თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ პატერიკი

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Sep 3 2007, 06:59 PM

დიდი ძებნის მიუხედავად ვერ მივაკვლიე თემას პატერიკების შესახებ და თქვენის ნებართვით გავხსნი smile.gif ამ თემაში დავწეროთ იგავები,ეპიზოდები მამათა ცხოვრებიდან და ა.შ.

შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათა
ულუმბოს მთაზე ერთ ღმერთშემოსილ წმ. ბერთან სულიერი ძმები იყვნენ მისული და იგი მადლით შეზავებული, ტკბილი ენით ესაუბრებოდა სულისთვის საცხონებელ საკითხებზე. ამ დროს ვიღაც უცნობი ერისკაცი წმინდა ბერთან მივიდა და თაყვანი სცა. ბერმა მიჰხედა და მისვლის მიზეზი ჰკითხა. მან მიუგო, წმ. მამაო, მოვედი, რომ ჩემი აურაცხელი ცოდვები ვაღიარო შენთანო. ბერმა უპასუხა, ძმაო, თუ ნამდვილად მოგიძულებია შენი ცოდვები, ნუ გრცხვენია, ამ მამების წინაშე აღიარეო. მან მართლაც წრფელი გულით აღიარა ყველაფერი და ისეთი ცოდვებიც კი არ დაფარა, როგორიც ხალხთან ძნელი სათქმელი იყო. მწარე სინანულით პირქვე დაემხო და მხურვალე ცრემლები სდიოდა.

აღსარების შემდეგ ბერმა უთხრა, გინდა, შვილო, რომ ანგელოსის სქემა შეიმოსო? კაცმა უპასუხა, დიახ, წმ. მამაო, მინდა და შესაბამისი სამოსელიც კი მოვიმზადეო... წმ. ბერმა მას დარიგება მისცა, შემდეგ მონაზვნის წმ. სქემით შემოსა, აჩვენა გამოქვაბული და უთხრა, წადი იქ შვილო და მშვიდობით იღვაწე შენი სულის საცხონებლადო. მან მდაბლად სცა თაყვანი, წავიდა და თან ადიდებდა ღმერთს.

გაკვირვებულმა ძმებმა ჰკითხეს, წმ. მამაო, ამდენი ცოდვის მქონეს როგორ მოხდა, რომ რაიმე სინანული და კანონი არ დაუწესეო. მან უპასუხა, საყვარელო შვილებო, შემაძრწუნებელი და დიდებული ხილვა ვნახე. აღმსარებელს მარჯვნივ ანგელოსი ედგა ელვარე სახით და ნათელივით სპეტაკი სამოსლით. მას ხელში ნაწერი ქაღალდის გრაგნილი ეკავა და როცა მონანული ცრემლით აღიარებდა თქვენს წინაშე თავის ცოდვებს, ბრწყინვალე ანგელოსი მათ იმ გრაგნილიდან შლიდა. და თუ კაცთმოყვარე ღმერთმა ასე მიუტევა მას, მე ცოდვილს რაღა უფლება მაქვს სინანული და კანონი დავუწესო. თან იგი, თავისი სინდისისაგან მხილებული, ისედაც წმინდა გულით ინანებს მუდამო.

ეს რომ ისმინეს ძმებმა, გაკვირვებულები მადლობდნენ ჩვენს უფალ იესუ ქრისტეს, ადიდებდნენ მის სიკეთეს და კაცთმოყვარებას უკუნითი უკუნისამდე.


თამბაქოს შესახებ
მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც თურქებმა გაასახლეს მართლმადიდებელ ბერძენთა უმრავლესობა მცირე აზიის ოლქებიდან, სმირნის მახლობლად შემდეგ შემთხვევა მოხდა. ერთ თურქ ხორცის გამყიდველს ღვთისმშობლის ძველი ხატი ჰქონდა, რომელსაც იგი ხორცის საჭრელად იყენებდა. ერთმა მართლმადიდებელმა ეს რომ დაინახა, გადაწყვიტა შეეჩერებინა ეს აშაკარა შეურაცხყოფა სიწმინდისა და ხორცთან ერთად იყიდა ხატი, როგორც ჩვეულებრივი დაფა. როდესაც სახლში მიიტანა, გაწმინდა ის და სასტუმრო ოთახში კედელზე ჩამოკიდა. საუბედუროდ, იგი მწეველი იყო. რამოდენიმე დღის შემდეგ ძილში ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და გააფრთხილა: თუკი არ შეწყვეტდა მისი ხატის შეურაცხყოფას სიგარეტის ბოლით, უკეთესი იყო დაებრუნებინა თურქისათვის. ღვთისმშობელმა არჩია, რომ ამ უკანასკნელს ხორცი დაეჭრა მასზე, ვიდრე მართლმადიდებელ ქრისტიანს ბილსი „სატანის საკმეველი“ ეკმია მისთვის. ზემოხსენებული ქრისტიანი მიხვდა თავის ცოდვას და აღარასოდეს აღარ მოუწევია.

...


1905 წელს მამა სილუანემ რამოდენიმე თვე რუსეთში გაატარა, ხშირად დადიოდა რა მონასტრების მოსალოცად. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობისას მატარებელში მან ერთი ვაჭრის პირდაპირ დაიკავა ადგილი, რომელმაც მეგობრული ჟესტით გახსნა თავისი ვერცხლის პორტსიგარი და შესთავაზა სიგარეტი. მამა სილუანემ მადლობა გადაუხადა და უარი განაცხადა სიგარეტის აღებაზე. მაშინ ვაჭარმა დაიწყო საუბარი: „იმიტომ ხომ არ ამბობთ მამაო უარს, რომ ამას ცოდვად თვლით? მაგრამ მოწევა ხშირად აქტიურ ცხოვრებაში ეხმარება; კარგია, მოსწყდე დაძაბულ სამუშაოს და რამოდენიმე წუთს დაისვენო. მოწევისას მოსახერხებელია საქმიანი თუ მეგობრული საუბრის წარმართვა და გეხმარება საერთოდ ცხოვრების მდინარებაში...“ და შემდეგაც, ცდილობდა რა დაერწმუნებინა მამა სილუანე აეღო სიგარეტი, განაგრძობდა სიგარეტის სასარგებლოდ ლაპარაკს. მაშინ მამა სილუანემ მაინც გადაწყვიტა ეთქვა: „ბატონო, ვიდრე სიგარეტს მოსწევდით, ილოცეთ, ერთი მამაო ჩვენო თქვით“. ამაზე ვაჭარმა უპასუხა: „ილოცო მოწევის წინ როგორღაც არ გამოდის“. მამა სილუანემ პასუხად შენიშნა: „მაშასადამე, ყოველი საქმე, რომლის წინ არ გამოდის აუმღვრეველი ლოცვა, სჯობს არ გავაკეთოთ“.


განკითხვის შესახებ
ერთ-ერთი ძმა, რომელიც სამონასტრო საჭიროებისათვის ქალაქში იქნა გაგზავნილი, დაუდევრად მოიქცა და ხორციელ ცოდვაში ჩავარდა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილმა ძმამ, ლავრაში დაბრუნებისთანავე ღირსი მამის წინაშე ცოდვა მოინანია. წმიდანმა, ვითარცა გამოცდილმა და გულისხმიერმა ექიმმა, დაამშვიდა და დაარწმუნა ძმა, იმედგაცრუებას არ მისცემოდა, არამედ უფლის მიმართ ჰქონოდა სასოება და მონასტერში მორჩილად დატოვა. ბერ-მონაზონმა პავლემ - ამავე მონასტრის ძმამ, დაცემული ძმის განკითხვა დაიწყო და ღირს მამას ბრალად დასდო თანამოძმის როგორც დამნაშავისა, ლავრაში დატოვება, რომელმაც უკანონო და სასირცხვილო საქმე ჩაიდინა. წმ. ათანასემ მკაცრად შეხედა და მიუგო: „პავლე, რას აკეთებ? ძმათა განკითხვის მაგიერ უმჯობესია საკუთარ გულისთქმას ჩასწვდე. წერილ არს: „ამიერითგან რომელი ჰგონებდეს დგომასა, ეკრძელენ, ნუუკუე დაეცეს“ (1 კორ. 10, 12). ღვთის განგებით, იმ დღიდან მოყოლებული, პავლეს სიძვის ვნება დაატყდა თავს და სამი დღე-ღამის განმავლობაში მძიმედ იტანჯებოდა. მაგრამ უფრო უარესი ის იყო, რომ აღსარებისა რცხვენოდა და ეთაკილებოდა დახმარების მიღება. წმ. ათანასე პავლეს მდგომარეობას განსწავლული სულით ხვდებოდა და აღსარების გამბედაობა შთაუნერგა. პავლემ ცოდვა გაამხილა და ღირს მამას, როგორც გასაჭირში მყოფ შვილთათვის გულშემატკივარ მშობელს, პატიება შესთხოვა. წმ. ათანასემ პირველ ყოვლისა დამოძღვრა, აღარ განეკითხა დაცემული, არამედ თანაეგრძნო და ელოცა განსაცდელში მყოფთათვის, შემდეგ კი ხედავდა რა პავლეს მორჩილებასა და სინანულს, ღვთის წინაშე მისთვის ილოცა და უმსგავსო ვნებისაგან გამოიხსნა. ამ დროს, პავლემ თავზედ გადმოღვრილი და მთელ სხეულზედ გადასული სიცივე შეიგრძნო და ავხორცული წვა ჩაუქრა.


....



მარკოზ მეგვიპტელი ოცდაათი წლის მანძილზე სენაკიდან არ გამოსულა და ერთი მღვდელი მიდიოდა ხოლმე მასთან და წმ. საიდუმლოს აზიარებდა. მარკოზის სათნოების და მოთმინების გამო შურით აღვსილმა ეშმაკმა მოინდომა, რომ იგი განკითხვის ცოდვაში ჩაეგდო. და გამოსაცდელად მოიყვანა მასთან ერთი უკეთური კაცი, ვითომდა დალოცვის სათხოვნელად. ვიდრე ბერი დალოცავდა, ეშმაკის სწავლებით ამ ადამიანმა დრო იხელთა და ბერს უთხრა: მღვდელი, რომელიც შენთან დადის, ყოველგვარი სულიერი სიბილწით არის აღსავსე და ნუღარ შემოუშვებო. ღმრთივსულიერმა მარკოზმა უპასუხა: „შვილო, წერია: ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხნე“. ცოდვილიც რომ იყოს ის მღვდელი, ღმერთს ვთხოვ მის ცხონებას, რადგან ესეც წერია, „ულოცევდით ურთიერთას, რათა განიკურნოთ“. ეს რომ უთხრა, ილოცა მისთვის, განდევნა მისგან ეშმაკი და გაუშვა მართალი.

მღვდელი როცა მივიდა, ბერმა სიხარულით მიიღო. კეთილმოწყალე ღმერთმა ბერის უმანკოება რომ იხილა, ასეთი სასწაული გამოუცხადა მას: მღვდელი წმ. ტრაპეზთან წარდგომას რომ აპირებდა, ზეციდან გარდამოსულმა უფლის ანგელოსმა თავზე ხელი დაადო და მღვდელი უცებ ცეცხლის სვეტს დაემსგავსა. გაკვირვებულ ბერს ანგელოსმა უთხრა: ჰოი, კაცო, რატომ გაგიკვირდა ის, რაც იხილე. თუკი ამქვეყნიური მეფეები არ მიუშვებენ თავისთან ბინძურად ჩაცმულს, შესაფერისად შემოსვას და დიდებით მიახლებას მოითხოვენ, განა ზეცათა მეუფე უფრო არ განწმენდს წმ. საიდუმლოთა მსახურთ და გამოუთქმელი მსხვერპლის შემწირველთ და არ განაბრწყინებს მათ ზეციური დიდებით?

ასეთი სასწაული იხილა ღირსმა მარკოზმა და გვიამბო ყველას, რათა არ განვიკითხოთ მღვდლები, რამეთუ ისინი უფლის წინაშე წარსდგებიან, მსხვერპლს სწირავენ ზეცას და იქიდან იღებენ მადლს, რომელსაც ჩვენც გადმოგვცემენ. ყველას განმკითხველი და მსაჯული უფალია, რომლის არს დიდება უკუნითი უკუნისამდე

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 3 2007, 07:48 PM

ძალიან კაი თემაა, ღმერთმა გაგახაროთ.

მომავალში მეც დავწერ, ახლა არ მცალია sad.gif მანამდე ეგება თქვენ დაწეროთ და წავიკითხავ, წაკითხვის დრო უფრო მაქ smile.gif



პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Sep 3 2007, 11:38 PM

თავმდაბლობის შესახებ
ღირსი არსენი დიდი ისეთი თავმდაბალი და მორჩილი იყო და იმდენად არ ემყარებოდა თავის გონებას, რომ ყოველთვის ეძიებდა რაიმე ესწავლა, უსწავლელ ადამიანთაგანაც კი.

ერთხელ ეს მოსაგრე ესაუბრებოდა ეგვიპტიდან ჩამოსულ ერთ ხუცესს, რჩევა-დარიგებას სთხოვდა, როგორ უკეთესად განედევნა გულიდან ღვთისთვის არასათნო აზრები. ერთმა სხვა მოსაგრემ მოისმინა მათი საუბარი, გაუკვირდა და არსენის ჰკითხა: „ნუთუ შენ, რომელმაც ბერძნული და ლათინური ენები იცი, რჩევას იღებ უსწავლელისაგან?“

„მე ვიცი ბერძნული და ლათინური ენები, - მიუგო ღირსმა მამამ, - მაგრამ დღემდე ვერ ვისწავლე ანბანი, რომელიც ამ უბრალო ადამიანმა ასე მტკიცედ იცის“.

ამით არსენი დიდმა გამოამჟღავნა თავმდაბლობა, რომელიც ყველა სათნოების სათავეა, ისევე, როგორც ანბანი არის ყველა წიგნის სათავე.


...


ერთხელ მამები მამა ანტონისთან მივიდნენ და მასთან მამა იოსები დახვდათ. წმ. მამას მათი გამოცდა სურდა, ამიტომ წმ. წერილიდან ერთ-ერთი გამონათქვამი შეარჩია და სათითაოდ ჰკითხა თითოეულს, თუ რას ნიშნავდა ეს გამონათქვამი. ყველა საკუთარი შეხედულებისამებს პასუხობდა; ბერი კი თითოეულის მიუგებდა: არა, ვერ მიმხვდარხარ! ბოლოს მამა იოსებს ჰკითხა:

- შენ რას იტყვი ამ გამონათქვამზე?

- არ ვიცი. - უპასუხა იოსებმა.

მამა ანტონიმ კი დასძინა: მამა იოსები სწორ გზაზე დგას, როცა ამბობს, არ ვიციო.



პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Sep 3 2007, 11:45 PM

რამოდენიმე თემა არსებობდა ასეთი...

აი ერთ-ერთი: http://church.ge/index.php?showtopic=12

http://church.ge/index.php?showtopic=1601

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Sep 5 2007, 08:19 AM

ციტატა(თათარაშვილი @ Sep 3 2007, 02:59 PM) *


თამბაქოს შესახებ
მე-20 საუკუნის დასაწყისში, როდესაც თურქებმა გაასახლეს მართლმადიდებელ ბერძენთა უმრავლესობა მცირე აზიის ოლქებიდან, სმირნის მახლობლად შემდეგ შემთხვევა მოხდა. ერთ თურქ ხორცის გამყიდველს ღვთისმშობლის ძველი ხატი ჰქონდა, რომელსაც იგი ხორცის საჭრელად იყენებდა. ერთმა მართლმადიდებელმა ეს რომ დაინახა, გადაწყვიტა შეეჩერებინა ეს აშაკარა შეურაცხყოფა სიწმინდისა და ხორცთან ერთად იყიდა ხატი, როგორც ჩვეულებრივი დაფა. როდესაც სახლში მიიტანა, გაწმინდა ის და სასტუმრო ოთახში კედელზე ჩამოკიდა. საუბედუროდ, იგი მწეველი იყო. რამოდენიმე დღის შემდეგ ძილში ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და გააფრთხილა: თუკი არ შეწყვეტდა მისი ხატის შეურაცხყოფას სიგარეტის ბოლით, უკეთესი იყო დაებრუნებინა თურქისათვის. ღვთისმშობელმა არჩია, რომ ამ უკანასკნელს ხორცი დაეჭრა მასზე, ვიდრე მართლმადიდებელ ქრისტიანს ბილსი „სატანის საკმეველი“ ეკმია მისთვის. ზემოხსენებული ქრისტიანი მიხვდა თავის ცოდვას და აღარასოდეს აღარ მოუწევია.


კარგი ზღაპარია smile.gif სად ნახულობთ მიკვირს....

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 5 2007, 11:35 AM

ზებედე

ციტატა
კარგი ზღაპარია სად ნახულობთ მიკვირს....

მე რა მაინტერესებს იცი? შენგან განსხვავებული აზრი თუ ყველა ზღაპარია, დასკვნა ალბათ ასეთი უნდა გამოვიტანოთ, რომ სრული სისავსით ჭეშმარიტებას ფლობს არა მართლმადიდებელი, რომის კათოლიკე, სომხური სამოციქულო თუ ასირიულ-მონოთელიტური ეკლესიები, არამედ ერთი წმინდა გუჯა-ზებედე

laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 15 2007, 05:11 AM

( წყარო : თქნულებათა კრებული ვუკ კარაჯიჩის ავტორობით)

ლოცვა ზღვასთან

ერთხელ წმინდა ნიკოლოზმა ზღვის პირას ჩაიარა და დაინახა, ნაპირთან დგას ერთი კაცი და მთელი ხმით გაჰყვირის: "ღმერთო, არ მიშველო ! ღმერთო არ მიშველო! ". გაუკვირდება წმინდა ნიკოლოზს კაცის საქციელი და გამოკითხავს, რას აკეთებ, რას გაჰყვირიხარო. გლახაკი კაცი მიუგებს: "ვლოცულობ, ბატონოო". ეგრე არ ლოცულობენო , ეტყვის წმინდა ნიკოლოზი, უნდა თქვა : "უფალო, შემიწყალეო". გაუხარდება კაცს, რომ სწორი ლოცვა ასწავლეს და მადლობას გადაუხდის წმინდანს. წმინდა ნიკოლოზი კი ნავში ჩაჯდება და აღელვებულ ზღვაში შეცურავს. ბევრად რომ მოცილდება ნაპირს, შენიშნავს , რომ ნაპირთან მდგარი მოყვირალი კაცი, რაღაცას ანიშნებს , მაგრამ მისი ხმა უკვე აღარ აღწევს წმინდანამდე. ბოლოს შეცურდება ეს კაცი აბობოქრებულ ზღვაში და ცოტა ხნის შემდეგ ტალღების დაძლევით გათანგული წმინდა ნიკოლოზის ნავამდე მიცურდება. ამოიყვანს რა წმინდა მამა ცურვით დაღლილ კაცს ნავზე, ჰკითხავს: რა მოხდა, რატომ მომსდევო. კაცი კი მიუგებს: "მამაო, დამავიწყდა შენი ნასწავლი ლოცვა და კიდევ მასწავლეო ". გაკვირვებული წმინდა ნიკოლოზი კი გაიფიქრებს: ამ კაცმა იმდენი რომ შეძლო, რომ ასეთ ღელვაში არ დაიხრჩო და ნავამდე ცოცხალი მოაღწია, ალბათ მას უფრო იფარავს უფალი ვიდრე მეო და ეტყვის კაცს: "ისევე, ძმაო, ისევე ილოცე როგორც აქამდე ლოცულობდიო".

