მირზა გელოვანი , ბრწყინვალე პოეტი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მირზა გელოვანი , ბრწყინვალე პოეტი |
Nanio |
Apr 3 2008, 11:30 PM
პოსტი
#1
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
მოგეხსენებათ მირზა გელოვანის ცხოვრება ლადო ასათიანის მსგავსად ტრაგიკულად დასრულდა.
მირზა გელოვანი დაიბადა 1917 წლისს 2მარტს სოფელ ნაქალაქარში და გარდაიცვალა 1944წლის ივლისში. დაკრძალულია ბელორუსეთში. აქვე ერთ პატარა ლექსს შემოგთავაზებთ: დედამიწა შეიმოსა თეთრი სამოსელით, თეთრ კარავებს დაემგვანენ ატეხილი მთები, მახსოვს შენი გუნდაობა უხელთათმნო ხელით. ახლაც მინდა შენი ნახვა, ახლაც მენატრები. ეს სურვილი ძლიერია, როგორც ქარიშხალი, სისპეტაკით შემოსილი, ვით ეს თოვლი წმინდა. მომაგონდა შენს სახეზე პაწაწინა ხალი და თუ შენი ღიმილი მსურს, შენი გულიც მინდა. 1935 წელი, (თიანეთი) -------------------- მეკენდარია? |
Nanio |
Apr 4 2008, 03:45 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
ისევ გზაში ვარ, სიჩუმეს ვუსმენ,
მიწის საუბრის გაგებას ვცდილობ, ხანდახან ჩემი მეეტლე უსტვენს, რომ რბილ კოფოზე არ ჩაეძინოს. ჩქარა, მეეტლევ, ისეთ ალაგას, რომ დაისვენოს სულმა ჩეროში, და უკანასკნელ ჯიბის ბარაქას სულ შენ გაჩუქებ გასამრჯელოში. ამ სიჩუმეში ფსალმუნს მღერიან ბაგენი, შენგან უამბორები, და გზას კი არა, ჩემს გულზე სცემენ'გაჭენებულიცხენთა ტორები 1936 წელი, თბილისი -------------------- მეკენდარია? |
kato_Bato |
Apr 4 2008, 03:46 PM
პოსტი
#3
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
misdevs mela loms
უსაყვარლესი თემაა დადეთ ლექსები ამონარიდები და მოაყოლეთ თქვენი ნაფიქრიც -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
Nanio |
Apr 4 2008, 03:50 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
ჩემი ლექსები
შენ არ მოდიხარ, დიდება მიცდის, ვითვლი საათებს, ყვითელ უწყებებს... ჩემი ლექსები, როგორც მილოცვა, მათ, ვინც არასდროს არ მივიწყებენ. გაბზარულ სხივებს-აღმართულ ხელებს, საღამოს, დღეში-თრთოვას, ძიებას, ძვირფას სახელებს, უცნობ სახელებს ჩემი ლექსები, ვით პატიება! მეგობართ ჩრდილებს, მეგობართ წყებას. ტრფობას დამალვის, არგამოჩენის, როგორც სიკვდილშიც არდავიწყება, არ დაივიწყებს ლექსები ჩემი 1944 წელი, ფრონტი. თუ არ ვცდები ეს მისი უკანასკნელი ლექსია kato_Bato ციტატა უსაყვარლესი თემაა დიდი მადლობა -------------------- მეკენდარია? |
თამარი_ცქნაფო |
Apr 5 2008, 01:41 AM
პოსტი
#5
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
***
მე მხოლოდ მახსოვს, რომ გასაშრობად ცას ეწვა ნისლი უკაბადონო. მე არ მქონია ქვეყნად ბავშვობა, თქვენ უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო, შეხედეთ ჩემს გულს ათასგზის ნაგმობს, ქარმა, ღამემ და სიცივემ აცრა. თქვენ რაღაც სუფთა ყვავილზე ამბობთ ჩემი უსიტყვო ცრემლების ნაცვლად. მე მხოლოდ მახსოვს, ქარი ულხინოდ მიაქანებდა ბედს უპატრონოს, თქვენ უსირცხვილოდ, ო, უსირცხვილოდ ჰო, უსირცხვილოდ სტყუით, ბატონო. ხომალდი ჩემი ტალღებს ქაფიანს არც შველას სთხოვდა, არც სთხოვდა შეხლას. მე მაქვს უბავშვო ბიოგრაფია და ერთადერთი ამით ვარ ქვეყნად. 1940 შენ შენ ნახე, როგორ იწვოდა ზეცა გაუგონარი, მღვრიე დაწვითა, შენ გახსოვს, ტყვია მე როგორ ამცდა და ამხანაგის გულში გაცივდა. როგორ დაეცა იგი დაჭრილი, როგორ კაწრავდნენ მიწას თითები და გაზაფხულის შორი აჩრდილი როგორ მოჰქონდა დღეს გაფითრებით. მაგრამ მითხარი, განა გიშველის, რომ შედრკე ახლა სიკვდილის გამო! რამდენი ნახე შენ ფეხშიშველი ბავშვი უსახლო და უდედმამო! შენ მიდიოდი... გზა იყო სისხლის და ბავშვის თვალებს უცვლიდა იერს... სიკვდილისაგან შენ ვერრა გიხსნის, თვითონ სიკვდილი თუ არა სძლიე. 1942 -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ლილიანა |
Apr 5 2008, 07:52 AM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ბედმა უცნობი გზით გამაქამანა,
თქვენ დარჩით შორი... ცაზედაც შორი... და, როგორც კარტში აგურის ქალებს, გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის. მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები, რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ, მაგრამ დღეები, როგორც ქურდები, ჩემს შეპირებას ანადგურებენ. და სადმე ტყვია თუ გააციებს გულს საშინელი განადგურებით, თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ, დანაშაული არდაბრუნების. "დანაშაული არდაბრუნების " -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
ლილიანა |
Apr 5 2008, 08:03 AM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
მე ვიცნობდი ერთ ქალბატონს რომელსაც ეტრფოდა მირზა გელოვანი , მახსოვს ძალიან თბილად იხსენებდა მირზას მიუხედავად ასაკისა ყოველთვის როცა არ უნდა გეკითხათ მირზაზე თვალები ძველებული ახაგაზრდული სინაზით აუკიაფდებოდა და ცდილობდა ყველაფერი დაწვრილებით და ამაღელვებლად გადმოეცა ნაამბობში , რა გასაკვირია როგორც ქალბატონი ნინა იხსენებდა მირზა ძალიან ემოციური განსაკუთრებული და სპონტანური ახალგაზრდა იყო ყველაფრის განსხვავებული აღქმას იმხელა მრავალფეროვნება შექონდა მის პიროვნებაში რო შეუძლებელი იყო ამით არ დაეტყვევებინეო
სადღაც ამომიკითხია რო განქტიონი აფასებდა მას ძალიან და მისი წიგნი გულის უბეში ჩადებული დაქონდაო ... -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
Nanio |
Apr 5 2008, 01:47 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
ლილიანა
თამარი_ცქნაფო მირზა გელოვანის თითქმის ყველა ლექსში დიდი სევდა იგრძნობა და სწორედ ეს მიზიდავს მე ჭიამაია ვერსად შევჩერდი მგზავრი, გზა შენს სიყვარულს მართმევს,. მე ხან ლომი ვარ მძლავრი, ხან გულწითელას მართვე. და გულნაკლული დავალ, დავალ, ცალს ვეძებ ირემს, ხან უმკაცრესი ხმა ვარ, ხან უნაზესი ვინმე. ვთვლემ ბალახებზე დაბლა, შენი ლოდინით ვთვრები. მაქვს უჭრელესი კაბა ჭიამაიას ფრთები. ამიყვან: ფრთათა ბრჭყვიალს შემინაოჭებს ქარი, აბა, გამიგევ, ჭიავ, საით წამიყვანს ქმარი... არ გავფრინდები, მომკლა, არ აგისრულებ სურვილს, და შენს თითებზე ვტოკავ უნეტარესი სული. 1938 წელი, თბილისი -------------------- მეკენდარია? |
taicko |
Apr 5 2008, 10:27 PM
პოსტი
#9
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 80 რეგისტრ.: 8-March 08 წევრი № 4,112 |
მომწონს ეს პოეტი.
|
ქევანა |
Apr 7 2008, 01:40 PM
პოსტი
#10
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ცხრაკარა
ჩემს ბავშვობაში ცხრა მთათა კალთას ციხე რად იდგა მთაზე მაღალი, ცხრაკარა ერქვა და თითო კართან ცხრა ლოდი იწვა, ცხრა ძმის მაგვარი. ციხე მდუმარე დარბაზი ჰქონდა დამხობილი და უენო ზარი, და ღამღამობით ცხრაპირად ქროდა ცხრა კარებიდან ამდგარი ქარი. მე ყოველ დილა ავდევდი აღმართს მოწყენილი და უმიზნოდ ჩუმი ჩამოვჯდებოდი დანგრეულ თაღთან და ყურს ვუგდებდი წარსულის დუმილს მეგონა, ქარი უშორს ზღაპრად მომახარებდა რამეს საოცარს, მიმასწავლიდა თამარის საფლავს და დაუწერელ ვეფხისტყაოსანს. მაგრამ ნელ-ნელა შევიგენ თითქოს, ძნელია უხმო აჩრდილებს მიჰყვე ყოველდღე ლოდი ცვიოდა თითო და მტკინვეულად ოხრავდა ციხე. ასე დაინგრნენ ცხრაკარას ბჭენი, მაგრამ ნანგრევთან როცა გავივლი დამხვდება თაღთან ბავშვობა ჩემი, როორც ლამაზი თეთრი ყვავილი. დამხვდება ქარიც დაროგორც ღრუბელს გამაქანებს და წარსულში მიხვევს. კედლები დგება და ჩემს ვრცელ უბეს შეეფარება მდუმარე ციხე მიყვარს ეს ლექსი, უზომოდ მიყვარს რადგან ბავშვობის თბილი მოგონებებია მასთთან დაკავშირებული.. დედა მიკითხავდა ხოლმე პატარაობისას ამ ლექსს... თვითონ ჩუმი სევდაც ამ ლექსში, ჩემს ხასიათს ესადაგება... -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
T I K O |
Apr 7 2008, 02:52 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
ცხრაკარა ჩემს ბავშვობაში ცხრა მთათა კალთას ციხე რად იდგა მთაზე მაღალი, ცხრაკარა ერქვა და თითო კართან ცხრა ლოდი იწვა, ცხრა ძმის მაგვარი. მიყვარს კიდევ ერთი საყვარელი ლექსი: ნუ მწერ თ.მ. . . .ს ნუ მწერ, რომ ბაღში აყვავდა ნუში, რომ მთაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს, რომ საქართველო ამ გაზაფხულში, როგორც ყოველთვის, წააგავს ხვითოს, რომ ორთაჭალამ ჩაიცვა თეთრი, რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის, რომ მტკვარი ოხრავს, როგორც ყოველთვის, როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის. წუხელ ვებრძოდი ცეცხლს და ურაგანს და საშინელი ბრძოლების ნისლში მე მომეჩვენა, სადღაც, ჩვენს უკან აელვებული იდგა თბილისი. ორთაჭალაში ყვაოდა ნუში, მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს, და შენც, ძვირფასო, ამ გაზაფხულში, როგორც ყოველთვის, მოჰგავდი ხვითოს. ნუ მომწერ… ისეც ვიცი, რაგვარი ფერებით ყვავის თბილისი ახლა, რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით და დილისათვის ამწვანებს ნახნავს. მე ისიც ვიცი, რომ კარგ ამინდებს მოაქვთ გულების საამო ფეთქვა და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს, თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, - გეტყვი, რომ მოვედ ბროლანახული და სიკვდილამდის შენთან დავრჩები, რომ ლამაზია მზე გაზაფხულის, ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების. მისი ერთ-ერთი წერილიდან: "ძვირფასო მშობლებო! მე საოცრად შევეჩვიე სიზმრებს, მაგრამ თქვენ არასოდეს მესიზმრებით. ზოგჯერ თქვენზე მიფიქრია და ისე დამიძინია, მაგრამ არა და არა, თქვენი ნახვა არ მიხერხდება. დასწყევლოს ღმერთმა, ისე იფიქრებს ვინმე ამ წერილის წაკითხვაზე, თითქოს ბავშვი ვიყო, ოცდახუთი წელი კი დამეწყო. ამბობენ, რომ ეს ყველაზე კარგი წლებია ცხოვრებაში. მე მათ ვერ ვხედავ." -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
ლეონი |
Apr 7 2008, 06:08 PM
პოსტი
#12
|
ლეონი ჯგუფი: Members პოსტები: 267 რეგისტრ.: 2-January 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,527 |
ასეთი კარგი თემა ჯერ არ მინახავს
-------------------- აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი!
|
Nefertiti |
Apr 7 2008, 06:36 PM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 7-April 08 წევრი № 4,477 |
ეს ლექსი ძალიან მიყვარს : ))
ფოთოლი მსუბუქი ტანი გაქვს, სურვილს აყოლილი, ნეტა შენ... არ ვგავართ ერთმანეთს მე და შენ. ქარს გინდა რომ აჰყვე და სივრცეს სულ ევლო? დედიკოს რომ მოსწყდე, დასჭკნები, სულელო. 1933 წელი სადგურზე სადგური, სავსე ჯარისკაცებით, ხმაური არხევს მღვრიე ვაგონებს... შენ მითხარი, რომ ეს გატაცება რაღაც შორეულ სიზმრას გაგონებს. შენ მითხარი, რომ ჩემს დაბუნებას დაუცდის შენი ბავშვობა წმინდა, მაგრამ შენ გქონდა ქალის ბუნება შენ ქალი იყავ და დაგავიწყდა. და არც გამტყუნებ, არ მაქვს უნარი გავკიცხო შენში, რაც ასე გშვენის. ამქვეყნად მე ვარ გასამტყუნარი, რომ სიკვდილამდის მჯეროდა შენი. 1943 წელი -------------------- ხომ ლამაზია ეს საქართველო, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა...
|
Nanio |
Apr 8 2008, 01:22 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
tiko282
ციტატა "ძვირფასო მშობლებო! მე საოცრად შევეჩვიე სიზმრებს, მაგრამ თქვენ არასოდეს მესიზმრებით. ზოგჯერ თქვენზე მიფიქრია და ისე დამიძინია, მაგრამ არა და არა, თქვენი ნახვა არ მიხერხდება.დასწყევლოს ღმერთმა, ისე იფიქრებს ვინმე ამ წერილის წაკითხვაზე, თითქოს ბავშვი ვიყო, ოცდახუთი წელი კი დამეწყო.ამბობენ, რომ ეს ყველაზე კარგი წლებია ცხოვრებაში. მე მათ ვერ ვხედავ." აუ ძაან მაგარია -------------------- მეკენდარია? |
kh@tia |
Apr 9 2008, 05:43 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 123 რეგისტრ.: 28-March 08 წევრი № 4,349 |
misdevs mela loms
გაიხარე,კარგი თემა გახსენი. ძალიან მიყვარს,მირზა გელოვანი. -------------------- აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ ქრისტე ღმერთო,
აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და მაცხოვნე მე,რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე. |
Nanio |
Apr 9 2008, 06:03 PM
პოსტი
#16
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,799 რეგისტრ.: 30-January 07 მდებარ.: პავლოვი წევრი № 969 |
kh@tia
ციტატა გაიხარე,კარგი თემა გახსენი.ძალიან მიყვარს,მირზა გელოვანი. კიდევ დავდებ რამდენიმე ლექს -------------------- მეკენდარია? |
piligrimi |
Apr 9 2008, 06:23 PM
პოსტი
#17
|
piligrimi ჯგუფი: Members პოსტები: 1,496 რეგისტრ.: 6-March 07 მდებარ.: saqartvelo წევრი № 1,278 |
კიდევ დავდებ რამდენიმე ლექს ძან კარგი მეც ძალიან მიყვარს მირზა გელოვანი, არ მინდა ახალა რამე ლექსი თავიდან ბოლომდე დავწერო შეცდომით მაგრამ ამ დღეებში მეც შემოგიერთდებით მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი ოღონდ ბოლომდის, ოღონდ მოსვლამდის როგორც გაზაფხულს ელიან მთში შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს. (ეს პატარა ნაწყვეტი მაინც სწორად გავიხსენე მგონი მერე გამოვასწორებ) -------------------- "ყოველ ადამიანში არის ის, რის გამოც შეიძლება გიყვარდეს ან გეცოდებოდეს მაინც,
ამიტომ ადვილად ნურავის გაიმეტებ" |
alter ego |
Apr 9 2008, 09:22 PM
პოსტი
#18
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 14-January 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 3,630 |
"...მე დავბრუნდები, ჰო, დავბრუნდები,
მე თქვენი თმები დამამბრუნებენ!..." "ნუ მწერ"-იც ძალიან მიყვარს -------------------- "არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილნი მისნი..."
|
T I K O |
Apr 10 2008, 01:29 PM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,328 რეგისტრ.: 14-January 08 წევრი № 3,632 |
მელოდე
მე დაბრუნებით ტკივილებს წავშლი, ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის, როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, - შენი ლამაზი გული მელოდეს. შევყრი მეგობრებს, მაღალ მაყრიონს, ორღობეებში გასროლას დოღის, ზეცის ჩამოხსნას, მთების შერყევას ჯილდოდ მივუტან მხურვალე ლოდინს. და შენს ეზოში დაუკრავს ზურნა, დაბალი ხმებით დუდუნი დოლის, აგიცხადდება სიზმარი შორი, გაგახსენდება დობილთა ზრუნვა. გეტყვიან... ოი, ჰკარგავ ბავშვობას, ოი, დობილებს გვტოვებ ბავშვებად, მშვიდობა ყრმობას და თამაშობას, მშვიდობის შუქი ნურც მოგეშვება. ... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი, ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის, როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, - შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს. არაჩვეულებრივი ლექსია -------------------- An eye for eye only ends up making the whole world blind.
|
kh@tia |
Apr 11 2008, 02:00 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 123 რეგისტრ.: 28-March 08 წევრი № 4,349 |
აუ,მმმაგარია.ეს ლექსები არ ვიცოდი...
-------------------- აღვსება ყოველთა კეთილთა შენ ხარ ქრისტე ღმერთო,
აღავსე სიხარულითა და მხიარულებითა გული ჩემი და მაცხოვნე მე,რამეთუ შენ ხარ ღმერთი მრავალმოწყალე. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 20th September 2024 - 04:29 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი