IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

22 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > »   
Reply to this topicStart new topic
> რა არის სული
southruislip
პოსტი Jul 25 2007, 01:01 AM
პოსტი #101


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



დათიკოს,სოტრისდა მართას

ციტატა;"ბუდიზმში კი ეს ყველაფერი მთვარდება განმღრთოებით, რომელიც ნიშნავს გაქრობას."

ეს ციტატა,წარმოთქვა გიორგიმ თავის პასუხში და მე მას ვთხოვე, რომ აეღნიშნა რას გულისხმობდა და სად ამოიკითხა. ეს ციტატა მე არ წარმომითქვია, ძალიან გთხოვთ მე და გიორგის საუბარში ნუ ჩაერევით. წაიკითხეთ გიორგის წინამდებარე პასუხი და იქ ამოიკითხავთ. ისე მე ვიტყოდი რომ ვიღაცას არ გაუმართლა იმ ლეღვში რომ ინკარნირდა იესომ რომ გაახმო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
დათიკო
პოსტი Jul 25 2007, 10:17 AM
პოსტი #102


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



southruislip
ციტატა
ძალიან გთხოვთ მე და გიორგის საუბარში ნუ ჩაერევით.

ეს თავისუფალი ფორუმია და შენ არ გაქვს უფლება ვინმეს აუკრძალო აზრის გამოთქმა. smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 25 2007, 11:05 AM
პოსტი #103


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



დათიკო
ციტატა

southruislip
თუ არ შეწუხდები წყარო დაასახელე სადაც ეს ამოიკითხე.


ძალიან გთხოვთ, რომ დისკუსიის დროს მაქსიმალურად მივაქციოთ ყურადღება იმას თუ რომელი პოსტი/ფრაზა ვის ეკუთვნის, წინააღმრდეგ შემთხვევაში მსჯელობა აირევა და ვეღარ გავარკვევთ ვინ რა პოზიციას ამტკიცებს.

ზემოთ მოყვანილი სიტყვები ბუდიზმში განმღრთოებისა და გაქრობის შესახებ მე დავწერე და არა southruislip-მა. შესაბამის განსაზღვრებებსაც გაჩვენებთ მსოფლიოს ელექტრონული ენციკლოპედიიდან.

მართა
სანამ ასე კატეგორიულად და ძახილის ნიშნით შეაფასებდე ფრაზას:
ციტატა
ბოდვაა!

იქამდე ჯერ ყურადღება მიაქციე ვის ეკუთვნის და მერე შეეცადე საბაზისო დონეზე მაინც გაეცნო ბუდიზმს, მის სწავლებას სულის საბოლოო მდგომარეობის ე.წ. "ნირვანას" შესახებ. მერე მიხვდები, რომ არავითარ შემთხვევაში ბოდვა არ დამიწერია და შესაბამის დამამტკიცებელ ციტატებსაც მოვიყვან მსოფლიოს ენციკლოპედიიდან.

თუ გეგონა, რომ ეგ ფრაზა მე კი არა და southruislip-ს ეკუთვნოდა
მაშინ გაითვალისწინე ისიც, რომ ახალ შემოსული ადამიანი დაინტერესებულია ჩვენთან საუბრით, წინააღმრდეგ შემთხვევაში წავიდოდა ფორუმიდან, ამიტომ მას უნდა ესაუბრო ფაქტებით, ლოგიკურად, განათლების სიმაღლიდან და არა შენი ნაწერი "ბოდვააო", თანაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

ეს ფორუმი სამაგალითო უნდა იყოს ყველა ახალმოსულისთვის, ჩვენ როგორმე ქრისტეს სიყვარული გაგვაერთიანებს და ერთმანეთს გავუგებთ, მაგრამ ახალმოსულები არ უნდა დავაბრკოლოთ.

southruislip
ციტატა
გარდა გაქრობისა როგორ გესმის განღმრთოება. ღმერთად გახდომას გულისხმობ,თუ რას?


არა ღმერთად გახდომას არ ვგულისხმობ. ბუდიზმში საერთოდ არ არსებობს ღმერთის მცნება. იქ საუბარია მხოლოდ სულიერ კონდიციებზე. "განმღრთოებაში" იგულისხმება ადამიანის სულის უმაღლესი მდგომარეობა, რომელსაც ბუდისტურ ტერმინოლოგიაში "ნირვანა" ეწოდება. "ნირვანა" მიიღწევა საკმარისი რაოდენობის რეინკარნაციების შემდეგ, როდესაც ადამიანი აღარ იბადება და მისი სული ერწყმის არარაობას, ციტირება მსოფლიო ენციკლოპედიიდან, სადაც გადმოცემულია
"ნირვანას" აღწერა ბუდიზმის მიერ:

"There is that dimension where there is neither earth, nor water, nor fire, nor wind; neither dimension of the infinitude of space, nor dimension of the infinitude of consciousness, nor dimension of nothingness, nor dimension of neither perception nor non-perception; neither this world, nor the next world, nor sun, nor moon. And there, I say, there is neither coming, nor going, nor stasis; neither passing away nor arising: without stance, without foundation, without support. This, just this, is the end of stress."

ქართული თარგმანი:

"არსებობს განზომილება, სადაც არ არის არც დედამიწა, არც წყალი, არც ცეცხლი, არც ჰაერი; არც განზომილება უსასრულო სივრცის, არც განზომილება უსაზღვრო ცნობიერების, არც განზიმილება არაფრადობის, არც განზომილება განცდისა და განუცდელობისა, არც ეს სამყარო, არც სხვა სამყარო, არც მზე, არც მთვარე; და იქ გეუბნებით, რომ იქ არაფერი არ მოდის და არაფერი არ მიდის, არც სტატიკურობაა, არც ჩაივლის მასში რაიმე და არც არაფერი ამოდის იქიდან: არც მდგომიარობაა, საფუძვლისა და საყრდენის გარეშე. ეს, მხოლოდ ესაა ტანჯვის დასასრული"

აი, ეს არის "ნირვანას" იგივე "ბუდისტური განმღრთოების" საბოლოო მიზანი, რასაც ფილოსოფიაში არარაობა ეწოდება, არარაობაში გადასვლას კი მარტივი სიტყვებით გაქრობა ეწოდება.

შენს მიერ ნახსენები რეინკარნაციის პირველმიზეზი არის ადამიანის არა ღვთისმიერი სიყვარული (ღმერთი საერთოდ არაა ბუდიზმში), არამედ სასჯელი თავისი წინა ცუდი ცხოვრებისათვის. (ბუდიზმში სიცოცხლე სატანჯველად ითვლება), როდესაც ადამიანი რამოდენიმეჯერ მოევლინება ქვეყანას და დაიმსახურებს უმაღლეს შეფასებას, იგი გათავისუფლდება ამ ქვეყნიური ტანჯვისგან, აღარასდროს აღარ დაიბადება და სამუდამოდ გადავა "ნირვანაში" ანუ შეერწყმება ზემოთ აღწერილ მდგომარეობას და გაქრება.

ციტატა ბუდიზმის მიზნების შესახებ:

Buddhism holds that the ultimate goal and end of samsaric existence is realization of Nirvāna; what happens to a person after his parinirvāna cannot be explained adequately.

ქართული თარგმანი:

"ბუდიზმი აცხადებს, რომ სამსარიკული (რეინკარნაციების შედეგად დაბადება) არსებობის დასასრული და უცილობელი მიზანი არის ნირვანას რეალიზაცია, რა მოსდის პიროვნებას პარინირვანას (ნირვანას მიღწევა) დროს შეუძლებელია ადექვატურად ახსნა."

მოკლედ ვიტყვი რომ ბუდიზმი არის რელიგია რომელიც მიწიერ ცხოვრებებს აღიქვამს ტანჯვების სერიად და მისგან გათავისუფლებას გვპირდება გაქრობით და აბსოლუტურ არარაობასთან შერწყმით, რომელის არსსაც თვითონაც ვერ ხსნის. ანდა რა არის ასახსნელი, იქ სადაც არაფერია არც ასახსნელია რაიმე. თუ რატომ მივიდა გაუტამა ამ დონემდე და რამ აიძულა ასეთი უცნაური წარმოდგენების მქონე რელიგია ექდაგა ამაზე მოგვიანებით ვისაუბროთ, მაგრამ მოკლედ გეტყვი, რომ ეს იყო საშინელი სასაოწარკვეთილი ადამიანის დეპრესია, რომელიც გამოწვეული იყო მისი ბავშვობის დროს სამეფო სასახლეში მომხდარი ამბებით. ცხოვრებისეული დეპრესიიდან აბსოლუტური გაქრობით თავის დაღწევა საშინელი უიმედობის ნიშანია და ამას საერთო არაფერი არა აქვს ქრისტეანობასთან, სადაც არსებობს მარადიული ღმერთი, რომელიც აბსოლუტური არარაობის ნაცვლად აბსოლუტურ სიყვარულს ქადაგებს მატერიალურ და სულიერ სამყაროშიც.








თუ ვინმეს სურვილი აქვს უკეთ გაიცნოს "ნირვანა" და ბუდიზმი შევიდეს ლინკზე:
http://en.wikipedia.org/wiki/Nirvana

სურვილის შემთხვევაში სხვა წყაროებსაც მოგაწვდით.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Jul 25 2007, 11:13 AM
პოსტი #104


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა( გიორგი @ Jul 25 2007, 10:05 AM) *


მაშინ გაითვალისწინე ისიც, რომ ახალ შემოსული ადამიანი დაინტერესებულია ჩვენთან საუბრით, წინააღმრდეგ შემთხვევაში წავიდოდა ფორუმიდან, ამიტომ მას უნდა ესაუბრო ფაქტებით, ლოგიკურად, განათლების სიმაღლიდან და არა შენი ნაწერი "ბოდვააო", თანაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

ეს ფორუმი სამაგალითო უნდა იყოს ყველა ახალმოსულისთვის, ჩვენ როგორმე ქრისტეს სიყვარული გაგვაერთიანებს და ერთმანეთს გავუგებთ, მაგრამ ახალმოსულები არ უნდა დავაბრკოლოთ.


აი მალადეც ბრავო ბრავო ბრავო ბრავო wub.gif


გიორგი 2kiss.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 25 2007, 12:07 PM
პოსტი #105


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



southruislip

რადგან რეინკარნაციაზე და ბუდიზმზე ჩამოვარდა ლაპარაკი ერთი საინტერესო არსებითი ხარვეზი მინდა დავაფიქსირო ამ იდეოლოგიის. გარდა ზემოთ ხსენებული დემონური დეპრესიის ანარეკლებისა ბუდიზმი აცხადებს, რომ სამყარო ღმერთს არ შეუქმნია და არა აქვს დასასრული და დასაწყისი დროსა და სივრცეში. არამედ იგი სულ იყო და უსასრულოა ზომებშიც. ასეთი თეორია არსებობდა კოსმოლოგიაშიც და მას "სტატიკური სამყაროს მოდელი ერქვა", მაგრამ იგი თანდათანობით უკუგდებულ იქნა იმ დინამიკური პროცესების გამო რაც დამზერილ იქნა ძალიან შორეული გალაქტიკებისა და კვაზარების მოძრაობაში. აღმოჩენილია ორი ძირითადი ფაქტი, რაც ცალსახას ხდის, რომ აბსოლუტური უსასრულობის თეორია აუცილებლად უნდა შეიცვალოს დროში საწყისი და სივრცეში სასრული "გაფარდოებადი სამყაროს მოდელით", რომელიც ეფუძნება დიდი აფეთქების თეორიას და გულისხმობს სამყაროს სპონტანურ შექმნას აბსოლუტურად არაფრიდან და აბსოლუტურად არაფერში დინამიკური სივრცისა და დროის გაჩენის თანხვედრისას 13.7 მილიარდი წლის წინ. სამყაროს ამგვარ მოდელს ორი უძლიერესი არგუმენტი აქვს:

1) შორეული გალაქტიკების და კვაზარების სპექტრულ დიაგრამებში წითელი წანაცვლება (დაბალი სიხშირის სინათლისკენ) ახლომდებარე სინათლის წყაროებთან შედარებით, რაც გამოწვეულია ძალიან დიდი სიჩქარით მოძრაობის შედეგად. წითელი წანაცვლება პირდაპირპროპორციულია გალაქტიკებამდე მანძილის რაც იმის ნიშანია, რომ რაც უფრო შორია გალაქტიკა მით უფრო სწრაფად გვშორდება ანუ ჩვენი სამყარო ფართოვდება, ოდესღაც ის გაცილებით პატარა იყო და ოდესღაც საერთოდ არ არსებობდა შეიქმნა რა სპონტანური ენერგიის გაჩენით სივრცესთან ერთად და დაიწყო გაფართოვება სივრცეში რის შედეგადაც ტემპერატურა დაეცა და თანდათანობით დროში შეიქმნა ყველაფერი.

2) ძალიან ძლიერმა რადიტელესკოპებმა აღმოაჩინეს რელიქტური გამოსახულება, რაც არის სპონტანურად შექმნილი სამყაროს შექმნის შედეგად გამოსხივებული ელექტრომაგნიტური მიკროტალღების ნარჩენები, რომელიც სამყაროს შექმნიდან 400 000 წლის შემდეგ გამოსხივდა და ჩვენამდე მოაღწია, რის საშუალებითაც შეიძლება მაშინდელი პროცესების აღწერა. სამყაროს რადიუსი ამჟამად შეადგენს დაახლოებით 15 მილიარდ სინათლის წელს და სავარაუდოდ ჰიპერსფერული გეომეტრია გააჩნია, რომლის იქით არაფერი არ არსებობს. (თვით არც ცარიელი სივრცე)


არაფრიდან დროში და გარკვეული თანმიმდევრობით შექმნის იდეას აღიარებს ქრისტეანობა, რაც გაცილებით ახლოს არის რეალობასთნ ვიდრე აბსოლუტური უსასრულობის მქადაგებელი ბუდიზმი, რომელსაც აბსოლუტური არარაობიდან აბსოლუტური არარაობისაკენ მივყავართ.

ახლა მეტი დრო სამწუხაროდ არ მაქვს, მერე მოგიყვები გაუტამა სიდარტას ბავშვობაზე, მის მდიდრულ ცხოვრებაზე და იქ მომხდარ რამდენიმე ნიუანსზე . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Jul 25 2007, 12:55 PM
პოსტი #106


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



გიორგი
მოკლედ ყევლა თემა კვაზარამდე როგორ დაგყავს მიკვირს biggrin.gif.

რაც შეეხება ბუდისტებს ეხლა იმასთ კითხე ქრისიტიანობა კაია თუ ცუდი. ყველას თავისი აზრი აქ.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Jul 25 2007, 01:01 PM
პოსტი #107


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



გიორგის

მადლობთ გიორგი შენი აზრების გადმოცემისთვის, როგორც ვატყობ, შენ ამ ფორუმში ყველაზე პოზიტიურად მოაზროვნე პიროვნება ხარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორხც სხვა ფორუმში ერთ-ერთმა აღნიშნა,
ბრძენიც შეიძლებ შეცდესო. ბუდიზმი ისევე როგორც ქრისტიანობა და სხვა რელიგიები დაყოფილია სხვადასხვა მიმდინარეობებად, და ამ მიმდინარეობების შეხედულებები ასევე განსხვვდება ერთიმეორისაგან. როგორც კათოლიკეები და მართლმადიდებლები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ასევე მათი მიმდინარეობები. და რომელიმე მათის აზრის ამოკითხვა სულაც არ ნიშნავს იმას რომ ეს ბუდას მოსაზრება იყო. ისევე როგორც კათოლიკეების შეხედულება არ არის სწორი ქრისტიანობაზე.
საერთოდ პიროვნებები რომლებიც მაღალ მდგომარეობაში იმყოფებიან, სხვადასხვა ადამიანებს რომლებიც სულიერი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებიან. ერთი და იგივე კითხვაზე შეიძლება სხვადასხბვა პასუხი გასცენ.

მე აქ მოვიყვან ერთ მაგალითს ბუდას გამოთქმებიდან და მერე თქვენ თვითონ შეაფასეთ.



Существует ли Бог?


Однажды, рано утром, когда Будда вышел на свою утреннюю прогулку, один человек спросил его:
— Существует ли Бог?
Будда секунду посмотрел в глаза человека и сказал:
— Нет, Бога не существует вообще, никогда не было, никогда не будет. Выкинь всю эту чепуху из головы.
Человек был шокирован.
Будду сопровождал Ананда. Он всегда сопровождал Будду.
В середине того же дня пришёл другой человек и спросил:
— Существует ли Бог? Будда сказал:
— Существует, всегда был, всегда будет. Ищи и найдёшь.
Ананда пришёл в сильное замешательство, так как он помнил ответ, который Будда дал утром, но не имел возможности спросить, потому что вокруг было много народа. И прежде чем он получил возможность спросить, вечером, на заходе солнца, пришёл третий человек. Будда сидел под деревом, наблюдая закат солнца и прекрасные облака, и человек спросил:
— Существует ли Бог?
Будда просто сделал жест рукой, приглашая человека сесть, а сам закрыл глаза. Человек подчинился ему. Они сидели молча несколько минут, затем человек поднялся. Становилось темно, солнце уже село. Он коснулся ног Будды и сказал:
— Благодарю тебя за ответ, я очень благодарен тебе. А потом пошёл прочь. Тут Ананда не выдержал.

Когда они остались одни, он сказал:
— Я не смогу уснуть сегодня ночью, если ты не ответишь мне. В один день на один и тот же вопрос ты даёшь три разных ответа. В чём дело? Ты привёл меня в сильное замешательство.
Будда сказал:
— Я отвечал не тебе, почему же ты пришёл в замешательство? Первый человек был верующим. Он верил в Бога и пришёл не с целью выяснить вопрос, а с целью получить подтверждение. Он был учёным, хорошо знающим Священное Писание. Ему нужен был шок, и я шокировал его, потому что не желаю поддерживать ничьи верования. Все верования ошибочны. Знание — совершенно иная вещь.
Второй человек был атеистом, он не верил в Бога. Он также был учёным и был набит всевозможными идеями, но он был просто противоположностью первого человека. Он хотел, чтобы я поддержал его неверие.
Третий человек был подлинным искателем. Он не искал ответа, он хотел испытать. Он был человеком с большим доверием. Он хотел, чтобы я открыл ему нечто, поэтому я не стал отвечать ему, а просто предложил сесть рядом со мной. И нечто произошло

ჩემო ქრისტიანო ძმებო ნუ იფიქრებთ რომ თემას გადავუხვიეთ რადგან მე ჭარმოვთქვი ჩემი აზრი სულის შესახებ, და გიორგიმ აღნიშნა რომ მას ეჩვენება რომ მე ვაზროვნებ როგორც ბუდისტი, მაგრამ მე მინდა რომ მას ვაჩვენო რომ მე ქრიტიანულად ვფიქრობ და ბუდას აზროვნებაც ხანდახან იესოს ქრისტეს ახროვნებას ემთხვევა

აქვე მოვიყვან მეორე ციტატას იესო ქრისტესი, რომელიც ამბობს: გიყვარდეს მტერი შენი
ხოლო ბუდა იგივე აზრს შემდეგი სიტყვებით გადმოგვცემს: არაფერია იმაზე საშინელი ვიდრე გძულდეს მტერი შენი



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 25 2007, 01:32 PM
პოსტი #108


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
მადლობთ გიორგი შენი აზრების გადმოცემისთვის, როგორც ვატყობ, შენ ამ ფორუმში ყველაზე პოზიტიურად მოაზროვნე პიროვნება ხარ

არა, უფრო დადებითად მოაზროვნე და უფრო განათლებული ფორუმელებიც გვყავს, როგორც მეცნიერებაში ისე ღვთისმეტყველებაში, უბრალოდ ეტყობა შენ დისკუსიის დროს არ შეგხვედრიან არც ერთ თემაში.
ციტატა
ბუდიზმი ისევე როგორც ქრისტიანობა და სხვა რელიგიები დაყოფილია სხვადასხვა მიმდინარეობებად, და ამ მიმდინარეობების შეხედულებები ასევე განსხვვდება ერთიმეორისაგან. როგორც კათოლიკეები და მართლმადიდებლები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან

ამის შესახემაც ვიცი, არსებობს უამრავი ბუდიზმი, მაგალითად ეზოთერმული, ტიბეტური, ლამაისტური და ა.შ. მაგრამ არსი ყველასი ერთი და იგივეა, ისე როგორც მართლმადიდებლობა, კათოლიციზმი და პროტესტანტობა აღიარებს სამოთხეს და ჯოჯოხეთს, აქვს მსგავსი წარმოდგენები იმ ქვეყნიურ მისაგაბელაზე, ცოდვების კლასიფიკაციაზე და ა.შ. ეგრეა ბუდიზმიც, არის განმასხვავებელი ნიუანსები, მაგრამ ნირვანის არსი და მაინც ყველგან საერთოა. ის პრობლემატიკადა ხარვეზები, რაც ბუდიზმზე დაგიწერე მის ყველა მიმდინარეობას თანაბრად ეხება.
ციტატა
საერთოდ პიროვნებები რომლებიც მაღალ მდგომარეობაში იმყოფებიან, სხვადასხვა ადამიანებს რომლებიც სულიერი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებიან. ერთი და იგივე კითხვაზე შეიძლება სხვადასხბვა პასუხი გასცენ.

გასაგებია, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს პირად საუბარში და არა ბუდიზმის იდეოლოგიურ დოქტრინაში, რომელიც ცალსახაა და რაღაცას აღიარებს და რაღაცას უარყოფს. ბუდისტურ სწავლებას ისე, როგორც ყველა დანარჩენს აქვს თავისი სწავლება, რომელიც დღეში სამჯერ არ იცვლება და არსობრივად საერთოა მისი ყველა მიმდინარეობისთვის.
ციტატა
Существует ли Бог?

საინტერესო ამონარიდი მოიყვანე, მაგრამ მას მხოლოდ ფილოსოგფიურ-ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს კონკრეტულ პიროვნებასთან საუბრისას, ამგვარი ტიპის საუბარი სულაც არაა ობიექტური ჭეშმარიტება. ბუდიზმის მიხედვით ღმერთი ან არსებობს ან არ არსებობს, დღეში სამი პასუხი მხოლოდ აბნებს ადამიანს და ის სწავლებად ვერ გამოდგება, მისი განხილვა შეიძლება მხოლოდ ლოკალური ფილოსოფიის დონეზე.

რაც შენ მოიყვანე ამგვარი ტიპის საუბარი ქრისტეანობისთვის უცხოა, რადგან ჭეშმარიტება დღეში სამჯერ არ იცვლება, ნეიტრალურმა ადამიანმა უნდა მიიღოს ობიექტური პასუხი კონკრეტულ კითხვაზე შესაბამისი სწავლების მიხედვით და არა რაღაც ზოგადი საუბარი, რომელმაც შეიძლება ადამიანი დააბნიოს, ყველას თავისებურად გააგებინოს და შედეგად იმდენი წარმოდგენა შექმნას ღმერთზე, რამდენი ადამიანიც არსებობს. ასეთი მიდგომა გადადის ფილოსფიაში და გვაცილებს რეალური ჭეშმარიტი ღმერთის იდეას, რომელიც ერთია და ცხადია სწავლებაც ერთი აქვს ყველა ადამიანისათვის.

ბუდიზმი ცალსახად ამბობს:

1. ბუდიზმის მიხედვით ღმერთი არ არსებობს.

2. ამ ქვეყნიური ცხოვრება არის ტანჯვა, მისგან ადამიანი ვერც სიკვდილის მერე ვერ გათავისუფლდება რადგან თავიდან დაიბადება.

3. საბოლოო გათავისუფლება ტანჯვისგან არის არარაობასთან შეერთება, რომლის შემდეგ ადამიანი აღარ იბადება და მისი პიროვნება ერწყმის უსასრულობას.

4. ბუდიზმის არსი არის არარობიდან მოსვლა იმისთვის რომ არარაობაში წასვლა მოიპოვო.

ეს არის უცვლელი, დანარჩენი პირადი აზრებია დროში და სიტუაციაში.

ციტატა
გიორგიმ აღნიშნა რომ მას ეჩვენება რომ მე ვაზროვნებ როგორც ბუდისტი

ნამდვილად ეგრეა. არ მეჩვენება. ბუდიზმს მკვეთრად გამოარჩევს სამი ფაქტორი დანარჩენი რელიგიებისგან:

1. რეინკარნაცია
2. ადამიანის გარდა სხვა ქმნილების სულიერების შესახებ სწავლება (ცხოველი, მცენარე)
3. სულის აბსოლუტური მარადიულობა დროში

შენ სამივეს შესახებ საუბრობ და თან ქრისტეანიც გინდა იყო. ასე არაფერი გამოვა. ან ეგ იდეები უნდა უკუაგდო ანდა ქრისტეანობაზე უნდა თქვა უარი. ორივე ერთად არ არსებობს, რადგან პრინცუპულ წინააღმრდეგობაში მოხვალ შენი აზროვნების ერთი რგოლიდან მეორეში გადასვლისას.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 25 2007, 01:52 PM
პოსტი #109


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
მე მინდა რომ მას ვაჩვენო რომ მე ქრიტიანულად ვფიქრობ და ბუდას აზროვნებაც ხანდახან იესოს ქრისტეს ახროვნებას ემთხვევა

მართალი ხარ - ხანდახან.
ხანდახან ისლამის დამოკიდებულებაც ემთხვევა ქრისტეანულს, ხანდახან იუდეველურიც და ა.შ.

საერთოდ რელიგია არის დადებითი წარმოდგენა ღვთიურ სამყაროზე. ყველა რელიგიაში შეიძლება "ჩაიჭირო" რაღაც საერთო, ზოგად პოზიტიური. ეს გამოწვეულია იმით, რომ უძველესი ადამიანისათვის გადაცემული ჭეშმარიტი ღვთის სწავლება დეფორმირდა, სახეცვლილება მიიღო საუკუნეების და ათასწლეულების განმავლობაში და დღევანდლამდე "გაფუჭებული ტელეფონის" პრინციპით მოვიდა, მაგრამ ყველა რელიგიაში არის რაღაც დადებითი ელემენტები, რაც ანარეკლია ჭეშმარიტების, მაგრამ ამან არ უნდა შეგაცდინოს, ზოგი რელიგია თუ მიმდინარეობა მეტ სიმართლეს შეიცავს (ვთქვათ კათოლიციზმი), ზოგი ნაკლებს, მაგრამ იდეალური სწორი სწავლება არის ძველ აღთქმაზე დაფუძნებული ქრისტეანობის ორთოდოქსალური მიმდინარეობა.
ციტატა
აქვე მოვიყვან მეორე ციტატას იესო ქრისტესი, რომელიც ამბობს: გიყვარდეს მტერი შენი ხოლო ბუდა იგივე აზრს შემდეგი სიტყვებით გადმოგვცემს: არაფერია იმაზე საშინელი ვიდრე გძულდეს მტერი შენი

გასაგებია, მაგრამ ეს სწორედ ისაა რაც ზემოთ გითხარი, რაღაც დადებითი ბუდიზმსაც აქვს, მაგრამ თუ ამან შეგვაცდინა და იქიდან ისეთი ელემენტებიც ვიწამეთ, რაც ყოვლად წარმოუდგენელია ქრისტეანობისთვის ძალიან ცუდი იქნება. ბუდას მაგ ტკბილი სიტყვების უკან არარაობისკენ მიმავალი გზა ჩანს, ხოლო მაცხოვრის სიტყვების უკან მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალი გზა და ამან არ უნდა დაგაბნიოს. გარდა ამისა მაცხოვრის სიტყვები იდეალურია:
1. "გიყვარდეს მტერი შენი"
ხოლო ბუდასი კამათს იწვევს:
2. "არაფერია იმაზე საშინელი ვიდრე გძულდეს მტერი შენი"

იმაზე საშინელი, რომ გძულდეს მტერი შენი არის ის რომ გძულდეს შენი მოყვარეც, ეს უკვე დემონურია, რატომღაც ეს აკლია ბუდას სიტყვებს, ისევე როოგორც სხვა მრავალი რამ. იდეაში:

1. გიყვარდეს მტერიც და მოყვარეც (ქრისტეანული დამოკიდებულება)
2. გიყვარდეს მოყვარე, გძულდეს-მტერი (ადამიანური დამოკიდებულება)
3. გძულდეს მოყვარეც და მტერიც (დემონური დამოკიდებულება)

ბუდა დამოკიდებულებათა საფეხურზე მე-3 პუნქტს გამორიცხავს, რადგან ყველაზე საშინლად მე-2 პუნქტი მიაჩნია.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Jul 25 2007, 01:55 PM
პოსტი #110


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



გიორგის ციტატა " ნამდვილად ეგრეა. არ მეჩვენება. ბუდიზმს მკვეთრად გამოარჩევს სამი ფაქტორი დანარჩენი რელიგიებისგან:

1. რეინკარნაცია
2. ადამიანის გარდა სხვა ქმნილების სულიერების შესახებ სწავლება (ცხოველი, მცენარე)
3. სულის აბსოლუტური მარადიულობა დროში "



გიორგი მაოცებ მთელი ქრისტიანული კონფესიები საქვეყნოდ გაჰყვირიხართ რომ იესო ქრისტე ლაპარაკობდა რომ მეორედ უნდა მოვიდეო, და მეორედ მოსვლა რეინკარნაციას ნიშნავს. ესე იგი იესო აქრისტეც აღიარებს რეინკარნაციის შესაძლებლობას, და მას ვისაც სჯერა რეინკარნაციის შეიძლება ქრისტიანად ჩაითვალოს.

იესო ქრისტეს მეორედ მოსვლით თქვენ თვითონ აღიარებთ რეინკარნაციას და თუ თქვენი აზრით რეინკარნაციას ვუარყობთ ესე იგი თქვენ ეწინააღმდეგებით იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესაძლებლობას.

მერე რატომ გგონოათ რომ ადამიაანი არ შეიძლება თუნდაც ჯოჯოხეთში ღმერთმა ცხოველად აქციოს. თუ ჯოჯოხეთში ცხოველები არ შეიძლება იყოს? და რატომ არ შეიძლება ღმერთმა ადამიანი თუნდაც დასჯის მიზნით ამ ქვეყანაზე ცხოველად აქციოს. რაც ადამიანისათვის წარმოუდგენელია და შეუძლებელი, ღმერთისთვის შესაძლებელია და წარმოსადგენი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 25 2007, 02:08 PM
პოსტი #111


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



southruislip
ციტატა
მეორედ მოსვლა რეინკარნაციას ნიშნავს.

ეს ასე არ არის. მეორედ მოსვლა სულ სხვა რაიმეა და არანაირი კავშირი არა აქვს ადამიანის რეინკარნაციასთან. ეს დროში მარადიული სამყაროსთან ერთად დაბრუნებაა, რომელიც აპოკალიფტური ეტაპის მერე უნდა განხორციელდეს. მას სულ სხვა ბუნება აქვს და ამაზე კიდევ უამრავის დაწერა შეიძლება.

ციტატა
ადამიანი თუნდაც დასჯის მიზნით ამ ქვეყანაზე ცხოველად აქციოს. რაც ადამიანისათვის წარმოუდგენელია და შეუძლებელი, ღმერთისთვის შესაძლებელია და წარმოსადგენი.

ცხოველად გადაქცევა წარმოუდგენელი ან შეუძლებელი კი არ არის, უბრალოდ პრიმიტიული აზროვნების ნაყოფია. ჯოჯოხეთი არის სულის მდგომარეობა და "სულიერი დისტანცია ღმერთთან", ის სასჯელიც კი არ არის. ადამიანის ცხოველად გადაქცევას ქრისტეანობა არ განიხილავს.

ციტატა
თუნდაც ჯოჯოხეთში ღმერთმა ცხოველად აქციოს.

ჯოჯოხეთი მატერიალური არ არის, იქ არც ცხოველია და არც ადამიანის სხეული, იქ გარკვეულ მდგომარეობაში ადამიანის სული ხვდება.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 25 2007, 02:10 PM
პოსტი #112


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(southruislip @ Jul 25 2007, 01:55 PM) *

გიორგის ციტატა " ნამდვილად ეგრეა. არ მეჩვენება. ბუდიზმს მკვეთრად გამოარჩევს სამი ფაქტორი დანარჩენი რელიგიებისგან:

1. რეინკარნაცია
2. ადამიანის გარდა სხვა ქმნილების სულიერების შესახებ სწავლება (ცხოველი, მცენარე)
3. სულის აბსოლუტური მარადიულობა დროში "



ინდუიზმი და ბრაჰმანიზმი ასევე მაგ კატეგორიაში გადიან... არც მთლად კარგად გცოდნია აღმოსავლური რელიგიები

ციტატა(southruislip @ Jul 25 2007, 01:55 PM) *

იესო ქრისტეს მეორედ მოსვლით თქვენ თვითონ აღიარებთ რეინკარნაციას



რეინკარნაციის შინაარსი თუ იცი?
მეორედ მოსვლის ახალაღთქმისეული შინაარსი თუ ცნობილია შენთვის?
მოკლედ წერ მხოლოდ იმიტომ, რომ დაწერო...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 25 2007, 02:18 PM
პოსტი #113


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
იესო ქრისტეს მეორედ მოსვლით თქვენ თვითონ აღიარებთ რეინკარნაციას და თუ თქვენი აზრით რეინკარნაციას ვუარყობთ ესე იგი თქვენ ეწინააღმდეგებით იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესაძლებლობას.

მდააა . . . დაახლოებით საუკუნე-ნახევრის წინ, მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ძველ ინგლისურ ენაზე დაიბეჭდა რამდენიმე ტომიანი წიგნი, რომელიც ისტორიულ ფაქტებზე და იდეოლოგიის საფუძვლებზე შექმნილ ნარკვევს წარმოადგენდა კომენტარების გარეშე, რათა არ დარღვეულიყო ობიექტურობა. მართალი გითხრა ცოტა გამიჭირდაა წაკითხვა, რადგან ენაც ცოტა შეცვლილი იყო დღევანდელთან, მაგრამ შენ რასაც ლაპარაკობ ეგეთი არაფერი არ მინახავს. თუ რაიმე გაინტერესებს შეკითხვები დამისვი ან შენ თვითონ იფიქრე რა გაინტერესებს და რის პასუხს ეძებ. თუ გინდა ვილაპარაკოთ მართლმადიდებლობაზე, კათოლიციზმზე, პროტესტანტობაზე, ისლამზე, იუდეველობაზე, ბუდიზმზე . . . თუ გინდა ამ რელიგიების ისტორიაზე ანდა მეცნიერულ ასპექტებზე, გინდა კოსმოლოგიაზე, გინდა ასტროფიკაზე, ანდა სულაც აპოკალიპსისზე, მაგრამ ერთი თემა აირჩიე თორემ უკვე დავიღალე ამდენი საოცარი ფრაზების მოსმენით.

ციტატა(კანუდოსელი @ Jul 25 2007, 02:10 PM) *

ინდუიზმი და ბრაჰმანიზმი ასევე მაგ კატეგორიაში გადიან... არც მთლად კარგად გცოდნია აღმოსავლური

შამანიზმიც . . .
უბრალოდ აქ ძირითადად ბუდიზმზე იყო ლაპარაკი . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 25 2007, 02:28 PM
პოსტი #114


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
რეინკარნაციის შინაარსი თუ იცი?

ეტყობა არ იცის კარგად . . . უფრო სწორად ალბათ მეორედ მოსვლის არსი არ იცის . . .


southruislip
მოკლედ თუ გაქვს skype და თუ სურვილი გაქვს პირადად გამესაუბრე, ასე არაფერი არ გამოვა დროის უქონლობის გამო.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 25 2007, 02:36 PM
პოსტი #115


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა( გიორგი @ Jul 25 2007, 02:18 PM) *

შამანიზმიც . . .


შამანიზმი ოდნავ სხვაა...უ.ს.ის არ არის იმდენად უნიფორმი რომ იმსჯელო ცალსახად, მაგრამ ძირითადში ის სხვაა...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 25 2007, 03:12 PM
პოსტი #116


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



. . . ბუდა გაუტამა ბავშვობაში ცხოვრობდა უდიდეს ფუფუნებაში. მამამისმა მეტად უცნაური და ექსპერიმენტული აღზრდის მეთოდი აირჩია, იგი ბუდას უმალავდა სიკვდილის და გაჭირვების არსებობას. ბავშვს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში წარმოდგენა არ ჰქონდა თუ ვინმეს რაიმე უჭირდა, ეგონა, რომ მთელს დედამიწაზე ყველა ადამიანი უბედნიერესი იყო, ცხოვრობდა მასავით სასახლეში, არ აწუხებდა არანაირი პრობლემა და უსრულდებოდა ნებისმიერი სურვილი. გარდა ამისა ეგონა, რომ ადამიანები უკვდავნი იყვნენ, სიკვდილის არსებობა იდეის დონეზეც არ ჰქონდა გაგებული, თუ ვინმე სასახლიდან დაიღუპებოდა ეუბნებოდნენ, რომ სადღაც წავიდა, ბავშვს მოზრდილობის ასაკამდე არ ჰქონდა ნანახი არც ერთი დასაფლავება, გარდაცვლილი ადამიანის სხეული და არც კი ეგონა თუ არსებობდა ისეთი რაიმე, რაც სხეულს უმოძრაოს გახდიდა სამუდამოდ. ერთ მშვენიერ დღეს უკვე საკმაოდ მოზრდილი ბუდა გაუტამა ცნობისმოყვარეობის გამო დაინტერესდა რა ხდებოდა მეფის სასახლეების და ბაღების გარეთ და რადგანაც არ უშვებდნენ, ჩუმად გაიპარა სხვა ადამიანებისკენ და ერთი ხალხმრავალი ადგილისაკენ დაიძრა, სადაც ისეთი რაიმე დაინახა, რაც მისთვის ცნობიერების მიღმა იყო იმ დროს. გაჭირვებული ადამიანი შიმშილით მომკვდარიყო და მას ასაფლავებდნენ. ჯერ ვერ გაიგო თუ რატომ იწვა ადამიანის გაყვითლებული და უმოძრაო სხეული დაბლა ან რას უპირებდნენ, იქ მოულოდნელად თავზარდამცემი ამბავი გაიგო, რომ არსებობს ადამიანის მდგომარეობა როდესაც ის ცნობიერებას სამუდამოდ კარგავს, ხდება უმოძრაო და ამას სიკვდილი ეწოდება. ეს იყო ფსიქოლოგიური შოკი, მან ვერ გაიგო თუ როგორ შეიძლებოდა ასეთი რაიმე მომხდარიყო ან რა შეიძლებოდა ყოფილიყო ადამიანის ასეთ უცნაურ მდგომარეობაში გადასვლის მიზეზი. მას უთხრეს რომ ქვეყანაში დიდი გაჭირვებაა, ხალხი შიმშილისგან იტანჯება და ეს მარტო ფუფუნების მოკლება არ არის, ჯერ ასუსტებს ადამიანს და შემდეგ კლავს ანუ იმ მდგომარეობამდე მიყავს რაც შენ ნახეო. ბუდა საშინელ ფსიქოლოგიურ დეპრესიაში ჩავარდა. მისი ცხოვრება წამებში უდიდესი ბედნიერებიდან არნახული უბედურებისაკენ შეიცვალა, რადგან უეცრად შეიცნო მისი არსებობა და მთელი რეალობა წარმოიდგინა. ამ დღის შემდეგ ეს ადამიანი ეძებდა ამ უბედურებისგან გასაქცევს, შეისწავლა ინდუისტური უძველესი ჩანაწერები, რომლებიც თავის მხრივ ღმერთს აღიარებდა, რადგან რაღაც უძველესი ანარეკლი ღმერთის არსებობის მასში ძვ. წელთაღრიცხვის V ათასწლეულიდანაც არსებობდა. ბუდამ უარყო ეს სწავლება, მასთან ერთად ღმერთიც და ინდუიზმის ელემენტების გათვალისწინებით ჩამოაყალიბა ახალი საშინელი დეპრესიის რელიგია, რომელიც უღმერთო სამყაროში არარაობიდან მოსული სულის ამქვეყნიური ტანჯვისგან გაქცევის გზებს ასწავლიდა უკანვე არარაობაში დაბრუნებით და რეინკარნაციული გარდასახვის, როგორც სატანჯველის დასასრულის და "ნირვანას" შესახებ სწავლება შემოიღო. ეს რელიგია დიამეტრლურად განსხვავებულია ქრისტეანობიგან არა მარტო სწავლების არსით არამედ ადამიანური მდგომარეობითაც, სიყვარულის და მარადიული სიხარულის ნაცვლად ბუდიზმი არის დეპრესიის, უიმედობის და გაქრობისკენ სწრაფვის რელიგია.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 25 2007, 03:40 PM
პოსტი #117


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(iraklidze @ Jul 25 2007, 12:55 PM) *

რაც შეეხება ბუდისტებს ეხლა იმათ ჰკითხე ქრისიტიანობა კაია თუ ცუდი. ყველას თავისი აზრი აქ.

ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს რომ ყველას აზრი ობიექტურია. ზოგი სარწმუნოება ოქროა, ზოგი - ვერცხლი, ზოგი - ბრინჯაო და ზოგიც ჟანგიანი რკინა. ჟანგიანი რკინის პატრონსაც (ვთქვათ ბუდისტი) თავი ყველაზე მდიდარი ჰგონია და ოქროს პატრონსაც (მართლმადიდებლობა), მაგრამ ორივე ერთნაირი სიმდიდრის პატრონი სულაც არ არის, მაგრამ ჟანგიანი რკინის პატრონს ოქრო არ უნახავს (არ სმენია მართლმადიდებლობის შესახებ) ან ნახა, მაგრამ ჭუჭყში დასვრილი და ვერ მიხვდა რომ ოქრო იყო (სმენია მართლმადიდებლობის შესახებ, შეიძლება ზედაპირულად წაიკითხა კიდეც, მაგრამ არასწორი ინფორმაციის, კონკრეტული პიროვნებების საფუძველზე დასკვნების გამოტანის და სიღრმისეული ობიექტური ცნობიერებისადმი სიბრმავის გამო არასწორი შთაბეჭდილება შეექმნა) და გვერდი აუარა.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Jul 25 2007, 06:21 PM
პოსტი #118


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



გიორგი
ეგ შენი აზრია. ჩემი აზრით ზოგადად, ობიექტურად ვერავინ შეადარებს რელიგიას, ისევე როგორც რაიმე სხვა იდეოლოგიას. ათასი ნიუანსია. როგორ შეიძლება თქვა მართმადიდებლობა პლატინაა და ბუდიზმი ჟანგიანი რკინაო. ან რა მუსულმანობა სპილენძია ?!.

თუ ამ ფორუმზე მართამდიდებლობის აუგად მოხსენიება არ შეიძლება, რატომ შეიძლება სხვა რელიგიებს ვაგინოთ. ბოლოს და ბოლოს 2 მილიარდი ადამიანი მაგ დონის იდიოტი მაინც არაა.
ერთიორი ჭკვიანი ბუდისტებშიც გამოერევა ხოლმე smile.gif.

მე ბუდისტებს არ ვიცავ, უბრალოდ მოდით თუ რამზე ვმსჯელობთ ობიექტურად ვიმსჯელოდ. მაგ ლოგიკით მე ყველაზე შტერი ვყოფილვარ, რადგან ათეისტი ვარ.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 25 2007, 06:48 PM
პოსტი #119


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
ჩემი აზრით ზოგადად, ობიექტურად ვერავინ შეადარებს რელიგიას

რატომ?
თუ ღმერთის გწამს ან ირწმუნე შეგიძლია ელემენტალურად აიღო წიგნები და გადახედო სწავლებებს. იმისთვის, რომ მსოფლიოს 4-5 წამყვანი რელიგიის შედარება შეძლო თავისი ნიუანსებით რამდენიმე წელიც საკმარისია. ნახევარ წელიწადში სურვილის შემთხვევაში ერთ რელიგიას მეტ-ნაკლებად ობიექტურად გაეცნობი. თუ ათეისტი ხარ მაშინ ჯერ თეიზმ/ათეიზმის პრობლემაა გადასაწყვეტი და მხოლოდ ღმერთის არსებობის დაჯარების შემდეგ შეიძლება ილაპარაკო ამა თუ იმ რელიგიის უპირატესობაზე.
ციტატა
თუ ამ ფორუმზე მართამდიდებლობის აუგად მოხსენიება არ შეიძლება, რატომ შეიძლება სხვა რელიგიებს ვაგინოთ.

სხვა რელიგიებს არც ვაგინებთ, უბრალოდ უკანა პლანზე ვიხსენიებთ და ეს გასაგებიცაა, მართლმადიდებლურ ფორუმზე უპირატესობა მართლმადიდებლობას ენიჭება. მართლმადიდებლობის უპირატესობის მტკიცება და სხვისი ლანძღვა-გინება განსხვავდება ერთმანეთისგან.
ციტატა
ბოლოს და ბოლოს 2 მილიარდი ადამიანი მაგ დონის იდიოტი მაინც არაა.

ისე, რატომღაც გავრცელებულია აზრი რომ თითქოს ბუდისტები ან ზოგის ვარაუდით მუსულმანები მსოფლიოში ყველაზე მეტნი არიან, მაგრამ ეს ასე არაა, მსოფლიოს აღმსარებლობებს შორის ძალიან დიდი უპირატესობით ლიდერობენ ქრისტეანები თუ მათ ჯამში განვიხილავთ. თუ გამოვყოფთ ცალკეულ ქრისტეანულ მიმდინარეობას, მაშინ ბუდიზმი და ისლამიც დასაშლელი გახდება და ცალ-ცალკეც ჩვენ გვექნება დიდი უპირატეობა. თავის მხრივ რელიგიის მიმდევრების დიდი რიცხვი არაფერზე არ მიუთითებს . . .

ბუდისტები სხვადასხვა ცნობებით არიან დაახლოებით 250-350 მილიონი ანუ ცოტათი მეტი, რამდენიც მარტო მართლმადიდებელი ქრისტეანები. მსოფლიოში საერთოდ ყველაზე მეტი ქრისტეანები არიან (2.1 მილიარდი) და თითქმის ორჯერ უსწრებენ მეორე ადგილზე მყოფ მუსულმანებს (1.3 მილიარდი)

მსოფლიოს რელიგიური შედგენილობა:
http://en.wikipedia.org/wiki/Major_religious_groups
ციტატა
ერთიორი ჭკვიანი ბუდისტებშიც გამოერევა ხოლმე .

მე არ მითქვამს რომ ვინც ქრისტეანი არაა შტერია-თქო, მაგრამ თვისთავად ობიექტურად რელიგიების შედარება შეიძლება, განსაკუთრებით ნაკლებად მორწმუნე ან ათეისტი ადამიანისათვის, უბრალოდ წაკითხვა უნდა მოძღვრებებს და მათ ისტორიებს.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 25 2007, 07:13 PM
პოსტი #120


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
მე ბუდისტებს არ ვიცავ, უბრალოდ მოდით თუ რამზე ვმსჯელობთ ობიექტურად ვიმსჯელოდ.

კარგი და ობიექტურობასაა მოკლებული რომ ქრისტეანობა ბუდიზმს ჯობია?
ჩემი არგუმენტები ქრისტეანობის სასარგებლოდ:

1. გაცილებით მეტია შანსი, რომ სული ჰქონდეს მარტო ადამიანებს ვიდრე ცხოველებს და მცენარეებსაც კი, რადგან სული არის ადამიანის ინდივიდუალური პიროვნების თვითშეგრძნების გონიერი რეალიზატორი, ნაკლებ სავარაუდოა რომ სული აღმოაჩნდეს ხესაც.

2. გაცილებით მეტია შანსი, რომ ადამიანის სული სიკვდილის შემდეგ მიდიოდეს პირდაპირ ღმერთთან ვიდრე მისი რამოდენიმეჯერ დაბადება ხდებოდეს, რადგან ჯერ ერთი თუ სული ცნობიერებაა მას უნდა ახსოვდეს წინა ცხოვრება, მერეც მეორე თავის მხრივ აბსურდამდე მიდის ადამიანის სულის ძაღლში ან მცენარეში რეინკარნირება. ასეთი რაიმე, რომც დავუშვათ მაშინ ის სული ადამიანის ცნობიერების მატარებელი აღარც იქნება რითაც თავისივე თავთან მოდის წინააღმრდეგობაში.

3. გაცილებით მეტია შანსი, რომ არსებობდეს ღმერთი ოღონდ ადამიანს თუნდაც სული არ ქონდეს საერთოდ, ვიდრე პირიქით არ არსებობდეს ღმერთი და ადამიანის უკვდავი სული არამც თუ არსებობდეს, არამედ ცხოველებშიც და მცენარეებშიც შედიოდეს.

4. გაცილებით მეტია შანსი რომ სამყაროს გააჩნდეს დასაბამი დროში და სივრცეში ვიდრე ის რომ ის მარადიულად იყო და ზომებშიც უსასრულოა.

5. გაცილებით ლოგიკურია, რომ ადამიანის სწორად მოქცევის (განურჩევლად რელიგიის წესებისა) შედეგი იყოს გონიერი ნეტარების განცდა უკვდავ მარადიულობაში ვიდრე ის რომ თუ შენ იდეალურად იცხოვრებ ამის საზღაურად მიაღწევ გაქრობას და შეუერთდები არარაობას.

და ბუდიზმის სასარგებლო არგუმენტები?! არსებობს კი საერთოდ?!


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

22 გვერდი V « < 4 5 6 7 8 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th May 2024 - 10:23 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი