მოციქულთა მემკვიდრეები?, არსებობს მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვი (ხაზი) რომელიც თანამედ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მოციქულთა მემკვიდრეები?, არსებობს მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვი (ხაზი) რომელიც თანამედ |
pilate |
Mar 14 2009, 06:11 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,595 |
არსებობს მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვი (ხაზი) რომელიც თანამედროვე დროდან მოციქულებამდე მიგვიყვანდა?
არსებობს იმის დოკუმენტური მასალა, რომელიც მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვის არსებობას დაადასტურებდა? -------------------- ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს.
|
mari-mari15 |
Mar 14 2009, 09:48 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,149 რეგისტრ.: 11-March 09 წევრი № 6,625 |
საინტერესოა მაგრამ , მემკვიდრეების მოძებნა და მათი დადგენა მგონი შეუძლებელი და რთულია
-------------------- ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
|
agmsarebeli |
Mar 15 2009, 12:05 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,206 რეგისტრ.: 14-May 07 წევრი № 1,910 |
კი არსებობს საეკლესიო ისტორიაში.
|
death |
Mar 15 2009, 01:41 AM
პოსტი
#4
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
მოციქულთა უწყვეტი ჯაჭვის დამადასტურებელია ის უწვეტი სწავლება, რომელიც მოციქულთა დროიდან მოდის ეკლესიის მიერ მისი სახელოვანი თუ ნაკლებად სახელოვანი წევრების მიერ და გადაეცემა მათ მემკვიდრებს თაობიდან თაობმადე. ეს არის ეკლესია, ქრისტეს სხეული, რომლიც ღმერთმა დაარსა და რომელიც იარსებებს უკუნისანმდე, რადგან მას ვერ დასძლევენ ჯოჯოხეთის ბჭენი (მათე 16,18)
-------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
KAIROS |
Mar 15 2009, 04:51 AM
პოსტი
#5
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
პილატე დაბრუნებულა
მე ყურადღებას ჯერჯერობით რომის ეკლესიაზე შევაჩერებ პეტრე მოციქულიდან დღემდე PAPI San Pietro San Lino (67-76) Sant'Anacleto o Cleto (76-88) San Clemente I (88-97) Sant'Evaristo (97-105) Sant'Alessandro I (105-115) San Sisto I (115-125) San Telesforo (125-136) Sant'Igino (136-140) San Pio I (140-155) Sant'Aniceto (155-166) San Sotero (166-175) Sant'Eleuterio (175-189) San Vittore I (189-199) San Zefirino (199-217) San Callisto I (217-222) Sant'Urbano I (222-230) San Ponziano (230-235) Sant'Antero (235-236) San Fabiano (236-250) San Cornelio (251-253) San Lucio I (253-254) Santo Stefano I (254-257) San Sisto II (257-258) San Dionisio (259-268) San Felice I (269-274) Sant'Eutichiano (275-283) San Caio (283-296) San Marcellino (296-304) დროებითი უპაპობა San Marcello I (308-309) Sant'Eusebio (309 o 310) S.Milziade/Melchiade (311-314) San Silvestro I (314-335) San Marco (336) San Giulio I (337-352) Liberio (352-366) San Damaso I (366-384) San Siricio (384-399) Sant'Anastasio I (399-401) Sant'Innocenzo I (401-417) San Zosimo (417-418) San Bonifacio I (418-422) San Celestino I (422-432) San Sisto III (432-440) San Leone I Magno (440-461) Sant'Ilaro (461-468) San Simplicio (468-483) San Felice III (II) (483-492) San Gelasio I (492-496) Anastasio II (496-498) San Simmaco (498-514) Sant'Ormisda (514-523) San Giovanni I (523-526) San Felice IV (III) (526-530) Bonifacio II (530-532) Giovanni II (533-535) Sant'Agapito I (535-536) San Silverio (536-537) Vigilio (537-555) Pelagio I (556-561) Giovanni III (561-574) Benedetto I (575-579) Pelagio II (579-590) S.Gregorio Magno I (590-604) Sabiniano (604-606) Bonifacio III (607) S.Bonifacio IV (608-615) S.Adeodato I o Deusdedit (615-618) Bonifacio V (619-625) Onorio I (625-638) დროებითი უპაპობა Severino (640) Giovanni IV (640-642) Teodoro I (642-649) S.Martino I (649-655) S.Eugenio I (654-657) S.Vitaliano (657-672) Adeodato II (672-676) Dono o Domno (676-678) S.Agatone (678-681) S.Leone II (682-683) S.Benedetto II (684-685) Giovanni V (685-686) Conone (686-687) San Sergio I (687-701) Giovanni VI (701-705) Giovanni VII (705-707) Sisinnio (708) Costantino (708-715) San Gregorio II (715-731) San Gregorio III (731-741) San Zaccaria (741-752) Stefano II (III) (752-757) San Paolo I (757-767) Stefano III (IV) (768-772) Adriano I (772-795) S.Leone III (795-816) Stefano IV (V) (816-817) S.Pasquale I (817-824) Eugenio II (824-827) Valentino (827) Gregorio IV (827-844) Sergio II (844-847) S.Leone IV (847-855) Benedetto III (855-858) S.Niccolò I (858-867) Adriano II (867-872) Giovanni VIII (872-882) Marino I (882-884) S.Adriano III (884-885) Stefano V (IV) (885-891) Formoso (891-896) Bonifacio VI (896) Stefano VI (VII) (896-897) Romano (897) Teodoro II (897) Giovanni IX (898-900) Benedetto IV (900-903) Leone V (903) Sergio III (904-911) Anastasio III (911-913) Landone (913-914) Giovanni X (914-928) Leone VI (928) Stefano VII (VIII) (928-931) Giovanni XI (931-935) Leone VII (936-939) Stefano VIII (IX) (939-942) Marino II (942-946) Agapito II (946-955) Giovanni XII (955-964) Leone VIII (963-965) Benedetto V (964-966) Giovanni XIII (965-972) Benedetto VI (973-974) Benedetto VII (974-983) Giovanni XIV (983-984) Giovanni XV (985-996) Gregorio V (996-999) Silvestro II (999-1003) Giovanni XVII (1003) Giovanni XVIII (1004-1009) Sergio IV (1009-1012) Benedetto VIII (1012-1024) Giovanni XIX (1024-1032) Benedetto IX (1032-1044) 1a volta Silvestro III (1045) Benedetto IX (1045) 2a volta Gregorio VI (1045-1046) Clemente II (1046-1047) Benedetto IX (1047-1048) 3a volta Damaso II (1048) S.Leone IX (1049-1054) Vittore II (1055-1057) Stefano IX (X) (1057-1058) Benedetto X (1058-1059) Niccolò II (1059-1061) Alessandro II (1061-1073) S.Gregorio VII (1073-1085) Beato Vittore III (1086-1087) Beato Urbano II (1088-1099) Pasquale II (1099-1118) Gelasio II (1118-1119) Callisto II (1119-1124) Onorio II (1124-1130) Innocenzo II (1130-1143) Celestino II (1143-1144) Lucio II (1144-1145) Eugenio III (1145-1153) Anastasio IV (1153-1154) Adriano IV (1154-1159) Alessandro III (1159-1181) Lucio III (1181-1185) Urbano III (1185-1187) Gregorio VIII (1187) Clemente III (1187-1191) Celestino III (1191-1198) Innocenzo III (1198-1216) Onorio III (1216-1227) Gregorio IX (1227-1241) Celestino V (1241) დროებითი უპაპობა Innocenzo IV (1243-1254) Alessandro IV (1254-1261) Urbano IV (1261-1264) Clemente IV (1265-1268) დროებითი უპაპობა Gregorio X (1271-1276) Innocenzo V (1276) Adriano V (1276) Giovanni XXI (1276-1277) Niccolò III (1277-1280) Martino IV (1281-1285) Onorio IV (1285-1287) Niccolò IV (1288-1292) San Celestino V (1294) Bonifacio VIII (1294-1303) Benedetto XI (1303-1304) Clemente V (1305-1314) დროებითი უპაპობა Giovanni XXII (1316-1334) Benedetto XII (1334-1342) Clemente VI (1342-1352) Innocenzo VI (1352-1362) Urbano V (1362-1370) Gregorio XII (1370-1378) Urbano VI (1378-1389) Bonifacio IX (1389-1404) Benedetto XIII (1394-1423) Innocenzo VIII (1404-1406) Gregorio XII (1406-1415) Alessandro V (1409-1410) Giovanni XXIII (1410-1415) Martino V (1417-1431) Eugenio IV (1431-1447) Niccolò V (1447-1455) Callisto III (1455-1458) Pio II (1458-1464) Paolo II (1464-1471) Sisto IV (1471-1484) Innocenzo VIII (1484-1492) Alessandro VI (1492-1503) Pio III (1503) Giulio II (1503-1513) Leone X (1513-1521) Adriano VI (1522-1523) Clemente VII (1523-1534) Paolo III (1534-1549) Giulio III (1550-1555) Marcelllo II (1555) Paolo IV (1555-1559) Pio IV (1559-1565) Pio V (1566-1572) Gregorio XIII (1572-1585) Sisto V (1585-1590) Urbano VII (1590) Gregorio XIV (1590-1591) Innocenzo IX (1591) Clemente VIII (1592-1605) Leone XI (1605) Paolo V (1605-1621) Gregorio XV (1621-1623) Urbano VIII (1623-1644) Innocenzo X (1644-1655) Alessandro VII (1655-1667) Clemente IX (1667-1669) Clemente X (1670-1676) Innocenzo XI (1676-1689) Alessandro VIII (1689-1691) Innocenzo XII (1691-1700) Clemente XI (1700-1721) Innocenzo XIII (1721-1724) Benedetto XIII (1724-1730) Clemente XII (1730-1740) Bendetto XIV (1740-1758) Clemente XIII (1758-1769) Clemente XIV (1769-1774) Pio VI (1775-1799) Pio VII (1800-1823) Leone XII (1823-1829) Pio VIII (1829-1830) Gregorio XVI (1831-1846) Pio IX (1846-1878) Leone XIII (1878-1903) Pio X (1903-1914) Benedetto XV (1914-1922) Pio XI (1922-1939) Pio XII (1939-1958) Giovanni XXIII (1958-1963) Paolo VI (1963-1978) Giovanni Paolo I (1978-1978) Giovanni Paolo II (1978-2005) Benedetto XVI (2005-....) შენიშვნები 1. დროებითი უპაპობა - ნიშნავს სხვადასხვა მიზეზების გამო საყდრის ქვრივობას, გამოწვეული იყო ომებით, ასევე საარჩევნო კრებების დიდი ხანგძლივობით და ა.შ. რაც რათქმაუნდა ჯაჭვის საკითხს არ უქმნის პრობლემას, რადგან ვინც აირჩეოდა და ვინც ირჩევდნენ ყველანი იმ ჯაჭვის წევრები იყვნენ 2. უმრავლესი ამათგანის რეალური არსებობა დადასტურებულია, აქედან პეტრეს შემდეგ მესამე პაპი კლიმენტი უდიდესი წმიდანია წმ. კლიმენტი რომალი და ასევე ბევრი შემდეგი 3. ამათ გარდა არსებოდნენ ე.წ. ანტიპაპები, რომელთა არსებობაც ჯაჭვის საკითხს არ ეხება, და წარმოადგენს რომის ეკლესიის შიგა ისტორიას, ჯაჭვი რომის ეკლესიაში დღემდე არ გაწყვეტილა.. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
ავგუსტინე |
Mar 15 2009, 05:46 AM
პოსტი
#6
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 436 რეგისტრ.: 14-March 09 წევრი № 6,642 |
ვაიმე უბედურები 4 წელი როგორ გუნახევრდებოდათ საჭმელი, თუ მაშინაც ჩაკეტვის წესი იყო
პეტრეს დარქმევა აკრძალულია? -------------------- http://jvarosnebi.com/
Adoramus te, Christe, et benedicimus tibi. Quia per sanctam crucem tuam redemisti mundum. |
pilate |
Mar 15 2009, 02:10 PM
პოსტი
#7
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,595 |
მე ყურადღებას ჯერჯერობით რომის ეკლესიაზე შევაჩერებ პეტრე მოციქულიდან დღემდე PAPI თემაში არსებული შეკითხვების გასაცემად რატომ ცდილობს ზოგიერთი მიმართოს კათოლიკური ეკლესიის ეგრეთ წოდებულ "მემკვიდრეების უწყვეტ ჯაჭვს" გასაგებია.. საინტერესოა, რატომ უნდა მიმართოს ადამიანმა, რომელიც თვითონ მართლმადიდებელია, - პაპიზმს, მართლმადიდებელი ეკლესიის "მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვის" დასადასტურებლად ინტერნეტში განთავსებულ (ისტორიულ დოკუმენტაციას მოკლებულ) კათოლიკური ეკლესიის პაპების გრძელ და დაუსაბუთებელ სიას... მაგრამ, შეიძლება აქ ერთი გამოთქმა გავიხსენოთ: გაჭირვება მანახე და გაგცევას განახებო. რაც შეეხება აქ მოყვანილი პაპების გრძელ სიას ამაზე (ამ ეტაპზე) არ გავაჩერებ ყურადღებას 2 მიზეზის გამო. 1. ეს კათოლიკური ფორუმი არ არის, სადაც კათოლიკების პაპიზმის ქრონოლოგიის გარჩევით მართლმადიდებელი ეკლესიის "მემკვიდრეების" "უწყვეტ ჯაჭვს" შევაზავოთ; 2. თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ქართული მართმადიდებელი ეკლესიის მიერ ნათქვამი სიტყვების თანახმად, იმ ძირითადი დოგმატური წანამძღვრების განხილვით, რომელზე დაყრდნობასაც კათოლიკე ანუ ლათინი ღმრთისმეტყველები ცდილობენ, შეიძლება შემდეგი მთავარი დასკვნა გავაკეთოთო რომ მათი ამოსავალი საბუთები უსაფუძვლოა და წმიდა წერილისა და გადმოცემის განმარტებები - ყალბი. ამ და სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, იუზერ კაიროსის მიერ პეტრე მოციქული არ შეილება მიჩნეული იყოს როგორც მოციქულთა მემკვიდრეების ეგრეთ წოდებული უწყვეტი ჯაჭვის ქრონოლიოგიის საწყისად როგორც ამას კათოლიკები აკეთებენ. ამის ბევრი მიზეზებიდან, მხოლოდ ერთს დავასახელებდი. მართლმადიდებელი ეკლესია, არ ვიცი თუ ეს იუზერი გარკვეულია ამაში, მაგრამ, როგორც ცნობილია მართლმადიდებელი ეკლესია "არ ცნობს" კათოლიკური ეკლესიის პაპიზმს. გარდა ამისა, კათოლიკური ეკლესიისგან განსხვავებით, მართლმადიდებელი ეკლესია არ ასწავლის რომ პირველი პაპი პეტრე იყო (როგორც გრძელ სიაში გვიდასტურებს ზემოთ ხსენებული იუზერი) და რომ თითქოს ის ერთპიროვნულად მმართველობდა ეკლესიას და რომ მოციქულებს შორის მას ხელმძღვანელობა ჰქონდა დაკისრებული როგორც ხუცესთა თავს. პირიქით, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, მოციქულთა დროს ეკლესიაში პირველადი მდგომარეობა იერუსალიმის ხუცესებს ეკავა, რომლის პირველი ხელმძღვანელი და ეპისკოპოსი უფლის ძმა - იაკობი იყო. აქედან გამომდინარე, კათოლიკური პაპიზმის, ეგრეთ წოდებული პაპური იერარქიის მოშველიება, სავსებით უადგილოა და ვერ სცემს პასუხებს თემაში შემოსულ ზემოთ დასმულ შეკითხვებს. პ.ს. მე ყურადღებას ჯერჯერობით რომის ეკლესიაზე შევაჩერებ - კაიროსის ციტატა. სასურველი იქნებოდა მართლმადიდებლურით დაწყებულიყო... -------------------- ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს.
|
death |
Mar 15 2009, 07:36 PM
პოსტი
#8
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
pilate
ციტატა თემაში არსებული შეკითხვების გასაცემად რატომ ცდილობს ზოგიერთი მიმართოს კათოლიკური ეკლესიის ეგრეთ წოდებულ "მემკვიდრეების უწყვეტ ჯაჭვს" გასაგებია.. საინტერესოა, რატომ უნდა მიმართოს ადამიანმა, რომელიც თვითონ მართლმადიდებელია, - პაპიზმს, მართლმადიდებელი ეკლესიის "მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვის" დასადასტურებლად ინტერნეტში განთავსებულ (ისტორიულ დოკუმენტაციას მოკლებულ) კათოლიკური ეკლესიის პაპების გრძელ და დაუსაბუთებელ სიას... მაგრამ, შეიძლება აქ ერთი გამოთქმა გავიხსენოთ: გაჭირვება მანახე და გაგცევას განახებო. მდაა ჩამოგითვალო რამდენ მათგანს აღიარებს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანად? ისე პაპიზმი რას ნიშნავს თუ იცი? თუ კი მერე აბა მიპასუხე, რატომ ვეწინააღმდეგებით მას და მერე მითხარი როგორ ვაღიარებთ ზოგიერთ პაპს წმინდანად? ციტატა რაც შეეხება აქ მოყვანილი პაპების გრძელ სიას ამაზე (ამ ეტაპზე) არ გავაჩერებ ყურადღებას 2 მიზეზის გამო. 1. ეს კათოლიკური ფორუმი არ არის, სადაც კათოლიკების პაპიზმის ქრონოლოგიის გარჩევით მართლმადიდებელი ეკლესიის "მემკვიდრეების" "უწყვეტ ჯაჭვს" შევაზავოთ; მართლმადიდებლობა და კათოლიკობა რამ გაყო 1954 წლამდე? სხვათაშორის კონსტანტინოპოლის პატრიარქმა და რომის პაპმა 1954 წელს (თუ თარიღი არ მეშელბა) ეგ სქიზმა გააუქმეს ჩამორჩი დროს... ციტატა თუნდაც იმიტომ, რომ ჩვენი ქართული მართმადიდებელი ეკლესიის მიერ ნათქვამი სიტყვების თანახმად, იმ ძირითადი დოგმატური წანამძღვრების განხილვით, რომელზე დაყრდნობასაც კათოლიკე ანუ ლათინი ღმრთისმეტყველები ცდილობენ, შეიძლება შემდეგი მთავარი დასკვნა გავაკეთოთო რომ მათი ამოსავალი საბუთები უსაფუძვლოა და წმიდა წერილისა და გადმოცემის განმარტებები - ყალბი. სადღაც გაუგებრობაში მოყოლილხარ შენ ახლა უეჭველი მანდ იმასაც იტყოდნენ კათოლიკები ცხოველებს აზიარებენ და ჰომოსექსულიზმს ლეგალიზება გაუკეთესო. არა? არანაირი შეცდომა ადრე დასავლეთში არ ყოფილა. პირიქით მეტსაც გეტყვი, მთელი ეს ბარდაგი მიმდინარეობები აღმოსავლეთიდან შევიდა. იყო ეხლა რაღაც მცირედი განსახვავებები სწავლებებში მაგრამ იგივე განსახვავებები გაცილებით უფრო მაღალი ტემპით აღმოსავლეთშიც იყო. მოკლედ ეს არგუმენტიც ჩაიფუშა ციტატა ამ და სხვა მიზეზებიდან გამომდინარე, იუზერ კაიროსის მიერ პეტრე მოციქული არ შეილება მიჩნეული იყოს როგორც მოციქულთა მემკვიდრეების ეგრეთ წოდებული უწყვეტი ჯაჭვის ქრონოლიოგიის საწყისად როგორც ამას კათოლიკები აკეთებენ. ამის ბევრი მიზეზებიდან, მხოლოდ ერთს დავასახელებდი. მართლმადიდებელი ეკლესია, არ ვიცი თუ ეს იუზერი გარკვეულია ამაში, მაგრამ, როგორც ცნობილია მართლმადიდებელი ეკლესია "არ ცნობს" კათოლიკური ეკლესიის პაპიზმს. ოო, ისევ პაპიზმი. არა რა, სადღაც სუფრაზე მოისმენდი უეჭველი შენ ამ არგუმენტებს. ანუ პრიმატს გულისხმობ აქ არა? სხვათაშორის პეტრე პირველ ეპისკოპოსად მხოლოდ IV ს. დასაახელეს. ისიც არა იმის გამო, რომ ის ქრისტეს მოადგილე იყო, არამედ როგორც პირველი საპატრიარქოს სტატუსის გასამყარებლად, რაც ისედაც იყო. ხოლო 1054 კონსტანტინოპოლის პატრიარქმა პაპი იმიტომ გადასცა ანათემას, რადგან თვითონ უნდოდა პირველობა. ანუ ჩვენი ბრალი იყო ეგ სქიზმა... ციტატა გარდა ამისა, კათოლიკური ეკლესიისგან განსხვავებით, მართლმადიდებელი ეკლესია არ ასწავლის რომ პირველი პაპი პეტრე იყო (როგორც გრძელ სიაში გვიდასტურებს ზემოთ ხსენებული იუზერი) და რომ თითქოს ის ერთპიროვნულად მმართველობდა ეკლესიას და რომ მოციქულებს შორის მას ხელმძღვანელობა ჰქონდა დაკისრებული როგორც ხუცესთა თავს. პირიქით, მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, მოციქულთა დროს ეკლესიაში პირველადი მდგომარეობა იერუსალიმის ხუცესებს ეკავა, რომლის პირველი ხელმძღვანელი და ეპისკოპოსი უფლის ძმა - იაკობი იყო. მართალია ეს არ არის დოგმატური განსხვავება. მე როგორც მართლმადიდებელმა რომ ვაღიარო პეტრე, რომის პირველ პაპად არც ანათემას გადავეცემი და ეკლესიიდან განვიკვეთები. მაგრამ IV ს. არც კათოლიკებს სწამდათ ამის ციტატა აქედან გამომდინარე, კათოლიკური პაპიზმის, ეგრეთ წოდებული პაპური იერარქიის მოშველიება, სავსებით უადგილოა და ვერ სცემს პასუხებს თემაში შემოსულ ზემოთ დასმულ შეკითხვებს. მე ესე ვიტყოდი, აქედან გამომდინარე შენი წარმოდგენა ამ საკითხზე მცდარია. ციტატა სასურველი იქნებოდა მართლმადიდებლურით დაწყებულიყო... სასურველი იცი რა იქნებოდა? კონკრეტულად შენ რომ დაასახელო თარიღი, როდის გაწყვდა თითქოსდა კავშირი მოციქულებს, მის მემკვიდრეებსა და ჩვენს შორის. აიღე ეკლესიის ისტორიის წიგნი, გადაშალე და გაიგებ, რა როდის დაიწყო. ხოლო თუ რამეში გეპარება ეჭვი დაასახელე თარიღი და გაგცემთ პასუხს. თუ გგონია ვინმე აქ მთელი ქრისტიანობის ისტორიას მოგიყვება მაშინ შემცდარხარ. ფულს კი არ გვიხდიან მაგხელა პოსტების წერაში. ნუ ეხლა, თუ დაგვაფინანსებ პრობლემა არაა -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
pilate |
Mar 15 2009, 08:02 PM
პოსტი
#9
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,595 |
pilate მდაა მართლმადიდებლობა და კათოლიკობა რამ გაყო 1954 წლამდე? ჩამორჩი დროს... სადღაც გაუგებრობაში მოყოლილხარ შენ ახლა უეჭველი მანდ იმასაც იტყოდნენ კათოლიკები ცხოველებს აზიარებენ და ჰომოსექსულიზმს ლეგალიზება გაუკეთესო. არა? არანაირი შეცდომა ადრე დასავლეთში არ ყოფილა. პირიქით მეტსაც გეტყვი, მთელი ეს ბარდაგი მიმდინარეობები აღმოსავლეთიდან შევიდა. ოო, ისევ პაპიზმი... ანუ ჩვენი ბრალი იყო ეგ სქიზმა... მართალია მე როგორც მართლმადიდებელმა რომ ვაღიარო პეტრე, რომის პირველ პაპად არც ანათემას გადავეცემი და ეკლესიიდან განვიკვეთები... ფულს კი არ გვიხდიან მაგხელა პოსტების წერაში. ნუ ეხლა, თუ დაგვაფინანსებ პრობლემა არაა 'death' date არსებობს მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვი (ხაზი) რომელიც თანამედროვე დროდან მოციქულებამდე მიგვიყვანდა? არსებობს იმის დოკუმენტური მასალა, რომელიც მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვის არსებობას დაადასტურებდა? პ.ს. თემაში შემოსულ შეკითხვებს გასცემ პასუხს? -------------------- ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს.
|
KAIROS |
Mar 15 2009, 08:07 PM
პოსტი
#10
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
პილატე, ცოტა ისტორია რომ იკითხო ვოჩთაუერის გარდა აჯობებს
ციტატა მხოლოდ ერთს დავასახელებდი. მართლმადიდებელი ეკლესია, არ ვიცი თუ ეს იუზერი გარკვეულია ამაში, მაგრამ, როგორც ცნობილია მართლმადიდებელი ეკლესია "არ ცნობს" კათოლიკური ეკლესიის პაპიზმს მძიმედაა შენი საქმე ცოტა უნდა იკითხო ხოლმე მოკლედ რა... დაგიწერა სიკვდილამ და გაგიმეორებ 1054 წლამდე ჩვენ ყველა პაპს ვაღიარებთ და უამრავი ჩვენი წმიდანია ასე რომ მსგავსი აბსურდის წაკითხვის შემდეგ ვუერთდები მოწოდებას ციტატა ეკლესიის ისტორიის წიგნი, გადაშალე და გაიგებ, რა როდის დაიწყო. ხოლო თუ რამეში გეპარება ეჭვი დაასახელე თარიღი და გაგცემთ პასუხს კაიროსი! პ.ს. აბსურდები, რომ დაწერე უნდა თქვაო, არ ვიცოდი და ბოდიშიო, როცა სისულელეს დაწერთ, უნდა აღიაროთ ხოლმე -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
death |
Mar 15 2009, 08:08 PM
პოსტი
#11
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
pilate
ციტატა არსებობს მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვი (ხაზი) რომელიც თანამედროვე დროდან მოციქულებამდე მიგვიყვანდა? კი არსებობს, რომელიც მოციქულებიდან დღევანდელ დღემდე მოგვიყვანს. ციტატა არსებობს იმის დოკუმენტური მასალა, რომელიც მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვის არსებობას დაადასტურებდა? კი არსებობს, ესაა ეკლესიის ისტორია. ეხლა კითხვა, ჩემგან: შენ, როგორ ფიქრობ გაწყდა ეს ჯაჭვი სადმე და თუ გაწყდა სად? -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
pilate |
Mar 15 2009, 08:15 PM
პოსტი
#12
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,595 |
პილატე, ცოტა ისტორია რომ იკითხო ვოჩთაუერის გარდა აჯობებს დაგიწერა სიკვდილამ და გაგიმეორებ 1054 წლამდე ჩვენ ყველა პაპს ვაღიარებთ და უამრავი ჩვენი წმიდანია ასე რომ მსგავსი აბსურდის წაკითხვის შემდეგ ვუერთდები მოწოდებას კაიროსი! პ.ს. აბსურდები, რომ დაწერე უნდა თქვაო, არ ვიცოდი და ბოდიშიო, როცა სისულელეს დაწერთ, უნდა აღიაროთ ხოლმე კაიროს მეგობარო ჯერ კათოლიკებით დავიწყებო და მართლმადიდებლებზე თუ ას ემოკლედ დაიწყებდი და დაამთავრებდი არ მოველოდი... თურმე ისტორიის წიგნი ავიღო და გადავშალო? ეს იყო გაგრძელება იმ პოსტის? კონკრეტულად რომელ წიგნს გულისმოთ რომელიც თემაში შემოსულ შეკითხვებს სრულყოფილად სცემს პასუხს? მიმითითეთ რომ გადავშალო და წავიკითხო. პ.ს. ის რასაც მე ვწერ და ზოგჯერ სხვები, სავსებით არ არის აბსურდი. -------------------- ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს.
|
pilate |
Mar 15 2009, 08:30 PM
პოსტი
#13
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,595 |
pilate კი არსებობს, რომელიც მოციქულებიდან დღევანდელ დღემდე მოგვიყვანს. კი არსებობს, ესაა ეკლესიის ისტორია. ეხლა კითხვა, ჩემგან: შენ, როგორ ფიქრობ გაწყდა ეს ჯაჭვი სადმე და თუ გაწყდა სად? ნამდვილად, ადვილია მხოლოდ იმის თქმა რომ კი, არსებობს, კი არსებობს, კი არსებობს... აბა არ არსებობს? კი არსებობს.. გასაგებია თქვენი პასუხები.. პ.ს. შეკითხვებიც სწორედ ამას ეხებოდა: თუ არსებობს, რა ადასტურებს მას, სადაა ამის დოკუმენტური დასაბუთება. ხომ გთხოვეთ მიმითითოთ წიგნი რომელშიც ამ შეკითხვებზე სრულფასოვნად იქნებოდა გაცემული პასუხები. ისე არა: არსებობს, კი არსებობს... აბა არ არსებობს? -------------------- ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს.
|
death |
Mar 15 2009, 08:40 PM
პოსტი
#14
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
pilate
ციტატა შეკითხვებიც სწორედ ამას ეხებოდა: თუ არსებობს, რა ადასტურებს მას, სადაა ამის დოკუმენტური დასაბუთება. ხომ გთხოვეთ მიმითითოთ წიგნი რომელშიც ამ შეკითხვებზე სრულფასოვნად იქნებოდა გაცემული პასუხები. ისე არა: არსებობს, კი არსებობს... აბა არ არსებობს? ხომ დაგიწერე რა ასაბუთებს? ის უწყვეტი სწავლება, რომელიც მოდის მოციქულებიდან და მათი დანიშნული ეკლსიის წევრები, რომელიც უწყვეტად მოდის აქამდე. ხოლო დოკუმენტურად წმინდა გადმოცემაში და ისტორიაშია. რაც შეხება წიგნის მითითებას, ეს ეხლა წავიკითხე თუ ასე გნებავს მოგიძებნი რამეს. კომპიუტერშიც ვიპვე ერთი, მართალია ცოტა მოკლედ არის მაგრამ გასაცნობად გამოდგება: http://bin.ge/file/17624/istoria-tzerkvi-smirnov.rar.html -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
pilate |
Mar 15 2009, 08:47 PM
პოსტი
#15
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,595 |
pilate ხომ დაგიწერე რა ასაბუთებს? ის უწყვეტი სწავლება, რომელიც მოდის მოციქულებიდან და მათი დანიშნული ეკლსიის წევრები, რომელიც უწყვეტად მოდის აქამდე. ხოლო დოკუმენტურად წმინდა გადმოცემაში და ისტორიაშია. რაც შეხება წიგნის მითითებას, ეს ეხლა წავიკითხე თუ ასე გნებავს მოგიძებნი რამეს. კომპიუტერშიც ვიპვე ერთი, მართალია ცოტა მოკლედ არის მაგრამ გასაცნობად გამოდგება: http://bin.ge/file/17624/istoria-tzerkvi-smirnov.rar.html 'death' date კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ადვილია სიტყვების თქმა! მხოლოდ იმის თქმა რომ კი, არსებობს, კი არსებობს, კი არსებობს... აბა არ არსებობს? კი არსებობს.. ისტორია ამბობს, იქიდან მოდის, და მოვდივართ აქამდე.. არსებობს აბა არ არსებობს.. კი არსებობს... აბა არ არსებობს? გასაგებია თქვენი პასუხები.. პ.ს. შეკითხვებიც სწორედ ამას ეხებოდა: თუ არსებობს, რა ადასტურებს მას, სადაა ამის დოკუმენტური დასაბუთება. ხომ გთხოვეთ მიმითითოთ წიგნი რომელშიც ამ შეკითხვებზე სრულფასოვნად იქნებოდა გაცემული პასუხები. ისე არა: არსებობს, კი არსებობს... აბა არ არსებობს? -------------------- ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს.
|
death |
Mar 15 2009, 09:21 PM
პოსტი
#16
|
A P O L O G I S T ჯგუფი: Members პოსტები: 1,274 რეგისტრ.: 4-February 07 წევრი № 1,003 |
'death' date კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ადვილია სიტყვების თქმა! მხოლოდ იმის თქმა რომ კი, არსებობს, კი არსებობს, კი არსებობს... აბა არ არსებობს? კი არსებობს.. ისტორია ამბობს, იქიდან მოდის, და მოვდივართ აქამდე.. არსებობს აბა არ არსებობს.. კი არსებობს... აბა არ არსებობს? გასაგებია თქვენი პასუხები.. პ.ს. შეკითხვებიც სწორედ ამას ეხებოდა: თუ არსებობს, რა ადასტურებს მას, სადაა ამის დოკუმენტური დასაბუთება. ხომ გთხოვეთ მიმითითოთ წიგნი რომელშიც ამ შეკითხვებზე სრულფასოვნად იქნებოდა გაცემული პასუხები. ისე არა: არსებობს, კი არსებობს... აბა არ არსებობს? ეს დასტურდება მოცუქილებით, მათი მიმდინვრებით, იმათი მიმდევერებით და ა.შ. (ჩვენ და კათოლიკები მაშინ ერთიანი ვიყვავით) ეკლესიას ყოველ საუკუნეში ყავდა წმინდანები და თეოლოეგები. არასოდეს არ შეწყვეტილა ეკლესიის საქმიანობა. დაარსდა საპატრიარქოები, რომლებიც გამონაკლისების გარდა მუდმივად ინარჩუნებდნენ თავის სამწყსოს და რომელიც დიდდებოდა და იზრდებოდა გეომეტრიული პოგრესიით. დამისახელე პერიოდი, როდის არ არსებობდა ქრისტიანება? თუ ფიქრობ, რომ იყო პერიოდი როცა მარტო ერეტიკოსები იყვნენ და ქრისტიანები (ჩვენ) არ არსებებდნენ დაასახელე. შენ არ გინდა სიმართლის გაგება. შენ გინდა, რომ ეკლესია არ არსებობდეს, არ გინდა რომ ის მოციქულთა მემკვიდრე იყოს და ედები ეხლა რაღაც სისულელებს. სექტანტების მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ჭეშმარიტი მეცნიერებისგან შორს არიან. ყავთ ვიღაც, ნაკითხი ქურუმები და ამით თავს ბედნიერად გრძნობენ იგივე რომის ეკლესია აიღე, რომელიც ყოველთვის არსებობდა და ამის დასტურია თუნდაც ზემოთ მოყვანილი პაპების სია. დამისახელე ერთი ისტორიკოსი, რომელიც ამბობს, რომ პალვეს და სხვა მოციქულთა მიერ დაარსებული ეკლესიის შემდეგ, დაფიქსირდა წყვეტა ეკლესიაში? არ დავუჯეროთ ისტორიკოსებს? აბა ვის დავუჯეროთ? იქნებ ტრანსით და შიზოფრენიით შეპყრობილ რასელს მივამართოთ, რომელიც მარტო გონებრივ ონანიზმიში იყო პროფესიონალი ? სად არის ამის დოკუმკენტური დასაბუთება? სად და ისტორიოგრაფიაში რომ იყო ჩახედული გეცოდინებოდა, რომ ამის დოკუმენტური დასაბუთება ისტორიულ წყაროებშია. სხვაგან სად უნდა იყოს? ეხლა რა გინდა მოვყვე და აგიტვირთო ყველა ისტორიული მასალა რაც ქრისტინებს ეხება I საუკუნიდან მოყოლებული? სულ მცირე 1000 სქელტანიანი წიგნი მაინც გამოვა. თუ ეს საკითხი გაინტერესებს გაგიგებ ისტორიულ წიგნებს, შესაბამის საკითხზე. მაგრამ შენ ეგ რომ გაინტერესებდეს აქამდე იპოვიდი და წაიკითხავდი კიდეც -------------------- ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.
The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს" (გალ 5.1) |
lch |
Mar 15 2009, 10:03 PM
პოსტი
#17
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 616 რეგისტრ.: 10-May 08 წევრი № 4,780 |
ციტატა არსებობს მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვი (ხაზი) რომელიც თანამედროვე დროდან მოციქულებამდე მიგვიყვანდა? არსებობს იმის დოკუმენტური მასალა, რომელიც მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვის არსებობას დაადასტურებდა? ყოველნი პატიოსანნი ეპისკოპოსნი, მთავარეპისკოპოსნი, მიტროპოლიტნი და პატრიარქნი დადგენილ არიან სახედ და მემკვიდრედ იმ მოციქულთა, რომელნიც თვით უფალმან ჩვენვენმან იესუ ქრისტემ გამოირჩია... -------------------- "განა კაცია ტვინთხელა, ბევრს რომ ფარფატებს, ჰყვირისო. გვაშორე, ღმერთო, გვაშორე ერისთავობა ვირისო!"
|
KAIROS |
Mar 16 2009, 12:21 AM
პოსტი
#18
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ჯერ კათოლიკებით დავიწყებო და მართლმადიდებლებზე გაიგე ახლა, როდესაც ვსაუბრობთ ჯაჭვის არსებობაზე რომის ეკლესიაში, მათი დღევანდელი აღმსარებლობა სრულიად არაფერ შუაშია, ჯაჭვი შენარჩუნებულია, და მორჩა, ასე რომ როცა შეგეშალა, უნდა თქვა, კარგი საქციელი იქნება, თორე შენი პოსტი ნომერი 7 სრული აბსურდი იყო... დანარჩენზე ვაცლი სიკვდილას; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
pilate |
Mar 16 2009, 01:08 AM
პოსტი
#19
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 36 რეგისტრ.: 4-March 09 წევრი № 6,595 |
KAIROS-ის სიტყვები: - "მე ყურადღებას ჯერჯერობით რომის ეკლესიაზე შევაჩერებ"
KAIROS, მე არ შემშლია. და თუ შენი გადმოსახედიდან შემეშალა შენ, მაშინ მოდი შემოვაბრუნებ, შენ რაღატომ თქვი, ჯერჯერობით რომის ეკლესიაზე შევაჩერებო ყურადღებას? მაგრამ ამ ეტამზე არ დავწვრილმანდები ჯერ ჯერობით. შენს მიერ ჩამოთვლილი პაპების გრძელი სიის გარკვეულ მონაკვეთებს ერთად გავეცნოთ დ ვნახოთ თუ რა ისტორიულ ფაქტებს და დოკუმენტებს ემყარება ამ სიის არსებობა და სად არის ის ჩავარდნები (ფანჯარა) ეგრეთ წოდებული ჯაჭვის არ არსებობის. მერე არ თქვა, არა, მაგათ არ ვაღიარებთ ჩვენო. ჯერ მაინტერესებს, კიდევ რომელი ეკლესიის იერარქიას-ქრონოლოგიას მოიშველიებ მემკვიდრეების "უწყვეტობის" დასაბუთებლად. რომიცოდი ამ საკითხიდან შორს იდეგი, არ უნდა გეყვირა პირველს. ისე კი ის წიგნი სად გაქრა, გადაშალე და წაიკითხე თუ გინდა გაიგო და გაერკვიოო? დამისახელეთ კონკრეტლად, კიდევ ერთხელ გთხოვთ ადამიანებო, სად, რომელ წიგნშია ამ ეგრეთ წოდებული უწყვეტი ჯაჭვის არსებობა თანმიმდევრულად დასაბუთებული. რომელ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით ადასტურებთ? თუ რადგან ამბობთ ასეა ასე,არსებობს, აბა რათქმა უნდა.. არსებობს.. ეკლესია ხო არსებობს, ესე იგი არსებობს.. იცი მსოფლიოში რამდენი რელიგია, ეკლესია და დენომინაცია არსებობს? ყველა მასე ამბობს, ისტორია არსებობს, აბა არ არსებობს? სად არის? მხოლოდ სიტყვების თქმა, იოლია... გელოდებით, გამაცანით ეს ისტორიული დოკუმენტები, რის საფძველზეც თქვენ დაიჯერეთ ან დაგაჯერეს. თუ ვერ წარმომიდგენთ, მაშინ ისტრიის ფურცლებს თქვენთან ერთად გადავშლი, და გაწყდა თუ არა ეს ჯაჭვი და საერთოდ არსებობდა თუ არა გაგაცნობთ. lch-ის სიტყვები: - ყოველნი პატიოსანნი ეპისკოპოსნი, მთავარეპისკოპოსნი, მიტროპოლიტნი და პატრიარქნი დადგენილ არიან სახედ და მემკვიდრედ იმ მოციქულთა, რომელნიც თვით უფალმან ჩვენვენმან იესუ ქრისტემ გამოირჩია... lch, კი,მართალი ხარ, ყველა ეკლესია დღეს იგივეს ამბობს, კათოლიკებიც, პროტესტანტებიც და სხვებიც. თქმა ადვილია, დასაბუთება კი თურმე მთლად იოლი არ აღმოჩნდა როგორც ხედავ. იმის ძახილი რომ არსებობს არსებობს მხოლოდ სიტყვებად დარჩა სამწუხაროდ... პატიოსანი მორწმუნეადამიანების არსებობაა შენთვის ის ისტორიული ჯაჭვი ასე რომ ამბობთ, მოციქულების მემკვიდრეები ჩვენ ვართო? death-ის სიტყვები: "იგივე რომის ეკლესია აიღე, რომელიც ყოველთვის არსებობდა და ამის დასტურია თუნდაც ზემოთ მოყვანილი პაპების სია. დამისახელე ერთი ისტორიკოსი, რომელიც ამბობს, რომ პალვეს და სხვა მოციქულთა მიერ დაარსებული ეკლესიის შემდეგ, დაფიქსირდა წყვეტა ეკლესიაში?" death, ისტორიას და ისტორიკოსებს ცნოობ? ნუთუ ისტორიკოსების ნათქვამს დაიჯერებ? თუ მხოლოდ ეკლესიის მამების სიტყვებია შენთვის ისტორია? რასაც ეკლესიის მამები წერენ ის არის ისტორია თუ სხვა ისტორიკოსების ნაწერებსაც ცნობ? ხშირად მომისმენია სიტყვები, ვინ არის ეგ ისტორიკოსი, კათოლიკეაა? ჰაჰაჰა, კათოლიკე თუა მერე ჩვენ რაა? ჰაჰაჰა.. ვინ არის ეგ ისტორიკოსი, მართლმადიდებელია? არაა? მაშინ არ მჯერა, ჰაჰაჰა.. ვინ არის ეგ ისტორიკოსი, ათეისტი როა? ჰაჰაჰა.. ამ მხრივ როგორ არის საქმე? ჰაჰაჰა თუ ? კათოლიკე ისტორიკოსებისაც გჯერა თუ მარტო მართლმადიდებელი ისტორიკოსების? ან არარელიგიური ისტორიკოსის სიტყვების მიმართ როგორ ხარ? რადგან ამ საქმეში ჩახედულად სახელდები და ხალხი შენ გითმობს, დაგვისახელეთ, რომელი ისტორიკოსები, რომელი ისტორიული ფურცლები ადასტურებს იმას რომ მოციქულთა მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვი არსებობს? ნუთუ ასე გაგიჭირდათ იმის დასაბუთება ყველგან რომ თავდაჯერებით ამბობთ ხოლმე, ჩვენ მოციქულთა მემკვიდრეები ვართ, მხოლოდ ჩვენ ვართ მოციქულთა მემკვიდრეები, ჩვენ გვაქვს მათი ხელდასხმა და 2000 წლისაა ჩვენი სარწმუნოებიაო... კი არსებობს.. აბა არ არსებობს.... აბა ამდენი ეკლესია რომ არსებობს.. ესე იგი ვარსებიობთ.. ისტორია, დოკუმენტები და არა მხოლოდ სიტყვები: კი არსებობს, აბა არ არსებობს? აბა ელესია ხომ არსებობს... ესე იგი უწყვეტი ხაზიც არსებობს... აბა რაა არსებობს... აბა არ არსებობს? -------------------- ვისაც ჰგონია, რომ რაღაცა იცის, ჯერ კიდევ არაფერი ისე არ იცის, როგორც უნდა იცოდეს.
|
KAIROS |
Mar 16 2009, 05:23 AM
პოსტი
#20
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ჯერჯერობით რომის ეკლესიაზე შენ მაპატიე და მაგარი მწყრალად ხარ ისტორიასთან, რომის ეკლესია ნიშნავს რომის ეკლესიას! გაიგე? ანუ მოციქულთა დროს დაარსებულ ეკლესიას, და ამ მოციქულებრიობაზე საუბარი და არა კათოლიციზმი, გადაიკითხე ხანდახან რაც დაგიწერეთ ზემოთ! ციტატა მაშინ ისტრიის ფურცლებს თქვენთან ერთად გადავშლი, და გაწყდა თუ არა ეს ჯაჭვი და საერთოდ არსებობდა თუ არა გაგაცნობთ. ე, ბიჯო, გვიშველე შენ დაგიწერეს, დაასახელე სად გაწუხებს ეჭვები და ვისაუბროთ ფაქტებით, თორემ რა უნდა დაგისახელოთ მთელი მსოფლიო საეკლესიო ისტორია გინდა დაგიწეროთ მთელი თავისი წყაროებით თუ რავაა შენი საქმე?... ციტატა მე არ შემშლია. ვაა, შენც პაპი ხარ? სექტანტი კი ხარ, მაგრამ მე მაპატიე და შენზე მეტად გულწრფელ სექტანებს ვიცნობ, ან ჯიუტობ ან მაპატიე ისევ და უვიცობას ამჟღავნებ, ამიტომ მოდი შენს მეშვიდე პოსტში რამდენი აბსურდი დაწერე მოკლე სიას დაგიწერ: 1) უვიცობით უკავშირებ პაპიზმს რომის ეკლესიის დაარსებას და სამოციქულო ჯაჭვს, ნუ განუზომელი უმეცრებაა, რომის ეკლესიის XI ს.მდე პაპიზმად მოხსენიება და მით უმეტეს თქმა, რომ თურმე არ შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად ციტატა , მართლმადიდებელი ეკლესიის "მემკვიდრეების უწყვეტი ჯაჭვის" დასადასტურებლად ინტერნეტში განთავსებულ (ისტორიულ დოკუმენტაციას მოკლებულ) კათოლიკური ეკლესიის პაპების გრძელ ...სიას სისულელე და დაგიწერა მაგაზე სიკვდილამაც და მეც ციტატა 1054 წლამდე ჩვენ ყველა პაპს ვაღიარებთ და უამრავი ჩვენი წმიდანია 2) იგივე შეცდომა, რომელიც უამრავჯერ მეორდება და აღარ გავიმეორებ ყველას ციტატა მართლმადიდებელი ეკლესია "არ ცნობს" კათოლიკური ეკლესიის პაპიზმს და რა შუაშია აქ ისტორია 1054 წლამდე? ან თუნდაც შემდეგ აქ ხომ ჯაჭვურ ხელდასხმაზეა საუბარი და არა რაიმე დოგმატურ საკითხზე? 3) ციტატა მართლმადიდებელი ეკლესია არ ასწავლის რომ პირველი პაპი პეტრე იყო და რომ თითქოს ის ერთპიროვნულად მმართველობდა ეკლესიას ახალი აბსურდი ვინ გითხრა ეგ, რა პრობლემაა რომ რომის ეკლესიის დაარსება, როგორც ანტიოქიისა უკავშირდება პეტრეს? საქართველოს ანდრიას, და ა.შ.? შენ მოშნად ურევ ერთმანეთში პეტრეს მიერ რომის ეკლესიის დაარსების ფაქტს და 1000 წლის მერე წარმოშობილ პონტიფექს მაქსიმუსის ანუ რომის პაპის პრიმატის დოგმატურ კამათებს, ანუ ტყელამზე ზიხარ ამ საკითხში და არაო გაყვირი მოკლედ, ადექი ახლა და დაწერე რაიმე მაგალითი , სადაც დაასაბუთებ ჯაჭვის შეწყვეტას და გიპასუხებთ, თორე ახლა რომ ითხოვ მთელი ისტორია მომიყევითო, აბსურდია ეგეც, როგორც შენი ზემოდ განხილული ვაიპოსტი უკეთესობის იმედით; კაიროსი! პ.ს. მოყვასი გაპილატდა თუ პილატე გამოყვასდა? -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd May 2024 - 08:33 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი