სამოთხის შესახებ
მოგახსენებთ რომ გამოვიდა ,ჩვენი ყოფილი ფორუმელის , აწ მღვდელმონაზონ ანდრიას(სარია) წიგნი - ასკეტიკა .
მნიშვნელოვანი შენაძენია საქართველოს საღვთისმეტყველო ბიბლიოთეკისთვის , მე კი მეამაყება რომ , მისი მეგობარი ვარ .
https://www.facebook.com/photo.php?fbid=1454174741508206&set=a.1387651768160504.1073741830.100007470814732&type=1
"ფიზიკური ასკეზა"
"ბრწყინავდა თავის ასკეტიზმით"
"რა სავსე და მწიფე ნაყოფნი მიართვა ღმერთს უნაყოფო უდაბნომ"
"მას მერე ახალგაზრდა მოსაგრემ უფრო დიდი მოშურნეობით ასწია ასკეზის ჯვარი"
"საიდუმლოებებისა და ასკეტური ცხოვრების გარეშე მართლმადიდებლური სულიერება წარმოუდგენელია".
"ქრისტიანული ასკეტიკა გვასწავლის, რომ ნებისმიერი განსაცდელის დროს ერთ-ერთი კი არა, ერთადერთი სწორი ნაბიჯია იმის თქმა, რომ ეს შენივე ბრალია".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ასკეტური სიმკაცრე"
"ყოველისათვის, ვისთვისაც ცნობილია აღმოსავლური ასკეტიკის სული, ნათელია, რომ რაც უფრო მაღალია ღვაწლი და რაც უფრო უხორცოა თავად ასკეტი, მით უფრო მაღალი, მოწიწებული და პატივისცემითა განმსჭვალული მისი სწავლება ხორცის, ადამიანის ბუნებისა და მისი ღვთაებრივი წარმომავლობის შესახებ".
"ახალი კაცი მართლმადიდებლურ ასკეტურ ლიტერატურაში გავრცელებული ტერმინია და გულისხმობს მდგომარეობას ადამიანური ბუნებისა, რომელსაც შემოსილი აქვს საღვთო მადლი, საპირისპიროდ ძველი კაცისა. ახალ კაცში უნდა გავიგოთ ახალი ქრისტესმიერი ცხოვრება, რომელსაც ნეტარ მარადიულობამდე მივყავართ".
"ისე აცარიელებდა თავის ასკეტურ ქვაბურას [მამა სტეფანე], თითქოს მდიდრულ სადილს მიირთმევდა. მისი კალივა მისთვის ზეციური კარავი იყო, რომელიც თავისი სიმარჯვითა და კეთილდღეობით აღემატებოდა ამერიკის ყველა ცათამბრჯენს, საჭმელი კი - ყველაზე გემრიელი მსოფლიოში".
"ასკეტთა დაკონკილ სამოსის ქვეშ იმალება სიმდიდრე სათნოებათა, მასში მჟღავნდება მატერიალური სიკეთეების უგულებელყოფა და ძლევა სულისა, სოფლის საგანთმოყვარე განწყობილებაზე. სიამოვნებათა ნებაყოფლობით დათმენაში, თავისუფლებასა და მკაცრ ცხოვრებაში ძევს საგანძური სიმდაბლისა, აქ განცხადდება ქრისტეში სახარებისეული ცხოვრების ფილოსოფია".
"მამა თეოფილაქტე, მტკიცე ანდამატი ასკეზისა და ჭირთდათმენისა".
„რომელიც იმარხავს პირველყოფილ ასკეტურობას“.
„ხშირი მუხლისდრეკისაგან მუხლები დაუკოჟრდა“.
"თავის პატარა კალივაში უხორცოსავით ცხოვრობდა. როცა ლიტურგიაზე მიდიოდა, ტრაპეზზე მცირეოდენს დარცხვენით შეჭამდა და უკან მშვიდად და ლოცვით ბრუნდებოდა".
"მრავალი ნაყოფი შესწირა უფალს: თავგანწირვა, მხურვალე სიყვარული, უდიდესი უპოვრება და სიგლახაკე. მრავალიც მიიღო - როგორც აქ, ამ სიცოცხლეში, ასევე დაუსრულებელ და საუკუნო ზეციურ სასუფეველში".
"ასკეზა იმგვარი უნდა იყოს, რომ ჩვენ შევძლოთ ჯანმრთელობის შენარჩუნება საკუთარი მოვალეობის აღსრულებისთვის".
„ეს მოსაგრე არ არღვევდა კანონს, რომელიც საკუთარ თავს დაუდგინა“
„მას პატარა სარკმელი ჰქონდა, საიდანაც ესაუბრებოდა მიმსვლელთ. ზოგიერთ ძმათმოყვარე მამას ყველაფერი მოჰქონდა მასთან, რაც აუცილებელი იყო გამოკვებისათვის, ამ განსულიერებული ზეციური ფრინველისთვის“.
„ძველი დროის მსგავსად, ჩვენს დროშიც არიან ასკეზი გმირები“.
"წმიდა პეტრე ათონელი განმარტოებულ მღვიმეში წარმოდგენელი ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა მეუდაბნოე მამა ქრიზოსთომოსი თავის მოწაფეებთან ერთად. მათ ტანთ დახეული სამოსი ეცვათ, დადიოდნენ ფეხშიშველნი, ჭამდნენ ორცხობილასა და წაბლს და იმას, რასაც მათ ლავრა უგზავნიდა. მაგრამ მიუხედავად ამისა, სასიამოვნო სახე ჰქონდათ და ზეციურ ნათელს ასხივებდნენ".
„მამა პავლე ლავრელი, ექიმი, ასკეტური მოსაზრებით წყალს კოვზით სვამდა“.
"მისი ცვილივით სახე ერთგვარ ასკეტურ ნათელს აფრქვევდა".
"გაგვიმასპინძლდა ასკეტური საკვებით (ლეღვის ჩირით და წვიმის წყლით)".
"გამოცდილ ბერებს ჩემთვის უთქვამთ, რომ ოჯახური ცხოვრება ადამიანისაგან გაცილებით მეტ ასკეტურ ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე მონასტერში ცხოვრება".
"დიდგამოცდილი ხანდაზმული ასკეტი"
"დიდი შრომა გასწია ასკეტურ სარბიელზე"
"სულიერ ცხოვრებაში მცენარის ზრდის მსგავსად თანდათანობაა აუცილებელი. ასკეტიკაში ყოველი ნახტომი ზევით, ძირს დანარცხებას უდრის".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"შესაძლოა, ჩანდეს, რომ ორი ადამიანი გარეგნულად ერთნაირად მოიხმარს მიწიერ საჭიროებებს, მაგრამ აქ გასათვალისწინებელია, რომელი რას არის მიჩვეული - თუკი ადამიანს ჰქონდა დიდი ქონება და ღვთისთვის რაღაც მოიკლო, შეიძლება ეს მოკლებაც მეტი იყოს, შესაძლოა, სხვა სხვებზე ნაკლებ მატერიალურ საჭიროებებს იყენებს, მაგრამ ის მის მოთხოვნილებებს აღემატებოდეს".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"მოძღვარი გრიგოლი პატრიარქს ხის თეფშზე დადებული სამი ლეღვითა და წვიმის წყლით უმასპინძლდებოდა".
"გონისა და გულის ასკეტურად განწმენდა"
"ადამიანის თავმდაბლობას ცხოველები განსაკუთრებულად მაშინ შეიგრძნობდნენ, როდესაც ისინი ადამთან მიდიოდნენ. ამიტომ არის, რომ ასკეტის მიმართ ცხოველები დღესაც თვინიერ დამოკიდებულებას ავლენენ".
"ასკეტიზმი იდუმალების ესთეტიკას ბადებს"
"უპოვარება - "კაცმან რომელმან იხილოს გემოი უპოვარებისაი, მძიმე უჩნს სამოსელიცა, რომელ ჰმოსიეს, და ეწყინების თასიცა სასუმელი წყლისაი, ამისთვის რამეთუ გონებაი მისი სხუაგან შექცეულ არს".
"ქრისტიანი მისტიკოსისთვის აუცილებელია ასკეტიზმი (თუნდაც ის საერო ცხოვრებას ეწეოდეს), მცნებების მიხედვით ცხოვრება, ეკლესიის საიდუმლოებებში მონაწილეობა".
"წყალს ძალზე თავშეკავებულად სვამდა, სხვა სასმლის დალევის უფლებას კი თავს არასოდეს აძლევდა".
"ღმერთი ყოველ შენს კეთილ საქმეს, აღსრულებულს შენივ თავისთვის და შენი საკუთარი სარგებლობისთვის, მიიღებს თვით მისთვის მოქმედებულ საქმეებად... და რაც შენ საკუთარი გლახაკი, მშიერ-მწყურვალი სულისთვის გიქმნია, ის სწორედ უფალ იესო ქრისტესთვის გაქვს გაკეთებული. სხვაგვარად რომ ყოფილიყო, განა როგორ სათნოყოფდნენ ღმერთს ის ადამიანები, რომლებიც განმხოლოებით ცხოვრობდნენ მთებსა და მიუვალ ადგილებში?!"
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"მამა პაისი ამბობდა: "ასკეზისას ძალიან ეხმარება მიჩვევა. როცა კაცი სიყმაწვილიდან მოღვაწეობას მიეჩვევა, შემდგომში ვეღარ გრძნობს სიძნელეებს".
"მამა პაისის მოღვაწეობაში ჩანდა ღვთის დიდი სიყვარული. ასკეზა ბერისთვის არ იყო თვითმიზანი, არამედ მისი საშუალებით განიწმენდდა თავს და აღივსებოდა სულიწმინდის მადლით".
"პიროვნებამ ასკეტური ღვაწლი უნდა გაიღოს, რომლის გარეშეც არაფრის მიღწევა არ არის შესაძლებელი. ამ ღვაწლში "ოხვრაც, და ცრემლიც, მარხვაც და ლოცვაც" მნიშვნელოვანია, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ აუცილებელი საშუალებებია, რაც შეეხება მიზანს, ის "არც მარხვაა, არც ბორკილებია და არც ჯვალოა, აქ მნიშვნელოვანია გული შემუსვრილი და დამდაბლებული; და ხსნა უსასყიდლოდ და არა კეთილი საქმეების გამო გეძლევა".
"ახალგაზრდა შედგა ბერად და 73 წელი გაატარა მკაცრ ასკეზში. მთელი ეს ხანი არ უჭამია პური, მარტო ფინიკით იკვებებოდა. მან ღვთისგან მიიღო მადლი ეშმაკთა განსხმისა და ყოველგვარ სნეულებათა კურნებისა. ბერი მოსე 47 წელი მორჩილებდა მას და ამდენი ხნის მერე მოიპოვა სათნოებები".
"მათი კელიები ჩრდილოეთ მხარეს გადიოდა; ესმოდათ, როგორ ამზადებდნენ საჭმელს სამზარეულოში და უქმმეტყველებდნენ. და მიუხედავად იმისა, რომ მუდამ ჩრდილოეთის ქარი უბერავდა, მინებს მაინც არ სვამდნენ. მზად იყვნენ, დაეთმინათ ძვლებამდე გამჭოლი სიცივე და საკუთარი თავი ნებაყოფლობით მოწამეობისთვის მიეცათ".
"მისი [წმინდა ნინოს] სამოსელი უხეში ქსოვილისა იყო, ხოლო განსასვნებელი სარეცელი - მიწაზე დაგებული ძაძა".
"დღე-ღამეში სამი ათას მეტანიას ასრულებდა"
"მარხვით და ლოცვით, მღვიძარებით, მუხლდრეკით, დიდი სინანულით ცდილობდა სულიერ წყლულთა აღხოცას".
"აუცილებელია ასკეტური ღვაწლისა და საიდუმლოებათა მოქმედების ერთიანობა".
"ქუჩაში სიარულის დროს ქუდი თვალებზე ჩამოფარებული ჰქონდა და აქეთ-იქით ყურება მისგან არ შეიძლებოდა, მუდამ თავდახრილი და პირდაპირ მიმავალი იყო".
"წლის ნებისმიერ დროს ჯვალოს უხეში კაბა ემოსა, ზამთარში ღვთისგან წარგზავნილი არწივი ათბობდა, ყოველ განსაცდელს საკვირველი მოშურნეობით დაითმენდა და ღვთისგან სასწაულმოქმედებისა და წინასწარჭვრეტის მადლი მოიხვეჭა, რომელსაც წყალობადვე გასცემდა".
"განუწყვეტელი მარხვისა და ფიცხელი ლოცვის წყალობით ღირსმა თეოდოსიმ [ანტიოქიელი] ხორციელ ვნებებს და მრისხანებას სძლია, გონება კი - მიწიერ ფიქრთაგან განიწმინდა".
"ასკეტური ღვაწლი გააორმაგა და ყოველ მიმსვლელს უფრო მეტი სიყვარულით ეპყრობოდა".
"როგორც ვთქვით, მამა გიორგი [მხეიძე] ასკეტიზმითა და დიდი განათლებით გამოირჩეოდა, მამა იოანე [მაისურაძე] კი გაცილებით რბილი და უბრალო ჩანდა, რომელშიც ასკეტს კი არა, უფრო კეთილ, უწმინდეს ანგელოზს ხედავდნენ. მამა იოანეს ღვაწლი და ღრმა სულიერი სიბრძნე მისი უბრალოებითა და ადამიანური სითბოთ გახლდათ დაფარული (მამა იოანემ 17 წელი იღვაწა ათონზე, რაც ბეთანიის წეს-ჩვეულებებშიც აისახა)".
"მამა პაისის [ათონელი] მოღვაწეობაში ჩანდა ღვთის დიდი სიყვარული. ასკეზა ბერისთვის არ იყო თვითმიზანი, არამედ მისი საშუალებით განიწმენდდა თავს და აღივსებოდა სულიწმინდის მადლით".
"მამა პაისი [ათონელი] ამბობდა: "ასკეზისას ძალიან ეხმარება მიჩვევა. როცა კაცი სიყმაწვილიდან მოღვაწეობას მიეჩვევა, შემდგომში ვეღარ გრძნობს სიძნელეებს".
"ასკეტიკური, ფხიზელი ცხოვრება იგივე საზოგადოებრივი ცხოვრებაა და მართლაც, უპირატესად სწორედ საზოგადოებრივია, რადგან ის ადამიანს თავისი ბუნებრივი ძალების აღდგენაში ეხმარება და მის ბუნებრივ დანიშნულებას (ანუ ღვთისგან ბოძებულ განგებულებას) აღასრულებინებს".
/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"მიუსაფარი ცხოვრების" ღვაწლი იტვირთა".
„სხეულს ოდნავი განსვენების ნებაც არ მისცა“
"მძიმე მარხვითა და მკაცრი ასკეტური ცხოვრებით კასიანემ ბოროტი ძალების განდევნის ნიჭი შეიძინა. მას მხურვალე ლოცვით შეეძლო ბოროტი განედევნა ადამიანისაგან".
„ბერი ბორკილებს არ ატარებდა, მაგრამ ლოცვის დროს ბეჭებზე მუხის დიდ ფესვს იდებდა, რომელიც თვითონ ამოთხარა მიწიდან“.
„ერთი მათგანი იყო ნეტარი იაკობი, რომელიც სოფელ ნიმუზის მახლობლად მცირე ქოხში გამოიკეტა და თავისი 90-წლოვანი სიცოცხლის ბოლომდე არ გამოსულა კელიიდან. მნახველებს წმინდანი პასუხობდა ვიწრო ჭრილიდან, რომელიც ირიბად იყო კედელში დატანებული ისე, რომ არავის შეძლებოდა მისი დანახვა“.
"გმირული მოსაგრეობა"
"[პეტრე იბერი] მთელ დღეს ლოცვაში, მარხვასა და მღვიძარებაში ატარებდა. თვით სადღესასწაულო დღეებშიც არ ანელებდა ამ ღვაწლს".
"მართლმადიდებლური სულიერების მთავარი მიზანი - ადამიანის სრულად გაჯანსაღებაა და ეს ამოცანა ეკლესიურ საიდუმლოებებთან ზიარებით და ასკეტური ცხოვრებით მიიღწევა. მთელ ეკლესიურ გადმოცემაში აშკარად მოსჩანს საიდუმლოებებსა და ასკეტური ცხოვრების წესს შორის კავშირი. მოსაგრეობა წინ უსწრებს საიდუმლოებების აღსრულებას, ხოლო საიდუმლოებებში მონაწილეობის შემდეგ მოღვაწე აგრძელებს მოსაგრეობის ღვაწლში ცხოვრებას".
/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"კონკისძველებით დადიოდა"
"დრაგუტინი უფრო და უფრო იმძიმებდა ფარულ ღვაწლს".
"წმინდა მაკარი კი 81 წლისაც საკუთარ თავს მოდუნების ნებას არ აძლევდა, არც ღამისთევისას, არც ლოცვისას".
"მამა პაისის, მიუხედავად სნეულებისა, მარხვა არ შეუმცირებია. არც ძველ "ჩვეულებაზე" უთქვამს უარი, როცა ფეხშიშველი დადიოდა სინაზე. აქაც ფეხსაცმელი აბგაში ედო და მხოლოდ მაშინ იცვამდა, როცა ვინმეს შეეყრებოდა."
"ისეთი მოშურნეობით მიეცნენ [ღირსი ტრიფენა და მატრონა კისიკოსელები] ასკეტურ ღვაწლს, რომ ცარიელი ძვალი და ტყავიღა იყვნენ დარჩენილნი. ღარიბული სამოსი ეცვათ, ფეხშიშველი დადიდონენ და ხმელ საწოლზე ეძინათ. დაფხავებულ ქოხში ცხოვრობდნენ და ქოთნის გარდა სხვა ჭურჭელი არ ჰქონდათ, სადაც მცირეოდენ ოსპს ინახავდნენ".
"აქ წმინდა აკაკიმ [კავსოკალიველი] გააძლიერა თავისი ღვაწლი, მუდმივად მღვიძარების, ლოცვის, სიცივისა და სიშიშვლის გარდა, მან პურის ჭამაზე უარი თქვა, და მხოლოდ ბალახს ჭამდა. ამგვარმა საჭმელმა მას სისხლისღებინება დააწყებინა. ეშმაკი ვერ დაითმენდა მის ამგვარ ღვაწლს და ათასგვარ განსაცდელს უვლენდა, მაგრამ წმინდა აკაკი საშველად უფალს უხმობდა და ისინიც შეშინებული ილტვოდნენ.
ბოლოს, უფალმა იხილა რა მისი ღვაწლი, მიჰმადლა მას ნიჭი გონებისმიერი ლოცვისა და საღმრთო გამოცხადებისა, გული მისი სულიწმინდის სამკვიდრებელად იქცა, და სულიერი სიხარული სახეზეც აესახა. იგი ანგელოზს ჰგავდა, და სულის დამატკბობელი იყო მისი ხილვა და საუბრის მოსმენა".
"გადაწყვიტა, თავი მძიმე ასკეზით გამოეცადა".
"იქ ის [ღირსი სვიმეონ უხამლო] მკაცრ ასკეტურ ღვაწლს მიეცა: ყოველთვის ძველი და დაკერებული სამოსი ეცვა, მუდამ უხამლოდ (ფეხშიშველი) დადიოდა და მთელ ღამეებს ფეხზე მდგარი ლოცვაში ატარებდა".
"ის [წმ. თეოდორე ტრიქვინა] იმდენად ასკეტურად ცხოვრობდა, იმდენად მოაუძლურა საკუთარი სხეული, რომ მკვდარს მიემსგავსა. მთელი ღამე ლოცულობდა, მიუხედავად სიცხისა, თუ სიცივისა, თავზე არასოდეს იხურავდა, ტანთ კი უხეში სამოსელი ეცვა, რისთვისაც შეარქვეს "სამოსელბალნიანი", ანუ ტრიქვინა". შემდეგ მისი სახელი მისსავე მონასტერს ეწოდა, სადაც ის მოსაგრეობდა. სიცოცხლეშივე აღასრულებდა სასწაულებს და კურნებებს, ეშმაკს განასხმიდა. სიკვდილის შემდეგ მისი წმინდა ნაწილებიდან გადმოდინდა მირონი, რომელიც სნეულებს კურნავდა და ბოროტ სულებს განასხმიდა".
"ასკეტიზმი თავის თავში სინანულს შეიცავს, ვნებებთან ბრძოლას და ხუთივე გრძნობაზე კონტროლს. ღირსი მამა სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი წერს: "ვინც ხუთ გრძნობას ფლობს, ის მთელ ქვეყნიერებას ფლობს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ქრისტიანული ასკეტიკური სწავლების თანახმად, ადამიანის ცხოვრებაში ფიზიკურ და სულიერ ტკივილს შესაძლებელია განწმენდის მნიშვნელობა ჰქონდეს, და ამ მდგომარეობამ ცოდვილი სინანულამდე შეიძლება მიიყვანოს".
"ნებისმიერი ქრისტიანი მეტ-ნაკლებად ასკეტი უნდა იყოს"
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"ნეტავ თავი როგორ გაჰქონდათ, როგორ ცხოვრობდნენ რამდენიმე ორცხობილას, მარწყვისა და ნუშის ამარა?
მიუხედავად სიღატაკისა, მიუხედავად სრული უპოვარებისა, თავს ბედნიერად და სულიერად უსაფრთხოდ გრძნობდნენ, წინასწარ ტკბებოდნენ საუკუნო ნეტარებით. ამ სტრიქონების წერისას მეხსიერებაში ამოტივტივდა ყველა ის ასკეტი, ბედნიერი შვილები ღვთისა. ყველას თავისი განსაკუთრებული მადლი და სულიერი ღირსება ჰქონდა. მამა ნილოსი, მამა ზოსიმე მამა ნიკოდიმოსთან ერთად, დიდსულოვანი მამა პართენი, რომელსაც არისტოკრატული წარმოშობა ჰქონდა, მამა ბართლომე..."
/არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)/
"ღირსი პანარეტის ანდერძის მიუხედავად, მისი წესისამებრ დაკრძალვა განიზრახეს და როდესაც სხეულის გაპატიოსნება დააპირეს, აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილს ჯვრისებრად ჰქონდა შემოხვეული წლების მანძილზე სხეულში შეზრდილი ჯაჭვი".
"შეუძლებელია იმ ღვაწლის აღწერა, რაც წმინდა მამამ იდო თავს - ოდენ პურსა და ნედლ ბალახეულს სჯერდებოდა, ღამით კი ძილი არ იცოდა, რადგან გათენებამდე ლოცვად იდგა".
"თუმცა ასკეზისგან ჩონჩხს დავემსგავსე, - ჰყვებოდა მამა პაისი, - ერთხელ ღამით ეშმაკის ხლართებით ყურთან ქალის სუნთქვასავით ვიგრძენი. მაშინვე წამოვდექი, ავანთე სანთელი და გალობა დავიწყე. როცა მოძღვართან ვაღიარე ეს ბრძოლა, მითხრა: ალბათ დაფარული სიამაყე გაქვს. როცა კაცი ასეთ ასკეზს აღასრულებს, ამგვარ განსაცდელებს გამართლება არ აქვსო. გამოვიკვლიე თავი და დავრწმუნდი, რომ ზოგჯერ გულისთქმა მეუბნებოდა, თითქოს რაღაც განსაკუთრებულს ვაკეთებდი".
"კელიის უბრალოება, მჭევრმეტყველურად მიგანიშნებდა მის ასკეტურობაზე".
"მამა იოაკიმემ აღგვიწერა მამა გიორგის სახე, როგორც ასკეტი მხატვრისა, საკუთარი თავისადმი მკაცრი მოშურნისა, ადამიანისა, რომელმაც კარგად იცის, რა არის მიწიერი ცხოვრება და საუკუნო სიცოცხლე. მან შესაბამისად შეაფასა ისინი და ცხოვრება ისე განვლო, რომ არაფრად მიიჩნია ყოველგვარი მიწიერი. ამაში დასარწმუნებლად მასთან საუბარიც არ გჭირდებოდა, მხოლოდ უნდა შეგეხედა. დაუვიწყარი პიოვნება გახლდათ."
/არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)/
"ბერი თეოფანე (კორძაია) ძალიან ასკეტურად ცხოვრობდა, მის სენაკში, გარდა თავისი ძმისწულის, ოსანასი (თავად მამა თეოფანმე დაარქვა სახელი), არც ერთ ქალს არ შეეძლო შესვლა".
"როცა იქ მოღვაწე ღირს მამათა მოსაგრეობა იხილა, [წმინდა] გრიგოლი საკუთარ "სიზარმაცეზე" დაღონდა".
"არ გაურბოდა და არ ემალებოდა ადამიანებს, ამავე დროს, არ იყო მათთან"
"[მამა იერონიმე] სამორჩილო საქმეზე მიმავალი უხორცო არსება გეგონებოდა, რომელიც ჩრდილივით უჩუმრად მისრიალებდა".
"ამ საკვირველ მოსაგრეს [ღირს პეტრე პატრიკიოსს], ვისი ღვაწლის აღწერაც კაცის ენას არ ძალუძს, სული თვისი სათნოებათა ჭურჭლად რომ ეყო, უხორცო ანგელოზს მიმსგავსებოდა.
ღირსი პეტრე 854 წლის 1-ლ ივლისს განვიდა ამ სოფლიდან და იმ პერანგითვე მიაბარეს მიწას, რომელიც 34 წელიწადს მოსავდა".
"ხშირად [ღირსი სერგი რადონეჟელის] საძმოს წირვისთვის ღვინოც კი არ ჰქონია, რის გამოც წმინდა ზიარებას ვერ ახერხებდნენ. არცთუ იშვიათად არც სეფისკვერების გამოსაცხობი ხორბალი ჰყოფნიდათ, არც - საკანდელე ზეთი, სასანთლე ცვილი თუ საკმეველი... ასეთ დროს ძმობა ტაძარში კვარს ანთებდა ამ მკრთალ შუქზე თავადვე ანათებდნენ".
"მოუკლებელ ღვაწლისაგან განლეულნი"
"კვლავ უდაბნოში განმარტოვდა, რომელიც მისთვის სამოთხე იყო"
"წმინდა ბასიანემ გაიმკაცრა ცხოვრების წესი: ცოტას ჭამდა, ღამეებს ლოცვაში ათევდა".
"მამა კალენიკე გულმოდგინედ იცავდა დაუბანლობის წესს. ერთხელ ღამით ჩაეძინა და ნავთის ლამპა ანთებული დარჩა. აბოლდა და იქაურობა გააშავა. დილით სულიერმა შვილებმა მოძღვარი ვეღარ იცნეს. მამა კალენიკემ დასაბანად წყალი არ მოატანინა, უთხრა: "ნუ შეწუხდებით, მერე ოფლითა და ცრემლებით ყველაფერი ჩამოიბანებაო".
"ცხოვრობდა უდაბნოში [მამა ორი], ბალახითა და ფესვებით იკვებებოდა და ამას თვლიდა სასურველად".
"არავის გაუგონია მისგან [წმ. ნიფონტი] ნათქვამი უქმი სიტყვა, თუ სიცილი, არამედ მუდამ იგლოვდა საკუთარ თავს და საღვთო წიგნებს კითხულობდა".
"წმინდა სერიდი [ღაზელი] სიყმაწვილიდანვე თავშეკავებული ხასიათით გამოირჩეოდა, და უკიდურესი ღვაწლით ისე მოაუძლურა საკუთარი სხეული, რომ მძიმედ დაავადდა".
მამა გაბრიელი მამა ვასილზე [ფირცხალავა] ამბობდა: "ბოლოს ისე ასკეტურად ცხოვრობდა, მხოლოდ ყურძენს მიირთმევდა. ვუყურებდი, გამჭვირვალე სხეული ჰქონდა. როცა ქადაგებდა, მისი სხეული მზის სხივებს ატარებდა. ანგელოზი იყო, მუდმივი მლოცველი წმინდანი".
"ძველად [ტურ-აბდინის] მონასტერი მოღვაწეებით იყო განთქმული. მაგალითად, აქ უცხოვრია ბერს, რომელიც 15 წლის განმავლობაში წუთითაც არ დამჯდარა."
"ფიცხელი მოღვაწეობა"
"გონებით ასრულებდა მეტანიებს"
"ის ცნობილი იყო სიკეთითა და მკაცრი მოღვაწეობით"
"...დროს ატარებდა უწყვეტ მარხვასა და ლოცვაში..."
"დიდი მოღვაწებისგან დაღლილი"
"მისი [ღირსი სერაპიონ ფსკოველი] ცხოვრება საბაძველ ექცათ იქაურ მამებს, სხეულს კი იმდენად უბადრუკი კაბა უფარავდა, რომ მიცვალების შემდგომ მისი წაღების სურვილი არავის გაუჩნდა".
"[მამა დანიელი] ძალზე მდუმარე და განკრძალული კაცი იყო, თავის ცხოვრებას მკაცრ კანონებს უმორჩილებდა".
"მამა ნეოფიტეს უდაბნოს კელიაში ვერაფერს იპოვიდით, ორცხობილიანი ტომრის გარდა. მხოლოდ შაბათ-კვირას თუ მოდიოდა ის დანიელის საძმოში და მათთან ერთად ტრაპეზობდა. ამის მერე კი მთელი კვირა იკარგებოდა.
ამბობენ, როცა ლავრაში გარდაიცვალა მამა ნეოფიტე, სახე გაუბრწყინდაო..."
"ადამიანი რაც უფრო ასკეტურად ცხოვრობს, მით უფრო ჯანმრთელია".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ჩიტის ბუდესავით ღარიბული იყო კერასიელი ისიქასტის მღვდელმონაზონ მეთოდეს კალივა, რომელსაც არც წყარო ჰქონდა და არც ტაძარი.
თავის კურთხეულ მოწაფესთან, მორჩილ ბარტყთან ერთად იგი სრულიად უზრუნველ ცხოვრებას ეწეოდა, არაფერი აშფოთებდა, არც მიწიერ სიკეთეებსა და კომფორტზე ზრუნავდა. ორივენი ნეტარნი იყვნენ, უპოვარნი ზეცისა მკვიდრნი, ღარიბნი და დაგლახაკებულნი ქრისტესადმი სიყვარულისთვის. მოძღვარი მორჩილს ლავრაში გზავნიდა მოწყალების სათხოვნელად. ისინი იმით კმაყოფილდებოდნენ რასაც აძლევდნენ.
მამა მეთოდე ათენის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის კურსდამთავრებული იყო, მაგრამ ფასდაუდებელი სულის ცხონებისთვის დაუტევა ყოველგვარი ერისკაცული დიდება და ყოველგვარი მაღალი მდგომარეობა.
ამ წმინდა კალივაში საჭმელი, ჩვეულებისამებრ, ასე მზადდებოდა: ისინი ადუღებდნენ წყალს, ყრიდნენ მასში ცოტაოდენ ფქვილსა და მარილს და ფაფა მზადდებოდა. როცა ყურძენი ჰქონდათ, ძმები დებდნენ მას თიხის ჭურჭელში და წყალს უმატებდნენ.
ერთხელ მათ სანახავად ძმა მოვიდა. ისინი მას ასკეტური საჭმლით გაუმასპინძლდნენ.
- წმინდაო მოძღვარო, ეს რა არის? ჭარხლის სუპი? - ჰკითხა სტუმარმა ცნობისმოყვარეობით.
- ხუთმაგი წყლის კისელია, - უპასუხა მამა მეთოდემ. ანუ ხუთჯერ დაამატეს მასში წყალი.
სიცოცხლის ბოლო წლებში ის წმინდა ათანასე ათონელის მღვიმეში გადასახლდა. ჰიმნოგრაფი გახლდათ და არაჩვეულებრივად თხზავდა კილოებს და მელოდიებს.
გერასიმე სმირნაკისი წერს: "ის უკიდურესად მკაცრად ცხოვრობდა და მუდმივად საქმიანობდა".
1903 წელს მამა მეთოდე წმინდა კინოტის მდივნად აირჩიეს. გარდაიცვალა 1920 წელს".
"დავუბრუნდეთ დიდებულ სვიმეონს, უკვე 28 წელია, იგი წმინდა ორმეოცს უჭმელი მარხულობს: დრომ და მუდმივმა მეცადინეობამ შეუმსუბუქა მას ეს ღვაწლი. მარხვის პირველ დღეებს, ჩვეულებისამებრ, ფეხზე დგომასა და ფსალმუნთგალობაში ატარებდა; შემდეგ კი, როცა სხეულს შიმშილის გამო ფეხზე დგომა აღარ შეეძლო, ღვთისმსახურებას დამჯდარი აღასრულებდა, ბოლო დღეებში წვებოდა კიდეც.
რაც მან მესვეტეობის ღვაწლი დაიწყო, გადაწყვიტა, სვეტიდან არასოდეს ჩამოსულიყო. ამისთვის განსაკუთრებული რამ მოიფიქრა. სვეტს ძელი მიაბა, ხოლო ძელზე თავი მიიბა და ამგვარად ატარებდა ორმოც დღეს.
შემდგომში, როცა ზეითგან უფრო მეტი მადლი მიიღო, აღარ სჭირდებოდა ამგვარი მოწყობილობა და ორმოცი დღე უსმელ-უჭმელი იდგა, გაძლიერდეობდა მოშურნეობით და საღვთო მადლით".
"ეგოიტურად ნუ აიძულებთ თავს, თქვენს ძალებზე მეტად იღვაწოთ და დაიმძიმოთ სული. ქრისტე მოყვარული მამაა და არა ტირანი. ქრისტეს ახარებს ჩვენი მოშურნეობა ღვაწლისათვის".
/ღირსი პაისი ათონელი/
"კარიესში მუშაობისას ბევრს მესაუბრებოდნენ ბიძაჩემზე, მამა ხარიტონის უპოვარებაზე. როცა ის მოკვდა, ერთი კოკაღა დარჩა, მეტი არაფერი".
"მკაცრი ცხოვრების წესის მიუხედავად, ყველას გასაოცრად, ღირს მამას [სერგი რადონეჟელს] ჯანი მცირედადაც არ შერყევია და მოაკვდინებდა რა ხორცისმიერ ზრახვებს, სხეულს განამტკიცებდა, განწვრთნიდა და სხვა, უფრო მაღალი ღვაწლისთვის შეამზადებდა".
"გამუდმებით განწმედდა თავის თავს მარხვით, ღამისთევითა და ლოცვით"
"სკიტის სახელწოდება - "კავსოკალივი" (ანუ "დამწვარი ქოხები") - უკავშირდება დიდი ასკეტის, XIV საუკუნის სულიერი მოღვაწის, ღირსი მაქსიმე კავსოკალიველის სახელს. ეს მეტსახელი მას იმიტომ შეარქვეს, რომ განუწყვეტლივ იცვლიდა საცხოვრებელ ადგილს და როცა კი ახალ ადგილზე გადავიდოდა, ცეცხლს უკიდებდა თავის ძველ ჩალის ქოხს".
"[მამა გიორგი განდეგილი] უპოვარების სათნოების აღმსრულებელი, განთავისუფლდა ამაოებისაგან, მოიპოვა ღვთის სიყვარული და ვითარცა ქრისტეს "კეთილი მაწანწალა", მთელ ათონზე მოგზაურობდა. მისი ქონება გაცრეცილი სამოსი გახლდათ, ზამთარ-ზაფხულ რომ ატარებდა. ფეხებზე წინდების მაგივრად ჩვრები ჰქონდა შემოხვეული, რომლებიც იარებიდან სისხლის დენასაც უჩერებდა, სალოცავი ადგილის ძებნაში კლდეებზე ცოცვისას რომ მიეღო."
"მამა იოაკიმე ანგელოზების სამყაროსთან გაცილებით უფრო ახლოს იყო, ვიდრე ამ მიწიერ სამყაროსთან".
"[მამა გიორგი განდეგილი] მიუხედავად დაღლილობისა, საღამოობით არქონდარიკში (სასტუმრო ოთახში) არ მიდიოდა, დასასვენებლად ტაძრის კარიბჭეში, მარმარილოს იატაკზე დაწვებოდა მიცვალებულივით. მისთვის სულ ერთი იყო წელიწადის ყველა დრო, რადგან ის უკვე სამოთხეში ცხოვრობდა, ღვთის სიყვარულით გამთბარი სიცივეს ვეღარ გრძნობდა. უეცრად, თითქოს რაღაცის შეეშინდაო, წამოხტებოდა და ლოცვას იწყებდა. დიდხანს იდგა ასე გაუნძრევლად."
"სრულად გამოაწრთო, გამოძერწა ასკეტად"
"ეს ყოვლადსაკვირველი ხუცესი [ღირსი აეფსიმე სირიელი] სირიაში იმპერატორ თეოდოსის (379-395 წლები) ჟამს ცხოვრობდა, უვიწროეს სენაკში დაეყუდა და არც არავის ენახვებოდა და არც - ესაუბრებოდა, არამედ უფალთან გამუდმებული საუბრისას გამუდმებით იკრებდა გონებას გულში".
"მე მაშინვე განმაიარაღა მისი ცხოვრების უბრალოებამ"
"დიდი ხის ჯვარი კედელზე ეკიდა. ამ ჯვარს ბერი ალექსი (შუშანია) ზურგზე მოიკიდებდა და ისე ლოცულობდა უფლის წინაშე".
"პაისიმ [ათონელი] კურთხევა აიღო და უდაბნოში, წმინდა გალაქტიონისა და ეპისტიმიას კელიაში გადასახლდა. ეს ასკეტირიონი მონასტრიდან ერთი საათის სავალზეა და მშვენიერ მაღლობზეა გაშენებული. ასკეტირიონის ზევით, ორას მეტრზე, წმინდა გალაქტიონის მღვიმეა, ცოტა მოშორებით - წმინდა ეპისტიმიას სკიტი.
ასკეტირიონის ახლოს პატარა წყარო იყო, საიდანაც დღე-ღამეში ორ-სამ ლიტრ წყალს იღებდნენ. მამა პაისი ჰყვებოდა: "წყალზე თუნუქის ქილით მივდიოდი - ჩაისთვის მჭირდებოდა. ქილის ავსებამდე ღვთისმშობლის დაუჯდომელს ვკითხულობდი, თვალები ცრემლით მევსებოდა: "ღმერთო ჩემო, - ვამბობდი, - მე მხოლოდ ცოტა წყალი მინდა დასალევად, მეტი არაფერი".
საჭმელად ორცხობილა ჰქონდა, რომელსაც თვითონვე აცხობდა. თუნუქის ქილა იყო მისთვის ყავადანი, ქვაბი და თეფშიც კი. არც ლამპა ჰქონდა და არც ფანარი. სანთებელათი ინათებდა ხოლმე გზას. ერთხელ პომიდორი დარგო კელიასთან. მერე თქვა, - საცოდავ ბედუინებს არ აქვთ პომიდორი და მე, ბერს რატომ უნდა მქონდესო და ამოგლიჯა."
"მამა იოაკიმე [ნიკოლაიდისი] ღვთის ვენახში ქანცგაწყვეტამდე მუშაკობდა"
"ცნობილი მოძღვარი ილარიონ ქართველი, პარასკეობით არც საჭმელს ჭამდა და არც წყალს სვამდა. ამ დღეს ის ჯვარცმასა და ჯვარცმულ უფალს უძღვნიდა".
"ხორცი არა ქრისტესათვის სისხლის დათხევით, არამედ მოზღუდვით, თავშეკავებით, ასკეტური ცხოვრებით აწამეს. ასეთი მამები ეკლესიაში ღირსი მამების სახელით არიან ცნობილნი."
"ასკეტესა"
"გონიერ უქორწინო ცხოვრებას ეწეოდნენ, ასე ვთქვათ, "საერო ასკეტებად" გვევლინებოდნენ".
"ის ჭამდა მშვიდად, აუღელვებლად, რათა არავის ეფიქრა, რომ მშიერი იყო"
"[წმ. ალექსი შუშანია] ოთხ კედელში გამოკეტილი დაუზოგავად ებრძოდა ვნებებს, იცილებდა ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგრამ შემოჩენილ ჩვეულებებს. აღიკვეთა ფეხის გადადებით ჯდომა, განუტევა ძილი და მცირედ ჩამოყვინთვას სჯერდებოდა. მოსპო, ყურძნის გარდა, ყველა ხილეულის ჭამა."
"მამა იოსები ერთ-ერთ წერილში წერს: "ასეთი წესი გვქონდა, რომ დღეში ერთხელ მცირეოდენი გვეჭამა. აღდგომასა თუ ყველიერში მაინც დღეში ერთხელ ვტრაპეზობდით. მთელი წლის მანძილზე ღამისთევით ვლოცულობდით. ეს წესი მე და მამა არსენმა ერთი მღვიძარე და წმინდა ბერისგან, მამა დანიელისგან ავიღეთ".
"ღირსი აკაკი კავსოკალიველი. მთაწმინდაზე თავისი მოღვაწე ცხოვრების დასაწყისში ღირსი აკაკი მხოლოდ პურსა და წყალს იღებდა, ისიც - ორ-სამ დღეში ერთხელ. მოგვიანებით, ხორცისთვის რომ ეძლია, მინდვრის ბალახს ახმობდა, კეცავდა და იმდენს ჭამდა, რამდენიც სიცოცხლისთვის იყო საკმარისი. ხანდახან ქვებსაც ნაყავდა, თივას ურევდა და ჭამდა.
ერთხელ ასეთი უჩვეულო საკვების გამო სისხლდენა დაემართა. შორიახლოს მცხოვრები მონაზვნები ურჩევდნენ, ასე არ ემარხულა - თვლიდნენ, რომ ეს ხიბლი იყო, მაგრამ მან ისინი ჩვეული სიმდაბლით დაამშვიდა, თუმცა არ დაუტევებია ამგვარი მოღვაწეობა და უფრო მკაცრად მოსაგრეობდა."
"ყოველი ჩვენი ასკეზა - მცირე თუ დიდი, მარხვა იქნება ეს, მუხლთა დრეკა, ფსალმუნთა ღაღადება, ღამის თევა, მღვიძარება თუ სხვა, ყველაერი ეს ზეციური ცხოვრების წიგნში იწერება".
/დეკ. არჩილ მინდიაშვილი/
"ასკეტიკა - ეს არის დაფარული ღვაწლი, რომლითაც უნდა ცხოვრობდნენ ქრისტიანები"
"ასკეზას და სულიერ გმირობას, ისევე როგორც სრულყოფილთა სრულყოფილებას, ჭეშმარიტ ცხოვრებაში სასრული არ გააჩნიათ."
"რაზეც არაა საჭირო უკონტროლო საუბარი - ეს საკუთარი ასკეტურობა, ღვაწლი, კვებაში, ძილში თავშეკავებაა და ა.შ. ფიზიკური ასკეტას მხოლოდ მაშინ მოაქვს სარგებელი, როცა ის შერწყმულია სულიერ მდგომარეობასთან"
"ასკეტური გზით შეიყვარა ქრისტე და ერთგულად ემსახურა ადამიანებს"
"არც ერთი მოსგრე არ განწმენდილა აკეზის გარეშე. ვერავინ ვერ შეძლო სულიერ სიმაღლეზე ასვლა ასკეზის გარეშე. ასკეზი აუცილებელია. ასკეზში შედის მეტანიები, მღვიძარება და ა.შ., მაგრამ არა ძალდატანებით.
დაე, ყველაფერი სიხარულით გაკეთდეს. მნიშვნელოვანი მეტანიები ან ლოცვები როდია, არამედ ქრისტესთვის თავგანწირვა, ტრფიალება. ბევრი ადამიანია ისეთი, ვინც ამას აკეთებს არა ღვთისათვის, არამედ ფიზიკური სარგებლისთვის. თუმცა, ადამიანები ამას სულიერი სარგებლისთვის, ღვთისთვის აკეთებენ. მაგრამ ამასთანავე, სხეულიც დიდ სარგებელს ღებულობს და არ სნეულდება. ბევრი კარგი მოაქვს ღვთისმიერ ასკეზს".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"უპოვარმა მამა არსენმა ქონება არაფერი დატოვა, რამდენიმე გაცრეცილი წიგნის გარდა"
"ღვთის ნებას მინდობილი უდაბნოს მწირი მცენარეებით და რამდენიმე ყლუპი წყლით საზრდოობდა"
"იოანე [კოლოვი] მიწიშქვეშა მღვიმეში განმარტოვდა და თან ოდენ ლოცვა, სიფხიზლე და მარხვა იახლა"
"იგი [ღირსი მოსე] იდუმალად ცხოვრობდა ღმერთში, მოუკლებელი გარეგანი საზრუნავების პირობებში"
"გიყვარდეს წმინდა განმარტოება"
"[ბერმა ანთიმოზმა] ნებაყოფლობით იტვირთა ასკეტური ღვაწლი და ლოცვა, ლმობიერი ცრემლით დანამული. ამ ცრემლებმა მას დაუშრეტელი სიხარული და ნეტარება მიანიჭეს სასუფეველში"
" - რომელი მთავარი წესით უნდა ხელმძღვანელობდეს მოღვაწე?
- მან ყველაფერში თავი უნდა შეიზღუდოს".
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ასკეტი გაურბის სამყაროსათვის დამახასიათებელ ამქვეყნიურობას და მიაჩნია, რომ მისგან გათავისუფლებაა საჭირო"
"სხვა ასკეტურ საქმეებს შორის უდავოდ უმთავრესი ადგილი ლოცვას უჭირავს"
"მართლმადიდებლობის დამახასიათებელი ნიშნებია - ასკეტური ცხოვრება და სიყვარულით თანაზიარება"
/არქიმანდრიტი ეპიფანე თეოდოროპულოსი/
"საგულისხმოა, რომ დიდი ცოდნისა და განათლების მიღება, არა მხოლოდ წიგნებითაა შესაძლებელი, არამედ უმეტესად სულიწმინდის მოპოვებისათვის გაწეული დიდი შრომითა და ასკეტური ღვაწლით. წმინდანთა ცხოვრებაში ხშირია მაგალითები, როცა არაწიგნიერ ადამიანებს, დიდი ასკეტური ღვაწლის შემდეგ, სულიწმინდის მადლით აღვსილებს, სხვადასხვა ენებისა და ყოველი წიგნების მცნობელობასთან ერთად, იმ დაფარულ კანონზომიერებათა აღქმაც რომ მიმადლებიათ, რომელიც მიუწვდომელია ჩვეულებრივ წიგნიერ და სწავლულ მეცნიერთათვის".
/წმ. გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"თავისა და გულის ტკივილები ასკეტის სულიერი შრომის დასაწყისში წარმოიქმნება"
"იცით, რატომ გადიოდნენ ასკეტები უდაბნოში? არა მარტო იმიტომ, რომ უდაბნოში მეტი სიწყნარე იყო, არამედ, რადგან უდაბნო სატანის განსაკუთრებულ საბრძანებლად ითვლებოდა. ამიტომაც ქრისტე პირველ რიგში უდაბნოში გავიდა და ეშმაკს თავის ყველაზე ძლიერ ციხესიმაგრეში სძლია".
"ისიქასტი, რომელიც გარეგნულად არ სცოდავს, ცოდვილის მდგომარეობას შესანიშნავად იცნობს. ეს იმის გამო ხდება, რომ ასკეტური გამოცდილების გამო, მას საშუალება ეძლევა, კარგად იცოდეს გონებაში გულისთქმის მსვლელობა - როგორ ვითარდება მისი გზა და როგორია ამ გზის დასასრული. აი, რატომ შეინიშნება შემდეგი ფაქტი: "ასკეტი, რომლის გულიც, ლოცვის გავლენით, ძალზე მგრძნობიარე ხდება, იმ დროს, როდესაც ვინმესთვის ლოცულობს, შეუძლია შეიტყოს, რა მდგომარეობაშია ის, ვისთვისაც ლოცულობს. ერთი სიტყვით, მოღვაწე მჭვრეტელი ხდება".
/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"ასკეტმა ბევრი ტანჯვა უნდა განიცადოს, სანამ წონასწორობას არ მიაღწევს, მან ყველა ბოროტი ნაფიქრალი და მოპოვებული სიამოვნება მწუხარებით უნდა აანაზღაუროს და გააქარწყლოს".
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"მართლმადიდებლურ ასკეტიკაში ნებისმიერი წარმოსახვაც კი ლოცვისას (ქრისტეს სახის წარმოდგენა) მკაცრად იკრძალება"
/მღვდელი ანდრია დუდჩენკო/
"ასკეტი მრავალწლიანი ღვაწლის გაღებისთვის მზად უნდა იყოს"
"ასკეზის პოზიტიური ღირებულება იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის ხასიათი გამოასწოროს, სათნოებები შესძინოს, გული გაუწმიდოს, ადამიანური პიროვნება სრულყოს, და ღმერთის ხატებას ღმერთის მსგავსება მიამატოს"
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"როდესაც მოსაგრე სასულიერო პირი გაიგებს, რომ რომელიმე ეპისკოპოსი ცხოვრობს ასკეტურად, მოციქულთა მსგავსად და გაბედულად ებრძვის ამა სოფლის თავადს, ეს აძლევს მას გამბედაობას და ძალას ბრძოლაში".
"კიბისაღმწერელი ასევე კატეგორიულად უკრძალავს ყოველ ქრისტიანს და განსაკუთრებით ასკეტს, უგუნური მრისხანების აყოლას. ის გვირჩევს, გულში არ დაუშვათ არა მხოლოდ გაშმაგებული რისხვა, არამედ თუნდაც მცირე შეურაცხყოფით გამოწვეული მსუბუქი გაღიზიანება".
"საღმრთო ზიარების შემდეგ სულიერი ცხოვრება კიდევ უფრო ძლიერდება. ასკეტური ღვაწლის გასაგრძელებლად ქრისტეს თანამყოფობა აუცილებელია".
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"წმიდა მამები, უჯეროს თავიდან ასარიდებლად, მრავალ ჯეროვანსაც უკრძალავდნენ საკუთარ თავს"
"სიტყვა, ასკეზა ქრისტიანულ ტერმინოლოგიაში წვრთნას, ვარჯიშს ნიშნავს"
/დეკ. ლუკა ბუცხრიკიძე/
"ჭეშმარიტი ლოცვის მოსაპოვებლად ასკეტს მოეთხოვება ბევრი ლოცვითი შრომა, მოთმინება, მუდმივობა, გამძლეობა"
"რაც უფრო მაღლა ავა ასკეტი სათნოების კიბეზე, მით მეტად ემუქრება მას პატივმოყვარეობის სულით დაღუპვა"
/სქემარქიმანდრიტი პანტელეიმონი (აგრიკოვი)/
"ასკეტმა ბევრი ტანჯვა უდნა განიცადოს, სანამ წონასწორობას არ მიაღწევს, მან ყველა ბოროტი ნაფიქრალი და მოპოვებული სიამოვნება მწუხარებით უნდა აანაზღაუროს და გააქარწყლოს"
"ასკეტი, რომლის გულიც, ლოცვის გავლენით, ძალზე მგრძნობიარე ხდება, იმ დროს, როდესაც ვინმესთვის ლოცულობს, შეუძლია შეიტყოს, რა მდგომარეობაშია ის, ვისთვისაც ლოცულობს. ერთი სიტყვით, მოღვაწე მჭვრეტელი ხდება"
"ასკეტს გონება ჯოჯოხეთში უნდა ჰქონდეს და მას სასოწარკვეთილება არ უნდა დაეუფლოს"
"ზოგჯერ ასკეტი, რომელმაც გარკვეულ წარმატებებს მიაღწია საკუთარი ვნებული ბუნების მანკიერებების წინააღმდეგ ბრძოლაში, თავის საქმეს უკვე დასრულებულად და საკმარისად მიიჩნევს, თითქოსდა ჩერდება მიღწეული სათნოების სიმაღლეზე. ასეთი აზრის შედეგად იგი თანდათან და შეუმჩნევლად ვარდება ნელთბილობასა და უდარდელობაში, რომელთაც იგი მომაკვდინებელ ულმობელობამდე მიჰყავთ"
"როდესაც ასკეტი ნებაყოფლობით დატოვებს ამქვეყნიურ ცხოვრებას, სიამოვნებითა და საზრუნავებით აღსავსეს, უკვე თავისუფლად და მარტივად შეუძლია ზეაღსვლა, ხდება მთელი სამყაროს მბრძანებელი. ის უკვე მონა კი აღარ არის მისი, არამედ ხელმწიფე; უწინდებურად ვნებების მორჩილი მსახური კი არ არის, არამედ თავისუფალი ძე ქრისტესი და მარადიული კურთხევის მემკვიდრე"
"შრომისმოყვარეობა, ასკეტიზმი და, უპირველეს ყოვლისა, ღვთაებრივი სიყვარული გარდაქმნის ვნებებით შეპყრობილ ადამიანს, განწმენდს მის სულიერ და ხორციელ ცხოვრებას, რითაც ათავისუფლებს მის გონებას. სწორედ ეს სიყვარული ეხმარება ადამიანს ყველაფრის სწორად განსჯაში, წაიყვანს სხეულს სიწმინდისა და უბიწოებისკენ, ადამიანს ღვთის ხატების სიმაღლეზე შეაკავებს და ღმერთის მსგავსების გზად და მიზნად აქცევს"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი/
"უსაფრთხოების მეორე ზომა, რაც უნდა მიიღოს ასკეტმა მოღვაწემ იმისათვის, რომ კვლავ არ აღმოჩნდეს ამა სოფლის ტყვეობაში, ღირსი იოანე კლემაქსის მიხედვით, არის ის, რომ ასკეტი აუცილებლად უნდა მოერიდოს იმ ადგილებსა და საგნებს, რომელთაც შეუძლიათ კვლავ გააღვიძონ მის სულში სიმპათია და სიყვარული ამქვეყნიური ცხოვრების მიმართ"
"...წმინდა მოღვაწის სამოსელი, რომლის ბეწვებიც იჩხვლიტება ნემსებივით..."
"ასკეტურ მღვაწეობას, წმინდა [იოანე] კიბისაღმწერლის მიხედვით, მუდმივი და შეუპოვარი ხასიათი უნდა ჰქონდეს. ასკეტი, ღირსი ამბას კონცეფციით, არის დაუღალავი სათნო-მყოფელი და ნებაყოფლობითი მოწამე. ასკეტიზმი არის გოლგოთამდე მიმავალი ჯვრისა და წამების გზა".
"ასკეტიზმის მიზანი გულის სიწმინდეა, ხოლო ყველა სახის ღვაწლი, გარეგანი და შინაგანი (ფიზიკური და სულიერი), მხოლოდ გულის სიწმინდის მიღწევის საშუალებაა"
"ასკეტი, რომელსაც მტერი შეებრძოლება თავმომწონეობით, მაშინ ეუბნება საკუთარ თავს: "მოხუცო! შენს სიძვის ცოდვებს მიხედე".
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"...თავიდან ქორაფის ნაკადის მღვიმევის კელიაში დარჩენას ვფიქრობდი, მაგრამ აქ ბედუინები ხშირად თავს ესხმიან ასკეტებს, ამიტომ იორდანესკენ წავედი..."
/იორდანელი მეუდაბნოე ფოტინია/
"ასკეტებს ერთი მიზანი ჰქონდათ, სულის გადარჩენა და ღვთის დახმარების ღრმა რწმენა"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"მისი [ღირსი სერაპიონ ფსკოველი] ცხოვრება საბაძველ ექცათ იქაურ მამებს, სხეულს კი იმდენად უბადრუკი კაბა უფარავდა, რომ მიცვალების შემდგომ მისი წაღების სურვილი არავის გაუჩნდა".
"ასკეტური გზით შეიყვარა ქრისტე"
"ვპოულობდი მცოცავ ჭანგას და ვჭამდი. ამას ასკეზის გამო ვაკეთებდი"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"არც ერთი მოსაგრე არ განწმენდილა ასკეზის გარეშე. ვერავინ ვერ შეძლო სულიერ სიმაღლეზე ასვლა ასკეზის გარეშე. ასკეზი აუცილებელია. ასკეზში შედის მეტანიები, მღვიძარება და ა.შ., მაგრამ არა ძალდატანებით. დაე, ყველაფერი სიხარულით გაკეთდეს. მნიშვნელოვანი მეტანიები ან ლოცვები როდია, არამედ ქრისტესთვის თავგანწირვა, ტრფიალება. ბევრი ადამიანია ისეთი, ვინც ამას აკეთებს არა ღვთისათვის, არამედ ფიზიკური სარგებლობისთვის. თუმცა, სულიერი ადამიანები ამას სულიერი სარგებლისთვის, ღვთისთვის აკეთებენ. მაგრამ ამასთანავე, სხეულიც დიდ სარგებელს ღებულობს და არ სნეულდება. ბევრი კარგი მოაქვს ღვთისმიერ ასკეზს.
ასკეზში მეტანიებთან, მღვიძარებასთან და სხვა ღვაწლთან ერთად, მარხვაც შედის"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ბევრმა, განსჯის გარეშე, საკუთარი თავი სულის სწაფვას გადაცა და დემონებისგან წაქეზებულმა გონება დაკარგა, სხვებმა, რომ არ სურდათ მიწიერი საკვების მიღება, თავი შიმშილით მოიკლეს - ორ ასეთ ბერზე მოგვითხრობს წმინდა ეფრემ ასური. სხვები კი მძიმე ავადმყოფობაში ჩავარდნენ და ასკეტური ღვაწლი მიატოვეს"
"ღირსი კანიდის [კაპადოკიელი] მღვიმე მთის ძირში მდებარეობდა და ძალზე ნესტიანი გახლდათ, რის გამოც წმინდანს დროთა განმავლობაში თმა და წვერი გასცვივდა. თუმცა, იმ ადგიილას სამოცდაცამეტი წელი იღვაწა"
"გადმოცემის თანახმად, წმინდა მამამ [ღირსი კევინ ირლანდიელი] შვიდ წელიწადს გაატარა ფეხზე მდგომმა, გულზე ხელებგადაჯვარედინებულმა და თვალხილულმა"
"მრავალი წელი იცხოვრა პეტრემ [კორიშელი] მღვიმეში, სადაც ხან აუტანელი სიცივე ტანჯავდა, ხანაც - მცხუნვარე მზე. საზრდელად კი ბალახს თუ მიიღებდა, მის განმარტოებას კი ოდენ გარეული მხეცნი არღვევდნენ"
"მამა გერმანეს გარდაცვალების შემდეგ, ბერი დანიელი წმინდა ანას სკიტის ზემოთ, მღვიმეში დასახლდა. ეს მღვიმე მიწისძვრის დროს ჩამოწოლილ მთის ეხშია, რომელიც ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთისკენ არის გადაშლილი. შესაძრწუნებელია არა მხოლოდ მასში ცხოვრება, არამედ შესვლაც კი, რადგან უნებურად ფიქრობ, სადაცაა, ლოდი მოსწყდება და გამსრესსო. ლოდსა და კლდეს შორის შესასვლელი ჯერ ზევით, აღმოსავლეთისკენ მიდის, შემდეგ მარჯვნივ, სამხრეთისკენ უხვევს, სადაც სარკმელია ამოჭრილი, მღვიმის შესასვლელთან - კარი. იატაკზე გამართულ სასთუმლიან საწოლზე იჯდა ხოლმე ბერი ხელსაქმობის ან წიგნის კითხვისას, რაც საკმაოდ ბევრი ჰქონდა. მღვიმეში გვერდულად უნდა ახვიდე, მაგრამ სადმე ზურგს მაინც გაჰკრავ ლოდს. მღვიმეში ისეთი სივიწროვეა, უთუოდ უნდა იჯდე"
"მამა პაისის [ათონელი] მოღვაწეობა ფარული, დიდებული, არა ტიპიური და ღვთისადმი უსაზღვრო სიყვარულით აღბვჭდილი იყო, ვისაც უყვარს, სწყურია ტანჯვა სიყვარულისთვის. მისი ასკეტიზმი თვითმიზნური კი არა, განმწმენდელი იყო. მამა პაისი ყველა თავის ქმედებას მსხვერპლად სწირავდა ამაღლებულს. ოდესღაც ხორცი გაისნჯა მხოლოდ სიყვარულით, ერთი სნეული ბერის დასანახად. უფლის მადლით, არ შეუგრძვნია ხორცის გემო.
მამა პაისი ასკეტობით მოკვდა ამ სოფლისთვის. დაიცხრო ხორციელი ვნებები. განიწმიდა სული და ხორცი, და მადლის სპეტაკი ჭურჭელი გახდა"
"ვალდებულნი ვართ ტრადიცია დავიცვათ, შევინარჩუნოთ უბრალოება და ასკეტიზმი, რათა მომავალმა თაობამ იპოვოს რაიმე ჩვენში"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ერთმა ბერმა ჰკითხა მამა პაისს [ათონელი]: "შენ, მამაო, ასკეტი ხარ?" მამა პაისმა კითხვაზე კითხვით მიუგო: "რას ნიშნავს ასკეტი?" და განაგრძო სევდიანად: "ასკეტი თავშესაფრის არმქონეს ნიშნავს. მე კი კალივი მაქვს. ამიტომ არც ასკეტი ვარ და არც თავშესაფრის არმქონე"
"ასკეზისა და ღვაწლის მიერ ადამიანი უხორცო ძალებს მიემსგავსება. რა თქმა უნდა, როდესაც უდიდესი სულიერი მიზანი არსებობს, თავშეკავება საჭიროა. თუკი ადამიანი იმისთვის იკავებს თავს საკვების მიღებისგან, რომ ხორციელი ჯანმრთელობა შეინარჩუნოს და მავნე ცხიმებისგან გათავისუფლდეს, ამ შემთხვევაში ასკეზი იოგას მიმდევართა ასკეზს ემსგავსება"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ნიკოდიმოსი - (1139 წ.) ანტონის მღვიმეებში [კიევ-პეჩორის ლავრა] სეფისკვერების მცხობელი პიმენის თანაშემწის მორჩილებას აღასრულებდა და მასთან ერთად 30 წელი ემსახურებოდა სავანეს, ისინი მკაცრ ასკეტურ ღვაწლში ცხოვრობდნენ და ყველა საქმეს განუწყვეტელი ლოცვითა და ფსალმუნთგალობით აკეთებდნენ. ღირსი ნიკონი დასვენებულია ანტონის მღვიმეებში. ხსენება: 31/10 (13/11)"
"კათოლიციზმმა დაამახინჯა გაგება პირველქმნილი ცოდვისა და ამით "აძინებს" ადამიანს. მან ასკეტიზმი მინიმუმამდე დაიყვანა და ის მხოლოდ რამდენიმე მონაზვნური ორდენის კუთვნილებაში დატოვა. პროტესტანტიზმი ასკეტიზმს ისე უყურებს, როგორც პათოლოგიას. ხატოვანი გამოთქმით, კათოლიციზმმა ასკეტიკის კედლები დაანგრია, პროტესტანტიზმმა კი მისი უკანასკნელი ქვები საერო საცხოვრებლების ასაშენებლად წაიღო. მან ასკეტიზმი სხვა ცნებებით შეცვალა: "ზომიერება", "მომჭირნეობა" და "წესრიგი". კათოლიკურ და პროტესტანტულ რელიგიებში მისტიკა განადგურებული და დეფორმირებულია. ერთ შემთხვევაში მას მორალიზმი ცვლის, მეორეში - ის ხშირად ოკულტურ ხასიათს იღებს (რის გამოც ჩვენს დროში ესოდენ პოპულარული ხდება სხვადასხვა ოკულტური მიმდინარეობები და სკოლები)".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ასკეტიკაში ყოველი ნახტომი ზვვით, ძირს დანარცხებას უდრის"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"სიკვდილის ხსოვნა - უპირველესი ასკეტური წესია"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience