IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

25 გვერდი V « < 11 12 13 14 15 > »   
Reply to this topicStart new topic
> დიდგორის ბრძოლა და წმინდა გიორგი..., გჯერათ? :)
sable
პოსტი Nov 28 2007, 04:38 PM
პოსტი #241


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(marine @ Nov 28 2007, 05:34 PM) *

მე კი ვფიქრობ, რომ სწორედ რწმენაა შუაში, როცა წმინდაზე და მის მეოხებაზე ვსაუბრობთ smile.gif

თუ ადამიანს ღმერთი არ სწამს, შესაბამისად არ სწამს არც წმინდანები და ომში მის შემწეობაზეც ლაპარაკი ზედმეტია და პირიქით..


მე ეგ ჩემ თავზე ვთქვი, რომ ჩემს შემთხვევაში არაფერ შუაშია თქო, მე მწამს ღმერთის მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას,

რომ ისტორიულ რეალობას თვალი არ გაუსწორო smile.gif


--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Nov 28 2007, 04:39 PM
პოსტი #242


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,000
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(sable @ Nov 28 2007, 04:38 PM) *

მე ეგ ჩემ თავზე ვთქვი, რომ ჩემს შემთხვევაში არაფერ შუაშია თქო, მე მწამს ღმერთის მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას,

რომ ისტორიულ რეალობას თვალი არ გაუსწორო smile.gif


გასაგებია, ლერი, შენი პოზიცია.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Nov 28 2007, 04:41 PM
პოსტი #243


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



კანუდოსელი
აი, ამ კითხვაზე ვამბობ: როცა ბრძოლაში შეგვეწევიან უფალი და წმინდანები, ცოდვებში შეგვეწევიან?
დანარჩენზე მერე გიპასუხებ


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 28 2007, 04:48 PM
პოსტი #244


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



კანუდოსელი
ციტატა
ქრისტიანობა დაუსრულებელი ზრდაა, აგერ დღემდე გვიწევს იმაზე წერა, რომ მოკვდინება ყველა შემთხვევაში ცუდია და ამას ვცდილობ მართლმადიდებლურ ფორუმში



მოკვდინება ცოდვაა, მაგრამ ომში ზაზა ვიღაცის მოკვლის ჟინი კი არ გაწუხებს, არამედ თავს სწირავ, ანუ შენ თავსაც დიდი განსაცდელში აგდებ, ამ შემთხვევაში ვფიქრობ თავის ასეთი გაწირვა აღემატება იქ ჩადენილ მკვლელობას თუნდაც იმის გამო, რომ მკვლელობა იძულებით ხასიათს ატარებს და არა ჩემს ჟინს, რომ ვინმეს სისხლი დავღვარო და ამით სიამოვნება მივიღო, თუმცა კაცის კვლა ყველა შემთხვევაში დიდი სიმძიმეა, მეომრებს ჰკითხეთ და გიპასუხებენ. ამ სიმძიმისგან მაინც სჭირდება კაცს გათავისუფლება. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მოყვასის, სამშობლოს სიყვარული, რის გამოც ომში მიდიხარ და ენს სიცოცხლეს, უსაფრთხოებას (მრისას თუ ტყვედ ცავარდი და გაწამეს, მაგას მოკვდე ჯობიას), ჯანმრთელობას, (ეგებ ინვალიდი დაბრუნდე) ყველაფერს აგდებ დიდი განსაცდელში და კლავ არა მოკვლის, არამე დაცვის გამო. თავად ომში წასვლა უკვე იმის განსახიერებაა, რომ შენ შეგიძლია დიდი იყვრული და შენი სიცოცხლით და უსაფრთხოებით ასე თამაში სხვის გამო...

მარიამი
ციტატა
აი, ამ კითხვაზე ვამბობ: როცა ბრძოლაში შეგვეწევიან უფალი და წმინდანები, ცოდვებში შეგვეწევიან?



ოი, ეს შეკითხვა ეც გამიჩნდა, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს, ომები არის და ამას ვერ გავექცევით. წმინდანი გეწევა გამარჯვებაში და არა დახოცვაში... ლოცულობს, რომ შენი ქვეყანა, შენი მოყვასი, შენი ეკლესია და აშ არ ჩაუვარდეს მტერს ხელში,ხატოვნად, რომ ვთქვათ.. წარმოიდგინე წმინდა გრიგოლ ხანძთელი, რომელიც ლოცულობს უფალთან იმაზე, რომ რაც შეიძლ;ება მეტი მტერი დახოცონ ქართვლებმაო, მე მგონი უფრო მტრისგან დაცვაზე ლოცულობს.


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Nov 28 2007, 04:50 PM
პოსტი #245


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
ოი, ეს შეკითხვა ეც გამიჩნდა, მაგრამ ეს შორს წაგვიყვანს, ომები არის და ამას ვერ გავექცევით. წმინდანი გეწევა გამარჯვებაში და არა დახოცვაში... ლოცულობს, რომ შენი ქვეყანა, შენი მოყვასი, შენი ეკლესია და აშ არ ჩაუვარდეს მტერს ხელში,ხატოვნად, რომ ვთქვათ.. წარმოიდგინე წმინდა გრიგოლ ხანძთელი, რომელიც ლოცულობს უფალთან იმაზე, რომ რაც შეიძლ;ება მეტი მტერი დახოცონ ქართვლებმაო, მე მგონი უფრო მტრისგან დაცვაზე ლოცულობს.

გასაგებია რომ გამარჯვებაში გეწევა, მაგრამ რეალურად ეს გამარჯვება ხომ მტრის დახოცვის შედეგად მოდის? თუ ეს ცოდვაა, მაშინ რატომ შეგვეწევიან ბრძოლის დროს? და რატომ არ გვთავაზობს ეკლესია ომის დროს გამარჯვების სხვა მეთოდს? ნუთუ ისეთ სიტუაციას გვიქმნის ღმერთი, სადაც ცოდვის გარეშე ვერ გამოვალთ და თან ამ ცოდვაში თვითონ გვიმართავს მერე ხელს? rolleyes.gif ულოგიკოა აშკარად.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 28 2007, 04:52 PM
პოსტი #246


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მარიამი

ჯერ ეგ უნდა დაკონკრეტდეს რა არის მათი შეწევნა

მე სწორედ იმას ვამბობ, რომ მათი შეწევნა მესმის ისე, რაც აგერ ახსენა კაიროსმა: ანუ მოკლედ რომ ვთქვა, მაშინაც, როცა ჩავდივარ ცოდვას, მე ვიცი რომ უფალი არ მტოვებს და უფრო მეტიც: უფალი ყველაზე სამართლიანი მსაჯულია, ანუ ის არა გარეგნულ ქმედებას უყურებს, არამედ იმას რაც ჩემს გულშია და მაშინაც კი თუ გული სავსეა მრავალი უმსგავსობით, ის ცდილობს ნათელი იპოვოს იქ - და ცდილობს შემეწიოს.

ახლა შენ თუ მეუბნები, რომ შეწევნა გინდა თუ არა, კვლა არისო - ამაზე უკვე ვიკამათეთ ზუსტად. მე კი შეწევნა ომში მესმის ისე როგორც დაგიწერე ადრეც და ამ წუთშიც მოკლედ.

ანუ ვინაიდან ღმერთმა იცის რომ შენ იძულებული ხარ ცუდსა და საშინელს შორის აირჩიო ცუდი (ის არ ერევა ჩვენს ქმედებაში პირდაპირ) ის ამ არჩევანის კეთილ წინაპირობას უყურებს და შემწეობას გიგზავნის. - ეს აუხსნელი პარადოქსია ღმერთის იკონომიისა და განგებულებისა

მხევალი ნინო

გეთანხმები


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 28 2007, 04:56 PM
პოსტი #247


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



მარიამი
ციტატა
ნუთუ ისეთ სიტუაციას გვიქმნის ღმერთი, სადაც ცოდვის გარეშე ვერ გამოვალთ და თან ამ ცოდვაში თვითონ გვიმართავს მერე ხელს? ულოგიკოა აშკარად.




ნუ ცხადია სხვა სახით ომის დამთავრების ვარიანტების მოგონებაზე უფალს ვერ შევედრები, მაგრამ ომი, რომ ადამიანის მოგონიალია ცხადია. ასეთი ლოგიკით ეგებ კაენისთვისაც გადაეფიქრებინა აბელის მოკვლა, ანუ უფალი რას და რატომ უშებს ვინ იცის, მაგრამ მოგონება მოკვლაზე ჩვენია ადამიანების და ვერავინ შეგვედავებაsmile.gif


ომებს ჩვენ ვიგონებთ და რამდენჯერ გინდა უსისხლოდ ტხოვო მისი დამთავრება უფალს?


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Nov 28 2007, 04:58 PM
პოსტი #248


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
ანუ ვინაიდან ღმერთმა იცის რომ შენ იძულებული ხარ ცუდსა და საშინელს შორის აირჩიო ცუდი

ანუ ეკლესია ცუდზე აკურთხებს, როცა ომში მიმავალ მეომრებს ლოცავს? ვუბრუნდები შენს ნათქვამს: "გიყვარდეს მტერი" მოტივით ომში წასვლაზე უარის თქმასთან დაკავშირებით. ამ ცუდ და უარეს ვარიანტებთან ერთად არსებობს მესამე - "კარგი": როცა არს იტყვი ომზე მტრის სიყვარულის საბაბით და დანებდები? ესაა კარგი გამოსავალი? rolleyes.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Nov 28 2007, 05:08 PM
პოსტი #249


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



..............


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Nov 28 2007, 05:11 PM
პოსტი #250


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



მამა თეოდორე ასე პასუხობს და სრულიად ვეთანხმები:

ციტატა
- ითვლება თუ არა ომში ადამიანის მოკვლა ცოდვად?

- ყოველი მოვლენის ქრისტიანული შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ მომხდარის არა მხოლოდ გარეგნული მხარე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, მოტივაცია.

ღმერთი ისრაელს აძლევს მცნებას - „არა კაც ჰკლა“; ღმრთისავე კურთხევით ომობდნენ ისრაიტელები. ახალ აღთქმაში ადამიანისადმი მიმართულ მრისხანებასა და სიძულვილს უფალი კაცის კვლის ცოდვად თვლის; ამავე დროს არ უკრძალავს მეომრებს სამხედრო სამსახურს. ქრისტიანობა გვავალდებულებს, დავიცვათ მოყვასი, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად; და კატეგორიულად გვიკრძალავს შურისძიებას, თუნდაც სამართლიანს.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ომში ადამიანი არა მტრის ბანაკიდან ვინმე კონკრეტული ადამიანის სიძულვილის, არამედ სამშობლოს, მოყვასისა და ოჯახის სიყვარულის გამო მიდის. ამიტომ მეომარს ბრძოლაში ადამიანის მოკვლა კაცის კვლის ცოდვად არ ეთვლება. ჩვენს შემთხვევაში კი, რადგან საქართველოს დამცველი მართლმადიდებელი ეკლესიის დამცველიცაა, ყოველი მეომარი ქრისტესთვის თავდადებულად, ქრისტეს მხედრად ჩაითვლება.

ეს უმთავრესი - მოტივაცია - რატომ გვავიწყდება?

აი კიდევ ერთი: წმიდა ათანასე ალექსანდრიელის კანონიკურ ეპისტოლეში ამონ მონაზვნის მიმართ, მათქვამია: „ამ ცხოვრებაში ქმედება ორადაა გაყოფილი: უჯეროა კაცის კვლა, მაგრამ ბრძოლაში მოწინააღმდეგეთა ამოწყვეტა კანონიერია და ქების ღირსი. ამიტომ ბრძოლაში მამაცობით გამორჩეული პატივის ღირსია და მათ სახელზე მათი სიმართლის მქადაგებელი ძეგლები აღიმართება“.

ესეც ნახეთ: http://www.orthodoxy.ge/apologetika/sadzie...adziebeli24.htm

ეს ისე, წავაწყდი და მაინც დავწერე. დანარჩენს მერე გავაგრძელებ. კაიროსის პოსტები მაინტერესებს ძალიან და ვერ მივედი იქამდე.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Nov 28 2007, 05:13 PM
პოსტი #251


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



KAIROS
ციტატა
სასჯელზე ახლავე მოგახსენებთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია ომიდან დაბრუნებულებს სასჯელს ადებდა 2 წლიან უზიარებლობას ( ! ), უცნაურია არა, ომში მიმავალთ ლოცავს და იქიდან დაბრუნებულებს სჯის ! ასეა, ეკლესია არის ცოცხალი ორგანიზმი და ზრუვნავს თავისი შვილებისათვის, როგორც ზოგადად, ასევე კონკრეტულად, ანუ ზოგადის დაცვის გამო ლოცავდა ჯარს, რათა ომში ( იძულებით ბოროტება-ცოდვაში) გაემარჯვა და ამის შემდეგ უკვე კონკრეტულად ცდილობდა, იმ სისხლიანი ომიდან დაბრუნებულებისათვის გაუხეშებული, კაცის სისხლით შეღებული სული გაეწმინდა სინანულის ცრემლებით! ვფიქრობ აქ ასეთუისე გასაგებად დავწერე და შემდეგ კითხვებით ჩავუღრმავდეთ,


კაიროს, მიკვირს შენგან!

ცოტაღა გაკლია და ლამის უმძიმეს ცოდვილებად გამოაცხადებ ჩვენი ერის საამაყო შვილებს

მინდა გითხრა შენც და ყველას, რომ ეპისკოპოს ნიკოდიმოს მილაშის განმარტებით ბასილი დიდის ეგ კანონი (უზიარებლობის შესახებ) არასდროს არ მოქმედებდა მართლმადიდებელ ეკლესიაში

ისე, გვიანდელ შუასაუკუნეებში საქართველოს თითქმის ყოველ ორ წელში ერთხელ ჰქონდა ომები და დარჩენილა ეს ხალხი უზიარებელი და ეგაა რა..... biggrin.gif biggrin.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Nov 28 2007, 05:17 PM
პოსტი #252


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



..............


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 28 2007, 05:27 PM
პოსტი #253


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



Lenus

რა იყო? მე რომ არ მახსენო ავად ხდები? (კაიროსისადმი მიწერილ პოსტს ვგულისხმობ) biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Nov 28 2007, 05:32 PM
პოსტი #254


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ამაზეც საინტერესო იქნებოდა კომენტარი:

В 312 году 28 Октября, идя против Максентия, который заключился в Риме, Константин Великий и все войско его, вдруг среди дня (несколько после полудня), явно увидели на небе сияющий крест, изображенный звездами, с надписью: "сим побеждай". (Крест, позорное орудие казни, считался у язычников дурным предзнаменованием). В следующую ночь Константину в видении явился сам Иисус Христос с крестом, приказал ему по небесному видению устроить воинское знамя и изобразить крест на оружии, щитах и шлемах воинов. Под спасительным знамением Креста он победил Максентия, который спасаясь бегством и будучи низринут с моста, утонул в реке Тибре, в 15 верстах от Рима.

არ მითხრათ ახლა, აპოკრიფიაო tongue.gif biggrin.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Lenus
პოსტი Nov 28 2007, 05:33 PM
პოსტი #255


ექს-მტყუან-მოდერატორი ;)
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,446
რეგისტრ.: 9-March 07
წევრი № 1,315



..............


--------------------
"ქართველმან კაცმან თავი თვისი უნდა ამსგავსოს მგელსა და მტრის ჯარი კი ცხვრისა ფარასა და ეგრეთ შეერიოს მტრის ჯარსა, ვითარცა მგელი ცხვრის ფარასა..." (ლუარსაბ I)

აუწვდომელს ნუ აწუდები, გარდასულსა ნუ ინანი და რომელი შენთვის არა გინდეს ბოროტი, სხუასა ნუ უზამ და სცხონდე!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 28 2007, 05:37 PM
პოსტი #256


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



მარიამი

მარიამ ყველა მომენტი ცალკეა განსახილველი...ამაზე ხომ გითხარი ზემოთ რას ნიშნავს დახმარება ღმერთისა ომში - ესაა შენს მხარში ამოდგომა მაშინაც, როცა ირჩევ ორს შორის ნაკლებად უარესს - პირიქით, რომ არ დაგეხმაროს, რაღა ღმერთია, თუ ის შენს გამოუვალ სიტუაციას ვერ ხედავს და ასე ვთქვათ ბრეზგუეტ: მე იქ არ წავლ, იქ ცოდვაა

ციტატა(Lenus @ Nov 28 2007, 06:33 PM) *

მოვრჩები მალე, ვმკურნალობ laugh.gif


უვსეხ ბივაეტ ნო ნი უ ვსეხ პროხოდიტ biggrin.gif


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Nov 28 2007, 05:39 PM
პოსტი #257


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(კანუდოსელი @ Nov 28 2007, 05:37 PM) *

მარიამი

მარიამ ყველა მომენტი ცალკეა განსახილველი...ამაზე ხომ გითხარი ზემოთ რას ნიშნავს დახმარება ღმერთისა ომში - ესაა შენს მხარში ამოდგომა მაშინაც, როცა ირჩევ ორს შორის ნაკლებად უარესს - პირიქით, რომ არ დაგეხმაროს, რაღა ღმერთია, თუ ის შენს გამოუვალ სიტუაციას ვერ ხედავს და ასე ვთქვათ ბრეზგუეტ: მე იქ არ წავლ, იქ ცოდვაა

ზაზა, სხვაა ღმერთის დაშვება და სხვაა კურთხევა. აქ (კონსტანტინე დიდის შემთხვევაში და არა მარტო) აშკარა კურთხევასთან გვაქვს საქმე და არა დაშვებასთან. ნუთუ ასე ძნელია ამ დასკვნის გამოტანა? ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიწმინდეა ჯვარი. ნუთუ ღმერთი ჯვრის გამოსახვაზე აკურთხებდა ცოდვის დროს? თუნდაც იმ შემთხვევაში თუ ეს გამოუვალი მდგომარეობითაა გამოწვეული? არ იკურთხება ბატონო ცოდვები, არა tongue.gif


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Nov 28 2007, 05:40 PM
პოსტი #258


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



აქ ნამდვილად ომი დაიწყო, რადგან ორივე მხარე ცალსახად თავდაპირველ აზრზე ვრჩებით, მართლაც სანამ წმინდა გიორგის შეწევნა არ დაგვჭირვებია, ხომ არ დაგვეხურა ეს თემა? ერთი და იგივეს ვღეჭავთ აშკარად...


რა ვიცი, რა ვიცი...sad.gif დროებით მაინც სანამ ვნებები ჩაცხრება...


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sable
პოსტი Nov 28 2007, 05:42 PM
პოსტი #259


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,694
რეგისტრ.: 29-August 07
წევრი № 2,651



ციტატა(Lenus @ Nov 28 2007, 06:17 PM) *

sable
კარგი რა, ნუ შენ სულ დაჩის ზღაპრებად ნუ გადააქციე ახლა ჟამთააღმწერელი...


ყველაფერი ის რაც წყაროში წერია არ ნიშნავს იმას რომ ის არის სიმართლე მე უკვე დავწერე თუ რატომ არ

შეიძლება იყოს დავთის ისტ. ცნობა სანდო. ეგ ცნობა რომ სანდო იყოს ისტორიკოსებს ამის შესახებ ექნებოდათ ვრცელი განხილვა, მაგრამ შენც იცი და მეც ვიცი რომ ეგეთი არაფერი არ არის, რაც შეეხება საბინინს მისი ბევრი
''აღმოჩენა'', ისინი რაც ვითომდა ქართველი მეფეების პორტრეტებს რომ ეხება მოპოვებულს სინას მთაზე მაგრა აკრითიკებენ შეთითხნილიაო ასე რომ ბოლომდე ეგ კაცი არ არის სანდო რაც მანდ დაწერა ეგეც შორს არის სიმართლისგან.


ციტატა(Lenus @ Nov 28 2007, 06:17 PM) *


მარტო რწმენის და იდეაზე გამოყვანილ წმინდა გიორგის რომ ამბობდეს, მაშინ მარტო ქართველებს გამოეცხსადებოდა.
მევვრი უღმერთოო აღიარებდაო, ანუ მოექცაო ემ ასმე მესმის. ანუ ყველამ დაინახა!!

ანუ აქ ლააპრაკია იმაზე, დავუჯეროთ ამ კაცს თუ არ დავუჯეროთ.
როგროც ისტორიის სპეციალისტს შენ გთხოვდი სანამ ალ-ათირის ხელნაწერს არ ვნახავთ, ნუ დავწერთ რამეს გადაწყვეტით.. smile.gif

საბინინი (არაა მაინცდამიანც აფერისტ კაცად ცნობილი) ამბობს, გარდა ჩვენთა და სხვათა მემატიენეთაო, კიდევ ალა-ათარის ამასვე მოწმობსო. ანუ მარტო ერთი კაცის რამე "ნაბოდვარი" არაა წმ გიორგის მიერ ოტება არაბელთა ბანაკისა... wink.gif


ერთი ვერ მოვიცალე რომ წავიდე ბიბლიოთეკაში იბნ ალ-ასირის ცნობების გადასამოწმებლად, მაგრამ იბნ ალ ასირსაც, რომ ეწეროს, დამიჯერე, ეგ წმ. გიორგის მონაწილეობას იქ ვერ ამტკიცებს, მაგის სამტკიცებლად ეგ არასაკმარისი ცნობებია. მითუმეტეს, რომ ალ ფარიკი მსგავსს არაფერს არ წერს, თუმცა რა ვიცი ვნახავ მაგ ცნობას. იბნ ალ ასირის ცნობები საქართველოს შესახებ არის გამოქვეყნებული და იქ რაც საქართველოზეა ყველაფერია ნათარგმნი.




--------------------
გერმანიაში ნაცისტები რომ კომუნისტებს მოადგნენ ხმა არ ამომიღია რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ
ებრაელებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან ებრაელი არ ვყოფილვარ
პროფკავშირებს მიადგნენ და ხმა არ ამომიღია რადგან პროფკავშირელი არ ვყოფილვარ
კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ
შემდეგ მე მომადგნენ და აღარავინ იყო დარჩენილი ხმა რომ ამოეღო
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Nov 28 2007, 05:43 PM
პოსტი #260


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(მარიამი @ Nov 28 2007, 06:39 PM) *

ზაზა, სხვაა ღმერთის დაშვება და სხვაა კურთხევა. აქ (კონსტანტინე დიდის შემთხვევაში და არა მარტო) აშკარა კურთხევასთან გვაქვს საქმე და არა დაშვებასთან. ნუთუ ასე ძნელია ამ დასკვნის გამოტანა? ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიწმინდეა ჯვარი. ნუთუ ღმერთი ჯვრის გამოსახვაზე აკურთხებდა ცოდვის დროს? თუნდაც იმ შემთხვევაში თუ ეს გამოუვალი მდგომარეობითაა გამოწვეული? არ იკურთხება ბატონო ცოდვები, არა tongue.gif



აი სწორედ ეგაა სანახავი რამდენად დაშვებაა და არა კურთხევა...ვიმეორებ ისტორიულ დოკუმენტებთან სიფრთხილეა საჭირო. ერთია გამოცხადება და მეორე მისი ინტერპრეტაცია - მე არ ვიცი მაგ დოკუმენტის ლიტერალური სისწორის შესახებ არაფერი.


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

25 გვერდი V « < 11 12 13 14 15 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th May 2024 - 07:20 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი