IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

35 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > »   
Closed TopicStart new topic
> კონსტიტუციური მონარქია, პატრიარქის საკვირაო ქადაგება
გიორგი
პოსტი Oct 9 2007, 11:32 AM
პოსტი #141


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(iraklidze @ Oct 9 2007, 10:57 AM) *

მოკლედ რა ამიხსენით მეფის პლიუსები და მარტო საპარლამენტო რესპუბლიკის მინუსები.

არა რელიგიური ხალხისთვის:

1. გაცილებით ლამაზი სიმბოლიზმი და ისტორიული სამართლიანობა.
ა) საპარლამენტო რესპუბლიკა სიმბოლური პირველი პირის გარეშე არ არსებობს, ჯობია სიმბოლური პირველი პირი იყოს მეფე და არა ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, რადგან ერთის მხრივ ეს გამორიცხავს დაპირისპირებას თუნდაც სიმბოლური პრეზიდენტობისათვის (მართალია ეს პოლიტიკურზე უფრო ძალიან სიმბოლურობისთვის დაპირისპირებაა, მაგრამ მაინც) და მეორეს მხრივ თუ ნაკლებ პოლიტიკურია ქვეყნის პირველი პირი ჯობია ის იყოს მეფე და ხელშეუხებელი მრავალი წლის მანძილზე და არა ხალხის მიერ არჩეული "ვიღაც" ადამიანი და თანაც 4-5 წლით.

ბ) ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს, რომ თუ საქართველოს ეყოლება სიმბოლური პირველი პირი ის იყოს მრავალსაუკუნოვანი ბაგრატიონების დინასტიიდან, ვიდრე ვინმე შემთხვევითი ადამიანი. თანაც მონარქიის აღდგენა კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს, რომ საქართველო უძველესი სახელმწიფოა უძველესი დინასტიით.

გ) რაც არ უნდა სიმბოლური იყოს მეფე მას მაინც ექნება დიდი მორალური გავლენა საზოგადოებაზე, რის გამოც ქვეყანაში არ იარსებებს გამოკვეთილი მმართველი, პრემიერ მინისტრი პირველი პირი არ იქნება, მეფეს კი უფლებები არ ექნება, ეს ერთგვარ ძალათა ბალანსს გამოიწვევს და პარლამენტარებიც, მათი თავმჯდომარეც და პრემიერიც თავს ძალიან გაპარპაშებულად ვერ იგრძნობენ.

რელიგიური ხალხისთვის:

2. კონსტიტუციური მონარქია გულისხმობს სახწლმწიფოში უმთავრესი რელიგიისთვის განსაკუთრებული უფლებების მინიჭებას, რაც ნამდვილად არ იქნება ცუდი, რადგან მართლმადიდებლური საზოგადოების ჩამოყალიბება და ეკლესიისთვის და ეკლესიური აზროვნებისთვის ხელშეწყობა საზოგადოებაზე დადებითად იმოქმედებს - მოიმატებს ზნეობა, შემცირდება ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობა, პროსტიტუცია, ნარკომანია და სხვა დანაშაულები. ეკლესიის და სახელმწიფოს დაახლოებას ბევრი დადებითის მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის.


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Oct 9 2007, 11:37 AM
პოსტი #142


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



ციტატა
შემცირდება ქურდობა, ყაჩაღობა, მკვლელობა, პროსტიტუცია, ნარკომანია და სხვა დანაშაულები

არიქა. არ იხსნა ქვეყანა აღსასრულისგან. გამოსავალი იპოვა.
მაგიტომაა დღეს 80% მორქმუნეს ეძახის თავს და ნარკომანიით I ადგილზე ვართ. და ამ ფორუმზე კიდე ზოგი ისეთ უცნაურ რაღაცეებს ამტკიცებს მეც კი მიკვირს. (ალბათ მიმიხვდი რა ტიპის თემებზე მაქ საუბარი)

ციტატა
რაც არ უნდა სიმბოლური იყოს მეფე მას მაინც ექნება დიდი მორალური გავლენა საზოგადოებაზე, რის გამოც ქვეყანაში არ იარსებებს გამოკვეთილი მმართველი, პრემიერ მინისტრი პირველი პირი არ იქნება, მეფეს კი უფლებები არ ექნება, ეს ერთგვარ ძალათა ბალანსს გამოიწვევს და პარლამენტარებიც, მათი თავმჯდომარეც და პრემიერიც თავს ძალიან გაპარპაშებულად ვერ იგრძნობენ.

უვარგისობის შემთხვევაში მოხსნის საკითხს როგორ უყურებ ? კიდე რევოლუციებით უშველოთ თავს ?


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 9 2007, 11:37 AM
პოსტი #143


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



iraklidze

უყურე:
1. ქვეყნის რეალური მმართველი არის პრემიერ-მინისტრი
2. პრემიერ-მინისტრი არ არის უშუალოდ არჩეული, იგი პარლამენტში გამარჯვებული პარტიის თავმჯდომარეა, ხოლო თუკი მისმა პარტიამ 50%-ზე მეტი ხმა ვერ მოაგროვა, მაშინ კოალიციური მთავრობის თავმჯდომარე იქნება (ანუ ეყოლება სხვა პარტიელი მინისტრები), რაც უფრო შეკვეცს მის უფლებებს
3. სახელმწიფოს მეთაური არის მეფე და არა პრემიერ-მინისტრი. კანონებზე ხელის მოწერა, მთავრობის დანიშვნა, პარლამენტის დათხოვნა - მისი უფლებებია (ფორმალურად).
4. პოლიტიკური სიტუაციის გართულებისას, მეფე ამ უფლებებს გამოიყენებს
5. მეფე ზეპოლიტიკური და ზეპარტიული ფიგურაა. ამიტომ ის მისაღებია როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციისათვის. მეფე არის ხალხისთვის
6. მომავალი მეფე ბავშვობიდან იზრდება სამეფო წესით, რაც აფართოებს მის თვალსაწიერს, ამავე დროს ხდება მოსახლეობის მიჩვევა და შეგუება უფლისწულისადმი, რომელიც შემდგომში გახდება მეფე
7. მეფეს უკავშირდება საზეიმო ღონისძიებები, რომელიც არის ერის საერთო ზეიმი და დღესასწაული (ბევრ ქვეყანაში ეროვნული დღესასწაული - მეფის დაბადების დღეა)
8. მეფე არის საერთო ყველასთვის, ამიტომ ყველასგან პატივცემული და დაფასებულია, მის აზრს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ
9. მართლმადიდებლური წესით მეფე არის მირონცხებული, ანუ განსაკუთრებული წესით ნაკურთხი, რაც დიდად ამაღლებს მის სტატუსს და პიროვნებას მორწმუნე მრევლში
10. გავრცელებული გამოთქმით, მეფე არის მამა ერისა და ცხებული ღვთისა


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Oct 9 2007, 11:39 AM
პოსტი #144


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



ციტატა
ბევრ ქვეყანაში ეროვნული დღესასწაული - მეფის დაბადების დღეა

ოოოო დღესასწაული კაია. IPB-ს სურათი

ციტატა
ქვეყნის რეალური მმართველი არის პრემიერ-მინისტრი

ე.ი მეფე მაინც ვაზა გამოდგა.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 9 2007, 11:42 AM
პოსტი #145


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



iraklidze
ციტატა
ე.ი მეფე მაინც ვაზა გამოდგა

პატრიარქი ვინ არის საქართველოში ამჟამად? მომიტევეთ და ვაზა?

წარმოდგინე, პატრიარქს იურიდიული სტატუსი არაფერი აქვს სახელმწიფოში და რამხელა გავლენა აქვს პოლიტიკურ ძალებზე და მეფეს რაღა ექნება?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Oct 9 2007, 12:00 PM
პოსტი #146


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ციტატა(iraklidze @ Oct 9 2007, 11:28 AM) *

უბედურებაც ეგაა. მოწებებული იქნება და ვერ მოიცილებ თუ უვარგისი გამოვა. პრემიერ მინისტრი კიდე ბაგრატიონობით არ ინიშნება და თუ გაუბერა მისი მოხსნა შეიძლება ისევე როგორ პრეზიდენტის. თორემ რომ გიხარიათ ედიკა ჩამოვაგდეთო მეფე რომ ყოფილიყო მის ადგილას წარმოგიდგენიათ რა ცუდად გვექნებოდა საქმე? და ჩემი აზრით შანსი რომ კარგი მეფე იყოს მცვრეა ვიდრე ცუდისა. ძალაუფლება ადამიანთა უმეტესობას აგიჟებს. საკმაოდ სარისკო წამოწყვბაა ჩემი აზრით.

გასაგებია, მაგრამ მეფეს შემოაქვს ბალანსი. ის ქვეყნის პიველი პირია და ამავე დროს მცირე უფლებები აქვს. მეფის ჩამოგდება, როგორც წესი საჭირო არ ხდება კონსტიტუციური მონარქიების დროს... შევარდნაძე ჩამოსაგდები იყო, რადგან ძალიან დიდი უფლებები ჰქონდა და ქვეყანა ერთპიროვნულად არასწორი გზისკენ მიჰყავდა, მაგრამ მეფე ამას ვერ შეძლებს.

ძალაუფლება, რომ ადამიანს აგიჟებს ეს ფაქტია, მაგრამ ამ პრობლემას მონარქიასთან კავშირი არა აქვს, შენ ისე ლაპარაკობ თითქოს თვითმპყრობლურ მონარქიასთან გვქონდეს საქმე და მეფე 12 კაციან ვაზირთა საბჭოს ესაუბრებოდეს და ისიც მხოლოდ აზრის გაზიარების გამო და ყველაფერს თვითონ განაგებდეს. მეფეზე გაცილებით მეტად გადარევს ძალაუფლება პრეზიდენტს. ეს ხომ სხვანაირი მონარქიააა...

გარდა იმისა, რომ მეფე არჩეული არ იქნება და ეს ერთგვარი მინუსივით ჩანს ტვითონ ამ ფაქტსაც გააჩნია პლიუსები... მეფე აღარ იბრძვის ძალაუფლებისთვის, ის სახელმწიფოში PR კამპანიით ან არჩევნების გაყალბებით არაა მოსული (სამართლიანი არჩევნების იმედი თითქმის ნულია, ხმის დათვლის პროცესი თუ არაა გაყალბებული არჩევნები ყოველთვის ამბიციასთან, სხვის ცუდზე ლაპარაკთან და ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენაა მიმართული რაც არ უნდა სამართლიანად ხდებოდეს ხმების დათვლა). მეფეს ეს ყველაფერი აქვს ისედაც და არც მისი შენარჩუნებისთვის სჭირდება ბრძოლა, ამიტომ მას ერთადერთი საქმე რჩება, იაზროვნოს სახელმწიფოს სასარგებლოდ, დანარჩენი მას გარანტირებული აქვს ისედაც. თანაც თუ არ იაზროვნებს ხალხის სასარგებლოდ ელემენტარულად ნდობას დაკარგავს თუ არა დიდი არაფერი დაშავდება, ქვეყანას პარლამენტი და პრემიერი ეყოლება, ამიტომ საკმად მაღალი დონის ბალანსის შექმნა შეიძლება მონარქის, პრემიერის და პარლამენტის ურთიერთობისას.

iraklidze
ციტატა
უვარგისობის შემთხვევაში მოხსნის საკითხს როგორ უყურებ ? კიდე რევოლუციებით უშველოთ თავს ?

მეფეს რევოლუცია არ დასჭირდება, თუ ის უვარგიის იქნება მაშინ დაკარგავს მინიმალურ პოლიტიკურ გავლენასაც კი. ის უზარმაზარი ძალაუფლების მქონე პრეზიდენტი კი არ არის.
ციტატა
ე.ი მეფე მაინც ვაზა გამოდგა.

მთლად ვაზა არ არის. ეს ბევრ რამეზეა დამოკიდებული და უპირველეს ყოვლისა ხალხის რეალურ ნდობაზე. ანუ მუშაობს ძალიან ეფექტური და უხილავი პრინციპი, რაც უფრო კარგია მეფე მით მეტი ძალაუფლება აქვს, თუ საზოგადოება მას არ ენდობა მისი ფუნქციაა ნულისკენ მიისწრაფვის და თუ მას ძალიან მაღალი ნდობა აქვს საზოგადოების იგი საკმაოდ მნიშვნელოვანი გავლენის მქონე პირი შეიძლება გახდეს და განსაკუთრებულ შემთხვევებში გარკვეული იურიდიული ბერკეტებიც გამოიყენოს.
ციტატა
არიქა. არ იხსნა ქვეყანა აღსასრულისგან. გამოსავალი იპოვა.
მაგიტომაა დღეს 80% მორქმუნეს ეძახის თავს და ნარკომანიით I ადგილზე ვართ.

გამოსავალი ცხადია ეგრე იოლი საპოვნელი არ არის, მაგრამ რელიგიური აზროვნების გაზრდა გარკვეულწილად დანაშაულის და გარყვნილების შემცირებას გამოიწვევს. ეკლესიას საკმაოდ დიდი როლის ტამაში შეუძლია ამ კუთხით.


ჩემი მისია ამ თემაში დამთავრდა. smile.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 9 2007, 12:06 PM
პოსტი #147


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
არც მეფეები ამართლებდენ მაინცდამინც (რამოდნიმეს გამოკლებით რასაკვირველია).

ისე ეგ პირიქით, სწორედ რამოდენიმე არ ამართლებდა... ისე კი კარგია ნეგატიურ აზრს რომ წერ, გამოიწრთობა უფრო აზრი...

ციტატა
მონარქიული იტალია
? ohmy.gif იტალიელები აგერ უკვე ათწლეულებია მონარქიის საპარლამენტო რესპუბლიკით შეცვლას ზეიმობენ biggrin.gif


ციტატა
და თუ დავით აღმაშენებელს ელოდებით ძალიან ცდებით


რატომ კაცო? დავით აღმაშენებელს კი არა და კაცობრიობა ვიდრე ქრისტეს ამაღლებიდან ქრისტეს მეორედ მოსვლას ელოდება და რა ცდება? smile.gif

ვიცი რაც იგულისხმე, არ მოვა უცებო, გასაგებია, არც არავინ ამტკიცებს, არც პატრიარქს უთქვამს მიშიკოს მერე მეფე დავსვათო, არც ის უთქვამს "ბატონ-ყმობა" და "აზნაურობანა" შემოვიღოთო, ეგ დროის ჭირი იყო და ჩაბარდა ისტორიას, მაქსიმუმ შეიძლება ჩოლოყაშვილს თავადი ჩოლოყაშვილი უწოდონ და მორჩა, ახლა ფერგიუსონი იყოს სირ ალექსი და ჩვენი ორბელიანი "ამხანაგი"? biggrin.gif

ეს ისე შემორბენით დაგიწერე, გამეღიმა შენს პოსტზე და იმიტომ, კაი კაცი ხარ ირაკლის ძევ smile.gif

იხარე,

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Oct 9 2007, 12:16 PM
პოსტი #148


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(Lenus @ Oct 8 2007, 09:07 PM) *

სასულიერო პირი იმდენად გამოდის რომ თავის დროზე ეპისკოპოსი ვერ ინიშნებოდა მეფის კურთხევის გარეშე,



უკაცრავად და ასეთი აბსურდი კარგა ხანია არ მომისმენია...
ისე ერის კაციც გამოდის სასულიერო პირი,რადგან ისტორიას ახსოვს ხალხის მიერ არჩეული ეპირსკოპოსიც

პ.ს.
პატრიარქის ეს განცხადება პოლიტიკურად ცოტა არ იყოს უცნაურად ჩანს...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Oct 9 2007, 12:37 PM
პოსტი #149


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



ციტატა
პატრიარქი ვინ არის საქართველოში ამჟამად? მომიტევეთ და ვაზა?

პატრიარქს სხვა სახის გავლენა აქ, მას უბრალოდ ხალხი უჯერებს და ედნობა, ამიტომ ის არაა ვაზა. და მეფე კი მართლა ვაზაა ჩემი აზრით.

ციტატა
ისე ეგ პირიქით, სწორედ რამოდენიმე არ ამართლებდა

რანაირად საქართველო მთლიანი მარტო დავით აღმაშნებლიდან თამარამდე და კომუნისტების დროს იყო. დანარჩენი სულ დაქუცმაცებლი იყო და ერთმანეთს მტრობდნენ კუთხეები.

ციტატა
პატრიარქის ეს განცხადება პოლიტიკურად ცოტა არ იყოს უცნაურად ჩანს

მე კიდე მგონია რომ პატრიარქმა უბრალოდ თავიზი აზრი თქვა. ხალმა კიდე ძაან აიტაცა. და უკვე პოლიტიკური განცხადების სახე ხალხმა და უფრო პილიტპარტიებმა მისცეს.


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Oct 9 2007, 12:40 PM
პოსტი #150


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



QUOTE
უკაცრავად და ასეთი აბსურდი კარგა ხანია არ მომისმენია...
ისე ერის კაციც გამოდის სასულიერო პირი,რადგან ისტორიას ახსოვს ხალხის მიერ არჩეული ეპირსკოპოსიც


მეფის კურთევა და ხალხის მიერ არჩევა მგონი განსხვავდება.
მეფე ვიცი რომ მონაწილეობას იღებდა საეკლესიო საქმეების მართვაშიც. არ ვიცი მართლმადიდებელი მონარქიების, მაგრამ დედოფალი ელიზავეტა ინგლისის ეკლესიის თავია. სასულიერო პირი გამოდის?


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Oct 9 2007, 12:41 PM
პოსტი #151


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(iraklidze @ Oct 9 2007, 12:37 PM) *

მე კიდე მგონია რომ პატრიარქმა უბრალოდ თავიზი აზრი თქვა.


კი თავისი აზრი იყო ცხადია, მაგრამ ისიც ცხადი იყო, რომ მის აზრს გამოეხმაურებოდა ოპოზიცია და ისიც მოსალოდნელი იყო - თუ რა კონტექსტში...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iraklidze
პოსტი Oct 9 2007, 12:45 PM
პოსტი #152


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 306
რეგისტრ.: 22-June 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 2,266



ციტატა
კი თავისი აზრი იყო ცხადია, მაგრამ ისიც ცხადი იყო, რომ მის აზრს გამოეხმაურებოდა ოპოზიცია და ისიც მოსალოდნელი იყო - თუ რა კონტექსტში

მართალია მაგრამ მე მგონი ეგ ოპოზიციის აზრი კია რაა, უბრალოდ იცოდნენ რომ ხალხი აიტაცევდა პატრიარქის აზრს და ოპოზიციამაც ქულები დაიწერა. (მე მგონი უკვე პოლიტიკური სახე მიიღო ჩემმა პოსტმა და დათო დამჭრის sad.gif )


--------------------
The one that you should fear the most, may be the ones you fear the least
If you know me then you have to know, the nature of the beast.

The things that you despise the most maybe the ones that can stand the least
There are lots of things you've yet to learn about the nature of the beast
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Oct 9 2007, 12:47 PM
პოსტი #153


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



რია ვიცი, ალბათ კარგია კონსტიტუციური მონარქია. თავად წობას უნდა გადავხედოთ ანუ როგორი იქნება პირველი პირის უფლებები, მეფის უფლებები და აშ. დიდად აღფრთოვანებული ვარ მეფის აღდგენით ტქო ვერ ვიტყვი, მაგრამ სხვა ქვეყნის მაგალითიდან ჩანს, რომ ასეთი წყობის ქვეყნები უფრო დაცულები არიან ჯერერთი პირის ზედმეტი ხელისუფლებისგან, და მერე ყოველგვარი რევოლუციების და ბუნტებისგან. ნუ არ ვიცი... თავს ვიკავებ... წყობას უნდა კარგად გადახედვა....


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Oct 9 2007, 12:48 PM
პოსტი #154


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



რამდენიმე სერიოზული უზუსტობა:
ციტატა(Lenus @ Oct 9 2007, 12:40 PM) *

მეფის კურთევა

მეფის როლი: ეკლესიის თავი, ანუ მისი პოლიტიკური გარანტი, ამას გარდა ეპისკოპოსის კურთხევის წესი ლიტურგიკული შინაარსისაა და მეფის კურთხევა კი არა უფრო თანხმობის რიტუალთან გვაქვს საქმე...საიდუმლო აღესრულება ეკლესიის მიერ - სინოდის მიერ და არა მეფის მიერ


ციტატა(Lenus @ Oct 9 2007, 12:40 PM) *

და ხალხის მიერ არჩევა მგონი განსხვავდება.

ამ შემთხვევაში ხალხი ირჩევდა ისევე, როგორც მეფე და განსხვავება არ იყო არანაირი,იმის გარდა, რომ მეფეს ქონდა ოფიციალური სტატუსი (ეკლესიის პოლიტიკური გარანტი) - ხალხს - არა


ციტატა(Lenus @ Oct 9 2007, 12:40 PM) *

მეფე ვიცი რომ მონაწილეობას იღებდა საეკლესიო საქმეების მართვაშიც.

მართლმადიდებელი ეკლესიის მოწყობა არ კრძალავს ერის კაცის მონაწილეობას ეკლესიის საქმეში


ციტატა(Lenus @ Oct 9 2007, 12:40 PM) *

არ ვიცი მართლმადიდებელი მონარქიების, მაგრამ დედოფალი ელიზავეტა ინგლისის ეკლესიის თავია. სასულიერო პირი გამოდის?

სასულიერო პირი ის არ არის, რადგან სასულიერო პირი არის ის, ვინც იღებს მონაწილეობას ევქარისტიაში - ესენი კი არიან მღვდელი და დიაკონი.

ასეთ საკითხებზე საუბრისას საჭიროა საღვთისმეტყველო თვალსაზრისით განხილვა და არა პოლიტიკურ-ისტორიული


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 9 2007, 12:55 PM
პოსტი #155


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
ციტატა
სასულიერო პირი ის არ არის, რადგან სასულიერო პირი არის ის, ვინც იღებს მონაწილეობას ევქარისტიაში - ესენი კი არიან მღვდელი და დიაკონი.

თუმცა ერთიც საინტერესოა, რომ ქართული "მეფის კურთხევის განგებით" მეფე ზიარების დროს სამეუფეო კარებით შედიოდა საკურთხეველში, ეზიარებოდა ტრაპეზზე, ხორცსა და სისხლს ცალ-ცალკე (!) და რაც მთავარია, ეზიარებოდა ეპისკოპოსების შემდგომ, ანუ მღვდლებზე და დიაკვნებზე წინ


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Oct 9 2007, 12:58 PM
პოსტი #156


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Oct 9 2007, 12:55 PM) *

თუმცა ერთიც საინტერესოა, რომ ქართული "მეფის კურთხევის განგებით" მეფე ზიარების დროს სამეუფეო კარებით შედიოდა საკურთხეველში, ეზიარებოდა ტრაპეზზე, ხორცსა და სისხლს ცალ-ცალკე (!) და რაც მთავარია, ეზიარებოდა ეპისკოპოსების შემდგომ, ანუ მღვდლებზე და დიაკვნებზე წინ


საინტერესო კია,მაგრამ არაფერი საერთო მეფის სასულიერო პირობასთან არა აქვს...

ლიტურგიკა არის კონკეტული სფერო და ახალ ლიტურგიკას ნუ ვიგონებთ...შენს მიერ მოყვანილი ადგილი მიუთითებს მხოლოდ იმას, რომ მეფე არის ეკლესიის გარანტი და "თავი", სინამდვილეში ვინცაა თავი ეკლესიისა ესეც კარგად ვიცით

ვიმეორებ: სასულიერო პირი იღებს ძღვენის კურთხევაში უშუალო მონაწილეობას


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 9 2007, 12:59 PM
პოსტი #157


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



კანუდოსელი
გეთანხმები, ცხადია მეფე სასულიერო პირი არ არის, თუმცა ამ მაგალითის მოყვანით აშკარაა, რომ არც რიგითი ერისკაცია smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Oct 9 2007, 01:01 PM
პოსტი #158


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(კანონისტი @ Oct 9 2007, 12:59 PM) *

კანუდოსელი
გეთანხმები, ცხადია მეფე სასულიერო პირი არ არის, თუმცა ამ მაგალითის მოყვანით აშკარაა, რომ არც რიგითი ერისკაცია smile.gif



ტერმინი: "არც რიგითი ერისკაცი" უკვე კატეგორიად აყალიბებს მის სტატუსს, როგორც სტატუსს ერში, მეც ამას ვამბობ...ის არის ერისკაცთა შორის პატივდებული და ეს პატივდება აქვს მინიჭებული ეკლესიისგან.

თუნდაც ის ფაქტი, რომ ის მღვდელზე ადრე ეზიარება - არაფრის მთქმელია, რადგან იმ ძღვენის კურთხევა სამღვდელმთავრო პრივილეგიაა და არა სამეფო და ამას ეწოდება სასულიერო პრივილეგია


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Oct 9 2007, 01:11 PM
პოსტი #159


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



QUOTE
მეფის როლი : ეკლესიის თავისა, ანუ მისი პოლიტიკური გარანტი, ამას გარდა ეპისკოპოსის კურთხევის წესი ლიტურგიკული შინაარსისაა და მეფის კურთხევა კი არა უფრო თანხმობის რიტუალთან გვაქვს საქმე...საიდუმლო აღესრულება ეკლესიის მიერ - სინოდის მიერ და არა მეფის მიერ


კი კანუდოს, მეც მაგას ვგულისხმობდი. რათქმა უნდა საიდუმლოს მეფე არ ჩაატარებს. მონაწილეობას იღებდა ევქრისტიაში ეპისკოპოსების რანგში და ეზიარებოდა ბარძიმიდან, თუმცა არა როგორც საიდუმლოს აღმსრულებელი.

QUOTE
სასულიერო პირი ის არ არის, რადგან სასულიერო პირი არის ის, ვინც იღებს მონაწილეობას ევქარისტიაში - ესენი კი არიან მღვდელი და დიაკონი.

ასეთ საკითხებზე საუბრისას საჭიროა საღვთისმეტყველო თვალსაზრისით განხილვა და არა პოლიტიკურ-ისტორიული

საღვთისმეტყველო თავალსაზრისით მართალი ბრძანდებით. მაგრამ აქ შეკითხვა ისე იყო დასმული - მე მორწმუნეს რატომ უნდა მიხაროდესო მეფის კურთხევაო. ჩემი პასუხი სწორედ იმას გულისხმობდა რომ მეფე ეკლესიის თავი და გარანტია.

ტერმინზე უნდა სერიოზულად დავფიქრებულიყავი. ალბათ "საეკლესიო პირი" ფორუმის ნაკლებ გაღიზიანებას გამოიწვევდა.


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მართა
პოსტი Oct 9 2007, 01:17 PM
პოსტი #160


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,487
რეგისტრ.: 7-July 07
წევრი № 2,399



ketino
ციტატა
და რა იცით, მართა, რომ მეფის მემკვიდრეებს შორის არ აღმოჩნდება მანიით შეპყრობილი? საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ვკითხულობ....

კი იცნობს საქართველოს ისტორია მსგავს ფაქტებს,მაგრამ გარეშე პირთა ჩარევამდე საქართველომ შეინარჩუნა ბაგრატოვანთა დინასტია, რადგან მეფე ასოცირდებოდა თვითონ ქვეყნის სიძლიერესთან და ერთიანობასთან! მასეთ ცალკეულ მომენტებს აგვარებდა სამეფო სახლი მაგრამ ახლა რამდენი დიქტატორი გამოჩნდება და ხალხს აიყოლიებს, მოუნდება პრეზიდენტობა და ისევ გარეშე ძალების თაოსნობით გვენიშნება პრეზიდენტები, სწორად მიგაჩნიათ?ამ შემთხვევაში იქნება მეფე და ცალკეულ ამბოხებებს ჩვენივე ქვეყნის საზღვრებში დავთრგუნავთ,როგორც ოდითგანვე ხდებოდა! აღარ დაიღალეთ ხან ამერიკის და ხანაც რუსეთის მიერ დანიშნული პრეზიდენტებით?სანამ რუსეთმა არ გააუქმა ჩვენთან ეგ წყობა ხო მოვედით იქამდე? ხან მოვდიოდით ხან მოვლასლასებდით ხან მოვრბოდით მაგრამ ხომ მივიწევდით წინ?ასე ვივლით თუ ისევ მეფე გვეყოლება არადა ვიქნებით მონები სხვა ქვეყნების! მარტო ქრონოლოგიას დავუკვირდეთ საქართველოს დაღმასვლა როგორ არის პირდაპირპროპორციული სამეფოს გაუქმებასთან,ახლა არ მითხრათ ერეკლეს დროსაც გვიჭირდაო თორე გავგიჟდები,ესეც ვისი ბრალი იყო?

ჰო კიდევ,მეფე არის უფლისგან კურთხეული და ქრისტიანმა ის თუ არ იცის რა ძალა აქვს უფლის კურთხევას, კამათს აზრი ეკარგება!


--------------------
ქართველნო ერთად ღვთისაკენ!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

35 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st June 2024 - 08:23 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი