IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> მირჩიეთ... დამაკვალიანეთ... პრობლემები..., ბიუროკრატიული და სხვანი...
k@the
პოსტი Feb 9 2008, 07:31 AM
პოსტი #1


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



თუ ვინმეს რაიმე რჩევა სჭირდება საზღვარგარეთთან დაკავშირებით, ან პრობლემა აქვს, გავუზიაროთ აქ ერთმანეთს.
იქნებ, ერთად შევძლოთ მათი გადაწყვეტა smile.gif






პ.ს. მსგავს პოსტებს მოვკრიბავ ამ თემაში...


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
monatrebuli fee
პოსტი Feb 13 2008, 12:09 AM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 32
რეგისტრ.: 11-January 08
მდებარ.: Germany
წევრი № 3,607



დამხრება მჭირდება!!
თქვენგან რომელიმემ ხომ არ იცით კარგი ლინკი რომლითაც (ინტ.-ით)უცებ ბინის დასავლეთით(=KÖLN,DÜSSELDORF) მოძებნა შესაძლებელი იქნებოდა?
დიდი მადლობა წინასწარ

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 13 2008, 12:10 AM
პოსტი #3


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



monatrebuli fee
უი ბოდიში ანა, რომ აქამდე ვერ შევნიშნე. კი ვიცი
http://www.studenten-wg.de/angebote_lesen.html
აბა ეს საიტი ნახე, უნდა მიუთითო ქალაქი ჩამონათვალიდან.
შემეხმიანე თუ ვერ გაერკვევი. smile.gif




--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 13 2008, 12:12 AM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ვფიქრობ, აქ უნდა იყოს ერთგვარი რჩევები ემიგრანტებისთვის, კანონები , წესები, უფლებები...

ძალიან კარგი თოფიქია, ვეძებთ იურისტს ვინც დაგვეხმარება smile.gif

იქართველეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 13 2008, 12:14 AM
პოსტი #5


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



KAIROS
მართალია, ასეც ჩავიფიქრე თავიდან. ვიზასთან დაკავშირებული პრობლემები და ათასი სხვა კიდევ.
ერთი ნაცნობი სწავლობს იურიდიულზე გერმანიაში და მინდა რომ ვთხოვო, როცა მოიცლის იქნებ დახედოს ხოლმე თემას.


ასე, რომ იმედია გავიხსნებით ასეთ პრობლემებზე smile.gif

პ.ს. ქართველი იურისტებიც მრავლად არიან ფორუმზე და ისინიც თუ გვირჩევენ რამეს უკეთესი. smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 13 2008, 01:39 AM
პოსტი #6


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



k@the
ციტატა
ქართველი იურისტებიც მრავლად არიან ფორუმზე


ალბათ, იგულისხმე: ქართული სამართლის მცოდნენი.... tongue.gif

მოკლედ, აქაურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით რაც დაგჭიდებათ, აგერ ვარ smile.gif

მოქალაქეობის მიღება, აღდგენა, უფლებები და ა.შ. smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 13 2008, 01:50 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ორმაგი მოქალაქეობის საკითხი როგორ დგას, დავით? ან თუ დასაშვებია და ვინმე მიიღებს, მამაკაცთათვის მაინც სავალდებულო ხდება ჯარში წასვლა? ე.ი. თუ აქვს ორმაგი მოქალაქეობა ვაჟს, ქართული და სხვა ქვეყნის,აუცილებელია სამხედრო ვალდებულების მოხდა მაშინ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 13 2008, 03:06 AM
პოსტი #8


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
აქაურ კანონმდებლობასთან დაკავშირებით


კანონისტ, ვინმე გვინდა ვინც ევროპულ კანონმდებლობასაც იცნობს ახლოს,
საჭიროა რომ გააცნოს ჩვენს ემიგრანტებს თავიანთი უფლებები, ასევე კანონები, მოკლედ ყველაფერი... ეს აუცილებელია, ჯერჯერობით ვფიქრობ არ არსებობს არცერთი ვებ.გვერდი ვინც ამ საკითხით დაინტერესებულთ დააკვალიანებს...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Feb 13 2008, 11:12 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



ციტატა(staywhite @ Feb 12 2008, 11:50 PM) *

ორმაგი მოქალაქეობის საკითხი როგორ დგას, დავით? ან თუ დასაშვებია და ვინმე მიიღებს, მამაკაცთათვის მაინც სავალდებულო ხდება ჯარში წასვლა? ე.ი. თუ აქვს ორმაგი მოქალაქეობა ვაჟს, ქართული და სხვა ქვეყნის,აუცილებელია სამხედრო ვალდებულების მოხდა მაშინ?


დავითის ნებართვით wink.gif მე გიპასუბთ, მაგრამ უამრავი კითხვა პასუხი რომ არ გამოგვივიდეს ამიტომაც გამოგიგზავნეთ საქართველოს კანონი მოქალაქეობის შესახებ,PM-ზე, რომელიც მარტივ ენაზეა დაწერილი და თუკი რამე კითხვა (უკვე ნაცნობი კანონიდან) დაგებადებათ გვივგულეთ თქვენს სამსახურშიsmile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 13 2008, 11:24 AM
პოსტი #10


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



დიდი მადლობა , თემო smile.gif

ანუ არ ყოფილა ჯერ ორმაგი მოქალაქეობა,რაც ძალიან საწყენია.იქნებ ახლო მომავლში შეიცვალოს.

დანარჩენებსაც წავიკითხავ და თქვენის ნებართვით, კითხვებიც მექნება დარწმუნებული ვარ.

მადლობთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 13 2008, 12:12 PM
პოსტი #11


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



staywhite
ციტატა
ანუ არ ყოფილა ჯერ ორმაგი მოქალაქეობა

დაგიზუსტებ...

კონსტიტუციური ჩანაწერითაც და მოქალაქეობის კანონითაც ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს საქართველოს არ აქვს ორმაგი მოქალაქეობა, მაგრამ ფაქტობრივად აქვს.... yes.gif

განგიმარტავთ რა და როგორ

საქმე ისაა, რომ 2004 წლის ცვლილებებამდე საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლებოდა ყოფილიყო სხვა ქვეყნის მოქალაქე. ამ წესში გამონაკლისი არ დაიშვებოდა. ამიტომ, პირს რომ ჩვენი მოქალაქეობა მიეღო, ჯერ უარი უნდა ეთქვა მოქმედ მოქალაქეობაზე, წარმოედგინა ჩვენთან საბუთი, რომ ის არცერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ იყო და შემდეგ დაეწერა განცხადება მოქალაქეობის მიღებაზე. ეს კი, ხვდებით ალბათ, დიდ სირთულეებთან იყო კავშირში.

ამიტომ, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და ეს წესი გააუქმა. დღეს, საქართველოს ხელისუფლება აღარ ელოდება იმას, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების მსურველმა პირმა დაიწყოს და დაასრულოს პროცედურები მოქმედი მოქალაქეობის გასაუქმებლად. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველს ან საქართველოს ყოფილ მოქალაქეს მხოლოდ განცხადების საფუძველზე, 6 თვეში მისცეს საქართველოს მოქალაქეობა. ამდენად გამოვა, რომ ამ მომენტიდან ის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი იქნება

რაც შეეხება ამ ორმაგი მოქალაქეობის შენარჩუნებას. ეს მთლიანად არის დამოკიდებული იმ ქვეყნის კანონმდებლობაზე, რომლის მოქალაქეც არის ამავდროულად საქართველოს მოქალაქე. თუკი ის ქვეყანა უკრძალავს თავის მოქალაქეს სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას, მაშინ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დაკარგავს პირვანდელ მოქალაქეობას. ხოლო თუკი ეს დასაშვებია, მაშინ - შეინარჩუნებს.

რაც შეეხება სამხედრო სავალდებულო სამსახურს. თუკი პირს, რომელიც ქართული კანონმდებლობით ექვემდებარებოდა ჯარში სავალდებულო გაწვევას (მამაკაცი, სრული ჯანმრთელობით, 18-დან 27 წლამდე) სამხედრო სამსახური გავლილი აქვს სხვა სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში, სავალდებულო გაწვევას აღარ ექვემდებარება (საქ. კანონი "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ", მუხ. 29, პ. 1, "ბ")

kanonisti.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 13 2008, 12:22 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



მადლობა, დავით smile.gif

მერე მაქვს კიდევ შეკიტხვები, წავიკითხავ ბოლომდე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninaka36
პოსტი Feb 13 2008, 04:42 PM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 13-February 08
წევრი № 3,925



გამარჯობათ კართველებო!მე ვცხოვრობ ესპანეთში და დიდი პრობლემის წინაშე ვარ.მე რომელ ქალაქშიც ვიმყოფები არ არის მართლმადიდებლური ეკლესია და ძალიან მიჩირს სულიერად.როგორ მოვიქცე,იკნებ მირჩიოთ.შემიძლია ვილოცო კათოლიკურ ეკლესიაში?გუშინ სიზმარშიც კი ვნახე ეკლესია და დავდიოდი და ვეძებდი.რა ვიგონო?ცოდვაა კათოლიკურ ეკლესიაში ლოცვა?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 13 2008, 04:49 PM
პოსტი #14


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ninaka36
ღმერთმა მოგცეს ძალა! კეთილი იყოს შენი ჩვენთან შემოსვლა.
ნინო, თუკი მართლმადიდებელი ხარ, სახლში იქნებ ერთი ხატი მოგეპოვებოდეს და მის წინ ილოცე. თუ ხატი არ გაქვს, მეშინ გულში წარმოიდგინე უფალი და ისე შესთხოვე რამ. ნუთუ აუცილებელია, სადმე წახვიდე რასაც ეკლესია ქვია? ღმერთი ყველგანაა და ჩვენს ლოცვას ყველგან შეისმენს. smile.gif
სხვა მეტი არ ვიცი მე რა გირჩიო. აქ ბევრი ჩემზე განსწავლულია მაგ საკითხში და ისინი გეტყვიან რამეს კიდევ.
თუკი რამით შემიძლია დაგეხმარო, შენს გვერდში მიგულე. მე გერმანიაში ვარ.
გფარავდეს უფალი.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 13 2008, 04:52 PM
პოსტი #15


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ninaka36
ციტატა
შემიძლია ვილოცო კათოლიკურ ეკლესიაში?

სასურველია არა no.gif

ეცადე სახლში ილოცო და პერიოდულად, რამდენ ხანში ერთხელაც შეძლებ მეზობელ ქალაქში სადმე მიხვიდე მართლმადიდებლურში


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 13 2008, 04:57 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



კოსოვოში მოსამსახურე ერთმა ფრანგმა სამხედრო ექიმმა ( სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს, ისე ახალი ამბავია) მართლმადიდებლობა მიიღო და მიტროვიცის მონასტერში მოინათლა, ის ამბობდა, 53 წლის კაცი, რომ მხოლოდ მართლმადიდებლურ ეკლესიაში შესვლისას იგრძნო ღვთის მადლი, რაღაც სისხვანაირე, ვიდრე კათოლიკურში , ამის გამოც მივხვდი რაც უნდა მექნაო ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Feb 13 2008, 05:12 PM
პოსტი #17


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ციტატა(ninaka36 @ Feb 13 2008, 04:42 PM) *

გამარჯობათ კართველებო!მე ვცხოვრობ ესპანეთში და დიდი პრობლემის წინაშე ვარ.მე რომელ ქალაქშიც ვიმყოფები არ არის მართლმადიდებლური ეკლესია და ძალიან მიჩირს სულიერად.როგორ მოვიქცე,იკნებ მირჩიოთ.შემიძლია ვილოცო კათოლიკურ ეკლესიაში?გუშინ სიზმარშიც კი ვნახე ეკლესია და დავდიოდი და ვეძებდი.რა ვიგონო?ცოდვაა კათოლიკურ ეკლესიაში ლოცვა?

აბა აქ, ბოლოში ნახე
http://www.orthodoxy.ge/pasukhebi/3.htm#12


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninaka36
პოსტი Feb 14 2008, 03:37 AM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 5
რეგისტრ.: 13-February 08
წევრი № 3,925



უღრმესი მადლობა ჩემო კარგებო მხარდაჩერისათვის!ესეიგი კართული სული ისევ არსებობს.რაღაც დეფიციტი მაქვს ეკლესიაში ლოცვის და ამიტომაც შეგაწუხეთ.კიდევ ერთი მინდა დავამატო,რაც შეეხება ეკლესიას....ცამოსვლის წინ ეკლესიაში მივედი და მამაოს ვთხოვე დამლოცე მამაო ამხელა გზაზე მივდივარ,შვილებს ვტოვებ და ღმერთის წკალობა მჯირდებათკო.და არ დამლოცა.ჯერ მოუცლელობა მოიმიზეზა,მერე აღსარება უნდა ჩამაბაროო და უნდა გაზუაროო.დგემდე მაწუხებს და ვნერვიულობ და რამეში როცა არ მიმარტლებს,სულ ამაზე ვფიკრობ.თან ძალიან რთული გზა გამოვიარე....
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Feb 14 2008, 03:44 AM
პოსტი #19


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



ninaka36
ღმერთი შეგეწიოთ ნინო. თუ რამენაირად შეგვიძლია თანადგომა გაგიწიოთ, ჩვენ აქ ვართ. ყველას ჩვენი მონატრება და გულისტკივილი გვაქ სამშობლოსაგან ათასობით კოლომეტრზე თან წამოყოლილი.
მესმის თქვენი, ეკლესიაში რომ გინდათ მისვლა. იქნებ მოვიძიოთ და მანდ ქალაქთან ახლოს იყოს მართლმადიდებლური ეკლესია. იმ ეკლესიის მამაოსთან რომ მიხვიდეთ და დალოცვა სთხოვოთ, ალბათ ერთგვარი შვება იქნება. მაგრამ თქვენს ლოცვას უფალი ისმენს და მოგცეთ ძალა, რომ ყველა განსაცდელს გაუძლოთ.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 14 2008, 03:48 AM
პოსტი #20


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ninaka36

ამავე განყოფილებაში არის მინიშნებული არაგონას და ბარსელონას
ქართული ეკლესიების და მოძღვრების შესახებ, არის მადრიდის ქართული სამრევლო, შემიძლია დაგაკვალიანოთ, ღმერთს ებარებოდეთ!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 08:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი