ეს სრულიად გაუგებარი ცნება როგორ უნდა განისაზღვროს?
თავისუფლება-ეს გადაწყვეტილების მიღების საშუალება და უფლებაა ადამიანისა,გამომდინარე იმ შინაგანი სურვილიდან,რომელიც შესაძლებელია იყოს ინტელექტუალური,მგრძნობელობი
ი ან უხეშად ინსტიქტური ანუ საშუალებაა იმისა,რომ ჩვენი სურვილები განვახორციელოთ.მაგრამ ჩვენი ინტელექტუალური ზრახვები მერყევია,რადგან არამდგრად წარმოდგენებსა და შეფასებებს ემყარება.
ჩვენს ინსტიქტებს რაც შეეხება,ამაში ოდნავ თუ განვსხვავდებით ამებისაგან,რომელიც ერთ მთლიან მუცელს წარმოადგენს.
რისი რეალიზება შეგვიძლია?თავისუფლება რომელ''მხეცს''უნდა მივანიჭოთ?
თავისუფლებაზე მოსაუბრეებს ავიწყდებათ,რომ ამისათვის გარკვეული კულტურაა საჭირო:უპირველესად,ადამიანის
ადმი პატივისცემის უნარი,ურომლისოდაც შეუძლებელია მისდამი სიყვარული.
თავისუფლება-ეს გამარჯვების ტრიუმფია სულიერ ცხოვრებაში.ამის გარეშე თავისუფლება ცინიკოსის დაცინვა ან მოძალადის მხეცური ეშვების ღრჭენა იქნება.
კინიკოსებისთვის თავისუფლება ქილიკშია,ადამიანი რასაც საპირფარეშოში აკეთებს,ისინი ქუჩაში აკეთებენ.
ქრისტიანობა გვიჩვენებს,თუ რაშია თავისუფლება-ეს იმის საშუალებაა,რომ ადამიანმა თავისი მთავარ მოწოდებას მისდიოს და განახორციელოს მასში ჩადებული პოტენციალი-ხატება და მსგავსება ღმრთისა.
თავისუფლება-ეს გულის გათავისუფლებაა ყოველი უცხოსაგან.
თავისუფლება-ეს მარადისობიდან გადმოდინებული ნათელია.ადამიანი საკუთარ თავს ღმერთში ჰპოვებს და თავისთავადი ხდება.
თავისუფლება-ეს გამოსვლაა ქმნილი,განივთებული,დაკომპლექ
სებული,ვნებიანი მდგომარეობიდან,ის ღმრთაებრივ სრულყოფასთან ზიარებაა.
ერთადერთი თავისუფლება ქრისტიანობამ განგვიცხადა.ეს ღმერთთან ჰარმონიაში ყოფნის თავისუფლებაა,ეს სულის გათავისუფლებაა ყოველივე უცხოსაგან-ვნებებისაგან,როგორც სულის მტკივნეული კორძებისაგან,მრავალი ფსიქიკური კომპლექსისაგან,რომელიც კრუნჩხვასავით არყევენ და კუმშავენ გონებას.თავისუფლება იხსნება იქ,სადაც მთავრდება დრო,ხოლო მარადისობა მარადიულში გაცხადდება.
როგორც ვთქვით,თავისუფლება,ეს არის მხოლოდ შინაგან წინააღმდეგობათა მოხსნა და ადამიანში ტრიმეტრიის ერთიანობის აღდგენაა,ასევე(და მეტადავ)სულის ჩართვაა ღმრთაებრივი ყოფიერების უმაღლეს თავისუფლებაში.წმ.პავლე მოციქული წერს:''დიდი სასყიდლით ხართ გამოსყიდულნი,ნუ იქნებით კაცთა მონანი,''უწინარეს ყოვლისა,საკუთარი ''მე''-ს,შავბნელი ვნებების მონა.
ვნებები-ეს ჩვენ არ ვართ,ეს სულში შთავარდნილი აჩრდილია დემონისა,ეს სულის ბნელი ორეულია.თავისუფლება მხოლოდ ღმერთშია.ჭეშმარიტი სინანული სულის დაბადებაა,ზიარება კი-აღდგომა მკვდრეთით.
მაცხოვარი ბრძანებს:''სცანთ ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ.''
როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, ადამიანი მონაა ცოდვისა და მხოლოდ მას შეიძლება ეწოდოს თავისუფალი, რომელიც ცოდვებისგანაა გათავისუფლებული. ღმერთმა მოგვმადლოს ყველას.
თავისუფლება = თავის უფლება = თავის ფლობა = ნების ყოფა = ნებისყოფა
თავისუფლება სამყაროზე, გარემოს იმპულსებზე არ დამორჩილების უნდარია... თავისუფლება რელიზდება მაშინ როცა მიუხედავად ნებისმიერი სიტუაციისა ადამიანს შეუძლია საკუთარი შინაგანი გადაწყვეტილება მიიღოს... თავისუფალი ის არის ვისაც გული და ხორცი ემორჩილება...
განსხვავებით ცხოველებისაგან
მე მგონი რა...
saria-giorgi
კარელინომეტყველება რელიგიურ-ფილოსოფიური მიმართულებაა და დღეს მეტად ფასობს!!! მისი სიტყვა ოქორს ფასია....
"თავისუფლება სულის სხეულზე ბატონობაა!" - წმ. ქსენოფონტე ათონელი...
[quote name='დავით ივერიელი' date='Mar 25 2008, 11:16 PM' post='285389']
[b][/b]
კარელინომეტყველება რელიგიურ-ფილოსოფიური მიმართულებაა და დღეს მეტად ფასობს!!! მისი სიტყვა ოქორს ფასია....
ერთი ფილოსოფოსი ამბობს:"მინდა,რომ ჩემი წიგნი არ წაიკითხოს იმან,ვინც მხოლოდ თვალით კითხულობს."
ცდები,დღეს მეტად ფასობს მოდერნიზებული აზროვნება და უსწავლელი შურიანებისგან,პირუტყვებისგა
გონიერი ადამიანების ლანძღვა,რომლებიც ვერ მიმხვდარან და ვერ შეუცვნიათ თავიანთი გესლიანი გული.
ასეთი ადამიანები კბენენ მამა რაფაელს,მაგრამ ჩრდილსაც ვერ მიაყენებენ,რადგანაც წრფელი გული ყოველთვის ქრისტეთია დაცული,ხოლო მლანძღველები ეშმაკის საკვრელით არიან შეკრულნი.
"შურმან შეიპყრო ერი უსწავლელი."
მიმდინარეობააო საუბრობ ხმამაღლა,რა გაძლევს ამის საფუძველს?პატრიარქს არ ემორჩილება?
სწორედ ისეთი ადამიანები იდევნებიან "საზოგადეობისგან,"რომლებიც არ ეძიებენ კაცთაგან დიდებას,ხოლო ვისგანაც იდევნებიან ესეთი ადამიანები პირიქით აკეთებენ.
წმ.წერილში წერია:"რომელსა-იგი ქებაი არა კაცთაგან არს,არამედ ღმრთისაგან"(რომ.2.29)ვის ქება?-იმ კაცს,ვინაც შინაგანად გულში სულ ღმრთისათვის იღვწის,ვინაც სინდისის მიხედვით აკეთებს თავის საქმეს და არად დაგიდებს "საზოგადოებრივ" აზრს,კაცთა პატივს.ჩვენ კი ადამიანებისგან ველით დიდებას და ყველას და ყველაფერს ვლანძღავთ ვინ "დიდებულთაგან"გინებულად ითვლება,რათა შეკვეთილი ტაში დავიმსახუროთ და გინება არ მოვიწიოთ;ამისთვის სიცრუეს და ცილისწამებასაც არ ერიდებიან,რადგანაც "საზოგადოებაში"კუთვნილი ადგილი დაიმკვიდრონ.არადა,სწორედ ღმერთი გახლავთ ღმერთი დიდებისა.
"მართალნი გამობრწყინდნენ ვითარცა მზე"(მათ.13.43)
იცოდე რომ ლანძღვა ქრისტიანის საქმე არ არის.წმ.წერილი გვაფრთხილებს:"რამეთუ გულისა წყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისაი არა ქმნის"(იაკ.1.20)
ერთერთმა მოძღვარმა ასეთი რამ თქვა თავისუფლებაზე: თავისუფლება უდიდესი სათნოებაა,ადამიანის მიმართ ღვთის უსაზღვრო სიყვარულის გამოხატულება.მოგეხსენებათ,უფალმა კაცი შექმნა ხატად და მსგავსად თავისა.სწორედ თავისუფალ არჩევანში მდგომარეობს ადამიანის ღმერთთან მსგავსება.
კი იერარქიასაც უნდა ვცეთ პატივი და ცოდვის მნიშვნელობაც არ უნდა გავაუბრალოოთ,მაგრამ ფაქტია რომ ამ ბოლო დროს ფანატიზმი მომძლავრდა
კი გეთანხმები მაგრამ ზომიერება ყველაფერში საჭიროა.
