როგორ ხსნიან წმინდა მამები მორჩილებას ასევე თქვენი მოძღვრები, პირადად თქვენი აზრიც საინტერესო იქნებოდა
მორჩილება რწმენის არგუმენტირების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა... საკუთარ თავთან... რაც ძლიერია რწმენა მით ძლიერია მორჩილების უნარი...
ასევე მორჩილება თავის თავში მოიაზრებს პასუხისმგებლობის ტვირთის გადანაწილებას მასზე ვისაც ემორჩილები... ამდენად აზროვნებასაც ათავისუფლებს...
საინტერესო თემაა ვეცდები ამ დღეებში თავი მოუყარო მამათა გამონათქვამებს მორჩილებაზე და მერე გავშალოთ საუბარი
როგორც ერთმა წმინდა მამა თავის მორჩილს ასწავლა ,მორჩილება ყველაფერზე აღმატებულიაო.
ერთხელ, ანტონი დიდმა ხილვა ნახა ,მთელი დედამიწა ეშმაკის მახეში იყო გაბმული და მასში ბევრი ადამიანი იხლართებოდა.ამის შემყურეს გული შეუწუხდა და ატირებულმა იკითხა,- ვინ გადარჩებაო. ღვთისაგან ხმა მოესმა,-მორჩილი და თავმდაბალიო.
ჩემი აზრით მორჩილება უდიდესი ქრისტიანული სათნოებაა,მართმადიდებლურ სარწმუნოებაში თავმდაბლობა ის საფუძველია რაზეც უნდა დაამყაროს მორწმუნემ თავისი ქმედებები,თავმდაბლობა კი მორჩიებით მოიპოვება.მორჩილება სათნოა მხოლოდ მაშინ თუ ის ქრისტეს სიყვარულიდან გამომდინარეობს...სრულად უნდა გვქონდეს გააზრებული ვის ვემორჩიელებით და რატომ. გავიხსენოთ მამათავარი აბრაამი,რომელმაც უდუდესი მორჩილებით აღასრულა უფლის ბრძანება - შვილი გაეწირა,მან იცოდა რომ ღმერთი ცუდს არაფერს დაავალებდა...ისააკმა თავისი ქცევით გვიჩვენა მამის მორჩილების უჩვეულო მაგალითი შეიძლება ითქვას ძველ აღთქმაში ის იესოს წინასახეა,რომელიც შეეწირა კაცობრიობის ხსნას.მორჩილება უნდა გამომდინარეობდეს ღვთისადმი მადლიერების გრძნობიდან,მაგრამ ცხადია არ უნდა ვიყოთ ფანატიკურად მორჩილნი.
მართლა კარგი თემაა
თითქოს მორჩილება და თავმდაბლობა მსგავსი მცნებებია,რადგან მორჩილება თავმდაბლობით გამოიხატება.
დიდი ხანია მინდოდა ცალკე თემა გამეხსნა,ამ არაჩვეულებრივ თვისებაზე,თავმდაბლობაზე,მაგრ
ამ ბარემ ამ თემაში ვისაუბროთ და მოვიყვანოთ წმ. მამების გამონათქვამები
mari touchet
რა კაი ხარ ხოლმე,გოგო შენა
ერთ წიგნში მორჩილებაზე წავიკითხე და მომეწონა,აქაც დავწერ:
"უფალი ამბობს:"აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა,რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა,და ჰპოვოთ განსუენებაი სულთა თქუენთაი" (მათ. 11,29 ).
გამოდის,რომ ადამიანისათვის სულის სიმშვიდე თავმდაბლობას მოაქვს.
"როცა ადამიანი უფალს შესთხოვს მიანიჭოს თავმდაბლობის უნარი, - ამბობს აბა დოროთე, - იგი უნდა მოემზადოს იმისათვის,რომ მას უფალი მოუვლენს ვინმეს,ვინც ხშირად დაამცირებს მას.ეს საჭიროა იმისათვის,რომ მას თანდათან გამოუმუშავდეს თავმდაბლობის გრძნობა,რადგან ის,ვინც ითმენს შეურაცხყოფას,შინაგანად იწრთობა და ეს თანდათან ჩვევად გადაექცევა.ასე მოიპოვებს ადამიანი თანდათან სიმშვიდეს,გამოიწრთობა და ზრდის თავის სულს."
მაინც რა უნდა გავაკეთოთ,რომ თავმდაბალი გავხდეთ?! პირველ რიგში შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფით არ ვუპასუხოთ და ყველას სიკეთით გადავუხადოთ სამაგიერო.აი,თავმდაბლობის ერთი მაგალითი:დასაწოლად გამზადებული ჯარისკაცი ლოცვას კითხულობდა.დაინახა ზემდეგმა და მალულად ჩექმა ესროლა ზურგში.ჯარისკაცმა მშვიდად განაგრძო ლოცვა.შეცბუნებულმა ზემდეგმა თავზე წაიხურა და დაიძინა.დილით კი,როცა ადგა,ნახა გასუფთავებული ჩექმა დევს მის საწოლთან.ასეთმა საქციელმა გული მოულბო ზემდეგს და ისე მოიქცა,რომ ჯარისკაცის მეგობარი გახდა.ასე შეიძინა ჯარისკაცმა თავისი მორჩილებით ზემდეგის გული.იგი მალე მორწმუნეც გახდა და გულდაგულ ასრულებდა ღვთის მცნებებს.
სწორედ ასეთი მორჩილებით გამოვიმუშავებთ თავმდაბლობის უნარს.
არსებობს მორჩილების სამი სახე:
1.დაწყებითი მორჩილება.ეს არის მორჩილება,როცა ადამიანს ლანძრავენ,შეურაცხყოფენ,შარს დებენ,ის კი დუმს და თავსაც არ იმართლებს,თუმცა ყველაფერში მართალია.
2.საშუალო მორჩილება.ამ დროს ადამიანს ლანძღავენ,შეურცხყოფენ,შარს დებენ და ის არა მარტო დუმს,არამედ სულშიც სრული სიმშვიდე აქვს და ლოცულობს თავის შეურაცხმყოფელზე.
3. უმაღლესი მორჩილება.ეს არის ისეთი მორჩილება,როცა ადამიანი არამც თუ სდუმს და იტანს ყველა შეურაცხყოფას,არამედ ლოცულობს და უყვარს თავისი შეურაცხმყოფელი."
მორჩილება და თავმდაბლობა არის ქრისტიანობის ერთ ერთი ძირითადი ფუნდამენტი.
მამათა ცხოვრებიდან მახსოვს ერთი მაგალითი მორჩილებაზე " ერთ-ერთი ბერი თავის სენაკში წმინდა წერილს წერდა(უნდა გადაეწერა),უცბად თავის წინამძღვარმა დაუძახა და ადგა და გავიდა.წინამძღვარი ბერის სენაკში შევიდა და რვეულს ჩახედა და დაინახა რომ ბერს "ღ" ასობგერა ნახევრად ჰქონდა დაწერილი,რადგან მის ძახილის გამო შეწყვიტა წერა.მერე სხვა ბერებს მიუბრუნდა და უთხრა რომ აი ეს არის ნამდვილი მორჩილებაო.
p.s. ეს ამბავი დიდი ხნის წინ წავიკითხე და ცოტა არეულად მიწერია,იმედია მაპატიებთ,მაგრამ მემგონი აზრი სწორად გამოვთქვი
http://church.ge/index.php?showtopic=355&pid=339908&st=2740entry339908 ზოგი მორჩილებას ფსევდომართლმადიდებლურად თვლის
მორჩილება, რომლის დროსაც არ გესმის რას და რატომ აკეთებ, მონობაა.
რაც შეიძლება მეტად უნდა დატვირთო სული და ფიზიონომიურ ემოციებს არ უნდა აყვე. პირველ რიგში უნდა გახსოვდეს,რომ შენი მოთმინებით მაღლდები და არა პასუხის გაცემით და გაფიცხებით.
შეიყვარე თავმდაბლობა და მორჩილება და ეს შენს ყველა ცოდვას გადასწონის.
წმ. ანტონი დიდი
შეიყვარე თავმდაბლობა და მორჩილება და ეს შენს ყველა ცოდვას გადასწონის.
წმ. ანტონი დიდი
მორჩილებაა გახდე მონა რათა იყო თავისუფალი,მცირე სასყიდლით შეიძინე საკუთარი თავისუფლება იოსებ ათონელი ჩემი უსაყვარლესი მამა
Иосиф Фивейский წერს რომ "3 რამ არის სათნო უფლის წინაშე" 1 - როცა ადამიანი ავადაა და მადლობით იღებს ამ უძლურებას 2 -როცა თავის საქმეს სუფთად (წმინდად) ასრულებს უფლის წინაშე, 3 - როცა ემორჩილება სულიერ მამას და უარყოფს თავის ნებას.... თუმცა თვითონ ავადმყოფობა ავირჩიეო ამბობს.
ღმერთო რა ურჩი ვარ..
ნებით არ მივეცეთ ცდუნებას, არამედ მადლობით მოვითმინოთ ის, რაც უფლის დაშვებით მოგვევლინება.
წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი
რა წყენაც არ უნდა შეგემთხვეს, რა უსიამოვნებაც არ უნდა შეგხვდეს, თქვი: „ამას იესო ქრისტესთვის დავითმენ!“ მხოლოდ თქვი ეს და მაშინვე გულზე მოგეშვება, რამეთუ იესუ ქრისტეს სახელი ძლიერია. მასთან ყოველგვარი უსიმოვნება წყნარდება, დემონები ქრებიან. დაწყნარდება შენი გულისტკენაც, შენი სულმოკლეობაც დამშვიდდება, როდესაც მის უტკბილეს სახელს გაიმეორებ.
ღირსი ანტონ ოპტინელი
ვსწავლობ მორჩილებას, თუმცა ვატყობ, ბევრის სწავლა მჭირდება საამისოდ, ბრმადმორჩილება არც მე მინდა...
მორჩილება, უფლისა ანუ ათი მცნებისა და როგორც უფლმა იესო ქრისტემ გამოგვიყო პირველი ორი რომელიც თავის თავისთავად მოიცავს დანარჩენს არის მთავარი დასმოჩილებელი და ამავე დროს ყველაზე რაციონალურიცაა!
წმინდა მამები მოგვითხრობენ,რომ სამოთხიდან გამოდევნილი ადამი სულ ტიროდაო.ეს იმიტომ,რომ თავად შეიგრძნო,რა ტკბილი იყო ღვთის მიმართ ნებაყოფილობით მორჩილებაში ყოფნა სამოთხეში და რა ტრაგიკული აღმოჩნდა ამ ნეტარებასთან განშორება ამ მორჩილებაზე უარის თქმით.მხოლოდ უნდა გვახსოვდეს,რომ მორჩილება გვმართებს მხოლოდ ღვთისა და მისი მცნებების მიმართ ერთგულებით.ყველაფერს,რასაც კაცი აკეთებს,უნდა აკეთებდეს იმ მიზნით,რომ მიიგოს მადლი ღვთისა და იაროს აქედან გამომდინარე ღვთის მიმართ მორჩილებაში ყოფნით.თუ კი მადლი არ გაგვაჩნია და ისე ვცხოვრობთ,მხოლოდ გვეჩვენება მაშინ,რომ მორწმუნენი ვართ და ღვთის მიმართ მორჩილნი.
მორჩილება სიყვარულზე აღმატებულია, რამეთუ ამაყ და ურჩ გულში არ არის და ვერც იქმება სიყვარული. ეს თავის მოტყუებაა! მიტროპოლიტი ზინობი (მაჟუგა)
მორჩილებით! თითოეული ადამიანის წინაშე საკუთარი ნება მოიკვეთე! სქიმარქიმანდრიტი ვიტალი
"მორჩილება იგივე მოწამეობაა და მოწამეობაზე მეტიც."
/არქიმანდრიტი საბა (კუჭავა)/
მორჩილება რა თქმა უნდა უდიდესი სათნოებაა ასე ვთქვათ საფიძველი სათნოებათა რაზეც ამოიზრდება თავდაბლობა ..და ეს ყოველივე პრაკტიკულად ძალიან რთულია მაგრამ არა შეუძლებელი,მაგრამ ერთი ნიუანსიც არ უნდა დაგვავიწყდეს კერძოდ. თუ ბრმა ბრმის წინამძრვარია ორივე ორმოში ჩავარდება ასე რომ გავითვალისწინოტ და ვიცოდეთ ვის ვემორჩილებით,კარგად გამოვიძიოთ,და რა თქმა უნდა უფრო მეტი მონასტრისნ წევრებს მოეთხოვებათ ვიდრე ერაში მცხოვრებ მორწმუნეებს
თუკი სხვებთან ერთად ცხოვრობთ, მაშინ ემსახურეთ მათ ისე, როგორც თავად ღმერთს, და ნუ მოითხოვთ სიყვარულისთვის სიყვარულს, თავმდაბლობისთვის – შექებას, სამსახურისთვის – მადლიერება..........
ს.ა. ნილუსი
ციტირებას ვერ მოვახდენ მაგრამ ზუსტად მახსოვს, წმინდა ბარსანუფი დიდის წინგიშია წმინდა მამა ამბობს: მე არ ვიცი მონაზვნის დაცემის მიზეზი გარდა საკუთარი თავის მინდობისა. ზოგი ამბობს ამის გამო დაეცაო, ზოგი - იმის გამოო, მაგრამ მე სხვა მიზეზი არ ვიცი გარდა საკუთარი თავის მინდობისა
„ჩვენი ღმერთი მოკრძალებული სიყვარულის ღმერთია. ის მოგვიწოდებს მისგან ვისწავლოთ თვინიერება და მორჩილება“.
/არქიმანდრიტი სოფრონი/
„ამრიგად, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის, მორჩილნი იყავით... შიშით და ძრწოლით აღასრულეთ თქვენი ხსნის საქმე“ (ფლპ. 2:12)
სად გადის ზღვარი ბრმად მორჩილებასა და მართლმადიდებლურ მორჩილებას შორის?
sanfol
sanfol
qetevano
G_saxva
მაგალითად ქრისტე მთელი ცხოვრება ვიდრე 30ის არ გახდა მამას ეხმარებოდა სხვადასხვა ხის ნაკეთობების დამზადებაში(თუ არ მეშლება) და ჩვენ რა გვევალება ყველა(მათ შორის მშობელი) ვინც კი რამეს გვთხოვს/გვიბრძანებს მორჩილად უნდა შევხვდეთ და ჩვენი საქმე მივატოვოთ და მისი დავიჯეროთ მისი გავაკეთოთ?
sanfol
sanfol
G_saxva
qetevano
გასაგებია მადლობთ პასუხებისთვის
"მორჩილება ის არის, ადამიანი ღმერთს რომ ემსახურება"
/მამა ექვთიმე მაჩაბელ-ხუციშვილი/
"უნდა შეგველოს საკუთარი ნების უარყოფა და ღვთისადმი მინდობა. მაშინ ისე იცხოვრებ, როგორც ჩვილი, რომელსაც უფალი დაატარებს... ღმერთი თავად მოაწყობს ყველაფერს..."
"პატივმოყვარეობის ნაცვლად შეიყვარე უფლისმიერი მორჩილება"
/აბბა ისაია/
"მორჩილებაა ქრისტიანული ცხოვრების გასაღები, უღელში შებმულმა ცხენმა არ იცის, საით წაიყვანს პატრონი, მაგრამ არ ეურჩება მას. ცხენი ხვდება, თუ პატრონს დაემორჩილება, ამით რგებს მას.
როგორც ცხენია პატრონის მორჩილი, ისე უნდა იყოს ჩვენი ბუნება დამორჩილებული ღვთისადმი. ჩვენი პატრონი და სიცოცხლის გარანტი ღმერთია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მას უკვდავების გზისკენ მივყავართ და იმ გზის ბოლოს თავად ღმერთია".
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"ავიღოთ ენოქი, რომელიც თავისი მორჩილებით აღმოჩნდა მართალი, რამეთუ გარდაცვალა* იგი ღმერთმან და არავის უნახავს მისი სიკვდილი"
/წმ. კლიმენტი რომაელი/
*აღნიშნული სიტყვა აღნიშნავს გადაადგილებას, ადგილის შენაცვლებას. იგულისხმება, რომ ენოქი ადგილშენაცვლებულია, მიფარულია ჩვენგან და ღვთივგანგებულ ადგილას იმყოფება.
"თავისი მორჩილებით ისეთ სრულყოფილებას მიაღწია, რომ მისი ღვაწლი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატებოდა"
"მორჩილება, თუკი სრულყოფილების მიზნით ებოძა ვინმეს სულიერი მამისგან, მას ხომ ყოველმხრივ უზრუნველყოფს. რამეთუ სადარდებელი ერთხელ და სამუდამოდ სულიერი მამისთვის მიუნდვია"
“მორჩილების გარეშე ყოვლად წარმოუდგენელია კეთილსინდისიერება. კეთილსინდისიერი უნდა იყო სამთავე შემთხვევაში: ღვთის, სულიერი მამისა და გარშემომყოფ, როგორც სულიერ, ისე უსულო საგანთა წინაშეც“.
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
„მორჩილება სამკაულად შვენოდა“.
„ცხოვრობს, როგორც მორჩილებისა და მოთმინების ნაყოფით დახუნძლული ზეთისხილი“.
✞ ვიცი, რაოდენ მძიმეა მორჩილების უღელი, რაოდენ მტკივნეულია ნების მოკვეთა, მაგრამ ასეთი ცხოვრების სიტკბოებაც ცნობილია ჩემთვის. გზა იოლია და ხსნა ადვილია, როცა საკუთარი ნება უარყოფილია. საკმარისია ნება მოვიკვეთოთ და მშვიდი და ნეტარი ცხოვრება მოგვევლინება. ✞
"ჭეშმარიტი რწმენის ნიშანია უყოყმანო მორჩილება მაშინაც კი, როცა მოთხოვნა მოულოდნელია".
"ვინც სწორად განუდგება სოფელს, სწორადაც შეუდგება მორჩილებას, ხოლო ვინც ერთში მოიკოჭლებს, ის ვერც მეორეში იქნება სრულყოფილი"
"იცოდეთ, ძმებო, ვინც საკუთარ ნებას კი არ მისდევს, არამედ თავისი მამისას, იგი ნიადაგ ღვთის ნებას ასრულებს"
/წმიდა აბბა დოროთე/
"ვინც მიაღწია ნების უარყოფას, მან განსასვენებელ ადგილს მიაღწია"
"შენი საქციელი, შვილო, ჭეშმარიტი მორჩილებაა. იყავი მტკიცე და ღმერთი ასგზის მოგაგებს".
„მისმა [მამა ხარლამპე] სრულყოფილმა მორჩილებამ, სულიწმინდის მშვნიერი ნაყოფნი გამოიღო. განუწყვეტელმა ლოცვამ, დამქანცველმა ღამისთევის ლოცვებზე დგომამ, მხურვალე ცრემლებით ყოველდღიურად სახის ბანვამ, მხნე მოსაგრის გონება თანდათანობით გაწმინდა და მას უკვე შეეძლო მრავალი საათი გონებაგაუფანტვად ლოცვა. ამ დროს ლოცვა ხშირად წყდება, და გონება, ცხენის მსგავსად მიაჭენებს, საითაც უნდა, საითაც მას მიმართავს მხედარი, მასზე მოსული სულიწმინდა“.
„მორჩილს, რომელიც სიმშვიდეს ჰპოულობს თავისი მოძღვრის გვერდით, არა აქვს უფლება, სხვა მოძღვართან წავიდეს. ეს იგივეა, რომ აღარ ირწმუნო მისი, ვისაც შენი თავი ღმერთმა ჩააბარა, ეს სულიერი მრუშობაა“.
მორჩილება არის ნების საფლავი და თავმდაბლობის აღდგომა.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი
/FB/
"მორჩილება ყველაზე აღმატებულია. ყველაფერი მორჩილების მიერ შეიძინება".
"მორჩილების ნამდვილი შვილი"
"მორჩილება ერთგვარი ფორმალობა კი არ არის, არამედ არსებით სიყვარულთანაა შეუღლებული"
„ურჩ მორჩილებს ღმერთი ბოროტ ანგელოზებს უგზავნის“
"ეშმაკს მორჩილების ეშინია, ვინაიდან იგი ქრისტეს მიბაძვაა"
„მე გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ მორჩილება ლოცვაზე მეტია“
"მორჩილს არ ეშინია ღმერთის, იმიტომ კი არა, რომ ღვთისუშიშია, არამედ "სრულყოფილი სიყვარული განდევნის შიშს"
"ამ რთულმა დროებამ განსაკუთრებულად წარმოაჩინა ბერი ბარნაბას შინაგანი ვინაობა, სიმტკიცე და სრული მორჩილება".
"ათონელ ბერს, ჰაჯი გიორგის (+1886), ჰქონდა ხილვა, რომ მის მორჩილ ბერებს შორის ანგელოზი იდგა და აძლიერებდა მათ, ხოლო ურჩებს ეშმაკი თავგზას ურევდა და მოძღვრის დარიგების საწინააღმდეგოს ასწავლიდა".
„მორჩილების გამო შენზე ღვთის სული განისვენებს“.
"კალივის მოძღვარს სრულყოფილი მორჩილებით დაემორჩილა".
"მისი მორჩილება წუნდაუდებელი იყო და მასში საკუთარი ნების ნასახიც არ გახლდათ დარჩენილი".
"ყველაზე შეუმჩნეველ მონაზვნის მიმართაც კი უკიდურეს მორჩილებას იჩენდა".
"მორჩილება მსხვერპლს სჯობს"
"გინდა მოიპოვო ნიჭები? იყავ მორჩილი! გინდა შეიძინო ლოცვა, გინდა ცრემლები? მორჩილება! გინდა მადლი სასწაულმოქმედებისა, ჭვრეტისა, წინასწარცნობისა? ყველაფერი მორჩილების მიერ და მორჩილებით მიიღწევა".
"ამაში ღრმა აზრი იდო. ვინაიდან, თუ კაცმა იცის, რომ გამოცდიან, შეუძლია ყველაზე ძნელი საქმის შესრულება, რათა აჩვენოს, რომ ის მორჩილია. მაგრამ, კაცმა არ იცის, რომ მას გამოცდიან, და ამასთან სხვის რისხვასაც ხედავს, შეუძლებელია შიგნით არ წასჩხვლიტოს აზრმა: "ოჰო, ეს რა არის? ამდენი წელია მონაზონია და კიდევ მრისხანებს? განა ასე შეიძლება? განა შეიძლება მონაზონი მრისხანებდეს და ლოცულობდეს? არ გათავისუფლდება მრისხანებისგან? ეს იგი, ეს ადამიანები შორს არიან სრულყოფილებისგან".
„თუ მორჩილებაზე ისაუბრებ, ეს არ არის მორჩილება. თუ საერთოდ არ ფიქრობ მორჩილებაზე და უეცრად რაღაცის გაკეთებას გთხოვენ და შენც სიხარულით გააკეთებ, თუნდაც სამუშაო გქონდეს, ანდა გეძინებოდეს, ან არ იყო მზად და შენ დაგამდაბლებენ, - აი, მაშინ შენი მოქმედებით, აღასრულებ მორჩილებას. მე ზედმიწევნით ვასრულებდი ჩემი ბერდიდის მცნებებს.“
„დაფარულმცოდნეობის ნიჭიც ღვთისგან მორჩილების გამო მომეცა. მორჩილება ქრისტესადმი სიყვარულს აჩვენებს. ქრისტეს განსაკუთრებით მორჩილები უყვარს. ამიტომაც ის ამბობს: „და მოყუარენი ჩემნი მიყუარან და რომელნი მეძიებენ მე, მპოონ“ (იგავნი. 8,17). წმინდა წერილში ყველაფერია ნათქვამი, ოღონდ დაფარულად“.
„ამას ფიქრებით ვაკეთებდი, იმიტომ, რომ ჩემი მასწავლებლები არ შემეწუხებინა. ეს მე მთაწმინდაზე ვისწავლე. სხვისი განაწყენება არ შემიძლია, რადგან სიყრმიდანვე მორჩილება ვისწავლე. ამიტომაც ვუშვებ შეცდომებს ცხოვრებაში. როცა ვხედავ, ვიღაცა წუხს, მაიძულებს და მთხოვს, რაიმე გავაკეთო, ანდა ვთქვა, მეცოდება ის და ასეცც ვიქცევი, თუნდაც არ მინდოდეს“.
"ზოგს გონია, თუ ადამიანის მორჩილია, მას ნება აქვს დათრგუნული და შეშინებულია. მორჩილი ამას არ ნიშნავს. მორჩილი ნიშნავს, რომ ცხოვრებისეულ სიძნელეებს არ უშინდება".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"იქმენით ვითარცა ერთსულ და ერთსხეულ მორჩილებასა და გამოგნეობაში".
„მორჩილება ქრისტიანული ცხოვრების უდიდესი ღვაწლია, რომელიც ღვთისგან დიდად მოსაწონია. თვითდაჯერებულობა და თვითნებობა საშიში და დამღუპველია ქრისტიანისთვის, იგი ყველა ცოდვის სათავეა. მორჩილი ადამიანი თავისი მორჩილებით თრგუნავს სულში ჩაბუდებულ ბოროტებას. სწორედ ამ თვისებით გამოირჩეოდა ღირსი სერგიც“.
„ხიბლში მყოფები ყოველთვის დაუმორჩილებლები არიან და სწყინთ, როდესაც მათ ეწინააღმდეგებიან“.
"მადლის შესანარჩუნებლად ყოველთვის მორჩილი უნდა იყო და მე დღედაღამ მორჩილებას ვთხოვ ქრისტე ღმერთს. ჩემს სულს სწყურია ამის შეცნობა. ეს სულიწმინდის უმაღლესი წყალობაა, ქრისტეს მორჩილებასა და სიყვარულში არის მშვიდობაც, თავმდაბლობაც, თავშეკავებაც, მორჩილებაც, მოთმინებაც, მასში ყველა სათნოებაა თავმოყრილი".
/წმ. ბერი სილუან ათონელი/
"- რომელია აღმატებული - მორჩილება თუ მარხვა და ლოცვა?
- წმ. მამები მორჩილებას ლოცვასა და მარხვაზე მაღლა აყენებენ".
/წმიდა ბერი სილუან ათონელი/
"სულმა რომ მშვიდობა მოიპოვოს, მორჩილი უნდა იყო და ამბობდე: "მე ყველაზე ცუდი ვარ, ყველა პირუტყვზე და მხეცზე უარესი".
/წმიდა ბერი სილუან ათონელი/
"ნეტარია, ვინც მოიპოვა მორჩილება, რამეთუ მან პოვა სრულქმნილი სიმშვიდე ღმერთში".
/წმ. ბერი სილუან ათონელი/
„მტერს ებრძოლე მორჩილებით“
/წმ. ბერი სილუან ათონელი/
"ისიქასტმა მამამ თქვა: - თავიდან მორჩილი კეთილმოკრძალებით და განუსჯელად ისმენს. დროის მერე იგი შეურევს ლოგიკას, რომელიც ღუპავს მორჩილებას. ის უკვე ყველას ლოგიკის თვალებით უცქერს".
"- სახარება ცხოვრებაში გამოყენებას მოითხოვს და არა თეორიულ ცოდნას. ლოცვა სიტვის, გულისა და გონების ერთობით უნდა წარმოითქვას. ის, რომ წმინდა გახდეს, ამისათვის აუცილებელია თავშეკავება და სიწმინდე, არანაირი მიზეზით მოყვასი არ განვიკითხოთ. უმცროსსაც კი დაემორჩილე. თუნდაც მიაღწიო ოთხმოცდაათი წლის ასაკს, მორჩილება გამოიჩინე რომელიმე თვრამეტი წლის ყმაწვილის მიმართ".
"ათონზე ხშირად გაიგონებთ: "მორჩილება სიცოცხლეა, ურჩობა - სიკვდილი".
„ერთ-ერთ დღესასწაულზე მორჩილმა უთხრა, კაფსალაში დადგმული სკების სანახავად მივიდივართო. თუმცა იქ არ წასულან, ყუთლუმუშის მონასტრის სკიტის ახლოს, მდინარეზე წავიდნენ სათევზაოდ. ამ ადგილას საკმაო რაოდენობის წყალი გროვდება და „მკვლელს“ ეძახიან, იქ რამდენიმე ადამიანი დაიხრჩო.
მოკლედ, იმ დღეს ერთ-ერთი ძმა თავისი ურჩობით წყალში ჩავარდა და დაიხრჩო! სხვებმა ვერ გაბედეს კელიაში წასვლა და მოძღვრისათვის ამ სამწუხარო ამბის თქმა, სხვა მამებთან მივიდნენ და სთხოვეს, მამა მელეტის ეს თქვენ აცნობეთო. მამები დადარდიანდნენ, რადგანაც დაინახეს, რომ ამის მიზეზი მოწაფეთა ურჩობა იყო. ბერდიდმა როცა ეს ამბავი შეიტყო, აუტანელი მწუხარებისგან გარდაიცვალა“.
"ერთმა წმინდა მამამ მორჩილს დიდ მარხვაში ხორცის ჭამა უთხრა. მორჩილი ამის გაგონებაზე დაბრკოლდა. მოძღვარმა ეს იგრძნო და მიუგო: - შვილო, რომ იცოდე, მორჩილება ყველაფერზე აღმატებულიაო".
"მორჩილებით ადამიანს ბევრი უხილავი რამ ეძლევა, რომელიც შემდგომ ხილულადაც ვლინდება".
/მამა ირაკლი სახოკია/
"მორჩილი მეფესავითაა - მისი განკითხვა არავის შეუძლია".
/მამა ეფრემ კატუნაკელი/
"მამა სილუანე მამებთან ერთად მისეირნობდა. მოისურვა თავისი მოწაფის მორჩილების ჩვენება. მოწაფეს დაანახა მოზრდილი ტახი და ჰკითხა: "ხედავ ამ პატარა კამეჩს, შვილო?" "ვხედავ, ამბა". "რა ლამაზი რქები აქვს". "მართალია, ამბა", - უპასუხა მორჩილმა. მამები გაოცდნენ მარკოზის საქციელით და ამით სწავლება მიიღეს".
"სადაც მორჩილება არ არის, იქ ეშმაკია ჩარეული".
"მორჩილება მოწამეობას უდრის, მორჩილებით აღსრულებული ყოველი საქმე მოწამეობაა. საკუთარი ნების წინააღმდეგ გიხდება მოღვაწეობა. სულიერი ბრძოლაა, აკეთებ იმას, რისი გაკეთებაც არ გსურს. აქ არის ზუსტად სიბრძნე მორჩილებისა. აკეთებ იმას, რაც ღმერთს უნდა და არა - შენ".
/არქიმანდრიტი ზაბულონი (გელაშვილი)/
"მონასტრის წევრს ტრაპეზარის მორჩილება ჰქნოდა და წირვა-ლოცვასაც არ ესწრებოდა. ერთხელ ტაძარში შევიდა. როცა მღვდელი დიდი გამოსვლის დროს ბარძიმით გამოვიდა, მან იხილა ქრისტე ამ მოძღვრის სახით. წირვის შემდეგ წინამძღვარს უთხრა, ტრაპეზს არ გავაკეთებ, რადგან წირვაზე რომ ვიყავი, მსახურების დროს უფალი ვიხილე. თქვენ ტაძარში წირავთ და მე კი მხოლოდ ტრაპეზს ვაკეთებ. წინამძღვარმა უპასუხა, - უფალი შენმა მორჩილებამ განახაო".
"რადგან "მორჩილება" არ ნიშნავს მონობას, რომელიც ვიღაცას ემორჩილება. "მორჩილება", უპირველესად ნიშნავს "მოსმენას და დაჯერებას" "ღვთის სიბრძნისა".
"მოძღვრისადმი სრული მორჩილებით დიდ სულიერ საფეხურს მიაღწია".
"ჩვენი მამების ცხოვრება ცხადყოფს, რომ მრავალმა ადამიანმა სიწმინდეს მიაღწია იოლად - მძიმე შრომის, მსხვერპლის ან დიდი ასკეტური ბრძოლის გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ მორჩილების ღვაწლით. მორჩილება ქმედითი თავმდაბლობაა და ღმერთმაც "მდაბალთა მოსცის მადლი".
"მორჩილება სხვა არაფერია, თუ არა მადლიერებით მიღება ღმრთისგან ბოძებული სიხარულისა და ზოგჯერ მწუხარებისა. მადლიერება ადამიანს აძლევს საშუალებას, არ გაბოროტდეს და ამავე დროს თვალი ადევნოს როგორ მოქმედებს ღმერთი მის ცხოვრებაში, რაც მერწმუნეთ, უდიდესი სულიერი სიხარულის მიზეზია".
/მამა ირაკლი დუმბაძე/
მამა სერაფიმემ [რომანცევი] თქვა: "ერთადერთი ღვაწლი ახალგაზრდისთვის - მორჩილებაა. მოსაგრეობა მორჩილების გარეშე - ოჩოფეხებით სიარულს ჰგავს".
"შეთვისებული მქონდა უმთავრესი პრინციპი მონაზვნური ცხოვრებისა: მოძღვარმა თავისი მორჩილის თითოეული ნაბიჯი უნდა იცოდეს. ის, რაც არ იცის ბერმა თავის მორჩილზე, ღმერთსაც არ უნდა მისი ცოდნა, რადგან უფალს მორჩილთან ურთიერთობა მხოლოდ მისი მოძღვრის მიერ სურს. როგორც ჩემმა მოძღვარმა მასწავლა, ამ წესრიგის წინასახე იყო ის, რაც უდაბნოში ისრაელთან ხდებოდა. ისინი ღმერთს მოსეს მიერ უკავშირდებოდნენ. ღმერთი ისრაელს აღარ იფარავდა, როცა მათ მოსე მოშორდებოდა."
/არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)/
"ნუ ისწრაფვი, გახდე უხუცესი, რადგან ამის გაფიქრებაც კი მარცხის ტოლფასია. სურვილიც ნუ გექნება უხუცესობისა, თუ მანამდე მორჩილი არ ყოფილხარ."
/წმ. პაისი ათონელი/
"ვინ გამხდარა კარგი წინამძღვარი, ვინც მანამდე კარგი მორჩილი არ ყოფილა."
"ბერი ამბობდა, რომ მორჩილების ერთ-ერთი ნიშანი გულითადი სიხარულია, რომელიც მუდამ თან სდევს მას. მორჩილის გულში სულიერი სიხარულია მაშინაც კი, როცა ცოდვებს ინანიებს. მორჩილების მეორე თვისება ანუ ნიჭი - გულისთქმების დამშვიდებაა. მორჩილი არაფერზე ღელავს - მან საკუთარი თავი მოძღვრის მიერ ღვთის განგებულებას მიანდო, მოძღვარი მის მაგივრად იღებს გადაწყვეტილებებს, ამიტომაც არ აქვს მორჩილს ურთიერთსაწინააღმდეგო ფიქრები, არც მუდმივი რყევა გონებისა ეჭვებითა და გულისთქმებით: ყველაფერს მოძღვარი წყვეტს. ის არა მარტო პასუხობს მოწაფის შეკითხვებს, არამედ შეკითხვამდეც კი ეუბნება მას იმას, რაც სჭირდება. თუ კაცი თვითონ განსაზღვრავს, რა უნდა გააკეთოს, მაშინ გადაწყვეტილება შეიძლება იყოს სწორი ან არასწორი, რასაც ან წარმატება მოსდევს, ანდა წარუმატებლობა. თუნდაც კეთილ საქმეში წარემატოს კაცი, მაინც ვერ შეძლებს გათავისუფლდეს სიამაყისა და მედიდურობისგან: ხედავთ, რა კარგად მოიფიქრა, რა კარგად შეასრულა. თუ საქმეები ჩაეფუშება, შეუძლებელია, იმედი არ გაუცრუვდეს და არ გაღიზიანდეს. ვერც ერთ შემთხვევაში ის ვერ პოვებს სულიერ სიმშვიდეს. მორჩილი კი ყოველგვარ სიკეთეს თავისი სულიერი მამის ლოცვებს მიაწერს, ამიტომაც თავისუფალია შინაგანი განდიდებისგან - სულის კუნჭულში მიმალული გველისგან. ხელმოცარვისას ამბობს: "ასეთია ღვთის ნება, ესე იგი, ასე უკეთესია ჩემთვის", და კვლავ დარჩება მშვიდი სულითა. მაგრამ მორჩილებაში მარცხი არ არსებობს..."
"როცა სტომიონის მონასტერში გადავიდა, უახლოესი ბერი, მამა სერაფიმე მისგან ათი საათის სავალზე ცხოვრობდა. ამიტომ თავისთან კელიაში 12 წლის უპატრონო ბიჭი მიიყვანა და იმას დაემორჩილა. ეკითხებოდა: "აბა, ჩემო ბიჭო, მითხარი, ეს საქმე გავაკეთო?" და ისე იქცეოდა, როგორც ბავშვი ურჩევდა. საბოლოოდ, ბიჭიც მოძლიერდა, ინიციატივის გამოვლენა ისწავლა და ეს დიდად წაადგა."
"მორჩილება ერთადერთი საშუალებაა მადლის დასაბრუნებლად"
"მორჩილება და თავმდაბლობა, ისევე როგორც ყველა სხვა სათნოება, დაფარული უნდა იყოს".
"თავმდაბალ მორჩილს ლოცვის ნიჭი მიეცემა მუშაობისას".
"სადაც მორჩილებაა, იქ სიმდაბლის დასაბამია, და სადაც სიმდაბლის დასაბამია, იქ უფალი თავის თავს გვიცხადებს".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"გარეგნულად მორჩილება აღიქმება, როგორც რაღაც მითითებების ზედმიწევნით შესრულება. სინამდვილეში მორჩილებას გაცილებით ღრმა შინაარსი აქვს: გულისყურით მოსმენა, ღრმა გააზრება იმ სიტყვისა, რომელსაც შენი სხვა ადამიანად გადაქცევა შეუძლია, ანდა შეუძლია რაიმე ნაბიჯის გადადგმისგან გაგაფრთხილოს, ან პირიქით, სულიერი წინსვლის იმპულსი მოქცეს, და ეს სიტყვა გულის სიღრმიდან უნდა იქნას გაგებული. ადამიანი საკუთარ თავს ანდობს მოძღვარს, რათა გაუგონ, რათა გულახდილი იყოს, რათა აჩვენოს, თუ რას წარმოადგენს, და ეს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი თავის შესახებ სიმართლე გაიგოს. მაშინ მღვდელი უკვე ლაპარაკობს არა უბრალოდ როგორც მღვდელი, არამედ როგორც მადლმოსილი სულიერი მოძღვარი".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"თუ ადამიანს სულიერი ცხოვრება სურს და მას ეძიებს, იგი მხოლოდ მორჩილების გზით მიეცემა - სხვა გზა არ არსებობს".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"მორჩილება არის ის, როდესაც ადამიანს უფლის სიტყვა ესმის"
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"მორჩილება შეიძლება აღიქვა როგორც თავისუფლების შეზღუდვა, როგორც უფროსის დესპოტიზმი უმცროსის მიმართ ან ძლიერისა - სუსტის მიმართ. მაგრამ სინამდვილეში, როცა ადამიანი თავს იდებს მორჩილებას, იგი თავის სულიერ სმენას განავითარებს და ცდილობს თვით ღმერთის ხმა ისმინოს - უბრალო ადამიანის სიტყვებში გაიგონოს ხმა ღვთისა, რომელიც პირადად მას მიმართავს".
"მორჩილება მარხვასა და ლოცვაზე მეტია"
"მორჩილება მთელი სიცოცხლის მანძილზე გამოიწრთობა: თავდაპირველად მშობლების მორჩილებით, რადგან ისინი შვილს ცხონებისაკენ მიუძღვიან, შემდეგ კი სულიერი მოძღვრის მორჩილებით".
/დეკანოზი ალექსი უმინსკი/
"მორჩილება არის აუცილებელი და ფუძე სულიერი წარმატებისა".
"მრავალს უნდოდა მისი [მამა კალენიკეს] სულიერი შვილობა, ბევრი მოდიოდა, მაგრამ მათგან რამდენიმე თუ დარჩა. ერთ მის მორჩილს სამორჩილო საქმეების კეთება არ ეხალისებოდა. მამაო, ამას როგორ დაითმენო, - ჰკითხა მომლოცველმა. "ორი ტომარა მაქვს, ერთში ფქვილი მიყრია, მეორეში ქატო. მორჩილებს ფქვილს ვაძლევ, მაგას კი ქატოსო". ეს იმ ბერმა გაიგონა და გამოსწორების სურვილი გაუჩნდა, "ქატოს ნაცვლად ფქვილი რომ მიეღო".
"ფრიად მორჩილი"
"მორჩილება მხოლოდ ის კი არ არის, რომ დავალება ისმინო და შეასრულო ჯერ ძალის დატანებით, მერე კი მსუბუქად, ბოლოს, სიხარულით, არამედ გულითა და გონებით, არსით ისმინო იმისა, ვინც გესაუბრება. საბოლოო მიზანი კი ის არის, რომ ადამიანმა ისწავლოს საკუთარი ხმისა და ღვთის მოსმენა, რომლითაც გვესაუბრება სახარება და რომელიც ისმის ადამიანის სულის სიღრმეში მდუმარებისა და ლოცვისას. ბერმონაზვნური მორჩილება თავდაპირველად სკოლაა, მერე - აღმოჩენა ისეთი შინაგანი მდუმარებისა, რომელიც იძლევა საშუალებას, უსმინო და შეერწყა ცოცხალ ღმერთს..."
"მორჩილება მორჩილს იმ ადამიანის მსგავსად აყალიბებს, ვისაც ის ემორჩილება."
"მორჩილება ისეთი მდგომარეობაა, როცა ადამიანი თანხმობაშია სინდისთან, ახლობლებთან, ბედთან და იმ საგნებთანაც, რომლებიც მის გარშემოა"
/მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი/
"მორჩილებით გამორჩეული მამა [ღირსი დამიანე] უფალმა განადიდა: მიცვალების შემდგომ 40 დღე მისი ცხედარი კეთილსურნელებას აკმევდა".
"წმინდა მამა შიო მღვიმელს მღვიმეში ჩასვლა რომ უნდოდა, წავიდა თავის სულიერ მოძღვართან - იოანე ზედაზნელთან და მისგან ითხოვა ლოცვა-კურთხევა. წმინდა მამამ თვითონ კი მისცა კურთხევა, მაგრამ კათოლიკოს ევლავიოსთანაც გაგზავნა - თუ ისიც გაკურთხებს, მერეღა ჩადიო, რადგან იოანე ზედაზნელისთვის სულიერი მამა კათოლიკოსი იყო.
უფალიც გვემორჩილება ხოლმე. რომ შევთხოვთ რამეს და შეგვისრულებს, განა ეს მორჩილება არ არის? ჩვენ კი ქედმაღალნი ვართ, არ გვიყვარს მორჩილება."
/არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე)/
"თავისი მორჩილებით იმგვარ სრულქმნილებას მიაღწია, რომ მისი [ღირსი სვიმეონ მესვეტე უფროსი] ღვაწლი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატებოდა"
"თავისი მორჩილებით ამტკიცებდა, რომ ყველა ადამიანზე მდაბლად მიაჩნდა თავი"
"რას განიცდის მორჩილი? პირველ რიგში სიხარულსა და სიმსუბუქეს; გული მისი სიხარულით გალობს, მისთვის ადვილია მორჩილების შესრულება, თითქოს დაფრინავს, მიწაზე კი არ დადის. თუ მორჩილი თავისი ურჩობის გამო ღვთისგან დაისჯება და დაეცემა, უკეთუ შეინანებს, მოძღვარი მას წამოაყენებს. თუნდაც სისხლისგან დაიცალოს, მოძღვარი მას საკუთარ სისხლს მისცემს და გადარჩება. ვინც მოძღვრის (ხუცის) გვერდით საკუთარნებამოკვეთილი ცხოვრობს, ღვთისაგან ორმაგ ნიჭს მიიღებს."
"გამოირჩეოდა უსიტყვო მორჩილებით"
"მეუდაბნოეები, რომელთაც სულიერ მამებად ისეთი გამოცდილი მოძღვრები ჰყავდათ, როგორიც გახლდათ სემარქიმანდრიტი სერაფიმე, გამოირჩეოდნენ განსჯითა და სულის სიმშვიდით, თავის ნებაზე მცხოვრებნი კი სულიერ გზას მეტად მძიმე ტვირთაკიდებულნი იწყებდნენ, არ აკლდათ მძიმე განსაცდელი და წლების მანძილზე შრომით შეძენილს კარგავდნენ."
"ვიცი, რაოდენ მძიმეა მორჩილების უღელი, რაოდენ მტკივნეულია ნების მოკვეთა, მაგრამ ასეთი ცხოვრების სიტკბოებაც ცნობილია ჩემთვის. გზა იოლია და ხსნა ადვილია, როცა საკუთარი ნება უარყოფილია. საკმარისია ნება მოვიკვეთოთ და მშვიდი და ნეტარი ცხოვრება მოგვევლინება".
/ღირსი თეოდორე სტუდიელი/
"ნეტარია ადამიანი, რომელსაც აქვს იმდენი მორჩილება მოძღვრის წინაშე, რომ მისგან მიღებული ყოველი კურთხევა ღვთის ნებად მიიღოს, როცა კარგი მოძღვრის ძიებაში ჩვენ ხშირად ვიცვლით მას.
მოძღვარსა და მორჩილს შორის ურთიერთობა ერთგვარ კონტაქტზეა დამყარებული, რომლის უმნიშვნელოვანეს პუნქტად დაფიქსირებულია მორჩილების პოზიცია მოძღვართან მიმართებით.
თუ მორჩილი ამ პუნქტის მოთხოვნას - უფლის სიყვარულის გამო სრულიად მიენდოს მოძღვარს და უპირობოდ შეასრულოს ყველა მისი მოთხოვნა - განუხრელად იცავს, მაშინ ის გარანტირებულად უფლის მფარველობის ქვეშაა და მის სულიერ ზრდას ვერაფერი შეაჩერებს".
/მამა ერმოლაოსი (ჭეჟია)/
"ძალიან გამუქებულია საზოგადოებაში არსებული აზრი, დღეს მოძღვრების ნაკლებობააო, პირიქით, თანამედროვე საზოგადოებაში უფრო მორჩილების დეფიციტია".
/მამა ერმოლაოსი (ჭეჟია)/
სრულყოფილი მორჩილი
"სკიტში იმ დროს კატაფალკა არ ჰქონდათ. ერთმა მჭედელმა ძმამ მოამზადა კატაფალკა, რათა უფრო ადვილად გაეცილებინათ გარდაცვლილი უკანასკნელ გზაზე. მან კატაფალკა ტაძარში შეაგორა. ძმები ამ მექანიზმის სანახავად მოვიდნენ. უეცრად დიკეამ იკითხა: "პირველს ვის წაასვენებენ ამ კატაფალკით სასაფლაოზე?"ყველამ შიშით შეხედა დიკეას.
ერთ-ერთი ახალგაზრდა მიუბრუნდა თავის მოძღვარს: "მამაო, მაკურთხე, რომ პირველი მოვკვდე მამათა შორის". მოძღვარმა, რომელიც უმაღლეს საზომს იყო მიღწეული, უპასუხა: "გიბრძანებ". მამებმა მათი ეს საუბარი ხუმრობად ჩათვალეს.
მორჩილი კი მაშინვე შეუდგა სიკვდილისთვის მზადებას, დაიტირებდა თავის ცოდვებს, აღიარებდა მოძღვართან.
ორმოცი დღის მერე სამგლოვიარო ზარს შემოჰკრეს. ძმებმა ერთმანეთს გადახედეს, არავინ იცოდა, ვინ მოკვდა. როცა შეატყობინეს, რომ ის ახალგაზრდა გარდაიცვალა, ყველამ თქვა: "აი, ქურდი, მორჩილების აღთქმა დაიმარხა, კურთხევა გამოითხოვა მოძღვრისგან, ასე სწრაფად დატოვა ამქვეყნიური ცხოვრება და ახლა ზეცაში იხარებს. თავისი მორჩილებით მან სამოთხე მიიტაცა".
სკიტელმა მამებმა სიხარულით მიაცილეს ყმაწვილის ცხედარი საფლავამდე, თანაც კვირობდნენ, ჩვენს დროშიც კი სრულყოფილ მორჩილს სიკვდილისა არ ეშინია, სულიერი მამის ნების აღმსრულებელი ღირსი შეიქნა უმტკივნეულო აღსასრულისა და ზეციურ სიკეთეთა გამო მიწიერ სიკეთეთაგან მალე განშორებისა.
მორჩილსა და მის მოძღვარს ყველა ნეტარად მოიხსენიებდა, მისი მორჩილების მაგალითი კი არ მინავლდება მომავალი თაობის მონაზონთათვის".
"თუმცა აღარ არიან უდიდესი მოძღვრები, მადლი არსებობს და მორჩილება მაინც აუცილებელია".
/არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი/
"- როგორი უნდა იყოს მორჩილება, განსჯითი თუ განსჯის გარეშე?
- წმინდა მამათა ცხოვრება ნათელი მაგალითია იმისა, რომ უფალს უმეტესწილად ესათნოება მორჩილება განსჯის გარეშე. მოვიყვან ერთ მაგალითს მამათა ცხოვრებიდან: ერთ მორჩილს მონასტრის იღუმენმა დაავალა, ყოველდღე მოერწყო გამხმარი ხე, რომელიც მონასტრიდან მოშორებით მდებარეობდა.
მორჩილს არც დაუწყია იმის განსჯა, თუ ადამიანური თვალით როგორი უაზრობა იყო ასეთი მორჩილების აღსრულება. მდუმარებით მიიღო იღუმენის ნათქვამი და რამდენიმე წლის განმავლობაში განუსჯელად ასრულებდა წინამძღვრის ლოცვა-კურთხევას.
მოხდა სასწაული, ხე განედლდა და ნაყოფიც კი გამოიღო. იღუმენმა ტრაპეზზე ძმებს მიუტანა განედლებული ხის ნაყოფი და წარმოთქვა: "აჰა, ნაყოფი მორჩილებისა"...
/მამა ვახტანგ დავითაშვილი/
"წმინდა ანტონი დიდი, რომელიც უამრავი ადამიანის სულიერი მოძღვარი იყო, თვითონ იძლეოდა უდიდეს მაგალითს მორჩილებისა. ერთხელ მას მოუვიდა იმპერატორის წერილი - მეფე კონსტანტინე სთხოვდა, ჩასულიყო კონსტანტინოპოლში - სამეფო კარზე.
წმინდა ანტონიმ აზრი ჰკითხა თავის ერთ-ერთ მოწაფეს, ყოვლად უბრალო პავლეს, რომელმაც უპასუხა: "თუ წახვალ, ანტონი იქნები, თუ არა - ამბა ანტონი". ამით მიანიშნა, რომ იგი არ იწონებდა ანტონის გამგზავრებას სამეფო კარზე. პავლეს ნათქვამი წმინდა ანტონიმ ღვთის კურთხევად მიიღო და აღარ წასულა სამეფო კარზე".
"მორჩილება არა მხოლოდ ცხონებისთვის არის აუცილებელი, არამედ ამქვეყნიურ ცხოვრებაში კეთილდღეობის მოსაპოვებლადაც".
"მძიმე მორჩილება"
"უფალი ბრძანებს: ვისაც უყვარს ღმერთი, მისი სიტყვა ესმის, უეჭველად ღვთის ნებას შეასრულებს და მადლსაც მოიხვეჭსო. როგორც ვხედავთ, მორჩილება არა მხოლოდ მადლის მოხვეჭის საშუალებაა, არამედ ღვთის მოსმენის აუცილებელი წინაპირობაც".
"- რა არის მორჩილება? მონობას ხომ არ უკავშირდება იგი?
- მორჩილება დაკავშირებულია სათნოებასთან. შეიძლება, ამაყი კაცი მორჩილი იყოს? ამაყი და ამპარტავანი ადამიანი შეიძლება იყოს მონა და არა - მორჩილი.
ღმერთს არ უყვარს მონობა. უფალს მონობა რომ უყვარდეს, თავისი ძალმოსილებით გამოგვეცხადებოდა და ჩვენც სხვა გზა არ გვექნებოდა, უნდა დავმორჩილებოდით მას. მონა არ არის თავისუფალი და, აქედან გამომდინარე, მას არ შეუძლია სიყვარული, მორჩილება კი თავმდაბლობიდან აღმოცენდება."
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ღირსმა აკაკი მორჩილმა ცხრა წელი დაჰყო უწყალო ბერთან მორჩილად და მიიცვალა. აკაკის მოძღვარმა საფლავთან მიიყვანა ის უწყალო ბერი, რომელსაც არ სჯეროდა აკაკის გარდაცვალება. მან საფლავში ჩასძახა: "ძმაო, აკაკი, მოკვდი?" საფლავიდან გაისმა: "ვითარ შესაძლებელ არს, მამაო, სიკვდილი მორჩილისა?" ეს რომ ესმა უწყალო ბერს, მას შემდეგ აკაკის საფლავთან სინანულით ცხოვრობდა და ყველა მნახველს სიმდაბლით ეუბნებოდა: "კაცის კვლა მიქნიეს".
"მორჩილება სიხარულის მომტანია, მორჩილებაში მყოფს უფალი სათნო-იყოფს, ადღეგრძელებს."
/მამა იოანე გვაჯაია/
"მისი მორჩილება წუნდაუდებელი იყო და მასში საკუთარი ნების ნასახიც არ გახლდათ დარჩენილი"
"მოძღვრის მორჩილება იგივე ღვთის მორჩილებაა"
მორჩილება - მსხვერპლზე აღმატებული
"როგორც ვთქვით, დიდ სულიერ ღვაწლს ღირსი მამები უდიდეს ფიზიკურ შრომასაც ურთავდნენ. მრავალი წლის მანძილზე ფიქრადაც არ მოსვლიათ, რომ დამსხდარიყვნენ ღამისთევისას ან სამი ათას მეტანიაზე ნაკლები შეესრულებინათ. ასევე მრავალი წლის მანძილზე საწოლზე არ წვებოდნენ.
"მაგრამ ბოლოს, ჩვენი ღვაწლის უკიდურესობა მონაზვნებმა გამოასწორეს, - ყვებოდა მამა არსენი, - ბერი ათონიდან სოზეელში დადიოდა ხოლმე იქაური მონასტრების სულიერად გასაძლიერებლად. ერთ-ერთ მონასტერში დედებმა ნახეს, რომ ლოგინი დილით ხელუხლებელი ხვდებოდათ. ეს ამბავი იღუმენიამაც შეიტყო. მოიხმო ბერი იოსები და ჰკითხა: - მორჩილება თუ შეგიძლიაო. რა თქმა უნდაო. მაშინ, ამიერიდან ლოგინში ჩაწვები და ისე დაისვენებ ხოლმეო.
მამა იოსები მძიმე დღეში ჩავარდა, მაგრამ მაინც დამორჩილდა. პირველად ჩაწვა ლოგინში და როცა გაიღვიძა, ძალების ისეთი მობერვა იგრძნო, იმგვარი გონების სინათლე, რომ მიხვდა ნათქვამის აზრს: მორჩილება მსხვერპლს სჯობს. კარგად ჩაიარა ღამისთევის ლოცვამ და უკან დაბრუნებულმა მითხრა, - მამაო არსენ, დღეიდან ჩვენს ხის საწოლზე დავიძინებთო. უყოყმანოდ ვუპასუხე, - გვაკურთხე, მამაო-მეთქი."
"წმინდა მამები ამბობენ: ვინც უფლის სიყვარულით უარყოფს თავის თავს და უფალს დაემორჩილება, აუცილებლად მიაღწევს დიდ სულიერ საფეხურს".
"- მორჩილება რომ ყველასთვის აუცილებელია, იმიტომაც განიხილა ღირსმა იოანე კლემაქსმა თავის წიგნში ერთ-ერთ საფეხურად...
- დიახ, მორჩილებით ადამიანი უარყოფს თავის თავს, ბევრ რამეს სწავლობს და რაც იცის, იმასაც განიმტკიცებს. მორჩილების შემდეგ უფალი ადამიანს აძლევს სიბრძნეს და ამ სიბრძნით ის არჩევს, რა არის მისთვის კარგი და რა - ცუდი.
მორჩილების გზით საკუთარი თავის უარყოფით ხდება სულიერი აღმავლობა. ხშირად ადამიანს ჰგონია, რომ სწორი მიმართულებით მიდის, ამავე დროს, ცდება. მორჩილებაში რომ უარყოფ საკუთარ თავს, მაშინ შენში უკვე უფლის მადლით სიბრძნე შემოდის.
ამ დროს გრძნობ ღვთის ნებას და ღმერთთან დაახლოებას. ადამიანის ცხოვრებაში მთავარია, თავის თავში ღვთის ნების მოპოვება, ღვთისადმი მორჩილება და ღვთის ნებით ცხოვრება. არსებობს სამი ნება: ერთია ღვთის ნება, მეორეა - ადამიანის ნება და მესამე - ბოროტის ნება.
- მამაო, ამის გარჩევა როგორღა შევძლოთ?
- თუ კაცს უყვარს თავის გამართლება, თავისი ნების გატანა, საკუთარი თავის შექება, ეს ნიშნავს, რომ არ არის მორჩილებაში, ხოლო თავმდაბალი შეცდომას მოყვასს ადვილად პატიობს, რაც ნიშნავს, რომ ის მორჩილია.
როცა ადამიანი თავს იმდაბლებს და მორჩილებით ცხოვრობს, ის უკვე თავისას არასდროს ამტკიცებს და არ ფიქრობს საკუთარი აზრის ბოლომდე გატანას. აქედან ჩანს, რომ ეს ადამიანი მორჩილია.
ერთ ბერს მონასტერში წინამძღვრობა შესთავაზეს. თავმდაბლობის გამო უარი განაცხადა და მონასტრიდან გაიქცა. ძმობა გაეკიდა. ბერმა ერთ გამოქვაბულს შეაფარა თავი და ვერ მიაგნეს. დაღონებულები უკან გამობრუნდნენ. მეორე დღეს მონასტრიდან სახედარი გაიქცა და როდესაც ბერები დაედევნენ, სახედარი ზუსტად იმ გამოქვაბულს მიადგა, სადაც ის ბერი იმალებოდა. უნდოდათ, ბერი გაკოჭილი დაებრუნებინათ მონასტერში, მან კი მიუგო: არ არის საჭირო, რადგან უკვე განცხადდა ღვთის ნებაო.
აქედან ჩანს, რომ თუ ეს ბერი ღვთის ნებას ვერ დაინახავდა იმ სახედრის მისვლით, იგი საკუთარი ნების გამტარებელი იქნებოდა. აი, როგორ უნდა გავარჩიოთ ღვთისა და ადამიანის ნება. ხოლო რაც შეეხება ბოროტის ნების გატარებას, ეს მაშინ ვლინდება, როდესაც ადამიანი არ უსმენს სინდისის ხმას."
/არქიმანდრიტი ანდრია (ტარიადისი)/
"მორჩილებით შეიძლება დაამყარო სიმშვიდე და აიცილო ცუდი"
"მორჩილება უდიდესი თავმდაბლობაა. ვინც დამჯერია, სამოთხეში შედის, ვინც ურჩობს, სამოთხიდნ განვარდება"
/ყარაყალის იღუმენი კონდრატე (+1940)/
"მორჩილება საფლავიდან მკვდრებსაც კი ალაპარაკებს"
"ერთხელ სულიერმა შვილებმა ჰკითხეს მამა არსენს, თუ თქვენი ერთადერთი საზრდელი ორცხობილა იყო, საიდან შოულობდითო.
"ჩვენს დროში მონასტრებში ტრაპეზობისას მორჩენილ პურებს ახმობდნენ და მოსაგრეებს ურიგებდნენ. კარგი იყო თუ ცუდი, ჩვენ მას ვიღებდით, ზოგჯერ ჭიანიც გვხვდებოდა ხოლმე.
ერთხელ ერთ მონასტერში წავედი ორცხობილასთვის. მომსახურე ძმამ ერთი დიდი ტომარა მომცა. ბევრია-მეთქი, - არა, წაიღეო.
მძიმედ დატვირთულმა, როგორც იქნა, მივაღწიე მწვერვალზე წმინდა ბასილის სკიტს. მე და მოძღვარმა ტომარას პირი მოვხსენით და რას ვხედავთ? სულ ჭიანია! მე, როგორც კაცმა, დრტვინვა დავიწყე, - მაგ დალოცვილებს ხომ შეიძლებოდა, ეს ჯორებისთვის მიეცათ? ამდენი ფუჭად იშრომეს-მეთქი.
მამა იოსებმა მითხრა, - რატომ ფუჭად. ეს ღმერთმა ჩვენ გამოგვიგზავნა. უკეთესი რომ დაგვემსახურებინა, უკეთესს გამოგვიგზავნიდაო.
ჭია-მატლს რა ვუყოთ, მამაო-მეთქი. მცირე ხანს ჩაფიქრდა და მიპასუხა: - გამოსავალი ვიპოვე. შებინდებისას ვჭამოთ, როცა ჭიებს ვერ დავინახავთო. ასეც მოვიქეცით", - დაასრულა თხრობა მამა არსენმა. მამაო, - ჰკითხეს სულიერმა შვილებმა, - მერე თქვენს ჯანმრთელობას არ ავნოო? თავიდან გამიჭირდა, მაგრამ რა მექნა? შვილებო, დამიჯერეთ, მერე ღმერთმა მეტად გააგემრიელა და დაატკბოო.
ეს კი მამა არსენის სრული მორჩილების ნაყოფი გახლდათ."
"მორჩილება რომ არ ყოფილიყო აუცილებელი, ქრისტე არ იქნებოდა თავისი დედის და მართალი იოსების მორჩილი".
/მღვდელ-მონაზონი ისიდორე (ქარუმიძე)/
"შორეულ წარსულში დიონისიატის სავანეში ერთმა ბერდიაკონმა წირვის მერე ზღვაში ბანაობა მოისურვა. იღუმენმა ნება არ მისცა და უკურთხებლად, სრულიად მარტო მივიდა ზღვასთან, ჩახტა წყალში და ბანაობა დაიწყო. იმდენ ხანს იცურა, ვიდრე საკბილოს მაძიებელმა ზვიგენმა არ გადაყლაპა.
ბერდიაკონი რომ არ გამოჩნდა, ძმები შეწუხდნენ. შესაძლოა, შორიდან უცქერდნენ მის ბანაობას. უეცრად რომ გაუჩინარდა, დაეჭვდნენ, ზვიგენმა ხომ არ შეჭამაო, ანდა იქნებ ზვიგენსაც მოჰკრეს თვალი. დაკლეს ღორი, მოაბეს კაუჭზე, ნავით ზღვაში შეცურეს და სატყუარა წყალში გადააგდეს, მაგრამ ზვიგენის დაჭერის ყოველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა.
ასე ტრაგიკულად დატოვა ბერდიაკონმა სავანე. ურჩის სამაგალითო დასჯამ შიში ჩათესა დიონისელი ძმების გულებში და ცდილობდნენ, არაფერი დაემალათ იღუმენისთვის."
“ერთ-ერთ კელიაში, რომელიც წმინდა ანას მცირე სკიტის სიახლოვეს, ძნელად მისადგომ კლდოვან უდაბნოში მდებარეობდა, ოდესღაც ბერი და მორჩილი ცხოვრობდნენ. მოძღვარმა წინამორბედ მამათაგან მემკვიდრეობით ყოველ შაბათს, სამდღიანი მარხვის მერე, ზიარების ტრადიცია მიიღო. მოისურვა, ეს ტრადიცია მორჩილისთვის გადაეცა.
ერთხელ ეს მორჩილი მეზობელ კელიას ეწვია. იქ სხვათა შორის ისაუბრეს ხშირ ზიარებაზეც. მონაზონი გაიტაცა ამ მამათა აზრებმა, თითქმის ყოველდღე მიდიოდა მათთან კალივაში და ეზიარებოდა საღმრთო საიდუმლოს.
მოძღვარი არიგებდა, ჩვენთვის სრულიად საკმარისია, ყოველდღე ღვთისმსახურების სრული ციკლი ვილოცოთ და შაბათობით ვეზიაროთო. მორჩილი არ უსმენდა. ერთხელ ემზადებოდა მოძღვრის კურთხევის დასარღვევად. მოძღვარმა რისხვით უთხრა: - რადგან არ მემორჩილები და თვითნებობას განაგრძობ, დაე, დაგსაჯოს ბოროტმა ანგელოზმაო.
ორი დღის შემდეგ მორჩილს ყელში სიმსივნე გამოაჩნდა, რომელიც გაიზარდა და ძალზე სტკიოდა. ერთი კვირის მერე გარდაიცვალა და ღმერთმა იცის, ცხონდა თუ არა...
ეს ამბავი ყუთლუმუშელ მონაზვნებს მამა იოსებ მღვიმელმა უამბო”.
"ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მორჩილებას აღასრულებს, ეშმაკისგან საწინააღმდეგო აზრებიც მოსდის. შესაძლოა, იგივე ხდებოდა აბრაამშიც, მაგრამ მან მტკიცედ უწყოდა, რომ ღვთის ბრძანება ყოველთვის მორჩილებით უნდა აღესრულებინა და აღასრულა კიდეც. მისი საქციელით უფალმა გვაჩვენა, რატომ შეიქმნა იგი ღირსი, ღვთის რჩეული გამხდარიყო."
/არქიმანდრიტი მაკარი აბესაძე/
"მოსაგრე [არქიმანდრიტი იოაკიმე ნიკოლიადისი] დაიქნაცა, მაგრამ იმის შესაძლებლობამ, რომ მორჩილების გამო ის ღვთისგან დაჯილდოვდებოდა, ძალა შემატა".
"მორჩილსაც უჭირს სიმშვიდის შენარჩუნება, როცა მის მოძღვარს ცუდი ხასიათი აქვს. ცუდ ბერთან ცხოვრება დიდი ჯვარია მორჩილისთვის".
/წმ. სილოვანე ათონელი/
"სულიწმინდას უყვარს მორჩილი სული. ამიტომ იგი მალევე შეიცნობს უფალს და იღებს გულით ლოცვის ნიჭს. მორჩილი უფლის ნებასაა მინდობილი. ამიტომ მას თავისუფლება და ღმერთში განსვენება მიემადლება და იგი წმინდა გონებით ლოცულობს. ხოლო ამაყმა და ურჩმა ადამიანებმა ბევრიც რომ იღვაწონ, წმინდა ლოცვას მაინც ვერ შეძლებენ. მათ არ იციან არც ის, თუ როგორ მოქმედებს მადლი და არც ის, აპატია თუ არა უფალმა მათ ცოდვები. მორჩილი კი ცხადად ხედავს, რომ უფალმა მას ცოდვები შეუნდო, რადგან თავის სულში სულიწმინდას უსმენს".
/წმ. სილოვანე ათონელი/
"მორჩილება მხოლოდ ბერებს კი არა, ყველა ადამიანს სჭირდება. თვით უფალიც კი მორჩილი იყო. ამაყი და თავნება ადამიანები მადლს საკუთარ თავში დამკვიდრების საშუალებას არ აძლევენ. ამიტომ არასოდეს აქვთ სულიერი სიმშვიდე, მორჩილის სულში კი იოლად შედის სულიწმინდის მადლი და მას სიხარულს და სიმშვიდეს ანიჭებს".
/წმ. სილოვანე ათონელი/
"მორჩილი უფლის ნებასაა მინდობილი და სიკვდილის არ ეშინია, რადგან მისი სული უფალთან ყოფნას მიეჩვია და შეიყვარა. მან თავისი ნება მოიკვეთა, ამიტომ არც სულში და არც სხეულში არ აქვს ისეთი ბრძოლა, როგორიც ურჩ და თავნება ადამიანს ტანჯავს".
/წმ. სილოვანე ათონელი/
"უფალს უყვარს მორჩილი სული და რაც არ უნდა სთხოვოს, ყველაფერს შეუსრულებს".
/წმ. სილოვანე ათონელი/
"15 წლის წინ მამა იღუმენი (არქიმანდრიტი მისაილი) მამა ს.-ს გემზე გზავნიდა, მაგრამ მან უარი თქვა იქ წასვლაზე. მაშინ იღუმენმა ჰკითხა: "მას, სად გინდა წასვლა?" მამა ს.-მ უპასუხა: "ტყის საჭრელად". ხოლო როცა იქ წავიდა, ხე დაეცა, დიდხანს იწვა საავადმყოფოში და თავის ურჩობას ინანიებდა".
"უფლის მორჩილება მოძღვრის მორჩილებით გამოიხატება."
"მორჩილება ნუ გგონიათ სისასტიკე და მონობა, მორჩილება არის პატივისცემა, დაჯერება".
"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოძღვრის მორჩილება არ არის მონობა"
/მამა გიორგი (თევდორაშვილი)/
"თუ გტანჯავს ცუდი ზრახვები, ეს იმას ნიშნავს, რომ მორჩილი არა ხარ"
/წმ. სილუან ათონელი/
"არ ძალმიძს აღვწერო, რას ნიშნავს ნამდვილი მორჩილება. ახლა რომ მორჩილებაზე გესაუბრო და მერე გითხრა, "მიდი, ყირაზე დადექი", და შენ დამემორჩილო, ეს არ არის მორჩილება. მორჩილებაა, როცა უზრუნველად ხარ, ანუ საერთოდ არ ფიქრობ მორჩილებაზე, და უეცრად გავალებენ რაღაცას, შენ კი სიხარულით ასრულებ დავალებას. როცა საქმით ხარ დაკავებული, არ ხარ ყურადღებით, არ ხარ მზად სხვა რამისთვის და ამ დროს დაგამდაბლებენ, მაშინ გამოჩნდება შენი საქციელით, ასრულებ თუ არა მორჩილებას".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"არ შემიძლია ვინმეს ვაწყენინო, იმიტომ, რომ ბავშვობიდანვე მაქვს ნასწავლი სხვების მორჩილება"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"მორჩილებით ყოველმხრივ იცვლები. ხდები სწრაფი, გონიერი, ფიზიკურად უფრო ძლიერი, ყველაფერში ახალგაზრდა".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"მორჩილება უნდა იყოს სუფთა. არა ეგოისტური, არც ისეთი, რომ მარტო ასიამოვნო მოძღვარს და მეტი არაფერი, არამედ წრფელი, უანგარო"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
„მორჩილება სულიერი ცხოვრების საიდუმლოა“
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"მაგალითი გახდა დაჯერებისა, მორჩილებისა და თავის უარყოფისა"
"მორჩილება ყველაფერს მოგანიჭებს. მორჩილება თვით ღმერთსაც კი სძლევს!"
"მორჩილება - სიცოცხლეა, ურჩობა - სიკვდილი" - ამბობენ მთაწმინდელი მამები"
"მორჩილების საცხოვნებელი ჯვარი"
"ღირსი მამა ახოვანი მორჩილებით ითმენდა უფლის ნებას"
"მორჩილი იქნები - სამოთხეში წახვალ"
/მამა ეფრემ კატუნაკელი/
"ურჩობა - სიკვდილია, მორჩილება - ცხოვრება"
"რამდენადაც შევძლებთ ჩვენი ნება დავუმორჩილოთ ღვთისას, იმდენად ვიქნებით წარმატებულნი სულიერ გზაზე"
/წმ. ანტონ დიდი/
"ბერი [ანთიმოზი] ხშირად ამბობდა, რომ მორჩილებით ამქვეყნად ჩვენს ხორციელ ნაწილებს ვაკვდინებთ, რათა უკეთ იმოქმედონ სულიერმა ნაწილებმა. მორჩილება ჩვენი საკუთარი ნების კუბოა, საიდანაც შემდეგ თავმდაბლობის სურნელოვანი ნიშატი აღმოცენდება."
"ნუ დაივიწყებთ დიდოხოს თოტიკელის სიტყვებს, რომ მორჩილება პირველია საწყის სიქველეთა შორის, რომ იგი აგვაშორებს მედიდურობასა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის შექმნას და თავმდაბლობას ბადებს. ამიტომაც ყველასთვის, ვინც მზადყოფნით ეძლევა მორჩილებას, იგი ხდება კარად, რომელიც ღვთის სიყვარულში იღება."
/ბერი ანთიმოზი/
"მორჩილება უდიდესი და გასაოცარი სიქველეა, რომელიც სულს აძლევს ძალას, წინ აღუდგეს სატანის შემოტევას"
"მორჩილება ესაა ადამიანური განსჯის გვერდზე გადადება მაშინაც კი როცა განსჯის დიდი ნიჭი გაქვს."
/ღირსი იოანე სინელი (კიბის აღმწერელი)/
"რადგან ურჩობის გამო განვიდევნეთ სამოთხიდან, ამიტომ ყოვლად მოწყალე ღმერთმა ინება, რომ სამოთხე კვლავ ჩვენი მორჩილებით დავიბრუნოთ."
/ღირსი თეოდორე სტუდიელი/
"წმინდა მორჩილება აჯილდოებს მორჩილს ჭეშმარიტი ბედნიერებით, ღრმა სულიერი სიმშვიდით"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"თუ ყოველთვის იტყვი: მაპატიე, მორჩილებას შეიძენ"
/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/
"მორჩილება სასწაულია რწმენისა"
"ყველა დიდი საქმე ეკლესიაში მორჩილებით იწყება"
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"იმას კი არ აქვს პატივი და მორჩილება, ვინც მხოლოდ გარეგნულად გამოავლენს ამას, არამედ ის, ვინც ასაზრდოებს ამ სათნოებებს გულში".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
"მორჩილების გამო მამა ვიტალის [სიდორენკო] ეცვა მატყლის წინდები, რომელიც მას ერთმა მღვდელმა აჩუქა, თან აკურთხა, რომ არ გაეხადა, ვიდრე არ გაცვდებოდა, და ასე ეცვა ბერს ეს წინდები საშინელ სიცხეშიც კი, სანამ მეუფე ზინობიმ არ გაუუქმა ეს კურთხევა".
"ღმერთი იმათ მოხედავს, ვინც მორჩილების, სიმდაბლისა და შრომისმოყვარეობის მეშვეობით ბავშვებივით უზაკველი ხდება"
"მორჩილი, რომელმაც მორჩილების არსი გაიგო, თავისი სულიერი მამისგან მადლს მემკვიდრეობით ისე იღებს, როგორც მდიდარი მშობლების შვილები უშრომელად თავადაც მდიდრები ხდებიან".
/ბერი იოსებ ისიქასტი/
"მორჩილების საიდუმლო არის მშობელი სულიერი ძალისა და გარანტი ცხონებისა"
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"გვინახავს ნამდვილი მორჩილები, რომელთაც თავიანთი მოძღვარი თავის თავში გადმოეხატათ. იმდენად საგრძნობი იყო მოძღვრის სულის თანამყოფობა მათში, რომ ხორციელი შვილებივით ჰგავდნენ თავიანთ სულიერ მშობლებს!"
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"ადამიანი სამი მიზეზით აღასრულებს მორჩილებას. პირველია დასაწყისი ეტაპი, შესავალი: [მოძღვარს] ვუგონებ და ვემორჩილები იმიტომ, რომ ჯოჯოხეთის მეშინია. მეორე მიზეზი - გასამრჯელოს მოლოდინია. მესამე კი ისაა, რომ მოძღვარი მიყვარს. ნეტარია ის, ვინც მესამე მიზეზით იჩენს მორჩილებას".
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/
"უფალი სიკვდილამდე მორჩილი იყო"
"ჩვენმა ბერმა გამოცდილებით იცოდა, რომ "ყოველი რჯულის გარდასვლა-დარღვევა და ურჩობა სამართლიან საზღაურს მიიღებს". ის გვიამბობდა, რომ ერთხელ, როდესაც ხეზე სეფისკვერის ბეჭედს ჭრიდა, დანა აუცდა და ოდნავ მკერდში ჩაერჭო. თუმცა სერიოზულად არ დაშავებულა, მაგრამ აინტერესებდა, თუ რატომ დაუშვა ღმერთის სიყვარულმა ასეთი რამ. მაშინ საკუთარმა სინდისმა, რომელიც განუწყვეტელი სინანულის გამო საკმაოდ გაფაქიზებული ჰქონდა, მიუთითა, რომ რაღაცაში მორჩილების სიზუსტე დაერღვია".
"ჭეშმარიტად სულიერი ცხოვრება მხოლოდ მორჩილებაზე შეიძლება იყოს დაფუძნებული და ეს საფუძველი მუდმივად უნდა ღრმავდებოდეს და მტკიცდებოდეს: მხოლოდ მორჩილ გულში მოქმედებს ღმერთი, მხოლოდ მორჩილისათვის ავლენს თავის ძალას. მამებს აქვთ აფორიზმი: "ღმერთი გამგონეს უგონებს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ასეთ სიტყვასაც გეტყვით: მორჩილების ტვირთი მიჩნეულია სხვა სათნოებათა შედეგად, ისევე, როგორც უფლის ვნებათა ჯვარი. და როგორც ავაზაკი შევიდა სამოთხეში ჯვრით, ასევე ჩვენც მორჩილებით, როგორც ჯვრით, შევდივართ სასუფეველში".
/იოსებ ათონელი/
"ადამის მეორე ცოდვა ღვთისადმი ურჩობა იყო, სურვილი, თვითონ გამხდარიყო "ვითარცა ღმერთი" (დაბ. 3,5), სურვილი თავისუფლებისა არა ღმერთში, არამედ ღვთის გარეშე. ამიტომ მადლის მოსახვეჭად ადამიანმა მორჩილება უნდა ისწავლოს. ეს პირველ რიგში ეკლესიისადმი მორჩილებაა (ეკლესიის მეშვეობით - სახარების მცნებებისა), შემდეგ კი მორჩილება ერში: მორჩილება სახლში, სამსახურში - სიტყვიერი, მორჩილება ყველას მიმართ. ეს საკუთარი ადგილის გააზრებაა ეკლესიაში, საზოგადოებაში, ოჯახში".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მორჩილება არის სამარე საკუთარი ნებისა და აღდგომა სიმდაბლისა"
/ღირსი იოანე სინელი/
"სული მორჩილისა ზღვასავითაა; ჩააგდე ზღვაში, იგი წუთიერად ააღელვებს მსუბუქად ზედაპირს, შემდეგ კი ჩაიძირება მის სიღრმეში. მწუხარებაც ასე იძირება მორჩილის გულში, იმიტომ, რომ მასთანაა ძალა უფლისა".
/წმ. სილუანი/
"ვინც მორჩილებით ცხოვრობს, ის სულ ოდნავ ეხება მიწას, მორჩილება ცეცხლოვანი კედელივით დგას ქვეყანასა და მის სულს შორის. საკუთარ გულში შესვლა ადამიანს მხოლოდ მორჩილების მეშვეობით ძალუძს, სხვაგვარად ვნებები, როგორც შავი ფარდა, გულს შეუღწევადს გახდიან გონებისათვის, საკუთარი ზრახვებითა და საერო ცოდნით დამძიმებული გონება კი, თავის მხრივ, გულში ვერ შევა, როგორც ჩასქელებული სხეული ვერ გავა ვიწრო კარში".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"იმისათვის, რომ გადარჩე, უნდა იყო მორჩილი, იმიტომ, რომ ამაყი ძალითაც რომ დასვა სამოთხეში, იგი იქაც არ იქნება კმაყოფილი, იქაც ვერ იპოვის სიმშვიდეს და იტყვის: "რატომ არ ვარ მე პირველ ადგილზე?" მორჩილი სული, ავსებული სიყვარულით, არ ეძებს პირველობას, არამედ ყველასათვის სიკეთე სურს, ყველაფრით კმაყოფილია".
/წმ. სილუანი/
"მორჩილება არის მოქმედება განსაცდელის გარეშე, თვითნებური სიკვდილი, ცნობისმოყვარეობის გარეშე ცხოვრება, ჭირის უდარდელად გადატანა. ღვთის წინაშე უზრუნველი სიტყვისგება, სიკვდილი უშიშარი, უსაფრთხო ცურვა, მოგზაურობა ძილში".
/ღირსი იოანე სინელი/
"მორჩილებ? სამოთხეში წახვალ".
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"მორჩილი სიყვარულით, სიხარულით და მზადყოფნით ანდობს საკუთარ ნებასა და გონებას სულიერ მოძღვარს, რითაც თავისუფლდება ამქვეყნიური საზრუნავის უმძიმესი ტვირთისაგან და შეიმეცნებს ფასდაუდებელს - ღვთაებრივ სიწმინდეს".
/არქიმანდრიტი სოფრონი/
"მორჩილი, რომელიც უკეთურ აზრს შეიწყნარებს თავის მოძღვარზე და მისდამი ნდობას დაკარგავს, ისე დაეცემა, როგორც გუმბათი, როცა მას საყრდენ ლოდს გამოაცლიან".
/ღირსი პაისი ათონელი/
"წმინდა მამები მორჩილებას იმიტომ აყენებდნენ ლოცვასა და მარხვაზე მაღლა, რომ მორჩილების გარეშე ადამიანმა შეიძლება თავი დიდ მოღვაწედ და მლოცველად წარმოიდგინოს, ხოლო ვინც ყველაფერში მოიკვეთა საკუთარი ნება მოძღვრის წინაშე, იმან წმინდა გონება შეიძინა"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"1932 წლის 1 ივლისს ჩემთან სტარი რუსიკიდან მამა პანტელეიმონი მოვიდა. მე ვკითხე, როგორა ხარ-მეთქი, მან კი მხიარული სახით მიპასუხა:
- ძალიან მიხარია.
-რა გიხარია,მამაო?
- ყველა ძმას ვუყვარვარ.
-რისთვის უყვარხართ?
- ყველას ვემორჩილები, როცა სადმე მაგზავნიან, - მიპასუხა მან.
და მე ვიფიქრე, რა ადვილია ღვთის სასუფევლისკენ მიმავალი გზა-მეთქი. მან მშვიდობა ღვთის მორჩილებით მოიპოვა, რომელსაც ღვთის გულისათვის აღასრულებს, და ამიტომ თავს კარგად გრძნობს".
/ღირსი სილუანე ათონელი/
„მორჩილი ღვთის ნებას არის მინდობილი და არ ეშინია სიკვდილისა, რადგან მისი სული მიჩვეულია ღმერთთან ერთად ცხოვრებას და უყვარს იგი. მან მოიკვეთა თავისი ნება და ამიტომ არც სულს, არც ხორცს არა აქვს ისეთი ბრძოლა, ურჩსა და თვითრჯულს რომ ტანჯავს“
/ღირსი სილუანე ათონელი/
"მორჩილ ადამიანს საყვედური არ ეუხერხულება, არც შეურაცხყოფა ააპილპილებს. მორჩილი დარდში ხარობს და მწუხარებაში მადლობას აღავლენს"
/წმ. ეფრემ ასური/
"უფალი ჩვენს მონანიებას არა ღვაწლის, არამედ მორჩილების მიხედვით შეიწირავს"
/ღირსი იოანე სინელი/
"სანამ ნებაყოფლობით ვცოდავთ, არ არის ჩვენში მორჩილება"
/ღირსი იოანე სინელი/
"გიყვარდეს მორჩილება, ის ყველა შენს ცოდვას დაფარავს"
/ღირსი ანტონი დიდი/
"ენა შეაჩვიე "მაპატიე"-ს წარმოთქმას და მორჩილებას მოიპოვებ"
/ღირსი ისაია განშორებული/
"მორჩილებას კვებავს სიმდაბლე, და სიმდაბლეს - მორჩილება"
"ჭეშმარიტი მორჩილება უნდა იყოს გააზრებული და შემოქმედებითი; ის არ არის ცხოვრების ისეთი წესი, როცა ვინმეს მარტივად ვუჯერებთ და მხოლოდ მის მითხოვნებს ვასრულებთ, არამედ უნდა გვესმოდეს, რა არის საქმისთვის სასარგებლო".
"ვამჯობინებს ეკლესიის მორჩილი ვიყო, ვიდრე მასზე უფრო ჭკვიანი და მისგან დაშორებული"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"მორჩილება და მოთმინება უფრო ძლევამოსილია, ვიდრე - საყვედური, თუნდაც, - სამართლიანობაზე დაფუძნებულიც"
"მორჩილება მორჩილებას მოჰყვება. ვინც ღმერთს უსმენს, მას ღმერთიც მოუსმენს"
/ამბა მოსე/
"უქმნელი ნათლის ჭვრეტაში ადამიანი მორჩილებით შედის. უქმნელი ნათლის ჭეშმარიტად ჭვრეტის გარანტია სრული და უდავო მორჩილებაა"
"მორჩილება ადამიანური ფილოსოფია არ გეგონოთ. მოჩილება არის ჩვენი განახლების ნამდვილი აზრი და არსი. მორჩილება განახორციელა იმან, ვინც ჩვენი ცხონებისთვის ჩვენთან ჩამოვიდა, დაიკლა და თავისი სისხლით გამოგვისყიდა. მორჩილებით მიაღწია სიწმიდეს ყველა წმიდანმა. როდესაც მორჩილებაში გულმოდგინეები იქნებით, ეს სიმდაბლეს შობს. მას, ვინც გამგონეა და არასდროს აღასრულებს საკუთარ ნებასა თუ გადაწყვეტილებას, კარგად გაუგია აქ ყოფნის აზრი და გონივრულად ცხოვრობს".
/ბერი იოსებ ვატოპედელი/
"მორჩილებაზე სიტყვას დავასრულებთ წმიდა იოსებ ისიქასტის პასუხით ღირს ეფრემ კატუნაკელის კითხვაზე: "მამაო, ნუთუ ადამიანი მორჩილების გარეშე ამ ყველაფერს ვერ მიაღწევს?" დიდმა ბერმა ლაკონიურად მიუგო: "მიაღწევს, მაგრამ ვერ შეინარჩუნებს".
"ჩვენ მორჩილი შვილები გვინდა გვყავდეს, თავად კი არ გვსურს ღვთისადმი მორჩილება"
"მორწმუნე ყველა საქმეს კურთხევით და ღვთის სადიდებლად უნდა აღასრულებდეს. ვინც ყველაფერს მორჩილებითა და ლოცვა-კურთხევით კეთილად აღასრულებს, მისი შედეგი მუდამ პატიოსანი, წმინდა და წარმატებულია. ასეთი ადამიანი ყველა საქმეში სარგებელს ჰპოვებს და მცირედით დიდს აღწევს"
"ჯოხი რომ დაგინიშნონ უფროსად, იმასაც უნდა დაემორჩილოთ. აი, ეს არის მორჩილება!"
/კათოლიკოს-პატრიარქი ილი II/
"მორჩილება აღმოფხვრის თავის მოტყუებას, ყურადღების გაფანტვას, სიზარმაცეს; იგი მიგვიძღვის საკუთარ თავში ჩაღრმავებისა და თვითშემეცნებისაკენ; მორჩილება ადამიანის წინაშე წარმოაჩენს საკუთარი ცოდვილი ბუნების სრულ სიღრმეს და თავისთავად აღძრავს სინანულის ცრემლს ცოდვათა გამო"
/სქემარქიმანდრიტი პანტელეიმონი (აგრიკოვი)/
"შეიძლება გარეგნულად მორჩილებაც იყოს მოწყენილობის გამოხატულება, მაგრამ ეს არის არა შინაგანი მდგომარეობა, სულიერი ღვაწლი, არამედ გარეგნულად გამოხატული ქმედება"
"ჭეშმარიტად მორჩილებაში მყოფ მოღვაწეს მოწყენილობის ვნება არ ეუფლება. ჭეშმარიტი მორჩილებისათვის ყველანაირი ვნება უცხოა. მორჩილება საოცარი ღვაწლია, რომელიც მოღვაწეს ყველა ვნებასა და ცოდვას დააძლევინებს"
"ჭეშმარიტ მორჩილებაში მყოფთათვის უცხოა ქონებისა და მატერიალური სიმდიდრის მოპოვების სურვილი. ადამიანი თუკი მართლა შეუდგება მორჩილებას, საკუთარ თავს, საკუთარ ნებასა და სურვილებს უარყოფს, ასეთს დაუძლევია მიწიერი ქონებისა და მატერიალური სიმდიდრის მოხვეჭის სურვილიც. მიწიერი საგნების უარყოფა გაცილებით ადვილია, ვიდრე სურვილებისა და ნების"
"ჭეშმარიტი მორჩილებისათვის, ვინც ჭეშმარიტად შედგომია მორჩილების ღვაწლს, ლოცვა ძალიან მარტივია. მორჩილებაში მყოფი ადამიანი, რადგან ყველაფერს მოძღვრის კურთხევით ასრულებს, იგი დაცულია ლოცვის დროს ბოროტისაგან, მას არაფერი ევნება"
"მორჩილება სამ ეტაპად იყოფა:
ა) ვემორჩილები, რათა ურჩობით სული არ დავიღუპო.
ბ) ვემორჩილები, რათა მომავალ ცხოვრებაში სასყიდელი მივიღო.
გ) ვემორჩილები სიყვარულის გამო.
მესამე მორჩილებაა სრულყოფილი მორჩილება.
მორჩილს არ ეშინია ღვთის სასჯელის, რადგან უყვარს თავისი მოძღვარი, და რასაც აკეთებს, მოძღვრის და შემდეგ ძმის სიყვარულის გამო აკეთებს. და ვინაიდან მასში სიყვარული სუფევს, შიში არა აქვს.
როგორც თავისი მოძღვარი უყვარს, ასევე უყვარს უტკბესი იესოც".
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/
"წმინდა მამათა ნაშრომებს თუ დაუკვირდებით, ნახავთ, რომ ბევრმა მათგანმა სიწმინდეს ადვილად, უშრომლად მიაღწია, ყოველგვარი ასკეტური მოღვაწეობისა და თავდადების გარეშე. როგორ? მორჩილება აირჩიეს"
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/
"გამოცდილებით დავრწმუნდი, რომ მორჩილება ლოცვაზე აღმატებულია"
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/
"- მორჩილების გარეშე შეუძლებელია, რომ ლოცვა გვქონდეს?
- ახლავე გეტყვით. ერთ ბერს ორი მორჩილი ჰყავდა. ერთს სამაგალითო მორჩილება ჰქონდა, მაგრამ ლოცვაში უნაყოფო იყო. მეორე ურჩი იყო, თუმცა ლოცვის დროს ცრემლებად იღვრებოდა. ბერს უკვირდა და რჩევისთვის თავის მოძღვართან წავიდა. მისი მოძღვარი ბრძენი იყო და ურჩია, ცოტა ხანს მოეცადა და მაშინ დაინახავდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები. მართლაც, გარკვეული დროის შემდეგ სამაგალითო მორჩილმა ლოცვის მადლი იგრძნო, ცრემლებითა და სიხარულით აღივსო, ხოლო მეორემ რაც ჰქონდა, ისიც დაკარგა და ცარიელი დარჩა"
/ღირსი ეფრემ კატუანკელი/
"მორჩილებას ადამიანი მიჰყავს არა მხოლოდ ხორციელ, არამედ სულიერ უვნებობამდეც"
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/
"მორჩილი მეფეა; მას ვერავინ ამხელს. ცხადია, როცა მორჩილებას აღასრულებს. იცით, როგორ ვგრძნობდი თავს მორჩილობის პერიოდში? არწივი ვიყავი"
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/
"გაცილებით ადვილია მორჩილება, როდესაც ადამიანს სიმშვიდე აქვს მოპოვებული"
"მორჩილება მოწამეობის ტოლფასად მიიჩნევა, რადგან იგი საკუთარი ნების წინააღმდეგ მოღვაწეობას გულისხმობს, ერთგვარი სულიერი ბრძოლაა - აკეთებ იმას, რისი გაკეთებაც არ გსურს. აქ არის სიბრძნე მორჩილებისა: აკეთებ იმას, რაც ღმერთს ნებავს და არა იმას, რაც შენ. წმინდა მამებს სამ ეტაპად აქვთ დაყოფილი მორჩილების ხარისხი. პირველია, როდესაც არ ემორჩილები სულიერი მამის ლოცვა-კურთხევას, მაგრამ გარეგნულად მაინც ასრულებ, მეორეა, როდესაც მას ნაწილობრივ ემორჩილები, ხოლო მესამე - როდესაც ლოცვა-კურთხევას სრულად ემორჩილები"
"ვინც ჭეშმარიტ მორჩილებას მიაღწია, თავმდაბლობასთან მიმყვან გზაზე დგას"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"მოღვაწე მანამ ვერ იქნება ჭეშმარიტი მორჩილი, ვიდრე საკუთარ ცოდვილობას არ შეიგრძნობს და იმ უკეთურ საქმეებს არ შეიცნობს, მან რომ ჩაიდინა"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"მორჩილების გარეშე ყოვლად წარმოუდგენელია კეთილსინდისიერება. კეთილსინდისიერი უნდა იყო სამთავე შემთხვევაში: ღვთის, სულიერი მამისა და გარშემომყოფ, როგორც სულიერ, ისე უსულო საგანთა წინაშეც"
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"მე ვეზიარები მორჩილების ღვაწლს, რათა ქრისტეში დავიბადო. მორჩილება აუცილებელია, რადგან სწორი გზიდან გადახვევის მრავალი საფრთხე არსებობს"
"საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა მოიცილე და მორჩილებას მაშინვე ისწავლი". რადგანაც ის ადამიანი, ვისაც თავის თავზე განსაკუთრებულად დიდი წარმოდგენა აქვს, ვერასოდეს ვერავის დამჯერი ვერ გახდება და სამუდამოდ ურჩობით იცხოვრებს. ერთადერთი გზა გამოსწორებაა"
"თუ მორჩილების გარეშე წამოწყებული საქმე, სულიერ სიმშვიდეზე მნიშვნელოვანი გახდება, არც საქმე წარემართება და აღარც სულიერი სიმშვიდე"
"სულს იხსნი, თუკი მორჩილებით ქრისტეს მიემსგავსები"
"მორჩილების გარეშე ხსნის გზას ვერ დაადგები. მორჩილება კი ჭმუნვის გარეშე არ არსებობს"
/ბერი სვიმეონ ათონელი/
"ის ვინც მორჩილებას სწავლობს ხელახლა იბადება"
"ჭეშმარიტი მორჩილება მუდამ შეუმჩნეველია, ამიტომ მისი პოვნა რთულია. ხოლო როდესაც მიაგნებ, გახსოვდეს, რომ არასოდეს გიღალატებს"
"მორჩილებისათვის მხოლოდ თქვენი სურვილია საკმარისი, მის უნარს უფალი გიბოძებთ"
"მორჩილება მთელ დედამიწას შემოივლის და დაბრკოლებას ვერც მიწაზე შეხვდება და ვერც ზეცაში"
"მამა გაბრიელს [აღმსარებელი და სალოსი] ვაშლი შემოსწირეს და მითხრა: - მურაბა გავაკეთოთ, ოღონდ მარცვლებიანად მოხარშე. მე არ დავუჯერე, რადგან ვიფიქრე ამჟავნდება-მეთქი და ჩემებურად გავაკეთე. გამოხდა ხანი და ყველა ქილა ამჟავდა.
ერთხელ 30 კვერცხი შემოსწირეს. მან აკურთხა და უთხრა, რომ 15 ცალი უკან წაეღოთ. არ წაიღეს - თქვენ გქონდეთო. მალე ის 15 კვერცხი გაფუჭდა - აი, ურჩობის ნაყოფი - თქვა გაბრიელ ბერმა და გადაყარა.
ერთხელ მაამ გაბრიელმა შემოწირული ცხვარი ექიმს აჩუქა - წაიყვანეო. ექიმმა იუარა იმ მიზეზით, რომ უფასოდ მკურნალობდა. სამი დღის შემდეგ ცხვარი მოკვდა. მამა გაბრიელმა თქვა: აი, ურჩობის ნაყოფი! ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს, შემოწირული ცხვარი მომკვდარიყოს!"
/მონოზონი პარასკევა/
"უხალისო მორჩილებას თქვენ უწოდეთ მექანიკური მორჩილება, ფაქტობრივად, ხდება ისე, რომ მხოლოდ ის მორჩილება მოქმედებს ნაყოფიერად ზნის ჩამოყალიბებაზე, რომელიც სრულდება საკუთარი ნებისა და საკუთარი მოსაზრებების საწინააღმდეგოდ"
/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/
"როცა მორჩილება უფლის გულისთვისაა, მაშინ უფალი მორჩილს თავის ფრთებქვეშ მიიღებს და იცავს მას"
/სქემიღუმენი ხარიტონი (დუნაევი)/
"მორჩილება აწესრიგებს აზროვნების მიმდინარეობასაც. ამ დროს ცდილობენ შეიგრძნონ და დაემორჩილონ ღვთის ნებას, მოიქცნენ არა თავის გეგმების, სურვილების, მოთხოვნილებისდა მიხედვით, არამედ ისე, როგორც ეს ცხოვრების შინაგან რიტმს მოაქვს"
/დეკ. დავით ციცქიშვილი/
"მორჩილი, რომელიც მოძღვრის სრულ მორჩილებაში იყო, მიიღებს მისი ლოცვის მადლს მის სიცოცხლეშივე და განსაკუთრებით - მოძღვრის გარდაცვალების შემდეგ"
"მორჩილება ყველაფერზე მაღლა დგას. ყველაფერი მორჩილებით მოიხვეჭება"
/მონაზონი იოსებ დიონისიატისი/
"მორჩილება პირველი აღკვეთს გონების მიმოტაცებას, რომელიც უნაყოფოს ხდის ლოცვას; მორჩილება შობს სიმდაბლეს, სიმდაბლე კი განაქარვებს გულის სისასტიკეს, რომლის დროსაც ლოცვა მკვდარია; მორჩილება განაგდებს შფოთს, რომელიც უსარგებლოდ აქცებს ლოცვას; მორჩილება შობს ლმობიერებას, მისი შეწევნით კი ლოცვა ცოცხლდება, ფრთას ისხამს და ცად ადის. მაშასადამე, მორჩილება მხოლოდ გონების მიმოტაცებას კი არ ებრძვის, არამედ შფოთისა და გასასტიკებისგანაც იცავს გულს, უნარჩუნებს მას სიმდაბლეს და სიმშვიდეს"
/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი)/
"მორჩილება - იგივე ბოროტის ურჩობაა"
"მორჩილს შეუძლია მოცდა, ამპარტავანი კი მრისხანებს"
"თუ ადამიანი სულიერი მოძღვრისგან შორს ყოფნის დროსაც ისე აკეთებს ყველაფერს, რასაც მისი მოძღვარი დაავალებდა და ეტყოდა, ასეთი ადამიანი მორჩილების სულიერ საფეხურებზე ასულა"
"მორჩილ ადამიანს საყვედური არ ეუხერხულება, არც შეურაცხყოფა ააპილპოლებს. მორჩილი დარდში ხარობს და მწუხარებაში მადლობას აღავლენს"
/ღირსი ეფრემ ასური/
"მორჩილებაში მყოფ ადამიანს გაცილებით ნაკლები ბრძოლები აქვს, ვიდრე სხვებს. თუ ადამიანი ჭეშმარიტად შეუდგება მორჩილებას, ძალიან ადვილად შეუძლია მოიპოვოს სულიერი წარმატებები"
"უპოვარი მორჩილი, ვინც სიმდაბლით აღასრულებს მორჩილებას, სულიერების უმაღლეს საფეხურზე იმყოფება"
"სრული მორჩილების გარეშე, თავგანწირვის გარეშე ადამიანი ვერ შეუდგება ზნეობრივ განწმენდის გზას, ვერც კი იფიქრებს რაიმე სახის განწმენდის გზას, ვერც კი იფიქრებს რაიმე სახის სრულყოფილებაზე"
"ვერიდოთ ურჩობას და გამოვიწრთოთ მორჩილებაში"
"ღვთისადმი მორჩილება, ღვთისათვის დაჯერება არის სიკეთე, ხოლო ღვთისადმი ურჩობა - ბოროტება"
/აკაკი მინდიაშვილი/
"მორჩილი, რომელიც გულზე იესუს ლოცვას იწერდა, როგორც ჩანს, ლოცვის მთელ ძალას სიტყვებს ანიჭებდა. დაე, მიეჩვიოს ღვთის წინაშე სიარულს და ყველა მორჩილების შესრულებას საუკეთესო სახით და იცოდეს, რომ უფალი უყურებს მას... და მორჩილების კარგად შესრულებისთვის მას ჯილდოს უმზადებს, ხოლო დაუდევრად შესრულებისთვის (ოღონდაც საქემ მოიშოროს) - არაფერს არ რაიმე სასჯელს მიიღებს... ამ სახით იგი გონიერ და ყურადღებით ლოცვას მიეჩვევა"
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"ჰოი, ნეტარო მორჩილებავ, ვინც შენს უღელში გაყოფს თავს, მუდამ მშვიდი და მხიარული იქნება. ნაყოფი მანუგეშებელია, თუმცა, დიდ შრომას მოითხოვს. წმინდა მამები მორჩილებას მოწამებასაც კი უთანაბრებდნენ. მიეცი სისხლი და მიიღე სული. ჭეშმარიტი მორჩილებით იბადება თავმდაბლობა, უვნებობა, გონიერებაც კი - ნუ გაგიკვირდება, მაგრამ ესაა ჭეშმარიტება".
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"იცოდე, რომ მორჩილების გარეშე მორჩილი ვერ ვიქნებით"
/ღირსი იოანე ბალაამელი/
"თუკი ადამიანს არ უნდა მორჩილების საქმეში შეცდომა დაუშვას, მთელი სულით უნდა ისწრაფოს ღმერთის ნება აღასრულოს ყოველ დიდ თუ მცირე საქმეში, ხოლო თვით მორჩილება განვლოს არა როგორც რომელიმე ადამიანის მიმართ ფორმალური (ან პირიქით - მიკერძოებული) ხელქვეითობა, არამედ ეს სათნოება მოიპოვოს და შეითვისოს, როგორც სულის თვისება, რათა საკუთარი ნება ნებისმიერი მოყვასის წინაშე ადვილად მოიკვეთოს, იქნება ის მღვდელმთავარი თუ უბრალო ძმა"
/მღვდელმონაზონი კონსტანტინე (კოვალჩუკი)/
"თავისი მორჩილებით იმგვარ სრულქმნილებას მიაღწია, რომ მისი ღვაწლი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატებოდა"
"მორჩილების სურნელება"
"ბრმა და მხიარული მორჩილება"
"არ ძალმიძს აღვწერო, რას ნიშნავს ნამდვილი მორჩილება. ახლა რომ მორჩილებაზე გესაუბრო და მერე გითხრა, "მიდი, ყირაზე დადექი", და შენ დამემორჩილო, ეს არ არის მორჩილება. მორჩილებაა, როცა უზრუნველად ხარ, ან საერთოდ არ ფიქრობ მორჩილებაზე, და უეცრად გავალებენ რაღაცას, შენ კი სიხარულით ასრულებ დავალებას. როცა საქმით ხარ დაკავებული, არ ხარ ყურადღებით, არ ხარ მზად სხვა რამისთვის და ამ დროს დაგამდაბლებენ, მაშინ გამოჩნდება შენი საქციელით, ასრულებ თუ არა მორჩილებას"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"მორჩილება! აბა, რა გითხრათ, კარგად მესმოდა მისი მნიშვნელობა! სიხარულითა და სიყვარულით დავეწაფე მორჩილებას და სწორედ ამ ბრმა მორჩილებამ მიხსნა. მის გამო ღმერთმა ნიჭი მომმადლა. დიახ, ისევ გიმეორებთ, ჩემი ბერების სრულ მორჩილებაში ვიყავი. ეს იყო მორჩილება არა იძულებით, არამედ სიხარულითა და სიყვარულით. ერთგულად მიყვარდა ისინი და სწორედ ამ სიყვარულის მეშვეობით ვგრძნობდი და ვხვდებოდი, რა სურდათ მათ. სანამ ისინი მეტყოდნენ, მე უკვე ვიცოდი, რა და როგორ უნდოდათ. ხან აქეთ ვიყავი, ხან იქით, სრული თავდადებით ვემორჩილებოდი და მათთან ახლოს ყოფნით ჩემი სული სიხარულისგან დაფრინავდა. აღარავისზე ვფიქრობდი. მორჩა მშობლებიც, ნაცნობებიც, მეგობრებიც, წუთისოფელიც. ჩემი ცხოვრება იყო ლოცვა, სიხარული და ბერების მორჩილება"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"მთელი გულმოდგინებით დავეშურე და დავეწაფე მორჩილებას. დანარჩენი, რაც ღმერთმა ჩემს ცხოვრებაში განაგო, თავისთავად მოხდა. წინასწარ ცნობის ნიჭიც მორჩილების გამო მომეცა ღვთისგან. მორჩილება ქრისტეს მიმართ სიყვარულის ნიშანია, და ქრისტესაც განსაკუთრებით უყვარს მორჩილები. ამიტომაც ამბობს: "მე მოყუარენი ჩემნი მიყუარან, და რომელნი მეძიებენ მე, მპოვონ". წმინდა წერილში ყველაფერი წერია, მაგრამ დაფარულად".
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"არასდროს ეგოისტს მორჩილება არ შეუძლია"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"სწორედაც, დაე, ჭრილობამ დამწვას, როგორც სამმა ცეცხლმა; სანამ მორჩილებას არ ვისწავლი, როგორც ზეციური ანგელოზი.
სანამ შენი ნებისადმი მორჩილება, უფალო, ერთადერთი ნუგეში არ გახდება ჩემს დღეთა და ღამეთა, უკუნითი უკუნისამდე"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"მორწმუნენი არიან, უფალო, მაგრამ მორჩილი ცოტაა.
ვისი მორჩილი უნდა ვიყო, თუ არა ყოვლისშემძლისა? განა ამაყენებენ დაცემულნი და მოკვდავნი განმამტკიცებენ?
ვისი მორჩილი ვიყო, თუ არა უბრძნესისა? განა უსწავლელთ შეუძლიათ, მასწავლონ და განა უბირნი ჭეშმარიტებას გამიცხადებენ?
ვისი მორჩილი ვიყო, თუ არა უწმიდესისა? განა ცოდვილნი გადამარჩენენ და ავაზაკნი იხსნიან ჩემს სულს?"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ჭეშმარიტი მორჩილები ღვთისაგან ერთ ფასდაუდებელ ნიჭს იღებენ - წმინდა უზრუნველობას, ყოველ სხვა თავისუფლებაზე ტკბილი და უკეთესი რომ არის. ასეთი ჭეშმარიტი მორჩილი - თანაც სულ სხვადასხვა იერარქიულ საფეხურზე მყოფი - მონასტრის უბრალო მშრომელით დაწყებული და ეპისკოპოსით დამთავრებული, ჩემს ცხოვრებაში არც ისე ცოტა შემხვედრია"
/მიტროპოლიტი ტიხონი/
"მორჩილება სულიერი ცხოვრების ყველაზე საიმედო საყრდენია"
/მიტროპოლიტი ტიხონი/
"მორჩილების განუმეორებელი მდგომარეობის არსი ის უდრტვინველი ბედნიერებისა და თავისუფლების უშფოთველი შეგრძნებაა, რომლის წართმევაც არავის და არაფერს ძალუძს; როცა ყოველმხრივ დაცული ხარ, რადგან თავად ღმერთს ჩაუკიდია შენთვის ხელი და არაჩვეულებრივი, მხოლოდ მისთვის ცნობილი მიზნისკენ მიგიძღვის. დროთა განმავლობაში ეს მდგომარეობა წარსულს ბარდება, მაგრამ ამბობენ, ხანგრძლივი ღვაწლის შემდგომ ისევ გიბრუნდება - თანაც გაათმაგებული ძალით და განბრძნობილი სულით"
/მიტროპოლიტი ტიხონი/
"მოძღვრის მორჩილებაც ხომ თავისებური მოწამეობაა, როცა კაცს ქრისტეს გულისთვის მოუკლავს საკუთარი ნება და სულიერ მამას დამორჩილებია"
"საკუთარი ნების მოკვეთა - უმოკლესი გზაა სრულქმნილებისკენ"
/ღირსი აბბა დოროთე ღაზელი/
"მორჩილება მოძღვრისადმი სულის ცხონების საწინდარია, ხოლო უმორჩილობა საწინდარია სულის წარწყმედისა, ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია მორჩილების სათნოების შეყვარება და მისი მოხვეჭა"
"მხოლოდ მორჩილ გულში მოქმედებს ღმერთი, მხოლოდ მორჩილისათვის ავლენს თავის ძალას. მამებს აქვთ აფორიზმი: "ღმერთი გამგონეს უგონებს"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ურჩობა შელახული თავმოყვარეობისაგან წარმოიშობა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მორჩილება ადამიანს გულისთქმებისაგან ათავისუფლებს: ყველაფერი მისთვის და მის მაგივრადაა გადაწყვეტილი. ეს უზარმაზარ ძალას ზოგავს ლოცვისათვის. ამიტომ ისინი, ვინც მორჩილებაში არიან, უწყვეტ ლოცვას მალევე იხვეჭენ. როგორც სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი ამბობს: ჭეშმარიტი მორჩილი მხოლოდ წაიკითხავს "სამწმიდას" და მასში უკვე თვით მადლი ლოცულობს. როცა მორჩილის გულში ცოდვიანი ვნებები აღდგებიან და იგი მათ ამხელს, თითქოსდა აშიშვლებს თავისი დამრიგებლის წინაშე, მაშინ დემონი დანაშაულზე წასწრებული ქურდივით უკან გარბის.
მორჩილი მაშინ ეცემა, როცა იგი ბერისაგან რაიმეს მალავს ან შინაგან წინააღმდეგობაშია მასთან; მაგრამ როცა ინანიებს, ბერი მას წამოაყენებს და ღვთის წინაშე მისთვის ლოცულობს. ის თავის სულიერ შვილს თითქოს საკუთარ სისხლს უსხამს ძარღვებში და მასთან სულიერი ძალები და მადლი სწრაფად ბრუნდება, მაგრამ თუკი მორჩილის ცხოვრება სავსეა გამუდმებული დრტვინვით და ბერის მიმართ უკმაყოფილებით, შინაგანი განკითხვით და მისის (ან მისი ქმედების) დამცრობით, მისი ნებისადმი და დარიგებებისადმი წინააღმდეგობის გაწევით, მაშინ დაცემა გარდაუვალია. მორჩილმა, რომელმაც მკვეთრი უარი თქვა მორჩილებაზე და თავის ნებას ასრულებს, თითქოსდა უკვე დააპროგრამა თავისი დაცემა. ასეთი მოწყობის ადამიანისათვის ალბათ უკეთესია სულაც არ აიღოს თავზე მორჩილების ღვაწლი, როგორც მთრალისთვისაა უმჯობესი, ცეცხლთან არ მივიდეს, რათა შიგ არ ჩაიწვას"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ვინც მორჩილებით ცხოვრობს, ის სულ ოდნავ ეხება მიწას, მორჩილება ცეცხლოვანი კედელივით დგას ქვეყანასა და მის სულს შორის. საკუთარ გულში შესვლა ადამიანს მხოლოდ მორჩილების მეშვეობით ძალუძს, სხვაგვარად ვნებები, როგორც შავი ფარდა, გულს შეუღწევადს გახდიან გონებისათვის, საკუთარი ზრახვებითა და საერო ცოდნით დამძიმებული გონება კი, თავის მხრივ, გულში ვერ შევა, როგორც ჩასქელებული სხეული ვერ გავა ვიწრო კარში.
მორჩილება გონებას მიწიერი ტვირთისაგან ათავისუფლებს, მას დანასავით ბასრს ხდის, მორჩილება ადამიანის გულში ვნებების ცეცხლს წყალივით აქრობს, ამიტომ მორჩილის გონება და გული იესოს ლოცვაში სწრაფად ერთდება"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"თითოეულ ურჩობაში ადამის ცოდვის გამეორებაა, მორჩილება კი - ჩვენთვის ჯვარცმული ქრისტეს სახეა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"მორჩილების დასაწყისი - ეს არგანკითხვა და დამორჩილებაა. მისი შუალედი - უნდობლობაა საკუთარი თავისადმი, სწრაფვა საკუთარი ნების მოკვეთისადმი როგორც დიდში, ასევე მცირედში. ხოლო უსასრულო დასასრული - სიმშვიდისა და მოსვენების, ჭეშმარიტი თავისუფლების გრძნობაა და ამავე დროს შიში: ჩვენი დაცემული ნება თავისი დაფარული ვნებებით რაიმეში შეუმჩნევლად არ გამჟღავნდეს. მაშინ ადამიანი მზადაა პატარა ბავშვსაც დაემორჩილოს, ოღონდაც თავის თავს არა.
ვინც ამბობს, რომ ამჟამად გამოუცდელი დამრიგებლები არიან, რომ მონასტრების წინამძღვრები გარეგნული ცხოვრებით მეტად არიან დაკავებულნი, ვიდრე შინაგანით, რომ რჩევას ვერავის ჰკითხავ, ისინი დამრიგებლად საკუთარ თავს ირჩევენ, ანუ თავიანთ გონებას და განხურვებულ ვნებებს. ამ "დამრიგებლებს" კი თავის მხრივ ხელმძღვანელობს უჩინარი "სტარეცი", რომლის სახელია - ეშმაკი"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"თუ საშუალება არ არის მორჩილების აღთქმის აღსრულებისა, - არავინაა, ვისაც დავემორჩილებოდით, მაშინ უნდა ვიქონიოთ იმის მზადყოფნა, რომ ყველაფერში ღვთის ნების თანახმად ვიმოქმედოთ. მორჩილება ორი სახისაა: გარეგანი და შინაგანი"
/ღირსი ნიკონი/
"გარეგანი მორჩილებისას საჭიროა სრული დაჯერება, ნებისმიერი დავალებული საქმის უსიტყვოდ შესრულება. შინაგანი მორჩილება ეხება შინაგან, სულიერ ცხოვრებას და მოითხოვს სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობას. თუმცაღა, სულიერი მოძღვრის რჩევები წმიდა წერილს უნდა შევადაროთ... ჭეშმარიტი მორჩილება, რომელსაც სულისთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს, არის ის, როდესაც მორჩილებისას საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ აკეთებ იმას, რაც შენს სურვილს არ ეთანხმება. ასეთ შემთხვევაში უფალს ხელში აჰყავხარ და ისე გატარებს"
/ღირსი ნიკონი/
"მორჩილების გარეშე შეუძლებელია რაიმეს ნამდვილი შესწავლა: იმისთვის, რომ რაიმე აითვისოს, აუცილებელია მორჩილება. ამიტომ ასეთი ადამიანი თავის თავს უმეცრებისთვის წირავს, განსაკუთრებით - სულიერი თვალსაზრისით"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ჰოი, ყოვლადწმინდაო ქალწულო მარიამ, დაგვეხმარე, რათა ღვთის მორჩილებაში დაგემსგავსოთ!"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"ყოველი მსახურება აღასრულე, როგორც ღვთისგან მოცემული მორჩილება, დრტვინვის გარეშე"
/სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)/
"მორჩილი - ეს მადლიერი და კმაყოფილი ადამიანია"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/
"მორჩილი - ეს მადლიერი და კმაყოფილი ადამიანია"
/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/
"რაკი მენდობი და გჯერა ჩემი, ცოდვილისა, გეტყვი: შენი ახლანდელი მორჩილება შენივე ხასიათის თავისებურებების გამო ყველაზე მეტად შეეწევა შენს ცხონებას. მაშ იღვაწე, ბეჯითად შეასრულე შენი მორჩილება, გწამდეს, რომ მისი მეშვეობით შენს სულს ცხონებას მოუპოვებ"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
"ცოცხალი რწმენისაგან იშვება ღმერთის სრული მორჩილება. ღმერთის მორჩილებისაგან კი - გულისსიტყვათა დაყუდება და სულის მშვიდობა.
აუცილებლად უნდა შეაჩვიოთ გული ღმერთის რწმენას, ღმერთის მორჩილებას. ამის გემოს რომ გაიგებთ, მერე ადვილად მოიპოვებთ სიმშვიდესა და სულიერ ნუგეშს მწუხარების ჟამს"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)