თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ იოანე შავთელი

პოსტის ავტორი: Georg თარიღი: Nov 24 2006, 01:11 PM

იოანე შავთელი

იოანე შავთელი, XII – XIII საუკუნეების ქართველი პოეტი, სასულიერო მოღვაწე, როგორც ზედწოდებიდან ჩანს, წარმოშობით სოფ. შავთიდან ყოფილა. მას მიეწერება ქართული ლიტერატურის კლასიკური ეპოქის ძეგლი ”აბდულმესიანი”. ”ქართლის ცხოვრების” ცნობით, იგი იყო ”ფილოსოფოსი და რიტორი, ლექსთა გამომთქმელი და მოღუაწებათა შინა განთქმული”. იოანე შავთელი თამარ მეფის თანამედროვე და სანდო პირი ყოფილა. იგი, როგორც სასულიერო პირი, თხზულებებში ღრმა საღვთისმეტყველო განათლებას ავლენს, ხოლო ზოგ წყაროში მოხსენებულია ”ნეტარად”, ”წმინდანად”. ”აბდულმესიანში” იგი თავის თავს ”მწირსა” და ”მსხემს” უწოდებს.

თხზ.: ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, შედგ. სოლ. ყუბანეიშვილის მიერ, [ტ].I, თბ., 1946.


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2006, 11:01 AM

http://www.nplg.gov.ge/ebooks/authors/ioane_shavteli.en.htm

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)