თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ როგორ ვისწავლოთ მოყვასის ნაკლოვანებების დათმენა

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jul 1 2009, 10:11 PM



რა არის მოთმინება


მოთმინება - ეს არის სათნოება,ყველა ტანჯვის დროს დამყარებული ღმერთის ნებასა და მის წმინდა განგებულებაზე. / წმ. ტიხონ ზადონელი/


მოთმინება ეს არის განუწყვეტელი სულიერი სიმშვიდე. /წმ. ნიკონ ოპტინელი/


მოთმინება იმაში მდგომარეობს,რომ ყველა სამწუხარო და მძიმე პირობებში არ დაითრგუნო და არ დანაღვლიანდე,როგორც მძიმე შრომის დროს ისე სულიერ ზრახვებში, მტკიცედ და სულიერი სიმშვიდით გადაიტანო ყველა სახის გაჭირვება,თვით სიკვდილიც კი, ღმერთის გულმოწყალების იმედით. ღმერთი ამბობს: მოვედით ჩემდა ყველანი მაშურალნი და ტვირთ-მძიმენი, და მე განგისუენო თქვენ (მთ. 11,28).
და კიდევ: ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად,იგი ჰსცხონდეს (მთ. 10,22). /ღირსი თეოდორე სანაკსარელი/


მოთმინების სფერო ფართოა და ადამიანის მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება,ისევე როგორც მისით მოცულია ამ სამყაროში კაცობრიობის ბედი.
მოთმინებით ადამიანი შეიძენს და შეინარჩუნებს ყველა სიკეთეს,სხვადასხვა საქმის წარმოებაში წარმატებულია,აღწევს სურვილების ასრულებას,უვნებლად იტანს ბოროტების შემოტევას. როგრც კი მოთმინებას დაკარგავს მაშინვე ექმნება საშიშროება,რომ დაკარგოს კეთილდღეობა და გაჭირვებაში ჩავარდეს,ან რაც უარესია თვითონ ჩაიდინოს ბოროტება. მოთმინების გარეშე არ არსებობს სათნოება და სულიერების მოხვეჭა,არ არის გადარჩენა რამეთუ "სასუფეველი ცათა იიძულების" (მთ. 11,12) /წმინდა ბერი ბონიფაცი/

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Jul 1 2009, 10:17 PM

ეჰ sad.gif რაც ყველაზე მეტად მაკლია...

ციტატა
მოთმინებით ადამიანი შეიძენს და შეინარჩუნებს ყველა სიკეთეს,სხვადასხვა საქმის წარმოებაში წარმატებულია,აღწევს სურვილების ასრულებას,უვნებლად იტანს ბოროტების შემოტევას. როგრც კი მოთმინებას დაკარგავს მაშინვე ექმნება საშიშროება,რომ დაკარგოს კეთილდღეობა და გაჭირვებაში ჩავარდეს,ან რაც უარესია თვითონ ჩაიდინოს ბოროტება.

მართალია, მოთმინების გარეშე არაფერი გამოვა

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jul 4 2009, 10:48 PM

მოთბინება ის არის რაც მე ძალიან მაკლია. ნეო

მოთბინმებას გამოცდილება აყალიბებს.

უნდა გახსოვდეს:
1. რომ ძალიან ხშირად მოყვასის პირით ეშმაკი საუბრობს;
2. რომ რაც შენს ირგვლივ ხდება ღმერთის დაშვებით ხდება;
3. რომ არ არსებობს განკითხვის სულით გაჟღენთილი სრულყოფილება;
4. და რომ სრულყოფილება არის მიზანთა მიზანი.







პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jul 5 2009, 08:44 PM

ციტატა
უნდა გახსოვდეს:1. რომ ძალიან ხშირად მოყვასის პირით ეშმაკი საუბრობს;2. რომ რაც შენს ირგვლივ ხდება ღმერთის დაშვებით ხდება;3. რომ არ არსებობს განკითხვის სულით გაჟღენთილი სრულყოფილება;4. და რომ სრულყოფილება არის მიზანთა მიზანი.

ki.gif

პოსტის ავტორი: IkaMac თარიღი: Aug 11 2009, 12:42 AM

მოთმინება ის ნოყიერი ნიადაგია რომელზეც ამოიზრდება ყოველგვარი სიკეთე, გაიხსენე სახარების იგავი მთესველზე: "ზოგი თესლი დაეცა გზაზე... ზოგი თესლი დაეცა კლდეზე... ზოგი-ეკლებს შორის... ზოგი კი- ნოყიერ მიწაზე" (ლკ.8,5-8). ის თესლი რომელიც გზაზე,კლდეზე და ეკალებში დაეცა დაიღუპა, მხოლოდ ის გადარჩა, რომელიც ნოყიერ მიწაზე მოხვდა და უხვი ნაყოფიც გამოიღო. რა არის ის კარგი მიწა? მოვისმინოთ როგორ ხსნის ამას ქრისტე: ხოლო რომელი იგი კეთილსა ქვეყანასა დაეთესა, ესენი არიან რომელთა გულითა კეთილითა და სახიერთა ისმინიან სიტყვა და შეიკრძალონ, და ნაყოფი გამოიღონ მოთმინებითა...(ლკ.8,15). მოვისმინოთ ეს სიტყვები: "ნაყოფს გამოიღიან მოთმინებითა" მოთმინება არის ის კეთილი მიწა, ნაყოფიერი ნიადაგი, რომელზედაც ღვთის დაცემული თესლი გაიზრდება და კეთილი საქმეების უხვ ნაყოფს იძლევა /წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Sep 5 2009, 03:47 PM

მოტმინება არარის ყოველთვის გამართლებული tongue.gif



პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Sep 5 2009, 04:03 PM

ციტატა(neo @ Jul 4 2009, 10:48 PM) *

მოთბინება ის არის რაც მე ძალიან მაკლია. ნეო

მოთბინმებას გამოცდილება აყალიბებს.

უნდა გახსოვდეს:
1. რომ ძალიან ხშირად მოყვასის პირით ეშმაკი საუბრობს;
2. რომ რაც შენს ირგვლივ ხდება ღმერთის დაშვებით ხდება;
3. რომ არ არსებობს განკითხვის სულით გაჟღენთილი სრულყოფილება;
4. და რომ სრულყოფილება არის მიზანთა მიზანი.


yes.gif
neo
მართალია შენი ავატარი ძალიან არ მხიბლავს და არცთუ მოსაწონ ასოციაციას მიყალიბებს შენზე, მაგრამ დღეს უკვე იმდენჯერ მომეწონა შენი პოსტები რომ არ შემიძლია არ გითხრა კომპლიმენტი smile.gif

სადაც წავიკითხე შენი პოსტი, ყველგან იგრძნობოდა პასუხისმგებლობა საკუთარი აზრის დაფიქსირებისას და რაღაცნაირად გარჯა, რომ მოამზადო პასუხი 001.gif

არ ვიცი რამდენად გასაგებად ჩამოვყალიბდი, მაგრამ ... მაინც გითხარი
ქებით smile.gif

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Sep 5 2009, 04:05 PM

მოთმინებას მაკარგვინებს ასეთ პოსტებს :

ციტატა
უნდა გახსოვდეს:
1. რომ ძალიან ხშირად მოყვასის პირით ეშმაკი საუბრობს;

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Sep 5 2009, 04:22 PM

ციტატა(Misha Songulashvili @ Sep 5 2009, 04:05 PM) *

მოთმინებას მაკარგვინებს ასეთ პოსტებს :

იმიტომ რომ შენს თავზე იღებ და წყობილებიდან გამოყავხარ ეშმაკს, რომელიც შენი პირით საუბრობს... cool.gif

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Sep 5 2009, 04:27 PM

Genesis

ციტატა
იმიტომ რომ შენს თავზე იღებ და წყობილებიდან გამოყავხარ ეშმაკს, რომელიც შენი პირით საუბრობს...

ეგ ერთი საბაბი, მაგრამ მეორეც მაქვს... ეჭვისთვალითყურება ყველაფერზე...

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Sep 5 2009, 05:08 PM

ციტატა(Misha Songulashvili @ Sep 5 2009, 04:27 PM) *

Genesis

ეგ ერთი საბაბი, მაგრამ მეორეც მაქვს... ეჭვისთვალითყურება ყველაფერზე...



დრომ მოიტანა ..


საერთოდ მიმაჩნია რომ მოთმინება კარგი იარაღია, რომელიც ყვოველთვის არ ამართლებს...

და ვაშე ტეხავს, ტუ ვინმე ამას იარაღის დანიშნულებით იყენებს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Sep 6 2009, 10:36 AM

ციტატა
მოთმინებას მაკარგვინებს ასეთ პოსტებს :

ეს მოთმინება დაკარგული ფოსტია თუ ჯერ "კარგვის "პროცესშია შენი მოთმინება ? ანუ წავშალო თუ რა ვქნა ეს ოფფები : ))

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Sep 6 2009, 03:08 PM

მოყვასის ნაკლოვანაბების დათმენა ალბათ თავდმაბლობიდან გამომდინარეობს, თავმდაბლობას კი ხელს უწყობს საკუტარი ნაკლოვანებების შეცნობა, საკუტარი ნაკლოვანაბების შეცნობა კი შესაძლებელია მხოლოდ დამ მხოლოდ ცნებების დაცვის მცდელობით...

ლოგიკა მარტივია ადამიანი იწყებს ცხოვრებას წმინდა წერილის და ეკლესიის გადმოცემების მიხედვით => თავიდან თვლის რომ მარტივია, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოაჩენს თავის თავში უამარავ ავადმყოფობას და იწყებ ნელნელა მკურნალობას => ამავე დროს ვინაიდან ხვდება რომ თვითონ უამრავი ნაკლი აქვს უქრება საბაბი სხვების ნაკლოვანებების გაკრიტიკებისა.

რაც უფრო და უფრო წმინდა ხდბე ადამიანი, მით უფრო იზრდება მისი სრულყოფილების წრეწირი და მით უფრო მეტი შეხების წერტილი უჩნდება სრულყოფილების უსაზრვრო შესაძლებლოებთან... მით უფრო ხვდება ცოდვილია და სრულყოფილებამდე ჯერ კიდევ შორს არის.

შედეგად

რაც უფრო თავმდაბალია, და სრულყოფილია მით უფრო მომთბენია.


მაგრამ ვეტანხმევი გენეზის რომ ,,ზოგჯერ ტქმა ჯობს არა ტქმასა"... გააჩნია მომენტს და რეალურ მოტივს.

ციტატა
neoმართალია შენი ავატარი ძალიან არ მხიბლავს და არცთუ მოსაწონ ასოციაციას მიყალიბებს შენზე,


smile.gif

ჰო ბევრია მაგაში უარკოფიტი... და შეიზლება ასოციაცია მოსაწონი არ არის, მაგრამ სწორია...

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Sep 6 2009, 03:16 PM

რატომ უნდა დავითმინო მოყვასის ნაკლოვანებები? sad.gif (ალბათ საუბრობთ სულიერ ნაკლოვანებებზე...?)
საერთოდ ძალიან მთრგუნავს უნებისყოფო ადამიანებთან ურთიერთობა,რომელსაც არ შეუჩლია გარკვეული სახის ნაკლოვანების გამოსწორება
წავალ და ისეთ მოყვასს ვნახავ რომ მაგალითი იყოს ჩემთვის და მასთან ურთიერთობა სტიმული: რომ მე ვიყო უკეთესი ვიდრე ვარ !

ციტატა(neo @ Sep 6 2009, 03:08 PM) *

მოყვასის ნაკლოვანაბების დათმენა ალბათ თავდმაბლობიდან გამომდინარეობს,

ალბათ,მაგრამ მე არ ვარ სამწუხაროდ თავმდაბალი sad.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Sep 7 2009, 12:07 PM

ციტატა(ართი ვარდი @ Sep 6 2009, 03:16 PM) *

რატომ უნდა დავითმინო მოყვასის ნაკლოვანებები? sad.gif (ალბათ საუბრობთ სულიერ ნაკლოვანებებზე...?)
საერთოდ ძალიან მთრგუნავს უნებისყოფო ადამიანებთან ურთიერთობა,რომელსაც არ შეუჩლია გარკვეული სახის ნაკლოვანების გამოსწორება
წავალ და ისეთ მოყვასს ვნახავ რომ მაგალითი იყოს ჩემთვის და მასთან ურთიერთობა სტიმული: რომ მე ვიყო უკეთესი ვიდრე ვარ !
ohmy.gif

პოსტის ავტორი: ნანინა თარიღი: Sep 7 2009, 01:48 PM

სიყვარულით smile.gif
სხვაგვარად ძალიან ძნელია

პოსტის ავტორი: tam_ooo თარიღი: Sep 11 2009, 04:52 PM

უფალო მომეცი ძალა დავითმინო უსამართლობა რომელიც ჩემს ირგვლივ ხდება....

პოსტის ავტორი: skin თარიღი: Sep 11 2009, 05:46 PM

მოთმინება და სიმშვიდე პირველ რიგში მისგან ისწავლება ვისკენაც გვინდა, რომ საერთოდ წავიდეთ: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალი გულითა" (მთ. 11:29).

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Sep 11 2009, 07:30 PM

შეიცან თავი და შეიცნობ სხვებს, შეიცან სხვები და შეიცნობ სამყაროს...

სხვისი ნაკლოვანებების დასათმენად უპირველესად საკუთარი ნაკლოვანებები უნდა გააცნობიერო და გააანალიზო...

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Sep 11 2009, 07:55 PM

ციტატა(M.M. @ Sep 7 2009, 12:07 PM) *

ohmy.gif

არ გავს ხომ ეს მართლმადიდებელი ადამიანის აზროვნებას !
როგორ ემსგავსება როცა 2 წელი გაერთიანებული ტელეკომის თანამშრომელი იქნები?! ..... მთელი კვირა გადაღლილს იმის თავიც არ მაქვს შაბათს რომ ლოცვას დავესწრო და კვირას დილით ავდგე და წირვაზე წავიდე sad.gif((

დიახაც ყველაფერ ამას ჩემს სამსახურს ვაბრალებ....როცა არ ვმუშაობდი შედარებით სულიერად ვცხოვრობდი...

მოვა უკეთესი დროც smile.gif)

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Sep 26 2009, 12:31 PM

საკუთარი ნაკლოვანებების შესწავლით, მიიღწევა არამარტო მოყვასის, რამედ მტრის ნაკლოვანებების დათმენაც.

მოყვასი გყავდეს ახლოს და მტერი კიდევ უფრო ახლოს smile.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Sep 27 2009, 02:36 AM

ციტატა(Amuza @ Sep 26 2009, 01:31 PM) *

საკუთარი ნაკლოვანებების შესწავლით, .



ეგ თუ ვიცი სხვისის დათმენა აღარც დამჭირდება, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ სხვის ავს და ცუდს ვეღარც დავინახავ biggrin.gif

სად მექნება სხვისი დანახვის თავი, ჩემი მექნება თავზე საყრელი და მისახედი

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Dec 4 2009, 04:34 PM

რატომ უნდა იყო მომთმენი


მოთმინების მქონენი თავისუფლდებიან მრავალი მწუხარებისაგან.
მომთმენი აღწევს ყველა სათნოებას. ყველა წმინდანმა მუდმივი და ხანგრძლივი მოთმინებით დაიმკვიდრა ცათა სასუფეველი. ამის გამო ყოველ დღე ჩვენ თავს უნდა შევაგონებდეთ, რომ ჩვენც მივსდიოთ მათ და დავმკვიდრდეთ ცათა სასუფეველში. ვინც იპოვა გზა ხანგრძლივი მოთმინების და უბოროტების,მან იპოვა ცხოვრების გზა. ღარიბი და უბადრუკია ის,რომელმაც ვერ შეიძინა მოთმინება,ის ქარისგან ირყევა როოგორც ლერწამი,ვერ იტანს წყენას,ავლენს სულმოკლეობას მწუხარებაში,დრტვინავს როცა არიგებენ, არ იჯერებს,არ არის მორჩილი,ზარმაცია ლოცვებში,პაუხებში,მიდრეკილია
კამათისკენ.

/წმინდა ეფრემ ასური/

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 4 2010, 07:25 PM

რა დიდი სარგებლობა მოაქვს მოთმინებას საზოგადოებაში და ყველა წოდებაში! მოთმინებით შენარჩუნებულია სიყვარული და თანხმობა მთავრობასა და მის ქვეშევრდომებს შორის,მშობლებსა და შვილებს შორის,ბატონებსა და მონებს შორის,ძმებს შორის, მეგობრებს შორის,მეზობლებს შორის,მყიდველსა და გამყიდველს შორის,ასე რომ მოთმინების გარეშე არანაირი სიკეთე არ არის შესაძლებელი. მოუთმენლობის გამო ქმარი ცოლთან,ძმა ძმასთან, მეგობარი მეგობართან ჩხუბობს და მტრობს იქ სადაც უნდა იყოს მშვიდობა და თანხმობა. მოუთმენლობის გამო ბატონი თავის მონას,მამა - შვილს, ქმარი - ცოლს, მბრძანებელი ქვეშევრდომს ტანჯავს და სცემს. მოუთმენლობის გამო დაზარარებულს უჩნდება ბოროტი ჩანაფიქრი იმაზე ვინც მას სცემს; აქედან ხდება რომ ბატონს - მონა, ცოლი - ქმარს,ქვეშევრდომი - მბრძანებელს,შვილი - ბოროტ მამას კლავს კიდეც, უამრავი ასეთი ბოროტება ხდება. მოთმინება კი ყველა ბოროტებას აღკვეთს. მოუთმენლობა ანგრევს სახლებს,სოფლებს,ქვეყნებსა და სახელმწიფოებს,რადგან მოუთმენლობა იწვევს შეუთანხმლებლობას,შეუთანხმლე
ლობა - ჩხუბს და ლნძღვას,ლანძღვისაგან იღვრება სისხლი,იხოცება ხალხი. მოთმინება მთელ ამ ბოროტებას თავიდან აგვაცილებს,რადგან სადაც მოთმინებაა,იქ არ არის ჩხუბი და ლანძღვა.

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: Molen თარიღი: Mar 25 2010, 08:33 PM

მე მხოლოდ ერთი რამით ვაკეთებ ამას. როგორც კი ბრაზი, ვნება, ან რაიმე ასეთი მერევა ვიწყებ ჩურჩულს: უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი!

შეუწყვეტლივ...
არ არის ერთი წუთი გასული, რომ საოცარ ძალასა და სიმშვიდევს ვგრძნობ smile.gif

ამბობენ ამ ლოცვით უშუალოდ ღმერთს უახლოვდები და მის ძალას იძენო.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 14 2010, 04:22 PM

"თუ ყოველივეს სულგრძელად მოითმენ, ღმერთი ისე მიიღებს, თითქოს იმისთვის მოგეთმინოს."
/წმ. გაბრიელ ქიქოძე/

"გახსოვდეს: ნაადრევად მოწყეტილი ნაყოფი უგემური და უმადლოა."

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Apr 14 2010, 04:58 PM

ანტონ სუროჟელი მიტროპოლიტი
როდესაც მე აღმოვჩნდები ადამიანის პირისპირ, რომელსაც ვუყურებ სიყვარულის თვალით, არა გულგრილობის ანდა სიძულვილის, არამედ სწორედ სიყვარულის თვალით, მე ამ ადამიანის თანაზიარი ვხდები - ჩვენში იწყება რაღაც საერთო, ზიარი ცხოვრება. ადამიანის აღქმა ხდება სიღრმეებში, რომელიც სიტყვების, ემოციების მიღმა იმყოფება. მორწმუნე ასე იტყოდა: როცა მე ვჭვრეტ ადამიანს ამ ნათელში, სპეტაკი სიყვარულის ნათელში, მაშინ მე ვხედავ მასში ღვთის სახებას, ხატს. გახსოვდეთ, ყოველი ჩვენგანი ხატია, უფლის სახებაა, მაგრამ ჩვენ არ შეგვწევს უნარი, გვახსვოდეს ეს და არ ვიცით, როგორ უნდა მოვეპყრათ ერთმანეთს. ნეტამც შეგვწევდეს იმის ხსოვნის უნარი, რომ ჩვენს წინაშე ხატია, სიწმინდეა!.. ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთი ხატი ყველა მიმართებაში მშვენიერია. ყველამ ვიცით, თუ რა ემართება ზოგჯერ დიდი ოსტატის ნახატს, ხატს ან ხელოვნების ნიმუშს, სილამაზის ნებისმიერ ფორმას: მოუფრთხილებლობამ, გარემოებებმა, ბოროტებამ შესაძლოა იგი დაამახინჯოს. მაგრამ როდესაც ჩვენს წინაშეა დიდი ოსტატის ნაწარმოები, რომელიც ნაწილობრივ დამახინჯდა, შეიბღალა, მასში შეიძლება დავინახოთ ან გაფუჭებული, ან კვლავ შერჩენილი სილამაზე. თუ ჩვენ ვუმზერთ ამ სურათს, ხელოვნების ნებისმიერ ნიმუშს განცვიფრებული სიყვარულის თვალებით, ვხედავთ სიმშვენიერეს, ხოლო დანარჩენის გამო შეგვიძლია ვიდარდოთ, ვიტიროთ. ზოგჯერ შეიძლება ისიც გადავწყვიტოთ, რომ მთელი ცხოვრება შევწიროთ მას, რომ ყველა დაზიანებული ადგილი ამ ნახატში, ხელოვნების ამ ნიმუშში აღვადგინოთ. ეს სიყვარულის საქმეა: შეხედო ადამიანს და ამავდროულად მასში დაინახო მისი განუშორებელი სილამაზეც და შეწუხდე იმის გამოც, თუ რა უქნა მას ცხოვრებამ, და დაატეხა თავს. სიყვარული - ეს არის სწორედ უკიდურესი, განსაზღვრული ტანჯვაც, ტკივილი იმის გამო, რომ ადამიანი არასრულფასოვანია, და ამავე დროს, სიხარულიც იმის გამო, რომ ის ასე განსაცვიფრებლად და შეუდარებლად მშვენიერია. აი თუ ასე შევხედავთ ადამიანს თუნდაც ერთხელ, შეიძლება იგი შევიყვაროთ ყველაფრის მიუხედავად, წინააღმდეგ იმისა, თუ რა ხვდება თვალში სხვა ადამიანებს.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 14 2010, 08:37 PM

კონკრეტულ მაგალითებს თუ მოიყვანთ და მის ძლევის ხერხებს, მადლიერი დაგრჩებით smile.gif

პოსტის ავტორი: elusia თარიღი: Apr 20 2010, 03:47 PM

[b]სოფი[/b
ესეიგი გაბრაზება საერთოდ არ არის ადამიანის ადამიანური თვისება?

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jun 15 2010, 06:11 PM

elusia

ციტატა
ესეიგი გაბრაზება საერთოდ არ არის ადამიანის ადამიანური თვისება?

და ეგ სად მიწერია? იქნებ მიმითითო.


ადამიანის მთელი ცხოვრება დაკავშირებულია მოთმინებასთან,როგორც ქვის ნაგებობა კირის ხსნართან; რაც კირია აგურისათვის აშენების დროს,იგივეა ცხოვრების ყოველ ნაბიჯზე მოთმინება.
ჯერ არ გაჩენილა ადამიანი ამ ქვეყანაზე,მაგრამ დედა უკვე ითმენს მის გამო,ასევეა ბავშვიც,მასაც საფენებიდანვე აჩვევენ მოთმინებას,ისევ თავის სასარგებლოდ და სიმშვიდისათვის.მთელი ცხოვრება დაბადებიდან უკანასკნელ კუბოს კარამდე ეწყობა მოთმინებაში: მოთმინება ასაკში,მოთმინება მეცნიერებაში,მოთმინება ადამიანებთან ურთიერთობაში,მოთმინება შრომასა და ავადმყოფობაში და ბოლოს მოთმინებით მოიპოვება ხსნა: რომელმან დაითმინოს სრულიად,იგი ჰსცხოვნდეს (მთ. 10,22) ამბობს ღმერთი.

/ ღირსი ანტონ რადონეჟელი /


პოსტის ავტორი: nuciko-22 თარიღი: Sep 22 2010, 04:22 PM

მოთმინება და მორჩილება ადამიანს ღმერთთან აახლოებს.
როცა დაუმსახურებლად ცუდად გექცევიან,შეურაცხყოფას გაყენებენ და საერთოდ როცა გულს გტკენენ უფალს უნდა მიმართო:ამას შენთვის ვითმენ უფალო და თუ დავიმსახურეთ გულის ტკენა ,შეურაცხყოფა და ჩვენს მიმართ ცუდი დამოკიდებულება.....მაშინ რაღაზე უნდა გავნაწყენდეთ?მივიღეთ ის, რისი ღირსიც ვიყავით.
რთულია მოთმინება, მაგრამ ადვილი არის რამე? smile.gif

პოსტის ავტორი: +ვახტანგი+ თარიღი: Sep 23 2010, 09:50 PM

ციტატა(neo @ Jul 4 2009, 11:48 PM) *

უნდა გახსოვდეს:1. რომ ძალიან ხშირად მოყვასის პირით ეშმაკი საუბრობს;


წმიდა სერაფიმე საროველი უფაბნოში ვინმეს თუ დაინახავდა ძირს ემხობოდა, რადგან მასში ღვთის ხატებას ხედავდა. ღვთის ხატებას და არა როგორც ცოდვილს. ასეთივე მახსენდება მახსენდება მამა არსენის ყოფნა საპყრობილეში, როდესაც იგი ქურდებსა და ავაზაკებში ხედავდა კარგ თვისებებს.

ვფიქრობ, იმის გაფიქრება რომ ადამიანის პირით ეშმაკი საუბრობს არ არის სიმდაბლით ნათქვამი, ასე მოყვასს ვამდაბლებთ. წმიდა ბასილი დიდი და იოანე კიბისაღმწერელი ბრძანებენ, რომ, როდესაც მოყვასის ნაკკლას დავინახავთ ჩვენი უღირსება, ნაკლი და შეცოდებანი გავიხსენოთ. ამასთან ერთად წმიდა მამები მოყვასის სათნოებათა გახსენებისკენ მოგვიწოდებენ, რათა ამპარტავნებისგან ვიყოთ დაცული. და თუ ვიფიქრებ რომ მოყვასის პირით ეშმაკი საუბრობს, გამოდის რომ ჩემი მოყვასს ვამდაბლებ. არადა ჩემი უბადრუკება და არარაობა უნდა დავინახო, რათა სიმდაბლე შევიმოსო. სიმდაბლის გარეშე კი ცხონებას ვერ შევძლებთ, თუნდაც სასწაულმოქმედნი ვიყოთ, როგორც ბრძანებენ მწიდა მამები... მე ასე ვფიქრობ....

შენ რაც დაწერე რომელლიმე წმიდა მამასთან წაკითხული გააქვს თუ შენს ნააზრევს წერ?...

პოსტის ავტორი: +ვახტანგი+ თარიღი: Sep 23 2010, 09:51 PM

წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი ბძანებს: "როდესაც ძმის შეცოდება აშკარა და ყველასთვის ხილული შეიქნება, ნუ დაუჯერებ განკითხვის მიერ ჩაგონებულ გულისსიტყვას. ეცადე, სიყვარულით განეწყო ძმის მიმართ და გუნებაში თქვი: რადგან ამ ძმას ბევრი დაფარული სათნოება აქვს, ცუდმედიდობისგან მის დასაცავად ღმერთმა დაუშვა ამ ცოდვით დაცემა ან ცოტა ხნით შეუხედავ საფარველქვეშ ყოფნა, რათა ის საკუთარ თავსაც გარყვნილად აღიქვამდეს. მომავალში კი, სხვათაგან მოძულებული, სიმდაბლის ნაყოფს მოიხვეჭს და მეტად სათნოეყოფა უფალს. და ამით ახლანდელ ზიანზე მეტ სარგებელს მიიღებს. თუნდაც ვინმეს შეცოდება არა მარტო აშკარა, ძალზე მძიმე, მრისხანე და ულმობელი, უნანელი გულის შედეგიც იყოს, მაინც ნუ განიკითხავ. შეეცადე, გონებით ღვთის უსაზღვრო და მიუწვდომელ სამართიანობამდე ამაღლდე და ნახავ, რომ ბევრმა გამოუსწორებელმა ადამიანმა ბოლოს მოინანია და სიწმიდის მაღალ საფეხურს მიაღწია. და პირიქით, სრულყოფილების მწვერვალზე მდგომი ღრმა უფსკრულში ჩაეშვა. იფრთხილე, განკითხვის გამო შენც ასეთ უბედურებას არ ეწიო. http://www.orthodoxy.ge/tserilebi/brdzola/1_45-46.htm

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Oct 5 2010, 09:11 AM

ციტატა
შენ რაც დაწერე რომელლიმე წმიდა მამასთან წაკითხული გააქვს თუ შენს ნააზრევს წერ?...


არა ჩემი ნააზრევია.

წმინდა მამათა რჩევებს თავისი მისამართი აქვს და ჩვენ რეალობასთან შედარებით ხშირად არაპრაქტიკული რჩევებია...

ვინ დაუწყებს ცქერას სიყვარულით კაცს რომელიც მას აგინებს ? ბერი თუ ხარ კი ბატონო, შენი ვალია და მოითბენ მარა ჩვენს რეალობაში ეს შეულძებელია თითქმის...

თუ შენ მიუდგები მაგინებელს ისე რომ გაგინებს არა ის არამედ ეშმაკი მაშინ განრისხდები არა მასზე არამედ ეშმაკზე და სხვაგვარად მოიქცევი...

მე ამის თქმა მინდოდა. რა თქმა უნდა ჩემი აზრია და არავის ვახვევ თავზე.









პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Oct 16 2010, 11:06 PM

მოთმინება, მადლიერება, ლოცვითი შრომა – ყოველგვარ გაუგებრობას, წინააღმდეგობასა და მწუხარებას გადალახავენ და წყნარ თავშესაფარში მოგიყვანენ..

იცოდე, რომ მორჩილებისათვის უფალი მოთმინებას, უდიდეს წყალობასა და ცხონებას მოგანიჭებს.

“უმჯობესია საქმე გაფუჭდეს, ვიდრე მშვიდობა დაირღვეს.”

როდესც ადამიანები გეკამათებიან ანდა გკიცხავენ, უნდა დუმდე და იესოს ლოცვას ამბობდე; ეს საოცარი საშუალებაა.

ადამიანებთან ურთიერთობაში გამუდმებით უნდა ფიქრობდე: “ყველა ანგელოზია, მე კი ყველაზე უარესი ვარ.”

“შეიყვარეთ მოყვასი! და თქვენ შეიყვარებთ ქრისტეს! შეიყვარეთ მაჭირვებელნი და მტერნი! და სიხარულის კარი განიხვნება თქვენთვის, და აღმდგარი ქრისტე განწმენდს სიყვარულში აღმდგარ თქვენს სულს...”


სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Oct 17 2010, 11:42 PM

ციტატა
იცოდე, რომ მორჩილებისათვის უფალი მოთმინებას, უდიდეს წყალობასა და ცხონებას მოგანიჭებს.

“უმჯობესია საქმე გაფუჭდეს, ვიდრე მშვიდობა დაირღვეს.”

როდესც ადამიანები გეკამათებიან ანდა გკიცხავენ, უნდა დუმდე და იესოს ლოცვას ამბობდე; ეს საოცარი საშუალებაა.


იმედია ოდესმე შევძლებ...

პოსტის ავტორი: Fewlless თარიღი: Nov 5 2010, 09:09 PM

...

პოსტის ავტორი: +ვახტანგი+ თარიღი: Nov 13 2010, 11:12 AM

მეც ვფიქრობ, უნდა მოვერიდოთ ისეთ საკითხებზე აზრის გმოთქვმას, რაც ზუსტად არ ვიცით, რაც საეჭვოა, ასეთ მოქცევას წმიდა ნიკოდიმო მთაწმინდელიც გვასწავლის, რადგან ფორუმზე წერილებს ბევრი კითხულობს და ამან შეიძლება ადამიანი დააბრკოლოს.
პატივისცემით ვახტანგი. smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Nov 13 2010, 11:21 AM

ჯერ საკუთარ ნაკლოვანებებზე რომ ვიფიქროთ და მოყვასს
მერე გადავწვდეთ არ აჯობებდა? smile.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Nov 13 2010, 04:36 PM

როგორ ვისწავლოთ მოთმინება


"მამაო! მასწავლე ვიყო მომთმენი" უთხრა ერთმა დამ. "ისწავლე,- უპასუხა ბერმა, - და დაიწყე იმით,რომ მოთმინება იქონიე იმ უსიამოვნებებისადმი,რომლებიც გხვდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში."

/ღირსი ამბროსი ოპტინელი/


შენ,დედაო,მთხოვ გასწავლო მოთმინება. რა უცნაური ხარ! ამას ასწავლის ღმერთი! მას გასწავლიან ადამიანები - დები! მას გასწალის ცხოვრების პირობები! ისინი შენ გასწავლიან მოთმინებას. გასწავლიან თვით მოთმინების არსს. მოითმინე ყველაფერი რაც შეგხვდება და გადარჩები!


ჩანს,რომ ცდილობ და გინდა გადარჩე, - ოღონდ არ იცი როგორ,არ გესმის სულიერი ცხოვრება. აქ მთელი საიდუმლო იმაშია,რომ მოითმინო ის რასაც ღმერთი გიგზავნის, და ვერ იგრძნობ როგორ შეხვალ სამოთხეში.

/ღირსი ანატოლი ოპტინელი/


... მოთმინება უნდა ვისწავლოთ არა მაშინ,როცა ჩვენ დანაშაულისთვის გვკიცხავენ,არამედ მაშინაც,როცა უდანაშაულოდ ვილანძღებით და გვსაყვედურობენ.

/წმინდა მაკარი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Nov 13 2010, 09:48 PM

ციტატა
ჯერ საკუთარ ნაკლოვანებებზე რომ ვიფიქროთ და მოყვასს
მერე გადავწვდეთ არ აჯობებდა?

ასე ხმას ვერ ამივიღებთ ნაინ ჩვენ biggrin.gif
ერთმანეთს ვეშველებით.
ძმა ძმისთვისაო..

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2014, 11:03 AM

"... და ბოლოს, მსურს შევეხო კიდევ ერთ-ერთი ფუნდამენტურ ღურებულებას; ეს არის ღირსება; "ეკრძალე თავსა შენსა" (გალ. 6,1).

ეს ნიშნავს - უპირველესად მოერიდე შენს თავს და არ აკადრო უკადრებელი, არ მიაყენო შეურაცხყოფა - თუგინდ სიტყვით, თუგინდ საქმით; არადა ცოდვის ჩადენით ხომ უპირველესად საკუთარ თავს, ჩვენს ქრისტიანულ ღირსებას შეურაცხვყოფთ?!

ეს მეხება მე - ერთ პიროვნებას, და გვეხება ჩვენ - მთელს მართლმადიდებლურ თემს და ყოველ ადამიანს.

ასე, რომ ყველა ადამიანს აქვს ვალდებულება, დაიცვას თავისი ღირსება უღირსობისგან და პატივი სცეს სხვის ღირსებას."

/ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)