IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> რა არის ჯოჯოხეთი
ილია
პოსტი May 2 2007, 10:45 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 903
რეგისტრ.: 29-March 07
წევრი № 1,525



ჯოჯოხეთს შესახებ დავწეროთ. მე მაქ უამრავი შეკითხვა, ვის რაგვაინტერესებს ვიმსჯელოთ,
ჯოჯოხეთში მყოფ სულების ლოცვას შეისმენს უფალი?
ჯოჯოხეთის შექმნის მიზანი რაარის? ანუ არცერთი სული არ ქრება თუ როგორ ვთქვა? მარადიულად არსებობს ყველა სული?


--------------------
უფალო, მასწავლე, როგორ მიყვარდე, მცირე ხნით მაინც მიბოძე ეს სიყვარული

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
20 გვერდი V « < 9 10 11 12 13 > »   
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები(200 - 219)
დათიკო
პოსტი Jun 21 2007, 07:10 PM
პოსტი #201


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



afxazi
ციტატა
ალაზნისპირელი რომაა

ხო ეგაა biggrin.gif
ეჰ, რას არ გაიგებს კაცი biggrin.gif

უკაცრავად ოფტოპიკისთვის smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 21 2007, 07:18 PM
პოსტი #202


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



დათიკო
შემწირველისა და შეწირულის არ იყოს, ბოდიშის მთქმელიც და მიმღებიც შენ ხარ?? biggrin.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jun 21 2007, 07:44 PM
პოსტი #203


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



კანონისტი
ციტატა
შემწირველისა და შეწირულის არ იყოს, ბოდიშის მთქმელიც და მიმღებიც შენ ხარ??

biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 21 2007, 11:15 PM
პოსტი #204


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა

1) მართალია აღდგომამდე იყო მაგრამ მსგავსი ადგილის აღდგომის შემდეგ არ არსებობა არსად არ დასტურდება. პირიქით წმინდა მამათა ნაშრომებში და ბიბლიაში ვხვდებით მაგალითებს იმისა, რომ ჯოჯოხეთში ტანჯვა სხვადასხვანაირია.



ეგ უკვე სერიოზული პრობლემაა, სიკვდილ, უკვე სერიოზულად ურევ...

1) ლოგიკის საერთოდ ნასახი არ ჩანს შენს ნაწერში, რა შუაშია ტანჯვის სხვადასხვაობა? მაგაზე ვინ კამათობს? ეგ ხომ ბუნებრივია? ეგ სამოთხის თვისებაცაა, და საერთოდ იერარქია ყველგან არსებობს , გარდა წმიდა სამებისა, მე სხვა რამეს გწერ, ანუ იმას, რომ აბრაამის წიაღის არსებობა ძველ აღთქმაში, იმით იხსნება, რომ ცხონება შეუძლებელი იყო, მოლოდინის მდგომარეობას უწოდებენ მამები აბრაამის წიაღს, სწორედ ეს დალოდების ფუნქცია იყო აბრაამის წიღის ფუნქცია და თავისი დანიშნულების ამოწურვა პოვა ქრისტეს აღდგომით, და იმის შემდეგ რაც ადამიანს ცხონება ძალუძს, ის აღარ არსებობს, და საერთოდ უაზრო კონტრშემოტევაა შენგან მამები მომიყვანე , რომ არააო, ეგ შენ უნდა მოიყვანო მამები, რადგან სწორედ შენ იგონებ იმას, რაც არცერთ დოგმატიკის წიგნში არ წერია, იყავი ლოგიკური!

ციტატა
2) აბრამის წიაღი მესამე ადგილზე არ იყო.


მდაა... ერთადერთი რაც სიმართლე დაწერე ეს "იყო" იყო biggrin.gif კაიაფასავით მოგივიდა სიმართლის ღაღადი, ისე რომ ვერც მიხვდი biggrin.gif , მესამე ადგილში აქ მესამე განსხვავებული მდგომარეობა იგულისხმება 1) ნეტარება 2) ტანჯვა 3) არ ტანჯვა და არ ნეტარება, არამედ მოლოდინი ესეთი იყო აბრაამის წიაღი, მოლოდინთან ერთად აბრაამის წიაღიც აღსრულდა და თავის აბრაამიან, მართლებიანად სამოთხეს ეწოდება ეგ სახელი და თუ რატომ, ეგ ალექსანდრეს ავუხსენი, მაგრამ შენ წაუყრუე smile.gif ახალი აღთქმის ეკლესიაში არანაირი მესამე მდგომარეობა არ არსებობს, ან არის სამოთხე ან არის ჯოჯოხეთი, ე.ი. ან არის ნეტარება ან ტანჯვა, მივიდა პატარა შენს ლოგიკის ხლართებთან? biggrin.gif


ციტატა
3) ქრისტეს აღდგომის შემდეგ ჯოჯოხეთში აღარ არის ადგილი სადაც ტანჯვა არ არის!


და ეგ თეორიაა ამხანაგო? biggrin.gif აუფ, მაგას თეორია კი არა დოგმატი ქვია, და შენ თუ მაგ უკუღმართ სწავლებებს შეეშვები რაზეა საუბარი, აუცილებლად გიპოვი, ისე ჯერ უნდა შევთანხმდეთ, შენ აღიარებ ორ ადგილს და სამ მდგომარეობას? ანუ სამოთხეს და ჯოჯოხეთს, ნეტარებას, ტანჯვას და რაღაცა მესამესაც, რომელიც ან ტანჯვაა და არც ნეტარება? ასეა? თუ ასეა მძიმედაა საქმე და ჩაგახუტებ ციტატებს, რომლებიც მაგ ეკალს მოგაშორებენ!

ციტატა
გლახაკის და ლაზარეს იგავში მყოფი გლახაკივით საცოდავ პირბებში მყოფი ხალხი დღესაც ბევრია, რომელთაც არ შეუცვნიათ ჭეშმარიტება და ამის შემდეგ რა გარანტია გაქვს იმისა, რომ დღეს არ არსებობს მსგავსი ადგილი ან არ არის მსგავსი ადგილის საჭიროება


რას წერ კაცო biggrin.gif ამოდი ამ ძველი აღთქმის აზროვნებიდან, აუხსენით ვინმემ ქრისტე რომ აღსდგა რა biggrin.gif გლახაკს ჭეშმარიტება არ ქონდა შეცნობილიო ეგ საიდან მოთხარე ან სად წერია? ე.ი. შენს "აბრაამნამყოფ უაბრაამო ექსწიაღში" მოხვდებიან უნათლავი ჩვილები ( ეგაა მთელი გულღვიძლია მაგ იდიოტიზმისა), მაგრამ ასევე დიდებიც "
ციტატა
რომელთაც არ შეუცვნიათ ჭეშმარიტება
რავა მძიმედაა საქმე... ახალ დოგმატიკას წერ უკვე?

იცოდი კანუდოსელ შენ ეგ ამბები? biggrin.gif

კანონისტ


ციტატა
გასაგებია, რომ წვას ხორცი განიცდის, მაგრამ აღქმა ხომ სულიესმიერად ხდება?


შენ უკვე ისეთ საკითხებს ეხები, რომ კარგად უნდა გაირჩეს სულის და ხორცის მდგომარეობა და დანიშნულება, იქნებ ქიქოძის " ფსიქოლოგიას" გადაგეხედა, აქ არ მაქვს სამწუხაროდ, მაგრამ იქ კარგადაა გარჩეული ეგ საკითხები... მკვდარს როგორ უნდა ტკიოდეს, როცა თვითონ ხორციც მკვდარია და უფუნქციო? წვის, ჭრის და ა.შ. გრძნობა შეიძლება გააჩნდეს შედგენილს ანუ მატერიალურს, სული კი მარტივია, იგი არ იწვება, არ იჭრება, არ კვდება... წვასთან კი შედარება, ამ უკანასკნელისას მძიმე ტანჯვის გამო ხდება...


როუზზე უკვე ჩახვევაა, აღარ საუბარი, დაწერა იმ კაცმა ყოველგვარი ბრჭყალების გარეშე "პოდ ზემლოი"-ო და გადაეფარეთ ახლა პიტიომკინივით biggrin.gif

მდაათი,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
death
პოსტი Jun 22 2007, 12:06 AM
პოსტი #205


A P O L O G I S T
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,274
რეგისტრ.: 4-February 07
წევრი № 1,003



ციტატა(KAIROS @ Jun 21 2007, 10:15 PM) *

ეგ უკვე სერიოზული პრობლემაა, სიკვდილ, უკვე სერიოზულად ურევ...

1) ლოგიკის საერთოდ ნასახი არ ჩანს შენს ნაწერში, რა შუაშია ტანჯვის სხვადასხვაობა? მაგაზე ვინ კამათობს? ეგ ხომ ბუნებრივია? ეგ სამოთხის თვისებაცაა, და საერთოდ იერარქია ყველგან არსებობს , გარდა წმიდა სამებისა, მე სხვა რამეს გწერ, ანუ იმას, რომ აბრაამის წიაღის არსებობა ძველ აღთქმაში, იმით იხსნება, რომ ცხონება შეუძლებელი იყო, მოლოდინის მდგომარეობას უწოდებენ მამები აბრაამის წიაღს, სწორედ ეს დალოდების ფუნქცია იყო აბრაამის წიღის ფუნქცია და თავისი დანიშნულების ამოწურვა პოვა ქრისტეს აღდგომით, და იმის შემდეგ რაც ადამიანს ცხონება ძალუძს, ის აღარ არსებობს, და საერთოდ უაზრო კონტრშემოტევაა შენგან მამები მომიყვანე , რომ არააო, ეგ შენ უნდა მოიყვანო მამები, რადგან სწორედ შენ იგონებ იმას, რაც არცერთ დოგმატიკის წიგნში არ წერია, იყავი ლოგიკური!


თუ იერარქიაა (ტანჯვაში) მაშინ რატომ არ შეიძლება ჯოჯოხეთის ყველაზე მაღალ საფეხურზე როგორიც იყო აბრამის წიაღი (ესე პირდაპირ არსად წერია მაგრამ კონტექსტიდან ასე ჩანს) დღესაც არის იყო ტანჯვა (მეორედ მოსვლამდე), როგორიც აბრამიის წიაღში იყო? აი ამიტომ მოვიყვანე ეს შედარება. მოკლედ ერთი და იგივეს ვიმეორებ მაგრამ პასუხი არ ჩანს. რაც შეეხება იმას თითქოს მე რამეს ვიგონებდე გირჩევ ლუკას სახარება გადაშალო და გლახაკის და ლაზარეს იგავი კარგად წაიკითხო და მერე მიხვდები რას ვიგონებ და რას არა. ეს წერია ყველაზე დიდ წიგნში წიგნთა შორის, რომელიც უფრო დიდია ვიდრე წმინდა მამათა წიგნები ერთად აღებული (მათდამი ჩემი უდიდესი სიყვარულის მიუხედავად)

ციტატა

მდაა... ერთადერთი რაც სიმართლე დაწერე ეს "იყო" იყო კაიაფასავით მოგივიდა სიმართლის ღაღადი, ისე რომ ვერც მიხვდი, მესამე ადგილში აქ მესამე განსხვავებული მდგომარეობა იგულისხმება 1) ნეტარება 2) ტანჯვა 3) არ ტანჯვა და არ ნეტარება, არამედ მოლოდინი ესეთი იყო აბრაამის წიაღი, მოლოდინთან ერთად აბრაამის წიაღიც აღსრულდა და თავის აბრაამიან, მართლებიანად სამოთხეს ეწოდება ეგ სახელი და თუ რატომ, ეგ ალექსანდრეს ავუხსენი, მაგრამ შენ წაუყრუე smile.gif ახალი აღთქმის ეკლესიაში არანაირი მესამე მდგომარეობა არ არსებობს, ან არის სამოთხე ან არის ჯოჯოხეთი, ე.ი. ან არის ნეტარება ან ტანჯვა, მივიდა პატარა შენს ლოგიკის ხლართებთან?


ციტატა
რას წერ კაცო ამოდი ამ ძველი აღთქმის აზროვნებიდან, აუხსენით ვინმემ ქრისტე რომ აღსდგა რა biggrin.gif გლახაკს ჭეშმარიტება არ ქონდა შეცნობილიო ეგ საიდან მოთხარე ან სად წერია? ე.ი. შენს "აბრაამნამყოფ უაბრაამო ექსწიაღში" მოხვდებიან უნათლავი ჩვილები ( ეგაა მთელი გულღვიძლია მაგ იდიოტიზმისა), მაგრამ ასევე დიდებიც " რავა მძიმედაა საქმე... ახალ დოგმატიკას წერ უკვე?

იცოდი კანუდოსელ შენ ეგ ამბები?


მე ვიგულისხმე ჯოჯოხეთის გარეთ არ იყო თქო. wink.gif გლხაკი რომელიც აბრამის წიაღში მოხვდა მართალი იყო? არ ჩანს რომ მას სწამდა ჭეშმარიტი ღმერთის, რომ ლოცულობდა ჭეშმარიტი ღმერთის მიმართ, იცავდა მცნებებს. არამედ აბრამის წიაღში მოხვდა იმის გამო, რომ შიმშილის და ტანჯვის მეტი არაფერი უნახია. და დღეს იცი რამდენია მასეთი, რომელთაც ვერ შეიცნეს ჭეშმარიტება? მაშინ ისინიც გლახაკის მსგვსად სამოთხეში უნდა მოხვდნენ არა? მიუხედავად იმის, რომ არც მონათლულები არიან და ქრისტე საერთოდ რას ნიშნავს ისიც არ იციან.
აქ არაფერ შუაშია ძველი აღთქმა და ახალი აღთქმა. ეს არაა დოგმატიკა ეს არის შენს ყოველგვარ არგუმენტს მოკლებულ მსჯელობაზე აგებულ "დოგმატიკა"-ზე მარტივი პასუხი. smile.gif

ციტატა

და ეგ თეორიაა ამხანაგო? აუფ, მაგას თეორია კი არა დოგმატი ქვია, და შენ თუ მაგ უკუღმართ სწავლებებს შეეშვები რაზეა საუბარი, აუცილებლად გიპოვი, ისე ჯერ უნდა შევთანხმდეთ, შენ აღიარებ ორ ადგილს და სამ მდგომარეობას? ანუ სამოთხეს და ჯოჯოხეთს, ნეტარებას, ტანჯვას და რაღაცა მესამესაც, რომელიც ან ტანჯვაა და არც ნეტარება? ასეა? თუ ასეა მძიმედაა საქმე და ჩაგახუტებ ციტატებს, რომლებიც მაგ ეკალს მოგაშორებენ!


უკუღმართი სწავლება რა არის უნათლავი სამოთხეში რომ ვერ მოხვდება? ეუფ კარგად გქონია საქმე. მალე ოსიპოვსაც გადაასწრებ. მაგარი ხარ რა biggrin.gif

მე არაფერს არ ვაღიარებ მე ვუშვებ, რომ შეიძლება არსებობდეს აბრამის წიაღი იმიტომ რომ მის განადგურებაზე არეფერი წერია. ან ყოველ შემთხვევაში იდეაში ვუშვებ მსგავს ადგილს თუნდაც უნათლავთათვის...

მოკლედ არგუმენტები არ გაგაჩნია ხოლო ადამიანის სიმართლე კიდევ რასთანაა შედარებული ბიბლიაში ეგ ქე გეცოდინება ახლა შენ wink.gif


--------------------
ἐν ἀρχῇ ἦν ὁ λόγος, καὶ ὁ λόγος ἦν πρὸς τὸν θεόν, καὶ θεὸς ἦν ὁ λόγος.

The devil can cite scripture for his own purpose! — William Shakespeare

თავისუფლებისათვის გაგვათავისუფლა ქრისტემ. მაშ, იდექით მასში და ნუღარ შეუდგებით მონობის უღელს"
(გალ 5.1)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 22 2007, 10:10 AM
პოსტი #206


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(KAIROS @ Jun 21 2007, 11:15 PM) *

წვის, ჭრის და ა.შ. გრძნობა შეიძლება გააჩნდეს შედგენილს ანუ მატერიალურს, სული კი მარტივია, იგი არ იწვება, არ იჭრება, არ კვდება... წვასთან კი შედარება, ამ უკანასკნელისას მძიმე ტანჯვის გამო ხდება...

შესაძლოა მართლაც და მძიმე ტანჯვის გამო ხდებოდეს წვასთან შედარება, გამორიცხული არაფერია, მაგრამ რა არგუმენტებიც შენ დაწერე ის ვერანაირად ვერ ადასტურებს, რომ წვის გრძნობა არ შეიძლება სულს ჰქონდეს იმიტომ რომ ის მატერიალური არაა. წაიკითხე ჩემი პოსტი გრძნობათა პირობითობის და ფიზიკური რეალიზაციის შესახებ? აი, ლინკი: http://church.ge/index.php?s=&showtopic=15...ndpost&p=115566 ამ ლინკის წაკითხვის შემდეგ განვაგრძოთ:

მართალია სული მატერიალური არა, მაგრამ სიტყვა "არა მატერიალური" დაახლოებით ნიშნავს იმას რომ ის არ შესდგება ხილულ სამყაროში არსებული ელემენტარული ნაწილაკებისგან. (ელექტრონი, ნეიტრონი, პროტონი და ა.შ.), მაგრამ მაინც არსებობს და რადგანაც არსებობს ესე იგი მას რაღაც გარკვეული ფორმა (ფიზიკურ ფორმაზე ლაპარაკი არა) გააჩნია, რომელსაც ჩვენ ვერ აღვიქვამთ და არა მატერიალურსაც ვუწოდებთ, მაგრამ რეალურად ის რაღაც განზომილებასა და რაღაც დროში (ან თუნდაც მარადისობაში, d(t)=0) არსებობს და მას პირობითად "ფიზიკის მიღმა მატერიალური" შეიძლება ვუწოდოთ. ანუ ჩვენი თვალთახედვით არა მატერიალური, მაგრამ რეალურად სადღაც არსებული. შენი ლოგიკა ისეთი კუთხით მიგყავს, რომ ეგრე ნეტარებასა და ტანჯვასაც ვერ უნდა შეიგრძნობდეს სული, რადგან არა მატერიალურია, ხოლო უკეთუ ფიქრობ რომ თვითონ ტანჯვა-ნეტარება სულისთვის შეგრძნებადია, ხოლო წვა არა, რადგან სული მატერიალური არაა და წვა მატერიალური მოვლენაა ამასთან დაკავშირებით ისევ წაიკითხე ზემოთ მოყვანილი პოსტი. უბრალოდ განგიმარტავ, რომ შესაძლოა და გამორიცხული არაა, რომ ნებისმიერი შეგრძნების აღმქმელი არის ადამიანის სული, შესაძლოა სწორედ ისაა რეალიზატორი რეალური ობიექტური შეგრძნების, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ადამიანმა სახელები დაარქვა, ზოგს სინათლე უწოდა ზოგს ბგერა და ა.შ. ყოველი შეგრძნება თავითავად ძალიან პირობითია, არ არსებობს "მატერიალური შეგრძნება", შეგრძნება ყოველთვის ასოცირდება მის თავდაპირველ ობიექტურ სახესთან, რომელიც თავის მხრივ სულაც არაა მატერიალური. სინათლეზე და წვაზე აგიხსნი . . . ამაზე იყო ჩემი წინა პოსტი . . . ჩვენ რასაც სინათლეს და წვას ვეძახით განა ეს მატერიალურია? აი, ადამიანი აღიქვამს "წითელ ფერს" ან განიცდის "წვას", ამათი გამომწვევი მიზეზები არის სინათლის გარკვეული სიგრძის მქონე ტალღები და მაღალი კინეტიკური ენერგიის მქონე მოლეკულებთან შეხება, ამის შემდეგ ინფორმაცია ნერვულ დაბოლოებებში წარმოქმნილი სწრაფი ელექტროიმპულსის (100მ/წმ) საშუალებით მიეწოდება ტვინს, სადაც "აღიქმება ყოველივე", მაგრამ ამ აღქმის უკან დგას ზუსტად უმთავრესი კითხვა, რა არის გრძნობა და როგორ აღიქმება, რა აღიქვამს მას და რა არის ის, რომელიც განგაცდევინებს უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავის არსებობის შეგრძნებას და შემდეგ უკვე ყველა იმ ფარდობით გრძნობას, რომელიც გარკვეული მატერიალური ზემოქმედების შედეგად ობიექტურად წარმოიშობა ჩვენში და სუბიექტური სახელები ერქმევა. (ნათება, წვა და ა.შ.) მე მგონია, რომ ეს სულია და ამიტომ ვთვლი, რომ სულს შეიძლება ჰქონდეს წვის შეგრძნება.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 22 2007, 10:25 AM
პოსტი #207


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(KAIROS @ Jun 21 2007, 11:15 PM) *

გრძნობა შეიძლება გააჩნდეს შედგენილს ანუ მატერიალურს, სული კი მარტივია

შენ რა იცი სული როგორია? მარტივი კი არა იქნებ გაცილებით რთულია ვიდრე ადამიანის თავის ტვინის აგებულებაა? რადგან შენ არ გაგაჩნია მასზე დაკვირვების ინსტრუმენტი და რადგანაც იმ სამყაროდან, რომელშიც შენ ცხოვრობ, ვერ აღიქვამ სულს ამიტომ ეძახი მარტივს?! ასე არაა. შედგენილი და მატერიალური რატომ გააიგივე? არსებობს "ელემენტარული ნაწილაკები", რომლებიც არაა შედგენილი, განუყოფელია, სახელიც ამიტომ ჰქვია ასეთი, მაგრამ მას მატერიალურს ვეძახით გააჩნია რა მასა და აღქმადია ჩვენი სამყაროდან . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Jun 22 2007, 10:26 AM
პოსტი #208


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



ხალხო, რა მოგივიდათ ცოტა მეტი მოწიწება და მორიდება გამოიჩინეთ თემის მიმართ და სასულიერო პირების მიმართ. ასე აგდებულად და უბრალოდ საუბარი , ხანდახან ცინიკურადაც ,არ შეიზლება. მთავარი ეგაა და მერე მსჯელობა ამა თუ იმ თემაზე. მამა სერაფიმე როუზი თანამედროვეობაში ერთ -ერთი გამოჩენილი სასულიერო პირია და თან გარდაცვლილი. ასე რომ თუ გაითვალისწინებთ ამას კარგი იქნება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 22 2007, 10:39 AM
პოსტი #209


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(agmsarebeli @ Jun 22 2007, 10:26 AM) *

მამა სერაფიმე როუზი თანამედროვეობაში ერთ -ერთი გამოჩენილი სასულიერო პირია და თან გარდაცვლილი. ასე რომ თუ გაითვალისწინებთ ამას კარგი იქნება.

რა თქმა უნდა. მე დავწერე კიდეც, რომ საკმაოდ მეწყინა თუ ეს მართალია-თქო. არა მგონია სერაფიმ როუზს ვულკანების ცეცხლი ჯოჯოხეთის ცეცხლთან გაეეიგივებინა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სერაფიმ როუზი მიუხედავად იმისა რომ გამოჩენილი სასულიერო პირი იყო არ იყო ეუქარისტიულ კავშირში დანარჩენ მართლმადიდებლებთან. ის იყო სქიზმატური, ე.წ. "დევნილობაში მყოფი რუსული ეკლესიის" სასულიერო პირი. მისი საკითხი დიდი კამათის საგანია. ასევე ვიტყოდი, რომ ის ეკლესია, რომელშიც სერაფიმ როუზი მსახურობდა არ ცნობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას და მრავალი სუბიექტური მიზეზის გამო უკმაყოფილო იყო საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობითაც.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 22 2007, 10:42 AM
პოსტი #210


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა( გიორგი @ Jun 22 2007, 10:39 AM) *

იყო სქიზმატური, ე.წ. "დევნილობაში მყოფი რუსული ეკლესიის" სასულიერო პირი. მისი საკითხი დიდი კამათის საგანია. ასევე ვიტყოდი, რომ ის ეკლესია, რომელშიც სერაფიმ როუზი მსახურობდა არ ცნობდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას და მრავალი სუბიექტური მიზეზის გამო უკმაყოფილო იყო საქართველოს პოლიტიკური დამოუკიდებლობითაც.


თუ ეს ასეა, ძალიან მიკვირს დღემდე რატომ იბეჭდება მართლმადიდებლურ ჟურნალებში მის შესახებ სტატიები დადებითი შეფასებებით.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 22 2007, 11:43 AM
პოსტი #211


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(agmsarebeli @ Jun 22 2007, 10:26 AM) *

ხალხო, რა მოგივიდათ ცოტა მეტი მოწიწება და მორიდება გამოიჩინეთ თემის მიმართ და სასულიერო პირების მიმართ. ასე აგდებულად და უბრალოდ საუბარი , ხანდახან ცინიკურადაც ,არ შეიზლება. მთავარი ეგაა და მერე მსჯელობა ამა თუ იმ თემაზე. მამა სერაფიმე როუზი თანამედროვეობაში ერთ -ერთი გამოჩენილი სასულიერო პირია და თან გარდაცვლილი. ასე რომ თუ გაითვალისწინებთ ამას კარგი იქნება.



სერაფიმე როუზი არ იყო მართლმადიდებელი ამ სიტყვის ზუსტი საეკლესიო კანონიკის გაგებით, ის იყო სქიზმატი და ეს თუ არ იცი, აჯობებს ჯერ იკითხო და მერე ჩაერიო ძახილით: "სასულიერო პირებს შეურაცხყოფთო"...სასულიერო პირს - კი, მართლმადიდებელ სასულიერო პირს - არა.

ციტატა( გიორგი @ Jun 22 2007, 10:25 AM) *

შენ რა იცი სული როგორია? მარტივი კი არა იქნებ გაცილებით რთულია ვიდრე ადამიანის თავის ტვინის აგებულებაა? რადგან შენ არ გაგაჩნია მასზე დაკვირვების ინსტრუმენტი და რადგანაც იმ სამყაროდან, რომელშიც შენ ცხოვრობ, ვერ აღიქვამ სულს ამიტომ ეძახი მარტივს?! ასე არაა. შედგენილი და მატერიალური რატომ გააიგივე? არსებობს "ელემენტარული ნაწილაკები", რომლებიც არაა შედგენილი, განუყოფელია, სახელიც ამიტომ ჰქვია ასეთი, მაგრამ მას მატერიალურს ვეძახით გააჩნია რა მასა და აღქმადია ჩვენი სამყაროდან . . .


გიორგი, კაიროსს მაინც ნუ ასწავლი შეკაცო smile.gif ღვთისმეტყველების თანახმად სული მარტივია, თუმცა არა აბსოლუტურად მარტივი, როგორც ღმერთი.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 22 2007, 11:43 AM
პოსტი #212


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(კანუდოსელი @ Jun 22 2007, 11:43 AM) *

სერაფიმე როუზი არ იყო მართლმადიდებელი ამ სიტყვის ზუსტი საეკლესიო კანონიკის გაგებით,


ზაზა, იქნებ ჩემს შეკითხვას გასცე პასუხი.. ძალიან მაინტერესებს..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 22 2007, 11:47 AM
პოსტი #213


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(marine @ Jun 22 2007, 11:43 AM) *

ზაზა, იქნებ ჩემს შეკითხვას გასცე პასუხი.. ძალიან მაინტერესებს..


მეუფე სტეფანეს ტერმინებით რომ გითხრა: მართლმადიდებლური ყვითელი პრესაა ეგ biggrin.gif

პ.ს.
იქ ისეთებიც იბეჭდება, რომ გააფრენ კაცი biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 22 2007, 11:48 AM
პოსტი #214


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,033
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(კანუდოსელი @ Jun 22 2007, 11:47 AM) *

მეუფე სტეფანეს ტერმინებით რომ გითხრა: ყვითელი პრესაა ეგ biggrin.gif


ესე იგი არ უნდა შევიძინოთ?? აბა რაღა უნდა იკითხოს მართლმადიდებელმა?


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 22 2007, 11:51 AM
პოსტი #215


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(marine @ Jun 22 2007, 11:48 AM) *

ესე იგი არ უნდა შევიძინოთ?? აბა რაღა უნდა იკითხოს მართლმადიდებელმა?


წინა წელს ინტერვიუ მისცა საპატრიარქოს რადიოში სტუმრად მყოფმა ერთმა სასულიერო პირმა იტალიიდან და როუზზე ასე თქვა: აჯობებს მართლმადიდებლები იკითხოთ უპირველეს ყოვლისაო...რუსეთში მიცემულ ინტერვიუში იგივე პიროვნებამ უფრო მკაცრად განაცხადა: ეს ადამიანი იყო სულიერად ავადო და დაამატა: нужно перестать смотреть на мир православный, Ро(у)зовыми очками - ო biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Jun 22 2007, 11:52 AM
პოსტი #216


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ციტატა
მკვდარს როგორ უნდა ტკიოდეს, როცა თვითონ ხორციც მკვდარია და უფუნქციო? წვის, ჭრის და ა.შ. გრძნობა შეიძლება გააჩნდეს შედგენილს ანუ მატერიალურს, სული კი მარტივია, იგი არ იწვება, არ იჭრება, არ კვდება... წვასთან კი შედარება, ამ უკანასკნელისას მძიმე ტანჯვის გამო ხდება...


კარგი და კომაში მყოფი ხომ ცოცხალია, იმას რატომ არ ტკივა? ან ვთქვათ ხერხემალში მოწყვეტილ ადამიანს. შენ ისე გამოგდის, თითქოს სულს გრძნობის უნარი არ აქვს, და თუკი ეგრეა, განცდა როგორღა აქვს?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jun 22 2007, 11:54 AM
პოსტი #217


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Jun 22 2007, 11:52 AM) *

KAIROS
კარგი და კომაში მყოფი ხომ ცოცხალია, იმას რატომ არ ტკივა? ან ვთქვათ ხერხემალში მოწყვეტილ ადამიანს. შენ ისე გამოგდის, თითქოს სულს გრძნობის უნარი არ აქვს, და თუკი ეგრეა, განცდა როგორღა აქვს?



დეპრესია - სულის "ტკივილის" ერთ ერთი ფორმაა...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jun 22 2007, 12:57 PM
პოსტი #218


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(კანუდოსელი @ Jun 22 2007, 11:43 AM) *

გიორგი, კაიროსს მაინც ნუ ასწავლი შეკაცო smile.gif ღვთისმეტყველების თანახმად სული მარტივია, თუმცა არა აბსოლუტურად მარტივი, როგორც ღმერთი.

მე ღვთისმეტყველებას არ ვასწავლი. ხომ ნახე წინა პოსტები? სულ სხვა რაღაცას ვამბობ . . . გასაგებია, რომ ღვთისმეტყველების თანახმად სული მარტივია, მაგრამ რას ნიშნავს ეს "მარტივი"? ეს არა მგონია იმას ნიშნავდეს, რომ ის რაიმე სივრცეში ან განზომილებაში ერთგვაროვანი ჩვენთვის უხილავი და "არა მატერიალური" ნივთიერებისაგან შესდგება. და მით უმეტეს არა მგონია რომ სული, რადგანაც ღვთისმეტყველების მიხედვით მარტივია ამიტომ შეუძლებელია, რომ მას წვის შეგრძნება ჰქონდეს.

მე სულ სხვა "არა მარტივობა" ვიგულისხმე.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
agmsarebeli
პოსტი Jun 22 2007, 01:40 PM
პოსტი #219


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,206
რეგისტრ.: 14-May 07
წევრი № 1,910



კანუდოსელ, მოდი ნუ გადავსწრებთ ვინმეს შეფასებისას ზემდგომებს.ნუ გაჰყვირი სქიზმატიო, თავი შეიკავე და დააცადე ეს ვისაც ამის უფლება აქვს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Jun 22 2007, 01:47 PM
პოსტი #220


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



სიკვდილა!

ძალიან არ მომეწონა შენი პასუხი, უარგუმენტო და უბრალოდ შეკამათების მიზნით იყო დაწერილი, იმდენად რომ ციტირებასაც აღარ ვაკეთებ...

წმ. წერილს და წმ. მამებს შენთვის კარგად ნაცნობი პროტესტანტები თუ უპირისპირებენ ერთმანეთს, ხოლო ჩვენ წმ. წერილს წმ. მამებით ვსწავლობთ, რომლებთაც გლახაკისა და ლაზარეს იგავი ათიათასჯერ აქვთ განმარტებული და არცერთს მინიშნებითაც არაფერი უთქვამს, რომ ქრისტეს აღდგომის შემდეგ აბრაამის წიაღი უაბრაამოდ არსებობსო... ნუ იმეორებ პროტესტანტივით ბიბლიაში წერიაო... მაკვირვებ...

ახლა ან შევწყვიტოთ კამათი და მთლიანად შევცვალოთ მიმართულება, ის მაინც უნდა აღიარო, რომ რასაც შენ ამბობ უცნობია მართლმადიდებლური დოგმატიკისათვის, ეს ამოსავალია, თუ ამას აღიარებ, მაშინ რასაც წერ "ვარაუდად" განვიხილავთ, და ვისაუბრებთ ამ ვარაუდზე, უნათლავების ცხონებაზე მე არაფერი დამიწერია, გეკამათები ამ " ვარაუდზე" და დავიწყოთ აქედან!

თუ გსურს გაგრძელდეს ამაზე საუბარი, უნდა შევთანხმდეთ:

1) ჯოჯოხეთში უტანჯველი ადგილი არ არსებობს-ეს დოგმატია და არ გამომეკიდო, ძალიან ადვილად დაგიმტკიცებ...

2) აბრაამის წიაღის, აბრაამისა და მართალთა გამოხსნის შემდეგ, კვლავ არსებობის შესახებ სწავლება უცნობია მართლმადიდებლური დოგმატიკისათვის და მაქსიმუმ შეიძლება მისი "ვარაუდად" განხილვა, აქ შეიძლება დიალოგი

გადახედე ახლა ღირს დიალოგის გაგრძელება?

შენ გადაწყვიტე....


...............................................................................................


გიორგი....

ციტატა
მით უმეტეს არა მგონია რომ სული, რადგანაც ღვთისმეტყველების მიხედვით მარტივია ამიტომ შეუძლებელია, რომ მას წვის შეგრძნება ჰქონდეს.


რატომაა ეს თემა ასე საინტერესო? ცოტა გამიკვირდა smile.gif , კანონისტმა წამოწია წინ ტანჯვის შესახებ, ნუ ახლა წვა და ტკივილი ცხოველსაც ახასიათებს და როგორც იცით მას სული არ აქვს, არსებობს ასეთი ტერმინი "სამფშინველი", ისევ ქიქოძის წაკითხვას გირჩევთ....

სული მარტივია სხეულთან შედარებით, უფალთან შედარებით ყველა რთულია, სულს არ შეიძლება ტკიოდეს, ამ ტკივილის მატერიალური გაგებით, სულის "წვა" მხოლოდ გადატინითი მნიშნველობით გაიგება და ასე ასწავლის ეკლესია, შეიძლება უამრავი მოწმობის პოვნა ამაზე, ისევე გადატანითი მნიშნველობით, როგორც სწორედ დაწერა კანუდოსელმა :" დეპრესიაზე, იქ არაფერი იწვის, არაფერი იჭრება, არაფერი ლპება, მაგრამ სული მაინც "იწვის" იწვის სულიერი ტკივილით... რომელიც ხშირად ძალზედ მწარეა ვიდრე ის წვა რაზედაც ჩვენ ვსაუბრობთ...

იხარეთ,

კაიროსი!

ციტატა
.ნუ გაჰყვირი სქიზმატიო



ახალი შემოსული ხაარ ძამიკო, და ჯერ გაიცანი ხალხი და მერე უსწორე, იყო ის კაცი სქიზმატი და რა გინდა?


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

20 გვერდი V « < 9 10 11 12 13 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 12:56 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი