IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

28 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > »   
Reply to this topicStart new topic
> სამხედრო, რელიგიური და საერო თვალსაზრისით
abo
პოსტი Feb 22 2008, 03:22 AM
პოსტი #141


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



არასოდეს არ ვარ ძალადობის მომხრე, მაგრამ ალბანელები რომ გასაყრელია სერბეთიდან და კოსოვო მის ადგილზე დასაბრუნებელი ეს ფაქტია, ხოლო ამერიკა თავის ნატოიანად სადაცაა გასაგზავნი მავანი თვითონ მიხვდება. სწორედ ამის შემდეგ დამყარდება მშვიდობა დედამიწაზე
ჰე მეცით ახლა... მაგრამ იცოდეთ სწორს ვლაპარაკობ.
ევროპა ამერიკას ვეღარ იტანს უკვე. ვინც ამის წყაროს მომთხოვს ქვემოდ ჩაირბინოს წყაროზე და ცივი წყალი დალიოს.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Soldier
პოსტი Feb 22 2008, 03:23 AM
პოსტი #142


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 82
რეგისტრ.: 20-December 07
წევრი № 3,449



Молим Нану да преведе овај текст -> ozhidajushi tretij "kosovski boj"


Чекајући трећи „Косовски Бој“


Желим да поздравим све чланове овог форума и да се захвалим на подршци.
Желим да вам појасним ситуацију у Србији после албанског проглашења независности.
У Београду су тренутно велике демонстрације под називом „Србија је Косово“.
Неке ствари је укратко тешко објаснити али покушаћу.
Српска историја, центар српске духовности, на том месту се догодила 1389.године „Косовска Битка“, на том месту су се судариле две вере, хришћанство и ислам, много је манастира који су стари и више од 800 година, у то време на Косову и Метохији није било Албанаца. Временом су се Албанци насељавали на Српској територији, имали велики наталитет (они имају по више од 10 деце), до пре 100 година на Косову и Метохији већинско становништво били су Срби. После другог светског рата а за време владавине Енвер Хоџе много Албанаца из Албаније је тражило уточиште на Косову и Метохији, Срби су их примали и помагали им. Временом Шиптари су се намножили и почели су да врше репресалије према Србима, да пале српске куће, да убијају србе, силују жене, врше притисак да се Срби иселе. Негде су и плаћали право богатство да им Срби продају куће и њиве (много Шиптара се повезано са наркомафијом). Шиптари су веома заслепљени мржњом према Србима, мрзе све што је Српско. Вековна жеља Албанаца је да окупе све Албанце који живе у Македонији, Србији, Црној Гори и Грчкој и да створе „велику Албанију“.
Да се вратим на скорије време . Шиптари су нашли савезнике међу Американцима, с обзиром да имају много новца јер су међу неколико највећих мафија у свету, шиптари су лобирали у Америци, потплатили одређене америчке руководиоце да помогну стварање „велике Албаније“.
Американцима је очигледно у то време фалило место где ће да ангажују своју војску, да испразне старе залихе бомби (много бомби које су бацили нису експлодирале јер им је прошао век употребе) и упосле своју војну индустрију, јер Американци на Косову баш и немају неки геостратешки интерес. Албански терористи окупљени у организацији ОВК (ослободилачка војска Косова), били су америчка пешадија на терену, НАТО је са својим агентима успео да организује устанак Албанаца 1999.године. Српска војска је успела да неутрализује терористе на нашој територији а Нато нас је бомбардовао, умешао се у унутрашње ствари суверене државе и ако УН није то дозволио.
Да скратим мало, на крају рата потписана је резолуција 1244 УН. Око 250 000 Срба је напустило Косово од 1999.године, око 10 000 је убијено а од тога 4500 се води као нестало. На крају рата потписана је резолуција 1244 УН. Војска Србије се привремено повукла са Косова и Метохије.
По тој резолуцији Косово и Метохија је неодвоји део државе Србије, мировне снаге су тамо само да би спречили сукобе срба и Шиптара, наша војска по тој резолуцији треба да буде на Косову и Метохији, а та покрајина је подређена држави Србији уз одређену самосталност. Значи Шиптари никако не може да прогласе независност на туђој територији, нити могу стране државе признају независност Шиптарске државе.
Највећи спор је око тога што Америка и државе које су потписале резолуцију УН 1244, не поштују то што су потписале, отимају део Србије и ако су потписали да је Косово и Метохија неодвојиви део Србије, крше међународно право. Светом почиње да влада сила а не међународно право и закони.
Ово је тема о којој се могу написати читаве књиге, надам се да сам укратко појаснио, за детаљније информације слободно питајте.
Поздрав свима и нека нам је Бог на помоћи.

p.s. hochu vam sprasit:

Ако Америка и остале земље не поштују међународно право да ли ми морамо да поштујемо?
jesli amerika ne uvazhajet mezhdunarodnje pravila, dolzhni mi, serbi uvazhat? ili narushajem eti pravila s etim?


--------------------
Само слога Србина спасава...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 22 2008, 03:32 AM
პოსტი #143


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



შევეცდები სწრაფად ვთარგმნო,დიდია ცოტა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Feb 22 2008, 03:32 AM
პოსტი #144


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ციტატა
სახელმწიფო, რომელსაც ძლიერი სამხედრო, უშიშროების და პოლიციის სტრუქტურა არ გააჩნია ის სახელმწიფო არ არის და შიდა თუ გარეშე მტრის სათამაშოა.

ლიხტენშტეინი საკმაოდ აყვავებული და ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა ევროპაში ერთ სულ მოსახლეზე ცხოვრების დონით მაგრამ თუ არ ვცდები 5 პოლიციელი და 100 ჯარისკაცი ყავთ ისიც სიმბოლურად , რათა სახელმწიფოს განსაზღვრება გაამართლონ


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 22 2008, 03:38 AM
პოსტი #145


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



Soldier
Ja podderzivaju teritorialnuju celostnost serbji... Kosovo eto korennaja serbskaja zemlja. Ja znaju istorjii Kosovo i Metohii. esli okazivaetsja chto drugovo vihoda net, togda nado nachinatj portizannuju shirokomashtabnuju voinu na teritorii Kosovo... eto ististvenno tak.

Ja vsio ochen horosho znaju ob Yugoslavii, i horoshoe i plohoe... i fakt, chto Ja poderzivaju serbii v etom konflikte znachet chto pravda stoprocentno na voshem storone. yes.gif smile.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი Feb 22 2008, 03:42 AM
პოსტი #146


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



Soldier
ციტატა
jesli amerika ne uvazhajet mezhdunarodnje pravila, dolzhni mi, serbi uvazhat? ili narushajem eti pravila s etim?


ти прав мои брат, желаю победу на этом неровном бою


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 22 2008, 04:10 AM
პოსტი #147


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



Soldier
oficialnji Tbilisi ne priznajot nezavismost kosovo.

staywhite
ციტატა
მართლა თუ ემუქრება

ნუ, არაპირდაპირი მუქარის ტექსტები უკვე დავდე.
ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი მაქსიმალურად შეეცდება პრობლემები შეუქმნას NATO-ს რეგიონში, თანაც ძალიან მწვავე პრობლემები...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 22 2008, 04:18 AM
პოსტი #148


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



(როგორც იქნა ვთარგმნე , ნელნელა ჩავასწორებ თუ რამეა)


მესამე "კოსოვოს ბრძოლის" მოლოდინში

მინდა ამ ფორუმის ყველა წევრს მოგესალმოთ და მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისათვის. მინდა გაგაცნოთ სიტუაცია სერბიაში, ალბანელების დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ.

ბელგრადში ამ მომენტისათვის მიმდინარეობს დიდი დემონსტრაციები მოწოდებით : "სერბია არის კოსოვო".
მოკლედ ამის აღწერა ძნელია,მაგრამ შევეცდები.

კოსოვო და მეტოხია საუკუნეების მანძილზე არის სერბიის ცენტრი, სერბიის ისტორია, სერბების სულიერების ცენტრი. ამ ადგილას 1389 წელს მოხდა ე.წ. "კოსოვოს ბრძოლა", ამ ადგილას შეეჯახა ერთმანეტს ორი სარწმუნოება: ისლამი და ქრისტიანობა, აქ იმყოფება უამრავი მონასტერი, რომლებიც 800 წელზე მეტი ხნისაა.კოსოვოში მაშინ ალბანელები არ ცხოვრობდნენ,დროთა განმავლობაში ჩამოსახლდნენ ისინი სერბულ ტერიტორიებზე.ქონდათ მაღალი ნატალიტეტი (ყავთ 10 მდე შვილი),100 წლის წინ კი კოსოვო და მეტოხიაში მოსახხლეობის უმრავლესობა სერბები იყვნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და ალბანეთში ენვერ ხოჯას მმართველობის პერიოდში ალბანეთიდან გამოქცეულმა ალბანელებმა სერბიაში ითხოვეს თავშესაფარი. სერბებმა ისინი მიიღეს და დაეხმარნენ. დროთა განმავლობაში შიფთარები (*ალბანელები) გამრავლდნენ და დაიწყეს რეპრესალიები სერბების მიმართ : უწვავდნენ სახლ-კარს, კლავდნენ სერბებს, აუპატიურებდნენ ქალებს, ახდენდნენ ზეწოლას, რომ სერბები გადასახლებულიყვნენ.ხშირად დიდ ფულსაც იხდიდნენ , რომ სერბებს მათთვის სახლები და ყანები მიეყიდათ (შიფთართა დიდი ნაწილი ნარკომაფიასთან კავშირშია). ისინი დაბრმავებულები არიან სერბთა მიმართ სიძულვილით, ყველაფერი სძულთ, რაც სერბულია.

ალბანელების მუდმივი სურვილი ღირსებოდათ "დიდი ალბანეთი", გამოიხატებოდა იმაში, რომ ისინი ცდილობდნენ შემოეკრიბათ ის მიწები, რომლებზედაც ალბანელები ცხოვრობდნენ საბერძნეთში,სერბიაში,მაკედონ
იასა თუ ჩერნოგორიაში.

ამერიკელებს ალბათ ამ ბოლო დროს უნდოდათ ადგილი,სადაც მათი არმიის არანჟირება მოხდებოდა, დაეცალათ მოძველებული ბომბები (ბევრი გადმოგდებული ბომბი არ ფეთქდებოდა, ცხადია საუკუნე აუკვე გასული იყო მოხმარების ვადა), ასევე სამხედრო ინდუსტრიის თვალსაზრისით, რამდენადაც ამერიკისთვის კოსოვო დიდ სტრატეგიულ ინტერესს არ წარმოადგენს.

ალბანური ტერორისტული დაჯგუფება UÇK (ОВК კოსოვოს განმათავისუფლებელი არმია) იყო ამრიკის "პეშკა", ნატო-მ კი თავისი აგენტების გამოყენებით მოახერხა ალბანელთა გაჩერება 1999 წელს. სერბულმა ჯარმა მოახერხა ტერორისტების ნეიტრალიზება ჩვენს მიწაზე, ნატომ -მ კი ჩვენ დაგვბომბა, ჩაერია სუვენერული სახელმწიფოს შიდა საქმეებში, თუნდაც
გაერო ამმის უფლებას არ აძლევდა.

ცოტას შევამოკლებ,ომის ბოლოს მოხდა 1244 UN რეზოლუციის ხელმოწერა. 250 000-მა სერბმა დატოვა კოსოვო, მოკლულია 10 000 და 4500 დაკარგულია.
რეზოლუციის მიუხედავად, სერბიის ჯარი გამოყვანილი იქნა კოსოვოდან.

ამ რეზოლუციის მიხედვით კოსოვო და მეტოხია არის სერბიის განუყოფელი ნაწილი,სამშვიდობო ძალები იდგა იქ, რომ სერბთა და შიფთართა შეტაკება კიდევ არ მომხდარიყო. ეს მხარე კი მაინც რჩებოდა სერბიის ნაწილად, განსაზღვრული დამოუკიდებლობით.ე.ი. შიფთარებს არ აქვთ არანაირი უფლება გამოაცხადონ დამოუკიდებლობა სხვის მიწაზე, არც სხვა ქვეყნებს აქვთ უფლება ცნონ შიფთართა სახელმწიფოს დამოუკებლობა.

ყველაზე დიდი კამათი კი იმაზე მიდის, რომ ამ რეზოლუციის ხელისმომწერი ქვეყნები, როგორიცაა ამერიკა და სხვები, უგულვებელყოფენ ამ მოლაპარაკებას, ართმევენ სერბიას მის ნაწილს, არღვევენ საერთაშორისო კანონებს და წესებს.

ამ თემაზე შეიძლება წიგნები დაიწეროს, იმხელაა,ვგონებ,მოკლედ გადმოვეცი,დეტალური ინფორმაციისთვის კი შეგიძლიათ მკითხოთ.

მოკითხვა ყველას და ღმერთი იყოს თქვენი ყველას მეოხე.

პ.ს. ყველას მადლობას უხდის,მთხოვა გადმომეცა,დრო არ მაქვსო რომ პასუხები დავწეროო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 22 2008, 04:53 AM
პოსტი #149


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
მიტომ სასურველი იქნებოდა სერბეთს შეექმნა პარამილიტარისტული ორგანიზაციები და მცირე დივერსიული ჯგუფები, რომლებიც დახურული პოზიციებიდან დაბომბავდნენ NATO-ს ჯარების ბლოკპოსტებს მსხვერპლის გამოწვევის მიზნით და სერბეთის ტერიტორიიდანვე რეაქტიული ჭურვებით რეგულარულ იერიშს მიიტანდნენ პრიშტინას ხელისუფლების შენობებზე. ეს გამოიწვევდა ერთის მხრივ მსხვერპლს, რაც აიძულებდა NATO-ს ჯარების გაყვანას თვეების განმავლობაში დიდი სიკვდილიანობის და დანაკარგების გამო და მეორეს მხრივ მშვიდობა არ ეღირსებოდათ ალბანელებს, რაც დაღლიდა მათ და კვლავ სერბეთში ინტეგრაციისკენ უბიძგებდა მშვიდობის სანაცვლოდ.


გიორგი,

ახლა იქნება მართლაც სუბიექტური ვიყო,რასაც დავწერ,ამას არ უარვყოფ, მაგრამ ე კი ცხადია: პარამილიტარისტულმა დაჯგუფებებმა რა შედეგი მოუტანა სერბებს და სახელმწიფოს იმიჯს, ბოსნიის ომიდან ცნობილია. კრიმინალი,რეციდივისტი, სერიული კილერი, შვეიცარიის ციხიდან გამოქცეული, როგორიც იყო Желко Ражнатович , მეტსახელად аркан, რომ ჩაუდგა მაგ პარამილიტაირსტულ დაჯგუფებას სათავეში და საშინელებები ატრიალა, გგონია სერბ ოფიცრებს ეგ მოსწონთ? არანაირად არ იხსენებენ ამას მოსაწონად, 2000 წელს მოკლეს მერე ბელგრადში, ღმერთო ნუ მიწყენ გარდაცვლილზე ამას ვამბობ, მაგრამ დიდი საზიზრარი ვინმე იყო, თან იმდენად გაკადნიერდა რომ მეფის ტანისამოსში შეიმოსა ქორწილი რომ ქონდა ესტრადის ვარსკვლავ ცეცა-სთან და 1 მეტრიანი ჯვარი ეკიდა გულზე,ეს იყო დიდი თავხედობა mad.gif

არ ვუჭერ მხარს მე პარა-ს,არაა კაი იდეა და უფრო გაართულებს სიტუაციას.სერბებს ყავთ კარგი არმია, საუკეთესო აღჭურვილობით (თუმცა ამერიკელების მეოხებით ქვედანაყოფთა რიცხვი რამდენიმე წელია ნელნელა მცირდებოდა) და რომ რამე პარა-ების გარეშეც მიხედავენ, თუმცა მსხვერპლი იქნება საშინელი sad.gif არადა, ამბობენ აუცილებლად იქნებაო.

დანარჩენი რასაც წერ, რა ვიცი აბა, ნატო რაფერ რას იზამს, ეგ ვინ იცის.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
xornabujeli
პოსტი Feb 22 2008, 05:29 AM
პოსტი #150


giorgi
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,304
რეგისტრ.: 24-July 07
მდებარ.: Zveli Tbilisi.
წევრი № 2,509



smile.gifსაშინელებაა,ეს ყველაფერი,საერთოდ ყველა იმპერია ვეშაპია ,რომელიც პატარა ერების ჩაყლაპას ლამობს, ღმერთმა უშველოს სერბიას და საქართველოს,აღუდგინოს მათი კანონიერი საზღვრები და დაიფაროს ხილულ და უხილავ მტერთაგან.


--------------------
"Nosce te ipsum – შეიცან თავი შენი."
----------------------------------------------
"აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს."

''მთავარში - ერთობა, სადაოში - თავისუფლება, მაგრამ ყველაფერში - სიყვარული!

''მოგვეცი ძალა უფალო,რათა უმადურობით არ განგეშოროთ! ამინ!"
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
"Lord Jesus, I believe you are the Son of God. Thank you for dying on the cross for my sins. Please forgive my sins and give me the gift of eternal life. I ask you in to my life and heart to be my Lord and Savior. I want to serve you always."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 22 2008, 05:31 AM
პოსტი #151


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



შეიძლება ამ თემას არ ეხება, მაგრამ საბერძნეთში ძალიან ცუდი სახელით სარგებლობენ ალბანელები. დედაჩემი საბერძნეთშია და მისგან ვიცი რომ ძალიან რთული ხალხია, ბერძნებს არ მოსწონთ ეგ ხალხი.


გასაგიჟებელი ისაა, რომ სერბებს თავის მიწა წყალს ედავებიან. ამაზეა რა ნათქვამი ''გარეულმა ქათამმა შინაური ქათამი გააგდოო''


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 22 2008, 01:02 PM
პოსტი #152


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
ციტატა
პარამილიტარისტულმა დაჯგუფებებმა რა შედეგი მოუტანა სერბებს და სახელმწიფოს იმიჯს, ბოსნიის ომიდან ცნობილია.

ბოსნიის ომში არ იყო სერბეთი მართალი, თანაც ბრძოლას სხვა ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე ახორციელებდა, კოსოვოში კი საპირისპირო სიტუაციაა, ისტორიული სამართლიანობითაც და იურიდიულადაც კოსოვო სერბეთს ეკუთვნის, მას უფლება აქვს იმოქმედოს საკუთარი სუვერენული ტერიტორიის ფარგლებში, მითუმეტეს რომ პრიშტინამ ოფიციალურად გამოაცხადა დამოუკიდებლობა და მისი საქციელი დივერსიული თავდასხმებიდან უკვე სერბეთის სუვერენიტეტის შელახვამდე მივიდა.

იმიჯიც შესაბამისია. მაშინ საქართველომ ცნო ბოსნიის და ხორვატიის დამოუკიდებლობა, მაგრამ დღეს კოსოვოსი არა.

ოფიციალური არმიის ბრძოლაში ჩაბმა უფრო საშინელი იქნება. სერბეთის ხელისუფლებას შეუძლია ხელოვნურად მოიხნას პასუხისმგებლობა პარამილიტარისტული შენაერთების და დივერსიული ჯგუფების საქმიანობაზე, ათასნაირად იმართლოს თავი და ღია დაპირისპირებას მოერიდოს პენტაგონთან, თანაც ქაოსური სიტუაცია იმ კუთხით წაიყვანოს, რომ იძულებული გახადოს მოწინააღმდეგე კვლავ სერბეთში დბრუნებაზე იფიქროს. ეს კარგი გამოსავალია.

თუ სერბეთის ხელისუფლება ოფიციალურად წინ აღუდგება აშშ-ს და კოსოვოზე კონტროლის აღსადგენად რეგულარული არმია NATO-ს სამშვიდობოებზე თავდასხმას, ალყაში გასვლას და პრიშტინასაკენ წასვლას შეეცდება მაშინ შეიძლება 1999 წლის მოვლენები მონაგონი გახდეს, აშშ ოფიციალურად გამოუცხადებს ომს სერბეთს, თავის მხრივ რუსეთის ფედერაცია შეეცდება ბელგრადს დაეხმაროს იარაღით, რაც ერთის მხრივ ამერიკის ძალებს შეასუსტებს, მეორე მხრივ დიდ მოგებას ნახავს რუსეთის სამხედრო მრეწველობა და მესამე არის ის რომ რუსეთს ჯერ კიდევ არ გამოუცდია მრავალი სუპერგამანადგურებელი: იგივე "სუხოი-35", იგივე "სუხოი-37" ან თუნდაც უჩინარი "ვერტუშკები": "კამოვ-50" და "კამოვ-52"... ამას ემატება ისიც, რომ ომების დროს ყოველთვის მატულობს ნახშირწყალბადების ფასი და რუსეთი, რომელიც მსოფლიო ენერგორესურსების ნომერ პირველი ექსპორტიორია (გაზი, ნავთობპროდუქტები) სულ ცოტა კიდევ ნახევარ ტრილიონ მოგებას ნახავს, ასე იყო ერაყის ომშიც და რუსეთმა შეძლო ამ დიდი თანხებით FSB-ს გაძლიერება, ახალი ბომბდამშენების აგება, მრავალი თერმობირთვული ქობინებით აღჭურვილი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა და მსოფლიო ოკეანის კონტროლი. ეს გრძელი ისტორიაა, ერთი სიტყვით, ბოლოს რუსეთმა იმდენიც კი გაბედა რომ წყნარ ოკეანეში ალიასკის თავზე, ამერიკის საჰაერო სივრცე დაარღვია მაგათმა Nuclear Bomber-მა Ty-95, რომელსაც ოთხი ტაქტიკურ მდგომარეობაში მყოფი წყალბადის ბომბი მიჰქონდა და უპრობლემოდ შეეძლო ლოს-ანჟელესის ან სან-ფრანსისკოს განადგურება. ამას დიდი არეულობები მოჰყვა და დაპანიკდა აშშ...

მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო ეგრე შეიძლება სეღბეთი "ახალ ვიეტნამად" გადაიქცეს, რომლის შემდეგაც შესაძლოა კოსოვო დარჩეს სერბეთის შემადგენლობაში, მაგრამ არნახული ნგრევის და სისხლისღვრის ფასად.

ციტატა
არადა, ამბობენ აუცილებლად იქნებაო.

კი, თანაც ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთის ფედერაცია ცეცხლზე ნავთს დაასხამს.

P.S. სერბეთმა ელჩი გამოიწვია ამერიკის შეერთებული შტატებიდან მას შემდეგ, რაც გუშინ გვიან ღამით სერბმა ნაციონალისტებმა ცეცხლი მოუკიდეს ამერიკის საელჩოს ბელგრადში...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 22 2008, 01:18 PM
პოსტი #153


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



თემას შეუცვალეთ რა სახელი!!

"კოსოვოს პრობლემა" ან რამე ეგეთი დაარქვით


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიანია
პოსტი Feb 22 2008, 01:47 PM
პოსტი #154


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 629
რეგისტრ.: 9-February 07
წევრი № 1,041



ციტატა
მან არც სერბული სოფლების მოსახლეობა იცის, არც მსხვერპლის რაოდენობა.


აი აქ გეშლება, სერბული სოფლებიც ვნახე და მოსახლეობსაც ველაპარაკე, მინდა გითხრა!

ციტატა
იქ ნახა მაღალი შენობები, განვითარებული ინფრასტრუქტურა, ეფექტურად განათებული სოფლები, ნაგებობები,


შენი ამ ფრაზით მკითხველს ისეთი შთაბეჭდილეაბ დარჩება თითქოს ნიანიას ორსართულიან სახლზე მაღალი სახლი ჯერ არ უნახავს. მინდა გიტხრა რომ პრიშტინაში მაქსიმუმ ათ ან ჰაჰა თხუთმეტ სართულიანი სახლები იყოს ისისც უნმიკის, გაეროს და ნატოს ახალაშენებული შენობები. რაც შეეხება სოფლებში იქ ორ სართულიანი სახლები აუშენა უნმიკმა სერბებს რომლებსაც ომის დროს სახლები დაუნგრიეს. თუმცა შიგ არავინ ცხოვრობს. ეს არ ეხება შპრცეს. ესეც სერბული ანკლავია და თან ალბანეთის საზღვართან მდებარობს . იქ საომარი შეტაკებები არ ყოფილა და დანგრეული არაფერია.

ციტატა
70-80 ათასიანი სოფელი სერბეთში არ არსებობს


მე არ მიგულისხმია რომ გორზე დიდი სოფლებია კოსოვოში მეთქი,, მე ავღნიშნე რომ ინფრასტრუქტურა იქაურ სოფლებში უფროა განვითარებული ვიდრე ჩვენებურ პროვინვიულ ქალაქებში. ასე მიწერია რეპორტაჟშიც რომელიც შენ წაკითხული გაქვს.

ციტატა
ნიანიას ძალიან ეცოდება ერთი სერბი გოგო, რომელიც იქ ნახა ძალზედ გაჭირვებულ მდგომარეობაში


ვერ მივხვდი გაჭირვებულში რას გულისხმობ. თუ გგონია მაია იმიტომ შემეცოდა რომ ღარიბი იყო ძალიან ცდებია. ის გოგონა ძალიან კარგად ჩაცმულიც იყო და ძალიან კარგი განათლებაც ჰქონდა მიღებული. ჩვენი თარჯიმანი იყო სერბებთან. უბრალოდ იმიტომ მებრალება რომ კოსოვოს დამოუკიდებლობის შემთხვევაში დედამისთან ერთად უნდა გახიზნულიყო სხვაგან. ამას გარდა რამაც ყველაზე მეტად გამაღიზიანა და ეს რეპორტაჟშიც მიწერია ეს გოგო 45 კილომეტრის მანძილზე მდებარე უნივერსიტეტში სწავლობდა და სამ კილომეტრში იყო პრიშტინას უნივერსიტეტი მის სოფელთან მაგრამ იქ ვერ დადიოდა იმიტომ რომ იქ მარტო ალბანელები სწავლობენ. თუმცა ოფიციალურად ამ უნივერსიტეტში სერბებსაც "შეუძლიათ" ისწავლონ.
ეს იცი დაახლოებით როგორი სიტუაციაა, ჩვენ თბილისის უნივერსიტეტში ოსებს და აფხაზებს სწავლა-განათლების საშუალება რომ არ ჰქონდეთ. იმიტომ კი არა რომ ამას კანონი კრძალავს, უბრალოდ უხერხულობისა და ზედმეტობის გრძნობა ექნებათ.
მეორეც მე მარტო ეგ სერბი გოგონა არ მინახავს იქ. მე იქ სერბული მართლამადიდებლური მონასტრის მონაზვნებს და მრევლს შევხვდი დილის წირვაზე მოდიოდნენ. შეშინებულები იყვნენ. ამ მონასტერს გადაბუგავენ და ჩვენ რას გვიზავენ არ ვიცი. ხალხს შეშლი სახეები ჰქონდათ. რომ გაიგეს რუსულად ვლაპარაკობდით ეგონათ მათი მხსნელი დაინახეს.

კიდევ იქ მთიან სოფელ, შპრცეში, ერთ ქალბატონს ველაპარაკეთ. რომელიც იგივე შიშშზე ლაპარაკობდა და სავარაუდო გახიზვნაზე რომელიც ალბათ უკვე დაიწყეს ამ ხალხმა.

შენ, გიო, თუ გჯერა რომ UNMIK ან ნატო ან კოსოვოს მარიონეტი მთავრობა სერბ მოსახლოებას მართლა მყარ გარანტიებს შეუქმნის ძალიან ცდები. პოლიტიკოსები ნამდვილად ლამააზად ლაპარაკობენ მაგრამ აი სხვები უკვე სხვანაირად ჭიკჭიკებენ.

ციტატა
ვინმე საწყალი ალბანელი ბიჭი, რომელსაც ფეხმძიმე მეუღლე დაეღუპა ბავშვიანად სერბული არმიის უსასტიკესი პასუხის დროს და მაშინ ადამიანურობიდან გამომდინარე იმ ალბანელის საცოდაობით დაიწვებოდა


გიო შენ მე სწორეად ვერ გამიგე თავიდანვე. მე არ ვამბობ რომ ალბანელების მიმართ არ იყო სისასტიკე ჩადენილი. თუნდაც იგივე პრიშტინა საკმაოდ დანგრეული და განადგურებულია მარტო ცენტრია შენარჩუნებული და მე ალბანელი ხალხისაგანაც გავიგე საკმაოდ შემზარავი ისტორიები. მაგრამ იცი რა არის პრობლემა ეს ხალხი, ალბანელები გამძვინვარებულები და გაბოროტებულები არიან. შენი პრობლემა იცი რა არის მარტო სერბებს ამტყუნებ და თვლი რომ ღირსები არიან რაც მოუვიდათ. ამაში არ გეთანხმები.
აბა ერთი აფხაზებს და ოსებს მოუსმინე და იმათ ისტორიებს. ალბათ მაშინ თავად დაიწყებ ქართველების გენოციდს ისეთ რამეებს მოგიყვებიან. (?!)

ციტატა
რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით დათვალიერებული სხვაა და პოლიტიკური რეალობა სხვა.


ჩემი აზრით თუნდაც ერთდღიანი სამუშაო თუ გასართობი ვიზიტი ნებისმიერ ქვეყანაში გაცილებით მეტის მომცემია ვიდრე ვიკიპედიებში და სხვა წყაროებიდან მოძიებული მასალები. ვიდრე იქ თავად ჩავიდოდი 200 გვერდიანი მასალა დავამუშავე სერბეტსა და კოსოვოძე. ასე რომ შენს მიერ დაპოსტილი და გადმოკოპირებული მასალები მე სამი თვის წინ შევისწავლე და ახლა აღარ ვთვლი საჭIროდ კოპი-პეისტი გამოვიყენო ფორუმზეც. გაცილებით უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იყო იქ შეხვედრები იმიტომ რომ ისეთ ხალხს შევხვდით, ორივე მხარეს, რომლებმაც გაცილებით მეტი გვიამბეს ვიდრე შენ, მე ან სხვას შეუძლია ნახოს საიტებზე. სხვათაშორის დელეგაციაში ჩვენტან ერთად კონფლიქტოლოგი გოგი ხუციშვილიც იყო. მე მგონი ვერცერთი ჩვენთაგანი მას ვერ შეედრება ამ სფეროში ინფორმაციის ქონითა და ასევე წყაროების ქონით. მინდა გითხრა წამოსვლის წინ მე და ბატონი გოგი ვლაპარაკობდით და ასეთი რამ მითხრა, ზღვა ინფორმაცია მაქვს ამ კონფლიქტთან დაკავშირებით წაკითხული მაგრამ მაინც ძალიან ბევრი რამ გაუგებარი იყო ჩემთვისო. მაგრამ ამ ვიზიტის შემდეგ ამ ადამიანმა ყველა კითხვა კითხვაზე პასუხი მიიღო!!
დასკვნა, ჩემი რჩევაა მთლად ვიკიპედიის ინფორმაციის იმედად ნუიქნები ჩემო Gიო.


--------------------
როგორ გწამთ ღმერთი მღვდელო და პროფესორო, იასენეცკ-ვოინიჩ? განა გინახავთ იგი?!"
"ღმერთი ნამდვილად არ მინახავს, მაგრამ ტვინის ოპერაცია ბევრჯერ ჩამიტარებია და როდესაც თავის კოლოფი გამიხსნია არასოდეს მინახავს არც გონება, არც სინდისი".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 22 2008, 02:09 PM
პოსტი #155


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ნიანია
ციტატა
მე არ ვამბობ რომ ალბანელების მიმართ არ იყო სისასტიკე ჩადენილი.

ანუ ესე იგი ალბანელთა მიმართაც იყო სისასტიკე ჩადენილი სერბების მიერ... კარგი.
ციტატა
ალბანელი ხალხისაგანაც გავიგე საკმაოდ შემზარავი ისტორიები.

ანუ ესე იგი ალბანელებსაც გადაუარეს, იქაც იყო დიდი მსხვერპლი უდანაშაულო ადამიანების... კარგი.

ამის შემდეგ თუ ვინმე ისაუბრებს სერბეთის პოლიტიკის მართლმადიდებლობაზე, მაშინ აუცილებლად ვიზამ ამას:
ციტატა
მარტო სერბებს ამტყუნებ

თუ აღარ მოხდება სერბეთის პოლიტიკის და მისი არმიის ქმედების წარმოჩინება, როგორც მართლმადიდებლობისთვის დაჩაგრული ხალხის, მაშინ ალბანელთა დანაშაულებზეც ვილაპარაკებ. მე ნეიტრალური ვარ. yes.gif
ციტატა
თვლი რომ ღირსები არიან რაც მოუვიდათ.

ეს ზოგადად სერბული პოლიტიკის შეფასებაა და არა ალბანელების გამართლება. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ სერბები სხვის მიწებზე იბრძოდნენ, უამრავი ადამიანი დახოცეს სხვა სახელმწიფოს სუვერენულ ტერიტორიაზე წარმოებული ომებით (ბოსნია, ხორვატია), მცირედით სლოვენიასაც წაეპოტინენ და ბოლოს ისე მოუტრიალდათ საქმე, რომ საკუთარ სუვერენულ ტერიტორიას კარგავენ. აი, ეს ვიგულისხმე მე და არა ის, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა სამართლიანია.


P.S. კაი, აღარ გვინდა ამდენი გაუთავებელი დავა ვინ მეტი დაიხოცა და ვინ ნაკლები, მილოშევიჩი უფრო სასტიკი იყო თუ რუგოვა, გორი უფრო დიდია თუ კოსოვოს სოფლები, ინტერნეტინფორმაცია გაზვიადებულია თუ არა, რატომ არიან ალბანელები გაბოროტებული და ა.შ. ერთ რაიმეზე მაინც უნდა მიიღწეს კონსესუსი, რომ საერთოდ ომები ყოფ. იუგოსლავიის ტერიტორიაზე გამოწვეული იყო ნაწილობრივ სერბული იმპერიალიზმით (ბოსნია, ხორვატია), ნაწილობრივ ალბანური სეპარატიზმით (იბრაჰიმ რუგოვა), ნაწილობრივ არმიის სისასტიკით კოსოვოში შესვლის შემდეგ (დიქტატორი სლობოდან მილოშევიჩი), მაგრამ ამას არანაირი კავშირი არა აქვს სერბეთზე თავდასხმასთან მართლმადიდებლობის გამო. ეს არ ყოფილა აგრესია სერბეთზე, როგორც მართლმადიდებლურ სახელმწიფოზე. თუ ეს კონსესუსი მაინც არ მიიღწა მაშინ დისკუსიის ამ კუთხით განვითარებას აზრი ეკარგება...

P.S.S. დავამთავროთ წარსულზე ლაპარაკი, ახლა საინტერესოა რა მოხდება მომავალში... yes.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Feb 22 2008, 02:17 PM
პოსტი #156


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



იხილეთ ჩემი ხელმოწერა..... cool.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 22 2008, 03:23 PM
პოსტი #157


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



ციტატა
მე ნეიტრალური ვარ.


რათქმაუნდა, გიო, შენი რა მიდის, ან შენ რატომ უნდა ათენო ღამეები შიშით, ან შენ რატომ უნდა ტიროდე, ან რატომ უნდა ჩავარდე ლოგინად, შენი რა იკარგება... მაგრამ კითხე იმათ, ვისაც შეიძლება უძვირფასესი დაეკარგოს sad.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 22 2008, 03:23 PM
პოსტი #158


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ნიანია
ციტატა
შენი ამ ფრაზით მკითხველს ისეთი შთაბეჭდილეაბ დარჩება თითქოს ნიანიას ორსართულიან სახლზე მაღალი სახლი ჯერ არ უნახავს.

და გინახავს ორსართულიან სახლზე უფრო მაღალი სახლი? 2kiss.gif
კაი და ჰოდა ისა და ყველააზე დიიდი რამდენ სართულიანი სახლი გინახავს? rolleyes.gif 2kiss.gif

მე შენზე პირველი ვნახე და შენზე უფრო დიდი სახლი ვნახეე... smile.gif

P.S. სულ ადამიანების უფლებებზე რომ ლაპარაკობ, არაა cruel violation of human rights ის რომ skype არ გაქვს და ორ დღეში ერთ პოსტს წერ? biggrin.gif


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
guest
პოსტი Feb 22 2008, 03:24 PM
პოსტი #159


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,611
რეგისტრ.: 7-June 07
წევრი № 2,127



დავით 2kiss.gif

შენი ხელმოწერის სინონიმი:

IPB-ს სურათი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
გიორგი
პოსტი Feb 22 2008, 03:27 PM
პოსტი #160


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



staywhite
გეშინია ხომ ომის?
არადა ახლა მართლა მართალია სერბეთი...


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

28 გვერდი V « < 6 7 8 9 10 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 27th April 2024 - 10:53 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი