აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვა |
gujittoskripka |
Sep 14 2010, 10:39 PM
პოსტი
#1
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 14-September 10 წევრი № 9,461 |
წყარო: დღევანდელი 8 საათის ქრონიკა
წმინდა სინოდი აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვის საკითხს განიხილავს წმინდა სინოდი აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვის საკითხს განიხილავს. ამ ეტაპზე საპატრიარქო ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღაწვის ცხოვრების ამსახველ ფოტოებს სწავლობს. წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რამდენიმე თვეში გახდება ცნობილი. აკაკი წერეთლის საეკლესიო ცხოვრების შესახებ არსებული მასალა საპატრიარქოს პოეტის სახელობის სახლმუზეუმის დირექტორმა გადაუგზავნა. აღნიშნული მასალა აკაკი წერეთლის მშობლიურ სოფელ სხვიტორში რამდენიმე თვის განმავლობაში მუშავდებოდა და ისინი საქართველოს საპატრიარქომ ერთი თვის წინ მიიღო. პოეტის მშობლიურ სოფელში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საკითხი წმინდა სინოდმა დადებითად უნდა გადაწყვიტოს. სხვიტორში პოეტის რამდენიმე ეკლესიური ნაწარმოების გამოცემასაც ფიქრობენ, რომელიც აკადამიურ წრეებში საბჭოთა ცენზურის გამო არ გამოქვეყნებულა. იდეის ავტორები აღნიშნავენ, რომ ამის შემდეგ მოსახლეობა აკაკის საეკლესიო ცხოვრების შესახებ მეტ ინფორმაციას მიიღებს. აღნიშნული ნაწარმოებები საქართველოში ქრისტიანობის შემოსვლას ეძღვნება. ცნობისათვის, წმინდა სინოდმა თავის დროზე წმინდანებად შემდეგი საზოგადო მოღვაწეები შერაცხა: ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და დიმიტრი ყიფიანი. კანონიზაციის ძირითადი პრაქტიკა ასეთია: ჯერ დაწვრილებით განიხილება წმინდანად შერაცხვის სასურველი კანდიდატის ცხოვრების ბიოგრაფია და მისი ზეპირი თუ წერილობითი ფორმის ნააზრევი, რომელშიც კაცობრივი უძლურებით რა ცოდვაცა თუ ცდომილებაც ჰქონდა დაშვებული, შესაბამისი საჯარო სინანულით აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამოსყიდული (ასეთი შემთხვევები თვით ყველასგან ერთხმად აღიარებულ წმინდანთა შორისაც გვხვდება); თუ ფიზიკურად არსებობს მისი მიწაში დაფლული ნეშტი, როგორც წესი, გარკვეული გამოსაცდელი დროის გასვლის შემდეგ საფლავი ითხრება მკვდარი სხეულის განუხრწნელობისა თუ კეთილსურნელების დადგენის თვალსაზრისით; მის მიერ სიცოცხლეში უნდა აღსრულებულიყო და ასევე, გარდაცვალების შემდეგ უნდა აღესრულებოდეს არაბუნებრივი კეთილქმედებანი ანუ სასწაულები. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიტიკური თუ სხვა მიზნით ვინმეს მხოლოდ ამქვეყნიურ ეკლესიაში ,,წმინდანად" გამოცხადება წარმოადგენს სიწმინდეთმკრეხელობის ცოდვას, რომლითაც უფლის შემდეგ შეურაცხიყოფა ის პიროვნებაც, ვის გაწმინდანებასაც ამაოდ ცდილობენ. http://ghn.ge/news-22251.html ---------------------------------------- გუჯა: სადაც ილია, იქ აკაკი, თუ როგორ იქნება საქმე? |
ქევანა |
Sep 14 2010, 11:11 PM
პოსტი
#2
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ციტატა წმინდა სინოდი აკაკი წერეთლის წმინდანად შერაცხვის საკითხს განიხილავს. განიხილავს არ ნიშნავს რომ უკვე დადებითი პასუხია. და ჩემი სუბიექტური აზრი გაინტერესებთ? -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
terra |
Sep 15 2010, 12:01 AM
პოსტი
#3
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
და რაფიელ ერისთავმა რაღა დააშავა? ან გრიგოლ აბაშიძემ. კაააარგით რა, რა აკაკი რი აკაკი. ან მეტი საქმე არ აქვთ? ან ვის დაებადა საერთოდ ეს აზრი?! -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
.zakaria. |
Sep 15 2010, 12:02 AM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 |
და რატომ უნდა შეირაცხოს?
-------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
terra |
Sep 15 2010, 12:14 AM
პოსტი
#5
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
და რატომ უნდა შეირაცხოს? ციტატა პოეტის მშობლიურ სოფელში მიიჩნევენ, რომ აღნიშნული საკითხი წმინდა სინოდმა დადებითად უნდა გადაწყვიტოს. ამიტომ, ზახარ. ისე, პაპაჩემის კანონიზირების საკითხიც ხომ არ წამომეყენებინა ნეტა, რა უშავს ვითომ? გადაირევი რა. -------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
.zakaria. |
Sep 15 2010, 12:16 AM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 3,146 რეგისტრ.: 14-February 10 მდებარ.: TIFLIS წევრი № 8,180 |
ამიტომ, ზახარ. ისე, პაპაჩემის კანონიზირების საკითხიც ხომ არ წამომეყენებინა ნეტა, რა უშავს ვითომ? წამოვაყენოთ ძმა -------------------- ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.
http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w |
terra |
Sep 15 2010, 12:17 AM
პოსტი
#7
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 4,231 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,398 |
-------------------- უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
|
ნაინა |
Sep 15 2010, 12:55 AM
პოსტი
#8
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
აკაკის მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად ვთვლი,
რომ მსგავსი ფაქტი არაა გამართლებული. ჩამოჰყვნენ მაშინ და ვინც რა დაწერა და თავის ნაწარმოებში უფალი კეთილად მოიხსენია ყველანი შერაცხონ წმინდანად. მე ვინ მკითხავს, მაგრამ..... -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
მხევალი ნინო |
Sep 15 2010, 01:32 AM
პოსტი
#9
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
არადა, ამ საკითხზე უკვე ვიმსჯელეთ, მაგრამ მოვიდ გუჯა და წავიდა ნაფტალინიანი თემების პარადი არადა, რა ლამაზი ბაია ჰყავს. . .
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
აკაკი |
Sep 15 2010, 01:43 AM
პოსტი
#10
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
რაღაც მიზეზი არის ეტყობა, რაც ჩვენ არ ვიცით...
ინფორმაციებს კიდევ უფრო მეტს იძიებენ... |
gujittoskripka |
Sep 15 2010, 02:24 AM
პოსტი
#11
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 14-September 10 წევრი № 9,461 |
მხევალი ნინო
ციტატა არადა, ამ საკითხზე უკვე ვიმსჯელეთ, მაგრამ მოვიდ გუჯა და წავიდა ნაფტალინიანი თემების პარადი მე დღEს მოვედი, ეს ერთი. მეორეც კიდე, დღეს გახდა ეს თემა აქტუალურიც და დღეს გახმაურდა, თქვენ როდის მოასწარით ამ საკითხზე მსჯელობა? ნაინა ციტატა აკაკის მიმართ ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად ვთვლი, რომ მსგავსი ფაქტი არაა გამართლებული. და რატომ? მიზეზი? |
ნაინა |
Sep 15 2010, 04:52 AM
პოსტი
#12
|
პროვინციელი ალქაჯი!!!!! ჯგუფი: Senators პოსტები: 15,155 რეგისტრ.: 11-May 07 მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა. წევრი № 1,886 |
gujittoskripka
ციტატა და რატომ? მიზეზი? გუჯა გამასწარი აქედან ეხლა -------------------- ________________________________________________
გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში, მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე? ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ... და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე... ________________________________________________ |
sandro40 |
Sep 15 2010, 08:57 AM
პოსტი
#13
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
მორიგი დაბრკოლება მცირედმორწმუნეთათვის
|
მხევალი ნინო |
Sep 15 2010, 09:16 AM
პოსტი
#14
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
sandro40
ციტატა მორიგი დაბრკოლება მცირედმორწმუნეთათვის რა ვიცი, ნუთუ ეს ინფორმაცია დასაბრკოლებელია საერთოდ? განიხილავენ და განიხილონ... -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
Funkenstein |
Sep 15 2010, 10:30 AM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 511 რეგისტრ.: 9-January 09 წევრი № 6,259 |
ალბათ ვიღაც მატრაკვეცა ტიპმა წაიმატრაკვეცა და საპატრიარკოს გადაუგზავნა იდეა და ეხლა საპატრიარქომაც ერთი ხელის მოსმით ვერ უთხრა უარი და დააწყნარა ალბათ, განვიხილავთო.
|
gujittoskripka |
Sep 15 2010, 10:48 AM
პოსტი
#16
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 14-September 10 წევრი № 9,461 |
მხევალი ნინო
ციტატა რა ვიცი, ნუთუ ეს ინფორმაცია დასაბრკოლებელია საერთოდ? რა თქმა უნდა, ისევე როგორც წმ. გრიგოლ ფერაძის წმინდანად შერაცხყაზე დაბრკოლდა და დღემდე ასეა მმკ. |
მხევალი ნინო |
Sep 15 2010, 11:05 AM
პოსტი
#17
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
gujittoskripka
ციტატა დაბრკოლდა და დღემდე ასეა მმკ. და მე მგონი არა მხოლოდ მმკ დაბრკოლდა... -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
sandro40 |
Sep 15 2010, 11:37 AM
პოსტი
#18
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
რუსეთში რასპუტინის და ივანე მრისხანეს წმინდანად შერაცხვა სურდათ...
კურაევის მტკიცებით, ეს მოთხოვნა ანტიმართლმადიებლური ძალების მიერ იყო შემოგდებული, რაც უფრო მეტი შეცდომა იქნება, მით უფრო გავახარებთ იმ ძალებს რომლებსაც ეკლესიის დისკრედიტირება სურთ |
მხევალი ნინო |
Sep 15 2010, 12:13 PM
პოსტი
#19
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
sandro40
ციტატა რაც უფრო მეტი შეცდომა იქნება, მით უფრო გავახარებთ იმ ძალებს რომლებსაც ეკლესიის დისკრედიტირება სურთ მე კი მიმაჩნია რომ ტრაგედიად არაფერი არ უნდა აღიქვა. ჯერ განიხილონ, შეისწავლონ, მოისმინონ და ამის შემდეგ წმინდა სინოდის კეთილგონიერების იმედი მაქვს. პრინციპში, აკაი წერეთლის ცხოვრება ჩვენ დეტალურადარც კი ვიცით. -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
sandro40 |
Sep 15 2010, 02:15 PM
პოსტი
#20
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 02:00 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი