IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> რატომ არა ხარ ეკლესიაში?
სოფი
პოსტი Oct 10 2007, 02:43 PM
პოსტი #1


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



რატომ არა ხარ ეკლესიაში?

არქიმანდრიტი ხარლამპი ვასილოპულოსი


წილად მხვდა ბედნიერება ამ წიგნის ხელში ჩავარდნისა და ნამდვილად არ გამიძლებდა გული,რომ ამაზე თემა არ გამეხსნა და თქვენთვისაც არ გამეცნო.თხელი წიგნია,ამიტომ შევეცდები ხელით ავკრიფო და ნელ-ნელა სრულად მოგაწოდოთ.
იქნებ ეს წიგნი ვიღაცას დაეხმაროს ნაბიჯის წინ გადადგმაში,საბოლოოდ გადააწყვეტინოს ტაძარში მისვლა.

დღეს ბევრი მართლმადიდებელი ადამიანი არ ცხოვრობს ეკლესიური ცხოვრებით.ზოგს არ უნდა და ზოგსაც უნდა,მაგრამ რაღაც აკავებს,რომ მივიდეს ეკლესიაში.არიან ისეთებიც,რომლებიც ამბობენ: "მართალია,აუცილებელია ეკლესიაში მისვლა,მაგრამ ამას ხვალ ან ზეგაც მოვახერხებ.დღეს ამისთვის მზად არ ვარ."
"ყოველდღიურად უამრავი ადამიანი მიდის იმქვეყნად,უმეტესობა მოულოდნელად.მათ შორის ბევრია ახალგაზრდაც.თავიანთი სიკვდილის წინა დღეს მათ არც კი იცოდნენ,რომ ერთი დღის სიცოცხლეღა ჰქონდათ დარჩენილი.მიმოიხედეთ თქვენს გარშემო და დარწმუნდებით ამ სიტყვების სიმართლეში.კარგად დაფიქრდით, იქნებ ეს თქვენი ცხოვრების ბოლო დღეა,იქნებ ხვალ უკვე გვიან იყოს.ასე,რომ ხვალ კი არა დღესვე,ამ წუთშივე წადით მოძღვართან,რომ მოასწროთ თქვენი სულის გადარჩენა.
ჩვენ შორსა ვართ იმ აზრისაგან,რომ ვინც ეკლესიაში მოვა ყველა გადარჩება,მაგრამ წმინდა მამთა სულიერ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ,როგორც წარღვნის დროს ნოეს კიდობნის გარეთ ვერავინ გადარჩა,ისე დღეს ეკლესიის გარეთ ვერავინ გადარჩება.ეკლესიაში მოსულთ კი აქვთ შანსი და თუ გავირჯებით იმედი უნდა ვიქონიოთ ღვთის მოწყალებისა."
იქნებ ამ წიგნის წაკითხვა დაეხმაროს ვიღაცას,მისი დანიშნულება ხომ სწორედ ადამიანების ეკლესიისკენ მობრუნებაა.

ავტორი უბრალო და გასაგები ფორმით გვაცნობს უფლის მეოთხე მცნებას,გვესაუბრება ეკლესიასა და მის საიდუმლოებებზე იმ მიზეზებზე,რომლებიც ხელს უშლიან ქრისტიანებს იყვნენ ეკლესიის ერთგული შვილები."ეს წიგნი პატარა,მაგრამ ბევრის მომცველია.იგი ეძღვნება ეკლესიაში,წირვა-ლოცვაზე დასწრებასთან დაკავშირებულ საკითხებს.დასაწყისში მისი ავტორი დაბეჯითებით გვარწმუნებს ეკლესიაში სიარულის აუცილებლობაში და გვესაუბრება მის სარგებლობაზე.შემდეგ მოჰყავს თავის მართლების მაგალითები,რომლებიც ჩვეულებრივ თან ახლავს საკვირაო ღვთისმსახურების გაცდენას და დაწვრილებით განიხილავს ამ უარყოფითი მოვლენის ბუნებას.უბრალოდ და გასაგებად გვიხსნის,როგორ უნდა მოვემზადოთ ეკლესიაში წასასვლელად და ბოლოს ამთავრებს საღვთო ლიტურგიის მოქმედებათა მოკლე,მაგრამ ღრმა განმარტებით."

პ.ს. სხვისი არ ვიცი და,რაღა ვთქვა,რომ არა ჩემთვის ეკლესია... rolleyes.gif rolleyes.gif

ეკლესიისკენ ერთი ადამიანის მობრუნების დროსაც კი ანგელოზები ცაში სიხარულით გალობენ: "ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა,რომელმან შეინანოს" (ლუკა 15,7)


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2007, 02:59 PM
პოსტი #2


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(sofi89 @ Oct 10 2007, 02:43 PM) *


პ.ს. სხვისი არ ვიცი და,რაღა ვთქვა,რომ არა ჩემთვის ეკლესია... rolleyes.gif rolleyes.gif

ეკლესიისკენ ერთი ადამიანის მობრუნების დროსაც კი ანგელოზები ცაში სიხარულით გალობენ: "ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათვის ცოდვილისა,რომელმან შეინანოს" (ლუკა 15,7)


მართლაც, სოფი, რომ არა ჩვენთვის ეკლესია, რა იქნებოდა?? ალბათ, დიდი სიბნელე სულისა და ცოდვით დაცემა უამრავგზის..

როცა ადამიანი ეკლესიურ ცხოვრებას იწყებს, უდიდესი სიხარულის შეგძნება მეუფლება და წარმომიდგენია ზეცაში რა ზეიმია ანგელოზთა..

და ამავდროულად გულს მტკენს ის ფაქტი, როცა არის ადამიანი, რომელიც ერთ დროს შეერთებული იყო უფალთან ტაძარში საიდუმლებებში მონაწილეობით, დღეს კი ამ ტაძრის მიღმაა და რაღაც მიზეზების გამო მიწიერ ყოფაში ისეა ჩაფლული, რომ ტაძარს აღარ ეკარება..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Oct 10 2007, 03:14 PM
პოსტი #3


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



marine

აბსოლუტურად გეთანხმები მარინე.
ციტატა
რაღაც მიზეზების გამო მიწიერ ყოფაში ისეა ჩაფლული, რომ ტაძარს აღარ ეკარება..

ამაზე ჩემი სკოლის ერთი ქართულის მასწავლებელი გამახსენდა.ტაძრის გაკარება-არგაკარებაზე რა მოგახსენო,მორწმუნე ქალია,მაგრამ არ მისდევს ეკლესიურ ცხოვრებას,და ყველაზე ძალიან იმაზე დამწყდა გული,როცა თქვა,რომ მე საერო საქმეს ვასრულებ და სასულიეროს ვერა,ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს,ხოლო მე საერო საქმეში ვდგევარო.უბრალოდ სამწუხაროა,როცა ადამიანი ვერ ხვდება ეკლესიური გზით სიარულის მნიშვნელობას.მას ხომ შეუძლია შაბათ-კვირა უფალს დაუთმოს და დანარჩენ დღეებში მიხედოს თავის საერო საქმეებსsad.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2007, 03:39 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(sofi89 @ Oct 10 2007, 03:14 PM) *

marine

აბსოლუტურად გეთანხმები მარინე.

ამაზე ჩემი სკოლის ერთი ქართულის მასწავლებელი გამახსენდა.ტაძრის გაკარება-არგაკარებაზე რა მოგახსენო,მორწმუნე ქალია,მაგრამ არ მისდევს ეკლესიურ ცხოვრებას,და ყველაზე ძალიან იმაზე დამწყდა გული,როცა თქვა,რომ მე საერო საქმეს ვასრულებ და სასულიეროს ვერა,ყველა ადამიანს თავისი გზა აქვს,ხოლო მე საერო საქმეში ვდგევარო.უბრალოდ სამწუხაროა,როცა ადამიანი ვერ ხვდება ეკლესიური გზით სიარულის მნიშვნელობას.მას ხომ შეუძლია შაბათ-კვირა უფალს დაუთმოს და დანარჩენ დღეებში მიხედოს თავის საერო საქმეებსsad.gif


მესმის შენი გულისტკივლი, სოფი..

ჩემს გარშემო ის ძვირფასი ადამიანები, ვინც მინდოდა რომ ეკლესიურები ყოფილიყვნენ, სხვადასხვა დროს უმრავლესობამ ეკლესიური ცხოვრება დაიწყო და არიან ისინი, რომლებიც ჯერ კიდევ არ დადიან ეკლესიაში და ვლოცულობ მათზე, რომ ისინიც ამ წმინდა გზას დაადგნენ..

ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, რომ უფალმა უკეთ იცის ვინ როდის მიიახლოვოს, მთავარია ჩვენ ლოცვებში გვახსოვდეს და გვინდოდეს ჩვენთვის საყვარელი ადამიანების სულიერი ზესვლა..

ჩემმა უახლოესმა ადამიანმა 6-7 წლის წინ ეკლესიაში სიარული დაიწყო, აღსარება თქვა, ეზიარა.. მერე თანდათან ჩამოშორდა და აღარ დადის, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ არ ლოცულობს და საერთოდ არ შედის ტაძარში.. რათქმაუნდა გული მტკივა და ძალიან მინდა რომ კვლავ მრევლი გახდეს.. არაჩვეულებრივი ადამიანია, უდიდესი სიკეთითა და ქველმოქმედებით გამორჩეული, ამიტომ მჯერა რომ ეს უფლსიგანაა დაშვებული და რომ ერთ დღეს უფალი ისევ მოეფერება, ისევ გულში ჩაიკრავს.. smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Oct 10 2007, 03:44 PM
პოსტი #5


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



დღეს ეკლესიურ ცხოვრებას, შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის მხოლოდ უმცირესობა მისდევს. დანარჩენი შორს დგას ეკლესიისგან. და ამზე ძალიან ბევრის არგუმენტი შემდეგნაირია: "მთავარია გულით იყო კეთილი და სუფთა, თორემ რამდენი მინახავს, ეკლესიაში რომ დადის და ათასგვარ ბოროტებას აკეთებსო". ამგვარი მიდგომა კი, რა თქმა უნდა, დამღუპველია. ხალხის უმეტესობამ არ იცის, რომ სულის გადარჩენის ერთადერთი გზა ეკლესიური ცხოვრებაა.


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2007, 03:53 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(Ismail @ Oct 10 2007, 03:44 PM) *

დღეს ეკლესიურ ცხოვრებას, შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობის მხოლოდ უმცირესობა მისდევს.


თუმცა, ისმაილ, სტატისტიკით საქართველოს მოსახლეობის 80% თვლის, რომ მორწმუნე მართლმადიდებელია, ეკლესიურია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ტაძარში წირვა-ლოცვებზე არ დადიოდეს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Oct 10 2007, 04:04 PM
პოსტი #7


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



sofi89 გაიხარე ასეთი თემისთვის


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Oct 10 2007, 04:16 PM
პოსტი #8


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ციტატა(marine @ Oct 10 2007, 03:53 PM) *

თუმცა, ისმაილ, სტატისტიკით საქართველოს მოსახლეობის 80% თვლის, რომ მორწმუნე მართლმადიდებელია, ეკლესიურია, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ტაძარში წირვა-ლოცვებზე არ დადიოდეს.

რა თქმა უნდა, საბედნიეროდ ეგრეა, მართლმადიდებლები არიან.

მაგრამ მარტო მართლმადიდებლად ყოფნა და საკუთარი თავის მართლმადიდებლად ჩათვლა საკმარისი არაა...


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2007, 04:22 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(Ismail @ Oct 10 2007, 04:16 PM) *

მაგრამ მარტო მართლმადიდებლად ყოფნა და საკუთარი თავის მართლმადიდებლად ჩათვლა საკმარისი არაა...


ეგ რათქმაუნდა.. არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც უნდა დაამტკიცოს და გამოხატოს ადამიანმა თავისი რწმენა..

მე მაინც იმედს არ ვკარგავ ხოლმე და მჯერა, რომ უფალმა უკეთ იცის ვინ როდის მიიახლოვოს, ვინ როდის იყოს მეათერთმეტე ჟამის მუშაკი..
მთავარია ჩვენ არ დავიზაროთ იმ ადამიანებზე ლოცვა, ვიზეც გული შეგვტკივა.. ეს ყველაზე კარგი ხერხია, ვიდრე ქადაგებებით თავის მობეზრება, რაც ხშირად სრულდება პირიქით, ადამიანის უარყოფაში ჩავარდნით..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Oct 10 2007, 04:29 PM
პოსტი #10


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა(marine @ Oct 10 2007, 04:22 PM) *

მთავარია ჩვენ არ დავიზაროთ იმ ადამიანებზე ლოცვა, ვიზეც გული შეგვტკივა.. ეს ყველაზე კარგი ხერხია, ვიდრე ქადაგებებით თავის მობეზრება, რაც ხშირად სრულდება პირიქით, ადამიანის უარყოფაში ჩავარდნით..


100% thumbs.gif

ჩემზე ილოცეთ რაა.. sad.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2007, 04:33 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(leluka @ Oct 10 2007, 04:29 PM) *

100% thumbs.gif

ჩემზე ილოცეთ რაა.. sad.gif


რათქმაუნდა smile.gif ლელუკა, ფორუმის მოსახსენებელში ხარ ჩაწერილი?


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Oct 10 2007, 04:38 PM
პოსტი #12


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ციტატა(marine @ Oct 10 2007, 04:22 PM) *

ეგ რათქმაუნდა.. არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმითაც უნდა დაამტკიცოს და გამოხატოს ადამიანმა თავისი რწმენა..

მე მაინც იმედს არ ვკარგავ ხოლმე და მჯერა, რომ უფალმა უკეთ იცის ვინ როდის მიიახლოვოს, ვინ როდის იყოს მეათერთმეტე ჟამის მუშაკი..
მთავარია ჩვენ არ დავიზაროთ იმ ადამიანებზე ლოცვა, ვიზეც გული შეგვტკივა.. ეს ყველაზე კარგი ხერხია, ვიდრე ქადაგებებით თავის მობეზრება, რაც ხშირად სრულდება პირიქით, ადამიანის უარყოფაში ჩავარდნით..

ki.gif


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Oct 10 2007, 04:46 PM
პოსტი #13


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა(marine @ Oct 10 2007, 04:33 PM) *

რათქმაუნდა smile.gif ლელუკა, ფორუმის მოსახსენებელში ხარ ჩაწერილი?


დიახ მარინე rolleyes.gif

მე არ ვიცი როგორ მოვიხსენიო ხალხი ლოცვებში.... unsure.gif


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2007, 04:59 PM
პოსტი #14


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(leluka @ Oct 10 2007, 04:46 PM) *

დიახ მარინე rolleyes.gif

მე არ ვიცი როგორ მოვიხსენიო ხალხი ლოცვებში.... unsure.gif


მე ფსალმუნების კითხვისას ვიხსენიებ ყველას..

როცა ფსალმუნი მთავრება "დიდება მამასა და ძესა..." მერე შესაბამის ლოცვას ვამბობ სადაც სახელებს ჩამოვთვლი ხოლმე..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Oct 10 2007, 05:02 PM
პოსტი #15


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა(marine @ Oct 10 2007, 04:59 PM) *

მე ფსალმუნების კითხვისას ვიხსენიებ ყველას..

როცა ფსალმუნი მთავრება "დიდება მამასა და ძესა..." მერე შესაბამის ლოცვას ვამბობ სადაც სახელებს ჩამოვთვლი ხოლმე..



smile.gif მეც არ გამიკვირდა რომელ ლოცვაში უნდა მოიხსენიო თქო smile.gif მე ფსალმუნებს ჯერ არ ვკითხულობ

დილა საღამოს ლოცვები ვერ წამიკითხია ხეირიანად sad.gif მაგრამ გულში ვთხოვ ხოლმე ჩემთვის ხალხზე რომ კარგად

იყვნენ . დაგლოცოთ და გაგახაროთ ღმერთმა ყველანი


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 10 2007, 05:03 PM
პოსტი #16


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(leluka @ Oct 10 2007, 05:02 PM) *

smile.gif მეც არ გამიკვირდა რომელ ლოცვაში უნდა მოიხსენიო თქო smile.gif მე ფსალმუნებს ჯერ არ ვკითხულობ

დილა საღამოს ლოცვები ვერ წამიკითხია ხეირიანად sad.gif მაგრამ გულში ვთხოვ ხოლმე ჩემთვის ხალხზე რომ კარგად

იყვნენ . დაგლოცოთ და გაგახაროთ ღმერთმა ყველანი


ჯობია იმ დღეს მზემ სინათლე არ გამოსცეს ვიდრე ქრისტიანმა ერთი ფსალმუნი მაინც არ წაიკითხოსო, უთქვამთ წმინდა მამებს smile.gif



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Oct 10 2007, 05:07 PM
პოსტი #17


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა(marine @ Oct 10 2007, 05:03 PM) *

ჯობია იმ დღეს მზემ სინათლე არ გამოსცეს ვიდრე ქრისტიანმა ერთი ფსალმუნი მაინც არ წაიკითხოსო, უთქვამთ წმინდა მამებს smile.gif


blink.gif მართლაა ??? მე ვიცი რომ კურხევა გინდაო და რავიცი ადვილად არ შეიძლება აიღო და წაიკითხოო....




--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tako@tako
პოსტი Oct 10 2007, 05:12 PM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 237
რეგისტრ.: 4-June 07
წევრი № 2,096



ეჰ დრო იყო ლოცვებსაც ვკითხულობდი და ფსალმუნებსაც .გაყინულ გადაუხურავ ბაგრატის ტაზარში დავდიოდი და არ მციოდა რადგან ვლოცულობდი ახლა?ახლა ნუ მკითხავთ ,უბრალოდ ვისაც არ ცივა ილოცოს ჩემი 'ფუფუნებით გამტკბარი სულისთვის' რომ იქნებ მეც შემცივდეს ოლოცველობისგან.ღმერთო შენ შეეწიე ყველა გულით მლოცველს.ახლა მოლა 'გაყვირის' გარეთ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი Oct 10 2007, 05:16 PM
პოსტი #19


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



ციტატა(tako@tako @ Oct 10 2007, 05:12 PM) *

ეჰ დრო იყო ლოცვებსაც ვკითხულობდი და ფსალმუნებსაც .გაყინულ გადაუხურავ ბაგრატის ტაზარში დავდიოდი და არ მციოდა რადგან ვლოცულობდი ახლა?ახლა ნუ მკითხავთ ,უბრალოდ ვისაც არ ცივა ილოცოს ჩემი 'ფუფუნებით გამტკბარი სულისთვის' რომ იქნებ მეც შემცივდეს ულოცველობისგან.ღმერთო შენ შეეწიე ყველა გულით მლოცველს.ახლა მოლა 'გაყვირის' გარეთ.




რა ამბავია შენს თავს თაკო... unsure.gif

უფალი შეგეწიოს

თქვენ გაიხარეთ ხალხო ვინც ჩვენზე ლოცულობთ



--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tako@tako
პოსტი Oct 10 2007, 05:24 PM
პოსტი #20


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 237
რეგისტრ.: 4-June 07
წევრი № 2,096



QUOTE(marine @ Oct 10 2007, 03:59 PM) *

მე ფსალმუნების კითხვისას ვიხსენიებ ყველას..

როცა ფსალმუნი მთავრება "დიდება მამასა და ძესა..." მერე შესაბამის ლოცვას ვამბობ სადაც სახელებს ჩამოვთვლი ხოლმე..



ვიცი კი რა მჩირს რო გიპასუხოთ.ეს კი ვიცი რო დღეს არა ხვალ წამოვალ აქედან აქ უფალს დავშორდი, ლოცვა დავივიწყე,მადლობა დეკ.ანდრეას თვალები ამიხილა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 11:16 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი