ფორუმელების შეხვედრა München-ში..., ქართული წირვა და ქართული მასპინძლობა... |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფორუმელების შეხვედრა München-ში..., ქართული წირვა და ქართული მასპინძლობა... |
k@the |
Jun 23 2008, 10:47 PM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მოგესალმებით მთეელს ფორუმს.
ამა წლის 21 და 22 ივნისს, გერმანიაში მყოფმა ფორუმელებმა გადავწყვიტეთ ქალაქი მიუნხენი (München), იქ მცხოვრები ქართული სათვისტომო, წმ. ვახტანგ გორგასლის სამრევლო და მათი უმშვენიერესი პატარა ტაძარი მოგვენახულებინა... ამ სურვილის გაცხადება და ჩვენი ფორუმელი bodbeli-ის დიდი სიხარული ერთი იყო წამსვე გეგმა შეგვიდგინა, ოღონდაც თქვენ ჩამოდითო, ღამის გასათევსაც გამოგინახავთ, ტკბილ და სტუმართმოყვარე ქართველებს მიუნხენში რა დალევსო... ჩვენც ბევრი არ ვახვეწნინეთ მაგ კახელ კაცს, ( ვიცოდით რო არც შეგვეხვეწებოდა და იმიტომ ) ჰოოდა, უცებ თანხმობა განვუცხადეთ და შაბათს კიდეც დავადექით ქალაქ მიუნხენში ფორუმელები tornike20, iako, marabella და k@the. მთავარი, რაც უნდა ვთქვა, ესაა უღრმესი მადლობა bodbeli-ს, იმ სითბოსთვის, ქართული გარემოსათვის, ქართულ წირვაზე დასწრების საშუალებისათვის, ქართული სტუმართმოყვარეობისათვის და ქართული მასპინძლობისათვის! მოკლედ, ყველაფერი ქართული და ულამაზესი შაბათ-კვირისთვის! ასევე დიდი მადლობა ზურას მეგობრებს, თიკო და თიკოს ), რომელთანაც გოგოები გადავნაწილდით ღამის გასათევად. ორივე ძალიან საყვარელი და ალალი ადამიანია ასევე მადლობა გიორგის! (ბოდბელის ბიძაშვილის-შვილი უნდა იყოს, ასე მახსოვს და მაგარი ადამიანია) მადლობა მამა თამაზის იმ მადლისთვის, რაც მისი წირვის მოსმენით მივიღეთ და ჩვენი დალოცვისათვის. და ბოლოს, კიდევ ერთხელ მადლობა მთელ მიუნხენელ მასპინძლებს! გაიხარეთ! -- ვსიო, მადლობებს მოვრჩით, გადავიდეთ სურათებზე პირველ სურათად დავდებ, ჩემს აპარატიდან, ყველაზე მეტი ერთად რომ მყავს გადაღებული , მანდ მზე უჭვრიტინებთ თვალებში მარა არაუშავს, კაი სურათია, მე ხო არ ვარ ცუდად და ეგ იყოს -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
likka |
Jun 23 2008, 10:52 PM
პოსტი
#2
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
ვააა, ყოჩაღთ, ხალხ!
-------------------- ეჰ...
|
guest |
Jun 23 2008, 10:52 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
შEსანიშნავია, მაგრამ "ფორუმელთა შეხვედრის პატაკები" თემა რად არ იკადრეთ ?
|
admin |
Jun 23 2008, 10:54 PM
პოსტი
#4
|
გიორგი ჯგუფი: Root Admin პოსტები: 4,393 რეგისტრ.: 22-July 06 მდებარ.: სერვერთან ახლოს წევრი № 1 |
აბა მოუთმენლად ველოდები სურათებს
-------------------- რა საჭიროა გზა, რომელიც ტაძრამდე არ მიდის და რა აზრი აქვს ცხოვრებას რომელიც უფალთან არ მიგვიყვანს.
ყველაზე მეტად უყვარხარ იმას ვინც დიდი გრძნობით ცოტას გელაპარაკება. შეეცადე დაესწრო მზის ამოსვლას, რადგან არ იცი დაესწრები თუ არა მზის ჩასვლას. |
k@the |
Jun 23 2008, 10:55 PM
პოსტი
#5
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
likka
გაიხარე! staywhite ნანა რა მწარედ იცი ხოლმე , რავი აბა, ვიფიქრე ძალიან აირდაირეოდა მერე თავი და ბოლო, ამიტო ცალკე თამად ვარჩიე -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
S a l l y |
Jun 23 2008, 10:57 PM
პოსტი
#6
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
აბააა,ველი ბეევრ სურათეებს
გენაცვალეეთ,მაგრები და კარგები ხაართ ყველა..ბოდბელს მართლა მადლობა ეკუთვნის მასპინძლობისათვის -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
guest |
Jun 23 2008, 11:47 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ქეთევან, მოტეხე ახლა ეშმაკს ფეხი და სურათები დაიდოს ! სალი, ცნობილი ბალეიშიკი ჩასაფრებულია უკვე ნახევარი საათია, გავიდა ის 20 წუთი.
|
k@the |
Jun 23 2008, 11:50 PM
პოსტი
#8
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
staywhite
ეშმაკის ფეხის მოტეხვა ეგრე ადვილი რო იყოს ჩემთვისაც კარგია მალე გავაგრძელებ... მაგარი მომენტი როა სერიალში და რეკლამისთვის რომ წყვიტავენ, აი ზუსტად მაგ ტონით წაიკითხეთ -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
k@the |
Jun 24 2008, 12:13 AM
პოსტი
#9
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
ჩემი და მარაბელლას დილა დაიწყო ასე, 5 საათისათვის , 7-ზე უკვე კიოლნის სადგურში ვიყავი, მაკას ველოდებოდი და თვალებში ყავა მელანდებოდა
ჩვენ მატარებელს არ დაუგვიანია და 7:17ზე გავემართეთ მიუნხენისაკენ. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ (უფრო ბევრი, ვიდრე ცოტა ) როგორც იქნა 13:20 -ზე ჩავაღწიეთ მიუნხენის ცენტრალურ სადგურში. იქვე დაგვხვდნენ თორნიკე იაკო და ზურა ესეც თორნიკე, ნაღდი ქართველი ერთი სული მოვითქვით და ბოდბელმა, აბა მეორე მატარებელში მალეო, და მონასტრისაკენ გავეშურეთ აქ, ოთხივე ჩანს ზურგიდან, თუმცა მარაბელლა კადრშიც გვიღიმის აქ კი ღიმილი მეც ვიციო, იაკომ გამომხედა ბევრი სურათები აქვთ ბავშვებს და იცოდეთ უჩემოდ არ დადოთ!!! უფ, ვიხუმრე, დადეთ მალე სურათები, თუ არ მომეწონა ჩემი ნება არაა, წავშლი :სამსახურებრივი_უფლებამოსილე ბის_ბოროტად_გამოყენება: -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
k@the |
Jun 24 2008, 12:32 AM
პოსტი
#10
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მატარებლით რომ 20 წუთი ვიმგზავრეთ და უკვე გადმოსასვლელად ვემზადებოდით,
ბოდბელი გამოგვიტყდა ახლა ავტობუსში უნდა გადავჯდეთ და გადაჯდომისთვის 1 თუ 2 წუთი გვაქო , ნუ ის წინ მირბოდა და ჩვენ უკან , მაგ დროს სურათის გადაღებისთვის არავის ცხელოდა და, აი ამ ავტობუსის მძღოლი, კეთილი ადამიანი აღმოჩნდა და ცოტა ხანი დაგველოდა კიდეც, სანამ ჩვენ აქოშინებულები მივაღწევდით კარებამდე გავუდექით ჩვენი მიზნისაკენ გზას... მაგ სურათზე მარაბელლას ჩანთა მხოლოდ ცოტა ხანი თუ ეჭირა, ეს ტვირთი მალევე იკისრა ბოდბელმა და თან გზაში ''წუწუნებდა'', რა გიდევს ასეთი მძიმეო ჰოდა, მე გეტყვით, ერთი სქელი რაღაც მათემატიკური მეთოდების წიგნი ქონდა წამოღებული, მთელი გზა მაკა მატარებელში იმას ჩაჰკირკიტებდა, მე რო მეძინა მაშინ -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
guest |
Jun 24 2008, 12:38 AM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა მაგ სურათზე მარაბელლას ჩანთა მხოლოდ ცოტა ხანი თუ ეჭირა, ეს ტვირთი მალევე იკისრა ბოდბელმა და თან გზაში ''წუწუნებდა'', რა გიდევს ასეთი მძიმეო biggrin.gif ჰოდა, მე გეტყვით, ერთი სქელი რაღაც მათემატიკური მეთოდების წიგნი ქონდა წამოღებული, მთელი გზა მაკა მატარებელში იმას ჩაჰკირკიტებდა, მე რო მეძინა მაშინ კაკრას უნდა მეკითხა, იმხელა ჩანთა რა ხდებოდა თქვა რა მათემატიკის წიგნია ამხელა მახინა, სნაიპერის ატრიბუტებს უფრო გავს, დაჟე მაგხელა ისიც არაა ხოდა , მიზნებიც დაწერეთ სად მიდიოდით . |
k@the |
Jun 24 2008, 12:47 AM
პოსტი
#12
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
staywhite
დიდი წიგნი იყო რავი, მარა რა ხდება ეხლა იცი. ჩემი 'რუკზაკი', არანაკლებს იწონიდა ვიდრე მარაბელლას ჩანთა , მართალია მათემატიკის წიგნების გამო არა, მარა სამაგიეროდ 5 ლისტის ხაჭაპური მედო და კიდევ ათასი რამ , მარა 'ვიდი' არ ქონდა ისეთი, რო ეთქვათ მომეცი წამოგიღებო, ამიტომ საწყლად დავათრევდი ამ ზურგჩანთას და სადაც სკამს ვნახავდი ყველგან ვჯდებოდი , კიდეც დამცინოდნენ მაგაზე ბოდბელის პოსტიდან დავაციტირებ: მიზანი იყო: ბ)ფრაიზინგის მონასტერი(http://www.braeustueberl-weihenstephan.de/geschichte.php): + არის მართლმადიდებელი წმინდანის მიერ დაარსებული, თვით ლუდის წარმოებაც მისი დაწყებულია(http://en.wikipedia.org/wiki/Corbinian), ამიტომაც მართლმადიდებლები ამ ლუდს მართლმადიდებლურ ლუდს უწოდებენ. არის ყველაზე ძველი ლუდსახარში მსოფლიოშიო... -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
k@the |
Jun 24 2008, 01:02 AM
პოსტი
#13
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
შევუდექით მონასტრისაკენ მიმავალ აღმართს...
ცოტაც ვიარეთ და გზად არც მეტი არც ნაკლები გერმანული ძველმანების ბაზრობა (ფლომარკტი) შემოგვხვდა რაღაც მშობლიურმა განწყობამ იღვიძა ჩვენში და ხალხს შევერიეთ ზურამ იქვე გზაც იკითხა მონასტრისაკენ პ.ს. ამ ჩემი ჩანთის გადამკიდე (მიზეზები ) მე სულ უკან მივჩაკჩაკებდი, ამიტო სურათებიც უმეტესად ზურგის მხრიდან მაქვს გადაღებული, ხოდა ანფასებიც თუ გაინტერესებთ , დაელოდეთ დანარჩენ სურათებს -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
k@the |
Jun 24 2008, 01:26 AM
პოსტი
#14
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
მივაღწიეთ მონასტრამდე და ესეც ჩემი პირველი კადრი იქ . . .
არადა სულ არ ვარ 'ლუდისტი' უცებ დავიწყეთ დათვალიერება, გარკვევით არ იყო ნიშნულები გაკეთებული და როგორც მერე გავიგეთ, შიგნiთ შესვლა მხოლოდ გარკვეულ დროებში და რაღაც წინასწარი შეთანხმებით ხდებაო სამაგიეროდ იმ უძველესი ტექნოლოგიით დაყენებული ლუდის დაგემოვნება შეგიძლიათო და ლამაზი ბაღის ხედებით ტკბობაო.. გავემართეთ მონასტრის შემოგარენის დასათვალიერებლად... ისევ აღმართი, სახე შემეცვალა და თორნიკეს ვუთხარი გაჩერდი ერთ სურათს გადაგიღებთქო (დროს ვწელავდი ) ამასობაში, თორნიკემ საპასუხო სურათი დააჩხაკუნა და მისი ხილვის თეორიული შანსი, თქვენ კიდევ გაქვთ ესეც თორნიკე, მე მეორე სურათიც მოვასწარი! იმედია მან ვერა პ.ს. ეხლა წავალ მე დავიძინებ და დანარჩენი სურათები ხვალ, ან სამსახურის მერე მე განვაგრძობ, ან თუ მანამდე თორნიკემ, ბოდბელმა, იაკომ ან მარაბელლამ დადეს, იმათაც იხილავთ . ყოველ შემთხვევაში საღამომდე მაინც, სანამ წაშლებისთვის მოვიცლი -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
ეკატო |
Jun 24 2008, 01:37 AM
პოსტი
#15
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
რა კარგები ხართ ყველა, ნეტა როდის გაგიცნობთ?
k@the გაიხარე ასეთი კარგი ფოტოებისთვის და განწყობისთვის პ.ს. მშვენიერი კომენტატორი ხარ -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
guest |
Jun 24 2008, 01:59 AM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ციტატა მშვენიერი კომენტატორი ხარ ნამდვილად წავედი ახლა მეც ნელნელა, დილით მივემგზავრები მეც შორეულ მიწაზე და თუ "შემთხვევით" ერთ ფორუმელს შევხვდი, სურათებს გაჩვენებთ მერე ვისაც ვერ გნახავთ დილას, ყველას დროებით გემშვიდობებით |
Bodbeli |
Jun 24 2008, 02:29 AM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 142 რეგისტრ.: 15-April 08 წევრი № 4,565 |
k@the:
ციტატა არადა სულ არ ვარ 'ლუდისტი' biggrin.gif არ დაუჯეროთ, საწინააღმდეგოს მალე ფაქტებით დაგიდასტურებთ, ცოტაც მოიცადეთ. P.S. სამწუხაროდ ოთხშაბათამდე ერთი წუთი დრო არ მაქვს |
likka |
Jun 24 2008, 11:16 AM
პოსტი
#18
|
გენა ჯგუფი: Members პოსტები: 5,044 რეგისტრ.: 5-April 07 მდებარ.: Strawberry fields... წევრი № 1,578 |
k@the
ქეთ, შენ ჩემი არ იყოს ვსიო ზა კამეროი და რათ არ ჩანხარ? -------------------- ეჰ...
|
tornike20 |
Jun 24 2008, 03:50 PM
პოსტი
#19
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 77 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: DE წევრი № 3,205 |
მეც პირველ რიგში რათქმაუნდა დიდი მადლობა მინდა გადავუხადო, ზურას მიუნხენელ ქართველებს და ჩვენს ულამაზეს ფორუმელებს(ქეთის, იაკოს და მაკას)
წინა შეხვედრაზე დაგვიანებული(რამოდენიმე საათით ) ამ შეხვედრაზე პირველი მე ჩავედი მიუნხენში, თანაც დაგვიანების გარეშე შევეცდები სურათებით ავსახო ფორუმის ფურცლებზე ეს ისტორიული დღე შემდეგ ჩამოვიდა იაკო და ქეთის და მაკას ჩამოსვლამდე გავისეირნეთ ცოტა მიუნხენის ქუჩემში. ცოტახანში ქეთი და მაკაც შემოგვიერთდნენ ფრაიზინგისკენ წავედით სადაც უძველესი ლუდსახარშია და ასევე ლამაზი ეზო რათქმაუნდა იქაური ლუდიც დავაგემოვნეთ, ქეთის გამომცხვარ ხაჭაპურთან და იაკოს წამოღებულ გემრიელ რაღაცასთან ერთად (სახელი არ ვიცი ) ქეთიმ არცერთი ყვავილი არ დატოვა გადაღების გარეშე -------------------- თქვენ გიყვართ ლოჟა, გიყვართ პარტერი
თქვენ გინდათ გახდეთ მილიარდერი მე კი ვარჩევდი გზას უნაპიროს ცოტა სიყვარულს და ღერ პაპიროსს... |
iako |
Jun 24 2008, 10:44 PM
პოსტი
#20
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
აი მეც შემოგიერთდით.
პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ზურას ჩვენს მასპინძელს. რომელმაც დაუვიწყარი 2 დღე გვაჩუქა, საუკეთესოდ ორგანიზებული. ძალიან უშუალო და თბილი ადამიანია. მადლობა ჩვენს თიკოებს, გულუხვი მასპინძლობისთვის. ამ ადამიანებთან ჭეშმარიტი მეგობრობის, სტუმართმოყვარეობის სული ტრიალებს. შემდეგ მამა თამაზის, ძალიან თბილად მიგვიღო და ცოტა არ იყოს დავაბნიეთ კაცი მე და ქეთიმ. დიდი მადლობა ასევე გიორგის (ზურას ბიძაშვილის შვილია, რომელმაც გაგვიმხილა რომ ბიძით ძალიან კმაყოფილია ). ჩვენს ძვირფას ფორუმელებს ქეთის, მაკას და თორნიკეს. და ბოლოს მიუნხენის მრევლს. ქეთიმ თავისი თხრობა ფრაიზინგის მონასტერთან შეაჩერა,მე ცოტას გავაგრძელებ. აქ მდებარეობს ასევე, მიუნხენის უნივერსიტეტის (როგორც ზურამ აგვიხსნა) ერთ-ერთი ფაკულტეტი: პივის ტექნოლოგია და წარმოება. გარემო ისე სასიამოვნო იყო რომ კინაღამ პროფესიის შეცვლაზე დავიწყე ფიქრი . აქ დავაგემოვნე ჩემი პირველი კათხა ლუდი, მაინც ვრეცები იმ აზრზე რომ ლუდი ჩემი სასმელი არ არის.(სურათში ხომ მეტყობა ძალით ვიღიმები) სურათების ფონზე უფრო იოლია თხრობა მოვლენებს წინ არ გაუსწრებ და სურათებს დაველოდები. ჩემს სურათებს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, აპარატი მაქვს ძველი და ჯერ უნდა დავბეჭდო სურათები . -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 06:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი