IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

15 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> ნაქარგობა
natiko
პოსტი Jul 22 2007, 02:54 PM
პოსტი #81


natia
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 335
რეგისტრ.: 22-August 06
წევრი № 103



ალექსანდრე სულ პირველად რომ დადე დეიდაშენის ნამუშევრები, ძალიან მაგრად მომეწონა მართლა ფერების აღქმაში და ქარგვაშიც კი საოცარი ნიჭი ჰქონია.
მე დჯვრულადაც დამიქარგია, ხევსურული უზორებიც მომიქარგავს, მარა ამხელა ნაქარგობა არა მქონია, მაგას ძალიან დიდი მონდომება უნდა და მალადეც დეიდაშენს.toast.gif



--------------------
<< ვიყუარებდეთ ურთიერთას, რათა ერთობით ვაღიარებდეთ უფალსა >>
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Tamro
პოსტი Jul 27 2007, 09:05 PM
პოსტი #82


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 80
რეგისტრ.: 20-January 07
მდებარ.: თბილისი
წევრი № 880



:
ციტატა(ალექსანდრე @ Jan 3 2007, 05:04 AM) *

ეს ხევსურული ნაქარგობაა, დეიდაჩემის შემოქმედებიდან biggrin.gif
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


არაჩვეულებრივია, ულამაზესია, სიტყვები არ მყოფნის,ძალია სუფთა ნამუშევარია და ფერების საოცარი შეხამებაა :rolleyes ეტყობა ძალიან ნიჭიერი ადამიანია და დიდი შრომაც აქვს ჩადებული.ღმერთმა გაახაროს გააძლიეროს


--------------------
------------------------------------------------------
''უფალო იხსენ სული ჩემი სიკუდილისაგან, თუალნი ჩემნი ცრემლთაგან და ფერხნი ჩემნი-ბრკოლისაგან''

''ქრისტე მოგეფეროს შენ უსაყვარლესო''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nunu78
პოსტი Nov 26 2007, 01:36 PM
პოსტი #83


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 24-November 07
წევრი № 3,245



,,ეძიებდე და ჰპოვებდე"
ბედნიერი ვარ გიპოვეთ. მეც ვქარგავ და მერე მეც გაცვენებთ ცემს ნაქარგებს.
რაც ვნახე ყველა ნამუშევარი მომეწონა. ღმერთმა შეგაძლებინოთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შევრდომილი
პოსტი Dec 5 2007, 09:16 PM
პოსტი #84


მ ა გ დ ა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 459
რეგისტრ.: 1-February 07
წევრი № 987



IPB-ს სურათი


--------------------
"ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას,
რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს,
შენთან მომიყვანს."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninoekimi
პოსტი Dec 17 2007, 05:57 PM
პოსტი #85


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 33
რეგისტრ.: 28-November 07
წევრი № 3,297



თქვენი ნამუშევრები რომ ვნახე ცოტა კი მერიდება ჩემი ნაქარგის დადება..... smile.gif
[[URL=http://imageshack.us]IPB-ს სურათი[/URL


5 წლის წინ დავქარგე, მაშინ მოძღვარიც არ მყავდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ართი ვარდი
პოსტი Jan 13 2008, 05:05 PM
პოსტი #86


MARIAMI
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,359
რეგისტრ.: 15-April 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,658



..........


--------------------
სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)

სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა...

ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ართი ვარდი
პოსტი Jan 13 2008, 05:49 PM
პოსტი #87


MARIAMI
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,359
რეგისტრ.: 15-April 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 1,658



IPB-ს სურათი

ეს ჩემი ნამუშევარია smile.gif


--------------------
სიყვარული ჩემი სულის მდგომარეობაა :)

სიკვდილივით მარადია სურვილი, მთელი ქვეყნის სიმღერებით მოვლისა...

ვისაც რა (ვინ)უნდა უყვარდეს, სულ სხვაა ჩემი ტრფიალი ;)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gogu
პოსტი Jan 25 2008, 07:29 PM
პოსტი #88


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 25-January 08
წევრი № 3,743



დამეხმარეთ რა გეხვეწებით. 2 თხოვნა მაქვს:
ინგლისში ვარ და ვქარგავ დაფარნებს აქაური მართლმადიდებელი მრევლისათვის. აქამდე მოქარგული მაქვს რამოდენიმე დაფარნა საქართველოს მონასტრებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ აქ არ მაქვს წამოღებული დიდი დაფარნის ტრაფარეტი და ასევე დამეკარგა ტექსტები, რომლებსაც გარშემო ვუკეთებდი. ტექსტები იყო კურთხევანიდან. აღარ მახსოვს ზეპირად და რომც მახსოვდეს ასე ვერ ვენდობი მარტო მეხსიერებას. ინგლისურად კი მაქვს კურთხევანი, მაგრამ აქაურ მოძღვარს უნდა, რომ ქართულ ენაზე გავუკეთო წარწერები.
ძალიან გთხოვთ თუ ვინმეს გაგაჩნიათ ტრაფარეტი დიდი დაფარნის, ანუ ჰაერს რასაც ეძახიან, რაც ზევიდან ეფარება ბარძიმსაც და ფეშხუმსაც ერთად აი იმის გამოსახულება. და ასევე ტექსტები (დაახლოებით: დაფარნა ცანი შუენიერებამან შენმან და... II: და მოვიდა ვარსკლუავი და დაადგა ადგილსა მას სადაც იყო ყრმაი... II-სულ არ მახსოვს), ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ რა. ძალიან მადლობელი დაგრჩებით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jan 27 2008, 11:17 PM
პოსტი #89


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



უახლოეს მომავალში ფორუმი გეგმავს გამოფენის მოწყობას, სადაც ყველას მიეცემა საშუალება საკუთარი ნამუშევრები წარმოაჩინოს, ასე რომ იაქტიურეთ და თუ რამეა მომწერეთ. ერთად გავუკეთოთ ორგანიზება გრანდიოზულ ფორუმ გამოფენას


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetuna
პოსტი Mar 3 2008, 12:40 AM
პოსტი #90


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 4
რეგისტრ.: 23-January 08
წევრი № 3,712



ეს არის ჩემი ნაქარგი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Mar 5 2008, 07:55 PM
პოსტი #91


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



შეიძლება, ამით ვინმე დაინტერესდეს (თუ არა, წაშალეთ). ქართულ ნაქარგობაზეა

ქრისტიანული ხელოვნება მრავალფეროვანია. ხელოვნება, საერთოდ, დამოუკიდებლად, მხოლოდ ესთეთიკურ-მხატრული ან დეკორატიული ფუნქციით არ განიხილებოდა, არამედ ქრისტიანული მსოფლწესრიგის განუყოფელი ნაწილი იყო. ხელოვნების სხვადასხვა დარგი ცალ-ცალკე ერთმანეთისაგან მოწყვეტილად არ გაიაზრებოდა და არც არსებობდა, არამედ შეადგენდა ერთიან, დიდ სულიერ მთლიანობას, რომელიც ქრისტიანულ ტაძარში იყო განხორციელებული. ტაძრის ხუროთმოძღვრება, მის ფასადებზე განლაგებული ფიგურული რელიეფი, მის ინტერიერის შემამკობელი ფრესკები თუ მოზაიკა, საკურთხევლის წინ აღმართული კანკები წმინდა ხატებით, მინიატურებით შემკული წმინდა წიგნები, მოჭედილი საღვთისმსახურო წმინდა ჭურჭელი და „სამწერობლები“, მოქარგული „დაფარნები“, „გარდამოხსნები“, „კრეტსაბმელი“ სამღვდელმთავრო შესამოსელი, ბაირაღები, გალობა, ლოცვა-ყოველივე ეს მთლიანობაში აქვე მიწაზე განასახიერებდა ზეციურ სამყაროსა და მის ძალებს.

ქართველმა ხალხმა კულტურის ყოველ დარგში საუკუნეების მანძილზე მძლავრი შემოქმედებითით უნარი გამოამჟღავნა. ხუროთმოძღვრების, ოქრომჭედლობისა და ხელოვნების სხვა დარგების გვერდით საპატიო ადგილს იჭერს ნაქარგობაც.

საქართველო უძველესი დროიდან საფეიქრო წარმოებით იყო განთქმული, ამას უცხოელი მოგზაურების ის წერილობითი წყაროებიც ადასტურებს, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია (ჰეროდოტე, სტრაბონი, მარკო პოლო, ზერქა, ყაზვინი და სხვა.) რუსი მწერალი ოლღა ფორში წერდა:„(ქართველმა ქალებმა ნემსი აიყვანეს სახელმოხვეჭილი მხატვრის ფუნჯისა და მოქანდაკის საჭრეთლის დონეზე“. საფეიქრო საქმის მაღალმა დონემ განაპირობა მაღალხარისხოვანი შალის, აბრეშუმისა და ბამბის ქსოვილების წარმოება, ამან კი ხელი შეუწყო ქართული ხელსაქმის განვითარებას.

ქართველმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე შეიმუშავა ხელსაქმის შესანიშნავი ტრადიციები. მასში ჩააქსოვა მთელი თავისი ფანტაზია, გემოვნება და კულტურა, შეიქმნა მეტად თავისებური ეროვნული ხელსაქმე. მხატვრული ნაქარგობა და ქსოვა. განსაკუთრებულ აღორძინებას განიცდის მხატვრული ნაქარგობა ქრისტიანულ ეპოქაში, როდესაც სასულიერო პირთა სამოსის ნაქარგობით შემკობას ახალ ეტაპზე აჰყავს ხელსაქმე. ქართველი ქალის მიერ ნაქარგს აღტაცებაში მოჰყავდა როგორც ქართველი, ისე უცხოელი ისტორიკოსებიsad.gifიოსებ თბილელი, მარკო პოლო, ტოლჩანოვი და სხვა).

ზოგადად, ქართული ხელსაქმე, და განსაკუთრებით, ნაქარგობა, გამოირჩევა თავისი ფერთა ჰარმონიული შეხამებით, დახვეწილი გემოვნებით, მდიდარი ფანტაზიით და ტექნიკური ხერხების მრავალფეროვნებით. ამის დამადასტურებელია ნაქარგობის ის ნიმუშები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. ამ ნივთთა უმდიდრესი კოლექციაა დაცული შ. ამირანაშვილის სახელობის სახელმწიფო მუზეუმის ნაქარგობის და ქსოვილების განყოფილების ფონდში. ნაქარგობის ეს ნიმუშები ძირითადად წარმოადგენს XII-XI საუკუნის „საბუხარები“ კაცხის მონასტრიდან-სასულიერო პირის სამოსის ამ ორ დეტალზე ოქროსა და ვერცხლის თმით ამოქარგულია „საიდუმლო სერობის“ ორი კომპოზიცია. ეს არის „პურითა და ღვინით ზიარება“.

ძველ საქართველოში ხელსაქმის ძირითად კერებს წარმოადგენდა ეკლესია-მონასტრები და დიდგვაროვანთა ოჯახებში შექმნილი სპეციალური სკოლები. ეკლესია მონასტრებიდან ამ მხრივ გამოირჩეოდა სვეტიცხოველი, სამთავრო, დავით-გარეჯი, ალავერდის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, კაცხის მონასტერი, თბილისის სიონი და ა.შ. ამ ეკლესია მონასტრებში ქარგვის ცენტრების არსებობას ადასტურებს ნაქარგ ნივთებზე შესრულებული საქტიტორო წარწერები.

საქართველოში ქარგვა ძალზე პოპულარული იყო თითქმის ყველა ოჯახში იყო მქარგველი., ხესაქმე რომ დედოფლებს დიდად ხელეწიფებოდათ, ამაზე მინიშნება არის იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამებაშიც“, წმინდა მეფე თამარი, მისი ისტორიკოსის ცნობით, მოწყალებას მხოლოდ საკუთარი ხელით ნაქსოვ-ნაქარდიდან გასცემდა. „ხელით საქმარი მისი განყიდის და ეგოდენ ფასი გლახაკთა ახელსაქმარის და მისცეს არა სამეფოდ შემოსავალთაგან“.

სამეფო ოჯახის წევრებიც დიდი მონდომებითა და სიყვარულით ხელსაქმობდნენ და თავიანთ ნაღვაწს ეკლესია-მონასტრებს სწირავდნენ. მომქარგველთაგან ცნობილია დედოფალი მარიამი-როსტომ მეფის მეუღლე, დედოფალი ანა ხანუმი-თეიმურაზ II-ის მეუღლე. ბატონიშვილი თუთა-ვახტანგ I დედა, ბატონიშვილი გულქანი-ოტია დადიანის მეუღლე, მონოზონი ანა-დავით-გარეჯის მონასტრიდან.

წმინდა მამები ქარგვას წმინდა საქმედ თვლიან მონასტრებში მქარგველები და ხატმწერები სამუშაოს შესრულებისათვის ისევე ემზადებოდნენ, როგორც მღვდლები ლიტურგიის აღსავლენად. სამუშაოს იწყებდნენ მხოლოდ დილის საათებში-საზრდოს მიღებამდე. სამუშაოს დაწყების წინ აღევლინებოდა ლოცვა იმ წმინდანის მიმართ, რომელიც უნდა მოექარგათ. ქარგვისას იკითხებოდა ფსალმუნები. ნაქარგობა იქმნებოდა სულიერ ატმოსფეროში. დღესაც აუცილებელია ქარგვის დაწყების წინ მქარგველი მუშაობისათვის მარხვითა და ლოცვით მოემზადოს. იგი ეკლესიურად უნდა ცხოვრობდეს.

სამწუხაროდ, ხელსაქმის ეს უძველესი და უმდიდრესი ტრადიციების მქონე სახეობა. ქარგვა გარკვეული დროით მიივიწყეს. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილიო II სურვილით და დახმარებით ქარგვის კერები ისევ აღდგა, 1983 წლიდან ჯერ საქართველოს საპატრიარქოში და მცხეთა-თბილისის ეპარქიაში, შემდეგ წლებში კი მღვდელმთავრების დახმარებით სხვა ეპარქიებშიც. დღეისათვის საეკლესიო ნაქარგობების სახელოსნოები ფუნქციონირებს თითქმის ყველა დედათა მონასტერში, თბილისის სიონის სამრევლო სკოლაში. თბილისის სასულიერო აკადემიის სახელოსნო საეკლესიო ნაქარგობების კვლევის ცენტრის ფუნქციას ასრულებს ეპარქიებში მოღვაწე, საეკლესიო ხელოვნებით დაინტერესებულ როგორც სასულიერო, ისე საერო პირთათვის.

ნაქარგობა ორ მთავარ ჯგუფად იყოფა:საეკლესიო და საერო დანიშნულების. საეკლესიო ნაქარგობას მიეკუთვნება:ღვთისმსახურთა სამოსი (ომოფორი, საკოსი, ოლარი, საბუხარები, ენქერი, სარტყელი, მიტრა, სტიქარი, ფილონი). და ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთები (დაფარნები, გარდამოხსნები, კრეტსაბმელი, ტრაპეზის გადასაფარებელი და სხვა.), ხოლო საერო დანიშნულების ნივთებს მიეკუთვნება:კაბები, სარტყლები, შეიდიშები, გულისპირი, კაცისა და ქალის თავსაბურავი-ფაფანაკი, ყაბალახი, მანდილი, ბალიშები, ხევსურული ტალავარი და სხვა. საეკლესიო დანიშნულების ნივთების:„დაფარნების“, „გარდამოხსნების“, „კრეტსაბმელის“ და სასულიერო პირთა შესამოსელის შეწირვა თავისი „ცოდვილი სულის საოხრად“ ან „ორსავ ცხოვრებასა წარმართებისათვის“ ან “ ძეთა და ასულთა აღსაზრდელად“ მეფე-დედოფლებსაც და ფეოდალებსაც ჰქონდათ ჩვეულებად.

„გარდამოხსნა“-ჯვარცმული იესო ქრისტეს სხეულის სიმბოლოა. იგი სახეა იმ ტილოსი, რომლითაც იოსებ არიმათიელმა ჯვრიდან ჩამოხსნილი იესო ქრისტეს წმინდა სხეული საფლავში დადების წინ „წარგრაგნა“. („ვითარცა ჩვეულება არს ურიათა დაფლვისაო“), „გარდამოხსნა“ გამოიყენება წითელი პარასკევის ღვთისმსახურების დროს, როდესაც სამღვდელოება და მორწმუნენი იესო ქრისტეს წმინდა სხეულს დასტირიან.

„დაფარნა“ წარმოადგენს საეკლესიო დანიშნულების ნივთს, რომელიც გამოიყენება ბარძიმ-ფეხშუმის საფარებლად. სულხან-საბას მიხედვით „დაფარნა“ სიწმინდის საფარებელია. იგი სამი სახისაა. ერთი განკუთვნილია ფეშხუმისათვის, მეორე-ბარძიმისათვის, მესამე-ბარძიმ-ფეშხუმის საერთო საფარებელს წარმოადგენს.

წმინდა ეპისკოპოსი გაბრიელ ქიქოძე თავის ქადაგებებში ხშირად ეხებოდა ქრისტიანი ქალის დანიშნულებას: იგი შეგვახსენებდა, რომ „ყოველსა კეთილგონიერსა ქალსა სარკედ ჰქონდეს ცხოვრება და თვისება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა და მით განიხილავდეს სახესაც თვისისა ცხოვრებისასა“. დედამიწაზე ცხოვრებისას ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საქმიანობა იყო წმინდა წერილის კითხვა და ხელსაქმე.

ქალი არის შემწე და მეგობარი კაცისა, მოზიარე ყოველი მისი საქმისა, მწუხარებისა და სიხარულისა. ქალმა უნდა გაუადვილოს და შეუმსუბუქოს ცხოვრება კაცს. ქალი მართავს ოჯახს, ზრდის შვილებს, შეეწევა ოჯახის რჩენას. პირველ საუკუნეებში მრავლად იყვნენ ასეთი ქალები. მრავალთა კეთილგონიერთა ქალთა მოაქციეს და აცხოვნეს მეუღლე, ძე და ნათესავები თავისი პატიოსანი ყოფაქცევით. ბოლოს ასე გვლოცავს წმინდა ეპისკოპოსი:„შეეწიე, ყოვლადწმინდაო ქალწულო და დედაო, ყოველთა ქრისტიანე ქალთა, რათა შენი მობაძავნი. ამინ“!

ასე არიგებს წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი თავის სულიერ შვილს ოლიმპიადას:„საქმიანობა შენი საქსოვ-სართავთა და ღვთის სიტყვის სწავლა იყოს, ხოლო გარეშე საქმის ზრუნვა ქმარს მიანდევი“. სწორედ ასეთი სულისკვეთებით აღზრდილი ქალების მიერაა შესრულებული შუა საუკუნეების საეკლესიო ნაქარგობანი, რომელთაც ყოველთვის აღტაცებაში მოჰყავდათ მნახველი და დღესაც მსოფლიო დონის ხელოვნების ნიმუშად ითვლება.

აი, რას წერს ჟურნალ „წყაროში“ ჩვენი თანამედროვე ხელოვნებათმცოდნე, ქალბატონი იზოლდა მელიქიშვილი„...დღესდღეობით ეს თითქმის დაკარგული და შეუვსწავლელი ტრადიციები აღორძინებისა და აღმავლობის გზაზე დგას. დღეს კვლავ აღდგა ეკლესია-მონასტრებში ქარგვის კერები. განსაკუთრებით მომრავლდა სასულიერო დანიშნულების ნივთების მქარგველი ოსტატები, რომლებიც უძველესი ტრადიციებით აგრძელებენ ქარგვას“.

ვფიქრობთ, რომ სტატიების ის ციკლი, რომელიც მომავალში ქართულ-მხატვრულ საეკლესიო ნაქარგობას დაეთმო, ამ საქმით დაინტერესებულს სასიკეთო სამსახურს გაუწევს.



--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ubralod ninka
პოსტი Apr 28 2008, 11:16 PM
პოსტი #92


ubralod ninka
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,041
რეგისტრ.: 28-January 07
მდებარ.: sanatreli zona:)
წევრი № 959



მართალია არც ნაქარგი არ არის და არც დამთავრებული მაგრამ რავი მაინც დავდე smile.gif
IPB-ს სურათი


--------------------
ეკლესია საფეხურია, რათა მივუახლოვდეთ ზეციურ მამას, ცოდვების მოსანანიებლად კი გვეძლევა ცხოვრება...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 30 2008, 04:48 PM
პოსტი #93


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,832
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ინტერნეტში ვნახე და მომეწონა smile.gif

შობა:

IPB-ს სურათი


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tustusa-gogo
პოსტი Jun 1 2008, 04:16 PM
პოსტი #94


სამშვინველოლოგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,853
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: xan - sad, xan-sad ...
წევრი № 4,965



smile.gif smile.gif უი მეც ვიცი ქარგვა, ოღონდ ჯვრებით, რამდენიმე უზორი მომცეს და წამოვიღე და ვაკეთებ ხოლმე თავისუფალ დროს smile.gif ქამრები გამომდის განსაკუთრებით კარგადsmile.gif


--------------------
חַנָּה‎, (Hannah)
............................................
ვამსხვრევ სტერეოტიპებს, გარანტიით !!!
...........................................

Женщина тоже друг человека.

................................................
მადლობა ევას ვაშლის შეჭმისთვის

მადლობა ადამს თანამონაწილეობისთვის

განსაკუთრებული მადლობა ევას
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Jun 3 2008, 02:55 PM
პოსტი #95


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ubralod ninka
რა ლამაზიააა, მიყვარს გობელენები, მალე დაამთავრე და გვაჩვენე smile.gif

ერთ დროს მეც ვქსოვდი გობელენებს, მარა წავიდა ის დრო biggrin.gif biggrin.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T_E_K_O_T_E_K_O
პოსტი Jun 10 2008, 08:56 PM
პოსტი #96


TEKO
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,975



ძალიან მომეწონა ყველას ნაქარგები, ჩემიც შეაფასეთ smile.gif
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
ესეც კიდევ ერთი smile.gif

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
makiki
პოსტი Jun 10 2008, 08:58 PM
პოსტი #97


makiki
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,779
რეგისტრ.: 29-January 08
მდებარ.: Tbilisiii
წევრი № 3,797



ციტატა(T_E_K_O_T_E_K_O @ Jun 10 2008, 07:56 PM) *

ძალიან მომეწონა ყველას ნაქარგები, ჩემიც შეაფასეთ smile.gif
IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი




ეხლა მეც ვიწყებ სამებაში ქარგვაზე სიარულს და მერე მეც დავდებ ხოლმე ჩემს ნაშრომებს.ერთი სული მაქვს მოვიშორო ეს გამოცდები და ქარგვა დავიწყოოო

გაიხარე ლამაზია ძალიან a025.gif


--------------------
წიგნი,რომლის მეორედ და მესამედ წაკითხვა არ ღირს არ უნდა წაიკითხო არცერთხელ.

ლამაზი ცრემლები წამწამებს ეხება
პატარა ცრემლები ბაგეზე ეშვება
ღმერთო მოუსმინე მის ლამაზ ვედრებას
გოგონა ხატის წინ მუხლებზე ეცემა...

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T_E_K_O_T_E_K_O
პოსტი Jun 10 2008, 09:09 PM
პოსტი #98


TEKO
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 83
რეგისტრ.: 1-June 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 4,975



IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი
დანარჩენები მერე იყოს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino kiwo
პოსტი Jun 19 2008, 02:05 PM
პოსტი #99


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 153
რეგისტრ.: 19-June 08
წევრი № 5,123



შემოგიერთდებით და მოხიბლული ვარ ნაქარგებით .


მეც ვქარგავ და თუ მასწავლით როგორ დავდო აქ. სიმაოვნებით გაჩვენებთ.
smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nino kiwo
პოსტი Jun 21 2008, 01:24 PM
პოსტი #100


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 153
რეგისტრ.: 19-June 08
წევრი № 5,123



მიუხედავად იმისა რომ მასწავლეს სურათის აქ დადება. მაინც ვერ მოვახეერხეsad.gif მაგ საკითხში მოვიკოჭლებ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

15 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 08:55 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი