IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> სულის მიკერძოებული გადახრა ტყუილისკენ, ასეთი მიდრეკილების საფუძველი ამპარტავნება
ლილიანა
პოსტი Jan 31 2008, 03:06 PM
პოსტი #1


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



"ყველანი ხიბლში ვართ ამის ცოდნა ხიბლისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა . ყველანი მოტყუებულები ვართ , ყველანი ხიბლში ვართ, ყველანი ყალბ მდგომარეობაში ვიმყოფებით და ჭეშმარიტების მიერ განთავისუფლება გვჭირდება , ჭეშმარიტება კი არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე " ( სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველი )
ხიბლის აზროვნების წესზე მსურს ამ თემაში საუბარი . ანუ უბრალოდ ფრაზებით მოყვანით ნუ შემოვიფარგლებით მისაუბროთ თუ როგორ მოქმედებეს ეს მდგომარეობა გულზე გონებაზე აზრებზე და ამის დასტურად მამათა გამონათქვამები მოვიყვანოთ
" ხიბლი თავიდან აზროვნების წესზე მოქმდებს , როდესაც კაცი მიიღებს მას და აზროვნების წესი მრუდდება , ხიბლი მაშინვე გადაეცემა გულს და გრძნობებსაც რყვნის , შემდეგ კი , რაკი კაცია არსებას დაიპყრობს , უკვე მთელ მის საქმიანობას მოიცავს და თვით ხორცსაც წამლავს , რამეთუ შემოქმედმა იგი განუყოფლად დაუკავშირა სულს" წმინდა ეგნატე ბრიანჩინინოვი



--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 31 2008, 04:46 PM
პოსტი #2


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ციტატა
ყველანი ხიბლში ვართ ამის ცოდნა ხიბლისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა

ნამდვილად საუკეთესო საშვალებაა yes.gif
ადამიანი ამას რომ მიხვდები და აღიარებ ეგეც უკვე დიდი წარმატებაა,ხოლო შემდეგ მასთან ბრძოლაზე უნდა იფიქრო.

საერთოდ ადამიანი თავისი სუსტი,უძლური,ცოდვიანი ბუნების გამო,ასე თუ ისე,მეტად თუ ნაკლებად ვარდება ხიბლში. იმის გაფიქრებითაც კი,რომ შენ კარგი ხარ,რაღაც კარგად თქვი,კარგად გააკეთე,კარგად მოიქეცი,აღფრთოვანდი საკუთარი უნარით,შესაძლებლობებით,უკვე ხიბლში ვარდები.როცა გესიამოვნება და შეიფერებ ქებას,უკვე ხიბლში ხარ.
ამიტომ ხშირად მახსენდება და მიყვარს წმ.ფილარეტ მოსკოველის ეს გამონათქვამი: "როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები."

წმინდა მამები სულიერი ხიბლის ორ სახეს არჩევენ: პირველი - როცა ადამიანი წარმოიდგენს,რომ ის ხედავს ღმერთს,ღვთისმშობელს,ანგელოზე
ბს,სულებს და თავს თვლის ასეთი ხილვების ღირსად. მეორე - ადამიანი თავის თავს მაღალი სულიერების პიროვნებად მიიჩნევს,თვლის,რომ ის არის რწმენისადმი თავისი ერთგულებით გამორჩეული პიროვნება,იშვიათი მმარხველი,მუდამ მღვიძარებაში მყოფი,სხვათა კეთილი დამმოძღვრელი და ჭკუის მასწავლებელი. (ამ უკანასკნელზე მეუფე სტეფანე გამახსენდა,ფორუმზე დაპოსტვაზე საუბრობდა,ადამიანი რაღაცას რო პოსტავ,თუნდაც ჭკუის დამრიგებლურს ან რაღაცაზე სცემ პასუხს და ა.შ. და ა.შ.,ამას რაღაც ნიშნის მოგებით არ უნდა აკეთებდე,ან ვთქვათ,აი ახლა დაინახავენ მე რა მაგარი,რა ჭკვიანი,ნიჭიერი და მოაზროვნე ვარო,სხვაზე ბევრი ვიციო და ასე შემდეგ.. ანუ პირიქით,თავმდაბალად უნდა ფიქრობდე და შეჰხაროდე იმას,რომ შენ შეიძლება შენი პოსტით ვიღაცას არგე.. და არა თავის 'მაგრად' მოჩვენებით) ხიბლის ამ სახეობას შეიძლება ეწოდოს წარმოდგენა საკუთარ თავზე. ხიბლის ნებისმიერი სახეობა დამღუპველია სულისთვის.იგი ეყრდნობა იმ სულიერ სიამაყეს,ანუ იმავე ცოდვას,რამაც დაღუპა უპირველესი ანგელოზი.

დასკვნა: ხიბლი იგივე თავმომწონეობაა,თავმომწონეობ
კი ამპარტავნება.( შეგვიძლიათ იხილოთ "ლოცვანში" (biggrin.gif),აღსარების ცოდვებში - ამპარტავნება ( თავმომწონეობით და უკადრისობით) ), რაც ლილიანამ სწორად მიუთითა სათაურში.

პ.ს. ლიკუშ, ადრე მახსოვს მგონი შენ გახსენი თემა ხიბლზე სადღაც და მიმითითე რა ლინკიsmile.gif ადრე კი მოვკარი თვალი,ბოლოს კი ვეღარ ვიპოვე,მაინტერესებდა და..


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 31 2008, 05:13 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(სოფი @ Jan 31 2008, 05:46 PM) *

აღსარების ცოდვებში



თემას არ ეხება მარა რახან სიტყვამ მოიტანა ეს აღსარების ცოდვები აიღეთ და რაც შეიძლება შორს მოისროლეთ.

ეგეთი სია ცოდვებისა ახდენს:
1. აღსარების პროფანაციას - როდესაც რაღაც მექანიკურ ქმედებამდე დადის ცოდვების ჩამოთვლა
და
2. სიაში ამოკითხული შენთვის უცნობი ცოდვის შენს გონებაში ჩანერგვას და აღვივებს ამ ცოდვის მიმართ ინტერესს


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 31 2008, 05:37 PM
პოსტი #4


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



კანუდოსელი


ციტატა
ეგეთი სია ცოდვებისა ახდენს:
1. აღსარების პროფანაციას - როდესაც რაღაც მექანიკურ ქმედებამდე დადის ცოდვების ჩამოთვლა
და
2. სიაში ამოკითხული შენთვის უცნობი ცოდვის შენს გონებაში ჩანერგვას და აღვივებს ამ ცოდვის მიმართ ინტერესს


მადლობთ კანუდოს,მაგრამ სიმართლე გითხრათ,ჩემს შემთხვევაში ეგრე არ მგონია,რადგან ძალიან იშვიათად თუ ვიხედები მანდ (ბოლომდე მგონი არც ვარ გასული biggrin.gif ), და ამიტომ მიმაჩნია,რომ მექანიკურ ქმედებამდე არ დადის ჩემი ცოდვების ჩამოთვლაsmile.gif
ხოლო რაც შეეხება მეორე მოსაზრებას,სია შეიძლება მართლაც აღვივებდეს ინტერესს სხვა ცოდვისადმი,თუმცა შეიძლება შენ იქ აღმოაჩინო ის ცოდვები,რაც შენ გეგონა,რომ ცოდვა არ იყო,მანამდე არ დაფიქრებულხარ მასზე, და თურმე ამას სჩადიოდი,ან თუნდაც გამოგეპარა,დაგავიწყდა.. smile.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანუდოსელი
პოსტი Jan 31 2008, 05:42 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 8,829
რეგისტრ.: 2-November 06
მდებარ.: კანუდოსი
წევრი № 374



ციტატა(სოფი @ Jan 31 2008, 06:37 PM) *

შეიძლება შენ იქ აღმოაჩინო ის ცოდვები,რაც შენ გეგონა,რომ ცოდვა არ იყო,მანამდე არ დაფიქრებულხარ მასზე,


ამმისთვის არსებობს მოძღვარი, რომ თავად შემოგთავაზოს შენთვის უცნობ ცოდვაზე ბრძოლა...


--------------------
ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს.
ბყკ :-)
ბ - ბუდისტ
ყ - ყრმათა
კ - კავშირი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Jan 31 2008, 05:55 PM
პოსტი #6


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



კანუდოსელი

ციტატა
ამმისთვის არსებობს მოძღვარი, რომ თავად შემოგთავაზოს შენთვის უცნობ ცოდვაზე ბრძოლა...


მაინც ვერ დაგეთანხმებით კანუდოსsmile.gif მოძღვარმა რა იცის შენ რა ცოდვა შეიძლება გქონდეს ჩადენილი? ის ხომ მუდამ შენთან ერთად არ ცხოვრობს ან თავში არ გიზის? biggrin.gif და შენს აზრებს არ კითხულობს? შეიძლება ეგეთი ბევრი ცოდვა არსებობდეს და ხომ არ ჩამოგიჯდება და ყველას ხომ არ ჩამოგითვლის,აბა შვილო ესეთი ცოდვებიც არსებობს და ხომ არ ჩაგიდენიაო? სა აქვს მაგის დრო? biggrin.gif
ხოლო ცოდვასთან ბრძოლა ეს უკვე სხვა საკითხია,ამაზე,რა თქმა უნდა, მოძღვარი მოგცემს რჩევას,მაგრამ სია რა შუაშია? blink.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Feb 1 2008, 11:01 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
იმის გაფიქრებითაც კი,რომ შენ კარგი ხარ,რაღაც კარგად თქვი,კარგად გააკეთე,კარგად მოიქეცი,აღფრთოვანდი საკუთარი უნარით,შესაძლებლობებით,უკვე ხიბლში ვარდები.როცა გესიამოვნება და შეიფერებ ქებას,უკვე ხიბლში ხარ.


???

ჰო რთულია თუმცა, არც შენი დადებითი მხარეების დანახვაზე უარის თქმა არ შეიძლება,

კარგად უნდა ხედავდე სუკეთესაც და ბოროტებასაც შენში,

ჩვენ ყველნი ხიბლში ვართ, მაგრამ არა ყოველთვის...


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Feb 1 2008, 11:33 AM
პოსტი #8


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



ციტატა
ჰო რთულია თუმცა, არც შენი დადებითი მხარეების დანახვაზე უარის თქმა არ შეიძლება,

ჩემი აზრით სწორედ ამ მიდგომაშია ჩადებული ყველაზე დიდი საფრთხე . თვიდაკვირვება ხო ეს თავმომწონეობაა ანუ მე როცა ვხდები საკუთარი კარგის შემფასებელი ამ შედეგით მინდა თუ არა განვიცდიი ტკბობას ? !

ციტატა
.ს. ლიკუშ, ადრე მახსოვს მგონი შენ გახსენი თემა ხიბლზე სადღაც და მიმითითე რა ლინკი ადრე კი მოვკარი თვალი,ბოლოს კი ვეღარ ვიპოვე,მაინტერესებდა და..

სოფო არ მახსენდება sad.gif


--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Feb 7 2008, 08:12 PM
პოსტი #9


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



ლილიანა

ეგ არაფერი ჩემო კარგოsmile.gif


neo

გეთანხმები იმაში,რომ ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ,გეთანხმები იმაშიც,რომ ჩვენ ჩვენი კარგი და ბოროტი უნდა ვიცოდეთ,ბოროტი რომ გამოვასწოროთ, მაგარამ დადებითი მხარეების დანახვაზე უარის არ თქმაა,ოჰო,არამც და არამც.. აი რაღაც დადებითს რომ აღმოაჩენ შენში,ან რაღაც კარგ საქციელს რომ ჩაიდენ,ხომ მოგწონს? საკუთარი თავის კმაყოფილი ხარ,ანუ ისევ და ისევ მიდიხარ თავმომწონეობამდე.. აი ლილიანაზე უკეთ ნამდვილად ვერ დაგიწერდი,მეც ვფიქრობ რომ სწორი პასუხი გაგცაsmile.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sandro40
პოსტი Feb 7 2008, 08:17 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 539
რეგისტრ.: 7-February 08
წევრი № 3,881




ძლივს არ ვნახე რაღაც საინტერესო ყურადღებით გისმენთ smile.gif

თუ შეიძლება განმარტეთ რა არის ხიბლი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Feb 7 2008, 08:49 PM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



მე ამპარტავნებას შევადარებ ერთ დიდ გველეშაპს რომელსაც მრავალი თავი აქვს და ერთერთი თავი არის ხიბლი.ჩემი გამოცდილებიდან რომ ვთქვა ხიბლში მყოფ ადამიანს არ უყვარს შენიშვნას რომ აძლევენ,კატეგორიული აზროვნებისკენ მიდრეკილება (ეს ესეა ) და ხუთმა კაცმაც რომ უთხრას არა ამ საკითხში სხვანაირად არის არც კი დაფიქრდება იქნებ მართლა ვცდები.საკუთარი აზრების შეხედულებების და ქცევების მოწონება.და აშ.
ციტატა
თვიდაკვირვება ხო ეს თავმომწონეობაა ანუ მე როცა ვხდები საკუთარი კარგის შემფასებელი ამ შედეგით მინდა თუ არა განვიცდიი ტკბობას

ჩემი აზრით ადამიანი უნდა ხედავდეს თავის დადებით და უარყოფით მხარეებს იმას თუ რა კუთხით და რა საკითხში განიცადა წინსვლა (პროგრესი)და რაში რეგრესი.უბრალოდ ყოველივე დადებითი უფლისგან მიღებულად უნდა ჩათვალოს და საკუთარ თავს და საკუთარ დამსახურებას არ უნდა განუკუთვნოს და იცოდეს რომ როგორც მიიღო უფლისგან ის შეწევნა ისევე წაერთმევა თუ დიდად მადლობელი და დაუმსახურებლად მიღებულად არ ჩათვლის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Feb 7 2008, 11:35 PM
პოსტი #12


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



sandro40
ციტატა
თუ შეიძლება განმარტეთ რა არის ხიბლი?

შენ მარტო თემის სათაური წაიკითხე? laugh.gif tongue.gif

solomony

ციტატა
ჩემი აზრით ადამიანი უნდა ხედავდეს თავის დადებით და უარყოფით მხარეებს იმას თუ რა კუთხით და რა საკითხში განიცადა წინსვლა (პროგრესი)და რაში რეგრესი.უბრალოდ ყოველივე დადებითი უფლისგან მიღებულად უნდა ჩათვალოს და საკუთარ თავს და საკუთარ დამსახურებას არ უნდა განუკუთვნოს და იცოდეს რომ როგორც მიიღო უფლისგან ის შეწევნა ისევე წაერთმევა თუ დიდად მადლობელი და დაუმსახურებლად მიღებულად არ ჩათვლის.

ნუ ეგ რა თქმა უნდა,მაგრამ ჩვენ იმას ვამბობთ,რომ გამუდნებით (და ვფიქრობ,არა მხოლოდ გამუდმებით)ამაზე ფიქრმა,შეიძლება თვითკმაყოფილების გრძნობა გაგიჩინოს. ჩემი აზრით,მაინც ფრთხილად,სიფხიზლით უნდა მოვეკიდოთ ამ საკითხსsmile.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
berishvili
პოსტი Feb 10 2008, 11:54 PM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 1
რეგისტრ.: 10-February 08
წევრი № 3,902



მე ახალი წევრი ვარ სულ რაგაც 10 წუტის შემოსული ვარ, ვკითხულობ თქვენ საუბრებს, პასუხებს, აზრებს,რცჰევებს და მეც ვიტყვი ერთ-ორ სიტყვას. ხიბლით ძალიან ბევრის სულია დაავადებული, მაგრამ ამის აღიარება არავის არ გვინდა. მე გაცილებიტ სხვა პრობლემები მაქვს მაგრამ ეს ერთ-ერთია მათ შორის.ალბათძალიან ცოდვილი ვარ და ნაკლებად მინდა ვილაპარაკო სხვის ამპარტავნებაზე, მაგრამ მე ვაგიარებ რო ძალიან ბევრი ცოდვები დამიგროვდა და ალბათგმერთსაც დავავიწყდი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 11 2008, 05:25 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ცოდვა, რომელიც "არ ვიცით" რომ ცოდვაა, მაგ დროს ვამბობთ: ის ცოდვები, რომლებიც არ მახსოვს (ვიცი, მეტყვით, რომ თუ არ ვიცით, კიდევ ჩავიდენთ, მაგრამ მაინც). ცხოვრება და მოძღვართან ურთიერთობა კი გვაძლევს იმის გამოცდილებას ზუსტად ვიცოდეთ რა არის ცოდვა, რაც დროთა განმავლობაში "იხვეწება". მე არასოდეს მინახავს ეგ სია, მაგრამ მგონი რაღაცით მოვერიდები თქვა მაგის წაკითხვას, ზუსტ დეფინიციას ვერ დავწერ, რატომ, მხოლოდ ასე მგონია რომ მირჩევნია არ წავიკითხო. ძირითადი მომაკვდინებელი ცოდვები ჩვენთვის ცნობილია და ლოგიკურად მათი "შვილებიც" შეიძლება განვსაზღვროთ.

სიცრუე კი ყველამ ვიცით რომ ცოდვაა, სულერთია ეს "აბეზალოვკით" იქნება გამოწვეული თუ შეგნებულად, მაინც მოსახსენებელია აღსარებაში და არა მხოლოდ მოსახსენებელი ცხადია. საკუთარი თავის მოტყუებას თუ ახერხებს ადამიანი, სხვისი მოტყუება რაღა სიძნელეა sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Feb 17 2008, 01:10 AM
პოსტი #15


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



berishvili

ციტატა
მაგრამ მე ვაგიარებ რო ძალიან ბევრი ცოდვები დამიგროვდა და ალბათგმერთსაც დავავიწყდი.

უი,აბა რას ამბობ,მთავარია ადამიანმა არ დაივიწყოს ღმერთი,თორემ უფალს არ ავიწყდება არავინ 2kiss.gif
მერე ეგ დაგროვილი 'ძალიან ბევრი ცოდვა' აღსარებაში გულწრფელად მოინანიე,და ნახავ როგორ დამშვიდდება სული,უფლის მადლსა და სიახლოვესაც იგრძნობ 2kiss.gif

staywhite
ციტატა
ცოდვა, რომელიც "არ ვიცით" რომ ცოდვაა, მაგ დროს ვამბობთ: ის ცოდვები, რომლებიც არ მახსოვს

ნან ვერ დაგეთანხმებით,ცოდვის არ ცოდნა და არ დამახსოვრება სხვადასხვა რამედ მიმაჩნია.
აი,თქვენ იმას გულისხმობთ,შვიდგზის ზეთისცხების დროს რომ მოგვეტევება? ეგ ის ცოდვები გვეტევება,რომელიც ჩავიდინეთ,ვიცით რომ ცოდვაა და უბრალოდ დაგვავიწყდა აღსარებაში თქმა.


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Feb 17 2008, 12:09 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



საკუთარი სიკეთის დანახვას აუცილებლად თავმომწონეობამდე არ მივყავართ, მარტო ცუდის ხედვას კი ადამიანები კომპექსებამდე და უმოქმედობამდე მიჰყავს...

ჩვენ გვგონია რომ თავმდაბლობა პირდაპირ კავშირშია საკუთარი ცოდვების ხედვასთან და რომ ამით მიიღწევა თავდამბლობა, - ეს შეცდომაა, - არგუმენტი:

ქრისტეს არ ქონდა ცოდვები და იყო თავმდაბალი...



თავმდაბლობა მაშინ მიირწევა როცა განკითხვის ცოდვა ნადგურდება... აქ გადის ბრზოლის ხაზი...


რაც შეეხება სიკეტეს... ადამიანი როცა სინდისის მიხედვით მოქმედებს განიცდის განსაკუთრებულ გრძნობას - ამას სიმშვიდე ქვია... სინდისს დამორჩილებას მოაქვს მშვიდობა და შენ თუ ვერ არცევ ერთმანეთისგან როდის ემორჩილები სინდისს და როდის არა, როდის იქცევი სწორად და როდის არა, - მაშინ ცუდ შედეგებამდი მიხვალ...


იმის ზახება რომ ,,მე ცოდვილი და ცუსი ვარ, და ჩემში არაფერი სიკეთის ნასახი არ არის" - ტყუილია და თავს ვერ მოატყუებ... უბრალოდ ფრთხილად უნდა მოიეკიდო ამ ფაქიზ საკითხს...

მართმადიდებლებს რომ ვესაუბრები ამიტომ ვაკეთებ აქცენტს მეორე უკიდურესობაზე...



--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Feb 18 2008, 05:45 AM
პოსტი #17


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



ჩვენ ყველანი ხიბლში ვართ,მაგრამ მთავარია ამას მივხვდეთ და გამოსწორებაზე ვიზრუნოთ.ხიბლის წარმომშობი მიზეზებიც სხვადასხვა სტატიებსა,თუ ისტორიებში ნათლად ჩანს:


[ხიბლი განსაკუთრებით იმ ადამიანთა შორის არის გავრცელებული,
რომლებიც გარეგნულდა ეკლესიურობითა და
უფლის მოცემულ კანონთა შესრულებით გამოირჩევიან


ეკლესიური ცხოვრების გზაზე შემდგარ ადამიანს ეშმაკი ყოველი მხრიდან უგებს მახეს. ძნელი სათქმელია, რა უფრო ძნელია დაძლიო - მრუშობა, პარვა, ცილისწამება, - თუ მოერიო მათი ძლევით გამოწვეულ ამპარტავნებას. სწორედ ამ ოქროს შუალედის დაცვაა ქრისტიანის მთავარი საზრუნავი.
ეკლესიური ცხოვრებით გამოწვეული ამპარტავნების ყველაზე საშიშ გემოვლინებაზე - ხიბლზე გვესაუბრება წმინდა ნინოს სახეოლობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გელასი ნატროშვილი.

- მამაო, რა არის ხიბლი?

- ვფიქრობ, აჯობებს, ჯერ ორიოდე სიტყვით ცოდვის არსი განვმარტოთ. ცოდვა რელიგიური კანონების დარღვევა, ღვთის სიტყვისადმი დაუმორჩილებლობაა. ის რელიგიური ცნებაა და მხოლოდ მათ მიმართ გამოიყენება, ვინც იღებს ქრისტიანულ კანონს, სწამს ღმერთი და მისი მაცხოვნებელი ფრთის ქვეშ იმყოფება. მას კი, ვინც ეკლესიის წიაღს გარეთაა დარჩენილი, არ ძალუძს, ბოლომდე შეიგრძნოს საკუთარი ცოდვით დაცემა და ღვთისა და ჭეშმარიტებისგან დაცილება.

ცოდვა მრავალგვარია. მათგან ზოგი აშკარაა, ზოგი - ერთი შეხედვით უწყინარი, მაგრამ სულისთვის განსაკუთრებით საშიში. მათ აბსოლუტურ უმრავლესობას საფუძვლად რწმენის ნაკლოვანება უდევს. სწორედ ამით გამოირჩევა ხიბლით დაცემა ყველა სხვა ცოდვისგან. ხიბლში მყოფი კაცი საკუთარ თავს სულიერ ნიჭთა სიმრავლეს მიაწერს. ეს არის სულის ყალბი, მოჩვენებითად ეკლესიური მდგომარეობა, რომელიც მხოლოდ გარედან ჩანს მაცხოვნებელი, სინამდვილეში კი ამპარტავნების ბუდეა.

-ამპარტავნება ახსენეთ. კიდევ რომელი ცოდვები იწვევს ხიბლს?

- კონკრეტულად რომელიმეს გამოყოფა ამ მხრივ შეუძლებელია, რადგან კაცის ცხოვრება მხოლოდ რომელიმე ერთ ემოციაზე არ არის დამოკიდებული, - ადამიანი ურთულესი ფენომენია, მისი სულიერი განცდა უკიდეგანოა, - ამიტომ, ალბათ, უმჯობესი იქნება, თუ ვიტყვით, რომ ადამიანს ხიბლში აგდებს ცოდვათა ერთობა ან ცოდვითი მდგომარეობის გაუაზრებლობა. თუმცა ის კი შეიძლება ითქვას, რომ სიამაყესა და ამპარტავნებას უმთავრესი ბრალი მიუძღვით ცოდვით დაცემაში. ხიბლში მყოფ ადამიანს განსაკუთრებული ჰგონია თავისი თავი. ის უხვად იძლევა დარიგებებს ყოფითსა თუ სულიერ საკითხებზე, თანაც თავისი ნააზრევი ერთადერთ ჭეშმარიტებად ესახება და თანდათან ებადება სიამაყისა და სხვაზე აღმატებულობის განცდა. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა ამპარტავნება - ყველაზე დამღუპველი სნეულება. ყველამ კარგად იცის, რომ სწორედ იგია დედა ყველა ვნებისა და ცოდვისა. ადამიანს მასავით არაფერი განაშორებს ღვთისგან. ამპარტავნება ვლინდება თავისმოყვარეობით, ქედმაღლობით, თავდაჯერებულობით, ეგოიზმით, ფარისევლობით და ა.შ.

- მამაო, როგორ მივხვდეთ, რომ ხიბლში ვართ?

- საზოგადოდ, ხიბლი განსაკუთრებით იმ ადამიანთა შორის არის გავრცელებული, რომლებიც გარეგნულდა ეკლესიურობითა და უფლის მოცემულ კანონთა შესრულებით გამოირჩევიან, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ გარეგნულად. მრავალი მათგანი მიიჩნევს, რომ უკვე მოიწია სსრულყოფილების განსაკუთრებული ნაყოფი, რომ უკვე სასუფევლის ღირსია და ამის დასტურად ათასგვარ ნიშანს იშველიებს: სიზმრებს, ხმებს, ჩვენებებს... მოხიბლული თვლის, რომ მის გარშემო მყოფნიც მოვალენი არიან, ისმინონ მისი და მორჩილად მიიღონ მისი „სწავლებანი“.

- მაგრამ ხომ შეიძლება, მართლაც განსაკუთრებული რამ ესიზმროთ?

- რა თქმა უნდა. ასეთ დროს წმინდა მამათა სწავლებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ისინი გვირჩევენ, რომ ყველა სიზმარსა თუ ჩვენებას, რაც უნდა ცხადი იყოს და უვნებლად გვეჩვენებოდეს, უნდობლად მოვეკიდოთ, არ ვიფიქროთ მასზე, არ დავუჯეროთ. მხოლოდ ასე დავიცავთ თავს ხიბლისგან.

- რას ეტყვით იმ ოჯახებს, სადაც ხატებს მირონი სდით ან იმ ადამიანებს, რომელთაც სხეულზე ჯვრები ესახებათ? და, საზოგადოდ, როგორ უნდა შევხედოთ სასწაულს?

- აქ ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა რთულია. სასწაული უფლის გაფრთხილებაა და მან ამპარტავნებაში კი არ უნდა ჩაგვაგდოს, არამედ საკუთარ თავზე დაგვაფიქროს. ყველა შემთხვევაში, სიზმარი იქნება ეს თუ ხატიდან მირონის წამოსვლა, მოძღვარს უნდა მივმართოთ და მხოლოდ მისი დარიგებით ვიხელმძღვანელოთ.

- რა როლი აკისრია მოძღვარს?

- უდიდესი. ის არის სულიერი შვილის მამა და წინამძღოლი რთულ, საცდურებით აღსავსე ეკლესიურ გზაზე. იმისთვის, რომ სწორი დარიგებები მოგვცეს, მოძღვარი თვითონვე უნდა იყოს სიბლისგან თავისუფალი. აქ დემონურ, განსაკუთრებით საშიშ ხიბლს ვგულისხმობ, თორემ ისე ყოველი მორწმუნე მცირედ მაინც არის ამ სენით დაავადებული. ამის მიზეზი საღვთისმეტყველო კანონთა არცოდნა და არასაკმაირისი საეკლესიო განათლებაა. მოძღვარი მოვალეა, ეკლესიური ცხოვრების დაწყებისთანავე აცნობოს სულიერ შვილს, რომ ასეთი ცოდვა არსებობს და შემდეგ მუდმივად ადევნს თვალყური მის სულიერ მდგომარეობას. სულიერი შვილის ცხოვრების ყველა სფერო მოძღვარმა უნდა დაარეგულიროს. ადამიანი ლოცვებსაც კი მისი მითითების მიხედვით უნდა კითხულობდეს. აქვე დავურთავ, რომ მღვდელმსახურის ყველა ქმედებას საფუძვლად სიყვარული უნდა ედოს.

- რა უწყობს ხელს ხიბლში ჩავარდნას?

- ხშირად - ის, რომ ადამიანს არა ჰყავს მკაცრი მოძღვარი, რომელიც მას თავის სულიერ დაცემას დაანახებს და ამ უმძიმესი ცოდვისგან გათავისუფლებაში დაეხმარება. ნაცვლად ამისა, ხიბლში მყოფ კაცს გარს ის ხალხი ახვევია, ვინც ადვილად ენდობა და ღვთაებრივ გამოცხადებად ღებულობს მის მონაყოლს. ადამიანსაც, ბუნებრივია, გადაჭარბებული წარმოდგენა ექმნება საკუთარ თავზე და თავისი სულიერი მდგომარეობის მიმართ უმართებულო დამოკიდებულება უჩნდება. ამიტომ თუ დავინახეთ, რომ ადამიანი ხიბლშია, გულისტკივილითა და სიყვარულით უნდა ვამხილოთ იგი, ავუხსნათ ამ ცოდვის არსი და ლოცვით მის გადარჩენას ვეცადოთ.

- შეიძლება თუ არა, მხოლოდ გარეგნული ნიშნებით დავინახოთ ხიბლში მყოფობა?

- მხოლოდ გარეგნული ნიშნების მიხედვით რომელიმე ცოდვაზე საუბარი ძნელია, თუმცა, ვფიქრობ, გამოცდილ თვალს არ უნდა გაუჭირდეს ამ ცოდვით შეპყრობილი ადამიანის შემჩნევა. უწინარესად გამოცდილ მოძღვარს ვგულისხმობ, რომელსაც არაერთხელ ჰქონია ურთიერთობა ხიბლში მყოფ ადამიანთან. მაგრამ მაინც - საუბრისას უფრო შეიძლება ამ ცოდვის შემჩნევა, ვიდრე სხვაგვარად.

- არის თუ არა ხიბლი გარდაუვალი ქრისტიანის ცხოვრებაში?

- გარდაუვალი არც ერთი ცოდვა არ გახლავთ. ღმერთმა ადამიანი უცოდველი შექმნა და სწორედ უცოდველობაა მისი ბუნებრივი მდგომარეობა, მაგრამ პირველი წინაპრის ცოდვით დაცემამ თითოეულ ჩვენგანში შვა ცოდვისადმი მიდრეკილება. ხიბლიც ერთ-ერთი ამ ცოდვათაგანია, რომლისგანაც უპირველესად ის გადარჩება, ვინც სწორად გაიგებს ქრისტიანობის არსს, ვინც საკუთარ თავში ნაკლოვანებათა ძიებას დაიწყებს და არა ღირსებებისას.

- როგორ ვებრძოლოთ ხიბლს?

- ხიბლთან ბრძოლა ძნელია, რადგან საფუძვლად მას ადამიანის არსებაში ყველაზე ფესვგადგმული ვნება, სიამაყე, უდევს. მასთან შერკინება დიდ მამაცობასა და ძალას მოითხოვს. ხიბლისგან თავი რომ დავიხსნათ, საჭიროა ყველაფერში მოძღვარს დავემორჩილოთ, მივიღოთ სათანადო საღვთისმეტყველო განათლება და უფალს ვევედროთ, რომ ამ ვნებისგან გაგვათავისუფლოს.

- რომელი სათნოებები აღმოფხვრის ხიბლს?

- თუ მივიჩნევთ, რომ ამპარტავნებაა უმთავრესი მიზეზი ხიბლის გაჩენისა, შესაბამისად, თავმდაბლობა იქნება მისი წამალი. ოღონდ გულწრფელი და არა მოჩვენებითი თავმდაბლობა. ეს კი დაუღალავი შრომის, ლოცვის, საკუთარ დაცემაზე ხშირი ფიქრის შედეგია. ვევედროთ უფალს, რათა გარდამოგვივლინოს ცოდვასთან ბრძოლის მადლი და ძალა და მის წმინდა საყდართან მიახლების ღირსი გაგვხადოს.

ესაუბრა გცვანცა გოგოლაძე
ჟურნალი „კარიბჭე“, №11, 2004 წ.









orthodoxy@wanex.net




---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

„არის გზა, კაცს სწორი რომ ჰგონია, მაგრამ მისი ბოლო სიკვდილია“

ხშირად გაიგონებთ, ესა და ეს კაცი ხიბლშიაო. ბევრი კითხულობს, რას ნიშნავს ხიბლი. მაგრამ როგორც კი თავად ნახავს ასეთ ადამიანს, ყველაფერს ხვდება.

ხშირად კაცს სიცრუე ჭეშმარიტება ჰგონია და ისეა დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ ეს განწყობა ერთიანად მოიცავს მის გულსა და გონებას.

ჩვენი მცირედ მორწმუნეობის გამო დემონები ადვილად ამყარებენ ჩვენთან ურთიერთობას, თანაც ისე შენიღბულად, რომ მათ მიერ შთაგონებული აზრი საკუთარი გვგონია, ამიტომაც ხშირად გვემუქრება საშიშროება, თითქოსდა ცხადი, სინამდვილეში კი ყალბი იდეა ან ემოციური აღტყინება მხსნელ და მადლმოსილ გამონათებად მივიღოთ.

წმინდა მამათა სწავლებიდან მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რომლებიც ცდუნებათა მრავალფეროვნებას და ვერაგობას ააშკარავებს.

ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი ბრძანებს, რომ დემონები ცდილობენ, ადამიანს მხოლოდ საკუთარ თავთან ჰქონდეს კონტაქტი და ემორჩილებოდეს საკუთარ, ხშირად არცთუ ისე ცოდვილ ჩანაფიქრს. თავდაპირველად ისინი ისეთ მოქმედებას შთააგონებენ ადამიანს, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოსდა არ არის დასაძრახი, პირიქით, ხშირად კეთილშობილურიც კი ჩანს. მერე კი, როცა ნდობას და გავლენას მოიპოვებენ, ადამიანს ცოდვისკენ უბიძგებენ. ყოველივე ეს ცხადს ხდის, რაოდენ ვიწროა გზა განსჯისა და რა ფხიზლად უნდა მივდიოთ მას.

ერთი ბერი ასეთ ამბავს მოგვითხრობს: ვინმე ჭაბუკი მამის ნებართვით მონასტერში მივიდა და ისე ბეჯითად დაიწყო მოღვაწეობა, რომ წინამძღვარიც კი გააოცა. მცირე ხნის შემდეგ უდაბნოში წასვლის ნებართვა ითხოვა. თანხმობა რომ მიიღო, უდაბნოსკენ გაემართა და იქ დასახლდა, სადაც უფალმა მიანიშნა. ექვსი წელი ისე გაატარა, ძეხორციელი არ უნახავს. ერთხელ კი მასთან ბერად გარდასახული ეშმაკი მივიდა. იმდენად საზარელი სახე ჰქონდა, რომ განდეგილი შეშინებული დაემხო მიწაზე და ლოცვა დაიწყო. რომ ადგა, ეშმაკმა უთხრა: „კიდევ ვილოცოთ, ძმაო“. ლოცვის შემდეგ ეშმაკმა ჰკითხა: „რამდენი ხანია, აქ ცხოვრობ?“ „ექვსი წელია“, - მიუგო განდეგილმა. „მე შენს მეზობლად ვცხოვრობ, - უთხრა ეშმაკმა, - თერთმეტი წელია, სენაკიდან არ გამოვსულვარ. მხოლოდ დღეს დავტოვე იგი. რადგან შევიტყვე, რომ აქვე დასახლებულხარ. ვიფიქრე, წავალ იმ ღვთის კაცთან და გავესაუბრები სულის მარგებელ თემაზე, ვეტყვი, რომ ჩვენს განდეგილობას არავითარი სიკეთე არ მოაქვს ჩვენთვის. რადგან არ ვეზიარებით ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს; რომ მეშინია, თუ ამ საიდუმლოს განვეშორებით, უცხონი არ გავხდეთ-მეთქი მაცხოვრისთვის. აქედან სამი მილის მოშორებით მონასტერია, მივიდეთ იქ კვირას, ვეზიაროთ ქრისტეს სისხლს და ხორცს და ისევ ჩვენს სენაკებში დავბრუნდეთ“.

განდეგილს რჩევა მოეწონა და კვირას მასთან ერთად მონასტრისაკენ გაემართა. შევიდნენ ტაძარში და მლოცველებს შეუერთდნენ. ლოცვა რომ დასრულდა, განდეგილმა თავისი მეგზური მოიკითხა. ბერებმა უპასუხეს, შენ გარდა ჩვენ არავინ გვინახავსო. მიხვდა განდეგილი, რომ დემონი იყო მისი თანამგზავრი და თქვა: „ხედავ, რა მოხერხებულად გამომიყვანა სენაკიდან! მაგრამ რა საქმე მაქვს ამასთან, მე ხომ კეთილი მიზნით მოვედი აქ. ვეზიარები და უკან გავბრუნდებიო“. ასეც მოიქცა, მონასტრის ძმებთან ტრაპეზზეც დარჩა და მერეღა დაბრუნდა სენაკში.

გავიდა დრო და მასთან ისევ მივიდა ეშმაკი, ამჯერად - ახალგაზრდა ერისკაცის სახით. დაკვირვებით შეხედა და თქვა: „ის არის!“ განდეგილმა ჰკითხა: „რატომ მიყურებ ასე?“ მან უპასუხა: „ამდენი ხნის შემდეგ როგორღა უნდა მიცნო! მამაშენის მეზობელი ვარ. შენ ამა და ამ კაცის შვილი არა ხარ? დედაშენს ხომ ეს და ეს ერქვა? დას ხომ ამასა და ამას ეძახდნენ? შენი საერო სახელიც ხომ ეს იყო? დედაშენი და შენი და სამ წელზე მეტია მიიცვალნენ, მამა კი ახლახან მოკვდა და თავის მემკვიდრედ აგირჩია. სიკვდილის წინ გვთხოვა, გვენახე და გვეცნობებინა, რომ მემკვიდრეობა ჩაიბარო და შენი და მამაშენის სულის საცხოვნებლად ღარიბებს დაურიგო. ნუ დააყოვნებ, წადი, გაყიდე ყველაფერი და აღასრულე მამაშენის ნება“. „აღარ მეგების მე დაბრუნება საერო ცხოვრებაში“, - უპასუხა განდეგილმა. „თუ არ წახვალ, - უთხრა ეშმაკმა, - ქონება დაიკარგება და ღვთის წინაშე აგებ პასუხს. ხომ შეიძლება, ღარიბებისთვის დანატოვარი მემკვიდრეობა მრუშმა, გარყვნილმა ხალხმა დაიტაცოს?!“ განდეგილი შეცდა და ქალაქში დაბრუნდა. სახლს რომ მიუახლოვდა, უეცრად იქიდან მამამისი გამოვიდა. მამამ ვერ იცნო და ვინაობა ჰკითხა. შენი შვილი ვარო, მიუგო შემცბარმა ბერმა. რა მიზეზით დაბრუნდი? - ჰკითხა მამამ. განდეგილს ნამდვილი მიზეზის თქმისა შერცხვა და უპასუხა, დაბრუნება შენდამი სიყვარულმა და სიბრალულმა მაიძულაო. ის მამის სახლში დარჩა. მცირე ხნის შემდეგ კი სასიყვარულო ცოდვით დაეცა, მაგრამ არ მოინანია და შერჩა საერო ცხოვრებას.

წმინდა ეგნატეს თქმით, ბერის დაცემის მთავარი მიზეზი განდეგილობის ნაადრევი დაწყება გახლდათ - იგი ჯერ არ მომწიფებულიყო საამისოდ. იგი შენიშნავს, რომ ეშმაკი განდეგილებს ხშირად პირისპირ ეცხადება. ერთად მცხოვრებთ კი, ჩვეულებრივ, ფიქრებით ებრძვის. მიზანი ორივე შემთხვევაში ერთია - დაღუპოს ადამიანის სული.

მოამზადა ნინო კანდელაკმა
ჟურნალი „კარიბჭე“, №11, 2004 წ.

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ხიბლი

როგორც ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი წერს: „მეტად დიდი ხიბლია ადამიანისთვის იმის დაშვება, რომ იგი ამ მდგომარეობაში არ იმყოფება, ყველა მოტყუებული ვართ, ცდუნებულნი, ყალბ მდგომარეობაში, რომელიც ჭეშმარიტებით, სიმართლით გამოხსნას საჭიროებს“. იმავეს ამბობს მთავარეპისკოპოსი არსენი (ჩუკოვსკი): „თითოეული ადამიანი თავისი უძლური, ცოდვილი ბუნებით მეტნაკლებად ემორჩილება ხიბლის მდგომარეობას. გაიფიქრე, რომ კარგად თქვი, მოიქეცი - უკვე ხიბლია, ოცნებობ საკუთარი ნიჭის, მიდრეკილებების გამოვლენაზეი - სევ ხიბლია, მიიღე შექება, დატკბი მისით - ესეც ხიბლია“.

ამგვარი მიდგომა ადვილი შესაძლებელია გაზვიადებულად ჩათვალონ. თითქოს ასეთ განცდებს ვინ აცდება, თითოეულის ცხოვრებაში ხშირად ჩნდება ისინი. სულ იმაზე თუ იფიქრე, რომ ხიბლის, ამპარტავნების გამოვლენაა ეს, შეიძლება ზედმეტად დაიძაბო, დაბრკოლდე, ზოგ შემთხვევაში მართლაც კარგად გამოგივა რაღაც, როგორ გინდა არ შენიშნო, გონება თავისთავად აკეთებს ამას, გსიამოვნებს საკუთარი სიმარჯვის დანახვა, სხვამაც თუ შეგაქო, გიხარია. ძნელია ხშირად ამ ჩვეულებრივი, შენთვის სასიამოვნო განცდების მიღმა ხიბლი დაინახო, საშიშროება იგრძნო, მაგრამ როგორც ვხედავთ, მართლმადიდებელი მამები სულ სხვაგვარად აღიქვამენ ამას ყველაფერს და ჩვენც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ მათი აზრი, როგორც ბრძენი, გამოცდილი ხალხის მიდგომა.

მამა ალექსი (სოლოვიოვი) წერს: „არაფერი გვაქვს თავმოსაწონი და თუ რამ კარგია ჩვენში საკუთარი არ არის, უფლისაა. პირადი არაფერი გაგვაჩნია. როცა თავში პატივმოყვრული, ქედმაღლური აზრი მოგივა შენს შესახებ ასე გააკეთე: იმ წუთშივე განაგდე ის და თან თუ მარტო ხარ, შენდა გასაგონად თქვი: „მე ვიცი, როგორი კარგიც ხარ, ეს ვინ გააკეთა, ის ვინ ჩაიდინა? - და დაიწყე საკუთარი ცოდვების ჩამოთვლა - ამპარტავნული ფიქრიც გაგიქრება“.

რას წარმოადგენს ხიბლი? იგი მეტად საშიშ რელიგიურ მდგომარეობად ითვლება, როცა ახდენენ რა თავისი შესაძლებლობების გადაფასებას, დიდ წარმოდგენას იქმნიან საკუთარ თავზე. თვლიან, რომ სულიერების ისეთ დონეს მიაღწიეს, იმდენი ცოდნა, გამოცდილება დააგროვეს რელიგიურ სფეროში, რომ ხელეწიფებათ მნიშვნელოვანი საქმეების ჩადენა, დიდი ღვაწლის აღება საკუთარ თავზე. მიიჩნევენ, რომ უფლის განსაკუთრებული წყალობაა მათთან, მეტად მნიშვნელოვანი, საპასუხისგებლო მისია დააკისრა უზენაესმა და ადრე თუ გვიან ეს ხალხმა უნდა გაიგოს. გამოსაყოფია ხიბლის ორი ფორმა: ერთი - ჩვეულებრივი, არაშორსწასული, რომელიც ყველა მორწმუნესთან გვხვდება და მეორე - ამ მდგომარეობის მეტად საშიში, მკვეთრი გამოვლინების სახე. ჯერ შევჩერდეთ პირველ მათგანზე. იგი ერთგვარი სენივითაა, რომლისგანაც სიცოცხლის ბოლომდე არავინაა დაზღვეული, განთავისუფლებული, უბრალოდ სულიერების, რელიგიური გამოცდილების ზრდასთან ერთად უფრო ადვილად ატყობენ, იჭერენ ამპარტავნულ გამოვლინებებს საკუთარ თავში, გრძნობენ, ვარდებიან თუ არა ხიბლის მდგომარეობაში. უახლოვდებიან თუ არა ამ მხრივ კრიტიკულ ზღვარს.

მათგან, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს, ან თუნდაც უბრალო მორწმუნეთაგან, ვისაც სწამს ღმერთის, მაგრამ არ იცავს რელიგიურ წესებს, რომელს არ წარმოუდგენია, რომ მან უკვე გარკვეული სარწმუნოებრივი ცოდნა, გამოცდილება შეიძინა და ახლა სხვასაც შეუძლია ასწავლოს, დაარიგოს რაღაც, მოაქციოს ეკლესიისკენ, ჩაუთვლია, რომ მის ლოცვას უკვე ძალა აქვს და უფალი ისმენს მას, მიუჩნევია, რომ ხელეწიფება ეკლესიისთვის მნიშვნელოვან, სასიკეთო საქმეებთან შეჭიდება. თავისთავად შეიძლება ისიც დაუშვა, რომ უბრალოდ, ყოველგვარი შეფარული მიზნის, საკუთარი თავის განდიდების გარეშე მოინდომო სხვისი დახმარება, რწმენისკენ შემობრუნება, ეკლესიისთვის სამსახურის გაწევა, მაგრამ ხშირად ამ განცდებს მაინც ამპარტავნული მომენტი ერევა. მოწყალება გავიღე, კეთილშობილება გამოვიჩინე, ღვთისთვის სათნო საქმე გავაკეთე, უფალი დამიფასებს, ალბათ სხვაც შეამჩნევს - გღრღნის სიამაყის ჭია და გიმახვილებს საკუთარი ღირსების შეგრძნებას. ერთ-ერთი გამორჩეული სქემოსანი ბერის სულიერი შვილის აღსარებაში ვხვდებით ასეთ სიტყვებს: „მე სავსე ვარ ამპარტავნებით, გულში ჩემს გარშემო მყოფ ყველა ადამიანზე მაღლა ვაყენებ თავს, რჩეული მგონია იგი“. ეს სიტყვები ძალიან ბევრს მიესადაგება. მართალია, მალავენ ამ თავის გულში ნაფიქრს, ესმით რა სასაცილო, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, ხაზი რომ გაუსვან თავის რჩეულობას, როგორი ულამაზო გამოვა სხვის თვალში, ამბობენ ქრისტიანისთვის ჩვეულ სიტყვებს მე ვინ ვარ, ერთი ცოდვილი, უძლური არსება, მაგრამ სინამდვილეში კი ეს სიტყვები სულაც არ ასახავს მათ შინაგან მდგომარეობას. თავისთვის ფიქრობენ, რომ განსაკუთრებული მისია დააკისრა უზენაესმა და ადრე თუ გვიან ალბათ დაიგრგვინებს მართლმადიდებლურ სამყაროში მათი სახელი. ამგვარი აზრები, შინაგანი განწყობა უფრო მეტად ახალგაზრდებისთვის, განსაკუთრებით კაცებისთვის არის დამახასიათებელი, მაგრამ ამ მხრივ გამონაკლისს არც ქალები წარმოადგენენ, ზოგჯერ ასაკოვნებიც.

ადამიანი თავისი ბუნებით ამპარტავანია, მაგრამ ხანდახან მაინც მისი ეს მხარე განსაკუთრებით იკვეთება, იწევს წინ და იგი უკვე ხიბლზე მიუთითებს. ამ დროს ხიბლის მდგომარეობის ფსიქიკურ განცდათა ანალიზი რომ გაკეთდეს, ორი მხარე იქნება მეტად თვალშისაცემი. ერთი - გამახვილება, გაძლიერება საკუთარი ღირსების შეგრძნების, რომ შეგიძლია სხვას დაარიგო, ასწავლო, გააკეთო ღვთისთვის სათნო საქმენი, დახმარება გაუწიო ეკლესიას და მეორე - სწრაფვა იმისკენ, რომ ირგვლივ დაინახონ, შეიტყონ შენ მიერ გაწეული ღვაწლი, ის, თუ რას აკეთებ ხალხისთვის. იგრძნობა ერთგვარი აღტყინება, დაძაბვა, ენთუზიაზმი, ენერგიის მოჭარბება და პირდაპირ თუ არა შეფარვით მაინც ყოველნაირად ცდილობენ წარმოაჩინონ საკუთარი თავი. ზოგჯერ ვითომდა სიტუაციამ მოიტანა, საუბრისას უბრალოდ ითქვა, რით არიან დაკავებულნი, უნებურად გამახვილდა მასზე ყურადღება; ხანდახან კიდევ პირდაპირ, დაუფარავად ამბობენ სათქმელს, განა რა დიდი დანაშაული და სირცხვილია, სხვამაც გაიგოს მათი საქმიანობის შესახებ, მით უმეტეს, თუ ზომიერად, არც მაინცდამაინც თვალშისაცემად იქნება ეს ნათქვამი.

მეტად ძნელია ამპარტავნებასთან ბრძოლა. შეიძლება მთელი ცხოვრება წერდე მის შესახებ, ტომები გქონდეს შექმნილი, სხვას აფხიზლებდე, მოუწოდებდე ამ ვნების საშიშროების შესახებ, მიუთითებდე მის გამოვლინებებზე, ასწავლიდე დაპირისპირებას და თავად ისე ჩავარდე ხიბლის მდგომარეობაში, რომ ვერც კი შეატყო. არავინ არის ამ მხრივ დაზღვეული, იმათგანაც კი მრევლს ვინც არიგებდა, მრავალ სასულიერო პირს მოსვლია ასე. მაგრამ ერთი რამ მაინც გამოსაყოფია, სულიერი გამოცდილება ეხმარება ადამიანს დროულად შეამჩნიოს და ებრძოლოს ხიბლის გამოვლენას თავში და თუ საჭიროა, სხვასაც შეეშველოს ამ მხრივ.

ყველანი ხიბლში ვართ, დიდი წარმოადგენა გვაქვს საკუთარ თავზე, ჩვენს მისიაზე ამქვეყნად, მაგრამ მაინც ცალკეა გამოსაყოფი ხიბლის შორსწასული, შეიძლება ითქვას, მკვეთრი გამოვლინების ფორმები, რომლებიც უმრავლესს შემთხვევაში მეტად სავალალოდ თავდება ადამიანისთვის. წმინდა მამები ამგვარი ხიბლის ორ სახეს გამოყოფენ. პირველი, როცა იწყებენ წარმოსახვას იმისა, რომ ხედავენ მაცხოვარს, ღვთისმშობელს, ანგელოზებს, ცის გახსნას, ზეციური სამყაროს სურათებს, ესმით რაღაც ხმები, აქვთ ნარკომანების მსგავსი მოლანდებები, თავში მოსდით ერთი შეხედვით ბრწყინვალე, შთამბეჭდავი იდეები და ჰგორნიათ ეს უფალი კარნახობს მათ. მიიჩნევენ, რომ უზენაესმა აირჩია ისინი, რათა კაცობრიობას მათი პირით ამცნოს ჯერ უთქმელი, მეტად მნიშვნელოვან აღმოჩენათა, სიბრძნეთა შესახებ, აუწყოს რა ელით, თუ იმას არ გააკეთებენ, რასაც მისი „რჩეული“ ეუბნება. უნდა ითქვას, რომ ხიბლში მყოფის აზრები, იდეები უმთავრესად მხოლოდ მისთვის არის შთამბეჭდავი, ძალიან საყურადღებო, ბრძნული, სხვის თვალში კი ხშირად ისინი აბსურდულად, სასაცილოდ, გაზვიადებულად მოჩანან. მათი საუბარი არც თუ იშვიათად გაუგებარია, იყენებენ რაღაც განყენებულ, აბსტრაქტულ ტერმინებს, ლაპარაკობენ ქარაგმებით, ზოგჯერ მოჰყავთ ადგილები წმინდა წერილიდან, იმეორებენ ქრისტიან მამათა გამონათქვამებს, მაგრამ ყოველივე ეს საერთო სურათიდან ამოვარდნილის შთაბეჭდილებას ტოვებს. მთლიანობაში რასაც ამბობენ, უსიამოვნო, არამიმზიდველ, ხშირად გაუგებარ შთაბეჭდილებას ტოვებს, მსმენელს სურვილი უჩნდება, მალე განერიდოს მას. ცდუნებულის საუბარს ისეთი დაღი აზის თვითდაჯერების, ამპარტავნების, საკუთარ სიმართლეში დარწმუნების, რომ საღად მოაზროვნე კაცისთვის შემაძრწუნებელი სურათი იქმნება.

ღვთისმშობელმა მაუწყა, ანგელოზებმა განმიცხადეს, წმინდა გიორგი ვნახე ძილში და მან მითხრა - ისე წამოისვრიან, უბრალოდ იტყვიან, რომ რელიგიურად გაუთვითცნობიერებელი ადამიანი შეიძლება გაოგნდეს, ეს ვისთან მქონია საქმეო! „პლანეტები რომ ერთ ხაზზე განლაგდებიან, მაშინ დადგება ქვეყნის აღსასრული და რაღაც ხმა გარედან მკარნახობს, რომ ეს მალე იქნება. ვაი, ბედკრულო კაცობრიობავ, რომ იცოდე, რა გელოდება“ - დღევანდელი რეალობიდან აღებული ერთ- ერთი ფრაზა ხიბლში მყოფის გამონათქვამებიდან. ზოგჯერ ვხვდებით აბსურდულ მტკიცებებს, როდის რა შეიძლება ჭამოს ადამიანმა და რის მიღებას უკრძალავენ მას ზემოდან, რომ ვთქვათ შემწვარი ნივრის ჭამა შეიძლება, ხახვის კი არაფრის დიდებით. ზემოთქმული მხოლოდ მაგალითია ხიბლში მყოფის წიაღსვლების, ასეთის კი მრავლის ჩამოთვლა შეიძლება.

მათ ხშირად აქვთ რაღაც უცნაური სიტკბოების, სიხარულის, აღტაცების გამომხატველი განცდები. ეს გრძნობები ცდუნებულისა არ ჯდება, ჩვეულებრივ ადამიანურ შეგრძნებათა, ემოციათა ჩარჩოში და ესეც ხიბლში მყოფისთვის იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად წყალობს უფალი, ახლოს არის მასთან. განა უბრალო მოკვდავს შეიძლება ჰქონდეს ასეთი განცდები, უკვე ამქვეყნად გრძნობდეს სამოთხისეულ ნეტარებას?

ზოგჯერ ხიბლში მყოფნი გარეგნულად დიდ ღვაწლს იღებენ საკუთარ თავზე, გაძლიერებულად მარხულობენ, ლოცულობენ, დადიან ზამთარში ფეხშიშველნი, ყოველმხრივ აუძლურებენ სხეულს. ბოროტი აძლევს მათ ისეთ ძალას, რომ დიდი შეუპოვრობა, გამძლეობა გამოიჩინონ ამ მხრივ. ესეც ცდუნებულისთვის იმის დამამტკიცებელია, რომ მან უკვე დიდ სიმაღლეს მიაღწია ღვთისკენ სავალ გზაზე, განა სხვაგვარად შეძლებდა კი ამას?

ეპისკოპოსს ეგნატე ბრიანჩანინოვს ხიბლის ასეთი შემთხვევა მოყავს. ერთ-ერთი პეტერბურგელი ჩინოვნიკი არასწორი გაძლიერებული ლოცვით იყო დაკავებული, და ამის გამო განსაკუთრებულ მდგომარეობაში ჩავარდა. ლოცვის ეს არასწორობა იმაში გამოიხატებოდა, რომ იგი ამ დროს სხვადასხვა ზეციურ სურათს, წმინდანს, ანგელოზს წარმოიდგენდა, რაც მართლმადიდებელ მამათა მიხედვით მეტად საშიშად ითვლება. ლოცვის ეკლესიური წესი გულისხმობს არა წარმოსახვის გახელებას, არამედ იმ სიტყვების შინაარსის ყურადღებით აღქმას, რომელსაც ვკითხულობთ. ამ დროს ზეციურ სამყაროს მკვიდრთა წარმოდგენა მართლმადიდებლური გაგებით დიდი საშიშროების შემცველია და თუ ეს უნებურად მაინც მოხდა, ასეთი წარმოდგენები უნდა განიდევნოს გონებიდან. ჩინოვნიკს გარკვეული ხნის შემდეგ სხვადასხვა ჩვენებები დაეწყო. ლოცვისას ეჩვენებოდა, რომ ხედავდა ხატებიდან გამომავალ სინათლეს, გრძნობდა წარმტაც სურნელს, პირში ჰქონდა არაჩვეულებრივი სიტკბოების შეგრძნება. იგი რჩევისთვის მონასტერში მივიდა და ერთ-ერთ ბერს თავის შეგრძნებათა შესახებ მოუთხრო. ბერმა აუხსნა, რომ ეს დემონური გათამაშების შედეგი იყო და ურჩია, თავი დაენებებინა არასწორი ლოცვისთვის, რაზეც ცდუნებულმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია. განა შემიძლია უარი ვთქვა ასეთ მადლზე? - მიუგო მან. ბერმა ერთი შეხედვით უცნაური კითხვა დაუსვა. თავის მოკვლის სურვილი ხომ არ გიჩნდებაო? როგორ არა, დავაპირე კიდეც, უთხრა ჩინოვნიკმა, მაგრამ გადამარჩინესო. როცა ცდუნებული წავიდა, მონასტრის ძმებმა ბერს ჰკითხეს. თუ საიდან მოუვიდა ასეთი კითხვის დასმა აზრად, რაზეც მან უპასუხა: „როგორც უფლისთვის მოთქმის დროს დგება სინდისის დამშვიდების წუთებიც, რომელიც აწყნარებს მონანულთ, ასევე დემონური ხიბლის ყალბი სიამოვნებისასაც დგება მომენტი, როდესაც ხიბლი თითქოს აშკარავდება და ადამიანს თავის ნამდვილ სახეს უჩვენებს. ამგვარი წუთები საშინელია, მათი სიმწარე და შედეგად გამოწვეული სასოწარკვეთა აუტანელი. ამით ცდუნებულმა ყველაზე ადვილად უნდა იგრძნოს თავის მდგომარეობა და შეეცადოს მისგან განთავისუფლებას. ხიბლის დასაწყისი სიამაყეა, ნაყოფი კი - დიდი ამპარტავნება. ცდუნებული თვლის რა ღვთის მადლის რჩეულ ჭურჭლად თავს, უგულებელყოფს ახლობელთა გაფრთხილებებს მის დასახსნელად. ამასთან სასოწარკვეთის შეტევები თანდათან უფრო ძლიერდება და ან ფსიქიკური აშლილობით, ან კიდევ თავის მოკვლით ბოლოვდება“.

ჩინოვნიკი საბრალოდ, სასაცილოდ გამოიყურებოდა: - როცა დიდი სიტკბოებისგან პირში ნერწყვი მიმრავლდება, იქ აღარ ეტევა, იატაკზე მეწვეთება და ეს ცოდვა ხომ არ არისო - ჰკითხა მან ბერს. ასე ამასხარავებს, საცოდავს ხდის ბოროტი ხიბლში მყოფს.

ღვთისმოსაობით გამორჩეული ერთ-ერთი არქიმანდრიტი იცნობდა ბერს, რომელიც თავის შესახებ ასეთ რამეს მოჰყვა: „ვცდილობდი თავდადებით მეღვაწა და გულმხურვალედ ვლოცულობდი ჩემს კელიაში. ლოცვა მატკბობდა და მეჩვენებოდა, რომ ჭეშმარიტი სულიერი ცხოვრებით ვცხოვრობდი. დროთა განმავლობაში ჩავთვალე, რომ ჩემთვის უკვე ზედმეტი იყო სულიერ მოძღავართან მისვლა და რჩევა-დარიგებების მიღება.

შევწყვიტე მასთან სიარული და ერთხელაც სენაკში ლოცვისას ჩემს წინ მშვენიერი ანგელოზი წამოიმართა. მან მითხრა, რომ ჩემი მოღვაწეობა სათნო იყო უფლისთვის, მაგრამ მისთვის განსაკუთრებით მისაღები რომ ვყოფილიყავი, საჭირო იყო მსხვერპლი და ერთი თვალის დათმობა შემომთავაზა.

როცა ანგელოზი გამშორდა, სიხარულისგან ექსტაზში მყოფმა სანთელი ავიღე და მანამდე მეჭირა თვალთან, სანამ გონება არ დავკარგე.

ცისკარზე ღვთისმსახურებაზე აღარ მივედი და შეშფოთებული ბერები მოსანახულებლად ჩემს სენაკში შემოვიდნენ. გონზე მომიყვანეს, მაგრამ თვალი უკვე დაკარგული გახლდათ. მისი დაკარგვის ნამდვილი მიზეზი არ გამიმხელია და ვუთხარი, რომ იგი დაცემისას დავიზიანე. არ წავედი ჩემს სულიერ მოძღვართანაც.

ვფიქრობდი რა, რომ მართლაც უფლისთვის სასურველი მსხვერპლი გავიღე, კვლავ გავაგრძელე მხურვალედ ლოცვა. ჩემს წინაშე ისევ წარმოდგა ანგელოზი და მითხრა. მიიღო უფალმა შენი მსხვერპლი, მაგრამ ბოლომდე სათნო რომ ყოფილიყავი, საჭ


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სოფი
პოსტი Feb 18 2008, 11:22 PM
პოსტი #18


Pro Christo..
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,122
რეგისტრ.: 10-January 07
წევრი № 843



neo

ციტატა
საკუთარი სიკეთის დანახვას აუცილებლად თავმომწონეობამდე არ მივყავართ, მარტო ცუდის ხედვას კი ადამიანები კომპექსებამდე და უმოქმედობამდე მიჰყავს...

ნუ შენ იმდენი ქენი- yes.gif biggrin.gif ხო გეთანხმები,ყოველთვის თავმომწონეობამდე არ მივყავართ,და ჩვენი კარგი და წარმატებაც უნდა დავინახოთsmile.gif


xornabujeli

2kiss.gif

ციტატა
ხიბლზე გვესაუბრება წმინდა ნინოს სახეოლობის ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი გელასი ნატროშვილი.

ჩემი მოძღვარიიი wub.gif


--------------------
"Happiness only real when shared."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Feb 19 2008, 02:29 AM
პოსტი #19


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



ციტატა
ნუ შენ იმდენი ქენი- ხო გეთანხმები,ყოველთვის თავმომწონეობამდე არ მივყავართ,და ჩვენი კარგი და წარმატებაც უნდა დავინახოთ


smile.gif

სოფი
მე ჩემი გაჭირვება მაქ smile.gif ახლავე დავამტკიცებ რომ ხიბლში ვარ, - მე ვფიქრობ რომ ხიბლში არ ვარ smile.gif... პარადოქსების ტავისტკივილი...


საკუთარი ცოდვების ხედვა ტავმდაბლობამდე ერის კაცს ვერ მიიყვანს, იმიტომ რომ არსებობს არგუმენტი ,,ყველა ცოდვილია'' და ,,მე ნამდვილად არ ვარ ყველაზე ცოდვილი" - ეს ობიექტურობაა, არ შეიძლება ყველა იყოს ყველაზე ცოდვილი...

ბევრი ვეცადე ჩემი თავი ასეტად (ყველაზე ცოდვილად) დამენახა მაგრამ ლოგიკური არგუმენტი ვერ ვიპოვე...

ამის შემდეგ ბევრი ვიფიქრე და მივედი დასკვნამდე, რომ თავმდაბალი ის ადამიანია რომელიც აღარ განიკითხავს, ის შეიძლება ჯანმრთელი იყოს მაგრამ ავადმყოფებს მაინც არ განიკითხავს... ვინ იცის ფარისეველს რომ მეზვერე საერთოდ არ ეხსენებინა იქნებ ისიც გამართლებული გამოსულიყო რადგან საკუთარი ჯანმრთელობის მიზეზს ღმერთში ხედავდა და არა საკუტარ ტავში ? იქნებ ამ ჭრილშიც დაგვენახა ეს იგავი ? ამ კვირაში smile.gif

შეეცადეტ ამ ნაწერში ჩემი ამპარტავნობის გარდა სხვა რამეც დაინახოთ smile.gif...




























--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ლილიანა
პოსტი Feb 19 2008, 05:14 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 4,439
რეგისტრ.: 18-August 06
წევრი № 78



"მეზვერისადა ფარისევლის იგავი გვიცხადებს რომ მთავარი დაბრკოლება ჩვენი გულის შემუსვრისა , ჩვენი ალალმართლობის შეგრძნებაა "
წმინდა თეოფანე დაყუდებული
" მაღალთა და სრულთა ჩვენთან შედარება ყველაზე ძლიერი და ქმედითი ექიმობაა თვითრჩეულობის ასახოცავად "
თეოფანე დაყუდებული
მამები გვირჩევენ გარშემო ნუ იყურებით თუ გსურთ სიმდაბლეე მოიხვეჭოთ " სათნოებისა და კეთილმსახურების მ ტკიცე მოშურნეებს შეხედე და შენი ნაკლოვანებების შეცნობით განათლდი "




--------------------
21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 02:22 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი