წმიდათა შორის მამისა ჩვენისა იოანე ოქროპირის,
კონსტანტინეპოლელ პატრიარქის მიერ თქმული
ქრისტიანეთა მიცვალებისათვის[size=3]
საყვარელნო! ქრისტიანეთა მიცვალებასა ზედა ანგელოსნი მოივლინებიან ზეცით მეუფისა მიერ, და მოუწოდებენ მონასა მას ღირსსა: ჰოი, ვითარ დიდი საიდუმლო აღესრულების, საშინელი და შესაძრწუნებელი, და ღირსი გალობისა და სახე დიდისა მის სიბრძნისა საღმრთოჲსა! ვითარ განვალს სული ხორცთაგან, ვითარცა სახლისა რაჲსაგანვე, და მივალს მეუფისა თვისისა. ვითარცა ოდეს იგი იშვებოდეს ყრმა, ეგრეთვე მიცვალებაჲცა კაცისა: შობა არს ფრიად უაღრესი მის შობისა, რამეთუ მივალს სული იგი ნათლად ბნელისა ამის სოფლისაგან, - განიხსნების, ვითარცა საკრველისაგან - განვალს დიდებისა ამისგან, განთავისუფლდების ღვაწლისაგან, და მივალს განსვენებად. რამეთუ, ვითარცა მზე ცისკარსა განწმედილსა აღმობრწყინდეს რა, ეგრეთვე სული, განვიდის რა ხორცთაგან, გონებითა წმიდითა ბრწყინავენ, და ვითარცა მეფე შარავანდითა შერავალნ პალატად შემკობილი, ესრეთ არს სული განმავალი ხორცთაგან, და მიმავალი ღმრთისა დიდებასა.
ამას უკვე ესე ვითარსა საღმრთოდ განგებულსა ვიხსენებდეთ, საყვარელნო, და ნუ ვიგლოვთ მიცვალებულთა ზედა უწესოდ და უშვერად, არამედ ვიქმოდეთ მათთვის ქველის საქმესა, და საღმრთოსა მსხვერპლისა შეწირვასა, გლახაკთა მიმართ წყალობასა, ქვრივთა და ობოლთა გამოზრდასა, ლოცვასა და ფსალმუნებასა. ესე არს წესი ქრისტიანეთა და სათნო ღმრთისა შესაწირავი, მიცვალებულისა მის ფრიადი შესაძინელი, და თავთა ჩვენთა დიდი სარგებელი. ამას ვიქმოდეთ, ძმანო, რათა მათცა და ჩვენცა სასუფეველი ღმრთისა დავიმკვიდროთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
[size=4]ღმერთმა აცხოვნოს ყოველი მართლმადიდებლობით არსრულებულნი ქრისტიანენი[size=4]
"პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო, გამობრწყინდა, და სოფელი განანათლა, უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა, და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩვენა ჩვენ, არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმსწავლენ, ეგრეთვე ქრისტესა ღმერთსა ევედრე, მამაო იოანე ოქროპირო, შეწყალებად სულთა ჩვენთათვის."
http://imageshack.us
ქრისტიანისათვის ყოველი დრო დღესასწაულია მისთვის მიძღვნილი საბოძვარი სიუხვის გამო.
დღესასწაული კეთილი საქმეების, სულის ღვთისმოსავი განწყობილებისა და წესიერი ცხოვრების გამოვლენაა. თუ ეს გაქვს, ყოველთვის შეგიძლია იდღესასწაულო.
წმ. იოანე ოქროპირი
ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დასტკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დასტკბებიან ცათა შინა.
წმ. იოანე ოქროპირი
უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.
წმ. იოანე ოქროპირი
შეუძლებელია ხომალდის გარეშე ზღვის გადაცურვა. ქრისტეს წმინდა ეკლესია კი იგივეა ამ სოფელში, რაც ხომალდი ზღვაში. უფალი (განმგებელი) ამ სულიერი ხომალდისა მამა ღმერთია, მესაჭე – მხოლოდშობილი ძეჲ მისი, კეთილი ნიავი – სული წმიდა; ღვთისდა დამორჩილებულნი მენიჩბენი – მოციქულნი და მათი მემკვიდრენი, - მწყემსნი ეკლესიისანი და მოძღვარნი. გემბანზე მყოფნი – ყველა მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ფსკერი და სიმაგრე ხომალდისა – ეს წმიდა სამებისადმი მართალი რწმენაა; მისი უკანა და წინა ნაწილები, აგრეთვე, საჭე გამოხატავენ რწმენის ჭეშმარიტ დოგმატებს, საღმრთო მცნებებს, საეკლესიო გადმოცემებს, სამოციქულო და საეკლესიო კრებათა განწესებებს. ანძა ქრისტეს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარია, რომლითაც ეკლესიაში ყოველივე ერთიანდება და განმტკიცდება; იალქანი სიყვარულია, ღუზა – იმედი. ამ სულიერ ხომალდს, ანუ ეკლესიას, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადაჰყავს ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, ამ სოფლის ზღვის გავლით, ზეციურ სასუფეველში. თუმცა, ღელავს ზღვა და მრისხანე ტალღები აღიძვრიან (რაც დევნასა და წამებას განასახიერებს), მაგრამ ხომალდი არ დაინთქმის. რამდენი მტერი და მდევარიც არ უნდა აღსდგეს წმიდა ეკლესიის წინააღმდეგ, იგი არასოდეს არ დამარცხდება, რამეთუ განმტკიცდება უფლის სიტყვისაებრ: „...აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“.
წმინდა იოანე ოქროპირი
შესანიშნავია, როგორც ნათლად ხედავთ აქ ყოველგვარ საზვერეზე საუბარი ზედმეტია.
წმ.იოანე ოქროპირი
აღსარებისათვის ცოდვათასა
საყვარელნო!აღიარებდით თვისთა ცოდვათა ყოვლითა გულითა წინაშე სულიერისა მამისა თქვენისა,რამეთუ აღსარებითა წყლულებანი სულისანი განიკურნებიან,ვითარ იგი სალმობანი ხორცთანი განცხადებითა მკურნალისათა განმრთელდებიან.ხოლო დაფარვა ცოდვისა მოძღვრის მიმართ დიდად სავნებელ არს-შემდგომად სიკვდილისა სულთა შესაწუხებელ და ეშმაკთა სახარულევან იქმნების.ამისთვის ფრიად სარგებელ არს აღსარება ცოდვათა,ხოლო დაფარვა სიხარულ სატანისა.რამეთუ იგი ლიქნითა ეტყვის,ვითარმედ დღეს ესე სათნო იყავ და ხვალე შეინანე,არამედ,ჰოი კაცო,უწყია მიწევნა ხვალისა დღე ანუ არა?არამედ ჰნებავს უფროსღა სიღრმესა ქვესკნელისასა შთაგდება შენი,რათამცა უნანელი წარგიტაცოს.უკეთუ მწიგნობარი ვინმე იყოს,ესე შთაუთესავს გონებასა შინა ეშმაკი,ვითარმედ თვით უწყი რაისაცა წერილი იტყვის კანონსა.ეგრეთვე ყავ შენცა და ნუ იტყვი აღსარებასა.არამედ,ჰოი საყვარელო,ნუ უსმენ ეშმაკსა და ნუცა ჰყოვნი(აგვიანებ)აღსარებად ცოდვათა შენთა,რათა შენდობილ იქმნე ამასცა სოფელსა და მერმესა მას საუკუნესა,მადლითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა,რომლისა არს დიდება უკუნითი უკუნისამდე,ამენ.
მოვიხსენოთ ყოველნი ცოდვანი ჩვენი,საყვარელნო და ვისწრაფოთ აღხოცად მათდა აღსარებითა და სინანულითა.რამეთუ მრავალნი გზანი მოუცემიან ჩვენდა ღმეღთსა აღსარებისათვის,ვითარცა იტყვის:1)"იტყოდე შენ ცოდვათა შენთა პირველ,რათა განმართლდე" და კვალად იტყვის:"უსჯულოება ჩემი გითხრა შენ და შენ მომიტევე უღმრთოება გულისა ჩემისა";რამეთუ არა მცირედ შეგვეწევის ჩვენ აღხოცად ცოდვათა ჩვენთა აღსარება მათი და ხსენება. 2)და კვალად არს სხვაჩა წამალი აღხოცისა მათისა,რათა არავის ჩვენდა მომართ შეცოდებულისა ვიხსენებდეთ ძვირსა,არამედ შეუნდობდეთ.3)გნებავს რათა მესამეცა გითხრა?ისმინე დანიილ წინასწარმეტყველისა რასა იტყვის:"ცოდვანი შენნი მოწყალებითა აღხოცენ და უსჯულოებანი შენნი შეწყნარებითა გლახაკთათა."4)და კვალად არს სხვაცა გზა ცოდვათა აღხოცისა,ესე იგი არს,ლოცვისა სიმრავლე და ვედრება ღმრთისა უწყინოდ მოგვცემს ნუგეშინის-ცემასა შენდობისასა,ხოლო მარხვაცა,რაჟამს სხვათა მოწყალებითა იქმნებოდეს,დაშრეტს მოტყინარეობასა რისხვისა ღმრთისასა,რამეთუ ცეცხლი მოტყინარი დაშრიტის წყალმან და მოწყალებითა განწმდებიან ცოდვანი.ამათ უკვე ყოველთა გზათა ვიდოდეთ,რამეთუ,უკვე ამათ შინა ვჰყოთ სვლაი ჩვენი,არა თუ ოდენ გარდასულნი ცოდვანი განვიბანოთ,არამედ მომავალთათვისცა შევიზღუდნეთ თავნი ჩვენნი.არა ვჰსცეთ ეშმაკსა ადგილი ბრძოლად ჩვენდა და შთაგდებად უდებებასა და ამაოსა მას გამოძიებასა,რამეთუ ესეცა ამისაგან მოიწევის,რაჟამს არა გვაქვნდეს საქმე სათნოებისა,არამედ მოცალებით ვიყვნეთ,ხოლო ჩვენ,საყვაელნო,ვისწრაფოთ სათნო ყოფა ღმრთისა აღსარებითა და სინანულითა,რათა მცირესა ამას ჟამსა დავშრეთ მოღვაწებითა და მერმე უკუნისამდე ვიშვებდეთ მოღვაწებითა კეთილთა მათ შინა ზეცისათა მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა,რომლის თანა მამას შვენის დიდება სულით წმიდითურთ,აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.
მოვედით,საყვარელნო ძმანო და აღუაროთ ცოდვანი ჩვენნი სულიერსა მოძღვარსა ჩვენსა და ნუ გვრცხვენის გამოცხადებად ცოდვათა ჩვენთა წინაშე მისაა,არამედ გვეშინოდეს ღმრთისაგან,რამეთუ ღმერთი ყოველსავე ჰხედავს და არა რა დაეფარვის და მუნ სტანჯავს უნანელთა,რამეთუ ჩვენ,რომელსა იგი ეგულვების სჯა,არა გვეშინის მისგან გამოცხადება ცოდვათა ჩვენთა წინაშე ერთისა კაცისა გვრცხვენის და არა უწყით,ვითარმედ,რომელმან არა შეინანოს თვისნი ბოროტებანი,მას დღესა(განკითხვისასა)არა წინაშე ერთისა და ორისა კაცისა,არამედ წინაშე ყოველთა დაბადებულთასა გამოცხადდებიან.რამეთუ მუნ დასჯდების მართლ-მსაჯული იესუ და თვითოეულისა საქმენი,ვითარიცა იყვნიან კეთილნი ანუ ბოროტნი გამოჩნდებიან.გულის-ხმა ჰყავ,ჰოი კაცო,თუ რა გიქმნიეს ბოროტნი ანუ მოგიგონებიეს და ჰფარავ მოძღვრისა წინაშე,გარნა ღმერთსა ვერ დაუფარავ და შენ გრცხვენის და ღმრთისა შიშსა არ მოიგონებ?გულის-ხმა ჰყავ,ვითარმედ ვერცა კაცთა დაეფარო მას დღესა შინა,რამეთუ ყოველნი ბოროტნი ჩვენნი,ვითარცა გამოხატულნი,დასდგენ წინაშე ჩვენსა,რათა თვით დასჯილ ვიყვნეთ,ვითარცა იგი მდიდარი ჰხედვიდა ლაზარეს წინაშე თვალთა მისთა და რომელი იგი საძაგელ უჩნდა,მისსა თითსა ინატრიდა,რათამცა ნუგეშინის-იცა ალსა მას ცეცხლისასა.ამისთვის გევედრები,საყვარელნო ძმანო,შევიდეთ თვითოეულნი გონებასა ჩვენსა და დავსდგათ სამსჯავრო და წარმოვადგინნეთ შორის ცოდვანი ჩვენნი.და იყავნ გონება მსაჯულ და უკეთუ მას დღესა არა გვნებავს განქიქება,აქავე განვიკურნეთ წყლულებანი ჩვენნი აღსარებითა და დავსდგათ მათ ზედა წამალნი სინანულისანი.რამეთუ შესაძლებელ არს აქავე განკურნებად წყლულებათა ჩვენთა ვითარცა იტყვის უფალი:"ვითარმედ უკეთუ მიუტევნეთ,მოგეტევნენ თქვენცა ცოდვანი."ეგრეთ ვიქმნეთ,(ავხოცოთ ცოდვანი ჩვენნი),უკეთუ გვენებოს აღსარებისა და სინანულისა მიერ.ხოლო სინანული ესრეთ იქმნების,რათა პირველდა განვეშოროთ ქმნისაგან ბოროტთასა და მერმე აღმოვიხოცნეთ იგინი სრულიად გონებათა ჩვენთაგან აღსარებითა და ესრეთ ვიწყოთ დადებად წამლისა წყლულებათა ზედა ჩვენთა და უკეთუ მიგიტაცებიეს,განეშორე მისგან და დაიდევ წამალი მისგან მოწყალებისა.და უკეთუ გისიძავს,განეშორე მისგან და დაიდევ წამალი სიწმიდისა.უკეთუ ძვირი გიზრახავს ძმისადა,აჩვენე კვალად სიყვარული და ესრეთ ვიქმოდეთ თვითოეულსა საქმესა და ნუცა თანა წარვხდებით ცოდვათა ჩვენთა,რამეთუ მოახლოებულარს ჟამი სასჯელისა,ვითარცა იტყვის მოციქული:"ვითარმედ უფალი ახლოს არს".ნუ ზრუნავთ,რომელნი მოღვაწებასა და ჭირსა შინა ხართ,ხოლო რომელნი ცოდვასა შინა ხართ თქვენ ესრეთ გეტყვით:"უფალი ახლოს არს,ზრუნევდით,რამეთუ მოახლოებულ არს აღსასრული".
და,უკეთუ პირველ სამასისა წლისა,ოდეს პავლე იყო,იტყოდა,ვითარმედ"უფალი ახლოს არს",არა აწ უფროსად ახლოს არსა?უკეთუ მას ჟამსა(დროსა)ჟამთა აღსასრულად უწოდა მოციქულმან,არა უფროსად აწ იყოსა აღსასრული?!არამედ შევიკრძალნეთ თავნი ჩვენნი შიშითა ღმრთისათა და განვიწმიდნეთ გონებანი ჩვენნი აღსარებითა.რამეთუ ოდეს არა ვუწყოდეთ და უზრუნველ ვიყვნეთ,მაშინ მოვიდეს აღსასრული მეყსა შინა,(უცებ,ანაზდეულად),ვითარცა
იტყვის უფალი:"ვითარმედ,ვითარცა დღეთა ნოესთა და ლოთისთა,ეგრეთ იყოს,რამეთუ მყისსა(უმსწრაფლეს),შინა მოიწიოს-ვითარცა სალმობა შობადისა უცნაურად მყისსა შინა ეწიოს დედაკაცსა,რაჟამს არა მოელოდეს მრავალგზის.და ამისთვის გლოცავ და გევედრები,ძმანო,ვიყვნეთ მარადის მზა აღსარებითა,რამეთუ მრავალგზის,არა მოგვეცემის ჟამი სინანულისა,ვითარცა წერილ არს,"ვითარმედ ჯოჯოხეთსა შინა ვინ აღგიაროს შენ"?არამედ აქვე შევინანოთ ცოდვანი ჩვენნი,რათა მოწყალე გვექმნას მას დღესა უფალი და ვჰპოვოთ შენდობა მადლითა და წყალობითა უფლისა ჩვენისა იესუ ქრისტესითა,რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ,აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ.
saria-giorgi
გეთანხმები რასაც ამბობ.
მაგრამ საზვერის არსებობა ბილიაშიც აღნიშნულია. უბრალოდ ერთი შეხედვით არ ჩანს
saria-giorgi
სულ მალე შემოგთავაზებ რომელ კრებაში რა წერია მინდა იმედი გაგიცრუო... კრებებმა იმსჯელეს შენ მიერ ჩამოთვლილ საკითხებზე რა ვუყოთ, როგორც ჩანს საზვერეების განხილვაზე არავის უზრუნია.... მე კი ვიცი რატომ, მაგრამ...
თემას არ ეხება მაგრამ შენიშვნის სახით დავწერ:
"სწავლება საზვერეების შესახებ მიღებულია ეკლესიაში გარკვეულ საზღვრებსა და ჩარჩოებში"ედიშერ ჭელიძე
"წმინდა იოანე ოქროპირი ამბობდა: აბრაამს ყველა სათნოება მადლის, ქრისტეს გარეშე ჰქონდა, ჩვენ კი არც ერთი სათნოება არ გაგვაჩნია და არც გვინდაო. სამწუხაროდ, ბევრი მხოლოდ გარეგნულად გაქრისტიანდა, ამიტომ გვიჭირს სათნოებათა მოხვეჭა."
/მამა ზაქარია მარგალიტაძე/
"მნიშვნელოვანია იოანე ჩირას ხელით ოშკის ლავრაში გადაწერილი წიგნი - "იოანე ოქროპირის ცხოვრება" და კოზმანის "აღმოყვანებისათვის ნაწილთა წმიდისა... იოვანე ოქროპირისათა".
"წმინდა იოანე ოქროპირს ათენში ცხოვრებისას ფილოსოფოსი ანთიმოზი მტრობდა - შურდა მისი და ლანძღავდა. წმინდა იოანემ ქრისტიანობაზე ამგვარად მოაქცია. ერთხელ წმინდა იოანე ანთიმოზს ეკამათებოდა სარწმუნოებაზე. ანთიმოზმა უფალ იესო ქრისტეს გმობა დაიწყო. უეცრად მას არაწმინდა სული დაეცა და წამება დაუწყო. ყბა და თვალი გვერდზე მოექცა და დუჟი სდიოდა. ეს საშინელი საყურებელი იყო, ბევრმა ვერ გაუძლო და თავქუდმოგლეჯილი გაიქცა.
ვინც დარჩა, წმინდა იოანეს შესთხოვა, შეეწყალებინა ანთიმოზი და განეკურნა. წმინდა იოანემ ბრძანა: - თუ არ შეინანებს და არ ირწმუნებს ქრისტე ღმერთს, რომელსაც გმობს, არ განიკურნებაო. ანთიმოზმა წამოიძახა: - აღვიარებ, რომ არც ზეცაში და არც მიწაზე არ არის სხვა ღმერთი, ქრისტიანთა ღმერთის გარდა, რომელიც სწამს ბრძენ იოანესო. ამის თქმისთანავე არაწმინდა სულმა დატოვა იგი, სრულიად ჯანმრთელი წამოდგა ანთიმოზი და ჭეშმარიტი ღმერთი ადიდა. წმინდა იოანემ ის ათენის ეპისკოპოსთან გაგზავნა, რომელმაც ნათელსცა მას და მთელ მის ოჯახს."
"ჭეშმარიტად ოქროპირია ბიზანტიის სინდისი"
"აწინდელ, ქვეყნიურ დიდებასა და მომავალ, ზეციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც სიზმარსა და ცხადს შორის".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"წმინდა იოანეს წმინდა ნაწილთა აღმოყვანება მოხდა საქართველოში, სოხუმთან ახლოს, სოფელ კომანში, სადაც გადმოასახლეს წმინდა იოანე ოქროპირი. გარდაცვალების შემდეგ იგი ჩასვენებული იყო ქვის დიდ სარკოფაგში. სარკოფაგი დღესაც იქ არის. პირადად მინახავს და შევხებივარ ამ სარკოფაგს. ეს არის დიდი ქვის ყუთისმაგვარი, დაახლოებით 2 მეტრის სიგრძის განსასვენებელი, რომელსაც დღემდე კეთილსურნელება აქვს, იმიტომ რომ როდესაც ის საბოლოოდ გაიხსნა, წმინდა იოანე ოქროპირის ნაწილები მისი სხეულიდან გამოყოფილ მირონში ცურავდა"
/მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)/
"ზაზას [ფანასკერტელი] შეუკრებია და ერთ წიგნად გადაუწერინებია იოვანე ოქროპირის სწავლანი"
"იოანე ხახულელი [X - XI სს.) თავისი ენამზეობის გამო ოქროპირად იწოდებოდა"
"გერონდა ეფრემმა ქალაქ სანდში, მეტოქიონში ჩაიტანა იოანე ოქროპირის თავის ქალა. როცა მას სურათი გადაუღეს, ფირზე გამოისახა ადამიანი უხრწნელი, ხორციელი სახით".
"წმინდა იოანე ოქროპირს ყველაზე მეტად ეს ლოცვა ჰყვარებია: "დიდება ღმერთს ყველაფრისათვის".
"წმინდა იოანე ოქროპირი ჭეშმარიტად ოქროს გამონათქვამებითა და მახვილი ენით, დეტალურად ჩამოთვლის იმ ბოროტებასს, რაც წარმოშობს როგორც ხორციელ, ასევე სულიერ ტკბობას"
/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/
"დაიმახსოვრეთ ერთი ასეთი წესი: მჩაგვრელები ბევრია, დაჩაგრული - არც ერთი. ამ ამოცანით საგონებელში რომ არ ჩაგაგდოთ, ახლავე გეტყვით მის ახსნას. სხვებისგან უსამართლოდ მოყენებულ წყენას, ვისგანაც უნდა მოდიოდეს, ღმერთი ან ჩვენი ცოდვების მისატევებლად უშვებს, ან ჯილდოს მოსანიჭებლად. ზუსტად ასევე უნდა ვიფიქროთ სხვა სატანჯველებთან მიმართებითაც: ამ სატანჯველით ან ჩვენი ცოდვები აღიხოცება, ან, თუ ცოდვები არა გვაქვს, მათ გამო ბრწყინვალე გვირგვინებს ვიღებთ"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ჩვენ ღვთის ქმნილება ვართ, მაგრამ ცოდვის მეშვეობით ჩვენ ეშმაკის მსახურნი გავხდით; შემდეგ ჩვენ, ეშმაკს მიყიდულები, მაცხოვარმა გამოგვისყიდა თავისი სისხლით, ანუ ჩვენ [ძვირფასი] სასყიდლითა ვართ ნაყიდნი (1 კორ. 7,23)".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ღმერთს არაფერი სჭირდება. მაშ, რატომ სურს, რომ ვაქოთ და ვადიდოთ ის? იმიტომ, რომ ამ გზით უფრო თბილი გახადოს მის მიმართ ჩვენი სიყვარული"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"უფალი ღმერთი ხელს გიწვდის: გაუწოდე შენც!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"მაშინ კი არ უნდა ვწმუხარებდეთ, როდესაც საკუთარ თავზე რაიმე ავ ამბავს გავიგებთ, არამედ მაშინ, როდესაც ეს სამართლიანია!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ჭეშმარიტი სათნოება ცეცხლზე არ იწვის და წყალში არ იძირება, მით უმეტეს, მიწაზე არ იკარგება. მაგალითად, რა ავნეს იოანე ოქროპირს, ათანასე დიდსა და რწმენისა და ღვთისმოსაობის სხვა მოსაგრეებს დევნით? მხოლოდ განადიდეს ისინი!"
"წარმოიდგინე ნაპერწკალი, რომელიც ზღვაში ჩავარდა: შეძლებს კი უვნებელი გადარჩეს ან კვლავ გამოჩნდეს მასში? რაც არის ნაპერწკალი ზღვასთან მიმართებაში, იგივეა მანკიერებაც ღვთის კაცთმოყვარეობასთან მიმართებაში, და - ამდენიც არა, არამედ - გაცილებით მცირე, ზღვა თუმცა უზარმაზარია, მაგრამ მაინც შემოსაზღვრულია, ღვთის კაცთმოყვარეობა კი უსაზღვროა!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"არ არსებობს არანაირი მძიმე საქმე, რომელიც ღვთის ჯილდოს მოლოდინში მსუბუქად არ მოგეჩვენება"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ნუ იამაყებ იმით, რომ დგახარ, არამედ გეშინოდეს, რომ არ დაეცე!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"თუკი გვსურს, მივიღოთ ყველა სიკეთე, ვეძიოთ ღვთაებრივი სიკეთეები; როგორც წუთისოფლის სიკეთეების მაძიებლები კარგავენ იმასაც და სხვასაც, ასევე, ისინი, ვინც ღვთაებრივ სიკეთეებს ამჯობინებენ, ღებულობენ იმასაც და სხვასაც!"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ასკეტური ღვაწლის გამო, წმ. იოანე ოქროპირი დაავადებული იყო კუჭის კატარალური მოვნელით, რის გამოც იგი ლიტურგიის დამთავრებისთანავე, მაღალდასაჯდომელთან იღებდა მცირეოდენ საკვებს, რისთვისაც მას ფარისევლები განიკითხავდნენ"
"რატომ ეწოდება იოანეს, კონსტანტინოპოლის პატრიარქს, ოქროპირი? იმიტომ, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე არავისთვის მიუმართავს უხეშად, უწესოდ. არავინ გაულანძღავს, არავინ დაუწყევლია, არამედ ბაგეებიდან სულ თაფლი სდიოდა"
/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/
"გულის სიღრმეში წმინდა იოანე ოქროპირის შესახებ მეფიქრებოდა, რომლის შესახებაც უსამართლოდ ამტკიცებენ, რომ თითქოს მონაზვნების მონასტერში ცხოვრებას ეწინააღმდეგებოდა"
"წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის: "გადააქციე შენი სახლი ეკლესიად"
"ანესტის კარაუსოღლუ ჰყვებოდა, რომ სომხების მასობრივი ჟლეტვისას ფარასაში სამასამდე ცხენოსანი ავაზაკი შემოვიდა გასაძარცვად და ხალხის დასახოცად. ჰაჯი-ეფენდიმ [წმ. არსენ კაბადოკიელი] ბავშვები და ქალები პანაღეას ტაძარში წაიყვანა და ლოცვა დაიწყო. გამძვინვარებულმა თურქებმა მაინც ვერ შესძლეს სოფელში შესვლა - წმინდა იოანე ოქროპირმა არ შეუშვა. ის მათ ხიდზე გამოეცხადა და ხელებით გზა გადაუღობა (ხეობის თავზე, მდინარესთან, იდგა წმინდა იოანე ოქროპირის სახელობის პატარა საყდარი). თურქებმა დაინახეს, რომ თვით წმინდანმა გადაუღობა გზა მდინარე ზემანტისზე, შეშინდნენ და უკან გაბრუნდნენ. ბანდის მეთაურმა ეს რომ დაინახა, დაიყვირა:
-სასწრაფოდ უკან! წმინდა ოქროპირი არ გვიშვებს".
"ნეტარმა კირილემ [ალექსანდრიელი პატრიარქი] შეძლო დაეძლია უკუღმართი წარმოდგენა წმინდა იოანე ოქროპირზე.
ალექსანდრიის პატრიარქი, თეოფილე, წმინდანის ბიძა, იოანე ოქროპირის მოწინააღმდეგე იყო და თავმჯდოარეობდა კრებას, რომელმაც განსაჯა წმინდა მღვდელმთავარი.
სიყმაწვილიდანვე ოქროპირის მოწინააღმდეგეთა გარემოცვაში მყოფ კირილეს, ბუნებრივია, რომ მცდარი აზრი შეექმნა მასზე.
ღირსმა ისიდორე პელუსიოტელმა არაერთხელ მიმართა მღვდელმთავარს წერილობით. იგი შეაგონებდა, რომ ეკლესიის დიდი მამა წმინდანთა დიპტიხში შეეტანა, მაგრამ ამაოდ.
ერთხელ კი, ძილში, კირილემ იხილა მშვენიერი ტაძარი და ტაძრის შუაგულში - თავად ღვთისმშობელი ანგელოზთა და წმინდანთა გუნდის თანხლებით, რომელთა შორის იოანე ოქროპირიც ბრწყინავდა.
მღვდელმთავარს სურდა, მიახლებოდა ყოვლადწმინდა ქალწულს და თაყვანი ეცა მისთვის, მაგრამ ღირსი იოანე აბრკოლებდა. მაშინ მარიამმა სთხოვა წმინდანს, შეენდო კირილესთვის, რომელმაც უმეცრების გამო სცოდა მის წინაშე.
ოდეს შენიშნა, რომ ოქროპირი ყოყმანობდა, დაამატა:
- შეუნდე ჩემი გულისთვის. მან ბევრი იღვაწა ჩემი ღირსების დასაცავად, ღვთისმშობელი მიწოდა და განმადიდა!
მაშინ იოანემ თქვა:
- ყოვლადწმინდაო დედოფალო, შევუნდობ შენი მეოხებით! შემდეგ სიყვარულით გადაეხვია და ეამბორა წმინდა მღვდელმთავარს.
კირილემ შეინანა ღვთის სათნომყოფელი მამის სიძულვილი, ეგვიპტის ეპისკოპოსები შეჰყარა და დიდი ზეიმი გამართა იოანე ოქროპირის პატივსაცემად".
"ოქროპირი წმინდა იოანეს მისი ქადაგებით აღფრთოვანებულმა ერთმა ქრისტიანმა ქალმა უწოდა. მას შემდეგ 1500 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ამ უბრალო ქალის სიტყვა დავიწყებას არ მისცემია და საუკუნეების განმავლობაში თან ახლდა ეკლესიის ამ დიდი მოძღვრის სახელს"
"ქალაქი წარმოუდგენელი გახდა იოანე ოქროპირის გარეშე, მისი ქადაგების დროს ხალხი საქმეს ტოვებდა და გადავსებული ტაძრისკენ გარბოდა. დროდადრო, როდესაც იოანე ოქროპირის სიტყვა განსაკუთრებით მოეწონებოდათ, მას ტაშით აწყვეტინებდნენ და ხმაურით გამოხატავდნენ აღფრთოვანებას, თავად იოანეს არ უყვარდა მსმენელთა ამგვარი ქცევა, ის ამბობდა: "რაში მჭირდება თქვენი ქება, მაშინ ვიქნები საქები, როდესაც ცხოვრებას უკეთეობისკენ შეცვლითო"
"დიდი სიბრძნე და მოთმინება გვმართებს, რათა ლოცვისას ფხიზლად ვიყოთ, რათა სხვისი არ ვისურვოთ, ქონება გაჭირვებულებს დავურიგოთ, მტკიცე უარი ვთქვათ ნებისმიერ ფუფუნებაზე, როგორც საჭმელში ასევე ტანსაცმელში, თავიდან ავიცილოთ სიხარბე, ლოთობა, ცილისწამება, თავი შევიკავოთ უქმი მეტყველებისა და ყვირილისგან"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"რომელი ადამიანი მეტად შეგეცოდება, რომელიც ავად არის და არ მკურნალობს, თუ რომელიც ავადაა და მკურნალობს? აშკარაა - ის, ვინც ავადაა და არ მკურნალობს. ორი ცოდვილიდან ერთი რომ ისჯებოდეს და მეორე არა, სწორედ ის უნდა დაიტირო, რომელიც არ ისჯება, რადგან ავადაა და არ მკურნალობს, რადგან ღვთისგან სასჯელი იგივეა, რაც ექიმისგან წამალი"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"დაუსჯელობა ბოროტებაა, რადგან ცოდვა ღმერთს გვაშორებს, სასჯელს კი ღმერთთან მივყავართ და მის მრისხანებას აცხრობს"
/წმ. იოანე ოქროპირი/
"მღვდელმთავარ ნექტარიოსს [პენტაპოლელი] უცილობელ წესად ჰქონდა, თავისი სიტყვა ყოველთვის საქმით დაემტკიცებინა. ამიტომაც მან შეაგროვა 1934-1742 წლებში ვენეციაში გამოცემული იოანე ოქროპირის თხზულებათა ცამეტი ტომი და ფოსტით გაუგზავნა მამა დანიელს. დიახ, იგი იყო "ცუარი გარდამომავალი აერმონით მთასა ზედა სიონსა". იგი იყო ჭეშმარიტი სიყვარულის უკიდეგანო ზღვა, რომელსაც შეეძლო, მამაცურად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გაეღო ყველანაირი მსხვერპლი მოყვასისათვის. სწორედ ასეთ სიყვარულს ითხოვს ჩვენგან ღმერთი. რაოდენ დიდი უნდა ყოფილიყო მამა დანიელის სიხარული! ღვთისადმი რა უსაზღვრო მადლიერების გრძნობით უნდა აღვსილიყო მისი გული!
იოანე ოქროპირის თხზულებები ახლაც ინახება დანიელელთა კალივის ბიბლიოთეკაში - როგორც დასტური იმ ორი სულის ერთობისა და თანხმობისა, რომლებიც აწ ზეციურ სავანეებში ხარობენ, მარადიული სიყვარულის საკვრელით გაერთიანებულნი"
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience