თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ კირიონII-ის სიტყვა ქართული უნივერსიტეტის გახსნისას

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Sep 19 2006, 10:17 AM

კირიონII-ის სიტყვა ქართული უნივერსიტეტის გახსნისას

წმინდა მღვდელმოწამე პატრიარქმა კირიონ II-ემ მონაწილეობა მიიღო 1918წ. 26 იანვარს ქართული უნივერსიტეტის გახსნაში - მის პატივსაცემად ქართული გიმნაზიის ეკლესიაში ლიტურგია გადაიხადა, შემდეგ კი პატრიოტული სულისკვეთებით და დიდი ეროვნული შეგნებით გამსჭვალული სიტყვა წარმოსთქვა:

"ახლა თქვენს ხელშია, ბატონო პროფესორნო, ბედ-იღბალი ამ მაღალი სამეცნიერო ტაძრისა. ჩვენი გული ივსება სიხარულით, რომ სიბრძნეს, რომელიც დაუსრულებელია, ვნერგავთ ამიერიდან ჩვენს ხალხში, ამ დღესაც მოვესწარით, რომ ქართულ უნივერსიტეტს ვხსნით... ლტოლვილებამ სინათლისადმი, ცოდნის წყურვილმა და ჭეშმარიტმა სიყვარულმა შეჰკრიბა დღეს აქ აუარებელი ხალხი.

კაცი შექმნილია სინათლისათვის და თვით ბუნებისგან ჩანერგილია მასში ღვთიური ნიჭი - ძიება ჭეშმარიტებისა, რომელიც ჰქმნის კაცს თავისუფლად. გილოცავთ ჩვენი პირველი უნივერსიტეტის ხელმძღვანელნო და ვისურვებ ჩვენი საზოგადო საქმის წარმატებას საკეთილდღეოდ ჩვენი ერისა.

განათლებით ირჩევა კაცი კაცისაგან. იგი ფასდაუდებელი საუნჯეა, რომლის შეძენას ბევრი დრო, მოთმინება და ცდა უნდა".

წყარო: ივანე ჯავახიშვილი. ენციკლოპედიური ლექსიკონი; თსუ-ს გამომცემლობა 2002 წელი, გვერდი 396.

პოსტის ავტორი: Solomonia თარიღი: Sep 20 2006, 01:41 PM

ციტატა(Georg @ Sep 19 2006, 11:17 AM) *

ძალიან შთამბეჭდავი სიტყვაა. ჩემი აზრით, სრულიად ლოგიკური იქნეობოდა ამის განთავსება განყოფილებაში ”მორწმუნეთა სავალი გზა”.

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Sep 21 2006, 07:34 PM

ციტატა
ძალიან შთამბეჭდავი სიტყვაა. ჩემი აზრით, სრულიად ლოგიკური იქნეობოდა ამის განთავსება განყოფილებაში ”მორწმუნეთა სავალი გზა”.

გეთანხმებით და ვფიქრობ, რომ ეს სიტკვა უნივერსიტეტის ფასადზე უნდა ამოგვეკვეთა!

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)