დაცული ბაგენი, ის თუნდაც მთელი წელი მარხულობდეს, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს“.
წმ. ნიფონტი კონსტანტინეპოლელი
"მას მერე რაც მისი სულიერი მამა ათონზე წავიდა, წმინდა კალენიკემ [ჩერნიკელი] გადაწყვიტა მხოლოდ პური და წყალი მიეღო და ორმოცი დღე ასე იმარხულა. მაგრამ იღუმენმა ამგვარი ასკეტური ღვაწლი აუკრძალა. მას მერე წმინდანი სხვებთან ერთად ტრაპეზობდა, თუმცა ცოტას ჭამდა, ხოლო შაბათ-კვირას მცირეოდენ ყველს მცირეოდენ რძეს დააყოლებდა, რათა სავსებით ეძლია სიამაყის ცოდვისათვის. მისი გარეგნული გამომეტყველება მოწმობდა, რომ მოეკვეთა ხორციელი სიამოვნება, ხოლო თვალები თავის კელიაში ყოველდღიური ცრემლთაღვრისგან ჰქონდა დასივებული".
"მხოლოდ საღამოს ჭამდა მცირეოდენ პურს და სვამდა იმდენ წყალს, რაც წყურვილს დაუცხრობდა. ზეთს, ღვინოს, ყველსა და თევზს მხოლოდ ქრისტეშობას და აღდგომის დღესასწაულზე იღებდა მადლიერებით".
"ის მუდამ სულიერ აღორძინებაზე ფიქრობდა და მკაცრი მარხვით სხეულს დაუსრულებლად მოაკვდინებდა".
"მარხვა, პირველ რიგში, საკუთარ სულში ჩაღრმავება და იქ უფალთან პირისპირ ყოფნაა".
/მამა კონსტანტინე ლეკიშვილი/
"რატომ ვიკლებთ მარხვაში გარკვეულ საზრდელს? ამით ვიწყებთ, რადგან ხორციელი სიამოვნების ალაგმვა უნდა ვისწავლოთ; უნდა დავიმორჩილოთ იგი. ყოველი ფიზიოლოგიური მოვლენა ყოველთვის სიამოვნების მომნიჭებელია, მაგრამ ჩვენ მის ჭკუაზე არ უნდა ვიაროთ. ქრისტიანობა გვასწავლის: თუ ადამიანი მუცლის ალაგმვას ვერ მოახერხებს, იგი ვერც ერთი ნაბიჯით ვერ წაიწევს წინ - ეს აბსოლუტურად გამორიცხულია".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"გააღრმავო მარხვა"
"მარხვაში გამოჩნდება ჩვენი ერთგულება უფლისადმი, თუ რისი დათმენა შეგვიძლია".
/ბერმონაზონი რომანოზი (პირველმოსულიშვილი)/
"ორშაბათობით და პარასკეობით ნამცეცსაც არ იხმევდა [ღირსი მამა პაფნუტი ბოროვსკელი], ოთხშაბათს კი - მხოლოდ პურს, კვირის დანარჩენ დღეებში კი ტრაპეზს ძმებთან ერთად ინაწილებდა და მაშინაც მცირეოდენს გეახლებოდათ".
"მამა გიორგიმ ღრმა სიბერემდე იცოცხლა. თითქმის გარდაცვალებამდე შეინარჩუნა საკვირველი სიმსუბუქე მოძრაობისას, ალბათ უფრო განუწყვეტელი მარხვის წყალობით. არასოდეს აჩქარდებოდა, ძალზე უბრალო და უშუალო გახლდათ, თუმცა ხასიათით მთლად ბავშვს არ ჰგავდა. პირიქით, მასში ჭვრეტდი წლებით და სულიერი გამოცდილებით განბრძნობილ მამას, რომელიც თავის თუ სხვათა მიწიერ ცხოვრებას უკვე სხვა სამყაროდან უცქეროდა ნათელი და მშვიდი მზერით. მე ის არასოდეს მინახავს გაბრაზებული, რაიმეზე უკმაყოფილო, შფოთიანი. ცა რომ ჩამოქცეულიყო, "დიდება ღმერთს ყველაფრისთვისო", - მხოლოდ ამას იტყოდა."
მარხვის არსი და მნიშვნელობა
ღვთის რწმენა და სიყვარული ყოველ ადამიანს გულში უნდა ჰქონდეს დამარხული; მაგრამ რწმენა და სიყვარული მაშინ ხდება ცხოველი, როდესაც ის საქმით ვლინდება. ერთ-ერთი ამგვარი საქმეთაგანია ღმერთის ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის საპასუხოდ თავშეკავება და ამქვეყნიურ სიამეთა - ჭამა-სმა-შვება-გართობის ცოტათი მოკლება. ამას ეწოდება მარხვა. ამ აზრით გონიერი ადამიანი, ლოცვის მსგავსად, სულ მარხვაში უნდა იყოს (იყვნენ და არიან კიდევაც ასეთი წმინდა მამები), მაგრამ, საზოგადოდ, ადამიანს, დაცემული, უძლური ბუნების გამო, არ შეუძლია გამუდმებული თავშეკავება. ამიტომ ეკლესიამ დაადგინა გარკვეული დრო და ფორმა თავშეკავებისა ანუ მარხვა.
როგორ ვიმარხულოთ პრაქტიკულად
მარხვის დროს ადამიანმა არ უნდა მიიღოს გარკვეული სახის საკვები: ხორცეული (ცხოველი, ფრინველი), რძის ნაწარმი (რძე, მაწონი, ხაჭო, ყველი, არაჟანი, კარაქი) და კვერცხი.
შეიძლება იხმიოს პური, მარცვლეული, ხილი, ბოსტნეული, ბაღჩეული და თაფლი.
ტრადიციულად არსებობს მარხვის შენახვის საყოველთაო წესები, რომლებიც საერთოა ყველა ავტოკეფალიური ეკლესიისთვის ყველა ეპოქაში, მაგრამ არსებობს გარკვეული საზღვრები, რომლებშიც შეიძლება იცვლებოდეს მარხვის სიმკაცრე გეოგრაფიული მდებარეობისა თუ კონკრეტული ვითარების მიხედვით (ძირითადად ჩვენ ფერისცვალებამდე ვერიდებით ყურძნისა და ზოგიერთი სხვა ხილის ჭამას და სხვა).
თევზი საზოგადოდ სამარხვო საჭმლად ითვლება, მაგრამ მისი მიღება-არმიღების საკითხი მარხვის სიმკაცრეზეა დამოკიდებული. ასევეა ღვინოც. მიუხედავად მისი მცენარეული წარმოშობისა, სახსნილოდ ითვლება და მარხვაში მისი მიღება მხოლოდ მცირე რაოდენობითაა დასაშვები, ისიც შაბათ-კვირას.
საერთოდ კი, ყოველ კონკრეტულ დროსა და ადგილას მარხვის სიმკაცრეს განსაზღვრავს ადგილობრივი ეკლესიის მამამთავარი.
"[წმ. პანარეტი] ხორციელი უძლურების მომიზეზებით ძალზე ცოტა საზრდელს სჯერდებოდა, - დღეში მხოლოდ ერთხელ, - საღამოს ლოცვის შემდგომ ტრაპეზობდა, ღამეებს კი - ფეხზე მდგომი, ლოცვაში ათენებდა".
"ხორცი სულს დაუქვემდებარა"
"საკუთარ სხეულთან მამა ვიტალის [სიდორენკო] ნამდვილი ბრძოლა ჰქონდა გაჩაღებული. "ნინევიელების მაგალითიდან ვიცით, რომ არაფერი ისე არ ეხმარება მონანიე ცოდვილს ღვთის წყალობის მოპოვებაში, როგორც მარხვა, და არაფერი ისე არ მოაკვდინებს სულს, როგორც ნაყროვანებაო", - ამბობდა მორჩილი ვიტალი. სოკოს მოგროვებისას ჭიანებს არ ყრიდა და ხარშავდა, რამაც აღაშფოთა მისი თანამესენაკე, რომელსაც პასუხად მიუგო, ნაყროვანება - შინაგანი მატლი გაცილებით საშიშიაო."
"საზრდელს კი ოდენ ძლიერ დაუძლურებული თუ იხმევდა [ღირსი დიონისე], ხოლო სული მისი მუდამ ლოცვით სუნთქავდა".
"პირმარხული იყო"
"გემრიელი და უხვი საჭმლით გული გათქვირდება, გასქელდება და მოუძლურდება სულიერი ღვაწლისთვის, განსაკუთრებით ლოცვისთვის. "ეკრძალენით თავთა თქვენთა, - ამბობს უფალი, - ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქვენნი შვებითა და მთვრალობითა" (ლუკა 21,34). საპირისპიროდ ამისა კი გული მსუბუქია, სულიერია, როცა ადამიანი მარხულობს. ამას გამოცდილებაც გვეუბნება. მარხვისგან ნაყოფიერია ჩვენი გული, მდიდრული და ამაღლებული ჭვრეტებითა და გრძნობებით ივსება მაშინ, როცა მარხულობს. მიაქციეთ ყურადღება მმარხველ-მქადაგებელთა სიტყვებს, მათში სული და ძალაა, ეს ალბათ იმიტომ, რომ მქადაგებლები მარხვისა და ლოცვის მიერ თვითონვე იქცნენ თითქოსდა სულად. წაიკითხეთ იმ კაცთა სიტყვები, რომლებიც ცხოვრებისეული საზრუნავით არიან დაკავებულნი, ისინი ხორციელნი არიან, სუსტნი, როგორც სხეული."
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"უმაგალითო იყო მისი [ღირსი ბესარიონ მეგვიპტელი] მარხვა: ზოგჯერ მთელ კვირას არაფერს იხმევდა, ზოგჯერ 40 დღის მანძილზეც არ ეკარებოდა საკვებს".
"გარეჯელ ბერ მამა არსენ მმარხველზე მოგვითხრობენ, დღეგამოშვებით ტრაპეზობდაო. ერთ დღეს, სადილობისას, ვიღაცამ პურის მოტეხა სთხოვა. საყვედურით გაიფიქრა ბერმა: "გუშინ პური არ მიჭამია, ხვალაც მშიერი უნდა ვიყო, აბა, ეს მცირე ნატეხი რას მიზამსო?!" მაგრამ მაშინვე მიხვდა ეშმაკის განზრახვას. ჩუმად გავიდა გარეთ და პურის ნატეხი ძაღლს მიუგდო, თვითონ კლდის ნაპრალში შევიდა, სცემდა საკუთარ თავს და აყვედრიდა: "ჰოი, უბადრუკო ჩემო თავო, არა გრცხვენია, რომ ძაღლი შენზე უკეთესი გამოდგა: მან უდრტვინველად მიიღო პური, შენ კი მის სიმცირეზე ჩიოდი. ამიტომაც, ბოროტო მუცელო, არც დღეს და არც ხვალ პურს არ მოგცემ და ქრისტეს მადლით წესიერებას გასწავლიო". საკუთარი თავის ყვედრებით, მარხვითა და მოთმინებით სძლია სისუსტეს."
"ერთხელ ივერიის მონასტრის დღესასწაულზე ორი განდეგილი მოვიდა. ღამისთევის ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ სატრაპეზოდ წავიდნენ, სადაც თევზი და ლობიო შესთავაზეს (პარასკევი იყო). ერთმა თევზი აირჩია, მეორემ - ლობიო.
სადილის შემდეგ თავიანთი მოღვაწეობის ადგილისკენ ფეხით გაემართნენ. გზად ბერები ფიქრობდნენ, ღვთისმშობლისთვის უფრო სათნო რომლის საქციელი იყო. გარკვეული დროის შემდეგ დასასვენებლად შეჩერდნენ. ერთ მათგანს ჩათვლიმა და სიზმარში ღვთისმშობელი ნახა, რომელიც ჯერ იმასთან მივიდა, ვინც თევზი ჭამა და მადლობა გადაუხადა, ხოლო იმას, ვინც ლობიო მიირთვა, ასე უთხრა: "ამიერიდან შენი მოვალე ვარ". ცხადია, მან დააფასა მისი მსხვერპლი".
"ის ზეციური საზრდელით უფრო იკვებებოდა, ვიდრე ხორციელით".
"[ღირს სისო დიდს] იმდენად შეჰყვარებოდა ლოცვა და მარხვა, მრავალი დღე ისე გაივლიდა, საზრდელი არც კი მოაგონდებოდა"
"მარხვა მხოლოდ ზოგიერთ საჭმელზე უარის თქმა არაა; იგი ღრმა სულიერებით, ლოცვით, ეკლესიაში სიარულით, მოყვასის განსაკუთრებული სიყვარულით უნდა გამოიხატებოდეს. მარხვა - ეს არის სწავლა სწორი არჩევანის გაკეთებისა. მოვიშველიებ წმინდა ილია მართლის სიტყვებს: "ხშირია ხოლმე, რომ როცა სული ჭლექდება, ხორცის დღეობა მაშინ არის; როცა სული ყვავის, ხორცი დნება". ხორციელი ვნებების დათრგუნვით უნდა ვაღწევდეთ სულიერ სიმაღლეს, თუმცა დღესდღეობით საზოგადოების ნაწილი ამას არ უფიქრდება და მარხვას ყოველგვარი შემზადების გარეშე იწყებს."
"ისევ გვიხმობს წმინდა მარხვა და კვლავ გვთავაზობს მადლს."
"მიქაელი [შავსამოსლიანი] გარეგნობით მშვენიერი იყო, თუმცა ნამარხულები და გამხდარი"
"ალბათ, საინტერესოა, მოსახლეობის რა ნაწილი იცავს მარხვას. ამის გასარკვევად ბაზარსა და სასურსათო მაღაზიებს ვესტუმრეთ. გამყიდველთა თქმით, მარხვის დაწყებისთანავე ხორცისა და სხვა არასამარხვო პროდუქტების რეალიზაცია მცირდება. ამის სანაცვლოდ, სამარხვო ნაწარმზე მოთხოვნა იზრდება. მრევლი, ძირითადად, სამარხვო მაიონეზს, თევზს, მაკარონს, ხილსა და ტკბილეულს ეტანება. გამყიდველთა აზრით, წინა წლებთან შედარებით, მომარხულეთა რაოდენობა გაიზარდა და მათ უმეტესობას ახალგაზრდები შეადგენენ.
თუმცა იშვიათად, მაგრამ, სამწუხაროდ, მაინც არის შემთხვევები, როცა გამყიდველი, ნებით თუ უნებლიეთ, მყიდველს არასამარხვო პროდუქტს, როგორც სამარხვოს, ისე სთავაზობს (გამყიდველთა უმეტესობა აღიარებს, რომ ეს ცოდვაა)."
"ხშირად ოჯახის ერთი ან ორი წევრი მარხულობს, დანარჩენები კი - არა. ამ დროს მომარხულისთვის ხელის შეწყობაა საჭირო. ერთ საგულისხმო შემთხვევას გავიხსენებ: მამა, რომელიც თავად არ იცავს მარხვას, მარხვაზე მყოფ შვილს, უნებურად არასამარხვო საკვებს რომ იღებს, შეძახილით აჩერებს და შეახსენებს, არ დაარღვიოს მარხვა. საპირისპიროდ, ნაცნობმა ქალბატონმა მიამბო, რომ მეუღლე სწორედ მარხვის დაწყებისას მოითხოვს დაჟინებით ხორციანი სადილის მომზადებას და ერთად მირთმევას. ამ პრობლემის დაძლევა ქალბატონისგან უდიდეს შინაგან ძალასა და რწმენას ითხოვს. დიდი ცდუნება და განსაცდელია მომარხულისთვის, თუკი ხელს არ უწყობენ ანდა, მეტიც, ეწინააღმდეგებიან კიდეც. თუმცა არც ეს არის დაუძლეველი სირთულე. ასეთ დროს ადამიანს უფალი აძლიერებს და ის თვითონვე ეხმარება ახლობლებს. გავიხსენოთ პატრიარქის სიტყვები: "როცა ადამიანი კეთილ საქმეს აკეთებს, მასზე გარდამოედინება მადლი სულისა წმიდისა, რაც მთელ მის სახლს, მის ახლობლებს, შვილებსა და შვილიშვილებს ეფინება".
"- რატომ ვეგებებით ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ორკვირიანი მარხვით?
- ყველა მარხვას თავისი დატვირთვა აქვს. დიდ მარხვას უფრო მწუხარება შვენის, რადგან ამ პერიოდში ისეთი მოვლენები იხსენიება, როგორიც ადამის სამოთხიდან განდევნაა. მარხვის ბოლო შვიდეული - ვნების კვირა გავიხსენოთ, როდესაც მაცხოვრის გაცემა, ვნება და ჯვარცმა მოხდა. სულ სხვა ხასიათი აქვს შობის მარხვას. იგი სიხარულითაა გაჯერებული. ამ მარხვით ვემზადებით ქრისტეს შობის ღირსეულად შესახვედრად. ასევე სიხარულითა გაჯერებული მიძინების მარხვაც. ამ მარხვითაც ხომ ძალზე მნიშვნელოვანი, უდიდესი შინაარსის სადღესასწაულო მოვლენის შესახვედრად ვემზადებით, რათა რაც შეიძლება სულიერად ამაღლებული შევხვდეთ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს."
/მამა ილია (გამყრელიძე)/
"მოციქულთა 69-ე კანონი: "უკეთუ ვინმე ეპისკოპოსმან, ანუ ხუცესმან, ანუ დიაკონმან, ანუ კერძო დიაკონმან, ანუ წიგნის მკითხველმან ანუ მგალობელმან წმინდანი ორმეოცნი არა იმარხნეს, ანუ ოთხშაბათი და პარასკევი, განიკუეთენ, არა თუ ხორციელისა უძლურებისაგან დაიხსნებოდის, ხოლო ერისკაცი თუ იყოს, უზიარებელ იქმენინ".
"ავადმყოფებს, რომელთაც დადგენილი წესით მარხვის შენახვა არ შეუძლიათ, მართლმადიდებელი ეკლესია თანაუგრძნობს. უძლურების გამო მათ სასჯელი არ დაედებათ და დაშვებულნი იქნებიან ზიარების საიდუმლოზე, მაგრამ ხორციელი უძლურება არ ნიშნავს სულიერი მარხვის უარყოფას. წმინდა იოანე ოქროპირი ერთ-ერთ ქადაგებაში ამბობს: "ვთქვათ, არ შეურიგდი შენს მომდურავს. განა შეიძლება, ეს ხორციელ უძლურებას დააბრალო? თუ ვისიმე მიმართ შურსა და სიძულვილს მალავ გულში, რა სინდისი მოგცემს ნებას, პატიება და გამართლება ითხოვო?.. თუ გეტყვი, იმარხულე-მეთქი და შენ უძლურებას მოიმიზეზებ; გეტყვი: გაეცი მოწყალება ღარიბებისთვის-მეთქი, - შენ კი მოიბოდიშებ წვრილშვილისა და სიღარიბის გამო; გეტყვი: ეკლესიაში გულმოდგინედ იარე-მეთქი და ამა სოფლის საქმეს მოიმიზეზებ; გეტყვი, ყურადღებით მოუსმინე საეკლესიო სწავლებას და გააცნობიერე-მეთქი, შენ კი უწიგნურობით იმართლებ თავს; გეტყვი: შეეწიე და გამოასწორე-მეთქი სხვა, - მაგრამ მიპასუხებ: არ ისმენს დარიგებებს, რადგან მე შენზე ადრე მრავალგზის მოვუწოდებდი მას, მაგრამ უშედეგოდო, - ყველა შემთხვევაში საბუთი სუსტია, თუმცა მაინც გაქვს რაღაც გამართლება. მაგრამ თუ მე გეტყვი: შეწყვიტე მრისხანება-მეთქი, - და არ გულისხმაყოფ, ასეთ დროს რითიღა იმართლებ თავს?! უძლურებით? სიღარიბით? უწიგნურობით? - ეს ხომ შენზეა დამოკიდებული! ამჯერად ვეღარაფერს იტყვი თავის გასამართლებლად, ამიტომ ეს ცოდვა ყველაზე ძნელად საპატიებელია".
"...მარხვა მარხვას შემატა და ლოცვა ლოცვას..."
"ნეტარი ავგუსტინე გვასწავლის, რომ მარხვის წმინდა დღეები კრძალულებით უნდა გავატაროთ, არ უნდა შევუშინდეთ მის ხანგრძლივობას. რაც უფრო დიდხანს გრძელდება მარხვა, მით გარდამეტებულია გამოხსნის მადლი."
"ერთი სიტყვით, მარხვის სიკეთე ყოველგვარი ბოროტებისგან თავშეკავებაა. ხორციელი თავშეკავება იმით არის სასარგებლო, რომ მოაკვდინებს ვნებებს, მაგრამ ამასთან ერთად სულიერი მარხვაც აუცილებელია. მის გარეშე ხორციელ თავშეკავებას აზრი არ აქვს. ბევრი მარხულობს, ერიდება ხორციელ საკვებს, განცხრომას, მაგრამ თავს არ იზღუდავს ბოროტი აზრებისაგან, არ შეუძლია ენის ალაგმვა და ამით დიდ ტკივილს აყენებს სხვებს. რა სარგებელი ექნება ასეთებისთვის ხორციელ თავშეკავებას?"
"ვისაც ხორციელი მარხვა შეუძლია, თუ მოინდომებს, სულიერ მარხვასაც შეძლებს, მაგალითად, გონებისმიერს, რომლის დროსაც ავი ზრახვები აღიკვეთება, ნებელობითს, რომელიც ბოროტ ნდომას ალაგმავს, მხედველობითს, რომელიც ურცხვი ჭვრეტისკენაა მიმართული. ხოლო როდესაც დავინახავთ, რომ თავისუფალნი არ ვართ ცოდვებისგან, ჩვენში უნდა გაიღვიძოს სინანულმა და ყოველნაირად შევეცადოთ, უარი ვთქვათ იმაზე, რაც ღმერთს დაგვაცილებს. სათნოება მხოლოდ მარხვით შეიძინება."
"მარხვა აერთიანებს ადამიანებს როგორც საქმით, ასევე სულიერად".
"მარხვის დაწყება აუცილებელია სუფთა გულით, თუკი გვინდა, რომ შედეგს მივაღწიოთ, თორემ მარხვა უკეთეს შემთხვევაში დიეტას დაემსგავსება, უარეს შემთხვევაში კი ღმერთისგან საბოლოო გაუცხოებას."
"[წმ. ექვთიმე კერესელიძე] ძალიან ცოტას ჭამდა, თითქმის არ მინახავს მისი ჭამა."
"იმდაბლდებდა სულს მარხვით"
"ჩემი სიყვარულის გულისთვის გთხოვთ, მარხვა შეინახოთ"
"მტკნარად მშიერი მარხულობდა"
"მარხვაში ყოფა-ქცევა უნდა გამოიცვალო, და შენ მხოლოდ საჭმელს გამოიცვლი"
/წმ. გაბრიელ ქიქოძე/
"დიდ საეკლესიო დღესასწაულებს წინ მარხვა უძღვის. საერო და საეკლესიო დღესასწაულები განსხვადება ერთმანეთისგან: საერო დღესასწაული კაცობრიობის ისტორიაში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების მხოლოდ აღნიშვნაა, სასულიერო დღესასწაული კი ბიბლიის ისტორიაში მომხდარ მოვლენებში სულიერი მონაწილეობაც. ყველა დიდმნიშვნელოვან ბიბლიურ მოვლენას წინ უძღვის მარხვა. დიდ მარხვათაგან ორი - შობისა და აღდგომისა - დადგენილია უფლის გამო, პეტრეპავლობის მარხვა დაწესებულია თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, მიძინების მარხვა კი დადგენილია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე."
/მეუფე ანტონი (ბულუხია)/
"საიდუმლო მარხულობით, ხორცის განკარგვითა და განკვებით"
-
"იწყება შობის მარხვა, რომელსაც სხვაგვარად ფილიპეს მარხვას უწოდებენ, რადგან 27 ნოემბერს ფილიპე მოციქულის ხსენების დღეა. ეს მარხვა, რომელიც 40 დღე გრძელდება, ქრისტეშობის დღესასწაულისთვის მორწმუნეთა ღირსეულად მოსამზადებლად არის დაწესებული. ცნობები შობის მარხვის შესახებ IV საუკუნიდან გვხვდება, თუმცა მისი დასწესება გაცილებით ადრეა სავარაუდო".
"ვინმემ, ერთმა ცნობილმა ისმაელიტელმა, ვინც ქრისტეს სახელი იწამა, ღმერთს ლოცვა შესწირა, აღთქმა დადო და სვიმეონი მოწმედ დაიყენა - მას სიცოცხლის ბოლომდე ყოველგვარი ცხოველის ხორცის ჭამისგან თავი უნდა შეეკავებინა.
მალე აღთქმა დაარღვია (არ ვიცი, როგორი სახით) - მოკლული ფრინველის გემოს ხილვა ისურვა. ღმერთმა მოისურვა მხილებით მოექცია იგი და პატივი მიეგო თავისი მსახურისთვის, რომელიც მოწმე იყო დარღვეული მარხვისა და ფრინველის ხორცი ქვად იქცა - მარხვის დამრღვევმა ხორცი ვეღარ შეჭამა.
ნანახით გაოცებული ბარბაროსი მაშინვე გაიქცა წმინდანთან და გაუმხილა თავისი დანაშაული, ყველას წინაშე აღიარა დარღვეული აღთქმის შესახებ, ღმერთს შეწყალება შეჰღაღადა და სთხოვა, წმინდა მამას თავისი ლოცვებით ეშუამდგომლა მისთვის ცოდვათა მიტევებისთვის.
ამ სასწაულის მხილველი მრავალი იყო, რომელთაც თვითონვე გასინჯეს ხელით ფრინველის მკერდის ნაწილი, რომელიც ძვლისა და ქვისგან შედგებოდა".
"მმარხველი კაცი ასე ვთქვათ ფხიზლდება, ზნეობრივად უმჯობესდება".
/წმ. ნიკონ ოპტელი/
"მარხვა ორგვარია - შინაგანი და გარეგანი. პირველი არის დაცვა მხედველობისა, სმენისა და ყველა ჩვენი გრძნობისა ყოველივე ბილწისა და უწმინდურისგან. მეორე არის თავშეკავება სახსნილო საკვებისგან. ორივე მარხვა მტკიცედაა დაკავშირებული ერთმანეთთან".
/წმ. ბარსანოფი ოპტელი/
"ცხადია, თუკი მარხვას არ ახლავს ლოცვა და სულიერი შრომა, მას ფასი თითქმის არა აქვს. მარხვა მიზანი კი არ არის, არამედ საშუალებაა, შესაწევნელია, რომელიც ლოცვასა და სულიერ სრულყოფას გვიმსუბუქებს".
/წმ. ნიკონ ოპტელი/
"კვირისკვირადმდე მმარხველი"
"აღვიკრძალავ ხორცთა ჩემთა და დავიმონებ"
"შენ ამბობ, რომ ღვთისადმი სიყვარული გაქვს. ბარაქალა! მაგრამ მისთვის რამეს აკეთებ? თუკი ქრისტე გიყვარს, რატომ არ მარხულობ? შენი სიყვარული თეორიულია? რატომ არ შრომობ უფლისათვის? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იძულებით არ უნდა ხდებოდეს. რადგან, თუ ვინმე გიბრძანებს ამის გაკეთებას და შენ შენი სურვილის საწინააღმდეგოდ ემორჩილები, ეს ნიშნავს, რომ შენ ამ საქციელის არსი ჯერ არ გესმის. ეს სიყვარულის საკითხია.
ამიტომაც წინააღმდეგი ხარ: "რატომ უნდა ვიმარხულო? რისთვის მჭირდება?" კარგი, ამ თემაზე აღარ დაგელაპარაკები, დასამატებელი აქ აღარაფერი მაქვს. სურვილი და მისწრაფება შიგნიდან უნდა მოდიოდეს. თუ ვინმე შეეცდება, ძალით გამარხულოს, მარხვა ტანჯვად გადაგექცევა, ასეთ მარხვას აზრი არა აქვს. ნამდვილი მოღვაწე იმიტომ იღვწის, რომ მას ამის სურვილი აქვს".
/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/
"მარხვა ეშმაკს ხელს უშლის"
"მარხვის შემდეგ პური ტკბილია, მღვიძარების შემდეგ ძილი ტკბილია, თუ დაღლილი ხარ, მაგარ ქვაზე უფრო კარგად დაისვენებ, ვიდრე სავარძელში".
/ღირსი პაისი ათონელი/
"როცა ქრისტეს სიყვარულით ხორცს აუძლურებ, რათა სულმა იზეიმოს, ღმერთი აუცილებლად შეიწირავს ასეთ ღვაწლს."
/დეკ. ლავრენტი ბუზიაშვილი/
"მარხვას, როგორც ყოველგვარ ღვაწლს, ჩვენთვის ვასრულებთ, და არა ღმერთისთვის - იმ თვალსაზრისით, რომ ღმერთი ამით არავითარ სარგებელს იღებს, და ადამიანი კი - აი, ვინ იკურნება, რადგანაც ღმერთი კი არ არის ავად, არამედ უძლური ადამიანი. უძლური ადამიანი - აი, ვის სჭირდება განკურნება, რადგან ის თავისი ვნებებითა და ცოდვებითაა დაკოდილი".
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/
"წმინდა ეკლესია უდიდესი სიყვარულით და სითბოთი გვამზადებს, რათა მივეგებოთ შობის წმინდა დღესასწაულს. საამისოდ მრავალი დღის მარხვა დააწესა, რათა სულიერად და ხორციელად განწმენდილნი ღირსებით შევეგებოთ ქვეყნად მოსულ ქრისტეს.
ყოველი საღმრთო საკითხავი, საგალობელი და ლოცვა, რომელიც ტაძარში გვესმის, მარხვის მანძილზე წინასწარ გვახარებს, გვამზადებს და მოასწავებს ქრისტეს შობას. თუკი ეკლესია ასე ცდილობს ჩვენს მომზადებას, მაშინ ჩვენც ვალდებულნი ვართ, ვეცადოთ, განვამზადოთ გული და გონება უფლის მისაღებად".
/წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე/
"მამები გვმოძღვრავენ, - ყოველწამიერ განაღვიძეთ თქვენს გულში შობა და შეგრძნება უფლის არსებობისა, რადგან ამ დროს ჩვენში ახალი ცხოვრება ცოცხლდებაო. ხოლო თუ ქრისტე ცოცხლდება, რისი უნდა გვეშინოდეს? შობის მარხვა განსაკუთრებულად შეგვახსენებს, რომ ეს შეგრძნება მკვდარი და მექანიკური არ უნდა იყოს და ცოცხალი, ფხიზელი ქრისტიანობისკენ მოგვიწოდებს."
"სამწუხაროდ, შობისთვის სათანადოდ მაინც ვერ ვემზადებით. ეს პროცესი ინერციით, მექანიკურად მიმდინარეობს და სათანადო სიღრმე და შედეგი არ ახლავს. ჩვენში არ ჩნდება სულისმიერი ნიჭები, სწრაფვა სრულქმნილებისკენ და ღვთის შემეცნების სიხარული, რაც სოციალურმა თუ პოლიტიკურმა კრიზისმა, მატერიაში შთაფვლამ, ყოველდღიურმა საზრუნავებმა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სულიერ ცხოვრებაში წარმატების მიღწევის სირთულემ შეანელა".
/მამა ზაქარია მარგალიტაძე/
"მარხვაში ცხოველური პროდუქტების აკრძალვა მათ ნოყიერებას უკავშირდება"
"თუკი მარხვას თან ახლავს ღვთისთვის სათნო ქცევები, მარხვა მმარხველ ადამიანს აქცევს სინათლედ სხვათათვის და უფლის მადიდებელ გამორჩეულ ჭურჭლად".
/რუმინეთის პატრიარქი დანიელი/
---
"მარხვა ხომ ღვაწლის გაძლიერებასაც გულისხმობს"
/დეკ. ლავრენტი ბუზიაშვილი/
+
"ტაძარი გაივსო მარხვაში. მარხვამდე სად იყავით? რატომ ხდება ასე? რატომ არის მარხვაში ბევრი ადამიანი ტაძარში, გახსნილდება და გაცილებით ნაკლები მოდის? ამაზე პასუხი არ გვაქვს. კითხვა კი ჩნდება: კუჭის გავლენით ხომ არ ხდება ასე?
თუ დავთმობთ კუჭის ფსიქოლოგიას, გულისმიერნი გავხდებით. მაშინ სულით აღვივსებით, სულიწმინდის მადლით, რომელიც არის ნუგეშინისმცემელი, სიხარულის მომტანი".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
---
"მარხვა იმიტომ დაწესდა, რომ ადამიანმა თავისი სული გაიხსენოს და მისთვის იზრუნოს. წმიდა ანდრია კრიტელის დიდ კანონში არის ერთი მუხლი, სადაც ნათქვამია: "სულო ჩემო, სულო ჩემო, რასა გძინავს". მართლაც რომ სძინავს ადამიანს, მართლაც რომ მისი ინტერესები მიწიერ საგნებზე ზრუნვითაა შემოფარგლული. ამაში ადვილად დავრწმუნდებით, თუკი წარმოვიდგენთ, რამდენ დროს ვხარჯავთ სულისათვის და რამდენს - სხეულისთვის. ყველამ საკუთარ გულში ჩავიხედოთ და დავინახავთ, რამდენად უფრო დიდი აღმოჩნდება ხორცზე ზრუნვისათვის დახარჯული დრო. მაგრამ, საბედნიეროდ, უფალი ხშირად ტკივილით, ტანჯვითა და განსაცდელით გვახსენებს მივიწყებულ სულსა და თავის თავს, გვახსენებს, რომ ყოველი ჩვენგანის საზრუნავი, უპირველეს ყოვლისა, სული უნდა იყოს".
/ილია II/
"მარხვა - ეს არა მარტო მატერიალური, არამედ სულიერი მდგომარეობაა, ანუ მარხვა თვალისთვის, პირისა და გულისთვის."
"მარხვისას მატერიალური საკვები მცირდება, სულიერი საზრდელი კი უხვია."
"მარხვა მოაკვდინებს ეგოისტურ ვნებებს, განანათლებს ინტელექტს, გრძნობებს, ცვლის ურთიერთობას და ქცევას სხვა ადამიანებისა და ბუნების მიმართ, იგი ყველაფერს ღვთაებრივი სიყვარულის ნათლის თანდასწრებით წარმოაჩენს".
/რუმინეთის პატრიარქი დანიელი/
"ვმარხულობთ არა იმიტომ, რომ დაგვინახონ და შეგვაქონ ადამიანებმა, არამედ იმიტომ, რომ ღმერთს მივუახლოვდეთ".
"ვმარხულობთ იმიტომ, რომ ღმერთი უფრო მეტად გვიყვარს, ვიდრე მის მიერ ბოძებული მატერიალური საჩუქრები, რომლებსაც ჩვენ მოვიხმართ".
/რუმინეთის პატრიარქი დანიელი/
"მარხვას თუ თან არ ერთვის სინანული (ცოდვების მონანიება), დიდად არ ფასობს უფლის წინაშე".
/მამა ვახტანგ დავითაშვილი/
"მარხვა ხომ საკუთარი თავის შეცნობას უნდა ემსახურებოდეს. ამას კი მაშინ შეძლებ, როცა თავმდაბლობა გექნება".
/არქიმანდრიტი სტეფანე (კორინთელი)/
"ხორცდაყრილი"
"იგი [წმ. გაბრიელ სალოსი] საოცრად მკაცრი მმარხველი იყო. ოჯახის წევრები იხსენებენ: ხშირად თვეობით ჩაიკეტებოდა თავის კელიაში და საჭმელს არ იღებდა. იტყოდა: "ჩემი საქართველო საყვარელ საჭმელზე როგორ გავცვალო? ადრე თუ ერთი ჯამი ლობიო არ მყოფნიდა, ახლა, ღვთის შეწევნით, წელიწადში ერთი პური მყოფნისო".
"წმიდა მოსაგრე მამები ამბობდნენ, რომ ჩვენ ხორცის მკვლელები კი არა, ვნების მკვლელები უნდა ვიყოთ. მარხვა არ არის სხეულის, როგორც ღვთის ქმნილების წინააღმდეგ ბრძოლა. ქრისტეც ხორცია, და მისი ზიარებაც ხორცია. ბრძოლა უნდა ვაწარმოოთ სხეულის გარყვნილებასთან.
თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, გააცნობიეროს და იგრძნოს, რომ თუკი ადამიანი საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს არ ფლობს, მაშინ ის ხდება საჭმელის ან სასმელის, ანაც სხვა რამ სიამის მონა. ნივთი იწყებს ადამიანის ფლობას, ნაცვლად იმისა, რომ ადამიანი ფლობდეს მას".
"ხორციელი მარხვისათვის შეძლებისამებრ ვიღვაწოთ, ხოლო გრძნობების, გონებისა და გულის მარხვისთვის კი მთელი ძალით შევებრძოლოთ ჩვენი სულის მტერს. "
/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/
"წმიდა მამათა განმარტებით, ღმერთმა კაცი დასაწყისშივე შინაგან მარხვაზე აკურთხა. როგორც ღირსი ეფრემ ასური გვასწავლის: "უფალმა ადამს მთელი სამოთხე გადასცა და ამ სამოთხეში მხოლოდ ერთი ხის ნაყოფის ხმევა აუკრძალა. ასეთი მარხულობა პირველი ადამიანისათვის ძნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან ერთი ხის ნაყოფის ნაცვლად, რაც ადამისათვის სავსებით საკმარისი უნდა ყოფილიყო, უფალმა მას მისცა მრავალი; ამდენად, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ცოდვით დაცემა არა რაიმე აუცილებლობით, არამედ მხოლოდ დაუდევრობითა და უსულგულობით იყო გამოწვეული".
"მარხვა ჩვენი სულისა და გრძნობების მართვას გვასწავლის"
ამბავი იმისა, თუ როგორ გახდა ერთი ექიმი ღვთისმოშიში
"ერთი ალიბუნარელი ექიმი გვიყვებოდა, ღვთის განგებულებით, თუ როგორ გახდა ღვთისმოშიში და მიიღო რწმენა, ვითარცა ფასდაუდებელი მარგალიტი.
ექიმს, მისივე თქმით, არასოდეს უმარხულია. მას აზრადაც არ მოსვლია, ერთი დღე მაინც დაეჭირა მარხვა. მაგრამ მოხდა ისე, რომ პარასკევ დღეს დაეცა და ხელი მოიტეხა. ხელის მორჩენამდე ფეხი მოიტეხა. ესეც პარასკევს მოხდა. უბედურება თითქოს დაძლია, მაგრამ ისევ პარასკევ დღეს ტყეში თვალში ტოტი მოხვდა და მხედველობა დაუზიანა. ამ პარასკევის მერე თავის ტკივილებიც დაეწყო, მერე კი, ისიც პარასკევს, ციება შეეყარა. ყველაფერი ერთიმეორეს მიჰყვა.
კაცი, ბოლოს და ბოლოს, დაფიქრდა, რატომ შეემთხვა ამდენი განსაცდელი და ისიც - პარასკევს. დედას უამბო ყოველივე. მან კი უთხრა, ალბათ იმიტომ, რომ პარასკეობით მარხვას არ ინახავო. ექიმი მართლაც შეუდგა მარხვას ოთხშაბათ-პარასკევს. მერე ტაძარში ლოცვაზეც დაიწყო სიარული, დაიწყო წმინდა წიგნების კითხვაც. შევიდა ქრისტიანულ საზოგადოებაში და თავისი ქალაქის ყველაზე ღვთისმოშიშ ადამიანებს შორის დადგა, რომლებიც ცხადად მოწმობენ რწმენასა და ღმერთზე და იმაზე, რაც აუცილებელია და მაცხოვნებელი."
"მარხვა კურნავს სულიერ ჭრილობებს და აახლებს ცოდვით გახრწნილ სულს".
"მხოლოდ საკვების აკრძალვა არ განსაზღვრავს მარხვის სიმკაცრეს"
"მარხვა საუკეთესო საშუალებაა გულის განსაწმენდად. რატომ? პირველ რიგში, იმიტომ, რომ სხეული არ იღებს ცხოველურ საკვებს და ამით დაცულია ვნებების აღძვრისგან, რასაც საკვები იწვევს. მარხვის დროს არ ვვარდებით გემოთმოყვარეობასა და ნაყროვანებაში, რადგან მცირედით ვიკვებებით.
თუკი შეგნებულად ვმარხულობთ, სისტემატურად ვლოცულობთ, ვცდილობთ, არ გამოვტოვოთ დილისა და ძილად მისვლის ლოცვითი კანონი, მოძღვრისგან გამოვითხოვთ წმინდანთა პარაკლისებისა და დაუჯდომლების კითხვის კურთხევას, რაც რწმენაში გვაძლიერებს და სიმხნევეს გვმატებს.
წმინდანთა ღვაწლი, რომელიც პარაკლისებსა და დაუჯდომლებშია გადმოცემული, სულს მოღვაწეობისთვის აღძრავს. ვცდილობთ, მივბაძოთ მათ ცხოვრებას და ღვთისთვის სათნოდ მოვიქცეთ. დავასამაროთ ჩვენში ამპარტავნება და პიროვნული ამბიციები და საკუთარი თავის ნაცვლად მოყვასზე ვიზრუნოთ."
"მარხვაში განსაკუთრებით ვცდილობთ, არ დავაკლდეთ ეკლესიაში ღვთისმსახურებას. წირვა-ლოცვაზე აღსრულებულ საიდუმლოებებში მონაწილეობისას ჩვენზე გადმოსული მადლი გვაძლიერებს. ღვთაებრივი ცეცხლი, რომელიც ზიარებისას შემოდის ჩვენში, განგვიწმენდს სულს მანკიერებათაგან. უფლის მადლი სიკეთისკენ გვიბიძგებს.
ქადაგებისას მოსმენილი თითოეული სიტყვა გვაფიქრებს. თვალწინ წარმოგვიდგება იესო ქრისტეს მიერ აღწერილი განკითხვის დღე, როდესაც უფალი გვეტყვის: მშიერი ვიყავი და არ მაჭამე, სნეული ვიყავი და არ მომიარე, მწყურვალი ვიყავი და წყალი არ მასვი, შიშველი ვიყავი და არ შემმოსე, ციხეში ვიყავი და არ მინახულე.
რას ვუპასუხებთ? უფალო, როდის გნახე გაჭირვებაში და არ დაგეხმარე? - ვეცდებით თავი გავიმართლოთ, ასეთი პასუხით დავფაროთ ჩვენი საქციელი. მაგრამ, როგორც თვით უფალი ბრძანებს, "არა არს დაფარული, რომელი არა განცხადდეს" - გამოაშკარავდება ჩვენი ნამდვილი სახე, როცა ღმერთი გვეტყვის: "ყოველი სნეული, რომელსაც არ მოუარე და შიშველი, რომელიც არ შემოსე, მე ვიყავი".
"თავშეუკავებლობა ბილწავს მათ, ვინც არ ინახავს მარხვას; იგი ამახინჯებს სულის მშვენებას, გვამად აქცევს სიცოცხლით აღვსებულს".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"მარხვა-ლოცვა-მეტანიები"
+
"ვინც ზომიერად იკვებება, უფრო ძლიერი, ჯანმრთელი და საღად მოაზროვნეა"
"ცხოვრება ორი ნაწილისგან შედგება - ჯანმრთელობისა და ძალისაგან, და ამისათვის მსუბუქი საკვები უფრო მისაღებია. მრავალფეროვნება კერძებისა არ არის სასურველი ქრისტიანისთვის, რადგან ის არის ხოლმე მიზეზი ყოველგვარი უძლურებისა".
"მარხვა არის საშუალება სულსა და სხეულს, გონებასა და გრძნობას შორის ჰარმონიის აღდგენისა."
"თანამედროვე ვეგეტარიანელობა, ცოცხალ არსებათა მიმართ სიბრალულს რომ გვთავაზობს, ეფუძნება მატერიალისტურ წარმოდგენებს, რომელნიც შლიან ადამიანსა და ცხოველს შორის განსხვავებას."
"თუ მასპინძელი, სარწმუნოების უმეცარი, სიყვარულით გვემსახურება, ამისთვის შრომობს და ჩვენს პატივსაცემად არასამარხვო კერძებს გვთავაზობს, შესაძლოა, მარხვის კანონი გარეგნულად კი დავარღვიოთ, მაგრამ ისევ და ისევ სიყვარულის სახელით"
/მამა ლევან მათეშვილი/
"მარხვა უმორჩილებს სხეულს სამშვინველს, სამშვინველს კი - სულს."
"ვისაც არ შეუძლია შეზღუდოს მუცელი, არც უფრო ძლიერი და დახვეწილი ვნებების დამარცხება ძალუძს. ჭამაში თავაშვებულობას სხვაგვარ თავაშვებულობამდე მივყავართ."
"ცნობილია, რომ ის ხალხები და ტომები, რომლებიც უმეტესად მცენარეული პროდუქტებით იკვებებიან, ამტანობითა და დღეგრძელობით გამოირჩევიან. სიცოცხლის ხანგრძლივობის მიხედვით, პირველ ადგილზე დგანან მეფუტკრეები და მონაზვნები.
ეკლესია გვასწავლის, რომ სხეულის მარხვა სულიერ მარხვასთან უნდა იყოს შერწყმული. უნდა მოვერიდოთ სანახაობებს, ფუჭ, მით უფრო კადნიერ საუბარს, ყოველივეს, რაც აღაგზნებს გრძნობებს და ფანტავს გონებას.
მარხვას თან უნდა ახლდეს განმარტოება და მდუმარება, საკუთარ ცხოვრებაზე ფიქრი და საკუთარი თავის განსჯა. ქრისტიანული ტრადიციით, მარხვა შეურაცხყოფის, წყენის ურთიერთმიტევებით იწყება."
"ჭამა-სმისაგან ბევრი მინახავს დასნეულებული, ხოლო მარხვისგან - არავინ".
/წმ. სერაფიმ საროველი/
"მარხვა აუცილებელი წინაპირობაა ადამიანის სულიერი გამოჯანმრთელებისა."
"თუკი ერთმანეთის მიმართ გვექნება გულისწყრომა და არ შევუნდობთ, მარხვა არ შეიწირება."
/არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი)/
"რაც უფრო მეტია შეშა, მით უფრო ძლიერია ცეცხლი. რაც უფრო მეტია საკვები, მით უფრო მძვინვარეა ვნება".
/ამბა ლეონტი/
"მარხვა სხეულისა საზრდელია სულისა"
"როდესაც ვმარხულობთ, საკვებისგან თავშეკავებით ვიწმინდებით"
"მარხვა, პირველ რიგში, საკუთარ სულში ჩაღრმავება და იქ უფალთან პირისპირ ყოფნაა"
/მამა იოანე მამულაშვილი/
"წმინდა მამები ამბობენ, - როცა ადამიანი შეუდგება მარხვის ღვაწლს, მისი მარხვა არ უნდა მიემსგავსოს მორიელის მარხვას, რომელიც 150 დღე არაფერს ჭამს, მაგრამ მისი ერთი კბენაც კი მომაკვდინებელია."
"მარხვა იმისთვის არსებობს, რომ ადამიანმა საკუთარ თავს გარკვეული აკრძალვები დაუწესოს, რათა მას ვნებებთან ბრძოლის, წინააღმდეგობის გაწევის უნარი ჰქონდეს".
