არახალხური სიმღერები, გავმიჯნოთ ხალხურისაგან |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არახალხური სიმღერები, გავმიჯნოთ ხალხურისაგან |
komisia |
Jan 9 2008, 10:01 PM
პოსტი
#1
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
მგონი საჭიროა ჩამოვწეროთ ფსევდოხალხური სიმღერები. ბევრს რომ ხალხური ჰგონია, სინამდვილეში კი კომპოზიტორის დაწერილია. გავარკვიოთ, ვიმსჯელოთ...
და საერთოდ, როგორ ერგება ესა თუ ის დაწერილი სიმღერა ქართულ ფესვებს და სტილს. დავიწყოთ ლეგენდარული "შენ მახველ"-ით. ხალხურ ლექსზე "ვაჟიკა და ხვარამზე" (ვინა ხარ, ვინ იარები, ლაღო მაგ ლაღის ცხენითა) ეს ცნობილი მელოდია დაწერა ლელა თათარაიძემ. მადლიერმა ერმა მელოდია ფოლკლორულად შერაცხა და ღმერთმა უწყის რამდენი სხვადასხვა ტექსტი დაედო... ჩემი აზრით მელოდია არის თუშეთის "ტრადიციით" (თუ შეიძლება ასე ითქვას), იქაური სულით გაჟღენთილი და სწორედ ამიტომ მოიპოვა ამხელა წარმატება. თქვენ რას ფიქრობთ? -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
guest |
Jan 9 2008, 10:05 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
კომისია,
კარგი იქნება თუ მასეთ სიმღერებს თანდათან ჩამოთVლით აქ, რომ ჩვენც ვიცოდეთ რომელი რომელია. მაგათი არახალხურობით პეწს არ დაკარგავენ, მაგრამ მაინც გვეცოდინება რომელია ხალხური და რომელი არა. კაი აზრია, მადლობა |
komisia |
Jan 9 2008, 10:14 PM
პოსტი
#3
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
როგორც ვიცი ასევე არახალხურია "არხოტო", "სამიათას წელზედ მეტი"... კიდევ ....
staywhite -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
buta |
Jan 9 2008, 10:15 PM
პოსტი
#4
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 27-December 07 მდებარ.: პლეხანოვი წევრი № 3,500 |
komisia
კაია ეს თემა რომ გააკეთეთ, მართლა ბევრი სიმღერა არაა ხალხური და ამ დროს ხალხური გვგონია. მემგონი წინ-წყარო_ზეც ამბობდნენ არაა ხალხურიო. -------------------- წუთი სოფელი ასეა, დღეს ღამე უთენებია
რაც მტრობას დაუნგრევნია, სიყვარუს იშენებია |
komisia |
Jan 9 2008, 10:22 PM
პოსტი
#5
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
buta
ციტატა წინ-წყარო რაღაც არა მგონია მაგისი ძველი ჩანაწერიც მაქვს, მჭედლიშვილის... თან მთიებიც მღერის მაგ სიმღერას, რაც იმისი ნიშანია ( 90% ) რომ ხალხურია... -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
Berikaci |
Jan 9 2008, 10:29 PM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 165 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,224 |
"კარკუჩით" უნდა დაგეწყო. არც ეგაა ხალხური!(ვინც არ იცოდა). მუსიკა რევაზ ლაღიძისაა, ტექსტი - არ ვიცი.
-------------------- ირემო იალაღზედა, ივრის პირებზე ჭალაო...
|
komisia |
Jan 9 2008, 10:32 PM
პოსტი
#7
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
ისე, რომ დავუკვირდეთ ახლა, ყველა სიმღერა რომელიც მხოლოდ ქრომატიულ ფანდურზე იკვრება არახალხური უნდა იყვეს... ა?
-------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
Berikaci |
Jan 9 2008, 10:44 PM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 165 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,224 |
90% მასეა, მარა არის სიმღერები და დ მელოდიები, რომლებიც ხალხური ფანდურიდანაა გადმოტანილი. მაგ.: "ბუქნა", აჭარული მელოდიები,(ჩონგურიდან გადმოტანილი) და რავი... ბევრი კიდევ.
-------------------- ირემო იალაღზედა, ივრის პირებზე ჭალაო...
|
komisia |
Jan 9 2008, 10:57 PM
პოსტი
#9
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
Berikaci
ციტატა რომლებიც ხალხური ფანდურიდანაა გადმოტანილი მაგიტომ ვთქვი მეც "მხოლოდ ქრომატიულზე იკვრებამეთქი"... ციტატა ჩონგურიდან გადმოტანილი კატასტროფაა ეგ პ.ს. ციტატა ირემო იალაღზედა, ივრის პირებზე ჭალაო... ჩემნაირო -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
G A B O |
Jan 10 2008, 12:35 AM
პოსტი
#10
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
ხალხურ ლექსზე "ვაჟიკა და ხვარამზე" (ვინა ხარ, ვინ იარები, ლაღო მაგ ლაღის ცხენითა) ეს ცნობილი მელოდია დაწერა ლელა თათარაიძემ. მადლიერმა ერმა მელოდია ფოლკლორულად შერაცხა და ღმერთმა უწყის რამდენი სხვადასხვა ტექსტი დაედო... მე ცოტა სხვანაირად მინდა რო ამ საკითხს შევხედოთ. უპირველეს ყოვლისა უნდა განვმარტოთ რა არის ხალხური შემოქმედება. ყველაზე მარტივი განმარტებაა რომ ის შექმნა ხალხმა ანუ სიმღერა იქნება თუ ლექსი ან სხვა ნაწარმოები, იქიდან გამომდინარე რომ მისი ავტორი ზუსტად უცნობია მისი ავტორობა მიეწერება ხალხს ანუ ხდება ხალხური, სინამდვილეში პირობითად ყველაფერს თავის დროზე კონკრეტული ავტორი ან რამდენიმე ავტორი ყავდა, მაგალითად არსებობს რამდენიმე ცნობილი სიმღერა რომელიც ვლადიმე ბერძენიშვილმა შექმნა, ასევე ვარლამ სიმონიშვილმა ყველასთვის ცნობილი სიმღერა დილა არის სალაჟვარდი და დათა გუგუნავას სახელს უკავშირდება მადლობელი, პატარა საყვარელო (თუ არ ვცდები) ა შ. ლელა თათარაიძე ერთ ერთი ცნობილი კოლორიტი და დიდი მომღერალია, რომელმაც მთის სიმღერებში ნამდვილად დაიმკვიდრა საპატიო ადგილი და იქიდან გამომდინარე რომ დღეს ინფორმაციის მიწოდების, გავრცელების წყარო გაცილებით ფართოა, ცოტა ძნელი გახდა ამა თუ იმ სიმღერის გახალხურება. ანუ მისი შექმნილი სიმღერები მთლიანად ჯდება იმ ხალხურ ფორმებში რაც დამახასიათებელია ამ კუთხისთვის. და ხალხური იმ გაგებით ვეღარ გახდება მისი სიმღერები როგორც მაგალითად დღემდე მოღწეული ძველი სიმღერები, იმიტომ რომ დღეს ინფორმაციის წყარო უფრო ფართოა, პრესა რადიო ტელევიზია, ადღე ვიღაცა რაღაცას დაწერდა და სოფლებს რო გაცდებოდა და მერე კუთხეებს ამ სიმღერის მელოდია მერე ნაკლებად კითხულობდნენ მის ავტორს ან თუ კითხულობდნენ უკვე აღარ იცოდნენ ხშირ შემთხვევაში. დღეს უკვე საავტორო უფლება არსებობს, პატენტი არსებობს, აქედან გამომდინარე შეიძლება გარკვეული სარგებლის მათ შორის მატერიალური სარგებლის მიღება, და ამიტომაც კარგი სიმღერის ავტორობაზე უარს აღარავინ იტყვის. ადრე სხვა დრო იყო, ინფორმაცია არ ვრცელდებოდა ასეთი სისწრაფით და ამიტომაც ხდებოდა სიმღერების, ლექსების და ა შ ასე სწრაფად გახალხურება, ეს ძალიან დიდი თემაა, ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა რომ ლელა თათარაიძის სიმღერები თავისი ბუნებით მაინც ხქალხურია, და ამის საფუძვლად იმის წარმოდგენას გთავაზობთ, ლელა თათარაიძეს რამდენიმე ასეული წლის წინ რომ ეღვაწა და ეს სიმღერა დაეწერა იქნებოდა თუ არა ხალხური? ასე რომ ეგ სიმღერა შენ მახველ იმ ინტერპრეტაციით როგორც ლელა თათარაიძე ასრულებს და სხვებს არ ვგულისხმობ დენის გიტარები რო დაადეს და გააჯაზეს, რათქმაუნდა ჯდება ხალხურ ჩარჩოში, დღეს სრულდება დილა არის სალაჟვარდი, ან ეხლა გხედავ საყვარელო და არავინ არ ამბობს რომ ამ სიმღერებს ავტორი ყავს. რატო? იმიტომ რომ ხალხმა შეიყვარა და ყველა მღეროდა თავის დროზე, ამიტომ ცოტა ფაქიზი თემაა იცით ეს და ვფიქრობ სწორი მიდგომა სჭირდება, თუ ჩვენ ვამბობთ რომ ლელა თათარაიძის სიმღერები არ შეიძლება ჩაითვალოს ხალხურად მაშინ ნუღარ გავამტყუნებთ ვანო მჭედლიშვილის ნათესავებს რომლებიც წინ წყაროს აპატენტებენ.. |
Didgoreli |
Jan 10 2008, 02:08 AM
პოსტი
#11
|
ძლევაი საკვირველი ჯგუფი: Members პოსტები: 3,829 რეგისტრ.: 24-May 07 მდებარ.: თბილისი, დელისი :)) წევრი № 2,010 |
რა კარგი თემაა საღოლ კომის
თემას რაც შეეხება , ვერ დავეთანხმები ჩემს წინამორბედს , იმაში , რომ ხალხურ სიმღერას ქმნის კონკრეტული ადამიანი , ხოლო შემდგომ იკარგება სიმღერის ავტორის ვინაობა და სწორედ ამიტომ ერქმევა მას ხალხური ჩემი აზრით ხალხური სიმღერას ქმნის საუკუნეები ! ჩემთვის წარმოუდგენელია როგორ შეიძლება ერთ კონკრეტულ ადამიანს ან თუნდაც რამდენიმეს დაეწერა გურული ნადურები , კახური სუფრული სიმღერები და ა.შ. ჩემი აზრით ხალხური სიმღერის შექმნაში მონაწილეობას იღებდა უამრავი ადამიანი ! ჯერ ერთი ადამიანი რაღაცას იმღერებდა , შემდეგ ამას მეორე თავისებურად შეალამაზებდა , შემდეგ მესამე რაღაც მელოდიას დაუმატებდა და ასე , თორე ისე წარმოუდგენლად მიმაჩნია ასე სიმღერის პირდაპირ აღება და დაწერა თან ჩემი აზრით რაც უნდა მიახლოებული იყოს დაწერილი სიმღერა ხალხურ სიმღერასთან , მაინც ადვილად განირჩევა ისინი ერთმანეთისგან . ჩემთვის პირადად ნაცნობი არახალხური მაგრამ ხალხურის მსგავსი სიმღერებია : ოროველა , დაიგვიანეს , ჩაკრულო ( ხიდისთავს შევკრათ პირობა ) , დილა , შავი შაშვი ( დათა გუგუნავას დაწერილია ესეც ) , მივალ გურიაში , ხარება და გოგია და ა.შ. -------------------- ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი
www.didgorelebi.ge |
ვეშაპო |
Jan 10 2008, 03:04 AM
პოსტი
#12
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
buta
ციტატა მემგონი წინ-წყარო_ზეც ამბობდნენ არაა ხალხურიო. წინ წყარო, შენ ბიჭო ანაგურელო, კალოსპირული ვანო მჭედლიშვილისაა. კარგი თემაა, თუმცა ეს ამ სამი სიმ ღერის დაყენება, კარკუჩის, "ზოგი იგეთი ქალია" და ა.შ. სიმღერების გვერდით, რომელთაც ასევე ავტორები ყავთ, მაინც არ შეიძლება. ეს სიმღერები მთლიანად ქართული (ქართლ-კახური) სასიმღერო ტრადიციების დაცვითაა შექმნილი. ასევე გურულებში ანზორ ერქომაიშვილის "მივალ გურიაში" (საჩონგურო), სიმონიშვილის "ბაღია ჩვენი ქვეყანა", არტემის "დავკარგეთ სამი მომლხენი" და ა.შ. არის მათ შორის მაინც განსხვავებები. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
ზარნაშო |
Jan 10 2008, 11:38 AM
პოსტი
#13
|
рождённый, чтобы боротся ჯგუფი: Members პოსტები: 2,654 რეგისტრ.: 23-August 07 მდებარ.: წყალში დგას, ცეცხლი უკიდია წევრი № 2,633 |
მგონი საჭიროა ჩამოვწეროთ ფსევდოხალხური სიმღერები. ბევრს რომ ხალხური ჰგონია, სინამდვილეში კი კომპოზიტორის დაწერილია. გავარკვიოთ, ვიმსჯელოთ... და საერთოდ, როგორ ერგება ესა თუ ის დაწერილი სიმღერა ქართულ ფესვებს და სტილს. დავიწყოთ ლეგენდარული "შენ მახველ"-ით. ხალხურ ლექსზე "ვაჟიკა და ხვარამზე" (ვინა ხარ, ვინ იარები, ლაღო მაგ ლაღის ცხენითა) ეს ცნობილი მელოდია დაწერა ლელა თათარაიძემ. მადლიერმა ერმა მელოდია ფოლკლორულად შერაცხა და ღმერთმა უწყის რამდენი სხვადასხვა ტექსტი დაედო... ჩემი აზრით მელოდია არის თუშეთის "ტრადიციით" (თუ შეიძლება ასე ითქვას), იქაური სულით გაჟღენთილი და სწორედ ამიტომ მოიპოვა ამხელა წარმატება. თქვენ რას ფიქრობთ? "შენ მახველ" ძალიან სხვადასხვანაირი მომისმენია დიტოს ნამღერს რომ თავი დავანებოთ, ისედაც როგორც ვიცი ასევე არახალხურია "არხოტო", "სამიათას წელზედ მეტი"... კიდევ .... "სამიათას წელზე მეტი", ოღონდ უფრო ვრცელი ტექსტით (მელოდია არ ვიცი იგივე იყო თუ სხვა), თავის დროზე ჩაფიქრებული იყო როგორც საქართველოს ჰიმნი. ეხლა რომ მიდიოდა ჰიმნზე მსჯელობა, სანამ "ჩემი ხატია" დამტკიცდებოდა, ვამბობდი, ნეტა მოიფიქროს ვინმემ და ეს სიმღერა წამოაყენოს-მეთქი. მეტი არ იქნა ჩემი მტერი. ახლანდელ ჰიმნზე უარესი მე მგონი არ იქნებოდა, თან მარტივიცაა, ერთ-ერთი მოთხოვნა ეგეც იყო. გარდა ამისა, ხალხისთვის ასე თუ ისე ნაცნობია. სამხმიანი რომაა, ეგ არა უშავს. ამ ჰიმნსაც აქვს სამხმიანი ვარიანტი (მართლა, ვინმე ხომ ვერ მიშოვნის? ნაცმოძრაობის გამოშვებული ერთხმიანი ვარიანტი მაქვს ნოტებზე, სამიანი არა) და იმისთვისაც შეიძლებოდა ერთხმიანის გაკეთება, თუ მაინცდამაინც მარტოს მოუნდა ვინმეს სიმღერა მე ცოტა სხვანაირად მინდა რო ამ საკითხს შევხედოთ. უპირველეს ყოვლისა უნდა განვმარტოთ რა არის ხალხური შემოქმედება. ყველაზე მარტივი განმარტებაა რომ ის შექმნა ხალხმა ანუ სიმღერა იქნება თუ ლექსი ან სხვა ნაწარმოები, იქიდან გამომდინარე რომ მისი ავტორი ზუსტად უცნობია მისი ავტორობა მიეწერება ხალხს ანუ ხდება ხალხური, სინამდვილეში პირობითად ყველაფერს თავის დროზე კონკრეტული ავტორი ან რამდენიმე ავტორი ყავდა, მაგალითად არსებობს რამდენიმე ცნობილი სიმღერა რომელიც ვლადიმე ბერძენიშვილმა შექმნა, ასევე ვარლამ სიმონიშვილმა ყველასთვის ცნობილი სიმღერა დილა არის სალაჟვარდი და დათა გუგუნავას სახელს უკავშირდება მადლობელი, პატარა საყვარელო (თუ არ ვცდები) ა შ. ლელა თათარაიძე ერთ ერთი ცნობილი კოლორიტი და დიდი მომღერალია, რომელმაც მთის სიმღერებში ნამდვილად დაიმკვიდრა საპატიო ადგილი და იქიდან გამომდინარე რომ დღეს ინფორმაციის მიწოდების, გავრცელების წყარო გაცილებით ფართოა, ცოტა ძნელი გახდა ამა თუ იმ სიმღერის გახალხურება. ანუ მისი შექმნილი სიმღერები მთლიანად ჯდება იმ ხალხურ ფორმებში რაც დამახასიათებელია ამ კუთხისთვის. და ხალხური იმ გაგებით ვეღარ გახდება მისი სიმღერები როგორც მაგალითად დღემდე მოღწეული ძველი სიმღერები, იმიტომ რომ დღეს ინფორმაციის წყარო უფრო ფართოა, პრესა რადიო ტელევიზია, ადღე ვიღაცა რაღაცას დაწერდა და სოფლებს რო გაცდებოდა და მერე კუთხეებს ამ სიმღერის მელოდია მერე ნაკლებად კითხულობდნენ მის ავტორს ან თუ კითხულობდნენ უკვე აღარ იცოდნენ ხშირ შემთხვევაში. დღეს უკვე საავტორო უფლება არსებობს, პატენტი არსებობს, აქედან გამომდინარე შეიძლება გარკვეული სარგებლის მათ შორის მატერიალური სარგებლის მიღება, და ამიტომაც კარგი სიმღერის ავტორობაზე უარს აღარავინ იტყვის. ადრე სხვა დრო იყო, ინფორმაცია არ ვრცელდებოდა ასეთი სისწრაფით და ამიტომაც ხდებოდა სიმღერების, ლექსების და ა შ ასე სწრაფად გახალხურება, ეს ძალიან დიდი თემაა, ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა რომ ლელა თათარაიძის სიმღერები თავისი ბუნებით მაინც ხქალხურია, და ამის საფუძვლად იმის წარმოდგენას გთავაზობთ, ლელა თათარაიძეს რამდენიმე ასეული წლის წინ რომ ეღვაწა და ეს სიმღერა დაეწერა იქნებოდა თუ არა ხალხური? ასე რომ ეგ სიმღერა შენ მახველ იმ ინტერპრეტაციით როგორც ლელა თათარაიძე ასრულებს და სხვებს არ ვგულისხმობ დენის გიტარები რო დაადეს და გააჯაზეს, რათქმაუნდა ჯდება ხალხურ ჩარჩოში, დღეს სრულდება დილა არის სალაჟვარდი, ან ეხლა გხედავ საყვარელო და არავინ არ ამბობს რომ ამ სიმღერებს ავტორი ყავს. რატო? იმიტომ რომ ხალხმა შეიყვარა და ყველა მღეროდა თავის დროზე, ამიტომ ცოტა ფაქიზი თემაა იცით ეს და ვფიქრობ სწორი მიდგომა სჭირდება, თუ ჩვენ ვამბობთ რომ ლელა თათარაიძის სიმღერები არ შეიძლება ჩაითვალოს ხალხურად მაშინ ნუღარ გავამტყუნებთ ვანო მჭედლიშვილის ნათესავებს რომლებიც წინ წყაროს აპატენტებენ.. ეგ საავტორო უფლებები ბევრ ცუდ საქმეს აკეთებს ისე. "შატილის ასულოზე" თუში გლეხი რომ გამოედავა "ერისიონს", წილს რატომ არ მაძლევთ, ჩემი დაწერილიაო, გული შემიწუხდა, ამერიკელები ხომ არ ვართ, მაგათი ინტრიგანი დედა ვატირე მეთქი. იქ სასამართლოში სირბილის მეტს ხომ არაფერს აკეთებენ. ეტყობა ვიღაცამ ურჩია, მაგარ ფულს აკეთებენ მაგ სიმღერაზე და იქნებ რამეს გამოჰკრა კბილიო. ქართული სული აი მანდ იკარგება, რაც უნდა ჩოხა გეცვას და სატევარი გეკიდოს. ხალხური სიმღერების დამახინჯებას საავტორო უფლებები მაინც ვერ შველის, სხვა რამე უნდა მოვიფიქროთ, შეგნება უნდა იყოს ამისთვის ხალხში. -------------------- კარგი ყმა ლაშქარს მოკვდება, სწორების მჯობინობასა, ცუდი კი ბოსლის ყურესა, ქალებთან ლოგინობასა. ხალხური
|
komisia |
Jan 10 2008, 02:32 PM
პოსტი
#14
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
აქვე ერთ რამესაც დავძენ:
დღეს რომ ფინთათ არემიქსებენ ხალხურ სიმღერებს, აქაოდა კულტურა სულ მუდამ უნდა ვითარდებოდესო, ერთ ადგილას გაჩერება არ შეიძლებაო, სიახლეში ცუდი არაფერიაო... თუ მართლა რამე ახლის გაკეთება უნდათ, ხომ არ ჯობია კეთილი ინებონ და თვითონ დაწერონ ახალი ქართული სიმღერები? ისევე როგორც თათარაიძემ თუშური სატრფიალო ან ერქომაიშვილმა ხარება და გოგია? საქმეც საქმედ ჩაითვლება და აღარავინაც გააკრიტიკებს G A B O გარკვეულწილად გეთანხმები, დღევანდელი გარემოდან გამომდინარე ავტორის სახელი ნამდვილად არ დაიკარგება. მაგრამ ხალხური რომ დაერქვას, სიმღარამ ხალხში უნდა გაიაროს "ფილტრაცია". თორე ისე ნამდვილად შეესაბამება ეგეთი სიმღერების უმეტესობა იქაურ თვისებებს, სხვანაირად რომ ვთქვათ იქაურ "კრიტერიუმებს აკმაყოფილებს". -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
მარიამი |
Jan 10 2008, 02:34 PM
პოსტი
#15
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ციტატა დღეს რომ ფინთათ არემიქსებენ ხალხურ სიმღერებს, აქაოდა კულტურა სულ მუდამ უნდა ვითარდებოდესო, ერთ ადგილას გაჩერება არ შეიძლებაო, სიახლეში ცუდი არაფერიაო... თუ მართლა რამე ახლის გაკეთება უნდათ, ხომ არ ჯობია კეთილი ინებონ და თვითონ დაწერონ ახალი ქართული სიმღერები? ისევე როგორც თათარაიძემ თუშური სატრფიალო ან ერქომაიშვილმა ხარება და გოგია? საქმეც საქმედ ჩაითვლება და აღარავინაც გააკრიტიკებს ვერ წარმოიდგენ, როგორ გეთანხმები -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
komisia |
Jan 10 2008, 08:33 PM
პოსტი
#16
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
ბინდისფერია სოფელი ხალხურია?
-------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
Didgoreli |
Jan 10 2008, 08:47 PM
პოსტი
#17
|
ძლევაი საკვირველი ჯგუფი: Members პოსტები: 3,829 რეგისტრ.: 24-May 07 მდებარ.: თბილისი, დელისი :)) წევრი № 2,010 |
komisia
ციტატა ბინდისფერია სოფელი ხალხურია? მე როგორც ვიცი არა !!! -------------------- ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი
www.didgorelebi.ge |
G A B O |
Jan 10 2008, 10:58 PM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 307 რეგისტრ.: 7-May 07 წევრი № 1,860 |
ეგრე თუ მივყევით არც ხასამბეგურაა ხალხური და არც ჩაკრულო, კონკრეტული ავტორები მათაც ყავდათ, ზოგს კი რამდენიმე ავტორი იმის გამო რო სხვადასხვანაირი ვარიანტები არსებობს, საერთოდ ავტორობაში რა იგულისხმება ისიც უნდა გავარკვიოთ მაშინ. მაგალითად შესრულება, ზოგადად სიმღერა თუ სიმღერის ვარიანტი თუ ასე შემდეგ. მაგალითად ალმასხან ხუხუნაიშვილი თქვენი აზრით შეიძლება ჩაითვალოს სიცილიანი ხასამბეგურას ავტორად? ანუ როგორც ამ სიმღერის ერთ ერთი ვარიანტის ავტორად? ის ხომ მელოდიურობით არცერთ მანამდე ნამღერ ხასამბეგურას არ გავს, ამიტომ ეს საკითხი ძალზედ კომპლექსური და ძალზედ ვრცელია, და ძალიან ბევრ საკითხს მოიცავს. ამიტომ ჯობია რომ კიდევ ერთხელ განვმარტოთ თუ რას ნიშDნავს ხალხური შემოქმედება. ეს არის ხალხში არსებული და ხალხის შემოქმედება და ხალხის იმიტომ რომ გარკვეული და ნაცნობი მიზეზების გამო დაიკარგა ავტორები, პირველი შემსრულებლების ვინაობები. ძალიან მაინტერესებს ვინც თვლის რომ ჩაკრულო ხალხურია ან ზამთარი, როგორ გონია როგორ შეიქმნა ეს სიმღერები? მთელი კახეთი შეიკრიბა თელავის მოედანზე და ნოტების რვეული მოიმარჯვეს?? არა უბრალოდ ყველა სიმღერა უცნობ მაგრამ კონკრეტულ ავტორს უკავშირდება, რომლებმაც რათქმაუნდა ხალხში და დროის განმავლობაში გარკვეული ცვლილება განიცადეს. რატომ არ არის სიმღერა_ ბინდისფერია სოფელი ხალხური? ის ისეა უკვე ხალხში გამჯდარი, ყველა მომღერალი (და რათქმაუნდა ხალხურ მომღერლებს ვგყლისხმობ) ყველა სხვადასხვანაირად მღერის თავისებურად, ეს უკვე იმას ნიოშნავს რომ ის ხალხურია, ხალხში არსებობს, და ვინც არ უნდა იყოს მისი ავტორი კონკრეტული გვარით და სახელით ეს სიმღერა უკვე ხალხურ პროცესშია, ანუ ხალხშია, და საერთოდ მიმაჩნია რომ ამ თემაზე მსჯელობა ჩვენი მხრიდან არაკომპეტენტურია, მით უფრო რო მივალთ იმ დასკვნამდე რომ ამ სამყაროს ჩათვლით ყველაფერს ავტორი ყავს დას არც დედამიწაა ხალხური და არც გალაკტიკები, ასე რომ ჩემი მოკრძალებული აზრით ეს ტემა ჯობია დავხუროთ
სხვა საკითხია როცა საუბარია ფოლკლორის დამახინჯებაზე და როცა ხდება მათი წარმოჩენა როგორტც ფოლკლორის. და ამ საკითხში ნამდვილად კატეგორიული ვარ!! და ყველაფერი უნდა გაკეთდეს რო ხალხს გავაგებინოთ რო არც ლელა წურწუმიაა ლაზური სიმღერების უბადლო შემსრულებელი, და არც ის ტიპი ბინდისფერია სოფელს რო მღერიოს დენის გიტარებზე, და ა შ. აი ამაში ნამდვილად ვიქნებით ერთსულოვანნი დარწმუნებული ვარ. |
buta |
Jan 11 2008, 02:52 AM
პოსტი
#19
|
გიორგი ჯგუფი: Members პოსტები: 396 რეგისტრ.: 27-December 07 მდებარ.: პლეხანოვი წევრი № 3,500 |
მეც მგონო ეგრე ვიცი რომ
ბინდისფერია არაა ხალხური. -------------------- წუთი სოფელი ასეა, დღეს ღამე უთენებია
რაც მტრობას დაუნგრევნია, სიყვარუს იშენებია |
N. R. |
Jan 11 2008, 03:09 AM
პოსტი
#20
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
გაბოს ვეთანხმები.
საერთოდ არსებობს როგორც ჩემი პედაგოგი იტყოდა ერუვნული ინტონაციური ფონდი. ის სიმღერები რომლებიც ზემოთ ჩამოთვალეთ, ნიკამ როგორც უწოდა ,,არახალხური ხალხური" სიმღერები არის ნაკვები და ნასაზრდოები სწორედ ამ ინტონაციური ფონდიდან. და ბოლომდე ზის იმ ჩარჩოებში, რა ჩარჩოებიც ჩვენ ვიუცით რომ აქვს ხალხურ მუიკას (ნუ ჩვენ სულ არ ვიცით რამდენად განსხვავებული იყო XVII და XVI საუკუნის ჩვენი მუსიკა და მითუმეტეს კიდევ უფრო ძველი). ნუ თითოეული ეპოქა ტრადიციულ შემოქმედებას რაღაცას სძენდა. როცა დროის მსვლელობა იყო ნელი მუსიკალური გარემოს შეცვლაც ძალიან ნელი პროცესი იყო. ამიტომაც რაც ახალი სიმღერები იქმნებოდა ნაკლებად განსხვავდებოდა წინასგან და მერე ისინი ისე შეერეოდა სხვა ხალხურ სიმღერებს რომ შემქმნელთა ვინაობა იკარგებოდა. შედარებით მოგვიანო ავტორების სახელები კი ისტორიამ ცხადია მეტად შემოინახა, ბერძენიშვილის, ერქომაიშვილის, სიმონიშვილის თუ მჭედლიშვილის. ეგრე უამრავი სიმღერები ჰქონდა მოფიქრებულიც და გადამუშავებულიც ავქსენტი მეგრელიძეს. და საქმე იმაშია რომ ვინაიდან დღეს დრო დაჩქარებულია და მრავალი მიმართულება გაჩნდა უკვე დღევანდელობა არჩევანს გვთავაზობს. ზოგფი ტრადიციულის ჩარჩოებს ირჩევს, ზოგი ,,კარკუტში"-ს წერს. და სხვათაშორის ,,დაიგვიანეს" იმავე პრინციპით არის ხალხური, რა პრინციპითაც სიმონიშვილის ,,დილა" და ერქომაიშვილის ,,მივალ გურიაში". -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:49 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი