IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V  1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
> ჩვენ ქრისტიანები გავხდით ნათლობის გამო, თუ ჩვენ ვართ მონათლულები იმიტომ რომ ვართ ქრისტიანები?
Misha Songulashvili
პოსტი Nov 20 2007, 05:54 PM
პოსტი #1


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ერთი კითხვა, მაქვს მაგრამ სანამ დავსვავდე, მინდა ყველას გთხოვოთ, რომ გაგებით მოეკიდოთ ჩემს თხოვნას და არ დაიწყოთ კამათი, არამედ დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება და ნუ დაიწყებთ ერთმანეთის გაკრიტიკებას, თუ შეგიძლიათ... ამ თემას ვხსნი არა იმისათვის, რომ ერთმანეთს რაიმე ვუმტკიცოთ, არამედ იმითვის, რათა გავიგოთ თუ როგორ იქნება აღქმული ეს შეკითხვა... აქვე დავამატებ რომ თქვენი აზრი ძალიან დამეხმარება ამ თემაზე უფრო მეტად საფიქრელად.
შეკითხვა კი ასე ჟღერს: ჩვენ ქრისტიანები გავხდით ნათლობის გამო, თუ ჩვენ ვართ მონათლულები იმიტომ რომ ვართ ქრისტიანები?
თუ დასმული შეკითხვა არ მოგეწონათ, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ...
მაგრამ კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გააკრიტიკებთ ერთმანეთის აზრს ამ თემაში... მივცეთ ერთმანეთს საშუალება დავაფიქსიროთ ჩვენი აზრი.
წინასწარ გიხდით მადლობას ყველას ვინც გაითვალისწინებს ამ თხოვნას და შეეცდება საკუთარი მოსაზრების შემოთავაზებას


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 20 2007, 06:05 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Misha Songulashvili
ციტატა
ჩვენ ქრისტიანები გავხდით ნათლობის გამო, თუ ჩვენ ვართ მონათლულები იმიტომ რომ ვართ ქრისტიანები?

შენ კითხვას ორი პასუხი აქვს:

დოგმატურად, ჩვენ ქრისტიანები ვხვდებით ნათლობის გამო, რადგან ნათლობისას ვუერთდებით წმ. ეკლესიას და ვხდებით ქრისტეს მისტიკური სხეულის ნაწილი

ამავე დროს, ქართულ რეალობაში (და არამხოლოდ ქართულში) მრავალნი ინათლებიან იმიტომ, რომ როგორც ამ ერის შვილები ისინი ისედაც თვლიან თავს ქრისტიანებად, ქრისტეს მიმდევრებად და ნათლობით ასე ვთქვათ "აფორმებენ" ამ რწმენას. თავისთავად, ეს მეორე ნაწილი ისედაც ყოველთვის ძალაშია, რადგან ადამიანი ჯერ ყალიბდება იმ აზრზე, რომ ის ქრისტეს მიმდევარია, ხოლო შემდეგ - ინათლება

ამიტომ, მე პირადად კონტრკითხვაც გამიჩნდა - ვის ეძახი ქრისტიანს? თუ იმას, ვისაც მხოლოდ წამს ქრისტესი (და ღმერთმა უწყის, როგორ და რანაირად, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ფორმით წამს) თუ იმას, ვინც არის ქრისტეს ეკლესიის წევრი, მეორედ შობილი წმ. სამების სახელით?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Nov 20 2007, 06:13 PM
პოსტი #3


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



კანონისტი
გაიხარე შენი პასუხისათვის smile.gif
ციტატა
ამიტომ, მე პირადად კონტრკითხვაც გამიჩნდა - ვის ეძახი ქრისტიანს? თუ იმას, ვისაც მხოლოდ წამს ქრისტესი (და ღმერთმა უწყის, როგორ და რანაირად, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ფორმით წამს) თუ იმას, ვინც არის ქრისტეს ეკლესიის წევრი, მეორედ შობილი წმ. სამების სახელით?

ამ კითხვაზე კი პასუხს ცოტა მოგვიანებით გაგცემ, რადგან ამ თემის ფორმატი თავიდანვე იქნა განსაზღვრული და დიალოგში არ მინდა რომ გადაიზარდოს ამ მომენტისათვის smile.gif

მოგმართავთ დანარჩენებსაც, მობრძანდით და გაგვანდეთ თქვენი შეხედულებები, თუ ეთანხმებით კანონისტის შეხედულებას მაგიც გვაცოდინეთ. ან თუ რაიმეს დაამატებთ, ან შესცვლით...


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Nov 20 2007, 07:36 PM
პოსტი #4


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ვეთანხმები კანონისტს დოგმატურ ნაწილში... პატარა დამატებით
ნათლობით კი არ ხდება ადამიანი ქრისტეს მისტიკური სხეულის ნაწილი, არამედ ამის შანსი ეძლვეა... გზა ეხნება ასევთქვათ..


კანონისტი

კონტრშეკითხვის კონტრშეკითხვა მაქ smile.gif
რა ბედი ეწია ჯვარზე გაკრულ ავაზაკს? ან წინასწარმეტყველ სიმონს ? (ასე ქვია თუ სწორად მახსოვს, კაცს რომელსაც გამოცხადებული ჰქონდა უფლისგან, რომ არ მოკვდებოდა სანამ ქრისტეს არ იხილავდა...)

აქვე მინდა დავძინო ჩემი აზრი ამ საკიტხთან დაკავშირებით... არის რაღაც რაც ადამიანის კომპეტენციებს საზღვრებს სცილდება... და რაც ადამიანისთვის შეუძლებელია (ან ეჩვენება შეუძლებლად), ის ღმერთისთვის შესაძლებელია ... ასე წერია თარვცდები...


პ.ს. მიშა უეჭველი გამიბრაზდება... რადგან თემის გადახვევის მცდელობასავით გამომდის biggrin.gif


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 20 2007, 07:39 PM
პოსტი #5


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Genesis
ციტატა
რა ბედი ეწია ჯვარზე გაკრულ ავაზაკს? ან წინასწარმეტყველ სიმონს ?

სიმონ ღვთის მიმრქმელი ძველი აღთქმის ნაწილია

რაც შეეხება ავაზაკს, იგი ეკლესიას შეუერთდა რწმენით, მაგრამ ეს სხვა მსჯელობის საკითხია

კითხვა, რამდენადაც გავიგე, მდგომარეობდა ნათლობისა და ქრისტიანად გახდომის ურთიერთმიმართებაში


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Nov 20 2007, 07:40 PM
პოსტი #6


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



Genesis
მაგაზე პასუხს, კანონისტმა თქვა მოგვიანებით გავცემო... ხომ დავწერე კონტრშეკითხვები და შეკითხვები ცოტა შემოინახეთ თქო mad.gif


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-bana
პოსტი Nov 20 2007, 07:41 PM
პოსტი #7


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 401
რეგისტრ.: 24-August 07
წევრი № 2,639



Misha Songulashvili

ადამიანი თავისი ნათლობით ადასტურებს რომ იგი ქრისტიანია, ანუ გამოდის რომ იმიტომ ინათლება რომ უკვე ქრისტეს მიმდევარია...ორაზროვანი კითხვაა, ზუსტად არ ვიცი რომელს დავეთანხმო,ცალ-ცალკე ორივე სიმართლეა.. თუმცა უნდა აღინიშნოს რომ მოუნათლავი ადამიანი ქრისტიანი არაა და ინათლება იმიტომ რომ გახდეს ქრისტიანი,გამოდის რომ "ჩვენ ქრისტიანები გავხდით ნათლობის გამო..." მე ეგრე ვფიქრობ.. unsure.gif


--------------------
უფალო შემიწყალე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Genesis
პოსტი Nov 20 2007, 07:56 PM
პოსტი #8


მივაფსი კრემლს
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,902
რეგისტრ.: 11-November 07
მდებარ.: mtskheta
წევრი № 3,150



ვართ მონათლულები, იმიტომ რომ ვართ ქრისტიანები...


--------------------
ღმერთმა ყველაფერი იცის...
ადამიანმა კი უკეთ იცის, თუ რა იცის ღმერთმა...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Nov 20 2007, 08:01 PM
პოსტი #9


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ana-bana
Genesis
დიდი მადლობა თქვენი მოსაზრებისათვის!
და დანარჩენები სად არიან, მაინცდამაინც რაგაც საშინელება უნდა დავცერო რომ ყველა ერთად დამეხვიოს ??? biggrin.gif


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ana-bana
პოსტი Nov 20 2007, 08:03 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 401
რეგისტრ.: 24-August 07
წევრი № 2,639



Misha Songulashvili
ისე თუ საიდუმლო არ არის ხომ ვერ მეტყვი ეგ კითხვა სადმე იპოვე თუ შენ გაგიჩნდა?


--------------------
უფალო შემიწყალე...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Nov 20 2007, 08:10 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



კითხვა ვერ გავიგე ამიტომ პასუხსაც ვერ დავწერ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Nov 20 2007, 08:35 PM
პოსტი #12


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



solomony
ციტატა
ჩვენ ქრისტიანები გავხდით ნათლობის გამო, თუ ჩვენ ვართ მონათლულები იმიტომ რომ ვართ ქრისტიანები?

კითხვა ასე ჟღერს, თუ რაიმენაირად კითხვას გადააკეთებდი ისაც დაწერე... მოკლედ შეგიძლია კითხვაც გააკრიტიკო თუ არ მოგწონს
თუ არც იდეა არ გაქვს ამის შესახებ, მაშინ მადლობა რომ წაიკითხე wink.gif


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Nov 20 2007, 09:42 PM
პოსტი #13


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ისე ბავშვობაში გვნათლავენ ხოლმე წესით wink.gif და ამიტომ
ციტატა
მონათლულები იმიტომ რომ ვართ ქრისტიანები?
მშობლები არიან ქრისტიანები ან უკანასკნელი (მოდის გამო) რაც არ უნდა საკვირველი იყოს....წაბაძვა დაარქვი ან რავი მე რაც გინდა
ციტატა
ჩვენ ქრისტიანები გავხდით ნათლობის გამო
ნუ რაღაცეები რომ გავხდით ჰოო მარა ქრისტიანები თქვა ვერ გეტყვი ნათლობას ხომ რაღაც აკისრია არაა..ხოდა ცხოვრებაში როგორ იცხოვრებ აი ეგ იქნება ნათელი მაგალითი ქრისტიანობისა ჩემი აზრი ეს გახლავთ პატივცემულო მიშა :მოკლეჭკუა: biggrin.gif



--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Nov 20 2007, 09:45 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



დაახლოებით 21 წელი ვიყავი მონათლული მაგრამ არ ვიყავი ქრისტეანი smile.gif

მომნათლეს იმიტომ რომ მოდაში იყო...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Nov 20 2007, 09:47 PM
პოსტი #15


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა
დაახლოებით 21 წელი ვიყავი მონათლული მაგრამ არ ვიყავი ქრისტეანი

მომნათლეს იმიტომ რომ მოდაში იყო...
აი პასუხი კონკრეტულად იმაზე რაც მე დავწერე wink.gif მეც ასევე ზუსტად 22 წელი sad.gif დიდი დროა


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Nov 21 2007, 12:13 AM
პოსტი #16


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



Misha Songulashvili
ნათლობა ბეჭედია დამამტკიცებელი ჩვენი ქრისტიანობისა. smile.gif
ნათლობის გარეშეც შეიძლება გიყვარდეს ქრისტე და მისი მოძღვრების მიმდევარი იყო, მაგრამ ნათლობის გარეშე ქრისტიანობა ვერ იქნება სრული.
რადგან სწორედ ნათლობისას გადმოდის სულიწმინდა და ხდება ადამიანის ეკლესიასთან თანაწევრობა.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Nov 21 2007, 01:20 AM
პოსტი #17


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



დათიკო
ციტატა
ქრისტიანობა ვერ იქნება სრული.

არასრული ქრისტიანი თუ შეიძლება რომ იყოს? რას გულისხმობდით ვერ მივხვდი...
ანუ ცოტას ხომ ვერ გაავრცობდით?

და ხალხს მოვუწოდებ რომ ცოტა გააქტიურდეს, როგორ დავიჯერო რომ იდეა არ გაქვთ sad.gif


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Nov 21 2007, 01:29 AM
პოსტი #18


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ციტატა
ნათლობის გარეშე ქრისტიანობა ვერ იქნება სრული.

ვერც ნათლობის შემდეგ არის ქრისტიანობა სრული smile.gif
აუცილებელია ნათლობა, მაგრამ არასაკმარისი პირობაა...
პ.ს. ბოდიში რომ შემოვიჭერი.. ეხლავე გავიძურწები.. biggrin.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Misha Songulashvili
პოსტი Nov 21 2007, 01:31 AM
პოსტი #19


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



ketino
მოიცა შემოჭრა რას ქვია? biggrin.gif ეს თემა იმისთვისაა რომ ხალხმა მოსაზრება გამოსთქვას tongue.gif

ცოტა განავრცეთ და ჩამოაყალიბეთ თქვენი აზრები


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Nov 21 2007, 03:26 AM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ზოგადად ვიტყვი თუ ადამიანი არ მოინათლება ის ვერ იწოდება მართლმადიდებელ ქრისტიანად.ამის შესახებ უფალი საუბრობს ნიკოდიმოსთან და სხვა დროსაც.ხოლო იმას თუ ადამიანი როგორ ასრულებს თავის აღთქმას რომელსაც დებს ნათლობისას უფლის წინაშე "შეუდგები ქრისტესა-შეუდგები,განეშორები სატანას და ყოველთა საქმეთა მისთა-განვეშორები"ეს თითოეულ ადამიანზეა დამოკიდებული.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V  1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 07:23 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი