კანონისტისა და ალექსანდრეს ოფიციალური ვიზიტი :)), ბათუმსა და გონიოში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
კანონისტისა და ალექსანდრეს ოფიციალური ვიზიტი :)), ბათუმსა და გონიოში |
კანონისტი |
Jun 11 2007, 12:36 PM
პოსტი
#1
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მაშ ასე მეგობრებო....
წელსა 2007-სა ქრისტეს შობითგან თთუესა ივნისისასა, რიცხუსა მეცხრესა, დღესა შაბათსა, ჟამსა აღმატებულისა საქართველოის პრეზიდენტისა მიხეილისა და სუფევისა უწმიდესისა მამამთავრისა ილია მეორისასა მე და ალექსანდრე მივედით თბილისის რკინიგზის ცენტრალურ ვაგზალში...... ნუ მანამდე უნდა ითქვას, რომ სანდრომ ტრადიციულად 20 წუთით დააგვიანა... თუმცა არა არა, პირიქით, არატრადიციულად, იმიტომ რომ საათით ხომ მაინც უნდა დაეგვიანა! ბილეთების სალაროში გაირკვა, რომ თურმე კუპირებული ორგვარი ბილეთი არსებობს - ჩვეულებრივი და მოდერნიზებული. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მოდერნიზებულს ტელევიზორი აქვსო, განგვიმარტეს. ნუ, ახლა ასეთ დიდ მომლოცველ ხალხს ტელევიზორი რაღად გვინდოდა და შევიძინეთ ჩვეულებრივი.... (რეალურად კი ფული დაგვენანა) მატარებლის გასვლას ნახევარი საათი უკლდა, რომ კვლავ შევიკრიბეთ მე და სანდრო იგივე ადგილას, იოლად მოვძენბეთ N622 მატარებელი და კუპეში მოვთავსდით ჩვენი მატარებელი (ოღონდ უკვე მახინაჯურში) ცოტა ხნის შემდეგ ფრიად "სასიამოვნო" სიურპრიზი გველოდა - მუსიკა ჩაირთო ისეთი, ერევნის გაჭირვებული კვარტლის ბოლო კორპუსის სარდაფში გახსნილ რესტორანშიც შერცხვებოდათ.... კინაღამ შალახოს ილეთებით შევედით კუპეში მე და სანდრო.... როცაღა იყო და ჩაწყნარდა ეს რუწუნი, მე და სანდრომ ლოცვების კითხვა დავიწყეთ... ალექსანდრეს ჰქონდა ბედნიერება მოესმინა კანონისტის სამენოვანი ლოცვა (მერე იტყვიან მართლმადიდებლებმა ენებზე ლოცვა არ იციანო??!!) და ნეტარებასაც მისცემოდა ქართლის მინდვრების ცქერისას.... დაძინების დრომ რომ მოაწია, თეთრეულისთვის გამცილებელს მივაკითხეთ.... კუპეში კი ტომარში უაზროდ გაბნეული ბამბის გროვა გველოდა, რომელსაც რატომღაც ბალიში ერქვა.... რატომღაც ასეთი ფრაზა მომივიდა თავში - "რას გვიშვრება ეს ეზუგბაია!" ე.წ. "ბალიში" ბოლოს როგორც იქნა ზემოთ მოვთავსდით... ნუ ქვემოთ არავინ იყო მაშინ და ჩვენც რაჭველები ხომ ვართ და შესაბამისად ვერავის გავუცვალეთ (თუმცა არ იდარდოთ, ის ადგილი მალევე შეივსო). მატარებელმაც სვლა განაგრძო როცა დაბნელდა და კაციშვილმა არ იცოდა სად ვიყავით (სხვათაშორის კანონისტს 1 ლარი პრიზი ჰქონდა დაწესებული, ვინც ამას დაადგენდა მაგრამ სამწუხაროდ გამარჯვებული ვერ გამოვლინდა), ამ დროს კანონისტის მობილურზე სიგნალი გაისმა - შეტყობინენა ubralod_gio-საგან იყო.... მესიჯი მოკლე იყო, მაგრამ მრავლის მთქმელი - გიო დილით მახინჯაურში დახვედრას გვპირდებოდა. გულში სასიამოვნო გრძნობა შემოვიდა - ბათუმი გველოდა.... გამთენიისას კვლავ შემოვიდა გიოს მესიჯი - მახინჯაურიდან ფეხი არ გაადგათ, არ დამეკარგოთო. შავი ზღვაც უცნაურად შავი მოეჩვენა კანონისტს, მგონი ზღვა თავის სახელს იფერებდა კანონისტი მეორედ ხედავს ზღვას (ჰო, სინათლე გამოცხადება არ გეგონოთ, ფოტოაპარატის ნათებაა) მატარებელი გაჩერდა და მეგობრებმა ორ წუთში ვიპოვეთ ერთმანეთი. რამდენიმე წუთიც კიდევ და უკვე ბათუმის გზაზე ვიყავით. გეგმის მიხედვით ჯერ გიოს ვესტუმრეთ სახლში, გავიცანით დედა და ძმა გიო გემრიელად გაგვიმასპინძლდა - როგორც გაირკვა აქაც მზაკვრული გეგმა იყო: სეფისკვერი რომ არ გვეჭამა ისტორიული შეხვედრა - კანონისტი და უბრალოდ გიო კანონისტი, უბრალოდ გიო, ალექსანდრე ჰოოო, სხვათა შორის გიოს სახლში მე და სანდრომ მნიშვნელოვანი კომპრომატი ვნახეთ, რომელიც კანონისტის უდიდესი კაცთმოყვარებისა და შემწყნარებლობის გამო არ იქნა დაფიქსირებული... თუმცააა..... გიოს სახლიდან პირდაპირ გოთიკური ხუროთმოძღვრების კათედრალში გავემართეთ. იქ გვირილა მარი და თინკა გველოდნენ ბათუმის საკათედრო ტაძარი ბათუმის საკათედრო ტაძრის კონქი არ დამავიწყდეს აღნიშვნა, რომ გიოს საშუალება ჰქონდა სხალთაში უწმიდესის გვერდით ემსახურა (ეს კი ვიცით ყველა სტიქაროსნის ოცნებაა) და იგი ჩვენს გამო დარჩა ბათუმში, რისთვისაც დიდ მადლობას უკვე საჯაროდ ვუხდი ჩემ ძამიკოს წირვის დასრულების შემდეგ უკვეთი სეფისკვერით გაგვიმასპინძლედნენ, ხოლო მგალობლებმა ჩვენს საპატივცემლოდ რამდენიმე გალობა შეასრულეს ბათუმელი მგალობლები ბათუმელ ფორუმელებთან და მგალობლებთან ერთად წინ საოცარი ბედნიერება გველოდა - მოლოცვა წმ. ნიკოლოზის მირონმდინარე ხატისა, რომელსაც მირონი სულ რამდენიმე დღის წინ დასდინდა. მას უწმიდესმა თავისი პანაღია შესწირა.... ეს ხატი იმ ტაძარშია დაბრძანებული, სადაც პირველად აღავლენდა ღვთისმსახურებას ახლად ხელდასხმული მღვდელმონაზონი ილია (ჩვენი პატრიარქი) წმ. ნიკოლოზის ეკლესია -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მხევალი ნინო |
Jun 11 2007, 12:42 PM
პოსტი
#2
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
ძალიან სასიამოვნო საკითხავია, გააგრძელეთ.. ეს თხოვნაა
ნუ ჩვენი კანონისტი მართლაც მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოვებული პიროვნებაა, გარდა იმისა, რომ კნონისტია, ფლობს მარვალ უცხო და ქარველურ ენებს, კიტხულობს ლექციებს, ამასთან წერს მშვენივრად და არც იუმორთან არის მწყრალად. ჩემი აღფრთოვანება საქართველოს მომავალ... -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
კანონისტი |
Jun 11 2007, 12:48 PM
პოსტი
#3
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ტაძრიდან ბილეთების საყიდლად გადავინაცვლეთ. სალარო შესვენების გამო დაკეტილი დაგვხვდა და დრო მოგვეცა ბათუმის პორტში გაგვესეირნა
აქ ხაზზეა ჩემი ძმა _გიორგი_ ბათუმის პორტში ბილეთების შეძენის შემდეგ კანონისტი, ალექსანდრე, გვირილა მარი და უბრალოდ გიო უკვე ციხე გონიო-აფსაროსისკენ გავემართეთ.... უნებურად გზაში მოციქულთა საქმეების ეს ფრაზები მოვიდა:კაცნო ძმანო, ჯერ-იყო აღსრულებად წერილი, რომელი-იგი წინაჲსწარ თქუა სულმან წმიდამან პირითა დავითისითა იუდაჲსთჳს, რომელი ექმნა წინამძღუარ შემპყრობელთა მათ იესუჲსთა, რამეთუ აღრაცხილ იყო ჩუენ თანა, და ხუედრებულ წილი მსახურებისაჲ ამის. ჯერ-არს უკუე ჩუენ თანა შეკრებულთა ამათ კაცთაჲ ყოველსა ჟამსა, რომელსა შემოვიდა და განვიდა ჩუენდა უფალი იესუ, იწყო ნათლის-ცემითგან იოვანესით ვიდრე დღედმდე ამაღლებისა მისისა ჩუენგან მოწამედ აღდგომისა მისისა ჩუენ თანა ყოფად ერთი ამათგანი. და დაადგინნეს ორნი: იოსებ, რომელსა ერქუა ბარსაბა და მერმე ეწოდა იოსტოს, და მატათია. და ილოცვიდეს და თქუეს: შენ უფალო, ყოველთა გულთა მეცნიერო, გამოაჩინე ერთი ამათ ორთაგანი, რომელიცა გამოირჩიე, მიღებად წილი მსახურებისაჲ ამის და მოციქულებისაჲ, რომლისაგან განვიდა იუდა მისლვად ადგილსა თჳსსა. და მისცნეს წილნი მათ. და გამოუჴდა წილი მატათიას და თანა-აღირაცხა ათერთმეტთა მოციქულთა. საოცარია, როცა მიდიხარ ადგილას, სადაც განისვენებს ის ადამიანი, რომლის წმინდა სხეულს შეხებია, უკურთხებია, თავზე ხელი დაუდევს ჩვენი ცხოვნებისთვის განკაცებულ ღმერთს!... ადგილი უბრალოა, მაგრამ მრავლის მეტყველი, ალბათ ისეთი უბრალო, როგორიც თავად იქნებოდა მატათა მოციქული მატათა მოციქულის საფლავთან იქ ვილოცეთ, შეძლებისდაგვარად ვიგალობეთ, მოვეფერეთ წმინდა საფლავს და ციხის დასათვალიერებლად გადავინაცვლეთ. აქ მეგზურობას არქეოლგიური გათხრების მონაწილე უბრალოდ გიო გვიწევდა. საოცარი შთაბეჭდილება დატოვა აბანომ, ცივი და ცხელი წყლის თიხის მილებმა, წყალქვეშა გაყვანილობებმა, ციხის ქონგურებმა, კოშკებმა და დილეგებმა აბანოს ნაშთები თიხის უძველესი მილი გონის ციხის "აღება" ფორუმის ბათუმურ-თბილისური ლაშქრის მიერ დილეგი (აქ ჩავამწყვდევთ განსაკუთრებით ოფტოპიკიან ფორუმელებს) გონიოში ჭის წყალიც დავლიეთ...... ცოტა დასვენების შემდეგ მარის სახლისკენ გავეშურეთ. იქ მარის დის მომზადებული მშვენიერი სუფრა დაგვხდა. პირველი სადღეგრძელო გიომ დალია - ბათუმელთა დახვედრისა და ჩვენი ჩასვლისა. გასაკვირი ის იყო, რომ მეორე სადღეგრძელოს წარმოთქმა მე გადმომეცა. თურმე ასლანის მერე ისე არიან დიქტატურით შეშფოთებული ბათუმელები, რომ სუფრაზე დემოკრატიის ნიშნად ცალ-ცალკე ამბობენ სადღეგრძელოებს :ხოხვა: მე ფორუმის გამარჯვებისა შევსვი, სანდრომ კი - პატრიარქისა და სამღვდელოების (ეჰ, როგორ მინდოდა გიოს პრეზიდენტის სადღეგრძელო დაელია, მაგრამ ვერ შევძელი). ამ დროს პირდაპირ ეთერში თბილისური ერთ-ერთი სუფრიდან ჩაერთო უკვე კარგად გამომტყვრალი თამადა - ბექა შუხოშვილი უცებ სუფრაზე სხალთიდან ახლად დაბრუნებული გიო თოდრია შემოგვიერთდა. გიომ სხალთის ამბები მოგვიყვა, ამას გარდა ბევრი ვიცინეთ, ვიმხიარულეთ და ვიხალისეთ ალექსანდრე, კანონისტი, უბრალოდ გიო, გვირილა მარი, გიო თოდრია მარისთან საინტერესო იყო გიოს მიერ მარის პატარა გოგოსთვის კბილის ამოღება... სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა მაეას-ს ნუ სტომატოლგიური წიაღსვლების მონაწილეც გავხდით რახან ფერიის მთაზე ასვლას ვეღარ ვასწრებდით, ბულვარში გასეირნება გადავწყვიტეთ. ნუ აქ ბექა კიდევ ჩაერთო, მაგრამ რა მელაპარაკა ნაღდად არ ვიცი, ის კი მახსოვს ყველანი მიყვარხართო რომ ამბობდა.... ბულვარში პრეზიდენტის მიერ დადგმულ ეშმაკის ბორბალზე ასვლა გადაწყვიტეთ. მართალია "ეშმაკის" იყო, მაგრამ რახან პრეზიდენტის მიერ იყო ნაჩუქარი კურთხევა მიიღეს ჩემგან . მზის ჩასვლას ზღვაზე იქიდან ვუყურეთ.... ულამაზესი სანახაობა იყო მზის ჩასვლა ბათუმის სანაპირო 60 მ-დან ამის შემდეგ დადგა კულმინაციური მომენტი. კანონისტი მასპინძლებმა მიიყვანეს იმ ადგილას, სადაც გადმოცემით ასლან გველეშაპის გაძევების შემდეგ წყალი შეისხა პირზე მისმა უკეთილმსახურესმა აღმატებულებამ პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ეს ადგილი განსაკუთრებით საკრალურია საპრეზიდენტო მადლმოქმედების თვალსაზრისით და კანონისტმაც იგივე გაიმეორა და სამეთაურო დალოცვა მიიღო შავი ზღვისგან გარე განათებები აინთო და ასე განათებულ ბათუმის ქუჩებს ბარბარეს ეკლესიისკენ გავუყევით. იქ ორი სასიამოვნო მოვლენა გველოდა - მეხუთე ბათუმელის - სალომესთან შეხვედრა და ტაძარში დაბრძანებული წმინდა ქალწულმოწამის ნაწილების მოლოცვა. მამა პეტრეც ვნახეთ (სალომეს მოძღვარი), რომელმაც განსაკუთრებული სიყვარულითა და სითბოთი დაგვლოცა ყველანი ერთად წმ. ბარბარეს ეკლესიასთან: უბრალოდ გიო, ალექსანდრე, გიო თოდრია, კანონისტი, გვირილა მარი (წინ მისი გოგო), სალომე, თინკა წმინდა ბარბარეს ნაწილი გამოვეშურეთ. გზაში ჩვენი ბათუმელი ფორუმელები გალობდნენ.... ასე ლამაზად და სასიამოვნოდ სრულდებოდა შთაბეჭდილებებით დატვირთული ერთი, თუმცა მნიშვნელოვანი დღე გზად აჭარული დემოკრატიის კიდევ ერთი ფორპოსტი განათებული სინაგოგაც ვნახეთ მადლობა უფალს, რომ ამ წმინდა ადგილების მოლოცვის ღირსი გაგვხადა და მადლობა ჩვენ ბათუმელ თანაფორუმელებს. განსაკუთრებული მადლობა კი გიოს და მარის, რომლებიც მთელი დღე თან დაგვყვებოდნენ ბათუმელებო, თბილისში გელოდებით უკვე!!!!...... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Jun 11 2007, 12:50 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ბათუმის საკათედრო ტაძარი აღმოსავლური სუნი იგრძნობა -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
თამარი_ცქნაფო |
Jun 11 2007, 01:07 PM
პოსტი
#5
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
კანონისტი
შენა შვილო, კითხვაზე მიპასუხე :დ -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
იოანა |
Jun 11 2007, 01:07 PM
პოსტი
#6
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ძალიან კარგი იყო ამ ყველაფრის წაკითხვა და ნახვა, გაიხარეთ
-------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
კანონისტი |
Jun 11 2007, 01:08 PM
პოსტი
#7
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
თამარი_ცქნაფო
ციტატა შენა შვილო, კითხვაზე მიპასუხე :დ უუპს... გამომრჩა 6-ის მერე ვარ თავისუფალი.... საცა გინდა და რაფრაც გინდა გნახავ -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
თამარი_ცქნაფო |
Jun 11 2007, 01:10 PM
პოსტი
#8
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
კანონისტი
დაერხა ცქნაფოსაა მოსტავლე მყავს, მსოტავლე... მოვიფიქრებ რაცხას -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
ალექსანდრე |
Jun 11 2007, 01:21 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ძალიან მაგარი დღე იყო, დიდი მადლობა ჩვენს ბათუმელ ფორუმელებს, განსაკუთრებით კი უბრალოდ გიოს და გვირილა მარის, რომლებიც მთელი დღე გვერდიდან არ მოგვშორებიან და ჩვენს გამო თვით უწმიდესის წირვაზეც არ წავიდნენ სხალთაში. გავიცანით თინკა, სალომე და კიდევ ერთი ფორუმელი რომელიც არ აქტიურობს გაგახაროთ ღმერთმა ყველა
ასევე მოვილოცეთ ბათუმის ტაძრები, მათ შორის წმიდა ნიკოლოზის ტაძარი სადაც მსახურობდა ჩვენი პატრიარქი, ღვთის მადლით შესაძლებლობა მოგვეცა ვმთვეოდით წმიდა ნიკოლოზის მირონმდინარე ხატს, ასევე წმიდა დიდმოწამე ბარბარეს წმიდა ნაწილს. მოვილოცეთ წმიდა მატათა მოციქულის საფლავი, შევთხოვეთ რწმენაში გაძლიერება, ვიგალობეთ შეძლებისდაგვარად, მოვიხსენეთ ყველა ჩვენი ფორუმელი და წმიდა მოციქულს შევთხოვეთ მათი რწმენაში გამტკიცება კიდევ ერთხელ მადლობა ასეთი კარგი დახვედრისათვის, და ახლა თბილისში გელოდებით პ.ს ბათუმში პირველად ვიყავი და დიდი ემოციებით დავბრუნდი უკან -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
კანონისტი |
Jun 11 2007, 01:23 PM
პოსტი
#10
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უბრალოდ გიო კარგი ადამიანი რომ იყო ისეც ეტყობოდა, მაგრამ ამდენად კარგი თუ აღმოჩნდებოდა, მართალი გითხრათ, არ მეგონა....
-------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
marine |
Jun 11 2007, 01:24 PM
პოსტი
#11
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
კანონისტი
ალექსანდრე გაიხარეთ ძალიან მომეწონა სურათებიც, კომენტარებიც და ყველაზე მეტად ჩვენი ბათუმელი ფორუმელები -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
კანონისტი |
Jun 11 2007, 01:29 PM
პოსტი
#12
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ალექსანდრე
ციტატა დავით რა არის ფოტოები არ იხსნება გაიხსნება marine ციტატა გაიხარეთ ძალიან მომეწონა სურათებიც, კომენტარებიც და ყველაზე მეტად ჩვენი ბათუმელი ფორუმელები გაიხარე ძალიან კარგები არიან ყველანი, მადლობა უფალს რომ გავიცანი (თოდრიას და მარის ვიცნობდი) -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Jun 11 2007, 01:34 PM
პოსტი
#13
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
კანონისტ შვილი, ქურქი ვერ წაიღე ბათუმში? თუ შენი 'აგია' ხელების ხილვით დაბრმავებას აარიდე ბათუმი?
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
Jun 11 2007, 01:42 PM
პოსტი
#14
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მნათე
ციტატა კანონისტ შვილი, ქურქი ვერ წაიღე ბათუმში? თუ შენი 'აგია' ხელების ხილვით დაბრმავებას აარიდე ბათუმი? და ალექსანდრეზე არაფერი გაგახსენდა? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ubralod gio |
Jun 11 2007, 01:50 PM
პოსტი
#15
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,226 რეგისტრ.: 14-February 07 მდებარ.: saqartvelo,batumi წევრი № 1,079 |
კანონისტ დაგავიწყდა გეთქვა მაგათთვის არ გინდოდათ ბათუმიიიი?
ალექსანდრე კანონისტი როგორ იმგზავრეთ ერევნის ბაზრობის მუსიკის თანხლებით? -------------------- "რასაც ასწავლი,იმ წესით უნდა ცხოვრობდე...სიტყვის და საქმის სხვადასხვაობისას შედეგი არასასურველი იქნება,ჯერ შენში უნდა დავანდეს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ შემდეგ აღსაზრდელებს გადასცე იგი."
"სამშობლოს არვის წავართმევ ნურც ნურვინ შეგვეცილება თორემ ისეთ დღეს დავაყრით!!! მკვდარსაც კი გაეცინება!!" |
კანონისტი |
Jun 11 2007, 01:51 PM
პოსტი
#16
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ubralod gio
ციტატა კანონისტ დაგავიწყდა გეთქვა მაგათთვის არ გინდოდათ ბათუმიიიი? რა კონტექსტში?? -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მნათე |
Jun 11 2007, 01:51 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ისა, საკათედრო ტაძართან, პირჯვარს საიდან საით იწერენ?
-------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანონისტი |
Jun 11 2007, 01:53 PM
პოსტი
#18
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
ციტატა როგორ იმგზავრეთ ერევნის ბაზრობის მუსიკის თანხლებით? აქეთობას არ იყო (აქეთობას "არ დაიდარდო" ჰქონდათ ჩართული), თქვენთან რომ მოვდიოდით მაშინ იყო მნათე ციტატა ისა, საკათედრო ტაძართან, პირჯვარს საიდან საით იწერენ? ჯერ შუბლზე მერე მუცელზე მერე მარჯვნივ მარცხნივ ისევ მარჯვნივ (ორივე რომ გამოვიდეს) მეტანია და თითებით გამოსახულ ჯვარზე ამბორი :ეკუმენისტური პირჯვარი: -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
ubralod gio |
Jun 11 2007, 01:54 PM
პოსტი
#19
|
giorgi ჯგუფი: Members პოსტები: 1,226 რეგისტრ.: 14-February 07 მდებარ.: saqartvelo,batumi წევრი № 1,079 |
მნათე
წინიდან არა უკნიდან!:) აბა ერთი შიგ ნახე როგორები დავდივართ -------------------- "რასაც ასწავლი,იმ წესით უნდა ცხოვრობდე...სიტყვის და საქმის სხვადასხვაობისას შედეგი არასასურველი იქნება,ჯერ შენში უნდა დავანდეს ჭეშმარიტი მოძღვრება, რომ შემდეგ აღსაზრდელებს გადასცე იგი."
"სამშობლოს არვის წავართმევ ნურც ნურვინ შეგვეცილება თორემ ისეთ დღეს დავაყრით!!! მკვდარსაც კი გაეცინება!!" |
ალექსანდრე |
Jun 11 2007, 02:00 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,232 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 7 |
ubralod gio
ციტატა როგორ იმგზავრეთ ერევნის ბაზრობის მუსიკის თანხლებით? კარგად ვიმგზავრეთ, ისე მეძინებოდა რომ ძლივს გამაღვიძეს დილით -------------------- ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო. ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 21st September 2024 - 08:45 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი