თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ ”ერთობილნი სვანნი” რუსიფიკატორობის წინააღმდეგ

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Mar 26 2007, 12:58 PM

”ერთობილნი სვანნი” საქართველოში რუსიფიკატორული პოლიტიკის წინააღმდეგ

დეკანოზი იოანე მარგიანი


დეკანოზი იოანე (ივანე მარგიანი) მიეკუთვნება ქართველ სასულიერო პირთა იმ სახელოვან პლეადას, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართული ღვთისმსახურების აღდგენისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღორძინების საქმეში. სვანეთის სამღვდელოება (მამა გიორგი მარგიანი, მამა ლაზარე დადვანი, დეკანოზი ბესარიონ ნიჟარაძე, მამა გიორგი პირველი, დეკანოზი იოანე მარგიანი...) XIX ს-ის 60-70-იანი წლებიდან გაბრიელ ეპისკოპოსისა და ილია ჭავჭავაძის გვერდით აქტიურად იბრძვის ქართველი ერის ინტერესების დასაცავად.

ცხადია, სვანი სასულიერო პირები ძველთაგანვე ერისა და ქვეყნის სამსახურში იდგნენ. წერილობითი წყაროებით ცნობილია სვანეთში ან საქართველოს სხვა მხარეებსა თუ უცხოეთის ქართულ სამონასტრო კოლონიებში მოღვაწე სვანი სასულიერო პირებისა და მწიგნობრების სახელები (გ. გასვიანი, 1973; ვ. სილოგავა, 1986), რომლებიც სხვა მოღვაწეებთან ერთად ქმნიდნენ ზოგადქართულ კულტურას (ტ. ფუტკარაძე, 2005). ხოლო დღეს უკვე აღიარებული დაკვირვება, რომ ”ქრისტიანობა ქართველობის ტოლფასი კატეგორია იყო და ქრისტიანობაზე ზრუნვა ქართველობის შენარჩუნებისათვის ზრუნვას უდრიდა” (ა. ჯაფარიძე, 1999, გვ. 319) - ლაიტმოტივად გასდევს შუა საუკუნეების სვანეთში შექმნილ დოკუმენტებს. ამ საბუთებით (”დაწერილი ქვეყნის სამაგრობელი”, ”წიგნი და ნიშანი ხევის ერთპირობისა”, ”დაწერილი სვანეთის ერთობილი ხევის ერთობისა და გაუყრელობისა”...) მკაფიოდ იკვეთება სვანის ზოგადქართული მენტალობის უმთავრესი მახასიათებლები: ერთგულება დედა-სამშობლოსა და დედა-ეკლესიისადმი. პრინციპული დამოკიდებულება ამ ორი უმნიშვნელოვანესი ფასეულობისადმი განსაკუთრებით აქტუალური ქვეყნის ძნელბედობის ჟამს ხდება: დეცენტრალიზაციის დაწყებისა და ქვეყნის სამეფო-სამთავროებად დაყოფის პროცესს სვანეთის საზოგადოება საოცარი მამულიშვილური მუხტით ანთებულ ლოცვას აგებებს: ”წმ. მთავარანგელოზო მუხერისაო... ადიდენ მეფენი ბაგრატონიანნი... და ერთობილი საქართველო და ერთობილნი სვანნი” - ვკითხულობთ XIV ს-ის ერთ-ერთ ხატზე. ხატის წარწერაში გაცხადებული ზნეობრივი კრედო სვანეთის ტრადიციული საზოგადოების მენტალობის მასაზრდოებელი წყაროა მთელი გვიანი შუა საუკუნეების მანძილზეც, XIX საუკუნეში კი ამ იდეის ამღორძინებლად სწორედ ზემოთ დასახელებული სასულიერო პირები გვევლინებიან და მათ შორის განსაკუთრებული ადგილი დეკანოზ იოანეს (ივანე მარგიანს) უკავია....

ნაშრომის ავტორი: როზეტა გუჯეჯიანი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი

სტატია მთლიანად(დეკანოზის სურათითურთ) იხილეთ:
http://madli.org/index.php?act=ST&f=5&t=303&st=0#entry4430

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)