ქართული ხალხური ინსტრუმენტები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ხალხური ინსტრუმენტები |
ვეშაპო |
Aug 27 2007, 12:53 PM
პოსტი
#141
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
Berikaci
ციტატა ლევან ვეშაპიძეს მივმართავ უმორჩილესი თხოვნით: იქნებ გქონდეს ჭიბონზე შესრულებული მელოდიები და სიმღერები ჭიბონის თანხლებით და დადო რა. 1 თვეა ვიხვეწები. ქურთბარი და ყოლსამა (იგივე განდაგანა) - ჭიბონზე - ასრულებს ქოჩახელა (ედემ სურმანიძე შუახევიდან), 1930-ანი წლები განდაგანა - ჭიბონზე და დოლზე - ასრ. ქედის რ-ის სოფელ ცხიმორისის თვითმოქმ. ანსამბლის სოლისტები საცეკვაო მელოდიები - ჭიბონზე - ასრ. მირზა შანთაძე. ხულოს რ-ის სოფ. რიყეთი (ჩაწ. 11.08.1966წ.) სხვადასხვა მელოდიები - ჭიბონზე - ასრულებს ვასო ირემაძე სოფ. დანდალოდან (ქედის რაიონი), 1999 წ. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
Berikaci |
Aug 27 2007, 01:09 PM
პოსტი
#142
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 165 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,224 |
Berikaci ქურთბარი და ყოლსამა (იგივე განდაგანა) - ჭიბონზე - ასრულებს ქოჩახელა (ედემ სურმანიძე შუახევიდან), 1930-ანი წლები განდაგანა - ჭიბონზე და დოლზე - ასრ. ქედის რ-ის სოფელ ცხიმორისის თვითმოქმ. ანსამბლის სოლისტები საცეკვაო მელოდიები - ჭიბონზე - ასრ. მირზა შანთაძე. ხულოს რ-ის სოფ. რიყეთი (ჩაწ. 11.08.1966წ.) სხვადასხვა მელოდიები - ჭიბონზე - ასრულებს ვასო ირემაძე სოფ. დანდალოდან (ქედის რაიონი), 1999 წ. გაიხარე ლევან! დიდი მადლობა. -------------------- ირემო იალაღზედა, ივრის პირებზე ჭალაო...
|
givi-gogo |
Sep 1 2007, 11:06 PM
პოსტი
#143
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 11-August 07 წევრი № 2,592 |
ხალხნო!!!!!!!!!სჰეგიძლიათ მითხრათ როგორ ავტვირთო ვიდეო?
-------------------- გაზაფხულდა ბუჩქის ძირას ტაქსი დგას და შოფერს ძინავს!!!!!!!!!!!!!!
|
givi-gogo |
Sep 2 2007, 12:11 AM
პოსტი
#144
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 11-August 07 წევრი № 2,592 |
http://bin.ge/file/60805/tamta-art-genze.mpg.html
დაწერეთ რა აზრის ხართ ამ ვიდეოზე -------------------- გაზაფხულდა ბუჩქის ძირას ტაქსი დგას და შოფერს ძინავს!!!!!!!!!!!!!!
|
givi-gogo |
Sep 2 2007, 12:32 AM
პოსტი
#145
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 11-August 07 წევრი № 2,592 |
თუ არ მოგეწონებათ მითხარით
-------------------- გაზაფხულდა ბუჩქის ძირას ტაქსი დგას და შოფერს ძინავს!!!!!!!!!!!!!!
|
Berikaci |
Sep 2 2007, 01:16 AM
პოსტი
#146
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 165 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,224 |
გოგოს პირობაზე კარგია. ტექნიკაა დასახვეწი კიდო ცოტა. კრიტიკაში ნუ ჩამომართმევ ოღონდ. ისე ხალხურზეც უკრავს ნეტაი? თუ უკრავს მთლად კაი.
-------------------- ირემო იალაღზედა, ივრის პირებზე ჭალაო...
|
givi-gogo |
Sep 2 2007, 11:47 AM
პოსტი
#147
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 11-August 07 წევრი № 2,592 |
Berikaci
კი უკრავს, სალამურზეც უკრავს -------------------- გაზაფხულდა ბუჩქის ძირას ტაქსი დგას და შოფერს ძინავს!!!!!!!!!!!!!!
|
givi-gogo |
Sep 2 2007, 01:24 PM
პოსტი
#148
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 11-August 07 წევრი № 2,592 |
აპა
-------------------- გაზაფხულდა ბუჩქის ძირას ტაქსი დგას და შოფერს ძინავს!!!!!!!!!!!!!!
|
Berikaci |
Sep 3 2007, 10:53 PM
პოსტი
#149
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 165 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,224 |
Berikaci კი უკრავს, სალამურზეც უკრავს უკაცრავად, მარა სახელს და გვარს ვერ გვეტყვი მაგ გოგოსი? საცხაიდან მეცნობა მაგი გოგო. არტ-გენიდან არა! -------------------- ირემო იალაღზედა, ივრის პირებზე ჭალაო...
|
givi-gogo |
Sep 3 2007, 11:31 PM
პოსტი
#150
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 11-August 07 წევრი № 2,592 |
ციტატა საცხაიდან მეცნობა მაგი გოგო. არტ-გენიდან არა! ხო იქ გამოვიდა ექსპრომტად!!! საიდან გეცნობა??? Berikaci -------------------- გაზაფხულდა ბუჩქის ძირას ტაქსი დგას და შოფერს ძინავს!!!!!!!!!!!!!!
|
givi-gogo |
Sep 3 2007, 11:49 PM
პოსტი
#151
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 41 რეგისტრ.: 11-August 07 წევრი № 2,592 |
ჰა?
-------------------- გაზაფხულდა ბუჩქის ძირას ტაქსი დგას და შოფერს ძინავს!!!!!!!!!!!!!!
|
komisia |
Sep 20 2007, 07:36 PM
პოსტი
#152
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
მეზობელმა ხალხური ფანდური მომცა და აწყობა როგორ უნდა?
პიანინოდან რომ ავაწყო.... -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
Gruzinski |
Sep 20 2007, 07:41 PM
პოსტი
#153
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 125 რეგისტრ.: 30-July 07 წევრი № 2,551 |
[b]komisia
კაი გამარჯობა შენ სოლ ლა დო-ა ხალხურის წყობა იმედია არ მეშლება -------------------- ღმერთმან ინებოს თქვენი სიცოცხლე...
|
komisia |
Sep 20 2007, 08:00 PM
პოსტი
#154
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
Gruzinski
ციტატა კაი გამარჯობა შენ კაი გაგიმარჯოს ბატონო ციტატა სოლ ლა დო-ა ხალხურის წყობა იმედია არ მეშლება ისა, წვრილი სიმები აქვს, ერთი სოლი (ოქტავების სახელები დამავიწყდა და არ ვიცი რომელია) ძაან დაბალია, მეორეზე კი მეშინია არ გაწყდეს... და რამე შუალედური ტონები არ გამოდგება? პ.ს. ყველა სიმი ერთი სისქისაა, ძალიან წვრილი, ხომ განსხვავებულები უნდა იყვეს? და სად შეიძლება რომ ვიყიდო კარგი სიმები? -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
Berikaci |
Sep 20 2007, 11:46 PM
პოსტი
#155
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 165 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,224 |
Gruzinski კაი გაგიმარჯოს ბატონო ისა, წვრილი სიმები აქვს, ერთი სოლი (ოქტავების სახელები დამავიწყდა და არ ვიცი რომელია) ძაან დაბალია, მეორეზე კი მეშინია არ გაწყდეს... და რამე შუალედური ტონები არ გამოდგება? პ.ს. ყველა სიმი ერთი სისქისაა, ძალიან წვრილი, ხომ განსხვავებულები უნდა იყვეს? და სად შეიძლება რომ ვიყიდო კარგი სიმები? არ აწყობ სწორად აშკარად! პირველ რიგში არც ერთი სიმი არ უნდა გაწყდეს. "მცირე ოქტავა" თუ არ ვცდები ასე ქვია ამ ოქტავას.(რომელშიც ხალხური ფანდური იწყობა.) ინსტრუმენტები, საერთოდ ამ ოქტავაში ეწყობა თუ არ მეშლება. როგორც ამხანაგმა გრუზინსკიმ აღნიშნა სოლ,ლა,დო. ნოტების არაფერი გამეგება და თუ არასწორად აგიხსენი ბოდიშს გიხდი. ხო იქ გამოვიდა ექსპრომტად!!! საიდან გეცნობა??? Berikaci ეავიცი აბა!? ალბათ არტ-გენიდან! [b]komisia კაი გამარჯობა შენ სოლ ლა დო-ა ხალხურის წყობა იმედია არ მეშლება სოლ,ლა,დო კი არა... შენ ჭიბონი დააბრუნე! და საერთოდ! არ ვიცი მე რეზერვი და დესანტი, რეპეტიციებზე იარე! -------------------- ირემო იალაღზედა, ივრის პირებზე ჭალაო...
|
komisia |
Sep 20 2007, 11:47 PM
პოსტი
#156
|
ბაუნტი - აქ მთავრდება რეალობა ჯგუფი: Members პოსტები: 3,265 რეგისტრ.: 18-October 06 მდებარ.: www.Alazani.ge წევრი № 287 |
Berikaci
ციტატა არ აწყობ სწორად აშკარად! ძალიან ’საინტერესო’ სიმები აქვს... ყველა ერთი კალიბრისაა, თან ბალალაიკის ჯღერადობა აქვთ ჩერესჩუ წვრილებია რა... ვგონებ მაგის ბრალი უნდა იყვეს. და იქნებ მირჩიოთ რა სად შემიძლია მაგისი სიმების ყიდვა? ციტატა როგორც ამხანაგმა გრუზინსკიმ აღნიშნა სოლ,ლა,დო. N.R.-მ მითხრა დო რე ფა. -------------------- პოსტის სპონსორია გიორგი ბერიკელაშვილი. ოქროს სპონსორი - "ბლექ ინტერნეიშენალზი". მთელი კოლექტივი მადლობას ვუხდით მეფუტკრე მაყვალას გოგოს, წუხანდელი ღამისთვის.
თბილისი, საქართველო, დედამიწა, მზის სისტემა, ირმის ნახტომი. 2008 წელი, ქრშ-დან. © "კომისია პოსტინგ გრუპი", ყველა უფლება დაცულია. |
Revaz |
Sep 20 2007, 11:55 PM
პოსტი
#157
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 390 რეგისტრ.: 14-June 07 წევრი № 2,185 |
komisia
მდა.. ესაა რა გვასუქებენ.. |
Berikaci |
Sep 21 2007, 12:47 AM
პოსტი
#158
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 165 რეგისტრ.: 18-June 07 წევრი № 2,224 |
-------------------- ირემო იალაღზედა, ივრის პირებზე ჭალაო...
|
catherina_10 |
Oct 9 2007, 03:29 PM
პოსტი
#159
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
ფანდური
ამოჭიკჭიკდი ფანდურო გული შაბურე ნისლითა, მაშფოთოს ხმამა მკვნესარმა, ჩემს საყვარელზე ფიქრითა, შენ რო გულს მამფენ ნათელსა, არ იყიდება ფულითა. იმით მიყვარხარ, ტიალო, იმით ყურს გიგდებ გულითა ვაჟა-ფშაველა ფანდური სამ სიმიანი ჩამოსაკრავი საკრავია, რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოს ყველა კუთხეში, ფანდური ძირითადად სააკომპანიმენტო საკრავია. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერები_საგმირო, სახუმარო და სატრფიალო სიმღერები, შაირები. ფანდურზე სრულდება საცეკვაო სიმღერებიც. ამ “საცეკვაოებს” ცეკვის დროს ახლავს ტაში, რომელიც ხაზს უსვამს რითმს. ცეკვას, ფანდურისა და ტაშის თანხლებით “ტაშფანდურას” ეძახიან. ფანდურის ძირითადი ნაწილებია: კორპუსი, ტარი და დამხმარე ნაწილები. კორპუსი შედგება მუცლისა(1) და ზედა დეკისაგან(2), ტარი__თავისა(3) და ყელისაგან(4); დამხმარე ნაწილებია მოქლონები(5), ხარაკი(6), საქცევები(7), ჯორა(8) და ღილი(9). ფანდური გამოთლილია მთლიანი ხისაგან. კორპუსი (მუცელი(1)) სხვადასხვა კუთხის ფანდურებს სხვადასხვაგვარი აქვთ. ხევსურული ფანდურის კორპუსი ნიჩბისებურია და მასიური, დანარჩენი კუთხეებისა კი _ ნავისებური ან ოვალური, ან მსხლისებრი. ზედა დეკაზე(2) წრიულად ან ოვალურად გაკეთებულია ნახვრეტები. ხევსურულ ფანდურს მეტი ნახვრეტი აქვს, სხვა კუთხეების ფანდურებს_ნაკლები. ტარის თავი(3) ოდნავ გადახრილია უკან ან ნიჟარისებულია. მასზე გაკეთებულია ოთხი ნახვრეტი, სამი სიმების დამჭერი მოქლონებისათვის, ერთი-პატარა თასმისთვის, რომლითაც ფანდურს კედელზე ჰკიდებენ. ფანდურის ყველა ნაწილი ერთი მასალისაგან კეთდება, მაგრამ ხევსურეთში ამჯობინებენ ზედა დეკის გაკეთებას განსხვავებული ხისგან (კერძოდ ფიჭვისა ან ნაძვისგან). ფანდურის თითოეული სიმის ბგერათრიგი დიატონურია. ხევსურული ფანდურის დიაპაზონია სექსტა, ხოლო ბარის ფანდურისა_ოქტავა ან ნონა. ფანდურის წყობა სეკუნდურ-ტერციულია. I და II სიმების მიერ გამოცემული ბგერები იძლევა მცირე ტერციას, II და III სიმების მიერ გამოცემული ბგერები_დიდ სეკუნდას. მთხრობელთა გადმოცემით, წინათ წარმოუდგენელი იყო ოჯახი უფანდუროდ. თუ ვინმეს ფანდური არ ჰქონდა, აჩუქებდნენ ან იყიდდა. ფანდურის ჩუქების შემთხვევები ძალიან ხშირი ყოფილა. ფანდური ითვლებოდა საუკეთესო სამახსოვრო ნივთად. შეიძლებოდა აგრეთვე ფანდურის ყიდვაც. ხევსურეთში «კარგი ფანდური ერთ ცხვრად ან 5კგ ერბოდ ფასობდა», ყველა კუთხეში ერთხმად აღნიშნავენ, რომ წინათ იშვიათად თუ აკეთებდნენ ფანდურებს გასაყიდად. ზედმეტ ფანდურს კი არ ჰყიდდნენ, არამედ ვინმეს აჩუქებდნენ. ძალიან ხშირად საგანგებოდ აკეთებდნენ ფანდურებს საჩუქებად. ყოველ ოჯახში ფანდური თვალსაჩინო ადგილას ინახებოდა, ჩამოკიდებული კედელზე. ადვილად შეამჩნევდით, რომ ღრუბლიან ამინდში სიმები სუსტ და დახშულ ხმას გამოსცემენ. ფანდურზე უკრავენ როგორც ქალები ისე კაცებიც. ფანდური ძირითადად სააკომპანემენტო საკრავს წარმოადგენს. მისი თანხლებით სრულდება სოლო სიმღერებიც, საგმირო ლექსები. ფანდურის გარეშე წარმოუდგენელი იყო ყოველგვარი შეკრება ხალხისა - ლხინი, ქორწილი თუ ხატობა. კახეთში ფანდურის თანხლებით “იავნანა” სრულდებოდა «ბატონებიან» ავადმყოფთან. როგორც წესი, ეს საგალობელი, ინსტრუმენტის თანხლების გარეშე სრულდება; ფანდური გაცილებით გვიანდელ დანართს უნდა წარმოადგეგდეს ამ წეს-ჩვეულებაში. მაგრამ თავისთავად ფანდურის გამოყენება «ბატონების» კულტთან დაკავშირებულ წეს-ჩვეულებებში, საკრავის სიძველეზე უნდა მიუთითებდეს. ფანდური გამოიყენებოდა ხატობა-დღეობაში, სხვადასხვა რიტუალებში. ფანდური ყველა ოჯახის აუცილებელ ნივთს წარმოადგენდა. იგი იყო მხიარულების სიმბოლო, სწორედ ამიტომ არ შეიძლებოდა ფანდურზე დაკვრა მგლოვიარე ოჯახში. არამც თუ დაკვრა, ფანდურის გამოჩენაც კი არ შეიძლებოდა ამ დროს. ოჯახში რომ ვინმე გარდაიცვლებოდა, ფანდურს გადამალავდნენ და წლის ხარჯამდე არ გამოაჩენდნენ. წლის ხარჯზე ოჯახის უფროსი ხელში აიღებდა ფანდურს, ჩამოჰკრავდა თითებს სიმებზე და იმღერებდა: ამით «ლხინი გატეხილი იყო». გადასცემდა ფანდურს სხვას და ამის შემდეგ ამ ოჯახს, მის ნათესავებს და მთელ სოფელს უფლება ჰქონდა დაკვრისა და სიმღერისა. როცა ხატში რაიმე დღეობა იქნებოდა, სადაც აუცილებელი იყო მხიარულება და სიმღერა, ან სოფელში რომელიმე ოჯახს უნდა ქორწილი გადაეხადა, მაგრამ ჭირისუფლის ხათრით ვერ იხდიდა ქორწილს, მაშინ თვითონ ჭირისუფალი "გატეხდა ფანდურს": ხალხში მივიდოდა, ფანდურს მიიტანდა (ან მოატანინებდა), დაუკრავდა და იმღერებდა. შემდეგ სხვებსაც შეაძლევდა ფანდურს დასაკრავად. დიდი შეპატიჟების შემდეგ ჩამოართმევდნენ ფანდურს და სხვებიც დაუკრავდნენ და დაიწყებდნენ სიმღერა-თამაშს. ასე "გატყდებოდა ფანდური" სოფლელთათვის, ახლობლები კი "გვლოვას" განაგრძნობდნენ. ჭუნირი და ფანდური | ფანდური (არქივი) | სალამური და ფანდური 1934 წელს, ცნობილმა ქართველმა ხელოვნებათმცოდნე, კირილ ვაშაკიძემ, რთული მათემატიკური გათვლების შედეგად წარმოადგინა ფანდურის ახალი სრულყოფილი სახე. მან გამოიკვლია 6 დანაყოფიანი ფანდური (ხალხური) და დაუმატა ბემოლი და ძიეზი ნახევარტონები. ამით შექმნა ფანდური პრიმა და ტენორი 12 დანაყოფით, რომელიც წარმოადგენს თანამედროვე ფანდურს. სწორედ ამ ვითარებამ ხელი შეუწყო ქართველ მუსიკოსებს ფანდურზე დაეკრათ არა მხოლოდ სააკოპანემენტო მელოდიები, არამედ სოლო მელოდიებიც. კირილ ვაშაკიძეს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ეროვნული მუსიკალური ორკესტრის ჩამოყალიბებაში. თუ შევეკითხებით მთიელს ფანდურისა და ჩონგურის მსგავსება განსხვავებაზე, გვიპასუხებს, რომ განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ამ საკრავს ხევში ფანდურს ეძახიან, ბარში კი ჩონგურს. ფანდურის მუცელი ღრუდ არის ამოჭრილი და მთლიანია, ჩონგურისა კი (ხშირად ფანდურიც) ნაწილ-ნაწილ არის აწყობილი და მუცელი ნაწილებშეწებებული აქვს. ჩვენში ფანდური ფართოდ იყო გავრცელებული. იგი გამოიყენებოდა როგორც შრომითი პროცესის, ისე საწესჩვეულებო რიტუალების შესრულებისას. ფანდური მწყემსებსაც მიჰქონდათ ცხვარში და იქ «იმით ერთობოდნენ». ამას ცხადყოფს მთელი რიგი მეცნიერული გამოკვლევები ქართული ეთნოგრაფიის დარგში. ფანდური ხალხური მელექსეობისა და სიმღერისათვის აუცილებელ თანმხლებ საკრავს წარმოადგენდა. ამის დასამტკიცებლად მრავალი ხალხური ლექსი არსებობს. რა წამს მეცხვარეს მინდორში მოზღვავებული გრძნობა მოაწვებოდა და მისი გამოთქმის შეუკავებელი წყურვილი მოიცავდა, იმ წამსვე თავისი ფანდური მოაგონდებოდა, რომლის ჰანგი აუცილებლად თავისი აზრის წყობილსიტყვაობით გამოთქმა იყო. მას ვერც კი წარმოედგინა უფანდუროდ ყოფნა. ეს გარემოება არაერთ ხევსურულ ლექსშია აღნიშნული: «დავჯე ლექსობა დავიწყი, ფანდურ ავიღე ხელშია». «გარმოგიტანე ფანდურო, დაგიკარ მაძახურაო». კარგი მეფანდურე მთაში მცხოვრებთა შორის ქებულია. მის გარეშე ლხინი არ შედგება. ამიტომ არის, რომ ეს საკრავი მამა-პაპეულ საკრავად დარჩა ჩვენში. ფანდური საუკუნეების მანძილზე მოსდევს ქართველ ხალხს და დღესაც საპატიო ადგილი უკავია მას ყოველდღიურ ცხოვრებაში. «ლექსო გამოქთქომ ოხერო, თორო იქნება ვკვდებოდე, და შენ კი ჩემად სახსოვრად სააქაოსა რჩებოდე, გიმღერდნენ ჩემებრ სწორები ფანდურის ხმაზე ჰყვებოდე». ინტერნეტში ბოდიალის დროს მივაგენი ასეთ საითსhttp://www.hangebi.ge/index.htm გამოგადგებათ |
N. R. |
Dec 20 2007, 09:19 PM
პოსტი
#160
|
nino razmadze ჯგუფი: Members პოსტები: 3,150 რეგისტრ.: 1-May 07 მდებარ.: tiflisi :) წევრი № 1,805 |
N.R.-მ მითხრა დო რე ფა. ეგეთი პირველად მესმის! სოლ ლა დო-ა ხალხურის წყობა იმედია არ მეშლება ვაი თქვენს პატრონს ახლა წავიკითხე სოლ, ლა, დო და დო, რე, ფა ერთი და იგივე წყობა არაა? მე ვიგულისხმე სიმებს შორის არსებული ინტერვალური თანაფარდობა, და არა კონკრეტულად დო, რე ან ფა ბოლოსდაბოლოს პიანინოზე ხომ არ აწყობთ ? უფ, კარგად ვიცინე -------------------- მგონი რაღაცა ხდებაო..... მარა რა ვიცი, რა ვიცი.......... :D
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th April 2024 - 01:05 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი