ვერ გავიგე მე ეს |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვერ გავიგე მე ეს |
realoba |
Dec 17 2011, 02:32 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 15-December 11 მდებარ.: Tbilisi წევრი № 11,856 |
წმინდა ზიარებას რატომ ვიგებთ სამკურნალოდ როცა ამას ჩემს მოსაგონებლად იქმოდეთო.. კიდევ ერთი თხოვნა მაქვს ჩემს მიერ გახსნილი თემები სად ვნახო.. (მხოლოდ ჩემი გახსნილები)
|
dr.house... |
Dec 17 2011, 03:49 PM
პოსტი
#2
|
საქართველოს საპატრიარქო ჯგუფი: Members პოსტები: 414 რეგისტრ.: 18-January 11 მდებარ.: თბილისი წევრი № 10,305 |
სასულიერო პირი აირჩევს ოთხი სეფისკვერისაგან ერთ-ერთ საუკეთესოს, დაადებს მას მარცხენა ხელს, ლახვრით სამჯერ გამოსახავს ჯვარს მასზე და ამბობს: მოსახსენებელად უფლისა, ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესსა. იესო ქრისტემ დააწესა რა სერობაზე ზიარების საიდუმლო თქვა: ესე ჰყავთ მოსახსენებლად ჩემდა (ლუკ. 23) ეს არ ნიშნავ რო ზიარება მარტო უფლის მოსახსენიებლად არის რადგან თვითონ უფალი ამბობს ეს არის სანკურნებელი ადამიანთათვის.. ზიარების საიდუმლო სიმბოლურად გამოხატავს მორწმუნეთა მიერ ქრისტესადმი სამადლობელო (უსისხლო) მსხვერპლს. ასეთ გაგებას ეფუძნება ზიარების ბერძნული სახელწოდება ევქარისტია („მადლობა“)...
-------------------- “ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა” (ლუკ. 22, 19)
"ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისაი, მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (მ. 26, 26-28). |
realoba |
Dec 17 2011, 04:23 PM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 15-December 11 მდებარ.: Tbilisi წევრი № 11,856 |
|
athos |
Dec 17 2011, 04:37 PM
პოსტი
#4
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
realoba
ციტატა წმინდა ზიარებას რატომ ვიგებთ სამკურნალოდ როცა ამას ჩემს მოსაგონებლად იქმოდეთო.. ზიარებაზე ამის გარდა მეტი არაფერი წერია წმიდა წერილში? კარგად გაქვთ წაკითხული? -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
realoba |
Dec 17 2011, 04:43 PM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 15-December 11 მდებარ.: Tbilisi წევრი № 11,856 |
|
A.V.M |
Dec 17 2011, 04:51 PM
პოსტი
#6
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
realoba
მეგობარო!როგორც ჩანს ძალიან ხარ დაინტერესებული მართლმადიდებლობასა და ევანგელისტ-რასელისტთა დამოკიდებულებით. ამის გამო ლინკებს დაგიდებ ჩვენი ფორუმის და ნახე იქ.იქნებ ის საკითხებიც იპოვო რაზეც ახალი თემები უნდა გახსნა... http://church.ge/index.php?showtopic=7920&...40entry684462 http://church.ge/index.php?showtopic=5747&...00entry484643 http://church.ge/index.php?showtopic=7926&...40entry611164 http://church.ge/index.php?showtopic=7343&...=0entry587960 http://church.ge/index.php?showtopic=8820&...40entry667151 http://church.ge/index.php?showtopic=6162&...60entry663896 http://church.ge/index.php?showtopic=8395&...=0entry646534 -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
realoba |
Dec 17 2011, 05:04 PM
პოსტი
#7
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 15-December 11 მდებარ.: Tbilisi წევრი № 11,856 |
realoba მეგობარო!როგორც ჩანს ძალიან ხარ დაინტერესებული მართლმადიდებლობასა და ევანგელისტ-რასელისტთა დამოკიდებულებით. ამის გამო ლინკებს დაგიდებ ჩვენი ფორუმის და ნახე იქ.იქნებ ის საკითხებიც იპოვო რაზეც ახალი თემები უნდა გახსნა... ხო ძალიან და ნათესავი მყავს.. მემგონი იაგოველობის ანალოგია |
George Leluashvili |
Dec 17 2011, 07:52 PM
პოსტი
#8
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ადამიანმა რაღაც იკითხა და შესაბამისად ხომ უნდა ვუპასუხოთ, რად უნდა ამას ამდენი ფილოსოფია?
როგორც ჩანს იუზერი realoba დამწყები მართლმადიდებელია და რაც ჩვენ კარგად ვიცით, მას შეიძლება არ ესმოდეს; ამიტომ ვინც მეტ-ნაკლებად რაღაც ვიცით და გაგვეგება, მათ გვეკითხება. კითხვა მდგომარეობს შემდეგში: ციტატა წმინდა ზიარებას რატომ ვიგებთ სამკურნალოდ როცა ამას ჩემს მოსაგონებლად იქმოდეთო.. ეს სიტყვები არ უნდა გავიგოთ ერთმნიშვნელოვნად, როგორც ჩვენ გვესმის. ჯერ უნდა ავხსნათ, თუ რას ნიშნავს წმინდა ზიარება. ევქარისტია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს "სამადლობელს". ეს არის საიდუმლო, რომლის დროსაც შეწირული პური და ღვინო სულიწმიდის მოქმედებით გარდაიქცევა უფალ იესო ქრისტეს ჭეშმარიტ ხორცად და ჭეშმარიტ სისხლად. შემდგომ მას ეზიარებიან მორწმუნენი ქრისტესთან მჭიდრო ერთობისა და საუკუნო ცხოვრებისათვის. მას ეწოდება უფლის სერობა, უფლის ტრაპეზი, ქრისტეს სისხლისა და ხორცის საიდუმლო. ამ საიდუმლოში ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეწოდება ზეციური პური და სასმელი სიცოცხლისა ან სასუმელი ცხოვრებისა, წმიდა საიდუმლონი და უსისხლო მსხვერპლი. ევქარისტია ქრისტიანობის უდიდესი საიდუმლოა. ეხლა გადავიდეთ იმ საკითხზე, თუ რატომ ვეზიარებით "საკურნებლად სულისა და ხორცისა". როგოც ვთქვით ზიარების მიღებით ჩვენში შემოდის თავად უფალი (რაღათქმაუნდა თუ ჩვენ მას ღირსეულად და რწმენით მივიღებთ). ამიტომ რაღა გასაკვირია, რომ მან ჩვენში საკვირველი კურნებები აღასრულოს? თუ გახოვს, ერთი ქალი, რომელიც მრავალი წელი სისხლდენით იტანჯებოდა (სხვათაშორის ეს ადგილი სახარებიდან დღეს წირვაზე იქნა წარკითხული), მხოლოდ უფლის სამოსს შეეხო რწმენით და მყისვე განიკურნა, ხოლო რაოდენ აღმატებული და გონებისთვის მიუწვდომელია, როცა ჩვენში თავად ქრისტე შემოდის და თუ მისმა სამოსელმა ამგვარი კურნება აღასრულა სისხლდენით დატანჯულ ქალზე, როცა ის თავად, მისი არსებით შემოვა ჩვენში, მაშინ რაღა მოხდება? მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ის, რაზეც პავლე მოციქული მკაცრად გვაფრთხილებს: "რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ხორცი უფლისანი. ამისთვს მრავალ არიან თქუენ შორის უძლურ და სნეულ, და წვანან მრავალნი" (I კორ. 11,26-30). ამ მუხლსაც დააკვირდი, რომ თუკი უღირსად მაზიარებელი სულიერადაც ისჯება და ფიზიკურადაც, ანუ ხორცითაც, მაშინ ღირსეული მაზიარებელი არ გაჯანსაღდება ფიზიკურად? თუ უღირსად მაზიარებელი თავს უძლურებაში ჩაიგდებს, მაშინ ღირსეულად მაზიარებელი განა საკურნებლად არ მიიღებს მას? -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
George Leluashvili |
Dec 17 2011, 08:02 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
ციტატა კიდევ ერთი თხოვნა მაქვს ჩემს მიერ გახსნილი თემები სად ვნახო.. (მხოლოდ ჩემი გახსნილები) ფორუმზე რომ შემოხვალ, ხო არის ამგვარად ჩამოწერილი განყოფილებები: საუბრები რელიგიური საკითხების გარშემო ღვთისმეტყველება ქვეგანყოფილება: ღვთისმსახურება, აპოლოგეტიკა მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება საეკლესიო სამართალი ქვეგანყოფილება: ეკლესია და სახელმწიფო ჩვენი პატრიარქი ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი თემატური ფორუმი მეცნიერება და განათლება ქვეგანყოფილება: ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია, ფსიქოლოგია და მედიცინა ხელოვნება და კულტურა ქვეგანყოფილება: საეკლესიო გალობა, საეკლესიო ხელოვნება, ფოლკლორი გალერეა ჰოდა უნდა შეხვიდე ამ განყოფილებებიდან იმაში, სადაც შენ თემები გახსენი. მაგალითად, შენ ეს თემა გახსენი "აპოლოგეტიკის" განყოფილებაში. ჰოდა მოძებნე თავფურცელზე, სადაც "აპოლოგეტიკა" აწერია, შედი იქ და ნახავ უამრავ თემას, მათ შორის შესნსასაც. -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
athos |
Dec 17 2011, 08:51 PM
პოსტი
#10
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
realoba
ციტატა არა კარგად არ მაქვს წაკითხული,, ახლა ვერც ვახერხებ აბიტურიენტი ვარ.. უბრალოდ მუხლი მაინტერესებდა თუ კარგად არ გაქვს გათავისებული, მარტო აქ დაწერილი მუხლებით ვერ ეკამათები შენს ახლობელს. იმიტომ რომ ყველა ამ კამათს ერთი სქემა აქვს. ისედაც ცნობილია რა შეიძლება შენ დაუწერო, მერე ის რას დაგიწერს, მერე ისევ შენ და ა.შ. დაუსრულებელი ისტორიაა, იმიტომ რომ სხვადასხვა მხრიდან იყურებით. თუ საკამათოდ არ გინდა და შენ თვითონ გაინტერესებს შენთვის, აგერ დაგიწერა გიორგიმ -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
ნაინა |
Dec 17 2011, 10:13 PM
პოსტი
#11
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
realoba
ციტატა კიდევ ერთი თხოვნა მაქვს ჩემს მიერ გახსნილი თემები სად ვნახო.. (მხოლოდ ჩემი გახსნილები) შედი შენს ბარათში, ყველაზე იოლია შენი დაწერილი პოსტის ქვემოთ ,,ბარათი'' რომ წერია მაგას დააკლიკო, გადახვალ მეორე გვერდზე, იქ კი მარჯვენა მხარეს ზემოთ ნახავ ,,პარამეტრები'' რომ ჩამოშლი იქნება გრაფა ,,წევრის ყველა თემა'' დააკლიკებ და გადახვალ შენს გახსნილ თემებში. ზუსტად ასეთივე წესით უნდა მოძებნო ,,წევრის ყველა პოსტი'' თუ ესეც დაგაინტერესებს. -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
A.V.M |
Dec 17 2011, 11:49 PM
პოსტი
#12
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა იმიტომ რომ ყველა ამ კამათს ერთი სქემა აქვს. ისედაც ცნობილია რა შეიძლება შენ დაუწერო, მერე ის რას დაგიწერს, მერე ისევ შენ და ა.შ. დაუსრულებელი ისტორიაა, იმიტომ რომ სხვადასხვა მხრიდან იყურებით. ჩვენ რომ რაღაცა არ გვესმის ნუ მოვინდომებთ,რომ სხვაც მოვაქციოთ ჩვენსკენ. ჯერ რაღაც გავიგოთ კარგად და მერე ავუხსნათ სხვას. და ჩემი მეგობრული რჩევა იქნება,ვატონო:,,რეალობა''რომ მხოლოდ ფორუმის პოსტებით ასეთ რამეს ვერ მოახერხებ.დარწმუნდი ალბათ,რომ აქ არავის არაფერი ენანება და ყველანაირად ცდილობს რომ დაგეხმაროს,მაგრამ ვინმეს ჩვენს რწმენაში მოქცევა რომ მოვახერხოთ ჯერ თავად უნდა გავითავისოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავმოძღვროთ სხვა.და პირადი გამოცდილებდან ვამბობ,რომ უფრო ეფექტურია თუ ჯერ საკუთარ აზრზს გავიგებთ და სხვისას მხოლოდ ამის შემდეგ შევაჯერებთ. ხოლო თუ ეს ინფორმაცია შენთვის გჭირდება,ყველანაირად შევეცდებით ჩვენი მწირი ცოდნით დაგეხმაროთ. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
realoba |
Dec 18 2011, 05:59 PM
პოსტი
#13
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 47 რეგისტრ.: 15-December 11 მდებარ.: Tbilisi წევრი № 11,856 |
ჩვენ რომ რაღაცა არ გვესმის ნუ მოვინდომებთ,რომ სხვაც მოვაქციოთ ჩვენსკენ. ჯერ რაღაც გავიგოთ კარგად და მერე ავუხსნათ სხვას. და ჩემი მეგობრული რჩევა იქნება,ვატონო:,,რეალობა''რომ მხოლოდ ფორუმის პოსტებით ასეთ რამეს ვერ მოახერხებ.დარწმუნდი ალბათ,რომ აქ არავის არაფერი ენანება და ყველანაირად ცდილობს რომ დაგეხმაროს,მაგრამ ვინმეს ჩვენს რწმენაში მოქცევა რომ მოვახერხოთ ჯერ თავად უნდა გავითავისოთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავმოძღვროთ სხვა.და პირადი გამოცდილებდან ვამბობ,რომ უფრო ეფექტურია თუ ჯერ საკუთარ აზრზს გავიგებთ და სხვისას მხოლოდ ამის შემდეგ შევაჯერებთ. ხოლო თუ ეს ინფორმაცია შენთვის გჭირდება,ყველანაირად შევეცდებით ჩვენი მწირი ცოდნით დაგეხმაროთ. ძალიან დიდი მადლობა რჩევისთვის და იმაშიც დავრწმუნდი რომ აქ არავის არაფერი ენანება.. ღმერთმა დაგლოცოთ ადამიანმა რაღაც იკითხა და შესაბამისად ხომ უნდა ვუპასუხოთ, რად უნდა ამას ამდენი ფილოსოფია? როგორც ჩანს იუზერი realoba დამწყები მართლმადიდებელია და რაც ჩვენ კარგად ვიცით, მას შეიძლება არ ესმოდეს; ამიტომ ვინც მეტ-ნაკლებად რაღაც ვიცით და გაგვეგება, მათ გვეკითხება. ხო ასეა გიორგი დამწყები ვარ.. ძალიან დიდი მადლობა,, კარგად გავიგე რაც დამიწერე.. |
George Leluashvili |
Dec 18 2011, 08:41 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 5,088 რეგისტრ.: 27-February 11 წევრი № 10,559 |
realoba
ციტატა ხო ასეა გიორგი დამწყები ვარ.. ძალიან დიდი მადლობა,, კარგად გავიგე რაც დამიწერე.. გაიხარე, ღმერთმა ხელი მოგიმართოს. რაც დაგაინტერესებს გვკითხე ხოლმე, იქნებ რაიმე სარგებელი მოგცეთ -------------------- ________________________________________________________________________
შეიძულე სიმდიდრე და იქნები მდიდარი; შეიძულე დიდება და იქნები დიდებული; შეიძულე შეურაცხება და იქნები უძლეველი; შეიძულე დასვენება და იპოვი მოსვენებას; შეიძულე დედამიწა და იპოვი ზეცას. ________________________________________________________________________ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 12:50 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი