პატრიარქის ტიტული, ახლანდელი და ძველი ფორმა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პატრიარქის ტიტული, ახლანდელი და ძველი ფორმა |
კანონისტი |
Nov 6 2006, 03:45 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორია ჩვენი ეკლესიის მწყემსმთავრის სრული ტიტული:
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე მამაი ჩვენი "უწმიდესი და უნეტარესი" არის მიმართვის ფორმა. გამოიყენება ორივე იმდენად, რამდენადაც კათოლიკოს-პატრიარქი არის მოსაყდრე როგორც მცხეთის, ასევე ბიჭვინთის კათედრებისა "სრულიად საქართველოს" აღნიშნავს იმას, რომ მისი იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ისტორიულ საქართველოზეც (ტაო, კლარჯეთი, ლაზეთი, საინგილო, ლორე). თავად ტერმინი ახალია (1917 წლის შემდგ.), ადრე გამოიყენებოდა "ყოვლისა საქართუელოისა" "კათოლიკოს-პატრიარქი". კათოლიკოსი (ან კათალიკოსი) საქართველოს ეკლესიის მეთაურის უძველესი ტიტულია, იგი გამოიყენებოდა ავტოკეფალიის მიღებიდან - ე.წ. კათალიკოსი მცხეთისა. სიტყვა "პატრიარქი" ანტონის დროიდანაა შემოსული, ადრე "მამამთავარი გამოიყენებოდა" "მცხეთა-თბილისის". ეს ორი ეპარქია მხოლოდ ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, 1920-იან წლებში გაერთიანდა. მანამდე თბილისს ცალკე მღვდელმთავარი ჰყავდა, რომელსაც ბოლო პერიოდში "ტფილელი მიტროპოლიტი"-ს ტიტული გააჩნდა "მთავარეპისკოპოსი" - შემორჩენილია მცხეთის საყდრის მღვდელმთავრის უძველესი და პირვანდელი ტიტული "დიდი მეუფე მამაი ჩვენი" - კალკირებაა რუსულისა: Великий Господин и Отец наш. ეს ტიტული არაა, ეს წოდებაა. წოდება სხვადასხვა პატრიარქებს სხვადასხვანაირი აქვთ. იგი ძირითადად დამოკიდებულია ეკლესიის უძველეს სტატუსზე. რამდენადაც ვიცი, ჩვენი ეკლესიის მეთაური ატარებდა უმნიშვნელოვანეს წოდებას - "მცველი საუფლო კვართისა" -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
თამარი_ცქნაფო |
Nov 6 2006, 03:56 PM
პოსტი
#2
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
"კათოლიკოს-პატრიარქი". კათოლიკოსი (ან კათალიკოსი) საქართველოს ეკლესიის მეთაურის უძველესი ტიტულია, იგი გამოიყენებოდა ავტოკეფალიის მიღებიდან - ე.წ. კათალიკოსი მცხეთისა. სიტყვა "პატრიარქი" ანტონის დროიდანაა შემოსული, ადრე "მამამთავარი გამოიყენებოდა" მაპატიე, მაგრამ ამაში ვერ დაგეთანხმები. პირველი კათოლიკოს-პატრიარქი იყო მელქისედეკ I, სვეტიცხოვლის მაშენებელი და სწორედ მისი დროიდან დამკვიდრდა ეს ტიტული. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
AnDaIn |
Nov 6 2006, 04:05 PM
პოსტი
#3
|
დაურეგისტრირებელი |
ვა ეს რა საინტერესო ინფორმაციას ვღებულობ აქ ყოჩაღკანონისტი
|
კანონისტი |
Nov 6 2006, 04:09 PM
პოსტი
#4
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
tsqnafo
შენ ვერ გამიგე. განა ტიტულია ანტონის დროინდელი, თავად სიტყვა "პატრიარქი". ძველ ხელნაწერებში "მამამთავარი" გამოიყენება ძირითადად -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
თამარი_ცქნაფო |
Nov 6 2006, 04:17 PM
პოსტი
#5
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
tsqnafo შენ ვერ გამიგე. განა ტიტულია ანტონის დროინდელი, თავად სიტყვა "პატრიარქი". ძველ ხელნაწერებში "მამამთავარი" გამოიყენება ძირითადად სადაც ანტონს ასახელებ, იქ წმინდა მელქისედეკიც თქვი, სხვა არაფერი. ისე დარწმუნებული ხარ, რომ ''ქართლის ცხოვრებაში'' ასე წერია? მე ზუსტად ვერ ვიხსენებ და თავს ვერ გამოვიდებ, არა, მამამთავარი არ წეია-თქო, მაგრამ ტიტულეზე კი ნაღდად ვიცი. 2 დღეს თუ დამაცდით, ჩავხედავ წიგნს. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
კანონისტი |
Nov 6 2006, 04:24 PM
პოსტი
#6
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
tsqnafo
ახალი გამოკვლევით პირველი პატრიარქი არის არა წმ. მელქისედეკ I, არამედ იოანე (IX ს.). -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
თამარი_ცქნაფო |
Nov 6 2006, 04:27 PM
პოსტი
#7
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
tsqnafo ახალი გამოკვლევით პირველი პატრიარქი არის არა წმ. მელქისედეკ I, არამედ იოანე (IX ს.). ავტორი? -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მნათე |
Nov 6 2006, 04:27 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ნეტა თქვენ
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Sotiris |
Nov 6 2006, 09:10 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
"სრულიად საქართველოს" აღნიშნავს იმას, რომ მისი იურისდიქცია ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის ისტორიულ საქართველოზეც (ტაო, კლარჯეთი, ლაზეთი, საინგილო, ლორე). ლაზეთზე უფრო კონკრეტულად ვერ გვეტყვით რამეს? მაგალითად ტრაპიზონის მიტროპოლიტი მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავარი არ იყო? რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ლაზეთი მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიოდა (ბიზანტიის ანაც ტრაპიზონის იმპერიის არსებობის პირობებში სხვაგვარად წარმოუდგენელად მიმაჩნია). თავად ტერმინი ახალია (1917 წლის შემდგ.), ადრე გამოიყენებოდა "ყოვლისა საქართუელოისა" ანტონ კათოლიკოსი "ზემო საქართველოს" კათოლიკოსს უწოდებდა თავს, თუ არ ვცდები (რადგან იმ დროს აფხაზეთის საკათალიკოსოც არსებობდა). -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
Sotiris |
Nov 6 2006, 09:26 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ახალი გამოკვლევით პირველი პატრიარქი არის არა წმ. მელქისედეკ I, არამედ იოანე (IX ს.). ხომ ვერ გვეტყვით, ვინ არის ავტორი? ჩემი დაკვირვებით სისტემატურად საკუთარ თავს პატრიარქს უწოდებდნენ დომენტი კათოლიკოსი მე-18 ს.-ში და მისი მომდევნო კათოლიკოსები. მანამდე მცხეთელი კათოლიკოსები არჩევდნენ თავისთვის კათოლიკოსები ეწოდებინათ მხოლოდ (თუ რამე არ გამომრჩა). პატრიარქი გვხვდება მატიანე ქართლისაში გაკეთებულ ჩანართში მელქისედეკ კათოლიკოსის შესახებ, აგრეთვე ერთგან კათოლიკოსი მიქაელი თამარ მეფის ცხოვრებაში პატრიარქადაა წოდებული. რა მნიშვნელობა უნდა მივანიჭოთ ამას, კარგად ვერ ვხვდები. ისე ბერძნები რომ არ ჩქარობდნენ ჩვენი კათოლიკოსისთვის პატრიარქის წოდებას, ჩანს იგივე მათე ვლასტარის ანბანური სინტაგმიდან, სადაც ჩვენი კათოლიკოსი მთავარეპისკოპოსადაა წოდებული, მაგრამ ქართველთა უფლება თავისით აირჩიონ ეკლესიის საჭეთმპყრობელი, უყოყმანოდაა აღიარებული. და ბარემ კათოლიკოსის შესახებ რომ ამოვწუროთ საკითხი, აღვნიშნოთ, რომ ძვ. ქართული ტერმინოლოგიით კათოლიკოსი ეწოდებოდა არა მარტო საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელს, არამედ აგრეთვე მსხვილი ეპარქიის მმართველს, მაგალითად ეფთვიმი მთაწმიდელის ცხოვრებაში სწორედ ამ აზრითაა გამოყენებული თესალონიკელი კათოლიკოსი. -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
კანუდოსელი |
Nov 8 2006, 03:50 AM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
უძველეს სტატუსზე. რამდენადაც ვიცი, ჩვენი ეკლესიის მეთაური ატარებდა უმნიშვნელოვანეს წოდებას - "მცველი საუფლო კვართისა" უფრო კონკრეტულად შეიძლება? ანუ მაინტერესებს: სხვადასხვა ადგლობრივი ეკლესიების დიპტიქებში ეგრე მოიხსენიებოდა? -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
Nov 8 2006, 12:33 PM
პოსტი
#12
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
იოანე კათალიკოსის მიერ პატრიარქის ტიტულის მიღებას რაც შეეხება, ეგ ამოვიკითხე თუ კარგად მახსოვს "საპატრიარქოს უწყებან"-ში.
კანუდოსელი ციტატა უფრო კონკრეტულად შეიძლება? ანუ მაინტერესებს: სხვადასხვა ადგლობრივი ეკლესიების დიპტიქებში ეგრე მოიხსენიებოდა? ეს საკითხი გამოკვლეული არ არის. უბრალოდ, საეკლესიო ისტორიაში საკმაოდ განათლებულმა პიროვნებამ მომაწოდა ინფორმაცია ამის შესახებ. თუ უფალმა ინება და დრო მექნა შევეცდები გამოვიკვლიო ისე, სხვებს რომ არ ეღიარებინათ არც გაგიკვირდეს, ისედაც ბევრს არ სიამოვნებს კვართი რომ აქ არის დაფლული -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
თამარი_ცქნაფო |
Nov 8 2006, 06:47 PM
პოსტი
#13
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
იოანე კათალიკოსის მიერ პატრიარქის ტიტულის მიღებას რაც შეეხება, ეგ ამოვიკითხე თუ კარგად მახსოვს "საპატრიარქოს უწყებან"-ში. აი, ეგ კი უბრალოდ არ არსებოოოოოობბსსსსსსსსს უკაცრავად, მაგრამ შანსი არააააააააააააააააააააააა იქ მელქისედეკი ეწერა, თავს დავდებ -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
კანონისტი |
Nov 8 2006, 08:26 PM
პოსტი
#14
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
თამარი
ციტატა აი, ეგ კი უბრალოდ არ არსებოოოოოობბსსსსსსსსს უკაცრავად, მაგრამ შანსი არააააააააააააააააააააააა იქ მელქისედეკი ეწერა, თავს დავდებ შესაძლოა მეც და ყველამ ვიცოდით რომ პირველი პატრიარქი იყო მელქისედეკ I. თუმცაღა ამ ბოლო დროს მეცნიერთა შორის გაჩნდა დასაბუთებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირველი პატრიარქი იყო იოანე III (IX ს.). ეს მოსაზრება ამოვიკითხე ერთ-ერთ საეკლესიო პერიოდიკაში -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
თამარი_ცქნაფო |
Nov 8 2006, 08:38 PM
პოსტი
#15
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
თამარი შესაძლოა მეც და ყველამ ვიცოდით რომ პირველი პატრიარქი იყო მელქისედეკ I. თუმცაღა ამ ბოლო დროს მეცნიერთა შორის გაჩნდა დასაბუთებული მოსაზრება იმის შესახებ, რომ პირველი პატრიარქი იყო იოანე III (IX ს.). ეს მოსაზრება ამოვიკითხე ერთ-ერთ საეკლესიო პერიოდიკაში კი არ გედავები ან გეწინააღმდეგები, უბრალოდ მანდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვის ეკუთვნის ეს დასაბუთება და რომელ პერიოდიკაში დაიბეჭდა. ერთ მაგალითის არ იყოს, დღეს ბევრს წერენ, დისერტაციაც კი დაიცევეს და ამბობენ, ზუსტ თარიღს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიადგამოცხადებისა, თუმცა ასე მარტივად რომ ყოფიილიყო, აქამდე სხვაც აღმოაჩენდა.... მოკლედ, იმედია, გამიგე. ერთი თხოვნა ამქვს, იქნებ გაიგო, კონკრეტულად ვინ და სად დაწერა ამის შესახებ -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
პატრიოტი |
Jan 21 2007, 11:18 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,147 რეგისტრ.: 21-January 07 მდებარ.: N/A წევრი № 892 |
ძალიან კარგი პატრიარქი გვყავს
-------------------- [size=7]ფფყ[/size]
|
ქავთარაძე |
Jan 21 2007, 11:25 PM
პოსტი
#17
|
დაურეგისტრირებელი |
პატრიოტი
ეგრეა, სრული ჭეშმარიტებაა |
კანონისტი |
Jan 23 2007, 01:44 PM
პოსტი
#18
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
აი, ეგ კი უბრალოდ არ არსებოოოოოობბსსსსსსსსს უკაცრავად, მაგრამ შანსი არააააააააააააააააააააააა იქ მელქისედეკი ეწერა, თავს დავდებ ვნახე სადაც ეწერა ეს არის დეკანოზ ზაქარია მაჩიტაძის ღვაწლით გამოცემულ ახალ სამღვდელო კონდაკში, გვ. ე (5) სადაც მითითებულია ძველი მოსახსენებელი (კლარჯეთისა), სადაც იოანე III წერია პატრიარქად -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
Jan 23 2007, 06:14 PM
პოსტი
#19
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ციტატა ვნახე სადაც ეწერა ეს არის დეკანოზ ზაქარია მაჩიტაძის ღვაწლით გამოცემულ ახალ სამღვდელო კონდაკში, გვ. ე (5) სადაც მითითებულია ძველი მოსახსენებელი (კლარჯეთისა), სადაც იოანე III წერია პატრიარქად ლოგიკურად სადაც იოანე III იყო, იქ იოანე პირველი იქნებოდა არა? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
Jan 24 2007, 11:17 AM
პოსტი
#20
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მხევალი ნინო
ცხადია. მაგრამ იოანე I მცხეთის კათალიკოსი იყო და არა პატრიარქი -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 07:07 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი