რა აბრკოლებს მორწმუნეს მოძღვარში?, ახდენს ეს თუ არა ზემოქმედებას ვინმეს ეკლესიურ ცხოვრებაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
რა აბრკოლებს მორწმუნეს მოძღვარში?, ახდენს ეს თუ არა ზემოქმედებას ვინმეს ეკლესიურ ცხოვრებაზე |
დეკ. ირაკლი |
Jan 14 2008, 09:53 PM
პოსტი
#1
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
იყო პერიოდი სულ ახლო წარსულში,როდესაც ხშირად გაიგებდით(ვინც კომუნისტურ რეჟიმს ზრდასრული შეესწრო) "მღვდელმა მარხვაში ხორცი ჭამაო,მღვდელი ".... და სხვა მრავალი.მაინტერესებს ვინ რამდენად ბრკოლდება ამით!რამდენად მოქმედებს ეს ადამიანის შინაგან სულიერ მხარეზე! არი შეხედულებები რაც შეიძლება ვინმეს აბრკოლებდეს მაგრამ ზოგადად ეს არ იყოს პრობლემა!რას ფიქრობთ?
|
მნათე |
Jan 14 2008, 10:00 PM
პოსტი
#2
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
მამა ირაკლი
მე ვფიქრობ, რომ ადამიანი, რომელიც ოდნავ მაინც ერკვევა ქრისტიანული ეკლესიის ცხოვრებაში არ დაბრკოლდება და არც ბრკოლდება... მაგრამ როგორც ქრისტე ბრძანებს, ჩვენი კეთილი საქმეების ნათელი ყველაზე უკეთესი მისიაა, მღვდელი კი გამომდინარე მისი მდგომარეობიდან ყველაზე მეტად ჩანს... ჩემი აზრით გარეგნული მხარის მოწესრიგება მრევლის გაზრდისა და არ დაბრკოლებისთვის კარგი დასაწყისია ერთია დასაზუსტებელი: მღვდელი არ არის ეკლესიის სახე, ის მხოლოდ მისი სისავსის ელემენტია... შესაბამისად ჩვენი დამოკიდებულება ეკლესიისადმი, მისი ზნეობისა და შინაგანი სემანტიკისადმი არ უნდა იზომებოდეს მღვდლის ამა თუ იმ ქმედებასთან დამოკიდებულებით.... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
guest |
Jan 14 2008, 10:14 PM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მამა ირაკლი,
ამ საკითხზე ზოგადად ლაპარაკი ალბათ ძნელია, იმიტომ რომ ყველას თავისებური მსოფლმხედველობა გააჩნია ამ თემის ირგვლივ, რაც სხვას აბრკოლებს, იქნებ ჩვენ არა და პირიქით. მე ასეთით არ დავბრკოლდები,მაგრამ შევეცდები ვილოცო იმ სასულიერო პირზე მე ცოდვილმა, რომ ასე განსჯის საგანი არ გახდეს, რაც მეტად უსიამოვნოა. პ.ს. მამაო, მე სერბეთის ეკლესიის მრევლი ვარ და იცით იქ როგორი წესია მოძღვარზე მისალმების? "Бог помогао, оче!" - ანუ : "უფალი შეგეწიოთ, მამაო". ამაზე ხშირად ვფიქრობ, ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია. ანუ, მისალმებისას ჩვენც გამოდის რომ ვლოცავთ მოძღვარს, მე ასე მგონია ,ამას ნიშნავს ეს მიმართვა. მერე კი ჩვეულებრივ, დამლოცეთ მამაო და ა.შ. |
ლილიანა |
Jan 14 2008, 10:19 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ეკელსიური ცხოვრების პირველ ნაბიჯებზე მყოფი ადამიანისთვის მსგავსი ფაქტები დამაბრკოლებელია
staywhite არაერთი ქართველი მოძღვარი ვიცი რომელიც დიდი სიხარულით ეგებება მრევლისგან დალოცვას -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
alter ego |
Jan 14 2008, 10:23 PM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 38 რეგისტრ.: 14-January 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 3,630 |
იყო პერიოდი სულ ახლო წარსულში,როდესაც ხშირად გაიგებდით(ვინც კომუნისტურ რეჟიმს ზრდასრული შეესწრო) "მღვდელმა მარხვაში ხორცი ჭამაო,მღვდელი ".... და სხვა მრავალი.მაინტერესებს ვინ რამდენად ბრკოლდება ამით!რამდენად მოქმედებს ეს ადამიანის შინაგან სულიერ მხარეზე! არი შეხედულებები რაც შეიძლება ვინმეს აბრკოლებდეს მაგრამ ზოგადად ეს არ იყოს პრობლემა!რას ფიქრობთ? ხშირად მომისმენია მეც, გნსაკუთრებით მარხვაში, როცა რაიმე არასამარხო საკვებს მთავაზობენ ხოლმე ზოგ ოჯახში... მსგავსი არგუმენტი ძალიან მაუხერხულებს. -------------------- "არა თუმცა უფალმან აღაშენა სახლი, ცუდად შურებიან მაშენებელნი მისნი; არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილნი მისნი..."
|
მნათე |
Jan 14 2008, 10:27 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ხშირად მომისმენია მეც, გნსაკუთრებით მარხვაში, როცა რაიმე არასამარხო საკვებს მთავაზობენ ხოლმე ზოგ ოჯახში... მსგავსი არგუმენტი ძალიან მაუხერხულებს. ასეთ მომენტში მე შევექცევი ხოლმე არასამარხო საკვებს, სიყვარული და არ დაბრკოლება ყველაზე მაღლა დგას -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
guest |
Jan 14 2008, 10:31 PM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
რათქმაუნდა ლილიანა, მაგრამ მე ის ავღნიშნე, რომ იქ სახელდობრ მისალმების წესია ეგ, და ძალიან საინტერესოდ მიმაჩნია.
ჩემი აზრით კი, წესით გარემო არ უნდა გვაბრკოლებდეს, დაახლოებით ისე, როგორც მნათემ აღნიშნა. ნეტავ შევძლებდე "ნამდვილ " და სრულყოფილ ეკლესიურ ცხოვრებას, და გარემოს არანაირად არ ექნება გავლენა, ყველაზე დიდი დაბრკოლება ხომ საკუთარი თავია. |
დეკ. ირაკლი |
Jan 14 2008, 10:34 PM
პოსტი
#8
|
Member ჯგუფი: მოძღვარი პოსტები: 608 რეგისტრ.: 10-August 07 მდებარ.: Tbilisi წევრი № 2,589 |
ადრე რომელი დროც დავწერე უშიშროების სამსახურსში იყო სპეციალური განყოფილება, მგონი რელიგის საკითხთა(ეს უფროსი სამღვდელოებისაფან ვიცი),რომლის მუშაობის ზოგადი მიზანიც იყო ხალში სასულიერო პირთა ავტორიტეტის დაცემა!საამისოდ ბევრ რამეს აკეთებდნენ! საერთოდ საბოლოო რეზოლუციას ისინი ადებდნე ვის მიიღებდნენ სასულიერო სემინარიაში,ვის აკურთხებდნენ და ა.შ
ხო ,ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე,რომ დღეს ზოგიერთი სასულიერო პირი თვითონ გვარცხვენს,თუ კი ამას ადრე უშიშროების მუშაკები დავალებით ასრულებდნენ! ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს და ამით შეიძლება ხალხში სასულიერო პირთა მიმართ უნდობლობა დათესონ! რამდენად დამაბრკოლებელი აღმოჩნდება ეს ერისათვის? |
S a l l y |
Jan 14 2008, 10:35 PM
პოსტი
#9
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
სამწუხაროდ,შვნიშნე ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანები ძალიან ბრკოლდებიან
მაგალითად,ჩემა ახლო ნათესავმა ამას წინათ აღნიშნა:როგორ უნდა მჯეროდეს მოძღვრის როცა ვხედავ რომ ჩემს თვალწინს თვრება და დედას იგინებაო ....მერე კი იტყვის თრობა და გინება ცოდვააო... კიდე ბევრი ასეთი არგუმენტი მომიყვანა,რატომაც არ სჯეროდა სასულიერო პირებისა.. ვერ შევძელი სიტყვით გამექარწყლებინა მისთვის ასეთი სავალალო წაროდგენა მოძღვრებზე... -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
guest |
Jan 14 2008, 10:39 PM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
საკმაოდ დამაბრკოლებელი იქნება , მე ასე ვფიქრობ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მრევლი იყოფა : "ასეთთა დამცველებად" და "ასეთთა განმკითხველად", რაც თავისმხრივ უკვე უსიამოვნო ფაქტია.
ასეთი "ინციდენტები" ყველა ეკლესიაში იქნება, მითუმეტეს მართლმადიდებლურ მიწათა უმრავლესობა ძველკომუნისტური სახელმწიფოებია და იქაც იგივე პრობლემები იყო, როგორც საბჭოეთის დროს. |
მნათე |
Jan 14 2008, 10:41 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ადრე რომელი დროც დავწერე უშიშროების სამსახურსში იყო სპეციალური განყოფილება, მგონი რელიგის საკითხთა(ეს უფროსი სამღვდელოებისაფან ვიცი),რომლის მუშაობის ზოგადი მიზანიც იყო ხალში სასულიერო პირთა ავტორიტეტის დაცემა!საამისოდ ბევრ რამეს აკეთებდნენ! საერთოდ საბოლოო რეზოლუციას ისინი ადებდნე ვის მიიღებდნენ სასულიერო სემინარიაში,ვის აკურთხებდნენ და ა.შ ხო ,ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე,რომ დღეს ზოგიერთი სასულიერო პირი თვითონ გვარცხვენს,თუ კი ამას ადრე უშიშროების მუშაკები დავალებით ასრულებდნენ! ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს და ამით შეიძლება ხალხში სასულიერო პირთა მიმართ უნდობლობა დათესონ! რამდენად დამაბრკოლებელი აღმოჩნდება ეს ერისათვის? აღმოჩნდება მამაო ცხადია, საზოგადოება ნომენკლატორულ და ბუტაფორიულ აზროვნებას შეეცვია, არსობრივში კვლევა არავის სურს, მარტივად უდგებიან ყველა რელიგიურ თემას... ეკლესიამ ამბიონიდან რაც შეიძლება ხშირად უნდა განაცხადოს რომ "მღვდელი არ არის ეკლესიი სახე" და რომ "ეკლესია თავად არის უფალი" აგრეთვე "თქვენ ყველა სამეუფეო სამღვდელოებას წარმოადგენთ" და იქნებ მაშინ მაინც შევიდეს ზოგიერთი უსაგნო კრიტიკისა და ნიჰილისტის თავში, რომ მღვდლის პიროვნების როლი ეკლესიაში დიდია, მაგრამ საბოლოო სიტყვას ამბობს სულიწმიდა... ამასთან ეპისკოპალური ხარისხის როლის ზრდა ბევრ პრობლემას გადაჭრის, ამ მხრივ მივესალმები ახალი ეპარქიების გამოყოფასა და შესაბამისად სამღვდელმთავრო ხარისხის გამრავლებას, აუცილებელია ეპარქიის თითოეულ წევრს რაიმეგვარი კონტაქტი მაინც ქონდეს ეპისკოპოსთან.... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
guest |
Jan 14 2008, 10:46 PM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
მაეასი,
მართალი ხარ შენ, მაგრამ ის შენი ახლობელი არც ისე, იმიტომ რომ მოძღვრამდე არის სხვა რაღაც, რაც უნდა გჯეროდეს და თუ მოძღვარი სცოდავს, მისთვის უნდა ილოცო და არა წიხლი კრა განკითხვით (მემთვრალეობა, გინება და ასეთებზე ვამბობ, და არა რაღაც დოგმატურ გადახვევებზე ცხადია,ეს სხვების კომპეტენციაა). ჩემთვის მამა მარკოს ხშირად უთქმია მსგავსი პატერიკი, რაც მღვდელტა განკითხვას ეხება: წარმოიდგინეო, ხარ უდაბნოში, წყურვილი გკლავს, და უცებ მიადექი ჭას, სადაც დგას კაცი, და ჭურჭლით იღებს ჭიდან წყალს და მწყურვალ-დავდომილთ აწოდებს, განა შენო დაგაინტერესებს იმ მომენტში ეს კაცი ვინაა? ანუ ეგება ლოთია, მოჩხუბარია, მკვლელიც ეგება? არა, შენ მხოლოდ წყალს რომ დალევ ეგ არის შენთვის მთავარი. განკითხვით კი შეიძლება უარეს დღეში აღმოჩნდეს , უსასოოდ იგრძნოს თავი და უფრო გადაეშვას ცოდვაში. სასულიერო პირებიც ხომ კაცნი არიან, ფლობენ ვნებებს, ისინიც იბრძვიან, არ ჯობია განკითხვის მაგივრად იქნებ შევეწიოთ, იქნებ ვკითხოთ რა აწუხებთ? მერე რა რომ მოძღვარია, სწორედაც ამიტომ უნდა ვკითხოთ, რომ ჩვენი მოძღვარია და გვიყვარს. ალბათ გაგაგებინეთ რისი თქმა მინდა. |
S a l l y |
Jan 14 2008, 11:01 PM
პოსტი
#13
|
infinity... ჯგუფი: Members პოსტები: 9,631 რეგისტრ.: 11-September 06 მდებარ.: Sallylandia წევრი № 182 |
მაეასი, მართალი ხარ შენ, მაგრამ ის შენი ახლობელი არც ისე, იმიტომ რომ მოძღვრამდე არის სხვა რაღაც, რაც უნდა გჯეროდეს და თუ მოძღვარი სცოდავს, მისთვის უნდა ილოცო და არა წიხლი კრა განკითხვით (მემთვრალეობა, გინება და ასეთებზე ვამბობ, და არა რაღაც დოსმატურ გადახვევებზე ცხადია). ჩემი ახლობელი იმ კატეგორიას მიეკუთვნება,ვინც ცდილობს გაარკვიოს ღმერთის არსებობის ჭეშმარიტება,ამ დროს მოჰყავს ეკლესიური ცოლი,რომელიც ძალიან ახლოსაა მის მოძღვართან და ეკლესიურად ცხოვრობს..რა თქმა უნდა,უჩნდება ინტერესის გრძნობა რას ქადაგებს ჩვენი სარწმუნოება რამდენად ჭეშმარიტია იგი.. ამ დროს აწყდება ასეთ ფაქტებს და გითხრა სიმართლე ვერც გავამტყუვნებ რომ ეჭვი უჩნდება... ეს ამხელა ისტორია იმიტომ მოვყევი,რომ ეკლესიში ახლად მისული ან ამის მსურველი გაფართოებული თვალებით შესცქერის როგორც მოძღვრებს,ისე ყველა ეკლესიურს... და ძალიან ხშირად ბრკოლდება თუ რომელიმეს რაიმე ''შეეშალა''. სამწუხაროდ,ძალიან ბევრ ასეთ ფაქტს ვაწყდები -------------------- Я хочу безумно жить: Всё сущее - увековечить, Безличное - вочеловечить, Несбывшееся - воплотить! I'm selfish, impatient, and a little insecure. I make mistakes, I am out of control, and at times hard to handle. But if you can't handle me at my worst, then you sure as hell don't deserve me at my best.. |
დავით ივერიელი |
Jan 14 2008, 11:06 PM
პოსტი
#14
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
აბსოლუტურად სწროი მიდგომაა სახარებისეული: "ესრედ ბრწყინავდეს ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რათა იხილონ საქმენი თქვენი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასა"
თუმცა სამწუხაროდ დღეს დგას ერთი პრობლემა... დღეს ადამიანი მიდის ეკლესიაში და სულს აბარებს მღვდელს (ხემძღვანელს)..... ბევრი მიდის იმ განწყობით, რომ მღვდელი უკვე ნაცხოვნებია და ჩვენს გაგვიყვნას სამშვიდობოზე... აი, სწორედ აქ გვავიწყდება, რომ მღვდელიც უბრალო ადამიანია... როდესაც ვხედავთ მის შეცდმოებსაკუთარ თავში ვუშვებთ აზრს: მე როგორ უნდ გადამარჩინოს თვითონ მარხვა ვერ დაუცვია.. ან მამაომ არხვას არ იცავს და ე.ი. არაა საჭირო... ასეთი აზრებით ბრკოლდება სწორედ გამოუცდელი ადამიანი... თუ კარგად დავაკვირდებით ჩვენი ეკლესია გვასწავლის, რომ ჩვენ უნდა დავემსგავსოთ ქრისტეს და სწორედ ამისთვის დაიწერა სახარება... ჩვენ კი გულუბრყვილოდ გვგონია, რომ მოძღვარი უკვე ჰგავს ქრისტეს და სახარების მაგივრად ვიყენებთ მას... და თითქოს ვცდილობთ მოძღვრის საშუალებით დავემსგავსოთ ქრისტეს... ჩვენ შეიძლება მივიღოთ მოძღვრისგან გამოცდილების გაზიარება, მაგრამ ნებისმიერ მოძღვარს (თუ ერის კაცს) ზნეობაზე საუბარი უფალმა დაასწრო*სახარეაბში)... უიმე რაები ვიბოდიალე... მოკლედ ჩემი აზრი ასეთია ჩვენ უნდა ვიფიქროთ ქრისტეზე და არა მოძღვარზე... მოძღვარი იმისთვისაა, რომ განგვიმარტოს ის რაც არ გვესმის... სახარეაბში ყვეალფერია -------------------- მერე რა რომ . . .
|
guest |
Jan 14 2008, 11:16 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 6,611 რეგისტრ.: 7-June 07 წევრი № 2,127 |
ჩემი აზრით, დიდი ხნის უკვე სულიერ შვილებს სულიერმა მამამ შეიძლება საკუთარზეც უთხრას რაიმე, მხოლოდ "გამოცდილებს" ცხადია. ჩემთვის რამდენჯერმე უთქვამს ჩემს მოძღვარს, როცა არასააღსარებო ვითარებაში მიყვედრია თავი, რომ მაგალითად ლოცვა მიჭირს, მას უთქვამს, რომ ასე შეიძლება მასაც დამართნია და ჯერ თავს უნდა დავაძალოთ, სანამ ეს "ნორმალური" და ნამდვილი ლოცვის სახეს მიიღებს. მე ამაში ცუდს ვერ , ვხედავ, პირიქით, უფრო მინდება ლოცვა, რომ ის მოვიხსენიო და მისი გაძლიერება ვთხოვო უფალს... სხვისი არ ვიცი...მე კი ის ისეთი მიყვარს, როგორიც არის და ცრემლები მადგება თვალებზე, როცა ვხედავ რომ ჭაღარა უფარავს თავს და დრო ეტყობა მე მან გადამატანინა ჩემი უთვისტომობა
|
ნათია |
Jan 14 2008, 11:18 PM
პოსტი
#16
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
staywhite
ციტატა მე კი ის ისეთი მიყვარს, როგორიც არის და ცრემლები მადგება თვალებზე, როცა ვხედავ რომ ჭაღარა უფარავს თავს და დრო ეტყობა მე მან გადამატანინა ჩემი უთვისტომობა ვამაყობ, რომ ასეთი ნათლია მყავს -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მნათე |
Jan 14 2008, 11:38 PM
პოსტი
#17
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა სახარეაბში ყვეალფერია არ მიმაჩნია სწორად... ეკლესიაშია ყველაფერი წმიდა გადმოცემაც ხომ თანაბარია? მათი სინთეზური აღქმა უნდა გახდეს აზროვნების დასაბამი... -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Lenus |
Jan 14 2008, 11:40 PM
პოსტი
#18
|
ექს-მტყუან-მოდერატორი ;) ჯგუფი: Members პოსტები: 1,446 რეგისტრ.: 9-March 07 წევრი № 1,315 |
დამლოცეთ მამაო.,
მე ვიცნობ ისეთ ხალხს ვინც ამ სამსახურში მუშაობდა კომუნისტების დროს და გამოგიტყდებით ზოგერთი მათი ხრიკებიც კი ცნობილია ჩვენთვის. მთავარი იარაღი რასაკვირველია ჭორებია. პატრიარქიდან დაწყებული, უბრალოდ მღვდლით დამთავრებული. და გვინდა თუ არა, მღვდელი გვევლინება ე.წ. "ელჩად" ქრისტიანობისა ერში და მის ნებისმიერ საქციელს რექგირება მოჰყვება, ან დადებითი ან უარყოფითი. დღესდღეობით, არ ვიცი ნებით თუ უნებლიეთ, მოძღვრების დისკრედიტაცია ხდება ცოტა არ იყოს "გამოცდილი" ქრისტიანების მიერაც, რომლებსაც მოძღვრებზე ჭორაობა ერთობ შესაქცევ საქმედ გადაუქცევიათ. ასეთი მრავლად შემხვედრია და გული მტკენია ყოველთვის. თითქოს ასეთი ადამიანი ქრსიტიანობას და ეკლესიის სიწმინდეს ემსახურება, მაგრამ სინამდვილეში ასეთი საქციელის უკან სხვა მიზნები უნდა იმალებოდეს, ან საკუთარი თავსი წარმოჩენა, ან ზოგადად მოძღვრობის დაკნინება-დისკრედიტაცია. მე გავკადნიერდები და ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი ზოგადად, რა აბრკოლებს ძირითადად არაეკლესიურ ხალხსაც. პირველ რიგში, სიგარეტის მოწევა მღვდლის მიერ, და მარხვის გატეხა. მგონი არ გვავიწყდება რომ ერისკაცნი, თუნდაც ურწმუნონი, დიდი ყურადღებით აკვირდებიან მოძღვრების საქციელს და მოძღვრის დიდი ამოცანაა რომ ამ "გამოცდას" გაუძლოს და რაც ადამიანური ჩვევა ან სიტყვით, ან საქმით, უნდა გამოემჟღავნებინა, ასეთ ხალხთან თავი შეიკავოს ზედმეტი "გახსნისგან". მაგრამ, საბოლოოდ მინდა დავასკვნა რომ როდესაც ადამიანის გაცნობა მინდა ხოლმე თავიუსუფლად შესაძლეებლია მოძღვრებზე ჩამოაგდო თემა და ეკლესიაზე. ვინაიდან იმის მიხედვით თუ როგორ აფასებს ადამიანი მოძღვარს, სწორედ ამ ადამიანის შეფასება შეიძლება, და თითქმის შეუმცდარად. საბოლოოდ, ადამიანი რომელიც მოძღვარს პატივს სცემს, ღმერთსაც პატივს სცემს გულში, თუნდაც მაზიარებელი არ იყოს. -------------------- "ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)
აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე! |
დავით ივერიელი |
Jan 14 2008, 11:44 PM
პოსტი
#19
|
Illuminatus ჯგუფი: Members პოსტები: 1,988 რეგისტრ.: 27-July 06 მდებარ.: L.o.r.i.e.n. წევრი № 21 |
ციტატა წმიდა გადმოცემაც ხომ თანაბარია? შვილო მე ზნეობაზე მაქვს საუბარი ციტატა ეკლესიაშია ყველაფერი ლოლ... რომელ ერთში? -------------------- მერე რა რომ . . .
|
kato_Bato |
Jan 15 2008, 12:39 AM
პოსტი
#20
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
დამლოცეთ მამაო.
მე ეს ფრაზები "იმ მოძღვარმა ეს ქნა.. და ეს მოძღვარი ასეთია.." ძალიან მაგონებს ბავშვობაში ხშირად ნათქვამს: "აბა, იმან რომ გააფუჭა? მე რატომ მიბრაზდებით?" და ასეთი ტიპის თავის გასამართლებელ ფრაზებს. რომელიც ძირითადად ან ჯიბრითაა გაპირობებული ან კიდევ დანაშაულის გრძნობის მიჩქმალვის სურვილით საკუთარ თავში. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიყავი. მაგრამ, მგონია, რომ ადამიანთა დიდი ნაწილი (ღმერთო დამიფარე განკითხვისგან) არა მარტო სულიერად არ იზრდება ფიზიკურ ზრდასთან ერთად, არ იზრდება გონებრივად, აზროვნებაში, პასუხისმგებლობაში... და არც აქვს ამისი სურვილი, იმიტომ რომ ასეც კარგად გრძნობს თავს. არ გაუგია მეტი ეკლესიაზე ვიღაცის მონაჭორის გარდა და სურვილიც არ აქვს. რატომ შეიწუხოს თავი? არ ადარდებს უბრალოდ, მტყუანი რომ აღმოჩნდეს. იმიტომ რომ ამისთვის ადამიანს სხვა რამეები სჭირდება. ამისთვის ზრდასრულ ადამიანად ჩამოყალიბებაა საჭირო და ბევრს აქვს დღეს ეს ფუფუნება? ასეთი ადამიანები ხშირად მისვამენ ამგვარ შეკითხვას : "და შენ გინდა მითხრა რომ სამოთხეში თუ მოვხვდები არც ხორცი მექნება, არც ხელი არც ფეხი? და იქნებ მინდა მქონდეს ეს ყველაფერი? და ვიფრენ?" (და ყურადღებას ფიზიკურ "ღირსებებზე"ამახვილებს) და სხვა მრავალი... რას ვეუბნები ასეთი ფრაზების მერე, ნამდვილად არ მახსოვს... ძველ მანქანასავით კვამლი ამდის გონებაში. პ.ს. ახლა, დასასრულს, ერთს ლიტერატურულად "გავუბერავ" გალაკტიონი რომ წერს "მე შენში მიყვარს ოცნება ჩემიო", აქედან პირდაპირპროპორციულად "ადამიანს მოძღვარში აბრკოლებს საკუთარი თავი, საკუთარი დაბალი სულიერება" . -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 13th May 2024 - 11:25 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი