,,ახალგაზრდა მომღერალ-მგალობელთა კავშირი" |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
,,ახალგაზრდა მომღერალ-მგალობელთა კავშირი" |
N. R. |
Mar 20 2008, 12:24 AM
პოსტი
#1
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
მიმდინარე წლის 25 მარტს – 14 საათზე მარიოტი თბილისის საპრეზინტაციო დარბაზში გაიმართება ,,ახალგაზრდა მომღერალ-მგალობელთა კავშირის” პრეზენტაცია, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიაII-ის კურთხევით დაფუძნდა.
საზოგადოებაში გაერთიანდნენ ტრადიციული ქართული მუსიკის სფეროში მომუშავე ახალგაზრდული ძალები და შემოქმედებითი კოლექტივები, რომელთა პრიორიტეტი არის უფროს თაობასთან მჭიდრო კავშირითა და მათი გამოცდილების გაზიარება-გათვალისწინებით ქართული ფოლკლორისა და საეკლესიო გალობის კვლევა-პოპულარიზაცია. საზოგადოება მიზნად ისახავს სამეცნიერო და პოპულარული გამოცემების, ჟურნალ-გაზეთების, სანოტო კრებულების, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გამოცემას, ტელე-რადიო გადაცემებისა და ელექტრონული გვერდების მომზადებას, დედაქალაქსა და რეგიონებში კონცერტებისა და შემეცნებითი საღამოების ჩატარებას, ექსპედიციების მოწყობას, ახალგაზრდების აქტიურ ჩართვას ტრადიციული ქართული მუსიკის გაცნობა-შესწავლაში. საზოგადოების წევრები პასუხისმგებლობას იღებენ წინა თაობის მომღერალ-მგალობელთა მიერ გადარჩენილი მუსიკალური მემკვიდრეობის დაცვა-პატრონობასა და მათ მიერ გაწეული შრომის სათანადოდ დაფასებაზე. საზოგადოების საქმიანობა უშუალოდაა დაკავშირებული ამ სფეროში მოღვაწე ყველა იმ დაწესებულებასთან („თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია“, ,,ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი”, „ქართული საგალობლისა და სიმღერის საერთაშორისო ცენტრი“, „საეკლესიო გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი“, „ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი“, „საქართველოს საპატრიარქოს საეკლესიო გალობის ცენტრი“), რომელთაც ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევაში დიდი წვლილი შეაქვთ. პრეზენტაციას დაესწრება უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილიაII, უმაღლესი სახელისუფლო წრეები და ქართული საზოგადოების ცნობილი სახეები. -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
siomani |
Mar 20 2008, 12:29 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 405 რეგისტრ.: 16-March 07 წევრი № 1,395 |
ვინ გახლავთ თავმჯდომარე? მოადგილე? ვის რა დარგი ავალია და საერთოდ, მაინტერესებს საორგანიზაციო საკითხები.
-------------------- "ვიმღეროთ ძმებო ვიმღეროთ, სანამ ერთმანეთს ვხედავთო..."
|
N. R. |
Mar 20 2008, 01:19 AM
პოსტი
#3
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ვინ გახლავთ თავმჯდომარე? მოადგილე? ვის რა დარგი ავალია და საერთოდ, მაინტერესებს საორგანიზაციო საკითხები. თავჯდომარე არ გვყავს, ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე. იმართება საბჭოს მიერ. კონკრეტულ პროექტს თავისი დირექტორი ჰყავს, რომლებიც საბოლოოდ მენეჯერის, პროექტების კოორდინატორის ასე ვთქვათ კონტროლის ქვეშ იქნებიან. დროთა განმავლობაში უფრო გამოიკვეთება შიდა-მმართველობის საკითხები. -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
siomani |
Mar 20 2008, 01:24 AM
პოსტი
#4
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 405 რეგისტრ.: 16-March 07 წევრი № 1,395 |
რამდენი ადამიანი იქნება ამ კავშირში გაერთიანებული? სად იქნება ოფისი?
-------------------- "ვიმღეროთ ძმებო ვიმღეროთ, სანამ ერთმანეთს ვხედავთო..."
|
N. R. |
Mar 20 2008, 01:36 AM
პოსტი
#5
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
რამდენი ადამიანი იქნება ამ კავშირში გაერთიანებული? სად იქნება ოფისი? გაერთიანება ყველას შეუძლია, ვინც შემდგომში მოახერხებს კონკრეტული სამუშაოების შესრულებას. პრიორიტეტად მიჩნევის შემთხვევაში ნებისმიერი ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანის რაიმე საინტერესო პროექტის შესრულებაა შესაძლებელი. კავშირში ანსამბლებიც ერთიანდებიან. ოფისი ამ ეტაპზე საპატრიარქოშია, თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ ღიაა და ვგონებ მალე გადაიჭრება. -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
siomani |
Mar 20 2008, 01:43 AM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 405 რეგისტრ.: 16-March 07 წევრი № 1,395 |
ვინ არის ფინანსური პარტნიორი (იგულისხმება პროექტებისა და ღონისძიებების დაფინანსება და არა მაინც და მაინც ხელფასი) და რა მასშტაბის საქმიანობას მოიცავს ეს კავშირი?
პრეზენტაციაზე რა უნდა ვიქონიოთ თან? ისე შემოგვიშვებენ? ალბათ პირადობა.? -------------------- "ვიმღეროთ ძმებო ვიმღეროთ, სანამ ერთმანეთს ვხედავთო..."
|
BEKO:)) |
Mar 20 2008, 01:45 AM
პოსტი
#7
|
davit abramishvili ჯგუფი: Members პოსტები: 53 რეგისტრ.: 5-February 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,860 |
ძალიან კარგი წამოწყებაა
|
N. R. |
Mar 20 2008, 01:55 AM
პოსტი
#8
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ვინ არის ფინანსური პარტნიორი (იგულისხმება პროექტებისა და ღონისძიებების დაფინანსება და არა მაინც და მაინც ხელფასი) და რა მასშტაბის საქმიანობას მოიცავს ეს კავშირი? პრეზენტაციაზე რა უნდა ვიქონიოთ თან? ისე შემოგვიშვებენ? ალბათ პირადობა.? პრეზენტაციაზე მოსაწვევი პირადად შენ არ დაგჭირდება, სავარაუდოდ შედგება სიები. პრეზენტაციამდე რამოდენიმე დღით ადრე მოხდება მაქსიმალურად ყველა დაინტერესებული პირის შეკრება და ინფორმირება. ხელფასების ფონდი არ გვაქვს, დაფინანსება იქნება კონკრეტულ პროექტებთან დაკავშირებით. თუ რა პროექტებია და რომელი მათგანი დაფინანსებული ან დაუფინანსებელი ეგ გამოცხადდება პრეზენტაციის დროს. შემიძლია გაგაცნოთ პირველი პროექტი, ესაა აღდგომის საგალობლების საღამო, სადაც სხვა და სხვა კოლექტივები შეასრულებენ კერესელიძის, ქორიძის ხუნდაძის, ძმები კარბელაშვილების აღდგომის საგალობლებს, საგალობელთა დიდი ნაწილი ხელნაწერის სახით არსებობს. საღამოს სემეცნებითი ხასიათი ექნება. შესაძლებელია კონცერტზე შესრულდეს გახალხურებული სააღდგომო საგალობლები და ჭონები. კონცერტი გაიმართება აღდგომის შემდგომ პირველივე კვირას. შესაფერის დარბაზში საქმიანობის მასშტაბებს რაც შეეხება მაქსიმალურად მოვიცავთ ყველა იმ მიმართულებას და აუცილებლად ჩასატარებელ სამუშაოებს, რაზეც ძალები და ფინანსები გაგვწვდება. ძალიან კარგი წამოწყებაა მთავარია ღირსეულად შეძლოს თავისი სიტყვის თქმა მადლობა კეთილგანწყობისთვის -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
siomani |
Mar 20 2008, 02:07 AM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 405 რეგისტრ.: 16-March 07 წევრი № 1,395 |
ციტატა შემიძლია გაგაცნოთ პირველი პროექტი, ესაა აღდგომის საგალობლების საღამო, სადაც სხვა და სხვა კოლექტივები შეასრულებენ კერესელიძის, ქორიძის ხუნდაძის, ძმები კარბელაშვილების აღდგომის საგალობლებს, საგალობელთა დიდი ნაწილი ხელნაწერის სახით არსებობს. საღამოს სემეცნებითი ხასიათი ექნება. შესაძლებელია კონცერტზე შესრულდეს გახალხურებული სააღდგომო საგალობლები და ჭონები. კონცერტი გაიმართება აღდგომის შემდგომ პირველივე კვირას. შესაფერის დარბაზში ამ საკითხთან დაკავშირებით იმფორმირებული ვარ. -------------------- "ვიმღეროთ ძმებო ვიმღეროთ, სანამ ერთმანეთს ვხედავთო..."
|
N. R. |
Mar 20 2008, 02:15 AM
პოსტი
#10
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ამ საკითხთან დაკავშირებით იმფორმირებული ვარ. კიი, ვიცი ანუ ეს არი კონკრეტული მაგალითი, როცა კავშIრის წევრს აქვს პრიორიტეტული პროექტი და კავშირი მას ეხმარება მიზნის განხორციელებაში. თუმცა მოვლენებს ნუ გავუსწრებთ -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მნათე |
Mar 20 2008, 02:24 AM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ნუ კავშირების ცვენაა...
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
N. R. |
Mar 20 2008, 02:33 AM
პოსტი
#12
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
ნუ კავშირების ცვენაა... ახალგაზრდა თაობა ამ მიზნით არასდროს გაერთიანებულა, და საერთოდ, მთავარია ვინ რას გააკეთებს -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მნათე |
Mar 20 2008, 02:35 AM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ახალგაზრდა თაობა ამ მიზნით არასდროს გაერთიანებულა, და საერთოდ, მთავარია ვინ რას გააკეთებს ცხადია, იმედი მაქვს სხვა კავშირების მსგავსად ბუტაფორიული არ იქნება. -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
yipiani gio |
Mar 20 2008, 02:20 PM
პოსტი
#14
|
Tavadi Yipiani ჯგუფი: Members პოსტები: 2,917 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: saburtalo წევრი № 2,017 |
N. R.
აუ გაწევრიანება მინდა თან მაგრად.და სად როგორ როდის რანაირად,მეტყვი ნინო? -------------------- alazani.ge
ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ |
Nanio |
Mar 20 2008, 04:53 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
N. R.
ციტატა უმაღლესი სახელისუფლო წრეები და ქართული საზოგადოების ცნობილი სახეები. აუ აქაც მთავრობა? -------------------- მეკენდარია? |
N. R. |
Mar 20 2008, 06:50 PM
პოსტი
#16
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
N. R. აუ აქაც მთავრობა? რა თქმა უნდა, ქართულ ფოლკლორს სჭირდება მათი თანადგომა. N. R. აუ გაწევრიანება მინდა თან მაგრად.და სად როგორ როდის რანაირად,მეტყვი ნინო? შეიძლება რომ კონკრეტულ პროექტთან დაკავშირებით ჩაერთო. დროთა განმავლობაში გამოიკვეთება. დეტალებზე პირადად გავისაუბროთ როცა გნახავ -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
yipiani gio |
Mar 20 2008, 08:19 PM
პოსტი
#17
|
Tavadi Yipiani ჯგუფი: Members პოსტები: 2,917 რეგისტრ.: 25-May 07 მდებარ.: saburtalo წევრი № 2,017 |
N. R.
კაი რო გნახავ არ დაგავიწყდეს -------------------- alazani.ge
ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ |
gitanes |
Mar 20 2008, 11:13 PM
პოსტი
#18
|
guruli qali var raa ჯგუფი: Members პოსტები: 27 რეგისტრ.: 22-January 08 წევრი № 3,704 |
მართლა გადასარევი საქმეა და დარწმუნებული ვარ ბევრი სერიოზულად კარგი საქმე გაკეთდება. წარმატებები
-------------------- დაიტანჯა მაჯა მარჯნის მძიმე ჯაჭვის ტარებით
|
Didgoreli |
Mar 20 2008, 11:36 PM
პოსტი
#19
|
ძლევაი საკვირველი ჯგუფი: Members პოსტები: 3,829 რეგისტრ.: 24-May 07 მდებარ.: თბილისი, დელისი :)) წევრი № 2,010 |
მაინტერესებს რაიმე კონკრეტული დასახული გეგმა თუ აქვთ ამ კავშირის დამფუძნებლებს , ანუ აქვთ თუ არა უკვე დაგეგმილი მათ მიერ განსახორციელებელი ქმედებები თუ აქვთ , მაშინ იქნებ გაგვაცნოთ ეს ყველაფერი ხოო.. , კიდევ მაინტერესებს კონკრეტულად რას ემსახურება ეს კავშირი ფოკლორის პოპულარიზაციაას ? ასევე ვინ არის კავშირის თავჯდომარე , რამდენი ადამიანი შედის ამ კავშირში , რამდენად შესაძლებელია ჩვენნაირი უბრალო მოკვდავთათვის მანდ გაწევრიანება და ა.შ.
-------------------- ნიკოლოზ ირაკლის ძე ივანაშვილი
www.didgorelebi.ge |
N. R. |
Mar 21 2008, 12:35 AM
პოსტი
#20
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
მაინტერესებს რაიმე კონკრეტული დასახული გეგმა თუ აქვთ ამ კავშირის დამფუძნებლებს , ანუ აქვთ თუ არა უკვე დაგეგმილი მათ მიერ განსახორციელებელი ქმედებები თუ აქვთ , მაშინ იქნებ გაგვაცნოთ ეს ყველაფერი ხოო.. , კიდევ მაინტერესებს კონკრეტულად რას ემსახურება ეს კავშირი ფოკლორის პოპულარიზაციაას ? ასევე ვინ არის კავშირის თავჯდომარე , რამდენი ადამიანი შედის ამ კავშირში , რამდენად შესაძლებელია ჩვენნაირი უბრალო მოკვდავთათვის მანდ გაწევრიანება და ა.შ. დიდგორი, როგორც ანსამბლი ჩვენი წევრია კონკრეტულ პრიოვნებებსაც შეუძლიათ მათი სურვილისამებრ კონკრეტულ პროექტებში ჩართვა. თავმჯდომარე როგორც წემოთ აღვნიშნე არ გვყავს, მართავს საბჭო, და კონკრეტული პროექტი იმართება შესაბამისი პირის მიერ. რაც შეეხება პროექტებს, პირველი ესაა აღდგომის საგალობლების პროექტი, რომელიც უკვე იცი, მაგრამ მის ფინანსხურ უზრუნველყოფას და მაღალ დონეზე უზრუნველყოფს კავშირი და მასში გაწევრიანებული სხვაადამიანები, კონკრეტული პროექტი კი ეკუთვნის ნინო ნანეიშვილს და პასუხისმგებელიც თავადაა. ამ ეტაპზე 15-მდე პროექტია მომზადებული, მათი ნაწილი დაფინანსებულია, ზოგი დასაფინანსებელი. ნაწილზე დაწყებულია მუშაობა, ნაწილიც აწი დამუშავდება. -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 11:09 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი