ნიკოლოზ_V
დიდი მაშინ გახდები, როდესაც გონებაში შენს თავს არარაობად წარმოიდგენ, როდესაც საკუთარი სულით უსასრულო და უსაზღვრო სულთან ამაღლდები, და ამ სიმაღლიდან შეხედავ საკუთარ თავს ისევე ობიექტურად, როგორც უყურებ ყველაფერს, რაც შენს გარეშემოა; როდესაც ამ აიმაღლიდანაც შეხედავ საკუთარ თავს, როგორც მიცვალებულსა და ფერფლს; როდესაც მარადიული ცხოვრებით უკვდავებას შეუერთდები; მაშინ შენს წინაშე მთელი სისრულით გაცხადდება სიკვდილის უმწეობა და ამაოება; დაინახავ თვითონ სიკვდილის წარსულში: წარსულში აწმყოსა და მომავლის გარეშე.
მაშინ სიკვდილი, რომელიც უცლიობად განგაშორებს შენს სხეულთან, შენთვის აღარ იქნება იმ ნიავზე საშიში, რომელსაც შენი ქუდი გაუტაცია; რამეთუ მაშინ შეიცნობ, რომ შენს სულს სხეულის გარეშე სიცოცხლე შეუძლია ისეევე, როგორც შენს თავს ქუდის გარეშე.
თუკი შემოგთავაზებენ ოქროს თასს მსოფლიოში საკეთესო ღვინით და გეტყოდნენ: "დალიე, მაგრამ იცოდე, რომ ფსკერზე მორიელია," - დალევდი?
მიწიერ სიამოვნებათა ყოველ ფიალაში მორიელი იმალება. თვით ეს ფიალებიც სულაც არაა იმდენად ღრმა, რომ მორიელი სულ ახლოს არ იყოს ჩვენს ბაგეებთან.
ბანკირი, რომელიც ფულს ითვლის, წარმოიდგენს, კიდევ რამდენ ხანს შეუძლია დრო ატაროს.
მშიერი მეკუბოვე, რომელიც ქალაქს უყურებს, ფიქრობს იმაზე, თუ ვისი ბაგეებიდან მიიღებს ხვალ პურის ლუკმას.
:ცოდნა სინათლეა:. - ამბობენ ბრძენი ამპარტავნები, რომლებსაც არც სიხარულის ანარი გააჩნიათ და არც მოწყალების. დაუკვირდი-საჰარის უდაბნო ყველაზე მზიანი ადგილია, იგი უფრო მეტად გავარვარებულ ცხედარს მოგვაგონებს.
ძნელი არაა, ასწავლო ცხოველს, ძნელი არაა, ასწავლო უბრალო ადამიანს, მაგრამ რა ძნელია, ასწავლო უვიცს, რომელიც უკვე მასწავლებელი გახდა!
ღმერთმა გაგახაროს!
ვიკიპედიაში ვეძებდი მეუფე ნიკოლოზის ბიოგრაფიას, მაგრამ რატომღაც ვერ ვიპოვე. ძალიან მიყვარს. ახლახან წავიკითხე მისი "მიწა მიუღწეველი'', ქართულად თარგმნილი და ძალიან მომეწონა. რა კარგი საქმე გააკეთე, რომ მის შესახებ ამდენი რამ თარგმნე და მკითხველს მიაწოდე. ღმერთმა შეგიწიროს! საერთოდ, კარგი იქნება, თუ ამგვარ, სულისათვის სასარგებლოს გამოვაქვეყნებთ. ეს მართლმადიდებლური საიტია და ამ სულით უნდა იყოს კოველი სტატია გამსჭვალული.
შეკითხვა მაქვს, იქნებ ვინმემ იცოდეს პასუხი...
წმ. ნიკოლოზ სერბის "მიწა მიუღწეველი" მეორედაც ითარგმნა სხვა სათაურით: "მიუღწეველი ქვეყანა". მე ეს მეორე მაქვს წაკითხული. თუ არის აქ ვინმე, ვინც ორივე თარგმანი წაიკითხა? მაინტერესებს რომელი ჯობია...
ეძიებდე ჭეშმარიტებას - ნიშნავს, ეძიებდე სიყვარულს.
ეძიებდე ჭეშმარიტებას, რათა იგი იარაღადაც აქციო - ნიშნავს, ეძიებდე ჭეშმარიტებს მრუშობისათვის; და ვინც მას ამ მიზნით ეძიებს, ჭესმარიტება მას უგდებს ძვალს, თვითონ კი მისგან ცხრა მთას იქით გარბის; ცხრა მთას იქით, საყვარელნო!
ნიკოლოზ_V
შენ შემოგევლე, ნიკოლოზ!!!!!!!!!! რა ლამაზი სიტყვებია...
თუ ჭეშმარიტებას სიყვარულითა და სიყვარულისათვის ეძიებ, იგი თავის ნათელ სახეს გაგიხსნის იმდენად, რამდენადაც შენ მის დატევას შეძლებ ისე, რომ არ დაგწვას. ამასთან ერთად, იგი მოგიტანს ყველაფერს, მაგრამ მიხვდები, რომ მის ბრწყინვალე და უტკბილეს სახეზე მეტი არაფერი გვჭირდება.
როდესაც ცხოვრების შფოთსა და ფუფუფში მხედველობიდან გამოგრჩება ჭეშმარიტების ნამდვილი სახე, მარტოობასა და ნაღველს შეიგრძნობ თვით ყველაზე ახლობელი ადამიანების - მეგობრებისა და ნათესავების გვერდითაც კი, იქნები ისე, როგორც ბავშვი ძმებსა და დებს შორის, მაგრამ უდედოდ: რამდენი ნათესავიც არ უნდა ეხვიოს გარს, ბავშვისთვის დედაზე ახლობელი არავინაა. ასევე შეიგრძნობ შენც, რომ ჭეშმარიტება ყველაზე ახლობელი და ძვირფასი გახდა იმათ შორის, ვისთანაც შენ ყოველდღიურად ტრაპეზს შეექცევი.
ყველა საქმე, რომელსაც ღვთის სახელისა და მისი ლოცვა-კურთხევის გარეშე აღასრულებ, მწარე ნაყოფს გამოიღებს, რამეთუ მასზე არ გარდამოდინდება ზეციური დალოცვილი ნამი და მაცოცხლებელი ნათელი.
რაც საქმესაც არ უნდა მოჰკიდო ხელი, ყური მიუგდე ღვთის ხმას.
შენი ცხოვრების თითოეული სახე და მოხატულობა ზეციური ძაფებით მოქსოვე.
es cigni ikideba eklesiebshi, me piradad makvs, superia, kvelas girchevt ikidot.... cigns qvia - "FIKREBI SIKETESA DA BOROTEBAZE"
tu ver ishovit, me getkvit sadac ikideba....
"თვალები სულების შეხვედრის წერტილია,' - თქვა ერთმა ბრძენმა. სულის თვალი სულში აღწევს: იგი სანთელს ჰგავს, რომლის საშუალებითაც მეორე სულს ვუახლოვდებით, რათა გამოვცადოთ და შევიცნოთ იგი.
როდესაც ბრმას ვუყურებთ თვალებში საპასუხო გამოხედვის ამაო მოლოდინში, რაღაც იდუმალ, შემაშფოთებელ გრძნობას განვიცდით, ისევე, როგორც გვაშინებს სიბნელეში წყლის ყურება ანდა უფანჯრებო სახლი.
მზერა საიმედო ჯაჭვია, რომლითაც ბუნება ადამიანს საკუთარ თავზე მიაჯაჭვებს. მგრძნობიარე ადამიანი ბუნებას ხილული სახეებით აღიქვამს, ისინი ანცვიფრებენ და აღაფრთოვანებენ მას. სულიერი ადამიანი თავისი სულის ცეცხლით ყველა სახეს რაღაც პირველქმნილ ელემენტს აძლევს, თვითონვე აღფრთოვანებულია ამ ერთადერთი ელემენტით. მაგრამ ეს მხოლოდ სულიერების დასაწყისია.
რაც მეტია უღმერთო სიმდიდრე, მით მეტია სიღატაკე. რაც მეტია უღმეთო ცოდნა, მით მეტია სიცარიელე.
მხოლოდ ღმერთი აძლევს ადამიანს სიმდიდრესა და სიბრძნეს. უღმერთო სამყარო ღატაკებისა და სულელებს შობს.
რაც უფრო ვიქროა ჰორიზონტი, მით მეტია მღელვარება.
რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით ნაკლებია მღელვარება.
რაც უფრო ვიქროა ჰორიზონტი, მით მეტია წარმოდგენა საკუთარ თავზე.
რაც უფრო ფართოა ჰორიზონტი, მით უფრო ნაკლებია წარმოდგენა საკუთარ თავზე.
თუკი ჭის ქედმაღალი გომბეშო ოკეანის ნაპირას აღმოჩნდებოდა, იგი თავისი ქედმაღლობისაგან განიკურნებოდა.
თუკი დღისით მოვქსოვთ და ღამით დავარღვევთ, ვერასოდეს მოვქსოვთ.
თუკი დღისით ავაშენებთ, ხოლო ღამით დავანგრევთ, ვერასოდეს ავაშენებთ.
თუკი ღვთის წინაშე ვილოცებტ, მის წინაშე კი ბოროტებას ჩავიდენთ, ვერასოდეს ვერც მოვქსოვთ, ვერც ავაშენებთ საკუთარი სულის სახლს.
მთელი სამყარო უზარმაზარ ფორტეპიანოს წააგავს, მისი კლავიშები ღვთის შექმნილია; რომელ მათგანსაც არ უნდა შეეხო, საკუთარი სულის გამოძახილს მოისმენ.
ნიკოლოზ_V
kaxa-beri
თამარი
დიდი მადლობა.
ისე, თუ გაყიდვაშია, სიამოვნებით შევიძენ.
თუ არა, მაშინ მათხოვე.
ქართული ვარიანტიც არ იქნება ურიგო, ჩემი აზრით, მარიამის ინფორმაციიდან გამომდინარე.
სამყაროს მთელი მშვენიერება უზენაესი საიდუმლოებიდან ამოდის. ამის გარეშე ბუნება
წამითაც ვერ შეინარჩუნებდა იმ მშვიდ, უბიწო მშვენიერებას, რომელსაც იგი ასხივებს.
ქმნილი ბუნება ღრუბელია, რომელიც ფარავს ღვთაებრივი ცეცხლის დამაბრმავებელ ბრწყინვალებას. ამ ღრუბლის გამჭვირვალეობა ანდა შეუღწევადობა ჩვენს სულიერ ხედვაზეა დამოკიდებული; ნატიფი და მაღალი სულისათვის იგი დახვეწილი და გამჭვირვალეა, უხეშისათვის კი - ბნელი და შეუღწევადი.
თუ მდიდარი ხარ, იფიქრე იმაზე, შეძლებ თუ არა სიღარიბის ღირსეულად გადატანას. თუ ბედნიერი ხარ, წარმოიდგინე, როგორ შეხვდე ღირსეულად უბედურებას.
როდესაც ადამიანები გაქებენ, იფიქრე, შეძლებ თუ არა, ღირსეულად გადაიტანო ძაგება. და მთელი ცხოვრების მანძილზე იფიქრე, როგორ შეხვდე ღირსეულად სიკვდილს.
ზოგჯერ ადამიანი თავის უძლურებას ფარავს მათგან, ვისაც იგი უყვარს, რათა მათ არ ითაკილონ. ფარავს მათგანაც, ვინც მას აქებს, რათა მათ არ აძაგონ იგი.
იგი ორგზის ცდება: ჯერ ერთი, არ ესმის, რომ, თუკი თვითონ გაამხელს საკუთარ სისუსტეებს, მათ ნაკლებად არ ეყვარებათ და ნაკლებად არ შეაქებენ. როდესაც სხვა ადამიანები მის სისუსტეებს აღმოაჩენენ, მაშინ აუცილებლად ითაკილებენ და აძაგებენ მას. მეორეც, მას ავიწყდება, რომ არსებობს თვალი, რომელმაც მის შესახებ ყველაფერი იცის და ყველაფერს ხედავს.
ამიტომ უკეთესია, ნაკლოვანებები მანამდე გავამხილოთ, სანამ ისინი ჩვენზე სრულ ძალაუფლებას მოიპოვებენ და სხვებისთვისაც შესამჩნევნი ხდებიან. რამეთუ ახალგაზრდობაში ძაგების გადატანა უფრო ადვილია, ვიდრე სიბერეში.
შეუძლია თუ არა სიკეთე აკეთოს მან, ვინც არ არსებობს? - შეხედე, რამდენი სიკეთე მოუტანა ჯოჯოხეთმა ადამიანთა მოდგმას; რამდენი ბოროტმოქმედი მოიყვანა სინანულში; რამდენი ცოდვილი აქცია წმიდანად; რამდენ ცოდვას არ მისცა აღსრულების საშუალება!
შეუძლია თუ არა აღასრულოს სიკეთე მან, ვინც არ არსებობს? შეხედე, რამდენი სიკეთე მოუტანა ადამიანთა მოდგმას სასუფეველმა; რამდენი კეთილი საქმის სულისჩამდგმელია იგი; რამდენი მწუხარება აქცია სიკეთედ; რამდენი ცრემლი ამოაშრო; რამდენ სულში გააღვიძა ღვთაებრივი წყურვილი!
შეუძლია თუ არა სიკეთე აკეთოს მან, ვინც არ არსებობს?
რას ნიშნავს „ბედთან შერიგება?“
ერთი მნიშვნელობით, ნებით, უდრტვინველად და დაუცველად მიიტანო თავი მსხვერპლად, და მეორე, მონატრებული შვილის მსგავსად, სიხარულით მიიჩქაროდე მამასთან, სიკვდილის, როგორც უკანასკნელი დაბრკოლების გადალახვით.
როგორც ვაშლის ხეს არ შეუძლია აყვავებამდე ნაყოფის გამოღება, ასევე ადამიანს არ შეუძლია სულიერი ნაყოფის მოტანა, სანამ გარეგნულ მორთულობებს არ მოიშორებს.
რომელ სიმართლეზე ლაპარაკობ? განა ღმერთი ყოველდღე ასჯერ მეტს არ გვაძლევს, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია მას დავუბრუნოთ? მიუხედავად ამისა, იგი ჩვენს უმადურობაზე არ ჩივის.
რომელ სჯულზე ლაპარაკობ? შეგიძლია კი შეასრულო ის უმცირესი მოვალეობა, რომელსაც შენგან სჯული მოითხოვს? შეგიძლია, თავი მოქალაქედ ჩათვალო და არა გმირად ანდა წმიდანად?
ისინი, ვინც ქრისტეს მსჯავრს სდებდნენ, სამოქალაქო კანონის დარღვევაზე როდი აგებენ პასუხს; ისინი მაცხოვრის ჯვარცმისათვის განისჯებიან.
როღესაც ადამიანი ყველა კანონს აღასრულებს, მაშინ შეუძლია მას თქვას; აი, ცხოველის დონეს მივაღწიე, რამეთუ ცხოველი ცხოვრობს კანონთა ზედმიწევნით აღსრულებით. მას, ვინც ჯერ კიდევ არ გაზრდილა ცხოველამდე, შეუძლია მიაღწიოს ღმერთამდე?
არსებობს ხუთი ძირითადი იმპულსი, რომელიც ადამიანს ამოძრავებს: პირადი შემოსავალი და საკუთარი სიამოვნება; ოჯახური და ნათესაური კავშირები; სინდისი და მაცხოვნებელი თანამყოფობა.
მეხუთე იმპულსი თავდაცვის უპირველესი საშუალებაა; თუ ადამიანი მას ვერ შეინარჩუნებს, მეოთხეზე გადაინაცვლებს; თუ მასაც ვერ შეაკავებს, მესამეზე გადავა და ასე მიაღწევს პირველამდე. ასე ხდება ადამიანის დეგრადაცია და დაღუპვა. სწორედ დაღუპვა, რამეთუ ადამიანს უკანასკნელი თავდაცვითი ხაზის დაკარგვაც შეუძლია. და მაშინ უკვე მას აღარაფერი რჩება, გარდა ყველაფრის მიმართ უგუნური განურჩევლობისა, სასოწარკვეთილებისა და თვითმკვლელობისა.
ჰკითხე ხორციელ ადამიანს: „ვინ ხარ შენ?“ ის გიპასუსებს; „მე მე ვარ,“ და მხედველობაში ექნება საკუთარი სხეული.
ჰკითხე სულიერ (მშვინვიერ) ადამიანს: „ვინ ხარ შენ?“ ის გიპასუხებს; „ჩემში ორი ანტიპოდია, და მე ერთი მათგანიდან მეორესთან დავრბივარ,“ - ამბობს თავისი ინსტიქტური და შეგნებული ბუნების შესახებ.
ჰკითხე სულიერ ადამიანს: „ვინ ხარ შენ?“ ის გიპასუხებს: „არის ვიღაც ჩემს სულში, მე ხელს ვიწვდი, რათა შევეხო მას, მაგრამ მესმის, რომ ამისათვის ჩემი ხელები ზეცაზე ფართო უნდა იყოს.“ ჰკითხე იმ ზეციერს, ვინ ვარ მე?
შეეცადე, გაუკეთ ო ადამიანებს ის, რისთვისაც ჯერ გაგლანძღავენ, შემდეგ კი შეგაქებენ; და ნურასოდეს გააკეთებ რაიმეს იმისათვის, რათა შეგაქონ, ბოლოს კი გაგლანძღონ.
ნერონი ჯერ აქებდა თავის დედას, რომელსაც იგი ბიწიერებისაკენ მიჰყავდა, მაგრამ როდესაც ამან უფსკრულში მიიყვანა, დასწყევლა იგი.
ბავშვი გაიხარებს და შეგაქებს, თუ ციგაზე მჯდომს მთაზე ხელს ჰკრავ, მაგრამ როდესაც დაიმტვრევა, შენი, როგორც თავისი უბედურების მიზეზის, წყევლას დაიწყებს.
ცოდვილნი ქებით აგავსებენ, როცა მათ ცოდვებს გაამართლებ, მაგრამ, უმჯობესია, არ მიეკარო მათ სასიკვდილო სარეცელს...
მცირედმორწმუნე ვერასოდეს გააღვიძებს რწმენას სხვაში; ქედმაღალი უვიცი ვერასოდეს დაიმსახურებს ნდობას. ადამიანებს სიმდიდრე აღიზიანებთ, როდესაც იგი ვაჭრის ხელშია; სძულთ ძალაუფლება, თუ იგი უპატიოსნო ადამიანებს ეკუთვნის; ავადმყოფი არ ენდობა ავადმყოფ ექიმს.
ადამიანებს ჯანსაღი გონება და სწორი მსჯელობა ახასიათებთ. დაღლილი მგზავრი ბრაზობს მედუქნეზე, რომელსაც არ შეუძლია, საუზმე და საწოლი შესთავაზოს და ეკითხება მას: მაშ, რატომ ხარ მედუქნე?
სიმღერით გაალამაზე შენი ცხოვრება. გთხოვ, ცხოვრება სიმღერად აქციე; მაშინ შეძლებ, შეიგრძნო ცხოვრების ჰარმონია და შენი კავშირი ჰარმონიასთან.
შენ შეგიძლია, გააანალიზო, გაიაზრო შენი ცხოვრება, მაგრამ სიმღერა არ დაგავიწყდეს. პოეზიის კრიტიკოსები იბადებიან და კვდებიან, სიმღერები კი სიცოცხლეს განაგრძობენ. კრიტიკა კვდება, სიმღერა ცოცხლობს. მხოლოდ პოეზიას შეუძლია პროზის გაცოცხლება. პოეზია ცხოვრების ხიდან ამოიზარდა, პროზა კი - შემეცნების.
ყველამ ვიცით, ტყუილს ხანმოკლე დრო აქვს, სიმართლე კი მარადიულია. ამიტომაც პოეზია პროზაზე მეტხანს ცოცხლობს: იმიტომ ხომ არა, რომ იგი სიმართლესთან უფრო ახლოსაა? თუკი შენს სიცოცხლეს სიმღერად აქცევ, მაშინ შენც უფრო ახლოს იქნები სიმართლესთან, სიცოცხლესთან.
ადამიანთა ბედნიერების სიცილსა და მწუხარების კვნესას შორის გაიელვებს ხოლმე რაღაც იდუმალი ღიმილი, რომელიც ათბობს, მაგრამ არ წვავს. ეს ღიმილი სრულებით არ ჰგავს ცინიკოსის დამცინავ, ცივ ჩაცინებას. დედის ღიმილი მოთამაშე ჩვილის საწოლთან ანდა წმიდანის ღიმილი, რომელიც ამა ქვეყნის ძლიერთ მიემართება, ამ იდუმალ, ამაღლებულ ღიმილს ჰგავს.
სხვას რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ჩუმი სიხარული, თუ არა ბედნიერის სიხარულში და მწუხარის ტირილში თანამონაწილეობას? რაზე მიგვანიშნებს ეს ღიმილი, თუ არა იმაზე, რომ ეს მიწიერი სიხარული მალე მწუხარებით შეიცვლება, მწუხარებას კი სიხარული მოსდევს?
სამწუხაროა, რომ ყველა მიწიერ ცხოველთაგან ორი ყველაზე მეტად გამოხატავს ადამიანთა დარდს - მაიმუნი და აფთარი. ეცადე, რომ შენი სიხარული მაიმუნის გრიმასებს არ ჰგავდეს, მწუხარება კი - აფთრის უაზრო იპოხონდრიას.
გაიხსენე დედის ალერსიანი ღიმილი და ღიმილი წმიდანისა, რომელიც თავის თავში მოიცავს სიბრძნეს, წყალობას, სიყვარულსა და მარადიულობას. დიახ, მარადიულობასაც, რამეთუ სიცილი და ტირილი წარმავალია, ასეთი ღიმილი კი მარადიულია.
ქართული ვარიანტიც მაქვს და რუსულიც. ვისაც გნებავთ, მომწერეთ პმ
სახლის შემოსასვლელ კარებზე მიკიდია მიქაელ მთავარანგელოზის ხატი რომელსაც ხატის ქვემოდ აწერია წმიდა ნიკოლოზ სერბის სიტყვები:
,,ღმერთო დალოცე ამ სახში შემომსვლელი, დაიფარე და დაიცევ ამ სახლიდან გამსვლელი, და მიეც მშვიდობაი მასში მცხოვრებთ."
Zeskvi_ucha
სად შეიძინე ეს ხატი?
natuli
სად და სამებიდან რო ჩამოდიხარ დაღმართზე რა, ხელმარცხნივ პირველივე საეკლესიო მაღაზიაში იყიდება. მერე ლამინირება და ეგაა რა.
რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, მაინც სიმართლეა: ჩვენ ამქვეყნად იმისათვის მოვდივართ, რათა მისგან თავი ვიხსნათ ისევე, როგორც აღამიანები ომში იმიტომ კი არ მიდიან, რომ ამით თავი შეიქციონ, არამედ თავი იხსნან მისგან!
დიდი სიკეთისათვის მიდიან ადამიანები საომრად; მიწიერ სიცოცხლეზე მეტი მადლისათვის, მარადიული და უკეთესი ცხოვრებისათვის ვიბადებით ამქვეყნად. ჭეშმარიტი ქრისტიანები თავიანთ ცხოვრებას ყოველთვის სამხედრო სამსახურად თვლიდნენ. როგორც ჯარისკაცები ითვლიან თავიანთი სამსახურის თითოეულ დღეს და სიხარულით ფიქრობენ შინ დაბრუნებაზე, ასევე ქრისტიანებს გამუდმებით ახსოვთ თავიანთი სიცოცხლის დასასრული და ზეციურ სამშობლოში დაბრუნება.
ღმერთი სიყვარულია, მაგრამ ეს თანასწორობას როდი ნიშნავს; თანასწორობა განდევნიდა სამართლიანობასაც, სიყვარულსაც და ზნეობასაც.
არის თუ არა ცოლქმრული სიყვარული თანასწორი?
არის თუ არა დედაშვილური სიყვარული თანასწორი?
განა მეგობრების სიყვარული თანასწორია?
ღვთისა და ადამიანის სიყვარულის თანასწორობის არარსებობა სამართლიანობის საფუძველია და სიყვარულის გამაღვივებელი.
სანამ სიყვარული არსებობს, თანასწორობაზე არავინ ფიქრობს.
სანამ სამართლიანობა მეფობს, თანასწორობა არავის ახსოვს.
როდესაც სიყვარული ქრება, ადამიანები საუბრობენ სამართლიანობაზე და თანასწორობას გულისხმობენ.
როდესაც სიყვარულთან ერთად თანასწორობაც ქრება, იწყებენ თანასწორობაზე საუბარს და უზნეობას გულისხმობენ, ანუ განდევნილ ზნეობას ბიწიერებას უნაცვლებენ.
სიყვარულის საფლავზე სამართლიანობა ამოიზრდება, სამართლიანობის საფლავზე კი - თანასწორობა.
თუკი ღმერთი გწამს და ფიქრობ, რომ გრძნობიერი და ბუნებრივი მადლი ერთადერთია, რომელიც ადამიანს ღვთისაგან ეძლევა, მაშინ იცოდე, რომ არასწორად ფიქრობ მასზე.
ნებისმიერი გრძნობიერი და ბუნებრივი სიამოვნებანი მწუხარებით მთავრდება. ღმერთი კი მონადირე როდია, რომელიც ტკბილი სატყუარით მიიზიდავს მხეცს ხაფანგში.
გრძნობიერი და ბუნებრივი მადლი ღვთის მეორე ხელიდან ბოძებული საჩუქარია. ღვთის საჩუქარი პირველი ხელიღან სულიერი ნიჭებია.
გრძნობიერ და ბუნებრღვ მადლს ღმერთი ადამიანებს აძლევს ერთადერთი მიზნით - ამით შეახსენოს მათ უმაღლესი, უტკბილესი და მარადიული მადლის შესახებ; ისინი მომავალი მადლის წინაწარმოსახვაა. უგუნურია ის, ვისაც ეს არ ესმის, და ისიც, ვინც ამას ვერ გაითავისებს.
გრძნობიერი და ბუნებრივი მადლი, ისევე, როგორც მთელი თვალუწვდენელი სამყარო, მხოლოდ მეფის მოწოდებაა ნადიმზე. დიდება მას, ვინც ამ მიწვევას ნადიმად არ მიიღებს.
ორმაგად უბედურია ის, ვინც დაკმაყოფილდება მიწვევით და ამაოებასა და პატივმოყვარე უგუნურებაში ზეციურ მეუფეს დაივიწყებს.
როდესაც ადამიანის ყოფა ღვთით არაა აღვსებული, არც სიცოცხლითაა სავსე: იგი უნაყოფო და უსიცოცხლო უდაბნოს მსგავსია.
ყოველი არსება სიცარიელე და ვაკუუმია, თუ იგი ღვთით არაა აღსავსე.
ყოველი სული მკვდარია, თუ ღვთით არაა ავსებული. ადამიანები იმდენად არიან ცოცხალნი, რამდენადაც მათში ღმერთი სახლობს, რამეთუ მხოლოდ ღმერთია სიცოცხლე.
ამიტომ ილუზიაა ის, რომ ყველა ადამიანი ერთნაირად ცოცხლად ჩათვალო. არიან ცოცხალნი და უსიცოცხლონი, რაც დამოკიდებულია იმაზე, რამდენად მკვიდრობს მათში უფალი, სიცოცხლე, რომელსაც ისინი საკუთარ თავში ატარებენ.
შიშით გეუბნები: არსებობენ უსიცოცხლო ადამიანები, ისინი თითქოს არ არსებობენ. მაგრამ ისინი ცოცხალთაგან ისევე განსხვავდებიან, როგორც სიზმრისეული საგნები ცხადისაგან. თუმცა გამოუცდელთ ისინი ასეთივე ცოცხლები ჰგონიათ!
ისინი ხომ არსებობენ! განა არა? - იკითხავ შენ. დიახ, მაგრამ ცეცხლის ჩაქრობის შემდეგ კვამლი კიდევ დიდხანს ასდის ნაცარს.
რომელ ბოროტებაზე საუბრობენ ადამიანები განსაკუთრებული კმაყოფილებით? - სხვის ცოდვებსა და საკუთარ წარმატებებზე.
შეხედე, ნუ მიეცემი ილუზიებს, რომელსაც მიღებულია, ერქვას „ბრძოლა სიცოცხლისათვის“. ამ სიტყვებს აზრი აქვს, თუკი ისინი ნიშნავს - „ბრძოლას ღვთისათვის“, სხვაგვარად ისინი უაზროა. მათთვისაც, ვინც თავისი სიცოცხლე ღმერთში ჰპოვა, არ არსებობს არავითარი „ბრძოლა სიცოცხლისათვის“. ღმერთი არავისთან არანაირ ბრძოლას არ აწარმოებს. თვითონ ღმერთის თანამყოფობა გამარჯვებაა.
ბრძოლა არსებობისათვის, საზოგადოდ მიღებული გაგებით, ნიშნავს ბრძოლას მიწაზე სხეულის არსებობის გახანგრძლივებისათვის. აქედან გამომდინარე, ეს არ არის ბრძოლა არსებობისათვის, ეს არის ბრძოლა სხეულისათვის.
ამ დევიზის ილუზიურობა იქიდან ჩანს, რომ ადამიანები, რომლებმაც მის შესახებ არ იციან, რომლებიც საკუთარი სხეულისაგან კულტს არ ქმნიან, ხშირად იმათზე უფრო ხანგრძლივად და ბედნიერად ცხოვრობდნენ, ვინც ამას მისდევდა.
წარმოიდგინე, რომ ზეთით სავსე ქოთნებმა ერთმანეთს დაუწყონ ბრძოლა იმის თაობაზე, რომელი იქნეს მათგან შენახული და რომელი - დამტვრეული. რას იზამს მექოთნე? იგი გადმოასხამს მათგან ზეთს, რომელიც ქოთნებზე უფრო ძვირფასია, ცოტა ხნით დააკვირდება ქოთნების თავშესაქცევ ბრძოლას, ბოლოს კი დაამტვრევს მათ და ახლებს გააკეთებს.
მათ, ვინც არ ფიქრობს ღმერთზე, როგორც სიცოცხლის წყაროზე, უფალი ართმევს მის მიერვე ბოძებულ სიცოცხლესა და სულს და ცარიელ ქოთნებს ტოვებს.
მებაღე ტოტებს ჭრის, რათა ხე სწრაფად გაიზარდოს და უკეთესი ნაყოფი მოიტანოს. თუ იგი გადაამეტებს და ზედმეტს მოჭრის, ხე გახმება.
გწამდეს, რომ შენი ტანჯვა არასოდეს გადასცდება საზღვრებს. ღმერთი ნებისმიერ მებაღეზე მეტი მზრუნველობითა და გულმოწყალებით ზრუნავს თითოეულ ადამიანზე.
მოუსმინე, როგორ მსჯელობს ღირსი ნილოს სორელი; „თუ მექოთნემ თიხის ცეცხლში გაჩერების ზომა იცის, რათა იგი არ გასკდეს, ნუთუ ღმერთმა არ იცის ჩვენი ტანჯვის საზღვრები?“ გჯეროდეს, ღმერთს ადამიანზე მეტი განსჯის უნარი აქვს.
ადამიანებს, რომლებიც საკუთარ გულს ვერ ფლობენ, კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ თავიანთი ენის ფლობა.
ადამიანები, რომლებიც საკუთარ გულში მშვიდობას ვერ ინარჩუნებენ, ვერ შეინარჩუნებენ მას სახელმწიფოში.
ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავში მშვიდობას ვერ ხედავენ, სამყაროში თავიანთ ადგილს ვერ დაინახავენ.
ადამიანებს, რომლებიც სხვის ტკივილს ვერ გაიზიარებენ, კიდევ უფრო ნაკლებად შეუძლიათ შეიგრძონ სხვისი ბედნიერების სიხარული.
ყოველგვარი მიღწევა, სწავლასა თუ შრომაში, შრომითა და ძალისხმევით, მაგრამ ღვთის გარეშე მოპოვებული, აძლიერებს მიღწევის წყურვილს. შესაძლოა, შენს მიღწევაში ყველაზე გულმოდგინე შრომა გქონდეს ჩადებული, მაგრამ ღვთის გარეშე იგი მაინც ცოდვაა. ყოველი ცოდვა კი აძლიერებს ახალი ცოდვის წყურვილს.
იგივე, მაგრამ უკვე ღვთის სახელით ქმნილი, ადამიანს ბედნიერს ხდის, რამეთუ წყურვილს აკმაყოფილებს.
ყოველივეს, რასაც ღვთის გულისათვის დაკარგავ, მოპოვებულია; ყოველივეს, რასაც საკუთარი თავისათვის შეინახავ, დაკარგულია.
ყველაფერი, რასაც ღვთის სახელით გასცემ, ასმაგად აგინაზღაურდება; ყოველივე, რასაც შენი სახელისა და პატივმოყვარეობისათვის გაიღებ, დაკარგულია.
ყოველივე, რასაც მიიღებ ადამიანთაგან უფლის სახელით, სიხარულს მოგანიჭებს; ყოველივე, რასაც ადამიანთაგან ჯილდოს სახით მიიღებ, მხოლოდ საზრუნავს გაგიმრავლებს.
ზოგჯერ ადამიანები ამახინჯებენ თავიანთ დამოკიდებულებას ღმერთთან, რადგან ვერ ხედავენ მასში ერთადერთ რეალობასა და ფასეულობას; ამის შედეგად ისინი ყოველგვარ ადამიანურ ურთიერთობაში ცრუნი ხდებიან. მაშინ ფასეულობად ითვლება წარმოდგენა და გამონაგონი, ცხოვრება კი აჩრდილთა მოძრაობას ემსგავსება, როდესაც მზე ღრუბლებს მოეფარება.
ცრუ თეორიები ღმერთზე დაუყოვნებლივ გაიყოლიებენ თან ცრუ სამეცნიერო, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თეორიებს. ერთი სიცრუე მეორეს ბადებს, პირველი ერწყმის მეორეს, მეორე საშველად მესამეს უხმობს.
მაშინ მოხერხებულობა სათნოებაზე მეტად ფასდება, რაოდენობა ხარისხს აღემატება.
და მაშინ, ბოლოს, ადამიანები ხვდებიან, რომ ისინი იძირებიან სიცრუეში და ყვირიან: ყველგან სიცრუეა! მაგრამ ჭეშმარიტებას არავინ უბრუნდება. ისევე, როგორც ნაპირს დაშორებული მოცურავეები ძალას კარგავენ, ერთმანეთს ებღაუჭებიან და იძირებიან, რადგან დაბნეულობასა და შიშში ავიწყდებათ, საით დარჩა ნაპირი და ვისთან უნდა ეძიონ შველა.
ასეთ დროს სამყაროს დაღუპვისაგან იხსნის ათიოდე მართალი - ღვთის ადამიანები, რომელთა არყოფნამაც სოდომი და გომორი დაღუპა.
ბუნება მეგობარია; იგი იმისთვისაა შექმნილი, რომ ადამიანისათვის მეგობარი და დამხმარე იყოს და არა მონა ანდა ჯალათი. ადამიანები, რომლებიც ბუნებას მონად აქცევენ, თვითონ ხდებიან მისი მტერნი და ჯალათნი.
ბალკანეთზე ჯერ კიდევ შემორჩენილია ბუნების პატივისცემა და გულმოწყალება. ჯერ კიდევ არსებობს ჩვევა: თუ გლეხს ხის მოჭრა, ბალახის მოთიბვა ანდა საქონლის დაკვლა სურს, იგი პირჯვარს იწერს და ამბობს: „შემინდე, ღმერთო!“
ხალხები, რომლებიც ბუნებას სამკვდრო-სასიცოცხლო ომს უცხადებენ, საკუთარ თავზე უამრავ უბედურებას მოიწევდნენ და მოიწევენ; რამეთუ ის, ვინც ბუნებასთან მშვიდობიან ურთიეროობას დაარღვევს, უცილობლად არღვევს აგრეთვე კეთილ დამოკიდებულებას ღმერთთან.
ყველგან დისტანცია დაიცავი, სული კი ღმერთს მიუახლოვე.
თუ ცეცხლში წყალს ჩაასხამ, არც ცეცხლი გექნება და არც წყალი.
თუ სხვისას მოისურვებ და შენსას შეიძულებ, ერთსაც დაკარგავ და მეორესაც.
თუ მიეახლები მოსამსახურეს, როგორც ცოლს, არც ცოლი გეყოლება და არც მოსამსახურე.
თუ ხშირად სვამ სხვისი ჯანმრთელობის სადღეგრძელოს, საკუთარს დაკარგავ.
თუ გამუდმებით ითვლი სხვის ფულს, სულ უფრო ნაკლები გექნება საკუთარი.
თუ გამუდმებით ითვლი სხვის ცოდვებს, საკუთარს განამრავლებ.
თუ მელიის მადევარი მას დაეწევი, მამალს დაიბრუნებ; თუ დათვის მადევარი მას დაეწევი, ვერც მამალს დაიბრუნებ და თავსაც დაიღუპავ.
ბევრს ეჩვენება, რომ სხვა ადგილას რომ იყვნენ, უკეთესები იქნებოდნენ.
მდიდრებს ეჩვენებათ, რომ სათნოებას ხელს უშლის სიმდიდრე, ღარიბს - სიღარიბე, მეცნიერს - სიბრძნე, უმეცარს - უცოდინრობა, ავადმყოფს - ავადმყოფობა, მოხუცს - მოხუცებულობა და ახალგაზრდას - ახალგაზრდობა.
ეს მხოლოდ თავის მოტყუება და საკუთარი სულიერი დამარცხების აღიარებაა. წარმოიდგინეთ, რომ ცუდი მეომარი თავს იმართლებდეს: ამ ადგილას მე დავმარცხდები, სხვაგან გამიშვით და მამაცი ვიქნები! ნამდვილი მეომარი ყოველთვის ვაჟკაცურია, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებს იგი თუ ომში დაეცემა.
წმიდა მეფე ლაზარეს ბრძოლის ველი რომ დაეტოვებინა, დამარცხებულად ჩაითვლებოდა; მაგრამ ცოცხლად დარჩენილი ბოლომდე მტკიცედ იდგა და გაიმარჯვა.
ადამმა სამოთხეში რწმენა დაკარგა, იობმა წყლულებაში განიმტკიცა რწმენა. ილია წინასწარმეტყველს არცერთხელ არ უთქვამს: შიმშილი ღვთის მორჩილებაში ხელს მიშლის! მეფე დავითი არ ამბობდა, სამეფო გვირგვინი ჩემს მორჩილებას ხელს უშლისო.
რწმენა სიყვარულის საფუძველია. განუწყვყტლივ შეინარჩუნე იგი, შეინარჩუნე სიყვარულის თესლი, რომელიც თავის თავში რწმენას ატარებს, რათა იგი გაიზარდოს და სიხარულის მოტანა შეძლოს; რამეთუ რწმენა თავისთავად, სიყვარულის გარეშე გაყინულია და უსიხარულო.
მაგრამ თუ შენში სიყვარული გაცივდება, სიხარულის ნაყოფს ვერ მოიტანს, გადაარჩინე რწმენა და ელოდე.
ნებისმიერ ფასად გადაარჩინე რწმენა; და ელოდე, ელოდე, სანამ მისგან სიყვარული არ ამოიზრდება. სიყვარულის დაკარგვით ხის ნაყოფს დაკარგავ; რწმენის დაკარგვით კი თვითონ ხეს დაღუპავ.
თუ შიმშილობის წელი დადგება და ყანა მოსავალს არ მოიტანს, მოთმინების მქონე პატრონი მას ორმაგი გულმოდგინებით დაამუშავებს. მეზობლები ეუბნებიან, გაყიდეო იგი. ის კი დუმს და მუშაობს. თუ შემდეგ წელს ყანა მოსავალს კვლავ არ მოიტანს, იგი გულმოდგინებას ზრდის. მეზობლები კვლავ ურჩევენ მის გაყიდვას. ის დუმს და მუშაობს. და როდესაც მესამე წელს ყანას მოსავალი მოაქვს, ის სამმაგად ხარობს. მაშინ მეზობლები დუმილს ამჯობინებენ, ის კი ხარობს. ყანა რომ გაეყიდა, რა უნდა გახარებოდა?
ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა „სიყვარული“, რათა მათ ასე დაერქმიათ მისადმი დამოკიდებულებისათვის.
როდესაც ადამიანები ბოროტად იყენებენ ამ სიტყვას და მას თავიანთ მიწიერ დამოკიდებულებას არქმევენ, მაშინ იგი კარგავს თავის აზრს.
სიტყვები თავიანთ წმიდა და ღვთაებრივ ძალას კარგავენ და თითქოსდა კვდებიან; ისევე, როგორც ჩრდილოეთში გადარგული სამხრეთული ხე ჭკნება და კვდება.
როდესაც ადამიანები ხარბად წარსტაცებენ ბუნებას ოქროს, ის მათ ოქროს ნაცვლად შხამს აძლევს.
როდესაც ადამიანები ხარბად გამოსწოვენ ბუნებას ცოდნას, იგი მათ ჭეშმარიტი ცოდნის ნაცვლად ფერად ჩხრიალებს აძლევს.
როდესაც ადამიანები მოკრძალებით, ღვთისა და შემოქმედის სახელით ითხოვენ მათთვის აუცილებელს, ბუნება აძლევს მათ ყველაფერს, რაც ესაჭიროებათ.
გონიერი დედა აძლევს ბავშვს ყველაფერს სასარგებლოს, რასაც იგი სთხოვს; თუ იგი მოითხოვს რაიმეს დაჟინებითა და ახირებით, უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო, დედა მას მოთხოვნის სანაცვლოდ უსარგებლო სამშვენისებს აძლევს.
ასევე იქცევა ღვთის სიბრძნეც ადამიანთა მიმართ.
ისტორიის მთავარი არსი ადამიანების ღმერთთან დამოკიდებულების განსაზღვრაა. ყველა დანარჩენი მხოლოდ მთავარის ეპიზოდი და ფრაგმენტია.
ისტორიული პერიოდები თითქოს ადამიანისა და ღვთის ურთიერთობის მოქცევასა და მიქცევას გამოხატავენ. მოქცევის დროს დიდი მხატვრები ღვთაებრივ შთაგონებას ღმერთში პოულობდნენ, მიქცევის დროს კი - ბუნებაში. ამას შეიძლება ეწოდოს „ხელოვნება პირველი ხელიდან“ და „ხელოვნება მეორე ხელიდან“, შესაბამისი მითითებით პირველსა და მეორეზე. პირველი უფრო მამაცური და დრამატულია, მეორე კი - ქალური და ლირიული. ისევე, როგორც მამის არყოფნის დროს სტუმრებს დედა ღებულობს და ართობს მათ იმის მოთხრობით, რაც მამისაგან შეიტყო.
თითოეული მიქცევა, ანუ ღვთაებრივით აღფრთოეანების ბუნების აღფრთოვანებით შეცვლა, თან გაიყოლებს ბავშვობაში დაბრუნებასაც. მოქცევა სულიერი სიჯანსაღეა, მიქცევა კი - სულიერი სენი. ბუნებრივია, რომ ზრდასრული ადამიანი ბუნების მომხიბვლელობით აღვსილი, მიისწრაფვის ამაღლებულისაკენ, ბუნებაზე აღმატებულისაკენ, ზეციური სასუფევლისაკენ.
გავიხსენოთ 12 წლის იესოს შემთხვევა: როდესაც დედამ იგი ხანგრძლივი ძებნის შემდეგ იპოვნა, მაცხოვარმა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ჰკითხა: „რატომ მეძებდით? განა არ იცით, რომ ჩემი მამის სახლში უნდა ვიყო?“
მდუმარებისაკენ მიისწრაფოდა ყველა დიდი სული, რამეთუ ღრმად შეიგრძნობდნენ ხალხური სიბრძნის ჭეშმარიტებას: „დუმილი ოქროა“. ყოველ დაფიქრებულ ადამიანს გამოუცდია და იცის, რომ ის არის არა ის, რასაც იგი საკუთარ თავზე ამბობს, არამედ ის, რაც უთქმელი რჩება. არა ის, რაზეც შეგნებულად დუმილს ამჯობინებენ, არამედ ის, რისი გამოთქმაც შეუძლებელია.
ჩვენი საუბარი ადამიანებთან წვრილი ფულია, რომლითაც თავს გამოვისყიდით, მაშინ, როდესაც მსხვილი ჩვენთან რჩება. ანდა ასე: ადამიანებს შორის ყოფნისას ჩვენ ნიღაბს ვიცვლით, მაშინ, როდესაც ჭეშმარიტი სულიერი პორტრეტი დაფარული რჩება.
მდუმარეა ყველა დიდი სტიქია, ყველაზე მეტად მდუმარე კი ღმერთია, მხოლოდ პატარა ქმნილებები არიან მრავალმეტყველნი. და განა გასაკვირია, რომ დიადი სულები სდუმან?
ევა და მარიამი ჭეშმარიტად გამოხატავენ ჩვენს ხორციელსა და სულიერ სიბრძნეს.
ევამ იმაზე მეტი მოისურვა, ვიდრე ქმარსა და უფალს მისი ზიანის გარეშე შეეძლოთ მიეცათ. იგი უფსკრულში გადაეშვა ეშმაკთან ერთად და თან გაიყოლა მთელი სამოთხე. ეს უფსკრული ისტორიაა. ამ ვნებათა ბობოქარ
უფსკრულში როგორც სარეველა, აღმოიზარდა ხე კეთილისა და ბოროტის ცნობისა. მარიამმა თავისი სული ისტორიაზე აღამაღლა და სულიწმიდით შემოსა იგი.
ევას მიერ ეშმაკისათვის დაჯერებას მოჰყვა ის, რომ მისი სიყრმის შვილი მკვლელი გახდა. ქალწულ მარიამის სულიწმიდასთან წინდობის შემდგომ წმიდა გახდა მისი ძე - ღმერთკაცი.
ევამ ცხოვრების ბორბალი ქვემოთ დაატრიალა, მარიამმა კი ზემოთ მიმართა იგი.
ევასა და მარიამის დრამა ჩემთვის და შენთვის, ჩემო მეგობარო, არცთუ მნიშვნელოვანი იქნებოღა, ის რომ მთელი თავისი სიცხადით არ გვიჩვენებდეს ჩვენი საკუთრი სულის დრამას - სულისა და სხეულის ურთიერთდაპირისპირებას.
ნუ ჩაიწერ შენს კეთილ საქმეებს: თუ ჩაიწერ, ჩანაწერი სწრაფად წაიშლება;
თუ დაივიწყებ, ისინი მარადიულობაში ჩაიწერება;
ნუ ჩაიწერ მოყვასის ცოდვებს: თუ ჩაიწერ, მათგან ნახევარი შენ დაგაწვება. დაივიწყე ისინი და უფალი დაივიწყებს შენს შეცოდებებს.
აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს საკუთარი ჩრდილის დანახვაში დაეხმაროს.
აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს იმ სულიერი ჭრილობების გახსნაში, რომელსაც ჯანმრთელობის საფარველით ფარავს.
აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაეხმაროს საკუთარი უძლურების დანახვაში, რომელსაც იგი ძლიერების ნიღბით ფარავს.
აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანს დაანახვოს საკუთარი სულის არარაობა და ბოროტება, რომელსაც იგი ოსტატურად ფარავს კეთილსურნელებით.
აღსარება - ეკლესიის მოთხოვნაა, რათა ადამიანმა, რომელიც საკუთარ თავს ბრწყინვალე რაინდად წარმოიდგენს, დაინახოს ის არარაობა, რომლითაც იგი ღვთის პირისპირ წარსდგება.
არავინ მიდის ექიმთან იმისათვის, რომ საკუთარი ჯანმრთვლობით იტრაბახოს, არამედ იმისათვის, რომ თავისი წყლულები აჩვენოს მას.
არავინ მიდის მოძღვართან იმისათვის, რათა საკუთარი სიმართლით თავი მოაწონოს მას, არამედ იმისათვის, რომ თავისი სიმართლის სახიფათო ბზარი უჩვენოს.
ადამიანი, რომელიც სამკურნალოდ მიდის, სიამაყეს საავადმყოფოს კარებში ტოვებს; ადამიანი, რომელიც აღსარებაზე მიდის, ამპარტავნებას ეკლესიის კარებში ტოვებს. ბედნიერია ის, ვინც უკან დაბრუნებისას მას დაივიწყებს. ღმერთმა ინებოს, რომ იგი ტაძრიდან გამოსვლის დროს სიამაყის ყავარჯნის ნაცვლად თავმდაბლობის ყავარჯენს ეყრდნობოდეს.
რაც შეიძლება, სწრაფად დაივიწყე საკუთარი დამსახურებისა და ღვაწლის შესახებ. გრცხვენოდეს, თუკი ფუტკარი და ჭიაჭველა გაჯობებენ ამაში. საკუთარი დამსახურებებისათვის სიამაყის შედეგი ბოროტება, ჩხუბი და ადამიანთა შორის მტრობაა, რასაც აუცილებლად მოსდევს გრძნობა იმისა, რომ საჭირო არ ხარ, და სასოწარკვეთილება. გინახავს ოდესმე ფუტკარი და ჭიანჭველა სასოწარკვეთილებაში? მართლაც, სამარცხვინოა, თუკი ისინი ადამიანებზე უკეთ აღასრულებენ ქრისტეს მცნებას: „ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქვენდა, თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უხმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ“ (ლუკა 17,10).
ვისთვისაც მცირე სიკეთე საკმარისი არაა, მას მეტი სიკეთის სწამს და ეძიებს კიდეც მას.
ვისთვისაც დიდი სიკეთე საკმარისი არაა, მას უდიდესი სიკეთის სწამს და ეძიებს კიდეც მას.
ვისთვისაც არც ესაა საკმარისი, მას სიკეთის არ სწამს და არც ეძიებს მას.
ვისთვისაც უმცირესი მორალი საკმარისი არაა, მას უმაღლესის სწამს და ეძიებს მას.
ვისთვისაც ესეც არაა საკმარისი, უფრო ამაღლებულ მორალს ეძიებს.
ვისთვისაც უმაღლესი მორალი საკმარისი არაა, იგი არანაირს არ ეძიებს.
ვისთვისაც ჭეშმარიტების ნათელი სახე საკმარისი არაა, იგი დიდი სინათლისაკენ მიისწრაფვის.
ვისთვისაც დიდი ნათელი საკმარისი არაა, კიდევ უფრო დიდს ეძიებს.
ვისაც ჭეშმარიტების უნათლესი სახე ეცოტავება, მას არ სწამს ჭეშმარიტების და არც ეძიებს მას.
ამით აიხსნება ის, რომ მათ შორის, ვინც ქრისტიანობა მიიღო, ზოგჯერ უზნეო და უღმერთო ადამიანი მეტია, ვიდრე არაქრისტიანთა შორის, რომლესაც არ დაუკარგავთ ყოველივე იმიტომ, რომ არ გააჩნდათ იგი.
რაც უფრო სულიერია ადამიანი, მით მეტად ეშინია ცოდვისა; ისევე, როგორც უფსკრულის პირას გამოფხიზლებულ მთვარეულს მის წინაშე საშინელი შიში იპყრობს.
მართლაც, ცოდვილები მორალური მთვარეულები არიან.
ვაი მთვარეულს, რომელიც მეტისმეტად გვიან გამოფხიზლდება, როდესაც ფეხები უკვე უსხლტება ღრმა უფსკრულის პირას; რამეთუ გამოფხიზლება მხოლოდ დაამოწმებს მის ვარდნას უფსკრულში.
მოვალეობის მორალი - მსახურისა და მონის მორალია. სიყვარულის მორალი ადამიანის მორალია. სიტყვა „მოვალეობა“ სიყვარულისთვის შეურაცხმყოფელია; სიყვარული არაფერში ვალდებული არ არის. სიყვარული ყველაფერს გაიღებს. მოვალეობის არცოდნა სიყვარულის ერთადერთი უცოდინრობაა. სიყვარული სჩუქნის, მოვალეობა კა ავალდებულებს. სიყვარული თავისი არსით მთელ სამყაროს სწვდება, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი უგუნური და განუსჯელია. მოვალეობა თავისი არსით მოვლენებითა და საგნებით შემოსაზღვრულია, ამიტომ გვეჩვენება, რომ რომ იგი გონივრულია.
სიყვარულის საქმეები დროის საზღვარს სცილდება, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი პასიურია. მოვალეობის საქმეები შემოსაზღვრულია მოვლენებითა და სიტუაციებით, ამიტომ გვეჩვენება, რომ იგი შემოქმედებითია.
სიყვარული კეთილისა და ბოროტის გარჩევაზე მაღლა დგას. მოვალეობა დაუცხრომელი გამორჩევაა სიკეთისა და ბოროტებისა.
ღრუბლებიდან ჩამოუღვრელი წვიმა ჯერ კიდევ არაა სუფთა და ჭუჭყიან წყლებად დაყოფილი. მხოლოდ მდინარესა და ნაკადულებში ჩადენილი წვეთები გადაიქცევიან სუფთა და ჭუჭყიან წყლებად. ასევეა სიყვარულიც, დაცემის შემდეგ ყველაფერს სიკეთედ და ბოროტებად ყოფს და ყველაფერს მოვალეობის საზომით აფასებს.
ცოდვა სიყვარულს გამოდევნის მშობლიური სახლიდან და მოვალეობა უცხო სახლში მიაქვს.
ნუ იდარდებ, რომ უფალმა შენზე აეადმყოფობა დაუშვა. გაიხსენე რომ მან უფრო მძიმე ავადმყოფობანი დაუშვა შენზე უკეთეს ადამიანებზე.
წარმოიდგინე მჭედლის მიერ მივიწყებული რკინის ნაჭერი. რომელიც წლების განმავლობაში სამჭედლოს კუთხეში დგას. ბოლოს და ბოლოს, რკინა მოსთხოვს მჭედელს, რომ იგი გამოიყენოს. მაშინ მჭედელი სწრაფად აიღებს და ცეცხლში ჩააგდებს მას; როდესაც იგი გალღვება, გრდემლზე დადებს. განა რკინა იდარდებს?
ასევე შენი ავადმყოფობაც სასიხარულოა და არა სამწუხარო. შენ ხომ ლოცულობდი, რომ ღმერთმა უკეთესი გაგხადოს? და აი, მან, როგორც მჭედელმა რკინას, ხელი მოგკიდა დასამუშავებლად და დაიწყო შენი გამოწრთობა და გამოჭედვა. უფალმა შენი დამუშავება დაიწყო! გიხაროდეს, მჭედლის მიერ დავიწყებულო დაჟანგებულო რკინავ!
ურჩობის ცოდვა იმდენად მძიმეა უფლის წინაშე, რომ ადამი მარტოობაში მის შედეგებს ვერ გადაიტანდა და მის სიმძიმეს ვერ გაუძლებდა. უმორჩილებლობის საშინელმა სულმა კარგად იცოდა ამის შესახებ და ამიტომ უბიძგა პირველ ადამიანს ცოდვისაკენ, რომელსაც მეყსეულად მარადიული სიკვდილისაკენ მივყავართ, მაგრამ ბრძენმა შემოქმედმა ურჩობის სულზე მეტი იცოდა. მან გადაწყვიტა, ადამიანთა მოდგმა გაემრავლებინა, რათა მათ შესძლებოდათ, ერთმანეთში გაენაწილებინათ ჩადენილი ცოდვის სიმძიმე; მარადიული სიკვდილი მან დროებითით შეცვალა, - დამცირება კი - სამყაროში სიმართლისა და ბნელეთის არსებობით.
პირველი ადამიანი დიდ, სუფთა სარკეს ჰგავდა, რომელშიც მხოლოდ ღმერთი აისახებოდა. ურჩობის დემონს კი სურდა, მასში თვითონ ასახულიყო, მაგრამ ვერ შეძლო. მაშინ მან გადაწყვიტა, ეს სარკე თავისი შავი, ხშირი ლაქებით დაესვარა, მაგრამ ამ დროს სარკე გატყდა და დემონს საქმე მოემატა, რადგან ადამიანთა მოდგმის გამრავლებით სარკე სულ უფრო და უფრო წვრილ ნაწილებად იმტვრეოდა; დემონი კი მათ შორის აქეთ-იქით აწყდებოდა და უფრო მეტად იღლებოდა. სარკე დღესაც განაგრძობს მსხვრეეას მილიარდობით ნაწილებად, დემონი კი თითოეულ ნაწილს თავისი ჯოჯოხეთური ლაქებით დასდევს. სარკე კი მსხვრევას განაგრძობს იქამდე, სანამ ამ სამყაროს ტრაგედია არ დასრულდება, მანამდე, სანამ ურჩობა საბოლოოდ არ დამარცხდება; მაშინ იგი თავისი პირვანდელი ბრწყინვალებით აღდგება.
ერთხელ, როდესაც დემონი გამარჯვებას ზეიმობდა და ფიქრობდა, რომ სარკე მტვრითაა დაფარული და მისი სამუშაო დამთავრდა, ღმერთმა კვლავ უბოძა სამყაროს სარკე თავისი სრულყოფილი სახით - თავისი ძის, იესო ქრისტეს სახით ამ მოულოდნელობამ დემონი სასოწარკვეთილებაში ჩააგდო და უკანასკნელი ბოროტი თავდასხმისაკენ უბიძგა. მაგრამ მისი დღეები დათვლილია, დასასრული ახლოსაა. ეს უკვე ფილოსოფიას არ ჰგავს, ასე არაა? ეს თვითონ ცხოვრებაა, და ეს საკმარისია.
თითოეული ახალშობილი თავისთავად ღვთის ახალ სახებას წარმოადგენს, რომელიც სულ ოდნავაა დასვრილი ურჩობის ცოდვით. ეს პატარა ჩრდილი მის სულზე სხვადასხვა ცუდი მიდრეკილებებია; რამეთუ ღვთის ურჩობის ცოდვა სხვა ცოდვებით, ცუდი ჩვევებით, მანკიერებებითა და ვნებებით გამოიხატება. ეს მცირე ჩრდილი ახალშობილის სულზე გარკვეული მიდრეკილებაა ბოროტებისაკენ. რამდენადაც ამ მიდრეკილებათა რაოდენობა უამრავია, ამდენად მრავალრიცხოვანი და დრამატულია ადამიანის ცხოვრებისეული სიტუაციები.
მაგრამ ღმერთი მოწყალეა თითოეული ადამიანის მიმართ. იცის რა თითოეული სულის სენი, იგი მას ისეთ მდგომარეობაში აყენებს, რომელშიც მალე განიკურნებოდა, ხოლო ჩრდილი, რომელიც მას ფარავს, ნათლით შეიცვლებოდა.
თუ ეს ამპარტავნების ცოდვაა, უფალი ახალშობილ სულს ისეთ მოკრძალებულ ცხოვრებისეულ მდგომარეობას მიუსადაგებს, რომელშიც იგი თავმდაბლობას ისწავლიდა და დამღუპველი სიამაყისაგან განიკურნებოდა.
თუ ეს ჩრდილი ვერცხლისმოყვარეობაა, მაშინ ღმერთი მას ისეთ მდგომარეობაში ჩააყენებს, რომ იგი ადვილად მიიტანს საკუთარ თავს მსხვერპლად სხვათა კეთილდღეობისათვის, იქნება ეს დიდი ოჯახი, საზოგადოება თუ
სამშობლო.
თუ სული სასოწარკვეთილებისკენაა მიდრეკილი, მაშინ უფალი მას ყველაზე დაძაბული სამუშაოს ცენტრში აღმოაჩენს, სადაც მას არ ექნება იმის დრო, რომ თავის ვნებებს მიეცეს.
სული, რომელიც დაავადებულია ხორციელი ვნების ცოდვით, აღმოჩნდება იქ, სადაც მას არ ექნება შესაძლებლობა, განავითაროს თავისი ნაკლოვანება.
აი, რატომ გვეჩვენება ხშირად, რომ ყველა თითქოს თავის ადგილას არ იმყოფება, რომ ვაჭარი ხშირად პოლიციელს ჰგავს, პოლიციელი კი - ვაჭარს; ბერი წააგავს ოფიცერს, ოფიცერი კი - ბერს, მსახური - მეფეს და პირიქით.
მაგრამ იმ მდგომარეობის მიუხედავად, რომელშიც ღმერთი სულს აყენებს, იგი ფხიზლად, დაუღალავად ადევნებს თვალყურს თითოეულს, ვინც მზადაა წმიდა მადლმოსილ საიდუმლოებებთან დახმარებისათვის მისასვლელად. რაც უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება ადამიანი, მით უფრო მეტის მომცველია ღვთის მადლმოსილი დახმარება.
როდესაც ადამიანები გამოხატავენ უკმაყოფილებას იმ მდგომარეობით, რომელშიც ისინი ღმერთმა ჩააყენა, ამით ადამის ცოდვას - ურჩობას იმეორებენ. მაშინ ვნება, რომლისაკენ მიდრეკილებითაც არიან ისინი შობილნი, ბობოქრად იზრდება და მოიცავს აღამიანს. იმ ზომით, რომლითაც იზრდება ადამიანური ვნება, იგი ზრდის ამავე ვნების განხორციელებას ბუნებაში - კატაში, ძაღლში, მგელში, მელიაში... თუ ვნება მთლიანად მოიცავს ადამიანს, მისი სახება ბუნებაში გადადის.
ამას იმიტომ როდი გეუბნები, რომ უბრალოდ, იცოდე, არამედ იმისათვის, რომ გამოსცადო საკუთარი თავი და აღმოაჩინო შენში ვნება, რომელშიც შობილი ხარ, იმისათვის, რომ შეიმეცნო, როგორ და რა ზომით მიეცი მას შენი დაუფლების საშუალება. რამეთუ, როდესაც უკანასკნელი ჟამი დაჰკრავს და სხეულის ნიღბით შეფარული სული გაშიშვლდება, მაშინ იგი წარმოჩინდება იმ მხეცის სახით, რომელიც საკუთარ თავში აღზარდე.
ადამიანს სძულს ის, ვის წინაშეც იგი შემცოდეა; თავიდან ეშინია, შემდეგ კი სძულს. როდესაც ადამიანი თავისი მეგობრის წინაშე შესცოდავს, მის წინაშე განიცდის შიშს, რომელიც შემდგომ სიძულვილში გადაიზრდება; სიძულვილი კი აბრმავებს.
ადამიანს ეშინია იმისი, ვინც მისი ცოდვები უწყის, შიშს კი სიძულვილი მოსდევს.
როდესაც ადამიანმა იცის, რომ მისი ცოდვა ვინმესთვის ცნობილია, მისი სული შიშით ევსება, რომელიც მალე სიძულვილში გადაიზრდება; სიძულვილი კი აბრმავებს.
იგივე ხდება იმ ადამიანის სულში, რომელმაც იცის თავისი ცოდვა ღვთის წინაშე, იცის ისიც, რომ ღვთისთვის ის ცნობილია. მაშინ ადამიანის სულს იპყრობს ღვთის შიში, რომელიც სიძულვილში გადაიზრდება; ამისგან კი ადამიანის სული ბრმავდება.
ადამიანის მიმართ სიძულვილით გამსჭვალული კაცი მკვლელობას ჩაიფიქრებს. რამდენადაც ღვთის მოკვლა შეუძლებელია, მისდამი სიძულვილით დაბრმავებული ადამიანი მკვლელობის მაგივრად იმასღა მოიფიქრებს, რომ თავს მის თანასწორად თვლის - უარყოფს ღმერთს, რაც ფაქტიურად, თვითმკვლელობის ტოლფასია.
კარგი იქნება, თუ ყველა შენს სათნოებას უზარმაზარი სანთელივით დაანთებ მაგრამ, ამასთან ერთად, თუ საკუთარ თავში დიდებისმოყვარეობას ვერ დაამარცხებ, იგი ქარიშხალივით ჩააქრობს ყველა შენს სანთელს. შენ კვლავ აანთებ მათ, მაგრამ ქარი ხელახლა დაუბერავს. ამიტომ თავდაპირველად ქარი უნდა შეაჩერო.
კალენდრის დასაწყისი
ყოველდღიურად შეცოდება და მონანიება ნიშნავს იმას, რომ ერთსა და იმავე ადგილას იტკეპნებოდე, იმის ნაცვლად, რომ წინ მიდიოდე. სანამ სინანული შენს ცოდვას არ გადასძალავს და ცოდვა არ შემცირდება, ჩვენი ყოფა აღსავსე იქნება ერთი და იმავე კოშკის აშენებითა და ნგრევით.
უნდა იშრომო, რათა ერთხელაც შეინარჩუნო თუნდაც რაღაც დაუნგრეველი გუშინდელი დღიდან. ეს შენი ცხოვრების პირველი დღე იქნება.
ყოველნაირად ეცადე ადამიანთა მიმართ ბოროტებისაგან სული განიწმიდო. რამეთუ თუკი ადამიანების მიმართ ბოროტებას დაიგროვებ, იგროვებ მხამს, რომელიც ადრე თუ გვიან შენში ადამიანს მოკლავს.
მთელი ძალისხმევით აღზარდე საკუთარ თავში სიკეთე ადამიანების მიმართ, მეტად დატანე ძალა შენს გამშრალ სულს და წყლის წვეთებივით ყოველთვის გამოადენ სიკეთეს, მტრების გამართლებას, ეს კი ნიშნვს, რომ სიკეთით მათზე სულიერად გაიმარჯვებ.
ნუ დაუშვებ, რომ მზე შენზე კეთილშობილი იყოს, რამეთუ იგი ათბობს ბოროტთაც და კეთილთაც; რატომ შენ არ შეგიძლია სიკეთით გაათბო კეთილნიც და ბოროტნიც?
ნუ დაუშვებ, რომ წყალი შენზე სასარგებლო იყოს, თუკი იგი არწყულებს წმიდათაც და არაწმიდათაც, რატომ არ გიხარია, როდესაც დახმარებისათვის მოგმართავენ ასეთნიც და ისეთნიც? განა წყალი მხოლოდ ხარს მისცემს წყალს და სახედარს - არა?
ნუ დაუშვებ, რომ მიწა შენზე მომთმენი იყოს, როდესაც გლეხი მას ხნავს ანდა გზას ასწორებს. იყავი მასავით მომთმენი, რამეთუ შენთვის უდიდესი ჯილდოა გამზადებული.
ნუ დაუშვებ, რომ ცა შენს სულზე მეტად ბრწყინავდეს; რამეთუ შენში არის ის, ვინც ეს ცა შექმნა და ვისაც მისი მოსპობა ძალუძს. ასე რომ, ძმაო ჩემო, შენ ძე ხარ, ცა კი - ქმნილება!
ღვთის სიყვარული ადამიანის მიმართ აღემატება ადამიანის სიყვარულს უფლის მიმართ.
ვინ იცის, ეყვარებოდა ბავშვს დედა, რომ არ ეგრძნო მისი სიყვარული თავის მიმართ?
ასევე ადამიანსაც არ შეუძლია, აღანთოს თავის თავში ღვთისადმი სიყვარული მანამდე, სანამ არ იგრძნობს ღვთის დაუსრულებელ სიყვარულს საკუთარი თავის მიმართ.
სულიერი ადამიანისთვის ზეცაში არსებობს სამი სარკმელი: პირველში მორწმუნე გონება იყურება, მეორე სასოების მქონე გულისთვისაა, მესამე კი - მოსიყვარულე სულისათვის.
ის, ვინც მხოლოდ ერთ სარკმელში იყურება, მხოლოდ ზეცის მესამედს დაინახავს, ვინც ერთდროულად სამში იყურება, მისთვის მთელი ზეცაა გახსნილი.
წმიდა ბარბარემ სამი სარკმელი ამოაჭრევინა კოშკში (რომელშიც იგი წარმართმა მამამ დაამწყვდია), რათა ამით გამოეხატა თავისი რწმენა ყოვლადწმიდა სამების მიმართ.
ყოვლადწმიდა სამების ერთ მთლიანობაში აღსაქმელად ჩვენ უნდა შევიცნოთ საკუთარი თავი, როგორც სამება ერთობაში, რამეთუ მხოლოდ სამებას შეუძლია სამების შეცნობა.
ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის არის ბრძოლა სიკვდილთან და სიკვდილის უარყოფა. ჭეშმარიტი ლოცვა ყოველთვის სიცოცხლისთვის ბრძოლა და სიცოცხლის დამტკიცებაა.
როგორია ჭეშმარიტი ლოცვა? ის, რომელიც შენ სიკვდილზე ძლიერს გაგხდის, რომელიც სიკვდილის შიშსა და საშინელებაზე გაიმარჯვებს. თუკი ლოცვის შემდგომ საკუთარ თავში ჩაიხდავ და კვლავ წინანდელ სიკვდილის შიშს დაინახავ, იცოდე: შენი ლოცვა ჭეშმარიტი არ იყო. და თუ ლოცვის შემდეგ საკუთარ სულში სიკვდილის მიმართ გულგრილობას შეამჩნევ, იცოდე: შენი ლოცვა ჭეშმარიტი იყო. როდესაც ლოცვის შემდგომ იგრძნობ სურვილს, რაც შეიძლება, სწრაფად შეუერთდე ჭეშმარიტ ცხოვრებას, იცოდე: შენი ლოცვა ძლევამოსილი იყო. მაცხოვარმა ჯერ კიდევ ჯვარცმამდე დაამარცხა სიკვდილი, როდესაც გეთსიმანიის ბაღში ლოცულობდა.
გეთსიმანიის ლოცვა სინამდვილეში ერთადერთი სახეა სრულყოფილი ლოცვისა, რომელიც ოდესმე აღსრულებულა ადამიანთა მოდგმაში.
როგორიცაა მიწა გეოგრაფიულ რუკასთან შედარებით, ისეთივეა სამყაროს ქრისტიანული გაგება კაბინეტურ ფილოსოფისთან შედარებით. ეს სიმართლეა: ზოგჯერ რუკა მიწაზე უფრო ლამაზად გამოიყურება, მაგრამ რუკაზე ვერასოდეს ამოიზრდება თავთავი და ვერასოდეს ამოხეთქავს ანკარა ნაკადული.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, მართლაც არსებობს სულიერი სამყარო, რეალური და მარადიული სამყარო.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია.
ქრისტე აღღგა - მაშასადამე, სიკეთე ბოროტებაზე ძლიერია.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ქრისტიანთა სასოება გამართლებულია.
ქრისტე აღდგა - მაშასადამე, ყველა მიწიერი სიძნელეები დაძლეულია.
ყველა სიძნელე დაძლეულია, მთავარი და მტანჯველი საიდუმლოებანი გახსნილია, ბოროტებისა და ტანჯვის ბორკილები დამსხვრეულია, რამეთუ
ეს ჩემი ერთადერთი ჭეშმარიტი მონაპოვარია
რაში მარგებს ვრცელი სასახლეები მიწაზე, თუ ჩემი სხეული კუბოში მოთავსდება?
რად მინდა ამქვეყნიური სამყოფი, თუ ამით სული ვერ გაძღება, ვერ დაკმაყოფილდება?
ჩემს სხეულს სჭირდება სულ ცოტა იქიდან, რასაც სოფელი მთავაზობს. ჩემი სულის მოთხოვნილებები კი მსოფლიოს მთელ სიმდიდრეზე მეტია.
მიწაზე არსებული მთელი ოქრო-მარგალიტი გულზე რომ დავიკიდო, სასაცილო გავხდები, სიკვდილს კი თავიდან ვე ავიცილებ. მაშ, რაღასთვის ვიწვალებ სულს ფუჭი ამაოებით?!
წმ. ნიკოლოზ სერბი
კანონისტი,
თუ არ მიწყენ შევასწორებ: Свети Николаj српски.
მეუფე ნიკოლოზ ველიმიროვიჩს აქვს ძალიან საინტერესო ლექსების კრებული ПЕСМЕ МОЛИТВЕНЕ ანუ (სინქრ.) სალოცავი ლექსები (ქართულად იქნებ უკეთესად ჟღერდეს: ლოცვები ლექსად ). მე ძალიან მომწონს "ყველგან შენ გპოვებ" , ლამაზი ლექსია ძლიერ:
ВЛАДИКА НИКОЛАЈ
СВУДА ТЕБЕ НАХОДИМ
Куда год ходим, Тебе находим,
Куда год гледам, ја Тебе сретам.
Звезде су Твоје, ти их сотвори,
Свака о Теби тајно румори,
Руморе звезде сјајем у ноћи
О Твојој слави и Твојој моћи.
Исусе мој, све добро моје,
Небесне звезде песму Ти поје,
Нека Ти поје и срце моје.
Огњи и буре, ветри и кише,
Све на свој начин о Теби пише,
Ја њино писмо читам са страхом,
Читам са страхом и са уздахом.
На сваком писму Твоји су прсти,
Царски печати, злаћени крсти.
Исусе мој, све добро моје,
Свако створење песму Ти поје,
Нека Ти поје и срце моје.
Још читам судбу сваког човека
Све од почетка до краја века,
Судбе свих људи, судбе народа,
Што све отиче ка' бујна вода.
Нејасно читам, читам и сричем,
Ал' јасно срцем ка Теби кличем:
Исусе мој, све добро моје,
Народи Твоји песму Ти поје
Нека Ти поје и срце моје.
იქნებ არსებობს ქართული თარგმანი, თუ ვინმეს სურვილი ექნება "პროზად" გადავტარგმნი
წმინდა ნიკოლოზ სერბი
რამდენიმე ამონარიდი წმინდა მამა ნიკოლოზ სერბის საუბრების წიგნიდან:
მგლები ცხვრებს დასაბამიდან ჭამენ და გლიჯავენ, ცხვარს კი არასოდეს შეუჭმია მგელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ ქვეყნად დღეს უფრო მეტი ცხვარია ვიდრე მგელი.
***
როგორც სანთელი სანთელს ანთებს, ისე ენთება კეთილი საქმე ისევ კეთილისაგან.
***
გააკეთე კეთილი საქმე და ქვის ქვეშ დაფალი, მაინც ამოიდგამს ის ქვა ენას და შენს სიკეთეს არ დამალავს.
***
ვინც ეშმაკთან ერთად დიდ გზას გაივლის, სწორ (მართალ) გზაზე დაბრუნება გაუძნელდება .
***
ჭეშმარიტება არ არის დროზე დამოკიდებული.
***
როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ წარმატებების მწვერვალს მიაღწია, სწორედ მაშინ დგას ის დაღუპვის პირას.
***
ადამიანები, რომლებიც საკუთარ შინაგან სამყაროს ვერ ხედავენ, ისინი უფრო ნაკლებად ხედავენ საკუთარ თავს ამ სამყაროში.
***
ადამიანები,რომლებიც სხვის ტკივილს ვერ იზიარებენ, ისინი უფრო ნაკლებად გაიზიარებენ სხვის სიხარულს.
***
ნუ იჩქარებ საუბრისას, როდესაც სამ რამეზე ლაპარაკობ:
1.ღმერთზე, სანამ არ განმტკიცდები რწმენაში,
2. სხვის ცოდვებზე, სანამ შენსას არ გაიხსენებ,
3. ხვალინდელ დღეზე, სანამ არ იცისკროვნებს.
***
ნუ დასვრი იმას, ვინც დაბანას იწყებს,არამედ მიეხმარე დასუფთავებაში.
***
ვისაც საკუთარ თავში ხანძარი არ გასჩენია, ის თითის დაწვისას მოსთქვამს
აქ შეგიძლიათ მოისმინოთ წმინდა ნიკოლოზ სერბის ქადაგება , ანუ მისივე ხმა. სერბულ ენაზეა, მაგრამ შეიძლება თვით ხმის მოსმენის სურვილი გქონდეთ და ნახეთ:
http://rapidshare.com/files/65002213/Vladika_Nikolaj_Velimirovic_-_Beseda_o_kralju_Aleksnadru.mp3
ეს მეორე ლინკი კი არის ღირსი მამა იუსტინე პოპოვიჩის ქადაგება, თემას არ შეესატყვისება,მაგრამ ბარემ აქვე დავდებ ამ აუდიო ფაილსაც (მეტად ომახიანი ხმა აქვს):
http://rapidshare.com/files/65003482/Govor_Oca_Justina.mp3
საქართველოდან წამოვიღე ნიკოლოზ სერბის ''მისიონერული წერილები''.
ყველას გირჩევთ მის წაკითხვას.
ძალიან მარტივად აქვს პასუხები გაცემული მართლაც რომ ძალიან ბევრ საინტერესო კითხვაზე.
მივამატებ უფრო დეტალურად მამა ნიკოლოზის ტყვეობაში ყოფნის ამბავს:
1941 წელს მეუფე ნიკოლოზი გერმანელებმა ლუბოსტინის მონასტერში დააპატიმრეს, შემდეგში კი გადაიყვანეს პანჩევოს მახლობლად ვოილოვიცის მონასტერში, პატრიარქ გავრილო (გაბრიელ) დოჟიჩასთან ერთად . 1944 წლის 14 სექტემბერს კი გერმანელებმა მეუფე ნიკოლოზი და პატრიარქი გაბრიელი ვოილოვიციდან დახაუს საკონცენტრაციო ბანაკში გადააგზავნეს. იქ ისინი სარგებლობდნენ სხვებთან შედარებით კარგი პირობებით და პატივისცემით (Ehrenhäftling). დახაუში მათ 3 თვე დაჰყვეს, 1944 წლის დეკემბერში კი გერმანელებმა ისინი გაათავისუფლეს (და არა მოკავშირეებმა!) ,გენერალ მილან ნედიჩისა და გერმანელი გენერლის ჰერმან ნოიბახერის ერთად მამა ნიკოლოზი და პატრიარქი გაბრიელი სლოვენიაში გაემგზავრნენ. პატრიარქი სლოვენიიდან სამშობლოში დაბრუნდა, მამა ნიკოლოზი კი ჯერ ავსტრიაში გაჩერდა, შემდეგ კი ამერიკაში გადასახლდა.
ნიკოლოზ ველიმიროვიჩი, 1945 წლის 11 თებერვალი, ვენა :
უფალო ღმერთო, შემოქმედო და ყოვლისმპყრობელო, რომელმაც სიყვარულისგან შექმენი ხილული თუ უხილავი სამყარო, რომელსაც შენი ძლიერი ხელით გიპყრია ყოველივე, შენ შეგთხოვთ დღეს : შეისმინე ჩვენი, შეგვიწყალე და გვიხსენი. ჩვენ ახლა არამხოლოდ ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის შეგთხოვთ უფალო, არამედ ყველა ხალხებისათვის, რომელსაც იტევს ეს შავი მიწა, განსაკუთრებით კი მონათლულთათვის, რომელთათვისაც
ბევრი უკანონობის გამო ჩამქრალა სიყვარულის ცეცხლი და გაღვივებულა სიძულვილის ალი. გევედრებით ყოვლისშემძლე შემოქმედო და მამავ ჩვენო: ჩაგვიქრე სიძულვილის ხანძარი და შენს სამწყოსს გულებში სიყვარულის ცეცხლი აგვინთე .
მუდმივი ჭეშმარიტების და მუდმივი სიყვარულის ღმერთო ჩვენო, რომელმაც შენი ჯვართცმული და აღმსდგარი ძის სახით გაგვიცხადე და მოწმე გაგვხადე შენი ჭეშმარიტების, სამართლიანად დაგვსაჯე დღეს ჩვენ ,ადამიანთა მოდგმა ,უფალო , რომლებთაგანაც ბევრმა პირი იბრუნა მატყუარა ღმერთებისაკენ, რომლებმაც შენი ხალხი სიცრუით სიცრუის, სიძულვილისა და ბოროტების უდაბნოში შეყარა. მხოლოდ შენ ერთს ძალგიძს ისევ შემოგვაბრუნო შენსკენ ღმერთო და სწორ გზაზე დაგვაყენო.
სინანულით შემოგტირებთ შენ : რაც შეიძლება მალე ჩააქრე სიძულვილის ხანძარი და შენი ხალხის გულებში სიყვარულის ალი აანთე. ქრისტე ძლიერო,
რომელმაც ჩაახშე ზღვის ბოროტი ღელვა, ასევე ჩაახშე ახლაც სიძულვილის
ქარიშხალი , რომელიც ყველას შენი და ჩვენი მთავარი მტრის გასახარად წალეკვით გვემუქრება. ისევე გაგვწმინდე ჩვენც ძალადობისა და გაუტანლობისაგან, როგორც კეთროვნები განწმინდე კეთრისაგან. ისევე როგორც შენ აუხილე თვალები ბრმათ, ასევე აგვიხილე ჩვენც ჩვენი სულიერი თვალები, რომ ადამიანმა ადამიანში ძმა დაინახოს და არა ბოროტმოქმედი.
შენ ხომ შენს მოციქულებს ანდერძად სიყვარული დაუტოვე, ასევე ჩვენც უფალო, სიყვარულის მეუფეო, შენი ხალხის გულებშიც გააჩაღე ღვთიური სიყვარული ერთმანეთის მიმართ!
გაამრავლე უფალო, სიყვარული მიწაზე. დაე სუფევდეს სიყვარული მიწაზეც ისევე, როგორც ცათა შინა. ჩვენ გავიყინეთ სიძულვილში - გაგვალხვე სიყვარულის მზით ღმერთო!
რამეთუ ვიცნოთ მიწაზე სიყვარული ამ ქვეყნად უდიდეს სინამდვილედ და ძალად, რამეთუ სიყვარული გვაძლევს ძალას, გვაწვდის ნუგეშს, მოაქვს გამარჯვება, სულებს და სხეულებს სისუსტეებისაგან გვინკურნავს და ამრავლევს ყოველ სიკეთეს, რასაც ადამიანი ისურვებს. სიყვარული ძლიერია სიკვდილზე და გადებული ხიდია ჯოჯოხეთზე გადასავლელი სამარადისო სიცოცხლისაკენ.
გევედრებით უფალო, შეისმინე ჩვენი ლოცვა, რომ არ ვიფიქროთ ბოროტებასა და შურისგებაზე.
მოგცევი უფალო მსგავსი სიყვარული , რომ შევძლოთ შენი დიდება. ამინ.
მეც მიყვარს წმიდა ნიკოლოზ სერბის გამონათქვამების კითხვა.მოვიტან მის ერთ-ერთ გამონათქვამს,მე მგონია საინტერესო იქნება ვისაც ჯერ არ წაუკითხავს ეს:
"არსებობს ხუთი ძირითადი იმპულსი,რომელიც ადამიანს ამოძრავებს:პირადი შემოსავალი,საკუთარი სიამოვნება,ოჯახური და ნათესაური კავშირები,სინდისი,მაცხოვნებე
ლი თანამყოფობა.
მეხუთე იმპულსი დაცვის უპირველესი საშუალებაა; თუ ადამიანი მას არ დააკავებს თავისთან,მეოთხეზე გადაინაცვლებს; თუ მასაც ვერ შეაკავებ, მესამეზე გადავა და ასე მიაღწევს პირველამდე. ასე ხდება ადამიანის დეგრადაცია,დეგრადაცია და დაღუპვა. სწორედ დაღუპვა, რამეთუ ადამიანს უკანასკნელი თავდაცვითი ხაზის დაკარგვაც შეუძლია. მაშინ მას უკვე აღარაფერი რჩება,გარდა ყველაფრის მიმართ უგუნური განურჩევლობისა,სასოწარკვეთი
ებისა და თვითმკვლელობისა.
წმიდა ნიკოლოზ სერბელი
წმინდა ნიკოლოზ სერბის მიერ შეგროვილი სერბული ხალხური სიბრძნე:
------------------------------------------------------------------------------------
ცხოვრების გზა სწორია, შენ გაქვს ფეხები გაღუნული.
დღეს ოქროში, ხვალ ჭაობში.
გამოცდილება მეორე ჭკუის ქონებას ნიშნავსო.
მადლიანი სიტყვა ფული არ ღირს.
მონაც კი თავისუფალია, თუკი ის კმაყოფილია.
სინდისის ქეჯნა ერთდროულად მბრალდებელიც და მოსამართლეცაა.
ვინც სწრაფად სჯის, ის სწრაფადვე ნანობს.
ვინც ბევრს ლაპარაკობს, მან ან ბევრი იცის ან ბევრს იტყუება.
ბრმას წინ სარკეს არ უდებენო.
გმირიც ის არის, ვინც მის ვნებებს თრგუნავს.
ვირი ვირია , თუნდაც ოქროს უნაგირი დაადგიო.
არ არსებობს ჭკუა, ღვინომ რომ ვერ მოერიოსო.
ნუ ივლი სულელებთან ერთად : როცა დაეცემიან, შენ წაგეჩხუბებიან და თუ შენ დაეცემი, დაგცინებენ.
მანტია მგელს ბატკნად ვერ აქცევსო.
ცეცხლი ცეხლით არ ქრება და ასევე ბოროტება ბოროტებით.
უსამართლობას თვით უსამართლობის ჩამდენნიც კი ვერ იტანებენო.
გაჭირვება დედაბერს ცეკვას ასწავლისო..
ბასრი დანა მწარედ ჭრის და ბასრი ენა კი უარესადაო.
პატიოსანი კაცი ნაკლებ დაპირებებს იძლევა და ბევრს აკეთებს.
საჩუქრების ამღები თავისუფლებას კარგავსო.
სიკეთითა და მოწყალებით ქვეყანას დაიპყრობ.
მდიდარი ფულით იცავს თავს და ღარიბი კი კბილებით.
მოხუცები უფრო შორს ხედავენო.
ეს ქვეყანა არ არის სამოთხე,მაგრამ არც ჯოჯოხეთია.
რითაც გულია სავსე, იგივეთი ენაც.
რაც გულიდან არ ამოდის, ის გულამდე არ მიდისო.
რასაც ფულით ვერ გადაიხდი , მადლობით გადაიხადეო.
რასაც გული ეწაფება, იგივეს თვალიცაო.
ხშირად მდუმარება ორჯერ მეტად შედეგიანი, ვიდრე შეპასუხებაო.
შეასრულე უფლის მცნებები და უფალი შეისმენს შენს ლოცვას.
წმინდა ნიკოლოზ სერბის სწავლებანი
მამაო ჩვენო
ქრისტიანო, როცა წარმოთქვამ ამ სიტყვებს : "მამაო ჩვენო", ამით შენ აღიარებ, რომ შენი ზეციერი მამა ამავე დროს მამაა შენი მოსამსახურის თუ უფროსის, ავადმყოფი მეზობლის თუ მდგმურის. შენ ხომ ძე ღვთისამ ასე დაგიტოვა სათქმელად : მამაო ჩვენო და არა მამაო ჩემო!
ორი აზრი და ორი გრძნობა. პიველი აზრია: უფლის მამობრიობა, მეორე აზრია : უფლის შვილთა ძმობა. პირველი გრძნობაა: შვილის სიყვარული მამის მიმართ, მეორე გრძნობაა: ძმური სიყვარული ძმათა მიმართ. ამ ორი ძირითადი და დიადი აზრისა და გრძნობისგან გამომდინარეობს მამისა და ძმათა მიმართ კეთილგანწყობილი დამოკიდებულება.
და შენ ქრისტიანო, თუ მუდამ გემახსოვრება ეს ორი ძირითადი აზრი და მუდამ დაიცავ შენს გულს, რომ ეს ორი გრძნობა მასში არ განელდეს, ყველა შენი საქმე იქნება კეთილი და სუფთა, როგორი კეთილისმომტანი და კამკამაც სუფთა და სწრაფი წყაროს წყალია. შენი მთელი სიცოცხლე იქნება როგორც ლექსი, რომელსაც სიკეთით გარითმავენ შენს ირგვლივ მყოფი შენი ძმები. მხოლოდ ასე იქნება ადამიანთა ურთიერთობა წარმოუდგენლად საუკუთესოდ მოწესრიგებული და ულამაზესი.
თუ შენ კითხულობ, მამაო ჩვენოს, და ღმერთზე არ ფიქრობ, როგორც მამაზე, თუ შენ შენს მეზობელს უყურებ როგორც უცხოს, ყველა შენი საქმე იქნება უკუღმა, შენი გზა დაემსგავსება კაენის გზას, შენი ცხოვრება იქნება ბინძური წყაროს ამღვრეული წყალი, შენი დასასრული კი ემგვანება იუდას დასასრულს.
და თუ შენ ქრისტიანად იწოდები, და არ კითხულობ მამაო ჩვენოს, მაშინ შენ ხარ უკომპასო მოგზაური ზღვაში და სიბნელეში, ქარიშხალში მდგომი პოლარული ვარსკვლავის გარეშე, სასოწარკვეთაში, დაკარგული შეგნებით - საიდან, რატომ და ვისთან მიემგზავრები.
(*გაგრძელება იქნება. დიდი მადლიერებით მივიღებ შენიშვნებს თარგმანის ირგვლივ)
სულის ჰიგიენა
ჰიგიენაში იგულისხმება მეცნიერება სხეულებრივი ჯანმრთელობისა და უფრო ნათლად რომ ვთქვათ, ავადმყოფობებისაგან სხეულის დაცვის შესახებ სწავლება. სხეულის ჰიგიენა სულის ჰიგიენის მსგავსია. რამდენადაც სული სხეულზე მნიშვნელოვანია, იმდენად მნიშვნელოვანია სულის ჰიგიენაც სხეულის ჰიგიენასთან შედარებით.
სხეულის ჰიგიენის დასაცავად აუცილებელია სამი რამ, რის გარეშეც სხეული ჯანმრთელობას ვერ შეინარჩუნებს, ესენია: სინათლე, წყალი და საკვები. ასევე სულის ჰიგიენისთისაც აუცილებელია სამი მთავარი რამ, რომელთა გარეშეც სული ჯანსაღი ვერ იქნება, ესენია: ღმერთი, ლოცვა და უფლის სიტყვა.
ღმერთი სულისთვის იგივეა, როგორც სინათლე სხეულისთვის.
ლოცვა სულისთვის იგივეა, როგორც ჰაერი სხეულისთვის.
ღვთის სიტყვა სულისთვის იგივეა, როგორც საკვები სხეულისთვის.
სულის სინათლე
ღმერთი სულის სინათლეა. რამდენადაც მეტად იმყოფება სული სინათლეში , მით უფრო ჯანმრთელია ის, მხიარული და ძლიერი. ღმერთი გონიერი სინათლეა, რომელიც ყველაფერს განმჭოლად ხედავს და უყურებს . ღმერთი ხედავს და უყურებს კაცთა აზრებს, სურვილებს, მიზნებს.
ღმერთი ხედავს ! როცა ადამიანს შეგნებული აქვს, რომ უფალი ხედავს, ის მაშინ ცუდ აზრებს, ცოდვიან სურვილებს თუ უსამართლო მისწრაფებებს ირცხვენს. ასე ვლინდება ადამიანში ღვთის შიში, რომელიც სულს წმინდავს. სიბრძნის დასაწყისი უფლის შიშია.
ღმერთი ხედავს. მისი ხედვა მზეზე გამჭოლია. მის ხედვას ვერაფერი დაემალება. და როგორ უნდა დაემალოს? ღმერთისგან დამალვა იგივეა ვით ხრწნა. სხეულის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად მედიცინის მასწავლებლები გვირჩევენ მზეზე ყოფნას, რათა გამხნევდეს სხეული და შხამისგან გათავისუფლდეს. მართლმადიდებლური სწავლება დასაბამიდან ურჩევს ხალხს გაუღონ ღმერთს სულის კარები, რათა დასხივდნენ უფლის სინათლით, რომელიც დაწვავს ყველაფერს ავადმყოფურს მასში , ყველაფერს რაც ბინძური და ცოდვიანია.
ღმერთი ხედავს. თუ შენ მიხვედრისთვის ჭკუა გაგაჩნია , გაიხსენე, რომ ღმერთი ხედავს!
ღმერთი ხედავს. თუ შენ გიხარია სხვისი უბედურება, თუ შენ არ ხარ მოწყალე ღარიბთა მიმართ, გაიხსენე, რომ ღმერთი ხედავს !
ღმერთი ხედავს. თუ შენ გამოგეცხადა ამპარტავნების ან ვერცხლთმოყვარეობის ვნება, იცოდე რომ ღმერთი ხედავს!
ღმერთი ხედავს. მუდამ იფიქრე ამაზე. რასაც გაიფიქრებ, რასაც ისურვებ ან რასაც მიზნად დაისახავ, გახსოვდეს, რომ ღმერთი ხედავს. ტყუილად ნუ ეცდები ამ ხედვას გაექცე, არამედ შენი სული გადაუშალე ამ მარადიულ ხედვას. ის მასში დასაბამიდან დაწვავს ყოველივე უსუფთაოს და ცოდვიანს.
ასე შეინარჩუნებს შენი სული ჯანმრთელობას. ის მუდამ იბანავებს ღმერთის სინათლის სხივებში. ის მუდამ იქნება თბილი უფლის სინათლის სითბოს წყალობით,ის მუდამ იქნება ნოყიერი ნიადაგი ყველანაირი უფლისმიერი თესლის დასათესად. უფლის მიერ დათესილი სული შენი კი არ შეშინდება ღმერთის ხედვისგან, არამედ იხარებს და მოძებნის მას, ისევე როგორც მზესუმზირა უცქერის და ეძებს მზეს.
სულის ჰაერი
ეს არის უფლის მიმართ ლოცვა. ისეთივე სიხშირით უნდა ვილოცოთ მის მიმართ, როგორაც ვსუნთქავთ. ასე სუნთქავდნენ ლოცვებით უწმინდესი და სრულყოფილი სულები. შენ კი , თუ ამ სრულყოფილებისგან შორს ხარ, იმეცადინე მაინც ლოცვის გახშირებაში.
უფალმა თავის მოსწავლეებს აღუთქვა , ელოცათ შეუწყვეტლად, და ისინიც მუდმივი ლოცვით სუნთქავდნენ.
სანამ ბავშვი დედის მუცელშია, ის ჰაერს არ სუნთქავს, როგორც კი დაიბადება, იწყებს სუნთქვას. სანამ ადამიანი ქრისტეს მიერ სულიერად არ დაიბადება, ის ვერ ისუნთქებს ლოცვით, ის ვერც კი გრძნობს ლოცვის აუცილებლობას. ლოცვის გარეშე სული ვერ იცოცხლებს, ისევე როგორც სხეული ჰაერის გარეშე.
ციფრთა ათეულში ცხრა ბოლო ციფრია, დედის მუცლის ბნელ წიაღში უსინათლოდ და სუნთქვის გარეშე გატარებული ცხრა თვე მიაგავს იმ ხალხის ცხოვრებას, რომლებიც მათ ცხოვრებას ღვთიური სინათლისა და ლოცვის გარეშე ატარებენ. რიცხვი ათი კი ნიშნავს ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების ბოლო ჟამს. ვინც სიცოცხლის დასასრულს მიახლოებული მაინც დროში შეიგნებს და მოინანიებს ქრისტეს წინაშე, ისიც იგემებს ღვთიური ხედვის სინათლის სითბოს და ლოცვით სუნთქვის სიტკბოს.
სულის საკვები
უფალმა გვითხრა: ადამიანი არ საზრდოობს მხოლოდ პურით, არამედ უფლის სიტყვებით. პურით იკვებება სხეული, სული კი უფლის სიტყვებით. პური სხეულის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, მაგრამ სულის სიჯანსაღისთვის კი უფლის სიტყვაა აუცილებელი.
უფლის სიტყვაში კი იგულისხმება ღვთის სწავლება, რაც კაცთ უფალი იესო ქრისტეს მეშვეობით გამოუცხადდა. უფლის სიტყვა თვით ქრისტემ ასე განმარტა: მე ვარ პური მოვლენილი ზეცისგან, ვინც ამ პურს იგემებს, იცოცხლებს სამარადისოდ (* ზუსტად ქართულად იხ. იოანე 6,51) .
ისინი, ვინც საკუთარ სხეულს კვებავს სხვადასხვანაირი ტკბილეულობით, მალე ავადდებიან. ასევე ისინიც, ვინც საკუთარ სულს კვებავენ სხვადასხვა ცრუ თეორიების და ფილოსოფიის სიტკბოებით, უჭირვებენ სულს და ავადდებიან. სულისთვის ერთი სრულიად საკმარისი და სრულიად ჯანმრთელი საკვებია უფალი იესო ქრისტე, მარადი სიტყვა ღვთისა, ხორცშესხმული და ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის მიერ დაბადებული ღმერთკაცი. ამ საკვებით კი სული ვერასოდეს ვერ დანაყრდება, რამდენიც არ უნდა იგემოს. ეს საკვები კი არ აავადებს, არამედ კურნავს ყოველგვარ ავადმყოფობას.
ესე იგი, სულის ჰიგიენა მოიცავს სამ რამეს: ღმერთს, ლოცვას და უფლის სიტყვას, რომელიც წარმოადგენს: სინათლეს, ჰაერს და საკვებს ყოველი მართლმადიდებელი ქრისტიანსათვის.
(*გაგრძელება იქნება)
staywhite
ჟიჩის მონასტერი, სადაც მოღვაწეობდა წმ. ნიკოლოზ ველიმიროვიჩი
(* თარგმნის დროს არ მქონდა სახარება ქართულ ენაზე,ამიტომ სახარებიდან მოყვანილი ციტატების არაორიგინალურობისათვის ბოდიშს ვიხდი. გთხოთ მომაწოდოთ შენიშვნები თარგმანის ირგვლივ, რომ შემდეგში გავითვალისწინო მადლობთ.)
ნაკლები წუხილი მეტი რწმენა
რაც ნაკლებია წუხილი, მით მეტია რწმენა. სარწმუნოების ერთერთი მთავარი მადლი იმაში გამოიხატება, რომ რწმენა ადამიანს ბევრი ჭმუნვისაგან ათავისუფლებს . სანამ შვილმა იცის, რომ ყავს მამა, რომელიც ოჯახზე და საოჯახო საქმეებზე ზრუნავს, ყველა მისი ყოველდღიური ფიქრი ოჯახზე სიმღერით მთავრდება. ადამიანი რაც უფრო მეტად საკუთარი ძალისხმევით ეცდება გადაჭრას მაჭირვებელი საფიქრალი, უფრო მეტად ეფლობა განსაცდელში და ემატება წუხილი და მასში ბოლოს სიხარული კვდება, მისგან რჩება მრისხანებით აღვსილი სულიერად გამხმარი ტყავის ჩანთა, რომელიც საფლავისთვისაა განკუთვნილი.
-რა არის თქვენი წუხილი?
ეს არის მაცხოვრის მიერი ერთერთი მნიშვნელოვანი შეკითხვა კაცობრიობის მიმართ: რომელ თქვენგანს შეუძლია წუხილით მიაღწიოს თავისი მონაგარის გაზრდას ? რაში გამოგადგებათ თქვენ წუხილი, თუკი ხვალ თქვენთვის მზე არ დაიბადება? ის კი, ვინც ფიქრობს დილით მზის ამოსვლაზე, წუთების სიზუსტით დადგენილ მზის ამოსვლაზე, რათქმაუნდა იფიქრებს თქვენს უმნიშვნელო წუხილთა შესახებაც.
დიდი ეპიკტეტი:
-გაუნათლებელი ადამიანი სხვას აყვედრის მის წარუმატებლობას ; ის კი, ვინც ეს-ესაა ჩამოყალიბება დაიწყო, ის საკუთარ თავს აყვედრის. ხოლო განსწავლული კაცი კი არც თავს აყვედრის და არც სხვას!
სტოიანური ფილოსოფოსისთვის ნასწავლი კაცი ის არის, ვინაც ყველაფერი მსოფლიო გონს მიანდო.
გავიხსენოთ წინასწარმეტყველი ისაია:
-გეუბნებით თქვენ, ჩემი მომდევარნი გულში სიხარულით იმღერებენ, თქვენ კი (ვინც უფალი მიატოვა) , თქვენ საწყლად იდრტვინებთ გულებით და აჭირვებთ თქვენს სულებს (65,14 ).
წინასწარმეტყველი ისაიასთვის უფლის მონა ისაა, ვინც თავისუფალი ნებით ემორჩილება და მიყვება უფლის ნებას - მწუხარებისა და შიშის გარეშე.
თვით უფალი იესო ქრისტე განმარტავს ამას: ბევრ რამეს ეცდები და სწუხხარ? მაგრამ მხოლოდ ერთი რამეა აუცილებელი, და რა არის ეს ერთი რამ?
-რწმენა : 1) რომ მამა ცოცხალია, 2) რომ ის ფიქრობს ყველაზე და ყველაფერზე, 3)რომ შვილი საკუთარი ძალისხმევით ვერაფერს ვერ შექმნის (იოვ. 5,19).
მაშ როგორ, ყველა თქვენი საფიქრალი არ იცვლება სიმღერით? თუ თქვენ ჭეშმარიტად გწამთ ცოცხალი და ფხიზელი მამის არსებობა, მაშინ თქვენი ყველა ამქვეყნიური წუხილი აფსურდად მოგეჩვენებათ. თქვენი მრავალრიცხოვანი დარდით მხოლოდ თქვენს მიერ უფლისადმი უნდობლობას ამტკიცებთ. მაგრამ თუ თან სიტყვით ამტკიცებთ, რომ მორწმუნენი ხართ და მიუხედავად ამისა ისრისებით მწუხარების უღლის ქვეშ, მაშინ თქვენი რწმენა უაზრო ყოფილა. თითქოსდა ქვეყნიერების მამასახლისმა ვერ ითავა, ან არ ისურვა ან ვერ შეძლო საკუთარი სახლის მართვა და მოჯამაგირეები დაიქირავა. განა გადაარჩენენ მოჯამაგირენი სახლს, თუ ამას თვით მამასახლისი არ იტვირთავს ?
თქვენ მე შემისწორებთ : შვილები და არა მოჯამაგირენი. კარგით, მაგრამ შვილები , რომლებიც მამას უძღვნიან საკუთარ გულს და აზრებს, რომლებიც ასრულებენ მამის სურვილს და ენდობიან, სჯერავთ მამის სიძლიერისა საფიქრალნი მოიფიქროს, ისინი არიან ნამდვილი შვილები, სხვა ყველანი კი მოჯამაგირენი.
არავის არ შეუძლია თავს უწოდოს განათლებული, თუ ის ვერ გრძნობს საკუთარ თავში ზეციური მამისადმი მსგავსებას. ყველა დანარჩენი არის ბნელი ბრბო, დამწუხრებული და დანაღვლიანებული, იქნებიან ესენი უმაღლეს სკოლა დამთავრებულნი თუ უწიგნურნი , სულერთია.
რწმენა, ეს არის როგორც ჯოჯოხეთის მცხოვრებთათვის გაწვდილი ცივი თითი. სხვა ყველაფერი ცეცხლით არის ანთებული, გარდა ამ ერთი თითისა. უჭკუონი ცხელ გადამდნარ რკინას გავარვარებულ გადამდნარ კალაში ურევენ. ცეცხლით კი ცეცხლი არ ქრება.
მეტი რწმენა - ნაკლები წუხილი.
სრულყოფილი რწმენა - სრულყოფილი უდრტვინველობა.
სრულყოფილი რწმენა - სრული სიხარული.
"გიხაროდეთ და მხიარულობდეთ !"
-და ამას გეუბნებით მე თქვენ: ჩემი სიხარული თქვენთან დარჩება და თქვენი სიხარული აღსრულდება (იოვ. 5,19).
ისე არ მისდევდა ღმერთს მოსე, როგორც პატარა ბავშვი თავის მამას? ასევე აბრაამი, ისააკი და იაკობი,ასევე სამუელი და დავითი. ნახეთ, როცა მოსეს უჭირდა, როცა დავითს უჭირდა, განა მაშინ მათ დაკარგეს უფლისადმი რწმენა? განა მათ დაიტვირთეს საკუთარი გულები წუხილით? ეცდებოდნენ ისინი საკუთარი ძალისხმევა ღმერთის ნებისთვის შეედარებინათ? თვით იესო? ნუთუ ქრისტე, როგორც მამის ყველაზე სრულყოფილი შვილი , არ უსმენდა მის მამას და არ ჰქონდა მისი რწმენა?
ქრისტეს სახარება არის სიხარული, და არა დარდი. დარდის შემსუბუქება და არა წუხილის მომატება.
რწმენის გრამი მეტად ფასობს, ვიდრე ტონობით წუხილი.
ქრისტიანი, რომელმაც ეს ვერ გაიგო და ვერ შეითვისა, ის მხოლოდ წყლით ყოფილა მონათლული და არა სულით.
მოძღვარი, ვინც ეს ვერ გაიგო და ვერ შეითვისა, მთის ძირში გორაობს, საიდანაც წესით სხვებს მთაზე ასვლაში უნდა ეხმარებოდეს.
ღვთის კურთხევა, მშვიდობა და ჯანმრთელობა არ მოაკლდება იმ მორწმუნეს, ვინც შეძლებს მთელი სულით წარმოსთქვას:
-ჭეშმარიტებაა, მეტს მიაღწევ რწმენით, ვიდრე წუხილით!
ჩემთვის ძალიან ახლობელია წმინდა ნიკოლოზ ველიმიროვიჩი ალბთ უფრო იმიტომ რომ თანამედროვეა და დღევანდელობისათვის აქტუალურ პრობლემებზე აქვს სწავლებანი.
პ.ს. ახლა ძალიან დაკავებული ვარ, მალე გავაგრძელებ იმ სტატიების თარგმნას რაც ქართულად და ან რუსულად ჯერ არ არის ნათარგმნი თქვენი თანადგომა მჭირდებოდა, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი შენიშვნა არ მიმიღია თარგმნის შესახებ, რომელსაც დიდი მადლიერებით მივიღებდი.
საინტერესოა წმინდა ნიკოლოზ სერბის "სიმბოლოები და სიგნალები", მე პირადად რამდენიმე კითხვა მაქვს ამის ირგვლივ. განვატავსებ აქ რუსულ თარგმანს, ბოდიშით ქართულად ვერ მოვასწარი, ისე კი ვაპირებ რომ ქართულად ვთარგმნო, ოღონდ გთხოვთ მითხრათ თუ არ არსებობს ეს სტატია ქართულ ენაზე, მხოლოდ მაშინ.
რამდენიმე თავია და ნაწილნაწილ დავდებ, რომ უფრო ადვილი იყოს გასაცნობად.
Святитель Николай Сербский (Велимирович)
Символы и сигналы
Часть первая. Символы
Содержание
Глава 1. Вещественность и ее символы
Глава 2. Земля, солнце и звезды как символы
Глава 3. Познание истины
Глава 4. Минералы как символы
Глава 5. Растения как символы
Глава 6. Животные как символы
Глава 7. Познание истины (продолжение)
Глава 8. Предметы и орудия как символы
Глава 9. Различные занятия и деятельность людей как символы
Глава 1. Вещественность и ее символы
1. Когда ребенок начинает изучать азбуку, для него буквы сами по себе являются в некотором смысле идолами. Буквы для него вещественны, материальны. Читая по складам, ребенок все свое внимание обращает на буквы и думает только о буквах. Так, букву за буквой, прочтет он одно слово, но спроси его, что он прочитал, а он и не знает. И даже удивляется, не понимая, о чем его спрашивают. Ребенок не догадывается о смысле прочитанного слова. Начертание, величина и цвет написанных букв - лишь внешнее запечатлелось в его душе, и это все, что он в данный момент знает о буквах. Буквы для него материальны, точно так же, как идолы для язычников. Поэтому и первоклассник, и идолопоклонник смотрят на своих идолов со страхом и почтением.
2. Многие вполне взрослые люди напоминают первоклассников, хотя они подчас называются философами и учеными. Работая в поте лица, им едва удается читать по складам книгу природы, но смысл и значение букв азбуки природы им никак не постичь. Грамотный человек читает буквы, даже не думая о них, но мгновенно схватывая смысл слов. Учитель должен приложить массу усилий, чтобы научить ученика читать не по складам, а "по смыслу". То, что верно с точки зрения чтения книги, то верно и в отношении чтения "книги природы". Преклоняться перед природой - то же самое, что преклоняться перед буквами. Обожатели природы - это взрослые дети. Спросите их, что означают предметы и события, и они посмотрят на вас с таким же точно удивлением, как первоклассник, которого спросили о смысле только что прочитанного слова.
3.Поэтому можно сказать: безграмотные люди поклоняются идолу, а грамотные поклоняются только духу. Для первых природные явления материальны, и их реальность выражена обликом, величиной, цветом, назначением и различными отношениями. Для вторых предметы и явления природы есть символы, условные знаки изображения духовного мира, а духовная реальность есть смысл, жизнь и оправдание существования этих символов.
4. Об этом прекрасно сказал Симеон Новый Богослов: "Тот, кто просвещен Духом Святым, все обновляющим, получает новые глаза и новые уши. Тот больше не смотрит, как простой человек, то есть как человек с чувственным восприятием, но как бы возносится над человеком и видит чувственные, плотские творения духовно, видит их символами творений невидимых". Таков духовно грамотный человек. Такой человек читает книгу природы не по складам, как начинающий обучение грамоте первоклассник, но следует за смыслом, вникает в смысл и постигает смысл.
5. Святой Максим Исповедник выразился аналогично, сказав: "Весь мысленный (духовный) мир таинственно представлен символичными картинами в мире чувственном для тех, что имеют очи, чтобы видеть. Весь чувственный мир заключен в мире мысленном". Имеющие глаза да увидят. Это значит, что грамотные могут читать "по смыслу", то есть, другими словами, тот, кто обладает духовным зрением, может видеть духовным оком духовное, а не только телесными глазами плотское.
6. И апостол Павел говорит об этом так: "Буква убивает, а дух животворит" (2Кор.3:6). И еще: "Теперь мы видим как бы сквозь тусклое стекло, гадательно, тогда же лицем к лицу" (1Кор.13:12). И дальше снова, еще выразительнее: "Мы смотрим не на видимое, но на невидимое: ибо видимое временно, а невидимое вечно" (2Кор.4:18).
7. Из этого ясно, что тот, кто без духа и смысла читает книгу природы, тот читает о смерти, видит смерть, принимает смерть. И кто видимую природу воспринимает как материальную вещественность, а не как загадочное отражение в зеркале духа, тот видит не больше, чем первоклассник, который не продвинулся далее чтения по складам. И кто смотрит на то, что взору видится вечным, как, например, некоторые сторонники натурфилософии, начиная от древних эллинов и заканчивая их тевтонско-латинскими единомышленниками новейших времен, тот поистине неграмотный, бесписьменный идолопоклонник, все знание которого сводится к складыванию и обожествлению бессмысленных букв. Духовная реальность принадлежит вечности, а символы этой реальности существуют во времени.
8. И ветхозаветная скиния, которую художник Веселеил, исполненный Духа Божия, воссоздал по картине, показанной Господом Моисею на Синае, служила образу и тени небесного (Евр.8:5). Однако скиния исчезла с Пришествием Христа подобно тому, как пропадают из виду буквы, когда познается смысл. Когда появилась реальность, символ той реальности исчез. Пришедший Господь расширил символику духовного мира на всю вселенную. С Пришествием Христа вселенная, целиком и полностью, стала служить образу и тени небесного.
9. Можно сказать, что Христос с радостью принял символы природы для объяснения духовной реальности, которую Он явил миру. Когда около Него собирались толпы народа, Господь открывал уста Свои в притче. Славянское слово "притча" (или греческое слово "парабола") означает нравоучительный иносказательный рассказ, поучение на примере обычных событий, которые имеют очевидный смысл воспринимаемого чувствами мира, однако главный смысл этого рассказа находится в области духовной реальности, в царстве духовном. Потому говорю им притчами, - сказал Господь, - что они видя не видят, и слыша не слышат, и не разумеют... ибо огрубело сердце людей сих (Мф.13:11-15). Огрубевшее сердце означает, что духовный взор сердца закрыт, или сердце духовно слепо. Но именно духовное зрение сердца охватывает все, что ученые неясно называют подсознанием, интуицией и так далее.
10. "Вам дано познать тайны Царства Небесного". Так говорил Христос Своим ближайшим ученикам. От кого это было им дано? Да от Него Самого. Это Он снял с их сердец наслоения тьмы, их духовное зрение открылось, и они смогли лицезреть духовные реальности непосредственно, без притч и символов, как Адам до грехопадения. Ибо Адам в Раю был совершенно грамотен и искусен в постижении смысла и значения всех сотворенных Господом существ и предметов. Именно поэтому Адам мог присваивать всякой твари имя, соответствующее ее духовной сущности или смыслу, который эта тварь символически обозначала. Не Творец нарекал имена животным, но привел их к человеку, чтобы видеть, как он назовет их. И Адам безошибочно нарек имена всем скотам и птицам небесным и всем зверям полевым (Быт.2:19-25).
11. Мыслителям-материалистам, людям с огрубевшим сердцем, кажется, что давать имена животным - мелкое и незначительное занятие. Конечно, это не такое уж важное дело, если только предположить, что Адам присваивал имена животным так же походя и бессмысленно, как материалисты сегодня дают клички своим лошадям и собакам, скорее лишая их имени, чем нарекая имя. Однако Адам присваивал имена вовсе не походя и не бессмысленно, но с глубоким и точным видением духовной реальности, которую рассматриваемое животное собой представляет. Эту работу, безмерно тяжкую для грешника, Адам проделал легко и быстро. Он с легкостью читал все символы вещественности, потому что ему было дано познать вещественность и без символов и видеть ее кристально чистым сердцем в Творце и через Творца. Эту способность к видению и проникновению в сущность Спаситель обновил в близких учениках Своих, но обновил не мгновенно и сразу, но медленно и постепенно, долгим вразумлением, очищением и, наконец, просвещением Духом Святым.
12. Способность видеть сущность без притч, которую Адам имел, но потерял, и которую Апостолы, потеряв, получили снова, Господь предназначает всем нам, христианам. Мы все имели бы эту чудесную способность праотца Адама и Апостолов, их чутье и безошибочное восприятие истины, если бы мы после крещения остались бы непогрешимыми. Однако всякий грех заставляет нас стыдливо опускать глаза долу, обращая взор свой от небес к земле и от Творца к бездне. Совершив грех, мы бежим и прячемся от Бога, как и Адам, согрешив, скрылся между деревьями рая (Быт.3:8). Мы скрываемся и прячемся, продолжая грешить, пока окружающая нас природа, наш безвольный сообщник и укрыватель, не станет нам божеством вместо Бога, то есть пока мы постепенно не перестанем видеть истину, реальность, не заметив подмены ее символами истины. Иначе говоря, когда очи сердца ослепнут, мы полностью отдадимся чувственному зрению, как животные, и оно поведет нас. И тогда для нас свершится сказанное: слепец ведет слепца.
13. Христос сказал еще: Дух животворит; плоть не пользует нимало (Ин.6:63). Не только тело человека, но и любое тело во вселенной само по себе ничего не стоит. Тело может что-то значить в течение своей жизни только в том случае, если Дух выберет его Своим орудием, Своим символом. Дух есть реальность, а тело есть символ Духа. Царь есть царь, а могила царя - это могила. Потерявшим разум показался бы тот, кто отверг бы бытие самого царя, но признал бы царем его могилу. К сожалению, и в наши дни, в нашу эпоху хватает таких несчастных. Кажется, будто мы живем в эпоху царя Навуходоносора, за тысячи дней и ночей до Рождества Христова, а не во времена крещеных императоров спустя двадцать пять столетий после идолопоклонника Навуходоносора! Но вы, христиане, не должны оглядываться на безграмотных идолопоклонников нашего времени, даже если они носят царскую корону или докторскую мантию. Вы должны понимать, что вам открыта истина и что вы знаете истину. Однако трудитесь непрестанно, чтобы именно знать.[/b]
(გაგრძელება)
Глава 2. Земля, солнце и звезды как символы
1. Сказано: в начале сотворил Бог небо и землю. Под "небом" подразумевается царство духовных реальностей, невидимых и бестелесных. Под "землей" понимается собрание видимых и телесных символов, то есть условных вещественных знаков, обозначающих эти духовные реальности. Следовательно, земля есть символическая картина неба.
2. Все физические силы земли, такие, как притяжение и отталкивание, теплота, электричество, радиация и другие, есть символы духовных сил Царства Небесного. Сами по себе эти физические силы не были бы силами и не смогли бы существовать, если бы они не проистекали из неизмеримо больших духовных источников. И если бы над физическими силами не было бы контроля и мощи вечных разумных сил, физические силы взбунтовались бы и обратили бы весь мир в хаос, как и написано о Господе и творениях Его: скроешь лице Твое - мятутся, отнимешь дух их - умирают (Пс.103:29).
3. Солнце есть символ самого Господа Бога, святой Григорий Богослов писал: "То, что для плотского человека солнце, то для духовных - Бог". Подобно тому, как солнце сияет и светом своим освещает и согревает все живые существа на земле, так и Бог освещает все души разумом Своим и согревает их любовью Своей. Без солнца - смерть телам, без Бога - смерть душам. Пророк Моисей говорил народу израильскому: "Жизнь и смерть предложил я тебе, благословение и проклятие. Избери жизнь, чтобы жил ты" (Втор.30:19). Другими словами, познай Бога, единственного и живого, невидимого, и Ему лишь одному поклоняйся, но не преклоняйся пред видимыми символами, принимая их за богов, иначе станешь идолопоклонником. Первое есть жизнь, а второе - смерть.
4. "Господь Бог есть солнце и щит", утверждает Богодухновенный Пророк (Пс.83:12), солнце и щит праведникам. Разумеется, пророки считают Бога вечным светом, вечным светилом истины, правды и любви. Пророк Малахия называет Господа Солнцем правды (Мал.4:2). Тайновидец Иоанн Богослов рассказывает в своем Откровении, что видел он вышний Иерусалим, град Царя Небесного: И город не имеет нужды ни в солнце, ни в луне для освещения своего, ибо слава Божия осветила его (Откр.21:23). А в другом месте, описывая славу праведника, Иоанн Богослов говорит: И ночи не будет там, и не будут иметь нужды ни в светильнике, ни в свете солнечном, ибо Господь Бог освещает их (Откр.22:5).
5. Кто-то может заметить: не Христос ли сравнил праведников с солнцем и не потому ли солнце является символом всех праведников? Действительно, сказал Господь: тогда праведники воссияют, как солнце, в Царстве Отца их (Мф.13:43), причем воссияют и ярче, и прекраснее нашего видимого, физического солнца. Иначе говоря, они воссияют подобно Богу, Солнцу правды. Однако их сияющий свет пойдет не от них самих, но от Господа, точно так же, как звезды светят отраженным светом солнца. Об этом ясно говорит апостол Павел: Иная слава солнца, иная слава луны, иная звезд (1Кор.15:41).
6. Пророк Даниил говорит о праведниках, что они воссияют, как звезды, вовеки, навсегда (Дан.12:3). Другие пророки тоже уподобляли святителей звездам, сияющим на своде небесном и освещающим вселенную. Они всегда считали звезды символами ангелов, праведников и угодников Божьих, а солнце считали символом самого Царя, Всевышнего Господа.
7. Поэтому и мы, христиане, считаем землю, солнце и звезды символами, обозначающими духовную реальность, но никак не саму реальность. В отличие от нас, язычники, как в древности, так и новейшие времена, считают эти астрономические объекты единственно существующей реальностью, а где есть нечто материальное, вещественное, там возникает и обожение до преклонения! Вот почему язычники всех времен впадали в страшное заблуждение, преклонясь перед творениями Творца как перед божествами. Древние греки обожествили землю под именем Гея, а солнце считали богом Аполлоном. Бога солнца в Египте называли Осирисом, а божество луны Изидой. В Вавилоне, Ассирии и Аравии особо почитали богиню луны под именем Астарты. Огнепоклонники-персы молились звездам как божествам.
8. Заблуждение и древних, и современных идолопоклонников имеет источником то, что не дух руководит их взором, а как раз наоборот: взор ведет за собой дух. Дух, как слепец, плетется за зрением и поклоняется тому, что глаза принимают за реальность и называют божеством. Должен был явиться Спаситель, чтобы укрепить расслабленный дух и дать ему первенство перед зрением и материей. Спаситель сошел к людям и объявил вечную истину: Бог есть дух (Ин.4:24). У тех, кто это прочувствовал и принял, спала пелена с духовных глаз, как у ослепшего Савла, и они внезапно духовно прозрели и провидели. Они увидели и поняли, что все творения на свете, которых они прежде обожествляли как богов, как истину и реальность, есть не что иное, как притча о едином, вечном и живом Господе Боге.
Глава 3. Познание истины
Так как Бог есть дух, то и вся истина должна быть духовна, ибо Бог и Истина - одно и то же.
Когда мы рассуждаем о предметах, воспринимаемых чувствами, об их свойствах и отношениях, и говорим: это истина, то в этом случае мы не имеем в виду Истину в абсолютном и вечном смысле, но только лишь в смысле относительном, практическом, ибо в абсолютном смысле только Бог есть вечная и неприкосновенная Истина.
Значит ли это, что сотворенная природа есть ложь? Боже сохрани! Однако она может показаться ложной философам двух типов: европейскому материалисту и индийскому нигилисту. Когда материалист говорит: природа, которую мы видим и изучаем, со всеми своими видимыми особенностями и проявлениями, представляет собой всю истину, всю реальность, все, что вообще может существовать, - тогда природа на самом деле являет собой ложь. Точно так же природа будет казаться ложью нигилисту, когда он исповедует свою точку зрения, что природа, со всеми ее характеристиками и проявлениями, есть обман, сон, ничто.
Поэтому и тот, кто твердит, что природа, воспринимаемая чувствами, есть сущая правда, и другой, который говорит, что она есть настоящая ложь, сон и иллюзия, - оба не правы.
Природа есть символ истины. Физический мир есть видимый образ невидимого духовного мира. Поэтому физический мир есть символ, а духовный мир - смысл символа, дух и реальность.
Некогда христианский поэт, святой Иоанн Дамаскин, сказал: "...поистине все есть суета, а жизнь - лишь тень и сон". Он, конечно же, не разделял мнение буддистов. Просто он всматривался духовным зрением в реальную и вечную жизнь, по отношению к которой телесная жизнь на земле действительно есть "тень и сон". Он называет суетой все то, за что борются бездуховные люди на этом свете, стремясь к истине и счастью. Наш мир сам по себе не может быть обманом, ибо его Творцом был истинный Бог. Разве из родника истины может проистечь ложь, если ее нет в самом источнике? Однако мир может показаться обманом тому, кто ищет в нем то, чего в нем нет, пытаясь поймать луну, отражающуюся в луже!
Кад сам се везао за Тебе, љубави моја, све друге везе су попуцале.
ჭეშმარიტების ანბანი
ნეტარია ყოველი, რომელსაც ისე სწამს ღმერთის, როგორც ეს უფალმა იესო ქრისტემ ქვეყნიერებას დაანახა. თუ გინდა იცოდე, როგორია ღმერთი, შეხედე ქრისტეს და პასუხსაც მიიღებ : ის ისეთივეა, როგორც იესო ქრისტე. ეს კი ნიშნავს, რომ ღმერთი არის ყოვლისშემძლე, ყოვლადბრძენი და ყოვლად მადლიანი. მის შემძლეობას ვერ უპირისპირდება ვერაფერი, მისი მადლი თრგუნავს ყოველგვარ ბოროტებას.
თუ გინდა იყო ძლიერი - გაიქეცი უფლისკენ, თუ გინდა იყო ბრძენი - დადექი უფლთან, თუ გსურს მადლი ან მოწყალება ან სიკეთე და სიყვარული, მიეკარი უფალს... იცოდე და გახსოვდეს, რომ მხოლოდ უძლურება, უგნურება და ბოროტება ეწინააღმდეგება ღმერთს... და ყოველი კი, რაც უფლის მოწინააღმდეგეა,საბოლოოდ განსჯილი და განწირულია დამარცხებისა და წარწყმენდისათვის. ხოლო ყოველი, რომელიც უფლის გვერდით დგას, გაიხარებს მარადიული სიცოცხლით. ყველაფერი ეს ჩანს უფალი იესო ქრისტეს სახით.
ამიტომაც ვამბობთ : ნეტარია ყოველი, რომელსაც ისე სწამს ღმერთის, როგორც ეს უფალმა იესო ქრისტემ ქვეყნიერებას დაანახა.
რა არის ცოდვა? ცოდვაა გწამდეს რაღაც სხვა და არა უფალი იესო ქრისტე. ცოდვაა გაჰყვე სხვას და არა უფალ იესო ქრისტეს. ყველა სახის ცოდვა და ბოროტება შეიძლება განისაზღვროს ორად-ორი განმარტებით : არ გწამს ქრისტე და არ მიყვები ქრისტეს! გწამდეს ქრისტე და ფლობდე ქრისტეში საკუთარ თავს - ეს არის ღვთისშვილთა ამქვეყნიური ჯანმრთელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი იფერფლება ადამიანის გონება და გული , ავადდება რა ცეცხლითა და კვამლით.
სული სამშვინელშია, სამშვინელი კი სხეულში, სხეული კი ამ ქვეყნად იმყოფება. სული სამშვინელის მამოძრავებელია, სამშვინელი კი სხეულის, სხეული კი სხვა სხეულთა მამოძრავებელია.
კაცო და ღვთისშვილო, შენ შემოქმედმა ხომ იმისთვის შეგქმნა, რომ მისი სულით აღვსილიყავი, ამიტომაც იცოდე და გახსოვდეს, ვისი სულითაც აღვსილი ხარ, მისნაირი ხარ შენც: თუ ღვთიური სულით, მაშინ მსგავსი ხარ შენ მისი, თუ ბოროტი სულით - მაშინ შენ ემსგავსები ღვთის და შენი მამის ჯოჯოხეთურ მტერს.
მოწაფევ, შენ რას სწავლობ? შენს შესასწავლ მასალას სიკვდილის სუნი ასდის, ამიტომაც გხედავ შენ ნაღვლიანს და უსასოოს. არ სწავლობ შენ მეცნიერებას სიცოცხლის და სიცოცხლის მომცემის შესახებ? ვინ მოგცა შენ თვალები, რომლითაც შენი სული იხედება? ვინ მოგცა შენ ყური, რომლითაც შენი სული ისმენს? ვინ მოგცა შენ გონება, რომლის საშუალებითაც შეგიძლია ისწავლო? თუ შენ შენს მიერ შესასწავლი მეცნიერება გასწავლის, რომ ბუნებამ მოგანიჭა თვალიც, ყურიც და გონებაც, მაშინ კითხე მაგ მეცნიერების მომგონებს : ვისგან "ისესხა" ეს ყველაფერი ბუნებამ, რომ შენთვის ებოძებინა?
ადამიანის შვილო, ნუთუ შენს გულს ცეცხლი არ ეკიდება, როცა შენი მამის და შენი შემოქმედის სახელი გესმის? დააწყნარე შენი გული - უპირველესად დაამშვიდე ის, შემდეგ კი ჩაიხედე მასში, როგორც წყნარ ტბაში, შემდეგ მას მიაყურადე და საბოლოოდ კი ეზიარე მის მეცნიერებას. მხოლოდ ასე შეგეძლება გაიცნო შემქნელი და ყოვლის მბოძებელი, მხოლოდ ასე შეგეძლება იგრძნო სიცოცხლის და სიცოცხლის მომცემის არსებობა. ამის მერე კი შენს ლექტურებს არ ექნება სიკვდილის სუნი, არამედ სიცოცხლის არომატს შეიგრძნობ მისგან. შენი ნაღველი და სასოწარკვეთა კი აღფრთოვანებით და სიხარულით შეიცვლება.
ებრაელები ყველა ხალხთა შორის პირველი ავადმყოფები იყვნენ, რომლებიც ღმერთმა მკურნალობისთვის ამოარჩია. ებრაელთა გამორჩეულობა მხოლოდ ამას ნიშნავს და სხვა არაფერს. როდესაც ებრაელები შეეწინააღმდგნენ უფალს, როგორც მკურნალს და აღთქმა დაარღვიეს, ღმერთმა ყველას "მკურნალობა"
დაიწყო , რამეთუ ყოველი მათგანი,ვისაც მკურნალობა სურდა, გამორჩეულად მიიჩნიაა. გამორჩეულ ებრაელთა შორის კი აღმოჩნდნენ მართალნი, წინასწარმეტყველნი და ღვთისთვის სათნონი, რომლებიც თავის დროზე მისდევდნენ ძველი აღქმის დებულებებს და ასევე ისინი, ვინაც თავისუფალი კეთილი ნებით მიიღო ახალი აღთქმაც. დანარჩენი ებრაელები კი ორივე აღთქმის გარეთ დარჩნენ.
კაცო და ადამიანის შვილო, გაფრთხილდი, რომ არ ითვლებოდე მოწინააღმდეგეთა რიგში. ყველას, ვისაც განკურნება სურს, მის სხეულში უპირველესად ჯანმრთელი სისხლი უნდა იყოს. ერთადერთი ჯანმრთელი და მკურნალი სისხლი კი ძე კაცის, ჩვენი მაცხოვრის - უფალი იესო ქრისტეს სისხლია.
მარადიული დიდება და მადლიერება ჩვენს მაცხოვარს.ამინ.
სლავურ ენებში სახიერებას ხატსაც უწოდებენ. ხატთმებრძოლეობის ეპოქაში ხშირად აღესრულებოდა ხატების თავისთავადი განახლების სასწაულები: ძველი ხატები, რომლებზეც ძლივს შეიმჩნეოდა წმინდანთა გამოსახულებანი, ახლდებოდნენ ისე, რომ თითქოს ახლად დაეხატა ვინმეს - მკვეთრი და ცოცხალი ფერებით.
ნუთუ ადამიანი არ არის ღვთის ხატება? ღერთმა ხომ ადამიანი თავის ხატად შექმნა. ჩვენთვის წარმოუდგენელია პირველქმნილი ადამიანის, ადამის ღვთაებრივი ბრწყინვალება, როგორც უფლის სახიერების, ხატების სიდიადე. მაგრამ ისევე როგორც ჩვეულებრივი ხატი, დაწერილი ხეზე, ჟამთასვლის შედეგად უფერულდება ან შავდება, ასევე ღვთის ხატებაც ადამში და მის შრთამომავალნში ცოდვების მომეტების გამო "გაუფერულდა". მაცხოვარმა იესო ქრისტემ კი ადამიანში უფლის ხატი განაახლა.
როგორც ხატმებრძოლეობის ჟამს ხატები თავისთავად ახლდებოდნენ, მსგავსად უფრო და უფრო ახლდება უფლის ხატება ადამიანში, როდესაც ის რწმენისთვის მოწამე ხდება.
ზოგიერთი სექტანტი ამტკიცებს, რომ ბავშვების მონათვლა უნდა ხდებოდეს მაშინ, როცა ისინი გაიზრდებიან და გაიგებენ რა არის რწმენა. ადამიანის შვილო, როცა ასეთ გიჟურ სიტყვებს გაიგებ, დაიგუბე ყურები, რომ არ ისმინო! შენი შვილი რომ უნათლავი მოკვდეს, განა არ იცი როგორი წარსდგება ის უფლის წინაშე? ნუთუ შენ ელოდები შვილის გაზრდას, რომ მაინ გაიგოს რა არის რძე ან წყალი და მაშინ აჭამო და ასვა მას? შენ ყრმა შვილს აწვდი საკვებს, თუმცა მან არ იცის რა არის რძე, წყალი, თაფლი თუ პური.შენ იცი, რა არის მისთვის აუცილებელი, მას კი აკვანში ეს არ ესმის. შენს პატარას რომ შარლახი დაემართოს, უმკურნალებ მას თუ დაელოდები როდის გაიზრდება და გაიგებს რა არის შარლახი და თავად გადაწყვეტს მიიღოს წამალი თუ არა? ადამიანთა მოდგმისთვის კი ადამის ცოდვა უფრო საშიში ავადმყოფობაა, ვიდრე შარლახი. და თუ შენ შენს ავადმყოფ შვილს ავადმყოფობის გამო მკურნალობ, განკურნე ის უფრო მძიმე ავადმყოფობისაგან, რომლის წამალი მხოლოდ ნათლობაა. უფრთხილდი არ მოგიკვდეს უნათლავი შვილი, რადგანაც მას ვეღარასოდეს შეხვდები ვერცერთ სოფელში.
ცა, რომელსაც ჩვენ ჩვენს ზემოთ ვხედავთ,მხოლოდ ჭეშმარიტი უხილავი ცის სიმბოლოა - ლამაზი და მშვენიერი სიმბოლო და არა თვით სინამდვილე. მზე და ვარსკვლავები მნათობენ ცაზე, ღმერთი, ანგელოზები და წმინდანები კი ქმნიან ჩვენთვის უხილავ ცას. ხილული მზე უხილავი ღმერთის სიმბოლოა, ვარსკვლავები კი ანგელოზთა და წმინდანთა სიმბოლო. ისევე როგორც მზე ანათებს, ათბობს სამყაროს, ასევე სიმართლის მუდმივი მზე - უზენაესი ღმერთი ანათებს და ათბობს ყოველს, მის სიკაშკაშეში ამყოფებს ანგელოზებს და ნეტართ. წმინდანნი არიან დიდებულნი უფლის დიდებით, ღმერთი კი მშვენიერებაა თავის წმინდანებში. ეს არის ნამდვილი, გაუგონარი, ბრწყინვალე ცა - რომელიც ჩვენი ნამდვილი სამშობლოა.
კაცთა მოდგმას ყავდა ერთი წინაპარი - ადამი. ადამიანთა მოდგმა წარმოადგენს ერთ მრავალტოტიან ხეს, რომელსაც ერთი ფესვი აქვს - ადამი. ამის მიხედვით ადამიანნი თავისი ერთადერთი წინაპრის გამო მოძმეები იყვნენ. მაგრამ მიუხედავად სხეულებრივი ძმობისა, ჯერ კიდევ ადამის შვილებში სულიერი "არაძმობის" პირველი შემთხვევები გამოჩნდა. სხეულებრივმა ძმამ მოკლა მისი სხეულებრივი ძმა, რამეთუ მათ შორის არ არსებობდა სულიერი ერთობა, სულიერი ძმობა.
ქრისტე კი "ახალ ადამად" იწოდა, უფალი იესო ქრისტე ახალი კაცობრიობის, ახალი მრავალტოტიანი ხის ფესვია. მან გაგვიცხადა ღმერთი ჩვენი - ჩვენი ნამდვილი მამა, გვასწავლა და გვიჩვენა ადამიანთა შორის ნამდვილი ძმობა - სულიერი ძმობა, სულიერი ერთობა, რწმენის ერთობა, მიზნის ერთობა და სიცოცხლის ერთობა.
შვილო კაცისავ, ადამის მიხედვით ძმობას ნუ მიანიჭებ უმთავრეს მნიშვნელობას, რამდენადაც თვით ძველმა ადამმაც ხსნა ქრისტეში იპოვა, ქრისტეში, როგორც ახალ ადამში. ამით მან განუდგა ყველა მის შრთამომავალს, ვინაც ქრისტეს გარეთ დარჩენა ირჩია. ვინც არ ისურვა შეზრდოდა ახალ ფესვს - ქრისტეს, დარჩნენ უპატრონო ობლებად , ორივე მამის გარეშე :ადამის - სხეულებრივი წინაპრის გარეშე, და ციური მამის გარეშე, რომელიც ადამიანთათვის უფალ ქრისტეში გაცხადდა და რომელთანაც მისვლა მხოლოდ იესო ქრისტეს საშუალებით ხდება შესაძლებელი.
სულის ცხონება - ადამიანის ამქვეყნიური ყოველგვარი ღვაწლის ერთადერთ არსს წარმოადგენს. მათ კი, ვინაც არ იცის სულის ცხონების შესახებ, არც ის იცის რისთვის იღწვიან და რისთვის ეცდებიან ამ ქვეყნად.
მაგრამ როდესაც ცხონებაზე ვსაუბრობთ, ნიშნავს ვისაუბროთ თვით მაცხოვარზე. რამდენადაც ცხონება მაცხოვარის გარეშე არ ხდება. ხალხი ათასობით წლის მანძილზე ელოდა ციური მხსნელის მოვლინებას, ყველამ იცოდა, რომ ის არ შეიძლება ყოფილიყო მიწიერი , რამეთუ მაცხოვარი მხოლოდ უფალი შეიძლება იყოს. ჩვენ, ქრისტიანებმა ვიცით, რომ გაგვეცხადა უფალი-მაცხოვარი და ხსნა მოუტანა ყველა ადამიანის სულს, ვისაც ცხონება სურს. საეკლესიო ლოცვები თუ გალობები მუდამ მთავრდება ჩვენი მისდამი თხოვნით : "აცხონე , უფალო, სული ჩვენი"...
სხეული სულის გარეშე მკვდარია. როგორც წმინდა წერილი გვამცნობს, ღმერთმა ადამიანი მიწისგან შექმნა, მაგრამ ეს ეხება მხოლოდ სხეულს და არა სულს, რამდენადაც ადამიანის სხეულს უფალმა ცოცხალი სული მიანიჭა.
საბოლოოდ კი ყველაფერი იქ ბრუნდება, საიდანაც საწყისს ღებულობს: სხეული უბრუნდება მიწას, სული კი ღმერთან ბრუნდება. თუ ჩვენ გადავირჩენთ ჩვენს სულებს და ვცხონდებით,აღდგომისას გადავარჩენთ ჩვენივე სხეულსაც. მოციქულთა დამოწმებებიდან ვიცით, რომ არსებობს სხეული მიწიერი და სხეული ზეციური. ახლა ჩვენი სულები მიწიერი სხეულით არის შემოსილი, და თუ ვცხონდებით, აღდგომის დღეს შეიმოსებიან ზეციური სხეულით - შეუცვლელითა და უხრწნელით.
ახლა ვკითხულობ წმინდა ნიკოლოზ სერბის წიგნს "მისიონერული წერილები." ძალიან მომწონს და თქვენც გირჩევთ რომ წაიკითხოთ.
marine
მცირე ნაწილი ჩვენც გაგვიზიარე რა მარი... ყველაზე მეტად რა ფრაზაც შეგძრავს... რისი გაზიარებაც ჩვენთვის მოგინდება...
მისიონერული წერილების .PDF ვერსია ან .DOC ვერსია ხომ არავის გექნებათ? გმადლობთ წინასწარ
ანტიქრისტე
წმ. ნიკოლოზ ველიმიროვიჩი
"მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაითა, და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხუაი მოვიდეს სახელითა თვისითა, იგი შეიწყნაროთ" (იოანე 5,43).
ვინ არის ეს "სხვა", ვინც მოვა თავისი სახელით და ვინ იქნებიან ის ცოდვილი ადამიანები, რომლებიც მას მიიღებენ და არა ქრისტე უფალს? ეს არის ის, ვინც არ ტვირთულობს ჯვარს და არ დადის ვიწრო გზით; ის, ვინც არ არის კაცთმოყვარე, არამედ კაცთმოძულე; ის, ვინც ბრძოლობს არა ცოდვის წინააღმდეგ, არამედ ცოდვისთვის; ის, ვისაც უყვარს სიბინძურე და მასვე ავრცელებს; ის, ვინც საუკუნო სიკვდილის მხედარია და არა მარადიული, საუკუნო სიცოცხლისა; ის, ვინც უღმრთო მლიქვნელია და ყველნაირი ვნება ვნება და მანკიერება უყვარს.
ის მოდის თავის სახელით და არა ღმრთის სახელით, და ყველა, ვინც არ ღებულობს ქრისტეს, მიიღებს მას (ანტიქრისტეს). ის უფრო ძვირფასი იქნება მათთვის, რადგან იგი გულში ჩაიკრავს მათ, თავისუფლად მიიღებს მათ გამრუდებულ და ცოდვით სავსე ბილიკებს. ის უფრო ძვირფასი იქნება მათთვის, ვიდრე ქრისტე, რადგან ქრისტეს რთულ, მძიმე (მაგრამ უტკიბილეს) გზასთან ერთად, იგი ააშენებს ყინულივით გლუვ გზას, რომლზეც ადამიანები ადვილად სრიალებენ, არ ფიქრობენ უფსკრულზე, რომელიც წინაუძღვის მათ.
უფალი იესუ რისტე მოვიდა ადამიანთა საუკუნო ხსნის, გადარჩენის სახელით, საუკუნო სიცოცხლის, საუკუნო ჭეშმარიტებისა და საუკუნო სამართლიანობის სახელით. ანტიქრისტე მოვა თავისი სახელით, რომელიც საუკუნოს განადგურების, სიკვდილის, სიცრუისა და უსამართლობის სახელია. როდესაც ანტირისტე მოვა თავისიანეთან, მას პირადად სიამოვნებით მიიღებენ. ფაქტობრივად, ყველა, ვისთვისაც ქრისტე რთულია, სიამოვნებით, სიხარულით მიიღებს ანტიქრისტეს, რადგან იგი, თავისი ბილიკებით, მარტივად გამოუჩნდება, ეჩვენება მათ. მხოლოდ მაშინ, როდესაც უკვე ძალიან გვიანი იქნება, უგუნურნი დაინახავენ, რომ მოტყუვდნენ, მაგრამ ხსნა აღარ იქნება მათთვის. როდესაც ისინი მარადიულ სიბნელესა და ღამეში სრიალს დაიწყებენ, ყბებში მყრალი გველი აღმოჩნდება, მაშინ კი გვიანი იქნება; სინანულს არ მიიღებენ და ხსნაც არ იქნება. ქვეყნიერი ცოდვილებისა და ანტიქრისტეს უგუნური ლხინი სწრაფად სარულდება, თვალის დახამხამებაში, და მხიარულება სიბინძურის სახლისა სინდისის ქენჯნისა და ტანჯვის, წვალების უიმედო საპყრობილედ გადაიქცევა. მაშინ ძალიან გვიანი იქნება.
ჰოი, კაცთმოყვარეო უფალო, მხოლოო ერთადერთო მეგობარო ადამინსავ, შენ მხოლოო მეცნიერო ჩვენო. შენ, მხოლოდ შენ, მიგიღებთ ჩვენს მაცხოვრად და მხსნელად. შენდა იყოს ქება და დიდება საუკუნოდ. ამინ.
ამბავი ფიცის დამრღვევისა
"სტუდენიჩის რაიონში ცხოვრობდა ერთი თავხედი, მოჩხუბარი კაცი რაოვიჩი. ერთხელ მიჯნის გამო მეზობელს სასამართლოში უჩივლა. ბრაოვიჩი სასამართლოში გამოიძახეს - ფიცით დაამოწმე, რომ სადავო ნაკვეთი შენიაო. ბრაოვიჩმა ტყუილად დაიფიცა. იმავე დროს მისი ვაჟი სახლის წინ შეშას ჭრიდა. სწორედ იმ დროს, როცა მამამისმა ცრუ ფიცით დაიფიცა, მორიდან ასხლეტილმა ნაფოტმა ვაჟს თვალი გამოსთხარა".
/წმ. ნიკოლოზ სერბი - წერილები/
წერილი 270. ჯვარდაუწერელ კაცს ორმაგ სიმართლეზე
შენ გააგდე ჯვარდაწერილი ცოლი, სხვა მოიყვანე და მასთან უგვირგვინოდ ცხოვრობ. განა ეს ცოდვაა? - კითხულობ. გიკვირს, მეგობრები რატომ აღაშფოთა შენმა საქციელმა. ისიც გიკვირს, ხელისუფლება რატომ მდევნის და მსჯისო.
შენი პირველი ცოდვა: გააგდე კანონიერი ცოლი, მეორე: უკანონოდ ცხოვრობ სხვასთან. ორჯერ დათრგუნე სჯული შემოქმედისა, ამიტომაც ბრაზობენ შენზე მეზობლები, ხელისუფლება კი გდევნის. ცხოველებისთვის ეს ცოდვა არ არის, კაცთათვის კი უფალმა სხვა სჯული დააწესა. თავს იმართლებ, - ასე ბევრი მოქცეულაო. მართალია, ასე ბევრი მოიქცა, მათ შორის უსჯულონი და გვირგვინოსანნი. მაგრამ დამნაშავეს არ ამართლებს ის, რომ სხვამ უკვე დაარღვია კანონი.
ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე VI-მ, ძემ ირინე დედოფლისა, გააგდო ჯვარდაწერილი მეუღლე მარიამი და შეირთო სეფექალი თეოდორა. დედა და კონსტანტინოპოლის პატრიარქი მას საყვედურობდნენ. ხალხიც აღუდგა. მაგრამ თვითნება მეფემ არა მარტო არ ისმინა დედისა და ეკლესიის წინამძღოლის შეგონება, არამედ მათ დაემუქრა კიდეც, თუ თავს არ დამანებებთ, სახელმწიფოში წარმართობას აღვადგენო. მეორე წელს სასახლეში შეთქმულები შეიპარნენ და მეფე დააბრმავეს იმავე ოთახში, სადაც დაიბადა.
იფრთხილე, რომ შენც არ მოგეწიოს მკაცრი სასჯელი, მაგრამ არა კაცთაგან, არამედ უხილავი ძალისგან, რამეთუ ნათქვამია: "ვაი იმას, ვინც ბოროტს ეძახის კეთილს და კეთილს ბოროტს, ბნელს ნათლად მიიჩნევს და ნათელს ბნელად - ასე ამბობს ის, ვისი შემწყნარებელი ანდა დამსჯელი ხელი თავის დროზე თითოეულს მისწვდება (შეადარე გამოსვლათა 5,20).
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"დედამიწა - ფურცელია, რომელზედაც ღმერთი გვიწერს თავის ეპისტოლეებს (მინიშნებით, სიგნალებით). მორწმუნე და სულიერი ხედვის მქონე ადამიანს უნდა შეეძლოს ამ ეპისტოლეების წაკითხვა და ღვთის მინიშნებებზე ადეკვატური რეაგირება".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
უცნაური წინათგრძნობა
"მაქს კემერიხს თავის წიგნში "წინასწარმეტყველება" ასეთი მაგალითი მოჰყავს: მათემატიკის პროფესორი ბემი სულაც არ იყო მეოცნებე, რაც თითქოს არ შეეფერება მის საქმიანობას.
ერთხელ პროფესორი ნასადილევს რომელიღაც საზოგადოებაში იჯდა, უეცრად ინსტინქტურად იგრძნო, რომ შინ უნდა წასულიყო. თავს ირწმუნებდა, რომ ამის მიზეზი არ ჰქონდა, მაგრამ ინსტინქტი უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ვიდრე ფხიზელი განსჯა.
მივიდა შინ, მთელი სახლი დაათვალიერა. თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო, მაგრამ ინსტინქტმა თავისი საწოლი შუა ოთახიდან კუთხეში გადაატანინა. პროფესორმა კვლავ სცადა, თავისი საქციელისთვის ახსნა მოეძებნა. ამაოდ.
საწოლის გადატანის მერე სული დაუმშვიდდა და კარგი განწყობით დაუბრუნდა ხსენებულ საზოგადოებას. დაახლოებით ათი საათისთვის დაბრუნდა შინ და დაიძინა. შუაღამისას გრუხუნმა გააღვიძა. იმ ადგილას, სადაც ადრე საწოლი იდგა, თარო ჩამოინგრა."
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
ამბავი ყრუ-მუნჯი გოგონას წინათგრძნობისა
"მაქს კემერიხი მოგვითხრობს კიდევ ერთ შემთხვევას: "ქალბატონმა დე ბომონმა გვიამბო: მამაჩემი ერთ კომპანიას მოელაპარაკა, რომ ორთქლის გემით რუანიდან პორტ სენტ კვენამდე გაეცურა. გამგზავრების წინ მისი ყრუ-მუნჯი ძმისშვილი კართან ზურგით დადგა და მამაჩემს გარეთ არ უშვებდა. ჟესტებითა და ყვირილით რაღაცის ახსნას ცდილობდა. მამაჩემმა გამოსვლა სცადა, მაგრამ გოგონა მუხლებზე დაეცა და აცრემლებულმა ყვირილით ხვეწნა დაუწყო, არ წახვიდეო.
გაოცებული მამაჩემი დაყაბულდა და მეგობრებიც გააფრთხილა, არც თქვენ გადგათ ფეხიო. არ დაუჯერეს. ხომალდი შუა გზაში დაიშალა, მგზავრები წყალში აღმოჩნდნენ. ბევრი დაიხრჩო, მხოლოდ რამდენიმე კაცმა მიაღწია ნაპირს..."
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"წმინდა ნიკოლოზ სერბი ამბობდა: "წინასწარმეტყველი თითოეული შეიძლება იყოს. ბოროტის მოქმედს უთხარი, რა არის ბოროტება და რას მიიღებს მისგან , კეთილისმყოფელს კი აუწყე კეთილ მისაგებელზე და არასოდეს შეცდები, რამეთუ ეს არის საუკუნო ბუნებრივი კანონი. ისტორიაში არასოდეს ყოფილა, რომ ბოროტების გამო ვინმე გაჰქცეოდა სასჯელს ან კეთილისმოქმედს საზღაური (ჯილდო) არ მიეღოს".
"იცოდეთ - ევროპა სიკვდილია, ქრისტე სიცოცხლე. აირჩიეთ სიცოცხლე, რათა უკუნისამდე იცოცხლოთ".
"ფხიზლად უყურე გადამეტებულ ქებასაც და ძაგებასაც. რამეთუ შენ არცერთს არ იმსახურებ, რათა ფრთების გარეშე არ აფრინდე, ანდა სასოწარკვეთილების უფსკრულში არ ჩავარდე"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
„სანამ მიწაზე ხარ, თავი სტუმრად ჩათვალე ქრისტე ბატონის სახლში. თუკი ტრაპეზობ, იგი გიმასპინძლდება. თუკი ჰაერს სუნთქავ – მისსავე ჰაერს ყლაპავ. თუკი ბანაობ – მის წყალში ბანაობ. თუკი მოგზაურობ – მის მიწაზე მოგზაურობ. თუკი ქონებას აგროვებ, ეს მის სიმდირეს იუნჯებ, ხოლო თუ ფლანგავ – იმას ფლანგავ, რაც მას ეკუთვნის. თუ ძლიერი ხარ – იგი გაძლევს ნებას – ძალას ფლობდე. თუ კაცთა საზოგადოებაში იმყოფები – შენნაირ სტუმრებს შორის ხარ, თუკი ბუნებაში გაისეირნე – მის ბაღში შეხვედი. თუ განმარტოვდი – ის შენს გვერდით იმყოფება. სადაც არ უნდა წახვიდე – ის ყველგან გხედავს. რაც არ უნდა გააკეთო – მას იგი ახსოვს. ის ყველაზე ყურადღებიანი მასპინძელია, თუკი ოდესმე ვინმეს სტუმრებიხარ. იყავ პატივისმცემელი მისი. კეთილ მასპინძელს სტუმარიც კეთილი უნდა ჰყავდეს. ეს უბრალო სიტყვებია, მაგრამ უდიდეს ჭეშმარიტებას გაუწყებენ. წმინდანებმა იცოდნენ ეს ჭეშმარიტება და ამის მიხედვით მართავდნენ თავიანთ ცხოვრებას. ამიტომაც დააჯილდოვა უკვდავმა პატრონმა ზეცაში საუკუნო ცხოვრებით, მიწაზე კი სახლითა და დიდებით“.
/წმინდა ნიკოლოზ სერბი/
"მეუფე ნიკოლოზს [სერბი] ღვთისაგან სასწაულებრივად გადმოეცა მახვილგონიერების, სიტყვიერების ნიჭი, რის გამოც მას ხალხმა ოქროპირი უწოდა. მის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია მსოფლიოში აღიარებულ ლიტერატურულ-თეოლოგიურ ნაწარმოებებს: "ლოცვები ტბასთან", "ფიქრები სიკეთესა და ბოროტებაზე", "ქადაგება მთის ძირას".
"როდესაც ადამიანი ღვთის წყალობას კარგავს, ღვთის სასჯელს იღებს. თუ წყალობა დაკარგულია, მაშინ სასჯელიც საშინელია"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ნუ ჩაიწერ შენს კეთილ საქმეებს: თუ ჩაიწერ, ჩანაწერი სწრაფად წაიშლება; თუ დაივიწყებ, ისინი მარადიულობაში ჩაიწერება; ნუ ჩაიწერ მეზობლის ცოდვებს: თუ ჩაიწერ, ნახევარი მათგან შენ დაგაწვება. დაივიწყე ისინი და უფალი დაივიწყებს შენს ცოდვებს".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"რამდენადაც ჭკვიანად წარმოაჩენ საკუთარ თავს ადამიანების წინაშე, იმდენად უგუნური ხდები საკუთარი თავის წინაშე. რაც მეტად ამაყობ შენი მოჩვენებითი ღირსებებით სხვების წინაშე, მით მეტად ჩანს შენი უწმეობა და ნაკლოვანება"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ჩვენი ცუდი თვისებები რომ გამქრალიყო, ცოდვები და ვნებები, მაშინ მათი შესაბამისი სახეებიც გაქრებოდა ბუნებაში. მაგრამ, სანამ ადამიანი ადამიანისთვის მგელია, მანამ იქნებიან მგლები.
სანამ ადამიანი ადამიანისთვის წურბელაა, ბუნებაში იქნებიან წურბელები.
სანამ მიწიერთან მიჯაჭვული ადამიანის სული მიწაზე ცოცავს, მანამ იცოცებს მიწაზე გველიც.
ერთი სიტყვით, სანამ ადამიანი ამრავლებს თავის უღმერთობასა და უზნეობას, ბუნებაც გაამრავლებს მათი შესაბამისი ბოროტების სახეებს: გამრავლდებიან მტაცებელი ცხოველები, მიკრობები, მოიმატებს ქარიშხალი, წყალდიდობა, ხანძარი და ასე შემდეგ.
შესაბამისად, ბუნება დამოკიდებულია ადამიანზე როგორც სახით, ისე შინაარსითაც"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
დიალოგი
"გულწრფელი შეკითხვა მეცნიერისა ბუნების მიმართ შეიძლება ყოფილიყო ასეთი: "ბუნებავ, მითხარ, ვინა ხარ შენ, რათა გავიგო ვინ ვარ მე?"
გულწრფელი შეკითხვა ისტორიკოსისა ისტორიის მიმართ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი: "ისტორიავ, მითხარ, ვინა ხარ შენ, რათა გავიგო ვინ ვარ მე?"
გულწრფელი შეკითხვა მღვდლისა ღვთის მიმართ შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი: "უფალო, მითხარ, ვინა ხარ შენ, რათა გავიგო ვინ ვარ მე?"
უშეცდომო პასუხი ყველა ამ სამ შეკითხვაზე შეიძლება ყოფილიყო ასეთი: "ადამიანო, შენში მომიძიე მე!"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"კეთილო, ძალზე კეთილო უფალო, მჯერა და ვაღიარებ, რომ შენ სიცოცხლე ხარ"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"როგორიცაა მამის ქალწულება ზეცაში, იგივეა დედის (ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის) ქალწულება მიწაზე. როგორც სულიწმიდა მოქმედებს ზეცაში, ასეთივეა მისი მოქმედება მიწაზეც, როგორც იბადება სიბრძნე ზეცაში, ასევე იბადება იგი მიწაზეც"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"აღდექით, ცოდვილნო, და იქვითინეთ მის [უფლის] წინაშე, რამეთუ მხოლოდ მისი ხელი არ გესვრით ქვას"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"განანათლე ჩემი გონება [უფალო], ანგელოზთა და ქმნილებათა ნათელო; გაახმოვანე ჩემი ცხოვრება, ღვთის უბრძნესო სიტყვავ; გააქალწულე ჩემი სული და იყავი მისი თვალი და სიმღერა"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ჩემი სულის ოთახი გაუნიავებელია, შენ კი კარზე აკაკუნებ, საშინელო სულო წმიდაო. მხოლოდ ერთი წამით გავაინავებ ჩემს ოთახს არაწმიდა სულებისაგან და გაგიხსნი მას. რადგან ახლა რომც გაგიხსნა, შენ არ შეხვალ საძაგელი სუნით სავსე შენობაში და სამუდამოდ განეშორები ჩემს კარს. გევედრები, მხოლოდ ერთი წამი, ჩემო ყველაზე ძვირფასო სტუმარო"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"წინასწარმეტყველნი და ბრძენნი გაჰყვირიან იმას, რასაც ანგელოზები ჩურჩულებენ: ვინც სიცოცხლეს შეეხება, იცოცხლებს; ვინც ცოდვას შეეხება, მოკვდება. ვინც სიცოცხლე იცის, მას სიცოცხლეც სცნობს; ვინც სიკვდილი იცის, მას სიკვდილიც სცნობს. შეხედე, როგორ კურნავს ზეციდან ჩამოსულის მყოფობა მათ, ვინც სიცოცხლეს აღიარებს, და კლავს მათ, ვინც სიკვდილს აღიარებს"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"უცოდველი არ კვდება; და თუ ცოდვილი სხვისი ცოდვების გამო მოკვდება, კვლავ აღდგება"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)