IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

25 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Reply to this topicStart new topic
> დიდგორის ბრძოლა და წმინდა გიორგი..., გჯერათ? :)
Misha Songulashvili
პოსტი Nov 21 2007, 08:08 PM
პოსტი #121


ეკუმენისტი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,524
რეგისტრ.: 21-October 07
წევრი № 3,010



Lenus
ციტატა
ყველას შეგახსენებთ, რომ ესაა ისტორიის განყოფილება, და ჩვენ ვადგენთ, ისტორიულად, იბრძოდა თუ არა წმ. გიორგი ჩვენი ჯარის მხარეს და კანუდოსელმა წარმოადგინა იდეა, რომ ახალი აღთქმის პრინციპებით (ზოგადად რომ ვთქვათ) ეს არ შეიძლება მომხდარიყო.

ისტორიული კი არა მითოლოგიური განყოფილებაა!!!


--------------------
"ჩემზედ ამბობენ: 'ის სიავეს ქართლისას ამბობს,
ჩვენს ცუდს არ მალავს. ეგ ხომ ცხადი სიძულვილია!'
ბრიყვნი ამბობენ, კარგი გული კი მაშინვე სცნობს _
ამ სიძულვილში რაოდენიც სიყვარულია!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 22 2007, 11:25 AM
პოსტი #122


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



Misha Songulashvili
ციტატა
ისტორიული კი არა მითოლოგიური განყოფილებაა!!!




ჯერ შავნაბადას შეგახსენებ,


მერე რაც შეეხება მითოლოგიას ეგ ტვ-ში, რომ პროტესტანტული ეკლესიების ,,წირვები, და ქადაგეები გადის იქ უფრო ჩანს, ქრისტე შემოდი ჩემს ბოსტანში, მითოსია აბა რა არის. ეხლა არ დაიწყო გამონაკლისიაო. გამონაკლისებზე აღარ გვინდა საუბარი, ნამეტანი მასშტაბური ხასიათი მიიღო და ვეღარ ჩაითვლება გამონაკლისად. ამ თემაში რა ადასწერია, მაგრამ პმ-ზე მაინც მომწერე რამდენი პროტესტანტული ეკლესია არსებობდა და რამ გამოიწვეია ამდენი ეკლესიის არსებობა? ჩემთვის საინტერესოა. ვინ არიან ტვ-ში ინგლისური და ამერიკული პროტესტანტული ეკლესიის მქადაგებელი მოძღვრები, რა სახის ეკლესიებია, იქ სხვათა შორის არა თუ დიდიებისთვის პატარა ბაშვებისთვისაც არის გადაცემები სპეციალური, ნუ იქ ჯერ არ ტირიან... biggrin.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 22 2007, 12:13 PM
პოსტი #123


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



Misha Songulashvili
ციტატა
ისტორიული კი არა მითოლოგიური განყოფილებაა!!!

ზოგისთვის (ღმერთმა მაპატიოს) და თავად მაცხოვარია მითოლოგია მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვიზამთ

საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და ყველას აქვს უფლება ჰქონდეს თავისი აზრი, მათ შორის ეგონოს, რომ არც დავით აღმაშენებელი არსებობდა..... wink.gif მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ ცალკეულ ინდივიდთა აზრები თუნდაც მოხსენიებული უნდა იყოს ისტორიის წიგნებში


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 22 2007, 01:20 PM
პოსტი #124


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(Misha Songulashvili @ Nov 21 2007, 08:08 PM) *

Lenus

ისტორიული კი არა მითოლოგიური განყოფილებაა!!!


ეს არის საქართველოს ისტორიის განყოფილება.

ყველა ნამდვილი ქართველისთვის მისი სამშობლოს ისტორია ღირებულია.

ამჯერად სიტყვიერ გაფრთხილებას გაძლევ და როცა ამ განყოფილებაში შემოხვალ, გთხოვ, ეს შენიშვნა გაითვალისწინე.

თუ ჩვენს ისტორიას პატივს არ სცემ, შეურაცხყოფას ნუღარ მიაყენებ მაინც.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 22 2007, 01:28 PM
პოსტი #125


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



თუ ვინმე მეუბნება, რომ იხილა მეორედ მოსვლა, მე არ მჭირდება ისტორიულ სიღრმეებში ჩასვლა და გარკვევა რამდენად მართალს ამბობს ის, მე ვიცი რომ მეორედ მოსვლა სახარების მიხედვით - ჯერ არ მომხდარა.

ამიტომ ჩემი მიდგომაც ავირჩიე თეოლოგიურ ბაზისზე დაყრდნობით.
ისტორიული წყაროები აქ ნაკლებად სარწმუნოა, რადგან არც "არაბი მემატიანე" (ავტორი იმ წყაროსი) შესწრებია იმ ფაქტს და მითუმეტეს საბინინი, რომელმაც უბრალოდ შეაგროვა და არა კრიტიკულად განიხილა ყველა მოვლენა.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 22 2007, 01:46 PM
პოსტი #126


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ამ თემასთან დაკავშირებით შემდეგი რამ შეიძლება ითვას:

ქართულ წყაროებში მართალია არის მოხსენიებული წმ. გიორგის ბრძოლაში

ქართველების მხარეზე გამოსვლა მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ აქ

ისტორიულ სინამდვილესთან გვაქვს საქმე, ქართული მწერლობის პოზიცია

ხშირად პროვიდენციალური გადმოსახედიდან საზღვრავდა ამათუ იმ

მოვლენას, მაგრან ეს არ ნიშნავს იმას რომ აქ სიმართლესთან გვაქვს საქმე.

ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით რომ დავთის მემატიანე ყველაფერს ქრისტიანული თვალთახედვით უყურებს, ამას მისი ღრმა რწმენა განაპირობებს, ამდენად მისი რწმენიდან გამომდინარე ისტორიკოსი
ტენდენციურია და იმის შესამოწმებლად სწორი არის თუ არა მისი
''მესიანისტური'' ხედვა ამისთვის ეს ცნობა უნდა გადამოწმდეს სხვა
ისტორიკოსებთან ვინც ''ქრისტიანული თვალთახედვით'' არ უყურებს ამ მოვლენას; ასეთია არაბი ისტორიკოსები:
1) ალ კალაშინდი
2) ალ ფარიკი
3) ალ ასირი
4) ალ ჯაუზი
და სხვა რომელთა სახელები ზუსტად არ მახსოვს მაგრამ ის კი ვიცი, რომ

ისინი არაფერს წერენ წმ. გიორგის ბრძოლაში მონაწილეობაზე,

განსაკუთრებით კი ალ ფარიკი რომელიც თავადვე იცნობდა საქართველოს

სამეფო ოჯახის წევრებს და იყო ბრძოლის თანამედროვე და ინფორმაციას

თავად თვითმხილველი მუსლიმი მეომრებისგან იღებდა და მსგავსი

სასწაული მართლაც რომ მომხდარიყო ამას არაბული წყაროების

აბსოლიტური უმრავლესობა დააფიქსირებდა ეს რომ არაფერი არ ვთქვათ

ქრისტიანულ წყაროებზე. არაბული წყაროებით კი ეს არ ფიქსირდება ასე რომ

ეგ ცნობა არ არის რეალობის შემცველი და სავარაუდოთ მომდინარეობს

ბრძოლის შემდეგ გავრცელებული ჭორებიდან, რომელსაც მსგავსი დიდი

ბრძოლის შემდეგ ყოველთვის ჰქონდა ადგილი, რაც მემატიანემ დაიჯერა და

დააფიქსირა მის ნაწარმოებში, მაგრამ დაიჯერა იმიტომ, რომ მას ასე სწამდა

და არა იმიტომ, რომ საამისო რეალური საბაბი ჰქონდა.




--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 22 2007, 01:52 PM
პოსტი #127


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



sable


ყოჩაღ საბლე, მომეწონა განხილვა მაგ კონტექსტში.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 22 2007, 01:55 PM
პოსტი #128


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



sable

ლერი, თამარის დროსაც ხომ იყო ასეთი შემთხვევა, როცა მთავარანგელოზი იბრძოდა ქართველებთან ერთად. მე არ მაქვს მასალა და თუ შენ მოგეპოვება მადლობელი ვიქნები, თუ დადებ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 22 2007, 02:16 PM
პოსტი #129


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



marine

არ ვიცი ეხლა მსგავსი რამ არ მახსენდება, გადავამოწმებ მოგვიანებით.

ისე მსგავსი ''პროვიდენციალური'' ხედვა ჟამთააღმწერელს ახასიათებს

სხვა ავტორებთან ის ასე მძაფრად არ გვხვდება, მიქელ ფსელოსთან ხომ

მსგავს რამეს ფაქტობრივად ვერ ნახავ. თუმცა ზოგიერთი რაც

ჟამთააღმწერელს ააქვს აღწერილი არ არის ბოლომდე უსაფუძვლო და

კაცმა რომ თქვას კი იმსახურებდა იმ დროს ''ღვთის რისხვას'',

საქართველო smile.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 22 2007, 02:20 PM
პოსტი #130


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,810
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(sable @ Nov 22 2007, 02:16 PM) *

marine

არ ვიცი ეხლა მსგავსი რამ არ მახსენდება, გადავამოწმებ მოგვიანებით.



დიდ მადლობა, წინასწარ smile.gif

ზუსტად ვერ ვიხსენებ, ტყვედ აყვანილი რომ მიჰგვარეს თამარს, კრუნჩხვა დაეწყო და როცა ჰკითხეს მიზეზი, თამარის თავთან მთავარანგელოზ მიქაელის ხატი ეკიდა და მასზე მიანიშნა, ეს იყო ომში რომ დაგვამარცხაო.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Nov 22 2007, 02:21 PM
პოსტი #131


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



..............


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 22 2007, 02:43 PM
პოსტი #132


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Lenus @ Nov 22 2007, 03:21 PM) *

sable

როგორც იქნა, ცოტა საქმეში ჩახედული ოპონენტიც გამოჩნდა.
ლერი, ისტორიაში ცნობილი ფაქტები, შენც კარგად მოგეხსენება, არ არსებობს 100% დადასტურებით ან 100% უარყოფით.


სალამი ოპონენტს smile.gif

100% დადასტურებით ან 100% უარყოფითი ფაქტები ჩემო ლენუს არცერთ მეცნიერებაში არ არის ფარდობითობის თეორიაც კი რომლიც გამო აინშტეინი საუკუნის ადამიანად აღიარეს ვიღაც რუსმა ფისიკოსებმა საერთოდ ეჭვის ქვეშ დააყენეს ასე რომ ისტორია მითუმეტეს ვერ იქნება აბსოლიტურად ზუსტი smile.gif

მაგრამ ისტორიას ააქვს საკუთარი წესები და მიზანი რომელიც მდგომარეობს ყალბის გადარჩევაში და სიმართლის
დადგენაში, ამისთვის კი იყენებენ ისტორულ მეთოდოლოგიას რაც ამათუ იმ წყაროს კრიტიკულ ანალიზსს მოითხოვს ამ მეთოდოლოგიის გამოყენებით არც ერთი სერიოზული ისტორიკოსი არ მიიჩნეს ამ ფაქტს ისტორიულად დადასტურებულად და საამისო საბაბი მათ გააჩნიათ, თუ ვინმე ადგება და მხოლოდ დავითის ისტორიკოსზე დაყრდნობით ამ ფაქტს რეალობად მიიღებს ეგ მისი საქმეა მაგრამ ამ ეტაპზე ამ კონკრეტული ფაქტის ჭეშმარიტება ისტორიული მეთოდოლოგიის გამოყენებით არ დასტურდება .

ციტატა(Lenus @ Nov 22 2007, 03:21 PM) *


პარალელს გავავლებდი ბაგრატიონების დავითისეულ წარმოშობის შესახებ, რაზეც ვიცი გქონდა საუბარი სხვა ფორუმზე და შენს შეხედულებას რასაკვირველია გააჩნია განმამტკიცებელი ფაქტორები,

ასეთივე სიტუაცია იქმნება ხოლმე ვთქვათ, ნუმიზმატიკაშიც: არსებობს მონეტა, რომელიც უფრო ნამდვილია, ვიდრე ყალბი და უფრო ყალბი ვიდრე ნამდვილი და ამას ვერცერთი მეცნიერი დანამდვილებით ვერ გეტყვის.

ასეთი მიდგომის დროს, თუ 100% გამომრიცხავი ფაქტორი არ დაფიქსირებულა მსჯელობაში, მე არ ვარ მომხრე რომ მოვლენას არარეალური ვუწოდო.

ვთქვათ, ავიღოთ ისევ ბაგრატიონებსი წარმომავლობა. მე სუმბატ დავითის-ძის ნაწარმოები მაინც მაქვს სადაც წერია წარმომავლობა, მე მაქვს მათივე ღერბები, მათივე მონეტებზე გამოსახული ექვსქიმიანი ვარსკვლავი, სკეპტიკური აზრის გამტარებლებს რა აქვთ? არაფერი, სკეპტიციზმის გარდა!



ეგ თემა ძალზედ ვრცელია და აქ მისი განხილვა არ ღირს მე მაგაზე ჩემი შეხედულება მაქ იმდენად რამდენადაც ეგ საკითხი ჩემთვის საკმაოდ ნაცნობია და მასზე დიდი მასალა მაქ და გარწმუნებ ბაგრატიონთა დავითიანობა წყაროების საფუძვლიანი განხილვის შემდეგ უარყოფილია და ეგ მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება, სხვა არის ის თუ რატომ თვლიდნენ ბაგრატიონები საუთარ თავს დავითიანებად და რატომ გავრცელდა ეს მოსაზრება.
ეგ თემა ძალიან საინტერესოა, მაგრამ როდესაც კარგად ჩაუღრმავდები ბაგრატიონთა დინასტიის გენეზისს მიხვდები, რომ ისინი არ არიან დავითიანები, თუმცა მთელი შუა საუკუნეების მანძილზე თავს დავითიანებად თვლიდნენ და დავითის ვარსკვლავი ამის შედეგია და არა იმის რომ ისინი ჭეშმარიტად დავითიანები იყვნენ.



ციტატა(Lenus @ Nov 22 2007, 03:21 PM) *


არაბ ისტორიკოსებზე, საბინინი წერს რომ ალ-ასირი ამასვე ემოწმებოდაო, სხვათაშორის... თუმცა მე ალ-ასირის ორიგინალი არ მინახავს (ჯერჯერობით wink.gif


მე რამდენადაც მახსოვს ალ ასირი წმ. გიორგის გამოსახულებიან დროშებზე წერდა და არა მის ბრძოლაში მონაწილეობაზე smile.gif

მაგრამ მაინც გადავამოწმებ !

ციტატა(Lenus @ Nov 22 2007, 03:21 PM) *


ვარაუდები კი... ისტორია რომ ვარაუდების მეცნიერებაა ამითვე დავიწყე პოსტიც ჩემო ბატონო საბლე.. smile.gif

პატივისცემით.


მაგრამ ამ ვარაუდებს ბატონო კახა გამყარება სჭირდება ისტორიული წყაროებით, რაც ამ შემთხვევაში არ ხერხდება

თუმცა გადაჭრით არაფერს ვიტყვი. smile.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 22 2007, 03:03 PM
პოსტი #133


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



sable

ასეთი კითხვა მაქვს, რა ვიცით დავით აღმაშენებლის ანონიმური მემატიანის შესახებ?
და იდევ ერთი კითხვა: რომელ საუკუნეს განეკუთვნება ყველაზე ძველი ისტორიული წყარო წმინდა გიორგისთან დაკავშირებით მაგ კონტექსტში?

ანუ ჩემი კითხვა ეხება იმის გარკვევას, თუ

1. რამდენად მიუკერძოებელია ავტორი
2. ხელთ გვაქვს თუ არა კიდევ სხვების ნაშრომები
3. რას წერენ ისინი
და
4. როგორია ქრონოლოგიურ სკალაზე დოკუმენტური მასალის განაწილება


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 22 2007, 03:10 PM
პოსტი #134


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



კანუდოსელი

თითქმის არაფერი ვიცით მხოლოდ ის რომ მეფესთან დაახლოვებული პირი უნდა ყოფილიყო რადგან ისეთი მომენტებს აფიქსირებს რომელიც მხოლოდ თვითმხილველს შეეძლო ენახა, ასევე იცის საზოგადოების განწყობა და ის აურა, რაც იყო მეფის ირგვლივ იყო მის სიცოცხლეშივე. ესეც ადასტურებს იმას რომ მის დროს ცხოვრობდა და მეფესთან დაახლოებულ ბანაკში შედიოდა, არის ცდები მისი
ვინაობის დადგენისა მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის დასაბუთებულად წარმოდგენილი. როგორც სამართლიანად ფიქრობენ სამეფო ადმინისტრაციის წევრი უნდა ყოფილიყო ან მისი მწიგნობარი.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 22 2007, 03:12 PM
პოსტი #135


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



sable


იქნებ დანარჩენ კითხვებზეც მიპასუხოთ...განსაკუთრებით ბოლო მაინტერესებს - 4.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 22 2007, 03:16 PM
პოსტი #136


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(კანუდოსელი @ Nov 22 2007, 04:03 PM) *

sable

და იდევ ერთი კითხვა: რომელ საუკუნეს განეკუთვნება ყველაზე ძველი ისტორიული წყარო წმინდა გიორგისთან დაკავშირებით მაგ კონტექსტში?

ეგ მართლა არ ვიცი მაგრამ ის ფაქტი რომ წმ. გიორგი როგორც სამხედრო პირი ჩნდება მხოლოდ X-XI ს. ბიზანტიაში, ეგ ცნობილია. რაც XI ს. ბოლოს ჯვაროსნებმა გადაიღეს და ბიზანტიიდანვე შემოდის მისი სამხედრო სახე საქართველოში; ასე რომ X ს.მდე ის როგორც მეომარი უბრალოდ ვერ იქნებოდა დაფიქსირებული წყაროებში.

ციტატა(კანუდოსელი @ Nov 22 2007, 04:03 PM) *


ანუ ჩემი კითხვა ეხება იმის გარკვევას, თუ

1. რამდენად მიუკერძოებელია ავტორი
2. ხელთ გვაქვს თუ არა კიდევ სხვების ნაშრომები
3. რას წერენ ისინი
და
4. როგორია ქრონოლოგიურ სკალაზე დოკუმენტური მასალის განაწილება


ეგ ტუ დავითის მემატიანეს ეხება ის საკმაოდ სანდო ავტორია მაგრამ არა წმ. გიორგის მონაწილეობის შემტხვევაში, რაც ზემოთ უკვე განვიხილე მანამდე არსებულ სხვა ავტორებზე ვერაფერს გეყტვი.





--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 22 2007, 03:18 PM
პოსტი #137


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(sable @ Nov 22 2007, 04:16 PM) *

ეგ მართლა არ ვიცი მაგრამ ის ფაქტი რომ წმ. გიორგი როგორც სამხედრო პირი ჩნდება მხოლოდ X-XI ს. ბიზანტიაში, ეგ ცნობილია. რაც XI ს. ბოლოს ჯვაროსნებმა გადაიღეს და ბიზანტიიდანვე შემოდის მისი სამხედრო სახე საქართველოში; ასე რომ X ს.მდე ის როგორც მეომარი უბრალოდ ვერ იქნებოდა დაფიქსირებული წყაროებში.



მაგიტომ გკითხე, ეს ადრე წაკითხული მქონდა მაგრამ ვეღარ ვიხსენებ სად კონკრეტულად...შენ ხომ ვერ მომაწვდი წყაროს

დიდი მადლობა


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Nov 22 2007, 03:53 PM
პოსტი #138


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



..............


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 22 2007, 03:59 PM
პოსტი #139


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Lenus @ Nov 22 2007, 04:53 PM) *

მართალი ბრძანებაა, მაგრამ სად შევჩერდეთ? სად გავავლოთ ხაზი?? მე ისიც მაქვს გაგებული, რომ ი.ჯ. ისტორიკოსად არ ცნობდა მათ ვისაც ეჭვი ეპარებოდა ძლევაი საკვირველში და თუ არ ვდები (!) წმ. გიორგის მონაწილეობაშიც wink.gif


ეხლა ჯავახიშვილის ტომები არ გადმომაღებინო wink.gif


ციტატა(Lenus @ Nov 22 2007, 04:53 PM) *



დავით სოსლანი ბაგრატიონი იყო თუ არ იყო?


იყო smile.gif და ეს სულ მცირე 4 წყაროტი მაინც დასტურდება!

მაგრამ სპეპტიკოსებიც არსებობენ მაგრამ მათ არგუმენტებსა და ბაგრატიონობის არგუმენტებს

თუ შევადარებთ უპირატესობა სკეპტიკოსების მხარეზე ნამდვილად არ იქნება.


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Nov 22 2007, 04:20 PM
პოსტი #140


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



..............


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

25 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 08:20 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი