IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> გელა ჟვანიას საპასუხო წერილი, ...
დათიკო
პოსტი Nov 21 2006, 07:03 PM
პოსტი #1


დათიკო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,383
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: ვეიკი
წევრი № 10



წერილის ორიგინალს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ
მას უკვე ჰქონდა გამოქვეყნებული ერთი ასეთი წერილი ადრე, რასაც დიდი შფოთი და ვნებათა ღელვა მოჰყვა სასულიერო სასწავლებელში. ამის საპასუხოდ არავის დაუწერია არაფერი და მარტოოდენ ლანძღვაგინებით შემოიფარგლნენ. რამდენიმე სტუდენტი ძლივს გააკავეს, რომ არ ეცემათ იგი. ბუნებრივია, ადამიანის ასეთ დამოკიდებულებაზე მსგავსი რეაქცია სულაც არაა გასაკვირი, მაგრამ მე აგრესიის მომხრე არ ვარ.
მის ასეთ ქმედებას საჭიროა პასუხი ისეთივე ხეტრხით გაეცეს, როგორიტაც ის სარგებლობს.
სწორედ ამან მიბიძგა დამეწერა საპასუხო წერილი:

გელა ჟვანიას წერილის პასუხად


უპირველეს ყოვლისა, მინდა ბოდიში მოვიხადო ჩემი კადნიერებისთვის რომ ხმას ვიმაღლებ და ყველასთვის გასაგონად ვამბობ ჩემს სათქმელს (სატკივარს) სამწუხაროდ არ შემიძლია თავის შეკავება იმაზე რასაც სასულიერო აკადემიის მე - 4 კურსის სტუდენტის გელა ჟვანის წერილი ქვია. წერილი, რომელიც განთავსებულია (ბასილი კობნახიძის ორგანიზაციის) ”რელიგიური საკითხების შემსწავლელი ცენტრის” ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე.

დავიწყოთ იმით, რომ გელა ჟვანია ძალინ ზოგადად და ზედაპირულად ეკიდება პრობლემას. მისი დამოკიდებულება ეკლესიის მესვეურთა მიმართ რბილად რომ ვთქვათ უარყოფითია. მის მიერ ჩამოთვლილი პრობლემები ცალსახაა, არაარგუმენტირებული და საღ აზრს მოკლებული. ერთი შეხედვით, რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ეს ადამიანი ნაწყენია ვიღაცაზე და ნებისმიერი ხერხით ცდილობს სამაგიეროს გადახდას. იშველიებს რა აბსურდულ და საფუძველს მოკლებულ ბრალდებებს, ცდილობს ჩირქი მოცხოს ეკლესიას (ზოგადად) და საკუთარი პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილოს.
აქ რომ ყოფილიყო მისი დამოკიდებულების გამოხატვა კონკრეტულად რომელიმე მოძღვართან, მე ამ პასუხს არ დავწერდი, მაგრამ მისი დამოკიდებულება საყოველთაო სახეს ატარებს. უპირისპირდება მთლიანად საპატრიარქოს და თბილისის სასულიერო სემინარიის ხელმძღვანელობას (მისი რექტორი კი თავდ უწმინდესია).
იმისთვის რომ ჩემი ეს კონტრ-წერილი ისეთივე არაარგუმენტურებული არ აღმოჩნდეს როგორც თავად ბატონ გელას წერილია, შევეცდები განვიხილო ის დეტალურად და ჩემი მოსაზრება შესაბამისი არგუმენტებით დავასაბუთო.
დავიწყოთ იქიდან, რომ წერილის დასაწყისშივე ბატონი გელა ძალიან ცდილობს დაგვანახოს თუ რამდენად ჩახედულია ეკლესის ცხოვრებაში და ამით დაგვიმტკიცოს რომ მისი დაკვირვებანი ამ სფეროში ძალიან კომპეტენტურია და ურყევი. მონასტრებში და სემინარია-აკადემიაში გატარებული წლები სულაც არაა იმის დამამტკიცებელი, რომ ესა თუ ის ადამიანი კომპეტენტურია ამ დარგში. ამის მაგალითად მინდა გავიხსენო ეპისკოპოსთა და მოძღვართა მთელი დასი, რომლებმაც შესანიშნავად იცოდნენ სჯულის კანონი მაგრამ მიუხედავად ამისა არღვევდნენ მას და განიკვეთებოდნენ ხოლმე ეკლესიიდან (შორს წაგვიყვანს ამ საეკლესიო მოღვაწეთა სახელების ჩამოთვლა). ასე რომ, იმის მოშველიება არგუმენტად თითქოსდა ეკლესიის წიაღში გატარებული წლები გვაძლევდნენ უფლებას ადამიანის კომპეტენტურობა შევაფასოთ, არაა მაინცდამაინც სწორი. ისეთებიც გამიგია, რომ წლების განმავლობაში მუშაობენ ხელნაწერებთან, შეხება აქვთ ყველაზე დიდი სიწმინდეებთან, მაგრამ რჩებიან ურწმუნო ათეისტ მეცნიერებად (ეს მათი შეურაცხყოფა არაა, უბრალოდ მათი დამოკიდებულება ამ სიწმინდეთა მიმართ რადიკალურად განსხვავებულია, ვიდრე თუნდაც დამწყები ახლადმონათლული მორწმუნესათვის). ერთი სიტყვით იმ ფაქტორის მოშველიება თითქოსდა ბატონი გელა ძალიან ეკლესიურია, არ ამტკიცებს მის სიმართლეს ამ სფეროში.
შემდეგი ფრაზა იმის შესახებ თუ როგორ გამოიცვალა ბატონმა გელამ 20 მოძღვარი, მოწმობს არა ამ მოძღვართა ”დამსახურებებზე” არამედ თავად ბატონ გელას რთულ, დაუმორჩილებელ, უნდობ ხასიათზე. ძალიან მეეჭვება მან ოდესმე მისი შესაფერისი მოძღვარი იპოვნოს (ჩვენი ეკლესიის წიაღში), რადგან ყოველთვის შეძლებს ”გამოუჩხრიკოს” უარყოფითი თვისება (როგორც ვატყობ ეს უკვე მის ხასიათში ზის). მას ალბათ ავიწყდება, რომ მოძღვრები ჩვეულებრივი ადამიანები არიან. აქვე არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი არაქრისტიანული, განკითხვითი დამოკიდებულება ადამიანა მიმართ. თუ მან ამდენი წელი გაატარა მონასტრებში, მაშინ კარგად უნდა ესწავლა ისიც რომ მოძღვრის განკითხვა საკმაოდ მძიმე ცოდვაა. მითუმეტეს თუ ამას საჯარო განხილვაზე გამოიტანს. თუმცა ის ასეთ შემთხვევაში თავს გაიმართლებდა იმით, რომ არ ასახელებს მათ სახელებს, თითქოსდა კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე. არადა ეს უარესია. აქ არსადაა დასახელებული არცერთი მოძღვრის სახელი. დარწმუნებული ვარ, არცერთი მათგანი (ვისაც ბატონი გელა გულისხმობს) არ არის ისეთი, როგორებადაც ის აღწერს.
უნებლიედ მებადება კითხვა: ნუთუ არ დაინტერესდა ამ წერილის გამოქვეყნებისას რედაქცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რომელ მოძღვრებზეა საუბარი? (ალბათ დაინტერესდა და ძალიანაც კარგად იცის ვიზეა საუბარი, მაგრამ განგებ არ სთხოვს წერილის ავტორს წერილშივე დაასახელოს ისინი) იქნებ ბატონი გელა ცილს სწამებს მათ? (მითუმეტეს რომ არა ერთზე და ორზე, არამედ ერთბაშად 20 მართლმადიდებელ მოძღვარზეა საუბარი). და თუ ეს მართალია, რატომ არსად არ წერია მათი კონკრეტული ”ბრალდებანი” მის მიმართ. პასუხი ნათელია: მათი სახელების დასახელება გამოააშკარავებს ბატონ გელას სიცრუეს. ასე ხომ ძალიან იოლია ვიფიქროთ ბატონ გელაზე როგორც წამებულ და რეპრესიაში მოყოლილ ადამიანზე?! იქნებ მართლაც დამნაშავენი არიან მის წინაშე ეს მოძღვრები და ბატონი გელა ”უფრთო ანგელოზია”?! არც ამაში დარწმუნების საშუალებას მაძლევს ბატონი გელა ჟვანია, რადგან ფარავს კონკრეტულად იმ ფაქტებს რის საფუძველზეც ერთდროულად 20 მოძღვარს სცხებს ჩირქს.

შემდეგ აბზაცში საუბარია ეკლესიის იმ პრობლემათა შესახებ, რომელთა შესახებაც, ვითომდა, არაერთხელ აღიმაღლეს ხმა საპატრიარქოში, რაც, უკეთეს შემთხვევაში უყურადღებოდ დატოვეს ან უარეს შემთხევევაში ”რეპრესია” მოუწყვეს” მათ ავტორებს. აქაც ანალოგიურ ფაქტთან გვაქვს საქმე. არსად არაა დასახელებული არცერთი პიროვნება და არცერთი დარღვევის ფაქტი. შესაძლებელია დარღვევები მართლაც იყო, მაგრამ რატომ უნდა ვენდო სიტყვაზე ბატონ ჟვანიას, რომლის დამოკიდებულებაც ეკლესიის მესვეურთა მიმართ მკარცრად უარყოფითია? იქნებ ასეთი ფაქტები მართლაც იყო, მაგრამ იქნებ მათ მიიღეს ის რაც ეკუთვნოდათ? არც აქ დაინტერესებულა რედაქცია კონკრეტულად რას გულისხმობდა ბატონი გელა როდესაც ეკლესიის მესვეურთა შავბნელ საქმიანობაზე საუბრობდა. არ ვიცი მართლაც ეშინია ამ ”შავბნელ მოხელეთა” სახელების დასახელება ბატონ გელას, თუ უბრალოდ ეკლესიის მოღვაწეთა სიძულვილის დათესვას ცდილობს საზოგადოებაში?!

ყოველივე ამას მოსდევს ეკლესიის წიაღში არსებული პრობლემების ჩამონათვალი.
1. სასულიერო სასწავლებლებში აუცილებელია პროფესიონალი პროფესორ - მასწავლებლების შერჩევა.
მოდით შევხედოთ ”არაპროფესიონალ” პედაგოგთა მცირე სიას, რომლებიც ბატონ გელას აზრით შეცვლას საჭიროებენ :
პირველ რიგში თავად უწმინდესი, რომლიც გულდასმით და დიდი მზრუნველობით ექცევა მთელს სასწავლებელს. ზრუნავს თვითეულ მის წევრზე და ხშირად აწყობს საინტერესო შეხვედრებს.
საღვთისმეტყველო კათერდრის გამგე, პროფესორი ედიშერ ჭელიძე, ვისაც ერთხელ მაინც გაუგია ამ ადამიანის სახელი, ოდნავადაც არ დაეჭვდება მის პროფესიონალიზმში (შორს წაგვიყვანს მისი პუბლიკაციების და შრომების ჩამოთვლა).
მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე) - საქართველოს ეკლესიის ისტორიის სპეციალისტი. ავტორი მრავალი წიგნისა და პუბლიკაციისა. (თუ ბატონი გელა თვლის, რომ საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ვინმე მასზე უფრო კომპეტენტურია, დაასახელოს)
ქალბატონი მარიკა ლორთქიფანიძე - ვიქრობ ზედმეტია ამ ადამიანის კომპეტენტურობაზე ეჭვი შევიტანოთ. თუ ასე არაა, გთხოვთ შემისწოროთ.
ბატონი გრივერ ფარულავა - მე ვერ წამომიდგენია ამ ადამიანზე უკეთ თუ არის შესაძლებელი ძველი ქართული ლიტერატურის გადმოცემა.
ქაბატონი ლეილა გეგუჩაძე - ქართული ენის უძლიერესი პედაგოგი.
მამა გიორგი (გამრეკელი) - პროტოპრესვიტერი.
მამა მიქაელი (ბოტკოველი) - საქართველოს პატრიაქის მდივანი.
ქალბატონი გვანცა კოპლატაძე – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მთარგმნელი მრავალი წიგნისა და შრომისა. ბიზანტოლოგიის სპეციალისტი.
მამა დემეტრე - არქიდიაკონი, არ ვიცი ვინ შეძლებს უკეთ გადმოსცეს სტუდენტებს ლიტურგიკა, თუ არა მან.

და კიდევ მრავალი დამსახურებული პედაგოგი, ისეთი, რომელზეც ცოდნას მოწყურებული სტუდენტი თუ ინატრებს მხოლოდ.

აქვე არ შეიძლება არ დავივიწყოთ, რომ შენდება ახალი შენობა, სადაც განთავსდება თბილისის სემინარია და აკადემია. ახალი, საერთაშორისო სტანდარტებით აგებული სასწავლებელი, ყველა აუცილებელი პირობით.

2. საულიერო სასწავლებლებში აუცილებელია სასტიპენდიო სისტემაზე გადასვლა, რომ სტუდენტებმა სტუდენტებად იგრძნონ თავი და არ იყვნენ დაკავებული საპატრიარქოს სარდაფებში პურის ცხობითა და სხვა საქმიანობით.
ჯერ ერთი ვერ გამიგია, სტიპენდიის არ ქონამ, როგორ უნდა გაიძულოს თქვა რომ სტუდენტად არ გრძნობ თავს?
მეორეც, საიდან მოიტანა ბატონმა გელამ თითქოსდა სტუდენტებს პურს აცხობინებენ და აიძულებენ სხვა საქმიანობით იყონ დაკავებულნი?
3. გადაიჭრას პანსიონში მცხოვრებ სტუდენტთა დაპურების საკითხი, დღეს ისინი ამ წყალობას მოკლებულნი არიან გაურკვეველი მიზეზების გამო. ამ პრობლემას სულ რამდენიმე ათასი ლარი გადაჭრის.
სასულიერო სასწავლებელს სხვა სასწავლებლებისგან განსხვავებით, გააჩნია უფასო სასადილო, მათთვის ვინც უფასოდ ცხოვრობს მისივე პანსიონში და სადაც მათ უფასოდ ემსახურებიან კომპეტენტური კულინარები. უკაცრავად იმ გურმანებთან, თუ მათი გემოვნება ვერ დააკმაყოფილა სასულიერო სემინარიის სასადილომ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს სასულიერო სასაწვლებელია. მონასტრებში წლების განმავლობაში მცხოვრებმა ბატონმა გელამ კარგად უნდა იცოდეს წესით სასულიერო პირთა დამოკიდებულება კვებასთან და მარხვასთან დაკავშირებით. როგორც წინა პუნქტებში აქაც მტკნარ სიცრუესთან გვაქვს საქმე.
4. სტუდენტი არ უნდა გახდეს დევნის და გარიცხვის ობიექტი განსხვავებული და თავისუფალი აზრის გამო, რომლის პრაქტიკა სასულიერო სასწავლებლებში ფართოდ გამოიყენება. არადა საკითხი მხოლოდ პროფესიონალურ პედაგოგიურ მიდგომას საჭიროებს და არა გარიცხვას.
სტუდენტების გარიცხვა მართლაც ხდება ამ სასწავლებელში და არა იმ მიზეზის გამო რასაც ბატონი გელა ასახელებს, არამედ იმიტო, რომ ზოგ-ზოგიერთებს სწავლა ეზარებათ და გაცდენათა რაოდენობა გასაკვირად ბევრია.
საოცარია თავად ის ფაქტიც, რომ ისეთი ადამიანი როგორიც ბატონი გელა ჟვანიაა, დღემდე არაა გარიცხული, მიუხედავათ მისი უაზრო ბრალდებებისა. ბუნებრივია, ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს და თუ ასე გაგრძელდა მისი გარიცხვა არც არავის გაუკვირდება. მას შფოთო შემოაქვს მთლიანად სასწავლებელში და მისი დამოკიდებულება გავს ამ ადამიანისას, რომლიც იმავე ტოტს ჭრის რომელზეც ზის.
ერთია როდესაც ადამიანი ირიცხება სასწავლებლიდან იმის გამო, რომ ის არ სწავლობს, ან აცდენს ლექციებს და მეორეა, როდესაც ცდილობს სწავლის წესი მოარგოს მისთვის სასურველ ფორმას. გადააქციოს სასწავლებელი ისეთ დაწესებულებად, სადაც მხოლოდ მისი ”კომპეტენტური” წესით მოხდება სწავლის სტრუქტურის ჩამოყალიბება.
5. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს საკადრო პოლიტიკას მთლიანად ეკლესიაში და პრიორიტეტულად უნდა იქცეს განათლება და ღირსება. ეკლესია საუკეთესოთა შორის საუკეთესოების მოზიდვას უნდა ცდილობდეს და არ უნდა იქცეს ქურდული მენტალობის ადამიანების თავშესაფარად.
ჯერ ერთი, უკაცრავად და ვინაა ბატონი გელა ჟვანია, როდესაც საპატრიარქოს საკადრო პოლიტიკაზე საუბრობს? რამდენად კომპეტენტურია ის იმაში, რომ გადაწყვეტილება მიიღოს, თუ ვინ იყოს ამა თუ იმ ხარისხში და ვინ არა? რის საფუძველზე თვლის ის იმას, რომ განათლება არ ითვლება პრიორიტეტულად საპატრიარქოსთვის? თავად უწმინდესი რომ რექტორია ამ სასწავლებლისა ეს არაა საკმარისი მის პრიორიტეტულობაში რომ დავრწმუნდეთ და რატომღაც ბატონ გელა ჟვანიას არაარგუმენტირებული მსჯელობის უნდა გვჯეროდეს?
საიდან იცის ბატონმა მე-4 კურსის სტუდენტმა რომ საპატრიარქო და სასულიერო სასწავლებელი არ ცდილობს საუკეთესოთა მოზიდავასა და მათ წახალისებას? როგორც ყველგან არც აქ არანაირი მტკიცებულება და დასაბუთებული მსჯელობა მისი მხრიდან არ ჩანს.
აშკარა ბრალდებაა: ქურდელი მენტალობის ადამიანების თავშესაფრად დასახელება საპატრიარქოსი და სასულეირო სასწავლებლისა. როგორც ყოველთვის შესაბამისი დასაბუთების გარეშე. ნუ, ძალიან უნდა ამ ადამიანს რომ შეგვაძულოს საპატრიარქო, სამღვდელოება და სასულიერო სასწავლებელი და ყველა ხერხებით ცდილობს ამას, მაგრამ რაც არ უნდა იწვალოს, თუ შესაბამისი არგუმენტაცია არ მოიყვანა, ფუჭია მისი ყოველი მცდელობა. არგუმენტაციას კი ვერ მოიყვანს, რადგან ასეთი არ არსებობოს!
6. ავტორიტარული სენის აღმოფხვრა სასულიერო პირთა შორის. მრევლთან ურთიერთობისა და ზოგადად ეკლესიის მართვის ეს ფორმა ზემოთ აღნიშნული პრობლემების შედეგიც არის (იგულისხმება გაუნათებლობა და ქრისტიანობის მცდარი გაგება). ამგვარი დამოკიდებულებები კი მრევლის დემორალიზაციას იწვევს და ადამიანების რელიგიით ზომბირებას უწყობს ხელს.
”ავტორიტარული სენის აღმოფხვრა” - რას ნიშნავს ეს? მოდით ჯერ ყურადღება გავამახვილოთ იმ საკითხზე, რომ ბატონი გელა აქ კრებით ფორმას იყენებს, ანუ ეს სენი ვრცელდება ზოგადად ყველაზე, ვინც ექვემდებარება საპატრიარქოს. არ ვიცი შესაძლებელია ბატონი გელა ავტორიტარულობაში მოძღვრისა და მორჩილის დამოკიდებულებას გულისხმობს?! ესე იგი ეს სენი ყოფილა, რასაც მკურნალობა ესაჭიროება. საინეტერესოა, ვინ მოგვევლინება ასეთ შემთხვევაში მკურნალად? ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ეკლესიის ფენომენში, ძალიან კარგად იცის ის ამბავი რომ თავად ეკლესია არის მკურნალი ჩვენი სულებისა. როგორც ვხედავ ბატონ გელას ახალი სამედიცინო დასკვნა აქცს ხელთ. თუ ის კონკრეტულად რომელიმე მოძღვარზე საუბრობს, მაშინ რატომ არ აკონკრეტებს, რომ ამ სენით შეპყრობილია ესა და ეს, ან თუნდაც პროცენტული მაჩვენებელი მოგვცეს.
რაც შეეხება გაუნათლებლობას და ქრისტიანობის მცდარ გაგებას (იგულისხმება გაუნათებლობა და ქრისტიანობის მცდარი გაგება)
აქაც საკმაოდ დიდ ცდომილებვასთან გვაქვს საქმე. რაც ნიშნავს გაუნათლებლობა? ძალიან ბევრი წმინდანი ვიცით რომელთაც განათლებაზე არა აქვთ დიდი პრეტენზია, მაგრამ ისინი სათაყვანებელნი არიან ჩვენთვის, ასევე ბევრი გვინახავს ისეთიც, რომელთა განათლებაც გვაოცებს, მაგრამ მათი ”ქრისტიანობა” კი შორსაა ჭეშმარიტებისგან. მაინც რას გულისხმობს ბატონი გელა როდესაც გაუნათლებლობას არაქრისტიანობის პარალელურად გავწვდის?
7. კორუფციის აღმოფხვრა და კანცელარიის ”ვირთხების” მხილება. ეკლესიის სახელით ბიზნესის წარმოება და გადასახადების თავიდან აცილება, აღურიცხავი შემოსავლების არსებობა, რომლის გაყოფა-განაწილება სასულიერო პირთა შორის დაპირისპირების მიზეზიც კი ხდება.
აი ეს კი უკვე სისხლის სამართლის საკითხია. დამეთანხმებით ალბათ, რომ საკმაოდ მკაცრი და ხმამაღალი ბრალდებაა. (ბუნებრივია სტილი არ ირღვევა და არც აქაა კონკრეტული მისამართები)... ამირან გულში მღეროდას პრინციპებს წააგავს)).
არ ვიცი აქვს თუ არა იურიდიული განათლება ბატონ გელა ჟვანიას. ალბათ არ აქვს, რადგან ასეთ შემთხევავში კარგად ეცოდინებოდა, რომ სანამ ასეთი ბრალდება არაა დამტკიცებული არც მისი ჭეშმარიტებად გასაღება არ შეიძლება, რამეთუ ის ისე წერს თითქოს ეს უკვე დამტკიცებულია და ახლა მისი აღმოფხვრაღა დაგვრჩენია.
8. აუცილებელია ყურადღება მიექცეს სასულიერო პირთა ჰიგიენას.
ნუ, ამას სერიოზულად არ აღვიქვამ.
9. სამისიონერო საქმიანობა ფაქტიურად ჩამკვდარია და აუცილებელია ამ საქმიანობისათვის სპეციალური ლექციების ჩატარება სასულიერო სასწავლებლებში.
საიმისიონერო მოღვაწეობის გარძლიერებას მეც ვისურვებდი, რამეთუ რაც უფრო ძლიერი იქნება იგი, მით უკეთესი, მაგრამ იმის თქმა თითქოსდა ასეთი რამ ჩამკვდარია სასწავლებლებში, სრული სიცრუეა. ალბათ ბატონი გელა ასეთ ლექციებს აცდენს ხოლმე. სტუდენტები ჩართულები არიან ასეთ საქმიანობაში მეუფე სტეფანეს, მამა დემეტრეს, მეუფე ანანიას და სხვათა ხელმძღვანელობის ქვეშ.
10. ნაციონალიზმისა და ურაპატრიოტიზმის ქადაგება, რომელიც ქსენოფობიისა და ფაშიზმის დამკვიდრებას იწვევს. სასულიერო პირები ამ პრაქტიკას ხშირად მიმართავენ, რაც, ვფიქრობ, უბრალოდ დამღუპველია.
ნუ რა თქმა უნდა ისევ კონკრეტული ფაქტების გარეშე. რას უწოდებს ბატონი გელა ურაპატრიოტიზმს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეთ რამ მართლაც შეიძლება მოხდეს, მაგრა ასე ჰაერზე ბტრალდებების სროლა მხოლოდ მის პირად დაპირისპირებაზე მეტყველებს და არა კონკრეტულად პრობლემაზე.
11. ამბიონებიდან ხშირად ისმის ფსევდო ქრისტიანული, მითოლოგიური და ყურით მოთრეული ”ქრისტიანობის” პროპაგანდა, რომელსაც ქრისტეს სწავლებასთან ხშირად საერთო არაფერი აქვს.
აქაც ანალოგიური სიტუაცია.
12. აუცილებელია აღდგეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან დიალოგი და კავშირები. ღვთის სიტყვის დამოწმება აუცილებელია ყველგან და ყოველთვის.
ნუ, თუ ეს ბატონ გელას ყურამდე არ მისულა, ესე იგი ასეთი კავშირები არ არსებობს. საინტერესოა, რატომ უნდა ჩააბარონ ანგარიშები ბატონ გელას საპატრიაქროს თანამშრომლებმა, თუ რომელ საერთაშორისო ორგანიზაციებთა აქვთ თანამშრომლობა? ნუ, მისი ასეთი დამოკიდებულების შემდეგ არ მიკვირს ის, რომ მან ასეთების შესახებ არაფერი არ იცის. და საერთოდ მას არაფერს აღარ ეუბნებიან, რადგან ეგრევე საკუთარ ინტერპრეტაციას ახდენს.
ასევე ისიც საინტერესოა, გარდა კომპრომატების შეგროვებისა და საპატრიარქოს საწინააღმდეგო სტატიების წერისა, თავად ბატონი გელა თუ ასრულებს იმას რასაც ითხოვს სხვისგან, გარდა იმისამ რომ ცდილობს შეცვალოს აკადემიის და საპატრიარქოს მმართველობის სტრუქტურა? ეწევა თუ არა ის მისიონერულ საქმიანობას, როგორც თავად ასე სურს?
13. უნდა აღდგეს ისტორიულად არსებული საეკლესიო სასამართლო. ამისათვის კი საჭიროა კადრების მოძიება, მაგრამ უმოქმედობაც გაუმართებულია.
სააჯო კარიც ხომ არ დაგვეარსებინა და იქნება საეკერესიო კრების წმოწვევაზეც ნებართთვა მისგან აეღოთ მღვდელმთავრებს? ავიწყდება ბატონ გელას, რომ ის მხოლოდ მე-4 კურსის სტუდენტია და მისი კომპეტენციის საზღვრებს სცილდება ასეთი რამ.
14. აუცილებლობას წარმოადგენს წმ. სინოდის სამდივნოს შექმნა. ეს სამდივნო ორგანიზებას გაუწევს სინოდში მიმდინარე სხდომებს და მოამზადებს შესაბამის დოკუმენტებს.
ესე იგი წმინდა სინოდი ვერ ხვდება იმაში რომ მას სამდივნო ესაჭიროება და ბატონი გელა კი ხვდება და ურჩევს წმინდა სინოდს სასწრაფოდ გააკეთონ ეს. რატომ ჰგონია ბატონ გელას, რომ მან წმინდა სინოდზე კარგად იცის თუ რა ესაჭიროება თავად წმინდა სინოდს?
15. დღემდე არ არსებობს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.
აქაც ანალოგიური სიტუაციაა. ბატონი გელა თავის შესაძლებლობებს აშკარად საკმაოდ მაღად დონეზე აფასებს, რადგან თვლის თავს კომპეტენტურად წმინდა სინოდს, უწმინდესაა და საპატრიარქოს ურჩიოს რა გააკეთოს და რა არა.

ეხლა რაც შეეხება 100 მილიონიან ტაძრებს:
ალბათ ეცოდინება მატონ გელა ჟვანიას, თუ ვისი ხარჯებით აიგო ეს ტაძარი. ნუ, ალბათ უნდა ეთქვათ შემომწირველებისთვის, რომ - იცით რა მოდით ამ თანხით ეს ტაძარი კი არ ავაგოთ ბატონ გელა ჟვანიას განათლებას მოვახცმაროთო. ასეთი პრინციპით (არ ჯობდა ეს ფული სხვა საქმეში დახარჯელიყო?) არ აშენდებოდა არცერთი დიდი ტაძარი საქართველოში და უკეთეს ვარიანტში მცირე ბაზილიკების ამარა დავრჩებოდით.
საქმეც იმაშია, რომ ასეთი დიდი ტაძრის აგება სწორედაც რომ საწინდარია საქართველოს აღმავლობისა. მისი მრევლის რაოდენობის ზრდისა.
და თუ ვინმეს არ მოსწონს ასეთი დიდი ტაძრის აგება, ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ასეთს სრულებითაც არ მოსწონს საქართველოს აღმასვლა და მისი მრევლის რიცხვის ზრდაც.
ეს არა დექრისტიანიზაციაა, როგორც ამას ბატონი გელა ბრძანებს, არამედ მისი აღმავლობისა და გაბრწყინებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯები.
ღმერთმა გააძლიეროს და დალოცის ჩვენი ქვეყანა, მისი ერი და ბერი.

დავით ხოსიტაშვილი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
დათიკო   გელა ჟვანიას საპასუხო წერილი   Nov 21 2006, 07:03 PM
KAIROS   დათიკო, სად და როდი...   Nov 21 2006, 07:25 PM
თამარი   დათიკო, სად და როდი...   Dec 11 2006, 01:52 AM
ლილიანა   არ მინდა ვიყო გატე...   Nov 21 2006, 07:31 PM
დათიკო   KAIROS ბმულს თუ მიყვებ...   Nov 21 2006, 07:39 PM
glaxa   ?????   Nov 21 2006, 07:44 PM
KAIROS   ისევ გეთანხმები, ჩ...   Nov 21 2006, 07:47 PM
დათიკო   KAIROS გასაგებია, რომ მ...   Nov 21 2006, 07:52 PM
გუჯა   11. ამბიონებიდან ხშ...   Nov 21 2006, 07:56 PM
დათიკო   გუჯა შენ რა იცი რომ...   Nov 21 2006, 07:57 PM
გუჯა   გუჯა შენ რა იცი რო...   Nov 21 2006, 08:19 PM
KAIROS   კაი ახლა დათიკო, ხ...   Nov 21 2006, 08:09 PM
გუჯა   კაი ახლა დათიკო, ხო...   Nov 21 2006, 09:30 PM
დათიკო   KAIROS არ უარვყობ :) კი ...   Nov 21 2006, 08:15 PM
დათიკო   გუჯა როგორ დიალოგ...   Nov 21 2006, 08:26 PM
გუჯა   გუჯა როგორ დიალოგ...   Nov 21 2006, 08:31 PM
glaxa   დათიკო დასავლეთში...   Nov 21 2006, 08:39 PM
კანუდოსელი   წამოჭრილი პრობლემ...   Nov 21 2006, 09:11 PM
დათიკო   გუჯა :D კაი ბატონო, ი...   Nov 21 2006, 08:50 PM
glaxa   დათიკო ჩემო დათიკ...   Nov 21 2006, 09:14 PM
კანუდოსელი   და საერთოდ, ეს ზოგა...   Nov 21 2006, 09:26 PM
დათიკო   კანუდოსელი სად ნა...   Nov 21 2006, 09:30 PM
კანუდოსელი   კანუდოსელი სად ნა...   Nov 21 2006, 09:46 PM
დათიკო   კანუდოსელი ეს პრო...   Nov 21 2006, 09:35 PM
mnate   ზოგიერთი პრობლემა ...   Nov 21 2006, 09:37 PM
mnate   სუდარჯან, აშკარად ...   Nov 21 2006, 09:58 PM
კანუდოსელი   სუდარჯან, აშკარად ...   Nov 21 2006, 10:26 PM
დათიკო   კანუდოსელი კი მის...   Nov 21 2006, 09:59 PM
დათიკო   კანუდოსელი ღმერთმ...   Nov 21 2006, 10:35 PM
mnate   ი წიბე ტოჟე ვილიჩუ...   Nov 21 2006, 10:42 PM
კანუდოსელი   ი წიბე ტოჟე ვილიჩუ...   Nov 21 2006, 11:17 PM
mnate   მოქმედება მაინდა...   Nov 21 2006, 11:19 PM
დათიკო   ერთი რამ ნათელია: პ...   Nov 21 2006, 11:20 PM
კანუდოსელი   ერთი რამ ნათელია: პ...   Nov 21 2006, 11:22 PM
mnate   სრულიად გეთანხმებ...   Nov 21 2006, 11:20 PM
გუჯა   ჰე არ დააკლოთ ოპტო...   Nov 21 2006, 11:20 PM
mnate   აი კანუდოსელი, რომ ...   Nov 21 2006, 11:25 PM
კანონისტი   საინტერესო მსჯელო...   Nov 22 2006, 02:14 PM
დათიკო   კანონისტი დიდი მად...   Nov 22 2006, 04:47 PM
დათიკო   კანუდოსელი სასული...   Nov 22 2006, 05:11 PM
მნათე   ეს უკვე მათ საიტზე ...   Nov 28 2006, 10:15 PM
solomony   მეც გავეცანი ბატონ...   Nov 28 2006, 11:11 PM
გუჯა   მეც გავეცანი ბატო...   Dec 10 2006, 07:48 PM
კანონისტი   დათიკოს მოსაზრება ...   Nov 29 2006, 04:14 PM
დათიკო   მაგ პასუხში შეცდომ...   Nov 29 2006, 04:26 PM
solomony   ძირითადში მაინც ბე...   Dec 10 2006, 07:57 PM
მნათე   ეკლესიაში პრობლემ...   Dec 10 2006, 08:42 PM
მარინე   ეკლესიაში პრობლემ...   Dec 10 2006, 09:04 PM
მნათე   აუფ :lol: პ.ს მააააად...   Dec 10 2006, 09:05 PM
მარინე   აუფ :lol: პ.ს მააააადლ...   Dec 10 2006, 09:09 PM
გუჯა   [size=4]გელა ჟვანიას წ...   Dec 11 2006, 11:15 AM
solomony   ზუსტად თუ გაინტერ...   Dec 11 2006, 09:43 PM
თამარი   ზუსტად თუ გაინტერ...   Dec 11 2006, 10:10 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 30th May 2024 - 11:21 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი