თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ მოთმინება

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 27 2009, 04:27 PM

"ყოველი წმინდანისა და მართლის ცხოვრება მოთმინებითაა გამშვენებული.

გვიყვარდეს მოთმინება, როგორც ამას ფსალმუნი გვასწავლის: "დაუთმე უფალსა, დაიცვენ გზანი მისნი" (ფს. 36,34).

პავლე მოციქული შეგვაგონებს: "მწუხარებასა შინა მოთმინებაჲ" (რომ. 5,3)

როცა მოთმინებას მოიპოვებ, მაშინ იპოვი სიცოცხლის წყაროს - სასოებას."

/წმ. იოანე ოქროპირი/



"წარმავალ მწუხარებებს მარადიული ნეტარებისაკენ მიჰყავს ამ მწუხარებათა უდრტვინველად დამთმენელნი."

/წმ. ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი/



"რამეთუ მან ვინც ისწავლა მოთმინება, ისწავლა თითქმის ყველაფერი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2014, 02:13 PM

„ითმენ არაფრის გამო კი არა, არამედ იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, ეს შენ პიროვნულად გიცავს, რადგანაც ვნებებზე აყოლა ანადგურებს ადამიანს და მერე ძალიან ძნელი ხდება აქედან თავის დაღწევა, მთელ ცხოვრებას გიუკუღმართებს; მეორეც, თუ დაითმენ, ეს შენი დათმენილობა უფლის ყოვლისმხედველობის წინაშე არ იქნება წარხოცილი და იმედი გაქვს, რომ უფალი შენს პიროვნებას არ მიატოვებს, შენთან იქნება ყოველთვის, რადგანაც ამ დათმენილობით რაღაცნაირად უფალს განუკუთვნებ თავს.

ყველაზე უფრო მძიმე წუთებში გწამს, რომ უფალი არ მიგატოვებს, თუნდაც იმ განვლილ დათმენილობათა გამო, და შენს გვერდით იქნება მარადის, მაგრამ უფრო სხვა სიბრტყეზე, დავუშვათ, პაექრობის დროს, ყველაზე რთულ პაექრობაშიც კი, ეს მოთმინების ნიჭი, ვნებების მოთოკვის უნარი ზოგ შემთხვევაში მართლაც გადამრჩენელია - საკმარისია ვნებებს აჰყვე, რომ არა ოდენ პიროვნულად და სულიერად დაინგრევი, არამედ ფიზიკურად შეიძლება დასნეულდე, რაღაც აბსურდული, მცდარი დებულების უარყოფას ძალიან დიდი ენერგია შეალიო“.

/ედიშერ ჭელიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2015, 10:51 PM

„წერია: - „საკუთარი თავის დამთრგუნველთ მივუჩენ ადგილს ჩემ გვერდით და შევმოსავ მას თეთრი სამოსითო“.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 25 2015, 07:05 PM

„თუ ვიქნებით მიმტევებელნი, აბსოლუტური სიმშვიდე დაისადგურებს სამყაროში“

/არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2015, 09:49 PM

"დიდი, ბერული მოთმინებით იყო აღჭურვილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2015, 01:23 PM

"მწუხარებანი დაითმინე, რამეთუ ვითარცა ვარდი ეკალში, იმგვარად აღმოცენდებიან მათში სათნოებანი"

/ღირსი ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 19 2015, 02:34 PM

ყველაფრის მოთმენა არის აუცილებელი? მაგალითად როცა ვიღაცა შეგაგინებს უნდა მოუთმინო და არაფერი უთხრა? და კიდევ იყოფა აქ ორად "სამართლიან" შეგინებად და უსამართლოდ და რომელზე უნდა მოითმინო და რომელზე არა?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2015, 08:29 PM

ციტატა(sanfol @ Sep 19 2015, 03:34 PM) *

ყველაფრის მოთმენა არის აუცილებელი? მაგალითად როცა ვიღაცა შეგაგინებს უნდა მოუთმინო და არაფერი უთხრა? და კიდევ იყოფა აქ ორად "სამართლიან" შეგინებად და უსამართლოდ და რომელზე უნდა მოითმინო და რომელზე არა?


შენ თვითონ უნდა განსაზღვრო, როდის ღირს მოთმენა და როდის ღირსების დაცვა. ამის პირადაპირ პასუხს ვერავინ გაგცემს, რადგან გააჩნია რა სიტუაციაში და ვისთან ხარ... ზოგადად მოთმინება აღმატებულია, რათა სიმშვიდე შეინარჩუნო შენ გარშემო და გაეცალო ეშმაკით გაძლიერებულ ადამიანს...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Sep 19 2015, 09:02 PM

marine

ციტატა
შენ თვითონ უნდა განსაზღვრო, როდის ღირს მოთმენა და როდის ღირსების დაცვა. ამის პირადაპირ პასუხს ვერავინ გაგცემს, რადგან გააჩნია რა სიტუაციაში და ვისთან ხარ... ზოგადად მოთმინება აღმატებულია, რათა სიმშვიდე შეინარჩუნო შენ გარშემო და გაეცალო ეშმაკით გაძლიერებულ ადამიანს...

მადლობა მარინე L:)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2015, 10:07 PM

ციტატა(sanfol @ Sep 19 2015, 10:02 PM) *

marine

მადლობა მარინე L:)

wub.gif



"მოთმინებაში გაჭირვებამდე გაიწვრთენი, რათა გაჭირვების ჟამს მოთმინების საჭურველი მზად გქონდეს".

/ღირსი ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2015, 04:16 PM

"როცა ღმერთს "ჩვენი არ ესმის", უნდა ვიცოდეთ, რომ მას ამ "არმოსმენით" სიკეთის გაკეთება სურს. ჩვენ მხოლოდ მოთმინების ბოძება უნდა ვთხოვოთ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2015, 07:39 PM

"[ღირსი ალვიპი მესვეტე] ყველაფერს მოთმინებით იტანდა და უძლებდა, როგორც მეორე იობი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2015, 02:22 PM

"იმიტომ როდი ვამბობ, რომ რამე მაკლია, რადგან მე ვისწავლე კმაყოფილი იყო იმით, რაც მაქვს. გაჭირვებაც ვიცი და ხელგაშლილობაც; ყველაფერი მისწავლია ყოველში, სიმაძღრეც და შიმშილიც, სიმწირეც და სიუხვეც. ყველაფერი შემიძლია ჩემი გამაძლიერებელი ქრისტეს მიერ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2015, 08:43 PM

"ქრისტეს რწმენა გულისხმობს არა მარტო განდგომას ამქვეყნიურ სიამეთაგან, არამედ მოთმინებითა და დიდსულოვნებით ყოველგვარი საცთუნებლის ატანას ტანჯვასა, გაჭირვებასა და უბედურებაში, ვიდრე უფალი არ ინებებს შეწყალებას, როგორც უთქვამს დავითს: "თმენით დაუთმე უფალსა და მომხედნა მე" (ფს. 39,1)

/წმ. სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2015, 01:04 PM

"ულევი მოთმინება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 10 2016, 01:57 PM

"მოთმინება აღასუბუქებს განსაცდელთა, ხოლო სულ-მოკლება დედა არს ჭირთა"

/წმ. ისააკ ასური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 11:58 AM

"როგორც მოთმინებით მსუბუქდება, ასევე მოუთმენლობით მრავლდება ტანჯვა-წამება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2016, 01:14 PM

„ჩვენ დიდხანს არ მოგვიწევს მოთმინება; ეს წუთისოფელი ხომ მეტისმეტად ხანმოკლეა“.

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2016, 08:42 PM

"თუ მოთმინება არა გაქვს, ვერც ერთი ადამიანი ვერ გაუძლებს შენთან ახლოს ყოფნას".

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2016, 11:17 AM

"მომთმენი ისაა, ვინც მტკიცეა განსაცდელის დასასრულამდე და ელოდება ნუგეშისცემას თავის გულში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 3 2016, 12:10 PM

"რომელმან მოითმინოს სიმწარე, მან იხილოს გემო ტკბილისა მის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2016, 10:27 PM

"ბევრი ილოცე და მონასტერში განსაცდელი დაითმინე. მოთმინება გაგგზავნის გადაშლილსა და უსაზღვრო უვნებლობის ზღვაში. უვნებობა გიბოძებს გულისმიერ გონებას - ამ ნიჭის ღირსნი განხდარან დღევანდელი მამებიც კი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2016, 10:55 PM

"თუ მოთმინებითა და სათნოებით ვიცხოვრებთ, ჩვენ გარშემო შევქმნით სიკეთის მორევს, იესოს შემოვუშვებთ გულში და ასე უფრო დავცილდებით საცდურს".

/მამა გიორგი გაბუნია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2016, 01:04 PM

"მოთმინება, მოთმინება ქრისტეს სიყვარულისთვის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2016, 10:08 AM

"ქვარკინისაგან ხომ არ იყო შექმნილი ეს მრავალდამთმენი, უპოვარი, მაგრამ სულიერი ნიჭებით მდიდარი მოსაგრე, მონა ღვთისა სვიმეონი? არა, მოთმინებისა და მოღვაწეობის, სულიერი ალმასისგან იყო შექმნილი და ამიტომაც ზამთარ-ზაფხულ ერთი კაბის ამარა, ფეხშიშველი დადიოდა, ვიდრე მშვიდობით არ მიიცვალა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2016, 02:05 PM

"თუ ადამიანი იწყებს ბრძოლას, მისი ნებისყოფა უფრო და უფრო მტკიცდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2016, 11:05 AM

"თუ გინდა გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 20 2016, 08:00 PM

"სამარადისოი მოთმინებაი ქრისტეს მიერ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2016, 10:26 AM

"და რომელსა ფრიად ევნოს და ფრიად მოითმინოს, ნეტარ იყოს იგი და სამგზის სანატრელ. და უკუეთუ რაი ვის დაშჭირდეს და უკუეთუ ვინმე შეურაცხ-იმნეს სახელისათვის უფლისა, ეგევითარი-იგი ჭეშმარტიად ქრისტესი არს და ნეტარ არს იგი".

/წმ. ეგნატე ღმერთშემოსილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2016, 08:35 PM

"მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სიხარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლთაგან".

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 12 2016, 10:38 AM

"მოთმინება სისხლამდე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 26 2016, 09:58 PM

"გონივრულად იღვაწე. მხიარულმა მოთმინებით ატარე შენი ჯვარი, სანამ თხემის ადგილას (გოლგოთაზე), საფლავთან მიიტან, რომ ჩვენმა იესომ აღდგომა მოგვმადლოს. ვინც ქრისტეს სიყვარულისთვის თავის ჯვარს დაითმენს, უფლის მიერ აღდგება უკანასკნელ დღეს. რამდენ ხანს გაგრძელდება ჩვენი ცხოვრება? სიკვდილი დაფარულია, ხოლო მოთმინება საუკუნოდ დაჯილდოვდება".

/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 27 2016, 11:23 PM

"მაგრამ რამდენი ძალისხმევა და შრომაა საჭირო, სულიერი სიმშვიდე რომ მოიპოვო! რამდენი ტანჯვაა საჭირო, ღმერთს რომ დაუზავდე და საკუთარი თავი მოთოკო! ეს უდიდესი ღვაწლი, უკეთ, გმირობა, სისხლის დათხევას მოითხოვს. სულ მცირე, სისხლიანი ოფლი მაინც უნდა გაიღო და ღვთის დიდი წყალობით ნაყოფსაც მოიღვაწებ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2016, 10:18 AM

"სიბრძნე რაში გამოიხატება?

სიბრძნე ახლა სიჩუმეში და მოთმინებაშია".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 12:39 PM

"საჭირველ გზაზე - სნეულებისა ან სხვა განსაცდელების დროს, მცირედმორწმუნეობის, მოუთმენლობის, სიმხდალის ეკალი სულის სამოსლის დახევას ცდილობს. ამიტომ იგი რწმენით, სასოებითა და მოთმინებით უნდა ამოიძირკვოს. ჩვენი მაგალითი იესო ქრისტე უნდა იყოს, რომელმაც თავისი მიწიერი ცხოვრების მანძილზე მრავალი მწუხარება დაითმინა, ურიცხვმა ეკალმა შეაჭირვა მისი ყოვლადწმინდა სული, რის გამოც ღაღადებს: "მოთმინებითა თქუენითა მოიპოვეთ სული თქვენნი".

/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 24 2016, 07:32 PM

"მაშ, ვიღვაწოთ. ჩვენი სულები მოთმინების სალესზე ავლესოთ ღვთისთვის სათნო საქმეების აღსასრულებლად".

/არქიმანდრიტი ეფრემ ფილოთეველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2016, 08:05 PM

"ჩვენ დიდხანს არ მოგვიწევს მოთმინება: ეს წუთისოფელი ხომ მეტისმეტად ხანმოკლეა".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 19 2017, 12:56 PM

"ქრისტიანი კეთილშობილია. მოდით, წყენა დავითმინოთ, დათმენა ვამჯობინოთ სხვის წყენინებას".


/წმ. პორფირი კავსოკალივიტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 27 2017, 11:05 AM

"კაცთაგან ლანძღვა გულს მწუხარებით ავსებს, მაგრამ მომთმენთათვის ის სიწმინდის მიზეზია."

/წმ. მარკოზ განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 28 2017, 07:58 PM

"სკიტელ დეკანოზზე, ამბა ისიდორეზე ამბობდნენ, თუ ვინმეს ჭირვეული ძმა ჰყავდა და მისი გაგდება უნდოდა, ბერი ეტყოდა: ჩემთან მოიყვანეო. თავის კელიაში დაასახლებდა და მოთმინებით აცხოვრებდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2017, 08:02 PM

"ამბა პავლე და მისი ძმა ტიმოთე სკიტში ერთად ცხოვრობდნენ და ხშირად სხვადასხვა საქმეზე კამათობდნენ. ერთხელ მამა პავლემ ჰკითხა: დიდხანს უნდა ვიცხოვროთ ასეო? მამა ტიმოთემ მიუგო: - ქენი სიკეთე, როცა ჩხუბსა და ლანძღვას დაგიწყებ, მომითმინე. ხოლო როცა შენ დამიწყებ ჩხუბს, მე მოგითმენო. ასეც მოიქცნენ და შემდეგ მშვიდად ცხოვრობდნენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2017, 06:23 PM

"ძმებმა ერთი ღირსი მამა მოინახულეს, რომელიც მონასტრიდან განმარტოებით ცხოვრობდა. დაინახეს, რომ იქვე მწყემსი ბიჭები ცხვარს აძოვებდნენ და თან წმინდა მამას უწესო სიტყვებს ეძახდნენ. მამაო, - ჰკითხეს ბერს, - რატომ არ დაუშლი მათ შენს დაცინვას, რად უთმენ ამდენსო. ბერმა უპასუხა: - ჩემი უძლური ბუნების გამო ხანდახან მართლაც მინდა ავუკრძალო ასეთი საქციელი, მაგრამ ჩემს თავს განვიკითხავ: თუ ეს მცირე ვერ დაგითმენია, მაშინ რაღას იზამ, დიდი განსაცდელი თუ მოგეწევაო? ამიტომ არაფერს ვეუბნები, ჩვევად რომ მექცეს შეურაცხყოფის დათმენაო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2017, 11:17 AM

"ერთ-ერთი დიდი სათნოებაა მოთმინება, რომელსაც ადამიანი ოჯახში უნდა მიეჩვიოს. აქ ყოველ წამს მოთმინება და სულგრძელობა გვმართებს - ერთმანეთს შეცდომები თუ არ მოვუთმინეთ, ორი ადამიანიც კი ვერ გაძლებს ერთად."

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2017, 03:02 PM

"გვიჭირს, გვიძნელდება, გვტკივა, ჩვენი უძლურებითა და უმწეობით ხშირად ვცოდავთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მთავარია, სულიერი მზერა არ მოვწყვიტოთ უფალს, გულისა და გონების თვალი მუდამ მისკენ გვქონდეს მიპყრობილი, ყოველთვის გვახსოვდეს მაცხოვრის სიტყვები: "ბოლომდე დამთმენი გადარჩება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2017, 03:04 PM

"საჭიროა მოთმინება, რადგანაც, ცოდვისაგან რომ განიკურნოს, ადამიანს საშინელი ტანჯვის დათმენა უწევს."

"ქრისტემ, სხვა გზა შემოგვთავაზა: საერთოდ გავთავისუფლდეთ გაღიზიანებისგან, მივაღწიოთ ისეთ სულიერ მდგომარეობას, როცა არაფერი გვაღიზიანებს - არცერთი ადამიანი, არც ამინდი, არც დაბალი ხელფასი, არც ის, რომ ფეხსაცმელი გაგვიცვდა, საერთოდ არაფერი - როდესაც გაწონასწორებულნი და მშვიდნი ვართ. და არა იმიტომ, რომ მზად ვართ ყველაფერს მივაფურთხოთ, არამედ იმიტომ, რომ მოთმინების საშუალებით სიმდაბლეს მივაღწიეთ."

/დეკ. დიმიტრი სმირნოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 10:38 AM

"როცა ვხედავთ, რომ არა მარტო ცოდვილები, არამედ წმინდანებიც იტანჯებიან - ეს ჩვენ მოთმინებისკენ გვიბიძგებს".

/მიტროპოლიტი ათანასე ლიმესოელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2017, 11:22 PM

"რომ გეტკინება და ამას მოითმენ, ეს არის უდიდესი სათნოება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2017, 10:50 PM

"...მოისურვა ტანჯვა დაეთმინა, რათა მცირე ღვაწლთა მიერ უფრო დიდ ღვაწლს მისჩვეოდა.."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2017, 05:49 PM

"თუ ვინმემ გაწყენინათ, იფიქრეთ, რომ ეს ღვთის დაშვებით მოხდა, რათა რამდენადმე გამოიცადოს თქვენი ქრისტიანული მოთმინება".

/ღირსი მაკარი ოპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2017, 08:14 PM

"მოთმინებით შეიჭურვე. ეს არის გოლოგითის გზა".

/მამა ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2017, 01:43 PM

"ცოდნით ყოველთვის სწორ გზაზე ვიქნებით, მოთმინებით ყველაფერს დავძლევთ".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 24 2018, 11:38 AM

"მოითმინე და ნუ გეშინია. ქრისტე გაიმარჯვებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 06:43 PM

"ქრისტე მეორედ მოსვლისას თავის ნაწამებ სხეულს გვიჩვენებს, როგორც ჩვენდამი სიყვარულის მტკიცებულებას. მაშინ ჩვენც, შვილო ჩემო, ვანახებთ მას ჩვენს გულს, მწუხარებათაგან დატანჯულსა და გასისხლიანებულს, მისი სიყვარულით ამაღლებულს. ყველა წმინდანმა მრავალი იტანჯა. მოწამეებმა კი რა არ დაითმინეს?! ამიტომ შენც მოითმინე. და ილოცე და ღმერთი არ დაუშვებს მწუხარებებს, ჩვენს ძალებზე აღმატებულს".

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2018, 09:07 PM

"არ დაითმენ - ეშმაკის მსხვერპლი შეიქმნები"


"უკლებლივ ყველაფერი უნდა დაითმინო, უნდა მიიღო, როგორც ღვთის ხელიდან ბოძებული. ყველაფერი ვაჟკაცურად დაითმინე, დაძლიე საკუთარი თავი. ღვთის გულისათვის ზიდე ყველა სნეულება და ჯვარი".

/არქიმანდრიტი სერაფიმე (როზენბერგი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 28 2018, 09:12 PM

"თუ ადამიანი ითმენს, ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ღმერთი ყველაფერს აწესრიგებს. მაგრამ საჭიროა მოთმინება, მოთმინება განსჯის გარეშე. რადგან უფალი ყველაფერს ხედავს და თვალყურს ადევნებს, კაცი მთლიანად უნდა მიენდოს მას.

გაიხსენეთ იოსები - იგი დუმდა, როდესაც ძმებმა მონად გაყიდეს. ხომ შეეძლო ეთქვა, მე მათი ძმა ვარო, მაგრამ სიტყვაც არ დაუძრავს. სამაგიეროდ, ღმერთმა თქვა თავისი სიტყვა და იგი მეფედ აქცია. ხოლო თუ ადამიანი მოუთმენელია, სიცოცხლე წამებად ექცევა - მას უნდა, ყველაფერი ისე იყოს, როგორც სურს, მაგრამ, ბუნებრივია, ვერ დამშვიდდება, რადგან ყველაფერი მისი ნებისაებრ არ იქნება.

თუ ადამიანი ამ ცხოვრებაში იტანს კაცთა თუ ეშმას უსამართლობას, მისი სული სარგებელს მიიღებს. ხშირად ვამბობთ, მავანი უსამართლოდ გვექცევაო, სინამდვილეში კი თვითონვე ვართ უსამართლონი სხვათა მიმართ."

/წმინდა პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2018, 10:01 PM

"მოთმინებას მოყვება თავმდაბლობა, ხოლო თავმდაბლობას - ვნებებზე გამარჯვება, შემდეგ კი მოვა სიყვარული, რომელიც ადამიანის სულსა და ცხოვრებას გარდასახავს".

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 19 2018, 09:54 PM

"საკვირველად მომთმენი"

"მოთმინება ამგვარი ტანჯვითაც არ დაუკარგავს, პირიქით, სნეულება მისთვის სათნოებათა გამრავლების საშუალებად იქცა. იგი, რაც უფრო ნაკლებ ძალას გრძნობდა, მით უფრო გულმოდგინედ ლოცულობდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 21 2018, 12:02 PM

"სწორედ იმას მოაქვს ჩვენი სულისთვის სიკეთე, რაც ცუდი გვგონია, თუკი ამას უდრტყვინველად მოვითმენთ".

/ბერი იოსებ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 4 2018, 04:45 PM

"დიდმოთმინება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2018, 05:35 PM

"რაც უნდა ვითმინოთ ჩვენ მწუხარებანი ამ წუთისოფელში, ერთ დღეს ყველაფერი შეწყდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2018, 09:22 PM

"დაითმინე ყველაფერი, რაც კი შენთან მოდის. ლოცვა წარმოთქვი და შენ თავს სულიერი აიძულე. მწუხარებებით ჩვენ გადავრჩებით. უშრომელად სიკეთეებიარ მიიღწევა. ის, რაც უნდა დავითმინოთ, არაფერია მარადიულ სიკეთეებთან, რომელიც ღმერთმა ჩვენ მოგვიმზადა".

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 30 2018, 05:37 PM

"დიახ, შვილო ჩემო, ვიცი, რატომ და როგორ იტანჯები, მაგრამ აუცილებელია მოთმინება, რადგან უფალიც ითმენდა, როდესაც ჩვენ მის წინაშე ვცოდავდით და სინანულს მოელოდა"

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2018, 07:37 PM

"მოთმინება ბევრ რამეს თავის ადგილს მიუჩენს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2018, 01:48 PM

"შვილო ჩემო, ყოველივე დაითმინე, რადგან დიდა ჯილდო. მწუხარებათა სიმძიმეს ნუ შეხედავ, ნაცვალგება გაზომე. მიწაზე მცირე მწუხარება ზეცაში სრულ მარადიულ დიდებას გიმზადებს. ამიტომ სიხარული გმართებს და არა მწუხარება.

ყველაფრისათვის ჩვენს კეთილ ღმერთს მადლობა შესწირე, მტერს მოუთმენლობა არ დაანახო, რადგან შენ წინააღმდეგ ეს მისი მთავარი იარაღია, რათა მიწურულს შენი მოთმინების კედელი დაანგრიოს"

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2018, 11:07 PM

"წმინდანები თავიანთ მწუხარებებში გახარებულები იყნენ. ჩვენ მოთმინებით მაინც მივიღოთ ისინი და ღმერთი არ დაგვივიწყებს თავისი ნების ამ მცირე ნებაყოფლობით დათმენასაც კი, ნებისა, რომელსაც ტკივილი გამოხატავს".

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2018, 09:47 PM

"ყველა განსაცდელსა და მწუხარებაზე მოითხოვე მოთმინება: იგია კიდეც მათი მძლეველი".

/მამა იოსებ მღვიმელი (+1959)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 29 2018, 05:03 PM

"მატრონა [მოსკოველი] ყველას სულიერ ძალთა მოკრებას მოუწოდებდა. ქალს, რომელმაც შესჩივლა, ნერვები მღალატობსო, მიუგო: "რა, ომში და ციხეში ნერვები არ არის? საჭიროა საკუთარი თავის მართვა, მოთმინება, მკურნალობა. სხეული სახლია, რომელსაც დროდადრო სჭირდება გარემონტება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2018, 08:24 PM

"ადამიანი მუდამ რაღაცის ძიებაშია და მოთმინება ყოველთვის სწორ გზას გვიჩვენებს. საერთოდ, ყველა საქმეში სასარგებლოა მოთმინება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2018, 07:39 PM

"წმინდა სერაფიმე საროველი ბრძანებს: "რომ იცოდეთ, როგორი სიხარული, როგორი სიტკბოება ელის მართალთა სულებს ზეცაში, მაშინ ამქვეყნიურ ცხოვრებაში მადლობით დაითმენდით ყველანაირ მწუხარებას, დევნას და ცილისწამებას. მთელი ეს კელია მატლით რომ იყოს ავსებული და მთელი მიწიერი ცხოვრება გვიჭამდნენ ხორცს, მაშინ მთელი სურვილით უნდა დავთანხმებულიყავით, რომ არ მოვკლებოდით იმ ზეციურ სიხარულს, რომელიც განუმზადა ღმერთმა მოყვარულთა თვისთა".

"სულგრძელება და მოთმინება აქცევს ადამიანს ადამიანად"

/მამა იოანე კავსაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2018, 07:55 PM

"და მოთმინება არის სულის ტკივილის მოყვარულობა, სადაც ტკივილის მოყვარეობაა, ამოიძირკვება სიამოვნებისმოყვარეობა".

/წმიდა თაალასე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2019, 09:15 PM

"მეოთხე სათნოებაა - მოთმინება, დედა ყველა სხვა სათნოებისა. მოთმინება არის მოკვდინება ცოდვისა, განშორება ვნებათაგან, დაწყება სულიერი ცხოვრებისა და გამოთხოვა საუკუნო სიკეთეებისა."

/ღირსი პაისი (ველიჩკოვსკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2019, 10:13 PM

"ეკლესია ტანჯვას უპირისპირებს მოთმინებას"

/მამა გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2019, 10:30 PM

"მცირე მოთმინებით შეიძლება მივიღოთ აღმატებული მადლი"

/იეროთეოს ვლახოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2019, 07:57 PM

"ჩვენ გვაქვს მაღალი შენობები და დაბალი მოთმინების უნარი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2019, 03:47 PM

"თუ ადამიანს არ აქვს მოთმინება, მისი ცხოვრება ტანჯვად იქცევა"

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 20 2019, 04:11 PM

"თუ ადამიანი ითმენს, მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დგება - უფალი ყველაფერს აწესრიგებს".

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2019, 08:59 PM

"ყოველივე დაითმინე! ვისაც უფალი სჯის, მას იგი თავის ძედ მიიჩნევს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2019, 03:22 PM

"სნეული ხარ თუ უპოვარი, დაითმინე, არაფერს, გარდა მოთმინებისა, შენგან ღმერთი არ ითხოვს"

"თუკი მოითმენ მხნედ, მოუკლებლად იქნები კეთილი საქმის აღმსრულებელი"

/წმ. ნიკოდიმოს მთწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2019, 11:43 AM

"შვილნო ჩემნო, მოუთმინეთ ურთიერთს. მე არ შემიძლია, ღმერთს შევთავაზო არც დიდი ღვაწლი, არც უდიდესი სათნოებანი, მაგრამ კადნიერად შევთხოვ მას: "უფალო, როგორც მე ვითმენ და ვიტან ახლობელთა ამდენ ახირებასა და უბედურებას, ასევე შენც ამიტანე". და მე მჯერა, რომ ის მითმენს".

/მამა ეპიფანე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2019, 09:19 PM

"თუკი გსურს, მოიპოვო მოთმინება, მაშინ გმართებს, არ განერიდო იმ პირებს, საქმეებსა და გარემოებებს, რომლებიც განსაკუთრებით გაკარგვინებენ მოთმინებას. არამედ შეხვდი მათ სიხარულით, მტკიცე გადაწყვეტილებით – მინებდე მათ არასასიამოვნო ზეგავლენას, თუმცა წინასწარ უნდა განემზადო, რომ ეს ყოველივე ურყევი სულიერი სიმშვიდით დაითმინო. თუკი ასე არ მოიქცევი, ვერასოდეს დაიმკვიდრებ მოთმინების სათნოებას."

/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2019, 12:18 PM

"მაცხოვარი ამბობს - ვინც მოითმენს, დიდ მადლს მიიღებსო"

"მოთმინება და სიმშვიდე ღმერთთან ურთიერთობის აუცილებელი პირობაა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2019, 12:33 PM

"თუ დაინახავ, რომ ერთად მცხოვრები ორი ძმა ერთმანეთთან მშვიდად არის, იცოდე, ერთ-ერთი მათგანი დაითმენსო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 10 2019, 04:11 PM

"რამდენიმე წლის წინ, ერთი ბერი, რომელიც დიდად იტანჯებოდა სნეულებებით, ისე გარდაიცვალა, ერთიც არ დაუჩივლია.

ცოტა ხნის შემდეგ მისი მორჩილიც დასნეულდა და რაკი ადრე არასოდეს უავადმყოფია, ძლიერ შეშინდა და განსაკუთრებულად გაემზადა ერში იქიმებთან წასასვლელად, მაგრამ საღამოს სიზმარში ნახა თავისი მოძღვარი, რომელმაც უთხრა:

- შვილო, თუ გინდა, მე მომისმინე და ნურსად წახვალ, გამოიჩინე მოთმინება. აქ ჩემი საქმეებისაგან ვერაფერი სარგებელი ვნახე, ერთადერთი - სნეულებამ მარგო. დარჩი ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაზე, დაითმინე ტკივილები და ამით დიდ სარგებელს ჰპოვებს შენი სული.

მაშინ მორჩილმა გაიხარა, გამხნევდა და მოთმინება გამოიჩინა. იმ დღიდან დიდ სიხარულს გრძნობდა ტანჯვაში, რადგან მისი გონება წმინდა მოწამეებთან სუფევდა და ხარობდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2019, 03:55 PM

"მოთმინება არის სიყვარული, და სიყვარულის გარეშე შეუძლებელია, მოთმინება გქონდეს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2019, 10:21 PM

"თუ ქრისტესთან არ მივალთ, თუ არ მოვითმენთ, როდესაც უსამართლოდ გვევნება, გამუდმებით დავიტანჯებით."

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2019, 02:48 PM

"უდრტვინველი მოთმინება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2019, 06:59 PM

"მტკიცე გული და მოთმინება იქონიეთ, და ერთმანეთის მიმართ თქვენი სიყვარული ყოველივეს სძლევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2019, 02:31 PM

"მოითმინე ყოველგვარი დამცირება, საყვედური, ბოროტმეტყველება და შევიწროვება სიმდაბლითა და მდუმარებით, არ გადაუხადო სამაგიერო არც საქმით, არც სიტყვით შენს შეურაცხმყოფელებს, არამედ მიბაძე ქრისტეს და ილოცე მათთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 27 2020, 08:58 PM

"სახეზე კი ულევი მოთმინება ეხატა"

/ელიფ შაფაქი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 1 2020, 09:45 PM

"ბერი [ღირსი ამბროსი] ამბობდა: "ითმენდა მოსე, ითმენდა ელისე, ითმენდა ელია - დავითმენ მეც".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2020, 05:53 PM

"შენი მოთმინება არ უნდა იყოს გაუცნობიერებელი, ანუ უსიხარულო, არამედ გულისხმისყოფით იმისა, რომ ღმერთი ყველა შენს საქმეს მოიხილავს, შენს სულს ხედავს, როგორც ჩვენ ვუყურებთ სახეში საყვარელ ადამიანს... გიცქერს და გცდის: როგორი იქნები განსაცდელისას? თუკი დაითმენ, მისი საყვარელი იქნები, ხოლო თუ ვერ დაითმენ და იწუწუნებ, მაგრამ მოინანიებ, ... მაინც იქნები მისი საყვარელი".

/ღირსი ანატოლი ("უფროსი")/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2020, 03:37 PM

"მოთმინება არის შეუწყვეტელი სულგრძელობა"

/ღირსი ნიკონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2020, 04:02 PM

"ჩვენთვის ყველაზე მთავარია მოთმინება და სიმდაბლე ვისწავლოთ. სიმდაბლით ჩვენ ყველა მტერს დავამარცხებთ, მოთმინებით კი - სულსა და ხორცზე მოქმედ ვნებებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2020, 08:30 PM

"დიდია მწუხარება, ამას ვეთანხმები, მაგრამ დიდია ის ჯილდოც, რაც უფალმა განუმზადა მოთმინებით აღსავსე ადამიანებს"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2020, 09:21 PM

"მრავალის დამთმენი ადამიანი მდიდარია გონებით"

/მამა კახაბერ მესხი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2020, 04:05 PM

"რითი ვძლიოთ ტანჯვას? - მოთმინებით"

/წმ. სიმონ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2020, 09:38 PM

"თუ მომთმენი ხარ, მუდამ სიხარულით ილოცებ"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2020, 06:28 PM

"მოთმინებით აღვასრულოთ ჩვენთვის განკუთვნილი ტვირთი, მარადის ვბაძვიდეთ რწმენისა და რჯულის სათავეს, ჩვენს უფალს, იესო ქრისტეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2020, 09:30 PM

"მუდამ უდიდესი მოთმინებით შეხვდით ცხოვრებისეულ სიძნელეებს"

/ბერი ანთიმოზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2020, 03:20 PM

"მოითმინე და უფლისაგან უხვ საზღაურს მიიღებ"

/ბერი ანთიმოზი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 09:48 PM

"უდიდესი სიბრძნე - მოთმინებაა!"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2020, 06:01 PM

"ვაი, თქვენ, მოთმინების დამკარგავნო! რას მოიმოქმედებთ, როცა უფალი მოგაკითხავთ?"

/სიბრძნე ზირაქისა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2020, 09:57 PM

"მოთმინება არის უწყვეტი სათნოება"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2020, 09:22 PM

"თუ დაითმენ (ავადმყოფობასა და მწუხარებას) და უფალს მადლობას შესწირავ, მაშინ მადლიერება ღვაწლში ჩაგეთვლება"

/წმ. ბარსანოფი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 11 2020, 10:03 PM

" - რომელი ტანჯვაა დიდი?

- ყველა ტანჯვა დიდია, რომელსაც ღვთის გულისათვის ვითმენთ".

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 02:53 PM

" - როგორ ვისწავლოთ მოთმინება?

- როდესაც უმიზეზოდ ვინმე შეურაცხყოფას მოგაყენებს, გაიხსენე ღვთის წინაშე შენი ცოდვები დ ამის შეგნებით დაოკდი"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 03:08 PM

"სული იწმინდება მაშინ, როდესაც ღვთის გულისათვის მწუხარებას ითმენ"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2020, 06:15 PM

"საყვედური გვასწავლის მოთმინებას"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 6 2020, 06:53 PM

"ვინ არის ქრისტიანი? რა უნდა ჰქონდეს მას? უდავოდ დიდი მოთმინება ყველაფერში"

/არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი (ფილოთეველი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2020, 06:52 PM

"- მსხვერპლის გაღება ყველაზე მეტად ადამიანებთან ურთიერთობისას გვიწევს. თუმცა მოთმინების სათნოება ერთ-ერთი ყველაზე რთული მოსაპოვებელია...

- უფლისა და ადამიანების სიყვარულისთვის მოყვასის წყენის დათმენა მართლაც ღვთისადმი გაღებული შესაწირია. თუმცა მოთმინება, ისევე როგორც მსხვერპლშეწირვა, არის ორი სახის: არის მოთმინება "კბილთა ღრჭენით", და ეს არ არის ღვთისათვის სათნო, და არის მოთმინება, როცა ხვდები, რომ ადამიანი, რომელიც არასწორად იქცევა, პირველ რიგში თავის თავს აზიანებს, რომ მას გონიერება დააკლდა და შენ რომ განრისხდე, მასავით უგუნური იქნები.

როცა გაიხსენებ ღვთის მიერ შენთვის დათმენილ ათასგვარ შეურაცხყოფასა, ცილისწამებას, მაშინ დადუმდები, დაითმენ. ეს არის ჭეშმარიტი მოთმინება. კონფლიქტიდან ერთი გამოსავალია - ვიღაცამ უნდა გაიღოს მსხვერპლი, ვიღაცამ უნდა მოითმინოს, უნდა აპატიოს."

/მეუფე იოანე (გამრეკელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2020, 09:28 PM

"ყველაფერი თავის დროზე მოვა, თუ კაცს მოთმინების უნარი შესწევს".

/თეოდორ დოსტოევსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2020, 07:55 PM

"მოთმინება ერთგული რაინდივით იცავს მშვიდობას, სიხარულსა და სიყვარულს და თავადაც უხვად საზრდოობს ამ მადლთაგან. მაშ, თუ გსურთ, გაიმარჯვოთ, მოითმინეთ, რადგან ვინც დაითმენს, ნამდვილად დიდ წარმატებას ის მიაღწევს ბოლოს".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2020, 07:39 PM

"როდესაც ადამიანი ჭეშმარიტ სიყვარულსა და მოთმინებას ფლობს, ის სხვებს ამართლებს და ყოველივეს მხოლოდ საკუთარ თავს აბრალებს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2020, 08:23 PM

"მცირე დათმენით, რომელსაც ადამიანი მძიმე წუთებში გამოავლენს, მან შესაძლოა, ღვთის მადლი მოიხვეჭოს. ქრისტეს ჩვენთვის - გარდა მოთმინებისა - ცხონებისაკენ მიმავალი სხვა გზა არც მოუცია. მან კაცთა ცხონება მოთმინებაზე დააფუძნა".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2020, 04:28 PM

" - როგორ მოვიხვეჭოთ მოთმინება, წმინდა მამაო?

- უმთავრესი მოთმინება სიყვარულია. სიყვარული ყოველსა მოითმენნ. - ამბობს მოციქული. იმისათვის, რომ სხვა ადამიანის დათმენა შეძლოთ, უნდა გიყვარდეს იგი, თანაუგრძნობდე მას. სხვაგვარად ის შენ დაგქანცავს".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 14 2020, 09:23 PM

"მოთმინება - ეს ყველაზე ძლიერი წამალია, რომელიც კურნავს მძიმე და მრავალწლიან უბედურებებს. უბედურებათა უმრავლესობა მხოლოდ და მხოლოდ მოთმინების წყალობით გადაივლის ხოლმე. დიდებულ მოთმინებას შესწევს ძალა, ყველაზე აბურდული მდგომარეობაც დაამშვიდოს და გამოიღოს საღვთო ნაყოფი: იქ, სადაც შენ ვერანაირ გამოსავალს ვერ ხედავ, ღმერთი საუკეთესო გამოსავალს გაძლევს".

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2020, 02:05 PM

"მოითმინეთ, ოღონდ ნუ განიკითხავთ. იცოდეთ, რომ მოთმინება მადლიერებით ყველა სათნოებაზე მაღლა დგას"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2020, 07:51 PM

"ნუ მოიწყენთ, არამედ მოთმინებით იცხოვრეთ და ყოველი მწუხარება მხნედ გადაიტანეთ"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2020, 04:31 PM

"ნუ ჭმუნავ, არამედ მადლობა შესწირე უფალს - და ცხონდები! ქრისტე ითმენდა და ჩვენც გვიბრძანა - ვითმინოთ. ღმერთი ყველას უვლენს თავის შეწევნას. შენს გავლილ გზას გადახედე და დარწმუნდები, რომ გქონდა ღვთის შეწევნა"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2020, 04:46 PM

"მოსემ დაითმინა, ელისემ დაითმინა, ილიამ დაითმინა, მეც დავითმენ"

/მამა ანდრონიკე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2020, 06:23 PM

"იცოდეთ, მადლიერებით დათმენა, ყველა სიკეთეზე მაღლა დგას"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 08:39 PM

"ბერი იოსებ ისიქასტი ამბობდა: "სწორედ ძალის გამომცლელი მოთმინების ბოლოს გამოჩნდება ხოლმე აშკარად საღმრთო მადლი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2020, 08:10 PM

"ბერი [იოსებ ვატოპედელი] თვლიდა, რომ სულიერი წარმატების მისაღწევად მორწმუნეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს მოთმინება. ის ამბობდა: "იმისდა მიხედვით, თუ რამდენ მოთმინებას გამოვიჩენთ მწუხარებებსა და განსაცდელებში, შესაბამის მადლს მივიღებთ. ღმრთისადმი ჩვენს სიყვარულს სწორედ მოთმინებით უნდა ვაჩვენებდეთ. მოთმინებით მჟღავნდება ის, თუ რამდენად დიდი სურვილი გვაქვს სულიერი მოღვაწეობისა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 11 2020, 09:05 PM

"მოთმინება ისევე აუცილებელია, როგორც მარილი საჭმელში"

/იოსებ ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2020, 02:04 PM

"ავადმყოფი ხარ შენ თუ ღატაკი, დაითმინე. არაფერს, მოთმინების გარდა, ღმერთი შენგან არ ითხოვს. მშვიდად მოთმენით შენ განუწყვეტლივ კეთილ საქმეში იქნები. თუკი გულმშვიდად დაითმენ, როცა არ უნდა შემოგხედოს ღმერთმა, დაინახავს, რომ სიკეთეს აკეთებ და სიკეთეში იმყოფები, მაშინ როდესაც ჯანმრთელებს კეთილი საქმეების კეთების გარემოება მხოლოდ დროგამოშვებით აქვთ. რატომ ცდილობ, რომ საკუთარი მდგომარეობის შეცვლის სურვილით უკეთესი უარესით შეცვალო?"

/წმ. ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 12:46 PM

"უნდა ვმადლობდეთ უფალს, როცა სიკეთეს გვანიჭებს, და არ დავკარგოთ მოთმინება, როცა ამას არ აკეთებს ან, უხვ წყალობას არ გვანიჭებს, ან როცა ამით არ გვანებივრებს".

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 01:14 PM

"მრავლისდამთმენი კაცი ისეთივე მდიდარია გონებით, როგორც ის, ვინც ბრძნულ სიტყვას უგდებს ხოლმე ყურს"

/წმ. მარკოზ განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 01:37 PM

"როგორც მოთმინებით მსუბუქდება, ასევე მოუთმენლობით მრავლდება ტანჯვა-წამება"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2020, 04:57 PM

"მოთმინებას მაშინ ვკარგავთ, როდესაც ჯვრის მნიშვნელობა გვავიწყდება"

/ბერი იოსებ ვატოპედელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2021, 08:28 PM

"ყველაზე კარგი საშუალება, რომ წინ აღუდგე ტანჯვას - არის მოთმინება"

/ღირსი სილუან ათონელი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2021, 02:45 PM

"აღსანიშნავია, რომ ნეტარი თეოფილაქტესა და ეკუმენიოსის მიხედვით, მოთმინება განსხვავდება სულგრძელებისაგან (მრავლისმთმენობისაგან). როდესაც სულგრძელს (მრავლისმთმენს) შეუძლია მიაგოს მისაგებელი, მაგრამ არ მიაგებს იმიტომ, რომ მრავლისმთმენია. მოთმინებას კი ადამიანი ავლენს, როდესაც მას არ შეუძლია მიაგოს საზღაური, და ამის გამო ითმენს. ამიტომ მოთმინებაზე არასდროს არის ნათქვამი, რომ ეს ღვთის მიერ ხდება, არამედ ეს ყოველთვის ნათქვამია სულგრელთა (მრავალისმთმენთა) შესახებ და ღვთის შესახებაც ნათქვამია, რომ ის სულგრძელია (მრავლისმთმენია), ხოლო მოთმინება უფრო მეტად ადამიანებს ეხება".

/ღირსი ნიკოდიმოს მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 9 2021, 02:56 PM

"წმინდა ბასილი დიდი იობს "მოთმინების მოძღვარს" უწოდებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 20 2021, 08:43 PM

"ყოველგვარი მწუხარება, რომელიც მოთმინებითაა განზავებული, კარგი და სასარგებლოა, მოთმინების გარეშე კი ღვთის უარყოფა და უსარგებლობაა"

/ღირსი პეტრე დამასკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2021, 03:47 PM

"თუ ვინმე ფიქრობს, რომ ყველა სათნოების თანაზიარია, მაგრამ ბოლომდე არ მოითმენს, ვერ გადაურჩება ეშმაკის მახეებს და ვერ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს"

/ღირსი პეტრე დამასკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2021, 03:41 PM

"გასაჭირში მოუთმენლობა და წუწუნი სხვა არაფერია, თუ არა გმობა. ვინაიდან მოწუწუნე ადამიანი ფიქრობს, რომ უსამართლოდ მოეწია გასაჭირი, რომელიც მას ღვთისგან გამოეგზავნა"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2021, 05:11 PM

"წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე) ამბობს: "დიდი სათნოებაა მოთმინება, რომელსაც ადამიანი სწორედ ოჯახში უნდა მიეჩვიოს. შინაური ცხოვრება სარკეა, სადაც კაცის ჭეშმარიტი ბუნება, ხასიათი ჩანს. ქრისტიანთათვის სახლი ანუ ოჯახი მეორე ეკლესიაა. როგორც ტაძარში, ოჯახშიც სიწმინდით და მორიდებით უნდა იქცეოდეს"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 10:21 PM

"როგორც მოთმინებით მსუბუქდება, ასევე მოუთმენლობით ძლიერდება სატანჯველი"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 07:47 PM

"მოთმინებაში წინასწარ უნდა გავიწვრთნათ, სანამ მწუხარება გვეწვევა, რათა მისი მოსვლისას შეუიარაღებელნი არ აღმოვჩნდეთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 09:37 PM

"შეუძლებელია მოთმინება შეისწავლო გასაჭირისა და განსაცდელების გარეშე, რადგან მოთმინება თავისთავად გულისხმობს ბოროტებისა და გაჭირვების და არა - სიეკთისა და კეთილდღეობის დათმენას"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2021, 06:39 PM

"შესანიშნავად არის შედარებული წმინდანთა მოთმინება ოქროსთან, რადგან, როგორც ლითონთა შორის ოქროზე უძვირფასესი არაფერია, ასევე მოთმინება უფლისთვის ყოველგვარ ქება-დიდებაზე აღმატებულია"

/ღირსი ბედა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2021, 02:12 PM

"მოთმინება ჩვენს სამშვინველს აძლიერებს, დაწერილია: "მოთმინებით მოიპოვეთ თქვენი სული" (ლკ. 21,19)".

/პროფესორი ალექსანდრე ივანოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2021, 06:29 PM

"თუ უფალს ყოველთვის ვჭვრეტთ გონებით, თუკი მუდმივად გვემახსოვრება იგი, მაშინ ჩვენთვის ყველაფერი ადვილი, ყველაფერი მოსათმენი გახდება, ყოველივეს თავისუფლად ავიტანთ და ყველაფერზე ავმაღლდებით!"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2021, 11:12 PM

"ყოვლისდათმენა არ არის როდესაც ახლა დაითმენ, შემდეგ კი - არა, არამედ ყოვლის დათმენაა, მოითმინო ყოველთვის".

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 12:05 PM

"მოთმინება და რწმენა ყველგან არის საჭირო. თუ მიწიერი საგნების მისაღებად ხშირად დიდხანს უნდა ველოდოთ და ვითმინოთ, მაშინ განა კიდევ უფრო მეტად არ უნდა დავითმინოთ ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ზეციური და მარადიული საგნების მისაღებად? აბრაამმა დიდსულოვნად დაიმკვიდრა აღთქმა. ღვთის სიტყვის აღთქმანი გარდაუვალია: ღმერთმა ისინი საკუთარი ფიცით აღბეჭდა"

/წმ. იოანე კრონშტადტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2021, 07:13 PM

"უფალმა მოგვცა მოთმინების მაგალითი, როდესაც ბოლომდე დაითმინა იუდა"

/ტიხონიუსი, აფრიკელი ეპისკოპოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 5 2021, 05:46 PM

"დიდია მწუხარება: ამას ვეთანხმები; მაგრამ დიდია ის ჯილდოც, რაც უფალმა განუმზადა მოთმინებით აღსავსე ადამიანებს"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2021, 07:09 PM

"ჩვენ დიდხანს არ მოვიწევს მოთმინება: ეს წუთისოფელი ხომ მეტისმეტად ხანმოკლეა!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2021, 07:35 PM

"ვინც მოთმინებას გაურბის, იგი ცხონებისაგან გარბის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2021, 08:52 PM

"ვინც მოთმინებას გაურბის, ის ცხონებასაც გაურბის!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2021, 06:17 PM

"თუ არ გსურს მოთმინება, გვირგვინი არ გდომებია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2021, 03:13 PM

"უნდა ვმადლობდეთ უფალს, როცა სიკეთეს გვანიჭებს, და არ დავკარგოთ მოთმინება, როცა ამას არ აკეთებს, ან უხვ წყალობას არ გვანიჭებს, ან როცა ამით არ გვანებივრებს"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2021, 08:31 PM

"მოითმინე", - გვასწავლის ფილოსოფია, ქრისტიანობა კი ამატებს: - "და იმედი იქონიე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2021, 08:55 PM

"ცნობილია, რომ ფუტკრები თაფლის შეგროვებისას მწარე საზრდელით იკვებებიან. ჩვენც მხოლოდ მაშინ შევძლებთ ღვთივსათნო საქმეების აღსრულებას ან სათნოებათა თაფლის მოგროვებას, როცა მწუხარების პურს ვიგემებთ და მოთმინებაში ვიცხოვრებთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2021, 05:09 PM

"გონების თვალი აღუპყარ ზეციურ სამყაროს და მოიხილე მისი მკვიდრნი: ვერც ერთს ვერ ჰპოვებ იქ, ვინც იქამდე მოთმინების გზით არ მისულა"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2021, 07:47 PM

"დავითმინოთ აწმყო მამაცურად, მომავლით კი ვხარობდეთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2021, 08:27 PM

"თუ მოთმინება შეირყევა - ვერც სხვა სათნოება გაძლებს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2021, 09:43 PM

"როგორც მწუხარების მოთმინებით სულგრძელად ატანა ამსუბუქებს მას, ასევე, პირიქით, მოუთმენლობა, სასოწარკვეთილება, მეტისმეტი დარდი მხოლოდ და მხოლოდ ვნებს და აძლიერებს მას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 20 2021, 09:58 PM

"როგორც მოთმინებით მსუბუქდება, ასევე, მოუთმენლობით მრავლდება ტანჯვა-წამება"

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2021, 08:23 PM

"ვინც ავადმყოფობას მოთმინებითა და მადლიერებით იტანს, იგი მას ღვაწლში ჩაეთვლება, და უფრო მეტადაც!"

/ღირსი სერაფიმე საროველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 7 2021, 06:41 PM

"ზოგჯერ დგება დრო, როცა მოთმინება იწურება, მაშინ იწყება ფარული მოწამეობა, მწარე ცრემლი, გულიდან ამოსული სულთქმები, ტკივილები, გულიდან დათხეული სისხლი".

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2021, 06:26 PM

"მოთმინება არ იყიდება, არამედ ძალით მოიპოვება", - ამბობდა ერთი მოსაგრე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2021, 03:16 PM

"მოთმინება - არის სათნოება, რომელიც ვლინდება ყველა იმ პრობლემის, მწუხარებისა და უბედურების დიდსულოვნად გადატანაში, რაც გარდაუვალია თითქმის ყველა ადამიანის ცხოვრებააში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 29 2021, 03:22 PM

"მე ვთხოვე ღმერთს, მოეცა ჩემთვის მოთმინება, მაგრამ მან მითხრა: "არა. მოთმინება - განსაცდელების შედეგია. მას არ იღებენ. მას სწავლობენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 11:42 AM

"ჩვენ კიდევ როგორღაც ვითმენთ იმას, რასაც ვიმკით საკუთარი უყურადღებობით. ზეცაში კი ფასდება სიმდაბლით, უდრტვინველად დათმენილი, როგორც უფლისმიერი დაშვება და გამოცდა"

/ეპისკოპოსი ვარლაამ რაიაშენცევი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 17 2022, 03:38 PM

"მტერთან ბრძოლის გარეშე სათნოება ჭკნება. მხოლოდ მაშინ ჩანს იგი, როცა მის ძალას მოთმინება გვიჩვენებს"

/სენეკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 18 2022, 10:20 PM

"ყოვლადმომთმენსაც აქვს მოთმინების საზღვარი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 22 2022, 01:53 PM

"წმიდა ანტონი დიდი, რომელსაც ბოროტი სულები სცდიდნენ და აწვალებდნენ, ტანჯვა-წამებისას იესო ქრისტეს ვერ ხედავდა. შემდეგ, როდესაც იხილა იგი, წყენით შესძახა: "სად იყავი, უფალო ჩემო, სად იყავი?!" - "მე აქ ვიყავი და შენს მამაცობასა და მოთმინებას ვუცქერდი!" - იყო მაცხოვრის პასუხი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 10:35 PM

"ღმერთს ადვილად არ სწყინს და ადამიანის შრომასა და მოთმინებას აჯილდოებს; ადამიანიც ასეთივე უნდა იყოს ღმერთთან მიმართებაში: - არ დაიშუროს შრომა და მოთმინება მისთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 4 2022, 08:29 PM

"ღმერთი რაოდენ დიდხანს გითმენდა და გითმენს. მიუხედავად ამისა, შენ მაინც არ გამოსწორებულხარ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2022, 02:09 PM

"ღმრთის განგებას კაცის გონება ვერ მისწვდება და ამიტომ ჩვენ არ უნდა შევიდეთ ღმრთის განგების გამოძიებაში. მხოლოდ იობის ცხოვრება მუდამ უნდა გვახსოვდეს და დავისახოთ იგი ცხოვრებაში, როგორც მოთმინების მაგალითი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 17 2022, 04:17 PM

"განსაცდელები ჭეშმარიტად გამოგვცდის მოთმინებაში, რომელსაც ცხონებისკენ მივყავართ. სწორედ მოთმინება აძლევს ქრისტიანს იმის ძალას, რომ არ დაემონოს ბოროტებას და, გამხნევებული და გამტკიცებული, სიხარულით შეხვდეს განსაცდელებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2022, 08:37 PM

" - როგორ გავხდეთ უფრო მომთმენები?
- უპირველესად, უნდა ვიყოთ რეალისტები. ცხოვრებას რეალურად შევხედოთ. გვახსოვდეს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ისე სწრაფად არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. უნდა შევეგუოთ იმ ფაქტს, რომ დრო თავისი რიტმით მიდის და ჩვენ მას ვერ დავაჩქარებთ. ასე იწყება მოთმინებაზე მუშაობა".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2022, 07:50 PM

"უნდა დავუახლოვდეთ ღმერთს. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი მოთმინების გამომუშავება. ბიბლიის თანახმად, სულიერად მოწიფული ადამიანი უფრო ადვილად ავლენს მოთმინების სხვა მრავალ ისეთ მნიშვნელოვან თვისებასთან ერთად, როგორიცაა სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა და თავშეკავება. ბიბლიაში ვკითხულობთ: "ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას". ასე რომ, ვიკითხოთ ბიბლია და ვისწავლოთ, როგორ გავხდეთ მომთმენები".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2022, 08:03 PM

"საკუთარ ნაკლოვანებებთან ბრძოლა ჩვენი ხვედრია მიწაზე, გონიერება და დათმენა კი უპირველესი სათნოებები!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2022, 05:40 PM

"მზად იყავი უფრო მეტი დაითმინო, ვიდრე სურს მას, ვინც გაწყენინა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 29 2022, 01:24 PM

"ჭეშმარიტი (ქრისტიანული) მოთმინება ისაა, რომ არა მხოლოდ შური იძიო, არამედ, არც გსურდეს შურისძიება, თუნდაც გული ამისაკენ გაქეზებდეს"

/წმ. ისიდორე პელუზიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 14 2022, 08:39 PM

"მოკრძალებასა და მოთმინებას მეტი ძალა აქვს, ვიდრე მრისხანებასა და წინააღმდეგობას; რბილი შალი ყველაზე მტკიცე ციხესიმაგრეზე მეტად ასუსტებს ზარბაზნის ყუმბარის ძალას"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2022, 02:09 PM

"მოთმინებაში განისწავლე მანამ, ვიდრე ამის საჭიროება დადგება, რათა საჭიროების შემთხვევაში ყველა იარაღი უკვე მზად გქონდეს!"

/წმ. ნილოს სინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2022, 07:08 PM

"მოუთმენელი ადამიანი ნებისმიერ შემთხვევაში ამრავლებს თავის მწუხარებას და სასოწარკვეთილებასთან ახლოს იმყოფება; მაგრამ ის, ვინც მწუხარებისას მოთმინებით აღიჭურვება, მოუთმენელზე ბევრად ახლოს იმყოფება ბედნიერ ცვლილებასთან და ბოროტებას ისე ძლიერ არ გრძნობს, რადგან არ დრტვინავს დ არ წუწუნებს ტანჯვა-წამებისას. ამიტომაც, რაც მეტი სიჩუმითა და მოთმინებით იტანს ადამიანი მწუხარებას, მით უფრო მწიფდება იგი და სრულიქმნება, და შესაბამისად, უფრო უახლოვდება გამოხნისა და გადარჩენის წუთს!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2022, 08:13 PM

"ლანძღვა-გინებისა და შეურაცხყოფის დათმენით ადამიანი უამრავი ცოდვისგან განიწმინდება, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი შეურაცხვყოთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 8 2022, 07:56 PM

"დედაჩემს არ ჰყოლია ცხოვრებაში მისაბაძი მაგალითი. თვითონ, ტკივილებსა და მწუხარებებში მოიპოვა მოთმინების უნარი. ასევე ბერი იოსების ცხოვრებაშიც ვხედავთ, რომ მწუხარებების დროს დიდი მოთმინება ჰქონდა. წმ. იოანე ოქროპირი იობ მრავალვნებულის შესახებ წერს, რომ მას ბევრი სათნოება ჰქონდა, მაგრამ ღმერთმა მისი დიდი მოთმინებისა და უდრტვინველობის გამო განადიდა იგი"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2022, 07:06 PM

"არც ერთ წმინდანს არ უთხოვია ღვთისგან განსაცდელისგან განთავისუფლება, არამედ ითხოვდნენ მოთმინებას განსაცდელის დასათმენად. თუკი დაითმენ, სასყიდელიც გექნება ზეცაში, ხოლო თუ ვერ დაითმენ, ვერაფერსაც ვერ მიიღებ"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 9 2022, 09:08 PM

"მაშ, დაე ადამიანი ნურასოდეს ჩავარდება უმედობაში, ნუ მიეცემა სასოწარკვეთილებას ამა თუ იმ განსაცდელში. იმიტომ, რომ არ იცი უფლის ნება რომელია. როცა ჩაწვდები უფლის ნებას, მაშინ დათმენასაც ახერხებ. მაგრამ ღვთის ნება ყოველთვის ტკბილი როდია, არამედ ზოგჯერ მწერაცაა. "სასუმელი, რომელი მომცა მე მამამან, არა შევსუაა იგი?" ასეა. ჯვარცმის შემდეგ მოვიდა აღდგომა. "აჰა ესერა, ჯუარისა მიერ სიხარული ყოვლისა სოფლისა."

იოანე ოქროპირი იობ მრავალვნებულს იმისთვის კი არ ასხამს ხოტბას, რომ სტუმართმოყვარე, მოწყალე და მლოცვლი იყო, არამედ იმ განსაცდელებისა და სნეულების დათმენისათვის, რომლებიც მას უფლის დაშვებით შეემთხვა. "მოთმინებაა იობისი გასმიეს". თან როგორი სნეულება ჰქონდა; სულ ჩირქი სდიოდა და აუტანელი სუნი ჰქონდა"

/ღირსი ეფრემ კატუნაკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2022, 08:08 PM

"როცა სულიერად უძლური ადამიანი ავადმყოფობისა და განსაცდელების დროს მოთმინებას შეიძენს, მაშინ მიხვდება, რომ ღმერთმა მოხედა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 15 2022, 05:50 PM

"ოდესღაც ვისურვე, გამომეცადა ის [აბბა ფილიმონი], რამდენი დღე არ ვაძლევდი საზრდოს, ის კი არაფერს მეუბნებოდა. ბოლოს დავეცი მუხლებზე და ვუთხარი: "ქმენი სიკეთე, მამაო, და მითხარი: არ გეწყინა, პურის მოცემა რომ შეგიწყვიტე?" მან თქვა: "მომიტევე, ძმაო, თუნდაც ოცი დღე არ მომცე პური საჭმელად, მე შენ არ მოგთხოვ მას, რადგან რამდენსაც სულით ვითმენ, ვითმენ ხორცითაც". ასე იყო დაკავებული ჭეშმარიტი მადლის ჭვრეტით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2022, 09:27 PM

"საბრალო და წყეულია ის, ვისაც მოთმინება არ შეუძლია. მას ატორტმანებს ქარი, ვერ აუტანია წყენა, მწუხარებაში სულმოკლეობს, შენიშვნებზე ბუზღუნებს, მორჩილების ნაცვლად ურჩობს, სიტყვის შებრუნება ახასიათებს, ლოცვა ეზარება, დავისკენ მიდრეკილია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2022, 09:50 PM

"მოთმინებით აჭურვილნი ბევრ მწუხარებას აიტანენ. მომთმენი ყოველგვარ სათნოებას აღწევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2022, 08:38 PM

"უნდა ვიაროთ ჯვარცმის გზით, ამ გზაზე ვატაროთ საკუთარი ჯვარი, რამდენი რამის მოთმენა გვჭირდება! ჩვენ ხან საკუთარ ავადმყოფობას ვითმენთ, ხან უძლურებას, ხან - ახლობლებისა. უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის ატანა, სხვების ატანა. ყოველივე ეს - ჯვარია, რომელიც გვზრდის ცათა სასუფევლისთვის, მარადიული ცხოვრებისთვის, მარადიული სიხარულისთვის"

/არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2022, 12:46 PM

"მოთმინებით აღიჭურვე და ვნებებისა და ზრახვების ქარცეცხლში უვნებლად გახვალ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 6 2023, 07:01 PM

"ვისაც ლოცვისა და მოთმინების გარეშე სურს ცდუნებათა დამარცხება, კი არ აიცდენს მათ, არამედ კიდევ უფრო გაიხლართება მათში"

/წმ. მარკოზ განშორებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2023, 09:07 PM

"განსაცდელებისაგან ერთადერთი თავშესაფარი - მოთმინება არსებობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2023, 08:34 PM

"ყველაზე კარგი საშუალება, რომ წინ აღუდგე ტანჯვას - არის მოთმინება"

/ღირსი სილუან ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2023, 04:03 PM

"თუ ადამიანი ითმენს, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, ღმერთი ყველაფერს აწესრიგებს, მთავარია მოთმინება, მოთმინება, რომელიც განკითხვას არ შეიცავს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 19 2023, 08:28 PM

"ჩვენ უკვე ღვთის მოთმინების საზღვრებს გადავაბიჯეთ"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2023, 08:34 PM

"თუ გინდა სულით განსვენება, მოთმინების საყდარი აღაშენე გულსა შინა შენსა და მას შინა უგალობდი: "თმენით დაუთმე უფალსა და მოხედნა"

/წმ. ალექსი შუშანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 12 2023, 08:58 PM

"ამიტომაც უშვებს ღმერთი ჩვენზე განსაცდელს, რომ გამოიცადოს ჩვენი მონდომება და სიყვარული მის მიმართ. ამიტომ, საჭიროა მოთმინება, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ იღვაწებს, ვერ ისწავლის რაიმე სულიერს, ვერ მიაღწევს სათნოებისა და სრულყოფილების საზომს"

/წმ. იოსებ ისიქასტი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 20 2023, 08:50 PM

"ვინც მოთმინებას მიაღწევს, აუცილებლად განდევნის მოწყენილობას. ვინც ჭეშმარიტ მოთმინებას მიაღწევს, მას ეშმაკის ვერანაირი ბრძოლა ვერაფერს ავნებს. მოთმინება ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი გონებიდანაც კი განაგდებს უკეთურ აზრებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 03:49 PM

"მომთმენი მუშაკი არ ეცემა; მაგრამ თუ დაეცა, დაცემითაც გაიმარჯვებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2023, 04:18 PM

"როგორ უნდა მოვიპოვოთ მოთმინება? - მოთმინების მოპოვება ხდება ღვთის სასოებით და ცოდვების ჭეშმარიტად გამოგლოვებით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2023, 05:09 PM

"მოთმინება ყველაფრის ღმერთზე მინდობა და მისი გადაწყვეტილების მოლოდინი - არის ჩვენი ცხოვრების საუკეთესო ხელმძღვანელი"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 5 2023, 09:37 PM

"მწუხარებას შველის ლოცვა და მოთმინება"

/ღირსი იოანე ბალაამელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2023, 12:25 PM

"გულნი - კი დიდი მოთმინებისთვის გამზადებულნი!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2023, 03:19 PM

"კარგი სათნოება არის მოთმინება. მოთმინებით ადამიანი თავის სულს აცხონებს, მაგრამ სად შეგიძლია შენ მიეჩვიო და აღასრულო იგი ისე, როგორც შენს სახლში? აქ ყოველდღე და ყოველ წამს შენ უნდა იქცეოდე მოთმინებით და სულგრძელად. როდესაც ადამიანები ერთი მეორის სიახლოვეს ცხოვრობენ, თუ ერთმა მეორეს ნაკლოვანებები და შეცდომები არ დაუთმო და არ მოითმინა, ვერ გაძლებენ ერთად"

/წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 7 2023, 07:48 PM

"ძალიან დიდი რამეა, დიდი სათნოებაა მოთმინება. ქრისტემ თქვა: "მოთმინებითა თქუენითა მოიპოვეთ სულნი თქუენნი". მოთმინება არის სიყვარული, და სიყვარულის გარეშე შეუძლებელია, მოთმინება გქონდეს"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2023, 01:32 PM

"ადამიანთა შორის მშვიდი ურთიერთობისთვის საჭიროა მოთმინება და უარყოფითი ემოციებისაგან თავშეკავება"

/ციცინო სუქნიძე, ბიოლოგიის დოქტორი, ნეირო-ფიზიოლოგი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2023, 07:12 PM

"... მწუხარებათა ჟამს მოთმინებით ცხონდა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2023, 06:56 PM

"მიზანი კი ერთია: აქ დავითმინოთ, ქრისტეს გულისთვის, ამ ხანმოკლე ცხოვრებაში და გადავსახლდეთ მარადისობაში!"

/ბერი ზოსიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 20 2023, 10:00 PM

"განიწმინდეთ გულნი თქუენნი და უფალს, მოთმინების ბოძება ევედრეთ, რათა ამ სათნოებით აღჭურვილნი შემოქმედმა იმ გზაზე განგამტკიცოთ, რომელიც სასუფეველში მიგიყვანთ".

/ღირსი ამბროსი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2023, 05:40 PM

"მცირედ მოითმინე! აი, სულ ახლოსაა დასასრული და გვირგვინები"

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2023, 07:29 PM

"მართლმადიდებლური შეგონება გულისხმობს მას, რომ როგორც არ უნდა გაგიჭირდეს, საჭიროა მოითმინო, არ აყვე მძიმე განცდებს და გახსოვდეს, რაოდენ ძნელი გასაგებიც არ უნდა იყოს, ყველაფერი რაც ტკივილს გვანიჭებს, უფლის დაშვებითაა და ჩვენთვის სიკეთის მომტანია"

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2024, 06:40 PM

"ღვთის მიერ ადამიანების ცხონება მათსავე მოთმინებაზეა დამოკიდებული. "რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხონდეს". ამბობს სახარება. ღმერთი სირთულეებს, სხვადასხვაგვარ განსაცდელებს აძლევს ადამიანს, რათა მან მოთმინება გამოავლინოს"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 4 2024, 04:30 PM

"მეუფის [შიო მუჯირი] თქმით, ყველაზე მთავარი, რაც ადამიანმა უნდა მოიპოვოს ამ ცხოვრების განმავლობაში, არის მოთმინება და სიმდაბლე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 6 2024, 04:49 PM

"დადუმდი და მოითმინე იესოს დარად"

/ეპისკოპოსი პლატონ კოსტრომელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 29 2024, 07:08 PM

"საერთოდ, ოჯახში დიდი მოთმინება გმართებს. მეუღლეებს ძალიან ბევრი რამ აქვთ ერთმანეთისგან დასათმენი"

/ღირსი ამბროსი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2024, 02:26 PM

"მოთმინება სხვა მიზეზითაც არის საჭირო. იესოს ლოცვის ღვაწლში ადამიანს აქვს პერიოდი, როცა მის წინაშე მისი ცოდვები იხსნება, როგორც ფანარს უშვებენ ბნელ სარდაფში და იქ სხვადასხვა გველებსა და უწმინდურებს, სიბინძურეს ხედავს... ადამიანი ხედავს ამ ყველაფერს თავის თავში და გაოგნებულია: "ნუთუ ეს მე ვარ? ვის შეუძლია ამ სიბინძურის სათავსოდან - ჩემი გულიდან ტაძარი შექმნას?" და ლოცვის ნათელი რაც მეტად ასხივოსნებს მის გულს, მით უფრო ნათლად აცნობიერებს საკუთარი სულის სავალალო მდგომარეობას. აქაც მოთმინებაა საჭირო, რათა დაითმინო ხედვა საკუთარი თავისა"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2024, 08:46 PM

"მოთმინება სრულყოფილებამდე მიგვიყვანს"

/წმიდა ლუკა (ვოინო-იასენეცკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2024, 04:54 PM

"ზემოდან მოთმინების ნიჭის მიღების შემდეგ ყურადღებით იფხიზლე, რათა შეინარჩუნო, შენთან შეაკავო ღვთის მადლი. თორემ ცოდვა აუცილებლად შემოიპარება სულში ან სხეულში და ჩვენგან ღვთის მადლს განდევნის.

ხოლო, თუკი დაუდევრობითა და გაფანტულობით შენში ცოდვას შემოუშვებ, განსაკუთრებით, იმას, რომლისადმიც ჩვენი უძლური ხორცია ასე მიდრეკილია, რომელიც სხეულსაც და სულსაც ბილწავს, მაშინ მადლი შენგან უკან დაიხევს, მარტოს დაგტოვებს, შიშველს. მაშინ მწუხარება, რომელიც შენზე დაშვებულია შენი ხსნისა და სრულყოფისათვის, მძიმედ დაგაწვება, გაგსრესს დარდით, გულგატეხილობით, სასოწარკვეთილებით, როგორც ღვთის მადლის მქონეს, რომელსაც ნიჭისადმი სათანადო მოწიწება არა აქვს. იჩქარე, რომ გულწრფელი და მტკიცე სინანულით გულს სიწმინდე დაუბრუნო, ხოლო სიწმინდით - მოთმინების ნიჭი, იმიტომ, რომ იგი, როგორც სულიწმმიდის ნიჭი, მხოლოდ წმინდებდში ივანებს"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 19 2024, 08:41 PM

"შენი მოთმინება არ უნდა იყოს გაუცნობიერებელი, ანუ უსიხარულო, არამედ გულისხმისყოფით იმისა, რომ ღმერთი ყველა შენს საქმეს მოიხილავს, შენს სულს ხედავს, როგორც ჩვენ ვუყურებთ სახეში საყვარელ ადამიანს... გიცქერს და გცდის: როგორი იქნები განსაცდელისას? თუკი დაითმენ, მისი საყვარელი იქნები, ხოლო თუ ვერ დაითმენ და იწუწუნებ, მაგრამ მოინანიებ, ... მაინც იქნები მისი საყვარელი"

/ღირსი ანატოლი ("უფროსი")/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2024, 07:21 PM

"მოთმინება არის შეუწყვეტელი სულგრძელობა"

/ღირსი ნიკონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2024, 08:09 PM

"ითმენდა მოსე, ითმენდა ელისე, ითმენდა ელია, - დავითმენ მეც"

/ღირსი ამბროსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2024, 05:41 PM

"მამაო! მასწავლე დათმენა", - მიმართა ერთმა დამ. "ისწავლე, - უპასუხა ბერმა, - და დაიწყე იმ უსიამოვნებათა დათმენით, რაც ახლა გაქვს და რაც მომავალში შეგხვდება". "ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება არ აღვშფოთდე შეურაცხყოფებითა და უსამართლოებებით?" ბერის პასუხი: "თავად იყავი სამართლიანი და არავინ შეურაცხყო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2024, 12:52 PM

"მოთმინება ყველა განდეგილის ცრემლით გაჟღენთილი სამეფო კვართია"

/კლიმენტი ალექსანდრიელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2024, 08:36 PM

"მოთმინებით საკუთარი სულების მოპოვება ძალგიძთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2024, 08:36 PM

"მოთმინებით საკუთარი სულების მოპოვება ძალგიძთ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2024, 08:14 PM

"ვის შეუძლია, ოდნავ მაინც უფალს შეედაროს მოთმინებით, რომლითაც ის დედამიწაზე ტანჯვას იტანდა, ისევე, როგორც მისი ყოვლადწმიდა დედა?!"

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2024, 06:46 PM

"მცირეოდენი მოთმინებით, რომელსაც ადამიანი გამოიჩენს რთულ ვითარებაში, მან შეიძლება მოიხეჭოს ღვთაებრივი მადლი. ქრისტემ არ მოგვცა ჩვენი გადარჩენის სხვა გზა, გარდა მოთმინებისა. ადამიანის ცხონება მან დააფუძნა მოთმინებაზე"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2024, 04:07 PM

"განსაცდელები, რომლებსაც სიბრძნისკენ მივყავართ, მოთმინებასაც გვასწავლიან, რამეთუ მოთმინება - ეს სიბრძნისმოყვარეობის ღვიძლი დაა"

/წმ. ნექტარიოს პენტაპოლელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 27 2024, 09:00 PM

"სწორედ მოთმინება აძლევს ბრძენ ქრისტიანს იმის ძალას, რომ არა მხოლოდ არ დაემონოს ბოროტებას, გამხნევებული და გამტკიცებული, სიხარულით შეხვდეს განსაცდელებს"

/წმ. ნექტარიოს პენტაპოლელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2024, 03:49 PM

"საჭიროა მოთმინება ყველა უხილავი ბრძოლის სულგრძელად გადასატანად"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2024, 07:13 PM

"ამდენად ნეტარია ის, ვისაც მოთმინება გააჩნია (ანუ შეუძლია მწუხარების გადატანა), მას ვერ დაამარცხებს ის საცდური, რომლითაც იგი შეჰყავთ განსაცდელში (ანუ ნეტარია ის, ვისაც განსაცდელი ვერ ამარცხებს); ის კი, ვისაც შეჰყავს ადამიანი განსაცდელში (ანუ ადამიანს აყენებს დარტყმას), ემსგავსება იმ გაწაფულ გამომცდელს, რომელიც ახერხებს უცოდველი ადამიანის ცდუნებას"

/ღირსი ნილოს ათონელი, მირონმდინარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2024, 08:57 PM

"შენ მომანიჭე ასეთი უსასტიკესი ჭირთათმენის უნარი, უფალო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2024, 05:06 PM

"ქრისტიანს, რომელსაც სურს ღმერთს აამოს, ყველაზე მეტად მოთმინება და ღვთის მტკიცე იმედი სჭირდება"

/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 13 2024, 06:12 PM

"გსურს გამოუსვლელად იმყოფებოდე მოთმინების წმინდა სახლში? - საკვები მოიმარაგე, რომელიც აუცილებელია ასეთი ყოფნისათვის: მოიხვეჭე და გაამრავლე შენში თავმდაბლობის ფიქრები და შეგრძნებები"

/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)