"თუ მუცელს ეუფლები, - თქვა წმინდა ბასილი დიდმა, - სამოთხეში შეხვალ, ხოლო თუ ვერ ეუფლები, სიკვდილის კერძი გახდები"
"მარხვას, როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით, თავისებური სიხარული და სიმსუბუქეც სდევს თან, სულიერ ზრდასთან ერთად კი ეს სიხარული უფრო მეტად შემოდის ჩვენს არსებაში. სულიერი განვითარების კვალდაკვალ, მარხვა შინაგან ჭმუნვას, დაძაბულობას კი აღარ უკავშირდება, არამედ პოზიტიური განცდა მოაქვს."
-----
"წლის ყველა ოთხშაბათსა და პარასკევს, მსგეფსის გარდა, უნდა ვიმარხულოთ. ვინც ამას აკეთებს, უფლისგან განსაკუთრებულ გაორმაგებულ კურთხევას იღებს.
ძველ პატერიკში აბბა პახომიზე ნათქვამია: "ერთხელ როდესაც მიცვალებულს მიასვენებდნენ, აბბა პახომიმ ორი ანგელოზი შენიშნა, რომლებიც მიცვალებულს მიჰყვებოდნენ.
იგი ღმერთს შეევედრა, ანგელოზების იქ ყოფნის მიზეზი აეხსნა. მივიდნენ მასთან ეს ანგელოზები და მან ჰკითხა: "თქვენ, ანგელოზები, მიცვალებულს რატომ აცილებთ?" ერთმა ანგელოზმა უპასუხა: "ერთი ჩვენგანი ოთხშაბათის ანგელოზია, მეორე - პარასკევის".
"მარხვის დროს აუცილებელია ქველმოქმედება"
"ვაი იმას, ვინც საერთოდ არ მარხულობს!"
"სხეულის განსაწმენდად აუცილებელია მარხვა. ამბა პიმენს უთქვამს: "სულს ისე არაფერი აწრთობს, როგორც საჭმლისგან თავშეკავება."
"[წმ. პაისი ათონელი] ოთხშაბათსა და პარასკევს განმარტოვდებოდა ხოლმე და ღმერთს ეზიარებოდა."
" დაყუდებული ბერი. როცა მე დიდი ლავრის სატრაპეზოში მორჩილებას ვეწეოდი, შევამჩნიე: როცა წმინდა ბასილის სკიტელ ერთ-ერთ მონაზონს დიდ ლავრაში მოსვლა უწევდა, ტრაპეზზე მოდიოდა, მაგრამ თეფშზე დადებულ საჭმელს დანით გაყოფდა, ნახევარს შეჭამდა, ნახევარს კი ხელუხლებელს ტოვებდა. ასე ექცეოდა ხილსაც, შუაზე ყოფდა და ნახევარს ჭამდა, ზოგჯერ მეოთხედს მიირთმევდა.
იგი გახლდათ დამთმენი, ზომიერი, მარხვით გალეული, ფხიზელი და ძალზე მდუმარე, სამაგალითო თითოეული მონაზვნისთვის, ვისაც ის ხვდებოდა. ამ მონაზონზე შეიძლება ითქვას წმინდა ანტონის სიტყვები: "აი, მონაზონი, რომელიც არ ცთუნებულა ხორცის განცხრომით!"
"- როგორია ჭეშმარიტი მარხვა? როგორ უნდა დაიცვას მარხვისას ადამიანმა საცნობლები?
- ჭეშმარიტი მარხვაა, როდესაც თავს ვიცავთ, როგორც ზედმეტი საზრდელის მიღებისაგან, ასევე - ზედმეტი საუბრისაგან, აზრებისაგან, სანახაობებისაგან. საკუთარ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ჩაფიქრებით, განმარტოებით და მდუმარებაში ყოფნით შეიძლება დაცვას მარხვისას ადამიანმა საცნობელები".
/მონაზონი ელისაბედი (დანელია)/
"- ელენე, ხომ არ შეჭამ მცირეოდენ ხორცს, თევზს და ყველსო, ის კი პასუხობდა: - ჩემო ცანის, აქ სჯობს ვიგემო გემრიელი საჭმელი თუ მომავალ საუკუნეში?"
"იმდენი უნდა ჭამო, რომ საკვების მიღების შემდეგ ლოცვის სურვილი გქონდეს"
/წმ. ბერი სილოვანე ათონელი/
"საჭმლისადმი თავშეკავებული დამოკიდებულებით სხეული ღონივრად და მხნეობით ავსებული შემოინახა"
"თუ გულისთქმა გეუბნება, რომ ძღომამდე უნდა ჭამო და შენ ბევრს შეჭამ, ბოროტი სული ასეთ შემთხვევაშიც მოიპოვებს შენზე ძალაუფლებას".
/წმ. სილოვანე ათონელი/
"მადლი გეხმარება, რომ ცოტა ჭამო, ხოლო ბოროტი სული ნაყროვანების და გემოთმოყვარეობისკენ გიბიძგებს".
/წმ. სილოვანე ათონელი/
-----------
"მარხვები და ლოცვები თან სდევდა მას, როგორც ყვავილები - გაზაფხულს"
"კარგია მარხვა ლოცვასთან ერთად და მოწყალება სიმართლესთან ერთად"
"ფიცხელი მარხულობა"
"არამომარხულეთ შევახსენებთ რჩეული მოციქულების მიერ დაწესებულ საღმრთო კანონს:
- ვინც დიდ მარხვას არ ინახავს, მთელი წელი არ მარხულობს ოთხშაბათს და პარასკევს, განკვეთილ იქნას ეკლესიიდან.
ერთ-ერთ წმ. საეკლესიო კრებაზე კი ღმერთშემოსილმა მამებმა დაადგინეს: "ვინც იძულების გარეშე დაარღვევს მარხვას, შეჩვენებულ იყოს".
"ჩვენ იმიტომ ვმარხულობთ, რომ ჩვენი გონება გაიწმინდოს ცოდვებისგან".
/მამა გიორგი თედორაშვილი/
"მმარხველი ადამიანი, როდესაც მარხვა დასრულდება და ეზიარება, გრძნობს, რომ მისი გული სავსეა, რადგან განწმინდა ლოცვითა და მარხვით და იგი უფალმა შეავსო."
"- ღვთისგან დაწესებული განსაკუთრებული დღეებია მსგეფსის დღეებიც. რა დანიშნულება აქვს მსგეფსს, სახსნილო დღეებს?
- ამ გზით უფალი ადამიანს მცირე ხნით მოშვების საშუალებასაც აძლევს. უფალმა უწყის, რომ ზოგჯერ ადამიანს მოშვება სჭირდება - არის ჟამი მარხვისა და გლოვისა და არის ჟამი გამარჯვებით გამოწვეული სიხარულისა და ზეიმისა. უფალი ადამიანს არც ზეიმურობის გარეშე ტოვებს. სწორედ ზეიმურობისა და სიხარულის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა მსგეფსი.
ძველად აღდგომის დღესასწაულს ორმოცდღიანი მსგეფსი სდევდა თან, მაგრამ შემდგომ ადამიანებს ნელ-ნელა მოაკლდათ სულიერება, ვერ დაიტიეს ასეთი სიხარული, ცდუნებებში ჩავარდნენ და მსგეფსის პერიოდიც შემცირდა. უფალი ეკლესიის მეშვეობით აკონტროლებს ადამიანთა სულიერ მაჯისცემას და ყოველივეს მათი სულიერების შესაბამისად აძლევს."
/დეკ. პეტრე გიორგაძე/
"თუ გინდა რომ იყო ქრისტიანი, უნდა შეინახო მარხვა"
"როგორც საზრდელის გარეშე დაუძლურდება, მოკვდება ხორცი, მარხვის გარეშე, ასევე, აუცილებლად დაჩიავდება ჩვენი სული"
"მარხვა ერთადერთი საშუალებაა, რომელიც ადამიანს ეხმარება, თანხმობა და ჰარმონია დამყარდეს მის სულსა და ხორცს შორის"
/მამა გიორგი (თევდორაშვილი)/
"მრევლი მარხულობს იმისთვის, რომ ნაკლები იფიქროს სხეულზე და უფრო მეტი - სულზე."
/მამა გიორგი ედილაშვილი/
"მარხვა გვათავისუფლებს ცოდვის მონობისგან, "სოფლის ამის" ტყვეობისგან".
/პროტოპრესვიტერი ალექსანდრე შმემანი/
"გნებავს განკურნება? გნებავს სულიერი ამაღლება? - ეჰა, მარხვა ლოცვასთან შეუღლებული".
"როდესაც მარხვა მოგეახლება და რაიმე ნამეტნავი დაგრჩა სახსნილო საჭმლებიდან, გლახაკებს დაურიგე. აქ ორგვარი სწავლებაა: ჯერ ერთი, საცდური რომ არ იყოს სახლში, ჯობს ამ სახსნილოსგან განთავისუფლდე. მეორეც, გლახაკთათვის იზრუნე, ვისთვისაც აუცილებელი არაა მარხვა, რადგან სიგლახაკე თავისთავად ჩინებული საშუალებაა ისე, როგორც ავადმყოფი, ადამიანი გულის შემუსვრილებაში რომ მოიყვანოს".
/დეკ. არჩილ მინდიაშვილი/
"რამდენად ცდებიან ის ქრისტიანები, რომლებიც განსივდებიან ჭამა-სმით, მაგრამ პირობას იძლევიან, რომ წმიდად და უბიწოდ იცხოვრებენ; ეგ იმას ჰგავს, ეცადო ცეცხლის ჩაქრობას ჩალითა და თივით, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელია".
----------
"შიმშილი და მარხვა ერთმნიშვნელოვნად სასარგებლოა - ორგანიზმი ნამდვილად იწმინდება".
"ამბობენ, რომ მარხვა გულის გაზაფხულია, რომ სული მარხვის დროს უნდა გაცოცხლდეს და გაიფურჩქნოს, გამშვენდეს ღვთის წინაშე აღსრულებული კეთილი საქმეებით, სიტყვებითა და აზრებით".
"მართლაც და, რა არის მარხვა, თუ არა გვირგვინი გმირობისა, საფუძველი ჯილდოსი და გზა ცხონებისა?!"
"მარხვა კურნავს სულიერ ჭრილობებს და აახლებს ცოდვით გახრწნილ სულს. იგი განამტკიცებს გონებას, შთაგვაგონებს ღვთის შიშს, ანადგურებს ვნებებს, ათვინიერებს ზრახვებს".
"როდესაც ადამიანი თავშეკავებულია, მისი სხეული მსუბუქდება, რაც სულზე მოქმედებს, იგი ხდება უფრო სულიერი და იწყებს ხილვას იმისა, რაც ადრე ვერ შენიშნა, - ეხსნება ახალი სამყარო და თავად სამყაროც იხსნება მისთვის. ამ დროს ადამიანი ყოველივეს უკვე სხვა თვალით უყურებს; ამიტომაა ასე აუცილებელი მარხვის დაცვა"
"მარხვა სიხარულით უნდა აღვასრულოთ"
"ქრისტე არის საკვები ჩვენი - ზიარება. ამიტომაც, მარხვაში ეზიარე ქრისტეს სისხლსა და ხორცს და ამით ერთმანეთსაც ეზიარებით"
"მარხვა ნამდვილი ბრძოლაა ბოროტის წინააღმდეგ"
/მამა გიორგი თევდორაშვილი/
"მარხვის დროს განეშორეთ ამქვეყნიურ ამაოებას და იფიქრეთ თქვენს ცოდვებზე"
"ნუ ეცდებით სამარხვო, მაგრამ ნაირ-ნაირი კერძებით გამოკვებას"
"თუ ჩვენ კარგად ვმარხულობთ, ჩვენს მარხვას შეიწირავს უფალი, ესე იგი ჩვენ შეგვეხო ღმერთი და ვისაც ღმერთი ეხება, მისი ცხოვრება იცვლება"
/მამა გიორგი თევდორაშვილი/
„ბერდიდი ოთხშაბათსა და პარასკევს, საღამომდე, ვიდრე ცაში ვარსკვლავები არ აენთებოდნენ, პირს არაფერს დააკარებდა“
---------------------------------------------
---------------
"წმინდა ბასილი დიდის თანხმად, მარხვა და კაცობრიობა თანადროულნი არიან, რადგან იგი ჯერ კიდევ სამოთხეში დაწესდა".
"მარხვა გახლავთ უდიდესი სულიერი გმირობა და მართლმადიდებლური ასკეტიკის იდეალის პირველი გამოხატვა".
"ახალ აღთქმაში მარხვა წარმოდგენილია, როგორც სინანულის, თავშეკავების და სულიერი ზრდის სახსარი".
"როგორც სულიერი გმირობა, ჭეშმარიტი მარხვა დაკავშირებულია მოუკლებელ ლოცვასთან, გულწრფელ სინანულთან"
"სინანული მარხვის გარეშე უშედეგოა, ასევე მარხვაც, კეთილი საქმეების გარეშე მკვდარია"
"თუ სწორად მარხულობ, სინანული უნდა გაგაჩნდეს"
"მარხვაში იმაზე უნდა ვთქვათ უარი, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს'
"მარხვაში არ უნდა ვიფიქროთ კვებაზე"
"მარხვში ვიკლებთ ხორციელ სიამოვნებას და ვიღებთ სულიერ სიამოვნებას"
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"დღეს ძალიან ბევრი სახლის ქრისტიანია, რომლებიც ეკლესიაში არ დადიან, აცხადებენ: ტაძარში ცოდვილები დადიან, მე მეძავი და მრუში არ ვარო. არც მოძღვარი ჰყავთ, არც ეზიარებიან, არც აღსარებას ამბობენ, მაგრამ მარხვის წესებს ზედმიწევნით იცავენ. ღმერთმა შეუწიროთ, არ განვიკითხავ, მაგრამ თუ მრახვაში შენში სინანულს, ლოცვის სურვილს არ აღძრავს, ესე იგი, ეს არის დიეტა. მერე სარკეში იხედებიან, იწონებიან: ნახეთ რამდენი კილო დავიკელიო."
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"ჩვენ ვმარხულობთ არა იმიტომ, რომ დაგვინახონ და შეგვაქონ ადამიანებმა, არამედ იმიტომ, რომ ღმერთს მივუახლოვდეთ"
"მარხვა აცხრობს ეგოისტურ ვნებებს, გაანათლებს ინტელექტს, გრძნობებს, ცვლის დამოკიდებულებასა და ქცევას ადამიანებისა და ბუნებისადმი და ყველაფერს წარმოადგენს საღვთი სიყვარულით"
"მარხვაში სულს უნდა ვდარაჯობდე, რომ ჩემი გული გასუფთავდეს და ბოროტმა არ შეაღწიოს".
"როცა ადამიანი არასწორად მარხულობს, ის ცოტა გაღიზიანებულია ხოლმე".
"ნაყროვანება მომაკვდინებელ ვნებებს შორის პირველია"
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"- გერონდა, ვინ იცავს მარხვას უკეთ: ის, ვინც ჭამს ორ თეფშ ლობიოს უკარაქოდ, ჰალვას და ასე შემდეგ, თუ ის, ვინც მხოლოდ ერთ თოხლო კვერცხს მიირთმევს?
- პირველი! მეორე, უბრალოდ, დიეტას იცავს"
"მარხვა და ლოცვა ის ორი უძლეველი იარაღია, რომელიც ზეციდან აქვს მოცემული ეკლესიას ყოველ ხილულ და უხილავ მტერთან საბრძოლველად"
"ერთი მხრივ ლოცვით, მეორე მხრივ - მარხვით, სულით ზეცად ავიჭრებით, გაშლილ ბადეზე ავმაღლდებით და ცდუნების მანქანას თავს დავაღწევთ"
"ნეტარნი ვიქნებით, თუკი ღირსეულად ვიღვაწებთ"
"მარხვა ოდენ კვებისას გარკვეული პროდუქტებისაგან თავის შეკავება როდია, მაშინ მარხვა ჩვეულებრივი დიეტა იქნებოდა! თავშეკავება კვებაში მარხვის ერთ-ერთი პირობაა და არა მეტი. თუ მმარხველს მოყვასთან მშვიდობა არა აქვს, მარხვა სარგებელს არ მოუტანს".
"ყველამ თვითონ გადაწყვიტოს, მარხვაში რისგან შეიკავოს თავი. ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ღვთისთვის სათნო იქნება, რამეთუ რწმენაში სუსტებს უფალი მოთმინებითა და გულითადი ყურადღებით ეპყრობა"
"როგორც ძლიერი წამლები კურნავენ მძიმე ავადმყოფობებს, ასევე მარხვა და ლოცვა განდევნის ავ ზრახვებს"
"ცხოვრების თანამგზავრად გაიხადე მარხვა, რათა დაგიცვას და სიკვდილს გადაგარჩინოს, განსაცდელი აგაცილოს და სასუფევლის ბჭესთან მიგიყვანოს"
"ავ-მუცელა ადამიანი"
"მარხვა მძლავრი საშუალებაა ქრისტიანული წესრიგისა და ნებისყოფის განსამტკიცებლად, საკუთარ მავნე ჩვევებზე გამარჯვებისა და სულიერი სრულყოფილების მოსაპოვებლად"
"მარხვა სახეა ანგელოზებრივი ცხოვრებისა"
"მარხვის ჟამს ცხრებიან ვნებანი"
"მარხვა სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის"
"მარხვის ძალა განსაკუთრებულია მაშინ, როცა მას ჰყავს მოკავშირე ლოცვის სახით"
"მართლმადიდებელ ეკლესიაში სამარხო საჭმელი ძირითადად შეიცავს პურ-პროდუქტებს, ხილს და ბოსტნეულს. ცნობილია, რომ ხილი და ბოსტნეული დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინებს. ასე რომ, თუ ორგანიზმი ხორცეულს ვერ იღებს, არ დაზარალდება".
"მარხვა დამარხვაა, საცდურთაგან უნდა დაიმარხო, დაიცვა თავი. ძველქართლად, დამარხვა შენახვასაც ნიშნავს"
/მამა ანტონი (ფიჩხაია)/
"- საჭიროა თუ არა ფეხმძიმე ქალისთვის მარხვის დაცვა?
- ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ თქვენს მოძღვარს და ის შეგირჩევთ თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე, მარხვას. ზოგადად, ფეხმძიმე ქალებს არ მოეთხოვებათ მარხვის დაცვა ისე, როგორც დაწესებულია მორწმუნეთათვის."
"კითხვა: როგორი საქციელი შეეფერება ქრისტიანს მარხვაში?
პასუხი: მარხვის დროს ეცადეთ, განეშოროთ ამქვეყნიურ ამაოებას, რათა იფიქროთ საკუთარ ცოდვებზე. მოემზადეთ გულწრფელი აღსარებისთვის, რომელიც გაგწმენდთ ცოდვებისგან. მარხვის დროს უნდა აღიკვეთოთ ცხოველური საკვები, იაროთ ეკლესიაში, დაესწროთ წირვა-ლოცვას, იკითხოთ წმიდა სახარება და აკეთოთ ბევრი სიკეთე: მოიკითხეთ სნეულნი, უპოვარნი, ნუგეში ეცით უნუგეშოთ."
"კითხვა: თუ შეიძლება, გვესაუბრეთ მარიამობის მარხვის შესახებ.
პასუხი: მარიამობის მარხვა უძრავია. ის წელიწადში არსებულ ოთხ დიდ მარხვას შორის ერთ-ერთია. მარიამობის მარხვა ორკვირიანია და ყოველთვის 14 აგვისტოს იწყება (13 აგვისტოს დაიწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს დღე ოთხშაბათს ან პარასკევს დაემთხვა) და მთავრდება, ანუ ხსნილდება 28 აგვისტოს, ანუ მარიამობას (ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე). მარიამობის მარხვა შედარებით მძიმეა და როგორც ამბობენ, ამ დროს ჩიტიც კი მარხულობს. თევზით ხსნილია მხოლოდ 19 აგვისტოს – ფერისცვალებას. ასევე, მორწმუნეები 19 აგვისტომდე, ანუ ფერისცვალებამდე ხილსაც არ მიირთმევენ, სწორედ ამ დღეს იკურთხება ხილი, რის შემდეგაც შეგიძლიათ, ის მიირთვათ."
"კითხვა: როგორ მოვთოკო თავი, როდესაც სუფრასთან ვზივარ და იქ არსებული ნაირფერი საჭმელ-სასმელი გემოთმოყვარეობისკენ მიბიძგებს?
პასუხი: ასეთ დროს გაიხსენეთ თქვენი ცოდვები და გემოთმოყვარეობის ვნება დაგტოვებთ."
"კითხვა: როგორ მოვთოკოთ თავი ტრაპეზობისას?
პასუხი: გაიხსენეთ თქვენი ცოდვები და ასე აარიდებთ თავს გემოთმოყვარეობის ცოდვას."
"გვიახლოვდება მარხვის ასპარეზი და უნდა გავწიოთ ეს ღვაწლი"
"კითხვა: შეიძლება თუ არა ავადმყოფობის გამო შევწყვიტოთ მარხვა?
პასუხი: მარხვა თვითნებურად არ უნდა შეწყვიტოთ. მიმართეთ მოძღვარს და ის გაკურთხებთ მარხვის ისეთ კანონზე, რომელიც თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეეფერება."
"კითხვა: რა შემთხვევაში აძლევს მოძღვარი მორწმუნეს მარხვის დროს სახსნილო საკვების მიღებაზე კურთხევას?
პასუხი: ყოველი მორწმუნე მოვალეა, ღირსეულად იმარხულოს: იცხოვროს ეკლესიურად, ილოცოს, თქვას აღსარება და არ დაარღვიოს მარხვა. თუმცა, არის განსაკუთრებული შემთხვევები, როდესაც მოძღვარი მრევლს აძლევს კურთხევას, მაგალითად, რძის პროდუქტების მიღებაზე. ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს აწუხებს შინაგანი ორგანოები და მისთვის მხოლოდ მარხული საკვების მიღება დიდ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ასევე, მოძღვარი მარხვის დროს რძის პროდუქტებზე კურთხევას აძლევს ორსულ ქალებს."
"კითხვა: შეიძლება თუ არა, ავადმყოფობის გამო მარხვა თვითნებურად შევწყვიტოთ?
პასუხი: მარხვის თვითნებურად შეწყვეტა ნებისმიერ შემთხვევაში დაუშვებელია. მიმართეთ მოძღვარს და ის გაკურთხებთ მარხვის ისეთ კანონზე, რომელიც შეეფერება თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას."
"კითხვა: მარხვას ყოველთვის ვიცავ და ჩემს შვილებსაც ვაიძულებ, რომ მათაც დაიცვან. ზოგიერთი ახლობელი მსაყვედურობს, ბავშვებს აშიმშილებო. მართლა ცუდად ხომ არ ვიქცევი?
პასუხი: თუ ეკლესიის მრევლი ბრძანდებით, ერთმანეთისგან უნდა განასხვავოთ მარხვა და შიმშილი. მარხვის დაცვა არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ მოზრდილ ადამიანებშიც ზომიერებას მოითხოვს. გარდა ამისა, მარხვა მხოლოდ საკვებისგან თავის შეკავებას არ ნიშნავს. მარხვის დროს მნიშვნელოვანია ბავშვებს ქრისტიანულ წესებზე ესაუბროთ, ასწავლოთ მათ სიკეთის კეთება და ადამიანების სიყვარული."
--------------------
"მარხვამ გონება უნდა გაგვინათოს, ხელი შეგიწყოს ღმერთამდე მისვლაში"
"კითხვა: ჩემს თავს მორწმუნედ მივიჩნევ, რადგან ეკლესიაში დავდივარ და ათ მცნებას ვიცავ. თუმცა მარხვას არ ვინახავ. ამით ხომ არ ვცოდავ?
პასუხი: თუ თავს მორწმუნედ მიიჩნევთ და გსურთ ეკლესიური ცხოვრება, თუკი ჯანმრთელობა ხელს გიწყობთ, აუცილებელია მარხვის დაცვა. თქვით აღსარება და ეზიარეთ ქრისტეს სისხლსა და ხორცს. ამის გარეშე თქვენ ჭეშმარიტი მორწმუნე ვერ იქნებით."
"მარხვა არის სულის გამოცდა, გამოწრთობა წუთისოფელში"
"ვეცადოთ მარხვის დროს საკვები ზომიერად მივიღოთ. საკვებზე უარის თქმაც არ შეიძლება"
"ეკლესია მოგვიხმობს, რათა მარხვის მეშვეობით განვიწმინდოთ და ხორცის მონობისაგან გავთავისუფლდეთ"
"კითხვა: როდის დაწესდა მარხვა და როგორ იცავდნენ წინათ მას?
პასუხი: ეკლესიის მამების გადმოცემით, მარხვა ჯერ კიდევ სამოთხეში დაწესდა, როდესაც უფალმა ადამიანს აუკრძალა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან ნაყოფის მირთმევა. ძველ აღთქმაში კი საკმაოდ ბევრი მაგალითია მოყვანილი მარხვის შესახებ. მაგალითად, დავით მეფსალმუნე რამდენჯერმე იმეორებს, რომ ის ერთმანეთს უთავსებდა ლოცვას და მარხვას და საკუთარ სულს უფლის წინაშე სწორედ მარხვით იმდაბლებდა. ხოლო მაცხოვარმა ხალხის დამოძღვრამდე, უდაბნოში თავისი ორმოცდღიანი მარხვით, დალოცა და აკურთხა მარხვა. ასევე, წმიდა მოციქულთა საქმენი მრავალ მაგალითს გვთავაზობს მარხვის მკაცრად დაცვის შესახებ პირველი ქრისტიანებისგან."
"გოდერძი ჩოხელის პერსონაჟი პატარა ბავშვი ბებიას ეკითხება: რა არის მარხვაო. მარხვა უფლის დღეებიაო."
"მარხვითა და ლოცვით ნათელფენილი"
"ასკეზში მეტანიებთან, მღვიძარებასთან და სხვა ღვაწლთან ერთად, მარხვაც შედის. "ზრქელი მუცელი ვერ შობს წულილ გონებას". მე ეს წმინდა მამებიდან ვიცი. ყველა მამის თხზულებები მარხვის შესახებ საუბრობენ.
მამები ყურადღებას ამახვილებენ, რომ არ ვჭამოთ ძნელად მოსანელებელი ან ცხიმიანი და მსუყე საჭმელები, იმიტომ, რომ ეს ხორცსაც ვნებს და სულსაც. ამბობენ, რომ ცხვარი ბალახეულს ჭამს და ამიტომაც არის ასეთი მშვიდი. ხომ გსმენიათ გამოთქმა "ცხვარივით არისო". მაშინ, როცა ძაღლი ან კატა და ყველა ხორცისმჭამელი, ყველანი ველური ცხოველები არიან.
ხორცი მავნებელია ადამიანისთვის. სასარგებლოა ბალახეული, ხილი და ა.შ. ამიტომაც საუბრობენ მამები მარხვის შესახებ და კიცხავენ გადამეტებულ ჭამასა და განცხრომას, რომელსაც ადამიანი ნაირ-ნაირი საჭმელებისგან გრძნობს. რაც შეიძლება უბრალო საჭმელები მივიღოთ, ნუ დავკავდებით ასე ძალიან ჭამადით"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"მსმენია მოსაგრეების შესახებ, რომლებიც მკაცრად მარხულობდნენ და არანაირი ავადმყოფობა არ ჰქონდათ. მარხვით არვის არაფერი დაემართება; არავინ მარხვით არ დაავადებულა. უფრო მეტად ავადდებიან ისინი, ვინც ხორცეულობას, კვერცხს, რძის ნაწარმს ჭამს, ვიდრე ისინი, ვინც სადად და ზომიერად ჭამს. ეს დადასტურებულია. შევხედოთ ამას სამედიცინო კუთხით: დღეს მედიცინაც ასეთ რჩევებს იძლევა. ადამიანები მარხულობენ და არავითარი სნეულება არ ემართებათ; არა მარტო არ ემართებათ, არამედ იკურნებიან კიდეც სნეულებებისგან.
მაგრამ ეს რომ გააკეთოთ, რწმენა უნდა გქონდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თავბრუ დაგეხვევათ. მარხვა რწმენის საკითხიცაა. თუ საკვებს კარგად მოინელებთ, მარხვა არაფერს გავნებთ. მოსაგრეები ჰაერს ცილად გარდაქმნიან და მარხვა მათ არ წყენთ"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ნუ დაინდობთ ხორცს, არამედ გამოაწრთეთ"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"უფალო, შემინდე, რომ მარხვაში ამაოებას ვეძლევი!"
/მღვდელ-მონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience