IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

32 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> მამა გაბრიელი
მართა
პოსტი Aug 7 2007, 02:28 AM
პოსტი #81


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



სხვათა შორის მას უთქვამს მე ვერ გამიგეთო!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 7 2007, 02:36 AM
პოსტი #82


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(მხევალი ნინო @ Aug 6 2007, 04:46 PM) *

კანუდოსელი
ზაზა, ადამიანი, რომელიც 40 წელი სალოსი ბერი იყო (და დარწმუნებული ვარ მისი ცხოვრება წაკიტხული გექნება), იმაზე მეტს არ იტყოდა ვიდრე საჭირო იყო, არ მგონია ბერ გაბრიელს თავმდაბლობა ჩვენგან ესწავლებოდეს. საწყენად არ ვამბობ, უბრალოდ ჩვენს და მისი ცხოვრების პარალელს ვავლებ. ასე არ შეიძლება ნეოწმინდანი უწოდო ადამიანს იმიტომ, რომ რაღაც არ მოგეწონა.

მართალი ხარ, მაგრამ გაბრიელ ბერი კანონიზებული არ არის. ჯერჯერობით ნურც ვაღიარებთ მის წმინდანობას და ნურც უარვყოფთ, რადგან ორივე შემთხვევა წმინდა სინოდისა და პატრიარქის საქმეებში ჩარევა იქნებოდა.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Aug 7 2007, 02:39 AM
პოსტი #83


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



ციტატა( გიორგი @ Aug 7 2007, 03:36 AM) *

მართალი ხარ, მაგრამ გაბრიელ ბერი კანონიზებული არ არის. ჯერჯერობით ნურც ვაღიარებთ მის წმინდანობას და ნურც უარვყოფთ, რადგან ორივე შემთხვევა წმინდა სინოდისა და პატრიარქის საქმეებში ჩარევა იქნებოდა.

გეთანხმები აბსოლიტურად,თუმცა დავძენ, რომ შინაგანად მაქვს უდიდესი მოწიწება მის მიმართ!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Aug 7 2007, 12:17 PM
პოსტი #84


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



თემას თვალს ვადევნებ biggrin.gif ( გუჯას გასაგონად )


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
southruislip
პოსტი Aug 7 2007, 01:20 PM
პოსტი #85


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 129
რეგისტრ.: 12-July 07
წევრი № 2,444



""ეს ამბავი თანამშრომელმა მიამბო.
ის მეტეხის ტაძრის გახსნაში მონაწილეობდა და ახლადგახსნილ ტაძარში, სადაც მოწყობა, მოწესრიგება მიმდინარეობდა ხშირად უწევდა ყოფნა.
ახლადგახსნილ მეტეხის ტაძარში დილით არავინ არ იყო გარდა მესანთლისა,ზემოთ ხსენებული მეგობრისა და
ერთი სტუმრისა.
ამ დროს ხმამაღალი მოთქმით და კივილით შემოვიდა მამა გაბრიელი.
ის ყვიროდა: დიდება უფალო შენს სახელს,
გმადლობ უფალო, ეს რას მომასწარი, ეს რას მოვესწარი ,ამ ტაძრის გახსნას.
იგი შუაგულში შემოვიდა, შემდეგ ანალოგიაზე მდებარე ხატის ახლოს დაიჩოქა და დაიწყო იატაკზე მთელი ძალით თავის ცემა, ამ დროს იგივე სიტყვებს მოთქვამდა მთელი ხმით.
იატაკი ჯერ მოწესრიგებული არ იყო, მას ჰქონდა უსწორმასწორო ამონაშვერები, ამიტომ მამა გაბრიელს შუბლი გაუტყდა და სისხლი წამოუვიდა, მაგრამ თავის ცემას განაგრძობდა.
მაშინ შეებრალა ჩვენს მეგობარს და მივარდა წამოსაყენებლად.
მამა გაბრიელი კი მოუბრუნდა და მთელი ხმით დაუყვირა :გადიიიიი.
და გააგრძელა ღვთის დიდება.""



წმინდანები იატაკს თავს არ სცემენ, წმინდანი არის აბსოლუტურად მშვიდი ადამიანი და ყოველთვის აკონტროლებს თავის თავს და ქცევებს.
ნამდვილად შეპყრობილი იქნებოდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 7 2007, 01:22 PM
პოსტი #86


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE
წმინდანი არის აბსოლუტურად მშვიდი ადამიანი და ყოველთვის აკონტროლებს თავის თავს და ქცევებს

სალოსებზე რამე გაგიგიათ?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Aug 7 2007, 01:52 PM
პოსტი #87


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



ციტატა
წმინდანები იატაკს თავს არ სცემენ, წმინდანი არის აბსოლუტურად მშვიდი ადამიანი და ყოველთვის აკონტროლებს თავის თავს და ქცევებს.
ნამდვილად შეპყრობილი იქნებოდა


ბევრი წმიდანი გინახია შენს ცხოვრებაში?


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 7 2007, 01:58 PM
პოსტი #88


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მხევალი ნინო @ Aug 6 2007, 05:46 PM) *

კანუდოსელი
ზაზა, ადამიანი, რომელიც 40 წელი სალოსი ბერი იყო (და დარწმუნებული ვარ მისი ცხოვრება წაკიტხული გექნება), იმაზე მეტს არ იტყოდა ვიდრე საჭირო იყო, არ მგონია ბერ გაბრიელს თავმდაბლობა ჩვენგან ესწავლებოდეს. საწყენად არ ვამბობ, უბრალოდ ჩვენს და მისი ცხოვრების პარალელს ვავლებ. ასე არ შეიძლება ნეოწმინდანი უწოდო ადამიანს იმიტომ, რომ რაღაც არ მოგეწონა.



თავმდაბლობა ჩემგან კი არა ჩემს მიერ ნახსენები ანტონი დიდისგან მეც და მასაც ესწავლება....

პ.ს.
ეს ადამიანი თუ სალოსი იყო, მისი ცხოვრების დეტალები არც არის მაგალითი, სალოსობა სხვა მოვლენაა, სადაც მაგალითს პირდაპირ ქმედებაში როდი ნახავ, თორე ადექი და თავი ურტყი იატაკს, როგორც დაწერეს - გგონია სწორი იქნება? ან აგინე პირდაპირ უწმაწური სიტყვებით მონაზვნებს-როგორც არაერთხელ მოქცეულა - გგონია მოგიწონებენ?

მის ცხოვრებაში არის მისაღებიც და ცალსახად მიუღებელიც და არ მინდა ქრისტიან ხალხში მტკიცება, რომ მონაზონს კი არა და საერთოდ ვინმეს გინება ცოდვა რომაა...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 7 2007, 02:01 PM
პოსტი #89


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მამა გაბრიელს რომ ვინმე თავმდაბლობას დაუწუნებს.... არააა, ძალიან მძიმე შემთხვევააა.
და საერთოდ, მისი გამონათქვამები მისი ცხოვრების და კონკრეტული სიტუაციის კონტექსტში უნდა განიხილო, სანამ შეურაცხყოფას მიაყენებ.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Aug 7 2007, 02:05 PM
პოსტი #90


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
ან აგინე პირდაპირ უწმაწური სიტყვებით მონაზვნებს-როგორც არაერთხელ მოქცეულა - გგონია მოგიწონებენ?


მხოლოდ მონაზვნებს? ჰმ.. არაერთ მეუფეს... პატრიარქს რომ წუწკს უწოდებ? biggrin.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 7 2007, 02:05 PM
პოსტი #91


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მარიამი @ Aug 7 2007, 02:01 PM) *

მამა გაბრიელს რომ ვინმე თავმდაბლობას დაუწუნებს.... არააა, ძალიან მძიმე შემთხვევააა.
და საერთოდ, მისი გამონათქვამები მისი ცხოვრების და კონკრეტული სიტუაციის კონტექსტში უნდა განიხილო, სანამ შეურაცხყოფას მიაყენებ.



შეურაცყოფა არაა ჩემს სიტყვებში, არამედ ის, რომ თავდაჯერებულობა სად წავა ადამიანი სიკვდილის შემდეგ ანტონის დიდს არ ჰქონია და კიდევ ბევრ უდიდეს წმინდანებს...

თუ რამე არ მომწონს ქრისტიანული ღვთისმეტყველების გადასახედიდან, არ ნიშნავს, რომ მე თავად ვარ მორალის მაგალითი მარიამ...მე აქ ვსაუბრობ ზნეობრივი ღვთისმეტყველების შესახებ და აზრს გამოვთქვამ...
თავმდაბლობა კი არ დავუწუნე - იმ სიტყვებში თავმდაბლობის ნიმუში ვერ დავინახე წმინდანებთან შედარების ფონზე....მაქვს ამისი უფლება? თუ არა მითხარი რატომ?
მე არ მესმის რატომ აღიქვამ ჩემს ნაწერებს ასეთ კონტექსტში? და ოდნავ პიროვნულზეც რატომ გადმოდიხარ?...ანუ მიმანიშნებ, რომ მე არ ვარ თავმდაბლობის ნიმუში? მე რა შუაში ვარ საერთოდ...ეეეეხ მართლა სად ვბანაობთ biggrin.gif
კარგად წაიკითხე რა დავწერე...

პ.ს.
გეთანხმები შემთხვევა ძალიან მძიმე ვარ biggrin.gif
ჩვენ აქ მგონი ვმსჯელობთ მარიამ, ვცდილობთ ვიფიქროთ, ხანდახან კრიტიკულადაც, თუნდაც წმინდანების ზოგიერთი აზრის მიმართაც, თუ შენ ეს არ გინდა, შენი საქმეა, მაგრამ სხვას ნუ "დაუშლი"


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Aug 7 2007, 02:39 PM
პოსტი #92


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მამა გაბრიელი ჩემთვის იმით არ არის გამორჩეული, რომ მის საფლავზე სასწაულები ხდება, ესეც ტავისთავად რაღაცის აღიარებაა, რასაც შემდგომში დრო მოიტანს და ალბათ დააკანონებს, არც მოვლენებს ვაჩქარებ და არც აზრს გამოვთქვავ წინასწარ. ვნახოთ რა იქნება.

არა მხოლოდ ამ შემთხვევაში, ანუ არა მხოლოდ მამა გაბიერლის სემთხვევაში, ჩემი საერთოდ დამოკიდებულება ასეთია, ჩემთვის მაგალითი ყოველთვის მეომარი ხალხია. ანუ ისეთი ადამაინები, რომლებიც გარეშე (სახელმწიფო იქნება თუ სხვა რაიმე პირობების გამო) ბრძოლის მიუხედავად იდგნენ მტკიცედ და არა მარტო რელიგიაში, საერო საქმეშიც. ამ მხირვ ბერი გაბრილი ჩემთვის მაგალითია, როგორ არ უნდა შემაშინოს დრომ და ძლიერმა ამა ქვეყნისამან. როცა გაგიჭირდება ცხოვრებაში თუნდაც ყოველდღიურ ყოფაში რაღაცის აღიარება (ზოგჯერ პირჯვრის გადაწერაც გვესარიცხვილება, ან იმის მტკიცება, რომ რელიგიურები ვართ და წეშმარიტია რასაც ვამბობ და არა მოძველებული, ხშირია შემთხვევა, როცა ირონიულად გიყურებენ ყბადაღებული სექსუალურ თავისუფლებას, როცა უარყოფ, ანუ უქორწინებლობის სემთხვევაში მეგობრის ყოლას და აშ) მაშინ ჩემთვის დიდი მაგალითია და ზალის მომცემია ასეთი ადამიანები, როგორიც ბერი გაბრიელი იყო. მე მას ანტონი დიდი არ შევადარებ, საერთოდ არ მიყვარს არავისი შედარება, ერთი ერთ საკითხში იყო ძლიერი დ ისგან ის უნდა ვისწავლოთ ან მივბაძოთ, სხვა მეორეში და აშ. ამასთან ბერი გაბიელი იმ დროს ცხოვრობდა იმ მოვლენებში და იმ ქვეყანაში სადაც მე ვცხობრობ, ამიტომ მისი სიტყვა, ჩემთვის მეტად ახლოსაა, რადაგან ჩემს რეალურ ცხოვრებას ეხება, იმიტომ, რომ გაბრილიც ამ ცხოვრებით ამ გერმოთი ცხოვრობდა და ზუსტად იმაზე ლაპარაკობს რაც ყველაზე მეტად გვიჭირს.


ზაზა შენს ტავზე არ მიიღო, საერთოდ ვამბობ, ისღა გვაკლია ბერი გაბრიელის გამოკვლევას შევუდგეთ. წმინდანად ოფიციალურად ბევრი არ არის სერაცხული, მაგრამ მათ სიტყვებს დარიგებებს ვიტავლისიწნებთ თუნდაც სულიერი ცხოვრებიდან გამომდინარე. ბერი გაბრიელი უდიდესი ბერი იყო, მან საბჭოტა კავშირის დროს იმოღვაწევა, დავანებოთ ჩხრეკას ტავი თუ რაიმე იცით დაწერეთ, ნამდვილად ღირსეული ადამიანია და გასათვალისიწნებელია მისი სიტყვები ჩვენთვის.

ანუ, არ მაინტერესებს წმინდანად შერაცხავენ თუ არა მამა გაბრიელს ჩემთვის უკვე მაგალითია.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 7 2007, 09:25 PM
პოსტი #93


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



რამდენიმე მაგალითებს მოვიყვან სალოსი-წმინდანების ცხოვრებიდან კომენტარების გარეშე. დასკვნები ყველამ თავისთვის დააკეთოს:

წმინდა სვიმეონ სალოსი (VI ს.) - ის უმეტესად განმარტოებული ცხოვრობდა, იშვიათად თუ ჰქონდა ვინმეს შემთხვევა, ენახა როგორ ლოცულობდა, როდის ტრაპეზობდა, მარხვაში იყო, თუ შიმშილობდა. დროდადრო ხედავდნენ მას გზებსა და დიდ მოედნებზე. იგი ამ დროს ჭკუიდან გადამდგარს, გონებასა და აზრს მოკლებულს ჰგავდა. ზოგჯერ კი მშიერ-მწყურვალი მალულად შევიდოდა რომელიმე სასტუმროში და ხარბად დააცხრებოდა, რასაც დიინახავდა.
ქალაქგარეთ ნეტარმა ნაგვის გროვაზე იპოვა მკვდარი ძაღლი: შეიხსნა სარტყელი, რომელსაც ატარებდა, ძაღლის ფეხებს მოაბა და ასე თრევა-თრევით შევიდა ქალაქში. ბავშვებმა დაინახეს და ყვირილი მორთეს: "მონაზონი - გიჟი, მონაზონი - გიჟი", ქვებს ესროდნენ და ჯოხებით სცემდნენ. მეორე დღეს, კვირას, უბეში კაკლები ჩაიწყო, შევიდა ეკლესიაში და ლიტურგიის დროს კაკლებით დაიწყო სანთლების ჩაქრობა. გაგდება მოუნდომეს, მაგრამ ამბიონზე ავიდა და ახლა იქიდან ესროდა ქალებს კაკლებს. ძლივს გამოაგდეს ტაძრიდან. ეკლესიიდან გამოვარდნილმა პურებით სავსე მაგიდები გადააყირავა. პურით მოვაჭრეებმა ისე სცემეს, რომ სიკვდილის პირას მიიყვანეს.
დავამატებ, რომ წმ. სვიმეონი უამრავ სასწაულს აღასრულებდა და წინასწარმეტყველებდა. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ მიხვდნენ, რომ ღვთისთვის სულელი უგონო კი არა, "ბრძენთა შორის უბრძენესი" იყო. სალოსი შლეგის საქციელით ფარავდა თავის ღმერთშემოსილებას და ადამიანთა წინაშე თავის სათნო ცხოვრებას.

წმინდა ანდრია სალოსს უფალმა გამოცხადებით მოუწოდა სალოსობისკენ: "ამიერითგან... ისწრაფე სრბად გზასა კეთილსა, განშიშვლებულმან სალოსად ჩემთვის და დღესა კეთილსა მთავარ გყოს მეუფემან ჩემმან".
ამის შემდეგ ანდრიამ შლეგის ნიღბით ქუჩებში სირბილი დაიწყო. ბევრი ლანძღავდა, როგორც უგონოს, სხვები ეშმაკეულად მიიჩნევდნენ, ბავშვები ხშირად ხელს კრავდნენ და სცემდნენ; ის ყველაფერს მოთმინებით იტანდა და ლოცულობდა მათთვის. თუ ვინმე მისთვის მოწყალებას გაიმეტებდა, მოსაგრე ხან ხუმრობით, ხან კი ლანძღვით ღატაკებს "მიუგდებდა", რათა არავის დაენახა, როგორ გასცემდა მოწყალებას. დღისით სვიმეონ სალოსივით დარბოდა, ღამით კი დაუცხრომელად ლოცულობდა.
წმინდა ანდრია სალოსი მრავალი ხილვის ღირს ჰყო უფალმა, მათ შორის უკანასკნელი საფუძვლად დაედო დიდი მართლმადიდებლური ზეიმის - ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის აღნიშვნას.

ნეტარი სიმონ სალოსი - თავიდან უდაბნოში და ტყე-ღრეში ცხოვრობდა და ბალახით იკვებებოდა. ერთხელ ის გლეხებმა იპოვეს ტყეში, მიუახლოვდნენ და გამოჰკითხეს, რა ერქვა და საიდან მოვიდა ამ ტყეში. ის არაფერს პასუხობდა და ისე იქცეოდა, ვითომ მართლაც შეშლილი იყო, მხოლოდ თავის სახელს იმეორებდა ხშირ-ხშირად: სიმონი, სიმონი, როგორც ამას ჩვეულებრივ გიჟები აკეთებენ.
სიმონი სოფელში წაიყვანეს, სადაც მძიმე სამუშაოს ასრულდებდა და მრავალ დამცირებას და შეურაცხყოფას იტანდა. ეკლესია ერთადერთი ნუგეში იყო მის ტანჯულ ცხოვრებაში, მაგრამ ის იქაც ისე იქცეოდა, როგორც შეშლილი... ბოროტი ადამიანები ხშირად ძალიან მწარედ შეურაცხყოფდნენ ხოლმე ნეტარს, დასცინოდნენ, როგორც შეშლილს, ამხელდნენ თვალთმაქცობაში, ხელებს კრავდნენ და სცემდნენ კიდეც. მაგრამ მორჩილი სიმონი ყველა შეურაცხყოფას მოთმინებით იტანდა, თავსაც კი არ არიდებდა წყენას და, ხანდახან, თვითონაც იწვევდა ადამიანებს, რათა იგი დაემცირებინათ, სპეციალურად იქცეოდა თავხედურად, თუმცა შინაგანად ქრისტესმიერი მორჩილება ჰქონდა. ბოროტებას ბოროტებით არასდროს პასუხობდა და მათთვის ლოცულობდა კიდეც, ვინც ამცირებდა.
ხშირად დადიოდა ნეტარი სამიკიტნოებში იმ იმედით, რომ იქ ვინმე დაამცირებდა, როგორც ღვთის გლახას. იქ მყოფები აიძულებდნენ მას, არაყი დაელია. ზოგიერთისგან გამოწვდილ სასმისს ნეტარი იღებდა და ვითომ სვამდა, სინამდვილეში კი ზედ ისხამდა, ხოლო ზოგიერთისგან გამოწვილს ხელსაც არ ჰკიდებდა. ისეც ხდებოდა, რომ, თუკი ვინმე თვითონ სვამდა და მას არ უმასპინძლდებოდა, ძალით ართმევდა ხელიდან სასმისს და არაყს მიწაზე ღვრიდა. ამას იმიტომ აკეთებდა, რომ საკუთარი ნებით გამოცხადებული სალოსობა დაემალა. ზოგიერთი იტანდა მის ასეთ თავხედობას, რადგან იცნობდნენ და ცუდს არაფერს უკეთებდნენ, ხოლო სხვები ამისთვის სცემდნენ.


ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ პარალელები გავავლოთ მამა გაბრიელის ცხოვრებასთან და თავი დავიცათ განკითხვის ცოდვისგან, თუმცა შეიძლება ბევრი რამე ვერ ავხსნათ და გავიგოთ მათი ცხოვრებიდან. ზემოთ ხსენებულ წმინდანებსაც ბევრი ადამიანი განიკითხავდა, მაგრამ ამით მათ სიწმინდეს არაფერი დაკლებია. ისევე, როგორც მამა გაბრიელს არაფერი დააკლდება ჩვენი განკითხვით. შეგვეწიოს მისი ლოცვა. იმედი მაქვს, რომ მისი კანონიზაციის საკითხიც დადგება smile.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Aug 7 2007, 09:58 PM
პოსტი #94


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



მართალია, სალოსობა სხვა რამეა, სალოსი არის ქრისტესთვის სულელი, ამიტომ მისი შეფასება ჩვეულებრივი სიბრძნის, თავმდაბლობის თუ თუნდაც უბრალოდ ნორმალურობის კრიტერიუმებით არ შეიძლება. სალოსმა შეიძლება თავი კედელსაც ურტყას, პატრიარქიც გალანძღოს, ტაძარში წირვის დროს არეულობაც კი გამოიწვიოს, დახლებზე ბოთლებიც დაამტვრიოს და საკუთარი თავის სასუფეველში მოხვედრაც "იქადაგოს." ეს ცხადია სიგიჟეა, მაგრამ სწორედ თავის მოგიჟიანებით კეთილი საქმის, ლოცვის და მოწყალების დაფარვაა სალოსობა.

სალოსი თუ ნორმალურად გამოიყურება ის უკვე სალოსი აღარაა.

ციტატა(მარიამი @ Aug 7 2007, 08:25 PM) *

იმედი მაქვს, რომ მისი კანონიზაციის საკითხიც დადგება smile.gif

მეც ასე ვფიქრობ. სიტყვიერ დონეზე მგონი უკვე კიდეც მიდის ლაპარაკი, მაგრამ ამას დრო სჭირდება. პირდაპირ მხოლოდ მოწამეების კანონიზაცია ხდება, დანარჩენს დრო უნდა რომ სწორი ანალიზი გაუკეთდეს ადამიანის ცხოვრებას.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
armani
პოსტი Aug 9 2007, 12:45 PM
პოსტი #95


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 30
რეგისტრ.: 26-July 07
წევრი № 2,521



გიორგი

ქრისტესთვის სულელი? თქვენ როგორ გგონიათ ეს სწორია? იესო ქრისტე მოსწავლეებს ასწავლიდა რომ ისინი ჭკვიანები გამხდარიყვნენ და როგორ შეიძლება ქრისტესთვის იყო სულელი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 9 2007, 01:05 PM
პოსტი #96


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა( გიორგი @ Aug 7 2007, 09:58 PM) *

სწორი ანალიზი გაუკეთდეს ადამიანის ცხოვრებას.


აი ამ კონტექსტში მე მინდა დავსვა კითხვა:

დასაშვებია თუ არა ადამიანმა ილოთოს?

აქ სალოსის ცხოვრებიდან მარიამმა მოიყვანა მაგალითი სადაც ნათლად ჩანს რომ სალოსი მოჩვენებით "ჩადის" ცოდვას, მაგალითად ვითომ სვამს, მოდი ანალიზი გავუკეთოთ ამ ადგილს:

კითხვა პირველი: რატომ აჩვენებდა ხალხს, რომ ვითომ სვამდა?
იმიტომ რომ ხალხის თვალში დამცირებულიყო, დაგლახაკებულიყო
მე მგონი გასაგებია ეს ადგილი და მცნებებსაც არ ეწინააღმდეგება

კითხვა მეორე: რატომ არ სვამდა სინამდვილეში?
ალბათ იმიტომ, რომ თვლიდა რომ დალევა ცოდვაა

ე.ი. ზოგადი ანალიზით რა გამოდის: სალოსები ცხოვრობენ ისე, რომ სათნო იყოს მათი ცხოვრება ღმერთისთვის, თუმცა ხალხის მოსაჩვენებლად, ვიმეორებ მოსაჩვენებლად და არა სინამდვილეში - გამოიყურებოდნენ ცოდვიელბად


აი მამა გაბრიელის მაგალითზე არანაირ მოჩვენებას და ფოკუსებს ადგილი არ ჰქონია, ეს ადამიანი საკმაოდ ბევრს სვამდა - როგორაა აქ საქმე, იქმებ ამიხსნათ


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 9 2007, 01:14 PM
პოსტი #97


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(კანუდოსელი @ Aug 9 2007, 01:05 PM) *

აი ამ კონტექსტში მე მინდა დავსვა კითხვა:

დასაშვებია თუ არა ადამიანმა ილოთოს?

აქ სალოსის ცხოვრებიდან მარიამმა მოიყვანა მაგალითი სადაც ნათლად ჩანს რომ სალოსი მოჩვენებით "ჩადის" ცოდვას, მაგალითად ვითომ სვამს, მოდი ანალიზი გავუკეთოთ ამ ადგილს:

კითხვა პირველი: რატომ აჩვენებდა ხალხს, რომ ვითომ სვამდა?
იმიტომ რომ ხალხის თვალში დამცირებულიყო, დაგლახაკებულიყო
მე მგონი გასაგებია ეს ადგილი და მცნებებსაც არ ეწინააღმდეგება

კითხვა მეორე: რატომ არ სვამდა სინამდვილეში?
ალბათ იმიტომ, რომ თვლიდა რომ დალევა ცოდვაა

ე.ი. ზოგადი ანალიზით რა გამოდის: სალოსები ცხოვრობენ ისე, რომ სათნო იყოს მათი ცხოვრება ღმერთისთვის, თუმცა ხალხის მოსაჩვენებლად, ვიმეორებ მოსაჩვენებლად და არა სინამდვილეში - გამოიყურებოდნენ ცოდვიელბად
აი მამა გაბრიელის მაგალითზე არანაირ მოჩვენებას და ფოკუსებს ადგილი არ ჰქონია, ეს ადამიანი საკმაოდ ბევრს სვამდა - როგორაა აქ საქმე, იქმებ ამიხსნათ


კი ბატონო, აგიხსნი smile.gif

მამა გაბრიელი ზუსტადაც რომ აჩვენებდა, ვითომ მთვრალი იყო. ან მოჩვენებით სვამდა, ან არ ათრობდა სასმელი. ამის დასტურად ერთ მაგალითს მოვიყვან, რომელიც ჩემი მოძღვრისგან მაქვს მოსმენილი:
ერთხელ ჩემი მოძღვარი მცხეთაში წავიდა მამა გაბრიელის სანახავად, რაღაც სერიოზულ საკითხზე სურდა გასაუბრებოდა. რომ შევიდა სამთავროში, დაინახა, რომ "მთვრალი" მამა გაბრელი ხალხთან იდგა და, როგორც სჩვეოდა ხოლმე, რაღაცეებს ასწავლიდა (სალოსურ სტილში).
ჩემი მოძღვარი მასთან მივიდა და ყურში უჩურჩულა, საქმე მაქვსო. ამის გაგონებაზე მამა გაბრიელმა ხალხი გაუშვა და მაშინვე "გამოფხიზლდა". და ჩვეულებრივად დაუწყო საუბარი. შეიძლება, სიმთვრალე ასე უცებ გაქრეს? იმ ხალხისთვის რომ გეკითხა, იტყოდნენ - მთვრალი იყოო, მაგრამ აბა ჩემს მოძღვარს ჰკითხეთ როგორი "მთვრალი" იყო...


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 9 2007, 01:16 PM
პოსტი #98


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მარიამი @ Aug 9 2007, 01:14 PM) *

შეიძლება, სიმთვრალე ასე უცებ გაქრეს?


არ ვიცი არ ვიცი...

მე უამრავი მაგალითი ვიცი, როდესაც სვამდა საკმაოდ ბევრს, სვამდა და არა მოჩვენებით...ახლა, სვამდა და არ თვრებოდა - ეს არ არის არგუმენტი...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Aug 9 2007, 01:20 PM
პოსტი #99


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



QUOTE(კანუდოსელი @ Aug 9 2007, 01:16 PM) *

არ ვიცი არ ვიცი...

მე უამრავი მაგალითი ვიცი, როდესაც სვამდა საკმაოდ ბევრს, სვამდა და არა მოჩვენებით...ახლა, სვამდა და არ თვრებოდა - ეს არ არის არგუმენტი...

შენ ისე ამბობ, როგორც გარეგნულად ჩანდა, მე კი იმას ვამბობ, რაც ყველასთვის არ იყო ცნობილი და კონკრეტულ შემთხვევაში ჩემს მოძღვართან გამჟღავნდა.

QUOTE
სვამდა და არ თვრებოდა - ეს არ არის არგუმენტი...

რატომ არ არის? თუ წმინდანები საწამლავს სვამდნენ და არ კვდებოდნენ, სასმელმა რომ არ დაგათროს, უფრო დიდი სასწაულია?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Aug 9 2007, 01:31 PM
პოსტი #100


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მარიამი @ Aug 9 2007, 01:20 PM) *

შენ ისე ამბობ, როგორც გარეგნულად ჩანდა, მე კი იმას ვამბობ, რაც ყველასთვის არ იყო ცნობილი და კონკრეტულ შემთხვევაში ჩემს მოძღვართან გამჟღავნდა.
რატომ არ არის? თუ წმინდანები საწამლავს სვამდნენ და არ კვდებოდნენ, სასმელმა რომ არ დაგათროს, უფრო დიდი სასწაულია?



ხო, რა ვიცი, ეგრე საერთოდ ყველაფრის მიღება შეიძლება მაშინ...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

32 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st May 2024 - 02:53 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი