არამართლმადიდებლურ გარემოში მოხვედრა, რა არის გამოსავალი |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
არამართლმადიდებლურ გარემოში მოხვედრა, რა არის გამოსავალი |
აბე |
Jan 9 2010, 12:51 PM
პოსტი
#1
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ალბათ, ცოტა არ იყოს, არააქტუალურია ასეთი თემებზე საუბარი ამჟამად, მაგრამ მიუხედავად ამისა ვხსნი თემას, რომელშიც მინდა ვისაუბროთ ადამიანის პირადი სულიერი ცხოვრების ზოგიერთ საკითხებზე.
ალბათ, თითოეული ჩვენგანი აღმოვჩენილვართ ისეთ გარემოში, სადაც თავი უხერხულად გვიგრძვნია ჩვენი სარწმუნოების გამო. ერთ მაგალითს მოგიყვანთ. წასული ვიყავი საპარიკმახეროში. როცა შიგნით შევედი პარიკმახერი ყავას ისხამდა ჭიქაში და დასალევად ემზადებოდა. მე რომ პირდაპირ დავმჯდარიყავი სავარძელში, მას ყავა გვერდზე უნდა გადაედო, ჩემთვის შეეჭრა თმა და ყავის ჭიქა სულ თმებით გაივსებოდა. ამიტომ ვუთხარი, დალიე, დაგელოდები მეთქი. ამის შედეგად კი ის მივიღე, რომ ისიც გამიშინაურდა. ამაში ცუდი არაფერია, პირიქით. მაგრამ ამის მერე მოხდა ის, რაც მართლმადიდებელი ადამიანისთვის აუტანელია. მან დაიწყო უწმაწური ანეგდოტებისა და მისთ. რაღაცეების მოყოლა. როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ადამიანი ასეთ შემთხვევებში? უნდა დაუწყოს ქადაგება და შეეცადოს მიახვედროს, რომ ასეთი საქციელი არასწორია, თუ უნდა გაჩერდეს და თვითონაც გაიცინოს ცოტათი, რომ ისე არ გამოუვიდეს "ავს არ გიყადრებო"? -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
Misha Songulashvili |
Jan 9 2010, 01:28 PM
პოსტი
#2
|
ეკუმენისტი ჯგუფი: Members პოსტები: 2,524 რეგისტრ.: 21-October 07 წევრი № 3,010 |
საინტერესო კითხვაა...
უბრალოდ თქვენი პარიკმახერი ალბად ასაკით თქვენზე უფროსი იყო... ალბად მთელი ცხოვრებას მასეთი ანეგდოტები უხალისებდნენ და სიამოვნებს =) არ უნდა მოუშალოთ ეგ სიხარული, მითუმეტეს რომ თქვენს მიერ მიცემული შენიშვნა მას არ შეცვლის მაგრამ გააღიზიანებს და არაა გამოიცხული თმები "კიბე-კიბე" შეგჭრათ =) ვფიქრობ არის მომენტი როდესაც დუმილით და უბრალოდ ღიმილით უფრო მეტს გააგებინებთ ვიდრე მორალის კითხვით თუ ქადაგებით... ისე მე მაგ შემთხვევაში შევცდებოდი რაიმე ისეთ თემაზე მესაუბრა სადაც ანეგდოტების ადგილი არ დარჩებოდა... ან იქნებ ავყოლოდი ანეგდოტებში და უარესიც მეთქვა? პრინციპში მე კი ვიზამდი მაგას... მაგრამ თქვენ მართლმადიდებლურ გარემოზე საუბრობდით არა? =) -------------------- "ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!' ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _ ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!" |
llaasshhaa |
Jan 9 2010, 01:41 PM
პოსტი
#3
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
ციტატა როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ადამიანი ასეთ შემთხვევებში? ჩემი აზრით 2 ვარიანტია 1) სრული წაყრუება დუმილი და არც არანარი დიპლომატიური ღიმილის ჩუქება 2) რჩევა და თხოვნა (თბილად და არა მკცრად) რომ მის სარწმუნოებაზე ანეგდოტები არ მოყვეს, ხოლო თუ ყურად არ იღო თხოვნა შემდეგ ისევ ვუბრუნდებით ავტომატურად პირველ ვარიანტს არანაირი დიპლომატიური ღიმილი პ.ს. კარგი იქნება თუ ამ დროს იესოს ლოცვას ვიმეორებთ გულში -------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
terra |
Jan 9 2010, 02:13 PM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
llaasshhaa
თუ სწორად გავიგე, ანეკდოტები სარწმუნოებას არ შეეხებოდა. და თუ იქნება ასეთი შემთხვევა, ვფიქრობ - მოურიდებლად და პრინციპულად უნდა ვუთხრათ მთხრობელს, რომ ასეთ, ჩვენთვის ძვირფას თემებს უშნოდ არ შეეხოს. ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა და დაკვირვებული ვარ - კატეგორიულად ნათქვამი, აფხიზლებს ხოლმე მთხრობელს. და თუ უბრალოდ უწმაწური ანეკდოტებია დღის წესრიგში, რა თქმა უნდა გეთანხმები - იგნორი და არანაირი ღიმილი. მიშამაც სწორი აზრი გამოთქვა - საუბრის სხვა თემაზე გადატანა ძალიან შედეგიანია. და ამით, თან აგრძნობინებ, რომ მისი საუბარი მიუღებელია. ნუ, ქადაგება და მისთანები ალბათ არ იქნება სწორი, გარდა განსაკუთრებული და იშვიათი შემთხვევებისა. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
აბე |
Jan 9 2010, 02:56 PM
პოსტი
#5
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
როდესაც ძმაკაცებში ხარ და ისინი უწმაწური ტერმინებით საუბრობენ?
-------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
leluka |
Jan 9 2010, 03:06 PM
პოსტი
#6
|
♥-ლელუკა-♥ ჯგუფი: Members პოსტები: 5,677 რეგისტრ.: 24-January 07 წევრი № 907 |
აბე
ციტატა როდესაც ძმაკაცებში ხარ და ისინი უწმაწური ტერმინებით საუბრობენ? ძმაკაცებმა უნდა იცოდნენ რომ არ გსიამოვნებს, ახსნა უნდა მაგას. თუკი ყურს არ გიგდებენ, უბრალოდ აღარ უნდა შეხვდე. განდეგილები აბდლები კი არ იყვნენ : ) -------------------- ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
|
llaasshhaa |
Jan 9 2010, 03:19 PM
პოსტი
#7
|
ლაშა ქებაძე ჯგუფი: Members პოსტები: 3,929 რეგისტრ.: 18-November 07 მდებარ.: საქართველო წევრი № 3,209 |
მოძღვრის პასუხი იქნება ამ თემაში საინტერსო
-------------------- ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა.
|
აბე |
Jan 9 2010, 03:28 PM
პოსტი
#8
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აბე ძმაკაცებმა უნდა იცოდნენ რომ არ გსიამოვნებს, ახსნა უნდა მაგას. თუკი ყურს არ გიგდებენ, უბრალოდ აღარ უნდა შეხვდე. განდეგილები აბდლები კი არ იყვნენ : ) მასე ადვილი ხო არაა... მასე მხოლოდ იმას მიაღწევ, რომ შენი თანდასწრებით მოერიდებიან უხამს საუბარს, სხვა დროს კი ყოველთვის ისაუბრებენ ასე. ანუ შენი ახსნა განმარტებით ისინი არ შეიცვლებიან, არ გამოსწორდებიან. ეს სიტუაცია კიდევ უფრო გააძლიერებს შენს ამპარტავნებას... პირადად ჩემს ამპარტავნებას მეტი კი არ უნდა - მაშინვე დავიწყებ იმის ფიქრს, აი ამათმა იციან, რომ მე ეკლესიური ვარ და მე მათ თვალში ღვთისაკენ მავალ ადამიანად ვჩანვარ თქო.... თან მეგობრების დაკარგვაც არაა კაი საქმე და თან ძნელია ამდენი წლის ურთიერთობას და მეგობრობას ხაზი გადაუსვა. თან შეიძლება ნებისმიერი ჩემი არაეკლესიური მეგობარი ახლო თუ შორეულ მომავალში ისე გამოსწორდეს და იცვალოს ფერი, რომ ჩემზე ბევრად უკეთესი მორწმუნე გახდეს. იმის, გამო რომ ამჟამად იგი სცოდავს სიგარეტის მოწევით, უწმაწური სიტყვებით, გინებით, არ ნიშნავს იმას, რომ იგი წარწყმედულია და მე ცხონებული. თქვენთვის, გოგოებისთვის ადვილია მეგობრების პოვნა, მაგრამ პირადად მე ერთი ორი მეგობარი მყავს, რომლებიც არ იგინებიან და ეშმაკს საკმეველს არ უკმევენ (სიგარეტს არ ეწევიან)... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
kato_Bato |
Jan 9 2010, 03:33 PM
პოსტი
#9
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
აბე
ციტატა თუ უნდა გაჩერდეს და თვითონაც გაიცინოს ცოტათი, რომ ისე არ გამოუვიდეს "თავს არ გიყადრებო"? და რატომ არ უნდა გამოუვიდეს მასე? თავის დაცვა ამპარტავნებაა? თავის ადგილას მოსმა სჭირდებათ ხოლმე, მითუმეტეს თუ შენს ტერიტორიაზეა და იქაურობას აბინძურებს. რაძი ბოგა.. თავებს მივხედოთ არ ჯობია? ერთი წარბი, ან მოწყალე ღიმილი, მნიშვნელობით, სულ არაა სასაცილოო და დაუბრუნდება თავის ადგილს. მე ის უფრო მაღიზიანებს ხოლმე, სხვების ლანძღვით რომ ცოცხლობენ, დაჯდებიან, სახე შეეშლებათ და ვინც ეზიზღებათ შენც თუ არ გძულს, ვაი შენი ტყავის ბრალი. რომელ კარში გავძვრე, იმას ვფიქრობ ხოლმე, მითუმეტეს თუ ადამიანი ასაკით ჩემზე დიდი და მოსარიდებელია. -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
აბე |
Jan 9 2010, 03:42 PM
პოსტი
#10
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აბე და რატომ არ უნდა გამოუვიდეს მასე? თავის დაცვა ამპარტავნებაა? ხო მართალი ხარ. ახლა დავფიქრდი და მივხვდი, რომ სრულიად შესაძლებელია ამპარტავნება არ დაგეუფლოს ასეთ შემთხვევებში. შენ თუ გარშემომყოფებს არ უყურებ, როგორც შენს თავთან შესადარებელ არსებებს, არამედ როგორც შენს დებსა და ძმებს, რომლებიც გარემოებათა გამო დაბნეული არიან და სწორ გზას აცდენილი, როგორ უნდა მოგინდეს გაბღენძვა და ამპარტავნული ფიქრები. პირიქით, გული სიბრალულით აგევსება და ლოცვას დაიწყებ მათთვის... მოკლეთ, სიყვარული ყველაფრის წამალია რა... და როგორ დაცლილი ვარ სიყვარულისგან... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
neo |
Jan 9 2010, 06:42 PM
პოსტი
#11
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 2,152 რეგისტრ.: 11-September 07 წევრი № 2,723 |
სიტუაციურია, ხან ისე და ხან ასე.
-------------------- www.cordesign.ge
|
INFORMATION |
Jan 9 2010, 10:01 PM
პოსტი
#12
|
guja ჯგუფი: Members პოსტები: 213 რეგისტრ.: 18-October 09 წევრი № 7,620 |
აბე
ციტატა როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ადამიანი ასეთ შემთხვევებში? უნდა დაუწყოს ქადაგება და შეეცადოს მიახვედროს, რომ ასეთი საქციელი არასწორია, თუ უნდა გაჩერდეს და თვითონაც გაიცინოს ცოტათი, რომ ისე არ გამოუვიდეს "ავს არ გიყადრებო"? არა აქვს მნიშვნელობა მართლმადიდებელი ხარ თუ არა! თუ პარიკმახერი თმების ჭრის დროს ყვებოდა ანეგდოტებს ან საუბრობდა, პირდაპირ უნდა გეთქვა- გაჩერდი და ყურადღებით გააკეთე შენი საქმეთქო! იმიტომ რომ შენ ფულს უხდი მას, და საუბრის დროს შესაძლოა მას ყურადღება გაეფანტოს და ცუდად შეგჭრას თმები.. შენ ამის სრული უფლება გაქვს! |
ikanosi |
Jan 9 2010, 10:04 PM
პოსტი
#13
|
ირაკლი ჯგუფი: Moderator პოსტები: 6,285 რეგისტრ.: 3-January 10 მდებარ.: ფოთი - თბილისი წევრი № 7,906 |
ჯვრის შემბილწველი და ჯვართან მეომარი ადამიანების მიერ წმიდა ჯვრის შეურაცხოფისა და უპატივცემულობის მოტივაცია გასაგებია, მაგრამ, როდესაც ვხედავთ, რომ ამ უმეცრებაში, ნება უნებლიეთ ჩართულია მორწმუნე, დუმილი არ შეიძლება, რადგან წმიდა ბასილი დიდის სიტყვები: "დუმილი ღმერთის ღალატია."
ანუ უზნეობას არ უნდა შეურიგდე არსად (ჩემი აზრია მხოლოდ) -------------------- ფარით ან ფარზე
|
აბე |
Jan 9 2010, 10:57 PM
პოსტი
#14
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
აბე არა აქვს მნიშვნელობა მართლმადიდებელი ხარ თუ არა! თუ პარიკმახერი თმების ჭრის დროს ყვებოდა ანეგდოტებს ან საუბრობდა, პირდაპირ უნდა გეთქვა- გაჩერდი და ყურადღებით გააკეთე შენი საქმეთქო! იმიტომ რომ შენ ფულს უხდი მას, და საუბრის დროს შესაძლოა მას ყურადღება გაეფანტოს და ცუდად შეგჭრას თმები.. შენ ამის სრული უფლება გაქვს! ასეთი ვითარებები ჩემს სულიერ მდგომარეობას არყევს და ეს მადარდებს პირველ რიგში და მერე ჩემი თმები. ეს თემაც თმებისთვის არ მიმიძღვნია, არამედ იმისთვის, რომ გვემსჯელა: -თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ შემთხვეებში, რათა ჩვენი ისედაც სუსტი სულიერი მდგომარეობა არ შეირყეს; -ხომ არ არის უფლის სახელის გინება, როდესაც უწმაწური ანეგდოტის მსმენელი ხარ და ანეგდოტის მოყოლის შემდეგ გაღიმებასაც ბედავ - და მერე ლოცვაში იტყვი "წმინდა იყავნ სახელი შენი"; -ასეთ ვითარებებში მიზანშეწონილია თუ არა ახსნა განმარტებების მიცემა, რომ სულიერი სარგებელი ნახონ იმ ადამიანებმაც და შენც; -ამპარტავნებაში ხომ არ ჩაგაგდებს ესა თუ ის ქმედება; -და ა.შ. P.S. მაშინ როდესაც მძღოლებიც კი ახერხებენ ავტომობილის მართვის დროს საუბარს, პარიკმახერებისთვის ეს ბევრად უფრო იოლია... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
Ligia |
Jan 9 2010, 11:07 PM
პოსტი
#15
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
აბე არა აქვს მნიშვნელობა მართლმადიდებელი ხარ თუ არა! თუ პარიკმახერი თმების ჭრის დროს ყვებოდა ანეგდოტებს ან საუბრობდა, პირდაპირ უნდა გეთქვა- გაჩერდი და ყურადღებით გააკეთე შენი საქმეთქო! იმიტომ რომ შენ ფულს უხდი მას, და საუბრის დროს შესაძლოა მას ყურადღება გაეფანტოს და ცუდად შეგჭრას თმები.. შენ ამის სრული უფლება გაქვს! ადგება და იროქესენს შეგჭრის მერე ტი შტოოოო, არ იცი შენ ხალხი პარიკმახერებთან თან მამაკაცებთან რომ არჩევენ თავიანთ ქმრებთან რა პრობლემები აქვთ (ქალებზე ვამბობ) ? ფსიქოლოგებივითა ყავთ ასე რომ აბეს ვეთანხმები პარიკმახერი ლაპარაკის დროს თმას არ შეგჭრის ცუდად არ ეფანტება ყურადღება |
აბე |
Jan 9 2010, 11:08 PM
პოსტი
#16
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
ჯვრის შემბილწველი და ჯვართან მეომარი ადამიანების მიერ წმიდა ჯვრის შეურაცხოფისა და უპატივცემულობის მოტივაცია გასაგებია, მაგრამ, როდესაც ვხედავთ, რომ ამ უმეცრებაში, ნება უნებლიეთ ჩართულია მორწმუნე, დუმილი არ შეიძლება, რადგან წმიდა ბასილი დიდის სიტყვები: "დუმილი ღმერთის ღალატია." ანუ უზნეობას არ უნდა შეურიგდე არსად (ჩემი აზრია მხოლოდ) ხო, ეგ მაშინებს მეც... და ამ შიშმა გამახსნევინა ეს თემა. დუმილი ადვილია, იგნორირებას გაუკეთებ ამა თუ იმ ცოდვის ჩამდენ ადამიანებს და ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ვერ დატოვებ აღნიშნულ ადგილს, გიწევს იქ იყო გარკვეული დროის განმავლობაში და ისმინო ათასი სიბილწე, არაუწმაწური სიტყვებით გამოთქმული ღვთისა და მართლმადიდებლობის მგმობელი ფრაზები და ა.შ. და შენ იცი, რომ ნათლობის ძალით ხარ ქრისტეს მხედარი, და მეომარი ომში მშვიდად დადგებოდა და უცქერდა, თუ როგორ აფურთხებენ სულში და გმობენ მის მეფეს?! ჩვენ კი, ქრისტეს ჯარისკაცები ვდგევართ და ვუცქერით, როგორ იგმობა და იფურთხება ჩვენს თვალწინ ჩვენი მეფის (მეუფის, უფლის) სახელი... არის ეს ქრისტეს მხედრობა და ჯარისკაცობა?! ამისათვის არ მოგვეკითხება? აი ეს მაშინებს... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
xokaido |
Jan 9 2010, 11:10 PM
პოსტი
#17
|
რ ა ჭ ვ ე ლ ი ჯგუფი: Members პოსტები: 193 რეგისტრ.: 5-May 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4,733 |
არ ვიცი დეგრადირებული რწმენის მქონე ვარ თუ რა ვარ, მაგრამ ჩემი თანდასწრებით ღმერთი ვინმემ აუგად რო მოიხსენიოს კბილებს დავამტვრევ თვით ამ ქვეყნის პრეზიდენტი რომ იყოს მაინც...
-------------------- იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ! |
აბე |
Jan 9 2010, 11:13 PM
პოსტი
#18
|
აბესალომ ჯგუფი: Members პოსტები: 1,705 რეგისტრ.: 14-December 08 მდებარ.: თბილისი წევრი № 6,107 |
არ ვიცი დეგრადირებული რწმენის მქონე ვარ თუ რა ვარ, მაგრამ ჩემი თანდასწრებით ღმერთი ვინმემ აუგად რო მოიხსენიოს კბილებს დავამტვრევ თვით ამ ქვეყნის პრეზიდენტი რომ იყოს მაინც... საქმე იმაშია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ასე პირდაპირ გმობენ ღმერთის სახელს, სხვადასხვა ორგანიზაციებში, სექტებში და რაღაცეებში არიან გაერთიანებული. მათთან ურთიერთობა კი ჩვენ, უბრალო ადამიანებს არა გვაქვს. ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ისეთ ადამიანებთან, რომლებიც თავიანთი საქციელით, არაპირდაპირ, ირიბად შეურაცხყოფენ ღმერთის სახელს. მართლმადიდებელი ადამიანი, რომ ეშმაკს უკმევს საკმეველს (სიგარეტს მოსწევს), არ იგინება უფლის სახელი?! მაგრამ პირდაპირ არა, ირიბად... -------------------- მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი (ვაჟა-ფშაველა, ლექსიდან "ჩემი ვედრება") |
xokaido |
Jan 9 2010, 11:23 PM
პოსტი
#19
|
რ ა ჭ ვ ე ლ ი ჯგუფი: Members პოსტები: 193 რეგისტრ.: 5-May 08 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4,733 |
ციტატა მასე მხოლოდ იმას მიაღწევ, რომ შენი თანდასწრებით მოერიდებიან უხამს საუბარს, სხვა დროს კი ყოველთვის ისაუბრებენ ასე. ანუ შენი ახსნა განმარტებით ისინი არ შეიცვლებიან, არ გამოსწორდებიან ყველაზე მთავარი არის პიროვნული, ინდივიდუალური და საკუთარი ბინძური სულის "განწმენდა"... ამ მიზნით ზოგი ბერში მიდის, ზოგიც კი ერში ახერხებს ამას.. ჩემი აზრით რაც შენ გსურს ეს უკვე ის საფეხურია როცა მინიმუმ ადამიანი თვითონ არის გაწმენდილი და უკვე ზრუნავს სხვათა გაწმენდას... ეხლა დიდი ბოდიშის მოხდით ძალიან პრადულ კითხვას დაგისმევ: შენ შენს თავში ცოდვებს ხედავ თU გაქრნენ ისენი?... -------------------- იხილე, ნუუკუე ნათელი იგი შენ შორის ბნელ იყოს...
უფალო, შეგვიწყალენ! |
Ligia |
Jan 9 2010, 11:23 PM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,990 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,411 |
მართლმადიდებელი ადამიანი, რომ ეშმაკს უკმევს საკმეველს (სიგარეტს მოსწევს), არ იგინება უფლის სახელი?! მაგრამ პირდაპირ არა, ირიბად... რაღა სიგარეტს მისწვდი ნებისმიერი ცოდვით ჯვარს ვაცვავთ უფალს და მოდი ახლა ნურავინ მეტყვის უფლის სახელს ვინც შეურაცხყოფას ამას და იმას ვუზამო, მაშინ საკუთარი თავიდან დაიწყონ |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 08:59 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი