სიყვარული ღმრთისა და მოყვასისა არის ყოველთა უდიდესი მცნება,საძირკველი და წყარო ყოველთა სხვა მცნებათა. ჩვენი სულიერი ღირსება და მოყვასის სიყვარულით განიზომება.ყოველი ნიჭი და სათნოება გქონდეს,მაგრამ ღმერთის და მოყვასის სიყვარული არ გაგაჩნდეს,ქრისტიანი ვერ იქნები.
ღმერთი არს სიყვარული
წრის რადიუსები უკავშირდება ცენტრს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ხოლო ცენტრს თუ მოცილდებიან, დაშორდებიან ერთმანეთსაც. ასევეა ადამიანებიც. რაც უფრო შორს არიან ღმერთისაგან, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს.
შეიყვარე ერთი ღმერთი და შეიყვარებ მის ყველა შვილს.
ღმერთი მუდამ ზრუნავს შენზე, შენც ნუ შეწყვეტ მოყვასზე ზრუნვას. თუ შენი მოყვასი, შენი აზრით, არ არის სიყვარულის ღირსი, სიყვარულის ღირსია ღმერთი, რომლის მონა და ხატია იგი: სიყვარულის ღირსია ქრისტე, რომელმაც თავისი სისხლი დაღვარა მისთვის.
ისინი (ბოლო დროის კოსმოპოლიტური იდეების მქადაგებლები) დაუსრულებლად ლაპარაკობენ კაცობრიობის სიყვარულზე, მაგრამ ნაკლებ ყურადღებას აქცევენ გვერდზე მყოფს. მოყვასის სიყვარული კი სწორედ რომ ყველას სიყვარულის გულისხმობს.
მაცხოვარმა ჩვენ მოყვასის სიყვარულისკენ მოგვიწოდა და არა მსოფლიოსადმი ზოგადი გრძნობების გამოვლენისაკენ. მოყვასი კი მოიცავს ყველას, ვისთანაც კი რაიმე შეხება შეიძლება ჰქონდეს ადამიანს.
ბავშვისთვის მოყვასი ნიშნავს ოჯახის წევრებს და ახლობელთა ვიწრო წრეს. მოზრდილი ადამიანისთვის თავისი ქვეყანა და ხალხი ავსებს „მოყვასის“ სივრცეს. მასთანაა იგი დაკავშირებული სახელმწიფოებრივი თუ პოლიტიკურ-მოქალაქეობრივი ვალდებულებებით. თავისი ხალხის კულტურა, ცხოვრების წესი, ტრადიცია არის მისთვის მშობლიური და საყვარელი.
უკვე სრულიად განვითარებული, მაღალი ზნეობის პიროვნებისათვის კი ნებისმიერი ადამიანი მოყვასია.
უნდა ითქვას ისიც, რომ მესამე ასაკობრივი საფეხური გულისხმობს პირველი და მეორე საფეხურების აუცილებელ არსებობას ისევე, როგორც მეორე საფეხური გულისხმობს პირველი საფეხურის არსებობას.
აი, აქ აქვთ დაშვებული შეცდომა კოსმოპოლიტებს. ისინი მესამე საფეხურს მეორის გარეშე მოიაზრებენ და არაჯანსაღი, უშინაარსო, უსულო საზოგადოების შექმნისკენ უბიძგებენ ადამიანებს.
ვინც მოყვასს წრფელი სიყვარულით ემსახურება, მისთვის დაღლაც კი დასვენებაა, ხოლო ვისაც მხოლოდ თავისი თავი უყვარს და ზარმაცია, უსაქმურობაც კი ღლის.
როგორც ღუმელი ვერ იქნება თბილი ცეცხლის გარეშე, ისევე ღმრთისაგან განდგომილ ადამიანს, რომელსაც გულში ღმერთი არა ჰყავს დავანებული, ვერ ექნება სიყვარული მოყვასისადმი.
უფალს ყველა ჩვენგანი უყვარს, ჩვენც უნდა გვიყვარდეს ყველა.
ზოგი შეიძლება ღარიბულ ქოხში ცხოვრობდეს, მაგრამ მისი სული სამსახოვანი ღმერთის სავანე იყოს.
ვისაც გულწრფელად უყვარს ღმერთი, შეუძლებელია არ უვარდეს მოყვასი.
შეუძლებელია ადამიანმა ავნოს მოყვასს ისე, რომ არ ავნოს საკუთარ თავს.
ეგოიზმი ვნებების გრძელი ჯაჭვის პირველი რგოლია.
არ არსებობს იმაზე მაცხოვნებელი წესი ცხოვრებისა, ვიდრე ურთიერთის სიმძიმის ტარება.
სიყვარული მხოლოდ მაშინაა სიყვარული, როცა იგი ყველას მიმართ არის, გამონაკლისის გარეშე. ხოლო ვიდრე იგი მხოლოდ მათ მიმართაა მიმართული, ვინც „მე“ მიყვარს, ეს სიყვარული არ არის, არამედ ეგოიზმია.
სიყვარული სულით გვაერთებს მათთანაც, ვინც დროსადა სივრცეში განგვეშორა.
არ შეიძლება ითქვას - ჩვენ გვიყვარს ღმერთი, მაგრამ არ გვიყვარდეს ადამიანი... უსიყვარულოდ შეუძლებელია ცხოვრება, უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. გვიყვარდეს მოყვასი ჩვენი; გვიყვარდეს, თუ გვინდა ვიპოვოთ ღმერთთან მისასვლელი გზა... თუ გვინდა, ვიყოთ ბედნიერნი. მხოლოდ იმ შემთხვევაში მოიპოვებს ადამიანი მადლსა ღვთისასა, როცა სულიერად გაძლიერდება და ამაღლდება.
ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა „სიყვარული“, რათა ასე დაერქმიათ უფალთან თავიანთი დამოკიდებულებისათვის.
როდესაც ადამიანები ბოროტად იყენებენ ამ სიტყვას და ასე მიწიერ ურთიერთობებს მოიხსენიებენ, მაშინ იგი კარგავს თავის აზრს.
სიტყვები კარგავენ წმიდა და ღვთაებრივ ძალას და თითქოსდა კვდებიან. ისევე, როგორც ჩრდილოეთში გადარგული სამხრეთის ხე ჭკნება და კვდება.
უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ. ხოლო რომელსა არა უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი არა დაიმარხნეს.
იოანე 14, 23-24
ვითარცა შემიყუარა მე მამამან, მეცა შეგიყუარენ თქუენ, დაადგერით სიყუარულსა ჩემსა ზედა. უკუეთუ მცნებანი ჩემნი დაიმარხნეთ, ჰგიეთ სიყუარულსა ზედა ჩემსა, ვითარცა მე მცნებანი მამისა ჩემისანი დავიმარხენ და ვჰგიე სიყუარულსა ზედა მისსა. ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა სიხარული ჩემი თქუენ თანა ეგოს, და სიხარული თქუენი სავსებით იყოს. რამეთუ ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ. უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს.
იოანე 15, 9-13
ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას.
იოანე 15, 17
სჯულის-მეცნიერი ვინმე აღდგა და გამოსცდიდა იესუს და ეტყოდა: მოძღუარ, რაჲ ვქმნე, რაჲთა ცხორებაჲ საუკუნოჲ დავიმკჳდრო? ხოლო თავადმან ჰრქუა მას: სჯულსა ვითარ წერილ არს? ვითარ აღმოიკითხავ? ხოლო მან ჰრქუა: შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა, და მოყუასი შენი − ვითარცა თავი თჳსი. ჰრქუა მას იესუ: მართლ მომიგე, მაგას იქმოდე და სცხონდე.
ლუკა 10, 25-28
სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ, და მშვიდობაჲ იგი ღმრთისაჲ განმტკიცენინ გულთა შინა თქუენთა.
კოლასელთა მიმართ 3, 14-15
თჳთ მამასა ჩემსა უყუართ თქუენ, რამეთუ თქუენ მე შემიყუარეთ.
იოანე 16, 27
და აწ თქუენ გეტყვ. მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას.
იოანე 13, 33-35
უკუეთუ გიყუარ მე, მცნებანი ჩემნი დაიმარხენით.
იოანე 14, 15
რომელსა აქუნდენ მცნებანი ჩემნი და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე. ხოლო რომელსა უყუარდე მე, საყუარელ იყოს მამისა ჩემისა მიერ, და მეცა შევიყუარო იგი და გამოუცხადო მას თავი ჩემი.
იოანე 14, 21
ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდ-შობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ.
იოანე 3, 16
ვაჲ თქუენდა, ფარისეველნო, რამეთუ ათეულსა აღიღებთ პიტნაკისა და ტეგანისასა და ყოვლისა მხლისასა და თანა-წარჰვალთ სამართალსა და სიყუარულსა ღმრთისასა. ესე ჯერ-იყო ყოფად და იგი არა დატევებად.
ლუკა 11, 42
გიყუარდედ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა. და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და ილოცვიდით მათთჳს, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ.
ლუკა 6, 27-28
მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად. ხოლო რომელსა მცირედი მიეტეოს, მცირედცა შეიყუაროს.
ლუკა 7, 47
და მოვიდა მისა ერთი მწიგნობართაგანი, ესმოდა რაჲ მათი, ვითარ-იგი გამოეძიებდეს მის თანა, იცოდა, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა მას მანცა, ვითარმედ: რომელი არს ყოველთა პირველი მცნებაჲ? ხოლო იესუ ჰრქუა მას: პირველი ყოველთა მცნებათაჲ ესე არს: ისმინე, ისრაჱლ: უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს; და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ არა არს. ჰრქუა მას მწიგნობარმან მან: კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ არს ღმერთი, და არავინ არს სხუაჲ მისა გარეშე; და შეყუარებად იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისჴმის-ყოფითა, და შეყუარებად მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი; უფროჲს არს ესე ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა.
მარკოზი 12, 28-33
გესმა, რამეთუ თქუმულ არს: შეიყუარო მოყუასი შენი და მოიძულო მტერი შენი. ხოლო მე გეტყჳ თქუენ: გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობდენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ. რაჲთა იყვნეთ თქუენ შვილ მამისა თქუენისა ზეცათაჲსა, რამეთუ მზე მისი აღმოვალს ბოროტთა ზედა და კეთილთა, და წჳმს მართალთა ზედა და ცრუთა. უკუეთუ გიყუარდენ მოყუარენი ხოლო თქუენნი, რაჲ სასყიდელი გაქუს? რამეთუ მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიან. და უკუეთუ მოიკითხვიდეთ მეგობართა ხოლო თქუენთა, რასა უმეტეს იქმთ? ანუ არა მეზუერეთაცა ეგრეთვე ყვიანა? იყვენით თქუენ სრულ, ვითარცა მამაჲ თქუენი ზეცათაჲ სრულ არს.
მათე 5, 43-48
რომელსა უყუარდეს მამაჲ ანუ დედაჲ უფროჲს ჩემსა, არა არს იგი ჩემდა ღირს; და რომელსა უყუარდეს ძე ანუ ასული უფროჲს ჩემსა, იგი არა არს ჩემდა ღირს.
მათე 10, 37
შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს დიდი და პირველი მცნებაჲ. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. ამათ ორთა მცნებათა ყოველი სჯული და წინაწარმეტყუელნი დამოკიდებულ არიან.
მათე 22, 37-40
სულნი თქუენნი განიწმიდენით მორჩილებითა ჭეშმარიტებისაჲთა, სულითა ძმათ მოყუარებისათჳს შეუორგულებულ იყვენით გულითა წმიდითა, ურთიერთას იყუარებოდეთ განმარტებულად.
1 პეტრე 1, 22
ყოვლისა წინა ურთიერთას სიყუარული განმარტებული გაქუდინ, რამეთუ სიყუარულმან დაფარის სიმრავლე ცოდვათაჲ.
1 პეტრე 4, 8
რომელმან დაიმარხნეს სიტყუანი მისნი, ჭეშმარიტად სიყუარული ღმრთისაჲ აღსრულებულ არს მის თანა, ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვართ.
1 იოანე 2, 5
რომელსა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, იგი ნათელსა შინა არს და საცთური არა არს მის თანა. ხოლო რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი ბნელსა შინა არს და ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი.
1 იოანე 2, 10-11
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა.
1 იოანე 2, 15
ესე არს აღთქუმაჲ, რომელი გესმა პირველითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას.
1 იოანე 3, 11
რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ, სიკუდილსა შინა დადგრომილ არს. ყოველსა რომელსა სძულდეს ძმაჲ თჳსი, იგი კაცის-მკლველი არს და იცით, რამეთუ ყოველსა კაცის-მკლველსა არა აქუს ცხორებაჲ საუკუნოჲ მის თანა დადგრომილად. ამით ვცნათ სიყუარული მისი, რამეთუ მან სული თჳსი ჩუენთჳს დადვა და ჩუენცა თანა-გუაც ძმათათჳს სულთა ჩუენთა დადებაჲ.
1 იოანე 3, 14-16
ნუ ვიყუარებით სიტყჳთა ხოლო, ნუცა ენითა, არამედ საქმითა და ჭეშმარიტებითა.
1 იოანე 3, 18
საყუარელნო, ვიყუარებოდით ურთიერთას, რამეთუ სიყუარული ღმრთისაგან არს და ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს და იცის ღმერთი. რომელსა არა უყუარდეს, მან არა იცის ღმერთი, რამეთუ ღმერთი სიყუარულისაჲ არს. ამით გამოცხადნა სიყუარული ღმრთისაჲ ჩუენ შორის, რამეთუ ძე თჳსი მხოლოდ შობილი მოავლინა ღმერთმან სოფლად, რაჲთა ვცხონდეთ მის მიერ. და ესე არს სიყუარული, არა რამეთუ ჩუენ შევიყუარეთ ღმერთი, არამედ რამეთუ მან ჩუენ შემიყუარნა და მოავლინა ძე თჳსი მლხინებელად ცოდვათა ჩუენთა. საყუარელნო, უკუეთუ ღმერთმან ესრეთ შემიყუარნა, ჩუენცა თანა-გუაც ურთიერთას სიყუარული. ღმერთი არავის სადა უხილავს. უკუეთუ ვიყუარებოდით ურთიერთას, ღმერთი ჩუენ შორის ჰგიეს და სიყუარული მის ჩუენ შორის აღსრულებულ არს. ამით უწყით, რამეთუ მის თანა ვჰგიეთ და იგი ჩუენ შორის, რამეთუ სულისა მისისაგან მომცა ჩუენ. და ჩუენ ვიხილეთ და ვწამებთ, რამეთუ მამამან მოავლინა ძე მაცხოვრად სოფლისა. რომელმან აღიაროს, ვითარმედ იესუ არს ძჱ ღმრთისაჲ, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა. და ჩუენ ვცნათ და გურწმენა სიყუარული, რომელი აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ. ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მის თანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა. ამით აღსრულებულ არს სიყუარული ჩუენ შორის, რაჲთა განცხადებულებაჲ გუაქუნდეს დღესა მას საშჯელისასა, რამეთუ ვითარცა იგი იყო, და ჩუენცა ვართ სოფელსა ამას შინა. შიში არა არს სიყუარულსა თანა, არამედ სრულმან სიყუარულმან გარე განდევნის შიში, რამეთუ შიშსა ტანჯვაჲ აქუს, ხოლო მოშიში იგი არა სრულ არს სიყუარულსა ზედა. ჩუენ გჳყუარს იგი, რამეთუ მან პირველად შემიყუარნა ჩუენ. უკუეთუ ვინმე თქუეს, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად? და ესე მცნებაჲ მოვიღეთ მისგან, რაჲთა რომელსა უყუარდეს ღმერთი, უყუარდეს ძმაჲცა თჳსი.
1 იოანე 4, 7-21
ყოველსა რომელსა უყუარდეს მშობელი, უყუარს შობილიცა იგი მისგან. ამით უწყით, რამეთუ გჳყუარან შვილნი ღმრთისანი, რაჟამს ღმერთი გჳყუარდეს და მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ. რამეთუ ესე არს სიყუარული ღმრთისაჲ, რაჲთა მცნებათა მისთა ვიმარხვიდეთ და მცნებანი მისნი მძიმე არა არიან.
1 იოანე 5, 1-3
არა ვითარცა მცნებასა ახალსა მივსწერ შენდა, არამედ რომელი მაქუნდა დასაბამითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას. და ესე არს სიყუარული, რაჲთა ვიდოდით მცნებათაებრ მისთა, და ესე არს მცნებაჲ მისი, ვითარცა-იგი გესმა დასაბამითგან, რაჲთა მას შინა ხჳდოდით.
2 იოანე 1, 5-6
თავნი თქუენნი სიყუარულითა ღმრთისაჲთა დაიცვენით და მოელოდეთ წყალობასა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესა ცხორებად.
იუდა 1, 21
ენასა ღათუ კაცთასა და ანგელოზთასა ვიტყოდი, ხოლო სიყუარული არა მაქუნდეს, ვიქმენ მე ვითარცა რვალი, რომელი ოხრინ, გინა წინწილანი, რომელი ჴმობედ. და მაქუნდეს ღათუ წინასწარმეტყველებაჲ და უწყოდი ყოველი საიდუმლოჲ და ყოველი მეცნიერებაჲ და მაქუნდეს ღათუ ყოველი სარწმუნოებაჲ ვიდრე მთათაცა ცვალებადმდე, და სიყუარული თუ არა მაქუნდეს, არა-ვე-რაჲ ვარ. 3. შე-რათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი ჩემნი დასაწუველად, და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა. სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ; სიყუარულსა არა შურნ, სიყუარული არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხჳნელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა; ყოველსა თავს-იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ. სიყუარული არასადა დავარდების.
...ხოლო აწ ესერა ჰგიეს სარწმუნოებაჲ, სასოებაჲ და სიყუარული, სამი ესე; ხოლო უფროჲს ამათსა სიყუარული არს.
1 კორინთელთა 13, 1-8; 13,
ნეტარია კაცი, რომელსაც ღვთის სიყვარული გააჩნია, რამეთუ მასში ღმერთი მკვიდრობს, რამეთუ ღმერთი სიყვარულია და ყველას, ვისაც ღვთის სიყვარული აქვს, ღმერთი მასთანაა მარადის. და ვისთანაც ღმერთია, მას ძალუძს ყოველგვარი მტრის დაძლევა. ვისთანაც სრული სიყვარულია, იგი არავის შეურაცხყოფს, არც მცირესა და არც დიდს, არც მდიდარსა და არც ღარიბს, არამედ მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია, იგი ყველაფერს იტვირთავს, ყველაფერს მოითმენს. ვისაც სიყვარული გააჩნია, ის მოყვასზე არ იმედიდურებს, არც იბატონებს, არც არავის განიკითხავს და თუკი სხვა ვინმე განიკითხავს მოყვასს, ის არ გახდება მისი თანაზიარი, არამედ ამხელს და მოაქცევს.
ვისაც სიყვარული გააჩნია, არ იმეგობრებს მზაკვართან, არც ამპარტავანთან; ვისაც სიყვარული გააჩნია, მას არ შურს ცოდვილთა სიმდიდრე, არამედ ზრუნავს მათთვის, ლმობიერად ასწვლის მათ და ანუგეშებს. როცა მოყვასს გასაჭირსა და განსაცდელში ჰპოვებს, მისთვის წუხს და განიცდის და მთელი თავისი ძალ-ღონით შეეწევა მას სიკვდილამდე.
ვისაც სიყვარული გააჩნია, არ უგულვებელყოფს უცხოს, არამედ სიყვარულით შეიწყნარებს მას და მყისვე მოასვენებს. ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი აღასრულებს ღვთის ნებას და ქრისტეს ჭეშმარიტი მოწაფეა, რამეთუ ჩვენმა მაცხოვარმა ასე უთხრა სანატრელ მოციქულებს: „ამით უწყოდიან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, ოდეს იყვარებოდეთ ურთიერთს“.
ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი საკუთრად არაფერს მიიჩნევს, არამედ ყველაფერი, რაც აბადია, სხვისთვის ნებავს. ვისაც სიყვარული გააჩნია, არავის თვლის უცხოდ, არამედ ყველას თავის მეგობრად ხედავს, და არასოდეს აღშფოთდება და არ გაიახარებს ძმის ბოროტების გამო, და არც ცილს დასწამებს, და არც არავის მტრობას ჩაიდებს გულში, ეშმაკის გარდა, არამედ ყველაფერს სულგრძელებით მოითმენს.ნეტარია კაცი, რომელმაც სიყვარული მოიპოვა და ასე წარსდგა ყოველთა დამბადებელი ღმერთის წინაშე, რომელმაც უწყის თავის ბეჭდით აღმბეჭდილნი და შეიწყნარებს მათ თავის სასუფეველში თავის ანგელოზებთან ერთად და ისინი დამკვიდრდებიან ქრისტესთან. რადგან ძე ღვთისა სიყვარულისთვის მოვიდა ამქვეყნად და სიყვარულით გაგვიღო სამოთხე, სიყვარულის გამო გვიჩვენდა ზეცად აღმავალი გზა, რამეთუ განდგომილნი და ღვთის მტრები ვიყავით და სიყვარულით შეგვარიგა მამას, ამის გამო გვმართებს თქმად, რომ ღმერთი სიყვარულია და ვინც სიყვარულით იარსებებს, იგი სამარადისოდ ღმერთთან იქნება.
წმ. ეფრემ ასური
,,ღმერთი სიყვარული არს" (იოანე მოციქული)
"სიყვარული ბუნებით ღმერთს ჰგავს, საქციელით კი სულის თრობას."
/წმ. იოანე კიბისაღმწერი/
არსებობს ხორციელი და სულიერი სიყვარული ,ხორციელს ახასიათებს ცვალებადობა დღეს უყვარს და ხვალ არა,ხოლო სულიერს სულ უყვარს,ღმეღთმა მოგვცეს სულიერი სიყვარულის განცდა
1 კორინთელთა 13. ეს აააააააა სიყვარული უფალი არს სიყვარული
ჩვენთან არს ღმერთი
ახლა წარმოვიდგინე რა კარგი იქნებოდა ბრწყინვალების უფსკრულში თავით გადაშვება
შეიყვარეთ მოყვასი და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! სქიმარქიმანდრიტი ვიტალი მინდა ერთI ასეთი სიყვარულის მაგალითი მოვყვე მისი ცხოვრებიდან
როდესაც მამა ვიტალი გლინის უდაბნოში მოღვაწეობდა ერთი ძმა მონასტრიდან რამდენიმე კმ.მოშორებით მუშაობდა,მამა ვიტალის დაავალა პური მომიტანეო მამაო წავიდა პური გამოაცხო და როცა უნდა წასულიყო ნახა რომ ჩექმები ერთერთ ძმას ჩაეცვა, ფეხებძე ნავთი შეიზილა რადგან თოვლი იყო და ფეხშისველმ გაიარე რამდენიმე კმ. მიუტანა ძმას პური,ძმამ დაუწუნა პური და უთხრა ახალი მიეტანა მისთვის, მამებმა უთხრეს მამა ვიტალის არაგრ მიეტანა ამ ,,თავხედისთვის"პური მამა ვიტალიმ უპასუხა:,,არა ბერებს ჩემთვის ეს არ უსწავლებიათო,ისინი მასწავლიდნენ მთავარია სიყვარულიაო"გამოაცხო პური და ხელახლა მიუტანა ძმას
ცემი აზრით აი ესაა ნამდვილი სიყვარული თქვენ რას იტყვით?
სიყვარული სიწმინდეა-ღმერთია !
სულიერი სიყვარული მართლაც მარადიულია...ის ყოველათვის შენთან იქნება... იცით, როგორ მიყვარს სიყვარული? მთელი გულით და სულით...
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!
ნანინა
მე კიდე მგონია ვბერდები, რაც დრო გადის უფრო მესმის გალაქტიონის
როგორ თუ არ არსებობს სიყვარული არაა ეს?
- ბებოო?
- რაო, შვილო?
- სიყვარული რა არის?
- სიყვარული არა ხაარ, მა რა ხარ ბებო გენაცვალოს!
მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია,
არ გეტანხმები ცემო კარგო.ერთხელ გაბრიელ ბერტან კალი მივიდა და უთხრა ცრემლის გვრით:მამა გაბრიელ კველაზე ცოდვილი ვარო. რაზეც ბერმა უპასვხა:შე ამპარტავანო შენ რა იცი ვინ როგორია ეს მხოლოდ გმერტმა იცის დამას რატომ უტოლებ ტავს
მას თავისი თავი ყველაზე უარესად, ყველაზე ნაკლებად და ყველაზე უღირსად მიაჩნია,
არ გეტანხმები ცემო კარგო.ერთხელ გაბრიელ ბერტან კალი მივიდა და უთხრა ცრემლის გვრით:მამა გაბრიელ კველაზე ცოდვილი ვარო. რაზეც ბერმა უპასვხა:შე ამპარტავანო შენ რა იცი ვინ როგორია ეს მხოლოდ გმერტმა იცის დამას რატომ უტოლებ ტავს
შეიყვარეთ სიყვარული!
სიყვარული არის ღმერთი!
სიყვარულია ის, რაც არას არ გათქმევინებს-- ეს უკვე ჩემიაა
პავლეს ეპისტოლენი
პირველი კორინთელთა მიმართ
თავი მეცამეტე
1. კაცთა და ანგელოზთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი.
2. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე, რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არარა ვარ.
3. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, სიყვარული თუ არა მაქვს, არას მარგია.
4. სიყვარული სულგრძელია და კეთილმოწყალე; სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს;
5. არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს;
6. არ შეჰხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს;
7. ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს.
8. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა.
9. რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით, ნაწილობრივ კი წინასწარვმეტყველებთ.
10. ხოლო როდესაც მოიწევა სრულქმნილება, მაშინ განქარდება ნაწილობრივი.
11. როდესაც ვიყავი ყრმა, ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორც ყრმა; ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობისდროინდელს.
12. რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ, როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ; ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები.
13. ჯერჯერობით კი ეს სამია: სარწმუნოება, სასოება და სიყვარული; ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია.
დედა ტერეზა:
http://www.youtube.com/watch?v=WqS-vJzId1E&feature=fvsr
მაგარი სიტყვებია და ვინმემ ინგლისურიდან თარგმნეთ რა, არაა დიდი
http://www.youtube.com/watch?v=-yFzCBIK-PY&feature=related
ესეც რუსულად
(ოღონდ სხვა ტექსტი):
http://www.youtube.com/watch?v=oZ7j1sqTCAc
დედა ტერეზე "მსახურების გზა":
არსებობენ უგუნური, ულოგიკო და ეგოისტი ადამიანები. ყველა შემთხვევაში აპატიეთ მათ.
თუ თქვენ ამჟღავნდებთ სიკეთეს, ადამიანები კი გადანაშაულებენ საიდუმლო ანგარებიან ზრახვებში, მაინც გამოამჟღავნეთ სიკეთე!
თუ პატიოსანი და გულახდილი ხართ, ადამიანები ხშირად მოგატყუებენ. მაინც პატიოსანი და გულახდილი იყავით!
ის, რასაც წლობით აშენებდით, შეიძლება საათში დაინგრეს. მაინც აშენეთ!
თუ თქვენ მოიპოვეთ უშფოთველი ბედნიერება, ბევრს შეშურდება თქვენი. მაინც ბედნიერი იყავით!
სიკეთეს, რომელიც დღეს გააკეთეთ, ხვალ დაივიწყებენ, მაგრამ მაინც აკეთეთ სიკეთე!
გაუზიარეთ ადამიანებს საუკეთესო რაც გაქვთ, ეს არასოდეს არ იქნება საკმარისი. და მაინც ისევ გაუზიარეთ საუკეთესო რაც გაქვთ!
ბოლოს და ბოლოს ყველაფერი, რასაც აკეთებთ, ადამიანებს კი არა თქვენ გჭირდებათ და ღმერთს. ილოცეთ ერთად და იყავით ერთობაში!
სიცოცხლე შესაძლებლობა. გამოიყენეთ იგი!
სიცოცხლე ბრძოლაა. გაუძელით მას!
სიცოცხლე სილამაზეა. აღფრთოვანდით მისით!
სიცოცხლე ბედნიერებაა. შექმენით იგი!
სიცოცხლე მოვალეობაა. აღასრულეთ იგი!
სიცოცხლე ნეტარებაა. შეიგრძენით იგი!
სიცოცხლე სიყვარულია. დატკბით მისით!
სიცოცხლე ტრაგედიაა. გადალახეთ იგი!
სიცოცხლე ოცნებაა. აისრულეთ იგი!
სიცოცხლე თამაშია. გაიმარჯვეთ მასში!
სიცოცხლე გამოწვევაა. მიიღეთ იგი!
სიცოცხლე სიმდიდრეა. გაუფრთხილდით მას!
სიცოცხლე ძალიან მშვენიერია. ნუ დაღუპავთ მას!
სიცოცხლე საიდუმლოა. შეიცანით იგი!
ოქროს სიტყვებია.
Atman
რაღაც წერა მომინდა...
მოგენატრა ციცინათელები?
- სიყვარული?
- ჰო...
- სიყვარულს ნაჩუქარ ყვავილებში ვერ იპოვნი და არც ცივ ასფალტზე დანთებულ ცეცხლის გულში დაგხვდება, სიყვარული რაღაც სხვაა, დიდი და დაუტევნელი. მთლიანი არსებაა, ცოცხალი და ნამდვილი. სიყვარულიც ისევე სუნთქავს როგორც ჩვენ, ყველანი, უჩქარდება გული, თვალები უბრწყინავს და უხარია, - სტკივა კიდეც. სიყვარული სანთლის შუქზე დაწერილ პიესას გავს ----- უკვდავია, უბრალოდ, დროდადრო ძალის მოსაკრებად იძინებს. ზოგჯერ ყველაზე დიდი მდუმარებაა ან პირიქით, - ქმედება და ქაოსია. . .
სიყვარული ღმერთიცაა და ადამიანიც, ცაც და ჰაერიც, დაგუბებული ტბაც და პაწიას ღიმილიც, არტერიაა, არა, უფო მეტი - სისხლივით შეუცვლელია. თბილი თითების შეხებაა სახეზე და ჟრუანტელი მთელს სხეულში. თავზეხელაღებულია მეკობრესავით და ცრემლებივით უმართავი.
- . . . smile.gif
- ცრემლებზე რატომ გეღიმება?
გული სიყვარულის საბუდარია, იმიტომ რომ, გულში, ყველაზე მეტად თბილა, თუმცა დრო სჭირდება ნაჭუჭის გამოსამტვრევად, ნაჭუჭი ეგოიზმია და არ უშვებს სიყვარულს თავის ნამდვილ სამყოფელში, სამყოფელი - სულია, სული კი ყველაფერი! როგორ ციმციმებენ სიყვარულით სავსე სულები, ისინი ყოველთვის ციცინათელები მგონია, ლამპიონებივით თვალებს არ გჭრიან და ყოველთვის თავისკენ გიზიდავენ, განსაკუთრებით ღრუბლიან ღამეში, როცა მთვარე იმალება და უკუნეთი სიბნელეა, ანათებენ მბჟუტავი შუქით, სანაცვლოდ კი არაფერს ითხოვენ, უბრალოდ, შუშის ქილაში არ უნდა გამოამწყვდიო, თუ მოუნდება თავად მოფრინდება და შენს ეზოში დასახლდება. . .
ოოოჰ, რამდენი მალაპარაკე. . . რაო, მოგენატრა ციცინათელები?Dდაელოდე და მოფრინდებიან,
- როდის?
- გაზაფხულზე ან ზაფხულში, ან იქით გაზაფხულზე ან იქით ზაფხულში, აბა მე რა ვიცი როდის?
ი.ბ. 19.02.2010.
ეს პატარა სიყვარული,
ჩემებურად მალე სხვასაც შემოგთავაზებთ (გაუმჯობესებულ ვერსიას ეს ჩანახატებში კი დავდე, მაგრამ, შემიტყუა თემის სათაურმა და აქაც დავდებ თქვენის და მოკრძალებული ნებართვით
„როდესაც მძიმე სიტყუაციაში მოხვდება ადამიანი, გამოცდას აბარებს.
ქმედითი სიყვარული, თავგანწირვა, ასეთ წუთებში მჟღავნდება.
როდესაც ვამბობთ, ესა თუ ის ადამიანი თავგანწირულიაო, ცხადია, ხიფათის ჟამს ის საკუთარ თავს არაფრად აგდებს და სხვებზე ფიქრობს.
...ანდაზაც ხომ გვეუბნება, „მეგობარი ჭირში იცნობაო“.
თუ ახლა, ღმერთმა დაგვიფაროს, მაგალითად, ჭურვები დაიწყებს ცვენას, მაშინვე აშკარა გახდება, ვინ ფიქრობს სხვებზე და ვინ - საკუთარ თავზე.
ვინც მიჩვეულია მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრს, მძიმე წუთებში ისევ საკუთარ თავზე იფიქრებს და ღმერთიც აღარ იფიქრებს მასზე.
და თუ ვინმე მიჩვეულია სხვებზე ფიქრს, ის ხიფათის დროსაც სხვებზე იფიქრებს. მაშინ აშკარა გახდება, ვის აქვს ჭეშმარიტი თავგანწირვის უნარი და ვინ - თავისმოყვარეა“.
/მამა პაისი ათონელი/
რომ ამბობენ სიყვარული ღმერთიაო რას ნიშნავს ეეს? ვინც მიყვარს მასში ღმერთს ვხედავ?
არ ვიცი რა ვქნა ერთი გოგონა მომწონს ძალიან, მაგრამ ვერ გამირჩევია რატომ, ფიზიკურობა, სულიერება თუ ორივე ერთად ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება უცნობი ადამიანის სული მოგეწონოს? მე ხომ არ ვიცი ის როგორია სინამდვილეში?
დაწერეთ რამე
შეუძლებელია მოიხიბლო უცნობი ადამიანის სულიერებით? თავს ვატყუებ ამით და მხოლოდ ფიზიკურად მომწონს ის გოგონა?
sanfol
G_saxva
არა არაა პრობლემა მაგრამ კარგი იქნებოდა სულიერიც ყოფილიყო როგორ გავარჩიო ეს ორი?
"სადაც არის რწმენა, სადაც არის სიყვარული, - იქ არის სიხარული. სადაც სიხარულია, იქ ჯანმრთელობაა, მშვიდობაა, ბედნიერებაა.
საერთოდ, ჩვენი ცხოვრების მიზანია, რომ ვიყოთ მახარებლები; აუცილებლად ყოველდღე რაღაც სიხარული უნდა მოვუტანოთ სხვას, თუ საქმით არა, სიტყვით მაინც და დღეს - განსაკუთრებით".
/ილია მეორე/
"სანთლად დაიწვით სიყვარულში და ჩვენი სული უკვე აქ, ამქვეყნად, ნეტარების სიდიადეს ეზიარება".
/ბერ-მონაზონი ერმოლაოსი (ჭეჟია)/
"- ადამიანი, რომელიც გათხოვდა ან ცოლი მოიყვანა, ეს იმას ნიშნავს, რომ მან სიყვარულის აკადემიაში ჩააბარა, ეს ისეთი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ მან ყოველდღე უნდა იმეცადინოს, რათა პერიოდულად გამოცდები ჩააბაროს."
/მამა თეოდორე გიგნაძე/
"უქმნელი ღვთაებრივი სიყვარულის სასუფეველში სულიერი აღმასვლა ხანგრძლივ ასკეტურ გმირობას მოითხოვს".
/არქიმანდრიტი სოფრონი/
"ჩვენ უნდა განვიწმინდოთ და როგორც არასოდეს, დღეს განსაკუთრებულად უნდა ვიყოთ ქრისტიანებისთვის მაგალითი.
სიყვარულით უნდა ვიყოთ გაჟღენთილი და ამ სიყვარულს, რაც ღმერთთან ურთიერთობაში შევიძინეთ, სხვებსაც უნდა ვუნაწილებდეთ და გამოვხატავდეთ.
ბრწინავდეს ნათელი ჩვენი წინაშე კაცთა".
/დეკ. შიო პაიჭაძე/
ერთხელ ვკითხე ყვავილს, ჩიტს და ადამიანს, რა არის სიყვარულითქო?! ..... ყვავილი აყვავდა , ჩიტი აჭიკჭიკდა და ადამიანი ატირდა!... გ ი ყ ვ ა რ დ ე თ ! თუ გსურთ შეხედოთ სამყაროს ბედნიერებით აღსავსე ცრემლიანი თვალებით!!!.
†ილია მეორე†
"სიყვარული იყო ანი და ჰოე მისი ცხოვრებისა"
ღმერთი როგორ შევიყვაროთ უანგაროდ? ან ადამიანი ან ორივე ერთად?
"სიყვარული გადამდებია, რომ აპატიებ, სხვაც გაპატიებს"
/იღუმენია მარიამი (ფოჩხუა)/
"როდესაც ჩიტები ჰაერში მაღლა დაფრინავენ, მათ მახით ვერ დაიჭერ;
ასევე შენც ვერ დაგიჭერს ვნებებისა და საცდურების მახეები, როდესაც ზეცად ამაღლდები.
ვინც მთის წვერზე ავიდა, მას ქალაქი და მისი გალავანი მცირედ მოეჩვენება, მიწაზე მოსიარულე ადამიანები კი ჭიანჭველებად.
ასევე შენც ყველაფერი მიწიერი არარაობად მოგეჩვენება, თუ ღვთის სიყვარულში ამაღლდები".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"ვისაც საკუთარი თავი უყვარს, მას ღვთის სიყვარული არ ძალუძს; ხოლო ვისაც საკუთარი თავი იმ მიზეზით არ უყვარს, რომ ძლიერად უყვარს თავისი შემოქმედი, მხოლოდ მას ძალუძს იქონიოს ჭეშმარიტი სიყვარული ღვთისა! ამგვარი ადამიანი არასოდეს მოისურვებს დიდებას საკუთარი თავისთვის, არამედ მარტოოდენ ღვთის განდიდებაზე იზრუნებს... ადამიანი, რომელიც ღვთის ჭეშმარიტ სიყვარულს გულში ატარებს, ყოველთვის მორჩილი და თავმდაბალია; და ეს თვისებები - სიმდაბლე და მორჩილება - მისთვის სიტკბოებაა და არა უღელი"
/ნეტარი დიოდოხოსი/
"ღვთის მოყვარული არავის აწყენინებს და არც არავისგან იწყენს რამეს"
/წმ. მაქსიმე აღმსარებელი/
"ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს, - ღმერთი გიყვარდეთ და რაც გინდათ, ის აკეთეთო. თუ ღმერთი გიყვარს, ცოდვა გძულს და მხოლოდ სიკეთე გწადია. სწორედ ეს გახლავთ ჭეშმარიტად თავისუფალი ნება"
"სიყვარული საკუთარი თავის სხვაში დავიწყებას გულისხმობს"
"შეიძულე თავი შენი ღმერთის სიყვარულში - და შენი სიყვარული მთელ სამყაროს და ყოველ ქმნილებას მოიცავს.
ღმერთის სიყვარულით შეპყრობილი "მე" საკუთარ თავს დაივიწყებს, მაგრამ მოყვასს, ზეცას და დედამიწას ეს "მე" ატარებს ნეტარებით საკუთარ თავში".
/არქიმანდრიტი სოფრონი/
"ღმერთის სიყვარულის ზღვარი, სრულიად უსაზღვრო სიყვარულია"
/ავგუსტინე/
"ის ვინც უფლის სიყვარულს შეიგრძნობს - საუკუნოდ აღარ ჩამოშორდება ეს შეგრძნება"
/არქიმანდრიტი სოფრონი/
"თუკი შენ შეიყვარებ მტერს, ბუნებრივია, მტერი არ გეყოლება"
/ბოლნელი მიტროპოლიტი ეფრემი (გამრეკელიძე)/
"გინდა გიყვარდეს ადამიანები? უზომოდ შეიყვარე ქრისტე და ისწავლი, როგორ შეიყვარო ადამიანები. ასეთი სიყვარული ქრისტეს სიყვარულიდან მომდინარეობს და ჭეშმარიტი და ძლიერია"
/ნეტარი იერონიმე ეგინელი/
"ამ ცხოვრებაში ვინმეს სიყვარულსა და პატივისცემას ნუ ისურვებ, რათა თავისუფლად თანაევნო ჯვარცმულ ქრისტეს"
"ვისაც ღმერთი უყვარს, მას უფრო მეტად უყვარს დედ-მამა, შვილი, ძმანი, ვიდრე მას, ვინც ღმერთზე უწინარეს აყენებს მათ"
/დეკ. აკაკი მელიქიძე/
"ბოროტების არჩადენა შიშის გამო, უკვე მონობაა, ხოლო სიყვარულის გამო - ღმერთის შვილობა"
/მამა მაკარი (აბესაძე)/
"რამდენადაც სიყვარული მცირდება, იმდენად იზრდება შიში, რადგან, ვისაც შიში არა აქვს, იგი ან სიყვარულითაა სავსე, ან სულით მკვდარია"
/წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)/
"ყველაზე დიდი სიმდიდრე სიყვარულია"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ღვთაებრივი სიყვარული მხოლოდ მაშინ განივრცობა ადამიანში, თუ იგი ღვთის მცნებებს შეგნებულად აღასრულებს"
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"პირველ რიგში ღმერთს შევთხოვ, - უფალო, მასწავლე, როგორ უნდა მიყვარდე. მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული"
/ბერი ტიხონი (სქემარქიმანდრიტი გაბრიელ ზირინიანოვი)/
"როგორც ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს, - ღმერთი გიყვარდეთ და რაც გინდათ, ის აკეთეთო. თუ ღმერთი გიყვარს, ცოდვა გძულს და მხოლოდ სიკეთე გწადია. სწორედ ეს გახლავთ ჭეშმარიტად თავისუფალი ნება"
"სიყვარულს ასაკი არა აქვს, იგი ყოველთვის ახალია, შობის მდგომარეობაში"
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"იმისთვის, რომ შევიყვაროთ ყველა ადამიანი, აუცილებელია მათთან საუბრისას გულში შევთხოვოთ ღმერთს მათი გადარჩენა".
/ღირსი მაკარი/
იცი რა არის განსხვავება მოწონებასა და სიყვარულს შორის:
როდესაც ყვავილი მოგწონს წყვეტ მას ხოლო როდესაც გიყვარს - რწყავ.
/გურამ დოჩანაშვილი/
„საკუთარი სულივით ვუყვარდი“
"[წმ. ნატალია წმ. ადრიანეს] მოეხვია და თითქოს თავისი სულის ნაწილი გადასცა"
"ღმერთი სიყვარულია და სიყვარულში დამკვიდრებული ღმერთში მკვიდრობს, ღმერთი კი მასში, ვინც სიყვარულშია დამკვიდრებული"
/ღირსი სილუანე ათონელი/
"თუ ღვთის სულმა არ შეასწავლა, ვერავინ შეძლებს გაიგოს, რა იგულისხმება ღმერთის სიყვარულში; ამიტომ ნათლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს ეკლესიაში ღვთაებრივი სიყვარული სულიწმინდით შევიცანით და ღვთაებრივი სიყვარულის შესახებ ამიტომ შეგვიძლია საუბარი"
/ღირსი სილუანე ათონელი/
გვიყვარდეს ღმერთი ისე, როგორც მან თვითონ გვამცნო, და არა ისე, როგორც ხიბლში მყოფ მეოცნებეებს ჰგონიათ, რომ უყვართ.
წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი
"ჩვენი გრძნობები იბადება და ქრება, ჩვენ მიმართ ღვთაებრივი სიყვარული კი უცვალებელია. როდესაც ღმერთი რადაც უნდა დაუჯდეს, ცოდვებისგან, ან მის მიმართ გულგრილობისგან ჩვენს განკურნებას ცდილობს, რაც უნდა დიდი იყოს ჩვენი ცოდვები, ან მის მიმართ ჩვენი გულგრილობა, ჩვენდამი უფლის სიყვარულის ძალა არ კლებულობს"
/კლაივ ლუისი/
"ღმერთის უსაზღვრო სიყვარულის აუზი"
"გამობრწყინდა ჩვენში სამსახოვანი სიყვარული: სიყვარული ღვთისა, სიყვარული მამულისა და სიყვარული ადამიანისადმი"
/ილია II/
"უფალს მყუდროება უყვარს, შინაგანი სიმშვიდე და წმიდა გული"
/ილია მეორე/
"დაე, ღვთაებრივი სიყვარულის უშრეტი წყაროდან გარდამოიღვაროს ჩვენ გაციებულ გულებში რწმენა, სიყვარული, იმედი და, აქედან გამომდინარე, სიხარული და მშვიდობა"
/ილია II/
"თუ ჩვენ საყვარელ ხალხს - მშობლებს, შვილებს, მეუღლეებს არ მოვეფერებით, არ მოვესიყვარულებით, პატივი არ ვეცით, ღმერთს როგორ ვცემთ პატივს და ვემსახურებით"
/დეკ. გიორგი სამსონიძე/
„რამდენადაც არაფერია სიყვარულზე აღმატებული, ასევე არაფერია მძვინვარებასა და მრისხანებაზე უარესი“
/წმ. კასიანე რომაელი/
"დიდი მიზნები მხოლოდ ღვთაებრივი სიყვარულით აღსრულდებიან"
/ზვიად გამსახურდია/
სადაც სიყვარული არ სუფევს, იქ არც არაფერია საინტერესო.
/ოთარ რურუა/
"ყველამ ვიცით, რაც უფრო ღრმაა ჩვენი სიყვარული, ჩვენთვის მცირედი კონფლიქტიც კი მით უფრო მტკივნეული ხდება"
/არქიმანდრიტი სოფრონი/
"ადამიანის სულს სასუფეველში სიყვარულის გრძნობა და მადლიერების განცდა გაჰყვება"
/ილია II/
"სიყვარულის მზე ჩავხატე გულში"
/პოეტი მაყვალა დავლაძე/
"მარადიულად დაურღვეველია მხოლოდ ის, რასაც სიყვარული აერთიანებს, რამეთუ სიყვარული სიკვდილსა და კაცობრიობაზე ძლიერია".
/იოანე კრესტიანკინი/
"რაც უფრო დიდია სიყვარული, მით მეტ ტკივილს შეიგძნობს სამშვინველი. რაც უფრო ღრმაა სიყვარული, მით უფრო უსაზღვროა მისი ტკივილები"
/ბერდიდი სილუანე/
თეორიები იბადებიან და კვდებიან, სიყვარული კი მარადიულად ჰგიეს.
წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)
"სიყვარულს ცოდნა უნდა, რომელიც ჩვენ არ ვიცით. სიყვარულის მაგივრად სიძულვილს ვაფრქვევთ. სადაც სიყვარულია, იქ სიძულვილიცაა და სადაც გაგებაა იქ გაუგებრობაცაა. სიყვარულის ნაცვლად ღვარძლს ვთესავთ. ადამიანის მტერი თავისი ენა და საქციელია. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის დაფასება. ადამანმა ადამიანი უნდა დააფასოს და შეაფასოს"
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
✞ სიყვარული მხოლოდ მაშინაა სიყვარული, როცა იგი ყველას მიმართ არის, გამონაკლისის გარეშე. ხოლო ვიდრე იგი მხოლოდ მათ მიმართაა მიმართული, ვინც „მე“ მიყვარს, ეს სიყვარული არ არის, არამედ ეგოიზმია.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი ✞
"საღვთო სიყვარულმა და განგებულებამ ლამის დამფერფლა"
/ღირსი პაისი ათონელი/
"...მამა პაისმა [ათონელი] უთხრა, სიყვარული უნდა მოვფინოთ არა მარტო ადამიანებს, არამედ გველებსაც კიო.
როცა მამა პაისი ამ სიტყვებს ამბობდა, მასთან მიცურდა დიდი გველი და ისარივით აღიმართა, თითქოს ამგვარად მამა პაისის სიტყვების სისწორე დაამოწმაო. ამ შემთხვევამ თანამოსაუბრენი დაარწმუნა მისი სიტყვების სიმართლეში, რომელსაც უჩვეულო დამცველი გამოუჩნდა"
Если в тебе есть любовь, доброта – ты ангел, и куда бы ни пошла и где бы ни находилась, вместе с собой несешь рай. Так, уже в этой жизни мы начинаем ощущать рай или ад.
старец Паисий Святогорец
1 კორინთელთა 13
ახალი აღთქმა
პავლე მოციქულის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ
სიყვარული
131 თუ მე ადამიანთა და ანგელოზთა ენებით ვლაპარაკობ, ხოლო სიყვარული არა მაქვს, მაშინ ჟღარუნა რვალი ვარ ან ჩხარუნა წინწილა. 2 წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველივე საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არარაობა ვიქნებოდი. 3 მთელი ჩემი ქონება რომ დავარიგო და ჩემი სხეული დასაწვავად გავწირო, ხოლო სიყვარული არ მქონდეს, არაფრად ვევარგები.
4 სიყვარული სულგრძელია, სიყვარული ქველმოქმედია, არ შურს, არ ყოყოჩობს, არ ამპარტავნობს. 5 არ სჩადის უწესობას, თავისას არ ეძიებს, არ მრისხანებს და არ განიზრახავს ბოროტს, 6 არ ხარობს სიცრუით, არამედ ჭეშმარიტება ახარებს. 7 ყოველივეს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის სასოება აქვს და ყოველივეს ითმენს.
8 სიყვარული არასოდეს მთავრდება.
მოყვარე ადამიანთან ბოლომდე ვერასდროს ამოწურავ საუბარს, რადგან მასში სიყვარული გიყვარს.
/მღველ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"სიყვარული გულში მოწეული ჭირნახულია"
/მამა გურამი (ოთხოზორია)/
"როცა კაცი ხვდება, რა არის ღვთის სიყვარული, ის საღმრთო გონებაშეშლილობამდე მიდის, მაგრამ რა საწყენია, რომ სოფელი ამ სიყვარულს ვერ იგებს"
/ღირსი პაისი ათონელი/
„მამა პაისი [ათონელი] ამბობდა: „თუკი კაცი თავს სხვის ადგილას დააყენებს, მერე მას ყველას შეყვარება შეუძლია“.
"სიყვარული შრომით უნდა მოიწიო შენი გულის ყანაში"
/მამა გურამი (ოთხოზორია)/
"სიყვარულის ტკივილის მდგომარეობა"
"უფლისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა - სიყვარულით განათებული გზა"
/ბერ-მონაზონი ერმოლაოსი (ჭეჟია)/
❤
"წმიდა არს უფალი და წმიდად გიყვარდეს, და რამეთუ იგი აღმატებულია ყოველთა ზედა, ყოველი უმდაბლეს მისდა შერაცხე".
/ღირსი ნილოს სინელი/
marine
"სიყვარული ძალიან ჰგავს ვნებას, რადგან ის ველური მცენარეა, რომელსაც ჭირდება მოვლა, გასხვლა, ყოველგვარი ზედმეტისაგან გათავისუფლება, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, ვნებაზე ვთქვათ უარი. ვნება მიწაა - საშენი მასალა, რომელიც უნდა გარდავქმნათ. საბოლოო სახე, რომელსაც ვნება იღებს, არის სიყვარული".
/მამა გურამი (ოთხოზორია)/
"ღმეთისადმი ჩვენში გაძლიერებული სიყვარული, ჩვენი გულის და გონების სიღრმეებით მასთან ბუნებრივად დაგვაახლოვებს"
/არქიმანდრიტი სოფრონი/
"ჭეშმარიტად კი სიყვარული უნდა აღგვამაღლებდეს ("სიყვარული აღგვამაღლებს, ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ") - აღგვამაღლებს თვით შემოქმედის სიყვარულამდე. აი, ამ ამაღლების გზაზე "იზომება ადამიანური სიყვარული", ამ ამაღლების გზა ახდენს მას ღირებულად".
/ფილოსოფოსი ვაჟა გოგიბერიშვილი/
„სიხარული არის შედეგი სიყვარულისა!“
/ილია მეორე/
"ორი სახის სიყვარული ორი სახის მოქალაქეობას წარმოშობს:
უფლისადმი სიყვარული იერუსალიმის (ზეციური ქალაქის) მოქალაქეებად გვაქცევს, ამასოფლისადმი სიყვარული კი - ბაბილონის მოქალაქეებად (ცოდვილი ქალაქის).
დაე, ჰკითხოს ყოველმა ჩვენგანმა საკუთარ თავს: რა უყვარს და მიხვდება, რომელი ქალაქის მოქალაქეა იგი".
/წმ. ნეტარი ავგუსტინე/
"მომეცი შენი თავი, ღმერთო ჩემო, დამიბრუნე იგი: მე ხომ მიყვარხარ. თუ ეს ცოტაა, მომეცი ძალა, უფრო მეტად შეგიყვარო. არ შემიძლია გავზომო და ასე გავიგო, რამდენი მაკლია სრულყოფილ სიყვარულამდე, როცა მოგაშურებ და ჩაგეკონები, რათა აღარასოდეს გაგშორდე, ვიდრე მთლიანად არ "დამფარავ შენი სახის საფარველქვეშ". მხოლოდ ის ვიცი, რომ მიჭირს უშენობა, არა მარტო ჩემს გარეთ, არამედ ჩემშიაც, და სიღატაკეა ჩემთვის ყოველგვარი სიმდიდრე, რომელიც არ არის ჩემი ღმერთი"
/წმ. ნეტარი ავგუსტინე/
"გადიდებენ, უფალო, შენი საქმენი, რათა შეგიყვაროთ ჩვენ, და ჩვენ გვიყვარხარ, რათა შენი საქმენი გადიდებდნენ შენ".
/წმ. ნეტარი ავგუსტინე/
"შექმნა ღვთაებრივი სიყვარულის ჰიმნები"
"ზეგრძნობადის სიყვარულამდე"
"ღმერთის სიყვარულით დაჭრილი სულიდან გადმოხეთქავს ცრემლნარევი სიხარული"
/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/
"პირფერი სიყვარული"
„ნეტარი არის, ვინც შენ შეგეწვნა საღვთო ტრფობით“
"სჭვრეეტდა ამ ნათქვამს. მან სულში მიიღო სიყვარული ამის გამომთქმელისა"
"მამა გაბრიელის კელიაში რომ შევდიოდი ხორციელად, მატერიალურად ვგრძნობდი სიყვარულს, არ ვიცი ეს როგორ აღვწეროთ, მაგრამ იქ ჰაერი იყო გაჟღენთილი სიყვარულის სენით. ჩვენც ამ სენით ვავადდებოდით. ეს ძალიან მაკლია"
"მთელი სიყვარული ღმერთზე გადაიტანა და ერთი მხოლოდ ღვთაებრივი მოისურვა"
"რამდენადაც შენ მხურვალედ გიყვარს შემქნელი და მაცხოვნებელი შენი ღმერთი, ამ სიყვარულამდე მიიყვანე სხვანიც. ეს ყველაზე მეტად ესიამოვნება უფალს".
„სიყვარულის ბადით მონადირებული“
"სიყვარული ერთია და განუმეორებელი, მისი საგანი შეიძლება მხოლოდ ერთი პიროვნება იყოს"
/დეკ. აკაკი მელიქიძე/
"ყველაზე აღმატებული სათნოება სიყვარულია, რომლამდეც უნდა ავზიდოთ ჩვენი სული".
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"სიძულვილმა გადაუარა ჩვენს სიყვარულს"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"სიყვარულს შეუძლია ადამიანის შეცვლა, სიყვარულს შეუძლია მკვდარი გულის გაცოცხლება, სიყვარულს შეუძლია ლეშის სულად ქცევა! სიყვარულს შეუძლია "პირუტყვის" ადამიანად გარდაქმნა! მტრის მეგობრად ქცევა, უცხოს დამოყვრება: ესაა სიყვარულის შედეგი! ჩვენი სიყვარული სადაც წვდება, იქ სასუფეველია!"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"სიყვარულის აღქმა არის კაცად - კაცური, ქალად - ქალური სინაღდე"
/პროფესორი რევაზ სირაძე/
"...ეს კაცი ისე მოცული იყო ღვთისადმი სიყვარულით, ისე იყო ამ გრძნობის ისრებით მოწყლული..."
"ლოცვა ადვილია, სიყვარული კი ყველაზე ძნელიო", - ამბობდა სქემმონაზონი ნიკოლოზ ბალაამელი (+1947). მტრის სიყვარულზე კი თქვა: არ შეიძლება მათზე, როგორც მტრებზე, ილოცო - ამით მათ თავზე ნაკვერჩხლებს დააყრი. როგორც მეგობრებზე, ისე ილოცეო".
"სიყვარული არ ისწავლება ტკივილის გარეშე. სიყვარული ხომ ბედნიერების მომტანია, ტკივილი - ტანჯვის, თუმცა სიყვარული წარმოუდგენელია ტკივილისა და ტანჯვის გარეშე"
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ყველა ერთნაირად იყო ფრთაშესხმული მგზნებარე რწმენითა და ღვთისადმი სიყვარულით"
"[უფალს] ყველაზე ცოდვილიც კი ისევე უყვარს, როგორც ყველაზე წმინდა".
„სიყვარული იყო მისი ცხოვრების მისამღერი“.
"მე მივაღწიე მწვერვალს თქვენდამი სურვილისა და თქვენი ანგელოზებრივი ცხოვრების სიყვარულისა"
"განსაკუთრებული სიყვარული რომელიმე ადამიანის მიმართ, სხვა ადამიანთა მიმართ სიყვარულის ნაკლებობის მაჩვენებელია"
/წმ. ბასილი დიდი/
"ღვთისადმი ყოვლისმძლე სიყვარული დაეუფლა სიჭაბუკეში"
marine
ეგ ხოოო გეთანხმები უკან ბრუნდება, გულქვა ადამიანსაც შეუძლია სიყვარული, მაგრამ ხან იგივე ძალით არ გვიბრუნდება გაცემული გრძნობები. მე ძნელიათქო იმაზე ვთქვი მიყვარდეს სხვაც ისე, როგორც ჩემი ახლობელი და ა.შ.
"გაერთიანდით ლოცვის ჯაჭვში. შექმენით ასევე ჯაჭვი სიყვარულისა"
/მამა ელპიდე/
"ვისაც ჭეშმარიტად უყვარს უფალი, მას ღმერთში უყვარს ადამიანიც"
/მღვდელი დავით ოქრუაშვილი/
"ამ კაცს ღმერთმა სრულად გადმოაღვარა სულიერი ნიჭნი. მისი მსგავსი სიყვარულის ნიჭი არავის უნახავს".
"მუდმივად სიყვარულისკენ ისწრაფე: დადიხარ, დგახარ, ზიხარ, წევხარ, კითხულობ თუ სხვა საქმეს აკეთებ, ყველაფრისგან სიყვარულის გოლეული ამოიღე, ყველაფერი სიყვარულის საბაბად აქციე".
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"წმინდანები ანდა ღირსი მამები ისე კი არ ლოცულობდნენ, როგორც ჩვენ, მათი ლოცვა სიყვარულის ცეცხლი იყო"
/წმ. იოანე კრონშტადტელი/
"სიყვარული მშვენიერს ეძებს. სიყვარულის გრძნობა სილამაზის მცნებისგან განუყოფელია".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ერთმანეთის სიყვარულით უნდა ავმაღლდეთ და დავიფერფლოთ".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"ეკლესია გვასწავლის, რომ ღმერთი სიყვარულია. მას არ შეუძლია ბოროტება და არც შეეძლო მისი შექმნა, არა უძლურების გამო, არამედ თავისი ბუნების გამო"
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"ღმერთის სიყვარული არის ჭეშმარიტი ბედნიერება"
/დეკ. გაბრიელ ნათენაძე/
"ღმერთი ამოუხაპავი სიყვარულია"
"ღმერთს უნდა, რომ უმიზეზოდ გვიყვარდეს ის, ზუსტად ისე, როგორც მან შეგვიყვარა ჩვენ".
"იგი აღსავსეა სიცოცხლით, რწმენით და ადამიანებისადმი უსასრულო სიყვარულით, სავსეა შინაგანი გზნებით, რომელსაც უნაწილებს ხალხს და ამით ტანჯვას უმსუბუქებს მათ".
"სახარებისეული სიყვარული"
"ღვთის სიყვარული ანელებს [ბერისთვის] მშობლების სიყვარულს"
"სიყვარული მამოძრავებელი ძალაა, მის გარეშე სამყარო უძლურია. უსიყვარულოდ არსებობა უმადლო ყოფაა"
/ფილოლოგი ლალი ბარძიმაშვილი/
"მიუხედავად სხვადასხვა სირთულისა და განსაცდელისა, სიყვარული ნეტარებასა და სიხარულთან არის დაკავშირებული და რაც უფრო დიდია სიყვარული, მით მეტია ნეტარებაც და სიხარულიც".
/ილია II/
"ტკივილმოძალებული სამყარო მხოლოდ სიყვარულით დაიძლევა და ამ სიყვარულითვე ფასობს, გულს ხომ საზღვრები არ აქვს!"
/ფილოლოგი ლალი ბარძიმაშვილი/
"როგორ ვისწავლოთ ადამიანის სიყვარული? წმინდა მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი ამბობს: "თუ შენ არ გიყვარს, ისე მოიქეცი, თითქოს გიყვარს, მაშინ შენი გარჯისთვის უფალი სიყვარულს მოგანიჭებს".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"გავუღიმოთ ერთმანეთს და სიყვარული ასეთნაირად გამოვხატოთ. ძალიან მახარებს, როდა ადამიანს სიკეთით სავსეს ვხედავ, რომ მასში ღმერთი და უფლის ანგელოზები არიან. ღვთის მოშიშს და მოიმედეს უფალი არასოდეს მიატოვებს".
/იღუმენია მარიამი (ფოჩხუა)/
"ამას წინათ მამა თეოდორეს [გიგნაძე] ლექციაზე მისწერეს: - მამაო, აქ არის რამდენიმე შეყვარებული წყვილი, რას ურჩევთ მათ?
პასუხი ასეთი იყო: - თუ თქვენი სიყვარული ნამდვილია, დაუსხით წყალი ამ სიყვარულს, რომ სიყვარულის ყვავილი არ დაჭკნეს. ეს წყალი არის მადლი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქრისტესთან ახლო ურთიერთობით გვეძლევა. ქრისტიანული ცხოვრება გვაძლევს საშუალებას, რომ მადლი მოვიხვეჭოთ. როგორც დიდი პოეტი თომას ელიოტი ამბობს: სიყვარული ის კი არაა, როცა ორი ადამიანი ერთმანეთს უყურებს, არამედ ორი - მესამეს, ამ შეთმხვევაში ქრისტეს უყურებს. თუ თქვენთვის ძვირფასია ეს სიყვარული, მაშინ ხელი ჩასჭიდეთ ერთმანეთს, წადით ქრისტესკენ, ქრისტე თქვენს სულებს შეაერთებს და თქვენი სიყვარული იქნება მარადიული..."
ნოსტალგია
"სიყვარულის ნოსტალგია, როგორც უსასრულო სიყვარულის წყურვილი, რომელიც შეუძლებელია რაიმე მიწიერით დაკმაყოფილდეს და ამიტომ იგი მუდმივად ღმერთის სიყვარულის ძიებაშია. ადამიანს შეუძლია საკუთარი თავი მთლიანად ამ ძიებას მიანდოს."
"მოყვასის სიყვარული (მოყვასობა)"
"სიყვარული და რწმენა ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგანან. სიყვარულით სავსე გული თბილი და ღიაა, უამრავ კეთილ ინფორმაციას იღებს და გასცემს"
/რუსუდან ფეტვიაშვილი/
"ღმერთთან შეერთებით ადამიანი სიყვარულის ნეტარ მდგომარეობას აღწევს".
/მამა დავით კირკიტაძე/
"ვისაც ნამდვილად უნდა ღმერთი იხილოს, იგი უნდა ეძებოს არა ცის თაღზე, არა გონებაში, არამედ ადამიანურ სიყვარულში".
/ფიოდორ დოსტოევსკი/
"სიყვარულის აღქმა არის კაცად-კაცური, ქალად-ქალური სინაღდე. ამიტომ ეს ბუნებრივად ხდება ხოლმე, რამდენადაც ძალუძს ამ თუ იმ პიროვნებას".
/რევაზ სირაძე/
"უდიდესი სათნოებაა მოწევნულის დათმენა და ღვთის სიტყვისამებრ, სიყვარული მოყვასისა, რომელსაც ვძულვართ".
/წმ. მარკოზ განშორებული/
"სხვებმა რომ შეგიყვარონ, ჯერ შენ უნდა შეიყვარო ისინი".
/ბერი პორფირე/
"ნეტარი იერონიმე ეგინელი ამბობდა: "გინდა გიყვარდეს ადამიანები? უზომოდ შეიყვარე ქრისტე და ისწავლი, როგორ შეიყვარო ადამიანები. ასეთი სიყვარული ქრისტეს სიყვარულიდან მომდინარეობს და ჭეშმარიტი და ძლიერია".
დავიღალე ამაზე ფიქრით ხალხო აღარ ვიცი რა ვქნა, ეშმაკები უნდა გვიყვარდეს? ან ღმერთის სხვა ბოროტი ქმნილებები? ვთქვად ბოროტი ადამიანები?
"ნეტარია ის კაცი, ვინც ღვთისადმი ისეთ სიყვარულს მოიპოვებს, როგორსაც თავის ბოროტ სიყვარულში სატრფოსადმი განიცდის".
/წმ. იოანე სინელი/
"წმინდაა იგი, ვინც სიყვარულს (ხორციელს) სიყვარულით (ღვთაებრივით) ამარცხებს და ხორციელ ცეცხლს უნივთო ცეცხლით დაშრეტს".
/წმ. იოანე სინელი/
marine
"სიყვარულის გარეშე ვერავინ ცხონდება!"
"თუ შესძლებ შენი ცხოვრებით ისე იცხოვრო, რომ ღმერთი შეგებრალოს, რომელიც შენთვის ტკივილგანმცდელი გახდა, შენთვის კვდებოდა; თუ შესძლებ, უფალი ისე შეგებრალოს, რომ მთელი შენი არსება შესძრას ამან და გული გეტკინოს, იმის მაჩვენებელია, რომ შეგძლებია სიყვარული".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
„სიყვარული არ განიმარტება, ისე როგორც თავად ღმერთი არ განიმარტება“.
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"თუ ვიტყვით: "ყველა მიყვარს ამ ოთახში, ერთი პიროვნების გარდა" - ე.ი. არც ერთი მათგანი არ გიყვარს. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მხოლოდ საკუთარი თავი უყვარს".
/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე (პარრი)/
"ვერასდროს შევძლებთ ჰარმონიული ურთიერთობის აწყობას ვერც ერთ ადამიანთან, ვიდრე არ ვიპოვით საუფლო გზას. ეს არის ეგოიზმისგან თავის დაღწევის ერთადერთი საშუალება, რადგან როდესაც უფალს ვიპოვით და შევიყვარებთ, მაშინ მოყვასის სიყვარულიც აღარ გაგვიძნელდება".
/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე (პარრი)/
"ჰოი, ნეტარი სიყვარული, ყველა სიკეთის მომნიჭებელი".
/წმ. ეფრემ ასური/
"ვისაც არ აქვს სიძულვილი ცოდვისა, მას ტყუილად ჰგონია, რომ აქვს სიყვარული ღვთისა, ადამიანისა ან რაიმე ღირებულისა. უღირისისა, კი ბატონო, რამდენიც გინდა. სიყვარული არ არსებობს სიძულვილის გარეშე. ეს ამ სოფელში. მარადისობაში, თუ ვცხონდებით, იქ ჩვენ სიძულვილი, უბრალოდ აღარ დაგვჭირდება. სიძულვილი აქ, ამ ცხოვრებაში აუცილებელი იარაღია იმისათვის, რომ მოიპოვო სიყვარული".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"სიყვარული ისწავლება ხილულიდან. უხილავზე მერე გადადის".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"ნუ ინატრებთ ფულს, ინატრეთ სიყვარული და ეს იქნება ყველაზე დიდი სიმდიდრე. ვინც ძუნწია, ის მოსიყვარულე ვერ იქნება, ის ყოველთვის წაგებულია.
სიყვარული ყველაზე დიდი ცხოვრების წესია.
ჩვენ გვჭირდება ერთმანეთის შეხიდება ამ გრძნობით და არა ერთმანეთის განკითხვა".
/დეკ. დავით შაქარაშვილი/
"უნდა ვიყოთ სინათლე ადამიანებისათვის, სიყვარულს ვაფრქვევდეთ; ჩვენი დანახვა ადამიანებს უნდა უხაროდეთ; სიყვარულს ვანიჭებდეთ".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"დაიპყრო ყველა სიმაღლე ღვთის სიყვარულისა".
"მოსიყვარულე ბუნების იყო"
"მამა გერმანე ღვთაებრივი სიყვარულით ბრიალებდა".
"არამიწიერი სიყვარული"
"ისინი ისე დამეგობრდნენ, თითქოს ორ სხეულში ერთი სული ყოფილიყო".
"მის გულში ღვთისადმი სიყვარულის ცეცხლი ბობოქრობდა. ამიტომაც მოუკლებლად ლოცულობდა. როცა საუბრობდა, გეგონებოდა, ზეციური სიყვარულის ალი კიაფობდა მის ბაგეებზე, ყველა მისი მხურვალე რჩევა ღრმად აღწევდა განსაცდელით გატანჯულ მის გულში ნუგეშს აძლევდა. ახლოს რომ მიხვიდოდით, შეუძლებელი იყო სახეში შეგეხედათ: ლოცვისაგან გაბრწყინებული, ხორციელს კი არა, ცვილისაგან ჩამოქნილს ჰგავდა".
"როგორც ერთი წმინდა მამა წერს: "სიყვარულის წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვით გამოწვეული დარდი ყველა საშინელ სასჯელზე მძიმეა."
ალბათ, ამ ცოდვის მარადიული შეგრძნება არის სწორედ ჯოჯოხეთის წამება".
/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/
"ვისაც სიყვარული გააჩნია, იგი საკუთრად არაფერს მიიჩნევს, არამედ ყველაფერი, რაც აბადია, სხვისთვის ნებავს".
/წმ. ეფრემ ასური/
„ვისაც სიყვარული გააჩნია, არავის თვლის უცხოდ, არამედ ყველას თავის მეგობრად ხედავს, და არასოდეს აღშფოთდება და არ გაიხარებს ძმის ბოროტების გამო, და არც ცილს დასწამებს, და არც არავის მტრობას ჩაიდენს გულში, ეშმაკის გარდა, არამედ ყველაფერს სულგრძლებით მოითმენს“.
/წმ. ეფრემ ასური/
"ჩემში სიყვარული მეფობდა"
"მუდმივად უნდა ვაიძულოთ თავი, რომ უფალი გვახსოვდეს. ასე გვასწავლიან მამები. თუ შენ აიძულებ, რომ უფალი გახსოვდეს ყოველთვის, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იქითკენ, რომ ღმერთი შევიყვაროთ.
ამავე დროს, ეს არ არის საკმარისი. მუდმივად უნდა ვაიძულოთ საკუთარი თავი, ეს ურჩი არსება, გული ვაიძულოთ, რომ გვქონდეს განცდა ღმრთისა, რომ ღმერთის წინაშე ვდგავარ. ესეც აუცილებელზე აუცილებელია".
/დეკ. თეოდორე გიგნაძე/
"მართას და მარიამს ძალზე უყვარდათ იესო და მის მიერაც სიყვარულით იყვნენ შეწყნარებულნი".
"ღვთისადმი სიყვარულის გამო ადამიანს აღარ ძალუძს, სხვა რომ ახსოვდეს".
/წმიდა ბერი სილუან ათონელი/
"როგორც ღუმელი ვერ იქნება თბილი ცეცხლის გარეშე, ისევე ღმრთისაგან განდგომილ ადამიანს, რომელსაც გულში ღმერთი არ ჰყავს დავანებული, ვერ ექნება სიყვარული მოყვასისადმი".
/იაკობ ნიჟეგოროდის მთავარეპისკოპოსი/
"სიყვარული მხოლოდ მაშინაა სიყვარული, როცა იგი ყველას მიმართ არის, გამონაკლისის გარეშე. ხოლო ვიდრე იგი მხოლოდ მათ მიმართაა მიმართული, ვინც "მე" მიყვარს, ეს სიყვარული არ არის, არამედ ეგოიზმია".
/მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი/
"ღმერთმა ადამიანებს მისცა სიტყვა "სიყვარული", რათა ასე დაერქმიათ უფალთან თავიანთი დამოკიდებულებისათვის".
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"სიყვარული აერთიანებს ადამიანს ადამიანთან და ღმერთთან. ასე იქნება სამი - ღმერთი, შენ და მე. ადამიანები სიყვარულით ერთიანდებიან ერთ მთლიანობაში, ერთ ეკლესიად, ქრისტეს ერთ სხეულად".
/ილია II/
"არ არსებობს სამყაროში მტრის სიყვარულზე უფრო გასაოცარი რამ".
/ნეტარი ავგუსტინე/
"სიყვარული ის კი არაა, როცა იგი უყვართ, ვისგანაც სიყვარულს გრძნობენ, არამედ, როცა შეუძლიათ სიყვარულით გულში ჩაიკრან მთელი კაცობრიობა, მთელი სამყარო. ასეთი ადამიანი უდიდესი მადლითაა დაჯილდოებული".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"არც ცაში და არც მიწაზე არაფერია სიყვარულზე უფრო ძვირფასი".
/წმ. ეფრემ ასური/
"ქრისტიანული სიყვარულის საფუძველი არის ჭეშმარიტება! ჭეშმარიტების გარეშე შეუძლებელია არსებობდეს სიყვარულიც!"
/მიტროპოლიტი ამბერკი (ტაუშევი)/
"ის, რაც ყოველ კაცს ასე სჭირდება - სიყვარულია. სიყვარულია სწორედ ის გრძნობა, იდუმალი და საოცარი, რომლის კალთაში სულის გათბობაც ყოველ ჩვენგანს, მკვლელიც რომ იყოს, ასე სწყურია".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"სიყვარული სულის მარადიული თვისებაა".
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ქრისტიანობა, მართლაც სიყვარულის რელიგიაა. მაგრამ ამ ქრისტიანულ სიყვარულს არაფერი აქვს საერთო ცრემლიან სენტიმენტალურ მიწიერ სიყვარულთან, როგორც ეს ღმრთის მადლის გარეშე მცხოვრებ ადამიანთა უმრავლესობას ესმის".
/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/
"ჩვენ იმიტომ ვიტანჯებით, რომ არ გვიყვარს. ვისაც არ უყვარს, იგი სიმშვიდეს ვერ პოვებს, თუნდაც სამოთხეში დასვან".
"როცა ღვთის სიყვარული უხვად გადმოიღვრება ადამიანზე, ეს მას უმოძრაოს ხდის"
"რაცკოს გული ღვთაებრივი სიყვარულით მოწყლა".
„იგი ყველას უყვარდა“.
"ზოგჯერ არ იცი და ისე სძულხარ ადამიანს, ზოგჯერ არ იცი და შორიდან გეფერება, უყვარხარ, უფრო მეტიც - გიჟდება შენზე. ბოლო ფრაზა დაგატკბობს და მოგცემს შვებას, რომ ამქვეყნად სიყვარულის მიზეზი გახდი."
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"ღმერთს შეუძლია ჩვენი გული იმგვარი ნეტარებით და ისეთი ღვთაებრივი სიყვარულით აავსოს, რომ ვერ გავუძლებთ მას და პირქვე დავემხობით. მაშინ ჩვენ დავუტევებდით მონასტერს და მღვიმეში ჩავიკეტებოდით. ერისკაცები დაუტევებდნენ თავიანთ საქმეებს, ოჯახსა და ბავშვებზე ზრუნვას. ამიტომაც ღმერთი, რომელიც თვით არის სიყვარული, არ გვაძლევს ამგვარ სიყვარულსა და ნეტარებას".
"ადამიანს თავისთავად არსებობა არ შეუძლია, ბოლომდე ადამიანად ის იმ შემთხვევაში იქცევა, თუ მას სხვა ადამიანები უყვარს".
"ო, ზეციური ფასდაუდებელი სიყვარული! ღვთაებრივი სიყვარულის ერთი მისხალი ყოველგვარ მიწიერ, ხორციელ, ამსოფლიურ სიყვარულს აღემატება".
/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/
"გახსოვდეთ, ღმერთს უფრო მეტად უყვარხართ, ვიდრე თქვენ თვითონ გიყვართ თქვენი თავი. უბრალოდ, გიყვარდეთ უფალი, ემსახურეთ მას და ელოდეთ. ყველაფერს იღებს ის, ვისაც ლოდინი შეუძლია. აი, ეს არის ჩემი გამოცდილება".
/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე (პარი)/
"ჭეშმარიტი გრძნობა მუნჯია, უტყვია და პატარა კი - ყბედი და ლაქლაქა".
/წმ. ილია მართალი/
"ეს ყრმა მიწიერზე მეტად ზეციურს შეიყვარებსო"
"- რაოდენ ტკბილია უფლის სიყვარული!"
"სიყვარული ისევე მიუწვდომელია, როგორც თავად ღმერთი".
/ილია II/
"უკვე ღრმად მოხუცებული ერთს ნატრობდა მხურვალედ - სიცოცხლე გაეღო უფალ იესო ქრისტესთვის".
"რამეთუ დასაბამ ცხოვრებისა არს სარწმუნოებაი და სრულმყოფელი - სიყვარული. ხოლო რაჟამს ორნივე ერთად შეკრბენ, კაცად ღმრთისად გამოაჩინებენ კაცსა".
/წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი/
"სათნოება არის სიყვარულის წესრიგი ანუ წესრიგი სიყვარულში. სათნო ადამიანი არის ის, ვინც ისე მოაწესრიგა თავისი სიყვარული, რომ თავს იკავებს იმის სიყვარულისგან, რაც არ არის სიყვარულის ღირსი და პირიქით, იმის არსიყვარულისგან, რაც სიყვარულის ღირსია; სიყვარულის წესრიგმა უნდა არეკლოს კოსმოსის წესრიგი. სათნოება არის სულში გონებისა და ბუნების წესრიგის თანხმობა".
/წმ. ნეტარი ავგუსტინე/
"არსებობს სიყვარულის ორო ფორმა: გრძნობადი და სულიერი. როდესაც ადამიანში პირველი გადაწონის მეორეს, იგი შორდება ღმერთს, ხოლო როდესაც მეორე გადაწონის პირველს, მაშინ იგი ისწრაფვის ღმერთისაკენ. ადამიანის არსებისთვის ჭეშმარიტ ადგილად მთლიანობაში გვევლინება ღმერთი და ადამიანი იმყოფება განუწყვეტელ მოუსვენრობის მდგომარეობაში, სანამ არ მიაღწევს ღმერთში".
/წმ. ნეტარი ავგუსტინე/
"სიცივეს, ქარს, ყინვას საღმრთო სიყვარულით ანთებული დაითმენდა"
"სიყვარული როგორც გვირგვინი სრულყოფილებისა"
"უფლის კურთხევამ ერთმანეთის სიყვარულში "დაგვაბრმავოს", მზის ხშირი შეხედვა ადამიანს "თვალის ჩინს უკარგავს", ასევე, ხშირი სიწმინდის ცქერა სულიერ თვალებს გვიწმენდს!"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"არ მიყვარდი, უფალო, ჩემი გულის ნათელო, ჩემო სულის პურო, ჩემი გონების ცხოველმყოფელო ძალავ და აზრის სიქადულო. არ მიყვარდი და გღალატობდი, ხოლო ჩემს ღალატს სიხარულის ჟინით ხვდებოდა ხალხი. საწუთროს სიყვარული შენი ღალატია".
/ნეტარი ავგუსტინე/
"თუკი დედამიწის ზურგზე ვიღაც ნამდვილად გიყვართ, მაშინ შეძლებთ ყველას შეყვარებას. თუკი ვიღაც არ გიყვართ, მაშინ სინამდვილეშიც არავინ გიყვართ!"
/მამა ლევან მათეშვილი/
"როცა ადამიანს სიყვარული მოაკლდება, შიში განემრავლება, რადგან ვისაც შიში არ აქვს, ის ან ღვთის სიყვარულითაა აღვსილი, ან სულით მკვდარია".
/წმ. იოანე სინელი/
"სიყვარული თავგანწირვაა, სრული გაღებაა, წარმოცარიელებაა ვიღაცისთვის".
"სიყვარული ნიშნავს არა "ჩემთვის", არამედ "მე ვიღაცისთვის".
"ჯერ შეიყვარე ის, ვისი მოქცევაც გინდა, შემდეგ შეაყვარე თავი და მხოლოდ ამის შემდეგ დაელაპარაკე ღმერთსა და ქრისტეზე".
/წმ. ნიკოლოზ იაპონელი/
"ერთხელ სოკრატეს ჰკითხეს: არსებობს თუ არა ერთი ნახვით შეყვარების წამალიო. როგორ არა, შეხედეთ მეორეჯერო".
"ძლიერია სიკვდილივით სიყვარული" (ქებ. 8,6).
"ღმეთისა და ადამიანის ერთობის განხორციელების გზა მათი ურთიერთსიყვარულია. ღმერთი შეიწყნარებს ადამიანს და თავად ხდება ადამიანი, ხოლო ადამიანს უყვარს ღმერთი, მიენდობა მას, ის ღმერთს საკუთარ არსში ხედავს, შემდეგ კი მადლით ადამიანის განღმრთობა ხდება. გამოდის განკაცებისა და განღმრთობის ურთიერთ შეკავშირება, რასაც წმინდა მამების მიერ "ბრწყინვალე ურთიერთმოქცევა" ეწოდა".
"როდის გვაქვს ჭეშმარიტი სიყვარული? როცა სხვას კი არ განვიკითხავთ, არამედ ვამართლებთ".
/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/
"ქრისტეს სიყვარულისთვის ჩვენ შეგნებულად ვიკლებთ ამქვეყნიურ სიამეებს. თუ მოვინდომებთ, თავისუფლად შეგვიძლია დავტკბეთ, მაგრამ ნებაყოფლობით უარვყოფთ მათ, რათა ჩვენი უტკბესი იესოს სანატრელი სიყვარული მივიღოთ".
/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/
"ორი სახის სიყვარული ორი სახის მოქალაქეობას წარმოშობს: უფლისადმი სიყვარული იერუსალიმის (ზეციური ქალაქის) მოქალაქეებად გვაქცევს, ამასოფლისადმი სიყვარული კი - ბაბილონის მოქალაქეებად (ცოდვილი ქალაქი). დაე, ჰკითხოს ყოველმა ჩვენგანმა საკუთარ თავს: რა უყვარს? და მიხვდება, რომელი ქალაქის მოქალაქეა იგი".
"როცა ადამიანი სიყვარულს კარგავს, ღმერთსაც კარგავს".
/ბერ-დიაკვანი მაქსიმე (გაფრინდაშვილი)/
"ის მოზღვავებული სიყვარულიც, გულში რომ გვაქვს, გონებით უნდა დავაბალანსოთ, დავარეგულიროთ".
/მამა კონსტანტინე ლეკიშვილი/
"ვარზენ - მიყვარხარ ოსურ ენაზე"
„როცა გიყვარს, უმნიშვნელოც გულსატკენია. სულერთისგან კი უდიდესი ყურადღებაც უმნიშვნელოა".
/მამა პეტრე/
"უფალო იესო, შენ მე ყოველთვის მიყვარდი, ზოგჯერ მთელი არსებით, ზოგჯერ ნაკლებად, ხან სიხარულით, ხან სიმშვიდით... მაგრამ მაინც მიყვარდი..."
"ერთხელ ღირსი გერმანე, საუბრობდა რა ოფიცრებთან სამხედრო ხომალდზე, ჰკითხა მათ: "რა გიყვართ ყველაზე მეტად" და შემდეგ შეარცხვინა ისინი, მიანიშნა, რომ ყველაზე დიდი სიყვარული შეეფერება მხოლოდ უფალს. საუბარი მან დაამთავრა ცნობილი სიტყვებით, რომელიც დღეს ბევრ მის ხატზე შეიძლება იპოვოთ: "მოდით, ამ დღიდან, ამ საათიდან, ამ წუთიდან გვიყვარდეს უფალი ყველაზე მეტად". რა უბრალო და რა ზუსტია ეს ყველა ჩვენგანისთვის".
/მღვდელ-მონაზონი სერაფიმე როუზი/
"მთავარი ისაა, რომ მუდმივ ვგრძნობ, თუ როგორ ვუყვარვარ უფალს და ვწუხვარ, რომ მე ვერ ვახერხებ, ასეთივე სიყვარულით ვუპასუხო".
"მთელი მისი ღვაწლი [ღირსი იოანე კლემაქსი] იყო მაღალი ლოცვა და ღვთისადმი უზომო ტრფიალება, რადგან ღამე და დღე ქალწულებით განწმენდილ საკუთარი სულის სარკეში ხედავდა უფალს და ვერ ძღებოდა მისი ჭვრეტით".
"უფალი იმიტომ გვაცხოვრებს ამქვეყნად, რომ ღვთისა და მოყვასის სიყვარულმა სრულიად მოიცვას ჩვენი გული".
"სამყაროს აღსასრულამდე არ განილევა ის ძალა, რომელსაც სიყვარულს ეძახიან, სიყვარული კი, როგორც მცენარეს მზის სითბო, ყოველი კაცის სულს სჭირდება, რანაირიც არ უნდა იყოს ის".
"ადამიანმა ყველა თვისება და შესაძლებლობა ღმრთის სიყვარულში უნდა ჩააქსოვოს, რათა ცათა შინა დაიუნჯოს".
/დეკ. ზაქარია მაჩიტაძე/
"ვინც სიყვარული მოიპოვა, მან საუნჯენი განაბნია; ხოლო ვინც ამბობს, ორივე მაქვსო, იგი თავს იტყუებს".
/წმ. იოანე სინელი/
"სამოთხისეული ნეტარება - არის ღმერთისა და ერთმანეთის სიყვარულში გამოვლენილი წმინდანთა ნეტარება".
"როცა კარგ სულიერ მდგომარეობას მივაღწევთ, როცა ქრისტეს სიყვარული გულიდა გადმოიღვრება, მაშინ ჩვენი ხორციელი მსახურებაც ლოცვად იქცევა".
/ღირსი პაისი ათონელი/
"მხოლოდ გიყვარდეს და მაშინ შეძლებ გააკეთო ყველაფერი, რასაც მოისურვებ".
"გინდათ არ გყავდეთ მტრები? გიყვარდეს მტერი შენი, ასეთია სიყვარულის ძალა".
ღირსი იოანე კასიანე რომაელი ბრძანებს:
"სიწმინდისა და სრულყოფილების მწვერვალი სასწაულების ქმნაში კი არა, სიყვარულის სიწმინდეშია".
"ქრისტიანში სიწმინდის განმსაზღვრელი ქრისტესმიერი სიყვარულია და რამდენად წმინდაა ადამიანი, სწორედ ამ სიყვარულის ძალის მიხედვით შეიგრძნობა".
"როდესაც გული წმინდაა, ადამიანი უფრო გულზიარი, ანუ კომუნიკაბელური, გაწონასწორებული ხდება, საზოგადოებაში თავისი სიმშვიდით გამოირჩევა, რადგან თავმოყვარის ნაცვლად ის ღვთისა და ადამიანის მოყვარედ გადაიქცევა. ანგარებიანი სიყვარული ქრება და ადამიანში უანგარობა მკვიდრდება. თუ უწინ ადამიანს უყვარდა ეგოისტურად, სიყვარულით, რომელიც საპასუხო გრძნობებს მოითხოვდა, ახლა მისი სიყვარული წმინდაა, ისეთია, რომლის დროსაც საკუთარი პიროვნებისათვის ის აღარაფერს ითხოვს. მას უყვარს საპასუხო გრძნობების არსებობის ან არარსებობის მიუხედავად. მის ქმედებაში არანაირი ეგოიზმი არ იპოვება. და როდესაც ეგოისტური სიყვარული წმინდა სიყვარულად გადაიქცევა, მაშინ ჩვენ თვალწინ ჭეშმარიტი ადამიანი იბადება. ამ ფერისცვალებას ადამიანის გაჯანსაღება ეწოდება".
/მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"სიყვარული კი ანი და ჰოეა მართლმადიდებლობისა".
"ღვთის სული ასწავლის კაცის სულს, რომ ყოველი სულიერი ისე უყვარდეს, რომ ხიდან ფოთლის მოგლეჯა არ უნდოდეს და არც მინდვრის ყვავილთა გათელვა სურდეს. კაცის სული თანაუგრძნობს ყველა ქმნილებას, უყვარს მტრებიც და ეცოდება თვით ეშმაკიც კი, რადგან ისინი მოშორდნენ სიკეთეს".
"როგორც კაცი გრძნობს ღელვას საყვარელი ადამიანის სიახლოვისას, სადაც არ უნდა იყოს, ამგვარ გრძნობას განიცდის, როდესაც ღვთის სიყვარული აქვს, ვინაიდან ყველგან გრძნობს ღვთის სიახლოვეს. ამგვარი ღელვა და შიში შეიცავს მშვიდობასა და სიხარულს, არ იწვევს კაცში ტკივილს. "ჰმონეთ უფალსა შიშით და უგალობდით მას ძრწოლით", - ამბობს წმინდა დავით წინასწარმეტყველი".
/წმ. პაისი ათონელი/
"არ არის უფრო დიდი ძღვენი და სიხარული ადამიანისთვის, ვიდრე უფლის სიყვარულია და ეს სიყვარული გვაერთიანებს მასთან, მიუხედავად ყოვლისშემძლე უფლისაგან დაცემული ადამიანის დაშორებისა".
"სიყვარული - გრძნობათა დედოფალია".
"ღმერთი ზეციური ცეცხლის - ღვთაებრივი სიყვარულის დასანთებად მოვიდა კაცთა გულებში და ბრძანა: "აწვე მნებავს, რომ აღეგზნას!"
"იქ, სადაც ცოდვაა, უსჯულოებაა, სიყვარული არ არის, სადაც სიყვარულია, იქ ქრისტეა. ქრისტეს გარეშე სიყვარული შეუძლებელია".
"აბა, შეხედეთ, არაგონიერ პირუტყვთ: ავი ძაღლი თავის პატრონს ეალერსება, რომელიც მხოლოდ მცირედს ზრუნავს მასზე: ყველაზე სასტიკნი და მძვინვარე მხეცნიც კი თვინიერდებიან იმ ადამიანის მიახლოებისას, ვინც მათ საზრდოს აძლევს. ხოლო თუკი ადამიანს არა აქვს ჯეროვანი სიყვარული სამყაროს შემოქმედისა და მპყრობელისა, რომელმაც ყოველგვარი საბოძვარი უხვად მიანიჭა, მაშინ ის ამ პირუტყვზე უხეში და უმადური ყოფილა!"
"მიმართეთ ძმას მხიარულად და სიყვარულით. გიყვარდეთ იგი, ემსახურეთ მას: ისიც ქრისტეს ასოთაგანია. ნუ შეურაცხყოფთ მას ოდნავ შესამჩნევი მიმიკითაც კი".
/სერგი ნილუსი/
"თუ ჩვენში არის ჭეშმარიტი სიყვარულის სტიქია, ის ყველაზე ერთნაირად გავრცელდება - კეთილზე და ბოროტზე, სასიამოვნოზე და საზიზღარზე. სახარებისეული სიბრძნე არ შეიძლება იყოს შეუძლებელი, შეუსრულებელი, მაშინ სახარება იქნებოდა ლამაზი სიტყვების ნაკრები, რომელთა განხორციელებაც ცხოვრებაში შეუძლებელია".
/ალექსანდრე ელჩანინოვი/
"ჭეშმარიტი სიყვარული მადლის წყალობაა!"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"ბერი პორფირე ამბობდა: "დღევანდელი ადამიანი მარცხს მარცხზე განიცდის, ვინაიდან თავისთვის ეძებს სიყვარულს. იმაზე კი არ უნდა ფიქრობდე, ვუყვარვარ თუ არა, არამედ იმაზე, რომ შენ თვითონ შეიყვარო ქრისტე და ადამიანები, მხოლოდ ასე ივსება სული".
"ჩემო შვილებო, ჩვენი მთავარი საზრუნავი, სხვების სიყვარული, სხვა ადამიანის სულის მოფერება უნდა იყოს".
/წმ. პორფირე კავსოკალიველი/
"უნდა ვესწრაფოდეთ მხოლოდ ერთს - გვიყვარდეს ისინი და მთელი სულით ვილოცოთ მათთვის. მაშინ ჩვენ შევამჩნევთ, რომ ადამიანებს, ჩვენი ყოველგვარი ძალისხმევის, თხოვნის გარეშე ვუყვარვართ. ისინი ჩვენ შეგვიყვარებენ თავისუფლად და გულწრფელად, მთელი გულით, დაუძალებლად.
როცა ჩვენ გვიყვარს და არ ვესწრაფით, ჩვენც ვუყვარდეთ, მაშინ, ყველანი ჩვენ ირგვლივ იკრიბებიან, როგორც ფუტკრები. და ეს მოქმედებს ყველასთვის".
"თუ კაცს ღმერთი უყვარს, ნამდვილი კაცთა სიყვარული მაშინ აქვს".
/დეკ. რაფაელ ხაჭაპურიძე/
"ადამიანი უნდა ცხოვრობდეს ღვთის მცნებების აღსრულებით, უფლის სიყვარულით, ისეთივე სიყვარულით ვუპასუხოთ უფალს, როგორსაც თავად გვთავაზობს; თუ ჭეშმარიტად გვიყვარს უფალი, მაშინ მარადის ვიცხოვრებთ ღვთის მცნებათა აღსრულებით და თუ ჩვენ ასე ვიცხოვრებთ, ჩვენთვის უკვე მეორედ მოსვლაზე ფიქრი არა შემაძრწუნებელი, არამედ სულიერი სიხარულის მომტანი იქნება".
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"სიყვარული და მეგობრობა ვერ გაგვზრდის, თუ მზად არ ვართ მათთვის მრავალი რამ გავიღოთ და პირველი ადგილი ღმერთს დავუთმოთ. "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა" (ლკ. 10,27). ამ თითქოს ძალზე მარტივ მცნებაში დიდი შინაარსია ჩადებული, რაოდენ სასიხარულოა არა მხოლოდ შეხვედრა საყვარელ ადამიანთან, არამედ მასზე ფიქრიც კი, სწორედ ასე უნდა გვიყვარდეს ღმერთი და მისი სახელის ხსენებაზე გული და სული მუდამ უსაზღვრო სითბოთი გვევსებოდეს".
/დეკ. პავლე ქინქლაძე/
"რაც უფრო მეტად თრგუნავდა ხორცს, მით აღვისებოდა სიყვარულით ყოველი სულიერისადმი".
"სიძულვილის დამალვა იოლია, სიყვარულისა - ძნელი".
"როცა ქრისტეს სიყვარული გულიდან გადმოიღვრება, მაშინ ჩვენი ხორციელი მსახურებაც ლოცვად იქცევა".
"...მაიძულებ, უფრო მიყვარდე..."
"ცხოვრებისეული ბედნიერება ხომ ცალკეული წუთებისაგან, გაღიმების, თბილი გამოხედვის, გულითადი ქათინაურისა და უთვალავი პატარა კეთილი და ჭეშმარიტი გრძნობისაგან შედგება. სიყვარულსაც სჭირდება ყოველდღიური "პური არსობისა".
/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/
"სიყვარულს ვერ დაიმკვიდრებ თავგანწირვის გარეშე. ღმერთს ლიტონი სიტყვები არ უყვარს. კეთილი საქმე არის სიყვარული".
/წმ. გაბრიელ ბერი/
"განსაკუთრებით ვუყვარდი (იგი ძილშიც კი არავის მამჯობინებდა)"
"როცა ადამიანს უყვარს ღმერთი და ასრულებს მის მცნებებს, მაშინ ღმერთსაც უყვარს ის ადამიანი, ისეთი სიყვარულით, რომლის შეცნობაც ბოლომდე შეუძლებელია".
/არქიეპისკოპოსი ხარლამპი ვასილოპულოსი/
სიყვარული არის ,,თვითმკვლელობა''. შეყვარებულობამდე ადამიანს უყვარს საკუთარი თავი და საკუთარი პრინციპებით ცხოვრობს, ხოლო სიყვარულის ჟამს ადამიანი შიგნით, გულში უშვებს უცხო პირს და მისი პრინციპების აღსრულებას იწყებს.მთლიანად აყირავებს საკუთარ პერსონას, მეს და უშვებს უცხო სულს. ამაზე უდიდესი სიყვარული არ არსებობს, როდესაც სხვისთვის იწყებ ცხოვრებას და საკუთარ თავს აღშობ!
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"შეიძლება ადამიანმა დაუშვას კიდეც შეცდომები, გაიმეოროს კიდეც ის ცოდვები, მაგრამ იმდენად მოწყალეა უფალი, იმდენად განუსაზღვრელია მისი სიყვარული, რომელმაც იცის ბუნება ჩვენი, - სურვილსაც კი გამოსწორებისას, უფალი იწყნარებს, როგორც უკვე აღსრულებულ საქმეს".
/ილია მეორე/
"უკეთესია, მხოლოდ ღმერთს უყვარდე, ვიდრე მთელ სამყაროს".
/წმ. იოანე ოქროპირი/
"უფალო ღმერთო ჩემო! ღირს მჰყავ, რათა მე კი რ მანუგეშებდნენ, არამედ მე ვანუგეშებდე, რათა მე კი არ ვახსოვდე, არამედ მე მახსოვდეს, რათა მე კი არ ვუყვარდე, არამედ მე მიყვარდეს".
/წმ. ამბროსი მედიოლანელი/
"რთულია, ღვთისადმი შინაგანი მადლიერების გარეთ გამოხატვა. ჯობია, იგი გაუმხელელი დარჩეს ადამიანთან, ის მასში დაფარულად უნდა ცოცხლობდეს, რათა ამ ცხოვრებამ არ გაახუნოს, ფასი არ დაუკარგოს..."
/მიხეილ ელოშვილი
სტიქაროსანი/
"ჩვენს გულში ღვთის სიყვარული მარადის უნდა ყვაოდეს"
/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/
"სხვა ადამიანებთან ურთიერთობისა და მათი სიყვარულის მიზეზი არის ჩვენი სიყვარული უფლისადმი. ადამიანების სიყვარული ღვთის სიყვარულის გაგრძელებაა ჩვენში".
/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე პარი/
"თუკი ადამიანს ყველაზე მეტად უფალი უყვარს, მაშინ მას ყველა უყვარს, ყველას სათანადო ყურადღებით ეპყრობა და ჰარმონიული ურთიერთობა აქვს სამყაროსთან".
/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე პარი/
"ძალიან ხშირად ახალგაზრდები მეკითხებიან: "როგორ ვიპოვო კარგი, მორწმუნე გოგო/ბიჭი?" მე ასე ვპასუხობ ხოლმე: "ძალიან მარტივად. შენ თვითონ გახდი კარგი და მაშინ ის თავად გიპოვის".
/სქემარქიმანდრიტი იოაკიმე პარი/
"მხოლოდ ორთა შორის საუბრის დროს ძალუძს სულს, სრულად მიეცეს თანამოსაუბრეს, მჭიდროდ შეეხოს მის სულს, გაათბოს იგი ყურადღებით, სიყვარულით, თანაგრძნობით, გაინაწილოს მისი ჭირი, გაუნაწილოს მას თავისი სიმხნევე, რწმენა და ცხოვრებისეული ხალისი".
"იესო ქრისტესადმი ცეცხლებრივ სიყვარულით ანთებულნი"
"...ღვთის სიყვარულით დაითმენდა ხორციელ სიყვარულს..."
"რაც მეტ წარმატებას მიაღწევს ადამიანი სულიერ ცხოვრებაში, მით უფრო მკაფიოდ დაინახავს იგი უფლის სიყვარულს და დადნება ამ სიყვარულისგან".
/წმ. მამა პაისი/
"ყველაფერთან ერთად გახსოვდეთ, რომ მოსიყვარულე გამოხედვა გქონდეთ, მოსიყვარულე ხმის ტონი, მოსიყვარულე მიმართვა და, რაც მთავარია, ყველანაირად ეცადეთ, ვინმეს არ აგრძნობინოთ მისი უსამართლობა. მოექეცით ისე, თითქოს მას არ უწყენინებია... მიეჩვიეთ ღვთის ხსოვნას და მუდმივად შეინარჩუნეთ იგი".
/წმ. თეოფანე დაყუდებული/
"წრის რადიუსები უკავშირდება ცენტრს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ხოლო ცენტრს თუ მოსცილდებიან, დაშორდებიან ერთმანეთსაც. ასე არიან ადამიანებიც. რაც უფრო შორს არიან ღმერთისაგან, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს.
შეიყვარე ერთი ღმერთი და შეიყვარებ მის ყველა შვილს.
ღმერთი მუდამ ზრუნავს შენზე, შენც ნუ შეწყვეტ მოყვასზე ზრუნვას. თუ შენი მოყვასი, შენი აზრით, არ არის სიყვარულის ღირსი, სიყვარულის ღირსია ღმერთი, რომლის მონა და ხატია იგი: სიყვარულის ღირსია ქრისტე, რომელმაც თავისი სისხლი დაღვარა მისთვის.
არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისე სუსტები, როგორც სიკეთის კეთებაში.
/წმ. ტიხონ ზადონელი/
"სიყვარული, რომელსაც არ ახლავს ღვთის ნების აღსრულება, არ არის ჭეშმარიტი სიყვარული, არამედ მხოლოდ სიტყვაგებითი, ლიტონი სიყვარულია".
/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/
"განსხვავებული თვისება სიყვარულისა, - ამბობს ღირსი მამა ნილოს სინელი, - იმაშია, რომ იგი აერთიანებს ყველას, თვით სულის შინაგან წყობამდე, რის შედეგადაც ყოველი ადამიანი თავის ტანჯვას სხვას გადასცემს, ხოლო თვითონ სხვათა განსაცდელს იღებს. ე.ი. ყველა ყველასათვის პასუხს აგებს და ყველა ყველასათვის იტანჯება."
/ილია II/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience