IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

22 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Reply to this topicStart new topic
> რა არის სული
გიორგი
პოსტი Jul 25 2007, 07:24 PM
პოსტი #121


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
ბოლოს და ბოლოს 2 მილიარდი ადამიანი მაგ დონის იდიოტი

პიროვნულად არავის არ ვეხები, მაგრამ რომელის რწმენა უფრო ლოგიკურია გონიერი ღმერთის, რომლემაც არაფრიდან შექმნა მატერია, დრო და სივრცე და უკვდავი სული მიანიჭა ადამიანს, რაც არის ინდივიდუალიზმის და გონების წყარო თუ ის რომ ყველაფერი ყოველთვის იყო, ღმერთს არ შეუქმნია რადგან ის არ არსებობს, სამაგიეროდ არსებობს სული, რომელიც გაურკვეველი შინაარსისაა, სულაც არაა ცნობიერების სიმბოლო რადგან შეიძლება ასევე წარმატებით მისი რეინკარნირება ცხოველშიც და მცენარეშიც, თანაც რატომღაც მისი საბოლოო მიზანი არის გაქრობა და მანამდე არ შეერწყმება არარაობას სანამდეც რელიგიის მიერ ნაკარნახევი წესებით არ იცხოვრებს?

მე რატომღაც მგონია რომ ქრისტეანობა ჯობია ბუდიზმს, და არა მარტო ბუდიზმს . . .

. . . თანაც ჯობია არა მარტო ბრწყინვალე მორალით და სიყვარულის არსით, არამედ უფრო რეალური საფუძველიც აქვს თუნდაც მეცნიერების კუთხით . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Jul 25 2007, 10:46 PM
პოსტი #122


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



გიორგის

მოკლედ მე ბევს ვეღარ დავწერ ამ საკითხზე. მე არ ვცდილობ ვინმე რამეში დავარწმუნო და გადავახვევინო სარწმუნოებას . მე პირადად მწამს ყველა რელიგიიური (ბუდიმი, ინდუიზმი, მუსულმანობა ქრისტიანობა) რადგან მასში ბევრ საერთოს ვხედავ არც იესო ქრისტეს ღმერთობას ვუარყოფ.
რაც შეეხება მუსულმანებს ისინიც იესო ქრისტეს არ უარყოფენ და მუჰამედთან ერთად ღვთის მოციქულად თვლიან.

თქვენი წმინდა მამა პავლე მოციქულია , ხოლო მათი მუჰამედი. და ომები რომლებიც გადაითანა საქართველომ მოყვა გაუგებრობებს.

მე მწამს რეინკარნაციის და ვთვლი რომ ქრისტიანული მიმდინარეობები ცდებიან ამის არ აღიარებაში.
მე მეორე ფორუმი გადავიკითხე რეინკარნაციის შესახებ და იყო შეხედულებები, რომ რეინკარნაციაის დროს ჯოჯოხეთი არ არსებობსო და ქრისტიანობაში ჯოოჯოხეთი არსებობსო. ჯოჯოხეთი არსებობს რეინკარნაციის დროსაც და სიკვდილის შემდეგ ადამიანი გარკვეული ხანი ჯოჯოხეთში შეიძლება იყოს და მერე მოევლინოს
ამ ქვეყანას.

რაც შეეხება რეინკარნაციის პრიმიტიულ წარმოდგენას. ბიბლიაშიც, მე არ ვგულისხმობ (ახალ აღთქმას )ბევრი რამეა პრიმიტიული. კერძოდ ქალის კაცის ნეკნისაგან წარმოშობა. ალბათ თქვენ ამასაც რაღაც ზებუნებრივ გადმოცემად გადმოგვცემთ.
პლიუს თქვენ ამბობთ რომ ადამიანი თუ წინა ცხოვრებაში ცხოვრობდა უნდა ახსოვდესო. არ ახსოვს იმიტომ
რომ ძალიან კარგად იცით ადამიანში მუშაობს ტვინის 4 პროცენტი. ღმერთი კიდევ დანარჩენ 96 პროცენტს ტყუილად არ შექმნიდა და თქვენი ქრისტიანების ერთ-ერთი დანიშნულება არის ის რომ დანარჩენმა 96 პროცენტმა დაიწყოს მუშაობა. ამას იესო ქრისტე ცდილობდა ესწავლებინა თავისი მოწაფეებისათვის. მაგრამ თქვენ ეს არ იცით როგორ კეთდება .და თქვენ იმასაც ვერ ხვდებით იესო ქრისტეს მიტომ ჰქონდა ზებუნებრივი შესაძლებლობები , რომ მისი 100 პროცენტი ტვინი მუშაობდა. და როცა დანარჩენ ადამიანებში გაიხსნება ტვინის ეს შესაძლებლობები მათაც შეეძლებათ ის რაც იესო ქრისტეს შეეძლო.








User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 26 2007, 09:55 AM
პოსტი #123


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



southruislip
ციტატა
მე პირადად მწამს ყველა რელიგიიური (ბუდიმი, ინდუიზმი, მუსულმანობა ქრისტიანობა) რადგან მასში ბევრ საერთოს ვხედავ არც იესო ქრისტეს ღმერთობას ვუარყოფ.

ეს იმის ბრალია, რომ კარგად არც ერთი არ იცი. მაგ სარწმუნოებებში გარდა საერთოსი უამრავი ურთიერთგამომრიცხავი სწავლება და დამოკიდებულებაა. თუ გწამს ერთის თავისთავად უარყოფ მეორეს, ასეთია ურთიერთსაწინააღმრდეგო ინფორმაციის აღიარების ლოგიკა, მაგრამ შენ ზედაპირულად უყურებ სარწმუნოებას და მხოლოდ საერთოზე ლაპარაკობ.
ციტატა
რაც შეეხება მუსულმანებს ისინიც იესო ქრისტეს არ უარყოფენ და მუჰამედთან ერთად ღვთის მოციქულად თვლიან.

მოციქულად არა, წინასწარმეტყველად.
ციტატა
რაც შეეხება რეინკარნაციის პრიმიტიულ წარმოდგენას. ბიბლიაშიც, მე არ ვგულისხმობ (ახალ აღთქმას )ბევრი რამეა პრიმიტიული. კერძოდ ქალის კაცის ნეკნისაგან წარმოშობა. ალბათ თქვენ ამასაც რაღაც ზებუნებრივ გადმოცემად გადმოგვცემთ.

ქალის კაცის ნეკნისგან წარმოშობა არის სიმბოლო ადამიანისგან დედაკაცის საწყისის გამოყოფისა. მისი ბუკვალურად გაგება არა სწორია. სხვა თუ არაფერი ნახე, როგორ წერია დაბადებაში:

1 თავი;
"27. და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თჳსად და ხატად ღმრთისა შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი."

ამის შემდეგ დამოუკიდებლად წერია:
2 თავი;
"21. დასდვა ღმერთმან განკჳრვებაჲ ადამს და დააძინა: მოიღო ფერცხალი ერთი გუერდისა მისისა. და აღმოუვსო ჴორცითა მის წილ.
22. და აღუშენა უფალმან ღმერთმან გუერდი, რომელ მოიღო ადამისგან, ცოლად და მოიყვანა იგი ადამისსა"

ანუ აქ სავარაუდოდ სხვა რაიმე იგულისხმება, რადგან ჯერ საუბარია მამაკაცის და დედაკაცის შექმნაზე, ხოლო შემდეგ მამაკაციდან დედაკაცის ბუნების გამოყოფაზე. ეს პრიმიტივიზმი არ არის.

რაც შეეხება რეინკარნაციას და მცენარის სულს ეს მართლა პრიმიტივიზმია თუ ამას პირდაპირ გავიგებთ. ხოლო თუ მცენარეში არ შეიძლება ადამიანის სულის რეინკარნაცია და ეგეც სიმბოლურია მაშინ აღარ ყოფილა აღარაფერი სადავო, მაგრამ არა მგონია აღმოსავლურ რელიგიებს რეინკარნაცია რეალურად ხელახლა დაბადებად არ ესმოდეთ და რაიმე სხვას გულისხმობდნენ.
ციტატა
მე მეორე ფორუმი გადავიკითხე რეინკარნაციის შესახებ და იყო შეხედულებები, რომ რეინკარნაციაის დროს ჯოჯოხეთი არ არსებობსო და ქრისტიანობაში ჯოოჯოხეთი არსებობს

ბუდიზმი ჯოჯოხეთს არ აღიარებს, მათთვის ჯოჯოხეთი და ტანჯვა მიწაზევეა და რეინკანაციის შემდეგ ადამიანი ხელახლა იბადება და არანაირ ჯოჯოხეთში არ მიდის. ეგ ეტყობა შენი პირადი მოდელია, რომელიც აღიარებს რეინკარნაციას (ბუდიზმის/ინდუიზმის მსგავსად) და აგრეთვე სამოთხე/ჯოჯოხეთს ქრისტეანობის მსგავსად. ასეთი რელიგია არ არსებობს.
ციტატა
მე მწამს რეინკარნაციის და ვთვლი რომ ქრისტიანული მიმდინარეობები ცდებიან ამის არ აღიარებაში.

ადამიანი, რომელიც ქრისტეანობის შეცდომაზე ლაპარაკობს და თანაც ისეთ ძირეულ საკითხზე, როგორიცაა რეინკარნაცია და ცხოველ/მცენარეში ადამიანის გარდასახვა ქრისტეანი არ არის.
ციტატა
რომ ძალიან კარგად იცით ადამიანში მუშაობს ტვინის 4 პროცენტი. ღმერთი კიდევ დანარჩენ 96 პროცენტს ტყუილად არ შექმნიდა და თქვენი ქრისტიანების ერთ-ერთი დანიშნულება არის ის რომ დანარჩენმა 96 პროცენტმა დაიწყოს მუშაობა.

ამას ყველას ვეუბნები და შენც გეტყვი, რომ ადამიანის ტვინის შესაძლებლობების პოტენციალი ნიშნავს მეტი ინფორმაციის დამახსოვრებას, სწრაფად ამოკითხვას, დიდ ინტელექტუალურ შესაძლებლობეს და ა.შ. ყველაფერ იმას, რაც მეხსიერების და ინფორმაციის ურთიერთგაცვლასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ის არანაირ კავშირში არ არის ადამიანის ინდივიდუალურ ცნობიერებას, რომელიც სულშია ასოცირებული. ადამიანის სულს თუ მას ცნობიერება აქვს არ შეიძლება რაიმე დაავიწყდეს. ტვინი არის მატერიალური ხელსაწყო, რომელსაც რამდენი პროცენტით ვამუშავებთ არა აქვს მნიშვნელობა იმ მდგომარეობაში, რომელშიც სული გადადის სიკვდილის შემდეგ.
ციტატა
ამას იესო ქრისტე ცდილობდა ესწავლებინა თავისი მოწაფეებისათვის
ეს არც რელიგიური სწავლებაა და არც მეცნიერება, ქრისტე ქადაგებდა ცხოვრების წესს, ზნეობის ნორმებს და აგრეთვე "პოპულარულ ენაზე" აწვდიდა ადამიანებს ცნობებს იმქვეყნიური ცხოვრების და ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ. რა შუაშია ტვინის რესურსების გამოყენება?! შენ გგონია პავლე მოციქული ტვინის რესურსების დიდ ნაწილს უკეთებდა რეალიზაციას?! ამ სამყაროს მიღმიერ სამყაროს ნაკლები კავშირი აქვს ტვინთან და მის პოტენციალთან, ის მხოლოდ მატერიალურ ცხოვრებაში გამოდგება და ისიც ინტელექტუალური შესაძლებლობების ასამაღლებლად.
ციტატა
და თქვენ იმასაც ვერ ხვდებით იესო ქრისტეს მიტომ ჰქონდა ზებუნებრივი შესაძლებლობები , რომ მისი 100 პროცენტი ტვინი მუშაობდა.
იესო ქრისტე იყო ადამიანის სახით მოსული ღმერთი, რა შუაშია ტვინის ნეირონების პოტენციალის რეალიზაცია? ღმერთი ერთია, ვინაც შექმნა სამყარო და ახლა არ მითხრა 14 მილიარდი წლის წინ არაფრის შედეგად სამყაროს რომ ქმნიდა აბსოლუტურ სიცარიელეში მაშინაც ტვინის 100% უმუშაობდა და იმიტომ მოახერხა ეს?!

ტვინი არის ხელსაწყო, სადაც ხდება მატერიალური ინფორმაციის აკუმულირება და დამუშავება, იგი ღმერთს არ სჭირდება.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jul 26 2007, 11:16 AM
პოსტი #124


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(southruislip @ Jul 25 2007, 10:46 PM) *

პლიუს თქვენ ამბობთ რომ ადამიანი თუ წინა ცხოვრებაში ცხოვრობდა უნდა ახსოვდესო. არ ახსოვს იმიტომ
რომ ძალიან კარგად იცით ადამიანში მუშაობს ტვინის 4 პროცენტი.



არ ახსოვს მაგრამ თქვენ იცით-გახსოვთ? biggrin.gif
ჩამოყალიბდით: თუ არ გვახსოვს, ე.ი. არც თქვენ და ე.ი. ვერაფერს ვერ იტყვით არის რეინკარნაცია თუ არა
თუ ახსოვთ, მაშინ რატომ წერთ არ ახსოვთო? biggrin.gif


ლოგიკა მურტალი რამეა biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Jul 26 2007, 12:11 PM
პოსტი #125


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



ციტატა
რომ ძალიან კარგად იცით ადამიანში მუშაობს ტვინის 4 პროცენტი


ადმიანის ტვინი 100%-ით მუშაობს. იგი აკონტროლებს თითოეული უჯრედში მიმდინარე მოვლენებს. + აზროვნებს. ეს უძლიერესი მექანიზმია. ადამიანი თავის შესაძლებლობების მცირე ნაწილს იყენებს smile.gif. ანუ შეიძლება ადამიანმა დამაიმახსოვროს ან ახსნას იმაზე მეტი რამ რაც ეხლა იცის. მაგალითად თეორიულად ადამიანის ტვინი გაწვდება იმდენს რომ მთელი სამყარო ამოხსნას smile.gif. აი ამიტომ ამბობენ მეცნიერები ადმიანი ტვინის მცირე ნაწილს იყჰენებსო, თორემ მუშაობით 100% მუშაობს smile.gif (ყოველ შემთხვევაში უმეტესობის მასეა biggrin.gif )

დანარჩენი 96% იმიტომ შეუქმნა ღმერთმა რომ მან შეძლოს ამხელა ინფორმაციის დამუშავება, რაც მას სამყაროს შესწავლის გზაზე დასჭირდება. და არა იმიტომ რომ რეინკარნაციისას გავლილი ცხოვრებები დაიმახსოვროს. (ჩემი აზრით)


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 26 2007, 02:25 PM
პოსტი #126


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



iraklidze

ციტატა
მაგ ლოგიკით მე ყველაზე შტერი ვყოფილვარ, რადგან ათეისტი ვარ.

შენი პოზიციის და საუბრის მიხედვით შენ ათეისტი არ ხარ. სამყაროს შენეული ხედვა ყველაზე ახლოს არის დეიზმთან, შესაბამისი თვალთახედვის ადამიანები კი დეისტები არიან. დეიზმი პირველად ჩამოყალიბდა ინგლისში მე-17 საუკუნეში. ეს იდეოლოგია თავისი არსით არის ათეიზმისა და თეიზმის შუალედი და დაახლეობით რამდენიმე კონცეფციით შეიძლება გადმოიცეს:

1. დეისტები მიიჩნევენ, რომ რელიგიური სწავლებები დაფუძნებულია ადამიანების მიერ, მაგრამ არა პრიმიტიული აზროვნების გამო არამედ სამყაროს შეცნობის ადამიანისეული ხედვაა.

2. დეისტები არ აღიარებენ ღმერთის არსებობას რელიგიის საფუძველზე, მაგრამ უშვებენ მის არსებობას, როგორც გონიერ ძალას, რომელიც ქმნის და აკონტროლებს სამყაროს.

3. დეისტები არ ცნობენ ზებუნებრივ მოვლენებს - სასწაულები, წინასწარმეტყველებები.

4. დეისტები არ უარყოფენ რელიგიას, როგორც ზნეობის ნორმას და იდეალური ცხოვრების წესს (დეისტები ძირითადად ქრისტეანობას და მის მორალს აღიარებენ) და საკმაოდ აფასებენ რელიგიურ მიდგომებს ადამიანური ურთიერთობის დონეზე.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Jul 26 2007, 03:03 PM
პოსტი #127


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



გიორგი
ო! ეგაა. დეისტი ვყოფილვარ. მალადეც მე smile.gif. გაიზარდე !

მაგრამ მე სულის არსებობასაც ვცნობ. სხვა საკითხია მისი უკვდავება, მაგრამ მისი არებობა მისაღებია, რადაგან ადამიანს გონებაში "ყავს" რაღაც რაც მის გონებას მუშაობის "მიზეზს" უქმნის.

მარგამ დეისტებიც ხომ შენი ლოგიკით მაინც იდიოტები არიან? biggrin.gif


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 26 2007, 03:21 PM
პოსტი #128


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



iraklidze
ციტატა
მარგამ დეისტებიც ხომ შენი ლოგიკით მაინც იდიოტები არიან?

იდიოტები არავინ არ არიან. მე ეს არ მითქვამს.

არსობრივად დეიზმი არის შუალედური რგოლი თეიზმსა და ათეიზმს შორის. ზუსტად არ ვიცი მაგ იდეოლოგიის ნიუანსები, მაგრამ ეს არის იდეოლოგია, რომელიც ნაწილობრივ აღიარებს რელიგიის სწავლებას და ნაწილობრივ რჩება ათეიზმშიც.

შეიძლება სულის უკვდავებაც დეიზმის ნაწილად მივიჩნიოთ, მაგრამ დეიზმის მიხედვით ის პირდაპირ კავშირში არ იქნება ცხონებასთან, არამედ სულს განიხილავს როგორც ინტელექტის, აზროვნების და პიროვნული თვითშეგრძნების წყაროდ, რომელიც შეიძლება უკვდავიც იყოს, მაგრამ რელიგიური კანონების მიხედვით არ განისჯება.

ჩემი აზრით დეისტური მსოფლმხედველობა უფრო მაღალი დონისაა ვიდრე ათეისტური.

დეისტურ მსოფლმხედველობის შემდეგ მოდის ე.წ. "scientific theism", რომელიც ქართულად "მეცნიერული თეიზმის" სახელითაა ცნობილი. ეს იდეოლოგია კიდევ უფრო დიდი მიახლოებაა თეიზმისკენ (პრქტიკულად უკვე თეიზმია). იგი აღიარებს ღმერთსაც, უკვდავ სულსაც, სამოთხესა და ჯოჯოხეთსაც, მაგრამ ყველაფერს მეცნიერულ ჩარჩოებში სვამს და ჰიპოთეზების დონეზე გადმოსცემს. არ აღიარებს არც ერთ რელიგიას, მაგრამ იმქვეყნიურ მისაგებელზეც საუბრობს ზოგადად კეთილი და ბოროტი ცხოვრების საფუძველზე, რომელიც დაახლოებით ქრისტეანულ მორალს წააგავს. ცდილობს მეცნიერულად მიაახლოვოს ადამიანი ღმერთთან, განმარტოს სამოთხე და ჯოჯოხეთი, როგორც რეალურად არსებული გარკვეულ მეტამატერიასა თუ განზომილებაში. აღიარებს წინასწარმეტყველებასაც, როგორც ერთგვარ მექანიზმს მომავლის დანახვისა. სასწაულებს განიხილავს, როგორც არსებულ სიტუაციაში შეუძლებელს ხალხის მიერ, მაგრამ საერთოდ უსასრულო სამყაროს კანონების ჩარჩოებში მოქცეულს, რომელიც შეიძლება დამზერილ სამყაროში არც კი ჯდებოდეს, მაგრამ რაღაც ღმერთის მიერ მართულ "მეტაფიზიკურ" მოვლენებთან აიგივებს და ა.შ.

შემდეგ მოდის თეიზმი . . .


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Jul 26 2007, 09:19 PM
პოსტი #129


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



გიორგის

გიორგი პრიმიტიული წარმოდგენა ზუსტად ის არის, რომ სული დაბადებამდე არ ყოფილა.

მე არ მესმის, რატომ უნდა გავაჩინო შვილი, რომელიც მანამდე არ არსებულა და თქვენ უნდა შეაშინოთ ან ის, ან მე რატომ უნდა მეშინოდეს რომ ჯოჯოხეთში მოხვდება, თუ არ გახდა მართლმადიებელი ქრისტიანი., საერთოდ არგავაჩენ და ეგ იქნება. თქვენ რაღაც გეშლებათ. რეინკარნაციის დროს კი აზრს იძენს----- ადამიანი რომელმაც წინა ცხოვრებაში ვერ შეძლო სულიერი სრულყოფა აძლევ შანსს მეორედ მოვიდეს და განვითარდეს სულიერად.
მე არ ვიცი ბუდისტები ჯოჯოხეთს აღიარებენ თუ არა, მე ბუდისტი არ ვარ და ბუდას აზრი სულ არ ნიშნავს ბუდისტების აზრს, ისევე როგორც ქრისტიანების აზრი არ ნიშნავს იესო ქრისტეს აზრს.
უბრალოდ ვისაც წამს რეინკარნაციის (დავანებოთ თავი ცხოველებს და მცენარეებს). ბიბლიაშიც და ახალ აღტქმაშიც დაინახავს ამაზე მსჯელობას. შეიძლება ამაზე პირდაპირ არ არის ნათქვამი. მაგრამ გამგები გაიგებს და მითითებას აზრი არა აქვს რადგან თქვენ ამაზე სულ სხვა წარმოდგენა გექნებათ, ხოლო ვინც დაშინებულია იმის თავში აზრის გავლებითაც რომ ეს შესაძლებელია ,ის რათქმა უნდა შიშით,რომ ჯოჯოხეთში არ მოხვდეს ვერც იფიქრებს
პლიუს საყოველტაო ცხონების შესახებ. ტქვენ აღნიშნეთ რიომ საყოველთაო ცხონება დიდი ხანია უარყოფილიაო. ესე რატომ ხარ დარწმუნებული რომ რასაც ტქვენ უარყოფთ ისე უნდა იყვეს. საყოველთაო ცხონება შესაზლებელია. თქვენ ალბათ ღმერთმა რომ გადაწყვიტოს
ყველა უნდა ვაცხონოო , ალბათ წმინდა მამებს მოუყვან მაგალითს რომ იმათმა უარყვესო და შეუძლებელიაო.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 27 2007, 12:59 PM
პოსტი #130


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა
გიორგის

პირველ რიგში მინდა გითხრა რომ გუშინ წავიკითხე შენი პოსტი, სადაც საკმაოდ გამომწვევად ეწერა რეინკარნაციაზე საუბრის ცოდვის შესახებ და ასევე იმაზე თუ რა დაგიჯდებოდა მისი მონანიება. მაშინ არ მეცალა, რომ გამოგხმაურებოდი, ახლა კი რადგან შენ თვითონ მიხვდი მის უადგილობას და წაშალე აღარ გამოგედავები, მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი, რომ აქ არავინ შენი მტერი არ არის, პირიქით, ზოგჯერ სამსახურის დროს ვუთმობ ფორუმს, რომ ვინმეს ობიექტური ინფორმაცია მივაწოდო და ხელი შევუწყო, რომ როგორმე თვითონ გასცეს პასუხი საკუთარსავე კითხვებს. ზოგ რამეს მეც ვსწავლობ და ასე მივიწევთ წინ.
ციტატა
ბიბლიაშიც და ახალ აღთქმაშიც დაინახავს ამაზე მსჯელობას. შეიძლება ამაზე პირდაპირ არ არის ნათქვამი. მაგრამ გამგები გაიგებს და მითითებას აზრი არა აქვს რადგან თქვენ ამაზე სულ სხვა წარმოდგენა გექნებათ

ასეთი რაიმე ბიბლიაში არ გვხვდება, მითუმეტეს ისე მკაფიოდ რომ "გამგები გაიგებს", მაინც ვინ არის გამგები? მაინც გირჩევ მოიყვანო ის ადგილები და ერთად გავარჩიოთ, ასე უფრო გავარკვევთ ჭეშმარიტებას.
ციტატა
საყოველთაო ცხონება შესაძლებელია.

საყოველთაო ცხონების შემთხვევაში აზრს კარგავს აბსოლუტური სამართლიანობა. რა აზრი ექნება ადამიანის მიერ სიკეთის გაკეთებას გაჭირვების, მოთმენის და საკუთარის მეორე პლანზე გადაყვანას თუ შენს გვერდით ნებისმიერი ცოდვისა თუ არა ადამიანობის ჩამდენი არაფერს არ მოიკლებს და შემდეგ ზუსტად შენნაირ საზღაურს მიიღებს? ანდა მანამდე განაგრძობს რეინკარნაციას სანამ სამოთხემდე არ მივა და გამოვა რომ იარსებებს უსასრულო რეინკარნაციის შემთხვევები თუ ადამიანი არასდროს არ დაიმსახურებს ცხონებას და ვინაიდან ჯოჯოხეთი არც იარსებებს მუდმივად დაიბადება. ეს ძალიან უაზრობა გამოდის.
ციტატა
თქვენ ალბათ ღმერთმა რომ გადაწყვიტოს
ყველა უნდა ვაცხონოო, ალბათ წმინდა მამებს მოუყვან მაგალითს რომ იმათმა უარყვესო და შეუძლებელიაო.

ღმერთმა დიდი ხანია გადაწყვიტა ჯოჯოხეთის არსებობის შესახებ, ამაზე ის საუბრობს სახარებაშიც და ჯოჯოხეთს ცეცხლის გეენიას ადარებს, ჯოჯოხეთის არსებობა გადმოცემულია მდიდარის და ლაზარეს შესახებ იგავის დროსაც და ა.შ. რად უნდა ლაპარაკი იმას, რომ მაცხოვარი იესო ქრისტე ჯოჯოხეთის შესახებ საუბრობს. წმინდა მამებიც სახარებაზე აფუძნებდნენ თავიანთ სწავლებას და ტყუილა გგონია, რომ ღმერთი უარყოფს ჯოჯოხეთს და ეს წმინდა მამების მოგონილია.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jul 27 2007, 01:05 PM
პოსტი #131


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა( გიორგი @ Jul 26 2007, 02:25 PM) *

iraklidze
შენი პოზიციის და საუბრის მიხედვით შენ ათეისტი არ ხარ. სამყაროს შენეული ხედვა ყველაზე ახლოს არის დეიზმთან, შესაბამისი თვალთახედვის ადამიანები კი დეისტები არიან. დეიზმი პირველად ჩამოყალიბდა ინგლისში მე-17 საუკუნეში. ეს იდეოლოგია თავისი არსით არის ათეიზმისა და თეიზმის შუალედი და დაახლეობით რამდენიმე კონცეფციით შეიძლება გადმოიცეს:

1. დეისტები მიიჩნევენ, რომ რელიგიური სწავლებები დაფუძნებულია ადამიანების მიერ, მაგრამ არა პრიმიტიული აზროვნების გამო არამედ სამყაროს შეცნობის ადამიანისეული ხედვაა.

2. დეისტები არ აღიარებენ ღმერთის არსებობას რელიგიის საფუძველზე, მაგრამ უშვებენ მის არსებობას, როგორც გონიერ ძალას, რომელიც ქმნის და აკონტროლებს სამყაროს.

3. დეისტები არ ცნობენ ზებუნებრივ მოვლენებს - სასწაულები, წინასწარმეტყველებები.

4. დეისტები არ უარყოფენ რელიგიას, როგორც ზნეობის ნორმას და იდეალური ცხოვრების წესს (დეისტები ძირითადად ქრისტეანობას და მის მორალს აღიარებენ) და საკმაოდ აფასებენ რელიგიურ მიდგომებს ადამიანური ურთიერთობის დონეზე.



მეც ასე ვფიქრობ iraklidze-ზე


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Jul 27 2007, 02:26 PM
პოსტი #132


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



ნათია
არა მეც ვეთანხმები გიოს. ზუსტად მასე ვფიქრობ და ვაკეთებ. უბრალოდ არ ვიცოდი აქამდე რომ დეისტი ვყოფილვარ smile.gif.

უბრალოდ მე დეისტებზე რომ წავიკითხე იქ ეწერა იმათ სულის ჯოჯოხეთში ან სამოთხეში მოხვედრისაც სჯერათო და რა ვიცი... მე ჯერ მაქამდე არ მივსულვარ smile.gif. რამდენადაც მე მივხვდი ეს რაღაც სულის მდგომარეობის ინერციის მაგვარია. ანუ თუ სული ადამიანს კეთილი აქ იგი ინერციულად სიკეთეში (სამოთხეში) მოხვდება, ან პირიქით. ანუ რეალურად სიკეთის მკეთებელ ადამიანს კეთილი სული აქ და იქაც იმ სიკეთეში იქნება.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Jul 27 2007, 02:33 PM
პოსტი #133


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(iraklidze @ Jul 27 2007, 02:26 PM) *

ნათია
არა მეც ვეთანხმები გიოს. ზუსტად მასე ვფიქრობ და ვაკეთებ. უბრალოდ არ ვიცოდი აქამდე რომ დეისტი ვყოფილვარ smile.gif.

უბრალოდ მე დეისტებზე რომ წავიკითხე იქ ეწერა იმათ სულის ჯოჯოხეთში ან სამოთხეში მოხვედრისაც სჯერათო და რა ვიცი... მე ჯერ მაქამდე არ მივსულვარ smile.gif. რამდენადაც მე მივხვდი ეს რაღაც სულის მდგომარეობის ინერციის მაგვარია. ანუ თუ სული ადამიანს კეთილი აქ იგი ინერციულად სიკეთეში (სამოთხეში) მოხვდება, ან პირიქით. ანუ რეალურად სიკეთის მკეთებელ ადამიანს კეთილი სული აქ და იქაც იმ სიკეთეში იქნება.



როგორიც არ უნდა იყო უპირველესად ადამიანი ხარ, ღვთის ხატება და პატივს გცემ 2kiss.gif


რწმენა კი ინდივიდუალურია... smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Jul 27 2007, 07:37 PM
პოსტი #134


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



გიორგის


გიორგი თქვენ ადამიანის სამოთხეში მოხვედრას, განსაზღვრავთ იმისდა მიხედვით თუ ვინ რა ცოდვა ჩაიდინა.
მაგრამ ქრიტეს სწავლება ის არის რომ ადამიანმა ზუსტად არ უნდა განარჩიოს სიკეთისა და ბოროტების ჩამდენი.
მამაო ჩვენოს ლოცვაში ნათლად არის გადმოცემული ღმერტის მიმართ თხოვნა ცოდვების მიტევებისა.




"და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა"---
ეს როგორც გავიგე--გვაპატიე, ისევე როგორც ჩვენ ვპატიობთ. ანუ ადამიანს ეპატიება ყველა ცოდვა თუ იგი გახდა ასევე ყოვლისმპატიებელი. როგორც განსჯი, ისევე განისჯები. რა თქმა უნდა გარდა ამისა ,მან უნდა ეცადოს რომ ცოდვები ნაკლებად ჩაიდინოს და მოიშოროს ყველა მავნე ჩვევა, ადამიანი უნდა გახდეს ღმერთის სახე.

პლიუს, როცა ბავშვი ვიყავი და ახალ აღთქმას ვკითხულობდი, ჩემი ყურადღება მიიქცია იესო ქრისტეს ერთმა ფრაზამ
" ნუ იფიქრებთ ხვალინდელ დღეზე, რადგან ხვალინდელი დღე თვითონ იფიქრებს თავის თავზე"- ეს ნიშნავს რომ ნუ იფიქრებთ მომავალზე, და რადგან მე სულ ხვალინდელ დღეზე ვფიქრობდი და სხვანაირად ფიქრი ვერ წარმომედგინა სისულელე მეგონა ეს გამონათქვამი, მაგრამ გულში ვფიქრობი ,რომ სხვანაირი სახის ფიქრი იყო შესაძლებელი რაც ძალიან დიდი ხნის მერე დადასტურდა.

ღმერთი არ ფიქრობს არც მომავალზე და არც წარსულზე, მაგრამ ყველაფერი გამოსდის. ანგელოზებიც არ ფიქრობენ არც მომავალზე და არც წარსულზე მაგრამ იციან მომავალიც და წარსულიც, ასევე იესო ქრისტეც როგორც ღმერთი არც მომავალზე ფიქრობდა და არც წარსულზე, მაგრამ მან იცოდა მომავალიც და წარსულიც. ამასვე ეუბნებოდა და ასწავლიდა ამ კერძო შემთხვევაში თავის მოსწავლეებს.
ყველა ადამიანი ფიქრობს მომავალზე, გეგმავს ფანტაზიორობს და ეს გეგმები ინგრევა. არის ფანტაზიაში(ილუზიაში) და არა ჭეშმარიტებაში(ღმერთში). ეშმაკი ადამიანზე მოქმედებს ფიქრებით. ანუ როცა ადამიანი მომავალზე ფიქრობს, აგდებს მას ილუზიაში და ილუზია არ სრულდება. ადამიანი ცხოვრობს ტყუილში.

ასევე ყველა ადამიანი ფიქრობს წარსულზე. თუ ვინმემ რამე ცუდი გაუკეთა ახსოვს, განიცდის, ზოგი ცდილობს შური იძიოს. ეს ყველაფერი ადამიანის სულს აფორიაქებს. უშლის ხელს ცხოვრებაში, სამუშაოზე და ყოველდღიურ ცხოვრებაში. სხვისი არ ვიცი მე პირადად ძალიან მიშლის. სატანა ასევე ამ ფიქრებს ადამიანს უგზავნის წარსულიდან.ამიტომ იესი გვეუბნება "აპატიეთ".

ესე იგი ეშმაკი არის წარსულში და მომავალში როცა ადამიანი ფიქრობს წარსულზე და მომავალზე მას ღმერთი არ წამს რადგან ეშმაკის მონაა და წარსულიდან დამომავლიდან ადამიანის სულს იპყრობენ სატანის ანგელოზები მაგარამ არის მესამე დროც " აწმყო" რომელშიც ადამიანი არ ფიქრობს.
და მხოლოდ აწმყოში შეიცნობს იგი ჭეშმარიტებას(ღმერთს). და აწმყოში ხდება ღმერთის შეცნობა და ეშმაკის განგდება. ამ მდგომარეობაში მოხდება მისი სულიწმინდით ავსება. და მასში ღვთის ანგელოზების შესვლა

მე რა მინდა ამით ვთქვა: ადამიანი ვერ მოხვდება სამოთხეში თუ მან გააგრძელა ასე ფიქრი, იმიტომ რომ არასწორად ფიქრობს.

არ ვიცი რამდენად გამართულად გადმოგეცით რაც მინდოდა მეთქვა. სათქმელი კიდევ ბევრია, მაგრამ ჯერ თუ რამეში არ მეტანხმებით შეგიძლიათ მიპასუხოთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 29 2007, 01:53 AM
პოსტი #135


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(southruislip @ Jul 27 2007, 06:37 PM) *

გიორგის
გიორგი თქვენ ადამიანის სამოთხეში მოხვედრას, განსაზღვრავთ იმისდა მიხედვით თუ ვინ რა ცოდვა ჩაიდინა.
მაგრამ ქრიტეს სწავლება ის არის რომ ადამიანმა ზუსტად არ უნდა განარჩიოს სიკეთისა და ბოროტების ჩამდენი.
მამაო ჩვენოს ლოცვაში ნათლად არის გადმოცემული ღმერტის მიმართ თხოვნა ცოდვების მიტევებისა.


"და მოგვიტევე ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა"---
ეს როგორც გავიგე--გვაპატიე, ისევე როგორც ჩვენ ვპატიობთ. ანუ ადამიანს ეპატიება ყველა ცოდვა თუ იგი გახდა ასევე ყოვლისმპატიებელი. როგორც განსჯი, ისევე განისჯები. რა თქმა უნდა გარდა ამისა ,მან უნდა ეცადოს რომ ცოდვები ნაკლებად ჩაიდინოს და მოიშოროს ყველა მავნე ჩვევა, ადამიანი უნდა გახდეს ღმერთის სახე.

პლიუს, როცა ბავშვი ვიყავი და ახალ აღთქმას ვკითხულობდი, ჩემი ყურადღება მიიქცია იესო ქრისტეს ერთმა ფრაზამ
" ნუ იფიქრებთ ხვალინდელ დღეზე, რადგან ხვალინდელი დღე თვითონ იფიქრებს თავის თავზე"- ეს ნიშნავს რომ ნუ იფიქრებთ მომავალზე, და რადგან მე სულ ხვალინდელ დღეზე ვფიქრობდი და სხვანაირად ფიქრი ვერ წარმომედგინა სისულელე მეგონა ეს გამონათქვამი, მაგრამ გულში ვფიქრობი ,რომ სხვანაირი სახის ფიქრი იყო შესაძლებელი რაც ძალიან დიდი ხნის მერე დადასტურდა.

ღმერთი არ ფიქრობს არც მომავალზე და არც წარსულზე, მაგრამ ყველაფერი გამოსდის. ანგელოზებიც არ ფიქრობენ არც მომავალზე და არც წარსულზე მაგრამ იციან მომავალიც და წარსულიც, ასევე იესო ქრისტეც როგორც ღმერთი არც მომავალზე ფიქრობდა და არც წარსულზე, მაგრამ მან იცოდა მომავალიც და წარსულიც. ამასვე ეუბნებოდა და ასწავლიდა ამ კერძო შემთხვევაში თავის მოსწავლეებს.
ყველა ადამიანი ფიქრობს მომავალზე, გეგმავს ფანტაზიორობს და ეს გეგმები ინგრევა. არის ფანტაზიაში(ილუზიაში) და არა ჭეშმარიტებაში(ღმერთში). ეშმაკი ადამიანზე მოქმედებს ფიქრებით. ანუ როცა ადამიანი მომავალზე ფიქრობს, აგდებს მას ილუზიაში და ილუზია არ სრულდება. ადამიანი ცხოვრობს ტყუილში.

ასევე ყველა ადამიანი ფიქრობს წარსულზე. თუ ვინმემ რამე ცუდი გაუკეთა ახსოვს, განიცდის, ზოგი ცდილობს შური იძიოს. ეს ყველაფერი ადამიანის სულს აფორიაქებს. უშლის ხელს ცხოვრებაში, სამუშაოზე და ყოველდღიურ ცხოვრებაში. სხვისი არ ვიცი მე პირადად ძალიან მიშლის. სატანა ასევე ამ ფიქრებს ადამიანს უგზავნის წარსულიდან.ამიტომ იესი გვეუბნება "აპატიეთ".

ესე იგი ეშმაკი არის წარსულში და მომავალში როცა ადამიანი ფიქრობს წარსულზე და მომავალზე მას ღმერთი არ წამს რადგან ეშმაკის მონაა და წარსულიდან დამომავლიდან ადამიანის სულს იპყრობენ სატანის ანგელოზები მაგარამ არის მესამე დროც " აწმყო" რომელშიც ადამიანი არ ფიქრობს.
და მხოლოდ აწმყოში შეიცნობს იგი ჭეშმარიტებას(ღმერთს). და აწმყოში ხდება ღმერთის შეცნობა და ეშმაკის განგდება. ამ მდგომარეობაში მოხდება მისი სულიწმინდით ავსება. და მასში ღვთის ანგელოზების შესვლა

მე რა მინდა ამით ვთქვა: ადამიანი ვერ მოხვდება სამოთხეში თუ მან გააგრძელა ასე ფიქრი, იმიტომ რომ არასწორად ფიქრობს.

არ ვიცი რამდენად გამართულად გადმოგეცით რაც მინდოდა მეთქვა. სათქმელი კიდევ ბევრია, მაგრამ ჯერ თუ რამეში არ მეტანხმებით შეგიძლიათ მიპასუხოთ

ძალიან უცნაური პოსტი დაწერე. ცხადია ძირითადში გეთანხმები გარდა რამდენიმესი, ერთი კი ყველაზე მთავრია - რაც შენ დაწერე დაახლოებით მაგას ქადაგებს ქრისტეანობა მთელი თავისი არსით, მაცხოვრის ქადაგებებით დაწყებული და წმინდა მამების განმარტებებით დამთავრებული. უბრალოდ დროსთან მიმართებაში გაქვს ხარვეზები. კარგად გაეცანი:

პატარა კორექცია:

1. "გიორგი თქვენ ადამიანის სამოთხეში მოხვედრას, განსაზღვრავთ იმისდა მიხედვით თუ ვინ რა ცოდვა ჩაიდინა.
მაგრამ ქრიტეს სწავლება ის არის რომ ადამიანმა ზუსტად არ უნდა განარჩიოს სიკეთისა და ბოროტების ჩამდენი.
მამაო ჩვენოს ლოცვაში ნათლად არის გადმოცემული ღმერთის მიმართ თხოვნა ცოდვების მიტევებისა."

ჩვენ ზუსტად ისე განვსაზღვრავთ როგორც ქრისტე განსაზღვრავს, ადამიანს ცოდვა მხოლოდ მაშინ მოეკითხება თუ ის მას მიტევებული არ აქვს. ცოდვებს დღესაც ღმერთი უტევებს, მაგრამ ამას აღასრულებენ მღვდელმსახურები, აღსარების დროს, რომლენზედაც მაცხოვარმა თქვა (ადაპტირებული ვარიანტი): "რომელი შეკრათ, შეკრულ იყოს ცათა შინა, ხოლო რომელი გახსნათ გახსნილ". მღვდელმთავრებს 12 მოციქულის მადლი აქვთ, მღვდლებს კი - 70 მოციქულის მადლი. აღსარების შედეგად მიტევებული ცოდვები ადამიანს აღარ მოეკითხება.

2. "ნუ იფიქრებთ ხვალინდელ დღეზე, რადგან ხვალინდელი დღე თვითონ იფიქრებს თავის თავზე"
ღმერთი არ ფიქრობს არც მომავალზე და არც წარსულზე, მაგრამ ყველაფერი გამოსდის.

მართალია რაც თქვი ოღონდ ადამიანთან მიმართებაში, ღმერთი ადამიანს ეუბნება ნუ იდრტვინვებ ხვალინდელ დღეზეო, და ეს ასეცაა, მაგრამ თვითონ ღმერთი მარადიულია.

3. ყველა ადამიანი ფიქრობს მომავალზე, გეგმავს ფანტაზიორობს და ეს გეგმები ინგრევა. არის ფანტაზიაში(ილუზიაში) და არა ჭეშმარიტებაში(ღმერთში). ეშმაკი ადამიანზე მოქმედებს ფიქრებით.

კი ბატონო, ეს ასეა. ქრისტეანულად ცხოვრების დაგეგმვა არ შეიძლება, ღმერთს უნდა მიანდო შენი ყოველივე საქმე.

4. ასევე ყველა ადამიანი ფიქრობს წარსულზე. თუ ვინმემ რამე ცუდი გაუკეთა ახსოვს, განიცდის, ზოგი ცდილობს შური იძიოს. ეს ყველაფერი ადამიანის სულს აფორიაქებს. უშლის ხელს ცხოვრებაში, სამუშაოზე და ყოველდღიურ ცხოვრებაში. სხვისი არ ვიცი მე პირადად ძალიან მიშლის. სატანა ასევე ამ ფიქრებს ადამიანს უგზავნის წარსულიდან. ამიტომ იესი გვეუბნება "აპატიეთ".

ცხადია, ეშმაკი არ ასვენებს ადამიანს ჩადენილი ცოდვის გამო და ბოლოს სასოწარკვეთილებამდე მიჰყავს, ასევე პირიქითაც უბიძგებს ცოდვის ჩადენისკენ. ამიტომ ჩვენ უნდა ვაპატიოთ ყველას ჩვენს წინაშე ჩადენილი ცოდვები, ხოლო ჩვენი ცოდვები უნდა აუცილებლად მოვინანიოთ და ტანჯვაც გაქრება. ძალიან მინდა რომ დამიჯერო . . . ნამდვილად გულწრფელად გეუბნები. ნათქვამი აღსარებით ქრისტე გაპატიებს ყველაფერს და არა მღვდელი. ეს ასეა.

5. ესე იგი ეშმაკი არის წარსულში და მომავალში როცა ადამიანი ფიქრობს წარსულზე და მომავალზე მას ღმერთი არ წამს რადგან ეშმაკის მონაა და წარსულიდან დამომავლიდან ადამიანის სულს იპყრობენ სატანის ანგელოზები მაგარამ არის მესამე დროც " აწმყო" რომელშიც ადამიანი არ ფიქრობს.
და მხოლოდ აწმყოში შეიცნობს იგი ჭეშმარიტებას(ღმერთს). და აწმყოში ხდება ღმერთის შეცნობა და ეშმაკის განგდება. ამ მდგომარეობაში მოხდება მისი სულიწმინდით ავსება. და მასში ღვთის ანგელოზების შესვლა

აქ რამდენიმე შეცდომაა. ადამიანი რომელიც მოჭარბებულად ფიქრობს წარსულზე და მომავალზე ამით ცოდვას ჩადის, მაგრამ ნუ ვიტყვით რომ ღმერთის არ სწამს, იმავე ქრისტეანობიდან გამომდინარე. გარდა ამისა არსებობს სასარგებლო ფიქრიც წარსულზეც როდესაც ვიღაცის დარიგებას იხსენებ და ითვალისწინებ. ინახავ ვინმეს დადებით ხსოვნას და ა.შ. ძალიან დიდი უაზრობაა რომ "აწმყო"-ში ხდება ეშმაკის განგდება. დრო არაფერ შუაში არაა, უბრალოდ უნდა იყო ქრისტეანი, შეიძლება სწორედ აწმყოში მიიღო დამღუპველი გადაწყვეტილება თუმცა შეიძლება პირიქითაც მოხდეს. ცალსახად აწმყო არაფერს არ ნიშნავს, ასეთ რაიმეს ქრისტეანობა არ ცნობს. დრო რა შუაშია?! ნებისმიერ დროს შეიძლება ეშმაკის მიღებაც და განგდებაც.

ადამიანის მიერ სულიწმინდის მადლის მოხვეჭა არის ურთულესი მომენტი ქრისტეანობაში. იგი კარგად უწერია სერაფიმ საროველს თავის ჩანაწერებში და იშოვი წაიკითხე, თუ არა და იქნებ მეც როგორმე მოგაწოდო, მაგრამ დამერწმუნე ამას აწმყოს, წარსულსა და მომავალთან არანაირი კავშირი არა აქვს, უბრალოდ სხვა რაიმეა საერთოდ. შენ რაც თქვი ეგეთ რაიმეს ქრისტეანობა ხომ თავისთავად არ ცნობს, მაგრამ არა მგონია რომ თუნდაც ბუდიზმი ცნობდეს. უკეთესად უნდა წავიკითხო კიდევ აღმოსავლური რელიგიების ელემენტები, ნეტავი რა იდეოლოგია აღიარებას ამას? rolleyes.gif

5. "მე რა მინდა ამით ვთქვა: ადამიანი ვერ მოხვდება სამოთხეში თუ მან გააგრძელა ასე ფიქრი, იმიტომ რომ არასწორად ფიქრობს."

ამაზე კი თამამად გეტყოდი, რომ ასეთ რაიმეს მსოფლიოს არც ერთი რელიგია არ ცნობს. ადამიანის სამოთხეში მოხვედრა დამოკიდებულია მის სულიერ მდგომარეობაზე და არა წარსული/აწმყო/მომავლის ურთიერთკავშირზე და დროში სხვადასხვა ფიქრებზე, რომელიც ხან დამღუპველია და ხან სასარგებლო. ასეთი რაიმე ყოვლად წარმოუდგენელია.

მე გირჩევ ეკლესიური ცხოვრების დაყებას და შენი სატანჯველიც დასრულდება.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Jul 29 2007, 05:56 PM
პოსტი #136


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



გიორგის

ამ განყოფილებაში მოყვანილია ერთ -ერთი ფორუმელის ეკუმენისტის სტატია ცალკეული ადამიანების ცალკეული სულების წარმომავლობის შესახებ და სულის უკვდავების განყოფილებაში მოყვანილია

სულის უკვდავება



პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი


სულის უკვდავების რწმენა განუყოფელია საერთოდ რელიგიისგან და მით უფრო ქრისტიანული სარწმუნოებისაგან, რომლის ერთ-ერთ ძირითად საგანსაც მასზე სწავლება შეადგენს.

იგი არ შეიძლებოდა ძველი აღთქმისათვის უცხო ყოფილიყო - ამას გამორიცხავს ეკლესიასტეს სიტყვები: „მიიქცეოდეს მტუერი მიწად, როგორ იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა“ (ეკლ. 12,7). „

ამ წერილს აღიარებს თუ არა მართლმადიდებლური მიმდინარეობა


და შეგიძლიათ ამიხსნათ მოკლედ რაში მდგომარეოს აღსარების არსი
ჩემი წარმოდგენით აღსარების დროს ადამიანი მოძრვარს ეუბნება მის ჩადენილ ჩოდვებს და მოძღვარი აძლევს შესაბამის ლოცვებს ამ ცოდვებისთვის. ეს აუცილებელია მაგალითად თუ მე რამე მოვიპარე ან მოვკალი მას უნდა ვუთხრა ამის შესახებ.?მე დავუსვი რაღაც კითხვები მოძღვარს ამ ფორუმში მაგრამ არ პასუხობენ


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Jul 29 2007, 06:54 PM
პოსტი #137


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



- ადამიანური ბუნება ორნაწილედია: სულისა და ხორცის ერთობაა. თავად სულში ქრისტიანობა განარჩევს მის უმაღლეს ნაწილს - საკუთრივ სულს (პნევმა) და უმდაბლესს - სამშვინველს (ფსიხი). მხოლოდ ქრიტიანობის წიაღში, ანუ მხოლოდ ჭეშმარიტი რელიგიური ცხოვრებითაა შესაძლებელი, რომ ადამიანმა სრულად შეიცნოს თავისი ბუნება. ათეისტი, ან მცირედ რელიგიური ადამიანი თავის მხოლოდ ხორციელ, უკეთეს შემთხვევაში - ფშვინვიერ (ფსიქიკურ) ბუნებას შეიგრძნობს. ასეთ შემთხვევაში ადამაინს ფშვინვიერი (ფსიქიკური) გამოვლინებები, გრძნობადი მოვლენები და ესთეტიკური სწრაფვანი სულის თვისებებად მიაჩნია, ხელოვნებით ცხოვრება და ტკბობა - სულიერ ცხოვრებად. მაგრამ სინამდვილეში ეს ყოველივე სამშვინველის თვისებები, ფშვინვიერი ცხოვრებაა.

საკუთრივ სულს (პნევმა) ქრისტიანობა სამ ძირითად გამოვლინებას, თვისებას მიაკუთვნებს: ა) ძიება, მისწრაფება, ლტოლვა უზენაესი არსებისადმი (ღვთისადმი); ბ) შიში, კრძალვა უზენაესი არსების (ღვთის) წინაშე; გ) სინდისი, ანუ სულის უნარი, შესაძლებლობა, იბატონოს, როგორც ფშვინვიერ (ფსიქიკურ), ისე ხორციელ მიდრეკილებებზე და სულის უფაქიზესი ინსტრუმენტი საკუთარი გადაწყვეტილებების გასაკონტროლებლად.

არარელიგიური ადამიანისათვის სულიერი ცხოვრება, სულიერი სამყარო სრულიად უცნობია. ყოველმა ეკლესიურად მცხოვრებმა (აღმსარებელმა, მაზიარებელმა) საკუთარი გამოცდილებით იცის, თუ რა ღრმა, მდიდარი და მანამდე მათთვის უცნობი სამყარო აღმოაჩინეს თავის თავში მას შემდეგ, რაც ეკლესიური ცხოვრება დაიწყეს; და როგორი ღარიბი, უფერული და უღიმღამოა ადამიანის არსებობა სულიერი ცხოვრების გარეშე.

(მამა თეოდორე გიგნაძე)

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Jul 30 2007, 09:37 AM
პოსტი #138


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



southruislip
ციტატა
ამ წერილს აღიარებს თუ არა მართლმადიდებლური მიმდინარეობა?

არ ვიცი კონკრეტულად რომელ წერილზე მეკითხები, მაგრამ ის ციტატა შენ, რომ მოიყვანე სულის უკვდავების შესახებ აბსოლუტურად ეთანხმება მართლმადიდებლურ მოძღვრებას, აგრეთვე პროტოპრესვიტერი პომაზანსკი ერთ-ერთ უძლიერეს მართლმადიდებლურ დოგმატიკოსად ითვლება და ცხადია მის მიერ დაწერილი ლიტერატურა სრულ თანხვედრაშია მართლმადიდებლობასთან.
ციტატა
შეგიძლიათ ამიხსნათ მოკლედ რაში მდგომარეოს აღსარების არსი?

ციტატა
ეს აუცილებელია მაგალითად თუ მე რამე მოვიპარე ან მოვკალი მას უნდა ვუთხრა ამის შესახებ?

თავისთავად. აღსარების არსი მდგომარეობს აღიარებული ცოდვების მიტევებაში. ჩვენ აღსარებას ვაბარებთ მოძღვარს ვეუბნებით რა ცოდვებს, რაც ჩავიდინეთ, შემდეგ ის თვითონ გვიკითხავს შენდობის ლოცვას, რომლის შემდეგ უშუალოდ ღმერთი გვიტევებს ცოდვებს.

რაც შეეხება თვითონ ცოდვებს, ამაში შედის ძალიან ბევრი რაიმე გარდა მკვლელობისა და ქურდობისა, ასე მაგალითად: მრუშობა, სიძვა, ჩუკენობა (ხელით დაცემა), დაყაჩაღება, ყვირილი (აგრესია), ჩხუბი, ცემა, რაიმეს წართმევა, ულოცველობა, უზიარებლობა და ა.შ. ცოდვებში უამრავი რაიმე შედის, ყოველი ადამიანი უსაზღვროდ ცოდვილია, არსებობს ფიქრით შეცოდება: გულისთქმით მრუშობა, ბოროტის გაფიქრება, ღვთისმგმობი აზრები და ა.შ. ნებისმიერ საეკლესიო ლიტერატურის მაღაზიაში იყიდება პატარა ბროშურები, რომელშიც ჩამოწერილია რამდენიმე ათეული (ან შესაძლოა ასეულიც) ცოდვის დასახელება, ამ ჩამონათვლის წაკითხვის შემდეგ უკვე მიხვდები დაახლოებით ქრისტეანულ დამოკიდებულებას თუ რა ითვლება შეცოდებად და რა არა. ზოგად მონახაზს გაიგებ.

ამ კვირაში ძალიან დაკავებული ვარ, თუ ვერ იშოვე ეგეთი წიგნი იქით კვირაში აუცილებლად გიყიდი.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
zviadauri
პოსტი Jul 30 2007, 05:21 PM
პოსტი #139


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,040
რეგისტრ.: 24-June 07
წევრი № 2,286



ra aris suli dumbaZes aqvs umagresad ganmartebuli
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Jul 31 2007, 03:22 PM
პოსტი #140


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



პირადად გიორგის

ჩემს მოყვანილ ციტატაში


სულის უკვდავება

პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი

სულის უკვდავების რწმენა განუყოფელია საერთოდ რელიგიისგან და მით უფრო ქრისტიანული სარწმუნოებისაგან, რომლის ერთ-ერთ ძირითად საგანსაც მასზე სწავლება შეადგენს.

იგი არ შეიძლებოდა ძველი აღთქმისათვის უცხო ყოფილიყო - ამას გამორიცხავს ეკლესიასტეს სიტყვები: „მიიქცეოდეს მტუერი მიწად, როგორ იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა“ (ეკლ. 12,7). „

გამოვყოფ ციტატას

"მიიქცეოდეს მტუერი მიწად, როგორ იყო, და სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, რომელმაც შთაბერა".

სული დაუბრუნდებოდეს ღმერთს, ჩემის აზრით, მე ასე მესმის რომ დაბრუნება ნიშნავს ,რომ სული ადრე არსებობდა სადღაცას. და თქვენ ამტკიცებთ რომ სული ადრე არ არსებობდაო.

მართლმადიდებლური მოძღვრება სავსეა ასეთი წინადადებებით, მაგრამ თქვენ რატომღაც ყველაფერს სხვანაირად გამოხატავთ.

თქვენ ამბობთ რომ სული ადრე არ არსებობდაო, მაგრამ მე შემიძლია გითხხრათ რომ მე მყავს ბევრი ნაცნობი რომლებიც მართლმადიდებლურ ეკლესიაში დადიან ძალიან დიდი ხანია მაგრამ არ სჯერათ,რომ სიკვდილის შემდეგ სული არსებობას განაგრძობს, ანუ სწამთ, რომ სიკვდილით მთავრდება ადამიანის არსებობა. მე სულ ვეუბნები ,თუ ასე გწამთ სადაური მართლმადიდებელი ქრისტიანები ხართ და რისთვის დადიხართ ეკლესიაში.

პლიუს როდესაც მე თბილისში ვცხოვრობდი და დაინტერესებული ვიყავი რელიგიით, ხშირად სამუშაოზე
ვკითხულობდი ბიბლიას და თან დამქონდა იგი, და ხალხი რომელიც ჩემს გარშემო ტრიალებდა ხშირად მეკითხებოდა
იეღოველი ხომ არ ხარო?, თითქოს მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ბიბლია არ უნდა წაიკითხოს, გარდა ამისა ბევრი ქართული ოჯახი თავის ქრისტიანობას გამოხატავს , იმით ,რომ ბიბლია სახლში გამოსაჩენ ადგილზე უდევს და შიგ რა წერია საერთოდ აზრზე არ არის. ყოველივე ამან მაიძულა საქართველოდან წავსულიყავი.

მე საქართველოში არ ვცხოვრობ, მადლობას მოგახსენებთ ლოცვების წიგნის ყიდვის შეპირებით და ძალიან გთხოვთ ნუ შეწუხდებით.



სხვანაირად არ გამიგოთ მე საქართველო ძალიან მიყვარს და მეც თავს ვთვლიდი მართლმადიდებლად მიუხედავად იმისა რომ არ ვიცოდი მისი შინაარსი და განვიცდიდი საქართვალოს ისტორიის ბედ უკუღმართობას
ვკითხულობდი წიგნებს საქართველოს ისტორიის შესახებ და მზად ვიყავი ყველა მუსულმანი დამეხოცა.
მაგრამ როცა კერძო ადამიანზე ვფიქრობდი, ესეც ჩვეულებრივი ადამიანია და ვითომ რომ მოვკლა ამისთვის ღმერთი არ დამსჯის მეთქი?- ვფიქრობდი

ამის შემდეგ დავიწყე დაინტერესება თუ რატომ ხოცავდნენ ერთმანეთს მუსულმანები და ქრისტიანები.რაში მდგომარეობს მათი რელიგია. რა განსხვავებაა სხვადასხვა ქრისტიანულ მიმდინარეობებს შორის., რა არის ბუდიზმი, რა არის ინდუიზმი და გადავეყარე ხალხს რომლებიც ასეთივე თემით იყვნენ დაინტერესებული. მე არ მივდევ რომელიმე გარკვეულ ცალკე რელიგიურ დაჯგუფებას.

რაც შეეხება ინდუიზმის ფილოსოფიას და მითოლოგიას.

მოვიყვან რამდენიმე შედარებას. ბერძნებს როგორც იცით აქვთ გადმოცემული ღმერთების ცხოვრება მითების და ლეგენდების სახით. მე არ ვიცი რამდენად იცნობთ თქვენ ამ მითოლოგიას, მაგრამ თუ შეხვალთ www.greekroman.ru რუსულ საიტზე იქ კარგად არის გადმოცემული. მოკლედ მოგახსენებთ ზევსის, ოლიმპის , ნიკეს , პრომეთეს და ა. შ. სესახებ

ამ მითოლოგიის არსებობა, ბერძნებს საერთოდ არ უშლის ხელს იყვნენ მართლმადიდებელი ქრისტიანები

ანუ თუ ისინი ღმერთს ეძახიან ზევსს იესო ქრისტე შეიძლება ჩავთვალოთ მის შვილად

სხვათასორის ამირანის მითი ქართულ მითოლოგიაში არის ბერძნული მითოლოგიიდან გადმოსული, კერძოდ
იმეორებს პრომეთეს ისტორიას. და ამ მითის არსებობა საქართველოში არ გიშლით ხელს იყოთ მართლმადიდებელი ქრისტიანები.

აქვე მინდა ავღნიშნო , რომ ბერძნული მითოლოგიაში ღმერთები გამოსახულია ისე რომ ისინი სჩადიან ადამიანურ ცოდვებს. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი დროთა განმავლობაში იცვლებოდა და ჩვენამდე მოვიდა დამახინჯებული სახით. თქვენ შეიძლება მითხრათ რომ ეს ლეგენდები და მითებია მაგრამ ყველა ლეგენდა შეიძლება ჩაითვალოს რეალურ ისტორიის გადმოცემად რომელიც დიდი ხნის წინათ მოხდა და ჩვენამდე ლეგენდების სახით მოაღწია.

ასევე ინდოელებს აქვთ თავიანთი მითები თავის ენაზე, რომლებიც ისტორიით გავს ბერძნულ მითებს და ეს სრულებით არ შეიძლება შეეწინააღმდეგოს ქრისტიანობას. მათი ლეგენდებით ღმერთი არის შივა(ზევსი) , რომელიც დედამიწაზე ჩამოსული იყო კრიშნას სახით და 5 ათასი წლის წინ და მან დატოვა წინასწარმეტყველება, რომ გამოაგზავნიდა კაცობრიობის სახსნელად თავის შვილს, რომელიც ასევე ასახულია ებრაელი ხალხის მითოლოგიაში, ბიბლიაში.
ასე რომ ბერძნული მითოლოგიის მსგავსად სადაც შეიძლება ჩაითვალოს იესო ქრისტე ზევსის შვილად. ინდურ მითოლოგიის მიხედვით შეიძლება ჩაითვალოს კრიშნას და შივას შვილად.

ასევე კიდევ ერთი მსგავსება ინდუიზმსა და ქრისტიანობას შორის---- ინდუიზმში სული აღწერილია 7 ჩაკრის სახით, რომლითაც შეკრულია სული. და სულის რეალიზაციისათვის ეს ჩაკრები უნდა გაიხსნას. იოანეს გამოცხადებაში გადმოცემული 7 ბეჭდის( ინდურად ჩაკრის) ახსნა და მისი აღწერა იდენტურია ინდუიზმში ჩაკრების გახსნის შედეგად აღწერილი განცდებისა და ხილვებისა.

არ გამიგოთ ინდუიზმს ვქადაგებდე ,ბოდიშით ცოტა ვრცელი წერილი გამომივიდა, მე მგონი მაქვს უფლება ინდური მითოლოგიის შესწავლისა, ისევე როგორც ბერძნული მითოლოგიისა და ეს სრულებით არ მიშლის ხელს ვიყო ქრისტიანი და ქართველი.

მოკითხვამდე ჩემს ქრისტიან ძმას გიორგის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

22 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 9th May 2024 - 10:39 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი