თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ საზოგადოებაში არსებული აგრესიის მიზეზები

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Oct 5 2007, 03:18 AM

საზოგადოებაში არსებული აგრესიის მიზეზების საღვთისმეტყველო გააზრება

დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

...
მოყვასისადმი აგესია ბოროტებაა და იგი მარტო ქართული საზოგადოების საწუხარი არ არის. ამ მხრივ დღეს მთელ მსოფლიოს, არა მარტო ისლამურ აღმოსავლეთს, არამედ "ქრისტიანულ" დასავლეთსაც უჭირს. ამას მრავალი გარე, თავსმოხვეული, ობიექტური, მაგრამ ასევე შინაგანი ობიექტური მიზეზები აქვს. რა თქმა უნდა, არსებობს სუბიექტური მიზეზებიც.

სუბიექტურ მიზეზთა შორის უმთავრესი საზოგადოებისა და ხელისუფალთა მიერ იმ ჭეშმარიტების ნებით თუ უნებლიეთ უარყოფაა, რომელიც ღაღადებს: არის ღმერთი !!! მან შექმნა და განაგებს სამყაროს და აქვს საკუთარი გეგმა არა უბრალოდ სამყაროსადმი, არამედ უპირველესად ადამიანისადმი. ამ საკითხების უგულებელყოფა სამყაროში და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანებში იწვევს მთელ რიგ დამახინჯებებს, რომლებიც საზოგადოებაში არსებული აგრესიის გარე და შინაგან ობიექტურ მიზეზებად იქცევიან. ხოლო ეს შინაგანი ობიექტური მიზეზები ისეთია, რომ ადამიანთა მხრიდან ძალისხმევის მიუხედავად, მათი მოშორება ვერ ხერხდება.

ამგვარ მიზეზთა წყარო ადამიანის დაცემული, დაზიანებული, ანუ ღმერთს დაცილებული ბუნებაა და ამგვარი ყოფა თავად ადამიანის არჩევანია(ადამის მიერ ღვთის შეგნებული უარყოფა). ამ დაცემულობის, ღვთისაგან დაშორებულობის გამო ადამიანის სულში ისეთი პროცესები მიმდინარეობს, რომლებიც გარეგან იურიდიულ ნორმებს და სახელმწიფო სამართალს არ ექვემდებარებიან. მაგრამ სწორედ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა განაპირობებს მის ქცევას საზოგადოებაში. თუ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა კეთილია, მისი გარეგანიც კეთილია; ხოლო თუ შინაგანი მდგომარეობა უკეთურია, გარეგანიც შესაბამისი იქნება; და ამ შემთხვევაში ადამიანზე ზემოქმედების ყოველი გარე სამართლებრივი საშუალებანი უძლური და უშედეგო იქნება.

სახელმწიფო, სამოქალაქო სამართალი ვერ დაინახავს და ვერც აუკრძალავს ადამიანს სიამაყეს, შურს, ეგოიზმს, ანგარებას, არაწმიდა ცხოვრებას... დიახ, ადამიანი ამგვარია, ასეთად რჩება და ეს მისი შინაგანი ობიექტური მდგომარეობაა, რომელსაც ვერც თავად ადამიანი და ვერც ვერანაირი თანამედროვე განათლების სისტემა ვერ შეცვლის.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მარადიული, უსასრულო განვითარებისათვის შექმნილი ადამიანი, ვერ ხედავს რა თავის უკვდავებას(ეს სუბიექტური მიზეზია, რამეთუ ადამიანი თავისი ნებით იბრმავებს თავს), გამოკეტილია სამგანზომილებიან სივრცეში, სადაც ყოველივე წარმავალია.

ეს სამყარო არ არის გათვლილი სრულყოფილი ბედნიერებისათვის. მას(ამ სოფელს) ღვთისაგან სულ სხვა დანიშნულება აქვს მინიჭებული, მაგრამ ღმერთს დაცილებული ადამიანი ამ სამ განზომილებაში არარსებულს ჯიუტად ეძებს... და ვერ პოულობს.

ცრუ, არარსებულ ბედნიერებას გამოდევნებული, სიამაყით, შურით, ეგოიზმით, ანგარებით, არაწმინდებით აღვსებული ადამიანი სხვა ადამიანს, უკეთეს შემთხვევაში, მომხმარებლურად უყურებს, ხოლო უარეს შემთხვევაში, საკუთარი ბედნიერებისთვის ხელის შემშლელად, ღირსების შემლახველად, ანუ მტრად. ასე ჩნდება უფლის მიერ მკვლელობის ცოდვას გატოლებული, ადამიანისადმი მიმართული მრისხანების ცოდვა, რომელიც ხშირად გარეგან აგრესიაში იღვრება.

ე.ი. მეტად არასახარბიელო სურათია: სამ განზომილებაში(ამ სამყაროში) გამოკეტილი, ერთმანეთისადმი მომხმარებლურად განწყობილი და დროის სწრაფი დინების გამო სასოწარკვეთილი საზოგადოება უსიყვარულობას ურთიერთაგრესიაში ავლენს. და რადგან ადამიანს არ შეუძლია შეცვალოს ყოველივე ამის ობიექტური მიზეზები(ამ სამყაროს შემოსაზღვრულობა და შინაგანი დაცემულობა, ანუ ღმერთს დაცილებულობა), მდგომარეობა გამოუვალია ... მაგრამ...

მაგრამ ადამიანი არ არის მხოლოდ ფიზიოლოგიური არსება. იგი, უპირველესად, ღვთის ხატია. ანუ მან(ადამიანმა) უნდა გააცნობიეროს, რომ არის ღმერთი, სამყაროს ყოვლისშემძლე შემოქმედი, რომელსაც ძალუძს თავისი დაცემული ხატის უიმედო მდგომარეობიდან გამოყვანა. უფალმა ყველაფერი გააკეთა ადამიანის გადარჩენისათვის: იგი მოვიდა ადამიანად, ჩვენთვის იღვაწა და ამაღლების(ანუ ადამიანური ბუნების ამ სამყაროს ტყვეობიდან გაყვანის და ღვთაებრივ წიაღში შეყვანის, განღმრთობის) შემდგომ თავის საქმის გამგრძელებლად ეკლესია დაგვიტოვა.

ეკლესიას(რომელიც ღვთისაგან უფლებამოსილი ორგანიზმია) ხელეწიფება როგორც მთელი სამყაროს, ისე ჩვენი საზოგადოების გათავისუფლება არა მარტო აგრესიის, არამედ ყველა ცოდვისაგან.

ამისათვის ეკლესია თავისი მადლმოსილებით ყოველ კონკრეტულ ადამიანს განწმენდს შინაგანად. ე.ი. ეკლესია წმენდს, აჯანსაღებს თითოეულ ადამიანს, ხოლო განახლებულ ადამიანთა ერთობა ჯანსაღ საზოგადოებას ქმნის.

ადამიანმა, საზოგადოებამ უნდა დაინახოს თავისი გასაჭირი და ეკლესიას, როგორც ერთადერთ მკურნალს, სახელმწიფოში მოქმედების შესაძლებლობა მისცეს.

ეკლესიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, იმოქმედოს, იღვაწოს ყველგან, სადაც სახელმწიფო აღმზრდელობით მუშაობას ეწევა(ან უნდა ეწეოდეს). კერძოდ: საგანმანათლებლო, პენიტენციალურ სისტემებში, ძალოვან სტრუქტურებში, საკანონმდებლო ორგანოში...

სხვაგვარად საზოგადოება ვერ გაჯანსაღდება, მდგომარეობა არ გამოსწორდება; მეტიც, იგი(მდგომარეობა) გამოუვალია...

ქრისტეს ეკლესია ღვთაებრივი ენერგიის მატარებელია, იგი მუდმივ მოქმედებაშია, ღვთის სიტყვას ანუ ჭეშმარიტებას ახმოვანებს...

"ვისაც ყური აქვს სასმენლად, ისმინოს..."

მართლმადიდებლური ჟურნალი "კარიბჭე"
№ 15(76) 26 ივლისი - 8 აგვისტო; გვერდი 46.

პოსტის ავტორი: Homo Faber თარიღი: Oct 5 2007, 04:32 AM

shota_shotadze

ამაზე დიდი ბოდვა არ წამიკითხავს, დავიღალე ამდენი ეს არის ასე ეს არის ისეს მოსმენით ვინმემ დასვით საკითხხი ასე თუ რატომ არის ეს ასე და ან რატომ ისე, ამდენი ქოფირაითი აღარ ამოვიდა ყელში? აბსოლიტური უმრავლესობა დღეს გამოქვეყნებული ნაშრომების თუ სტატიების თუ კვლევების თუ ა.შ. არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ეს იმიტომ, არ პასუხობს იმ კითხვებს რომლებიც მის გარშემო შეიძლება გაჩნდეს... smile.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Oct 5 2007, 10:04 AM

ციტატა
ამაზე დიდი ბოდვა არ წამიკითხავს, დავიღალე ამდენი ეს არის ასე ეს არის ისეს მოსმენით ვინმემ დასვით საკითხხი ასე თუ რატომ არის ეს ასე და ან რატომ ისე, ამდენი ქოფირაითი აღარ ამოვიდა ყელში? აბსოლიტური უმრავლესობა დღეს გამოქვეყნებული ნაშრომების თუ სტატიების თუ კვლევების თუ ა.შ. არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ეს იმიტომ, არ პასუხობს იმ კითხვებს რომლებიც მის გარშემო შეიძლება გაჩნდეს...

თეოდორე გიგნაძესნაირი ჭკვიანი და ღრმად მოაზროვნე კაცი თითზე ჩამოსათვლელია ვინც მე შემხვედრია, აქ რა წერია ეგ რომ გაიგო მანამდე ბევრი რამე უნდა გქონდეს წაკითხული და გაგებული, ყველასთვის არ წერია ეს...

ზრდილობა იხმარე წერისას, ბოდვა რომელი ნაწერია მაგას ყველა წაიკიტხავს

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Oct 5 2007, 10:54 AM

Homo Faber

ციტატა
ამაზე დიდი ბოდვა არ წამიკითხავს, დავიღალე ამდენი ეს არის ასე ეს არის ისეს მოსმენით ვინმემ დასვით საკითხხი ასე თუ რატომ არის ეს ასე და ან რატომ ისე, ამდენი ქოფირაითი აღარ ამოვიდა ყელში? აბსოლიტური უმრავლესობა დღეს გამოქვეყნებული ნაშრომების თუ სტატიების თუ კვლევების თუ ა.შ. არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ეს იმიტომ, არ პასუხობს იმ კითხვებს რომლებიც მის გარშემო შეიძლება გაჩნდეს...

მამა თეოდორე გიგნაზე არაჩვეულებრივი პიროვნებაა და საკმაოდ განათლებული და კარგად მოაზროვნე. ამიტომ არ გაქვს მასზე იმის თქმის უფლება რომ "ბოდავს". თან გაითვალისწინე რომ ის სასულიერო პირია.

თუ უკეთესი რამის თქმა შენ შეგიძლია გისმენთ...

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Oct 5 2007, 11:49 AM

Homo Faber
ამისთვის წესების მიხედვით გაფრთხილება მინიმუმ გეკუთვნის smile.gifგაითვალისწინე აწი

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 5 2007, 12:33 PM

Homo Faber
შემთხვევით ხომ არ გავიწყდება, რომ მართლმადიდებლური ფორუმზე ხარ?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 5 2007, 12:36 PM

ციტატა
ამაზე დიდი ბოდვა არ წამიკითხავს

არგუმენტები ვერ დავინახე, რამაც თავის მხრივ შენი პოსტი აქცია უზარმაზარ ბოდვად... yes.gif

თავს სულელურ მდგომარეობაშI ნუღა ჩაიგდებ....

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Oct 5 2007, 12:48 PM

Homo Faber
სამწუხაროდ შენ ბოდავ mad.gif

პოსტის ავტორი: ვალერი თარიღი: Oct 5 2007, 01:16 PM

ძალიან საინტერესო ნააზრევია. ასეთ ნაშრომს არ შეიძლება ბოდვა ეწოდოს. მე ძალიან მიყვარს მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები, რომელსაც რადიო ივერიის საშუალებით ხშირად ვუსმენ ხოლმე. მამა თეოდორე ყოველთვის ამახვილებს ყურადღებას ისეთ თემებზე, რომლებიც დღევანდელ პრობლემებს ეხება და ცდილობს ჩვენც დაგვანახოს ისინი, რათა ერთობლივად აღმოვფხვრათ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2007, 01:28 PM

ციტატა(shota_shotadze @ Oct 5 2007, 03:18 AM) *

ეკლესიას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, იმოქმედოს, იღვაწოს ყველგან, სადაც სახელმწიფო აღმზრდელობით მუშაობას ეწევა(ან უნდა ეწეოდეს). კერძოდ: საგანმანათლებლო, პენიტენციალურ სისტემებში, ძალოვან სტრუქტურებში, საკანონმდებლო ორგანოში...

სრული ჭეშმარიტებაა, მაგრამ რა ქნას ეკლესიამ როცა მაგალითად სკოლებში, ბოროტ ძალთა გამოისობით, აღარ ისწავლება რელიგია, უქმდება სალოცავები.. ხატი მხოლოდ უბრალო ატრიბუტადაა ჩათვლილი და მხოლოდ ღონიძიების შემთხვევაში უნდა იქნას სკოლაში შეტანილი.. მალე ალბათ ბავშვებს აუკრძალავენ ყელზე ჯვრის ტარებას..

რა ქნას ეკლესიამ როცა ასე ებრძვიან?? sad.gif რა ქნას როცა არ აძლევენ ამ ყველაფრის შესაძლებლობას რაც ზემოთაა ჩამოწერილი?

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 5 2007, 01:39 PM

ციტატა
საზოგადოებაში არსებული აგრესიის მიზეზების საღვთისმეტყველო გააზრება

საღვთისმეტყველო გაზრებით არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით ეს აგრესია იმის ბრალია რომ ჩვენ ერთმანეთს პატივს აღარ ვცემთ, გვინდა ყოველთვის ყველგან ყველაფერში გვეთანხმებოდნენ, აღარ ვითვალისწინებთ სხვის აზრს, ელემენტარული მოთმინება არ გაგვაჩნია.. sad.gif
ამ ბოლო დროს მოთმინება არც მე მყოფნის, როცა ვხედავ რომ რაღაც სისულელეს დააბრეხვებენ.. თან როგორს იცით? რაც აშკარად და თვალნათლივ ცხადია, რაც თეთრია, მაგრამ მაინც რო იძახიან შავიაო... ასეთ დროს სულგრძელი და მომთმენი უნდა იყო... მაგრამ მე აღარ შემიძლია, ალბათ გადავიღალე.... რა ბედნიერები არიან ისინი, ვინ მონასტერში მიდიან სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად... rolleyes.gif

პოსტის ავტორი: babykido1 თარიღი: Oct 5 2007, 02:53 PM

Homo Faber
ამ საქციელით შენ არა მამა თეოდორეს მიაყენე შეურაცხყოფა, არამედ ნებით თუ უნებლიეთ თავად ღმერთს შეეხე, იმიტომ რომ ეს არა უბრალოდ რიგითი პიროვნების აზრია, არამედ ეკლესიის (მის ერთგულ მსახურთა) პირით თავად ღვთის სიტყვა ითქმება. წმიდა წერილიდან შეგახსენებ ამის შესახებ:

"რამეთუ სახარება ჩვენი თქვენდა მომართ იყო არა მარტო სიტყვით, არამედ ძალით და სულით წმიდითა" (თეს. 1:5)

ამავე დროს, უფალი შეურაცხყოფილი ვერანაირად ვერ იქნება. ის თავად ღმერთია და უბრალოდ ვერ მიადგება შეურაცხყოფა. ამიტომ ყოველი ასეთი ადამიანი თავის თავს აყენებს შეურაცხყოფას.

ამდენს იმიტომ გიწერ, რომ იმედი მაქვს ეს გაუცნობიერებლად მოხდა და ჩაუღრმავდები. რათქმა უნდა არჩევანი შენია და არავინ გიზღუდავს. უფალი გულის კართან დგას და თავმდაბლურად რეკს.. ძალით მადლი არ არსებობს...

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Oct 5 2007, 03:04 PM

Homo Faber
მეგობარო,ისეთ ადამიანზე დაწერე ჩემი დაცვა მას არ ჭირდება და არც უნდა ვბედავდე,მაგრამ სანამ ასე ხელაღებით ვინმეზე ისაუბრებ, ჯერ გაიკითხ გამოიკითხე (თუ არ გსმენია მასზე) იქნებ ვინმე საპატივცემულო პირია?! თუ დაინტერესდები და გაეცნობი მის ქადაგებებს და ნარკვევ-ნაშრომებს ბევრ საინტერესოს და მანამდე გაუგონარს აღმოაჩენ!

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Oct 5 2007, 10:53 PM

ციტატა(Homo Faber @ Oct 5 2007, 04:32 AM) *

ამაზე დიდი ბოდვა არ წამიკითხავს, დავიღალე ამდენი ეს არის ასე ეს არის ისეს მოსმენით ვინმემ დასვით საკითხხი ასე თუ რატომ არის ეს ასე და ან რატომ ისე, ამდენი ქოფირაითი აღარ ამოვიდა ყელში? აბსოლიტური უმრავლესობა დღეს გამოქვეყნებული ნაშრომების თუ სტატიების თუ კვლევების თუ ა.შ. არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ეს იმიტომ, არ პასუხობს იმ კითხვებს რომლებიც მის გარშემო შეიძლება გაჩნდეს... smile.gif

იქნებ დაასაბუთო რატომ არის ბოდვა? არ მესმის რატომ შეილება სასულიერო ადამიანის ნაშრომი იყოს ბოდვა, მაშინ ჩვენი ნაშრომი რა უნდა იყოს? მემგონი არც გაქვს კარგად წაკითხული და გააზრებული ეს თემა თორე არ დაწერდი იმას რაც დაწერე.

პოსტის ავტორი: სერგი თარიღი: Oct 5 2007, 11:29 PM

ეს რა მესმის sad.gif

მამა თეოდორეს 2 დისკი მათხოვა ალექსანდრემ და იმდენია რომ 1 კვირა რომ ვუსმინო ვერ დავამთავრებ და არც მოგწყინდება მისი მოსმენა ისე ლამაზ ხსნის ყველაფერს , ის არაჩვეულებრივი მქადაგებელია

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Oct 5 2007, 11:31 PM

ციტატა(სერგი @ Oct 5 2007, 11:29 PM) *

მამა თეოდორეს 2 დისკი მათხოვა ალექსანდრემ და იმდენია რომ 1 კვირა რომ ვუსმინო ვერ დავამთავრებ და არც მოგწყინდება მისი მოსმენა ისე ლამაზ ხსნის ყველაფერს , ის არაჩვეულებრივი მქადაგებელია

შეგიდძლია ეს დისკი დადო ფორუმზე?
წინასწარ გიხდი მადლობას. smile.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 5 2007, 11:35 PM

ციტატა(Homo Faber @ Oct 5 2007, 04:32 AM) *

shota_shotadze

ამაზე დიდი ბოდვა არ წამიკითხავს, დავიღალე ამდენი ეს არის ასე ეს არის ისეს მოსმენით ვინმემ დასვით საკითხხი ასე თუ რატომ არის ეს ასე და ან რატომ ისე, ამდენი ქოფირაითი აღარ ამოვიდა ყელში? აბსოლიტური უმრავლესობა დღეს გამოქვეყნებული ნაშრომების თუ სტატიების თუ კვლევების თუ ა.შ. არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ეს იმიტომ, არ პასუხობს იმ კითხვებს რომლებიც მის გარშემო შეიძლება გაჩნდეს... smile.gif

ჩემი კომენტარის გაკეთებას აღარ აქვს აზრი... იწნა პოსტებს ვიზიარებ და უბრალოდ მინდა გითხრა რომ სასულიერო პირებთან როდესაც გვაქვს საქმე და ვუწოდებთ მის ქადაგებას "ბოდვას" მაშინ ჩვენ ხმა არ გვაქვს ამოსაღები...

მამა თეოდორე არის ძალიან განათლებული და მცოდნე ადამიანი. მისი ქადაგებები წაკითხული ან მოსმენილი რომ გქონდეს ამას აღარ იტყოდი... smile.gif

ციტატა
მამა თეოდორეს 2 დისკი მათხოვა ალექსანდრემ და იმდენია რომ 1 კვირა რომ ვუსმინო ვერ დავამთავრებ და არც მოგწყინდება მისი მოსმენა ისე ლამაზ ხსნის ყველაფერს , ის არაჩვეულებრივი მქადაგებელია

გეთანხმები... მართლაც არაჩვეულებრივი მქადაგებელია..

პ.ს მერე,როცა აღარ დაგჭირდებათ მაგ დისკებს ხომ მათხოვებთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: სერგი თარიღი: Oct 5 2007, 11:38 PM

ვაიმე დიდი სიხარულით დავდებდი მაგრამ ერთ პატარა რაღაცას მიაქციეთ ყურადღება თითო დისკში 13 - თავია დაახლოებით და 1 თავი 48 წუთიანია smile.gif

ამას კი შემოგთავაზებთ პატარა ამონაწერი მისი ქადაგებიდან ძალიან მომწონს ეს მომენტი ყველამ გადაწერეთ

http://www.link.ge/file/179362/qadageba.mp3.html

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 5 2007, 11:57 PM

ციტატა(სერგი @ Oct 5 2007, 11:38 PM) *

ვაიმე დიდი სიხარულით დავდებდი მაგრამ ერთ პატარა რაღაცას მიაქციეთ ყურადღება თითო დისკში 13 - თავია დაახლოებით და 1 თავი 48 წუთიანია smile.gif

ამას კი შემოგთავაზებთ პატარა ამონაწერი მისი ქადაგებიდან ძალიან მომწონს ეს მომენტი ყველამ გადაწერეთ

http://www.link.ge/file/179362/qadageba.mp3.html

დიდი მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: სერგი თარიღი: Oct 5 2007, 11:58 PM

მოკლედ ეხლა აქ დაგიდებთ ქადაგებების სარჩევს რათქმაუნდა დეკანოზ თეოდორეს ქადაგებებისას. და რომელიმე თემა ამოირჩიეთ ხოლო მე ზომებს ვნახავ მანამდე და ვნახოდ თუ შევძელი ატვირთვა აგიტვირთავთ მთელი ღამეც რომ დამჭირდეს

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 6 2007, 12:02 AM

სერგი
ალბათ გაგიხარდება და, მამა თეოდორეს ქადაგებების 6 თუ 7 დისკი იყო გამოსული რამდენიმე თვის წინ. შეიძლება კიდევ დაემატა. ასე რომ, წინ ბევრი სიამოვნება გელოდება smile.gif

პოსტის ავტორი: სერგი თარიღი: Oct 6 2007, 12:03 AM

მარიამ ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს ისე როგორც შენ მე გამახარე , ვეცდები რაც შეიძლება მალე მოვიძიო

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 6 2007, 12:04 AM

ციტატა(სერგი @ Oct 6 2007, 01:03 AM) *

მარიამ ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს ისე როგორც შენ მე გამახარე , ვეცდები რაც შეიძლება მალე მოვიძიო

ჯვართამაღლების ეკლესიაში იყიდება, ბახტრიონზე. მგონი 5 ლარი ღირს თითო.

პოსტის ავტორი: სერგი თარიღი: Oct 6 2007, 12:06 AM

მადლობ მარიამ ღმერთმა დაგლოცოს

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 6 2007, 12:07 AM

ციტატა(სერგი @ Oct 6 2007, 01:06 AM) *

მადლობ მარიამ ღმერთმა დაგლოცოს

გაიხარე smile.gif

რამდენიმე მეც უნდა მქონდეს და შემიძლია გადაგიწერო. ოღონდ ჯერ მოვძებნი და მერე ზუსტად გეტყვი. როგორც მახსოვს, სამსახურში მაქვს.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 6 2007, 12:07 AM

სერგი

სერგი სკაიპში იქნებ შემოხვიდე რა smile.gif მე დაგამატე უკვე ლისტში
smile.gif

პოსტის ავტორი: სერგი თარიღი: Oct 6 2007, 12:11 AM

იქ ვარ

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 6 2007, 12:33 AM

http://www.link.ge/file/179379/02---B.mp3.html

პოსტის ავტორი: სერგი თარიღი: Oct 6 2007, 12:39 AM

გიორგი აგიტვირთავ ჯერჯერობით ჩემო კარგებო თუ მოვიცალე და შევძელი მეც მივეხმარები შემდეგში

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 6 2007, 12:50 AM

http://www.link.ge/file/179382/05---B.mp3.html

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 6 2007, 01:01 AM

თათარაშვილი
სათაურები მიაწერე ხოლმე, რაზეა ქადაგება. მგონი აჯობებს

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 6 2007, 01:15 AM

ციტატა(მარიამი @ Oct 6 2007, 01:01 AM) *

თათარაშვილი
სათაურები მიაწერე ხოლმე, რაზეა ქადაგება. მგონი აჯობებს

მარ დიდი ბოდიში მაგრამ მე რაც გამომიგზავნა სერგიმ სახელები არ აწერია sad.gif

ამ ქადაგებაში ბევრ რამეზე საუბრობს... განკითხვაზე,ნაყროვანებაზე,მა
რხვაზე და ა.შ.

http://www.link.ge/file/179383/03---A.mp3.html

http://www.link.ge/file/179388/01---A.mp3.html

პოსტის ავტორი: სერგი თარიღი: Oct 6 2007, 09:45 AM

ჩემო კარგებო, ხვალე (ან ზეგ) მთელ 2-ვე დისკს აგიტვირთავთ თავის სათაურებითურთ და რავიცი კიდევ რასაც ინებებთ....

პ.ს. გუშინ ისე მეძინებოდა დამავიწყდა გიორგისთვის სარჩევის გაგზავნა smile.gif

პოსტის ავტორი: შაკუნა თარიღი: Oct 6 2007, 11:17 AM

ძალიან საინტერესოა smile.gif
სერგი დიდი მადლობა smile.gif

თათარაშვილი ---შენც ასევე smile.gif

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 6 2007, 06:22 PM

ერთი რამეს მიაქციეთ ყურადღება: როდესაც დებთ ამონარიდს, ამ შემთხვევაში მამა თეოდორეს ქადაგებაა, დაურთეთ კომენტარიც, რადგან მხოლოდ ამონარიდის კოპირება ძალიან გაურკვეველ სიტუაციას წარმოშობს. აქ ძალიან ხშირია ასეთი რამ, როდესაც იდება სტატია, და მორჩა, თემის ავტორი მის შესახებ არაფერს ამბობს...
ჩემი აზრით მხოლოდ სტატიის დაკოპირება თემის არაკონკრეტულობის საწინდარია და იქ გამართული დიალოგი იოლად შესაძლებელია ასცდეს დაკოპირებულ ტექსტში გატარებულ ძირითად აზრს.
მე გთავაზობთ გამოსავალის სახით, როდესაც რაიმე ტექსტს აკოპირებთ, მიანიშნეთ ხოლმე თუ რაზე უნდა ვისაუბროთ, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ნუ სტატია რომ კარგია და უბრალოდ სასარგებლოა მისი წაკითხვა ეს ყველასთვის ნათელია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან როგიორც ვხედავთ ყოველთვის არ არის ისე, რომ ყველა ეთანხმებოდეს ამ სტატიას, სწორედ ამიტომ დავწეროთ ხოლმე ის ძირითადი ფაბულა რის გარშემმოც უნდა გაიმართოს დიალოგი.
იმედია მიმიხვდით რისი თქმაც მინდოდა.

პოსტის ავტორი: shota_shotadze თარიღი: Oct 6 2007, 06:54 PM

ციტატა(დათიკო @ Oct 6 2007, 06:22 PM) *

ერთი რამეს მიაქციეთ ყურადღება: როდესაც დებთ ამონარიდს, ამ შემთხვევაში მამა თეოდორეს ქადაგებაა, დაურთეთ კომენტარიც, რადგან მხოლოდ ამონარიდის კოპირება ძალიან გაურკვეველ სიტუაციას წარმოშობს. აქ ძალიან ხშირია ასეთი რამ, როდესაც იდება სტატია, და მორჩა, თემის ავტორი მის შესახებ არაფერს ამბობს...
ჩემი აზრით მხოლოდ სტატიის დაკოპირება თემის არაკონკრეტულობის საწინდარია და იქ გამართული დიალოგი იოლად შესაძლებელია ასცდეს დაკოპირებულ ტექსტში გატარებულ ძირითად აზრს.
მე გთავაზობთ გამოსავალის სახით, როდესაც რაიმე ტექსტს აკოპირებთ, მიანიშნეთ ხოლმე თუ რაზე უნდა ვისაუბროთ, რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ნუ სტატია რომ კარგია და უბრალოდ სასარგებლოა მისი წაკითხვა ეს ყველასთვის ნათელია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან როგიორც ვხედავთ ყოველთვის არ არის ისე, რომ ყველა ეთანხმებოდეს ამ სტატიას, სწორედ ამიტომ დავწეროთ ხოლმე ის ძირითადი ფაბულა რის გარშემმოც უნდა გაიმართოს დიალოგი.
იმედია მიმიხვდით რისი თქმაც მინდოდა.

ეს სტატია იმიტომ დავცერე რომ ყველას დაენახა რომ ახალგაზდობაში ანუ სკოლის მოსწავლეებისთვის აუცილებელია სახვთო სჯულის შეტანა და ეკლსიური ცხოვრებით ცხოვრება ასევე მე დავწერე უწმინდესის ქადაგევაც რომ აუცილებელია ეკლესია ჩაერიოს და ეკლესიურად აღვზარდოთ მოზარდები და იმიტომ დავწერე რომ საერო ადამიანის ნათქვამი და დაწერილს იმდენი ყურადგება არ მიაქციეს რამდენსასაც საეკლესიო პირის, თუ გაქვთ ჩემი პოსტები წაკითხული მოზარდების აგზდაზე და სახვთო სჯულის სწავლაზე ბევრმა თქვა რომ სხვა სარწმუნოების მიმდევრებიც სწავლობენ და მათი უფლებიც ირღვევაო და აი ეს არის პასუხი. ყველა მოძღვარმა და საეკლესიო პირმა უკეთ იცის თუ როგორ უნდა დავიცვათ მათი უფლებები და ესეთი სწავლება მათ უფლებებს რომ არღვევდეს მაშინ არცერთი საეკლესიო პირი არ იქადაგებს მოზარდებისთვის საეკლესიო განათლებას მითუმეტეს ჩვენი უწმინდესი.

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 6 2007, 07:58 PM

სწორედ ასეთი პატარა განმარტების მიწერაზე მქონდა საუბარი.
ეს თავიდანვე უნდა მიგეწერა შენს მიერ დადებულ სტატიაზე.
თუმცა, არაფერია იმაში ცუდი რომ სენ სტატია უკომენტაროდ დადე, მაგრამ ჩემი აზრით უკეთესი იქნება თუ გადმოკოპირებულ სტატიებს კომენტარებსაც მივუწერთ ხოლმე.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Oct 6 2007, 08:10 PM

შაკუნა

იხარე wink.gif
მადლობა უფალს.

პოსტის ავტორი: ann-ann თარიღი: Oct 22 2007, 06:48 PM

MARTALIA GVIAN YKETEB KOMENTARS, MAGRAM TAVS GAVIMARTLEB DA VITKVI, ROM EXLA CAVIKITXE DA GAMIKVIRDA '' home fader'' IS ASETI KOMENTARI, MAINTERESEBS RATO PIKROB ASE ME, ARANAIRAD AR GNSJI DA ARC GSAKVEDYROB, AMIS YPLEBA ARANAIRAD AR MAKVS, YBRALOD MAINTERESEBS ASE RATO PIKROB, IKNEB KARGAD ARC CAGIKITXAVS, AN RAGACEEBI MOGECHVENA, RAVI YAMRAVI MIZEZIA... YBRALOD ERTS GTXOV, DAAPIKSIRO SHENI AZRI RA AR MOGECONA. DA TY NANOB ESEC GVITXARI DAMERCMYNE BODISHIS MOXDA SIRCXVILI AR ARIS... KVELE GAGIGEBT TY GAMOMEXMAYREBI GAMIXARDEBA ANN_ANN

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Oct 22 2007, 08:27 PM

Homo Faber

ციტატა
shota_shotadze

ამაზე დიდი ბოდვა არ წამიკითხავს, დავიღალე ამდენი ეს არის ასე ეს არის ისეს მოსმენით ვინმემ დასვით საკითხხი ასე თუ რატომ არის ეს ასე და ან რატომ ისე, ამდენი ქოფირაითი აღარ ამოვიდა ყელში? აბსოლიტური უმრავლესობა დღეს გამოქვეყნებული ნაშრომების თუ სტატიების თუ კვლევების თუ ა.შ. არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, ეს იმიტომ, არ პასუხობს იმ კითხვებს რომლებიც მის გარშემო შეიძლება გაჩნდეს...

უხ შენი თავი მომცა ეხლა უღრან ტყეში... ყოველ ჭამაზე გამიხსენებდი wink.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)