რატომ ქრისტიანი უნდა იქადაგოს და დაამოწმოს?, ბიბლიური ფაკტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რატომ ქრისტიანი უნდა იქადაგოს და დაამოწმოს?, ბიბლიური ფაკტები |
bakolavio |
Dec 15 2013, 07:22 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 12 რეგისტრ.: 15-December 13 წევრი № 13,468 |
რატომ ქრისტიანი უნდა იქადაგოს და დაამოწმოს?
ბიბლიის თავი : მუხლი ამონაწერი ბიბლიიდან მათე 24:14 და ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული. 2 ტიმოთე 4:1-5 მთელი სერიოზულობით გეუბნები ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელმაც უნდა გაასამართლოს ცოცხლები და მკვდრები, და გიმოწმებ მისი გამოცხადებითა და სამეფოთი. იქადაგე სიტყვა გადაუდებლად კარგ დროშიც და ცუდ დროშიც, გაკიცხე, დაარიგე და შეაგონე მთელი სულგრძელობითა და სწავლების ხელოვნების გამოყენებით. დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება და საკუთარი სურვილით თავს მოუყრიან მასწავლებლებს ყურის საამებლად. ჭეშმარიტებას ყურს არ ათხოვებენ და ზღაპრებზე გადავლენ. შენ კი ყველაფერში იფხიზლე, მოითმინე ბოროტება, აკეთე მახარობლის საქმე და ყოველმხრივ შეასრულე შენი მსახურება. საქმეები 10:42 მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და საფუძვლიანად დავამოწმოთ, რომ ღმერთმა ის ცოცხლებისა და მკვდრების მოსამართლედ დანიშნა. 2 კორინთელები 4:4,5 ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია.5ჩვენ საკუთარ თავზე კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოზე, რომ ის უფალია, ჩვენ კი — თქვენი მონები იესოს გულისთვის. იოანე 17:14 შენი სიტყვა მივეცი მათ, მაგრამ ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი. 2 ტიმოთე 3:12,13 ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება. ბოროტები და თვითმარქვიები კი უფრო უარესად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან. რომაელები 10:13-15 „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“.მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? ან როგორ ირწმუნონ ის, ვის შესახებაც არ სმენიათ? ან როგორ მოისმინონ, თუ არავინ უქადაგა? ან როგორ იქადაგონ, თუ არავინ გაგზავნა? როგორც დაწერილია: „რა მშვენიერია კარგის მახარობელთა ფეხები!“ მაგრამ ყველა როდი დაემორჩილა ამ სასიხარულო ცნობას, რადგან ესაია ამბობს: „იეჰოვა, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?“ ამრიგად, რწმენა მოსმენილისგან მოდის, მოსმენილი კი — ქრისტეს შესახებ სიტყვისგან. მაგრამ გეკითხებით: განა არ მოუსმენიათ? „მთელ დედამიწაზე გაისმა მათი ხმა, მსოფლიოს კიდით კიდემდე — მათი სიტყვები“ ებრაელები 10:23 მტკიცედ და უყოყმანოდ განვაგრძოთ ჩვენი იმედის სახალხოდ გაცხადება, რადგან ერთგულია ის, ვინც დაგვპირდა. ებრაელები 13:15 ყოველთვის ვწირავდეთ ღმერთს მისი მეშვეობით ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის სახელს. 1-იოანე 4:5,6 ისინი ქვეყნიერებისგან არიან, ამიტომაც ლაპარაკობენ ქვეყნიერებისას და ქვეყნიერებაც უსმენს მათ. 6 ჩვენ ღვთისგანა ვართ. ვინც ცოდნას იძენს ღვთის შესახებ, გვისმენს ჩვენ; ვინც ღვთისგან არ არის, არ გვისმენს. ამგვარად ვცნობთ ჭეშმარიტებისა და სიცრუის შთაგონებულ სიტყვებს. მათე 10:7 იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“ საქმეები 20:20, 21 თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, გიყვებოდით ყოველივე სასარგებლოს და გასწავლიდით+ სახალხოდ და კარდაკარ,საფუძვლიანად ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებისა და ჩვენი უფალი იესოსადმი რწმენის შესახებ. სოფონია 2:2, 3 ვიდრე შესრულებულა ბრძანება, ვიდრე ბზესავით ჩაუვლია დღეს, ვიდრე თავს არ დაგტეხიათ იეჰოვას მრისხანება, ვიდრე თავს არ დაგტეხიათ იეჰოვას რისხვის დღე, ეძებეთ იეჰოვა, დედამიწის თვინიერნო, მისი სამართლის დამცველნო! ეძებეთ სიმართლე, ეძებეთ თვინიერება, იქნებ თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს იოანე 15:18, 19 თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენზე ადრე მე შემიძულა. ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას 1 პეტრე 4:3, 4 თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წინათ ქვეყნიერების ნებისამებრ იქცეოდით: ეძლეოდით თავაშვებულობას, ვნებებს, ღვინის უზომოდ სმას, ღრეობას, სმაში შეჯიბრებასა და კანონით დაუშვებელ კერპთაყვანისმცემლობას. ისინი საგონებელში არიან ჩაცვენილი, მათთან ერთად რომ აღარ ისწრაფვით აღვირახსნილობის იმავე ჭაობისკენ, და გგმობენ, მაგრამ პასუხს აგებენ მის წინაშე, ვინც მზად არის ცოცხლებისა და მკვდრების გასასამართლებლად 1 იოანე 5:19 ვიცით, რომ ღვთისგან ვართ, მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია გამოცხადება 12:17 განრისხდა დრაკონი ქალზე და წავიდა, რათა შებრძოლებოდა დანარჩენებს მისი შთამომავლებიდან, ვინც იცავს ღვთის მცნებებს და ვისაც იესოს შესახებ დამოწმების საქმე აკისრია. საქმეები 20:24 მაგრამ ჩემი სული არ მანაღვლებს, ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი და უფალ იესოსგან მიღებული მსახურება, რათა საფუძვლიანად დავამოწმო სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ |
A.V.M |
Dec 15 2013, 07:43 PM
პოსტი
#2
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ამათი წაკითხვის დრო ნამდვილად არ მაქვს , მაგრამ შენს ყველა ,,ინოვაციაზე '', ახალ თემას ნუ ხსნი .
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
afxazi |
Dec 15 2013, 08:31 PM
პოსტი
#3
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
ციტატა რატომ ქრისტიანი უნდა იქადაგოს და დაამოწმოს?, ბიბლიური ფაკტები ეს რა ენაა? -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
qetevano |
Dec 15 2013, 09:03 PM
პოსტი
#4
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
ციტატა ეს რა ენაა? სომხურ-რასელისტური -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
G_saxva |
Dec 15 2013, 10:24 PM
პოსტი
#5
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
სადღაც ნახა თემები და იქიდან დააკოპირა. მგონი ყველა დასახუირა
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
MIRDAT |
Dec 15 2013, 10:27 PM
პოსტი
#6
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
G_saxva
სათაურებიც იქიდან დააკოპირა ალბათ... რატომ ქრისტიანი უნდა იქადაგოს და დაამოწმოს? |
A.V.M |
Dec 15 2013, 10:57 PM
პოსტი
#7
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
afxazi
ციტატა ეს რა ენაა? სულიერებაში რომ წაიწევს წინ , მაშინ გაიგებ... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
esre ars cheshmariteba |
Dec 16 2013, 11:04 PM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
ეს რა ენაა? დავით შენ რა კიდევ არ უპასუხე ჩემ პოსტს? ამათ ნუ დასცინი! ჯობია ბოლომდე მიიყვანო ის საქმე რაც დაიწყე _ პასუხი ანდრეი კურაევს_ ამ თემაში ჩემს ბოლო პოსტზე პასუხი აღარ ჩანს და თუ ინებებ , ერთი_ორი სიტყვა მაინც გადმომიგდე რომ გული დავიმშვიდო იმიტომ რო ავღელდი კაცო! |
esre ars cheshmariteba |
Dec 16 2013, 11:16 PM
პოსტი
#9
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
რატომ ქრისტიანი უნდა იქადაგოს და დაამოწმოს? ბიბლიის თავი : მუხლი ამონაწერი ბიბლიიდან მათე 24:14 და ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული. 2 ტიმოთე 4:1-5 მთელი სერიოზულობით გეუბნები ღვთისა და ქრისტე იესოს წინაშე, რომელმაც უნდა გაასამართლოს ცოცხლები და მკვდრები, და გიმოწმებ მისი გამოცხადებითა და სამეფოთი. იქადაგე სიტყვა გადაუდებლად კარგ დროშიც და ცუდ დროშიც, გაკიცხე, დაარიგე და შეაგონე მთელი სულგრძელობითა და სწავლების ხელოვნების გამოყენებით. დადგება დრო, როცა ადამიანებისთვის აუტანელი გახდება ჯანსაღი სწავლება და საკუთარი სურვილით თავს მოუყრიან მასწავლებლებს ყურის საამებლად. ჭეშმარიტებას ყურს არ ათხოვებენ და ზღაპრებზე გადავლენ. შენ კი ყველაფერში იფხიზლე, მოითმინე ბოროტება, აკეთე მახარობლის საქმე და ყოველმხრივ შეასრულე შენი მსახურება. საქმეები 10:42 მან გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და საფუძვლიანად დავამოწმოთ, რომ ღმერთმა ის ცოცხლებისა და მკვდრების მოსამართლედ დანიშნა. 2 კორინთელები 4:4,5 ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია.5ჩვენ საკუთარ თავზე კი არ ვქადაგებთ, არამედ ქრისტე იესოზე, რომ ის უფალია, ჩვენ კი — თქვენი მონები იესოს გულისთვის. იოანე 17:14 შენი სიტყვა მივეცი მათ, მაგრამ ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი. 2 ტიმოთე 3:12,13 ყველა, ვისაც ღვთისადმი ერთგულებით ცხოვრება სურს ქრისტე იესოში, დევნილი იქნება. ბოროტები და თვითმარქვიები კი უფრო უარესად მოიქცევიან, სხვებსაც შეაცდენენ და თვითონაც შეცდებიან. რომაელები 10:13-15 „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“.მაგრამ როგორ მოუხმონ მას, ვინც არ ირწმუნეს? ან როგორ ირწმუნონ ის, ვის შესახებაც არ სმენიათ? ან როგორ მოისმინონ, თუ არავინ უქადაგა? ან როგორ იქადაგონ, თუ არავინ გაგზავნა? როგორც დაწერილია: „რა მშვენიერია კარგის მახარობელთა ფეხები!“ მაგრამ ყველა როდი დაემორჩილა ამ სასიხარულო ცნობას, რადგან ესაია ამბობს: „იეჰოვა, ვინ ირწმუნა ჩვენგან მოსმენილი?“ ამრიგად, რწმენა მოსმენილისგან მოდის, მოსმენილი კი — ქრისტეს შესახებ სიტყვისგან. მაგრამ გეკითხებით: განა არ მოუსმენიათ? „მთელ დედამიწაზე გაისმა მათი ხმა, მსოფლიოს კიდით კიდემდე — მათი სიტყვები“ ებრაელები 10:23 მტკიცედ და უყოყმანოდ განვაგრძოთ ჩვენი იმედის სახალხოდ გაცხადება, რადგან ერთგულია ის, ვინც დაგვპირდა. ებრაელები 13:15 ყოველთვის ვწირავდეთ ღმერთს მისი მეშვეობით ქების მსხვერპლს, ანუ ბაგეთა ნაყოფს, რითაც სახალხოდ ვაღიარებთ მის სახელს. 1-იოანე 4:5,6 ისინი ქვეყნიერებისგან არიან, ამიტომაც ლაპარაკობენ ქვეყნიერებისას და ქვეყნიერებაც უსმენს მათ. 6 ჩვენ ღვთისგანა ვართ. ვინც ცოდნას იძენს ღვთის შესახებ, გვისმენს ჩვენ; ვინც ღვთისგან არ არის, არ გვისმენს. ამგვარად ვცნობთ ჭეშმარიტებისა და სიცრუის შთაგონებულ სიტყვებს. მათე 10:7 იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“ საქმეები 20:20, 21 თავი არ დამიზოგავს თქვენთვის, გიყვებოდით ყოველივე სასარგებლოს და გასწავლიდით+ სახალხოდ და კარდაკარ,საფუძვლიანად ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებისა და ჩვენი უფალი იესოსადმი რწმენის შესახებ. სოფონია 2:2, 3 ვიდრე შესრულებულა ბრძანება, ვიდრე ბზესავით ჩაუვლია დღეს, ვიდრე თავს არ დაგტეხიათ იეჰოვას მრისხანება, ვიდრე თავს არ დაგტეხიათ იეჰოვას რისხვის დღე, ეძებეთ იეჰოვა, დედამიწის თვინიერნო, მისი სამართლის დამცველნო! ეძებეთ სიმართლე, ეძებეთ თვინიერება, იქნებ თავშესაფარი პოვოთ იეჰოვას რისხვის დღეს იოანე 15:18, 19 თუ ქვეყნიერებას სძულხართ, იცით, რომ თქვენზე ადრე მე შემიძულა. ქვეყნიერების ნაწილი რომ იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისი. რადგან ქვეყნიერების ნაწილი არა ხართ, არამედ მე გამოგარჩიეთ ქვეყნიერებისგან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას 1 პეტრე 4:3, 4 თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წინათ ქვეყნიერების ნებისამებრ იქცეოდით: ეძლეოდით თავაშვებულობას, ვნებებს, ღვინის უზომოდ სმას, ღრეობას, სმაში შეჯიბრებასა და კანონით დაუშვებელ კერპთაყვანისმცემლობას. ისინი საგონებელში არიან ჩაცვენილი, მათთან ერთად რომ აღარ ისწრაფვით აღვირახსნილობის იმავე ჭაობისკენ, და გგმობენ, მაგრამ პასუხს აგებენ მის წინაშე, ვინც მზად არის ცოცხლებისა და მკვდრების გასასამართლებლად 1 იოანე 5:19 ვიცით, რომ ღვთისგან ვართ, მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია გამოცხადება 12:17 განრისხდა დრაკონი ქალზე და წავიდა, რათა შებრძოლებოდა დანარჩენებს მისი შთამომავლებიდან, ვინც იცავს ღვთის მცნებებს და ვისაც იესოს შესახებ დამოწმების საქმე აკისრია. საქმეები 20:24 მაგრამ ჩემი სული არ მანაღვლებს, ოღონდ დამასრულებინა ჩემი სარბიელი და უფალ იესოსგან მიღებული მსახურება, რათა საფუძვლიანად დავამოწმო სასიხარულო ცნობა ღვთის წყალობის შესახებ მგონია ამგვარად უფრო სწორად ჟღერს_ რატომ უნდა იქადაგოს და დაამოწმოს ქრისტიანმა. ბიბლიის მუხლების უბრალოდ დაციტირება კიდევ რას ნიშნავს ვერ ვხვდები . დაციტირებას განმარტებაც უნდა მოჰყვეს ხომ ასეა? ის რასაც პავლე მოციქული ტიმოთეს მოუწოდებს , ეს რათქმაუნდა ყველა ქრისტიანის ვალდებულებაა , ოღონდ სხვადასხვაგვარი შესაძლებლობით! ეხლა ტიმოთე ეპისკოპოსი იყო და რათქმაუნდა მას მართებდა რომ ყველა ქრისტიანი და ურწმუნოც კი დაემოძღვრა და ესწავლებინა, მაგრამ თითისტოლა ბავშვი რომ მოვა ბიბლიით ხელში და ჭკუას გასწავლის , ეს ცოტა უხერხულია! ეკლესიაში უფალს ყველა მასწავლებლად და მოძღვრად არ დაუდგენია , მაგრამ ქადაგების უფლება და ვალდებულება ყველას აქვს! |
A.V.M |
Dec 17 2013, 04:52 AM
პოსტი
#10
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ახალი ფაკტები არა გგვაქვს ჩვენ ცოდვილთ ?
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
G_saxva |
Dec 17 2013, 09:06 AM
პოსტი
#11
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ციტატა ბიბლიის მუხლების უბრალოდ დაციტირება კიდევ რას ნიშნავს ვერ ვხვდები . დაციტირებას განმარტებაც უნდა მოჰყვეს ხომ ასეა? რაც თავი მახსოვს იაღოველები სულ ასე აკეთებენ -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
†სერგი† |
Dec 17 2013, 07:27 PM
პოსტი
#12
|
უბრალოდ სერგი ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 |
ციტატა მაგრამ ქადაგების უფლება და ვალდებულება ყველას აქვს! მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით დამოწმებული ქადაგებით !!! ამიტომაა ესეთი უბედურება რომ ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში, რომ დიდი და პატარა "აქადაგდა" ვინც კი ერთხელ მაინც გადაიკითხა სახარება !!! მხოლოდ სულიწმიდაში (ით) შეიძლება ქადაგება მისივე მადლითა და წყალობით !!! |
esre ars cheshmariteba |
Dec 17 2013, 09:29 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
მხოლოდ საკუთარი ცხოვრებით დამოწმებული ქადაგებით !!! ამიტომაა ესეთი უბედურება რომ ტრიალებს ჩვენს ქვეყანაში, რომ დიდი და პატარა "აქადაგდა" ვინც კი ერთხელ მაინც გადაიკითხა სახარება !!! მხოლოდ სულიწმიდაში (ით) შეიძლება ქადაგება მისივე მადლითა და წყალობით !!! მათეს სახარების ბოლო თავში თავად უფალი იესო ქრისტე ამგვარად მოუწოდებს მოციქულთ_ ამიტომ წადით და მოიმოწაფეთ ყოველი ხალხი და ნათელი ეცით სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა რაც მე გამცნეთ და აჰა მე ყოველდღე თქვენთანა ვარ დღენიადაგ , ვიდრე ქუეყნის აღსასრულამდე ამენ! საინტერესოა მაგრამ როგორ იქნებოდა უფალი მოწაფეებთან ქვეყნის აღსასრულამდე , როცა იგ მდგარი მოწაფეები ახალი წ.ა 98 წლამდე მიიცვალნენ? აქ ცხადია რომ უფალს მხედველობაში ყავს ყველა ის მოწაფეები რომლებიც შემდგომში ირწმუნებენ უფალს და ქვეყნის აღსასრულამდე გამოჩნდებოდნენ , ანუ ბოლო ჟამის ქრისტიანებიც , .. რომელთა ვალდებულებაც ასევე ქადაგება იქნებოდა რადგან უფალი აღუთქვავს რომ ყოველდღე მათთან იქნება! 1 საუკუნის ქრისტიანებმა თავიანთ მიზანს მიაღწიეს და როგორც პავლე მოციქულმა ბრძანა ყოველ ქმნილებას უქადაგეს ცისქვეშეთში. ბოლო ჟამსაც არის ქადაგების საჭიროება? რათქმაუნდა! აბა გავიხსენოთ რამდენიმე ათეული წლის უკან როცა გაქანებული ათეიზმი მძვინვარებდა და ხალხს იმის საშუალება არ ქონდა რომ ,უბრალოდ ბიბლია ენახა! დღეს როგორაა საქმე? დღეს შეიძლება ვიღაცას მომაბეზრებლად ეჩვენება მოწმეების ქადაგება , მაგრამ ეს დიდხანს აღარ გასტანს , უფალმა ბრძანა რომ როცა ყველას ექადაგება სახარება , აი მაშინ მოვა აღსასრული ! მე დაბეჯითებით არავის ვადებ ხელს რომ აი ისინი არიან ქრისტეს ჭეშმარიტი ძმები, მაგრამ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ნამდვილად ვერ გავიშვერ თითს და ვერ ვიტყვი რომ ამ ეკლესიას მქადაგებელი მრევლი ყავს ! ორი რელიგია რომელიც აქტიურად ქადაგებს არის _ იეჰოვას მოწმეები და იოსებ სმითის , მორმონალური ეკლესია . სხვა დანარჩენებს 5 უგუნური ქალწულის მსგავსად , სულიერად ღრმად სძინავს |
A.V.M |
Dec 17 2013, 10:12 PM
პოსტი
#14
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ორი რელიგია რომელიც აქტიურად ქადაგებს არის _ იეჰოვას მოწმეები და იოსებ სმითის , მორმონალური ეკლესია . მანდედან რომელია რელიგია ? იეჰოვას მოწმეები თუ მორმონები ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
†სერგი† |
Dec 18 2013, 10:05 AM
პოსტი
#15
|
უბრალოდ სერგი ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 335 რეგისტრ.: 18-August 13 წევრი № 13,299 |
ციტატა მაგრამ მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ნამდვილად ვერ გავიშვერ თითს და ვერ ვიტყვი რომ ამ ეკლესიას მქადაგებელი მრევლი ყავს ! ერთ-ერთი ქალწულივით ვისაც ძინავს ვამჩნევ მე |
esre ars cheshmariteba |
Dec 18 2013, 10:10 PM
პოსტი
#16
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
|
A.V.M |
Dec 19 2013, 12:04 AM
პოსტი
#17
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
esre ars cheshmariteba
ციტატა საერთოდ რელიგია იცი რა არის? გენაცალე შენა.... ეტიმოლოგიურად გინდა გითხრა , ლაქტანციუსისეულად თუ ავგუსტინესეულად ? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
esre ars cheshmariteba |
Dec 19 2013, 12:43 AM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 911 რეგისტრ.: 27-January 12 წევრი № 12,003 |
|
A.V.M |
Dec 19 2013, 02:47 AM
პოსტი
#19
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
esre ars cheshmariteba
ციტატა ნუ ცდილობ შენი ცოდნის წარმოჩინებას, დავითთან შედარებით გლეხი ხარ ღვთისმეტყველებაში -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
afxazi |
Dec 19 2013, 11:32 AM
პოსტი
#20
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
esre ars cheshmariteba
ციტატა ნუ ცდილობ შენი ცოდნის წარმოჩინებას, დავითთან შედარებით გლეხი ხარ ღვთისმეტყველებაში ვაღიარებ გურამზე მეტხანს ვისწავლე აკადემიაში და ის სკოლა რომელიც მან უნდა გაიაროს კიდევ არაერთი წელი, გავლილი მაქვს. მაგრამ ის მონდომება რაც მას აქვს და რასაც ვამჩნევ, მე რომ მქონოდა გაცილებით უკეთესი ვიქნებოდი. ანუ ამ მონდომებით სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მე პირადად იმის მოლოდინი მაქვს, რომ გარკვეულ საკითხებზე მისი დახმარება დამჭირდება. ასე რომ ვინმეს არასაკმარის ცოდნაზე ხაზის გასმა არ არის მართებული, ყველაფრის მცოდნე ამქვეყნად არ არსებობს. -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 24th June 2024 - 11:08 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი