თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ იესოს ლოცვის შესახებ

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jun 30 2008, 04:08 PM

იესოს ლოცვა:

უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი.


რა არის იესოს ლოცვის არსი? (ზოგადად)
ეს არის ერთ-ერთი სიტყვიერი მოკლე ლოცვა, რომელიც სხვა მოკლე ლოცვების მსგავსად შთაგვაგონებს, რომ გონებით მხოლოდ ღმერთზე ვიფიქროთ.
ნუ შევიძღუდებით იესოს ლოცვის სიტყვების მექანიკური გამეორებით. უნდა გვახსოვდეს, რომ უმთავრესია-ლოცვა შიშით, რწმენით და სიყვარულით. მთავარია ღვთის წინაშე გულის სიღრმიდან გამომავალი ვედრებით დგომა.
ჩვენი გულისყური მთიანად უფალს უნდა მივუპყრათ და მოვუხმოთ ყველგან მყოფ ღმერთს.

თუ ლოცვისას არ იშრომებთ, ოფლს არ დაღვრით იმისთვის, რომ ყოველი სიტყვა ჩაიბეჭდოს გულსა და გონებაში, მაშინ ამაოა მდუმარება, გლოვა, მარხვა და სიფხიზლე.
ის ვინც თავს ანებებს სულიერ ღვაწლსა და იესოს ლოცვას, თვითონვე ხდება მიზეზი იმისა, რომ მისი შრომა უნაყოფოა-ამაოა მისი ოფლის ღვრა, რადგან ის მალე სრულიად გულგრილი ხდება და ამით ყველაფერი მთავრდება.
იესოს ლოცვას უნდა აღავლენდეს არა მხოლოდ ბერი, არამედ ერისკაციც.
იესოს ლოცვა თავისთავად არ არის სასწაულმოქმედი. ის ისეთივეა, როგორცსხვა ნებისმიერი მოკლე ლოცვა სიტყვიერად და შესაბამისად გარეგნულადაც; მაგრამ მაინც შეიძლება იქცეს ის ჩვენთვის ყველაზე აღმატებულად.

გავაგრძელებ მერე

პ.ს. ჩემს მიერ ამ თემაში დაპოსტილი მასალა აღებულია (და მერეც იქნება აქედან) საპატრიარქოს სასწავლო კომიტეტის მიერ გამოცემული წმ. მღვდელმთავარ თეოფანე დაყუდებულის სწავლებანი იესოს ლოცვის შესახებ (შემდგენელი იღუმენი თეოფანე კრიუკოვი) თბილისი 2003წელი.


პ.პ.ს. უმორჩილესი თხოვნაა არ გააოფტოპიკოთ და არ გააჩატოთ. პოსტეთ მხოლოდ წმ მამათა სწავლებანი ამ კონკრეტულ თემაზე

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jul 1 2008, 11:45 AM

არსებობს ლოცვის აღვლენის საფეხურები. პირველი საფეხური ხორციელი ლოცვაა, რომელიც უმეტესად კითხვასა, დგომასა და მეტანიების კეთებაში მდგომარეობს. ამ დროს ყურადღება იფანტება, გული უგრძნობელია, სურვილი არ არის(ლოცვის):აქ მთავარია-მოთმინება, შრომა და ოფლის ღვრა...მეორე საფეხურია-ყურადღებიანი ლოცვა: ლოცვის დროს ადამიანი თანდათანობით გონებას იკრებს, ლოცულობს ცნობიერად, გარეშე აზრებით გატაცების გარეშე. ყურადღება ერწყმის და ლოცვის სიტყვას ითვისებს როგორც საკუთარს. მესამე საფეხური-გრძნობისმიერი ლოცვა: ყურადღების შედეგად გული თბება და ის, რაც გონებაშია, იქცევა ნებად. აი რას გვირჩევენ წმ. მამები: არ დატოვოთ ეს უყურადღებოდ, ანუ, როცა გაჩნდება ნება შევწყვიტოთ სხვა ქმედება(კითხვა, აზროვნება) და მასში ჩავღრმავდეთ. ლოცვის ასეთი გამოვლინების ყურადღებისას ყალიბდება (ნამდვილი) ლოცვა, ხოლო უყურადღებობისას ნადგურდება...
იესოს ლოცვა დავიწყოთ ქმედითი ლოცვით, მასთან ერთად უნდა იყოს გონიერი და შემდეგ გაჩნდება გულისმიერი ლოცვაც. განუწყვეტელი ლოცვის მიღწევის გზაა იესის ლოცვის ჩვევის მიღწევა და მისი ჩვენში დამკვიდრება.

smile.gif

გაგრძელდება

smile.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jul 2 2008, 07:08 PM

smile.gif გაგრძელება smile.gif

იესოს ლოცვა შეიძლება მიუდგეს ყველა ამ საფეხურს, მაგრამ მისი მთავარი ადგილი განუწყვეტელ ლოცვაშია. იმისათვის, რომ ლოცვა წარმატებული იყოს, საჭიროა გულის გაწმენდა ვნებებისა, ყოველგვარი მიდრეკილებებისა და ხორციელი სიტკბოებებისგან. ამის გარეშე იესოს ლოცვა დარჩება პირველ, ანუ კითხვით საფეხურზე. რაც უფრო იწმინდება გული კითხვით, მით უფრო ლოცვა ხდება გულისმიერი გონიერი და როცა გული სავსებით იწმინდება, მაშინ აღევლინება განუწყვეტელი ლოცვაც

smile.gif to be continiued smile.gif

პოსტის ავტორი: xatia19 თარიღი: Jul 3 2008, 07:01 PM

გავაგრძელებ თუ ნებას დამრთავ.. smile.gif



იესოს ლოცვა ისეთივეა, როგორც ნებისმიერი სხვა ლოცვა, მაგრამ ეს ლოცვა იესოს, უფლის და მაცხოვრის ყოვლადძლიერი სახელით სხვაზე უფრო ძლიერი მაშინ არის, როცა ვუხმობთ ღრმა, გულითადი და ურყევი რწმენით, გვჯერა, რომ უფალი ახლოსაა, ყოველივეს ხედავს და ისმენს, ყოვლის მიმართ გულისხმიერია, მზადაა შეგვისრულოს და გვიბოძოს რასაც ვითხოვთ. ასეთი სასოება არ გვავნებს. თუ ბრკოლდება ზოგჯერ თხოვნის შესრულება, ეს დამოკიდებულია მთხოვნელის მოუმზადებლობაზე მიიღოს ის, რაც ითხოვა...............

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 3 2008, 09:37 PM

ღმერთმა აკურთხოს თქვენი გონებრივი შრომა ღმერთთან მისაახლებლად ეძიებდეთ და ჰპოვოთ. ესსა შEუცვლელი კანონი ყველასათვის ვისაც სურს წარემართოს სულიერ მოღვაწეობაში უშრომელად არავის არაფერი ეძლევა. ღმერთი შეჭევნისათვის ყოველთვის მზადაა და ყოველთვის ახლოა მაგრამ ის მძებნელებისა და მშრომელებისაგან განზე დგეა და ელის როცა მაძიებელები ყოველგვარ საშუალებას ამოწურავენ... და მთელი გულით შეჰღაღადებენ ღმერთს: ღმერთო შემეწიე! და თუ ჯერ კიდევ გრჩებათ მცირეოდენი საშუალება საკუთარი ძალით გარჯისათვის, ღმერთი არ ჩაერევა, თითქოსდა გვეუბნება : ცდილობ შენ თვითონ მიაღწიო მაშ დაელოდე.

მაგრამ რამდენიც არ უნდა ელოდო მაინც არ გამოგივა. ღმერთმა მოგმადლოს სული შემუსვრილი გული შემუსვრილი და დამდაბლებული.

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jul 3 2008, 10:05 PM

Iona
წყაროც მიუთითე ხოლმე. საიდანაც წერ smile.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 4 2008, 01:42 PM

orthodox-georgia

ციტატა
Iona
წყაროც მიუთითე ხოლმე. საიდანაც წერ


წიგნი ვიყიდე იესოს ლოცვის შესახებ და ბევრი ამონაწერებია შიგნით , მითითებული საუბედუროდ ყველას არა აქვს ვისი გამონათქვამიაsad.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jul 4 2008, 03:36 PM

ციტატა(Iona @ Jul 4 2008, 01:42 PM) *

orthodox-georgia
წიგნი ვიყიდე იესოს ლოცვის შესახებ და ბევრი ამონაწერებია შიგნით , მითითებული საუბედუროდ ყველას არა აქვს ვისი გამონათქვამიაsad.gif

მაშინ წიგნის სახელი და ვისი კურთხევითაა smile.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 4 2008, 05:05 PM

ციტატა
მაშინ წიგნის სახელი და ვისი კურთხევითაა


კეთილი და პატიოსანი.

Gონებრივი ღვაწლი იესოს ლოცვის შEსახებ

წმინდა მამათ სწავლებათა კრებული შედგენილი იღუმენ ხარიტონის მიერ

მეორე შEსწორებული გამოცემა


გურჯაანის ყოვლადწმიდის მონასტერი
2007 წელი

დაიბეჭდა გურჯაანის და ველისციხის ეპისკოპოსის ექვთიმეს (ლეჟავას) ლოცვა კურთხევით

პოსტის ავტორი: mak თარიღი: Jul 9 2008, 10:12 AM

იესოს ლოცვისკენ იყოს მიმართული მთელი შენი ყურადღება.დადიხარ თუ ზიხარ,საქმეს აკეთებ თუ გამოდიხარ იქიდან,ეს სიტყვები გქონდეს ყოველთვის გულშიც და ბაგეეებზეც,ამგვარად,უფლის სახელის ხსენებაში ჰპოვებ მშვიდობას,მიაღწევ სულიერსა და ხორციელ სიწმინდეს და შენში დაიმკვიდრებს სული წმინდა,წყარო ყოველი სიკეთისა, რომელიც წარგიმართავს გზას ღმრთის სათნო ცხოვრებისკენ. (ღირსი სერაფიმ საროველი)
გადაეჩვიეთ კამათს,იგი აფორიაქებს რა გულს,სულიერ სიმშვიდეს გვართმევს.ყოველგვარ უაზრო ფიქრს იესოს ლოცვა დაუპირისპირეთ(ს.ა.ნილუსი)
''უფალო იესუ ქრისტე,ძეო ღმრთისაო,შემიწყალე მე ც ო დ ვ ი ლ ი''';(

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jul 17 2008, 12:57 PM

როცა იესოს ლოცვა გულში ჩაინერგება, იგი მუდმივად იქ იარსებებს... მორწმუნე ამჩნევს ამას, მაგრამ ვერ ხვდება, როგორ მოხდა ეს. ცხადია, ეს შრომის ნაყოფია. ღირებული სრომა ეს არის გამუდმებით უფალთან ყოფნა და იესოს ლოცვის გამეორება რაც შეიძლება ხშირად.

იცოდეთ, რომ გულისხმიერ, გონიერ ლოცვას ზოგიერთი მალე მიაღწევს, ზოგი კი უფრო გვიან. მე ვიცნობ სამ პიროვნებას-ერთი დაეუფლა მაშინვე, როგორც კი ლოცვა დაიწყო, მეორე-6 თვის შემდეგ; მესამე 10 თვის შემდეგ, ხოლო ერთმა დიდმა ბერმა ეს შეძლო 2 წლის შემდეგ. რატომ ხდება ასე არავინ უწყის.

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jul 18 2008, 07:13 PM

ნუ განსაზღვრავთ დროს, რომელიც საჭიროა იესოს ლოცვაში წარმატების მისაღწევად, არამედ მიზნად დაისახე შრომა. გავა თვე, წელიწადი, სანამ წარმატების სუსტი ნიშნები გამოჩნდება. ერთი ათონელი ბერი თავის თავზე ამბობდა, რომ ორმა წელმა განვლო, სანამ მას გული გაუთბებოდა, მეორემ ეს შეიგრძნო რვა თვის შემდეგ. ეს თითოეული ჩვენგანის შემთხვევაში დამოკიდებულია ჩვენს ძალისხმევაზე



გავაგრძელებ smile.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jul 20 2008, 05:20 PM

გაგრძელება smile.gif

დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანე. დროდადრო შრომა შედეგს არ გამოიღებს. როცა გსურს წყლის დაგუბება და მიწის მხოლოდ 1 ბელტს ჩაუშვებ წყლის გასასვლელში და მიატოვებ საქმეს, გამდინარე წყალი ამ ბელტს დაშლის.......იგივე შეიძლება ითქვას სულიერ განწყობილებაზე; გულისთქმები, როგორც მდინარე მოედინება გონებიდან და გულიდან. უცბად ჩნდება ამ გულისთქმების შეკავების აუცილებლობა, მაგრამ თუ ოდნავ შევაკავებთ ამ გულისთქმებს და ისევ გავუშვებთ, ვერაფერს მივაღწევთ. ეს იგივეა რაც ააშენო და ანადგურო.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jul 21 2008, 02:39 PM

ივარჯიშე იესოს ლოცვა დღეში მინიმუმ 20 წუთი, არ გამოტოვო არცეთი დღე და 2 თვის მერე თვითონ გასწავლის როგორ უნდა მოიქცე...

ნეო smile.gif

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jul 21 2008, 07:54 PM

smile.gif გაგრძელება smile.gif
თუ ლოცვას დაუდევრად მოვექცევით, ვერასოდეს მივაღწევთ წარმატებას. გვახსოვდეს, რომ ლოცვა სრულყოფილი არაა, თუ მასთან ერთად სხვა სათნოებებიც არ გაგვაჩნია. ნებისმიერი სათნოების დახვეწასთან ერთად ლოცვაც სრულყოფილი ხდება

პოსტის ავტორი: seminarieli lela თარიღი: Jul 23 2008, 12:47 PM

საინტერესო იყო და არც თუ ისე ადვილია მისი ყურადღებით წარმოთქმა, ამას დრო უნდა, რომ გულიდან ამოდიოდეს ლოცვა smile.gif

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Jul 23 2008, 01:12 PM

გულით კითხვა რაარის არ ვიცი მაგრამ მმ ლოცვის კითხვის დროს ხანდახან ვერ ვახერხებ აზრების მოკრებას მარა როცა ვახერხებ ცრემლები მომდის ხოლმე ხანდახან თითქოს ბედნიერებისგან თუ არ ვიცი რა არის wacko.gif და მერე ვფიქრობ რა მჭირს მეთქი ხო არ გავგიჟდიი... კიდევ თავს რაღაც ძალიან კარგად ვგრძნობ ასევე ლოცვის დროს თუ ვუკვირდები სიტყვებს...

პოსტის ავტორი: seminarieli lela თარიღი: Jul 23 2008, 01:24 PM

ციტატა(წახწახა @ Jul 23 2008, 01:12 PM) *

გულით კითხვა რაარის არ ვიცი მაგრამ მმ ლოცვის კითხვის დროს ხანდახან ვერ ვახერხებ აზრების მოკრებას მარა როცა ვახერხებ ცრემლები მომდის ხოლმე ხანდახან თითქოს ბედნიერებისგან თუ არ ვიცი რა არის wacko.gif და მერე ვფიქრობ რა მჭირს მეთქი ხო არ გავგიჟდიი... კიდევ თავს რაღაც ძალიან კარგად ვგრძნობ ასევე ლოცვის დროს თუ ვუკვირდები სიტყვებს...

თავდაპირველად ისე კაია სიტყვებს თუ ვაკვირდებით მერე ნელ-ნელა ,ისინი გულამდეც მივა ,მაგრამ ამ ყველაფერს დრო და დიდი მონდომება უნდა smile.gif და ღმერთი აუცილებლად შეგვეწევა ჩვენს მონდომებას თუ დაინახავს smile.gif

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Jan 30 2009, 12:27 AM

იესოს ლოცვა მე როგორც ვიცი ყველაზე უზენაესი ლოცვაა და ყველას არ შეუძლია. მე პირადად ამ ლოცვისადმი სიყვარულს ენით ვერ გადმოვცემ. ღმერთმა ამ ლოცვის ძალა და მადლი მოგვცეს და არ მოგვიშალოს.

პოსტის ავტორი: giorgi gvasalia თარიღი: Jan 30 2009, 08:35 PM

ლოცვით ადამიანი განდევნის ეშმაკს სულისგან ლოცვით უფალს უფრო ვუახლოვდებით მის სიძლიერეს შევიგრძნობთ და მარადიული სასუფევლისკენ მივიკვლევთ
გზას

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: May 11 2009, 12:38 AM

ციტატა(წახწახა @ Jul 23 2008, 01:12 PM) *

გულით კითხვა რაარის არ ვიცი მაგრამ მმ ლოცვის კითხვის დროს ხანდახან ვერ ვახერხებ აზრების მოკრებას მარა როცა ვახერხებ ცრემლები მომდის ხოლმე ხანდახან თითქოს ბედნიერებისგან თუ არ ვიცი რა არის wacko.gif და მერე ვფიქრობ რა მჭირს მეთქი ხო არ გავგიჟდიი... კიდევ თავს რაღაც ძალიან კარგად ვგრძნობ ასევე ლოცვის დროს თუ ვუკვირდები სიტყვებს...

გენაცვალე, რა საყვარელი ხარ :>

პოსტის ავტორი: shavlegi თარიღი: Jun 23 2010, 02:00 PM

პირადად მე იესოს ლოცვით შევიყვარე მაცხოვარი სულით და გულით smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2010, 02:29 PM

მორწმუნე ადამიანმა ცუდი ფიქრის დროს გულში იესოს ლოცვა უნდა თქვას.

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jan 26 2011, 04:45 PM

ეს მასალა შემოქმედის ეპარქიის საიტზე ვნახე, www.shemoqmedi.ge

უხილავი ბრძოლა
იესოს ლოცვის შესახებ

იყვნენ და არიან კიდეც ისეთი მლოცველები, ერთ მოკლე ლოცვას რომ შეიყვარებდნენ და განუწყვეტლივ იმეორებდნენ. წმიდა კასიანე ამბობს, რომ მის დროს ეგვიპტეში ჩვეულებრივ ყველა იმეორებდა 69-ე ფსალმუნის სიტყვებს: ღმერთო შეწევნასა ჩემსა მომხედენ, უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე. წმიდა იოანიკეს შესახებ კი წერენ, რომ ის მუდმივად იმეორებდა ამგვარ ლოცვას: სასოებად ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სულიწმიდა. ამავე ლოცვას ურთავდა ის თავისი ლოცვითი კანონის - 30 ფსალმუნის თითოეულ ტაეპსაც. სხვა მოუკლებლად ლოცულობდა ამ სიტყვებით: მე, როგორც კაცმა, შეგცოდე, შენ, როგორც ღმერთმა, შემიწყალე. სხვა განსხვავებულ ლოცვას ირჩევდა. უძველესი დროიდან ბევრი ლოცულობდა ასე: უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ამის შესახებ აღნიშნავენ წმიდა ეფრემი, წმიდა იოანე ოქროპირი, წმიდა ისააკ ასური, წმიდა ისიქი, წმიდა ბარსანუფი და იოანე, წმიდა იოანე კიბისაღმწერელი. შემდგომში ეს ლოცვა ფართოდ გავრცელდა და საეკლესიო წესდებაშიც დამკვიდრდა, რომლის მიხედვითაც იესოს ლოცვას ყველა საშინაო ლოცვისა და საეკლესიო მსახურების ნაცვლად აღასრულებდნენ. ჩვენშიც მოკლე ლოცვებიდან უპირატესად ეს ლოცვაა დამკვიდრებული. ეცადე, შენც შეეჩვიო.

ამ ლოცვას იესოს ლოცვა ეწოდება, რადგან უფალ იესო ქრისტეს მიემართება და, როგორც ყველა მოკლე ლოცვა, სიტყვიერი შემადგენლობისაა. ლოცვა გონიერი ანუ შინაგანია, როდესაც არა მარტო სიტყვით წარმოითქმის, არამედ გონებითაც და გულითაც, შინაარსის სრული გააზრებითა და შეგრძნებით. ხანგრძლივი და ყურადღებიანი ლოცვის შედეგად გონება და გრძნობა ისე შეერწყმის სულის მოძრაობას, რომ შინაგანად ისინი ერთდებიან, სიტყვები კი თითქოს აღარც არსებობს. ნებისმიერი მოკლე ლოცვა შეიძლება ასეთ სიმაღლემდე ავიდეს. იესოს ლოცვას იმიტომ ენიჭება უპირატესობა, რომ ის სულით ეთანხმება უფალ იესო ქრისტეს, რომელიც ერთადერთი კარია ღმერთთან ურთიერთობისა, რის მოპოვებასაც ლოცვით ვესწრაფვით. თავად უფალმა ბრძანა: ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემს მიერ (იოან. 14,6). ამიტომ ვინც ამ ლოცვას მოიხვეჭს, განხორციელებული უფლის ძალმოსილებასაც ითვისებს. სწორედ ამაშია ჩვენი ხსნა. ამიტომ ბუნებრივია, არ გაგვიკვირდება იმ მოშურნეთა ღვაწლი, რომლებიც თავდაუზოგავად იღვწოდნენ, რომ ამ ლოცვას დაუფლებოდნენ და მისით ძალა შეეძინათ. შენც მათ მიბაძე.

იესოს ლოცვის დაუფლება გარეგნულად ბაგეებით ლოცვის განუწყვეტელ განმეორებას ნიშნავს. შინაგანად კი - გონების, ყურადღების გულში მოკრებას და მუდმივად უფლის წინაშე მყოფობას, რასაც თან ახლავს განსხვავებული ხარისხის გულის სითბო, მხურვალება, ყველა სხვა გულისწადილის განდევნა და მდაბალი და შემუსვრილი მინდობა მაცხოვრისადმი. დასაწყისისათვის რაც შეიძლება ხშირად უნდა ვიმეოროთ ეს ლოცვა მთელი გულისყურით. ხშირი განმეორება გონებას თავს მოუკრებს ღვთის წინაშე. ასეთი განწყობის შინაგან დამკვიდრებას თან ახლავს გულის სითბო და არა მარტო უბრალო, არამედ ვნებიანი გულისსიტყვების განდევნაც. როდესაც გულში ღვთისადმი მიზიდულობის ჩაუქრობელი ცეცხლი აინთება, მასთან ერთად გამეფდება გულის სიმშვიდე და გონებითი, შემუსვრილი, მორჩილი სასოება უფლისადმი. აი, აქამდე მიაღწევს ჩვენი შრომა ღვთის მადლის შემწეობით. რაც უფრო წარმატებულია ლოცვა, მით მეტია მადლის ზემოქმედება, მით მეტია ღვთის შემწეობა. წმიდა მამები მხოლოდ იმიტომ საუბრობენ ამის შესახებ, რომ მათ, ვინც განსაზღვრულ სიმაღლეს მიაღწიეს, არ იფიქრონ, სასურველი აღარაფერი დამრჩენიაო და, არ იოცნებოს, უკვე სულიერებისა და მლოცველობის მწვერვალზე ვიმყოფებიო.

მაშ ასე, თავდაპირველად რაც შეიძლება ხშირად იმეორე იესოს ლოცვა, ვიდრე მუდმივად მის წამოთქმას არ შეეჩვევი. გირჩევ, ასე მოიქცე:

1) შენს ლოცვით კანონში გარკვეული ადგილი დაუთმე იესოს ლოცვასაც. რამდენჯერმე წარმოთქვი იგი კანონის დაწყებამდე და დასრულების შემდეგაც. გულმოდგინება გამოიჩინე და ყოველი ლოცვის შემდეგ გაიმეორე იესოს ლოცვა, ისევე, როგორც წმიდა იოანიკე დიდი აკეთებდა, რომელიც ფსალმუნის ყოველი ტაეპის შემდეგ იმეორებდა: სასოეაბდ ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდა.

2) როგორ და რა ოდენობით წარმოთქვა იესოს ლოცვა, ეს თავად, ანდა სულიერი მოძღვრის რჩევით განსაზღვრე. დასაწყისში ბევრს ნუ ეცდები, ხოლო როდესაც ლოცვა გაგიტკბება, ცოტათი გაზარდე მისი რაოდენობა. თუ ლოცვის განმეორების სურვილი გაგიჩნდება, ასეც მოიქეცი, მაგრამ კანონად ნუ გაიხდი, მხოლოდ სურვილის შემთხვევაში გაიმეორე. და რამდენჯერად გული მოგთხოვს, იმდენჯერ დაემორჩილე.

3) სწრაფად ნუ მიაყოლებ ლოცვას ერთიმეორეს. ლოცვის სიტყევბი ზომიერი დაყოვნებით წარმოთქვი, ისე, როგორც ლაპარაკობენ მნიშვნელოვანი პიროვნების წინაშე, როდესაც რაიმე სთხოვენ. მაგრამ მხოლოდ სიტყვებზე ნუ იზრუნებ, მეტწილად შეეცადე, გონება გულში, უფლის წინაშე მყოფობდეს, ილოცე ღვთის დიდებულების, მადლმოსილებისა და სამართლიანობის სრული შეგნებით.

4) თუ საშუალება გაქვს, შეისვენე ლოცვებს შორის, შეჩერდი და რამდენჯერმე წარმოთქვი იესოს ლოცვა. ხოლო თუ ამას ვერ შეძლებ, მაშინ შინაგანად იმეორე ეს ლოცვა, ყველგან და ყოველთვის, რაიმეს კეთებისას თუ საუბრისას.

5) ლოცვა წარმოთქვი კანონის შესრულებისას ან მის გარეშე. მიიღე ლოცვითი მდგომარეობა და ყოველი ლოცვის წარმოთქმისას ქედი მოიდრიკე - ათჯერ წელამდე, შემდეგ მიწამდე, ვიდრე დაასრულებდე. ალბათ, გსმენია ან წაგიკითხავს, რომ წმიდა მამები საკუთარ ლოცვით კანონს უთვალავი მუხლმოდრეკით აღასრულებდნენ. ერთ-ერთი მათგანი ამბობს: საკმარისი არაა ლოცვა, თუ ადამიანი სხეულსაც არ გარჯის მუხლმოდრეკით. თუ შეძლებისდაგვარად შენც ასე მოიქცევი, მალე შეამჩნევ, როგორ დადებითად მოქმედებს ეს ღვაწლი იესოს ლოცვის დაუფლებაზე.

6) სხვა სწავლანი, მითითებები და გაფრთხილებები იესოს ლოცვის შესახებ შეგიძლია ფილოკალიის კრებულში, სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის, გრიგოლ სინელის, ნიკიფორე მონაზონის, ეგნატესა და კალისტეს შრომებში წაიკითხო. შინაგანი ლოცვის შესახებ ვინც კი წერს, ყველა წმიდა მამის რჩევა შეიძლება გამოგადგეს იესოს ლოცვის შესწავლისას. მათ გაკვეთილებში შეხვდები მითითებებს, თუ როგორ უნდა იჯდე, როგორ გეჭიროს თავი და როგორ ისუნთქო, ეს ხერხები, როგორც წმიდა ეგნატე და კალისტე ამბობენ, მხოლოდ გარეგნული საშუალებებია, რომლებიც ყოველთვის აუცილებელი არაა და არც ყველას გამოადგება. შენთვის მთავარია, გულში ყურადღებამოკრებილი ღვთის წინაშე იდგე და სიმდაბლითა და მოწიწებით წარმოთქვამდე იესოს ლოცვას; მუხლს იდრეკდე, როდესაც კანონს ასრულებ, ხოლო თუ საქმიანობ, შინაგანად მიეახლებოდე უფალს.

7) გახსოვდეს, ყურადღება გულში უნდა მოიკრიბო, მკერდის შიგნით; როგორც წმიდა მამები ამბობენ, მარცხენა მკერდის ოდნავ ზემოთ, და იქ იმეორო იესოს ლოცვა. როდესაც დაძაბულობისაგან გული შეგეკუმშება, ისე მოიქეცი, როგორც ნიკიფორე ბერი გვირჩევს: ყურადღება და ლოცვა იმ ადგილიდან სხვაგან გადაანაცვლე, სადაც, ჩვეულებრივ, საკუთარ თავს ვესაუბრებით - მკერდს ზემოთ, ხორხის ქვეშ. შემდეგ კვლავ მარცხენა მკერდის არეს დაუბრუნდი. ნუ ითაკილებ ამ რჩევას, რაც უნდა უბრალო და ნაკლებსულიერი გეჩვენოს.

8) წმიდა მამები ბევრს გვაფრთხილებენ. მათ არასწორი მოქმედების შედეგად დიდი გამოცდილება შეიძინეს. შეცდომებს რომ თავი აარიდო, სულიერ მოძღვარს ან თანამოაზრეს ჰკითხე რჩევა და შენი ღვაწლის შესახებ ყველაფერი გაუმხილე. ყოველთვის უდიდესი უბრალოებით, მორჩილებითა და სიმდაბლით იმოქმედე და წარმატებას საკუთარ თავს ნუ მიაწერ. იცოდე, ნამდვილი წარმატება შიგნიდან მოდის, შეუმჩნევლად, სწორედ ისე, როგორც სხეული იზრდება. როდესაც შიგნით დაიბადება შეძახილი: აი, ისიც, წარმატება! - იცოდე, მტრის შეძახილია და სიცრუეს სინამდვილედ გაჩვენებს. ეს ხიბლის დასაწყისია. მყის ჩაახშე იგი. სხვაგვარად ის საყვირივით აყვირდება და შენს თავზე დიდ წარმოდგენას უფრო გაგიძლიერებს.

9) ნუ განსაზღვრავ დროს, რომელიც იესოს ლოცვაში წარსამატებლადაა საჭირო. მხოლოდ განუწყვეტლივ იშრომე. თვეები და წლები გავა, ვიდრე წარმატების სუსტ ჩანასახს იხილავდე. ერთ-ერთი ათონელი მამა ამბობდა, რომ მხოლოდ ორი წლის შრომის შემდეგ იგრძნო გულში სითბო. სხვას რვა თვის შემდეგ ეწვია ასეთი მდგომარეობა. ამას ყველა საკუთარი ძალებისა და საქმისადმი გულმოდგინების მიხედვით განიცდის.

ლოცვაში წარსამატებლად ხელშემწყობი საშუალებები

თუ ლოცვაში წარმატების მიღწევა გსურს, ყველაფერი იღონე, რათა მეორე ხელით არ დაანგრიო პირველის მიერ შექმნილი.

1) სხეულს საზრდელით, ძილით, მოსვენებით ნუ გაანებივრებ. არაფერი მისცე მხოლოდ იმიტომ, რომ ამის სურვილი აქვს. გაიხსენე წმიდა მოციქულის შეგონება: ხორცისთვის ზრუნვას ნუ აქცევთ ავხორცობად (რომ. 13,14), ნუ მოასვენებ ხორცს.

2) გარეგნული ურთიერთობები დროებით, ლოცვის დაუფლებამდე, აუცილებლობამდე შეზღუდე. შემდეგში შენში ამოქმედებული ლოცვა თავად გიჩვენებს, რა შეიძლება შეამატო ზიანის გარეშე. განსაკუთრებით დაიცავი გრძნობები, მათგან კი თვალები და სმენა, შებორკე ენაც. უამისოდ ნაბიჯითაც ვერ წაიწევ წინ. როგორაც სანთელი ქრება წვიმასა და ქარში, ასევე ლოცვა ვერ ინარჩუნებს მხურვალებას გარედან შთაბეჭდილებების მოძალებისას.

3) ლოცვის შემდეგ მთელი თავისუფალი დრო კითხვასა და გააზრებას მოანდომე. საკითხავად შეარჩიე წიგნები, სადაც ლოცვისა და სულიერი ცხოვრების შესახებაა მოთხრობილი. იფიქრე მხოლოდ ღმერთზე, ღვთაებრივ საგნებსა და მეტწილად კი ჩვენი ხსნისთვის განხორციელებულ მაცხოვარზე, უფრო ხშირად უფლის ვნებებსა და ჯვარცმაზე. თუ ასე მოიქცევი, ღვთაებრივი ნათლის ზღვაში ჩაიძირები. ამას თან დაურთე ეკლესიაში სიარული, როცა კი შესაძლებლობა გექნება. ტაძარში ყოფნის დროსაც ლოცვის ღრუბლით დაიფარები. წარმოიდგინე, რა იქნება, თუ მთელს მსახურებას ჭეშმარიტი ლოცვითი განწყობილებით ჩაამთავრებ?

4) უწყოდე, ზოგადად ქრისტიანულ ცხოვრებაში წარმატების გარეშე ლოცვაში ვერ წარემატები. სულს არც ერთი მოუნანიებელი ცოდვა არ უნდა ამძიმებდეს. და თუ ლოცვისას ისეთ რაიმეს ჩაიდენ, რაც სინდისს დაგიმძიმებს, ისწრაფე, სინანულით განიწმინდო, რათა ღვთის წინაშე კადნიერად წარდგომა შეგეძლოს. მუდმივად გულშემუსვრილი იყავი. ხელიდან ნუ გაუშვებ სიკეთის ქმნის შემთხვევას, ანდა კეთილგანწყობის, სიმდაბლის, მორჩილებისა და საკუთარი ნების მოკვეთის შესაძლებლობას. თავისთავად იგულისხმება, რომ სული ცხონებისადმი მოშურნეობით უნდა გქონდეს აღვსილი და ჩაუქრობლად ენთოს. ეს სურვილი უნდა იყოს ყოველივეს მამოძრავებელი და ღვთის შიში და მტკიცე სასოება ახლდეს თან.

5) ამგვარად მომართულმა იღვაწე. ხან მზა, ხან საკუთარი, ხანაც მოკლე ან იესოს ლოცვით ილოცე. ხელიდან ნუ გაუშვებ შესაძლებლობას, რაც ამ ღვაწლში წაგადგება და, მოიპოვებ, რასაც ეძებ. მაკარი ეგვიპტელის სიტყვებს შეგახსენებ: დაინახავს ღმერთი შენს ლოცვით ღვაწლს, რომ გულწრფელად გსურს წარმატება და მოგანიჭებს ლოცვას. გახსოვდეს, მართალია, საკუთარი ძალებით აღსრულებული და მოპოვებული ლოცვა ღვთისთვის სათნოა, მაგრამ ჭეშმარიტი ლოცვა, რომელიც გულში მკვიდრდება და მისგან განუშორებელი ხდება, ღვთიური ძღვენი და ღვთის მადლისმიერია. ამიტომ როდესაც სხვა რაიმეზე ლოცულობ, არ დაივიწყო ღვთისგან ლოცვის მონიჭებაც გამოითხოვო.

6) მოგითხრობ, რაც ერთი ღვთისმოყვარე ადამიანისგან მსმენია: „მთლად წესიერად არ ვცხოვრობდი. მაგრამ უფალმა შემიწყალა და სინანულის სული მომმადლა. ეს მარხვის დროს მოხდა. მთელი ძალით ვცდილობდი გამოსწორებას. აღსარების წინ დიდხანს ვლოცულობდი ღვთისმშობლის ხატის წინ, ძალას და სიმტკიცეს შევთხოვდი მას. აღსარებისას ყველაფერი გულახდილად ვთქვი. სულიერ მოძღვარს არაფერი უთქვამს ჩემთვის, მაგრამ როდესაც შენდობის ლოცვა წარმოთქვა, გულში ტკბილმა ცეცხლოვანმა ტალღამ დამიარა. საოცრად სასიამოვნო გრძნობა იყო. ეს ცეცხლი გულში ჩამრჩა, მეგონა ვიღაცას ეკავა ჩემი გული. იმ დღიდან სულ ვლოცულობდი. გულისყური იქ მქონდა, იმ გრძნობასთან და ვცდილობდი, არ დამეკარგა ეს განწყობა. და უფალი შემეწია. იესოს ლოცვის შესახებ არაფერი მსმენოდა. როდესაც შევიტყე, მივხვდი, ჩემში არსებული იყო სწორედ ის, რის მოპოვებასაც ამ ლოცვით ცდილობენ“. ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მიხვდე, რას ვეძიებთ ლოცვითი ღვაწლით და როგორ უნდა გავიგოთ, როდესაც მიზანი მიღწეულია.

7) ყველაფერთან ერთად წმიდა გრიგოლ სინელის სიტყვებიც გაითვალისწინე (ფილოკალია, 1 ნაწ. გვ.112): „მადლი ჩვენში ნათლისღებიდან მკვიდრობს, მაგრამ ჩვენი უყურადღებობის, ამაოებისა და გამოუსწორებლობის გამო ითრგუნება და მარცვალივით მიწით იფარება. როდესაც მოშურნეობით აღვსილი ადამიანი გამოსწორებას ცდილობს, მან მთელი ძალისხმევა უნდა მოახმაროს ამ მადლიანი ნიჭის აღდგენას. ეს ორნაირად ხდება: პირველ რიგში იგი მცნებათა მუდმივი აღსრულებით გამოვლინდება. რამდენადაც პიროვნება წარემატება ამ გზაზე, იმდენადვე მადლიც ბრწყინვალებას ავლენს. მადლის გარდამოსვლის მეორე საშუალება მოუკლებელი ლოცვის მეშვეობით იესო ქრისტეს სახელის მოხმობაა. პირველი საშუალება ძლიერია, მაგრამ მეორე უძლიერესია. პირველიც და მეორეც იძენს ძალმოსილებას, თუ გულწრფელად გვსურს ჩვენში დაფარული მადლის თესლის აღმოცენება. ვეცადოთ, მალე დავეუფლოთ იესოს ლოცვას და მუდამ გულით ვატარებდეთ. უჩინრად, წარმოსახვის გარეშე, ვიდრე გულს არ გაგვითბობს და უფლის გამოუთქმელი სიყვარულით არ აღგვანთებს“. აქ ყველაფერია ნათქვამი, რაზედაც მე-4 პუნქტში უკვე ვისაუბრეთ.

ლოცვის მნიშვნელობა უხილავ ბრძოლაში

შენს ყურადღებას მეტწილად იმისკენ მივაპყრობდი, თუ როგორ ავიყვანოთ ლოცვა მისთვის დამახასიათებელ სიმაღლემდე. შეიძლება უცნაურად გეჩვენოს, რომ უხილავ ბრძოლაზე საუბრისას, როდესაც გსურს, შეიტყო, რამდენად შეგვეწევა მასში ლოცვა, უმეტესად ისმენ იმას, თუ როგორ ვაქციოთ ჩვენი ლოცვა ჭეშმარიტად. ნუ გაიკვირვებ. როდესაც ლოცვა გულში დამკვიდრდება და განუწყვეტლივ აღევლინება, იგი ყველაზე ძლევამოსილ იარაღად იქცევა ჩვენს უხილავ ბრძოლაში. ამ წუთიდან ის სულის შეუღწეველ, განუმსჭვალავ, გადაულახავ ზღუდედ აღიმართება, რომელიც არც მტრის ისრებს იკარებს, არც ხორციელ ვნებებს, არც ამსოფლიურ ხიბლსა და ცდუნებას. გულში ლოცვის არსებობა უკვე თავისთავად შეწყვეტს უხილავ ბრძოლას. ამიტომაც უნდა იჩქარო გულში ლოცვის დანერგვა და იზრუნო, რომ იგი მუდმივად ცოცხლობდეს და მოძრაობდეს. ეს იგივეა, რომ გითხრან: ასე მოიქეცი და უბრძოლველად გაიმარჯვებო.

ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ ვიდრე შენი ლოცვა ძალმოსილებას შეიძენს, მტერი არ მოგასვენებს და ყოველ წუთს ბრძოლა მოგიწევს. დაგეხმარება ამ დროს ლოცვა თუ არა? - რა თქმა უნდა, და უფრო მეტადაც, ვიდრე სულიერი ბრძოლის ყველა სხვა იარაღი. ლოცვა ყოველთვის მოიზიდავს ღვთის შემწეობას და ღვთაებრივი ძალა მტერს უკუაგდებს. მთავარია, იგი გულმოდგინე და ღვთის ნებას მინდობილი იყოს. ლოცვის ადგილი ორთაბრძოლის დასაწყისშივეა. აი, როგორ ხდება ყველაფერი: როდესაც შიგნით ვნებიანი გულისთქმა ან ვნებათა მოძრაობა იჩენს თავს და ყურადღება, როგორც ფხიზელი დარაჯი, მტრის მოახლოებას და მის ისრებს იგრძნობს, სულის ცხონების მოშურნე მტრის ბოროტ სურვილს გაიაზრებს და ძალების დაძაბვით დაუნანებლად განდევნის გულისთქმებსა და ვნებებს. ამავე დროს შინაგანად ლოცვით მოუხმობს უფალს და შემწეობას სთხოვს. შემწეობაც არ იგვიანებს, მტერი გაიფანტება და ბრძოლა ნელდება.

წმიდა იოანე კიბისაღმწერელი პირადი მაგალითის ჩვენებით ცდილობს ზუსტად აღწეროს ეს ბრძოლა: „მე ვგავარ ადამიანს, რომელიც დიდი ხის ქვეშ ზის და ხედავს, რომ უამრავი მხეცი და ქვეწარმავალი უახლოვდება. მას არ შეუძლია გაუმკლავდეს მათს თავდასხმას, ამიტომ სასწრაფოთ ხეზე ძვრება და თავს შველის. მეც ასე ვარ. ვზივარ კელიაში და ვხედავ ჩემს წინააღმდეგ აღძრულ ბოროტ გულისსიტყვებს. მათთვის წინააღმდეგობის გასაწევად ძალა არ მყოფნის, ამიტომ ლოცვით მივმართავ უფალს და თავს ვიხსნი მტერთაგან“.

წმიდა ისიქი თავის სიტყვაში სიფხიზლისა და ლოცვის შესახებ წერს: „მახვილი და დაძაბული გონებრივი მზერით უნდა იყურო შენს შიგნით, რათა შეიცნო შემომსვლელნი. როდესაც შეიცნობ, მყისვე შემუსრე გველის თავი და სულთქმით შეჰღაღადე იესო ქრისტეს. მაშინ ღვთის უხილავ შემწეობას და თანადგომას მიიღებ“.

“როგორც კი ჩვენში მაცდური გულისსიტყვები მომრავლდება, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოწოდებით უნდა დავძლიოთ. მყისვე ვიხილავთ, რომ კვამლივით გაიფანტებიან ჰაერში - როგორც გამოცდილება გვასწავლის“.

“შინაგანი ბრძოლა ასე უნდა წარვმართოთ: მთავარი ყურადღებაა. როდესაც ბოროტ გულისსიტყვას შევამჩნევთ, მაშინვე გულიდან წამოსული მრისხანება მივმართოთ მის წინააღმდეგ. შემდეგ ვილოცოთ და გულში იესო ქრისტეს მოვუწოდოთ. ასე გაიფანტება ეს დემონური აჩრდილი, და გონებაც ოცნებას არ გაჰყვება, როგორც მოხიბლული ბავშვი დახელოვნებულ ჯამბაზს“.

“მდუმარება გზას უღობავს გულისსიტყვებს, იესო ქრისტეს სახელის მოხმობა კი გულიდან განაგდებს მათ. როგორც კი სულში რაიმე გრძნობადი საგნის წარმოდგენა წარმოიშობა, ჩვენი შეურაცხმყოფელი პიროვნებისა იქნება თუ ქალური სილამაზისა, ოქრო-ვერცხლისა თუ ყველასი ერთად, ცხადია, ჩვენი გული ამ ოცნებამდე ბოროტმეხსიერების, სიძვის, ველცხლისმოყვარების სულმა მიიყვანა. თუ ჩვენი გონება გამოცდილი და განსწავლულია, იცის, როგორ დაიცვას თავი მტრის თავდასხმებისგან და ნათლად ხედავს ბოროტის მაცდუნებელ ოცნებებსა და ხიბლს, მდუმარებითა და იესოს ლოცვით ადვილად მოიგერიებს სატანის ისრებს; ვნებიან ოცნებას საშუალებას არ მისცემს, ჩვენი გულისთქმები აიყოლიოს, ხოლო გულისთქმებს - თანხმიერება ჰპოვოს მასთან ანდა მეგობრულად ესაუბროს და აზრები განავრცოს. ამას კი აუცილებლად ცუდი საქმეც მოჰყვება, ისევე, როგორც ღამე მოჰყვება დღეს“.

ბევრ ასეთ შეგონებას იხილავთ წმიდა ისიქისთან. აქვე შეხვდები უხილავი ბრძოლის სრულ აღწერასაც. გირჩევდი, ხშირად გადაგეკითხა მისი სიტყვა სიფხიზლისა და ლოცვის შესახებ.



თუ ვინმეს გაქვთ კიდევ მასალა დადეთ რა.

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jan 26 2011, 05:09 PM

orthodox-georgia
აი გავაგრძელე შენს საქმეს :
kiss1.gif

ლოცვის სრულყოფილება მიაღწევს სათნოების სხვა გამოვლინებებთან ერთად

თუ ლოცვას დაუდევრად მოვექცევით, ვერასოდეს მივაღწევთ წარმატებას. გვახსოვდეს, რომ ლოცვა სრულყოფილი არაა, თუ მასთან ერთად სხვა სათნოებები არ გაგვაჩნია. ნებისმიერ სათნოების დახვეწასთან ერთად ლოცვა სრულყოფილი ხდება. მთავარი არსია: ღვთის შიში, უბიწოება, თავმდაბლობა, გულის შემუსვრილობა, ხორცის მოკვდინება, მოთმინება, სიყვარული... როცა მას მივაღწევთ, ჩვენში სათნოება იზრდება და მასთან ერთად ლოცვაც.

გვეძლევა საიდუმლოს მეშვეობით

ნამდვილი გულითადი ლოცვა მადლის წყალობაა, რომელიც აღსარებისა და ზიარების საიდუმლოს მეშვეობით გვეძლევა. იმას რასაც მადლი გვაძლევს, ჩვენი შრომა ვერასოდეს ვერ მოგვცემს. შრომა მხოლოდ მადლის მისაღებად გვამზადებს და როცა ეს მადლი გვებოძება, მეტად მივეახლებით უფალს.

რომელი წესი ავირჩიოთ?

ზოგადი რჩევები

ლოცვის შენ წესში, იესოს ლოცვას მიუჩინეთ განსაკუთრებული ადგილი. ის რამდენიმეჯერ აღავლინე ლოცვამდე და ლოცვის შემდეგ. თუ ბეჯითი ხარ ყოველი ლოცვის შემდეგ აკეთე იგივე...
როდის რამდენჯერ უნდა აღავლინო ლოცვა თვითონ განსაჯე, ან შენს სულიერ მამას ჰკითხე. მაგრამ თავიდან ბევრს ნუ ილოცებ, თანდათანობით მიუმატე. თუ სურვილი დაგებადება, გაიმეორე ლოცვა, უარი არ უთხრა საკუთარ თავს. რამდენიც არ უნდა გთხოვოს გულმა ასეთ გამეორებაზე, უარი არ უთხრა. ლოცვების წაკითხვისას არ იჩქარო! წარმოთქვი ზომიერად, როგორც ელაპარაკებიან თანამდებობის პირს, როცა რაიმეს სთხოვენ. იზრუნე არა მხოლოდ სიტყვებზე, არამედ იმაზეც, რომ გონება და გული შეერწყას და ისე წარსდგეს ღვთის წინაშე მისი სინდისის, მადლმოსილების და ჭეშმარიტების მთელი შეგრძნებით...
იესოს ლოცვის აღვლენისას მიიღე მლოცველის მდგომარეობა. ლოცვის ყოველ გამეორებაზე თაყვანი ეცი უფალს: ათჯერ მცირე მეტანია, შემდეგ კი დიდი. ასე მოიქეცი ლოცვის დამთავრებამდე.
“უფრო რაზე უნდა ვიზრუნოთ, მეტანიების და ლოცვების რაოდენობაზე, თუ ყურადღებაზე?”ყურადღების გარეშე ლოცვა ლოცვა არაა. მაშასადამე, ეს არის მთავარი. ამასთანავე წესად მივიღოთ მეტანიების და ლოცვების რაოდენობა შინ შესასრულებლად. წარმატებული ლოცვისათვის საჭიროა ეკლესიაში ყველა ლოცვასა და წირვაზე დასწრება და მოწიწებით ლოცვა. კუჭს ნუ გადაიტვირთავ საკვებით, ძილსაც ზედმეტად ნუ მიეცემით. გართობაც არ დაუსვათ, უკუაგდე უჯერო სიცილი, ხუმრობა. თავი ყოველთვის ისე გეჭიროთ, თითქოს მეფის წინაშე იდგეთ. თუ საქმეს ყურადღებით მოეკიდებით, თვით საქმეს გასწავლით ბევრს. საერო წიგნებს ნუ წაიკითხავთ. იქ თქვენთვის ბევრი გამოუსადეგარი რჩევაა, რომელმაც შეიძლება ხიბლში ჩაგაგდოთ. იკითხეთ წიგნი მღვიძარებასა და ლოცვებზე.

საწყისი წესი: გაკვეთილი ერთბაშად

ყურადრებით და გულისყურით იმეორე განუწყვეტლივ: უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ყოველგვარი წარმოსახვის გარეშე იმ რწმენით, რომ უფალი გხედავს და ისმენს შენს ლოცვას. ამის განმტკიცებას დაუთმე დილას და საღამოს გარკვეული დრო: თხუთმეტი წუთი, ნახევარი საათი, ან მეტი, რამდენიც შეგიძლია. ამგვარად უნდა მოიქცე დილას და საღამოს ლოცვების შემდეგ. ეს იქნება ლოცვის ჩვევის ჩამოყალიბების დასაწყისი.

სხვა წესი: ცოტ ცოტა მაგრამ ხშირად

გამოყავი გარკვეული დრო დღის განმავლობაში იესოს ლოცვის აღსავლენად. სადილობამდე ორჯერ და სადილის შემდეგ ორჯერ მცირე და დიდი მეტანიებით. თქვი იესოს ლოცვა ასჯერ. ეს წესი აუცილებლად შეასრულე ყოველდღე.
ლოცვად დგომისას გახსოვდეს, რომ უფალი ახლოსაა და ესმის შენი, გხედავს და სურს მოგცეს ის, რაც შენი მაცხონებელია... წარმატების ძირითადი პირობაა შესრულების მუდმივობა.

შემდეგი წესი: ხშირად, გაორმაგებით და გასამმაგებით

სასურველია გონება ღმერთზე ფიქრით იყოს მუდმივად დაკავებული. ამის საუკეთესო საშუალებაა იესოს ლოცვის გამომუშავება. წესად მიიღეთ დღეში ორჯერ, ან სამჯერ ხატების წინ დგომა და იესოს ლოცვის მოწიწებით აღვლენა და შენს წინაშე უფლის ხილვით აღავლინე ლოცვა 100, 200, 300 ჯერ რამდენჯერაც ძალგიძს. თუ ამას გადაწყვეტ, უკან აღარ დაიხიო. მთელი დღის განმავლობასი იფიქრე ლოცვად დადგომა და ამით ღმერთიც მოგეახლება.

მხატვრულობა

სიმეონ ახალღვთისმეტყველის გონიერი ლოცვის მხატვრულად წარმართვის შესახებ... სხეულის მდგომარეობა და მოძრაობა არ არის მთავარი ეს მხოლოდ დახმარებაა. საგანგებოდ აღვნიშნავ: დაჯექი განმარტოებით, თავი დახარე, შეაჩერე სუნთქვა და გონების თვალი მიაპყარი გულს და წარმოთქვი უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე.

როგორ აღვავლინოთ იესოს ლოცვა წესის გარეშე

მთელი დღე იღვაწე ყურადღებისათვის

დილიდანვე იფიქრე უფალზე. არა მხოლოდ დილის ლოცვის დროს იდექით მის წინაშე, არამედ მთელი დღის განმავლობაში არ განეშოროთ, თან ატარეთ იესოს ტკბილი სახელი. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ვისთანაც არ უნდა საუბრობდეთ, სადაც არ უნდა მიდიოდეთ, გონებით ყოველთვის იყავით უფალთან. თუ გონება გაგეფანთოთ ისევ მიუბრუნდით უფალს და შემუსვრილი გულით თავი გაიკიცხეთ... და ასე გააგრძელეთ... სწორედ ეს არის ყურადღების ღვაწლი.

არ არის აუცილებელი იესოს ლოცვის განუწყვეტლივ გამეორება

თუ ხელსაქმის დროს გაგიჩნდებათ ლოცვის სურვილი, ეს ღვთის წყალობაა. ილოცეთ და თან იმუშავეთ. ნანობთ, რომ ვერ იმეორებთ იესოს ლოცვას? ეს არც არის სავალდებულო, მაგრამ სავალდებულოა ღვთისადმი მიმართ მუდმივი გრძნობა, რომელიც უნდა არსებობდეს თქვენში ნებისმიერი საქმიანობის დროს... და როცა თქვენ ლოცულობთ იესოს ლოცვით, გააგრძელეთ ასე საქმიანობა და ეს ლოცვა მთლიანად მოგიცავთ თქვენ.

დაე გონება გულით სულდგმულობდეს თქვენში

თქვენი ცხოვრების დიდ ნაწილს გონება წარმართავს, ხოლო გულს მხოლოდ მაშინ მიმართავთ, როცა გონებრივი შრომა წარმოშობს გარკვეულ გრძნობას. პირიქით კი უნდა იყოს, გულისმიერი ცხოვრებით უნდა იცხოვროთ და მხოლოდ სულიერი ცხოვრების მოთხოვნილების შესაბამისად თქვენი გონების საყრდენად გული უნდა აქციოთ.

როდის აღვავლინოთ ტაძარში იესოს ლოცვა და როდის საზოგადო ლოცვა

გვეკითხებიან - უნდა კი აღვავლინოთ იესოს ლოცვა ტაძარში, როცა გულში სიმშვიდეა და უშფოთველობა, გონება კი ამ ღვთაებრივ სიწყნარეში მიპყრობილია გალობისა და საკითხავებისაკენ? იცოდეთ, რომ სადაც არ უნდა იყოთ და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, უნდა წარსდგეთ ღვთის წინაშე და აღივსოთ მოწიწების გრძნობით. ტაძარშიც ასევე მოიქეცით. ლოცვა განამტკიცებს ღვთის მიმართ ყურადღებას და გრძნობებიც, რომლებიც ამ დროს აღიძვრება, შესაბამისად ღვთაებრივია.
ღვთისმსახურების დროს უნდა უსმინოთ წირვას. მთელი ყურადღებით იდექი იქ, სადაც იესოს ლოცვა აღევლინება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენთვის გაუგებრად კითხულობენ ან გალობენ, მაშინ აღავლინეთ ეს ლოცვა.
როგორ მოვიქცეთ ეკლესიაში, ჩვენთვის გულში ვილოცოთ, თუ ვისმინოთ რასაც კითხულობენ და გალობენ? გააძლიერეთ თქვენი შინაგანი ლოცვა და ამასთან უსმინეთ... შინაგანი ლოცვა ღუმელია, მოსმენა კი ღუმელში შეშის შეკეთება... თუ მოსმენა ასუსტებს შინაგან ლოცვას, უმჯობესია მიენდოთ თქვენს ლოცვას, მაგრამ ლიტურგიის დროს აზრებითაც და გრძნობებითაც უნდა მივსდიოთ მსახურებას. აი, კიდევ რა უნდა გვახსოვდეს: ეკლესიაში ვიკრიბებით საერთოდ ლოცვისათვის, სადაც ყველას უნდა აერთიანებდეს ერთი აზრი, გრძნობა, სიტყვა. სხვაგვარად ვერ მივიღებთ იმას, რაც უფალმა გამოგვიცხადა, როცა ორი ან სამი ლოცულობს.

როგორ მოვიქცეთ, როცა ყურადრება გვეფანტება

გონებას ისე ვერაფრით შევაჩერებ, თუ არა გრძნობით

გონება სულ გადადის ერთი საგნიდან მეორეზე. რით ან როგორ შევაჩეროთ იგი? სხვა არაფრით, თუ არა გრძნობით. როდესაც გულში აღიძვრება რაღაც გრძნობა, იგი გონებასაც მიაჯაჭვებს ამ გრძნობის საგანს. ანუ, ვისაც სურს გონება დაუმორჩილოს ღმერთს ისე, რომ მუდმივად მასთან იყოს, უნდა გააძლიეროს ღვთის გრძნობა.
რა არის გონების გაფანტვის მიზეზი? თუ გულში ღრმა გრძნობაა უფლისა, გონებაც არ გაგეფანტება. როცა ონკანი მოშვებულია, წყალი შეუჩერებლად მოედინება, ხოლო, როცა დაკეტავ, წყალი შეწყდება: ასეა გონებაც: მასში სხვადასხვა აზრი მიედინება დაუსრულებლად დაკეტეთ და შეწყდება. სწორედ ონკანის დაკეტვას ჰგავს გულში წმინდა გრძნობების გაღვიძება და შენარჩუნება.

ღვთის ხსოვნა და შემუსვრილი გული ფიქრებს არ განაბნევს

ვიბნევი, ვინ არის დამნაშავე? ნუ იბნევით. როგორც კი შეამჩნევთ, რომ გონება გეფანტებათ, მაშინვე შეეცადეთ მის შეჩერებას. შეეჩვიეთ, გქონდეთ ღვთის და სიკვდილის ხსოვნა. ამით მიაღწევთ გულის შემუსვრილობასა და გონებაც აღარ გაგეფანტებათ.

მოუხმეთ სიფხიზლეს და საკუთარი თავის საყვედურს და ყურადღებაც აღარ გაგეფანტებათ

ჩვენი განსაცდელი ისაა, რომ გონება გვებნევა და ყურადღებაც შესაბამისად გაგეფანტება, გონებაც სადღაც დაქრის ლოცვის დროს. როგორ მოვიქცეთ? ყველა ერთს გვირჩევს: როცა გამოფხიზლდები, გულს მიენდე, გულით ილოცე, რათა გონება ისევე არ გაგეფანტოს, მაგრამ თუ მაინც მოხდება ეს, ისევ შეეცადე მოიკრიბო იგი და ასე მოიქეცი შემდეგაც. რას მივაღწევთ ამით? ვცდილობთ,მაგრამ ვერაფერს ვხვდებით. ვფიქრობ, თუ ამისთვის საკუთარ თავს ვსაყვედურობთ და ასევე ღმერთს შევსთხოვთ სიფხიზლეს, უფალი დაინახავს ჩვენს გულწრფელ მცდელობას ფხიზლად ყოფნისათვის და აუცილებლად გაიღებს ჩვენთვის მოწყალებას.

ღმერთზე ფიქრი აუცილებელია

ამბობთ არ შემიძლია მუდამ ფხიზლად ყოფნა. თუ ხან ფხიზლობთ და ხან არა, არაფერია... მაგრამ თუ თქვენი მდგომარეობა დიდიხანს გაგრძელდა, საჭიროა გაიმხნევოთ თავი ღმერთზე ფიქრით, ან რწმენის საიდუმლოებების, განსაკუთრებით: სიკვდილის, სამსჯავროს, სამოთხისა და ჯოჯოხეთის გახსენებით უნდა გააღვიძოთ გულში ღვთის შიშისა და მოკრძალების გრძნობა, რადგან მას აქვს უდიდესი აღმგზნები ძალა. ღვთის შიშის შესუსტებისგან მოდის სიზარმაცე, დაუდევრობა და მძინარობა. იესოს ლოცვის დროს ღმერთზე ფიქრი აუცილებელია. შეიძლება სახელი იესო გამუდმებით იმეორო, მაგრამ ღმერთზე სულაც არ ფიქრობდე. უფრო მეტიც თავში გიტრიალებდეს უფლისათვის მიუღებელი აზრები, ანუ ყველაფერი დამოკიდებულია ღმერთთან შეგნებულ და თავისუფალ ერთობაზე, ამის მისაღწევად განუწყვეტელ ღვაწლზე.

გამუდმებით ვინანიოთ ცოდვები

არ არის წუთი, რომ ნებსით და უნებლიეთ ჩვენი სული არ მძიმდებოდეს ცოდვებით და არ ირღვეოდეს კავშირი ჩვენსა და ღმერთს შორის. ამიტომ გამუდმებით უნდა ვინანიებდეთ ცოდვებს, რადგან სინანული განწმენდს ჩვენს სულს სიბილწისაგან.

იესოს ლოცვით მაშინვე წავშლი ცოდვის კვალს

თავში ჩვეულებრივ გვიტრიალებს სხვადასხვა გულისთქმა. ეს არ არის იმდენად ზიანის მომტანი. საშიში ის მრავალი გულისთქმებია, რომლებიც ლახვარივით იჭრებიან თქვენ გულში და ტოვებენ იქ კვალს. თავიდანვე წაშალეთ ეს კვალი იესოს ლოცვით და დაუპირისპირეთ მას საპირისპირო გრძნობა. როცა გულში შენარჩუნებულია ღვთაებრივი სითბო, ასეთი შემთხვევები იშვიათია.

ღვთის ხშირი ხსენება მოკრძალების გარეშე არ გამოიღებს სულიერ ნაყოფს

გონიერი ლოცვისას გახსოვდეთ აღანთოთ სულში ღვთის შიშის და მოკრძალების გრძნობა, ამასთანავე არ დაგავიწყდეთ ისიც, რომ აუცილებლად წარდგებით ღმერთის, მოწყალე მამისა და ამასთანავე მოსამართლის წინაშე. უფლის ხშირი ხსენება მოკრძალების გარეშე აჩლუნგებს ღვთის მოშიშებას და ართმევს მას იმ მხსნელ ძალას, რომლითაც ის აღჭურვილი იყო და მისი კვლავ წარმოქმნა მხოლოდ მას შეუძლია.

ძირითადი საფრთხე

ცდუნება მტრისაგან

თავიდან დიდ სიძნელეს აწყდებით, ყოველივე ხელოვნურად უაზროდ გეჩვენებათ და კიდევ უამრავი უსარგებლო აზრი იბადება თავში. ამიტომ მთავარია - იდგეთ ღვთის წინაშე, გონებისა და გულის ერთობით და ასე აგრძელებდეთ სიცოცხლის ბოლომდე. მიუძღვენით ამ საქმეს გარკვეული დრო. გაკვეთილის შესწავლის დრო დამოკიდებულია რწმენასა და სიბეჯითეზე. ნუ შესუსტდებით მართალია მრჩეველთა და ლოცვის მიმართ გაგიჩნდებათ ეჭვები, ლოცვის მიტოვების სურვილი, მისი გმობა, დაქანცულობა - სწორედ ამიტომ, რომ ეს არ არის ადვილი, ყურს ნურაფერს დაუგდებთ. ილოცეთ. მტერი ყველაზე მეტად ამ ლოცვის გმობას გვინერგავს, რადგან თქვენი ლოცვისას ცეცხლი წვავს და უკუაგდებს მას. ის ვერ დაამარცხებს იმ ადამიანს, ვის გულშიც იესოს ლოცვაა, იესოს უტკბილესი სახელი, რომელიც გამუდმებით ჟღერს თქვენს გულში, თქვენი ძალისხმევის გარეშეც განდევნის მტერს.

თავი გტკივათ

თქვენ წერდით, რომ ყურადღება თავს გატკივებთ. ეს მხოლოდ მაშინ, როცა მხოლოდ გონებით მუშაობთ, თუ მასში გულსა და სულს ჩააქსოვთ, მაშინ შრომა გაგიადვილდებათ, თავი შეგიმსუბუქდებათ და გულისთქმაც დადუმდება. გული უნდა იყოს თქვენი თავშესაფარი. როგორც კი გულისთქმა შემოგიტევთ, ნუ დაიზარებთ, მიმართეთ ამ თავშესაფარს და გულისთქმებიც მაშინვე გაიფანტება. გულშია სიცოცხლე და იქ უნდა იცხოვრო. არ გეგონოთ, რომ ეს სრულყოფილთა ხვედრია. ეს ყველასათვის მისაწვდომია, ვინც უფლის გზას ეძებს.

მხატვრულობა სახიფათოა

იესოს ლოცვის აღვლენა, როგორც ჩვენ ამას ჩვეულებრივ ვაკეთებთ, კეთილი საქმეა, ბერ-მონაზვნებისათვის ეს მოვალეობაა. და განა დააკისრებდნენ ეს რომ სახიფათო ყოფილიყო? საშიში ის მხატვრულობაა რაც მოიგონეს და დაურთეს ამ ლოცვას. ეს ზოგიერთს ხიბლში აგდებს, ზოგს კი ავხორციულ მდგომარეობაში, ამიტომაც საჭიროა მხატვრულობის აკრძალვა, ხოლო რაც შეეხება იესოს უტკბილესი სახელის წარმოთქმას, იგი ყველას უნდა ჩავუნერგოთ გულში და განვაწყოთ ამისათვის.

მცირეოდენი სითბო ბუნებისაგან

ვინ იცის რად აქციეს იესოს ლოცვა. ჰგონიათ, როგორც კი აღავლენენ, ამით ყველაფერი მიიღწევა. ეს ლოცვა მათთვის შელოცვად გადაიქცა: აღავლინე, სხეულის შესაბამისი მოძრაობაც გააკეთე და ყველაფერს მიიღებ. კიდევ დუდუნებენ, გული კი ცარიელია, გონებაც იფანტება, ის კი არა ურცხვი მოძრაობებიც ჩნდება. მათ ეს არაფრად მიაჩნიათ, თითქოს ყველაფერი ეს სრულიად მისაღები იყოს. ზოგი ამ დროს მცირეოდენ სითბოს შეიგრძნობს და იწყებს ყვირილს: აი მადლი, მადლი! ავიწყდებათ, რასაც წმინდა მამები მიუთითებენ: თუ მცირეოდენ სითბოს შეიგრძნობ, ნუ გაგიკვირდება, ეს ბუნებისაგანაა და არა მადლისაგან.

ხიბლის დასაწყისი

იცოდე, რომ ნამდვილი წარმატება მიიღწევა შენს არსებაში, შეუმჩნევლად, ეს ისევე ხდება, როგორც სხეულის ზრდა. ამიტომ, როცა შენში აღიძვრება სურვილი, წამოიძახა: აი ის! იცოდე ეს მტრის წამოძახილია, რომელიც მოჩვენებითს ნამდვილად წარმოგიდგენს. ეს ხიბლის დასაწყისია. ჩაახშვე ეს ხმა, თორემ იგი როგორც საყვირი ისე გუგუნებს შენში და თვითკმაყოფილებით გასაზრდოებს.

უთანხმოება ცოდვიანი ჩვევებისაგან

იესოს ლოცვას შეიძლება მოჰყვეს ჩვენს გულში შფოთი, თუ ამ ლოცვის აღვლენისას უარს არ იტყვით იმ ცოდვასა და იმ ცოდვიან ჩვევაზე, რომელთაც სისნდისი გმობს. ამ დროს ჩვენში ღრმა უთანხმოებაა, რომელიც გულის სიმშვიდეს გვიკარგავს, შედეგად მოჰყვება გონების დაბნელება, ცნობიერების შეშფოთება და აღრევა.

ცრუ მისტიციზმი

ჭეშმარიტად, ქრისტიანული ცხოვრება არის უფალთან ყოფნა. სიცოცხლე იდუმალია, საიდუმლოა მისი ჩასახვა, განვითარება და სრულყოფა. ამიტომ ყოველგვარი მისტიციზმი არ არის ცრუ. ცრუ მისტიციზმი წარმოიშვება ღვთისაკენ მიმავალი ჭეშმარიტი გზიდან გადახვევისას.
ცრუ მისტიციზმში გადახრას წმინდა მამები ხიბლში გადახრას უწოდებენ... ერთნი წარმოსახვებში, მეორენი კი გონებრივ ქმედებაზე რჩებიან. ჭეშმარიტ ნაბიჯს მხოლოდ ის გადადგამს, ვინც ამ სადგურების გავლით, გულამდე მივა და იქ იპოვის თავშესაფარს. მაგრამ აქ კიდევ შესაძლებელია ცდუნებაში ჩავარდნა, რადგან გონიერი და გულითადი ლოცვის ნაწილი წარმოადგენს ლოცვით ღვაწლის შრომით შედეგს. ხოლო სადაც ჩვენ ვართ იქ ყოველთვისაა ხიბლში ჩავარდნის და ცოდვის ჩადენის საშიშროება, რომელსაც მაშინ ავიცდენთ, როცა გულში წმინდა და მტკიცე ლოცვა დაიმკვიდრებს. ვის გულშიც უფალია, ის ხიფათს ასცდება. კიდევ უფრო დაცულია ის, ვინც მთელი არსებით მიეცემა ღმერთს ყოველ ჟამს და დამდაბლებული გულით ითხოვს ხიბლისაგან გამოხსნას.

აუცილებელია გყავდეს ხელმძღვანელი

ხიბლისგან თავის დასცავად

შესაძლებელია გადახრა ცრუ მისტიციზმში. როგორ დავაღწიოთ თავი ამ უბედურებას? წმინდა მამები მხოლოდ ერთ საშუალებაზე მიგვითითებენ: ნუ დარჩები მარტო, იყოლიე გამოცდილი მრჩეველი ანუ მოძღვარი. თუ არ გყავთ, შეიკრიბენით ორ ორი, ან სამ სამი და იხელმძღვანელეთ წმინდა მამების წერილებით. სხვა გზა ცრუ მისტიცისმისაგან თავის დასაღწევად მე არ მეგულება, გარდა იმ მადლმოსილი ხელმძღვანელობისა, რომლის ღირსი გამხდარი არც თუ ისე ბევრი ღვთის რჩეული. ეს განსაკუთრებული შემთხვევებია, ჩვენ კი ყველასათვის საერთო ცხოვრებისეულ გზებზე მივუთითებთ.

სად იპოვოს ერისკაცმა ხელმძღვანელი

კიდევ ერთი გაუგებრობა: გონიერი ლოცვის მისაღწევად საჭიროა გყავდეს ხელმძღვანელი. სად უნდა იპოვოს იგი ჩვეულებრივმა ერისკაცმა? იქვე ერში, სულიერ მამებსა და ჩვეულებრივ ერისკაცთა შორისაც. მართალია, სულ უფრო და ყფრო იშვიათად გვხვდებიან პიროვნებები, რომლებსაც შეგვიძლია მივმართოთ სულიერი ცხოვრების საკითხების რჩევისათვის, მაგრამ ასეთი პიროვნებები ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან მომავალშიც. მსურველი კი, ღვთის წყალობით, ყოველთვის პოულობს მათ. სულიერი ცხოვრება ღვთიური ცხოვრებაა და ღმერთი განსაკუთრებით იმათ სწყალობს, ვინც ეძიებს მას. მხოლოდ ღვთისმოსავი იპოვის მის გარშემო ყოველივე საჭიროს.

საჭიროა გამოცდილი მოძღვარი

ღვთისადმი ურყევი ყურადღება მადლმოსილია, ხოლო ჩვენი საკუთარი ყურადღება ყოველთვის იძულებითია. მაგრამ ასეთი გონიერი ლოცვა გადაიზრდება შინაგან გულისმიერ ლოცვაში, თუ გყავს გამოცდილი მოძღვარი.

დასკვნა

რა უნდა გვახსოვდეს და ვაკეთებდეთ

იკითხეთ რა არის საჭირო... გაიხსენეთ და ისე აკეთეთ... ყურადღებით აღჭურვილი ჩაღრმავდით საკუთარ გულში და ისე წარდექით ღვთის წინაშე, რომელიც თქვენშია, ყველგან მყოფელი და ყოვლისმხილველი. ღვთის წინაშე დგომისას, სხვა აზრები არ გაივლოთ თავში... გააღვივეთ თქვენში მხოლოდ ღვთიური გრძნობები. ღმერთი ხომ ხედავს, ესმის და მზად არის აღასრულოს თქვენი თხოვნა. არ მიატოვოთ სიტყვა (იესოს ლოცვა შემდგენელი) იფიქრეთ იმაზე, თუ რა არის უფალი ჩვენთვის, მაგრამ თქვენი ფიქრები უნდა იყოს უბრალო; რომ უფალი ახლოსაა, გვიფარავს, გვამხნევებს, გვასწავლის და გვხელმძღვანელობს... ლოცვის დაწყებისას კითხვები გაგიჩნდებათ... და შეეკითხეთ. საბოლოოდ, აზრი და გრძნობა ისე შეერწყმება ღმერთს, რომ გახდებიან განუყოფელინი გაჩნდება ღმრისაგან განუშორებელი თბილი და ტკბილი გრძნობა... სხვა ყველაფერი გახდება გარეშე და უცხო. როცა იქნებით თავმდაბალნი, ღვთის მადლი თქვენს ლოცვას ძალას მისცემს. იზრუნეთ, რათა ყველაფერი გულიდან მოდიოდეს. გარეგნულზე ნუ იფიქრებთ.
... როგორც კი გაგიჩნდებათ ასეთი აზრი (რომ ლოცვა სრულყავით შემდგ.) წინასწარ იცოდეთ, რომ ეს აზრი მცდარია, ნუ დაეყრდნობით მას. ლოცვა მაშინ განმტკიცდება, როცა გულში ცეცხლი წარმოიქმნება.

მიიღეთ მთავარ საქმედ და მაშინ...

იშრომეთ და შეევედრეთ ღმერთს მოგცეთ ძალა, შეიგრძნოთ და შეიცნოთ, თუ რა არის უფლისათვის, ბერი პართენის თქმით, ტკივილი გულში. ეს უცბად არ მიიღწევა. გაივლის მთელი წელი თავდაუზოგავ შრომაში, იქნებ უფრო მეტიც, სანამ გამოჩნდება მისი პირველი ნიშნები. გაკურთხოთ უფალმა ამ გზაზე. მაგრამ თქვენ ნუ ჩათვლით ამ საქმეს უმნიშვნელოდ, იგი უმთავრესად მიიჩნიეთ... აი, მაშინ ღმერთის წყალობით აღიძვრება ტკივილი თქვენს გულში, აღსრულდება ის, რაც გსურთ და უფრო მეტიც თავისთავად თქვენში დამკვიდრდება ერთგვარი ტაქტი, რომელიც ყველაფერს მასზე ფიქრის გარეშეც მოაწესრიგებს. მაშინ თქვენს არსებაში დაისადგურებს მოძღვარი, რომლის სიბრძნის ბადალი ქვეყანაზე არ მოიპოვება.

პოსტის ავტორი: COLKHI თარიღი: Feb 11 2011, 01:58 PM

სალამი,განსაკუთრებულად ვუდგები ამ თემაზე დისკუსიას, და საერთოდ ლოცვისა და განსაკუთრებულად -იესოს ლოცვის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას.

მაშ მეც გავაგრძელებ...

სამი გასაღები შინაგანი ლოცვისათვის

წმიდა მამათა სულიერ საფასედან გამოკრებილი

„გულსა შინა ჩემსა დავიფარენ სიტყვანი შენნი,
რათა არა შეგცოდო შენ“ (ფს. 118,11)


თუკი ყოველ პიროვნებას აქვს თავის ნაკლიცა და სათნოებაც, ასევე ერთი მიზნის მისაღწევად იხმარება სხვადასხვა ხერხი. შინაგანი ლოცვის მისაღწევად წმინდა მამებისგან ვიცით სხვადასხვა გზები, რომელთაგან ზოგი საერთოა როგორც შინაგანი ლოცვის მისაღწეავდ, ასევე საერთოდ ქრისტიანული ცხოვრებისათვის, როგორიცაა: სრული მორჩილება, გარეგნული ლოცვით შინაგანი ლოცვის გამოთხოვა უფლისგან, როგორც მოციქულებმა თხოვეს უფალს: „უფალო, გუასწავე ლოცვაი“ (ლუკ. 11,1). ზოგს ხშირად მიემადლება ღვთისგან ასეთი ლოცვა. მაგ: ერთმა ორი წლის ვედრების შემდეგ ღვთისმშობლის წინაშე ერთხელ იგრძნო სიტკო და სითბო მის გულში შემავალი. მეორემ კი უბრალო ლოცვის დროს იხილა მის სულში შემავალი სხივი და მას შემდეგ დაიწყო უწყვეტი შინაგანი ლოცვა. და სხვა მრავალი შეიძლება მოხდეს.

წმინდა მამებთან ვხვდებით კიდევ სამ ასეთ ხერხს:

1. იესო ქრისტეს სახელის ხშირი მოწოდება ლოცვით (ე.ი. სიხშირე);
2. მთელი ყურადღებით ამ ლოცვის მეორება (ე.ი. ყურადღება);
3. თავის თავში (გულში) ჩაღრმავება, ანუ როგორც მამები ამბობენ გონების გულში მოთავსება.

ასე რომ თუ ეს სამი ხერხი არის ყველაზე შედეგიანიჩვენს გულებში ცათა სასუფევლის საპოვნელად, მაშინ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინია განძით სავსე ყუთის სამი გასაღები.

პირველი გასაღები

თუკი სიხშირეს მივყავართ ხარისხამდე, მაშინ იესოს ლოცვის ხშირი, განუწყვეტელი განმეორება, თუნდაც გონებაგაფანტული მიგვიყვანს ყურადღებამდე და გულის სითბომდე. ხშირი განმეორების დროს იხვეწება და გადადის ჩვეულებაში. რაიმეს კარგად კეთება რომ ვისწავლოთ, საჭიროა ხშირად ვაკეთებდეთ მას. წმინდა ისიხი ამბობს, რომ სიხშირე ბადებს გამოცდილებას და ემსგავსება ნატურას, ეს, როგორც ჩანს წმინდა მამების დაკვირვებით, ასე ხდება: მსურველმა რომ მიაღწიოს შინაგან ლოცვას, ხშირად უნდა მოუხმოს უფალს, თითქმის შეუწყვეტელად ამ სიტყვებით: უფალო იესო ქრისტე ძეო ღვთისაო შემიწყალე მე ცოდვილი. უნდა იმეოროს ბაგეებით ხმადაბლა. ხანდახან შემოკლებით თქვას: უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, როგორც გავსწავლის გრიგოლ სინაელი. ის გვირჩევს, რომ მოკლე ლოცვა მოსახერხებელია ახალი მოსულისათვის. ის არ უარყოფს არც პირველ წესს, ოღონდ ურჩევს რათა ხშირად არ ცვალონ ეს წესები.

ლოცვის სურვილის გასაღვივებლად მამები ურჩევენ დამწყებს ფსკვნილზე ითვალონ ლოცვები, რომელსაც შემდეგ გაზრდიან (რაოდენობით). პირველად რამოდენიმე ასეული, შემდეგ ათასებიც შეიძლება. უნდა წარმოთქვან ენითა და ბაგეებით გარკვევით, ოდნავი დაძაბვით. დროთა განმავლობაში ენა და ბაგეები თავად მიეჩვევიან და ძალის დაუტანებლად თავისუფლად წარმოთქვამენ უფლის სახელს. საერთოდ ხმის გარეშეც კი. დროთა განმავლობაში გონება ყურადღებას მიაქცევს ენას და ნელ-ნელა განიწმინდება გონება-გაფანტულობისაგან, ასე მიაღწევენ ყურადღებით ლოცვას. ამას კი შემდეგ მოყვება გონების გულში დამკვიდრება, როგორც მამები ამბობენ, გონება, რომელიც მოძრაობს გულში, ათბობს მას ღვთაებრივი სიყვარულით და უკვე თვით გული ყოველგვარი იძულების გარეშე თავისუფლად, აღუწერელი სიტკბოებით გამოთქვამს იესო ქრისტეს სახელს და გადმოიღვრება ლოცვით ღვთის წინაშე, როგორც წერია: „მე მძინავს, გული კი მღვიძარეა ჩემი“.

ხშირი გონებრივი იესოს ლოცვის შესახებ ძალიან კარგად გამოთქვა წმ. ისიხიმ: როგორც რაც უფრო მეტი წვიმა ალბობს მიწას, ასევე გულს ქრისტეს სახელი, რომელსაც ჩვენ მოუწოდებთ სიხარულით.

მართალია ნაჩვენები ხერხი წმინდა მამების გამოცდილებით საკმარისია მიზნის მისაღწევად, მაგრამდ არსებობს უკეთესი საშუალებები, როგორიც არის: ყურადღება და გონებით გულში შესვლა. ეს პირველი ხერხი არის მათთვის, ვინ ყურადღებას ვერ ფლობს და არ შეუძლია გულზე იმუშაოს, ან იგი შეიძლება გამოვიყენოთ მოსამზადებელ პირობად შემდეგი ხერხის შესწავლისათვის, რომელიც არის გონებით გულში შესვლა. მოკლედ როგორც ნიკიფორე მონაზონი ამბობს: ვისაც რა უნდა ის ამოირჩიოს.

მეორე გასაღები

როგორც ნიკიფორე მონაზონი ამბობს, ყურადღება არის გონების დაცვა ანუ გონების მოკრება და ჩაღრმავება რაიმე საგანში ყველა სხვა აზრებისა და წარმოსახვების დატოვებით. რამდენად ყურადღება საჭიროა ლოცვისათვის ამის შესახებ მსჯელობენ წმიდა კალისტე და ეგნატე, რომელთაც მოჰყავთ, მაგალითად ღირსი მამის ნილის სიტყვა, რომელიც ამბობს: ყურადღება რომელიც ეძებს ლოცვას, მალე შეიძენს მას. მიახლოებით ასე წერს წმ. ისიხი: რამდენადაც გონებამოკრებილი ხარ, იმდენადვე გექნება იესოს ლოცვის სურვილი და კიდევ: უკიდურესი ყურადღებით შეიქმნება გულისმიერი ყურადღებისა და სიმშვიდის ატმოსფერო. ნიკიფორე მონაზონი ლოცვაზე მსჯელობისას ამბობს, რომ თუ იმ ხერხით ვერ მოახერხებ

პოსტის ავტორი: COLKHI თარიღი: Feb 11 2011, 02:11 PM

გაგრძელება


-ენ გონების გულში მოთავსებას რომელიც მიუთითა, მაშინ საჭიროა მოვიპოვოთ ყოვლისშემძლე ყურადღება ლოცვის დროს, რომელიც ყოველგვარი ეჭვის გარეშე გაარღვევს გზას გულისაკენ შინაგანი ლოცვისათვის როგორც წმიდა მამების გამოცდილებიდან ვიცით წმიდა წერილიც ამტკიცებს ამ ჭეშმარიტებას, რომ ყურადღების გარეშე არ შეიძლება ლოცვა. ამაზე ამბობს: „მოიცალე და გულისხმაჰყავ, რამეთუ მე ვარ ღმერთი“.

ე.ი ვინც გადაწყვიტა ყურადღებით მიაღწიოს შინაგან ლოცვას, უნდა შეეცადოს იმყოფებოდეს რაც შეიძლება განმარტოებით, თავი აარიდოს ხალხთან საუბარს, ილოცოს აუჩქარებლად. ბევრი არ არის საჭირო შუალედი, ჩაწვდეს გონებით ლოცვის სიტყვებს, როგორც ხდება წიგნის ყურადღებით კითხვის დროს. მთელი ძალით შეეცადოს მოიცილოს უცხო აზრები. ხანდახან ლოცვის წარმოთქმის შემდეგ მცირედ დავდუმდეთ, თითქოს დაველოდოთ უფლის პასუხს, შევეცადოთ დავიჭიროთ ყურადღება გონებაგაფანტულობის დროს და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ გადავწყვიტეთ მუდამ ვიმყოფებოდეო უფალთან, უწყვეტი ყურადღებიანი ლოცვით და გონების სხვა აზრებისაგან განნმენდით.

მესამე გასაღები

მესამე გასაღები არის შესვლა ჩვენს შიგნით ანუ გულში. ზედმეტი მსჯელობა რომ არ გამოგვივიდეს, წმიდა მამების აზრები გადმოვცეთ ზუსტად, შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ რიგში ამას აღწევენ მამები, რომელთაც სრული გადმოცემა დაგვიტოვეს შინაგანი ლოცვის შესახებ. მეორეში ვინც ნაწილობრივად გადმოგვცა მის შესახებ, ხოლო მესამე, სულისათვის სასარგებლო თხრობანი აბბა ფილიმონის შესახებ. მაშ ასე, I. სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი, გრიგორი სინაელი, ნიკიფორე მონაზონი, ღირსი მამები კალისტე და ეგნატე ქსანტოპულები. II. პრესვიტერი ისიხი იერუსალიმელი, ფილოფეი სინაელი, მიტროპოლიტი თეოლიპტე, ბარსანოფი და იოანე. III. აბბა ფილიმონი.

პოსტის ავტორი: +ვახტანგი+ თარიღი: Feb 12 2011, 04:03 PM

COLKHI
მშვიდობა. smile.gif
შენი წერილები, ესაა მღვდელმონაზონი ანდრია ყურაშვილის თარგმანი, წიგი სათნოთმოყვარეობისა, რომელიც წმ სვიმეონ ახალი ღვთისეტყველმა შეადგინა ბერებიათვის. ამ წრილებში გულისმიერი ლოცვის მისაღწევ ტექნიკურ საშვალებებს - როგორ უნდა დაჯდე, სუნთქვას როგორ ააყოლო ლოცვა. ამის გაკეთება ძალიან საშიშია, რადგან ამისათვის ადამინს შესაბამისი სულიერი მდოგმარეობა უნდა ქონდეს და აუცილებელია ასეთი გამოცდილი ისიხი მოძღვარი(ამის შესახებ მწირის გულახდილ სუაბრებშიც წერია, ათონის მთის ხელნაწერში). ძირითადან, ათონის მთაზე არიან ასეთი ისიხასტი ბერები. მხოლოდ წიგნით, თვითნებობით, როგორც ერთმა გამოცდილმა მოძღვარმა მითხრა, სული უპირობოდ ამპარტავნებისაკენ წავა. წიგნის თარგმნისას, წმ თეოფანე დაყოდებულმაც ზოგი ადგილები არ თარგმნა, რადგან საშიშად მიიჩნია. ამიტომ აჯობებს არ დავწეროთ, ისეთი სწავლებანი (ასეთი ადგილები სადაც წიგნში წერია), რომელიც ტექნუკურ ხერხებს ეხება(როგორ ისუნთქუ, გულის ცემას ააყოლო ლოცვა და ასე შემდეგ), რადგან ახალმა ეკლესიურმა ადამიანმა შეილება თავისით დაიწყოს ამის გაკეთება, გულმხურვალებიდან გამომდინარე. ზოგადად ლოცვის შესახებ სადაცაა ლაპარაკი დაიწეროს, კარგი იქნება, მაგრამ ისიქაზმის ტექნიკურ მხარეები არა გვინდა smile.gif

პოსტის ავტორი: sibrdzne.ge თარიღი: Aug 4 2011, 06:26 PM

http://sibrdzne.ge/ლოცვა
http://sibrdzne.ge/იესოს_ლოცვა

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Aug 6 2011, 11:10 AM

sibrdzne.ge

ისე გადავავლე თვალი და მომეწონა, სასარგებლო საიტია. უფალმა გაგაძლიეროთ smile.gif

პოსტის ავტორი: giorgi777-333 თარიღი: Nov 11 2011, 07:38 PM

იესოს ლოცვას აქვს მაგიური ძალა. ეს ლოცვა 2000 წლისაა. ამას ლოცულობდნენ იესოს მოციქულები. ლოცვა უნდა იყოს გულით ნათქვამი აუცილებლად. შეიძლება დაჯდომილმაც თქვათ, მაგრამ სასურველია წელში გასწორებულმა ილოცოთ რათა კონცენტრაციაში დაგეხმაროთ



პოსტის ავტორი: +ვახტანგი+ თარიღი: Nov 11 2011, 11:45 PM

giorgi777-333
წმ თეოფანე დაყუდებული ბრძანებს, რომ იესუს ლოცვა ისეთივეა, როგორც სხვა ლოცვითი სულთქმანი;
დაჯდომილს სხვა პრაქტიკა აქვს, რასა მოძღვარი განსაზვრავს;

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 12 2011, 01:54 PM

giorgi777-333

ციტატა
იესოს ლოცვას აქვს მაგიური ძალა.

როგორიოო?blink.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Nov 22 2011, 06:11 PM

ციტატა
იესოს ლოცვას აქვს მაგიური ძალა. ეს ლოცვა 2000 წლისაა. ამას ლოცულობდნენ იესოს მოციქულები. ლოცვა უნდა იყოს გულით ნათქვამი აუცილებლად. შეიძლება დაჯდომილმაც თქვათ, მაგრამ სასურველია წელში გასწორებულმა ილოცოთ რათა კონცენტრაციაში დაგეხმაროთ


ეს ვისი სიტყვებია? აქ ვცდილობთ მამების სიბრძნე გავუზიაროთ ერთმანეთს.... ეს კი რატომღაც თქვენი პირადი აზრი მგონია....

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Nov 23 2011, 11:40 AM

giorgi777-333

ციტატა
მაგრამ სასურველია წელში გასწორებულმა ილოცოთ რათა კონცენტრაციაში დაგეხმაროთ



არადა, მე როგორც ვიცი, დაწოლილმაც შეგიძლია . წელში თუ გასწორდი და სპეციალურა მოემზადე ლოცვისტვის, მაქსიმუმ 5 წუთი შეძლო ლოცვა. არადა, ამ ლოცვას მუდმვად უნდ აიმეორებდეს ტვინი (გული).

მაგიური ჯობია ბრჭყალებში ცაგესვა. რაც შეეხება მოციქულების მიერ ამ ლოცვის წარმოთქმას, ეს პირველად გავიგე, ვერ შეგედავები, მაგრამ ცოტა ეჭვი მეპარება. ნეტავ, არავინაა, რომდ აპოსტოს?

პოსტის ავტორი: aamirani თარიღი: Jan 16 2012, 01:37 PM

იესოს ლოცვისათვის..დამწყებებმა (იესოს) ლოცვის დროს მხოლოდ კეთილმოშიში ყურადღება უნდა დაიმარხონ, გონების მიპყრობა ლოცვის სიტყვებზე; სიტყვები აუჩქარებლად უნდა წარმოთქვან, რომ გონებამ მათში შეღწევა მოასწროს.

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

http://martlmadidebloba.ge/mogvatseoba5.html

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Dec 9 2013, 12:24 PM

ელ ვერსია წიგნებს თუ ვინმე კითხულობთ, შესანიშნავი 6 წიგნი მაქვს იესოს ლოცვის შესახებ და რომ მივალ სახლში ავტვირთავ თუ ვინმე სურვილს გამოხატავს (ენა რუსული)

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 9 2013, 04:22 PM

†სერგი†
ქართული თუ გაქვს დიდი სიამოვნებით.

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Dec 9 2013, 09:30 PM

არ მაქვს სამწუხაროდ. ნეტავ გამოჩდეს ვინმე და თარგმნოს.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 10 2013, 09:33 PM

საერთოდ ლოცვა , ესაა ერთადერთი საშუალება ღმერთთან ურთიერთობისა და მის გარეშე , ვერავენ ვერ მიეახლება ღმერთს და ვერც დაუახლოვდება მას , რადგან თუ მეგობარი გყავს და მასთან ლაპარაკს არასოდეს ისურვებ , ესეიგი ის არც არასდროს იქნება შენი მეგობარი .

სულ რომ ღმრთისმოსაობით იცხოვრო და ზედმიწევნით აღასრულო უფლის მცნებანი , შენ მაინც ვერ იქნები ღმერთის მსახური ... ღმერთის მსახური , გულმხურვალე მლოცველია!

ლოცვა ეს არ არის მხოლოდ თხოვნა , ბევრს გონია რომ მაინცდამაინც რამე უნდა თხოვოს ღმერთს ლოცვაში, მაგრამ ეს ასე არაა ! წარმოიდგინე _ მეგობარი გყავს და ის ყოველდღე მოდის შენთან და სულ რაღაცას გთხოვს და შენც გამუდმებით უსრულებ სათხოვარს .,,, ის კი ერთხელაც არ მოსულა და არ უთქვია მადლობა ,, არ გადაუხდია შენთვის სამაგიერო სიკეთე , თუნდაც იმით , რაც მას შეუძლია ... შენ ხომ მოგბეზრდება ასეთი მეგობარი?! აი ასე არის ღმერთთან მიმართებაშიც__ ჩვენ შეგვიძლია რომ მას მადლობა მოვუხადოთ , განვადიდოთ და უბრალოდ ვესაუბროთ , გავანდოთ ჩვენი საზრუნავი გავანდოთ და არა მაინცდამაინც რაიმე ვთხოვოთ!!!

უფალი ბრძანებს_ ყველაფერს რასაც ითხოვთ ლოცვაში გწამდეთ, რომ მიიღებთ და გექნებათ !! აქ უფალი პირდაპირ გვიმხელს იმ წესს თუ როგორ უნდა მოვიქცეთ_-_-_ ესეიგი როცა შენ უფალს სთხოვ რამეს , აი ზუსტად იმ მომენტში ვედრებისას უნდა გწამდეს რომ ის უკვე აღსრულდა ! შენ არ უნდა შეეჭვდე , არამედ უნდა გწამდეს, რომ რაც თხოვე ღმერთს ის უკვე აღსრულდა და სწორედ მაშინ __ გექნება __ ის რაც თხოვე! იაკობ მოციქული ბრძანებს_ მეეჭველი კაცი არამდგრადია... და ნურც ჰგონია ასეთ კაცს რომ რაიმეს მიიღებს უფლისაგან.. მართლაც ასეა უფალში დაეჭვება არ არსებობს , შენი სიტყვა მისთვის მტკიცეა თუკი რწმენითაა ნათქვამი!

pastor russell blink.gif

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Dec 12 2013, 05:35 PM

შმაგი ამ თემაში უშუალოდ იესოს ლოცვაზე გვაქვს საუბარი...

პოსტის ავტორი: irakli sharabidze თარიღი: Dec 20 2013, 05:51 PM

მოგესალმებით ყველა მართმადიდებელს smile.gif) ვარ ახალი ამ ფორუმზე,მაგრამ ძალიან ვარ ჩახედული წმიდა ისიხასტ მამათა ცხოვრებაში მაგ:იოსებ ათონელი,თეოფანე დაყუდებული,მარკოზ განშორებული და სხვა...იესოს ლოცვის მთავარი მიზანი მდგომარეობს სულიერად მხოლოდ ერთ:გულში უფლის წინაშე დგომას,მაგრამ არ უნდა წარმოვისახოთ რაიმე თორემ ეს ხიბლში ჩაგვაგდებს,შესაბამისად როდესაც უფლის წინაშე დგომას მივეჩვევით ეს ნიშნავს:შიშით,ძრწოლით,მისი აურაცხელი მოწყალების განცდითა და რწმენით,აი სწორედ მაშინ როგორც წმ.თეოფანე დაყუდებული ამბობს მადლის კოცონი აბრიალდება გულში რითაც დაიწყება განწმედა,შემდგომ განათლება,ბოლოს კი როგორც ისააკ ასური ამბობს ექსტაზი ანუ პირდაპირი ჭვრეტა და ამ მდგომარეობიდან გამოსვლა ადამიანს არ ძალუძს,იმ მომენტში როცა უფლის ნებით გამოდის ამ მდგომარეობიდან,რო კითხო მას ეს ფსკვნილი(მაგალითად)< შენია თუ არაო გეტყვის არაფერი ჩემი არ გამაჩნია ყველაფერი ღმრთისააო,ამ დროს ადამიანი ხდება ძალზედ მდაბალი და უბრალო რადგან გრძნობს იმ მადლს და მოწყალებას რაც უფალმა უბოძა,თუ საინტერესოა კიდევ დავწერ ))

პოსტის ავტორი: †სერგი† თარიღი: Jan 2 2014, 01:33 PM

დაწერე სიამოვნებით წავიკითხავ, ოღონდ შენი აზრებს კი ნუ გამოეკიდები, უშუალოდ წმიდა მამათა სწავლებები მოგვიტანე, რაც არ დევს ამ თემაში, რომ უფრო მეტი გავიგოთ.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2014, 02:51 PM

„იესოს ლოცვა არის შინაგანი ცხოვრების, განღმრთობის ერთ-ერთი საშუალება“.

/დეკ. შიო პაიჭაძე/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)