კი მაგრამ პრობლემა ის არის რომ ფანატიზმი არა მარტო ერშია არამედ "ბერშიც" არის და ხშირად ხდება რომ ამა თუ იმ მოძღვრის ფანატიკური კურთხევების გამო ბოლოს მრევლი სასოწარკვეთილებამდეც კი მიდის.მე ვიცი კონკრეტული მაგალითები და იმიტომ ვამბობ.სამწუხაროა მაგრამ ფაქტია
ასეთ შემთხვევაში გამოსავალია ალბათ რომ ადამიანი ბრმად არ უნდა მიუდგეს და რობოტად გადაიქცეს რასაც ეტყვიან ისე შეასრულოს რომ არც კი დაფიქრდეს და განსაჯოს საკუთარ თავში.უკიდურეს მაგალითს ვიტყვი რომ მოძღვარმა უთხრას თავის მრევლს ამ საკითხში ეკლესია ცდება და სქიზმაში გავიდეთ და დავუპირისპირდეთ (ვაკრიტიკოთ) მას და ასე მოიქცნენ ის ადამიანებიც.
როგორც მახსოვს კარელიომანიაზე მსჯელობას სხვა თემები მიძღვნა ასე რომ აქ არსებულ ოფებს ვშლი
თავისუფლება, ეს უპირველეს ყოვლისა არ არის კარჩაკეტილობა, არ არის უარი იუმორზე, არ არის უარი სიახლეზე, ის თავად არის სიახლე, გახსნილობა და თქვენ წარმოიდგინეთ იუმორიც. თავისუფლება ადამიანს გარდაქმნის არა სევდიან მანქანად, არამედ სიცოცხლით სავსე პიროვნებად, რომელიც აცნობიერებს რეალობას და აქედან გამომდინარე შესაძლებლობების კონცენტრაციით მინდობილია ღვთისადმი.... არ შეიძლება ადამიანებს ცოცხალი ღმერთი წავართვათ და იდეოლოგიით ჩავუნაცვლოთ საუბარი ქრისტესთან...
თავისუფლება ერთგვარად დამოკიდებულებაა უფალზე, უფრო სწორედ მინდობა უფალზე. შინაგანად თავისუფალი ადამიანი ზედმეტად არ შფოთავს ცხოვრებისეულ სიძნელეებზე, ხვალინდელ დღეზე. არ არის მიჯაჭვული არაფერზე, არც თანამდებობზე, არც სიმდიდრეზე და არც სხვა რამეზე. თავისუფლი ადამიანი ლაღიც არის, ესეც უფალზე მინდობის გამოა.
რაც შეეხება ცოდვებისგან გათავისუფლებას, ეს უფრო მიზანია. ცოდვებისგან ბოლომდე თავისუფალი არასოდეს ხარ, მაგრამ იბრძვი მათგან გასათავისუფლებად.
გეთანხმები, მაგრამ ჩვენ უკვე ვართ გარკვეულად თავისუფლები...
თავისუფლებისთვის გაგათავისუფლათ ქრისტემ! - ეს პაველს სიტყვებია... ანუ ჩვენ მოგვეცა თავისუფლება მივმართოთ იესოს, "მამით!"
მნათე
[quote name='მნათე' post='286537' date='Mar 27 2008, 08:14 PM']
თავისუფლება, ეს უპირველეს ყოვლისა არ არის კარჩაკეტილობა, არ არის უარი იუმორზე, არ არის უარი სიახლეზე, ის თავად არის სიახლე, გახსნილობა და თქვენ წარმოიდგინეთ იუმორიც. თავისუფლება ადამიანს გარდაქმნის არა სევდიან მანქანად, არამედ სიცოცხლით სავსე პიროვნებად, რომელიც აცნობიერებს რეალობას და აქედან გამომდინარე შესაძლებლობების კონცენტრაციით მინდობილია ღვთისადმი....
შენ შესაძლოა საუბრობ საკუთარი თავის თავისუფლებაზე,შეიძლება კაფეში ჯდომა და ქუჩაში სიარული "შებრკოლების"გარეშე თავისუფლებად მიგაჩნდეს,მაგრამ ეს ასე არ არის.ჯობია ფიქრები და ზრახვები სააშკარაოდ არ წარმოაჩინო,რადგანაც საზომი არის მამათა სწავლება და არა აზრს მოკლებული,უაზრო და უადგილო ზღაპრები,შეიძლება სადმე ადგილი პოვოს შენმა მოთხრობებმა,მაგრამ აქ ნამდვილად არ არის საჭირო.
შეიძლება ადამიანებს ცოცხალი ღმერთი წავართვათ და იდეოლოგიით ჩავუნაცვლოთ საუბარი ქრისტესთან...
ჯერ უნდა ახსნა რას უწოდებ იდეოლოგიას,რადგან შეუძლებელია წამოსროლილი სიტყვებით რამე გაიგოს ადამიანმა.თუ ყველაფერს ვერ გებულობ ეს იმას არ ნიშნავს,რომ იდეოლოგიის იარლიყი მიაკრა.ჩემთვისაც ბევრი რამ გაუგებარია,მაგალითად:რატომ ცდილობს ყველა საკუთარ თავს მართალ ადამიანს?იმითომ ხომ არა,რომ წაიკითხა ნარცისის ზღაპარი და საკუთარი თავის ზედმეტად მოყვარული და მოამაგე გახდა.ვინც საკუთარ თავს ზედმეტად ენდობა(მამების სწავლებით)დაიღუპავენ თავს.
საკუთარ თავს ხშირად ახასიათებთ? სისხლით აპირებთ სისხლი ჩამობანოთ ადამიანებს?! 'მხილების' უფლება სულიწმიდამ მოგცათ თუ მეოთხე ჰიპოსტასი გყავთ ვინმე?!
ესეც შენი თავისუფალი ნების გამოვლენის ერთი სახეა.
კარგია რომ დაუფარავად გვიჩვენე,რამდენად ნაკლებად კითხულობ სხვის პოსტებს ან თუ კითხულობ ვერ ჩამწვდარხარ მის არსში,ხოლო მე ვისი მეშვეობით ვსაუბრობ ამას ხედავს ის ადამიანი ვინს დადორბლილი,დუჟმორეული და გონმიხდილი არ კითხულობს ჩემ პოსტებს.
მე ვცდილობ იმ აზრების გამომზეურებას რაც მამებმა გვიანდერძეს,ხოლო ჩემი აზრით თავისუფალი ადამიანი უნდა გავდეს იმ ნათელს,რომელიც წმ.წერილში გვიწერია და სევე მოვიყვან ერთ ციტატას წმ.გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებიდან:"ზეცისა კაცი და ქვეყანისა ანგელოზი".ეს წერია მასზე,მაგრამ თავისუფალი,წმიდა და უმანკო ცხოვრებით-მცხოვრები ადამიანისთვისაც შესაძლებელია.ეს არის ნამდვილი თავისუფლება,სხვა შემთხვევაში ვემსგავსებით იმ მაიმუნს,რომელიც ადამიანს დასცინის.
იცით მართმადიდებლობა არ შეიძლება ფანატიზმად იწოდებოდეს არავითარ შემთხვევაში.ყველას თავისებურად სწამს და ყველა თავისებურად ცდილობს გმერთთან ყოფნას.ჩვენ ნუ ვიტყვით რომ ესა თუ ის ადამიანი პანატიკოსია.
იცით მართმადიდებლობა არ შეიძლება ფანატიზმად იწოდებოდეს არავითარ შემთხვევაში.ყველას თავისებურად სწამს და ყველა თავისებურად ცდილობს გმერთთან ყოფნას.ჩვენ ნუ ვიტყვით რომ ესა თუ ის ადამიანი პანატიკოსია.
როცა უარყოფ ღმერთს და ეკლესიის მიერ დადგენილ დოგმებს და გგონია თავი თავისუფალი ამ დროს ხარ ცოდვის მონა,და ის მონა,რომელიც განთავისუფლებას არ ლამობს ათმაგ მონობას იმსახურებს.
თავისუფლება ნიშნავს იყო შენი თავის უფალი!
...თავისუფლება-ეს გულის თავისუფლებაა,ყოველივე უცხოსაგან.ის ღმერთისთვისაა შექმნილი,ამიტომ თავისუფლება ღმერთშია.ადამიანი საკუთარ თავს მხოლოდ ღმერთში ჰპოვებს და თავისთავადი ხდება...
ამ თემას ხელუხლებელს ვტოვებ და უბრალოდ მიგითითებთ რო თუ გსურთ კამათის გაგრძელება გაიხსენეთ რო მამათა გამონათქვამბეში ხართ და თქვენი პოზიციები მათი სწავლებების მოყვანით განამტკიცეთ ...
მე მგონი ამას თუ გაითვალისწინებით მსჯელობა შესაფერის ფორმატში გადავა
"Self-expression is the innermost freedom of your being"
თუ არ ვცდები მაჰათმა განდის სიტყვებია ან თაგორის.
მამა რაფაელ კარელინი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ვინ არის? რა მიზანი აქვს ამ პიროვნებას?
ჯერ უნდა ვიცოდეთ რა არის რწმენა? რწმენა თავისუფალი, ნებისმიერი ძალისხმევაა სულისა, რომელსაც ყოველივე სჯერა,რაც ღმერთისაგან გვეუწყა საღმრთო წერილისა და წინასწარმეტყველთა გზით. წმ.ანტონი დიდი
როდესაც თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, ყოველთვის მახსენდება წმინდა ილია მართლის ეს სიტყვები:
სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი.
რა არის თავისუფლება?
შეიძლება ასეც ვთქვათ, თავისუფალია ყველა;ადამიანი, ცხოველი , ფლორა და ფაუნა და ასევე ეს ყველა და ყევლაფერი დამოკიდებულია ჰაერზე, მზეზე, წყალზე, მიწაზე.თავისუფლება არ არსებობს დამოკიდებულების გარეშე. არც გონიერი და არც უგონო აწყვეტა არ შეიძლება იყოს თAვისუფლება.მაგრამ როგორც აქ ამბობენ წმიდა მამების გამონათქვამებს უნდა დავეყრდნოთ, რომლებიც უფლის_ იესოს სიტყვებს ეყრდნობიან აუცილებლად. ეს ქრისტიანების თავისუფლებაა, მაგრამ ვისაც ბუდა ან მუჰამედი ან სხვა ჰგონია ჭეშმარიტება მას თავისუფლების გაგებაც თAვისებური აქვს.
საერო ცხოვრებაში ადამიანები ირჩევენ სხვადასხვა გზას და ასე გამოიხატება მათი თAვისუფალი ნება..ერთხელ გაზეთში ერთი ცნობილი ქართველი წერდა 500 ქალს რომ გავუსინჯე გემო ცოლი მერე მოვიყვანეო, მეორეს ქურდობა უნდა მესამეს პოლიციელობა, ექიმობა და პოლიტიკოსობა, ვიღაცას უბრალოდ პატიოსანი ცხოვრება... და ალბათ ასე შეიქმნა ადამიანმა თAვისი თAვისუფალი სამყარო .. ადამიანის ადამიანური თავისუფლება აუცილებლად გადაიკვეთება მისივე სულიერ მოთხოვნაში იყოს ვიღაცაზე დამოკიდებული ანუ თაყვანისცეს ვიღაცას თუნდაც უხილავს...ეს კერპების ისტორია იყო და უწია ღმერთამდე მათმა ცოდვებმა სწორედ ამ დროს მოვიდა ჭეშმარიტება . იმ დროისთვის კი მსოფლიოში სხვა ეგ.წ ჭეშმარიტებებიც მოვიდნენ.
Mystery Train
ადამიანი ბუნებასთან უწყვეტ კავშირშია და დამოკიდებულიც არის მასზე. მაგრამ ეხლა თუ ღვთის სიტყვი ვიმსჯელებთ ადამიანი მხოლოდ პურით არ ცოცხლობს არამედ ღვთის სიტყვით.
ყველა თავისუფალია მაგრამ დამოკიდებულიც არის მეთქი.. არ ჩამძიროთ ეხლა
ადამიანი მარტო სულით ცოცხლობს?
ადამიანი მარტო სულით ცოცხლობს
Mystery Train
არის შევეშვათ
ადამიანი თავისუფალია, მაგრამ თავისუფლების სწორად წარმართვისათვის საჭიროა ადამიანი იყოს "განათლებული"
შეიცანი ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგათავისუფლებს შენ.....
ეს როგორ გავიგოთ?
ikanosi
ამისთვის საჭიროა გავიგოთ რა არის ჭეშმარიტება?!
ჭეშმარიტება ზეცისაგან არის, ქრისტეა ჭეშმარიტება.. მის მიერ მოცემული გზა და სიტყვა,, ყოველივე რასაც ის ლაპარაკობდა და გვასწავლიდა
ikanosi
ეს უნდა იგრძნო კიდეც, მარტო გონება ვე ჩაწვდება.
ikanosi
Atman
რაო. არ მითხრა ეხლა რწმენა, იმედი და სიყვარულის შეგრძნება გრძნობებზე საერთოდ არ არის დამოკიდებულიო..
თავისუფლება
- სივრცე უფლებასა და პასუხისმგებლობას შორის
- მანძილი ნებისყოფის მინიმუმსა და მაქსიმუმს შორის - სულის გამარჯვება სხეულზე
- არჩევანი ღმერთსა და ეშმას შორის
elusia
თავისუფლება არის სწორად გამოყენებული, ანუ ღმერთის სამსახურისკენ მიმართული ნება.
თავისუფლება - ჩვენს დაცემულ ბუნებაზე ღვთის მადლით და საკუთარი ნებით მოპოვებული ხელმწიფებაა.
"ღმერთსა და ადამიანს შორის აბსოლუტური ონტოლოგიური წყვეტაა და ქმნილება, ანუ ადამიანი, რომელიც არაფრისგანაა შექმნილი სრულიად თავისუფალია"
/ვლადიმერ ლოსკი/
"როგორც ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს, - ღმერთი გიყვარდეთ და რაც გინდათ, ის აკეთეთო. თუ ღმერთი გიყვარს, ცოდვა გძულს და მხოლოდ სიკეთე გწადია. სწორედ ეს გახლავთ ჭეშმარიტად თავისუფალი ნება".
"თავისუფლების ნამდვილი ძალა მართლმადიდებლობის უცვალებლობაშია".
"თუ თავისუფლება გვსურს, უპირველესად საკუთარ ვნებათაგან განთავისუფლება გვმართებს".
"თავისუფლება ჭეშმარიტების შეცნობის გარეშე თვითნებობაა"
"ადამიანისთვის ყველაზე დიდი ტვირთი თავისუფლებაა"
"თავისუფლება ქრისტიანის და ღმრთისმსახურის ერთ-ერთი თვისებაა. რას ნიშნავს თავისუფლება? არ უნდა იყო ვნებების მონა, ადამიანების შეხედულებების მონა - რას იფიქრებენ ჩემზეო. მთავარია, რას იფიქრებს შენზე უფალი. ეს არის მნიშვნელოვანი".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"იმისთვის, რომ გავთავისუფლდეთ, პირველ ყოვლისა, უნდა "შევკრათ" საკუთარი თავი. რაც მეტად შეკრავ თავს, მით მეტი თავისუფლება ექნება შენს სულს... საკუთარ თავში ვნებები უნდა შეკრა, რომ ვერ შეძლონ შენი დაუფლება; თავი უნდა შეკრა, რომ მოყვასს ზიანი არ მიაყენო..."
/წმ. ბერი სილუან ათონელი/
„ჭეშმარიტი თავისუფლება - ესაა მუდმივად ღმერთთან ყოფნა“.
/წმ. ბერი სილუან ათონელი/
"მაშინ, როცა იმარტივებ შენს ცხოვრებას და მხოლოდ აუცილებელით შემოიფარგლები, მაშინ ხდები ადამიანი თავისუფალი".
"ღმერთი მოქმედებს ფარულად, არ სურს დათრგუნოს ადამიანის თავისუფლება. იგი ქმნის ისეთ მდგომარეობას, რომ ადამიანი ნელ-ნელა მობრუნდეს და წავიდეს იქით, სადაც საჭიროა".
/ბერი პორფირე/
"თავისუფლების არსებობა თავისთავად გულისხმობს იმას, რომ თანასწორობა ვერ იქნება. რა არის თავისუფლება? - თავისუფლება არის ღმერთისაგან შენთვის მონიჭებულ უნართა განვითარება. გაქვს უნარები, რომელიც ღმერთმა მოგანიჭა და ავითარებ ამ უნარებს. თუ შენ თავისუფალი არ იქენი, ამ უნარებს ვერ განავითარებ და მაშინ თანასწორობა ჩამოყალიბდება.
ერთი ფილოსოფოსი, თუ არ ვცდები, ბერდიაევი, ამბობს: თქვენ გინახიათ ლამაზი ყვავილები, ბალახები, აქ არის მრავალფეროვნება და ამ მრავალფეროვნების სილამაზე. ჩვენ გვინახავს გაზონი, რომელსაც მანქანა კრეჭს. გაზონზე არის თანასწორობა ბალახებს შორის. მაგრამ აქ აღარ არის თავისუფლება, სილამაზე. იქ არის მონობა, რომელსაც მანქანა ამკვიდრებს. ხოლო სხვაგან არის თავისუფლება. ასევეა საზოგადოებაშიც. თუ შენ მოინდომებ, რომ ყველა თანასწორი გახდეს, რომ ადამიანებმა არ განავითარონ თავიანთი თავისუფლებით თავიანთი უნარები, მაშინ მივიღებთ გაზონს, ან ნახირს".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ქრისტე უსაზღვრო კეთილშობილებით მოქმედებს. იგი ამბობს: კეთილ არს, როდესაც ვინმეს "ჰნებავს შემოდგომად ჩემდა". ის არ აიძულებს ვინმეს, არ ეუბნება: "აბა, ნაბიჯით იარ, ჩემკენ!"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ოდესღაც შლისელბურგის ციხეში წარწერა აღმოაჩინეს: "ქრისტესთან ერთად ციხეშიც თავისუფლები ვართ, მის გარეშე კი თავისუფლებაც ციხეა".
"ადამიანი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე განცდებშია, მიზეზი ის არის, რომ იგი "მონადმყოფელთავისუფალია", ანუ ის ერთდროულად თავისუფალიც არის და მონაც".
/არქიმანდრიტი კვიპრიანე კერნი/
"რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? - თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავის ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდგან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, - არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისთვის".
/ვაჟა-ფშაველა/
"თავისუფლება - სულიერი ჰაერია, მაგრამ არასულიერ ადამიანთათვის იგი, შესაძლოა, ცდუნებად და საფრთხედაც იქცეს.
კულტურა თავისუფლების გარეშე - ყალბი კუტურაა, ფუჭი მოჩვენებითობა. უკულტურო ადამიანი მას აღვირახსნილობის უფლებად ან თვითნებობისკენ მოწოდებად აღიქვამს".
/რუსი ფილოსოფოსი ივან ინილი/
"სანამ ადამიანი თავისუფლებით სარგებლობს, მასზე ცოტას ფიქრობს - თავისუფლება ჰაერს წააგავს და სწორედ მაშინ გვახსენებს თავს, როცა სული გვეხუთება... თავისუფლებაც ჰაერივით უპირობო და შეუცვლელია.
რატომ? იმიტომ, რომ მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეუძლია უყვარდეს, რამეთუ ჭეშმარიტი სიყვარული მთლიანი და გულწრფელია, პირფერობასა და ძალდატანებას მოკლებული... იგი თავისუფლად იშვება (ან არ იშვება) და შეუცვლელია... ვისაც ოდესმე მაინც ჰყვარებია, ამაში დაგვერწმუნება".
/რუსი ფილოსოფოსი ივან ინილი/
"ძველთაგანვე მიდიოდა ბრძოლა ზეციური სასუფევლისათვის, "პატიოსანი ჯვრისა და ბაჯაღლო თავისუფლებისთვის".
"გარეგანი თავისუფლება არ ფასობს შინაგანის გარეშე. ისევე, როგორც გარეგნული ძალა არაფერია შინაგანის გარეშე".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"მოვიხსენიებ იმასაც, რომ უსაფუძვლოა ის აზრი, რომელიც გავრცელებულია ჩვენს ახალგაზრდობაში. ვითომ სარწმუნოება იყოს მტერი თავისუფლებისა. ეს აზრი აშენებულია გაუგებრობაზე. ან თუ შეგნებულად ამბობენ და იმეორებენ ამას, მაშინ, უნდა ვიფიქროთ, რომ ამნაირი მქადაგებელნი არიან მტერნი ნამდვილის თავისუფლებისა. ნამდვილი თავისუფლების დამყარება, მისი გამაგრება შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხალხში განვამტკიცებთ სარწმუნოებას. თავისუფლება უნდა ემყარებოდეს ქრისტეს ზნეობრივ იდეალებზე, მისი მცნებების აღსრულებაზე. უამისოდ თავისუფლება გარდაიქმნება თვითნებობად, როგორც ამას ჰქონდა და ჯერ კიდევ აქვს ჩვენში ადგილი, და ხალხს მოუტანს სარგებლობას წილ მავნებლობას."
/წმ. ამბროსი ხელაია/
"ყველას და მეც, ბუნებრივია, მტკივა ადამიანთა ტანჯვა, რა რელიგიასაც უნდა ეკუთვნოდნენ ისინი. ადამიანი სვამს კითხვას: თუ ღმერთი არსებობს, ეს რატომ ხდება? ადამიანს არ ესმის ნამდვილი თავისუფლების არსი და ამ კითხვას იმიტომაც სვამს. მას უნდა, რომ თან თავისუფალი იყოს და თან ვიღაცამ აკეთოს მისი საქმე. ღმერთმა გადაუწყვიტოს პრობლემები და თან იყოს თავისუფალი ნების მქონე".
/როლანდ ჩხეიძე/
"სერბებს ამგვარი გამოთქმა აქვთ: "თავისუფლებისთვის მებრძოლმა მთავარანგელოზივით უნდა იომოს, ხოლო ვინც თავისუფლების სახელით ცხოვრობს, ვალდებულია, წმინდანივით იცხოვროს".
"კულტურა თავისუფლების გარეშე - ყალბი კულტურა, ფუჭი მოჩვენებითობაა. უკულტურო ადამიანი მას აღვირახსნილობის უფლებად ან თვითნებობისკენ მოწოდებად აღიქვამს."
/რუსი ფილოსოფოსი ივან ილინი/
"კეთილი, თუნდ მსახური ანუ მონა იყოს, მაინც ყოველთვის თავისუფალია; ბოროტი კი, თუნდ ხელმწიფებდეს, მაინც მონა და ტყვეა, რომელსაც მხოლოდ ერთი ბატონი კი არა ჰყავს, არამედ სწორედ იმდენი, რამდენი მანკიერებაც შეუძენია".
/ნეტარი ავგუსტინე/
"ჩვენი ნება დაცემული ბუნების შემადგენელი ნაწილია. თუ ბუნება ღმერთს დაცილებულია, ნებაც ასეთია. ამიტომ ის თავისუფლებადაკარგულია. ის სურს, რაც ჩვენს ავადმყოფ ტვინს, ბინძურ გულსა და გაპირუტყვებულ კუჭს. ადამიანს კი ჰგონია, რომ ნების ახსნილობა თავისუფლების ნიშანია და თუ კუჭის, გულის, ტვინისა თუ სხვა რამის ჭკუაზე ივლის, თავისუფალია."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"თანამედროვე ცხოვრებაში იმატა საცდურმა, თავისუფლება არასწორადაა გათავისებული. ზოგს ჰგონია, თავისუფლება საკუთარი ვნებების მონობაა. ქრისტიანობა კი ასწავლის ჭეშმარიტ თავისუფლებას. ეს საკუთარ ვნებებსა და თავზე გამარჯვებაა. როდესაც ადამიანი თავისუფლდება ხორციელი ვნებებისგან, იგი ხდება სულიერად თავისუფალი."
/მამა მათე (ვაშაყმაძე)/
"კაცი, რომელიც ამა სოფლისათვის ჩვეული შიშებისგან არ გათავისუფლებულა, თავისუფალი ვერ იქნება. ღვთის შიში მხოლოდ თავისუფალ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ესაა მაღალი შიში სიყვარულისა".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"სიტყვა "თავისუფლებამ" დიდი დევალვაცია განიცადა, მისი შინაარსიც კი შეიცვალა. რა სიტყვათშეხამებას არ ხმარობენ მასთან კავშირში და, მე ვიტყოდი, რომ ყოველი მათგანი ანეგდოტურად ჟღერს: სიტყვის თავისუფლება, ბეჭდვითი თავისუფლება, სინდისის თავისუფლება, სიყვარულის თავისუფლება. და ეს ყველაფერი საშინელი დამახინჯებაა იმ თავისუფლებისა, როგორც იგი ჩვენ, ქრისტიანებს, გვესმის. თანამედროვე მსოფლიოს ამ ცნებებს, ეგრეთ წოდებულ ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებს, მსოფლიო თანამეგობრობა დღეს ქრისტიანულ ფასეულობებზე მაღლა აყენებს".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"ქართული სიტყვიდან თავის-უფალი ამოიკითხება მისი ქრისტესმიერი თავისუფლების შინაარსი (იოანე 8,32), კერძოდ: ჭეშმარიტად თავისუფალი იგია, ვისაც თავის პატრონად უფალი ჰყავს, თავის "წადილთა ნებას" უფლის ნებისაებრ წარმართავს და თავისი ნებით დამორჩილებულია მხოლოდ უფალს, სხვა არავის და არარას, შდრ.: "თავისუფალი - არა ვისი მონა" (დ. ჩუბინაშვილი)".
/დოდო (მარიამ) ღლონტი/
"ზოგიერთი მოაზროვნე, მაგალითად, კანტი, ღმერთის არსებობასაც სწორედ იმით ამტკიცებდა, რომ ადამიანი თავისუფალია."
"თავისუფლება ძალზე მჭიდროდ უკავშირდება ნებას. თუ ნებელობას ვინმე გვიზღუდავს, ვამბობთ, თავისუფლება წაგვართვესო. ქრისტიანული სწავლება კი ყველაფერს თავდაყირა აყენებს და გვასწავლის - თუ საკუთარი ნებელობა არ შეზღუდე, ვერასოდეს მოიპოვებ თავისუფლებასო."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ადამიანს ჰგონია, თავისუფალია და რაც სურს, იმას გააკეთებს. დიახ, ეს ასეა. ჩვენ ღმერთზე უარის თქმაც შეგვიძლია, მაგრამ გვაქვს კი უფლება? ნახეთ, რა უცნაურია - თავისუფლება კი გვაქვს, მაგრამ მისი არასწორად გამოყენების უფლება არ გაგვაჩნია. მაგალითად, ქალსაც შეუძლია, აბორტი გაიკეთოს, ახალშობილი ნაგავსაყრელზე გადააგდოს, შვილი ადამიანად კი არ აღზარდოს, ლეკვივით გაზარდოს... ეს ყველაფერი შეუძლია - თავისუფალია, მაგრამ ნუთუ აქვს უფლება?
მე შემიძლია, ღმერთზე უარი ვთქვა, პირუტყვივით ვიცხოვრო, ღვთის ნება არც კი გამოვიძიო, თუ რამე არ მომეწონება, ვიწუწუნო და დავგმო კიდეც უფალი, მაგრამ განა მაქვს ამის უფლება?
რატომაც არა? - იკითხავს მავანი. კი ბატონო, იცხოვრე, როგორც გსურს, მაგრამ ეკლესია გაფრთხილებს - ვერასოდეს იქნები ბედნიერი, სიცოცხლეში ვერ შეხვალ, შენი არსებობა უკეთეს შემთხვევაში წუმპეში მონებივრე ღორის ცხოვრებას დაემსგავსება, რომელსაც ფხანა სიამოვნებს. დაგიდგება ამ ქვეყნიდან გასვლის წამი და როცა ღვთის წინაშე წარდგები, აღმოაჩენ, რომ შეცდომა დაგიშვია, უფრო სწორად, შეგნებული ბოროტმოქმედი ყოფილხარ და რაც დათესე, იმას მიიღებ, არც მეტს, არც ნაკლებს".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ეს ჩემთვის სრულიად გაუგებარია - ეშმაკს რაც სურს, იმას აკეთებს, ასევეა ბოროტი ადამიანიც, მაგრამ ამ მხრივ მისი თავისუფლება შეზღუდულია, ისე, რომ ამას თვითონაც ვერ ხვდება. როგორ აკეთებს ამას ღმერთი, ჩვენ არ ვიცით, მაგრამ რადგან ყოვლისშემძლე და ყოვლადბრძენი არსებაა, მხოლოდ მას შეუძლია, თან სრული თავისუფლება მოგვცეს, თანაც ცუდად გაგებული თავისუფლება ისე შეგვიზღუდოს, რომ ჩვენში ბოროტება სრულად არ აღორძინდეს.
ასეთი პრობლემა ყველა მშობელს აქვს. ჩვენ არ გვსურს, შვილები მონებად გავზარდოთ, მაგრამ ამავე დროს გვინდა, ისინი სიკეთისკენ ისწრაფოდნენ. ვიცით, ძალა არ უნდა დავატანოთ, მაგრამ ისიც ვიცით, სინამდვილეში რაც ხდება: სიკეთეში ძალას ვატანთ, ბოროტებას თუ სჩადის, თავისუფლებას აშკარად ვუზღუდავთ. ამ პრობლემის გამო ხან ფსიქოლოგებს მივმართავთ, ხან მოძღვრებს, თუმცა ბოლომდე ვერც ისინი გვეხმარებიან და პრობლემები არ გველევა. ღმერთმა კი იცის, როგორ მოახერხოს, რომ არც თავისუფლება წაგვართვას და არც სრულიად მიუშვას ჩვენი ბოროტი ნება."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ღმერთთან ყოფნა სრული თავისუფლებაა"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"თავისუფლება საკუთარი თავის დამორჩილების უნარია, როცა შეგიძლია, სხეული სულის მეშვეობით მართო".
/მამა ბართლომე (ფირცხალაიშვილი)/
"მაშინ, როცა იმარტივებ შენს ცხოვრებას და მხოლოდ აუცილებელით შემოიფარგლები, მაშინ ხდება ადამიანი თავისუფალი".
"ან ავიღოთ "თავისუფლების" ცნება. ადამიანებს ჰგონიათ, რელიგიური შეზღუდვებიდან გათავისუფლებით თავისუფლებას მოიპოვებენ. გაიგონებთ: მე ფანატიკოსი არა ვარ, ეკლესიაშიც დავდივარ, სანთელს ვანთებ და ჩემებურად მწამს ღმერთიო". ასეთ ადამიანს ჰგონია, რომ თავისუფალია მაშინ, როცა გააკეთებს იმას, რასაც მოისურვებს, რასაც მოსთხოვს გული და ვნება.
ტელევიზიაშიც ხომ ქადაგებენ: "მიენდეთ თქვენს გემოვნებას - ვნებას", "დაიკმაყოფილეთ წყურვილი" და სხვა. ვნენებისადმი დამონებას ქრისტიანი ღვთისგან ბოძებული თავისუფლების დაკარგვად აღიქვამს. რა დავარქვათ ამას - ადამიანის პროგრესი თუ რეგრესი, სიკეთე თუ ბოროტება?"
/მამა შიო მენაბდე/
"შვილებო, ენდეთ უფალს და ის გაქცევთ ჭეშმარიტ თავისუფალ ადამიანებად"
/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/
"ადამიანთა ნაწილს ჰგონია, რომ თავისუფლება ყველაფრის უფლებაა, ყოველგვარი აკრძალვის უარყოფაა... ასეთი "თავისუფლების" შედეგია პიროვნების დეგრადაცია, სასოწარკვეთა, თვითმკვლელობა, შიდსი, ნარკომანია და სხვა უმძიმესი გამოვლინებანი"
/ილია მეორე/
"თავისუფლება არ არის ყველაფრის უფლება, არამედ მუდმივი თვითკონტროლია და მისი საშუალებით ცოდვის მონობიდან თავის დაღწევა".
/ილია მეორე/
"უფალი არის სული და სადაც არის უფლის სული, იქ არის თავისუფლება" (2 კორ. 3,17).
"თავისუფლება გონების სინათლეა, ღვთისგან ნაბოძები კეთილი სხივებით განბრწყინვებული სულის თვალია, რომელიც არჩევს სიკეთეს ბოროტებისგან, ნათელს - ბნელისგან, სიცოცხლეს - სიკვდილისგან."
/დავით სურგულაძე/
"ღმერთმა ჩვენ თავისუფლები შეგვქმნა, რათა ჩვენ ვიბრძოლოთ, რადგან ღვთის წყალობა არა ვინმე ბოგანოსთან, არამედ გმირთან მოდის".
/არქიმანდრიტი არსენი (პაპაჩოკი)/
"ვნებების გახელებაში არ არის თავისუფლება, მათი ალაგმვაა ჭეშმარიტი თავისუფლების უტყუარი წინაპირობა"
"თავისუფალია ადამიანი მხოლოდ მაშინ, როცა ირჩევს სიკეთეს".
"ცხოვრება გაცილებით მარტივია, როცა თავისუფალი ხარ, თავისუფალი კი მაშინ ხარ, როცა წმინდა სულს, სინდისს ამეფებ, ვნებებს არ ემონები. სწორედ ეს არის საკუთარი თავის უარყოფა. მაშინ იოლად შეძლებ აიღო ჯვარი და შუდგე უფალს, თავისუფალი ნება უფლის სიყვარულთან სინერგიაში მოიყვანო.
თავის უარყოფას სიმშვიდე მოაქვს - ეს ამქვეყნიური სასუფეველია. ვნებების მონობა კი გაფორიაქებს, ღმერთსაც გაკარგვინებს და სიმშვიდესაც. ეს სულის ჯოჯოხეთური მდგომარეობაა. ადამიანმა უფლის გზას არასოდეს არ უნდა გადაუხვიოს. ამ გზაზე შეიძლება დაეცეს კიდეც, მაგრამ სინანულით, აღსარებით ადგება და გაჰყვება უფალს, შეუნანებლობის შემთხვევაში კი სინდისს მიაძინებს, სულს შეირყვნის, უფალსაც დაშორდება და ცხონებისკენ მიმავალ გზასაც დაკარგავს."
/მამა გიორგი ჩიქოვანი/
"სავსებით თავისუფალი მხოლოდ ღმერთია... მორჩილება იძლევა თავისუფლებას"
"კეთილშობილება და თავისუფლება ის არის, არავის ვუთხრათ რაიმე დამამცირებელი, თუნდაც ის ამის ღირსიც იყოს".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ყველაზე თავისუფალი ადამიანი მართლმადიდებელი ქრისტიანია, რომელსაც ჭეშმარიტი აღმსარებლობა გააჩნია. ასეთი ადამიანი თავისუფალია ცრუ სწავლებისგან, ცრუ, მანკიერი თვისებებისგან, ფობიებისგან".
/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/
"თავისუფლება - სიტყვა ძლიერი, ღმერთით მოცემული ნათელი და უკვდავი ღირებულებაა"
"ადამიანი მხოლოდ იმ დრომდეა თავისუფალი, სანამ ბატონს არ აირჩევს – ქრისტეს ან ეშმაკს. შემდეგ ძალაში შედის მოვალეობანი. ბევრი ამბობს, რომ ქრისტიანული მოვალეობა თრგუნავს ადამიანს. მაგრამ ქრისტიანობა ღვაწლია."
"სადაც სიყვარულია, იქ თავისუფლებაა. როცა ღვთის სიყვარულში ცხოვრობთ, თავისუფლებაში ცხოვრობთ"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"თავისუფლება ნიშნავს, აირჩიო სიკეთე"
/მეუფე დანიელი (დათუაშვილი)/
"თუ გვინდა ვიყოთ თავისუფალი ადამიანები, ამის წინა პირობა განათლებაა"
/სტუდენტი ნათია კალანდაძე/
"რამდენადაც თავისუფალია ერი, იმდენად თავისუფალია ეკლესიაც"
/კათოლიკოსი ამბროსი/
"ბედნიერება თავისუფლება ჰგონიათ, თავისუფლება კი გარყვნილებაში ერევათ"
/ელიფ შაფაქი/
"თავისუფლებაც და მონობაც შინაგანი, სულიერი მოვლენაა და მას ადამიანიცა და ერიც თავისი ნებით ირჩევს"
/ილია II/
"უფლის მონობა არის უმაღლესი თავისუფლება, რომ ადამინის ნება მხოლოდ მაშინ არის თავისუფალი, როცა ის შერწყმულია ღვთის ნებასთან, მისით არის აღსავსე და თავის ცხოვრებას მისით წარმართავს"
"თავისუფალი ეწოდება კაცს, რომელსაც ღმრთის მადლით საკუთარ თავზე მოპოვებული აქვს ისეთი ძალა, რომელიც მას ცოდვებისადმი დამონების უფლებას არ აძლევს. ამიტომ ჭეშმარიტად თავისუფალ ადამიანს ვერც უსამართლო დაპატიმრებითა და ვერც დატყვევებით თავისუფლებას ვერავინ წაართმევს, რადგან მისი მცველი თვით თავისუფლების მომნიჭებელი და ყოვლად ძლიერი უფალია"
„ნუ გეშინია მარტოობის, რადგანაც ის თავისუფლებაა, სრულყოფილი თავისუფლება, როცა შენ მთლიანი ხარ და ამ მთლიანობას ჰქვია ღმერთთან ყოფნა.
ნუ გეშინია ტკივილის, – ის გაივლის“.
/ნათია ფანჯიკიძე/
"შეიძლება ყველაფერი წაგართვან, მაგრამ შინაგანი თავისუფლება ხელშეუხებელია.
თავისუფლებას ვერ მოიპოვებ, ასეთად უნდა დაიბადო!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ბედნიერ მონობას უბედური თავისუფლება მაინც გერჩიოს!"
/ლევან გოთუა/
"მედროვე ადამიანების პრიმიტიული აზროვნება, ვიღაცის მუხლებთან ლაქუცზე გადის. მათი საქმიანობა ზომბირებული მდგომარეობაა.
ვერაფერს შეცვლი, ვიღაცას სურს მთელი ცხოვრება მონობაში იყოს, რადგან თავისუფლება აშინებს!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ვის არ სურს თავისუფლება? ის ყველას უნდა, მაგრამ საჭიროა ვიცოდეთ, რა არის თავისუფლება და როგორ მოვიპოვოთ... იმისთვის, რომ გავთავისუფლდეთ, პირველ ყოვლისა უნდა „შევკრათ“ საკუთარი თავი. რაც მეტად შეკრავ თავს, მით მეტი თავისუფლება ექნება შენს სულს... საკუთარ თავში ვნებები უნდა შეკრა, რომ ვერ შეძლონ შენი დაუფლება; თავი უნდა შეკრა, რომ მოყვასს ზიანი არ მიაყენო... ადამიანები, ჩვეულებრივ, ეძიებენ თავისუფლებას, რომ აკეთონ „რაც გინდა“. მაგრამ ეს არ არის თავისუფლება, არამედ – ცოდვის ძალაუფლება შენზე. თავისუფლება – სიძვის აღსრულების, ან თავშეუკავებლად ჭამისა და თრობის, ან გულღვარძლიანობის, ძალადობისა და მკვლელობის, ან სხვა ამის მსგავსის – სულაც არაა თავისუფლება, არამედ როგორც უფალმა თქვა: „ყოველმან რომელმან ქმნეს ცოდვაჲ, მონაჲ არს იგი ცოდვისაჲ“. ბევრი ლოცვაა საჭირო ამ მონობისგან გასათავისუფლებლად. ჩვენ ვფიქრობთ, ჭეშმარიტი თავისუფლება ისაა, რომ არ სცოდავდე, რომ მთელი გულითა და მთელი ძალით გიყვარდეს ღმერთი და მოყვასი. ჭეშმარიტი თავისუფლება – ესაა მუდმივად ღმერთთან ყოფნა."
/ბერი სილუან ათონელი/
"სიტყვა "მოვალეობას" მართლმადიდებლობაში ისლამთან შედარებით რამდენადმე განსხვავებული დატვირთვა აქვს. ვინაიდან ქრისტიანობა ნების რელიგიაა, მორწმუნის მოვალეობანიც მისი თავისუფალი ნების გამოხატულება უნდა იყოს, რაც თავისთავად გამორიცხავს ყოველგვარ გარეგან იძულებას.
მართლმადიდებლური სწავლებით, "ვისაც აქვს მცნებანი და იცავს მათ" (ინ. 14,21), ყოველთვის თავისუფალია, "რადგან სადაც არის სული უფლისა, იქვეა თავისუფლება" (2 კორ. 3,17). როდესაც ერთმანეთს ვადარებთ მორწმუნის მოვალეობებს ისლამსა და მართლმადიდებლობაში, შესაძლებელია, გავავლოთ პარალელები. გარეგნული ფორმებით ისინი შეიძლება ჰგავდნენ კიდეც ერთმანეთს (ამას ერთი მხრივ ისიც განსაზღვრავს, რომ ისლამმა ბევრი რამ აიღო ქრისტიანობიდან), თუმცა მათი მიზანი და შესაბამისად შესაძლო შედეგები რადიკალურად განსხვავდება."
"თავისუფლება მხოლოდ იმ ადამიანის ამბავია, ვისაც კარგად ესმის სხვისი უფლებები!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ღმერთი ნამდვილ თავისუფლებას გვასწავლის, ჩვენ მონობას ვირჩევთ!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"თუ სიკეთეს ემსახურები, მაშინ ხვდები რა არის ნამდვილი თავისუფლება!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"რა ძნელია იმ ადამიანისგან ისმინო თავისუფლების არსი, ვინც საკუთარი სისუსტეების მონაა!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ბოროტება არ იარსებებდა, გონიერი ქმნილება თავისუფალი ნებით რომ არ ყოფილიყო შემოსილი"
/წმ. ეფრემ ასური/
"თუ გსურთ ადამიანები შეინარჩუნოთ, გაუშვით...
გაუშვით და მეტი თავისუფლება მიეცით...
თქვენც თავისუფლად ჩაისუნთქეთ ჰაერი, თავისუფლად მიეფიცხეთ მზეს და თავისუფლად გაშალეთ ხელები...
თუ გსურთ ადამიანები შეინარჩუნოთ, მათ არტახები არ დაადოთ, არც გისოსებში გამოკეტოთ, არც გაეტიროთ... საკუთარ კომპლექსებს მოერიეთ, დაძლიეთ საკუთარი სისუსტეები და მიხვდებით, არაფერს კარგავთ, არაფერს ემშვიდობებით...
თუ გსურთ ადამიანები შეინარჩუნოთ, ნივთებად ნუ აქცევთ, ნურც მათ უფლებებს დაარღვევთ, ნურც ჩარჩოს შემოავლებთ, უფრო დაკარგავთ...
თუ გსურთ ადამიანები შეინარჩუნოთ, გაუშვით... თუ თქვენ გეკუთვნით, არ წავა, დარჩება!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ღმერთი ხელ-ფეხ შეკრულია და შენი დახმარება არ შეუძლია, რადგანაც შენს თავისუფალ ნებას პატივს სცემს"
/ღირსი პაისი ათონელი/
"ყველაზე თავისუფალი მაშინ ხარ, როცა მხარეს არ წარმოადგენ და ჯანსაღი აზრი გაქვს შერჩენილი!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ქრისტიანობა უაღრესად პროგრესული რელიგიაა, რომლის თანახმად, სამოთხისა და უკვდავების დაკარგვის შემდეგ ადამიანი მაინც თავისუფალია. მან საკუთარი ნებით უნდა აირჩიოს ცხოვრების გზა და მოქმედების პრინციპები".
/პროფესორი ფარნაოზ ლომაშვილი/
"უმჯობეს არს მოიპოვო კეთილი თავისუფლება, ვინემ ყოველივე სიმდიდრე, იმიტომ, რომ მთელ ქვეყანაზე არა რაი არს უმაღლესი და უწარჩინებულესი კეთილი თავისუფლებისა".
/წმ. ეფრემ ასური/
"კეთილი, თუნდაც ემსახურებოდეს, თავისუფალია, ბოროტი კი, თუნდაც მეფობდეს, მონაა, და ამასთან იმის მსგავსია, ვისაც ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ იმდენი ღმერთი, რამდენიც - ნაკლოვანება".
/ნეტარი ავგუსტინე/
"ჭეშმარიტად თავისუფალია ის, ვინც ქრისტესთვის ცხოვრობს: იგი ყველა უბედურებაზე მაღლა დგას. თუ იგი თავად არ მოისურვებს შეამთხვიოს საკუთარ თავს ბოროტება, სხვა ამას ვერასდროს შეძლებს".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"თუ გსურს ადამიანს შენთან მიეჩქარებოდეს, არ დაამძიმო და მიეცი თავისუფლება!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"მე მინდა თავისუფლება და დღედაღამ დავეძებ მას. მაგრამ მე მივხვდი, რომ ღმერთშია თავისუფლება, იგი ანიჭებს თავისუფლებას გულით მდაბალთ, ვინც შეინანა და მოიკვეთა თავისი ნება ღვთის წინაშე. მონანულს უფალი აძლევს თავის მშვიდობას და თავისუფლებას, რათა უყვარდეს იგი. არ არსებობს ამქვეყნად იმაზე მეტი სიკეთე, ვიდრე ღვთისა და მოყვასის სიყვარულია: ამაში ჰპოვებს სული მშვიდობასა და სიხარულს"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"ჩემთვის ღვთისადმი მორჩილებაზე მეტი თავისუფლება არ არსებობს"
/გურამ დოჩანაშვილი/
"თავისუფალი და ნეტარი ის არის, ვინც სიწმინდეში ცხოვრობს და ყოველივე დროებითი მოძულებული აქვს"
/ღირსი ანტონი დიდი/
"ჭეშმარიტად თავისუფალია ის, ვინც ქრისტესთვის ცხოვრობს: იგი ყველა მწუხარებაზე მაღლა დგას; თუ თვითონ არ მოინდომებს, სხვა მას ვერაფრით ავნებს"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ"
"შინაგანად თავისუფალი ადამიანი, მხოლოდ ღმერთს და საკუთარ თავს არის მინდობილი… მას ღირებული არაფერი გააჩნია თავისუფლების გარდა!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
მიეცით ადამიანებს მეტი თავისუფლება და ნუ ითხოვთ მათი ცხოვრების კონტროლს… შეიძლება ბევრი შეცდომაც დაუშვან, მაგრამ თუ თავად არ მიხვდებიან, სხვისი თქმით არაფრის შეცვლა მოუნდებათ…
თავისუფალი ქმედების გარეშე ვერავინ მიხვდება, ვის რა სისუსტე ან სიძლიერე აქვს… სხვისი კარნახით ცხოვრებას ვერ ისწავლი…
ყველა ერთხელ იბადება და თავად უნდა გამოსცადოს რა არის სირთულე და სიმარტივე…
ერთმანეთის საზღვრების უხეში დარღვევით იწყება ყველაზე დიდი რყევები…
შეიძლება ვიღაც არ მოგწონდეს, არც იმ ვიღაცას მოსწონხარ, მაგრამ ორივეს გაქვთ სუნთქვის უფლება…
ტრაგედია არ არის შეცდომის დაშვება, ტრაგედია ის არის, რომ თავი უშეცდომო გგონია!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"შეიძლება მონობაშიც არ იყო მონა, და მონა იყო თავისუფლებაში!"
"ყველაზე თავისუფალია ის, ვისაც ამქვეყნად არაფერი სურს!"
"ის კი არაა თავისუფალი, ვისაც შეუძლია იმის კეთება, რაც უნდა; არამედ თავისუფალი ისაა, ვისაც შეუძლია უნდოდეს ის, რაც მან უნდა გააკეთოს!"
"კეთილად ქნა, ვინც შეძლო, მიეღწია თვითფლობისათვის, საკუთარ თავზე ძალაუფლებისათვის. იგი ჭეშმარიტად მეფეა, თუნდაც გარეგნული მდგომარეობით მონა იყოს!"
"რა რთულია თავისუფლებაზე განმარტება მოისმინო მისგან, ვინც სულით ხორცამდე დამონებულია!.."
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ჭეშმარიტი თავისუფლება მხოლოდ კანონის ფარგლებშია, და უმაღლესი თავისუფლება მთლიანად უფლის ერთგულებაში მდგომარეობს".
"რაც ნაკლებია სურვილები, მით ნაკლებია ბორკილები!"
"შეიძლება, შებორკილიც კი სულიერად თავისუფალი იყო, და, ამავე დროს, ტახტზე მჯდომი ვნებებს იყო დამონებული!"
"ჭეშმარიტად თავისუფალია ის, ვინც ქრისტესთვის ცხოვრობს: იგი ყველა უბედურებაზე მაღლა დგას. თუ იგი თავად არ მოისურვებს შეამთხვიოს საკუთარ თავს ბოროტება, მაშინ სხვა ამას ვერასდროს შეძლებს!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
თავისუფლების ხარისხი ბევრს არ ესმის… იმდენად დამონებულ ხედვას და აზროვნებას არიან მიჩვეული, შენგან წამოსული თავისუფლების წინაშე ისე იბნევიან, დამალობანას თამაშს იწყებენ და ცხადია, შენ არასდროს გაგიჩნდება მათი პოვნის სურვილი, მაგრამ ისე ღრმად იმალებიან საკუთარ ნაჭუჭში, თავსაც ვერ პოულობენ!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"ადამიანი ყოველთვის თავისუფალია. თავისუფლება მიეცა მას თვითშეგნებასთან ერთად და ორივე ერთად შეადგენს სულის არსს და ადამიანურობის ნორმას. ჩაახშეთ თვითშეგნეგბა და თავისუფლება - ამით ჩაახშობთ სულს და ადამიანიც ადამიანი აღარ იქნება".
/არქიმანდრიტი ლაზარე/
"ბიბლიის თანახმად, ცოდვისგან განთავისუფლება ხდის ადამიანს თავისუფალს, რათა ემსახუროს ღმერთს".
"მოდის ეს ეშმაკი, ჩემი უძლურებისა და ჩემი ვნებებისა და ჩემი უყურადღებობის გამო, ეკვეხება ჩემს გონებაში და თავისუფლებას მართმევს. ამიტომ ვევედრები შენს მამობრივ სიყვარულს, რომ ჩაერიო: აღმოფხვერი, განდევნე, გააგდე, რათა თავისუფლად შევძლო საქმით დაგიმტკიცო ჩემი სიყვარული და შენი ყოვლადწმიდა ნებისადმი მორჩილება"
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"ნამდვილი თავისუფლება ადამიანის ხრწნისა და სიკვდილისგან გათავისუფლებაში მდგომარეობს. ამიტომ ის, ვინც ჭეშმარიტებას ხრწნადით და მისგან გამომდინარე სიამოვნებებითა და ფილოსოფიებით შემოფარგლავს, ამგვარი მცდარი არჩევანისა და მსჯელობის გამო ბორკავს თავისი პიროვნების თავისუფლებას. სინამდვილეში ადამიანის პიროვნება მაშინ კარგავს თავისუფლებას, როდესაც თავისმოყვარებითა და ეგოცენტრიზმით ხრწნად სიამოვნებებს ემსახურება. სწორედ ამაში მდგომარეობს ადამიანის წარუმატებლობა და ცოდვა. სწორედ ეს განიკითხა განკაცებულმა ღმერთმა, და ჩვენი კურნებისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის ყველა დროის ყველაზე დიდი უსამართლობა დაითმინა - უცოდველი ჯვარზე ავიდა, რათა ცოდვის მიერ გამოწვეული სიკვდილი მოეკლა".
/არქიმადრიტი ეფრემ ვატოპედელი/
"მრავალი ადამიანი, განსაკუთრებით დღეს, თავისუფლებად აღიქვამს სიამოვნებას, ყოველი სურვილისა და ხორციელი ტკბობის ყოველი მოთხოვნის ზნეობრივი ჩარჩოების გარეშე დაკმაყოფილებას. ეკლესიის მამები, პირიქით, თვლიან, რომ ჭეშმარიტად თავისუფალი არის ვნებებისგან თავისუფალი ადამიანი: ის, ვინც გონივრულად და თავშეკაებით უფლებს თავის სხეულზე, ვინც ყოფით საკითხებში მხოლოდ აუცილებელს სჯერდება, ვინც უანგაროდ ცხოვრობს და ვისაც ყველა ადამიანი უყვარს. თავისუფალი ადამიანი ლოცულობს და განუწყვეტლივ ერთობაშია ღმერთთან სიყვარულის უხრწნელი სულით, და მოუკლებელ დიდებისმეტყველებასა და მადლიერებას ბუნებრივად შესწირავს უფალს. ღმერთის სიყვარულის სიამოვნება გონებრივი, უხილავი და უხრწნელია, ისევე, როგორც უხრწნელი და მარადიულია თავად ღმერთი. ადამიანი, რომელიც ღმერთის უხრწნელი და გამოუთქმელი თვისებების ზიარი ხდება, თავისუფლდება ყველაფრისგან: ცოდვის, მწუხარების, შფოთის, ყოველგვარი ჭირისა და თვით სიკვდილისგანაც კი".
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/
"მოძღვარი [ბერი იოსებ ვატოპედელი] გვასწავლიდა, რომ განუსჯელი მორჩილებისა და ლოცვის ღვაწლისგან იშვება თავისუფლება".
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/
"რა თქმა უნდა,სადაც თავისუფლებაა, იქ ბოროტად გამოყენებაცაა"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"თავისუფლება ის წმინდა და ტკბილი დედის ძუძუა, რომელმაც გამოგვზარდა ჩვენ და კაცად გვაქცია - როდესაც კაცს უბედურება დაატყდება, ველური კაცის ხარისხზედ ჩამოდის იგი. მონობისთანა მწარე ხვედრი დედამიწამ არ იცის. თავისუფლებას ბინა აქვს თავისუფალი კაცის გულში. იგი დამაგვირგვინებელია ჩვენი ცხოვრებისა. თავისუფლება ღვთიური ნიჭია".
/კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე/
"ცოცხალ მონაზე უმჯობესია
თავისუფლების ძებნაში მკვდარი!
იმისი საქმე შთამომვალობას
ბნელს გაუნათებს, როგორც ლამპარი"
/აკაკი წერეთელი/
"უფალმა მოგვცა თავისუფალი ნება, რათა ერთდროულად პასუხს ვაგებდეთ საკუთარ ქმედებებზე და ვბატონობდეთ მათზე"
"კეთილი, თუნდაც ემსახურებოდეს, თავისუფალია, ბოროტი კი, თუნდაც მეფობდეს, მონაა, და ამასთან იმის მსგავსია, ვისაც ერთი ბატონი კი არ ჰყავს, არამედ იმდენი ღმერთი, რამდენიც - ნაკლოვანება!"
/ნეტარი ავგუსტინე/
"გრძნობებისათვის თავისუფლების მიცემა გულის თავისუფლებასაც ნიშნავს"
/წმ. ისააკ ასური/
"უფალმა ინებოს, რომ ჩვენმა ხალხმა შეიცნოს ჭეშმარიტება და მოვიპოვოთ თავისუფლება, ჭეშმარიტი სულიერი თავისუფლება, რის გარეშეც ნამდვილი თავისუფლება არ არსებობს!"
/მეუფე შიო (მუჯირი)/
"ნება თითოეულ ჩვენგანს გვასწავლის და გვტანჯავს"
ზოგი თვლის, რომ ქრისტიანობა მონობის რელიგიააა, არადა, ქრისტე ადამიანის თავისუფლებისთვის ეწამა!..
/მამა პეტრე კვარაცხელია/
"იმისათვის, რომ ვინმე თავისუფალი იყოს, საკმარისი არ არის, უბრალოდ ბორკილებისაგან გათავისუფლდეს, არამედ იცხოვროს იმგვარად, რომ პატივი სცეს და მხარი დაუჭიროს სხვების თავისუფლებასაც"
/ნელსონ მანდელა/
"ეკლესია არსებობს არა ადამიანების დასათრგუნად, არამედ მათს გასათავისუფლებლად. ამიტომაც გვჭირდება იგი ყველას"
/არქიმ. გიორგი (კაფსანისი)/
"ჭეშმარიტი თავისუფლება ქრისტიანული თავისუფლებაა - შინაგანი თავისუფლება, და არა - გარეგნული; ზნეობრივი და სულიერი, და არა - ხორციელი; მუდამ კეთილისმოქმედი და არასდროს - მტანჯველი; რომელსაც შეუძლია, ქოხში იცხოვროს ისევე მოხერხებულად, როგორც დიდებულთა და სამეფო სახლებში, - სადაც ხელქვეითი ხელქვეითად რჩება და მბრძანებლის დარად ყოველგვარი სიკეთით სარგებლობს. ის თავისუფლებაა, რომელსაც ვერც ბორკილები შეზღუდავს და ვერც - საპრყობილე, რომელიც შეგვიძლია დავინახოთ ქრისტიან მარტვილებში!"
"ყოველმან, რომელმან ქმნეს ცოდვაი, მონაი არს იგი ცოდვისაი". განა თავისუფალია ანგარებისმოყვარე? განა იგი ოქროზე არ არის მიჯაჭვული? განა თავისუფალია სხეულისათვის სიამოვნების მიმნიჭებელი? იგი ხელებით და ფეხებით კი არა, თავითა და გულითაა მიბმული საკუთარ კერპზე!"
"როდესაც ადამიანი ყოველთვის იმას აკეთებს, რაც სურს, მონა არის და არა თავისუფალი. თავისუფალი ნება გულისხმობს იმ საქმეთა კეთებას, რაც უფალთან გვაახლოებს, რაც სულის საცხოვნებლად წაგვადგება"
"სულის მოპარვა" გულისხმობს ღმერთისგან განშორებას. ამ დროს ადამიანი ეშმაკის ტყეობაშია, მაგრამ ამას ვერ ამჩნევს და თავი თავისუფალი ჰგონია"
"რას ნიშნავს თავისუფლება? განთავისუფლებას ქვეცნობიერის ბორკილებისგან, განთავისუფლებას სურვილების, ნებისა და ვნებებისაგან, ყოველგვარი სიცრუისაგან. ჩვენ ღვთის მიმართ სიყვარულის სწორ გზას ვადგავართ. მას შემდეგ, რაც გავთავისუფლდი, შემიძლია წინ ვიფრინო. მონა არ დაფრინავს, არამედ მხოლოდ თავისუფალი ადამიანი. გზა ხსნილია ჩემ წინაშე და შემიძლია ავიდე ღმერთისადმი სიყვარულის კიბეზე"
/სქემარქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/
"საკუთარ თავზე გაიმარჯვე და სადაც უნდა იყო, თავისუფლებას ყველგან მოიპოვებ"
/ბერი სვიმეონ ათონელი/
"თავისუფლება მხოლოდ შეუპოვარი ადამიანის ხვედრია"
"ზოგს მაძღარი გალია ხიბლავს, ზოგს კი მშიერი თავისუფლება"
"ვიღაც ხის ტოტზე ნავარდობს,
ვიაღაცას ხიბლავს გალია"
"მადლი და ადამიანის თავისუფლება ერთდროულად ვლინდება და ერთი მეორის გარეშე არ მოიაზრება"
"თუ თავისუფლება სულიერ ცხოვრებაშიც კი არ გამოიყენება შესაფერისად, როგორღა მოიხმარენ მას სწორად ერულ ცხოვრებაში?! რა უნდა უყო მას - ასეთ თავისუფლებას? ამგვარი თავსუფლება კატასტროფაა. ამიტომაა, რომ სახელმწიფოშიც ხდება ყველაფერი ის, რასაც ახლა ვხედავთ. შეძლებენ თანამედროვე ადამიანები, რომ სწორად გამოიყენონ მათთვის მინიჭებული თავისუფლება? თუ ადამიანები შესაფერისი ფორმით არ გამოიყენებენ მას, თავისუფლება კატასტროფად მოგვევლინება. ერულმა ევოლუციამ ამ ცოდვილ თავისუფლებასთან კავშირში ადამიანს სულიერი მონობა მოუტანა. სულიერი თავისუფლება არის სულიერი მორჩილება ღვთის ნებისადმი. ხედავ, რომ მორჩილება თავისუფლებაა, თუმცა მტერი თავისი ბოროტებით ცდილობენ, ის მონობად წარმოადგინონ"
/ღირსი პაისი ათონელი/
"რა არის თავისუფლება? როდის ხარ თავისუფალი? როგორი გრძნობაა თავისუფლება? როდის გრძნობ თავისუფლებას? აი, კითხვები, რომლებიც უნდა დავუსვათ მოზარდს, რომ უკეთ გავიგოთ მათი შეხედულება თავისუფლების არსზე, რომ ჩვენც და თვითონაც დავაფიქროთ საკუთარი შეხედულებების სისწორეზე"
/პედაგოგი შორენა კუჭუხიძე/
"მოზარდისთვის თავისუფლება საკუთარი თავის შეცნობას უკავშირდება, შეცდომების დაშვების არ უნდა შეეშინდეს, რადგან შეცდომები ეხმარება მას იპოვოს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია"
/პედაგოგი დალი ჩაჩავა/
"მხოლოდ უფალს დამორჩილებულ, მის ერთგულ სულს შეუძლია იყოს ჭეშმარიტად თავისუფალი, ფლობდეს საკუთარ თავს, რადგან საკუთარი თავის უფალი როგორ შეიძლება ემონებოდეს ვინმეს ან რამეს, გარდა უფლისა!"
"ვისაც თავისუფლება, ჭეშმარიტი, ქრისტიანული თავისუფლება გვწყურია, მივიდეთ უფალთან, რომელიც გვანიჭებს ნამდვილ თავისუფლებას ცოდვებისაგან და თავისუფლებას სრულქმნისათვის, სრულყოფილებისათვის, განღმრთობისათვის, ცათა სასუფევლისათვის, ღმერთთან შეერთებისათვის"
/აკაკი მინდიაშვილი/
"თავისუფალია ის ადამიანი, ვინც თავის თავში ღვთის სულს ატარებს და ვნებებს არ ემონება"
/მიტროპოლიტი ილარიონი (ქიტიაშვილი)/
"თუ თავისუფლებას ბოროტად გამოვიყენებთ და ჩვენს გონიერ ნებას სჯულს არ დავემორჩილებით, მაშინ საშინელი იქნება ცოდვილისთვის ცოცხალი ღმერთის ხელში ჩავარდნა!"
/წმ. მაკარი ოპტელი/
"სადაც სიყვარულია, იქ თავისუფლებაა. როცა ღვთის სიყვარულში ცხოვრობთ, თავისუფლებაში ცხოვრობთ".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"როდესაც ვიხსნებით ღვთაების მისაღებად, მაშინ ღვთის ღირსნი ვხდებით, რათა ჩვენში ქრისტე შემოვიდეს. და თუკი ჩვენში ქრისტე შემოვა, მოგვანიჭებს თავისუფლებას"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"დიდი მნიშვნელობა აქვს, როდესაც ღვთის ხელმძღვანელობით ცხოვრობ, როდესაც არ გაგაჩნია საკუთარი ნება. მონას არ გააჩნია საკუთარი ნება; იმას აკეთებს, რაც მის ბატონს სურს. ასეა ღვთის ერგული მონაც. ხდები ღვთის მონა, მაგრამ ღმერთში თავისუფლებას იძენ. ეს არის ნამდვილი თავისუფლება"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"თქვა უფალმა "თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით". აი, სადაა თავისუფლება!"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ვისაც თავისუფლება სწყურია, მივიდეს უფალთან, რომელიც მოგვანიჭებს ჭეშმარიტ თავისუფლებას - თავისუფლებას ცოდვებისაგან და თავისუფლებას სრულქმნისაკენ, ცათა სასუფევლის მოპოვებისაკენ, განღმრთობისაკენ, ღმერთთან შეერთებისაკენ"
/აკაკი მინდიაშვილი/
"ამრიგად, თავისუფლება სჭირდება აბსოლუტურად ყველას, - ჭეშმარიტი თავისუფლება კი - ეს გახლავთ თავისუფლება ცოდვებისაგან, თავისუფლება წმინდა ცხოვრების მოპოვებისათვის, განღმრთობისათვის, ღმერთთან შეერთებისათვის"
/აკაკი მინდიაშვილი/
"მე ვარ ჩემი ღვთის მონა, მიუხედავად იმისა, რომ მე მოცემული მაქვს თავისუფალი ნება და გონება ნების სამართავად. ჩემი ნება თავისუფალია თითქმის მხოლოდ ერთ რამეში: კეთილისა და ბოროტის არჩევაში"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ჩვენ არ გვსურს ღვთაებრივ თავისუფლებაში ცხოვრება, რაც ჩვენს სიცოცხლეს ამქვეყნად ბედნიერს გახდიდა"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)