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 2 2007, 01:33 AM

„წადი, გათბი, ჩემთვის განკუთვნილ ადგილას დაჯექი და ჭამე ჩემი ჯამიდან...“

ეს ამბავი გასულ საუკუნეში ერთ ციმბირულ სოფელში მოხდა (ერთმა იქაურმა კაცმა ჩაიწერა) და იმდენად საგულისხმოდ მოგვეჩვენა, უნდა გიამბოთ:
„მამა ნაკითხი კაცი იყო და წიგნი მეც შემაყვარა, ამიტომ ვისაც ჩემსავით კითხვა უყვარდა, უპირველეს მეგობრად მივიჩნევდი...
ერთხელ ღმერთმა ნუგეშად ახალგაზრდა კაცი მომივლინა, ოციოდე წლის იქნებოდა, სახელად ტიმოთე, რომლის ამბავიც მინდა გიამბოთ:
იგი ჩვენს დაბაში ახალგაზრდა გადმოასახლეს, - ხმა დადიოდა, ობლად დარჩენილს გამზრდელმა ბიძამ ქონება გაუნიავა, ამიტომ ტიმოთემ იარაღით ხელისგული გაუგმირაო, მაგრამ რადგან ახალგაზრდა იყო, თანაც პირველი გილდიის ვაჭარი, გადასახლება აკმარეს.
მის სულში დიდხანს დუღდა წყენა, რის გამოც ყველასგან შორს ეჭირა თავი, მუდამ შინ იჯდა და სასულიერო წიგნებს კითხულობდა... ერთმანეთს სწორედ წიგნის სიყვარულმა დაგვაახლოვა, ხშირად ვსტუმრობდი და ისიც ხალისით მმასპინძლობდა...
თავიდან მშობლებს ეუცხოვათ ჩვენი სიახლოვე, შემდეგ შეეჩვივნენ და ნებასაც მრთავდნენ, ნებისმიერ დროს მენახულა იგი...
მოგვიანებით მამაც ესტუმრა, ტიმოთეც გადმოვიპატიჟეთ და ჩვენები დარწმუნდნენ, რომ მართლაც ჩინებული ახალგაზრდა იყო, მალე შეუყვარდათ, თან ებრალებოდათ, სულ ნაღვლიანი რომ იარებოდა.
თუ ვინმე ბიძას ან გადასახლების მიზეზს უხსენებდა, ფითრდებოდა და მოღუშული იწყებდა ბოლთის ცემას, ამ დროს აღარც წიგნი ახსოვდა და თვალებიც რისხვით ენთებოდა. უაღრესად პატიოსანი გახლდათ, შრომისმოყვარე, მაგრამ თავისი ჯავრის გადამკიდემ საქმეს გული ვეღარ დაუდო...
უფალმა მის დარდს მალე უწამლა - თვალში ჩემი და მოუვიდა, ცოლად შეირთო და თითქოს დამშვიდდა. ათი წლის შემდეგ იმხელა ქონება დააგროვა, დაბის ყველაზე შეძლებული მოსახლე გახდა: სასახლესავით ბინა წამოჭიმა, კარგი ცოლშვილი ჰყავდა, სხვა რაღა უნდა ესურვა? თითქოს წარსულის დავიწყებაც შეიძლებოდა, თუმცა ტიმოთეს მაინც სტანჯავდა თავისი დარდი და ერთხელ, როცა ურმით მოვდიოდით, ვკითხე: - ძმაო, უწინდებურად განიცდი, რაც მოხდა?
- რას გულისხმობ?
- რაც დაკარგე, ახლა ხომ ყველაფერი ისევ შეიძინე?
გაფითრდა და არაფერი უთქვამს. მოვუბოდიშე - მეგონა, წყენამ გაგიარა-მეთქი.
- რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი ხანიც უნდა გავიდეს, მაინც ყველაფერი მემახსოვრებაო.
შემებრალა, ასეთი ამღვრეული სული რომ ჰქონდა... წმინდა წერილი კარგად იცოდა და სხვას მშვენივრად მოძღვრავდა ხოლმე, თავად კი წყენას ვერ მორეოდა. როგორც ჩანდა, წმინდა სიტყვას გულამდე არ უშვებდა...
ტიმოთემ შენიშნა, რომ გავირინდე და ჩამეკითხა:
- რამ ჩაგაფიქრა?
არაფერმა-მეთქი...
ვგრძნობ, ჩემზე ფიქრობო.
შენზეც ვფიქრობ და ნუ მიწყენ, თუ პირდაპირ გეტყვი: - წმინდა წერილი მშვენივრად იცი, მაგრამ გული მაინც მრისხანებით და ბოღმით გაქვს სავსე- მეთქი.
მშვიდად მიპასუხა: - ქვეყნად ისეთი წყენაც არსებობს, რომლის დავიწყებაც შეუძლებელიაო და გამიმხილა, რომ ბიძაზე ფულის გამო კი არა, იმიტომ იყო ნაწყენი, რომ მამამისს სასტიკად აწყენინა, დედა კი დარდით სამარემდე მიიყვანა, თავად ტიმოთეს ცილი დასწამა, შემდეგ მუქარით შეირთო გოგო, რომელიც ტიმოთეს ბავშვობიდან უყვარდა და რომლის ცოლად მოყვანას აპირებდა.
განა შეიძლება ამის პატიება? არასოდეს ვაღირსებ ამასო, - დასძინა.
- საშინელება გადაიტანე, მაგრამ წმინდა წერილი რომ გულს გარეთ გრჩება, ესეც ფაქტია-მეთქი.
ტიმოთე შეეცადა, თავი ემართლებინა, - ხან ძველი აღთქმიდან მოიყვანა მაგალითები, ხან საიდან... მე კი ვურჩიე, ბიძისთვის მიეტევებინა და სული განეწმინდა.
მისმინა, მისმინა, ხელზე ხელი მომჭირა და მოკლედ მოჭრა: - თავი დამანებე, არ შემიძლია, ძალიან მიმძიმსო.
გავიდა ექვსი წელიწადი, მაგრამ ისევ იტანჯებოდა და სადმე ბიძას რომ გადჰყროდა, წმინდა წერილს გვერდზე გადადებდა და შურს იძიებდა, მაგრამ რატომღაც მშვიდად ვიყავი, რადგან ვგრძნობდი, მალე რაღაც შეიცვლებოდა და უფალი იხსნიდა ამ სატანჯველისგან. ტიმოთე იმ დროს 37 წლისა იქნებოდა, შეძლებულ და პატივცემული. ყვავილები, განსკუთრებით ვარდები უყვარდა და მთელი კარ-მიდამო ვარდებით ჰქონდა სავსე... წესად ჰქონდა, საღამოობით ბაღში გამოდიოდა, იქაურობას ეფერებოდა, შემდეგ სკამზე ჩამოჯდებოდა და ლოცულობდა.
ერთ მშვენიერ დღეს მივიდა ბაღში, გადაშალა სახარება და წაიკითხა, როგორ ესტუმრა ქრისტე ფარისეველს, რომელმაც ფეხსაბანად წყალიც კი არ მიართვა...
ტიმოთეს იმდენად შეემუსრა გული, რომ ატირდა და სწორედ იმ წუთში დაიწყო ყველაფერი (მისივე ნაამბობს გავიმეორებ): - გარშემო მიმოვიხედე და გავიფიქრე: რა სიმდიდრესა და ფუფუნებაში ვარ, უფალი ჩემი კი ასე ღარიბი და მიუსაფარი იყო-მეთქი... ისე ამევსო თვალები ცრემლით, ვეღარ ვახამხამებდი... ირგვლივ ყველაფერი გავარდისფრდა, თითქოს გული შემეკუმშა და უეცრად წამოვიძახე: - უფალო, ჩემთან რომ მოსულიყავი, საკუთარ თავსაც არ დაგიჭერდი-მეთქი!
...და უეცრად საიდანღაც სუნთქვასავით გავიგონე:
- მოვალ!
ტიმოთემ აღელვებულმა მოირბინა ჩემთან და მითხრა: - შენ როგორ ახსნიდი ამას, ნუთუ უფალს მართლა შეუძლია ჩემთან სტუმრად მოსვლა? . - ეს ჩემი ცოდნის მიღმაა, სახარება რას ღაღადებს ამის შესახებ?
- წმინდა წერილი გვეუბნება: - იესო ქრისტე გუშინ და დღეს და თავადი არს უკუნისამდე, უფლება არა მაქვს, არ ვირწმუნო.
ჰოდა, გწამდეს-მეთქი.
- ვბრძანებ, ხვალიდან სუფრა გაშალონ მისთვის, - წამოიძახა ტიმოთემ. მხრები ავიჩეჩე და ვუპასუხე:
- თავადვე იცი, რაა მისი ნება, სუფრის გაშლა ცუდი არ არის, მაგრამ ეს ამპარტავნება და კადნიერება ხომ არ იქნება?
- ნათქვამია: - მეზვერენი და ცოდვილნი სხდეს იესუის თანა ინახითო, - თქვა ტიმოთემ.
- ისიც ნათქვამია: „არ ვარ ღირს, რათა სართულს სახლის ჩემისასა შემოხვიდე“...
მეორე დღესვე ტიმოთემ ცოლს სთხოვა, სუფრასთან ერთი თავისუფალი ადგილი დაეტოვებინა... დასხდებოდნენ სატრაპეზოდ ხუთნი - ტიმოთე და მისი ოჯახი, სუფრის თავში მეექვსე, ყველაზე საპატიო ადგილი კი ცარიელი რჩებოდა. დიასახლისს ცნობისწადილი კლავდა, ვისთვის იყო ეს ადგილი, ტიმოთე პასუხობდა, - უპირველესი სტუმრისთვისო, მაგრამ ჩვენ ორის გარდა არავინ იცოდა, ვის ელოდა.
ელოდა ტიმოთე მაცხოვარს ბაღში გაგონილი სიტყვიდან მეორე, მესამე მეოთხე დღეს... გადიოდა კვირები, თვეები, საეკლესიო დღესასწაულები, მაგრამ მოლოდინს ბოლო არ უჩანდა, თუმცა იმედი არ დაუკარგავს და სწამდა, უფალი დანაპირებს შეუსრულებდა. ერთხელ მკითხა, - ყოველდღე ველი და ვევედრები, მაგრამ პასუხი არ ისმისო.
აღარ ვიცოდი, რა მეპასუხა და ხშირად ვფიქრობდი, რომ ხიბლმა სძლია, მაგრამ ღვთისგანგება სხვაგვარი აღმოჩნდა.
ქრისტეშობა ახლოვდებოდა. უმკაცრესი ზამთარი იდგა. წინა საღამოს ტიმოთემ გამიმხილა: - ძმაო, ხვალ უფალი მესტუმრებაო.
რატომ ხარ ამაში დარწმუნებული-მეთქი.
დღეს, შევევედრე თუ არა, სულისშემძვრელმა, საყვირივით ხმამ მიპასუხა: - მალე მოვალო. ხვალ ხომ მაცხოვრის შობა და, როგორც მგონია, ამ დღეს ინება მობრძანება ჩემნაირ ცოდვილთან, მესტუმრე შენიანებთან ერთად, თორემ სული შიშმა ამითრთოლაო.
ხომ იცი, რომ არ ძალმიძს, ეს დავიტიო, არც უფლის ნახვას ველი, რადგან ცოდვილი ვარ, მაგრამ გეწვევი, რადგან ასე მთხოვ და მოკრძალებით გირჩევ, თუ სასოებით ელი ძვირფას სტუმარს, მეგობრები კი არა, მისთვის სათნო კრებული დაახვედრე-მეთქი.
- მიგიხვდი და ხვალ ყველა გაჭირვებულს, მშიერს, განსაცდელში მყოფსა და სნეულს მოვუხმობ, რომ ყველაფერი მცნებისაებრ იყოსო.
- ტიმოთე, ვის ძალუძს, ყოველივე მცნებებისაებრ ჰყოს? ერთს ვერ მოისაზრებ, მეორე გამოგრჩება, მესამეს ვერ შეასრულებ, მაგრამ თუ ეს მოლოდინი ასე საყვირივით გუგუნებს შენში, დაე, ასე იყოს. თუ უფალი მოვა, რაც დააკლდება შეავსებს და თუ ვინმეს მოწვევა გამოგრჩა, თავად მოიყვანს.
შობა დღეს ოჯახით ვესტუმრე ტიმოთეს, მთელი სახლი სავსე იყო გაჭირვებულებით, მაგიდები ხორაგს ვერ უძლებდა. მალე ყველა მოვიდა, შიკრიკებიც დაბრუნდნენ და აღარც არავის ელოდნენ რადგან საშინელი ქარბუქი ამოვარდა, მაგრამ უპირველესი სტუმარი არა და არ ჩანდა.
მალე ჩამობნელდა და სუფრასთან დასხდომის დრომაც მოაწია. ყველანი ხატების წინ დანთებული სანთლების შუქზე ვიცდიდით, მასპინძელი კი, შეშფოთებული მოუსვენრად მიმოდიოდა, რადგან ხვდებოდა, რომ დიდებული სტუმარი აღარ მოვიდოდა. ამოიოხრა და მითხრა:
- ვხედავ, რაღაც სათანადოდ ვერ აღვასრულე, ალბათ ვერ შევძელი იმათი შეკრება, ვინც აქ უნდა ყოფილიყო. იყოს ნება ღვთის, მოდი, ვილოცოთ და სუფრას მივუსხდეთ.
ის იყო, ლოცვა იწყო, რომ გარედან რაღაც ისე შეეჯახა კედელს, ყველაფერი შეზანზარდა, მერე სასტუმრო ოთახის კარი თავისით გაიღო და ყველანი შიშით კუთხეებს მიაწყდნენ...
უეცრად ზღურბლზე ჩამოძონძილი მოხუცი გამოჩნდა, რომელიც სიცივით ისე ცახცახებდა, ძლივს იმაგრებდა თავს, რომ არ დაცემულიყო... მალე მის ხელზე თვალშისაცემი, დიდი ხნის წინ შეხორცებული და ყინვისგან გათეთრებული ნატყვიარიც გავარჩიეთ და ტიმოთემ წამოიძახა: - უფალო, ვხედავ და ვღებულობ მას შენი სახელისთვის! თავად შენ კი ნუ შემოხვალ, რადგან ბოროტი და ცოდვილი ვარო.
მერე მუხლებზე დაემხო და გულშემუსვრილმა ლოცვა იწყო... შემოიტანეს სანთლები. ტიმოთე წამოდგა, მოაჯირს ჩაბღუჯულ მოხუცს ხელი მოჰკიდა და უპირველესი სტუმრისთვის განკუთვნილ სკამზე დასვა.
ალბათ მიმიხვდით, ვინც იყო მოხუცი - ტიმოთეს ბიძა, რომელმაც მოკლედ მოგვითხრო, როგორ წაუვიდა ცხოვრება უკუღმა, როგორ დაკარგა ოჯახიც და ავლადიდებაც. მერე დიდხანს ეძებდა ტიმოთეს, რომ მისთვის პატიება ეთხოვა... ამ სიარულსა და ქარბუქში გზა არეოდა, გაყინულიყო და სიკვდილსღა ელოდა.
- მაგრამ უეცრად, - თქვა მოხუცმა, ვიღაც უცნობმა შუქი მომფინა და მითხრა: - „წადი, გათბი, ჩემთვის განკუთვნილ ადგილას დაჯექი და ჭამე ჩემი ჯამიდან“. მერე ორივე ხელი წამავლო და აქ ისე დამაყენა, თავადაც ვერ მივხვდი.
- ვიცი, ბიძაჩემო, უფალი იყო შენი ჩემამდე მომცილებელი, რომელმაც თქვა: „შიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას: და სწყუროდის თუ, ასუ მას“. დაჯექი ჩემთან, მიიღე, რაც გსურს და დარჩი ამ სახლში სიცოცხლის ბოლომდე, - ყველას გასაგონად წარმოთქვა ტიმოთემ.
იმ დღიდან მოხუცი აღარსად წასულა, სიკვდილის წინ აკურთხა ძმისშვილი და ტიმოთემაც პოვა სიმშვიდე.
ასე განისწავლა კაცი, როგორ განემზადებინა გულში აკვანი მიწაზე შობილი ქრისტესთვის. ყოველ გულს ძალუძს, ასეთ აკვნად იქცეს, თუ აღასრულებს მცნებას: „გიყუარდეთ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა“.
"კარიბჭე", #22, 2007 წ.

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Nov 2 2007, 03:32 PM

ციტატა
- მაგრამ უეცრად, - თქვა მოხუცმა, ვიღაც უცნობმა შუქი მომფინა და მითხრა: - „წადი, გათბი, ჩემთვის განკუთვნილ ადგილას დაჯექი და ჭამე ჩემი ჯამიდან“. მერე ორივე ხელი წამავლო და აქ ისე დამაყენა, თავადაც ვერ მივხვდი.
- ვიცი, ბიძაჩემო, უფალი იყო შენი ჩემამდე მომცილებელი, რომელმაც თქვა: „შიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას: და სწყუროდის თუ, ასუ მას“. დაჯექი ჩემთან, მიიღე, რაც გსურს და დარჩი ამ სახლში სიცოცხლის ბოლომდე, - ყველას გასაგონად წარმოთქვა ტიმოთემ.
იმ დღიდან მოხუცი აღარსად წასულა, სიკვდილის წინ აკურთხა ძმისშვილი და ტიმოთემაც პოვა სიმშვიდე.
ასე განისწავლა კაცი, როგორ განემზადებინა გულში აკვანი მიწაზე შობილი ქრისტესთვის. ყოველ გულს ძალუძს, ასეთ აკვნად იქცეს, თუ აღასრულებს მცნებას: „გიყუარდეთ მტერნი თქუენნი და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა“.


zafxuli.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Nov 2 2007, 10:20 PM

ეს ორი პატერიკი შეადარეთ ერთმანეთს როგორი მსგავსებაა ასევე ადამიანის ორი საქციელი
განკითხვის შესახებ
მარკოზ მეგვიპტელი ოცდაათი წლის მანძილზე სენაკიდან არ გამოსულა და ერთი მღვდელი მიდიოდა ხოლმე მასთან და წმ. საიდუმლოს აზიარებდა. მარკოზის სათნოების და მოთმინების გამო შურით აღვსილმა ეშმაკმა მოინდომა, რომ იგი განკითხვის ცოდვაში ჩაეგდო. და გამოსაცდელად მოიყვანა მასთან ერთი უკეთური კაცი, ვითომდა დალოცვის სათხოვნელად. ვიდრე ბერი დალოცავდა, ეშმაკის სწავლებით ამ ადამიანმა დრო იხელთა და ბერს უთხრა: მღვდელი, რომელიც შენთან დადის, ყოველგვარი სულიერი სიბილწით არის აღსავსე და ნუღარ შემოუშვებო. ღმრთივსულიერმა მარკოზმა უპასუხა: „შვილო, წერია: ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხნე“. ცოდვილიც რომ იყოს ის მღვდელი, ღმერთს ვთხოვ მის ცხონებას, რადგან ესეც წერია, „ულოცევდით ურთიერთას, რათა განიკურნოთ“. ეს რომ უთხრა, ილოცა მისთვის, განდევნა მისგან ეშმაკი და გაუშვა მართალი.

მღვდელი როცა მივიდა, ბერმა სიხარულით მიიღო. კეთილმოწყალე ღმერთმა ბერის უმანკოება რომ იხილა, ასეთი სასწაული გამოუცხადა მას: მღვდელი წმ. ტრაპეზთან წარდგომას რომ აპირებდა, ზეციდან გარდამოსულმა უფლის ანგელოსმა თავზე ხელი დაადო და მღვდელი უცებ ცეცხლის სვეტს დაემსგავსა. გაკვირვებულ ბერს ანგელოსმა უთხრა: ჰოი, კაცო, რატომ გაგიკვირდა ის, რაც იხილე. თუკი ამქვეყნიური მეფეები არ მიუშვებენ თავისთან ბინძურად ჩაცმულს, შესაფერისად შემოსვას და დიდებით მიახლებას მოითხოვენ, განა ზეცათა მეუფე უფრო არ განწმენდს წმ. საიდუმლოთა მსახურთ და გამოუთქმელი მსხვერპლის შემწირველთ და არ განაბრწყინებს მათ ზეციური დიდებით?

ასეთი სასწაული იხილა ღირსმა მარკოზმა და გვიამბო ყველას, რათა არ განვიკითხოთ მღვდლები, რამეთუ ისინი უფლის წინაშე წარსდგებიან, მსხვერპლს სწირავენ ზეცას და იქიდან იღებენ მადლს, რომელსაც ჩვენც გადმოგვცემენ. ყველას განმკითხველი და მსაჯული უფალია, რომლის არს დიდება უკუნითი უკუნისამდე

განკითხვის შესახებ
უდაბნოში განმარტოებით მოღვაწე ერთ ბერს დროდადრო მღვდელი აკითხავდა ხოლმე რათა სამეუფო მსხვერპლი შეეწირა. ერთხელ ამ ბერთან მივიდა ეშმაკის მიერ შეპყრობილი კაცი და განიკითხა მღვდელი. ბერმა მოუსმინა მას და დაბრკოლდა. ამის შემდეგ, როცა ჩვეულებისამებრ მიაკითხა მას მღვდელმა, რომ წირვა ჩაეტარებინა, ბერმა კარი აღარ გაუღო და მღვდელი დამწუხრებული დაბრუნდა სახლში.

ბერი სალოცავად რომ დადგა, ზეციდან ხმა მოესმა, დაკარგეს ადამიანებმა ჩემი სიმართლე და მსჯავრში მეცილებიანო. ეს რომ გაიგონა, ბერი შიშმა შეიპყრო და შეძრწუნდა. ამ დროს დაინახა ოქროს ჭა, ოქროსავე თოკი და ამოსაღები ჭურჭელი. წყალი გამორჩეულად წმინდა იყო, მაგრამ წყლის ამომღებელი არაწმინდა. მივიდა ბერთან უფლის ანგელოსი და უთხრა: ჰოი, კაცო, რას ავნებს ამ წმინდა წყალს უწმინდური ამომღებელი. ან რას მოაკლებს ყოვლადწმიდა მსხვერპლს უღირსი შემწირველი. ასეთი მხოლოდ თავს დაისჯის, მაგრამ სხვებს არ ავნებს.განმკითხველი კი უფალს ეწინააღმდეგება.

ბერი გონს მოეგო, შეძრწუნდა, ცრემლით შეინანა დანაშაული, მოუხმო იმ მღვდელს, დაუჩოქა, შენდობა ითხოვა და ვედრებით დაითანხმა, რომ ძველებურად ეწირა ხოლმე. შემდეგ ეს ბერი სხვებსაც ასწავლიდა ხოლმე, რომ არავის არ უნდა განიკითხავდნენ, რადგან ღმერთია ყოველთა განმკითხველი და მან დაგვიწერა: „ნუ განიკითხავთ, რათა არა განიკითხნეთ“, ნუ დასჯით და არ დაისჯებით. მით უფრო არ უნდა განვიკითხავდეთ მღვდლებს, რომლებიც ანგელოსებთან ერთად დგანან, წმ. ძღვენს შესწირავენ უფალს და გარდამოიწვევენ სულიწმიდას, რომელსაც შვების დიდება უკუნითი უკუნისამდე.

აქ ბევრი რამეა ჩვენთვის სასარგებლო ნათქვამი.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 15 2007, 01:31 PM

ეს ისტორია პატერიკიდან არ არის მაგრამ სრულaდ იმსახურებს ამ თემაში დაწერას (თვითმკვლელობას ეხება):

У одного священника были добрые отношения с офицерами из близлежащей воинской части. Но однажды они в неурочно-поздний час стучатся к нему в дом: «Батюшка, беда! У нас Алешка застрелился! Надо отпеть его!». Священник решительно отклоняет эту просьбу: «Не могу. Алексей стал самоубийцей, по нашим канонам отпевать его нельзя!». Следует понятная реакция офицеров: «Да что же ты каноны и бумажки ставишь выше человека! Мы и не думали, что ты такой формалист! Ты отказался помочь нам в нашей беде! Мы и знать тебя теперь не знаем!». С той поры двери этой воинской части для священника оказываются закрыты… Проходит полгода. Священник служит в своем городском храме. И вдруг после службы подходит к нему тот офицер, что яростнее всего кричал на него в день смерти своего сослуживца, бухается на колени и говорит: «Спасибо тебе, батюшка!». – «Да за что же спасибо-то?» – «Ты меня от смерти спас!» – «Когда это мне такое довелось?» – «Вчера!» – «Да как я мог тебя вчера от смерти спасти, если я тебя полгода вообще в глаза не видел?». – Вот именно этим ты меня и спас!.. Просто вчера у меня такая хмарь на душе была. Я уж к пистолету потянулся, хотел точку поставить… А тут вспомнил, что Алешку-то ты отпевать за это не стал. И остановился. Лег спать, а наутро уже все прошло… Спасибо тебе!».

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Dec 5 2007, 04:38 AM

წმ. ოქროპირის დროს, შორეულ უდაბნოში დიდხანს აწრთობდა თავს ღირსი იერაკსი... ერთხელ ხილულად მივიდნენ მასთან ეშმაკები და უთხრეს: „მოხუცო, შენ კიდევ იცოცხლებ ორმოცდაათ წელს: განა ღირს ამდენი მოთმინება ამ უკაცრიელ უდაბნოში? წადი აქედან”. ამაზე მოხუცმა უპასუხა: „დიდად სწყენია, რომ ასე ცოტა დამრჩა სიცოცხლე დედამიწაზე, მე კი ვემზადებოდი კიდევ ორას წელს მოთმინებისათვის“. მოხუცი ბერის ამ სიტყვებზე ეშმაკები გაუჩინარდნენ. ეს ნიშნავს, რომ წმიდა მოღვაწეს განზრახული ჰქონდა მოეთმინა ყოველგვარი გასაჭირი, მეუდაბნური ცხოვრების ყველა სიმძიმენი სიცოცხლის ბოლომდე. ჩანს, მტკიცედ ახსოვდა მას მაცხოვრის სიტყვები: „მოთმინებითა თქვენითა, მოიპოვნეთ სულნი თქუენნი; რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ჰსხონდეს“.

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 7 2007, 09:43 PM

პატერიკი არ ვიცი რა არის oops.gif g.gif მაგრამ ეპიზოდები მამათა ცხოვრებიდან ბლომად მაქვს

[size=2] В Житии святого Иеронима: "Однажды в Рожденственскую ночь святой Иероним молился на коленях в Вифлеемской пещере. Молился он дсо слезами. Он размышлял о тайне любви Божией, о чуде Его Воплощения. Он думал о волхвах, которые в такую ночь принесли новорожденному Богу богатые царские дары. И сказал:
- Святой Младенец, какой же дар могу принести Тебе я, бедный, несчасиный, грешный? У меня нет ничего.
- Однако и ты, Иероним, можешь даровать Мне нечто, - послышался голос Господа.
- Что же, Святой Младенец? Что я могу Тебе даровать? - спросил святой с трепетом.
- Свои грехи, Иероним, - ответил Господь".

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 7 2007, 10:07 PM

[font=Times New Roman] Об осуждении из "Доброделания"
Рядом с неким старцем жил один брат, не радевший о своей монашеской жизни.
Когда этому брату пришло время умереть, к нему пришли и другие монахи.
Один из старцев увидел в изумлении, что умирающий радостен и улыбается.
Для назидания другим старец спросил его: "Брат, мы знаем, что ты был особенно нерадив
в своем подвиге и борьбе. Почему же ты теперь, когда готовишься отойти, в таком радостном расположении духа?" Монах же ответил: "Ты, отче, правильно заметил. Однако с тех пор, как я стал монахом, не осудилни одного человека, ни на кого не держал зла, а если ссорился с кем-нибудь,
то стремился в тот же час примириться. Итак, я собираюсь сказать Богу: "Господи, вед это
Ты сказал: не судите, да не судимы будете, и оставляйте, да оставится вам...".
Тогда старец провозгласил: "Да будет мир Божий с тобой, чадо мое. Ибо ты без труда получишь спасение".

პოსტის ავტორი: shengela თარიღი: Dec 20 2007, 01:38 PM

ათონის წმიდა მთაზე მოღვაწეობდნენ წმიდა ბერი და მისი სულიერი შვილი. ერთ დღეს მათთან სტუმარი მივიდა, გასაუბრების სემდეგ გაირკვა რომ სტუმარი მოწაფის სოფლიდან ყოფილა. ბერმა ჰკითხა თავის მშობლებზე, თუმცა არ უთქვია,რომ ისინი მისი მშობლები იყვნენ, სტუმარმა უთხრა რომ მამა გარდაცვლილიყო და მოხუცი დედა და და უპატრონოდ იყვნენ დარჩენილები, ხოლო მათი ბიჭი სადრაც რომელიღაც მონასტერში ბერი იყო. ახალგაზრდა ბერს დაეწყუ სულიერი ბრძოლა, იგი თავის ბერს სთხოვდა გაეშვა იგი რათა დედას და დას დახმარებოდა. ბერი არ უშვებდა.! ერთ დღეს ახალგაზრდამ არ დაუჯერა მოძღვარს დაწავიდა შინ.! გზაში ჩამოჯდა დასასვენებლად. გამოჩნდა მგზავრი, ისიც შეჩერდა,საუბრის შემდეგ ბერმა უამბო ტავისი ამბავი, ხოლო მგზავრმა უპასუხა. მე უფალმა გამომაგზავნა შენი დედისა და დის დასახმარებლად, მაგრამ რახან შენ მიდიხარ აღარ წავალო. თურმე ეს მგზავრი უფლისგან გამოგზავნილი ანგელოზი ყოფილა. ახალგაზრდა ბერი გონს მოეგო და დაუბრუნდა მოძღვარს, როცა მივიდა მოძღვარი დაჩოქილი ლოცულობდა რათა უფალს დაებუნებინა მისი სულიერი შვილი უკან!

ათონის წმიდა მთაზე მოღვაწეობდნენ წმიდა ბერი და მისი სულიერი შვილი. ერთ დღეს მათთან სტუმარი მივიდა, გასაუბრების სემდეგ გაირკვა რომ სტუმარი მოწაფის სოფლიდან ყოფილა. ბერმა ჰკითხა თავის მშობლებზე, თუმცა არ უთქვია,რომ ისინი მისი მშობლები იყვნენ, სტუმარმა უთხრა რომ მამა გარდაცვლილიყო და მოხუცი დედა და და უპატრონოდ იყვნენ დარჩენილები, ხოლო მათი ბიჭი სადრაც რომელიღაც მონასტერში ბერი იყო. ახალგაზრდა ბერს დაეწყუ სულიერი ბრძოლა, იგი თავის ბერს სთხოვდა გაეშვა იგი რათა დედას და დას დახმარებოდა. ბერი არ უშვებდა.! ერთ დღეს ახალგაზრდამ არ დაუჯერა მოძღვარს დაწავიდა შინ.! გზაში ჩამოჯდა დასასვენებლად. გამოჩნდა მგზავრი, ისიც შეჩერდა,საუბრის შემდეგ ბერმა უამბო ტავისი ამბავი, ხოლო მგზავრმა უპასუხა. მე უფალმა გამომაგზავნა შენი დედისა და დის დასახმარებლად, მაგრამ რახან შენ მიდიხარ აღარ წავალო. თურმე ეს მგზავრი უფლისგან გამოგზავნილი ანგელოზი ყოფილა. ახალგაზრდა ბერი გონს მოეგო და დაუბრუნდა მოძღვარს, როცა მივიდა მოძღვარი დაჩოქილი ლოცულობდა რათა უფალს დაებუნებინა მისი სულიერი შვილი უკან!

პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 20 2007, 05:20 PM

ბერძენი იმპერატორის, მავრიკიუსის დროს ფრიგიაში იყო ერთი გამძვინვარებული და სასტიკი ყაჩაღი. მისი დაჭერა ვერაფრით შეძლეს. ნეტარმა იმპერატორმა შეიტყო მის შესახებ, თავისი ჯვარი გაუგზავნა და ბრძანა, გადაეცათ მისთვის, რომ ნურაფრის შეეშინდებოდა. ეს ნიშნავდა, რომ მას წარსული ცოდვები მიეტევებოდა იმ პირობით, რომ გამოსწორდებოდა. ავაზაკმა მართლაც შეინანა, მივიდა მეფესთან, ფეხებში ჩაუვარდა და თავისი ცოდვები აღიარა. რამდენიმე დღის შემდეგ იგი ავად გახდა და საავადმყოფოში დააწვინეს. ძილში მან საშინელი სამსჯავრო იხილა. გამოღვიძებულმა იგრძნო, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და აღსასრული მოუახლოვდა. მაშინ ავაზაკმა ტირილი დაიწყო და უფალს ვედრებით მიმართა: „უფალო, ყოვლისმპყრობელო მეუფეო! უწინარეს ჩემსა შენ ჩემნაირი ყაჩაღი შეიწყნარე, გარდამოავლინე ჩემზე შენი უდიდესი წყალობა: შეიწყნარე სასიკვდილო სარეცელზე ჩემი ცრემლები, როგორც შეიწყნარე მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი, რომელთაც ღირსეული ვერაფერი ქმნეს წინაშე შენსა; ასევე შეიწყნარე ჩემი მწარე ცრემლებიც, განმწმინდე და მომიტევე. ამის შემდგომ ნუღარაფერს მოითხოვ ჩემგან; დროც აღარ მაქვს, მევალენი მიახლოვდებიან. ნუღარ გამოიძიებ ჩემს ცოდვებს და ნუღარ გამომცდი; ვერანაირ სიკეთეს ვერ ჰპოვებ ჩემში; წამომეწივნენ ჩემი უკეთურობანი, აღსასრულს მივუახლოვდი; აურაცხელია ჩემი ბოროტებანი; და როგორც მოციქულ პეტრეს ცრემლები შეიწყნარე, ასევე ჩემიც მიითვალე და შენი გულმოწყალების ძალით აღხოცე ჩემი ცოდვები“. ასე აღიარებდა ცოდვებს ავაზაკი რამდენიმე საათის განმავლობაში და ბოლოს სული უფალს მიაბარა.

მისი გარდაცვალების ჟამს ექიმმა ძილში იხილა: ავაზაკის სარეცელთან მოვიდნენ ეშმაკები სიებით, რომელშიც აღრიცხული იყო ავაზაკის მრავალრიცხოვანი ცოდვები. შემდეგ ორმა ბრწყინვალე ახალგაზრდამ სასწორი მოიტანა. ეშმაკებმა მის ერთ მხარეს დადეს ავაზაკის ცოდვების სია, რამაც სასწორი ერთ მხარეს გადახარა, მეორე კი ზევით აიწია. წმიდა ანგელოზებმა თქვეს: ნუთუ არაფერი გვაქვს?

- რა უნდა გვქონდეს? - შეეწინააღმდეგა ერთ-ერთი მათგანი, - როდესაც სულ რაღაც ათი დღეა, რაც კაცთა კვლას თავი დაანება? მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს, რაიმე სათნოება მოეძებნათ. ერთ-ერთმა მათგანმა ავაზაკის ცხვირსახოცი იპოვნა, რომელიც მისი ცრემლებით იყო დასველებული და მეორეს მიმართა: „ეს ცხვირსახოცი ნამდვილად მისი ცრემლებითაა დასველებული; დავდოთ იგი სასწორის მეორე მხარეს, მასთან ერთად კი ღვთის კაცთმოყვარეობა და ვნახოთ, რა მოხდება“. როგორც კი ცხვირსახოცი სასწორზე დადეს, მან მეყსეულად გადაწონა და გააწონასწორა მეორე მხარე. ანგელოზებმა ერთხმად წამოიძახეს: „ჭეშმარიტად ღვთის კაცთმოყვარეობამ გაიმარჯვა!“ მათ ავაზაკის სული წაიყვანეს. ეშმაკები ატირდნენ და სირცხვილეულნი გარბოდნენ.

გამოღვიძებულმა ექიმმა საავადმყოფოს მიაშურა. როდესაც ავაზაკის სარეცელს მიუახლოვდა, მისი სული უკვე გასცლოდა სხეულს, რომელიც ჯერ კიდევ თბილი იყო. თვალებზე ცრემლებით დასველებული ცხვირსახოცი ეფარა. ექიმმა მის გვერდით მყოფთაგან შეიტყო ავაზაკის აღსარების შესახებ. მან აიღო ცხვირსახოცი, იმპერატორს მიუტანა და უთხრა: „ხელმწიფეო! ვადიდოთ უფალი, რომელმაც შენი მეფობის ჟამს ავაზაკი აცხოვნა“.

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“


პოსტის ავტორი: ket_ketevani თარიღი: Dec 20 2007, 05:47 PM

თათი87
გაიხარე თათი ამ საოცარი პატერიკის დადებისთვის. wub.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Feb 20 2008, 04:32 PM

http://www.orthodoxy.ge/pateriki.htm

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jun 9 2010, 10:49 PM

† † †


იყო ერთი წმინდა ბერი, ფრიად მშვიდი და ძვირუხსენებელი. ერთხელ მოწაფესთან ერთად სადღაც მიდიოდა, გზა აერია და უნებლიედ ვიღაცის ყანაში შევიდა. გამოვარდა ყანის პატრონი და ბერებს გინება დაუწყო: „ეს არის თქვენი მონაზვნობა და ღვთისმოშიშება? თქვენ რომ უფლის შიში გქონდეთ, ყანას არ გამითელავდითო“. ღირსმა მამამ მშვიდად მიუგო: „კეთილად იტყვი, შვილო, გაკურთხოს ღმერთმა, მაგრამ, ღვთის გულისათვის, შეგვინდე, რამეთუ შევცდით უნებლიეთ“. ყანის პატრონს გული ვერ მოულბო მისმა სიტყვებმა, განრისხებული, უარესად აყვირდა, წმინდა ბერი კი კვალადცა ლოცავდა და ეტყოდა: „მართალს ამბობ, შვილო, ჩვენ რომ ბერები ვიყოთ, ამას არ ჩავიდენდით, მაგრამ შეგვინდე ჩვენ უფლისთვის, რამეთუ ვსცოდეთ“. განაცვიფრა კაცი ბერის სიმშვიდემ, ლმობიერ-ჰყო; დავარდა ღირსი მამის ფერხთა წინაშე და უთხრა: „ჭეშმარიტად ღვთის კაცნი ხართ, შემინდეთ თქვენს შორის დამკვიდრებული ღვთის სიყვარულისთვის და მეც თქვენთან წამიყვანეთო“. მეყსეულად დაუტევა ყანა და ყოველი მონაგები, შეუდგა ნეტარ მამებს და იქმნა მონაზონი პატიოანი და ჩინებული

პოსტის ავტორი: +ვახტანგი+ თარიღი: Jun 10 2010, 12:59 PM

† † †

ღირსი მამა გაბრიელი (ზირინიანოვი) ჯერ კიდევ მორჩილი იყო და სატრაპეზოში მსახურობდა. ერთხელ კარაქის ჭამის რაღაც უცნაური და ძლიერი სურვილი იგრძნო. რაკი მოძღვრისათვის ნებართვის თხოვნა ერიდებოდა, კურთხევის გარეშე იღებდა ხოლმე კარაქის ნაჭერს და ჭამდა. ბოლოს მაინც გადაწყვიტა, სულიერი მამისათვის ეთქვა. მოძღვარი არ გაჯავრებულა, პირიქით, ნება დართო, რამდენიც სურდა, იმდენი კარაქი ეჭამა. გახარებული გაბრიელი სატრაპეზოსკენ გაიქცა. „აი, ახლა კი მოვიჯერებ გულსო“, - ფიქრობდა, მაგრამ რომელი ჭურჭლიდანაც არ გასინჯა კარაქი, ყველა ეუგემურა. მორჩილი მოძღვართან გაბრუნდა და სთხოვა, ამის მიზეზი აეხსნა. „ჩანს, შენი სურვილი ეშმაკისგან იყო, - უთხრა სულიერმა მამამ. მცირედის პარვით შეიძლებოდა ბოლოს რაიმე უბედურება მოგწეოდა. რაკი კურთხევა აიღე, ეშმაკი განგეშორა და მასთან ერთად მოგშორდა კარაქის ჭამის ვნებაც. ამიერიდან მოძღვრის კურთხევის გარეშე ნუღარაფერს გააკეთებო“.

† † †

ერთი ღმერთშემოსილი და დაფარულთ-მცოდნეობის მადლს მიწევნილი ღირსი მამა ძმებთან ერთად ტაბლას უჯდა და ტრაპეზობდა, თან მდუმარედ ლოცულობდა. უეცრად ღვთის ხედვით ამაღლდა და იხილა, რომ ზოგი ძმათაგანი თაფლს იღებდა ტაბლიდან, ზოგი - პურს, ზოგი კი - უშვერს რასმე. განცვიფრდა ბერი. თავს ეკითხებოდა, ნეტავ რას ნიშნავს ეს ხილვა, წინ ხომ ყველას ერთიდაიგივე უწყვიაო. უეცრად თვალწინ უფლის ანგელოზი წარმოუდგა და აუწყა: „ღირსო მამაო, აი, რას ნიშნავს შენი ხილვა: ვინც ღვთის შიშითა და კრძალვით იხმევს პურს და გონებით ილოცავს, მათი ლოცვა, ვითარცა საკმეველი აღვალს უფლის წინაშე; ეს ის ძმები არიან, თაფლს რომ ჭამენ. პურის მჭამელნი ისინი არიან, ვინც მადლობას სწირავს ღმერთს იმ წყალობისთვის, საზრდელის სახით რომ მიენიჭათ, ხოლო ვინც დრტვინავს საზრდელის გამო, თვალბოროტია და ნაყროვანი, უშვერს რასმე ჭამსო“.

წყარო http://www.orthodoxy.ge/pateriki/nakrovaneba.htm

პოსტის ავტორი: +ვახტანგი+ თარიღი: Jun 21 2010, 02:16 PM

11. ერთ სულიერ მონაზონს პირისპირ ეჩვენნენ ეშმაკები და ნეტარს უწოდებდნენ მას. ამ ყოვლადბრძენმა ბერმა კი მიუგო: „თუ ქებას თავს ანებებთ და განმეშორებით, ეს მიმახვედრებს, რომ მართლაც დიდებულებისათვის მიმიღწევია, თუ ჩემს ქებას არ დაეხსნებით, სწორედ ეს დამარწმუნებს, რომ არაწმიდა ვყოფილვარ; რადგან „ყველა გულზვიადი სიბილწეა უფლის წინაშე“ (იგავ. 16.5). ამგვარად, ახლა ან განმშორდით, რომ თავი დიდებულ ადამიანად ჩავთვალო, ან მაქეთ და თქვენი საშუალებით უდიდეს სიმდაბლეს მოვიპოვებ“. ისინი განაცვიფრა მისმა სიბრძნემ და დამარცხებულნი მაშინათვე გაუჩინარდნენ.http://orthodoxy.ge/tserilebi/kibe/25.htm


44. ერთხელ ერთი წმიდა და გამოცდილი ბერი მიამბობდა: ძმათა შორის ვიყავი და პატივმოყვარეობისა და ამპარტავნების ეშმაკები მოვიდნენ; ერთი მარჯვნიდან ამომიდგა, მეორე - მარცხნიდან; ერთი პატივმოყვარეობით თითით გვერდში მირტყამდა და მიწვევდა, რომ იქ მყოფთათვის მეთქვა რაიმე ჩვენების ან ჩემი უდაბნოში მოღვაწეობის შესახებ, მე კი განვდევნე და ვუთხარი: „მართლუკუნიქცენ და სირცხვილეულიქმნენ, რომელთა უნდა ბოროტი ჩემი“ (ფს. 39.15); იმ წუთასვე ჩემგან მარცხნივ მყოფმა მითხრა ყურში: ვაშა, ვაშა, კეთილად ქმენ და განდიდდი, როდესაც უსირცხვილო დედას ჩემსას, სძლიე. - მაშინ მისკენ მივბრუნდი და წარმოვთქვი სიტყვები, რომლებიც პირდაპირ მოსდევდა ზემოთქმულს: „მიიღეთ მეყსეულად სირცხვილი მათი, რომელი მეტყოდეს მე: ვაშა, ვაშა!“
45. მაშინ ვკითხე ამ ბერს, თუ რად ითვლება პატივმოყვარეობა ამპარტავნების დედად; ხოლო მან მიპასუხა; ქება ადამიანის სულს აამაღლებს და როდესაც სული თავს აიმაღლებს, მაშინ მას ამპარტავნება შეიპყრობს, ცამდე აიტაცებს მას და შემდეგ უფსკრულში და ჯოჯოხეთის ქვესკნელში ჩააგდებს.
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/kibe/22.htm

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jun 21 2010, 03:22 PM

ერთმა ახალგაზრდა კაცმა, რომელიც მონასტერში გამუდმებით დადიოდა, მაგრამ ამსოფლიური ყოფაც ერთობ ძალუმად იზიდავდა (უყვარდა მუსიკა, ნაირგვარი სანახაობები, მოგზაურობა, გართობა), ჰკითხა მამა ეპიფანეს, დასაშვებია თუ არა მისთვის იფიქროს მონაზვნობაზე.

- შვილო ჩემო, მონაზვნად არ გამოდგები, - მიუგო მამა ეპიფანემ, - შენ მეტისმეტად გიზიდავს სოფელი, მონაზონს კი საწინააღმდეგო მისწრაფება უნდა ჰქონდეს: თავისი შინაგანი სამყარო უნდა იზიდავდეს და არა პირიქით.

პოსტის ავტორი: dzvelmartlmadidebeli თარიღი: Jul 13 2010, 07:36 PM

მარტვილობა წმიდისა მოწამისა არტემისა
(ხს. 20 ოქტომბერს)


IPB-ს სურათი


წმმ. დიმიტრი, გიორგი, არტემი და პროკოფი
(მარცხნიდან მარჯვნივ)



ძველი გადმოცემის თანახმად, წმიდა მოწამე არტემი წარმოშობით რომის წარჩინებული ოჯახიდან ყოფილა. მას სენატორის თანამდებობა ჰქონია, ამასთან იმპერატორ კონსტანციუსის დროს განაგებდა მეფის მთელ ქონებას.

კონსტანტინე დიდის, ამ ღვთისმოსავი იმპერატორის, დროს არტემი სამხედრო სამსახურს შეუდგა. გადმოცემით, მან კონსტანტინესთან ერთად იხილა წმიდა და ცხოველმყოფელი ჯვრის სასწაულებრივი გამოსახვა ცაზე, რამაც ქრისტეანულ სარწმუნოებაში განამტკიცა. სწორედ ამის შემდეგ იქცა იგი იმპერატორ კონსტანტინეს და მისი სახლეულობის ერთგულ მსახურად. კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ არტემი გვერდიდან არ სცილდებოდა მის შვილს, კონსტანციუსს, თავის საუკეთესო მეგობარს, და მეფეც ყველაზე საპატიო დავალებებს მას ანდობდა. ასე, მაგალითად, როდესაც კონსტანციუსმა ერთი ეპისკოპოსისგან შეიტყო, რომ ქრისტეს მოციქულების _ ანდრიას და ლუკას ნეშტები დაკრძალულია აქაიას, მან ამ უძვირფასესი განძის კონსტანტინოპოლში გადატანა არტემს დაავალა. მანაც პატიოსნად შეასრულა მეფის ბრძანება და წმიდა მოციქულთა უპატიოსნესი ცხედრები დიდი პატივით გადაასვენა კონსტანტინოპოლში, რისთვისაც მეფისგან დაწინაურება დაიმსახურა და რისი ღირსიც ნამდვილად იყო. სწორედ მეფემ დანიშნა ის ეგვიპტის დუქსად და ავგუსტალიად, რის შემდეგაც არტემიც საცხოვრებლად ეგვიპტეში გადავიდა, სადაც თავის უფალს, იესუ ქრისტეს, პატიოსნად ემსახურებოდა. მან ყველგან გაავრცელა ქრისტეს სახელი და ეგვიპტეში მრავალი კერპიც შემუსრა.

როდესაც მეფე კონსტანციუსი, კონსტანტინე დიდის ძე, გარდაიცვალა, ძალაუფლება მთელ რომის იმპერიაზე მიიღო იულიანე განდგომილმა, რომელმაც ჯერ ფარულად, შემდეგ კი ოფიციალურად უარყო უფალი იესუ და სრულიად აშკარად დაიწყო კერპთა თაყვანისცემა. მან თავისი სამეფოს ყველა კუთხეში, აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში, დააგზავნა განკარგულება, რათა ის ტაძრები, რომლებიც კონსტანტინე დიდის მეფობისას წაართვეს წარმართებს და გადასცეს ქრისტეანებს, ისევ კერპთაყვანისმცემლებს დაბრუნებოდათ. ამასთანავე ბრძანა, ამ ტაძრებში ისევ დაედგათ კერპები და წარმართი ღმერთებისთვის მსხვერპლი შეეწირათ.

ასე აღადგინა ყველგან ამ უკეთურმა მეფემ კონსტანტინე დიდის მიერ დამხობილი მრავალღმერთობა, ქრისტეანებს კი საშინელი დევნა გამოუცხადა. ის დაუნდობლად აწამებდა და ხოცავდა ქრისტეს მიმდევართ, ძარცვავდა მათ სახლებს, ართმევდა ქონებას და გმობდა უფალ იესუს წმიდა სახელს.

ქრისტეანობის დასაკნინებლად უსჯულო იულიანემ საძვალიდან ამოყარა წმ. წინასწარმეტყველ ელისეს ძვლები და წმ. იოანე ნათლისმცემლის წმიდა ნაწილები - გარდა მისი პატიოსანი თავისა და მარჯვენა ხელისა, რომლებიც იმ დროს სებასტიაში იმყოფებოდნენ - და ისინი უკეთურ ადამიანთა და პირუტყვთა ძვლებს შეურია, შემდეგ კი დაწვა ისინი და ფერფლი ქარს გაატანა; ქრისტეანებმა შეაგროვეს ეს ფერფლი და დაწვას გადარჩენილ ძვლებთან ერთად გადამალეს.

როცა შეიტყო, რომ ქალაქ პანეადაში იდგა ქრისტე მაცხოვრის ქანდაკება, აღმართული სისხლდენით დაავადებული იმ დედაკაცის მიერ, რომელიც ამ სნეულებისგან ქრისტეს სამოსის კიდესთან მიკარებამ რომ განკურნა (მათე 9:20). მეფემ ქანდაკება დაამხო და ბრძანა მანამ ეთრიათ ქალაქის მოედანზე, სანამ სრულიად არ დაიმტვრეოდა; ამ ქანდაკების მხოლოდ თავიღა გადარჩა, რომელიც ერთმა ქრისტეანმა მოიტაცა და გადამალა. ქანდაკების ადგილას მეფემ თავისი სტატუეტა აღამართინა, რომელსაც მოგვიანებით მეხმა დასცა და დაამსხვრია.

ერთხელ, უსჯულო იულიანემ მხედრობა შეკრიბა და სპარსთა წინააღმდეგ გალაშქრება გადაწყვიტა. ამ ლაშქრობის დროს ანტიოქიაში, უკეთური ჩვეულებისამებრ, მან ქრისტეანთა წინააღმდეგ გაილაშქრა და მრავალი მათგანი ამოწყვიტა.ანტიოქიაში ყოფნისას მას წარუდგინეს ორი განსწავლული ანტიოქიელი პრესვიტერი - ევგენი და მაკარი. მათთან იულიანეს ხანგრძლივი კამათი ჰქონდა. იგი იცავდა წარმართ ღმერთებს, თავისი უკეთური შეხედულებების დასამტკიცებლად იმოწმებდა წარმართი ბერძენი მწერლების გამონათქვამებს, მაგრამ ღვთითგანბრძნობილ პრესვიტერთაAდამარცხება მაინც ვერ შეძლო. პირიქით, თვითონ დამარცხდა - იგი უკეთურებაში ამხილეს. გოროზ იულიანეს არ შეეძლო საკუთარი მარცხის ატანა და ბრძანა, ჯერ გაეშიშვლებინათ, ხოლო შემდეგ უმოწყალოდ ეცემათ მხცოვანნი - ევგენი ხუთასი, ხოლო მაკარი უთვალავი დარტყმით დაისაჯა.

მოხდა ისე, რომ წმინდანთაA დასჯას შეესწრო დიდი არტემიც. იულიანეს გამეფება და სპარსეთის წინააღმდეგ მისი გალაშქრების ამბავი რომ შეიტყო, რადგან მასაც ებრძანა მთელი თავისი მხედრობითურთ ანტიოქიაში გამოცხადება, არტემი მთელი თავისი ჯარით წარუდგა მას, პატივი მიაგო იულიანეს, როგორც იმპერატორს, ძღვენი მიართვა და, როდესაც წმიდა აღმსარებლებს ევგენის და მაკარის სჯიდნენ, იმპერატორის გვერდით იდგა. როდესაც ესმა, როგორ გმობდა უკეთური იულიანე თავისი ბილწი ბაგეებით უფლის სახელს, არტემი საღმრთო მოშურნეობით აღივსო და მეფეს უთხრა:

- რად სტანჯავ, მეფეო, ასე უმოწყალოდ ღმერთსშეწირულ და უდანაშაულო კაცებს და აიძულებ მართლმადიდებელი სარწმუნოებისგან განდგომას? უწყოდე, რომ შენც უძლური ადამიანი ხარ, და ნუ გგონია, რაკი ღმერთმა მეფედ თუ განგამწესა, ეს დაგიცავს ეშმაკის მზაკვარებისა და საცთურებისგან. ბოროტების პირველმიზეზი ხომ მზაკვარი ეშმაკია. როგორც ოდესღაც გამოსთხოვა მან უფალს იობის გამოცდა და მიიღო ამისი უფლება, ასევე შენი თავი აგვიმხედრა ჩვენ, ქრისტეანებს, რათა შენი ხელით ამოაშთოს ქრისტეს ხორბალი და შეუდგეს თავისი ღვარძლის დათესვას. მაგრამ ფუჭია მისი მცდელობა და ამაოა მისი ძლიერება; რადგან იმ დღიდან, რაც მოვიდა უფალი და ჯვარზე ეცვა, დაეცა ეშმაკის მძლავრობა, მისი ამპარტავნება და შეიმუსრა მისი ძლიერება. ასე რომ, ნუ ცთუნდები მეფეო, და ნუ სდევნი ღმრთითდაცულ ქრისტეან ერს ეშმაკთ გასახარად. იცოდე, ქრისტეს სიმტკიცე და ძლიერება უძლეველი და ურყევია.

ეს რომ გაიგო, იულიანე განრისხდა და ხმამაღლა შეჰყვირა:

- ვინ არის და საიდან მოვიდა ეს უკეთური, რომელიც ასე პირდაპირ ბედავს ჩემს შეურაცხყოფას?

მსახურებმა უპასუხეს:

- მეფეო! ეს არის დუქსი და ავგუსტალიუსი ალექსანდრიისა.

- როგორ? - თქვა მეფემ, - ეს არის ის საძაგელი არტემი, რომელიც ჩემი ძმის, გალიუსის მკვლელობაში მონაწილეობდა?

- დიახ, ყოვლისმპყრობელო მეფეო, ეს ის არტემია, - მიუგეს მსახურებმა.

მაშინ მეფემ თქვა:

- ვმადლობ უკვდავ ღმერთებს, უმეტესად კი დაფნიელ აპოლონს, რომ ხელში ჩამიგდეს ჩემი მტერი, რომელიც აქ თავისი ფეხით მოსულა. მაშ ასე, პატივი აჰყარეთ ამ არამზადას, მოხსენით ქამარი და დასაჯეთ, ხვალ კი, თუ ღმერთები ინებებენ, განაჩენს გამოვუტან ჩემი ძმის მკვლელობისთვის. მე შურს ვიძიებ მასზე უდანაშაულოდ დაღვრილი სისხლისთვის და დავტანჯავ არა ერთი სასჯელით, არამედ მრავლით, რადგან მან არა ჩვეულებრივი, არამედ სამეფო გვარის სისხლი დაღვარა.

მეფის ეს სიტყვები იყო და მესაჭურვლეებმა იმწამსვე შეიპყრეს არტემი, შეხსნეს მას მხედართმთავრის ქამარი, ასევე სხვა ნიშნები სამხედრო პატივისა და გააშიშვლეს. ამის შემდეგ გადასცეს ჯალათებს, რომლებმაც ხელფეხშეკრული არტემი ოთხივე მხარეს გაჭიმული მიაბეს და ისე ხანგრძლივად სცემდნენ ზურგსა და მუცელზე ხარის ძარღვებით, რომ დაღლილები ერთმანეთს ოთხჯერ შეენაცვლნენ. მაგრამ წმინდანმა ნამდვილად არაადამიანური მოთმინება გამოიჩინა. ჯალათებს ის უგრძნობელიც კი ეგონათ, იმდენად უხმოდ და მშვიდად ითმენდა ამ უმსგავსობას. არც დაუკვნესია, სხეულის ნაკვთიც კი არ შეტოკებია, როგორც ეს ჩვეულებრივ ახასიათებთ ადამიანებს, რომლებსაც ტანჯავენ და აწამებენ. მიწა დაილტო მისი სისხლით, ის კი ურყევად იყო გაწოლილი, თანაც ისე, რომ თვით უკეთურ იულიანესაც კი უკვირდა. შემდეგ მეფემ ბრძანა, შეეწყვიტათ მისი ცემა, და წმინდანი წმიდა მოწამეებთან, ევგენისთან და მაკარისთან ერთად დილეგში ჩააგდეს. ამ დროს მოწამეები გალობდნენ: "რამეთუ გამომცადენ ჩუენ, ღმერთო, და გამომაჴურვენ ჩუენ, ვითარცა გამოიჴურვების ვეცხლი. შემიყვანენ ჩუენ საფრჴესა, დაჰკრიბე ჭირი ბეჭთა ჩუენთა. ავლინენ კაცნი თავთა ზედა ჩუენთა; განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი, და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებლად, შევიდე სახლსა შენსა მსხუერპლებითა და მიგცნე შენ ლოცვანი ჩემნი" (ფსალმ. 65:10-12).

გალობის დამთავრების შემდეგ არტემიმ საკუთარ თავს უთხრა:

- არტემი, აი გამოგესახა შენ სხეულზე ქრისტეს წყლულები; ეხლა მხოლოდ ისღა დაგრჩენია სული შენი და სისხლი მისცე ქრისტესთვის; და იხსენებდა წინასწარმეტყველის სიტყვას: " ზურგი ჩემი მივეც გუემათა და ღაწუნი ჩემნი ყურმილის-ცემათა, ხოლო პირი ჩემი არ განვაყენე სირცხჳლისაგან ნერწყუვათასა" (ესაია 50:6). მაგრამ განა განვიცადე მე, უღირსმა, - ამბობდა ის, - იმაზე მეტი, რაც ჩემმა უფალმა? მას ხომ მთელი სხეული ჰქონდა დასერილი; თავით ფეხამდე საღი ადგილი არ შერჩენია, თავზე ეკლის გვირგვინი ედგა; მისი ხელები და ფეხები ჯვარზე ჩემი ცოდვებისთვის მიემსჭვალა მაშინ, როდესაც თავად სრულიად უცოდველი იყო და კრინტიც კი არ დაუძრავს. ო, რა დიადია, ჩემი უფლის ტანჯვა ჩემს ტანჯვასთან შედარებით, როგორ შორსა ვარ მე, უბადრუკი, მისი ტანჯვისა და ურისხველობისგან! ვხარობ, რადგან თავს ვიმშვიდებ ჩემი უფლის ტანჯვით, რაც ამსუბუქებს ჩემს ტანჯვას. გმადლობ, უფალო, რომ გვირგვინოსან მყავ შენი ტანჯვით! გვედრებ, უფალო, მატარე მოწამებრივი ღვაწლით; ნუ უღირს მყოფ ჩემ მიერ დაწყებული ღვაწლისა, რამეთუ შენ მიმართ აღვსილვარ სასოებით და შენი წყალობის მომლოდინე ვარ, კაცთმოყვარე უფალო!

ასე ლოცულობდა თავისთვის, როცა წმინდანმა მიაღწია დილეგს, სადაც მთელი ღამის განმავლობაში წმინდა ევგენისთან და მაკარისთან ერთად ადიდებდა უფალს.

გათენებისთანავე იულიანემ განკარგულება გასცა, მოეყვანათ მოწამეები და აქ დაკითხვის გარეშე ერთმანეთს განაშორა: არტემი თავისთან დაიტოვა, ევგენი და მაკარი კი არაბეთის ოჰასიმში გადაასახლა. ეს იყო უკიდურესად მავნე ქარებისა და მძიმე კლიმატის ქვეყანა. იქ გადასახლებულთაგან ერთ წელზე მეტ ხანს არავის გაუძლია, რადგან მყის მძიმედ სნეულდებოდნენ და კვდებოდნენ. ასე რომ, წმიდა ევგენიმაც და მაკარიმაც, რომლებიც ამ უკაცრიელ ადგილას გადაასახლეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მიაღწიეს ნეტარ აღსასრულს და სული უფალს ჩააბარეს. წმიდა არტემიმ კი მრავალი ტანჯვა-წამება გადაიტანა, მაგრამ იულიანემ, როგორც ცხვრის ქურქში გახვეულმა მგელმა, მოჩვენებითი თავმდაბლობით და მოფერებით, თითქოსდა თანაუგრძნობს და ეცოდებაო, ასე მიმართა წმინდანს:

- შენი უგუნური კადნიერებით მაიძულე, არტემი, პატივი ამეყარა შენთვის ამ სიბერეში და მომეწყლა შენი ჯანმრთელობა, რაზეც ძალიან ვწუხვარ. ამჯერად გთხოვ, მიდი და მსხვერპლი შეწირე ღმერთებს, უპირველესად კი დაფნიელ ღმერთს, აპოლონს, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს ვცემ. თუ ამას შეასრულებ, გაგიშვებ, გაპატიებ ჩემი ძმის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს და უფრო მეტი პატივითა და ხარისხით დაგაჯილდოებ: მე შენ დიად ღმერთთა უმაღლეს ქურუმად და მთელი სამყაროს ქურუმთა მთავრად დაგნიშნავ; მამას დაგიძახებ და ჩემს შემდეგ მეორე პირად გაგხდი ჩემს სამეფოში. შენ, არტემი, თვითონაც იცი, რომ ჩემი ძმა, გალიუსი, უდანაშაულოდ, მხოლოდ შურის გამო მოკლა კონსტანციუსმა. ტახტის მემკვიდრეობა ჩემს მოდგმას უფრო ეკუთვნოდა, ვიდრე კონსტანტინესას, რადგან ჩემი მამა, კონსტანციუსი, ჩემს პაპას, კონსტანციუსს, მაქსიმიანეს ქალიშვილისგან შეეძინა მაშინ, როდესაც კონსტანტინე ელენესგან იშვა, რომელიც უბრალო წოდებისა იყო. თანაც პაპაჩემი უკვე კეისარი იყო, როდესაც ელენესგან შვილი ეყოლა, მამაჩემი კი იმ დროს დაიბადა, როდესაც ის ტახტზე ახალი ასული იყო. მაგრამ კონსტანტინემ კადნიერად მიიტაცა სამეფო ძალაუფლება. მისმა შვილმა, კონსტანციუსმა, ჯერ მამაჩემი და მისი ძმები, შემდეგ კი ჩემი ძმა, გალიუსიც მოკლა. მას ჩემი მოკვლაც ჰქონდა განზრახული, მაგრამ ღმერთებმა მიხსნეს მისი ხელისგან. მათზე დანდობით უარვყავი მე ქრიტეანობა და მივიქეც ელინთა რელიგიისკენ; კარგად ვიცი, ელინური და რომაული რწმენა უფრო ძველი რომ არის, ქრისტეანული კი, რომელიც კონსტანტინემ მიიღო, სულ ახლახან აღმოცენდა. მან ძველი ღმერთები და რომის კეთილი ჩვევები, მხოლოდ თავისი უმეცრებითა და უგუნურებით უარყო. ამიტომაც მოიძულეს ის ღმერთებმა, როგორც უკეთური და უღირსი მათი ნდობისა. დიახ, ღმერთებმა მოიძულეს ის და მისი მოდგმა ამოწყვიტეს ცოცხალთა მოდგმისგან. განა სიმართლეს არ ვამბობ, არტემი? შენ მოხუცი და გონიერი კაცი ხარ, მაშ, განსაჯე და მითხარი განა ეს სიმართლე არ არის? ასე რომ, აღიარე ჭეშმარიტება და იყავ ჩვენ მხარეს, რადგან მნებავს, რომ ჩემი მეგობარი იყო და დაგნიშნო შემწედ სამეფოს მმართველობაში.

როდესაც ეს მოისმინა, წმიდა არტემი მცირედ შეყოვნდა, შემდეგ კი იულიანეს ასეთი პასუხი გასცა:

- უპირველეს ყოვლისა, შენი ძმის შესახებ გეტყვი, მეფეო, რომ მე არ ვარ დამნაშავე მის სიკვდილში; და, საერთოდ, არც საქმით, არც სიტყვით მისთვის ზიანი არასოდეს მიმიყენებია; რამდენიც უნდა იკვლიო ვერაფერს დაამტკიცებ, რადგან მე მის სიკვდილში უდანაშაულო ვარ. მე ვიცოდი, რომ ის ნამდვილი ქრისტეანი, ღვთისმოსავი და ქრისტეს სჯულის მორჩილი იყო. უწყის ცამ და მიწამ, ანგელოზთა მთელმა დასმა და თვით უფალმა ჩემმა იესუ ქრისტემ, ვისაც მე ვმსახურობ, რომ უბრალო ვარ შენი ძმის მკვლელობაში და მის მკვლელთათვის ხელიც კი არ შემიწყვია. მე არ ვიყავი მეფე კონსტანციუსთან ერთად იმ დროს, როდესაც შენს ძმაზე მსჯელობდნენ: მთელი ის დრო, მეტიც, დღემდე ვიმყოფებოდი ეგვიპტეში. ხოლო, რაც შეეხება შენს წინადადებას უარვყო ქრისტე, ჩემი მაცხოვარი, - სამი ყრმის სიტყვებით გიპასუხებ, რომლებიც ცეცხლის სახმილში შთააგდო ნაბუქოდონოსორმა: "და უკუეთუ არა საცნაურ იყვნენ შენდა, მეფე, ვითარმედ ღმერთთა შენთა არა ვეკუთნვით და ხატსა ოქროსასა, რომელი აღსდგი, არ თაყუანის-ვსცემთ" (დანიელ 3:18).

- უწყოდე, მეფეო, რომ შენს ღმერთებს არ ვემსახურები და შენთვის ძვირფასი აპოლონის ოქტოს ხატს არასოდეს ვცემ თაყვანს. შენ დააკნინე ნეტარი კონსტანტინე და მისი მოდგმა, როდესაც მას ღმერთების მტერი და უგუნური კაცი უწოდე. ასე რომ, ახლა მე მომისმინე, როგორც ჭეშმარიტ მოწმეს ამ ამბისა. როდესაც მძვინვარე ჯალათისა და სისხლისმსმელი მაქვსენციუსის წინააღმდეგ გავილაშქრეთ, შუადღისთვის ცაში ვიხილეთ ჯვარი, რომელიც მზეზე უბრწყინვალესად ანათებდა, და ამ ჯვარზე ვარსკვლავებით გამოსახული იყო ლათინური სიტყვები, რომელიც კონსტანტინეს გამარჯვებას აუწყებდა. ცაში გამოცხადებული ეს ჯვარი ყველამ ვნახეთ და ყველამ წავიკითხეთ, რაც ზედ ეწერა. ახლაც ბევრია ცოცხალი იმათგან, ვისაც კარგად ახსოვს საკუთარი თვალით ნანახი და, თუ გნებავს, იხილავ კიდევაც, რომ მართალს გეუბნები. მაგრამ რატომ გელაპარაკები ამის ამაზე? შენც კარგად უწყი, რომ ქრისტეს მოსვლა მის შობამდე დიდი ხნით ადრე გვამცნეს წინასწარმეტყველებმა. უამრავი მოწმობაა იმისა, რომ ის ჭეშმარიტად მოვიდა დედამიწაზე და თვით თქვენი ღმერთებიც კი გვამცნებდნენ მის მოსვლას - ხომ იუწყებოდნენ ამას სიბილას წიგნები და ვირგილიუსი.

შემდეგ წმინდანმა იულიანეს მოუთხრო თუ ღმრთის ძალით როგორ აღიარებდნენ კერპებში მცხოვრები დემონები ქრისტეს ჭეშმარიტ ღმერთად. ამის სანაცვლოდ იულიანემ, რომელსაც უკვე ვეღარ აეტანა წმინდანის ქადაგება, ბრძანა, გაეშიშვლებინათ მოწამე, გვერდები გავარვარებული შანთებით ამოეწვათ, ზურგში კი მახვილი სამკაპები ჩაერჭოთ. მაგრამ არტემი, როგორც უწინ, თითქოსდა ტკივილს ვერ გრძნობსო, არც კი შეტოკებულა, არც ხმა ამოუღია და ყველას თვალწინ წარმოაჩენდა სასწაულს მოთმინებისა. ამ სატანჯველების შემდეგ იულიანემ ისევ დილეგში ჩაამწყვდევინა არტემი და ჯალათებს უბრძანა, შიმშილითა და წყურვილით გაეთანგათ მოსაგრე, თვითონ კი დაფნას გაემგზავრა, რათა მსხვერპლი შეეწირა თავისი ღმერთის აპოლონისთვის და ეკითხა მისთვის, სპარსელთა წინააღმდეგ ომში წარმატებას თუ მიაღწევდა. იულიანემ კარგა ხანს დაჰყო საკერპეში, ყოველდღე მიჰქონდა მსხვერპლი ბილწ აპოლონთან და დიდძალ საქონელს სწირავდა, მაგრამ სასურველ პასუხს მაინც ვერ იღებდა, რადგან აპოლონში მყოფი დემონი, რომელიც ადამიანებს პასუხებს სცემდა, იმ დროიდან დადუმდა, რა დროიდანაც იმ ადგილებში გადაიტანეს ანტიოქიელი ეპისკოპოსისა და მოწამის, წმ. ბაბილას ნაწილები მასთან ერთად ნაწამები სამი ყრმის წმიდა ნაწილები. ამრიგად, აპოლონმა იულიანეს არაფერი უპასუხა. როდესაც მეფემ მიმოწვლილვითი გამოძიების შემდეგ გაიგო აპოლონის დადუმების მიზეზი, კერძოდ ის, რომ მისგან არც ისე შორს ბაბილას და სამი მოწამე ყრმის ნაწილები დაუსვენებიათ, იმწამსვე უბრძანა ქრისტეანებს იქიდან წმიდა ნაწილების დაუყოვნებლივ გატანა; მაგრამ, როგორც კი წმინდანთა ნაწილები თავისი ადგილიდან დაძრეს, აპოლონის ტაძარს ციდან ცეცხლი დაეცა და თავის კერპიანად სრულიად დაიფერფლა.

არტემის კი, რომელიც დილეგში იტანჯებოდა, ლოცვისას გამოეცხადა თვით უფალი თავის წმიდა ანგელოზებთან ერთად და უთხრა: - "გამაგრდი, არტემი! მე შენთან ვარ და გაგათავისუფლებ ყოველგვარი ტკივილისგან, რომელსაც კი მტარვალი მოგაყენებს და უკვე გამზადებული მაქვს შენთვის გვირგვინი დიდებისა. რადგან, როგორც მაღიარებ შენ მე კაცთა წინაშე აქ, ამ წუთისოფელში, ისე გაღიარებ მე შენ მამის ჩემის ზეციერის წინაშე. მაშ გამხნევდი და გიხაროდენ: მალე ჩემთან იქნები ჩემს სასუფეველში".

ეს რომ ისმინა, მოწამემ იმწუთასვე ადიდა უფალი; არც ერთი ჭრილობა ან წყლული არ დარჩა მის სხეულზე, მისი სული აღივსო უდიდესი სასოებით და დაიწყო ღმრთის სადიდებელი გალობა. ამავე დროს, სანამ დილეგში იყო, არაფერი უხმევია და წყალიც კი არ დაულევია. ასე გრძელდებოდა მის სიკვდილამდე - არტემი ზეცითგან სულიწმიდის მადლით იკვებებოდა.

უკანმობრუნებულმა იულიანემ თავისი მსხვერპლშეწირვით შერცხვენილმა, აპოლონის ტაძრის დაწვა ქრისტეანებს დააბრალა - ირწმუნებოდა, ტაძარს ღამით ცეცხლი ქრისტეანებმა წაუკიდესო, ამიტომაც წაართვა მათ წმიდა ეკლესიები და ყველა წარმართულ საკერპედ აქცია. ამასთან დაიწყო ქრისტეანთა დევნა. შემდეგ კი ბრძანა, არტემი მოეყვანათ და ასე მიმართა:

- შენ, ცხადია, გსმენია, რაც დაფნაში მოხდა, - როგორ დაწვეს უკეთურმა ქრისტეანებმა დიდი ღმერთის, აპოლონის ტაძარი და გაანადგურეს მისი მშვენიერი გამოსახულება. მაგრამ დიდად ნუ იხარებენ ეს უკეთურნი და ნუ დაგვცინიან ჩვენი ღმერთების გამო, რადგან შვიდგზის სამოცდაათჯერ გადავუხდი მათ სამაგიეროს, როგორც ეს თქვენთან არის ნათქვამი.

ამაზე წმიდა არტემიმ უპასუხა:

- გავიგე, რომ განრისხებული ღმერთის განგებით ციდან ცეცხლი დასცემია შენი აპოლონის ტაძარს და დაუწვავს. აპოლონი ღმერთი რომ ყოფილიყო, განა არ იხსნიდა თავს ცეცხლისგან?
მაშინ მეფემ მიუგო:

- უბედურო, კიდევ ბედავ და ხარობ აპოლონის დაწვით?

- მაცინებს თქვენი უგუნურება, - უპასუხა არტემიმ, - ისეთ ღმერთს ემსახურებით, რომელსაც ცეცხლისგან საკუთარი თავის დახსნა არ ძალუძს. კი მაგრამ როგორღა განგარიდებთ ის სამარადისო სახმილს? მე კი მისი დაცემა მანუგეშებს და ვხარობ ყოველივე იმით, რასაც სასწაულებრივად იქმს ჩემი ქრისტე. ხოლო თუ შენ თავს იმით იქებ, რომ შვიდგზის სამოცდაათჯერ გადაუხდი სრულიად უდანაშაულო და უბოროტო ქრისტეანებს, რომელთაც შენთვის არაფერი დაუშავებიათ, ამისთვის მაშინ მიიღებ საზღაურს, როდესაც დაუშრეტელ ცეცხლში ჩაგაგდებს ჭეშმარიტი ღმერთი და მიეცემი საუკუნო და დაუსრულებელ ტანჯვას, რომელიც ძალიან მალე გეწევა. რადგან შენი წარწყმედა ახლოვდება და შენი დაღუპვა გახმაურდება ხალხთა შორის.

ამის გამგონე მტარვალი განრისხდა და ქვისმთლელთ უბრძანა, ერთი დიდი ქვა ჩამოეთალათ და არტემისთვის ზემოდან დაეგდოთ, რომელიც ამ დროს უკვე ხელფეშეკრული ლოდზე დაეწვინათ. ჯალათებმა ბრძანება შეასრულეს და მოწამეს ზემოდან დიდი ლოდი დასცეს. ქვის სიმძიმემ წმინდანს ყველა ძვალი ჩაულეწა, შიგნეული გარეთ გამოუყარა და თვალები ბუდიდან ამოუცვივდა. მაგრამ, ჰოი სასწაულო! ორ ლოდს შუა გასრესილი წმინდანი ცოცხალი გადარჩა და კვლავ ადიდებდა ყოვლისშემძლე ღმერთს, თავის შემწეს, და დავითის სიტყვებით შესძახებდა მტარვალთ: "კიდითგან ქუეყანისათ შენდამი ღაღად-ვყავ მოწყინებასა გულისა ჩემისასა; კლდესა ზედა აღმამაღლო მე, მიძღოდე მე და იყავ ჩემდა სასო, გოდოლ მტკიცე წინაშე პირსა მტერისასა" (ფსალმ. 60:3,4). "ღმერთო ჩემო, დღისი ჴმა-ვყავ შენდამი და არა ისმინე ჩემი; და ღამე არა იღუაწე ჩემთჳს" (ფსალმ. 39:3). აწ მიიღე, მხოლოდშობილო, სული ჩემი, რამეთუ შენ უწყი ჩემი მძიმე მდგომარეობა, ნუ დამიტევებ მე მტრის ხელში.

ორ ლოდს შუა მოყოლილმა წმინდანმა ასე დაყო რამდენიმე დღე. შემდეგ კი იულიანემ ბრძანა, აეღოთ ლოდი, რადგან წმინდანი უკვე მკვდარი ეგონა, მაგრამ როგორი იყო ყველას გაკვირვება, როდესაც იხილეს, რომ წმინდანი არათუ ცოცხალი აღმოჩნდა, არამედ ადგა და დადიოდა კიდეც. მის შემხედვარეთ შიშის თავზარი დაეცათ: მათ წინაშე იდგა შიშველი ადამიანი, ფიცარივით გაჭყლეტილი, დამტვრეული ძვლებით, გადმოყრილი ნაწლავებით; ბუდიდან ამოცვენილი თვალებით; დადიოდა და ქადაგებდა. თვით ჯალათიც კი შეძრწუნდა ამგვარი სასწაულის ხილვით და თავის ამალას უთხრა:

- კაცია ეს თუ მოჩვენება? თვალს ხომ არ გვიხვევს ეს ჯადოქარი? რადგან ჩვენ თვალწინ არის საშინელი სანახაობა, რომელიც ბუნების წესს არ ემორჩილება. ვინ იფიქრებდა, რომ ცოცხალი დარჩებოდა? ახლა, როდესაც მთელი შიგნეულობა გარეთ გადმოუცვივდა და ძვალი არ დაურჩა შეუმუსრავი, მაინც მოძრაობს, დადის და ლაპარაკობს კიდეც. თუმცა, როგორც ჩანს, სიცოცხლე მას ჩვენმა ღმერთებმა შეუნარჩუნეს სხვათა ჭკუის სასწავლებლად, იმათთვის, ვისაც განზრახული აქვს, არ სცნოს მათი ძალაუფლება, რათა დატოვონ ასეთ საფრთხობელად მათთვის, ვინც მათ შესცქერის.

ამის შემდეგ მიუბრუნდა იულიანე მოწამეს და უთხრა:

- აჰა, უბედურო, აღარაფერი შეგრჩა, დაკარგე მხედველობა, შენი ორგანოები საბოლოოდ შეიმუსრა, - კიდევ როგორ შეგიძლია გქონდეს იმის რწმენა და სასოება, ვისზეც ასე მტკიცედ იმედოვნებდი? მაშ, ითხოვე წყალობა და პატიება ჩვენი მოწყალე ღმერთებისგან, რათა შეგიწყალონ და არ გადაგცენ ჯოჯოხეთის სატანჯველს.

ქრისტეს მოწამეს სატანჯველზე რომ ესმა, გაეცინა და მეფეს უთხრა:

- შენი ღმერთები მიხსნიან სატანჯველთაგან? ისინი საკუთარ თავს ვერ იხსნიან მათთვის გამზადებული სახმილისგან, მათთან ერთად კი შენც შთაგდებულ იქნები ცეცხლის გეჰენაში და დაიწვები იქ მარადის ღმრთის ძის უარყოფისა და მისი წმიდა ეკლესიის გაქელვისთვის, იმ წმიდა სისხლის შეურაცხყოფისთვის, რომელიც მან ჩვენთვის დაღვარა; სულიწმიდის შეურაცხყოფისთვის, რადგან ბილწ დემონებს უსმენდი და ემორჩილებოდი. ჩემი ტანჯვა და ტკივილი კი, რომელიც შენ მომაყენე, დროებითია, მწამს: ღმერთი, ვისთვისაც ვიტანჯები, დამამკვიდრებს და დამავანებს თავის ზეციურ სასუფეველში.

ეს რომ ისმინა, იულიანემ ასეთი განაჩენი გამოუტანა წმინდანს:

- არტემის, ჩვენი ღმერთებისა და რომის კანონების შეურაცხმყოფელს, რომელიც თავს ცნობს არა რომაელად, არამედ ქრისტეანად და საკუთარ თავს დუქსად და ავგუსტალიად წოდების ნაცვლად გალილეველს უწოდებს, გადავცემ სიკვდილს და ვბრძანებ მისი თავის მოკვეთას.

ასეთი განაჩენის შემდეგ წმინდანი სასჯელის აღსასრულებელი ადგილისკენ წაიყვანეს, საითკენაც არტემი სიხარულით აღსავსე მიდიოდა, რადგან გული ეტყოდა "განსლვად და ქრისტეს თანა ყოფად" (ფილიპ. 1:23). როდესაც იმ ადგილზე მივიდნენ, სადაც სასჯელი უნდა აღსრულებულიყო, მან ითხოვა დრო ლოცვისთვის, მიბრუნდა აღმოსავლეთით, სამჯერ მოიყარა მუხლი და ხანგრძლივად ილოცა. ამის შემდეგ ესმა ხმა ზეცით, რომელმაც უთხრა:

- შემოდი წმიდათა სიხარულში და მიიღე შენთვის გამზადებული გვირგვინი.

იმწამსვე მოდრიკა თავი წმინდანმა და წარეკვეთა თავი ჯალათის მიერ, ოც ოქტომბერს; ხოლო დღე, როდესაც შესრულდა წმინდა არტემის მოწამებრივი აღსასრული, იყო პარასკევი. მისი წმინდა და პატიოსანი სხეული ერთმა დედაკაცმა, ანტიოქიის ეკლესიის დიაკონისამ, სახელად არისტამ, ჯალათს გამოსთხოვა, ძვირფასი არომატების ცხების შემდეგ კიდობანში დაასვენა და გააგზავნა კონსტანტინოპოლში, სადაც ის დიდი პატივით მიაბარეს მიწას. მრავალი სასწაული აღესრულებოდა წმინდანის ნაწილებთან. მრავალი სნეული განიკურნა და დღემდე იკურნება ყველა, ვინც წმინდა არტემის რწმენით მიეახლება.

არტემის გარდაცვალებიდან ძალიან მალე აღსრულდა წინასწარმეტყველება, რაზეც მან იულიანე მის სიკვდილთან დაკავშირებით გააფრთხილა: "სწრაფი სიკვდილი გელოდება და აწ უკვე ახლოსაა ჟამი, როდესაც შენი სიკვდილი ძალზე გახმაურდება". იმის შემდეგ, რაც წმინდა არტემი მოკლა, იულიანე თავისი ჯარით დაიძრა ანტიოქიიდან და სპარსეთზე გაილაშქრა. ქალაქ ქტეზიფონის მახლობლად მას შეხვდა ერთი მოხუცი სპარსელი, იმ ადგილებში ცნობილი გონიერი ადამიანი, რომელმაც იულიანეს თანამემამულეთა გაყიდვა და მეგზურობის გაწევა აღუთქვა. იულიანე მიენდო მოხუცს, მაგრამ ამით ვერაფერი მოიგო: მოხუცმა ის მოატყუა, თავს ისე მოაჩვენებდა, თითქოსდა პირდაპირი გზით მიჰყავდა სპარსეთის სამეფოს ასაღებად. სინამდვილეში კარმანიტის უდაბნოს გაუვალ ადგილებსა და ქარაფებში შეიტყუა, სადაც არც წყალი და არც არანაირი საკვები არ მოიპოვება. ჯარისკაცები გაითანგნენ შიმშილითა და წყურვილით, ცხენები და აქლემები დაეხოცათ. ამის შემდეგ მეგზურმა აღიარა, რომ შეგნებულად შეიტყუა რომაელები ასეთ უდაბურ და საშინელ ადგილებში, რათა დაესუსტებინა მათი ძლიერება. " ასე იმიტომ მოვიქეცი, - თქვა მან, - რომ თქვენგან დამონებული ჩემი ქვეყანა არ მენახა. მიჯობს, მე შევეწირო ჩემს სამშობლოს, ვიდრე მრავალი ჩემი თანამემამულე და მთელი ქვეყანა". მოხუცი იმწამსვე აჩეხეს რომაელმა ჯარისკაცებმა. უდაბნოში უგზო-უკვლოდ და უმისამართოდ მოხეტიალე ჯარი ძალინ მალე სპარსთა რაზმებს გადაეყარა. აქ მომხდარი შეტაკების დროს, იულიანეს მრავალი ჯარისკაცი დაეღუპა. საღმრთო შურისგება არც თვით იულიანეს ასცდა, რადგან უხილავმა ხელმა უხილავი იარაღით განგმირა იგი. მტარვალმა დაიგმინა, პეშვით თავისი სისხლი აიღო, ზეცისკენ აასხა და შესძახა:

- შენ გაიმარჯვე, ქრისტე! აჰა, გაძეხი გალილეველო!

და იქვე საშინელ ტანჯვაში ამოუშვა თავისი ბილწი სული. და, როგორც არტემმა უწინასწარმეტყველა, უსახელოდ და სამარცხვინოდ დაიღუპა. რომის არმიამ იულიანეს დაღუპვის შემდეგ მეფედ დასვა, ქრისტეანი იობიანე, რომელიც სპარსელებს დაუზავდა და მთელი ჯარი უკან, რომში დააბრუნა.

ამრიგად, იულიანე ჯოჯოხეთში იტანჯება იუდასთან ერთად, ხოლო არტემი ზეცაში წმინდანებთან ერთად ხარობს და მარადის უმზერს წმიდა სამებას, მამას, ძესა და სულიწმიდას, რომელსაც ეკუთვნის საუკუნო დიდება. ამინ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2012, 04:14 PM

„კავსოკალივის სკიტში ცხოვრობდა ერთი ძალზე სათნო ასკეტი.

ერთხელ კელიის კარზე დაუკაკუნეს.

გამოეცხადა მონაზვნის სქემით შემოსილი უცნობი, მხარზე ორცხობილებით სავსე თოფრა ჰქონდა მოგდებული.

ვინ ხარო, - ჰკითხა მას ღვთისმოშიშმა ბერმა.

წმინდა ანას სკიტის მოძღვარი ვარო, - მიუგო მან.

თუ მონაზონი ხარ და თანაც მოძღვარი, მეტანია გააკეთეო.

ამ სიტყვების გაგონებაზე ბოროტი სული უხილავი შეიქმნა და ირგვლივ ისეთი სიმყრალე დატოვა, რომ სამი დღე არ გამქრალა.

აქვე უნდა ითქვას, რომ ბოროტი სულები მუხლს არ იდრეკენ და არ ეთაყვანებიან ღმერთს.“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2012, 05:04 PM

როგორ გახდა ლორდი მართლმადიდებელი

ლორდ დევიდ ბალფური ოჯახში მესამე ვაჟი იყო და არისტოკრატულ ინგლისურ ოჯახში არსებული ტრადიციის თანახმად, სულიერი ასპარეზი უნდა აერჩია. მას ბავშვობიდანვე ამზადებდნენ კათოლიკურ ეკლესიაში მსახურებისათვის. დაამთავრა იეზუიტთა კოლეჯი, შემდეგ მიიღო უმაღლესი საღვთისმეტყველო განათლება, რის შემდეგაც პარიზში ბერ-მონაზვნად აღიკვეცა. ახალგაზრდა ლორდის აღკვეცისას ქალები ტიროდნენ, ვინაიდან ის მეტისმეტად ლამაზი იყო.

ბერად აღკვეცის შემდეგ ოჯახმა მას კუთვნილი მემკვიდრეობა გადასცა და იგი რომისკენ გაემართა, რათა ეს ყოველივე პაპისთვის მიერთმია. პაპმა ალერსიანად მიიღო და მცირე ასაკის მიუხედავად, მონასტრის წინამძღვრად დანიშნა დანიაში. მას უნდა შეესწავლა მართლმადიდებლობა და ამგვარად ეწარმოებინა ბრძოლა მის წინააღმდეგ. მონასტერში სწავლობდნენ რუსულ და საეკლესიო სლავურ ენებს, აგროვებდნენ მართლმადიდებელი მამების წიგნებს, წერდნენ პოლემიკურ სტატიებს. ლორდმა დევიდმა შეისწავლა ეს ენები (ბერძნულსა და ლათინურს მანამდეც სრულყოფილად ფლობდა) და გადაწყვიტა ათონზე წასულიყო, რათა უშუალოდ გაცნობოდა მართლმადიდებლურ ბერ-მონაზვნობას.

იგი ერთ ბერძნულ მონასტერში გაჩერდა, შემდეგ სხვაგან გადავიდა, მაგრამ იქაც განსაკუთრებული ვერაფერი აღმოაჩინა. ბოლოს გადაწყვიტა წმიდა პანტელეიმონის სახელობის რუსულ მონასტერში წასულიყო. მას განუმარტეს, რომ იქ მოხვედრა მხოლოდ სახედრით იყო შესაძლებელი, გზად კი ორსაათნახევარი უნდა ევლო. იგი, მართლაც, გაემართა მონასტრისაკენ. ჭიშკარზე დააკაკუნა. გაიღო სარკმელი, საიდანაც ვიღაც ბერის სახე გამოჩნდა შესანიშნავი წვერით. ლორდმა აუხსნა ხუცესს, რომ მონასტრის ბიბლიოთეკის გაცნობა სურდა, რათა ძველ ხელნაწერებსა და წიგნებზე ემუშავა. ხუცესმა უპასუხა, რომ წინამძღვრისგან ლოცვა-კურთხევას გამოითხოვდა, შემდეგ დაბრუნდა, კარიბჭე გააღო და ბალფური ვიწრო დერეფნებითა და კიბეებით ბიბლიოთეკისკენ წაიყვანა. ერთ-ერთ კარს რომ მიუახლოვდნენ, ხუცესმა მიმართა: „როდესაც დაასრულებთ მუშაობას, აქ შემოდით, ჩემს კელიაში, გავისაუბროთ“. ბალფური გაოცდა: რას ეუბნებოდა ეს გაუნათლებელი, უბრალო შესახედაობის ბერ-მონაზონი. ბიბლიოთეკიდან გამოსულს არ სურდა მითითებულ კართან შეყოვნება, მაგრამ მაინც შევიდა: ან ცნობისმოყვარეობამ აიძულა, ან ზეგარდამო შთაგონებით.

ბერი სიყვარულით შეხვდა მას, წინ დაისვა და ლორდ დევიდ ბალფურს მისი ცხოვრების შესახებ დაუწყო საუბარი – მისი დაბადებიდან დაწყებული, ათონზე ჩამოსვლით დამთავრებული. ამასთან, ისეთი ამბებიც უამბო, რაც მხოლოდ თავად ბალფურს შეეძლო სცოდნოდა, თანაც ისეთ წვრილმანებს იხსენებდა, რაც დევიდს უკვე დავიწყებოდა. ბალფური შეძრწუნდა. ბოლოს ბერმა იმ კითხვებს უპასუხა, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე აწვალებდა ლორდს. მან მისი ეჭვები საბოლოოდ გააქარვა. ამ მონასტერში დარჩენა ბალფურს უკვე აღარ შეეძლო, მაგრამ მეორე დღეს იგი ისევ დაბრუნდა და ისინი ისევ დიდხანს საუბრობდნენ.

ყოველივე იმით დასრულდა, რომ ბალფურმა მართლმადიდებლობა აღიარა და ხუცესის სულიერი შვილი გახდა. მან ლორდს მართლმადიდებლურ სასულიერო აკადემიაში სწავლის ლოცვა-კურთხევა მისცა და ისიც ათენში გაემგზავრა.
ხუცესის სახელი დღეს მთელ მართლმადიდებლურ სამყაროშია ცნობილი – წმიდა სქემონაზონი სილუან ათონელი.




პოსტის ავტორი: levani-grs თარიღი: Mar 3 2013, 08:02 PM

"ძველი პატერიკი" - ამ წიგნს ვეძებ კაი ხანია, იქნებ ვინმეს გქონდეთ, ან რამე პატერიკი თუ გაქვთ იქნებ შემეხმიანოთ გადავაქსერქოსებდი, არსად იშოვება sad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2013, 02:04 PM

ციტატა(levani-grs @ Mar 3 2013, 09:02 PM) *

"ძველი პატერიკი" - ამ წიგნს ვეძებ კაი ხანია, იქნებ ვინმეს გქონდეთ, ან რამე პატერიკი თუ გაქვთ იქნებ შემეხმიანოთ გადავაქსერქოსებდი, არსად იშოვება sad.gif


წყურვილს ცოტათი მოგიკლავს smile.gif

http://www.orthodoxy.ge/pateriki.htm

პოსტის ავტორი: levani-grs თარიღი: Mar 7 2013, 02:24 PM

marine
მადლობ, ესენი ნანახი, მაქვს... მე თვითონაც მაქვს რაგც წიგნები: "ლიმონარი", "ლავსაიკონი" და კიდევ რაღაც ახალი გამოცემები, მაგრამ ის წიგნი საოცრად მიყვარს, სამწუხაროდ დავკარგე sad.gif ახლა კაი ხანაი ვეძებ და ვერ ვშოულობsad.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2014, 01:52 PM

"იყო ერთი ბერი, კეთილად მოღვაწე, მლოცველი და მმარხველი.

მთელი დღე ხელსაქმობდა, ღამით ლოცულობდა, პურს მეცხრე ჟამს იხმევდა ღვთის სადიდებლად, ვითარცა იტყვის მოციქული:

"გინათუ სჭამდეთ, გინათუ სმიდეთ, ყოველსავე სადიდებლად ღვთისა იქმოდეთ".

ერთ დღეს, განთიადისას, ბერს მოშივდა, მაგრამ მესამე ჟამამდე მოითმინა.

მერე იფიქრა, მოდი, ცოტასაც გავძლებ და მეექვსე ჟამს შევჭამო.

დადგა მეექვსე ჟამი, ბერმა დაალბო ორცხობილა, მაგრამ ამჯერადაც სძლია გულისთქმას და მეცხრე ჟამამდეც მოითმინა, მერე კი გულით ილოცა და მეყსეულად იხილა საეშმაკო ძალი, კვამლის სახით რომ გავიდა მისი სენაკიდან.

იგრძნო ბერმა, რომ განეშორა "უწესო შიმშილს" და განადიდა ღვთის ძალმოსილება."

პოსტის ავტორი: თამას თარიღი: Apr 21 2014, 11:59 AM

აგერ არის წიგნი - http://www.cxovreba.pvt.ge, რომელშიც შესულია მრავალი წმინდანის ცხოვრება.

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 27 2014, 09:15 PM

თებაიდაში რომ ვიყავით*(მე არა ოღონდsmile.gif))), ერთმა ბერმა გვიამბო:

– ქალაქ ანტინოეს მახლობლად ერთი დიდი მამა ცხოვრობდა. იგი სამოცდაათი წელიწადი თავის სენაკში იყო დაყუდებული. ჰყავდა ათი მოწაფე. მათგან ერთ-ერთი ძალიან ზარმაცი და დაუდევარი იყო. ბერი ხშირად არიგებდა მას და ეუბნებოდა:

– ძმაო, იზრუნე საკუთარ სულზე, სიკვდილი არ დააყოვნებს, სიკვდილს კი სასჯელიც მოჰყვება.

მაგრამ ძმა არასოდეს უჯერებდა ბერს, გულთან ახლოსაც კი არ მიჰქონდა მისი სიტყვები. ცოტა ხნის შემდეგ ეს ძმა გარდაიცვალა. ბერი ძალიან განიცდიდა მის სიკვდილს, რაკი იცოდა, რომ მან დაუდევრად და უზრუნველად გაატარა მთელი თავისი ცხოვრება. ერთ დღეს იგი შეევედრა ღმერთს:

– უფალო იესუ ქრისტე, ღმერთო ჭეშმარიტებისაო, გამომიცხადე, სად წავიდა გარდაცვლილი ძმის სული!

უცბად ბერი განკვირვებამ შეიპყრო და დაინახა ცეცხლის მდინარე, რომელშიც უამრავი სული იყო ჩაყრილი, მათ შორის კი ახლადგარდაცვლილი ძმისაც. მას ცეცხლი ყელამდე სწვდებოდა. ბერმა შესძახა:

– განა ამისთვის არ გევედრებოდი, შვილო, გეზრუნა საკუთარ სულზე?

– ვმადლობ ღმერთს, მამაო, – უპასუხა ძმამ, – რომ შენი ლოცვით თავი მაინც მაქვს ცეცხლის გარეთ. ფეხები კი ეპისკოპოსის თავზე მიდგას.

#####ალექსანდრიაში რომ ვიყავით, ერთმა ქრისტესმოყვარე კაცმა მოგვითხრო@@@@@@@:

„ერთი ქალწული მონაზონი განმარტოებით ცხოვრობდა თავის სახლში და მეტად მოშურნე იყო საკუთარი სულის ცხონებისათვის: მარხულობდა, მოწყალებას გასცემდა, ღამეებს ლოცვაში ატარებდა. და, აი, კაცთა მოდგმის დაუძინებელმა მტერმა – ეშმაკმა, რომელიც ყველა ადამიანის მონადირებასა და წარწყმედას ეძიებს, მონაზვნისთვის საფრთხის დაგება განიზრახა და ერთ-ერთ ალექსანდრიელ ჭაბუკს სატანური ვნება აღუძრა მის მიმართ. ეს ჭაბუკი მთელი დღე მისი სახლის წინ ტრიალებდა: უცდიდა, როდის გამოვიდოდა; როცა დაინახავდა, მოსვენებას არ აძლევდა, უსირცხვილო სიტყვებს ჩასჩურჩულებდა და შეურაცხყოფდა კიდეც თავისი კადნიერი ქცევითა და საუბრით. ბოლოს მონაზონი იძულებული გახდა, სახლში გამოკეტილიყო, ეკლესიაშიც კი ვეღარ დადიოდა. ერთ დღეს მან თავისი მსახური ქალი გააგზავნა ჭაბუკთან.

– წამოდი, ჩემი ქალბატონი გელოდება, – უთხრა მსახურმა ჭაბუკს.

ეს უკანასკნელი სიხარულით აღივსო, იფიქრა, რომ ბოლოს და ბოლოს მიაღწია თავის საწადელს, და სწრაფად გაჰყვა მსახურს. მონაზონმა იგი სახლში შეიყვანა, სკამზე ჩამოსვა და ჰკითხა:

– მითხარი, ძმაო, რატომ მაწუხებ, რატომ არ მაძლევ მოსვენებას? გარეთაც კი ვეღარ გამოვდივარ შენ გამო.

– შენი სიყვარულით ვაკეთებ ამას, ჩემო ქალბატონო, – უპასუხა ჭაბუკმა, – როგორც კი დაგინახავ, მაშინვე ცეცხლი მეკიდება.

– და რა ნახე ჩემში ასეთი, რისთვის შეგიყვარდი?

– შენი მშვენიერი თვალებისთვის, მათ დაატყვევეს ჩემი გონება.

ეს რომ გაიგონა, ქალწულმა სავარცხელი მოიტანა და იქვე ამოითხარა ორივე თვალი. ახალგაზრდა კაცი იმდენად შეაძრწუნა ამ საშინელი სურათის ხილვამ, რომ იმავე დღეს მიატოვა საერო ცხოვრება, სკიტეში წავიდა და მონაზვნად აღიკვეცა“.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 27 2014, 09:19 PM

ციტატა
– შენი მშვენიერი თვალებისთვის, მათ დაატყვევეს ჩემი გონება.

ეს რომ გაიგონა, ქალწულმა სავარცხელი მოიტანა და იქვე ამოითხარა ორივე თვალი. ახალგაზრდა კაცი იმდენად შეაძრწუნა ამ საშინელი სურათის ხილვამ, რომ იმავე დღეს მიატოვა საერო ცხოვრება, სკიტეში წავიდა და მონაზვნად აღიკვეცა“.

blink.gif blink.gif

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 27 2014, 09:39 PM

ციტატა(ikanosi @ Apr 27 2014, 09:19 PM) *

blink.gif blink.gif

მეც მასე huh.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 27 2014, 11:53 PM

რა ხდება ?

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: Apr 28 2014, 12:09 PM

Zevit waikitxe. . .

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: May 4 2014, 06:12 PM

ერთ ბერს ვკითხეთ, რამდენი წელი იყო, რაც უდაბნოში მოღვაწეობდა, რაზეც გვიპასუხა:

– წლები ბევრი მაქვს, მაგრამ წარმატება არანაირი. ტურებიც ცხოვრობენ უდაბნოში, მაგრამ ტურებად რჩებიან!

პოსტის ავტორი: iohanan თარიღი: May 4 2014, 07:06 PM

აუუუ რა გამიხარდა მისი სეხნია ვარ!!!!!!!!!
მამისა თეონასთვის

ქალაქის შორიახლოს, უდაბნოსკენ მიმავალ გზაზე, ჩვენ წავაწყდით ღირსი მამის – თეონას ადგილსამყოფელს (ხსენება 5 აპრილს). ეს გახლდათ განდეგილი ბერი, რომელსაც ოცდაათი წელიწადი სრულ მდუმარებაში გაეტარებინა და სულიერების იმდენად მაღალი საზომისთვის მიეღწია, რომ ხალხი მას წინასწარმეტყველად მიიჩნევდა. ბერთან ყოველდღიურად უამრავი სნეული იკრიბებოდა. იგი სარკმლიდან გამოწვდილი ხელით სნეულს თავზე შეეხებოდა, ჯვარს გადასახავდა და სრულიად გამოჯანმრთელებულს უშვებდა შინ.

შეხედავდით თუ არა ბერს, უნებურად კრძალვით განეწყობოდით მისდამი. თვალები სულიერი სიხარულით უბრწყინავდა, მთელი მისი შინაგანი არსება სული წმიდის მადლს გაეცისკროვნებინა და ეს ზებუნებრივი მდგომარეობა მის გარეგნობაზეც აღბეჭდილიყო.

როგორც შევიტყვეთ, სულ ცოტა ხნის წინ ბერს ღამით ავაზაკები დასხმოდნენ თავს – იმ იმედით, რომ მის სენაკში ოქროს აღმოაჩენდნენ. მაგრამ ღირსი მამის ლოცვამ ისინი კარის ზღურბლთან გააქვავა და დილამდე ასე გაუნძრევლად იდგნენ ერთ ადგილზე. დილით ბერის სენაკთან, ჩვეულებრივ, ხალხი მოგროვდა. ავაზაკები რომ დაინახეს, გადაწყვიტეს ცოცხლად დაეწვათ ისინი. მაშინ ბერი იძულებული გახდა ხმა ამოეღო. თუმცაღა ამ უკიდურეს მდგომარეობაშიც მან მხოლოდ ერთი წინადადება წარმოთქვა:

– გაუშვით უვნებლად ეს ადამიანები, რათა კურნების მადლი არ ჩამომშორდეს.

ხალხმა ვეღარ გაბედა წინ აღდგომოდა წმინდანის ნებას. ავაზაკები გაუშვეს. ყოველივე მომხდარით შეძრწუნებულებმა, მათ ხელი აიღეს თავიანთ ბოროტ საქმეებზე და ახალი ცხოვრების დასაწყებად მახლობელ მონასტერში განმარტოვდნენ.

ხალხისგან და აგრეთვე თვით წმინდანისგანაც შევიტყვეთ, რომ იგი სრულყოფილად ფლობდა არა მხოლოდ ეგვიპტურ და ბერძნულ, არამედ ლათინურ ენებსაც.

ბერმა მოისურვა თავისებურად გამოგვხმაურებოდა და ამით, ასე ვთქვათ, დავეჯილდოვებინეთ ჩვენ მიერ გაწეული მოგზაურობის მძიმე ღვაწლისთვის. მან დაფაზე დაგვიწერა ორიოდე სიტყვა, რითაც გაამჟღავნა კიდეც საკუთარი განსწავლულობა.

აი კიდევ რას გვიამბობდნენ მის შესახებ: შუაღამისას, უდაბნოსკენ მიმავალ გზას რომ დაადგებოდა, გარეული მხეცების მთელი ჯოგი ეხვია გარს; როდესაც ჭიდან წყალს ამოიღებდა ხოლმე, მხეცებსაც ასმევდა თავისი ხელით და ამით თითქოს მადლიერებას უცხადებდა მორჩილებისთვის. ყველაფერ ამას ისიც ცხადად ადასტურებდა, რომ მისი სენაკის გარშემო ანტილოპების, კამეჩებისა და გარეული სახედრების უამრავ ნაფეხურს შენიშნავდით.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 25 2017, 10:51 PM

"ორი ვაჭარი დიდხანს მტრობდა ერთმანეთს. ერთხელ ერთი მათგანი დაემორჩილა ღვთის ხმას, სინდისს და მტრების დამეგობრება გადაწყვიტა. მყიდველებს მტერთან უშვებდა - ეგ საქონელი არ მაქვს, იმას უფრო იაფად აქვსო... ამ საქციელმა ისე შეძრა მოწინააღმდეგის გული, რომ მშვიდობის მოსურნეს მთელი გულით მიუტევა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2017, 10:27 AM

"წმინდა ეპიფანემ კუნძულ კვიპროსზე ილარიონ დიდი მოინახულა და იქიდან ქალაქ ასკალონში გემით გაემგზავრა. მაგრამ ქარიშხალმა გემი ისევ კვიპროსის ნაპირთან, ქალაქ სალამინთან მიაცურა. ამ დროს სალამინში ეპისკოპოსთა კრება მიმდინარეობდა - გარდაცვლილი მთავარეპისკოპოსის ნაცვლად ახალი უნდა აერჩიათ. კრებას ხელმძღვანელობდა მოხუცი ეპისკოპოსი პაპიუსი, რომელიც 52 წელი მღვდლობდა. ქრისტესთვის ნაწამებ პაპიუსს სულიერ მამად თვლიდნენ. მას გამოცხადება ჰქონდა, რომ მთავარეპისკოპოსად ქალაქში ჩამოსული ბერი ეპიფანე აერჩია.
შემოდგომა იდგა. რთველი იყო გაჩაღებული. წმინდა ეპიფანემ მოწაფეებს უთხრა, ბაზარში წავიდეთ და ყურძენი ვიყიდოთო. შევიდნენ ბაზარში. ეპიფანემ ორი მტევანი აიღო და გამყიდველს ჰკითხა, - რა ღირსო. უეცრად ხმა მოისმა, - ეპისკოპოსები მოდიანო. მოიხედა, დაინახა ეპისკოპოსი პაპიუსი, რომელიც ორ დიაკვანს მოჰყავდა, უკან კი სამი ეპისკოპოსი მოჰყვებოდა. გაოცდა ეპიფანე - მღვდელმთავრები მისკენ მოდიოდნენ. "ამბა ეპიფანე, თავი ანებე ყურძენს და წმინდა ეკლესიაში გამომყევი", - მიმართა პაპიუსმა. ეკლესიაში შესულმა ეპისკოპოსთა კრებული იხილა, რომელთაც უთხრეს: "ღმერთმა გამოგგზავნა ჩვენთან, ამბა ეპიფანე, რათა გახდე ჩვენი ქალაქის და კუნძულ კვიპროსის მთავარეპისკოპოსიო".
ატირდა ეპიფანე, - უღირსი ვარ და ჩემთვის მძიმე ტვირთი იქნებაო. მაშინ პაპიუსმა თქვა: "ჩვენ ალბათ უნდა გავჩუმებულიყავით და არაფერი გვეთქვა, თუ ღვთისაგან რა გამოცხადება გვქონდა შენზე, მაგრამ რადგან ასე მწუხარებ, ამიტომ გეტყვი, რაც ვიხილე. აქ შეკრებილმა ეპისკოპოსებმა ლოცვა მთხოვეს, რომ ღმერთს თავისი ნება გამოეჩინა, თუ ვინ იქნებოდა ღირსი მთავარეპისკოპოსობისა.
ჩავიკეტე კელიაში, მუხლმოდრეკით ლოცვისას იქაურობა სინათლემ განაბრწყინა. მომესმა: "პაპიუს, პაპიუს!.." შეშინებული წამოვდექი: "რას მიბრძანებ, ჩემო უფალო?" "ადექი და წადი ბაზარში, იქ დაინახავ ბერს, რომელიც ყურძენს ყიდულობს. სახით წინასწარმეტყველ ელისეს ჰგავს და თან ორი მოწაფე ახლავს. სახელად კი ეპიფანე ჰქვია, წამოიყვანე და აკურთხე ეპისკოპოსად". მეც ასე მოვიქეცი. ამიტომაც, შვილო, ნუ შეეწინააღმდეგები უფლის ნებას და გაუძეხი სულიწმინდის მიერ შენთვის ბოძებულ სამწყსოს". წმინდა ეპიფანე დაემორჩილა ღვთის ნებას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2017, 11:26 AM

მოწმე წეროები

გერმანიაში ყაჩაღებმა ერთი მოგზაური გაძარცვეს და მოკლეს. ამ დროს თავზე წეროების გუნდმა გადაუფრინა. საცოდავმა კაცმა უფლის სახელით მიმართა მათ: გაფიცებთ თქვენს შემოქმედს, მოწამენი იყავით ჩემი მკვლელობისა და საქვეყნოდ გაამჟღავნეთო.

ყაჩაღებმა ნაძარცვის გასაყოფად ახლომდებარე სასტუმროს მიაშურეს. მალე წეროები მოფრინდნენ, სასტუმროს სახურავზე შემოსხდნენ და ერთი ამბავი ატეხეს. მათ ხმაურზე ავაზაკები გარეთ გავიდნენ. ერთმა მათგანმა ხუმრობით თქვა: მგონი, ეს ის წეროები არიან, ჩვენი მკვლელობაში მხილება რომ დაავალეს, მაგრამ საცოდავები ტყუილად ირჯებიან, მათ ენას ვერავინ გაიგებსო.

მაგრამ, ღვთის განგებით, მოხდა ისე, რომ მათ საუბარს ყური მოჰკრა სასტუმროს მეპატრონემ და ხელისუფალთ შეატყობინა. ავაზაკები შეიპყრეს. ისინი დანაშაულს უარობდნენ, მაგრამ ერთ-ერთ ავაზაკს აღმოაჩნდა ბალთა, რომლის მეორე ცალიც გარდაცვლილის სამოსზე იპოვეს. ეს უკვე ცხადი სამხილი იყო. ავაზაკებმა ბევრი სხვა დანაშაულიც აღიარეს და საკადრისადაც დაისაჯნენ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2017, 11:15 AM

"ერთხელ წმინდა მამა მაკარი მეგვიპტელი ალექსანდრიაში ჩავიდა სულიერ შვილებთან ერთად. ქუჩაში მეძავი დედაკაცი შემოხვდათ, რომელსაც შესაბამისად ეცვა. მაკარი აქვითინდა. ჰკითხეს მიზეზი. მან კი უპასუხა: პირველ რიგში ის მატირებს, რომ ეს ქალი იღუპება და ბევრს აცდუნებს, მეორე ის, რომ ეს ქალი ისე მომხიბვლელად არის ჩაცმული, მე ჩემს სულიერ მდგომარეობას ამგვარად ვერ ვმოსავო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2017, 10:01 AM

"პირდაპირი, მამხილებელი, ნუგეშის მიმცემი და საკეთილო იყო წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის ქადაგებები. ბატონყმობის გადავარდნამდე რამდენიმე დღით ადრე წარმოთქვა ქადაგება ბატონყმობის წინააღმდეგ - ბატონყმობა არის უსამართლობა, წინააღმდეგი ქრისტეს მცნებისა, სამარცხვინო და მავნებელი. სასარგებლო იქნებოდა მისი მოსპობაო.
თავადაზნაურობამ დრტვინვა დაიწყო, - ეს რა გაბედა გლეხის შვილმაო. გამოსვლისას კარებთან აიტუზა ვინმე აზნაური, რომელსაც ქარქაშიდან ამოწვდილ ხმალზე ხელი დაედო და მღვდელმთავრის მოკვლით იმუქრებოდა. გაბრიელი დეკანოზმა გ.გ.-მ გააფრთხილა, - თავადაზნაურობა აღელვებულია და არ გახვიდეო.
"ნუ წუხხარ, დეკანოზო", - ბრძანა მღვდელმთავარმა, თამამად ჩაუარა ხმალმომარჯვებულ აზნაურს და ფეხით წყნარად გაუყვა ქუჩას. ის აზნაური და სხვა მეამბოხენი ერთმანეთს შესცქეროდნენ: "მძლია მღვდელმთავარმა! ეს ოხერი ხელი ხმლის ვადაზე შემაცივდაო", - უთქვამს ათრთოლებული ხმით აზნაურს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2017, 08:24 PM

"ერთხელ მამა ბესარიონი სადღაც მიდიოდა. მზე სადაც იყო ჩავიდოდა. ბერმა ილოცა: "გევედრები, უფალო, გააჩერე მზე, ვიდრემდის მივიწიო შენს მონასთან". და მართლაც შეჩერდა მნათობი. დიდი ხნის სიარულის შემდეგ მამა ბესარიონი დანიშნულ ადგილას მივიდა და მზეც ჩავიდა.
ერთხელ სკიტში ვინმე ეშმაკეული მიიყვანეს. ულოცეს მამებმა, მაგრამ არ განვიდა მისგან ეშმაკი. მაშინ თქვეს: "მაგ ეშმაკს მამა ბესარიონის გარდა ვერავინ განაგდებს, მაგრამ ლოცვა რომ ვთხოვოთ, თავმდაბლობის გამო უარს იტყვის, ეკლესიაშიც კი არ მოვაო. მოდი, ასე მოვიქცეთ. როცა განთიადის ლოცვაზე შემოვა ეკლესიაში, მის ადგილას ეშმაკეული დავსვათ და ბერს მისი გაღვიძება ვთხოვოთო". ასეც მოიქცნენ. მამა ბესარიონი მივიდა და უთხრა ეშმაკეულს: "ადექი და გადი გარეთ". მეყსეულად განვიდა კაცისგან ეშმაკი და ავადმყოფი განიკურნა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 10:20 AM

"წმინდა იოანე მოწყალეც ვახსენოთ. მისი ძმისშვილი გიორგი ერთმა მოქალაქემ გალანძღა და გაამწარა. მან ეს ცრემლთაღვრით ბიძას შესჩივლა. "როგორ გაბედა იმ მდაბიომ პატრიარქის ძმისშვილის შეურაცხყოფა, - წამოიძახა წმინდა იოანემ, - ღმერთია მოწამე, რომ სამაგიეროს მივუზღავ. ისე მოვექცევი, რომ მთელი ალექსანდრია განცვიფრდებაო".
მერე კი ძმისშვილი დატუქსა, - თუ ჩემი ძმისშვილობა გინდა არა მარტო პატივი უნდა მიიღო, წყენაც დაითმინოო.
წმინდა იოანემ მოიხმო იკონომოსი ეკლესიისა და უბრძანა, გიორგის გამლანძღველი საეკლესიო გადასახადისაგან გაეთავისუფლებინა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2017, 10:59 PM

"ივანე მრისხანეს დროს ვლადიმირში ცხოვრობდა ახალგაზრდა მღვდელი ტიმოთე. ერთხელ რაღაც მძიმე ცოდვა ჩაიდინა და ხელისუფლება დასდევდა დასაჭერად. შეშინებულმა მიატოვა ცოლ-შვილი და ყაზანში გაიქცა. იქ მუსლიმანობა მიიღო, ორი თათრის ქალი შეირთო ცოლად. ღვთის საკურთხეველსაც უღალატა და სამშობლოსაც. ყაზანის ხანმა ის თავის სარდლად დაადგინა და რუსულ მიწებზე ხშირად გზავნიდა სარბევად.

30 წელი იცხოვრა ყაზანში ნამღვდლარმა, გამდიდრდა, პატივსაც სცემდნენ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ვერ ჩაახშო თავისი სინდისის ხმა, რომელიც მწარედ ამხელდა: "მოღალატევ, განდგომილო, ჯობდა ცოდვების გამო დასჯილიყავი, ვიდრე ქრისტე უარგეყო". ვინ იცის, როგორი იყო მისი სინანული.

ერთხელ დარბევის მერე რუსეთიდან ბრუნდებოდა. ჯარი წინ გაუშვა, თვითონ უკან მიჰყვებოდა. გაახსენდა თავისი მძიმე ცოდვა. შეეწყალა სამშობლო. შეემუსრა გული და ამოხეთქა საგალობელმა: "შენდამი იხარებს, მიმადლებულო, ყოველი დაბადებული". უეცრად ბუჩქებიდან მისკენ გამოიქცა ვიღაც რუსი ყმაწვილი. ტიმოთემ ხელი მახვილს სტაცა. შეშინებული ბიჭი მიწაზე დაეცა. "ვინა ხარ?" - ჰკითხა ტიმოთემ. "რუსი ტყვე ვარ ყაზანიდან გამოქცეული და გალობა რომ მომესმა, რუსი მეგონეო".

შეძრა ბიჭის სიტყვებმა მოღალატის გული, დაემხო მიწაზე და უნუგეშოდ დაიწყო ტირილი. ბიჭმა მისი ამბავი რომ შეიტყო, ანუგეშა - არ არის ცოდვა, ღვთის გულმოწყალებას რომ აღემატოსო. ტიმოთემ ბიჭს სთხოვა, მიდი მოსკოვის მიტროპოლიტ ფილიპესთან და ჰკითხე, ჩემისთანა ცოდვილისთვის თუ არსებობს სინანული. მიშუამდგომლოს დიდი მთავრის წინაშე და მიტევების სიგელი გამოგატანოს მიტროპოლიტისა და მთავრის ბეჭდით დაბეჭდილი. სამი თვის შემდეგ კი აქვე შეგხვდებიო.
შეეწყალათ მღვდელმთავარსა და დიდ მთავარს განდგომილი და ბიჭს შენდობის სიგელი გამოატანეს. შორიდანვე მოჰკრა ტიმოთემ ბიჭს თვალი. გადმოხტა ცხენიდან, მადლობა შესწირა, გამოართვა და გახსნა სიგელი. სიხარულის ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა, კითხულობდა და თან ლოცულობდა: "ღმერთო, მოწყალე მექმენ მე ცოდვილს!" სიგელი წაიკითხა, დაემხო მიწაზე და წარმოთქვა: "გმადლობ შენ, ღმერთო, ყოვლად სახიერო და მრავალმოწყალეო, რომ ღირს მყავ მე უსულგულო ჩემი საშინელი ცოდვების მიტევებისა თვით მწყემსმთავრისგან!" ამ სიტყვებით მონანულმა ცოდვილმა სული განუტევა.

გაოგნდა ბიჭი, მერე კი იქვე საფლავის გათხრა დაიწყო. დაღლილს მიეძინა. ტიმოთე წარმოუდგა და უთხრა: "შენს გამო ღმერთმა შემიწყალა. ჩემი ცხენი და ყველაფერი, რაც მაბადია, წაიღე შინ. სანამ ცოცხალი ხარ, მომიხსენე წირვაში და ჩემს სახელზე მოწყალება გაეციო". დაწვრილებით უამბო ბიჭმა მიტროპოლიტსა და მთავარს ტიმოთეს სიკვდილის ამბავი, აჩვენა მისი ქონება. ყველამ ერთად განადიდა ყოვლადსახიერი უფალი, რომელმაც შეიწყალა ღვთისა და ერის მოღალატე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 12:48 PM

ამბავი ნაპოვნი ათშაურიანისა

"დოქტორ ჯონ მოტის წიგნში დაბეჭდილია ერთი რუსი სტუდენტის წერილი, რომელიც მოტის რუსეთში სტუმრობას ეხება. წერილში ნათქვამია: "მსურდა, ბატონი მოტის ლექციას დავსწრებოდი, მაგრამ სიღარიბე ამის ნებას არ მაძლევდა. თუმცა დასასწრები ბილეთი ძვირი არ ღირდა, მაგრამ ჩემთვის მაინც მიუწვდომელი გახლდათ. პურის საყიდელი ფულიც არ მქონდა, არათუ ლექციაზე დასასწრები ბილეთისა. მაგრამ განგება დამეხმარა, მოტის ბაგეთაგან ჭეშმარიტება მომესმინა.

"სულიერი და მორალური ძალა..." - ვიმეორებდი და წიგნის მაღაზიის ვიტრინაში გამოკრულ ლექციის პროგრამას ვკითხულობდი. ფიქრებმა წამიღო, თავი დავხარე და... ფეხებთან თოვლსა და ტალახში დაგდებული ათშაურიანი დავინახე. ხომ არ მეჩვენება-მეთქი. მაგრამ არა. ავიღე გახარებულმა და იმის გამოთვლა დავიწყე, რამდენი პური მომივიდოდა. ამ დროს თავში სახარებისეულმა სიტყვებმა გამიელვა: "არა ერთითა ხოლო პურითა ცხონდება კაცი".

შევედი წიგნის მაღაზიაში, ოთხ ლექციაზე შესასვლელი ოთხი ბილეთი შევიძინე ორმოცდახუთ კაპიკად, დარჩენილი ხუთი კაპიკით კი პური ვიყიდე. ასე შევიძინე საზრდელი სულისა და ხორცისა. თავს გადამხდარმა ამ უჩვეულო შემთხვევამ ისე ამაღელვა, რომ გადავწყვიტე, ყველა მიწიერი სამუშაო მიმეტოვებინა და თავი მთლიანად - სულით და ხორცით ქრისტეს მსახურებისთვის მიმეძღვნა".

/წმ. ნიკოლოზ სერბი - წერილები/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2018, 09:36 PM

"წმინდა გრიგოლ დიალოღოსი მოგვითხრობს ეპისკოპოს პავლინე პოლანელზე, რომელმაც ყველაფერი გაყიდა, რათა აფრიკაში ტყვედ წაყვანილი პოლანელები გამოესყიდა.

ერთხელ მას ქვრივმა დედაკაცმა დატყვევებული შვილის გამოსყიდვა სთხოვა. ღვთის კაცმა სახლში შესაფერისი ვერაფერი იპოვა და საშინელი ფიცის მერე უთხრა დედაკაცს, - წამიყვანე და შენი ვაჟის მაგივრად ჩამაბარეო.

ქალი უარობდა, მაგრამ წმინდა პავლინემ იგი დაარწმუნა და აფრიკაში გაემგზავრნენ. ბარბაროსმა ახალგაზრდის მიცემაზე უარი განაცხადა, ეს ბერიკაცი არ გამომადგებაო. მაგრამ როცა გაიგო, მონამ მებაღეობა იცისო - დაიტოვა, ვაჟი კი დედას დაუბრუნდა.

გამოხდა ხანი. ბატონს ძალზე მოეწონა ბრძენი მონა, ყოველდღე მიდიოდა მასთან სასაუბროდ. ერთხელ პავლინემ ბატონს უთხრა: - მალე მოკვდება ბარბაროსთა მეფე და შენ ახლავე უნდა იფიქრო, მისი ადგილი როგორ დაიკავოო.

მისი ბატონი მეფის ერთგული იყო და ყველაფერი მოახსენა, მან კი პავლინეს ნახვის სურვილი გამოთქვა. მეფეს ფერი დაეკარგა პავლინეს დანახვაზე და უთხრა სიძეს, პავლინეს ბატონს: მართალი უთქვამს ამ კაცს. წუხელ სიზმარში გამასამართლეს, მსაჯულთა შორის ეს კაციც იყო. მათი გადაწყვეტილებით, მახვილი ჩამომართვეს. ჰკითხე, ვინ არის, ვფიქრობ, უბრალო ვინმე არ უნდა იყოსო.

ღირსმა პავლინემ დიდი ხნის ვედრების მერეღა გაუმხილა, რომ ეპისკოპოსი იყო. შეეშინდა ბატონს, - მთხოვე, რაც გინდაო. მღვდელმთავარმა აფრიკაში ტყვედ გაყიდული პოლანელების დაბრუნება ითხოვა. მალე ხომალდი გაივსო პოლანელებით, რომლებიც თავიანთ მღვდელმთავართან ერთად სამშობლოში დაბრუნდნენ".




"ირლანდიის განმანათლებელი წმინდა პატრიკი დიდი ხნის მანძილზე ბრიტანეთში ცხოვრობდა და წმინდა წერილს სწავლობდა. უეცრად მოესმა ხმა მთელი გუნდისა, რომელიც ირლანდიაში დაბრუნებას მოუწოდებდა: "გევედრებით, მოდი და იცხოვრე ჩვენთან".

მას ისე ხშირად ესმოდა ეს ხმები, რომ მიეჩვია კიდეც. წმინდა პატრიკმა აღიარა, რომ ამ ხმების პატრონებს იცნობდა ირლანდიაში ყოფნისას და ამ ხალხსაც მართლაც სურდა მისი დაბრუნება.

ღვთის განგებულებით, მათი სურვილი წმინდა პატრიკს გამოეცხადა. ბოლოს ისე აუტანელი გახდა ცხადშიც და ძილშიც ამ ხმების მოსმენა, რომ ირლანდიაში გადასახლდა. ის საქმენი კი, რაც იქ მოიმოქმედა, მოწმობს, რომ უფლის მიერ ესმოდა ხმები."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 26 2018, 02:58 PM

"ერთხელ ვიღაცამ წმინდა მაკარს ყურძნის მტევანი მიართვა. მან კი ის სნეულ ძმას მიუტანა. სნეულმა მადლობა შესწირა ღმერთს, მაგრამ ყურძენი თვითონ კი არ იგემა, ძმათა სიყვარულით აღძრულმა სხვას მიართვა. მან კი - სხვას. მტევანმა ყველა კელია მოიარა და ბოლოს მაკარის დაუბრუნდა. გაიხარა მაკარიმ, როცა ძმათა შორის ასეთი სიყვარული, ასეთი თავშეკავება იხილა - და სულით მეტი მოღვაწეობისათვის აენთო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2018, 01:55 PM

"კაცობრივი შიში არ იყო უცხო ქართველი წმინდა მამებისათვის, მაგრამ მას ღვთის დიდი რწმენით სძლევდნენ: ღვთისმშობლის ბრძანებით, იორდანიის უდაბნოდან სამშობლოში დაბრუნდა წმინდა ილარიონ ქართველი. მამისეული ქონება კეთილად განაგო, მამის სახლი დედათა მონასტრად გადააკეთა, სადაც დედა და და მონაზვნებად აღკვეცა.

დედის სიკვდილის შემდეგ გარეჯის უდაბნოში წავიდა და მამა დავითის საფლავზე ეკლესია ააშენა. წმინდა ილარიონის კეთილ საქმეებს შეეწინააღმდეგა მისივე დედის ძმა - დაიფიცა, შეჩვენებული ვიყო, თუ არ მოვკლა და მაგის მონასტერი არ დავანგრიოო, კარზეც კი წააწერა: "სამი დღის მერე ყველა იხილავს ამ მონასტერს დამწვარს".

მთელი ღამე ილოცა წმინდა ილარიონმა და განთიადისას მიერულა. გამოეცხადა კაცი ბრწყინვალედ მოსილი: "ნუ გეშინია, ილარიონ, დღესვე განისწავლის იგი და შეგივრდეს ფერხთა შენთა". მართლაც, როცა გათენდა, ეშმაკმა დააკვეთა მოღალატე ბიძა და მანამ არ განიკურნა, ვიდრე ილარიონმა ჯვარი არ გადასახა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2018, 06:45 PM

"დედაჩემმა მაშინვე ისწრაფა ღვთის კაცისაკენ. მაშინ ის ოქროს სამკაულებს ატარებდა, ტანთ ეცვა აბრეშუმის ჭრელი კაბა, ახალგაზრდობით თავს იწონებდა - არ მოეპოვებინა სრულყოფილება სათნოებებში.

ეს რომ შეამჩნია, ღვთისმოსავმა კაცმა იგი ჯერ კოხტაობის ვნებისგან განკურნა. დაარიგა: "შვილო, გამოცდილმა მხატვარმა სურათი რომ დახატოს და ყველას სანახავად გამოფინოს, მავანმა ფერწერის უცოდინარმა ამ სურათის შერყვნა მოინდომოს, იწყოს პორტრეტის შეცვლა, წარბებისა და წამწამების გაგრძელება, სახის გათეთრება და ღაწვებზე წითელი ფერი წაუსვას, განა სამართლიანად არ განაწყენდება მხატვარი მისი ხელოვნების ასეთი შეურაცხყოფისა და ყველა ცვლილების გამო?

დამერწმუნეთ, - ბრძანა ნეტარმა, - რომ შემოქმედი ყოველთა და ჩვენი ბუნების შემქმნელი და მხატვარი განაწყენდება იმით, რომ მის გამოუთქმელ სიბრძნეს არასრულყოფილებას აბრალებთ: ეს რომ ასე არ იყოს, მაშინ არ იცხებდით წითელ, თეთრსა და შავ ფერებს, რომ არ ფიქრობდეთ, რომ იგი გაკლიათ.

არ ვფიქრობ, რომ თქვენს სხეულს რაიმე აუცილებელი აკლდეს, მაშინ როცა შემოქმედს ერთგვარ უძლურებას აბრალებთ, თუმცა ყველასთვის ცნობილია, რომ იგი თავისი სურვილის სადარ ძალას ფლობს. რამეთუ, როგორც ამბობს დავითი, "ყოველივე, რაოდენი ინება უფალმან, ჰქმნა" (ფს. 134,6), და ყველას მხოლოდ სასარგებლო მიანიჭა და არ მისცა, რაც საზიანოა.

ამიტომაც ნუ შერყვნით ღვთის ხატებას, ნუ ეცდებით, მიუმატოთ ის, რაც ყოვლადბრძენს არ მოუცია, ნუ გამოიგონებთ ყალბ სილამაზეს, რომელიც უმანკოებს განხრწნის და ვნება მოაქვს მნახველთათვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2018, 12:13 PM

"წმინდა ბარსანოფი ოპტელი ჰყვებოდა: "ახალგაზრდობა მხიარულებაში მიედინებოდა. ფული ბევრი მქონდა და, რაც მინდოდა, იმას ვაკეთებდი. ერთხელ, 17 სექტემბრის ღამეს ძილში ცხადად მომეახლა ბერიკაცი, მომკიდა ხელი და საწოლის წინ ჩამოკიდებულ საათზე მიმითითა, - რომელი საათიაო. შვიდის ნახევარი-მეთქი.

კითხვა სამჯერ გამიმეორა და სამჯერვე მითხრა: "სამი წლის შემდეგ მოვკვდები". გამეღვიძა. სანთელი ავანთე. შვიდს ოცდახუთი წუთი აკლდა. გადიოდა დღეები. სიკვდილის ხსოვნა თავს არ მანებებდა. ნელ-ნელა გავთავისუფლდი სოფლის საკვრელთაგან, ორი-სამი ღვთისმოშიში ოჯახის გარდა, არავისთან დავდიოდი.

გავიდა სამი წელი. დადგა 17 სექტემბერი. უთენია წავედი მონატერში, აღსარება ვთქვი, ვეზიარე წმინდა საიდუმლოს. ზიარების მერე ეკლესიაში ვიდექი და ვფიქრობდი, - ახლა კი მიწა გამისკდება ფეხქვეშ-მეთქი, მაგრამ არაფერი მომხდარა. ბერიკაცის ნათქვამი კი ამისრულდა. იმ დღეს მოვკვდი, ოღონდ ამა სოფლისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2018, 02:34 PM

"ერთ მამაზე ჰყვებიან, ერისკაცობაში ჯორების მწყემსი იყოო. ერთხელ პირუტყვი იერიქონისკენ გაირეკა. ერთმა ჯორმა პატარა ბავშვს ფეხი დაადგა და მოკლა. ამით შეძრულმა მწყემსმა მიატოვა ყველაფერი, უდაბნოში განმარტოვდა და თავისი ცოდვების გამოტირება დაიწყო: "როგორც მკვლელი, განვიკითხები ღვთის წინაშეო".

იქვე, ახლოს, ჩანჩქერთან, ლომი ბინადრობდა. ეს მამა ყოველდღე მიდიოდა ლომის ბუნაგთან, აბრაზებდა მხეცს, სცემდა, მაგრამ ის არ ეკარებოდა. გზაზე დავწვები, როცა ლომი წყლის დასალევად წავა, დამინახავს და იქნებ შემჭამოსო. მაგრამ ლომი მშვიდად გადაახტა მას და თავისი გზით წავიდა.

მიხვდა ბერი, რომ ღმერთმა ცოდვად არ შეურაცხა. ერთ-ერთ სავანეში დასახლდა და იქ დაასრულა თავისი ღვთივსათნო ცხოვრება. "

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2018, 01:22 PM

"სკიტში ცხოვრობდა ერთი მოღვაწე ღირსი მამა, მონადყოფილი. სრულიად თავისუფალი იყო, სხვათა ხელმძღვანელი და დამრიგებელი, მაგრამ ყოველწლიურად ჩადიოდა ალექსანდრიაში და თავისი ყოფილი ბატონებისთვის ღალა მიჰქონდა. თასში წყალს ჩაასხამდა და მათ ფეხებს ბანდა. ბატონები წუხდნენ: "მამაო, რატომ გვაიძულებ, მივიღოთ შენი მომსახურება, ეს ჩვენთვის დამამძიმებელიაო". პასუხობდა: "ამით ვმოწმობ, რომ თქვენი მონა ვარ. ფეხებს კი მადლიერების ნიშნად გბანთ იმის გამო, რომ გამათავისუფლეთ უფლის სამსახურისთვისო".

ბატონებს არ უნდოდათ ღალის მიღება. "თუ ღალას არ მიიღებთ, მაშინ აქ დავრჩები და გემსახურებითო". მაშინ ბატონები საშუალებას აძლევდნენ, რაც უნდოდა, ის გაეკეთებინა და უკან დიდი შეწირულობით უშვებდნენ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2018, 08:12 PM

"ჩვენ ვლოცულობთ ეკლესიათა გაერთიანებისათვის არა ისე, როგორც მათ უნდათ, არამედ იმგვარად, როგორც ნებავს ღმერთს", - ბრძანებს მამა პაისი და ცრუ ერთსულოვნების მაგალითი მოჰყავს, რომელიც მან სინას მთაზე ყოფნისას მოისმინა:

სინას მთის მწვერვალისკენ მიმავალ ბილიკზე შემთხვევით კათოლიკე იტალიელი და ბერძენი მართლმადიდებელი შეხვდნენ ერთმანეთს. ისინი თანამოაზრენიც იყვნენ, საუბრობდნენ შეერთებაზე, მშვიდობაზე, სიყვარულზე, თანხმობაზე. მიაღწიეს მწვერვალს. იქ ბედუინებს შეხვდნენ - ორ პატარა, გაცვეთილტანსაცმლიან, ჭუჭყიან ბიჭს. მათ ფული ითხოვეს.

ბერძენმა საფულე ამოიღო და აღელვებულმა კათოლიკე იტალიელს მიმართა: "იცი, ამ ბედუინებმა რა მომაგონეს? როცა 1940 წელს იტალიელები საბერძნეთში შემოიჭრნენ და დაიპყრეს, ათასობით ჩვენიანი შიმშილით იხოცებოდა. იქამდე მივედით, რომ მთელი ერი გაღარიბდა".

იტალიელმა სამშობლოს დაცვა დაიწყო და ბერძნებს ადანაშაულებდა. წაკამათდნენ და სადღაც გაქრა მათეული მშვენიერი მსჯელობა სიყვარულზე, შეერთებასა და მშვიდობაზე - მათ არ იცოდნენ, რომ ყოველგვარ სიკეთეს წინაუძღვის ბოროტებაზე უარის თქმა და ვნებათაგან ჩამოშორება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2018, 07:31 PM

ღირსი გაბრიელ ქართველის მღვიმე

"ამბობენ, რომ ღირს გაბრიელს ორი მღვიმე ჰქონდა: საზაფხულო და საზამთრო. ზამთრის მღვიმე ივერონის სამხრეთ-დასავლეთით, ყარაყალის მონასტრის მხარეს იყო. ღირსი მამის საზაფხულო მღვიმე, რომელიც ივერონის მონასტრიდან მოჩანს, მდებარეობს მაღლა მთებში, ხრამის თავზე, წაბლნარში. ეს მღვიმე ივერონის დასავლეთით, ნათლისმცემლის სახელობის ივერთა სკიტის თავზეა. ამ მღვიმეში პატარა ტაძარია, რომელიც ცოტა ხნის წინ ღვთისმოშიშმა მონაზონმა მაქსიმე ივერონელმა ააგო.

ღირსი გაბრიელის ხსენება 13 მაისს აღინიშნება. ეს ის ღირსი მამაა, რომელმაც 999 წლის ზაფხულში ზღვიდან გამოიტანა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი. ღირსი გაბრიელი XI საუკუნის დასაწყისში გარდაიცვალა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 15 2018, 08:35 PM

„მავრიკიოს იმპერატორის დროს საბერძნეთში გამოჩნდა ერთი თავზე ხელაღებული ავაზაკთა ატამანი, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკური ძლიერებით, გამჭრიახობითაც გამოირჩეოდა და დიდად ვნებდა იმპერიას. ვერავითარი ძალითა და ხერხით რომ ვერ შეაჩერეს, იმპერატორს მის შესაპყრობად პირადი მხედრობა სთხოვეს, მაგრამ მან თავის ჯვარისმტვირთველს, 12 წლის ყრმას, ავაზაკთან ორად ორი სიტყვა დააბარა: "ნუ გეშინია!" ამ საქციელმა ისე იმოქმედა ავაზაკზე, თითქოს თვალთაგან ლიბრი ჩამოეხსნა, თავისი შემაძრწუნებელი წარსული დაუდგა თვალწინ, მეფეს ეახლა, მის ფერხთით დაემხო, მწარედ აქვითინდა და იმგვარი სიღრმით განიცადა საკუთარი უსჯულოება, რომ მძიმედ დასნეულდა, მოწყდა. ამიტომაც აიღეს და საკაცით უახლოეს საავადმყოფოში წაასვენეს.

სამი დღე და ღამე მიურულებლად ტიროდა და ჩვრით იხოცავდა ცრემლიან თვალებს. მესამე ღამეს კი მისმა მკურნალმა ექიმმა უჩვეულო სიზმრეული ჩვენება იხილა: თითქოს მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი სასწორით ხელში შემოვიდნენ ავადმყოფთან და ავაზაკის ცოდვათა აწონას შეუდგნენ. სასწორის ერთ პინაზე მის უსჯულო საქმეებს დებდნენ, მეორეზე დასადებად კი იოტისოდენა სიკეთეც ვერ იპოვეს. მაშინ გულდაწყვეტით უთხრა მიქაელმა გაბრიელს: მიმოიხედე, ეგებ რაიმე ნივთიერი მაინც იპოვო, რაც ავაზაკყოფილს ოდნავ მაინც განამართლებსო. ამ დროს გაბრიელ მთავარანგელოზმა თვალი მოჰკრა გარდაცვლილი ავაზაკის ცრემლით დალტობილ ჩვარს, პინაზე დადო და გასაოცარი რამ მოხდა: ამ პატარა ჩვარმა ცოდვები გადაწონა!“


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2018, 12:29 PM

"ოდესღაც ჩემი სავანის გვერდით ბოსტანი გვქონდა მოწყობილი, სადაც მომსვლელ მამათათვის ბოსტნეული მოგვყავდა. ერთ ღამეს შიგ წარმართი შეიპარა და ბოსტნეული მოიპარა. შინ ცეცხლი გააჩაღა და ნაქურდალი მოსახარშად შემოდგა. სამი საათი იწვალა, მაგრამ ბოსტნეულის მოხარშვას საშველი არ დაადგა, ის კი არა, წყალიც არ შეცხელებულა.

გონს მოსულმა ქურდმა ქვაბი ზედადგრიდან გადმოდგა და თავის ბოსტნეულიანად უკან მოიტანა. დაემხო ჩვენს ფეხებთან და გვევედრებოდა, ღმერთს სთხოვეთ, მომიტევოს და გამაქრისტიანოსო. მისი სურვილი აღვასრულეთ. თანაც სწორედ იმ დღეს ჩვენთან სტუმრად ბევრი მწირი ძმა მოვიდა და ისე გამოვიდა, თითქოს მათთვის მომზადდა ეს ბოსტნეული.

მადლობა შევწირეთ უფალს ამ სასწაულისთვის. ორმაგად გავიხარეთ: ადამიანის გადარჩენისა და ღვთის მოწყალებისთვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 24 2018, 05:01 PM

"ღირსი ისააკ დალმატელი, წმინდა ილია წინასწარმეტყველის მსგავსად, თითქმის არ ეჩვენებოდა ამ სოფელს. მაგრამ ერთხელაც ის ღმერთმა თავისი ეკლესიის დასაცავად გამოგზავნა, დევნა კი არიანელ იმპერატორ ვალენტის მიერ იყო აღძრული.

წმინდა ისააკი მივიდა კონსტანტინოპოლში. ამ დროს ბერძენ-რომაელები გუთებს ებრძოდნენ. მათ ადრიანოპოლს ალყა შემოარტყეს და დედაქალაქს ემუქრებოდნენ. ერთხელ, როცა ვალენტი ჯართან ერთად შეტევაზე გადავიდა, წმინდა ისააკი წინ გადაუდგა იმპერატორს: "მეფეო! შეწყვიტე მართლმადიდებელთა დევნა, გაუღე მათ ეკლესიები - და უფალიც წარგიმართავს გზასო". ვალენტიმ არაფრად ჩააგდო მისი ნათქვამი და გზა გააგრძელა.

მეორე დღეს უკვე სხვა ადგილას დახვდა იმპერატორს და იგივე გაუმეორა. ვალენტი შეყოყმანდა, მაგრამ არიოზელმა მხლებლებმა გადააფიქრებინეს ეკლესიების გახსნა და მანაც წმინდა ისააკი აცემინა.

მესამე დღეს წმინდა ისააკმა იმპერატორს ცხენის აღვირზე უტაცა ხელი და კვლავ შეევედრა. განრისხებული იმპერატორის ბრძანებით, წმინდა ისააკი ჭაობში ჩააგდეს. მაგრამ ღვთის ხელმა ამოიყვანა ამ ტალახიდან, ხოლო როცა იგი მეოთხედ იხილა ვალენტიმ, შეძრწუნებული დადუმდა.

წმინდა ისააკმა უთხრა: "მეფეო, შენ გინდოდა ჭაობში ჩაგეხრჩვე, მაგრამ უფალმა დამიფარა! ისმინე ჩემი და შეწყვიტე მართლმადიდებელთა დევნა, მაშინ ძლევ მტერს და შინ დიდებით დაბრუნდები. თუ არ დამიჯერებ, თვითონაც დაიღუპები და ჯარსაც დაღუპავ. მეფეო! საკუთარი სიკვდილი თუ არ გაღელვებს, შეიწყალე სამშობლო: ის შენი ცოდვების გამო იღუპება".

იმპერატორმა წმინდა ისააკი მკაცრი დაცვის თანხლებით გაისტუმრა კონსტანტინოპოლში, თვითონ კი საომრად გასწია. დამარცხდა, ჯარიც დაიღუპა და უკან გამოქცეული თავის საშველად ერთ სახლში დაიმალა. გუთებმა ცოცხლად დაწვეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2019, 03:16 PM

"ერთ ქალაქში ორი თერძი ცხოვრობდა. ერთი მრავალშვილიანი იყო, მაგრამ ოჯახსაც ინახავდა, მშობლებსაც და მოწყალებასაც გასცემდა. მეორეს კი თავი ძლივს გაჰქონდა. პირველი წმინდად იმარხავდა დღესასწაულებს, ამ დღეებში არასოდეს მუშაობდა, ტაძარში დადიოდა. მეორე, თუმცა პირველზე კარგი ხელოსანი იყო, რამდენსაც არ მუშაობდა, ხელში არაფერი რჩებოდა, არც დღესასწაულებზე ისვენებდა, მაგრამ ხეირი არ ჰქონდა.

როცა დაინახა, რომ მეგობარი ასე კარგად ცხოვრობდა მცირე შრომით, მიზეზი ჰკითხა. "მე ტაძარში დავდივარ და გზაზე ხშირად ოქროს ვპოულობ, ამიტომაც არაფერი მიჭირს. თუ გინდა, შენც ჩემთან ერთად იარეო", - უთხრა მეგობარმა. მართლაც, როცა უქმეთა დამრღვევმა მეგობრის მსგავსად ტაძარში იწყო სიარული, ღვთის მადლი ეწვია მის სახლს და ხელთა მისთაგან შემოსავალი გარდაემეტა ადრინდელს."

"1603 წელს პესემიშლის მაზრაში ვინმე ლუთერანმა მემამულემ, ბიკოვსკაიამ, რომელსაც არად მიაჩნდა დღენი უფლისანი, ფერისცვალება დღეს თავისი მსახურნი ჭვავის მოსამკელად გაუშვა. მალე თვითონ მემამულეც მივიდა მინდორზე და მომკელებს მიმართა: - გინდოდათ, ჩემთვის ეს დღე მოგეპარათ თქვენი მაცხოვრითო! როგორც კი ეს ღვთისმგმობი სიტყვები წარმოთქვა, უეცრად, მიუხედავად მშვიდი ამინდისა, საშინელი ქარბორბალა ამოვარდა და მეხთატეხით დაწვა ბიკოვსკაიას მთელი მოსავალი. ამის მერე ქალმა აღთქმა დადო და აღარასოდეს უმუშავებია გლეხები დღესასწაულზე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2019, 03:06 PM

"კელიაში დაბრუნებულ ძმას იქაურობა არეულდარეული დახვდა. მზად იყო, დამნაშავე დაეწყევლა, მაგრამ უეცრად ენაზე იკბინა - გაიხსენა სულიერი მამის ნათქვამი:
- როცა კაცს სწყევლი, ორი სამარე გაამზადე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 9 2019, 11:06 AM

"ერთ დროს სინას მთის იღუმენი იყო მამა გიორგი, დიდად მოღვაწე ბერი. დიდ შაბათს იჯდა თავის კელიაში და ფიქრობდა, - წმინდა აღდგომის შესახვედრად წავალ იერუსალიმში და წმინდა ტაძარში მაცხოვრის აღდგომას ვეზიარები წმინდა საიდუმლოსო. მთელი დღე ფიქრობდა და ლოცულობდა. საღამოს კი მორჩილი კანონის შესასრულებლად გაუშვა და აკურთხა: წმინდა ზიარების დრო რომ დადგება, მაშინ მოდიო.

თვითონ კი ამ დროს ღვთის განგებულებით უეცრად აღმოჩნდა იერუსალიმის მთავარეპისკოპოს პეტრეს სიახლოვეს. იგი სხვებთან ერთად პატრიარქმა აზიარა. თავის სვინკელს, მინას ჰკითხა: - სინას მთის ამბა როდის მოვიდაო. არ ვიცი, ახლა მეც პირველად დავინახეო, - უპასუხა მინამ. მაშინ პატრიარქმა ბრძანა: - უთხარით, რომ მერე ჩემთან ერთად ტრაპეზი გაიზიაროსო. გადასცეს დანაბარები მამა გიორგის. როგორც ღვთის ნება იქნებაო, - თქვა მან.

იღუმენი ეამბორა მაცხოვრის საფლავს და კვლავ თავის კელიაში აღმოჩნდა. ამ დროს კი მოწაფემ დაუკაკუნა კარზე, ზიარების დროაო. ამასობაში პატრიარქი პეტრე შეწუხდა, რომ იღუმენი გიორგი ეურჩა და საყვედურის ეპისტოლე გაუგზავნა "დამნაშავეს".

ასევე წერილები გაუგზავნა ფარანის ეპისკოპოსს და სხვა ცნობილ სინელ მამებს. ამბა გიორგიმ სამი დეკანოზი გაუგზავნა პატრიარქს და თან მისწერა, "უწყოდეს თქვენმა ნეტარებამ, რომ ექვსი თვის შემდეგ ერთმანეთს იესო ქრისტეს წინ წარმდგარნი შევხვდებით".

დეკანოზებმა წერილი გადასცეს და უთხრეს, მრავალი წელია, რაც ამბა გიორგი პალესტინაში არ ყოფილაო, იმავეს ატყობინებდა ფარანის ეპისკოპოსის მიერ საპასუხოდ გამოგზავნილი წერილი: წმინდა მამა უკვე სამოცდაათი წელია სინას წმინდა მთას არ გაშორებიაო.

პატრიარქმა კი მათ თვითონაც დაუდასტურა და ის ხალხი წარმოუდგინა, ვინც ამბა გიორგის თვითმხილველი იყო და ამბორუყო მას. ექვსი თვის მერე მამა გიორგის ნათქვამი აცხადდა: პატრიარქი და ბერი თითქმის ერთ დროს გარდაიცვალნენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 31 2019, 01:47 PM

"წმინდა კოზმა ათონელის სახელი ბევრისთვისაა ცნობლის. მის სახელზე პირველი ტაძარი აუგია ალბანელ ფეოდალს ვაჰირ ალი ფაშა ტეპენელს. ერთხელ, როცა ალი ფაშა ჯერ კიდევ ბეი იყო, მას წმინდა კოზმამ უთხრა, - მალე მთელ სამყაროში გაითქვამ სახელს, მხოლოდ ალბანეთში კი არა, სხვაგანაც დაიპყრობ ქალაქებს. დიდ სახელს დატოვებ სოფელში. ასეთია ნება ღვთისა. მაგრამ დაიმახსოვრე, თუ გინდა, რომ ხელისუფლება შეუნარჩუნო შენს მემკვიდრეებს, უნდა შეიყვარო და დაიცვა ქრისტიანებიო. ოცდაათი წლის მერე, როცა მისი წინასწარმეტყველება ახდა, ალი ფაშას გაახსენდა წმინდა კოზმას ნათქვამი. მღვდელმთავარს დაავალა მონასტრის აშენება, სადაც წმინდა კოზმას ნეშტი გადაასვენებინა, ხოლო წმინდანის პატიოსანი თავი ვერცხლით მოაჭედვინა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2019, 03:29 PM

"მამა იერონიმე ეგინელს კელიაში გერმანელი ჯარისკაცის მიერ დატოვებული ყუმბარა აუფეთქდა და მარცხენა ხელთან ერთად სმენაც დაკარგა. მამა იერონიმე ღმერთს მადლობდა და ხშირად ამბობდა: "უფალო, არაფერი მქონდა, როცა დავიბადე. შენ შემქმენი და ყველაფერი მიბოძე, კურთხეულ იყოს სახელი შენი, და თუ ჩემი სულისთვის სასარგებლო იქნება, წაიღე ჩემი მეორე ხელიც".

ერთი წლის მერე მან ძილში წმინდა უვერცხლოდმკურნალნი ნახა და სმენა დაუბრუნდა, არადა, ექიმთა აზრით, ეს შეუძლებელი იყო. სამადლობლად მამა იერონიმემ თავისი სკიტიდან ორას მეტრში წმინდა უვერცხლოდმკურნალთა სახელზე პატარა საყდარი ააშენა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2019, 05:15 PM

წერილი ღმერთს

"ყველაზე ცნობილ ბერძენ წმინდანს, მღვდელმთავარ ნექტარიოს ეგინელს ერში ანასტასი ერქვა. ის ძალზე ღარიბ ოჯახში ცხოვრობდა, მაგრამ მშობლები ცდილობდნენ ყველაფრისთვის მადლობა გადაეხადათ უფლისთვის და ამას ასწავლიდნენ შვილებსაც. კვირა დღეს მთელი ოჯახი ეკლესიაში ლიტურგიაზე მიდიოდა. პატარა ანასტასის ძალზე მოსწონდა ქადაგებები, ზოგჯერ შინ დაბრუნებული აძვრებოდა სკამზე და იმეორებდა მღვდლის ნაქადაგარს. ჯერ კიდევ პატარა ბიჭი გულმოდგინედ ლოცულობდა. შვიდი წლისამ კი წებოთი რვეული შეკრა და დედას უთხრა, რომ მასში ღვთის სიტყვას ჩაწერდა.

ანასტასი ნიჭიერი ბიჭი იყო, მაგრამ სწავლა რომ გაეგრძელებინა, მშობლიური მხარიდან უნდა წასულიყო. სიღარიბის გამო მშობლებს მისი კონსტანტინოპოლში გაგზავნა მოუხდათ, რათა იქ ემუშავა და ესწავლა. კურთხევა აიღო, ზურგზე ჩანთა მოიგდო და სელივრიის პორტისკენ გაეშურა. კონსტანტინოპოლში ორთქლმავალი მიდიოდა. ანასტასიმ კაპიტანს სთხოვა, ფული არ მაქვს და გთხოვთ წამიყვანოთო. მან უარი უთხრა. ანასტასი დამწუხრებული უცქერდა პატარა ორთქლმავალს და ღმერთს შეწევნას სთხოვდა. გემზე ძრავები ჩართეს, მაგრამ ადგილიდან არ დაიძრა. კაპიტანმა სიჩქარის მომატება ბრძანა, მაგრამ გემი ძველებურად ადგილზე იდგა. ანაზდად კაპიტანმა თვალი მოჰკრა დამწუხრებულ ანასტასის და უნებურად მიმართა: "ამოდი!" ბიჭი ისარივით აიჭრა ხომალდზე და გემი ზღვაში გავიდა. ყრმის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა და განუწყვეტლივ ადიდებდა და მადლობდა ღმერთს.

ორთქლმავალი კონსტანტინოპოლში ჩავიდა, ანასტასი ქალაქში არავის იცნობდა, სამუშაოს ძებნა დაიწყო და თამბაქოს ქარხანაში იშოვა ადგილი (იმ დროს 8-12 წლის ბავშვებსაც რთავდნენ მუშაობის ნებას). პატარა ბევრს მუშაობდა, მაგრამ ძალზე ცოტას უხდიდნენ. ისეთ გაჭირვებაში ცხოვრობდა, გადაწყვიტა, ღმერთისთვის წერილი მიეწერა და თავისი გაჭირვება მოეყოლა. "შევთხოვ წინსაფარს, ტანსაცმელსა და ფეხსცმელს, მე ხომ არაფერი მაქვს და მცივა", - ფიქრობდა ანასტასი. აიღო ქაღალდის ფურცელი და დაწერა: "ჩემო ქრისტე, არც წინსაფარი მაქვს, არც ფეხსაცმელი. გთხოვ გამომიგზავნო. შენ ხომ იცი, როგორ მიყვარხარ". შემდეგ წერილი ჩადო, დაბეჭდა, კონვერტს დააწერა: "უფალ იესო ქრისტეს, ზეცაში". ამ წერილით წავიდა ფოსტაში. გზად მეზობელმა ვაჭარმა ჰკითხა, - საით მიდიხარო.

ბიჭმა არ იცოდა, რა ეთქვა, ხელში წერილს ატრიალებდა.

- მომეცი შენი წერილი, მე გავგზავნი.

ანასტასიმ დაუფიქრებლად გადასცა წერილი. ვაჭარმა წერილი ჯიბეში ჩაიდო და გზა გააგრძელა. საფოსტო ყუთში წერილის ჩაგდებისას ყურადღება მიაქცია მისამართს, ჩაფიქრდა და წერილი გახსნა. წაიკითხა. შეეცოდა ბიჭი. მეორე დღეს ანასტასიმ ფოსტით წერილი მიიღო, რომელშიც ფული იდო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2019, 05:37 PM

"წმინდა კირილეს სავანეში ერთმა ძმამ, თეოდოტემ, ისე მოიძაგა თავისი წინამძღვარი, რომ გულგრილად ვერ უსმენდა მის ხმასაც კი. ძმებს ეს არ გამოეპარათ და თეოდოტეს დამშვიდება სთხოვეს. თეოდოტემ ეს ვერ შეძლო და იძულებული გახდა, სავანე დაეტოვებინა.

ერთი გამოცდილი მამის რჩევით, წასვლამდე წინამძღვარი ინახულა. ერთი საყვედურიც კი ალბათ სამუდამოდ დაარღვევდა შერიგების შესაძლებლობას. წმინდა კირილემ მშვიდად მოუსმინა მას და უთხრა: "საყვარელო ძმაო! ყველა შეცდა, ვინც კაცად ჩამთვალა, ჭეშმარიტად მხოლოდ შენ განსაჯე, როცა ფიქრობდი, რომ ბოროტი და ცოდვილი ვიყავი. მართლაც ცოდვილი და უმაქნისი ვარ". ამან ისე იმოქმედა თეოდოტეზე, რომ დაემხო წინამძღვრის წინაშე და ტირილით შეინანა თავისი გულბოროტობა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2020, 07:02 PM

"ერთი მონაზონი, მეორისგან შეურაცხყოფილი, მივიდა აბბა სისოი თებაიდელთან და გაუმხილა, რომ სურვილი ჰქონდა შური ეძია მასზე, ვინც აწყენინა. აბბა სისოი შეეცადა უარი ეთქმევინებინა მისთვის ამ ბოროტ განზრახვაზე, მაგრამ ვერას გახდა და უთხრა მონაზონს:

- მოდი, ძმაო, უფლის მიმართ ერთად ვილოცოთ, - დადგა და ასეთი სიტყვებით დაიწყო ლოცვა: უფალო! ახლა უკვე შენს იმედზე აღარ ვართ, რადგან ჩვენ თვითონ ვზრუნავთ საკუთარ თავზე და შურსაც ვიძიებთ ჩვენს შეურაცხმყოფელზე.

მოისმინა დამცირებულმა მონაზონმა ეს სიტყვები და თვალცრემლიანი დაემხო ღირსი სისოის ფერხთით.

- მე ვაპატიებ ჩემს ძმას ყველაფერს, რაც კი ჩემს მიმართ ჩაუდენია.

მაშინ ბერმა უპასუხა:

- გჯეროდეს, ძმაო, რომ ვინც უსიტყვოდ დაითმენს ყოველგვარ დამცირებას, ოქროს გვირგვინსაც ადვილად მიიღებს ჩვენი უფლისაგან, ხოლო მრისხანე ადამიანი ფეხქვეშ თელავს ყოველგვარ სიკეთეს და თავს ეშმაკის მონად აქცევს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2020, 07:21 PM

"სერგი ნილუსი იხსენებს: წმინდა სერაფიმე საროველის მიერ განკურნებულმა სერგიმ თავის მამულში რამდენიმე ეკვდერი ააშენა, სადაც ხალხი მიდიოდა, ლოცულობდა, გროშებს სწირავდა. ერთი ეკვდერიდან ვიღაცამ შემოწირული ფულის პარვა დაიწო. ხალხმა ეჭვი მწყემს ანდრიასა და მის ათი წლის ვაჟზე მიიტანა. გაბრაზებულმა ანდრიამ ხალხს მიახალა: ფული თქვენი არ არის და თუ ავიღე, თქვენს წინაშე კი არ ვაგებ პასუხსო.

ერთხელ, ელიაობას, ერთმა მეზობელმა დაინახა, რომ ანდრია და მისი ვაჟი ეკვდერისკენ მიიპარებოდნენ. ანდრია, ამ ელიაობა დღეს რას სჩადიო, - შეარცხვინა. მწყემსმა მიუგო: - დიდი ვინმეა ჩემთვის შენი ელიაო. მალე ღვთის რისხვა მოეწია ქურდს. მდინარის პირას აძოვებდნენ საქონელს. ბიჭს ბუჩქის ძირას მიეძინა. ამ დროს ნახირს გამოეყო დიდი ხარი, ბიჭი რქებით აიტაცა და მორევში მოისროლა. ანდრია წყალში გადახტა, მაგრამ ბავშვს როგორ მიეშველებოდა, როცა ცურვა არ იცოდა. მამა-შვილი დაიხრჩო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2022, 03:44 PM

"ძველ „პა­ტე­რიკ­ში" წე­რია:

ერთხელ შე­წუ­ხე­ბულ­მა ხალ­ხმა ღმერ­თს მი­მარ­თა:

-რა­ტომ არის ამ­დე­ნი მკვლე­ლო­ბა, გა­უ­ტან­ლო­ბა, სი­ძულ­ვი­ლი, უბე­დუ­რე­ბა?

- თქვენ ეს არ მოგ­წონთ? - ჰკი­თხა უფალ­მა.

- რა თქმა უნდა, არა, - იყო პა­სუ­ხი.

და მი­უ­გო: - მაშ, რა­ტომ ომობთ, რა­ტომ ბო­როტ­მოქ­მე­დებთ, გა­ნი­კი­თხავთ და მძლავ­რობთ ერ­თმა­ნეთ­ზე?!

მარ­თლაც,ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ ჩვე­ნი ნე­ბის, ჩვე­ნი არ­ჩევ­ნის შე­დე­გია. რა­ო­დენ უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, ყვე­ლას ის გვე­კე­თე­ბი­ნა, რაც მო­სა­წო­ნია ღვთის­თვის!"

/კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2022, 07:02 PM

"წმინდა დიდმოწამე თედოორეს ეკლესიის მთავარდიაკონი, ღვთისმოყვარე თეოდორე, გვიამბობდა: ზაქარია დიაკვნის ცოლი, სახელად ოქროვანი, იერუსალიმის პატრიარქ სოფრონთან მივიდა და სიძვაში ამხილა თავისი ქმარი. ღვთისნიერმა პატრიარქმა იხმო ზაქარია და ჰკითხა, სიმართლე იყო თუ არა, რაც მის შესახებ გაიგო. იმ საბრალომ უარყო. შეგიძლია თუ არა, შენი ნათქვამი დაამტკიცო? - ჰკითხა პატრიარქმა დედაკაცს. ქალმა უპასუხა, ბევრმა იცის ეს ამბავი, მაგრამ მაინც ვერ დავამტკიცებ, რადგან არავის უნდა ასეთ საქმეში გარევაო. პატრიარქმა შეხედა ქალის ქმარს და უთხრა: გონს მოდი, ძმაო, და ნუ გათელავ ფეხქვეშ შენს სინდისს, ნუ გგონია, რომ რამეს დაუმალავ ღმერთს, რომელიც ყველაფერს ხედავს და ჩვენი გულისთქმაც კი არ გამოეპარება; თუ რაიმე ასეთი მოხდა, ნუ გაკადნიერდები და ნუ შეხვალ წმინდა საკურთხეველშიო, ხოლო თუ არ გამხელს გონება, აი, წმინდა საკურთხეველი და თუ გაბედავ, შედი.
დიაკონი უშიშრად შევიდა საკურთხეველში. მალე მას თავიდან ფეხებამდე კეთრი მოედო. ყოვლადძლიერმა ღმერთმა ამ სასწაულით აჩვენა, რომ კაცი ისე არ უნდა გაკადნიერდეს, ღვთის საქმე შეურაცხყოს".

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)