თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ ეპისტოლე

პოსტის ავტორი: kent5 თარიღი: Jan 8 2010, 03:57 PM

mze.gif პატრიარქის ეპისტოლეები ყოველწლიულად აფრქვევს სიბრძნეებსა და თითქოს ისეთ წვრილმან დეტალებზეც კი საუბრობს, მაგრამ გადის დრო და ეს ვითომ პატარა დეტალები უმნიშვნელოვან საკითხებად გადაიქცევა ხოლმე, წელს კიდევ ერთხელ შეეხო სახარებას რომლის თურმე თარგმნა უნდათ სვანურადა და მეგრულად ვაიქრისტიანებს, და ხმამაღლა ვიტყვი საქართველოს დაუძინებელ მტრებს. წმინდა მამა თეოფანე დაყუდებულს ჰკითხეს: დასაშვებია თუ არა დროის სულისკვეთების მიხედვით ქრისტიანობაში რამის შეცვლა? პ ა ს უ ხ ი: ქრისტიანობაში დროის სულისკვეთების მიხედვით არაფერი არ უნდა შეიცვალოს, არამედ მკაცრად უნდა დავიცვათ ყველაფერი, რაც დასაწყისიდანვე მოგვეცა და არ უნდა ვეძებოთ შეღავათები. რა ემართება სულს სახარების კითხვისას? წმიდა სახარების ოდენ ხილვითაც კი ჩვენ უფრო თავშეკავებულნი ვხდებით ცოდვისადმი, ხოლო თუკი ამას მისი ყურადღებით წაკითხვაც დაერთვის, მაშინ სული თითქოს უხილავ განსაცდელში მოხვდაო, იწმინდება და კეთილშობილდება, ანუ უწინდელზე უმჯობესი ხდება, რადგან მას სწორედ ღმერთი ელაპარაკება წმინდა წიგნების მეშვეობით. წმ. იოანე ოქროპირი აი ასეთი სიფრთხილე უნდა როცა სახარებას ვახსენებთ. უფალი იყოს ჩვენი მფარველი.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Feb 6 2010, 12:51 PM

მეტად სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ცოდვითი მიდრეკილებები სულ უფრო და უფრო ღრმად იდგამს ფესვს ჩვენს ყოფაში. ცოდვა, როგორც ხორცმეტი, ადამისა და ევას დაცემიდან მოყოლებული მუდამ არსებობდა, მაგრამ ადამიანს ჰქონდა სინანულიც. სულშეძრული დავით წინასწარმეტყველი ასე წარმოაჩენს ამ მდგომარეობას: „ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის“.

დღეს კი ცოდვა ცოდვად აღარ მიიჩნევა და იგი ლამის ადამიანის ბუნებრივ მოთხოვნილებად წარმოგვიდგინონ. ამ აზრს, რომლის დამკვიდრებასაც უცხოეთში უკვე კარგა ხანია ცდილობენ, ჩვენთანაც ეძლევა გასაქანი. ცოტა ხნის წინ უცხოური სერიალებით დაიწყეს ხალხის ცნობიერების გადაგვარება, ახლა კი ჩვენი მოქალაქენი გამოჰყავთ უზნეობის დემონსტრირებისათვის. ცოდვის საკუთარ თავში მიღებითა და შეთვისებით ადამიანს სრული გამოფიტვა ემუქრება. ამაზე კი პასუხს აგებს ყველა, განსაკუთრებით ისინი, რომლებიც ამისკენ უბიძგებენ ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილ ადამიანს; მაცხოვარი ბრძანებს: „ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცდური... (მთ. 18,7) ... მისთვის აჯობებდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვის უფსკრულში ჩაეძირათ“. (მთ. 18,6) ასევე საშინელია სხვა მომაკვდინებელი ცოდვებით დამძიმებული ადამიანების ხვედრიც.

შეუძლებელი და შეუთავსებელია იყო ქრისტიანი და ამავე დროს - ნარკომანი, ქრისტიანი და - ლოთი, ქრისტიანი და - მრუში, ქრისტიანი და - ქურდი... ამგვარ საქმეთა მოქმედნი თავს ნუ მოიტყუებენ და ნუ ინუგეშებენ, ისინი ცათა სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებენ.

ადამიანი თავისი დაცემული ბუნებით ცოდვისკენაა მიდრეკილი და შეიძლება ის, ნებით თუ უნებლიედ, სხვადასხვა ცოდვაში ჩავარდეს, მაგრამ მას უნდა ჰქონდეს მონანიებისა და გამოსწორების სურვილი, რწმენა უფლისა და ღმერთი აუცილებლად დაეხმარება და მიანიჭებს მაცხოვნებელ მადლს.

ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

შობა ქრისტესი
თბილისი, 2009/2010 წ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)