შესაძლოა მსგავსი შინაარსის თემა სადმე არის, მაგრამ ამჯერად მინდა აღნიშნული ავტორის ერთი პატარა სტატია შემოგთავაზოთ.
სიტყვის მნიშვნელობა და ძალა
ადამიანებს შორის ურთიერთობა ძირითადად სიტყვის მეშვეობით მყარდება და ეს ძალზე მნიშვნელოვანია. სიტყვა, რომელიც ადამიანებს მოგვეცა, არის ანარეკლი სიტყვისა, რომელიც "ხორცად იქცა და დაემკვიდრა ჩვენს შორის" (იოან. 1,14). ღმერთმა თქვა, იყოს ნათელი!" (დაბ. 1,3) და არარსებულმა, სიტყვის მეშვეობით შეიძინა არსებობა. სიტყვა უდიდესი ძალაა: "უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა" (ფს. 32,6). ადამიანშიც სიტყვის მეშვეობით აშკარავდება დაფარული. აქედან ჩანს, რამდენად ფრტხილად უნდა მოვეკიდოთ სიტყვას; რაოდენ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს სიტყვას თან ახლდეს სიკეთის ატმოსფერო. სიტყვიერი ურთიერთობის მეშვეობით ვცდილობთ მოვიპოვოთ და ჩვენს არსებაში დავამკვიდროთ მადლი. თუკი საუბრისას მადლიანი სიტყვის ძალით ავივსეთ, დიდხანს გვრჩება კეთილი გრძნობა რაღაც უაღრესად ფასეულთან შეხებისა, რაც ღვთაებრივთან გვაერთიანებს. ადამიანტა ურთიერთობაში სიტყვა მათს დაახლოებასა და გაერთიანებას უნდა იწვევდეს და არა დაშორებასა და განცალკევებას. რეზონირებად სივრცეში მოხვედრილ სიტყვას უდიდესი ძალა აქვს და უდიდეს ზემოქმედებას ახდენს მთელ ჩვენს ცხოვრებაზე. ჩვენ ცოდვიან მდგომარეობაში ვცხოვრობთ. ჩვენს სიტყვას ჩვენი ცოდვიანობა ასუსტებს და ცხოვრებაში სრულხმიანი ვერ შედის. მხოლოდ ცოდვისგან განწმენდილ სიტყვას აქვს სრული ძალა, რამდენადაც ამ შემთხვევაში იგი ქვეყნიერების შემქმნელ სიტყვასთან არის შეერტებული. სიტყვა, რომელიც ჩვენი სულის საგანძურიდან მომდინარეობს და ადამიანური ბუნების ცოდვიანობით არ არის შესუსტებული, ჩვენს არსებაში დასადგურებული პოტენციური სიკეთის გამო, სიკეტისა და სინატლის მატარებელია, რამდენადაც სიტყვა-ღმერთთან არის შეერთებული. ასეთი სიტყვა ხორცს ისხამს.
ჩვენ ყოველგვარი ყურადღების გარეშე ვფანტავტ სიტყვებს და არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ზეცამდე აღმავალ და მარადისობაში მიმავალ ამ სიტყვებს შეიძლება დაშორება და დაშლა შეჰქონდეთ ოჯახში, საზოგადოებაში, სამყაროში. სასაუბროთ რომ შევიკრიბებით, ჩვენ, ჩვეულებრივ, მსჯელობას ვიწყებთ ამა თუ იმ საგანზე და სწრაფად მივდივართ სხვის დადანაშაულებამდე, დაგმობამდე, განკითხვამდე, და თანაც ამას ცოდვადაც კი არ მივიჩნევთ. განკითხვა ეს არის წყლული, რომელსაც ლპობა შეაქვს მთელ ჩვენს ცხოვრებაში. დაგმობა ერთმანეთისაგან გვაშორებს, ხოლო დაშორებას მოსდევს ყველაფერი კარგის დაშლა და ლპობა, რაც ჩვენს არსებაში ცოცხლობს. სიტყვა ჩვენს ცხოვრებას უნდა ქმნიდეს, შემოიკრებდეს სიკეთეს, გვაახლოებდეს ერთმანეთთან, მოჰქონდეს ერთობა და არა დაშლა, განცალკევება და სიკვდილი. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სიტყვას - ლოგოსის ამსოფლიურ ანარეკლს, ყოფიერების სინათლე და სიხარული მოჰქონდეს ჩვენთვის განცალკევებისა და მტრობის იმ ატმოსფეროში, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ სიტყვით მივაწერთ ადამიანებს იმგვარ თვისებებს, რომლებიც სინამდვილეში მათ არ აქვთ, ვაბრალებთ რაღაც ისეთს, რაც სინამდვილეში საერთოდ არ ყოფილა და არ არსებობს. სიტყვის ასეთი გამოყენება მხოლოდ განცალკევებას თესავს ჩვენს შორის. მადლიანი სიტყვა, როდესაც იმგვარ სივრცეში ხვდება, სადაც მას გამოძახილი აქვს, ისეთ ძალას იძენს, რომ შეუძლია მთებიც კი აამოძრაოს. ჩვენ ამის მაგალითებს გამუდმებით ვხედავთ კაცობრიობის მთელ ისტორიაში.
ჩვენს ურთიერთობას სიტყვების მეშვეობით დიდი მნიშვნელობა აქვს. სიტყვა მარადიულია და ჩვენს მიერ წარმოთქმული სიტყვები ჰაერში კი არ ქრება, მარადისობაში მიემართება. სიტყვები ისე უნდა გამოვიყენოთ, რომ პასუხი არ ვაგოთ მათ გამო საშინელ სამსჯავროზე, რადგან ნათქვამია: "ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცნი, პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს" (მათე 12,36). საჭიროა, რომ სიტყვამ არ გაგვამტყუნოს. უფალი ამბობს: "მას ვინც უარმყოფს და არ შეიწყნარებს ჩემს სიტყვებს, თავისი მსაჯული ჰყავს: სიტყვა, რომელიც მე ვთქვი; ის განსჯის მას უკანასკნელ დღეს" (იოან. 12,48).
სინათლე მოვიდა დედამიწაზე, ხოლო ჩვენ ვერ ვამჩნევთ მას. სიკეთე დაშლილ-დანაწევრებული სახით ცოცხლობს ჩვენში. არკონცენტრირებული სიკეთე გზას ვერ გვინათებს და ჩვენ ვერ ვამჩნევთ, რამდენად ძლიერია იგი. ურთიერთობაში ჩვენ უნდა ვეძებოთ ის, რაც სხვებთან გვაერთიანებს და ჩამოვიშოროთ ყველაფერი, რაც ერთმანეთისგან გვაშორებს. სიხარულით ვივსებით, როდესაც სხვაში აღმოვაჩენთ ღვთაებრივ საწყისს, რომელიც ადამიანტა გამაერთიანებელია. რაც შეეხება სხვა ადამიანის ცოდვიანობას, დადგება განკითხვის დღე, როცა უფალი თვითონ გაარჩევს მართალს და ცოდვილს და თითოეულს მისი საქმეების მიხედვით მიაგებს. ეს არ იქნება გარეგანი სამართალი. ჩვენ თვითონ ვისამართლებთ თავს იმ საქმეებით და ცოდვებით, რომლებსაც ამქვეყნად ჩავდივართ. უფალმა ტქვა: "ქვეყნის განსასჯელად კი არ მოვედი, არამედ ქვეყნის სახსნელად" (იოანე 12,47). ჩვენც უნდა ვეცადოთ თავი ავარიდოტ სხვის განსჯას და ამქვეყნად სიკეთე ვეძებოთ. ღვთის სასუფეველი - სინათლე და სიხარული - აქვეა, ჩვენს გვერდით, ჩვენში. ოღონდ, საჭიროა ვებრძოლოთ ჩვენს ვნებებს - იმ სიბნელეს, რომელიც ეშმაკს შემოაქვს ჩვენს გულში და ჩვენი მეშვეობით - დედამიწაზეც.
ძნელია ცოდვასთან ბრძოლა. თავმოყვარეობა, განკითხვა, გაღიზიანება, პატივმოყვარეობა - აი, ეკლები, რომლებიც ჩვენც გვჩხვლეტს და ირგვლივ მყოფ ხალხსაც. საჭიროა, ეს ეკლები სხეულიდან ამოვიძროთ, რაც აგრეთვე მტკივნეულია, მტანჯველია, ჯვარცმაა... სამაგიეროდ, როდესაც ჩვენს გულს გარდავქმნით და იქ უფალს დავაბრძანებთ, სიხარულს ვიგრძნობთ. ასეთ დროს ჩვენს გულს უფლის ნათეი ანათებს. ამაოდ როდი გალობენ, რომ ჯვარცმა მსიხარული მოუტანა ქვეყნიერებას. აღმართულ ჯვარს მივყავართ დედამიწაზე ღვთის სასუფევლის დამყარებისკენ, მადლმოსილებისკენ, ღვთის დიდებისკენ.
ჩვენი ცოდვიანობის დაძლევისკენ მიმართული ძალისხმევა არის ჩვენი ვნებებისა და ცოდვიანი სურვილების ჯვარცმა. სწორედ ეს არის ჯვარი, რომელიც ასე გვაშინებს ყველას. ცხადია, ჯვარი მძიმეა. მისი სიმძიმემ თვით მაცხოვარიც კი წააქცია გოლგოთისკენ მიმავალ გზაზე. მაგრამ ჯვრის მეშვეობით აღდგომის სიხარულსაც ვხედავთ. აღდგომის იდეა არის სიკეთის გამარჯვების იდეა. ცოდვის დაძლევით ხდება ჩვენი აღდგომა: "მკვდრეთით აღმდგარო იესო, აღადგინე ჩვენი სულები".
საუბრისას ჩვენ ხშირად განვიკითხავთ სხვას, ხოლო სიკეთის შესახებ ლაპარაკი გვრცხვენია: ვაითუ, დაგვცინონ. ასეც რომ მოხდეს, ქრისტეს გულისთვის უნდა მოვითმინოთ. ბოროტებას ეშინია კეთილი სიტყვის და დასცინის მას. ჩვენი კეთილი სიტყვა შემოქმედი ძალაა, რადგან იმ შემოქმედებითი ძალით არის აღბეჭდილი, რომელსაც ფლობს სიტყვა - ღმერთი; სიტყვით, როგორც ღვთაებრივი ძალით, ვძლევთ ბოროტებას. სიტყვა მდუმარებაშიც არის; ესაა შინაგანი სიტყვა. ძალა თვით უთქმელ სიტყვასაც აქვს. ხშირად, კეთილი სიტყვა დაცინვისა და უარყოფის პლასტს გაივლის ხოლმე, მაგრამ ამის არ უნდა გვეშინოდეს. ვიდრე ყანა აბიბინდებოდეს, ხორბალი ღვთისგან ბოძებული ძალით მიწის ბელტს გაივლის და მწვანე ჯეჯილად ამოდის. კეთილი სიტყვაც ასევეა, მასაც შემოქმედებითი საწყისი აქვს. "ყველაფერი მისგან შეიქმნა".
ნუ გეშინიათ კეთილი სიტყვის თქმისა. ნოყიერ ნიადაგზე სიტყვამ შესაძლებელია, მოქმედებაში შეისხას ხორცი და უმდიდრესი მოსავალი მოგვცეს. სიტყვა, რომელშიც ბოროტი დაიბუდებს, ძალას კარგავს. ჩვენ თვითონ გამოვაცალეტ სიტყვას ძალა და მასში სიკვდილი ჩავასახლეთ. ასეთ სიტყვას, ჭეშმარიტების ნაცვლად, ჩვენთან განცალკევება, არყოფნა, სიკვდილი მოაქვს. რაკიღა ბოროტს არ განვეშორეთ, ჩვენმა სიტყვამ განცალკევება მოიტანა და ეს სიტყვა განკითხვის დღეს საშინელ სამსჯავროზე აღმოჩნდება.
შინაგანი სიტყვის დაბადებისას დახმარებისათვის უნდა მივმართოთ ღმერთს. ღვთისთვის მიმართვით ჩვენ სინათლე ჩამოგვაქვს ზეციდან და იგი ჩვენს არსებაში მკვიდრდება. და მაშინ ახალშობილ სიტყვას ამქვეყნად სინათლე მოაქვს და დაბადებისას შემოქმედებითი გამაერთიანებელი ძალით არის სავსე.
სიბნელეს ეშინია ნათლისა. იგი ფარულად, დაცინვით ასუსტებს ჩვენს ნებას. ჩვენ გვაშინებს თავის გამჟღავნება, კეთილი სიტყვის თქმა, ხოლო ბოროტი ხარობს, რაკიღა მისი მოქმედება ჩვენს უძლურებაში ვლინდება. სიკეტის ენერგიის სისავსე დაცინვის შიშით დასუსტდა. ჩვენი ამოცანაა განვაცხადოთ, რომ უარვყოფთ ბოროტების ძალას და გვჯერა სიკეტის
ადამიანი სულ რარაცას უცდის. ჩვენ ახლა ცდის დრო არა გვაქვს, საჭიროა მოქმედება. ნუ იტყვი, მებრძოლი არ ვარო. იმ საჭურველით, რომელიც ღმერთმა მოგვცა, შენ მებრძოლი ხარ. უნდა ვეცადოთ, ვთქვათ კარგი, კეთილი სიტყვა. სიკეთე გაბედულია. კარგ სიტყვას, რომელშიც სიკეთე ბუდობს, მონათესავე სულებში სინათლე შეაქვს, ხოლო ბნელ სულებში სიბნელეს ამხელს. ცოდვას ჩვენთვის ილუზიური ცხოვრება მოაქვს, ხოლო სიკეთეს - მარადისობაში მიმავალი რეალური ცხოვრება. და კეთილი სიტყვა არის საძირკველი იმ სამყოფელისა, რომელსაც უფალი ჩვენც ისევე გვიმზადებს, როგორც მოუმზადა სამოთხე მასთან ერთად ჯვარცმულ ბოროტმოქმედს იმავე წამს, როგორც კი მან კეთილი სიტყვა წარმოთქვა.
კეთილი სიტყვა, ისევე როგორც მარცვალი მთესავის იგავში, პოხიერ ნიადაგზე რომ დაეცემა, იძლევა ნაყოფს: ზოგი - ერთიოცდაათად, ზოგი - ერთისამოცად, ხოლო ზოგი - ერთიასად.
შესანიშნავი თემაა!
"სიტყვა არ არის უბრალოდ რაღაც ბგერების ერთობლიობა გარკვეული ენის და მეტყველების მიერ გადმოცემული და არც უბრალოდ მხოლოდ აზრის მატარებელი. სიტყვა ჩვენი სულის ნაწილია. ცხოველი ვერ საუბრობს, თუმცა მასაც აქვს გარკვეული კომუნიკაციის საშუალებები, მაგრამ ადამიანისათვის სიტყვა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება. კომუნიკაციას ახერხებს ადამიანი გარკვეული ჟესტებითაც, მინიშნებებითაც, მაგრამ სიტყვას გაცილებით ღრმა დატვირთვა აქვს. იგი ჩვენი სულის ნაწილია. და ყოველი სიტყვა გამოსული ადამიანის ბაგეებიდან, გამოდის არა მარტო ბაგეებიდან, არამედ გულიდან. უფალი ამბობს, რომ ნამეტნავისაგან გულისა იტყვის პირი. ანუ ბაგეებიდან გამოდის ის, რაც გულში აღარ ეტევა. შეიძლება ითქვას, რომ სულის გარკვეული მდგომარეობა ტრანსფორმირდება ფიზიკურ ტალღებში სამეტყველო აპარატის საშუალებით. რომ ჩვენს სიტყვას ისმენს მეორე ადამიანი, რომელსაც ისეთივე სისტემა აქვს, რომ ამ ჰაერის რხევის ტალღებს ისმენს რა ყურით, მასში ტრანსფორმირდება, გარდაისახება სულის სამეტყველო ენად, რომელიც ყველა ადამიანისთვის საერთოა და მისი სული იღებს იმ ინფორმაციას, რომელიც შენ წარმოსთქვი. ე.ი. ჩემი სულის ნაწილია სიტყვა და ამიტომ ყოველი წარმოთქმული სიტყვა ადამიანს ან ფიტავს სულიერად, ან აძლიერებს. "
მთავარეპისკოპოს იოანეს უნივერსალური რჩევა სიტყვის გამოყენების შესახებ: „კარგია არაფერი ვთქვათ ისეთი, რისი სხვა ადამიანის სულში სამუდამოდ დატოვებაც არ იქნებოდა უპრიანი“.
marine
მახსოვს, მაშინ საუბარი იყო სიტყვის "მაგიურ" ძალაზე...
ნათია
ლილიანა
სიტყვაში შეიძლება ვიგულისხმოთ უბრალოდ ბგერების ერთობლიობა, შეიძლება ინფორმაციის გადაცემის სრული მექანიზმები და შეიძლება ვიგულისხმოთ ,,აზრი"...
აქვს თუ არა ,,აზრს" ანუ ,,იდეას" ძალა ? რა თქმა უნდა გასულ კვირაში ერთ ჩემს მეგობარს ისეთი იდეა მოუვიდა კომპანიის მოგება ნახევარი მილიონით გაზარდა... ნუ როგორ ვთქვა რომ ძალა არ ქონდა ამ კაცის სიტყვებს
ეს ხუმრობით, სერიოზულად კი:
თავდაპირველად იყო სიტყვაი და სიტყვაი იგი იყო ღმრთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი... ეს წინადადება ყველაფრს ამბობს... ხატოვნად მე მამა ღმერთი გონად წარმომიდგენია ძე ღმერთი იდეად, ანუ სიტყვად ხოლო სული წიდა გონის მიერ ნაშობის სიტყვის განმახორციელებელ ძალად... ნუ შეიძლება ვცდები...
ნათქვამია რომ ვინც სიტყვით არ ცოდავს ის სრულყოფილებასთან ახლოს არისო. ალბათ ყველას შეგვიძლია რო შევეცადოთ სიტყვით არ შევცოდოთ,ზოგჯერ ეს გამოგვდის ზოგჯერ კი გვიჭირს,თუმცა მცდელობა აუცილებელია.(სიტყვის მნიშვნელობის ძალა ძალიან კარგად არის განმარტებული.მადლობა)
მამა პიმენმა თქვა: "თუ კაცი გაიხსენებს სახარების სიტყვებს, "სიტყვითა შენითა განმართლდე და სიტყვითა შენითა დაისაჯო" (მათე 12,37), დუმილს აირჩევსო. ერთმა ძმამ ჰკითხა: "მამაო, რაიმე რომ ვნახო, მოგიყვეო?" ღირსმა პიმენმა უთხრა: "დაწერილია, - "რომელმა თქვას სიტყვა ვიდრე კითხვამდე, სიცოფე არის მისთვის და საყვედრელი" (იგავ. 18,13). თუ ვინმემ გკითხოს, უპასუხე, თუ არა, დადუმდი. "მამა პიმენ, სიტყვის თქმა სჯობს თუ დუმილი?" - ჰკითხა ვინმე ბერმა. "კარგია, თუ ვინმე ღვთისთვის იტყოდეს და კარგია, თუ ვუნმე ღვთისთვის დუმდეს" - უპასუხა ღირსმა მამამ.
"თავდაპირველად იყო სიტყვა"
,,, და სიტყაი იგი იყო ღმერთი,,,,
ამ თემას ვეძებდი
"სოკრატე ამბობს: "სიტყვის ძალა იმდენად დიდია, რომ მას ძალუძს დიდი - მცირედ აქციოს, ხოლო მცირე - დიდად გამოსახოს და ყველასთვის დიდი ხნის ნაცნობი ამბავი ახლებურად გამოთქვას".
"მუდმივი ზრუნვა გულქვასაც ალმობიერებს - სწავლა მამა პიმენისა:
"ბუნებაი წყლისაი ჩჩვილ არს და ქვისაი - ფიცხელ, ხოლო და-რაი-ეცემინ ზედაის-ზედა, დაჰხურიტის ქვასაცა მას. ეგრეცა სიტყუაი ღმრთისაი ჩჩვილ არს და გულნი ჩუენნი ფიცხელ, არამედ ოდეს ზედაის-ზედა ესმინ კაცსა სიტყუაი ღმრთისაი, განეღოს გონებაი და შეიწყნარის შიში ღმრთისაი".
"ვთვლი, რომ სულიერება არის გონიერება. ადამიანს დიდი გონიერება, სიფრთხილე, მოზომილი სიტყვა, წინდახედულება სჭირდება. თითოეულ ჩვენს სიტყვას ხომ უფალი იმახსოვრებს. ამიტომ ყოველი სიტყვისთვის პასუხს ვაგებთ. ეს რომ გაითავისოს ადამიანმა, მერე ზედმეტსაც აღარ იტყვის, ყოველთვის საზრიანად მოიქცევა. გარშემო მყოფთაც თავისი სიტყვით სიკეთისთვის განაწყობს.
ყოველი სიტყვა ხომ ქადაგებაა. ყოველ სიტყვას სჭირდება დაფიქრება. სიტყვას თავისუფლად არ უნდა უყურო - სულერთია, ქადაგებ თუ ახლობელს ესაუბრები. ყოფაშიც ეს გვევალება. ამას წინათ ვკითხულობდი ერთ-ერთი თანამედროვე მამის ნაწერს, - ჩვენ ვერიდებით ტელეფონზე ბევრ საუბარს, რადგან ამას ბევრი გადასახადი მოჰყვება. უფრო დიდი პასუხისგება გვაწევს თითოეული სიტყვის გამო და ვერ ვაცნობიერებთ, რა იქნებაო. უდიდესი მნიშვნელობა აქვს სიტყვებს".
/იღუმენია ზოილე (ალთუნაშვილი)/
"ჩვენ ერთმანეთის მეხსიერებაში, ერთმანეთის გულებში სიტყვებად ვრჩებით".
/პოეტი ვაჟა ოთარაშვილი/
"ადამიანი მეტყველად მხოლოდ იმიტომ იწოდება, რომ მას უფალთან შეუძლია ურთიერთობა, თორემ ერთმანეთთან კავშირს მცენარეები და ცხოველებიც ამყარებენ".
"სიტყვით მასიამოვნებელი"
"სიტყვადამშრალნი"
"როგორც ღამე ვერ ჩააქრობს ვარსკვლავებს ცაზე, ასევე სოფლის არაწმიდება ვერ დაახშობს მორწმუნეთა გონებას, რომელიც ღვთის სიტყვით არის განმტკიცებული".
/ნეტარი ავგუსტინე/
"იგი [წმ. ექვთიმე მთაწმინდელი] თითოეულ სიტყვას გრძნობდა, როგორც ცოცხალ არსებას"
"მისი სიტყვა თითქოს გულსა და ტვინს ერთნარიად ხვდება".
"მის ბაგეთაგან მწყობრად გადმოღვრილი სიტყვები ნათელს გიღვრის სულში".
"როცა მოდის მადლი, მაშინ დუმდება სიტყვა: ძალაში შედის სულიერი ინტუიცია, უშუალო აღქმა იმისა, რაც ხორციელი გრძნობების ზღურბლს მიღმაა".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"შვილებო, ეცადეთ, ყოველთვის უბრალოდ და გულწრფელად წარმოთქვათ სიტყვები ღვთის ჭეშმარიტებისა და ღმერთიც გაკრთხებთ. მაშინ ისინი მიემსგავსებიან ბრწყინვალეფრთიან თეთრ მტრედებს".
"მისი ჩვეულებრივი ნათქვამიც კი არ იყო მოკლებული სულიერ ძალას".
"თხრობისას უნდა დაუტეო ყოველი უსარგებლო წვრილმანი და ეცადო, რაც შეიძლება ნაკლები დრო და ყურადღება წაართვა შენს თანამოსაუბრეს. სიტყვებში ლაკონურობა - სიტყვის დიადი ღირსებაა."
"მოყვრებთან საუბარში მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რა ვთქვით, არამედ ისიც თუ როგორ, და რა გრძნობით ვესაუბრებოდით ჩვენ მათ.
მოყვასის წყენინება შესაძლებელია არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ აგრეთვე ხმის ტონით, სიტყვის წარმოთქმის მანერით. ამ უკანასკნელის ქვეშ იმალება ის გრძნობა, რომელიც სიტყვებს კარნახობდა. ეს გრძნობა გულიდან მომდინარეობს და ძალუძს ან სიყვარულით, მოფერებით, სინაზით გათბობა, ან, პირიქით, ხელს გარტყმის გარეშე შეურაცხყოფა.
მეორე მხრივ, მხოლოდ მოყვასთა მიმართ წარმოთქმული ალერსიანი, ტკბილი სიტყვებითაა შესაძლებელი მოვიხვეჭოთ სულიერი „კაპიტალი“.
ერთი ქრისტიანი მანდილოსნის მამა ცხოვრებაში გამოირჩეოდა არაჩვეულებრივი სიკეთით და ამასთანავე, თავის დახმარებას კაცთადმი აუცილებელი ალერსიანობით წამართავდა.
გარდაცვალების შემდგომ, ის სიზმარში გამოეცხადა თავის ქალიშვილს და უთხრა მას: „იცი კი შენ, რომ ყოველი ალერსიანი სიტყვა წარმოთქმული ჩვენი სიცოცხლის ჟამს მარადისობას ემსახურება?“
"ღირსი მამის წმინდა აზრები - მადლმოსილი ქმედებების შედეგად შეძენილი ფასდაუდებელი სულიერი საგანძურია".
/ღირსი იუსტინე (პოპოვიჩი)/
"მიწამდე თაყვანი ვეცი მამა გრიგოლს, შენდობა ვთხოვე და მისი სულიერებით აღსავსე სიტყვები, ვითარცა ოქროს საგანძური, გულში დავიმარხე."
/არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)/
"რაოდენ უცნაურია: მამა საბას [ოსტაპენკო] ნათქვამი სხვისგან რომ მომესმინა, ალბათ გონებიდან გამიქრებოდა, მაგრამ ის გულის სიღრმეში მახვილივით შემეჭრა და იქ სამუდამოდ დარჩა."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მოისმენ რა უჯერო საუბარს, საკუთარ თავს დააბრალე და არა მის მთქმელს, რამეზე ცუდ მსმენელს ცუდი მოსაუბრე გყავდა".
/წმ. მარკოზ განშორებული/
"ნუ შეეხებით მოყვასის ღირსებას თქვენი ენით, არამედ გამოიყენეთ იგი მხოლოდ ღმერთის სადიდებლად ანდა ვინმეს სასარგებლოდ და დასამოძღვრად. ხოლო თუ მოინდომებთ ბოროტსიტყვაობას, გაიხსენეთ სიჭაბუკიდან ჩადენილი თქვენი ცოდვები და ამხილეთ საკუთარი თავი მათი ჩადენისთვის".
"სიტყვაში გამოიხატა, სიტყვამ შემოგვინახა წინაპართა ფიქრები და უნარები".
/პროფესორი ლაურა გრიგოლაშვილი/
"თუ გინდა სიტყვა ძლიერი გქონდეს, ეცადე, ღვთისმოშიშებით იცხოვრო. ყველა ღვთისმოშიშს ძლიერი სიტყვა აქვს."
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"იმას, რასაც ამბობ, ყურადღება უნდა მიაქციო"
"მამა დავითის სიტყვას საოცარი მადლი დაჰყვება"
"საოცარი ძალმოსილება სიტყვისა"
"რაც კი ქართულ ლექსიკონში კარგი სიტყვაა, ყველას იმსახურებს"
"ქუჩაში აკრეფილი სიტყვების დაჯერებას, ბ. მოწაფევ, ისა სჯობდა, ჩემთვის გეკითხათ".
/დეკანოზი იასონ აბესაძე/
"კაზმული სიტყვა"
"ამაოდ დაკარგული, ამაოდ გაფრენილი სიტყვა შესაძლოა ქარიშხლის დარ დამანგრეველ ენერგიად გადაიქცეს. მაგრამ რატომ ვლაპარაკობთ მუდამ უარყოფითზე, თითქოს ეშმაკი დაგვდევდეს და საშველი აღარ იყოს? ჯეროვან სიტყვას სილამაზე მოაქვს და, დოსტოევსკის თქმით, სილამაზე გადაარჩენს სამყაროს. ისე ვართ ნეგატიურზე კონცენტრირებულები, დამფრთხალ ნაცრისფერ აჩრდილებს ვემსგავსებით, სიცოცხლის ლამაზ ფერებს რომ ვეღარ იტევენ და ვერც იტანენ."
/მამა კახაბერ კურტანიძე/
"- როდესაც კაცის გული ბოღმით, ბრაზითა და შფოთით არის აღსავსე, იგი ამ ღრმა, ფსიქოლოგიურ კრიზისს ბილწსიტყვაობით გამოხატავს. როგორ მოქმედებს შინაგან სამყაროზე ბილწსიტყვაობის ცოდვა?
- მოქმედებს, რადგან სიტყვა გამოხატავს გარკვეულ ენერგიას, ემოციას. სიტყვით შენ აფორმებ შენს ენერგიას და ის ამგვარად აგრძელებს არსებობას. როდესაც "ბილწად" გააფორმებ ენერგიას, მაშინ იგი "ბილწად" დაიწყებს მოქმედებას და შენს გარშემო "ბილწ" გარემოს შექმნის. სახარებაში ნათქვამია, რომ ადამიანს შეაგინებს არა პირში შემავალი, არამედ გამომავალი. როდესაც იგინები, უწინარეს შენს თავს აგინებ, ანუ "ბილწ" მდგომარეობაში ხარ. ნამეტნავისაგან გულისა პირი იტყვის: "გულში ჩვენ გვაქვს ძირითადად ბოღმა, შური, უამრავი ცუდი ფიქრი, რომელსაც ბადებს ეშმაკი ან შენი ქვეცნობიერი და იგი ფორმდება "ბილწ" სიტყვად". მაგრამ გულშივე ან ქვეცნობიერშივე გვაქვს სილამაზე და სიყვარული. ამიტომ ნუ გავამძაფრებთ სიტუაციას. ადამიანმა შეიძლება თქვას უხეირო სიტყვა და ამით გზა მისცეს ჩაბუდებულ უკონტროლო სტიქიას და ასე დაინახოს თავისი შინაგანი სამყაროს მოუწესრიგებლობა – მოუწესრიგებლობა და არა სიავე. სამყარო არ არის მხოლოდ ბილწად და უბიწოდ დაყოფილი. არავინ არის უცოდველი. ყველანი ადამიანები ვართ და ცოდვა-მადლის შვილები..."
/მამა კახაბერ კურტანიძე/
"როცა ჩვენი პირიდან ავი სიტყვა ამოდის, ამით უფალს შეურაცხვყოფთ".
"ძალზე ძვირფასი თვისებაა მოსმენის უნარი - როცა მხოლოდ მოსაჩვენებლად კი არ უსმენ, არამედ ღრმად სწვდები ადამიანის ნათქვამს, მის საფიქრალსა და სატკივარს. მოსმენის კულტურის ქონა სულიერების ერთ-ერთი ნიშანია."
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"იმისათვის, რომ კეთილად თქვა სიტყვა და სწორი გზა მისცე მას, უნდა იცოდე სიტყვის თქმის ჟამი".
"სიმართლით ანთებული სიტყვა"
"სამეფო სიტყვა"
"ავად ნათქვამ სიტყვას ჯანსაღი ზნეობის ადამიანი მდუმარებას არჩევს".
"სიტყვა მაშინ არის გზიანი, როდესაც მთქმელს კარგად აქვს გააზრებული, რას ამბობს, როგორ ამბობს და ვის ეუბნება; როდის უნდა თქვას სიტყვა და როდის დუმდეს".
"აუბნა თავისი ბულბულის უტკბესი ენა. ყოველსა კაცსა ასე ეგონა, პირსა იადონი უბუდებსო ან მერცხალი ჭიკჭიკებსო".
/სულხან-საბა ორბელიანი/
"სიტყვა წმინდად უნდა ვატაროთ"
/პოეტი ეკა ბაქრაძე/
"ცოტას თუ ახსოვს უფლის სიტყვები, რომ ადამიანი მხოლოდ ბოროტი საქმეების გამო კი არა, ყოველი ფუჭად წარმოთქმული სიტყვის გამოც დაისჯება."
"ღირს დომნინას გულში ჩამწვდომი ხმა ჰქონდა და მის სიტყვებს ყოველთვის სინანულის ცრემლები ახლდა"
"...21-ე საუკუნეში ღმერთსა და ადამიანს შორის სასაუბრო ენა გაქრა, გაიცრიცა..."
"განსაკუთრებული იყო ბატონი რეზოს სეფე-სიტყვა, სათავადო სიტყვა"
"ცუდი სიტყვა კეთილსაც ბოროტად აქცევს, კეთილ სიტყვას კი ავის კეთილად ქცევა შეუძლია".
/წმ. მაკარი ეგვიპტელი/
"ადამიანის სიტყვა საღვთო სიტყვის ანარეკლია"
/მეუფე დოსითეოზი (ბოგვერაძე)/
"რაკი ყოველ სიტყვას აქვს ძალა, მეტად მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს და რას გამოთქვამს ადამიანი."
"მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა), ჩვეულებრივ, ცოტას ლაპარაკობდა და ისიც მხოლოდ რაიმე კონკრეტული მიზეზის გამო. მისი სიტყვები, ჭეშმარიტი თავმდაბლობით სავსე და მტკიცე რწმენით გამსჭვალული, ადამიანს გულს უთბობდა, სულიერ თვალს უხელდა, გონებას უნათებდა, სინანულს ჰგვრიდა, სულიერ სიმშვიდეს ანიჭებდა და აძლიერებდა. სწორედ მასზე ითქმოდა მაცხოვრის სიტყვები: "ხოლო რომელმან ჰყოს და ასწავოს, მას დიდი ერქვას სასუფეველსა ცათასა" (მათ. 5,19).
იგი არასოდეს აწყვეტინებდა სიტყვას თანამოსაუბრეს, არ კამათობდა, გამოთქვამდა სწორ აზრს. მასთან მოსაუბრე თვითონვე გრძნობდა თავის მცდარობას, გზააბნეულობას და თავისთვის სასარგებლო დასკვნები გამოჰქონდა. მას უყვარდა ადამიანები და ყველა, ვინც თუნდაც მცირე ხნით გასაუბრებია, გრძნობდა, რაოდენ დიდი მადლი მოედინებოდა ამ კაცისგან".
"წმინდა მაკარი ოპტელის სიტყვებს დიდი ძალა ჰქონდა, მისი ნათქვამი უდიდეს გავლენას ახდენდა მსმენელის სულზე. მისი კელიიდან გამოსული ნიკოლოზ გოგოლი ამბობდა: - მართალი უთქვამთ, ის ერთადერთია ჩემს ნაცნობთა შორის, რომლის სიტყვასაც აქვს ძალა და ხელმწიფება, მიიყვანოს ადამიანები ცხოვრების წყაროსთან. შევედი ღირს მამასთან ერთი ადამიანი და გამოვედი მეორეო."
"[წმ. ექვთიმე კერესელიძეს] ღუღუნა ხმა ჰქონდა, რაჭული კილოთი დამრიგებლური, შთამაგონებელი საუბარი იცოდა."
"ბილწსიტყვაობა ადამიანის დაცემის შედეგია"
"კაცისთვის ავი სიტყვის თქმას მისთვის ქვის სროლა სჯობსო".
"საუბარი ადამიანის შინაგან სამყაროს წარმოაჩენს".
"- ბილსწიტყვაობის ცოდვად თუ ითვლება უხამსი ამბების, ანეკდოტების თხრობა, ვნებიანი სიმღერები და ლექსები, უხამსი სიცილი?..
- როცა მღვდელი აღმსარებელს იღებს, დაწვრილებით ეკითხება ყველა ცოდვის შესახებ. მათ შორის - ბილწი ანეკდოტები თუ მოუყოლია, ადამიანებისთვის ხომ არ დაუცინია, ეკლესიაზე, სასულიერო პირებზე მკრეხელური რამ ხომ არ უთქვამს. ბილწი სიცილიც და ხუმრობაც, როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ფარულად შეზავებულია მრუშობის ცოდვასთან. ღირსი ისააკ ასური წერს: "არაფერი ისე არ განგვაშორებს სიბრძნის საუნჯესა და ღვთის საიდუმლოთა შემეცნებას, როგორც სიცილი და ფიქრთა კადნიერი ნავარდი". მაცხოვარი მოცინარი არავის უნახავს, ანკი რა ჰქონდა სასაცილო, როდესაც ხედავდა, თუ რა დღეში იყო კაცობრიობა. სახარებაში წერია, რომ უფალი "ცრემლოოდა" ადამიანებისთვის. ოპტელი ბერი ბარსანოფი თავის სულიერ შვილებს ეუბნებოდა: "ერიდეთ ხუმრობებს და გაუფრთხილებელ სიტყვებს".
/მამა გიორგი რაზმაძე/
"სიტყვა ცოცხალია, ისევე როგორც წიგნი, რომელსაც ავტორის სული დაჰყვება. თუმცა ცოცხალი სიტყვა წიგნთან შედარებით უფრო ძალმოსილია, რადგან მას შინაარსთან ერთად ხმით, ინტონაციით და ემოციით წარმოვთქვამთ. ამქვეყნად სიტყვა ცოცხლობს მანამ, სანამ მისი ხსოვნა ერთ პიროვნებაში მაინც არსებობს, ხოლო ღვთაებრივი სამსჯავრო კი მის უკვდავებაზე მიანიშნებს".
"ოქრონეტარი სიტყვა"
"ყოველი უხეში სიტყვა კოსმოსურ ბოროტებას უერთდება, რაც შემდეგ ეპიდემიების, წყალდიდობებისა და სხვა უბედურებების სახით უბრუნდებათ ადამიანებს. იმაში, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, უნდა ვიფიქროთ, რომ თითეული ჩვენგანიც არის დამნაშავე...
დაგეხმარებათ ეკლესიის ლოცვა, საიდუმლოებებში მონაწილეობა, მოძღვრის მორჩილება, ხშირი აღსარება, ზიარება და, რასაკვირველია, ამ ცოდვის დაძლევის სურვილი. ასევე საჭიროა იმის გაცნობიერება, რომ ყოველი ნათქვამი სიტყვა მოგვეკითხება."
/მამა გიორგი რაზმაძე/
"ღვთის სიტყვის შიმშილია გამეფებული"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"თუ შენი ენა ეშმაკს უპყრია, ეშმაკისაგან შეპყრობილი ხარ".
"დავით წინასწარმეტყველი ყველა სათნოებაზე უპირატესად ენისა და ბაგის დაცვას მიიჩნევს".
"პავლე მოციქული ბრძანებს: რომელმაც სულიწმინდის ტაძარი გახრწნას, უფალი მასაც გახრწნისო. ადამიანის სული იხრწნება, როცა იგი ბილწსიტყვაობს".
/მამა გიორგი რაზმაძე/
"მამა მაკარის [ოპტელი] საუბარი ღრმად მებეჭდებოდა მართალ სიტყვას მოწყურებულ სულში. არასოდეს მიგრძნია ისეთი ტკბილი სიმშვიდე, როგორიც ამ მადლმოსილ მოსაგრესთან საუბრისას".
"როგორც მუხლუხებიანი მანქანა უკვალოდ ვერსად დადის, ასევეა ბაგეთაგან გამომავალი სიტყვაც".
/მამა დიონისე გვიმრაძე/
"სკაბრეზული სიტყვები"
"ადამიანის ბაგე უნდა იქცეს სუფთა წყაროდ, საიდანაც გადმოედინება მოყვასისათვის სასარგებლო სიტყვები".
/მამა მათე ვაშაყმაძე/
"დიდი რამეა კაცისთვის, როდესაც სიტყვას ბოლომდე გზა დაუბნეველად გაიტანს და როდესაც მისი სიტყვა ყოველთვის ჭეშმარიტებას ეთანხმება".
/მამულიშვილი მაქსიმე შარაძე/
"პირიდან გამოფრენილი სიტყვა ჩიტი არ არის, კაკანათი დაუგო და დაიჭირო, იგი მარადისობაში გადადის და მის გამო მოგვეკითხება".
"- უთუოდ ვახსენოთ ბილწსიტყვაობა...
- ეს ცოდვა განსაკუთრებით მამაკაცებს შორის არის გავრცელებული... რაც დრო გადის, მით უფრო ამაზრზენი და უშვერი ხდება გინების შინაარსი და ფორმა. ერთი მხრივ, ის მეტისმეტად უსიამოვნოდ ხვდება ადამიანის ყურს, მეორე მხრივ კი მათი მოსმენისას უნებურად ფიქრობ, რომ ღმერთი უსმენს ამ ყველაფერს... მერე კიდევ, რა ძნელი ასატანია ბილწსიტყავობით შეპყრობილი ადამიანი! როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანში ღვთაებრივმა მადლმა დაივანოს!"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"ისეთი მოყოლა იცის, სმენით ვერ გაძღები"
"იყავი ალერსიანი, მოკრძალებული, ფრთხილი, კეთილგონიერი, მდგომარეობის მიხედვით ყრუ და ბრმა. იფიქრე, რომ იესო იმყოფება მათ შორის, ვისთანაც საუბრობ."
"კეთილი სიტყვა ყველაზე საჭიროა!"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ჩვენს სიტყვებს სიმყარე ექნება მაშინ, როცა ცოდნით იქნება გამყარებული".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"მომხიბლავი ამოდ მოუბარი კაცი"
"თავისი საუბრით დიდად მანუგეშა"
"მის გადმოცემას ძალიან ცოცხალი ფორმა ჰქონდა, რათა უკეთ დაემახსოვრებინათ"
"დარბაისლური სიტყვებით"
"ოქრონეტარი სიტყვით შეეწეოდა"
"დაწურული ფრაზებით"
"ადამიანის მიერ სიტყვის წარმოთქმა და ამ სიტყვის ქარტიაზე დაწერა ღვთისმეტყველი გონისათვის სიმბოლურობის გასაღები ხდება. აქამდე უხილავი და ხელშეუვალი სიტყვა, როგორც ღვთის სიტყვა მის განკაცებამდე, წარმოთქმისა და დაწერის შემდეგ, ისევე, როგორც ადამიანის სხეულით განკაცებული და ხორცშესხმული სიტყვა, ხილული და შეგრძნებადი ხდება.
ქარტიაზე აღბეჭდილი წერილები ან ხმებად ქცეული ადამიანის ამონათქვამი, ნააზრევი, ხატოვნად რომ ითქვას, "შინაგანი გონი", საუბრის პროცესში "წარმოთქმულ სიტყვად" ან უფრო ზუსტად, დამწერლობით ნიშნებად გარდაქმნის შემთხვევაში, "განხორციელებულ სიტყვად" გარდაიქმნება.
ყოველ წარმოთქმულ სიტყვასთან, "ადამიანის ნაწერ" ყოველ დაწერილ ნიშანში სიმბოლურად აისახება და ადამიანს სულს ღვთის განკაცების შესახებ მიანიშნებს".
"ყველას საგულისხმო სიტყვა გვიწყალობა"
"ასეთი სიტყუა ჰქონდა, მტერნი მოყუარედ შეცვალის"
"ინუსხებოდნენ მისი კეთილმეტყველებით"
"პანაგულაკისის უბრალო, ღვთის სიყვარულით ანთებული გულიდან მომდინარე სიტყვებმა მრავალი ადამიანის სული ააღორძინა"
"ალალად ნათქვამ მართალ სიტყვას რა დაუდგება წინ"
"მადლით შეზავებული მისი სიტყვები"
"ყოველი უხეში სიტყვა კოსმოსურ ბოროტებას უერთდება, რაც შემდეგ ეპიდემიების, წყალდიდობებისა და სხვა უბედურებების სახით უბრუნდებათ ადამიანებს. იმაში, რაც დღეს მსოფლიოში ხდება, უნდა ვიფიქროთ, რომ თითეული ჩვენგანიც არის დამნაშავე."
/დეკ. გიორგი რაზმაძე/
"ქართული სიტყვის მეჩუქურთმე"
"გულთაზრიანი სიტყვები"
"შორეულ პალესტინაში ოდესღაც მომხდარი ამბების მოთხრობას არ ძალუძს ადამიანებზე მსგავსი შთაბეჭდილების მოხდენა, ეს მხოლოდ ქრისტეს ცხოველი სიტყვისთვის არის შესაძლებელი!"
/წმ .გრიგოლ ნოსელი/
"შექმნილი სამყაროსადმი ღვთის სიტყვა არის სიტყვათა სიტყვა, აზრთა აზრი, სიბრძნე ღვთისა, რადგანაც მასშია თავმოყრილი აზრები ყოველ ქმნილებაზე"
"შთამაგონებელი სიტყვა"
"სიტყვა ძალაა, თუ მას ახლავს ჭეშმარიტება"
"სიტყვა ჭეშმარიტი უპირველესი და უკანასკნელიც უფლისაა"
"კითხვა: მორწმუნე ადამიანებისგან გამიგია გამოთქმა: „შეიმოსეთ მახვილით”. რამდენად მიზანშეწონილია ქრისტიანისთვის ეს სიტყვები?
პასუხი: „საქმე მოციქულთაში” არის ასეთი სიტყვები: „შეიმოსეთ მახვილით, რომელ არს სიტყვაი ღვთისაი“. როგორც ხედავთ, აქ სიტყვა „მახვილი” იარაღს კი არა, ღვთის სიტყვას ნიშნავს. მისი განმარტება კი ასეთია: ჩვენი სამოსის გაყიდვაც რომ დაგვჭირდეს, ანუ, ნებისმიერი საშუალებით, უნდა მოვიპოვოთ უფლის სიტყვა და მისი მცნებები აღვასრულოთ."
"რაზეც არ უნდა ისაუბროთ - ეს ის ცუდი სიტყვებია, რომლებიც ვიღაცისგან მოისმინეთ. შეიძლება დაგესვაროთ ფეხსაცმელი და შეიძლება დაგესვაროთ სული. ადამიანი, რომელიც სახლში ჰყვება, რაც გზაში უგუნურისგან მოისმინა, ჰგავს იმას, ვინც სახლში დაბრუნდა და ჭუჭყიანი ფეხსაცმელი არ გაიხადა"
"ისეთ სიტყვას ნუ იტყვი, რომელმაც, შესაძლოა, შენს ძმას ჭრილობა მიაყენოს. კეთილსურნელოვანი სიტყვები წარმოთქვი - ნუგეშის, სიმხნევისა და სასოების სიტყვები"
/ბერი ეფრემ ფილოთეველი/
"მრავლისმეტყველება ის ტახტრევანია, რომელზედაც პატივმოყვარეობას სჩვევია დაჯდომა და თავის მოწონება"
/ღირსი იოანე სინელი/
"ცუდი სიტყვა კეთილ საქმეებსაც ცუდს ხდის, კეთილი სიტყვა კი ცუდ საქმეებსაც აკეთილშობილებს".
/წმ. მაკარი დიდი/
"გაუფრთხილებელი სიტყვით შეიძლება დაღუპო ადამიანი"
"მოიძულე უქმადმეტყველება, როგორც ყინვისა და გვალვის მშობელი, რადგან უქმადმეტყველება თვალში ცრემლს დაგვიშრობს და სულს დაგვიჭკნობს"
/ბერი ეფრემ ფილოთეველი/
"წუთში თბილი სიტყვების კორიანტელი დადგა"
"ღვთის სიტყვა ტკივილებით იშვება ადამიანის გულში"
/მამა იოანე კავსაძე/
"სიტყვები არსაიდან მოცვენილი ქვებივით ჩამოიყარა მათ შორის"
/ელიფ შაფაქი/
"მომთაბარე ტომივით, სიტყვებს მისამართი არ ჰქონდა, მთელ დედამიწას ედებოდა"
"უნდოდა, ეპასუხა, კიო, მაგრამ ტუჩებს სიტყვა ვერ ათქმევინა"
/ელიფ შაფაქი/
"- კარგი, მაგრამ ხმა არ ამოიღო, კრინტი არ დაძრა.
- ჰო, ცხედარივით ვიჯდები"
/ელიფ შაფაქი/
"სიტყვები დაკლაკნილ ნაკადულს ჰგავდა, იოლად მიედინებოდა"
"ქარაგმებით ნათქვამი სინათლის სიჩქარეზე სწრაფად ვრცელდებოდა"
/ელიფ შაფაქი/
"არ არის უკეთესი სიტყვები ჩვენს ენაზე, ვიდრე: "უფალო, მიხსენ მე".
"უსიყვარულოდ და ბოროტად ნათქვამი სიტყვა ტყვიაზე უარესია"
"ცუდი სიტყვა კეთილ საქმეებსაც ცუდს ხდის, კეთილი სიტყვა კი ცუდ საქმეებსაც აკეთილშობილებს"
/წმ. მაკარი დიდი/
"მრავალმეტყველი ადამიანი არ უტოვებს თავის თავში ადგილს სულიწმინდას"
/წმ. ანტონი დიდი/
"სჯობს მიწაზე დაცურდეს ფეხი, ვიდრე ენაზე. ამგვარად ჩქარა მოაწევს ბოროტთა დაცემა"
/სიბრძნე ზირაქისა/
"ცხოვრება უსიტყვოდაც მოძღვრავს, სიტყვა კი - ცხოვრების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ იგი ძლიერად და ბრწყინვალედაა გადმოცემული, მსმენელს მხოლოდ ამძიმებს"
/წმ. ისიდორე პელუზიელი/
"ერთგულებაა დასაფასებელი და არა ლამაზი სიტყვები!"
"სიტყვამოფიქრებით"
"ღმერთი სიტყვა იქცა ადამიანად - იესო ქრისტედ"
"რამდენადაც თვითონ არის დიდებული ობიექტი ქებისა, ამდენად ძალაც სიტყვისა ამ ობიექტის შესაფერის უნდა იყოს"
/წმ. გრიგოლი ღმრთისმეტყველი/
"დაამშვიდა და დიდსულოვნების სამკურნალო სიტყვებით განკურნა"
"ცხოვრებაში ბევრი რამ წაღმა-უკუღმა სათქმელი და საფიქრალია"
"მე მივხვდი, რომ ყოველი სიტყვა ქვევრივით არის, რითაც აავსებ, იგივე დაგიღვინდება"
/ლევან გოთუა/
"როცა მსჯელობა ერთხელ მოსწყდება ჭეშმარიტებას, ცდომილების თანმიმდევრობას იგი მრავალ და საშიშ უაზრობამდე მიჰყავს"
/წმ. ბასილი დიდი/
"ვინც ფუჭად მეტყველს ეკამათება, რამდენადმე თვითონაც მას ემსგავსება"
/წმ. ბასილი დიდი/
"წყობილსიტყვაობა"
"ძალიან სახიფათოა ღვთის შესახებ თქვა ის, რაც თავში მოგივა, რაც არ უნდა დიდ ჭეშმარიტებად გეჩვენებოდეს იგი. ღვთის შესახებ ჭეშმარიტი სიტყვა მხოლოდ ღვთის სიტყვაა"
/სულიერი მარგალიტი/
"ცუდად მეტყველებაა ყოველი უქმი, უსარგებლო, უშვერი სიტყვა, რომელიც კაცის პირისაგან გამოდის. ღმერთმა ენა იმიტომ მოგვცა, რომ ვაკურთხოთ, ვადიდოთ და მასზე ვილოცოთ, დავლოცოთ და დავარიგოთ მოყვასი ჩვენი. ნაცვლად ამისა, ჩვენ ენას ხშირად ცოდვისათვის ვიხმართ, ვამბობთ სიცრუეს, ცილს ვწამებთ ერთმანეთს, ვაგინებთ და უშვერ სიტყვებს წარმოვთქვამთ"
/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/
"ვინც საკუთარი ცოდვები შეიცნო, ის ენასაც მართავს, ხოლო მრავლისმეტყველს თავი ჯერაც ვერ შეუცვნია ისე - როგორც საჭიროა"
/ღირსი იოანე სინელი/
"ჭორიკანა კაცი საიდუმლოს გამტეხია, პირმორღვეულს ახლოს ნუ გაეკარები"
/იგავნი სოლომონისა, 20, 19/
"ენა თავისთავად არ სცოდავს, იგი იმას ამბობს, რაც ადამიანს გულში აქვს. მაშასადამე, ვინც ყოველთვის გონივრულად და დინჯად ლაპარაკობს, მას გულიც და ხასიათიც კარგი აქვს და პირიქით. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის ჟამს ყოველი კაცი მის წინაშე პასუხს აგებს არა მხოლოდ საქმეებისათვის, არამედ სიტყვებისთვისაც"
/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/
"სიტყვები გაათამაშა"
/ლევან გოთუა/
"სულ მალე უფრო ღრმად და მკვეთრად დარწმუნდა, რომ სიტყვები ხშირად ვერ გამოხატავენ თავის შინამნიშვნელობას"
/ლევან გოთუა/
"გაჰკრა სიტყვიერი ნემსი"
/ლევან გოთუა/
"სიტყვამუნჯა"
/ლევან გოთუა/
"არ იფიქრო, რომ მარტო იარაღით შეგიძლია მოკლა ადამიანი... სიტყვა ყველაზე დაუნდობელი იარაღია... არც ის იფიქრო, რომ სასწაულის მოხდენა არ შეგიძლია... თუ მოინდომებ, შენი სიტყვით მკვდარსაც გააცოცხლებ!.."
/მამა პეტრე/
"თითქოს ქარმა ძირში მოუწყვიტა სიტყვა"
/ლევან გოთუა/
"ჩქარსიტყვაობა"
/ლევან გოთუა/
"გრძელ-უზრდელა ენა"
"დინჯხუმარა საუბარი"
/ლევან გოთუა/
"ქალს ორივე სიტყვა გულში მოხვდა. როყიოდ მორტყმული კი, ნიშანში მორტყმულზე უარესია!"
/ლევან გოთუა/
"თანდათან დავძარი შერღვეული სიტყვის მასალა"
/ლევან გოთუა/
"გული შემიხუთა სიტყვამ"
/ლევან გოთუა/
"თქმული სიტყვა - ამოუწურავი მორევია... მას იმდენი კილო აქვს, რომ ხშირად მთქმელს არ მოეხსენება - რა სთქვა!"
/ლევან გოთუა/
"ყოველი გულწრფელი სიტყვა ხომ მისი მთქმელის სულის სახეა!.."
/ლევან გოთუა/
"კეთილი სიტყვებისაგან ენა არ გახმება"
"სიტყვა გონების მსახურია, რადგან გონებას რაც ნებავს, სწორედ იმას განმარტავს სიტყვა."
/წმ.ანტონი დიდი/
" - ფრთხილად უნდა ვიყოთ საუბრებში?
- საუბრებში აუცილებლად ფრთხილად უნდა ვიყოთ. ხშირად უბრალოდ ნათქვამ სიტყვას ცუდად განმარტავენ ხოლმე"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"ადამიანს ესაუბრე მხიარული სახით, რათა შენი მოსაუბრეც მხიარული იყოს, თავად კი შინაგანად ოხრავდე"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"სიტყვა ჩვენს ცხოვრებას უნდა ქმნიდეს, შემოიკრებდეს სიკეთეს, გვაახლოებდეს ერთმანეთთან, მოჰქონდეს ერთობა და არა დაშლა, განცალკევება და სიკვდილი"
/მთავარეპისკოპოსი სერგი პრაღელ (კოროლიოვი)/
"მრავლისმეტყველების ჟამს ძნელია, არ შესცოდო. ამ დროს სულში ჩნდება სევდა, რაც იმის ნიშანს წარმოადგენს, რომ ჩვენ უფალს დავშორდით"
/წმინდა თეოფანე დაყუდებული/
"სიტყვა სულის ნაწილია, უფალი ამბობს, რომ ყოველი უქმი სიტყვისათვის პასუხს აგებ - სიტყვითა შენითა განმართლდები, სიტყვითა შენითა დაისჯები. ლოცვაც სულის ნაწილია, იქიდან ამოდის და ღვთისაკენ მიემართება."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"წაქცეულ ადამიანს ერთი თბილი სიტყვა ფეხზე დააყენებს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სულიერ ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს ყოველი სიტყვის გაკონტროლებას, რადგან ყოველი ამაო სიტყვა - ადამიანის ძვირფასი სულიერი ენერგიის დანაკარგია, სწორედ ამიტომ უჩნდება ადამიანს ხანგრძლივი და უშინაარსო საუბრის შემდგომ დანაკარგისა და სიცარიელის შეგრძნება, თითქოს სული სიმძიმილით და ბურუსით აღივსოო და საკუთარივე თავისთვის საძაგელი შეიქმნება."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ყოველი ცრუ სიტყვა - იარაა და ნაჭდევი ადამიანის სულის სახეზე, ყოველი ბილწი და გამხრწნელი სიტყვა კი - აყროლებული ჭრილობა, რამეთუ უფალმა ბრძანა, რომ ყოველი ამაო სიტყვისთვის საშინელ სამსჯავროზე ვაგებთ პასუხს და, მით უფრო, ცოდვილი სიტყვისთვის.
აქ ურთიერთკავშირია სულსა და სიტყვას შორის. გული წარმოშობს ზრახვას, რომლისგანაც წარმოიშვოა სიტყვა, წარმოთქმული სიტყვა კი ბუმერანგივით უბრუნდება კაცს. სული საკუთარივე სიტყვის სამიზნე შეიქმნება."
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"სიტყვა, რომელიც სხვას გადაარჩენს, არასდროს დაგენანოს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"არ იფიქრო, რომ მარტო იარაღით შეგიძლია მოკლა ადამიანი... სიტყვა ყველაზე დაუნდობელი იარაღია... არც ის იფიქრო, რომ სასწაულის მოხდენა არ შეგიძლია... თუ მოინდომებ, შენი სიტყვით მკვდარსაც გააცოცხლებ!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სასწორ-საზომი მიუჩინე შენს სიტყვებს და კარი და საკეტი გაუკეთე შენს პირს"
/სიბრძნე ზირაქისა/
"ყოველთვის ისეთი სიტყვა მონახე, რომ ადამიანი გადაარჩინო!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"გრცხვენოდეს ჭორის გამეორებისა და დაფარულ სიტყვათა გამჟღავნებისა"
/სიბრძნე ზირაქისა/
"მრავალსიტყვაობა ძალას ართმევს ლოცვას, კონტროლის უნარს უკარგავს გონებას, აცარიელებს და აამაყებს სულს"
"ხელში კვერთხივით ეჭირა [შოთა ნიშნიანიძეს] ქართული სიტყვა"
/ზაალ ბოტკოველი/
"ფრაზა: "ისე, უბრალოდ ვთქვი" - მიუღებელი იყო. მამა ვიტალისთვის [სიდორენკო] სიტყვას განსაკუთრებული ფასი და მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც მასში უფალი მჟღავნდებოდა. მან იცოდა, რომ პირველიდგან იყო სიტყვა და ეს უკიდეგანო, ულამაზესი სამყარო ღვთის სიტყვით შეიქმნა".
"თუკი სიმდაბლით არ მივიღებთ სალანძღავ სიტყვებს, ვერ ვარგებთ ჩვენს სულებს. "შემიწყალე და მიხსენ მე უფალო". ხოლო თუკი მაინც შფოთავს შენი გული, ეცადე, რომ მრისხანე და ავი სიტყვები მაინც დაიოკო, გაჩუმდი: "დასდევ საცოი პირსა ჩემსა და კარი ძნელი ბაგეთა ჩემთა".
/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/
"მხოლოდ ღმერთი გაიგებს, რისი თქმა გსურს.
ადამიანებს პირიქით ესმით!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ბერი გამუდმებით გვარიგებდა და მის ნათქვამს ცეცხლოვანი ძალა ჰქონდა. მოუთმენლად ველოდით მის სიტყვას. ქრისტეს მიერ მოწოდებული ადამიანი მხოლოდ მას ეძებს და მის შესახებ სიტყვა სწყურია".
"თუ საუბრობ, ისეთი სიტყვა წარმოთქვი, ადამიანი გადაარჩინო!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ადამიანი შეიძლება ერთმა სიტყვამ გადაარჩინოს, ან იმ ერთი სიტყვით გაანადგურო!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ადამიანი ზოგჯერ ერთმა მცირე სიტყვამ შეიძლება გადაარჩინოს...
იმ მცირესაც ნუ დაინანანებ!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ენა არის ადამიანის მორთულობა, რადგან ის არის წინასწარმეტყველური სიტყვის იარაღი, რითაც გონიერი ადამიანები განვსხვავდებით უსიტყვო მხეცთაგან და დავანახვებთ ადამიანებს ჩვენს აზრებს, რაც გულში გვაქვს"
/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"სხვა თუ არაფერი, ისეთი სიტყვა უთხარი, სიცოცხლე მოუნდეს ადამიანს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"აბბა მაკარიმ თქვა: ამაყი და ბოროტი სიტყვა კეთილ ადამიანებსაც კი ბოროტებისკენ მიმართავს, ხოლო თავმდაბლური და კეთილი სიტყვა ბოროტ ადამიანებსაც სიკეთისკენ მოაქცევს"
"ნუ იფიქრებთ, ნუ ილაპარაკებთ და ნუ გააკეთებთ ნურაფერს, ვიდრე არ დარწმუნდებით, რომ თქვენი აზრი, სიტყვა და საქმე ღვთის სიტყვის თანხვდომილი იქნება!"
"ვიდრე სიტყვას იტყვი, გამოსცადე, როგორი იქნება მისი მოქმედება; და - კიდევ უფრო მკაცრად: ვიდრე საქმეს გააკეთებ, გამოსცადე, რას იტყვის იგი, რამეთუ საქმე სიტყვაზე მეტად ლაპარაკობს!"
"დაე, თქვენი სიტყვა იყოს სასიამოვნო; არ იყოს გაურკვეველი და თავაწყვეტილი, არამედ თავდაჭერილი. რადგან სწორედ ამას ნიშნავს მარილი. არ იყოს ზედმეტად მხიარული და ზედმეტად მკაცრი. როგორც უმარილო საკვები უსიამო შესაჭმელია, ხოლო ზედმეტად მარილიანს პირში ვერ ჩაიდებ და ორივე შემთხვევაში არასასურველი შესაჭმელია, ასევეა სიტყვაც. ნუთუ არ გახსოვს, როგორ განკურნა დანიელმა სიტვით უღვთო ადამიანი? ვერ ხედავ, სამმა ყრმამ იმგვარი სიმამაცე და სიმტკიცე გამოიჩინა, მკაცრი და შეურაცხმყოფელი სიტყვა არ დასცდენია? რადგან კადნიერი სიტყვა არა სიმამაცის, არამედ ამპარტავნობის ნიშანია".
/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/
"წმინდა იოანეს საღვთისმეტყველო ენაზე, სიტყვა, ყოვლადწმიდა სამების მეორე პირის ერთ-ერთი სახელია"
"მკაცრად დააკვირდი შენ მიერ წარმოთქმულ სიტყვებს, შემდეგ არ ინანო!"
"ერთხელ გამოფრენილი სიტყვის უკან დაბრუნება შეუძლებელია"
"სადაც სიტყვა მრავლადაა, იქ, ჩვეულებრივ, მრავალი ცოდვაა"
"ზოგიერთი ძალიან მომთხოვნნი არიან საჭმელში და არ იკარებენ პირში გარკვეულ საკვებს, მაგრამ ასე მომთხოვნად და ფრთხილად არ ეკიდებიან სიტვას, რომლებიც მათი ბაგეებიდან გამოდის"
/ნეტარი ავგუსტინე/
"მხოლოდ ის ფლობს ბოლომდე სიტყვის მადლს, ვინც არცერთ სიტყვას ამაოდ არ განაბნევს"
"ცუდი სიტყვა კეთილ საქმეებსაც ცუდს ხდის, კეთილი სიტყვა კი ცუდ საქმეებსაც აკეთილშობილებს"
/წმ. მაკარი დიდი/
"ნათქვამ სიტყვას უკანე ვერ დააბრუნებ; ვიდრე არ წარმოგითქვამს იგი, მისი ბატონი ხარ; ხოლო როცა წარმოთქვამ, იგია შენი ბატონი!"
"უმჯობესია მეტი აკეთო და ცოტა ილაპარაკო; ჩვენში კი პირიქითაა: მეტს ვლაპარაკობთ, ვიდრე - ვაკეთებთ"
"გაუაზრებლად წარმოთქმული ერთი სიტყვა ხანდახან საკმარისი ხდება, რომ უბედურება გვეწვიოს"
"არავითარ შემთხვევაში არ გაფლანგო სიტყვა უგუნურად, სიტყვის შექმნილი შემოქმედებითი სიტყვაა!"
"სიტყვა ისარი არაა, მაგრამ ხშირად ისარზე მტკივნეულად ესობა გულში".
"ენა, მართალია, პატარა ნაწილია, მაგრამ დიდ საქმეებს იქმს. ერთი კეთილი სიტყვა, და მკაცრი ყინული გალღვება და, პირიქით, - ერთი ცუდი სიტყვა, და სიცხეში კანკალს დაგაწყებინებს".
"არ ილაპარაკო ყველაფერი, რაც იცი, მაგრამ აუცილებლად იცოდე ყველაფერი, რასაც ამბობ!"
"ერთმა კეთილმა სიტყვამ ოდესღაც ერთი ბილწი ავაზაკი სუფთა და წმიდა გახადა და სამოთხეში შეიყვანა. და ერთმა ცუდმა სიტყვამ გადაუღობა მოსეს აღთქმულ მიწაზე შესასვლელი. დაე, ნუ ჩავთვლით მრავალმეტყველებას სუსტ ავადმყოფობად; რამეთუ ბოროტად მეტყველნი და ფუჭად მოლაპარაკენი ცათა სასუფევლის დაკარგვას მიუსჯიან თავს".
"ნება არ მისცე ენას გაუსწროს შენს ფიქრებს!"
"წმიდა ადამიანები, ჩვეულებრივ, ლაპარაკობენ წმიდა საგნებზე"
"სიტყვები არაფერს ნიშნავს, როდესაც ისინი საქმით არ არის განმტკიცებული და გამაგრებული"
"იღვაწე, ადამიანო, დაეუფლე შენს ენას და არ განამრავლო სიტყვები, რათა არ განამრავლო ცოდვები!"
/წმ. ანტონ დიდი/
"ისეთი სიტყვა გაიმეტე, რაც ადამიანს გულს გაუთბობს…
შენც მოიპოვებ სიმშვიდეს და ბედნიერებას!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სიტყვით თუ ვერ გააცოცხლებ ადამიანს, არც უნდა მოკლა!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"სიტყვა ფიქრების სახეა და ჩვენს გრძნობებს გამოხატავს; შესაბამისად, სიტყვიდან იოლად შეიძლება შეიცნო მოსაუბრე ადამიანის შინაგანი, სულიერი მდგომარეობა".
"ვინც დაუფიქრებლად ლაპარაკობს იმის მსგავსია, ვინც უმიზნოდ ისვრის"
"როგორიცაა ადამიანი, ისეთია მისი საუბარი", - თქა სოკრატემ, და როდესაც მას წარუდგინეს ახალგაზრდა, რათა აზრი გამოეთქვა მასზე, პირდაპირ მასთან საუბარი წამოიწყო".
"დაე, იყოს ჩვენი საუბრები ისეთი, რათა მათ გამო პასუხი არ ვაგოთ საუკუნო სატანჯველით!"
"როდესაც დასრულდება საუბარი, საკუთარ თავს ანგარიში მოსთხოვე, რომ მადლობა გადაუხადო უფალს, თუ საუბრისას ისეთი იყავი, როგორიც უნდა ყოფილიყავი, ანდა, შენს მიერ ჩადენილი შეცდომები გამოასწორო"
"მსჯელობა ყველაზე უკეთესია, მოთმინება - ყველაზე საჭირო, მდუმარება - ყველაზე უკეთესი, მრავალმეტყველება - ყველაზე ცუდი"
/სქიმმონაზონი პართენი/
"გამოსცადე საკუთარი თავი: იმას ლაპარაკობ, რაც გონებაში გაქვს? ხანდახან გული შხამითა და ბოღმით ხომ არ გაქვს სავსე?"
"ვისთვისაც სიტყვა საქმეა, ის ძლიერია სიტყვაშიც და საქმეშიც".
"ენის მოსუსტებული აღვირი აჩვენებს, რომ იგი შორსაა სათნოებებისაგან"
/ამბა ისაია/
"ბაღი ღობის გარეშე გაითელება და გაჩანაგდება: და ვინც არ ინახავს თავის ბაგეებს, იგი დაღუპავს ნაყოფს (სათნოებებისა)".
/წმ. ეფრემ ასური/
"სარგებლით იყურე, სარგებლით ისმინე, სარგებლით ისაუბრე, სარგებლით უპასუხე!"
/წმ. ბასილი დიდი/
"ცუდი საუბრებისკენ მიდრეკილება არის გზა ცუდი საქმეებისკენ".
"საკმაოდ დამრიგებლური უნდა იყოს ის სიტყვა, რომლის გამოც შეიძლება, მდუმარება დაარღვიო".
"ერთგულებაა დასაფასებელი და არა ლამაზი სიტყვები!"
"ჭეშმარიტად სერიოზული საქმეა, რომ იყო ბატონი შენი ენისა. როგორც ამბობენ წმინდანები: "დიდ დაცემამდე მიიყვანს ენა".
/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)/
"ღვთის მიმართ წარმოთქმული ნებისმიერი სიტყვა უფალთან იწერება, ხოლო ბილწ სიტყვებს ბოროტი ძალები აღნუსხავენ"
/დეკ. გიორგი რაზმაძე/
"სიტყვას ნუ აჭიანურებ!...
მოკლედ გამოსთქვი... გადასჭერ!!"
/აკაკი წერეთელი/
"სიტყვაა მხოლოდ წამალი
გულისთქმის, ურვილისაო"
/აკაკი წერეთელი/
"სადაც გული წმინდა არ არის და სული წრფელი, იქ სიტყვა ქრისტესი ვერ ისადგურებს"
/აკაკი წერეთელი/
"თუ ჯერარს თქმა და დადგა თქმის დრო, დამოძღვრის სიტყვა თქვი"
"სიტყვა მოძღვრავს, მაგალითი კი იზიდავს"
/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/
"არ არსებობს ერთნაირი სიტყვა და ერთნაირი დრო; ზოგიერთი სიტყვა ზოგიერთ დროს ხმალზე უარესია!"
"დაბინძურებული წყალი საუკეთესო ღვინოსაც კი უვარგისად აქცევს; ასევე, ცუდი საუბარი ხრწნის ღვთივსათნო და ზნეობრივ ადამიანებს"
/წმ. ანტონი დიდი/
"ცნობილია, რომ ექიმები ჯანმრთელობის მდგომარეობის დასადგენად ავადმყოფის ენას აკვირდებიან; შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი სიტყვებიც მართებულ ნიშნებად ემსახურებიან ჩვენი სულის კეთილ ან ბოროტ განწყობილებებს. "რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო".
"ნაყოფით დახუნძლული ხე მწვანე ფოთლებითაც ირთვება: ასევეა სულიერი, დამრიგებლური სიტყვაც: იგი თავისთავად გამოედინება ადამიანისგან, რომელსაც აქვს კეთილი საქმეები".
"ენა არის ყველაზე კეთილისმყოფელი და ყველაზე მავნე ორგანო ადამიანისა"
"მეტად ძნელია ხელოვნება ცოცხალი სიტყვის.
ჰმართებს სიფრთხილე სიტყვის ხელოვანს, არც როდის რყევა, არც უკუდგომა! ტრფიალი მისი, სიკვდილამდინ მას მსახურება!"
/ვასილ ბარნოვი/
"ესროდა მათ კეთილ სიტყვას, საამო თქმას არ იშურებდა"
/ვასილ ბარნოვი/
"ნაკადობდა შენს ბაგიდან ტურფა სიტყვა ყვავილოვანი"
/ვასილ ბარნოვი/
"მიარხევს სიტყვას კარგ ზღაპარივით"
/ვასილ ბარნოვი/
"მკაცრი სიტყვა კარგსად სულელად გახდის, მოკრძალებულ ნათქვამს კი ყველასთვის სარგებლობა მოაქვს"
/ძველი პატერიკი/
"მცონარება ჩათვალე სულის დაბნელების დასაწყისად; დაბნელებას დაბნელება ერთვის. უსაზღვროდ სასარგებლო საუბრებიც კი ბოლოსდაბოლოს მავნებელი ხდება, მით უმეტეს - ამაო საუბრები"
"ვისაც დრო ამაოდმეტყველების სიფხიზლეში გაჰყავს, იგი უკეთესად მოიქცეოდა, თუ დაიძინებდა"
/ამბა ისაია/
"რა არის მხოლოდ სწავლება ქმნის გარეშე, ანდა მხოლოდ სიტყვა საქმის გარეშე, მათი ცხოვრებაში აღსრულების გარეშე, თუნდაც ეს იყოს საცხოვნებელი სიტყვები და სწავლებები, თუ არ იქნება ცოდნისა და სიბრძნის სრულყოფილება? მით უმეტეს, ვერ აცხოვნებენ იმას, ვინც ასე საუბრობს და ასწავლის, ვერც უხელმძღვანელებს მათ ცხონებას, ვისაც ამას ეუბნებიან და ასწავლიან!"
"უჭკუო ადამიანის სიტყვა ზღვის ხმაურიანი ტყლაშუნია, რომელიც ნაპირზე ეხეთქება, მაგრამ სანაპიროს მცენარეებს ვერ ვნებს"
/წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი/
"საქმეები სიტყვებზე მეტად მეტყველებენ"
"სიტყვა წინასწარ მომზადებული და დაწურული არ მქონია"
/შარლოტ ბრონტე/
"ვერცერთი სიტყვა, რომელიც საქმეს არ ეყრდნობა, ყურს ვერ გასცდება, მაგრამ როდესაც სიტყვა საქმესთან ერთიანდება, ცოცხლდება და გულამდე აღწევს"
/წმ. ისიდორე პელუზიელი/
"სიტყვა საქმის გარეშე ჰგავს ნახატს, რომელიც გახუნებული საღებავებითაა დახატული: ქარი და წვიმა შლის მას"
"მოიქეცი ისე, რომ საქმემ სიტყვის მაგივრობა აღასრულოს, და ილაპარაკე ისე, რომ სიტყვა საქმის ნაცვლად იყოს!"
/წმ. ისიდორე პელუზიელი/
"ხანდახან ხდება, რომ შეკრების დროს, ძმათა შორის რაღაცის უდროოდ თქმის პატივმოყვარე აზრი იჭრება, ანგელოზებრივი აზრები კი გინერგავენ, განაგდო ეს ლაქლაქი, უდროო აზრი. ასე რომ, თუ არ განაგდებ მას კეთილი მდუმარებით, არამედ ნებას მისცემ გარეთ გამოვიდეს ის, რაც ამპარტავნებით იყო ნაკვები, ცუდ შედეგს მოიტანს. ერთმა კეთილმა სიტყვამ ოდესღაც ერთი ბილწი ავაზაკი სუფთა და წმიდა გახადა და სამოთხეში შეიყვანა. და ერთმა ცუდმა სიტყვამ გადაუღობა მოსეს აღთქმულ მიწაზე შესასვლელი. დაე, ნუ ჩავთვლით მრავალმეტყველებას სუსტ ავადმყოფობად; რამეთუ ბოროტად მეტყველნი და ფუჭად მოლაპარაკენი ცათა სასუფევლის დაკარგვას მიუსჯიან თავს".
"კარგზე საუბარი მასაც მართებს, ვინც კარგს არ სჩადის, რათა სიტყვებით შერცხვენილმა საქმის კეთებაც დაიწყოს!"
/წმ. ნილოს სინელი/
"ქრისტიანო, "ნუ გისწრებს ენა!". მიეცი თავს საშუალება, გააანალიზოს, სასიკეთო იქნება თუ არა შენთვის დ სხვებისთვის სიტყვა, რომელსაც შენ შობ სამყაროში და რომელიც, როგორი მცირე და უმნიშვნელოც არ უნდა ჩანდეს, უკანასკნელ სამსჯავრომდე იცოცხლებს და წარსდგება მასზე ან შენს მოწმედ, ან - წინააღმდეგ. ვიდრე ლაპარაკს დაიწყებდე, დაფიქრდი და შემდეგ თქვი ან უპასუხე სამაგიერო!"
"ხელიდან გაგდებულ ქვაზე უკვე აღარ გვაქვს ძალაუფლება; ისევე, როგორც თითოეულ დაუფიქრებელ სიტყვაზე, ჩვენი ბაგეებიდან რომ გამოფრინდა"
"ო, რაოდენ ცოტაა ისეთი საუბრები თვით მათი მხრიდან, ვინც საქადაგებლადაა მოწოდებული, რისთვისაც პასუხისგება მოუწევთ!"
"მავანნი გულუხვნი და მოსიყვარულენი არიან ახლობლებისადმი, მაგრამ თავიანთი ენით ვნებენ ადამიანებს"
"ნეტარებას მადლიანი, ღვთისთვის სათნომყოფელი სიტყვები მიანიჭებს ადამიანს. ავსიტყვაობამ კი შეიძლება თავადაც დაგვღუპოს და სხვებიც დააზიანოს, ჩვენს ნათქვამს შესაძლოა ადამიანის მკვლელობაც მოჰყვეს"
"მთის ყვავილებივით ლამაზი სიტყვებით"
/გოდერძი ჩოხელი/
"წმინდა ამბროსი ოპტელი გვაფრთხილებს, ფხიზლად ვიყოთ სიტყვის წარმოთქმისას: "სიტყვა ბეღურა არ არის - რომ გაფრინდება და ვერ დაიჭერ. ხშირად გაუფრთხილებლად ნათქვამ სიტყვებს უფრო მეტი უბედურება მოაქვს, ვიდრე საქმეს". ადამიანს პირმეტყველი იმიტომ ჰქვია, რომ სიტყვები გონივრულად, მოფიქრებულად წარმოთქვას"
"ჭეშმარიტად ერთ უქმ სიტყვასაც კი ძალუძს, გონება ღვთის ხსოვნას განაშოროს"
"სიტყვა ადამიანის შემოქმედების იარაღიცაა. ჩვენ განვანათლებთ და გავნათლდებით სიტყვით. ბილწსიტყვაობით კი ითესება სიბნელე"
"სულიერ ცხოვრებაში, რაც მეტს ილაპარაკებ, მით მეტის გადახდა მოგიწევს თითოეულ სიტყვაზე"
/ბერი სვიმეონ ათონელი/
"ხშირად თამამი სიტყვების უკან, ლაჩრული საქმეები იმალება"
/ბერი სვიმეონ ათონელი/
"ერთხელ ისეთი რამ ვკითხე, რაც სარწმუნოებასთან დაკავშირებული არ იყო. მან შემაჩერა და მითხრა: "ეს ლაპარაკი სასუფეველში ვერ შეგიყვანს. ყოველი უქმი სიტყვისათვის პასუხისმგებელი ვართ ღვთის წინაშე"
/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/
"სიტყვა წამექცა, ვეღარ ვახერხებ,
როგორმე ფეხზე წამოვაყენო"
/ვალერიან წიკლაური/
"ზოგი ბევრს, ზოგი ცოტას, მაგრამ ფუჭ სიტყვებს ყველა წამოვისვრით ხოლმე, მხოლოდ მდუმარებაა ამისგან თავისუფალი.
ძმაო, გაფრთხილდი! შენ ბატონობ იმ სიტყვებზე, რომლებიც არ გითქვამს და ემონები უკვე ნათქვამს!"
/მონაზონი ვერონიკა/
"ყველაზე მავნე უნარი - არის ყბედობა"
/ღირსი სილუან ათონელი/
"ამაოდმოუბრობა"
"ჩვენ როდესაც სიტყვით ვცოდავთ, უპირველეს ყოვლისა, თვით უფლის წინაშე ვცოდავთ, რადგან ყველა სიტყვას ღვთის წინაშე წარმოვთქვამთ"
/აკაკი მინდიაშვილი/
"ჩვენ წუთში დაახლოებით 150 სიტყვას ვამბობთ, ერთ საათში - 9000 სიტყვას, ათ საათში 90000, ხოლო თუ ვთქვათ, ყოველდღიურად 10 საათს ვსაუბრობთ, მაშინ წელიწადში წარმოვთქვამთ 32 მილიონ სიტყვას, მაშასადამე, მთელი ცხოვრების მანძილზე - მრავალ ასეულ მილიონობით სიტყვას. და ვინ არის ჩვენ შორის ისეთი, რომ მის მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა წმინდა, ბრძნული და ღვთივსულიერი იყოს?!
ამიტომ ძვირფასებო, წარმოვიდგინოთ, იმ ასეულ მილიონობით სიტყვიდან, ჩვენ რომ მთელი ცხოვრების მანძილზე წარმოგვითქვამს და წარმოვთქვამთ, რამდენია მათ შორის - ცრუ, ამაო, ფუჭი, უსამართლო, დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი, უხამსი, უცენზურო, ბილწი...
ხომ გახსოვთ უფლის გაფრთხილება:
- თქვენი სიტყვებითა და საქმეებით გამართლდებით და თქვენი სიტყვებითა და საქმეებით გამტყუნდებითო"
/აკაკი მინდიაშვილი/
"და ადამიანები დუმან ღმერთზე. საშინელი სიმპტომია. ქვეყნიერება ილეკება სიტყვათა ლეგიონებით, ადამიანის ენა შეპყრობილია ამ ცარიელი ლეგიონებით - და არცერთი სიტყვა, თითქმის არცერთი სიტყვა არ გაისმის ღმერთზე, ყოველივეს დასაბამსა, დასასრულსა და შუაგულზე"
"ოქრონეტარი სიტყვა"
"ყველა მრავალმეტყველთათვის ვინანიებ, უფალო, რამეთუ შენი უძვირფასესი ძღვენი - მეტყველების ნიჭი - იაფფასიან ქვიშად აქციეს"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"სიტყვა ადამიანის სულში იშობა.
სიტყვა გამოხატავს ყველაფერს, რაც სულში ხდება და აღესრულება"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"სწორედ ერთ სიტყვას შეუძლია "ფრენა" გასწავლოს, საოცრებები გაკეთებინოს, შეუძლებელი შეგაძლებინოს. ამიტომ დააკვრიდი შენს თავს, დაიწყე ფიქრი, აზროვნება, გააკონტროლე შენგან გასროლილი თითოეული ბგერა - მას დიდი ძალა აქვს!"
"უმარილო საჭმელი ხომ უგემურია და მისი ჭამა არ გინდება. ასევეა მაშინ, როდესაც ზედმეტი მარილი მოგვდის. ამიტომაც უხვი სიტყვებიც და ზედმეტი მდუმარებაც ორი უკიდურესობაა. სიტყვა განსჯითა და ყურადღებით უნდა წარმოითქმებოდეს"
/ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე/
"არავითარი უშვერი სიტყვა არ დაგცდეთ პირიდან, არამედ მხოლოდ კეთილი... რათა მადლი მიანიჭოთ მსმენელებს"
/აკაკი მინდიაშვილი/
"როცა მართალ, კეთილ და წმინდა სიტყვებს წარმოვთქვამთ, ათასობით და ათასობით ადამიანის გულში მადლი ან სიკეთე მრავლდება და ბოროტება მცირდება, ხოლო თუ ცრუ და ბოროტ სიტყვებს წარმოვთქვამთ, ბოროტება ათიათასობით ადამიანთა გულებში მრავლდება და სიკეთე მცირდება"
აკაკი მინდიაშვილი/
"ნურაფერს იტყვი დაუფიქრებლად. მტკიცედ გახსოვდეს, რომ დრო ცოტააა და ადამიანმა პასუხი უნდა აგოს ყოველი უსარგებლო სიტყვისთვის".
/ეპისკოპოსი პლატონ კოსტრომელი/
"მრავალსიტყვაობის ბოლო სულის დაცარიელება და მადლის დაკარგვაა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მრავალსიტყვაობა ლოთობის მსგავსი ვნებაა: ადამიანს ისე იმონებს, რომ ის თავისივე ენის ერთგვარი დანამატი ხდება"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"როგორ ხშირად აყენებს ადამიანს ჭრილობას ჩვენგან ნასროლი სიტყვა, რომელიც არ ხორცდება მრავალი წელი - ჩვენ აქაც მკვლელები ვართ!"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მრავალმესიტყვეს არ შეუძლია მთავარის მეორეხარისხოვნისაგან გარჩევა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ილოცე, ჩემთვის, ძმაო, და როდესაც მოყვასთან საუბრობ, დაუკვირდი: თუ სიმდაბლით, განსჯით და უშფოთველად ლაპარაკობ, მაშინ გააგრძელე საუბარი; ხოლო თუ ასე არაა, მაშინ აზრი შეაკავე, გაკიცხე და დამშვიდდები"
"არ არის უკეთესი სიტყვები ჩვენს ენაზე, ვიდრე: "უფალო, მიხსენ მე".
/ოპტინელი ბერ-მოძღვრები/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience