IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> წმინდა სასწაულმოქმედი მამა ბასილი ოსტროგელის ცხოვრება
guest
პოსტი Oct 5 2007, 01:27 AM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ავტორია ღირსი მამა იუსტინე ჩელიელი ( პოპოვიჩი), თარგმანი მოიცავს მხოლოდ მამა იუსტინეს მიერ აღწერილი წმინდანის ცხოვრების შემოკლებულ ვარიანტს. საჭიროების შემთხვევაში შემიძლია მოგცეთ სრული ორიგინალი. ორიგინალში მოცემულია აგრეთვე წმინდა მამა ბასილი ოსტროგელის სასწაულქმედებანი, რომელსაც დროთა განმავლობაში, თუ მომხმარებელთა სურვილიც იქნება, ვთარგმნი და ავტვირთავ.

(* ) - აღნიშნავს მთარგმნელის შენიშვნას.

რაც შეეხება შავად დაწერილ სერბულ ორიგინალურ სიტყვებს, ძირითადად პიროვნებების ან გეოგრაფიული სახელებია ორიგინალურად.

აქვე დიდ მადლობას ვუხდი კანონისტს ტექსტში საეკლესიო ტერმინოლოგიის ზუსტი თარგმანის გადამოწმებისათვის.


წმინდა სასწაულმოქმედი მამა ბასილი ოსტროგელის ცხოვრება

(ავტორი Преподобни отац Јустин Ћелијски ღირსი მამა იუსტინე ჩელიელი - პოპოვიჩი )


წმინდა მამა ბასილი, წოდებული ოსტროგელად, დაიბადა ხუმის მიწაზე ( დღევანდელი ჰერცეგოვინა ), რომელსაც წმინდა საბა ათონის მთაზე წასვლამდე განაგებდა (* წმინდა საბა იყო სერბეთის სამეფოს პირველი მეფის, სტეფანე ნემანიას შვილი და ზახუმის მიწის გამგებელი, ერობაში რასტკო ნემანიჩი ,რომელმაც უარი თქვა სამეფო გვირგვინზე და მშობლების წინააღმდეგობის მიუხედავად ბერად აღიკვეცა. წმინდა საბა აღიარებულია სერბების განმანათლებლად,XIII საუკუნე, თუმცა ქრისტიანობა სერბეთში უფრო ბევრად ადრინდელი პერიოდიდან იწყება. წმინდა საბას მოხსენიების დღეა ახალი სტილით 27 იანვარი , თვით მამა ბასილი ოსტროგელის მოხსენიების დღე კი ახალი სტილით 12 მაისია). ათონის მთიდან დაბრუნებულმა წმინდა საბამ აღადგინა სერბეთის სამთავარეპისკოპოსო, დაარსა ზახუმის საეპისკოპოსო, რომელსაც შემდგომში როგორც მიტროპოლიტი, წმინდა მამა ბასილი მართავდა.

გავეცნოთ წმინდა სასწაულმოქმედი მამა ბასილი ოსტროგელის ცხოვრებას.

წმინდა ბასილი ოსტროგელი დაიბადა 1610 წლის 28 დეკემბერს ჰერცეგოვინის სოფელ მრკონიჩში (Мркоњић у Поповом Пољу ). მისი მშობლები, მამა პეტრე იოვანოვიჩი და დედა ანასტასია, იყვნენ ხვთისმოშიშნი,სათნო და კეთილი მორწმუნე მართლმადიდებელნი. წმინდა ბასილს მშობლებმა ნათლობისას სტოიანი დაარქვეს. ყრმობიდანვე ასწავლეს ღვთის და მოყვასის სიყვარული, ყოველი საქმის სიყვარულით კეთება და საღვთო სიბრძნე.

პატარა სტოიანი ადრიდანვე გამოოირჩეოდა გონების სისხარტითა და სიჭკვიანით, სიმშვიდით, მდუმარებით, სულით კი მთლიანად უფლისკენ მიბრუნებული და ღვთისმოსავი იყო. ბავშვობიდან მარხულობდა,ლოცულობდა, ესწრებოდა ეკლესიაში ღვთისმსახურებას.

სტოიანის ოჯახი შეძლებულად არ ცხოვრობდა, მაგრამ სტოიანი იმ პატარა პურის ნაჭერსაც კი მარტოდ არ შეექცეოდა,არამედ სხვებს უნაწილებდა. ცხვრების მწყემსვისას სხვა მწყემსებს მუდამ ეპატიჟებოდა ისედაც მცირედზე.

მშობლებმა პატარა სტოიანი მწიგნობრობისთვის ახლოში მდებარე ზავალის მონასტერში მიაბარეს, რომლის იღუმენიც სტოიანის ბიძა იყო. ეს მონასტერი ჰერცეგოვინაში განთქმული იყო საძმოს სიმრავლით და განსწავლული ბერებით. სტოიანმა იქ საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი და წმინდა მამათა სიბრძნე, ასევე საერო მეცნიერებანი. მან აქვე გადაწყვიტა ბერად აღკვეცილიყო.

ზავალის მონასტრიდან გარკვეული ხნის შემდეგ ღირსი მამა გადავიდა ტვრდოშში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში, ამავე მონასტერში იყო მაშინდელი ტრებინის ეპარქიის რეზიდენცია.

მორჩილებაში ცხოვრებამ სტოიანს საბოლოოდ გადააწყვეტინა მონაზონი გამხდარიყო. მთელ დროს ის ლოცვასა და მარხვაში ატარებდა,ასევე ფიზიკურადაც ბევრს შრომობდა. მალევე სტოიანი ბერად აღკვეცეს და წმინდა ბასილი დიდის საპატივცემულოდ სამონაზნო სახელი ბასილი ეწოდა .

ღირსი მამა ბასილი ტვრდოშის მონასტრიდან ჩერნოგორიის მაშინდელმა ცეტინის (Цетиње) მიტროპოლიტმა მარდარიამ თავის რეზიდენციაში გადაიყვანა, სადაც მან აგრეთვე რამდენიმე წელიწადი დაჰყო.

იმ დროისათვის მართლმადიდებლური სერბეთის დასავლეთში გაძლიერდა ლათინთა პროპაგანდა. რომიდან გამოგზავნილ იქნენ იეზუიტები, გამოეყენებინათ რა თურქთა მონობის უღლით გამოწვეული სერბი ხალხის გაჭირვება. ისინი ცდილობდნენ მართლმადიდებელი სერბები რომის პაპის ძალაუფლების ქვეშ მოექციათ, ეზიარებოდნენ რა ლათინთა ერესს.

ამ საკითხთან დაკავშირებით მამა ბასილი შეეცადა მიტროპოლიტის ყურადღება მიეპყრო და დროზე ეშველა მათი სამწყოსათვის, მაგრამ მიტროპოლიტმა ღირსი მამის მცდელობა ყურადღების გარეშე დატოვა. წმინდა მამა თავისი ქადაგებებითა და საკუთარ ხალხზე ლოცვით, მართლმადიდებლობის უდიდესი სიყვარულით განმსჭვალული ეცდებოდა რამდენადაც შეეძლო დაეცვა თავისი მრევლი რომის ვერაგული ჩანაფიქრისაგან. აგრეთვე უშიშრად ამხელდა უნიის (* იგულისხმება ავსტრია-უნგრეთის უნია) ხრიკებს.

მიტროპოლიტთან უსიამოვნების აცილების მიზნით მამა ბასილი თავის ძველ ტვრდოშის მონასტერს დაუბრუნდა და თავისი ერის რწმენის დასაცავად მოღვაწეობას იქიდან აგრძელებდა. გამუდმებით ევედრებოდა უფალს დაეცვა მართლმადიდებელი მრევლი ბოროტისაგან, თურქთა უკანონობისა და მათ მიერ განადგურებისაგან დაეხსნა ხალხი. ღირსი მამა გამოდიოდა ხალხში და ნუგეშს სცემდა მათ, მოუწოდებდა დათმენისაკენ, ეხმარებოდა გაჭირვებულებს. ამის გამო თურქებმა მას რაიების ღვთისმლოცველი ("рајин богомољец") უწოდეს (* თურქი ჯარისკაცები სერბ მოსახლეობას რაიებს ეძახდნენ).

ზემოთხსენებულის გამო მამა ბასილის ბევრი მტერიც გაუჩნდა,გათურქებული მოსახლეობის ნაწილმა გადაწყვიტა მოეკლათ ღირსი მამა. კეთილი ხალხის რჩევით, რათა მისი სიცოცხლის საფრთხე გაუვნებელყოფილიყო და კიდევ შეძლებოდა ეღვაწა ერის წინაშე, სთხოვეს ღირს მამას გასცლოდა სერბეთს. მამა ბასილი დაემორჩილა ხალხის სურვილს და რუსეთს გაემგზავრა, სადაც მან რამდენიმე წელი გაატარა.

რუსეთიდან დაბრუნებულმა მამა ბასილიმ თან ჩამოიტანა ბევრი სხვადასხვა საღვრთო თუ საერო წიგნი, ასევე გარკვეული თანხა, რათა მის გაჭირვებულ მრევლს დახმარებოდა. განაახლა ასევე რამდენიმე მიტოვებული თუ თურქთა მიერ დანგრეული ტაძარი, დაარსა სახალხო სკოლები ტვრდოშის და სხვა ეპარქიებში.

კვლავ არ ასვენებდნენ ღირს მამას მტრები თავიანთი ბოროტებით. თურქებსა და გათურქებულთ ახლა ლათინთა აგენტებიც მიემატათ . კვლავ იძულებული გახდა მამა ბასილი დაეტოვებინა თავისი სამშობლო . ამჯერად მან ათონის წმინდა მთაზე გადახვეწა გადაწყვიტა. მანამდე იგი ეახლა პეჩის პატრიარქს პაისიას ( 1614-1647 წწ. ), მოუთხრო რა მართლმადიდებელ სერბთა დუხჭირი ცხოვრების და მათ წინაშე არსებული საფრთხის შესახებ. ამავე დროს ითხოვა ათონის მთაზე გამგზავრების კურთხევა.

ბრძენმა პატრიარქმა ამოიცნო უკვე არქიმანდრიტ ბასილის სიყვარული ღვთისა და ერის მიმართ, შეაფასა მისი სამწყემსო მოღვაწეობანი და მიანიჭა მას ეპისკოპოსის წოდება . პატრიარქმა პაისიამ აღიარა მამა ბასილის ღვაწლი, რომ სწორედ ასეთი ღვთისნიერი ადამიანი ესაჭიროებოდა საფრთხეში ჩავარდნილი ერისთვის რწმენის შენარჩუნებას.

წმინდა ბასილი გაემგზავრა ათონის მთაზე და ერთი წელი დაჰყო იქ ჰილანდარისა (* სერბ მამათა მონასტერი) და სხვა მონასტრების ბერმონაზონთა ერთად, საკუთარი ერის,მთელი მართლმადიდებელი მრევლის საერო და სულიერ კეთილდღეობისათვის უფლისადმი ლოცვა-ვედრებით.

ათონის მთიდან დაბრუნების შემდეგ მამა ბასილი კვლავ ეწვია პეჩში იმდროინდელ პატრიარქს. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ,30 წლის ეპისკოპოსი მამა ბასილი პატრიარქმა ტვრდოშის მონასტერში გააგზავნა, სულიერად ამაღლებული და თავისი წმინდა , მადლიანი ცხოვრებით გამორჩეული ეპისკოპოსი ძნელბედობის ჟამს კვლავ ჩადგა ხალხისა და ეკლესიის სამსახურში.

მიუხედავად უამრავი სასიცოცხლო საფრთხისა, რომელიც წმინდა მამას ყველა მხრიდან ემუქრებოდა, იგი გმირულად აგრძელებდა თავის საერო თუ სასულიერო მოღვაწეობას. ის მოგზაურობდა მთელ საეპისკოპოსოში , ამხნევებდა ხალხს, ანუგეშებდა და მოუწოდებდა რწმენის შენარჩუნებას, რამეთუ სხვა მხრივ მის ერს ხსნა არ ეწერა.
ბოროტის წინააღმდეგ წმინდა მამის მთავარი იარაღი ღვთის სიტყვა და ლოცვა იყო. მისი ლოცვების ძალა კი იმდენად აღმატებული იყო, რომ ჯერ კიდევ მაშინ ფლობდა განკურნვის თუ წინასწარმეტყველების უნარს , ავლენდა სასწაულებრივ ქმედებებს. ხალხი მას უკვე წმინდანად მიიჩნევდა, სწამდათ მისი სასწაულმოქმედი ლოცვების ძალის .

არამხოლოდ წმინდა ბასილი გამოდიოდა ხალხში და აძლიერებდა მათ სულიერად,არამედ თვით ხალხი ეახლებოდა ხოლმე მას, ითხოვდნენ მისგან დახმარებას და ნუგეშისცემას სხვადასხვაგვარი განსაცდელის ჟამს. წმინდა მამა არამარტო თავისი ლოცვებით შეეწეოდა ხოლმე მის მრევლს,არამედ მოწყალებასაც იღებდა, საეპისკოპოსოში შეგროვილ თანხას ურიგებდა გაჭირვებულთ, ასევე ბევრს ზრუნავდა მიტოვებული და დანგრეული მონასტრების ამოქმედებაზე. შეძლებული თავადაზნაურები სიამოვნებით იღებდნენ გასამრჯელოს ეკლესია-მონასტრების გასაახლებლად, ისტორიაში შემორჩენილია მაგალითად წმინდა ბასილის თანამედროვე ქველმოქმედი თავადი სტეფანე ვლადისლავიჩის სახელი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა თუნდაც ტვრდოშის მონასტრის განახლებაში,სადაც თვით მამა ბასილი წირვა-ლოცვას აღავლენდა.

მამა ბასილის ტვრდოშის მონასტერში მოღვაწეობის პერიოდში თურქებმა მოკლეს აღმოსავლეთ ჰერცეგოვინის მიტროპოლიტი პაისი ტრებიაშანინი, რომლის რეზიდენციაც ონოგოშტის მახლობლად მდებარეობდა. იმ დროისათვის სერბეთის პატრიარქი იყო უწმინდესი გავრილო რაიჩი (1648-1656, რომელიც მოგვიანებით მოწამებრივი სიკვდილით აღესრულა), პატრიარქმა მამა ბასილის ,რომელიც მაშინ ზახუმის მიტროპოლიტი იყო , წამებული მამა პაისის საეპისკოპოსო გადააბარა.

თურქები ამ დროისათვის უფრო სასტიკად ექცეოდნენ მართლმადიდებელ მოსახლეობას, ალი-აღას ბოროტმოქმედი ჯარისკაცები აწამებდნენ სერბ ხალხს, ძარცვავდნენ, ანადგურებდნენ სოფლებს, ოჯახებს და აოხრებდნენ ეკლესია-მონასტრებს. გაწამებული ხალხი ლტოლვილებად იქცა, ისეთი უბედურება ტრიალებდა, როგორც მემატიანენი აღწერენ, ეგვიპტეში ისრაელის ხალხს არ გადაუტანია ასეთი სისასტიკე. ჰერცეგოვინის თურქი მთავარი სანჯაკ-ბეგი ხალხის რჩეულთ იჭერდა და საჯაროდ წამებით კლავდა მათ. ერის და ეკლესიის უხუცესთა დაჟინებული მოთხოვნით, ზემოთაღწერილი მიზეზების გამო , წმინდა ბასილი იძულებული შეიქმნა დაეტოვებინა თავისი მონასტერი და გადასულიყო ოსტროგის მონასტერში.

ადრე ოსტროგის მონასტერში ცხოვრობდა ღვაწლმოსილი ოსტროგელი იღუმენი, ღირსი მამა ისაია. ის სალოცავად განთავსებული იყო ზემო ოსტროგის მონასტრის მყუდრო კელიაში. ღირსი მამა ისაიას მიცვალების შემდეგ მისი წმინდა ნაწილები თურქმა დამპყრობლებმა მიაგნეს და ცეცხლში დაწვეს. წმინდა მამა ბასილი ოსტროგში გადასახლების შემდეგ სწორედ წმინდა მამა ისაიას კელიას ირჩევს საცხოვრებლად და სალოცავად. აქედანვე მართავდა იგი სრული 15 წლის განმავლობაში მის საეპისკოპოსოს.

მამა ბასილიმ ოსტროგში შემოიკრიბა ღვაწლმოსილი ბერმონაზნები,მათი სულიერი და ფიზიკური შემწეობით აგრძელებდა ტანჯულ მრევლზე დახმარებას, მათივე დაუღალავი შრომის შედეგია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის განახლება, რომელიც თავისდროზე ოსტროგელი ბერების მიერ იქნა აშენებული. ცოტა ხნის შემდეგ კი ოსტროგის კლდეზე აღმართა პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის სახელობის ეკლესია, რომელიც დღემდე შემორჩენილია. გააფართოვა თვით ოსტროგის მონასტერი, სადაც დაუღალავი ღვაწლით ილოცავდა და უფალს ავედრებდა მისი მრევლის კეთილდღეობას, გადარჩენას მტარვალი მუსლიმი თურქთა ურდოს მუხანათობისაგან. თვითონ კი მკაცრი სამონაზნო ცხოვრებით ცხოვრობდა , მხოლოდ ხილითა და მცირედი ბოსტნეულით იკვებებოდა, მემატიანე აღწერს, რომ იგი სიყვითლის გამო ემსგავსებოდა ცვილს, მთლიანობაში კი "სულიწმინდის საყდარს" წარმოადგენდა .

მამა ბასილი არ ღალატობდა მის ადრინდელ ჩვეულებას და არა მხოლოდ მმარხული კელიაში იყო ჩაკეტილი,არამედ ჩამოდიოდა ოსტროგიდან მიმდებარე სოფლებში და იზიარებდა ხალხის სიდუხჭირეს, მისი ჩვეული სათნოებით ყველანაირად ეხმარებოდა მის სამწყოს, უქადაგებდა ღვთის სიყვარულს და უფლის იმედით ყოფნას, მოუწოდებდა დაეცვათ მათი რწმენა და მშობლიური მიწა გადამთიელი მტრის ვერაგობისაგან. მისი ლოცვის სიძლიერეს მოსახლეობა სასწაულს აწერდა და დიდი იმედითა თუ სასოებით იყო მინდობილი წმინდა მამის რჩევებს.

თვით მამა ბასილის წინააღმდეგ, როგორც ყოველთვის, უამრავი ბოროტი განსაცდელი იყო მოგონილი თუნდაც ისევ სერბი თავადების მიერ, თუმცა ღირსი მამა მათზე ლოცულობდა და უფალს შესთხოვდა მათ შენდობას. წმინდა მამამ რამდენიმეჯერ წერილობით მიმართა პატრიარქს, რომ ეგებ ერთიანი ძალით ენახათ გამოსავალი შიგა მტრების დასაძლევად, რამეთუ შიგა არეულობანი გარეშე მტერს ნოყიერ ნიადაგს უქმნიდა დაემონებინა და გაეწამებინა ისედაც განადგურებული ერი.

ერთერთი ასეთი მოწინააღმდეგე იყო ვინმე თავადი რაიჩი, რომელიც გამუდმებით ეცდებოდა ხელი შეეშალა მონასტრების განახლებასა თუ აშენებაში, ხალხის განმანათლებელი საქმიანობის გამო ემტერებოდა მამა ბასილის. წმინდა მამამ რამდენიმეჯერ სთხოვა მას ხელი აეღო არასაღვთო საქმიანობებისგან,მაგრამ თხოვნა უშედეგოდ რჩებოდა და თავადი უარესად აძლიერებდა მათ წინააღმდეგ ქმედებებს. ამაზე კი მამა ბასილიმ შეუთვალა თავად რაიჩს, რომ მისი ურჩობისა და ბოროტების საპასუხოდ და უპირველესად კი ვერცხლთმოყვარეობით დაბრმავებული თვალის ასახელად მისი ყველა ვაჟი დაიღუპებოდა. მაინც არ შეისმინა თავადმა ეს გაფრთხილება, თუმცა წმინდანის წინასწარმეტყველება მალე ახდა. სიმწრით გონზე მოსული უკვე ხანშიშესული თავადი ტირილით გამოცხადდა მამა ბასილისთან და თხოვა უფლის წინაშე მეოხე ყოფილიყო მისი უამრავი ცოდვების მისატევებლად, სინანულსა და ლოცვაში ეცდებოდა ბრალის მოხდას. წმინდა მამამ ისმინა თავადის გულისხმიერი სინანული და დალოცა , იმედი მისცა რომ მას კიდევ გაუჩნდებოდა ვაჟები, რომლებიც მოანანული მამის ერთად სარწმუნოების დასაცავად და სამშობლოს კეთილდღეობისთვის იღვაწებდნენ.

წმინდა მამა ბასილის ასევე ბევრი წინასწარმეტყველება აღსრულებულა, რომელიც შემორჩენილია ზეპირ თუ ჟამთაღმწერთა
გადმოცემებში.

ასეთი დაუღალავი ლოცვებით, მარხვით, ფიზიკური შრომით თუ თავის სამწყოსზე მუდმივი დრტვინვით , წმინდა მამა ბასილი ოსტროგელი მიუახლოვდა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულს. 1671 წლის 29 აპრილს თავის სამარხო კელიაში მამა ბასილის სული უფალს მიებარა. იგი მშვიდობიანად და უმტკივნეულოდ მიიცვალა. კელიის კედელზე კი,რომლის გვერდითაც მამა ბასილი აღესრულა, ამოიზარდა ვაზის ყლორტი, საკვირველი , რამეთუ კელიის კედელი მხოლოდ სალი კლდის ქვა იყო (* ეს ვაზი დღესაც ხარობს მამა ბასილის კელიაში, მისი ნაყოფი უშვილო ქალებს ურიგდებათ შვილოსნობის უნარის აღდგენისათვის).

წმინდა ბასილის წმინდა ნეშტი ოსტროგის ბერმონაზნებმა ოსტროგის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის წინ დამარხეს. მის საფლავთან სალოცავად მოდიოდა ხალხი, წმინდანის საფლავზე მოლოცვით აღესრულებოდა ბევრი სასწაული, სნეულთა განკურნება თუ სხვა მრავალი საკვირველებანი.

წმინდა მამა ბასილის გარდაცვალების 7 წლის თავზე,1678 წელს, წმინდა მამა სიზმარში გამოეცხადა ნიკშიჩის მახლობლად მდებარე წმინდა ლუკას სახელობის მონასტრის იღუმენ რაფიელ კოსიერევაცს, და დაავალა მას ჩასულიყო ოსტროგში და გაეხსნა მისი საფლავი. იღუმენმა ყურადღება არ მიაქცია ამ სიზმარს და არ შეასრულა წმინდანის თხოვნა. იღუმენ რაფაელს ხელმეორედ დაისიზმრა იგივე სიზმარი,მაგრამ ამჯერადაც მამა რაფაელმა უგულვებელჰყო წმინდანის დავალება.მესამეჯერ კი მამა ბასილი ოსრტოგელი უკვე ცხადად მოევლინა მამა რაფაელს, წმინდა მამას ხელში საკმეველი ეჭირა და მამა რაფაელის კელიას აკმევდა, ამ დროს ნაკვერცხალი გადმოვარდა საკმეველიდან და მძინარე იღუმენს დაეცა სახეზე. გამოიღვიძა რა იღუმენმა, ნანახით შეშინებული გაიქცა ძმებთან ამბის მოსაყოლად. სასწაულის ხილვით დარწმუნებული საძმო გაემგზავრა ოსტროგის მონასტერში, რომ რაც შეიძლება მალე შეესრულებინათ წმინდა ვასილი ოსტროგელის მინიშნება. ოსტროგელ ბერებს უამბეს რა მომხდარის შესახებ, მონაზნებმა გადაწყვიტეს შვიდი დღე მკაცრი მარხვისა და ლოცვა-ვედრების , სისტემატიური წირვების აღვლენის შემდეგ აღესრულებინათ წმინდანის თხოვნა.

მეშვიდე დღეს კი მამებმა გახსნეს წმინდანის საფლავი. მამა ბასილის გაუხრწნელი სხეული ცვილივით ყვითელი იყო და რეჰანის (босиљак) სურნელება ქონდა (* ნაკურთხი რეჰანის გამხმარ ტოტებს სერბი სასულიერო პირები კურთხევისას იყენებენ, ნაკურთხი წყალის მისაპკურებლად). მონაზვნებმა წმინდანის სხეული ჩაასვენეს კუბოში და გადააბრძანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში, სადაც დღემდე განისვენებს.

წმინდა მამა ბასილის კურთხეული უხრწნელი სხეულის შესახებ ამბავი მალევე გავრცელდა მთელ სერბეთში . მის სანახავად მოდიოდა ათასობით მორწმუნე, თაყვანს სცემდნენ წმინდანის წმინდა ნეშტს, ევედრებოდნენ წმინდანს მეოხეობას. ხალხის ნაკადი არ წყდებოდა , დარწმუნებული წმინდა მამის სასწაულმოქმედი განკურნების უნარით, არა მხოლოდ მართლმორწმუნე ქრისტიანნი,არამედ არამართლმადიდებელი ქრისტიანები, და ამავე დროს ბევრი მუსლიმიც მოდიოდა, ისევე როგორც დღეს.

მრავალ მომლოცველთა შორის ასევე ბევრი იყო სასულიერო პირიც, რომლებიც ოსტროგის მონასტერში წმინდანის საფლავს განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა და ილოცებდა. ერთერთი იყო თურქთაგან დევნილი სერბეთის პატრიარქი ბასილი ბრკიჩი-იოვანოვიჩი (1763-1765 წწ., გარდაიცვალა 1772 წ. ), რომელიც პეჩიდან წამოვიდა და ჩერნოგორიას შეაფარა თავი. პატრიარქმა ექვსი თვე ოსტროგის მონასტერში მარხვასა და ლოცვაში გაატარა, აღწერა წმინდა მამა ბასილი ოსტროგელის ცხოვრება, შეაგროვა რა ზუსტი , უტყუარი დეტალები წმინდანის ცხოვრებიდან.

მეორე მსოფლიო ომის და მის შემდგომ პერიოდში კი ოსტროგის მონასტერში ცხოვრობდა მღვდელი მამა ბასილი, რომელმაც წმინდა ბასილი ოსტროგელის დაუჯდომელი დაწერა (1947 წ.), რომელიც დღესაც ოსტროგის მონასტრის ხელნაწერებს შორის ინახება.

ისევე როგორც ამქვეყნიური ცხოვრების პერიოდში იდევნებოდა წმინდა მამა ბასილი ბოროტთაგან, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგაც არ ასვენებდა მტერი მის წმინდა ნაწილებს. პირველად 1714 წელს გადამალეს ოსტროგელმა მორჩილებმა წმინდანის წმინდა სხეული, პირსისხლიანი ნუმან-ფაშა აოხრებდა რა ჩერნოგორიას. ბერებმა წმინდანის კუბო ოსტროგის მონასტრის დაბლა მდინარე ზეტის ნაპირას დამარხეს. მდინარემ დაფარა წმინდანის განსასვენებელი, თუმცა კუბოში კი ცვეთი წყალიც არ ჩასულა, ისევე მშრალად იყო შენახული, როგორც მისი დასვენების დროს. კუბო კი მდინარის წყლის ქვეშ თითქმის ერთი წელი იმყოფებოდა.

წმინდა ბასილის კუბოს გატანა ოსტროგის მონასტრიდან მეორედ 1852 წლის ზამთარში მოხდა, როდესაც ომარ-ფაშა თავს დაესხა ჩერნოგორიას. ჩერნოგორიელებმა წმინდანის კუბო ცეტინის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში გადაასვენეს. ამავე დროს ომარ-ფაშას ჯარისკაცებმა ოსტროგის მონასტერს უკვე ალყა შემოარტყეს. 30 ჩერნოგორიელი, ჩერნოგიის მეფის მამის, მირკო პეტროვიჩის მეთაურობით, 9 დღის განმავლობაში იბრძოდა ალყის მოსახსნელად. წმინდა ბასილის მეოხებით მათ სძლიეს თურქთა აღმატებულ ჯარს და გაათავისუფლეს ოსტროგის მონასტერი მტრის ალყისაგან. 1853 წელს კი ოსტროგელი წმინდანის კუბო ისევ ოსტროგის მონასტერში იქნა ჩამოსვენებული.

მესამედ კი , 1876-1877 წლების ომის დროს, წმინდანის სხეული კვლავ წააბრძანეს ცეტინში, სადაც ორი წელი იყო დასვენებული. 1878 წელს კი დააბრუნეს ოსტროგში.

1942 წელს, როდესაც ოსტროგს ბომბავდნენ, ბერებმა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ეკლესიის მოსალოდნელი დანგრევის შიშით, მამა ბასილის წმინდა ნაწილები ოსტროგის მონატრის სადგომის მახლობლად მდებარე კლდეში ერთერთ გამოქვაბულში გადამალეს. თუმცა ეს შიში უადგილო გამოდგა, რამეთუ ეცემოდა რა ნაღმები მონასტრის ირგვლივ, აუფეთქებლად იმსხვრეოდა და არანაირი ზიანი არ მიუყენებია მონასტრისათვის, თვით ბერმონაზონთაგანაც კი არავინ დაშავებულა.

სერბერთში და ასევე საზღვარგარეთ წმინდა ბასილი ოსტროგელის სახელობის რამდენიმე ტაძარი არსებობს, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად ითვლება მამა ბასილის ქალაქში , ონოგოშტ-ნიკშიჩში აგებული ტაძარი. ვოჟდოვაცში კი წმინდა კონსტანტინესა და დედოფალ ელენეს სახელობის ეკლესიაში ინახება მამა ბასილი ოსტროგელის კუთვნილი ანაფორა.

განსაკუთრებით კი პატივი მიეგება თვით წმინდანის წმინდა ნაწილებს ოსტროგის მონასტერში. რომლის სანახავად და მოსალოცად, როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ, უამრავი ხალხი მიდის, ძირითადად ფეხით, ხშირად კი ქვედა მონასტრიდან ზემო მონასტრამდე მუხლმოყრილნი ადიან. ოსტროგიდან მოაქვთ ნაკურთხი წყალი, ზეთი თუ საკმეველი , წმინდანის კუბოდან აღებული ბამბა, რომელიც მის სხეულს ფარავს, გამოიყენება რა ავადმყოფებზე ცხებისათვის განკურნების მიზნით. ოსტროგის მონასტერში არსებობს მამა ბასილის წყალობით განკურვნილთა ან მათი ოჯახის წევრების მიერ მადლიერების ნიშნად შეწირული უამრავი ძვირადღირებული საჭირო ნივთი. მონასტრის ჩანაწერთა წიგნში შეტანილია მადლიერ მომლოცველთა წერილები, სადაც აღწერილია სხეულებრივი თუ სულიერი ავადმყოფობებისაგან სასწაულებრივი განკურნებანი წმინდანის საფლავის მოლოცვის შემდეგ. ბევრი მათგანი კი ხალხში ზეპირად გავრცელდა, უყვებიან რა ერთმანეთს წმინდანის სასწაულმოქმედი უნარის შესახებ.

(* თანდათანობით დავდებ წერილობითი წყაროებისა თუ ზეპირი გადმოცემების თარგმანს მამა ბასილი ოსტროგელის სასწაულების შესახებ).

წმინდა მამა ბასილი ოსტროგელის ხატი

IPB-ს სურათი IPB-ს სურათი

ოსტროგის მონასტერი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

წმინდა მამა ბასილის უხრწნელი სხეული

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 6 2007, 05:40 PM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მაინტერესებს თუ არსებობს ქართულად მამა ბასილი ოსტროგელის მიმართ ლოცვა. თუ ვინმემ იცით ან შეგიძლიათ გაიგოთ, გთხოვთ დაწეროთ, ძალიან მინდა ქართულად წავიკითხო, ორიგინალი მაქვს , მაგრამ ქართული საინტერესო იქნება.

თუ ინტერესი გაგიჩნდათ, ორიგინალს დავწერ, არ არის ძნელი გასაგები, რუსულს გავს.

პ.ს. იმედია ოდესმე გამოეხმაურება ვინმე ამ თემას. შეკითხვები მაქვს და ჩემს თავს ხომ ვერ დავუწერ.

მადლობა წინასწარ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 9 2007, 12:23 PM
პოსტი #3


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ორიგინალი მაქვს , მაგრამ ქართული საინტერესო იქნება.

ქართული არა მგონია იყოს, ტროპარი ჯერ იწერება მშობლიურ ენაზე და მერე ითარგმნება,ჰოდა დადე და ვთარგმნოთ smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 9 2007, 01:25 PM
პოსტი #4


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(staywhite @ Oct 5 2007, 01:27 AM) *


ოსტროგის მონასტერი

IPB-ს სურათი



რა ლამაზია! ხომ არ მოვილოცოთ ჰა? huh.gif

მგონი, ნამეტანი მოვინდომე


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Oct 9 2007, 01:32 PM
პოსტი #5


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ნათია
სუმელას არ ჰგავს? smile.gif

KAIROS
ციტატა
ქართული არა მგონია იყოს, ტროპარი ჯერ იწერება მშობლიურ ენაზე და მერე ითარგმნება,ჰოდა დადე და ვთარგმნოთ

იდეა გამიჩნდა:

არაქართული საღვთისმსახურო ტექსტები ხომ არ გვეთარგმნა ნელ-ნელა?


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 9 2007, 01:33 PM
პოსტი #6


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



ციტატა(კანონისტი @ Oct 9 2007, 01:32 PM) *

ნათია
სუმელას არ ჰგავს? smile.gif



მეც ეგ გავიფიქრე, როგორც კი ვნახე smile.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 9 2007, 05:53 PM
პოსტი #7


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
არაქართული საღვთისმსახურო ტექსტები ხომ არ გვეთარგმნა ნელ-ნელა?

ეგ დიდი საქმეა და პროფესიონალებს ითხოვს, მე მაგალითად ზოგიერთების გულის გასახეთქად არაქართულ საღვთისმეტყველო ლიტერატურას ვათარგმნინებდი, ეგ უფრო საჭიროა დღეს!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 9 2007, 06:12 PM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



KAIROS, კანონისტი,

მადლობთ პასუხისთვის.
თუ ამ საქმეს გააკეთებთ, ძალიან კაი იქნება. მე პირადად "ვერ გავბედავ" ლოცვის და დაუჯდომელის თარგმნას, თქვენ უფრო გამოცდილები ხართ.დავდებ ორიგინალს, ბევრად რუსულს გავს და და რაც არ გავს, იმის თარგმნაში თუ დაგჭირდით აქ ვარ smile.gif

МОЛИТВА СВЕТОМ ВАСИЛИЈУ

Свети Василије, велики угодниче Божји, помози свима па и мени. Велики бранитељу вере православне, одбрани и нас који твоју свету веру држимо, и с надеждом теби приступамо. Велики архијереју Божји, помоли се Богу Сведржитељу за све људе твоје, па напослетку и за мене недостојног и последњег. Тврдошки витеже и Острошки подвижниче, спасавај нас од беда видовних и невидовних. Запалила те је српска земља као вечну свећу пред престолом Бога живога, па нам сада осветли путеве и разагнај тугу. Молитвама и сузама загревао си хладну пештеру Острошку, па загреј сада Божјим духом и срца наша, да се спасемо и прославимо Бога Свевишњега и тебе свеца Божјега. Са свих страна света притицали су ћивоту твоме болни и невољни, и ти си им помагао: демоне одгонио, везе ђавоље раскидао, и здравље душевно и телесно људима даривао. Тако и сада помози, крштеним и некрштеним, као и увек, свима па и мени. Измиритељ си био завађене браће, измири и сада све завађене, збратими разбраћене, овесели тужне, укроти самовољне, исцели болне. Свети Василије Чудотворче и оче наш духовни, чуј и услиши чеда твоја духовна у Христу Исусу Господу нашем. Амин!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 9 2007, 06:15 PM
პოსტი #9


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ჩვენ ვთარგმნით და ცქნაფო შეასწორებს smile.gif
ასე არ სჯობია biggrin.gif

ისე შინაარსობლივად სიტყვა სიტყვით თარგმნე რა ზოგი მაინც გაუგებარია...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 9 2007, 06:19 PM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ძალიანაც კარგი, დღესვე მოვაგვარებ მაგ საქმეს, მაგრამ სად დავდო, აქ ჩემი ნათარგმნი ლოცვის დადება მერიდება, ან რამე არ დავაშავო რა ვიცი ... მიშველეთ აბა smile.gif

პ.ს. მე ახლა სერბეთში ვარ და წიგნი შევიძინე ქართველ წმინდანტა ცხოვრება სერბულ ენაზე, სიხარულით არვარ, ისე კარგადაა გაკეტებული. შესაბამისი თემა ვერ ვნახე ამ წიგნზე ინფო და სურათები რომ დამედო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Oct 9 2007, 06:20 PM
პოსტი #11


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
свима па и мени
ეგ ან ეგ
ციტატა
држимо,

ან ჩავწეროთ? რა შუაში იქნება სერბული მიწა ქართველის ლოცვაში?
ციტატა
Запалила те је српска земља као вечну свећу
თუმცა ვნახოთ რა გამოვა, ისევ ბუნდოვანი სიტყვები :"
ციტატა
сузама загревао

ეს კი ვერ გავიგე მოუნათლავებზე ილოცეო? biggrin.gif ohmy.gif გაგიჟდება ხალხი ( ზოგი)
ციტატა
Тако и сада помози, крштеним и некрштеним

მოკლედ თარგმნე შენ სიტყვა სიტყვით და ჩვენ ავაწყობთ smile.gif
იხარე!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 9 2007, 07:00 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მამა ბასილი ოსტროგელის მიერ აღსრულებული სასწაულები ჯერ აქ არ მომიყვანია, ველოდებოდი რა გამოხმაურებას, ანუ ინტერესს, როგორც ზედა პოსტებში მიწერია. მაგრამ თვით წმინდა მამის ცხოვრებას თუ ცავიკითხავთ, იქ ნახსენებია, რომ მის საფლავთან მიდიოდნენ მუსლიმნებიც, განკურნების იმედით, და უამრავი შემთხვევაა მუსლიმტა განკურნების. ერთერთია, რაც მე მაქვს იმ წყაროდან მომყავს ანუ იუსტინე პოპოვიჩის წიგნიდან, 1964 წელს მუსლიმი მძიმე კანის დაავადებით სნეული ქალის განკურნება. რომელიც აიყვანეს ოსტროგის ზედა მონასტერში და იქ მოხდა მისი განკურნება. '"Хвала Богу и Светом Василију!' ასე იტყოდნენ ხოლმე არამართლმადიდებლები განკურნების შემდეგ. ისინი არ მიდიოდნენ ქრისტიანული რწმენით და შეგნებით, მაგრამ წმინდანი შველოდა მათ. ამიტომ წერია ლოცვაში (ახლა ვესაუბრე ტელეფონით ერთ სასულიერო პირს ამ საკითხზე, ანუ ინტერპრეტაციაზე და იმის ნათქვამი მომყავს) Тако и сада помози, крштеним и некрштеним - ნიშნავს, ახლაც მიეხმარე, უშველე მონათლულთა და უნათლავებსაცო. ვაციტატებ სასულიერო პირის საუბარს ამ ტემაზე> "ღმერთმა და მან (ოსტროგელმა) იციან ვის როგორ დაეხმარონ, ჩვენ არ ვზომავთ და ვერ განვსაზღვრავთ ვერც უფალის ნებას და ვერც წმინდა ბასილის ნებას , როდის და ვის შეეწევიან".

არის აგრეთვე უახლესი მაგალითი, კათოლიკი გოგონა გამართლმადიდებლობის, განიკურნა რა მამა ბასილის შემწეობით ოსტროგის მონასტერში (მამა იოლას , ოსტროგის მონასტრის წინამძღვრის მონათხრობი).

свима па и мени - ყველას და ასევე მეც

држимо - რუსულად держим

Запалила те је српска земља као вечну свећу - სერბეთის მიწამ შენ ჩაუქრობელ (მუდმივ) სანთლად აგანთოო

წმინდა მამა ბასილი თურქობის ჟამს მოღვაწეობდა და თავისი ხალხის მეოხად გვევლინება, ამიტომაც მას დიდ პატრიოტადაც მიიჩნევენ. სხვა არ ვიცი რა შეიძლება და რა არა, ჩვენ ყველა მართლმადიდებელ წმინდანს პატივს მივაგებთ,როგორც სხვა ერები ჩვენსას.

сузама загревао - ცრემლებით გაათბე

მე თითქმის სინქრონულად გადავთარგმნი და თქვენ შეასწორეთ.

მადლობთ

პ.ს დაუჯდომელი დიდია, თუ ინტერესი გაჩნდა, ისიც ვნახოთ. ერთს დავსძენ, რომ მამა ბასილი ოსტროგელს ხალხი აქ "ცოცხალ" წმინდანს ეძახის, იმდენად ძლიერად მიაჩნიათ მისი შემწეობის ძალა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 10 2007, 09:57 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



(ესეც დაპირებული თარგმანი, ოგონდ უფრო სინქრონული და არ დამძრახოთ, დანარჩენი კი თქვენ იცით, ღმერთმა გაგახაროთ და შEგეწიოთ წმინდა ბასილის ლოცვა, ნამდვილად რომ ერთერთი საოცარი წმინდანია, დავწერ მის სასწაულებზე ცოტა ხანში, ტექნიკური მიზეზების გამო ცოტა დრო მჭირდება.

გაიხარეთ,

ნანა)


წმინდაო ბასილი,

ღვთის დიდო შემოქმედო (მოღვაწეო), შეეწიე ყველას და მათ შორის მეც. მართლმადიდებლური რჯულის დიდო დამცველო,დაგვიცავი ჩვენც, ვინც შენს წმინდა რწმენას მივყვებით და იმედით შენსკენ მოვილტვით (გიერთდებით). უფლის დიდო მღვდელთმთავარო, ილოცე ყოვლისმპყრობელი ღმერთის მიმართ შენი ხალხისათვის და საბოლოოდ კი ჩემთვისაც - მე უღირსი და უკანასკნელისათვის.

ტვრდოშის რაინდო და ოსტროგელო გმირო (მორვაწეო ?), გვიხსენი ჩვენ ხილული და უხილავი განსაცდელისაგან. სერბეთის მიწამ შენ ღვთის ტახტის წინ მუდმივ სანთლად აგანთო , გაგვინათე გზები და გაგვიფანტე მწუხარება. ლოცვითა და ცრემლით გაათბე შენ ოსტროგის ცივი გამოქვაბული, სულიწმინდით გაგვითბე ახლა ჩვენც ჩვენი გულები, რათა გადავრჩეთ (ხსნილ ვიყოთ) და ვადიდოთ მაღალი ღმერთი და შენც, უფლის წმინდანო.

ყველა მხრიდან მოდიოდნენ შენს კუბოსთან (ћивот –кивот- ჩივოტ ან კივოტ, ზარდაშხა,სადაც წმინდა ნაწილები, რელიქვიები ინახება ეკლესიაში) სნეულნი და შეპყრობილნი (невољни ?), და შენ მათ დაეხმარე: დემონნი განდევნე, ეშმაკის ქსელი დაარღვიე (დახიე) და ხალხს სულიერი და სხეულებრივი ჯანმრთელობა აჩუქე. ასევე ახლაც, როგორც ყოველთვის, დახმარება გაუწიე მონათლულთ და უნათლავებსაც, ყველას და ასევე მეც.

განდგომილ ძმათა შემრიგებელო, ახლაც შეარიგე ყველა განდგომილი, დააძმობილე გაყრილები, გაამხიარულე მჭმუნვანნი, მოათვინიერე ნებას მიცემულნი, გაამრთელე სნეულნი.

წმინდაო ბასილი,

სასწაულმოქმედო და ჩვენო სულიერო მამავ, გაიგონე და ისმინე ჩვენი უფალ იესო ქრისტეში შენი სულიერი შვილების ლოცვა . ამინ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Oct 10 2007, 10:02 PM
პოსტი #14


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



staywhite

რა ლამაზი ლოცვაა!


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 10 2007, 10:04 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



გაიხარე ნათია და ყველას შეგვეწიოთ მისი მადლი და მათ შორის მეც. ამინ

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 10 2007, 10:52 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ჯერ დავწერ მამა იოლიას ინტერვიუს ქალაქ ავრილში, მერე კი მოვიყვან ღირსი მამა იუსტინე პოპოვიჩის ჩანაწერებს მამა ბასილი ოსტროგელის სასწაულების შესახებ.

მამა იოლია იყო ოსტროგის მონასტერში ბერი, მამა ბასილის წმინდა ნაწილების "დამცველი", ასეა პირდაპირ თარგმანში, თუ სხვა სახელი ქვია ქართულად არ ვიცი. თარგმანში საუბრის სტილი დაცულია.

მამა იოლიას საუბრები

ძმებო და დებო,

ცხრა წელიწადი, რომელიც მე ჩერნოგიარიაში ოსტროგის მონასტერში გავატარე, უფლის ბევრი სასწაული მინახავს, რომელიც მამა ბასილის საშუალებით აღსრულებული იქნა.

მე ხშირად ვლაპარაკობ ხოლმე იმ უბედური ხალხის შესახებ, რომლებსაც უკვე ორი ათასი წელია ჭეშმარიტება ვერ უპოვია და ჭეშმარიტი სარწმუნოებისათვის ვერ მიუგნია, როდესაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე შესაძლებელი ხდება ამის დანახვა. წმინდა ბასილი ოსტროგელის სასწაულმოქმედების იმედით, რომელიც თითქმის 400 წელია პატარა, გამოქვაბულის ეკლესიაში განისვენებს, მსოფლიოს ყველა კუთხიდან ცოცხალ მდინარესავით მოედინება ხალხის ნაკადი. შემიძლია თავისუფლად გავიმეორო მის მიმართებაში სიტყვები მსგავსად სახარებისა: ბრმები თვალში გამოიხედებიან, ყრუები გაიგონებენ, მუნჯნი ამეტყველდებიან, დავრდომილნი გაივლიან, კეთროვნები განიწმინდებიან.

ყრუმუნჯი ბიჭის განკურნება

აგვისტოს თვე იყო, ის-ის იყო ჩვენს მიერ აშენებულ წმინდა კირილე და მეთოდიას სახელობის მონასტერში უნდა წავსულიყავი, რომ ერთმა ქალმა მოიყვანა თავისი 26 წლის ბიჭი და მითხრა, რომ ყრუმუნჯია და ეგებ ეშველოს რამეო. რაღაცნაირი წინათგრძნობა, ინსპირაცია მქონდა წმინდა ბასილისგან და თავისუფლად მივუგე: უფალი ინებებს ალბათ და დღეიდან აღარ იქნება შენი ვაჟი ყრუმუნჯი.
წავუკითხე ის მოკლე ლოცვა, რომელსაც ჩვეულებრივ ასეთი ავადმყოფებისთვის ვკითხულობ, ვცხე ზეთი წმინდა ბასილის კანდილიდან და ვკითხე ბიჭს: რა გქვია? - იმან კი მიპასუხა: მიოდრაგი მქვია. კიდევ დავუსვი კითხვები, გამართულად მპასუხობს. დედამისი გაოცდა და ტირილი დაიწყო,ნუთუ ეს მართალია, ნუთუ ეს მართალიას გაიძახოდა თან.
მერე კი ჩემით ვფიქრობდი, რამხელა სასწაული მოახდინა წმინდა ბასილიმ. იმ ბიჭს არასოდეს გაეგონა ერთი სიტყვაც კი, რამეთუ სერბული. და ახლა ამ ენაზე გამართულად საუბრობს: მისცა მას ხმა რომ ილაპარაკოს, მისცა მას ყური რომ გაიგონოს. ვინ შეძლებდა დღეს ამას, რომელი მედიცინა ან ექიმი? აი, თუნდაც მარტო ეს სასწაული მომხდარიყო, საკმარისი იქნებოდა.

დამბლადაცემული გოგონას განკურნება

მოიყვანეს ორი გოგონა, დამბლადაცემული ხეიბრები, სკამს მიჯაჭვულნი. ახლა ,ერთი ადგა და გაიარა, მეორე არა. მე ვფიქრობ: რატომ არ ქნა მამა ბასილიმ ისე, რომ ორივეს გაევლო? ვიფიქრე,ვიფიქრე და ეს დასკვნა გავაკეთე: რომელმაც გაიარა, ის გოგონა არ ჩავარდება მძიმე ცოდვებში, ხოლო ის მეორე, რომელმაც გავლა ვერ შეძლო, ის რომ მოერჩინა ცოდვებში ჩაეფლობოდა, ღმერთი კი სულის გადარჩენას ხედავს.

ღმერთს უყვარს წმინდა გიორგი, წმინდა დიმიტრი და დიდი სასწაულმოქმედნი, მაგრამ ნახე, რამხელა წამება გაიარეს მათ. ესეიგი, უფრო რომ განდიდებულიყვნენ, დიდებით რომ აღმატებოდნენ სიკვდილს, უფალმა ეს დაუშვა მათზე.
ამიტომაც ზოგი ცდება, რაიმე ცდუნებაში ან განსაცდელში რომ ჩავარდებიან და იწყებენ უფლის გმობას, ეკლესიის გმობას, წმინდანების გმობას, იძახიან, რა არის ეს, ვითომ ყველა ეკლესია მე დავანგრიე, ასე რატომ ვარო. იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ღმერთმა ისინი სიყვარულით განბანა, სამუდამო წამების ასაცილებლად ეს, რომ არ კრიჭონ კბილები ჯოჯოხეთში მერე. ვერ ხვდებიან რომ მამა სჯის შვილებს იმისთვის, რომ უკეთესები შეიქმნენ.

ლეიკომიით დაავადებული დაბადებიდან ბრმა გოგონას გამოჯანმრთელება

აი თუნდაც, 1993 წელი, ქრისტინა ი., ზორანისა და ვერა ი.-ის 7 თვის გოგონა,დაბადებიდან ბრმა და ამავე დროს ლეიკომიით დაავადებული. პირდაპირ კლინიკიდან მოიყვანეს ოსტროგში, ორ-სამ დღეში მოკვდებაო უთქვამთ ექიმებს, მონასტერში მოყვანა კი საბოლოოდ გადაწყვიტეს, მანამდე კი არა.

მე წავუკითხე ლოცვები, სხვის ნათქვამს კი არ გიყვებით. ორი საათის შემდეგ, თვალები გაუხდა სუფთა, დაეწმინდა. წაიყვანეს ისევ კლინიკაში, შეამოწმეს, ხედვაც ქონდა და ლეიკომიისგან კი აღარაფერი არ აღმოაჩნდა. ახლაც ჯანმრთელი ბავშვია. მოიყვანეს კიდეც ამასწინად. სულ ვეუბნები ხოლმე, მოდით ჩვენთან და განახებთ უფლის სასწაულებს, დაშვებულს წმინდა ბასილის საშუალებით.

იმდენს მოგიყვებოდით მამა ბასილის სასწაულების შესახებ, რაც მე მინახავს და მოვსწრებივარ, საათები დამჭირდებოდა ჩამოსათვლელად. მასზე ხომ ვთქვი უკვე : ბრმები თვალში გამოიხედებიან, ყრუები გაიგონებენ, მუნჯნი ამეტყველდებიან, დავრდომილნი გაივლიან, კეთროვნები განიწმინდებიან.


(გაგრძელება იქნება)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Oct 15 2007, 12:57 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



თქვენი ნებართვით გავაგრძელებ.

( მამა იოლიას საუბრები ჩირილოვაცის მონასტერში )

რაც არ უნდა ამტკიცონ სხვებმა და მათ ილუზიებში იფრინონ, ნათლობის დროს სულიწმინდის მადლი არავიზე არ გადადის, გარდა მართლმადიდებლებისა, ნათლავს მართლმადიდებელი მღვდელი, მღვდელმონაზონი თუ მეუფე, სულერთია.
ოსტროგში მოიყვანეს სავსებით გიჟად ქცეული გოგონა, დედამ მოიყვანა. მე ვეუბნები: -მონათლულია თქვენი ქალიშვილი? მიპასუხა: კი! -ვინ მონათლა ? -ვკითხე კიდევ. მეუბნება: Фратар (ხორვატულად კათოლიკე მღვდელი).
აჰა, კიდევ შევეკითხე : -გინდა მოინათლოს თქვენი ძველი რჯულის მიხედვით, მართლმადიდებლურად , რომლის მიმდევარნიც 1054 წლამდე თქვენი წინაპრებიც იყვნენ ? მერე უარყვეს და მოცილდნენ სულიწმინდის მადლს,დედები აუტირდათ, წყევაში ჩაიგდეს თავი.
დედა თავს იკავებდა შვილის მონათლვაზე. მე მაინც მოვნათლე და თავზე რომ წყალს ვასხამდი წმინდა სამების სახელით, გოგონამ უცებ ხმა ამოიღო და თქვა : "დედა, მე მინდა ეს ! " მონათლვის მერე კი ლოცვაც წავუკითხე და ის საწყალი გოგო ჭკუაზე მოვიდა. წაიყვანეს სახლში სრულიად ჯანმრთელი.
ხედავ, რას ნიშნავს ნამდვილი ნათლობა.

ღირსი მამა იუსტინე ჩელიელის (პოპოვიჩის) მიხედვით

ალბანელი მუსლიმი ქალის განკურნება

1957 წლის აგვისტოში, ოსტროგის მაღლივ მონასტერში, მოიყვანეს ალბანელი ქალი ლენა იუნჩაი, სოფელ დრუმიდან. დიდიხნის ავადმყოფს სიარულიც არ შეეძლო და სადგურიდან მისმა ქმარმა ლეკამ და მაზლმა ნუამ ხელით ამოიყვანეს. ბერებმა შეიყვანეს წმინდა მამა ბასილის კუბოსთან და იქ დააწვინეს, წაუკითხეს ლოცვანი, მიიღეს რა ნებართვა ქმრისაგან. ლოცვების მერე კი ისევ ქმრის თანხმობით დატოვეს წმინდანის კუბოსთან რამდენიმე საათი. ავადმყოფს ჩაეძინა , ეძინა დაახლოებით ორი საათი, გამოღვიძების შემდეგ ისე გრძნობდა თავს, რომ საკუთარი ფეხით გაიარა ქმრის და მაზლის შეშველიებით. სახლში მისვლის შემდეგ კი რამდენიმე დღეში სრულიად გამოჯანმრთელდა, რაზედაც იუწყებოდა მისი მაზლის წერილი, მადლიერების ნიშნად მოწერილი ოსტროგელ ბერებზე, ერთადერთი წერაკითხვის მცოდნე მაზლი იყო ოჯახში და მოიწერა, რომ რძალი სრულებით ჯანმრთელია. ყველანი ვემადლიერებით უფალს და წმინდა ბასილისო.

სნეულის სახელზე ოსტროგში კურთხეული ზეთით ავადმყოფის განკურნება

ყოველ წელიწადს ოსტროგში ამოდის ერთი ახალგაზრდა კაცი, მეტად განათლებული იურისტი, რომელიც აუცილებლად ადის მაღლივ მონასტერში მოსალოცად. აი, რა მოგვითხრო ამ კაცმა , ბელგრადელმა ბოჟიდარ ჩელებიჩმა : " 1961 წლის დამდეგს ერთი მძიმე ავადმყოფობა შემეყარა, 4 თვე ვკურნალობდი საავადმყოფოში, მაგრამ უშედეგოდ ვებრძოდი ტკივილებს. ჩემი მეგობარი ალექსანდრე ჩ. ,ჩემი მორწმუნე დედის თხოვნით, ამოვიდა ოსტროგის მონასტერში და ჩემს სახელზე ზეთი აკურთხებინა, ბერმა ჯანმრთელობის ლოცვაც წაიკითხა ჩემთვის. იმ მომენტში მე , როდესაც ზეთის კურთხევა ხდებოდა, საავადმყოფოში ვიყავი და რაღაც საოცარი შვება ვიგრძენი ტკივილისგან გათანგულმა. ზეთის ხმარების შემდეგ კი, ექიმთა გასაოცრად, უკეთესად შევიქმენი და გამომწერეს საავადმყოფოდან. მას შემდეგ სრულიად ჯანმრთელი ვარ . ყოველ წელიწადს ,ერთხელ მაინც, ჩემი მეგობარი ალექსანდრეს ერთად ამოვდივარ ოსტროგის მონასტერში სალოცავად, ვადიდებ დიდ ღმერთს და მადლობას ვწირავ წმინდა ბასილის, რომ დღეს მისი მეოხებით ჯანმრთელი და ცოცხალი ვარ ".

***
ბევრს არ აქვს საშუალება მძიმე ავადმყოფნი ოსტროგის მონასტერში ამოიყვანონ, ამიტომაც ხშირად მოაქვთ ხოლმე ავადმყოფის ტანსაცმელი, ან რაიმე სხვა ნივთი, ან საჭმელი, ხშირად კი ნატეხი შაქარი, დებენ წმინდანის წმინდა კუბოს ქვეშ და იქ ტოვებენ მინიმუმ ერთ ღამეს. ბერი კი კითხულობს ლოცვებს ავადმყოფების სახელზე და აკურთხებს თან ამ ნივთებს. ბევრი მაგალითია ასეთი მეთოდითაც სნეულთა განკურნების. ერთერთს მოგითხრობთ, რომელიც 1962 წლის 15 აგვისტოს მომლოცავმა ბოჟიდარ შიაკოვიჩმა მოყვა : " ჩვენს ვაჟი, ვიდომირი, ორი წლის განმავლობაში იტანჯებოდა საშინელი თავის ტკივილებით, არანაირი წამალი არ შველოდა, ბევრჯერ საავადმყოფოშიც იწვა, მაგრამ ამაოდ. შარშანწინ , ჩემი სიდედრი ილინკა ნოვაკოვიჩი, ამოვიდა ოსტროგში წმინდანის სათაყვანებლად და შვილიშვილის ჯანმრთელობის შესავედრებლად. ჩვენ კი მას გამოვატანეთ 1 კილო ნატეხი შაქარი, გვსმენოდა რა ასეთი მეთოდით განკურნებისა. საქარი ერთი ღამე წმინდა მამა ბასილის კუბოს ქვეშ დადეს და ვიდომირის სახელზე წაიკითხეს ლოცვა. ნაკურთხ შაქარს კი რამდენიმე დღის განმავლობაში წამალივით ვაძლევდით ვიდომირს, მე არ ვიცი, რა და როგორ, მაგრამ ბავშვი სრულიად განიკურნა, არასოდეს აღარც განმეორებია ის ტკივილი. ახლა კი მე და ჩემი ცოლი ამოვედით მადლობა შევწიროთ წმინდა ბასილს შემწეობისათვის, რომ ჩვენი ვაჟი დღეს ჯანმრთელია ".

მუსლიმი ქალის განკურნება კანის მძიმე დაავადებისგან

1964 წლის 6 მაისს, მუსლიმნებმა ასიბ გუშომ და შევკა ზაიკომ ოსტროგში ამოიყვანეს ასევე მუსლიმი ქალი ფატიმა. ფატიმას მთელ სხეულზე ქონდა საშინელი წყლულები, სრული ხუთი წლის განმავლობაში გამონაყარი არ სცილდებოდა. ისეთი ტკივილები ქონდა, რომ გონებას კარგავდა ტანჯვის გამო, ან გაჰყვიროდა და აგინებდა ყველა ირგვლივ მყოფს. ნელნელა სიგიჟეში გადავიდა აუტანელი ტკივილების გამო , წამალი და შველა კი ვერსად ვერ ნახეს. გაიგონეს მისმა ოჯახისწევრებმა ოსტროგელი წმინდანის მიერ სნეულთა განკურნების შესახებ და ფატიმას ნათესავმა და მეზობლის ქალმა დიდი წვალებით ამოიყვანეს ოსტროგის მაღლივ მონასტერში. როდესაც მოოიყვანეს ეკლესთან, სადაც წმინდანი განისვენებს, ფატიმამ დაიწყო ყვირილი: "არა, მე მაქ არ შემოვალ!". ბერების დახმარებით, დიდი წვალების შემდეგ როგორც იქნა შეიყვანეს ეკლესიაში, წმინდანის კუბოსთან მიიყვანეს. ბერმა ბევრი საუბრის შემდეგ მოახერხა დაერწმუნებინა ფატიმა, რომ ემთხვია წმინდანისათვის. ემთხვია რა ფატიმა წმინდანს, იმწუთშივე დაეწყო ცახცახი და ფართხალი, საშინელი სანახავი იყო ეს მომენტი. ოდნავი დაწყნარების შემდეგ ბერმა წაუკითხა ლოცვა, ლოცვის დამთავრების თანავე ავადმყოფ ქალს დაეწყო კრუნჩხვა, გაოფლიანდა, მთლიანად დაუსველდა ტანსაცმელი ოფლით. ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ყველამ შენიშნა, როგორ დაწყნარდა უცებ, დაეწმინდა სახე, დაეუფლა სიმშვიდე . გონზე მოსული ქალი მიჩოჩდა წმინდანის კუბოსთან , ეფერებოდა და ილოცებდა ღმერთისა და წმინდა ბასილის სახელზე. შემდეგ კი წამოდგა და მადლობა გამოუცხადა ყველას, გაკვირვებულმა ღმერთის ამხელა შეწყალებით, ყველას მოგვმართა :"დიდება და მადლობა უფალს და წმინდა ბასილის, მე ჯანმრთელი ვარ, არაფერი აღარ მტკივა". ის ღამე ფატიმამ ოსტროგში გაატარა, დილით კი კიდევ ერთხელ მადლობა შესწირა ღმერთს, წმინდა ბასილის ლოცვებით რომ განკურნა იგი.

წმინდა ბასილის სიზმარში გამოცხადება

1956 წელს სექტემბრის თვეში, წმინდანის სათაყვანებლად ოსტროგში ამოვიდა დრაგო ჩაბარკაპა სოფელ ვრულიიდან და მოგვითხრო : " ორი წლის წინათ კუჭის მძიმე დაავადება შემეყარა, წყლული მკლავდა, ისე მტკიოდა, 20 დღე საავადმყოფოში გავატარე, ოპერაციაც დამინიშნეს, მაგრამ უიმედოდ ვიყავი მწარე ტკივილების გამო და უარი ვთქვი, მაინც გადარჩენის შანსი ცოტა მქონდა და სახლში დავბრუნდი, სასოწარკვეთილი მივეჯაჭვე ლოგინს.
განძრევაც არ შემეძლო. მარტის თვეში დამესიზმრა ერთი საოცარი სიზმარი. თითქოს ერთ გზას მივყვებოდი, გზა და ირგვლივ ყველაფერი ჩემთვის უცნობი იყო, შიშმა ამიტანა და გზიდან გადავუხვიე, ერთ ბნელ გამოქვაბულში შევედი და დავჯექი, შიშით არ ვიცოდი რა მექნა, ტირილი დავიწყე . უცებ უცნობი კაცი შემოვიდა და მკითხა : "რა გატირებს? " - მე კი ვუპასუხე, რომ მარტოდ ვარ და მეშინია. უცნობმა მითხრა, ადექი და გამომყევიო, მეც დავემორჩილე. გავყევი და ცოტა ხნის მერე ერთ პატარა კარებთან მიმიყვანა, კარი დაკეტილი იყო. კაცმა კარი გააღო და ორივენი შიგნით შევედით. ოთახი იყო ლამაზი და ნათელი, თუმცა არსად არ ეკიდა ნათურა. უცნობმა მითხრა : "აქ გაათევ ღამეს. ეს არის წმინდა ბასილის სახლი !". ამ სიტყვების შემდეგ უცებ გამომერვიძა, გაკვირვებული და შეშინებული ვიყავი. დავუძახე ჩემს მშობლებს და ვუამბე რაც მესიზმრა. მშობლებმა გადაწყვიტეს სასწრაფოდ გავგზავრებულიყავით ოსტროგში. დედის თანხლებით , რადგან მარტოდ ვერ შევძლებდი ისე უძლური ვიყავი, წავედი ოსტროგში. წმინდანის გვერდით ორი ღამე გავათიე, ყოველდღიური ლოცვების კითხვით. უკეთესობა მაშინვე დამეტყო, ორი დღის შემდეგ კი საერთოდ აღარ მაწუხებდა ტკივილი. გახარებული და ჯანმრთელი დავბრუნდი სახლში. მამა ბასილის შემწეობის სამადლიეროდ წელსაც ამოვედი ოსტროგში, ბიძა დაშო ცმილიანიჩი და დედა მილიაც აქ არიან. მუდამ ვლოცულობ და ვუმადლი ღმერთს და წმინდა ბასილის, რომ აწიც არ მიმატოვონ და მომხედონ, დამიფარონ ბოროტის ყველანაირი შემოტევისგან".

ლოთის გამოსწორება და სინანული წმინდა ბასილის მიერ გამოცხადების შემდეგ

1962 წლის დეკემბერში ოსტროგში ამოვიდა ნ.ნ. .ქალაქ ბარიდან . თავისი დედის თანხლებით. ნ.ნ.-მ თხოვა მღვდელმონაზონს, წმინდა ნაწილების მცველს, მასთვის ჯანმრთელობის ლოცვები წაეკითხა. ლოცვების დასრულების შემდეგ, კაცს სახეზე შინაგანი ტკივილი გამოეკვეთა და ცრემლები წამოსცვივდა. შემდეგ კი მოუთხრო მღვდელმონაზონს : " მამაო, მე ძველი ლოთი ვარ, რასაც ვშოულობ, სასმელში ვხარჯავ. ამავე დროს ვცხოვრობ მოუწესრიგებელი, ბინძური ცხოვრებით. არავის რჩევას ყურს არ ვუგდებ,, არავის პატივს არ ვცემ. გუშინწინ ასეთი მივედი სახლში, დავწექი დასაძინებლად. ღამეში, არ ვიცი ეს სიზმარი იყო თუ ცხადი, ჩემს წინ გამოცხადდა წმინდა ბასილი, ეს მივხვდი რომ ის იყო, და გაბრაზებული ტონით მითხრა :" რას აკეთებ? ასე როგორ და რატომ ცხოვრობ? რატომ არ გინდა რომ გამოსწორდე? " - ცოტა დააყოვნა და მერე მშვიდი ხმით განაგრძო :" წადი ოსტროგში, ჩემს კუბოსთან დადე სიტყვა, რომ აწი აღარ დალევ და უწესო ცხოვრებით აღარ იცხოვრებ !"- ეს თქვა და გაქრა. მას შემდეგ დღემდე ეს სურათი თვალიდან არ გამომდის და ხმა ყურებიდან. და ახლა კი მოვედი სასწრაფოდ აქ, ვეთაყვანო უფალს და წმინდა ბასილის, და პატიება შევთხოვო ღმერთს და წმინდანს კი მეოხება. აქვე ვიძლევი წმინდა მამა ბასილის წინაშე სიტყვას, რომ აწი აღარ დავლევ და პატიოსანი ცხოვრებით ვიცხოვრებ. მომიტევეთ მამაო, დავამატებ კიდევ, რომ როდესაც ეს შემემთხვა, მაშინვე გადავწყვიტე აქ ამოვსულიყავი და სიტყვა დამედო, ეს მოხდა ისე ადვილად და სიკეთით, რომ მიკვირს, მანამდე ყველას ვეჩხუბებოდი. რაც მთავარია, ამ გადაწყვეტილების მიღებით ძლიერ გაიხარა დედაჩემმა, რომელმაც ცრემლებით სავსე თვალებით ჩაიჩოქა და იძახდა: - დიდება და მადლობა დიდო ოსტროგელო წმინდანო, რომ შემიწყალე და ჩემს სახლშიც შემოიხედე!"
ნ.ნ. ოსტროგიდან სრულიად სხვა ადამიანი წავიდა, წასვლისას კი გვითხრა : დღეიდან, მე და ჩემი სახლი ვადიდებთ უფალს და წმინდა ბასილის, როგორც შევძლებთ და როგორც ვიცით, ვილოცებთ, რომ დაგვიცვან ყოველი ბოროტისაგან.




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nana_007
პოსტი May 12 2008, 02:43 AM
პოსტი #18


I need a hero...
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 642
რეგისტრ.: 9-April 08
წევრი № 4,509



დღეს, 12 მაისს (ახალი სტილით) არის წმინდა სასწაულმოქმედი მამა ბასილი ოსტროგელის ხსენების დღე.

გილოცავთ ყველას და გისურვებთ ამ საოცარი წმინდანის ლოცვის მადლი შეგწეოდეთ ყველას!

განსაკუთრებით ვულოცავ ყველა ვასოს smile.gif


--------------------
Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел,
Говорили, что эта та статья
Мне начертит номерочек на кресте...

Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace...
Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart...

Geadelt ist, wer Schmerzen kennt
Vom Feuer das in Lust verbrennt ,
Ein Funkenstoss in ihren Schoss,
Ein heisser Schrei : "Feuer frei"!

Когда счастье моё мусорами разбито...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი May 12 2008, 12:58 PM
პოსტი #19


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



nana_007
მადლობა ნანა, ძალიან კარგი თემაა 2kiss.gif

მეც გილოცავთ ყველას! მისი მადლი და წყალობა არ მოგკლებოდეთ!


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი May 12 2008, 01:01 PM
პოსტი #20


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



nana_007
ციტატა
დღეს, 12 მაისს (ახალი სტილით) არის წმინდა სასწაულმოქმედი მამა ბასილი ოსტროგელის ხსენების დღე

დღეს წმიდისა და ყოვლადქებულისა მოციქულისა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეცაა

გილოცავთ ყველას! შეგვეწიოს მათი ლოცვის მადლი!


განსაკუთრებით ჩვენს ფორუმელ მამა ანდრიას ვულოცავ! 2kiss.gif


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 5th May 2024 - 10:18 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი