IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> იცოდით თუ არა, რომ..., არარელიგიური საინტერესო ინფორმაცია
KAIROS
პოსტი Mar 17 2008, 02:40 AM
პოსტი #1


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



აქ ადრე ნათიამ გახსნა კარგი თემა " რაც არ ვიცოდი, და ახლა გავიგე", სამწუხაროდ ის თემა ჩაჩუმდა, ახლა მე ახალ თემას ვხსნი, რომელიც მიზნად ისახავს იმ თემის ამოწევასაც, რადგან რელიგიური შინაარსის ინფორმაციები იქ უნდა დაიდოს, სხვა აქეთ...
ახლა საქმე რაშია, აქ უამრავი განათლებული ადამიანი შემოდის, მადლობა ღმერთს... აქთ რა განსხვავებული პროფესია, ფლობენ ბევრ საინტერესო ინფორმაციას, შეიძლება ისეთი საინტერესო სტატია წაიკითხონ ან ისეთი საინტერესო წიგნი , გადაცემა... რომ იქ მიღებული ინფორმაციის გაზიარება ძალიან კარგი იქნება...
თქვენი არ ვიცი და მე ერთი ასეთი ჩვევა მაქვს, ვაგროვებ ყველა ინფორმაციას რაც დამაინტერესებს, ასე დამიგროვდა უამრავი გაზეთის ფურცლები, თუ ამონაბეჭდი ინფორმაციები ( სად დავაწყო უკვე აღარ ვიცი biggrin.gif), მაგრამ მაინც ეს შემოფარგლულია, სხვაა როცა ამ სიახლეს გაიტან ამდენი ხალხის წინაშე, თან სიკეთეს აკეთებ, თან კიდევ დამატებით ინფორმაციას ღებულობ... არადა იმდენი რამ გვექნება წაკითხული, განაგონი... მთავარია ინფორმაცია იყოს მოკლე, შინაარსიანი ( აქ არელიგიური), და იწყებოდეს ცნობილი ფორმულით:
"იცოდით თუ არა, რომ..."
წარმატებები;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Mar 17 2008, 02:59 AM
პოსტი #2


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ძალიან კარგი თემაა smile.gif

მეც მიყვარს მსგავსი ინფორმაციების მოძიება/წაკითხვა...

ციტატა
იცოდით თუ არა, რომ...,


- ამერიკელები ძალიან ამაყობენ იმ ფაფქტით, რომ არასოდეს ჰყოლიათ. . . მელოტი პრეზიდენტი

- რადგნაც ქარს ყველა მხრიდან შეუძლია იქროლოს, ინდიელები ქარის ღმერთის სადიდებლად მრგვალ ტაძრებს აგებდნენ

- ახალმოსულ, მშრალ და დაუმჯდარ თოვლს ქართულ ენაზე ეწოდება ყაპყი

- ძველი ბერძნები კუს ბაკანზე ორ რქას ამაგრებდნენ, მასზე სიმებს ჭიმავდნენ და ასე ამზადებდნენ მუსიკალურ საკრავ ლირას

- ყველაზე დიდი მარგალიტის დიამეტრი არის 16.5 სანტიმეტრი და იწონის 6.4 კილოგრამს. იგი იპოვეს ფილიპინების ერთ-ერთი კუნძულის ნაპირთან

- ამბობენ, რომ ონორე დე ბალზაკი იმსხვერპლა 15 000 ჭიქა ძალიან მაგარმა ყავამ.

- ადამიანის სისხლძარღვები რომ გავჭიმოთ, დედამიწას 2.5-ჯერ შემოსწვდება
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 17 2008, 03:01 AM
პოსტი #3


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



თვითონვე დავიწყებ:
ციტატა
"იცოდით თუ არა, რომ..."

უკვე რეალობაში არსებობს ე.წ. რობოეთიკა ანუ
შემუშავებულია სამი კანონი, რომლებიც რობოტოპროდუქცია უნდა გააკონტროლოს:
1. რობოტს არ უნდა მიეცეს საშუალება დააზიანოს ცოცხალი არსება, განსაკუთრებით ადამიანი
2. რობოტი აუცილებლად უნდა ემორჩილებოდეს ადამიანთა ბრძანებებს,
გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირველ პუნქტს დაარღვევს.
3. რობოტს უნდა შეეძლოს თვითდაცვა, მაგრამ ეს პირველ ორ პუნქტს არ უნდა არღვევდეს...

თანამედროვე რობოტიკის გამოყენება აქტიურად განიხილება ასევე სამხედრო სფეროშიც, რასაც ამ სამი კანონით შეეწინააღმდეგა მეცნიერული სამყარო, არადა იცით რომ დღეს რობოტებს უკვე ლამის ყველაფერი ძალუძთ... მაგალითად იტალიის ერთერთი უნივერსიტეტი პაციენტს, ამპუტირებულ ხელს შეუცვლიან რობოტხელით, რომლის გაკონტროლება მის "პატრონს" შეეძლება... გაფიქრებითაც კი და შეგრძენებაც კი შეეძლება...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 17 2008, 03:25 AM
პოსტი #4


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კარგია თათარაშვილი smile.gif ყოჩაღ, გააგრძელე, მართლა არ ვიცოდი ზოგიერთი smile.gif
ციტატა
"იცოდით თუ არა, რომ..."

64 წლის შემდეგ , ვინმე ჰორს რუპპერტმა აღიარა, 28 სამხედრო თვითმფრინავიდან, რომლებიც მან ჩამოაგდო, ერთერთი იყო.. ანტუან სანტ-ეგზიუპერი, რომელიც 1944 წელს დაიღუპა მარსელის სანაპიროს სიახლოვეს... ამ დღეებში გამოვა წიგნი "Saint-Exupéry, l'ultime secret"...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქეთუ
პოსტი Mar 17 2008, 03:53 AM
პოსტი #5


ცრემლისფერი...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,898
რეგისტრ.: 16-December 06
მდებარ.: USA
წევრი № 698



კი მეც მომეწონა, კაიროს ძალიან საინტერესო თემებს ხსნი smile.gif წარმოიდგინეთ მთელმა ფორუმმა ერთი საინტერესო ფაქტი ან მოვლენაც რომ დაწეროს რამდენ საინტერესო რაღაცას გავიგებთ smile.gif.

ok keep up....

იცოდით თუ არა რომ ვიქტორ ჰიუგოს ერთერთი ცნობილი და ჩემთვის უსაყვარლესი და ალბათ ბევრსითვის ნაწარმოები "Las Miserable" გარდა თავისი შინაარსობრიგი გენიალურობისა და ორიგინალურობისა შეიცავს ყველაზე გრძელ წინადადებას. ეს წინადადება 823 სიტყვისაგან შედგება smile.gif.

პ.ს. ( აკრეფა ამ წამს მეზარება თანაც დიდი ხანია არ გადამიკითხავს და შეიძლება რაიმე არასწორად დავწერო, მერე დავწერ ამ წინადადებასაც... smile.gif )


--------------------
"ლოცვას უდრის ზოგჯერ ფიქრი...
მოხდება ხოლმე... რაც უნდა მდგომარეობაში იყოს ტანი,
სული მაინც მუხლმოყრილია..."




"Ce n’est rien de mourir... c’est affreux de ne pas vivre!!!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Mar 17 2008, 08:55 AM
პოსტი #6


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა
კარგია თათარაშვილი ყოჩაღ, გააგრძელე, მართლა არ ვიცოდი ზოგიერთი

smile.gif

ციტატა
იცოდით თუ არა, რომ


- ტელეწამყვანებს ლურჯი ფერის ტანისამოსის ჩაცმა ეკრძალებათ, რადგან ეს ფერი ეკრანზე თვალს სჭრის და სიშიშვლის ეფექტს ახდენს

- გლადიატორთა არეებზე უზარმაზარ სასაკმევლებს დგამდნენ, რათა გაექავებინათ სისხლის სუნი

- გოგრის ს ამშობლო არის ამერიკა

- საჰარის უდაბნო, რომელიც აფრიკაში მდებარეობს, ყოველწლიურად 650-700 მეტრით იზრდება სამხრეთის მიმართულებით

- სკამით სარგებლობს მსოფლიო მოსახლეობის ერთი მესამედი და მათგან ნახევარი, ექიმების ა ზრით, ამას აკეთებს არასწორად

- ტორონტოს ზოოპარკში უკვე 23 წელია ცხოვრობს გორილა სახელა ჩარლზი. იგი იმითაა გამორჩეული, რომ “მხატვარია”. მისი ფერწერული ტილოები საკმაოდ ძვირად იყიდება ავტორის “წარმომავლობის” კვალობაზე - 800$. იგი ხატავს საღებავში ამოღებული თითებით, ავტოგრაფად კი ტოვებს საღებავში ამოვლებულ ფეხის ანაბეჭდს

- იმისათვის, რომ ბავშვი მომავალში იდეალურად მორგებოდა ცხენს, მონღოლები ჩვილებს ფეხებში უდებდნენ ნაჭრის ბურთებს, რათა ფეხები რაც შეილება მეტად მოღუნვოდათ

- სამხრეთ კორეაში დაახლოებით ივნისის ბოლოს ჩერდება ყველა ავიარეისი, რათა შემცირდეს ხმაური. ამ დროს გამოცდებს აბარებს 800 000 აბიტურიენტი ( biggrin.gif )




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Mar 17 2008, 05:04 PM
პოსტი #7


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ძალიან საინტერესო თემაა.

<> იცოდით თუ არა, რომ საქართველო პირველ ადგილზეა მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე პრეზიდენტთა რაოდენობის მიხედვით. biggrin.gif
______________________________

<> ეს არის ერთ-ერთი დამოუკიდებელი და სრულუფლებიანი სახელმწიფო - ნაურუ. იგი ყველაზე პატარაა მსოფლიოში ტერიტორიის სიდიდით (ვატიკანის შემდეგ). მისი ტერიტორია მხოლოდ ამ ერთი კუნძულისაგან შედგება.
IPB-ს სურათი


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Mar 18 2008, 01:41 AM
პოსტი #8


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



იცოდით თუ არა, რომ
ძვ.წ. XVII საუკუნეში მეფე ჰამურაბმა ბაბილონში შექმნა კანონთა კრებული, რომლებიც უზარმაზარ ქვის სტელებზე დაიწერა. კოდექსში სულ 282 კანონია. ზოგიერთი მათგანი ამგვარია:

• თუ ერთი მეორის ვაჟს მოიპარავს, ის მოკლულ იქნება და დაიმარხება რიტუალს გარეშე.
• თუ მავანი საკუთარ ბაღს მებაღეს მისცემს მოსავლელად და მებაღე ოთხი წლის განმავლობაში სამსახურს პირნათლად შეასრულებს, მეხუთე წელს მფლობელი მებაღეობაში თავადაც უნდა დასაქმედეს.
• თუ ქალს ურთიერთობა აქვს სხვა მამაკაცთან, ორივე უნდა დაიბას და წყალში ჩაიყაროს, მაგრამ ცოლს შეიძლება სასჯელი მოეხსნას, თუ ქმარი მას მეფეს აჩუქებს როგორც მონას.
• თუ მამაკაცი ომში ტყვედ აიყვანეს და შინ საჭმელი არ არის, მაშინ ცოლი თავისუფლდება სხვა სახლში წასასვლელად.
• თუ მამაკაცი შინიდან გაიქცევა, ხოლო ცოლი სხვა სახლში გადავა, თუ ქმარი მოგვიანებით დაბრუნდა, ცოლი არ არის ვალდებული დაბრუნდეს.
• თუ მონა გაარტყამს მის მფლობელს, მონას ყური მოეჭრება.
• თუ მშენებელი კარგად ვერ ააშენებს და შენობა დაინგრევა, იგი მოკლულ იქნება.
• თუ მფლობელის ვაჟი მოკვდება, მშენებლის ვაჟს მოკლავენ.
• თუ მავანი სახლის კედელს გაანგრევს მის გასაძარცვად და მას დაიჭერენ, სასჯელის სახით მას კედელში ჩააშენებენ.



პ.ს. რას არ მოიგონებენ laugh.gif


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 18 2008, 03:59 AM
პოსტი #9


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



გთხოვთ ნუ გააოფებთ

რასაც დავწერ, რაღაც ფარგლებში არის რელიგიური, მაგრამ უფრო გასართობია, და
ამიტომ დავწერე აქ smile.gif

იცოდით თუ არა, რომ...

ისლამში არსებობს ალაჰის 99 სახელი ...

არსებობს ასეთი ფობიაც-პოგონოფობია, რაც... წვერის შიშს ნიშნავს biggrin.gif

1477 წელს ინგლისში პირველი რეკლამა დაიბეჭდა, ეს იყო ლოცვანის რეკლამა smile.gif

ინდუსებს ლოგინში სიკვდილი სამარცხვინოდ მიაჩნდათ, მდინარესთან სჯობს მათთვის გარდაცვალება.

ხოლო ძველი ირლანდიელების სამოთხე იყო " იქ სადაც ბევრი შემწვარი ღორის ხორცია" ohmy.gif biggrin.gif

აი ჩინელ ბრძენთ კი მიაჩნდათმ რომ ზურგზე წმიდანებს ძინავთ, მუცლით ცოდვილთ, მარჯვენა მხარეს მეფეთ, ხოლო მარცხენა მხარეს ბრძენთ! ( მე ყველა პოზიციას ვიცვლი ხოლმე biggrin.gif )

ზოგიერთი მეცნიერის მიერ ბიბლიურ ტექსტებზე დაყრდნობით იქნა გამოანგარიშებული ( ?) ჯოჯოხეთის ალის მცხუნვარება- + 718 ° ცელსიუსი ohmy.gif biggrin.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მხევალი ნინო
პოსტი Mar 18 2008, 10:17 AM
პოსტი #10


ზღაპრის ბოლო კეთილია..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 25,889
რეგისტრ.: 19-December 06
წევრი № 715



KAIROS
ციტატა
არსებობს ასეთი ფობიაც-პოგონოფობია, რაც... წვერის შიშს ნიშნავს




ეს პატარა ბავშვებს სჭირთ ხშირადsmile.gif


--------------------
ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....

დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი

-Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? ©
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 18 2008, 12:01 PM
პოსტი #11


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



ციტატა
იცოდით თუ არა, რომ

- დიდ ბრიტანეთს დღემდე არ აქვს კონსტიტუცია;
- ქართული სამართლის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ძეგლი - ხელმწიფის კარის გარიგება წმ. ექვთიმე ღვთისკაცმა (თაყაიშვილი) აღმოაჩინა მეგობრის სახლში, დასაწვავი ძველმანების გროვაში;
- იურისტს ძველ საქართველოში "საბჭოთა საქმეთა მეცნიერი" ერქვა;
- პირველი კოდექსი ქართულ ენაზე არის ვახტანგ VI სამართლის წიგნთა კრებული (XVIII ს. დასაწყ.);
- ევროპის რამდენიმე სამედიატორო სასამართლომ ხანგრძლივი დებატების შემდეგ მიიღო სამართალწარმოების წესები, რომლის ანალოგიც არსებობდა საქართველოში ადრეულ შუასაუკუნეებში - ხევსურეთსა და სვანეთში;
- მეფისა და კათალიკოსის მკვლელობისათვის საქართველოში სასჯელი არ არსებობდა;
- საქართველოს არსებობის მანძილზე სულ 6 კონსტიტუცია ჰქონდა;
- ქართული კანონებით 30 წლამდე ადამიანი ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებლად ითვლებოდა, ამიტომ დანაშაულის ჩადენა ამ ასაკამდე შემამსუბუქებელ გარემოებად მიიჩნეოდა;
- ძველ საქართველოში ეროვნული და რელიგიური უმცირესობებისთვის ცალკე კანონები არსებობდა, მათი ტრადიციებისა და წეს-ჩვეულებების გათვალისწინებით


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Ismail
პოსტი Mar 18 2008, 12:02 PM
პოსტი #12


სტუმარი ცოტა ხანისა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,336
რეგისტრ.: 29-June 07
მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ
წევრი № 2,331



ციტატა(ekato @ Mar 18 2008, 02:41 AM) *

იცოდით თუ არა, რომ
ძვ.წ. XVII საუკუნეში მეფე ჰამურაბმა ბაბილონში შექმნა კანონთა კრებული, რომლებიც უზარმაზარ ქვის სტელებზე დაიწერა. კოდექსში სულ 282 კანონია. ზოგიერთი მათგანი ამგვარია:

• თუ ერთი მეორის ვაჟს მოიპარავს, ის მოკლულ იქნება და დაიმარხება რიტუალს გარეშე.
• თუ მავანი საკუთარ ბაღს მებაღეს მისცემს მოსავლელად და მებაღე ოთხი წლის განმავლობაში სამსახურს პირნათლად შეასრულებს, მეხუთე წელს მფლობელი მებაღეობაში თავადაც უნდა დასაქმედეს.
• თუ ქალს ურთიერთობა აქვს სხვა მამაკაცთან, ორივე უნდა დაიბას და წყალში ჩაიყაროს, მაგრამ ცოლს შეიძლება სასჯელი მოეხსნას, თუ ქმარი მას მეფეს აჩუქებს როგორც მონას.
• თუ მამაკაცი ომში ტყვედ აიყვანეს და შინ საჭმელი არ არის, მაშინ ცოლი თავისუფლდება სხვა სახლში წასასვლელად.
• თუ მამაკაცი შინიდან გაიქცევა, ხოლო ცოლი სხვა სახლში გადავა, თუ ქმარი მოგვიანებით დაბრუნდა, ცოლი არ არის ვალდებული დაბრუნდეს.
• თუ მონა გაარტყამს მის მფლობელს, მონას ყური მოეჭრება.
• თუ მშენებელი კარგად ვერ ააშენებს და შენობა დაინგრევა, იგი მოკლულ იქნება.
• თუ მფლობელის ვაჟი მოკვდება, მშენებლის ვაჟს მოკლავენ.
• თუ მავანი სახლის კედელს გაანგრევს მის გასაძარცვად და მას დაიჭერენ, სასჯელის სახით მას კედელში ჩააშენებენ.
პ.ს. რას არ მოიგონებენ laugh.gif

საინტერესოა. თანაც, ჰამურაბის კანონები პირველი წერილობით სამართლის ნორმებია. ხომ ვერ მეტყვი ჰამურაბის კანონების სრული ვერსია თუ შეიძლება ვნახო სადმე? ან ლინკი ხომ არ გაქვს რამე?


--------------------
...And it's hard to hold a candle
In the cold November rain...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თემო
პოსტი Mar 18 2008, 12:14 PM
პოსტი #13


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 1,357
რეგისტრ.: 30-May 07
წევრი № 2,053



სპარსეთის მეფე ქსერქსე სიცილის დროს გარდაიცვალა



ციტატა(კანონისტი @ Mar 18 2008, 10:01 AM) *

- - მეფისა და კათალიკოსის მკვლელობისათვის საქართველოში სასჯელი არ არსებობდა;
-


კათოლიკოსთა სამართალი ნუთუ ამას არ ითვალისწინებდა ანდა სხვა სამართლის ძეგელები, მაგ: ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი, ან ძეგლის დება g.gif

აპანი / აპნისი - იანვარი
სურწყუნისი / განცხადებისთვე - თებერვალი
მირკანი / მარტი
იგრიკა / აპრილი
ვარდობისა / მაისი
მარიალისა / ივანობისთვე - ივნისი
თიბისა / კვირიკობისთვე - ივლისი
ქველთობისა / მარიამობისთვე - აგვისტო
ახალწლისა / ენკენისთვე - სექტემბერი
სთვლისა / ღვინობისთვე - ოქტომბერი
ტირისკონი / გიორგობისთვე - ნოემბერი
ტირისდენი / ქრისტეშობისთვე - დეკემბერი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათარაშვილი
პოსტი Mar 18 2008, 12:44 PM
პოსტი #14


გამვლელი მემბერი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,533
რეგისტრ.: 2-June 07
მდებარ.: ზურგიანი სკამი
წევრი № 2,083



ციტატა
იცოდით თუ არა, რომ



1. კომპანია KODAK-ის დევიზია: “თქვენ მხოლოდ ღილაკს დააჭირეთ თითი, დანარჩენი ჩვენი საქმეა”

2. აშშ-ს პრეზიდენტს უფლება აქვს დაიტოვოს საჩუქარი, რომლის ღირებულებაც არ აღემატება 250 დოლარს. აბსოლუტური რეკორდსმენი საჩუქრების მხრივ არის რონალდ რეიგანი, რომელსაც პრეზიდენტობის 8 წლის მანძილზე 75 000 (!) ასეთი საჩუქარი დაუგროვდა.

3. მეოთხე ბორბალი პირველად მანქანას კარლ ბენცმა დაუმატა

4. მეფის რუსეთში სოფლად ჩექმა თაობიდან თაობას გადაეცემოდა

5. საქვეყნოდ ცნობილი კოქტეილი “სისხლიანი მერი” არის ტომატისა და არყის ნარევი (მთლად ასე უბრალოდაც არ არის საქმე, მაგრამ მაინც)

6. 1748 წელს 16 წლის ჯორჯ ვაშინგტონი მეგობრებთან ერთად დააკავეს საჯინიბოს კედლებზე პოლიტიკური ლოზუნგების წერისათვის. აშშ-ს მომავალ პრეზიდენტს წარწერები საკუთარი ხელით წააშლევინეს

7. პოლონეთში შეიქმნა მელოტების ორგანიზაცია დევიზით: “სრულყოფილი ფორმის თავები თმით დაფარული არ არის”

8. ათენელ ქურუმებს ეკრძალებოდათ ყველის ჭამა, რადგანაც იგი ღმერთების საკვებად ითვლებოდა და არა ადამიანების

9. კომუნისტების დროს წარმოებული წითელი აგურის წონა აუცილებლად უნდა ყოფილიყო 3.14 კილოგრამი

10. ისლანდიაში გვარები არ არსებობს. ადამიანის გვარს აწარმოებენ მამის სახელისგან (მამის სახელს ემატება გარკვეული გაგრძელება და ეგაა გვარი)

11. მთელი წლის მანძილზე მხოლოდ თებერვალშია წყლის დონე თანაბარი წყნარ და ატლანტის ოკეანეში. სხვა დროს წყლის დონე წყნარში უფრო მაღალია

12. 1808 წელს გოეთეს ნაპოლეონის ბრძანებით მიენიჭა “ნაპოლეონის საპატიო გვარდიის რაინდის” წოდება

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sergi_glaxa
პოსტი Mar 18 2008, 12:49 PM
პოსტი #15


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,015
რეგისტრ.: 12-December 07
წევრი № 3,400



ფირმა "სამსუნგის" სახელწოდება ბიბლიური პერსონაჟის, სამსონის სახელწოდებიდან მომდინარეობს. თუ არ ვცდები იაპონურად სამსუნგი სამსონია..თუ ჩინურად..ზუსტად არ მახსოვს...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 18 2008, 12:51 PM
პოსტი #16


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



თემო
ციტატა
კათოლიკოსთა სამართალი ნუთუ ამას არ ითვალისწინებდა ანდა სხვა სამართლის ძეგელები, მაგ: ბექა-აღბუღას სამართლის წიგნი, ან ძეგლის დება

ამ საკითხზე სამართლის არცერთ წიგნში არ არის საუბარი, გარდა ვახტანგ VI წიგნისა, სადაც წერია: "მეფისა და კათალიკოსის მოკვლა იმისთანა მძიმე რამ არის, სასჯელად რა ვთქვა, არც ვიციო..."


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Mar 18 2008, 02:13 PM
პოსტი #17


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



ციტატა(Ismail @ Mar 18 2008, 12:02 PM) *

საინტერესოა. თანაც, ჰამურაბის კანონები პირველი წერილობით სამართლის ნორმებია. ხომ ვერ მეტყვი ჰამურაბის კანონების სრული ვერსია თუ შეიძლება ვნახო სადმე? ან ლინკი ხომ არ გაქვს რამე?

სრული ვერსიაა არაა, მაგრამ რაღაც ნაწილი აქ არის
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AE%E1%...%83%91%E1%83%98


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეკატო
პოსტი Mar 18 2008, 02:24 PM
პოსტი #18


ეკატერინე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,924
რეგისტრ.: 28-August 07
მდებარ.: tbilisi
წევრი № 2,647



IPB-ს სურათი

ეს აცტეკების მზის კალენდარია ქვაზე.
აცტეკურ კალენდარში წელიწადში 365 დღე იყო და ძველი კალენდრებიდან იგი ერთ-ერთი ყველაზე ზუსტია


--------------------
ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია.
გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია
და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან.
კურტ ვონეგუტი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Mar 18 2008, 03:40 PM
პოსტი #19


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



  • ხარაგაულში ნაპოვნი ბრინჯაოს ხანის ხელოვნების ნიმუშები ინახება სანკტ-პეტერბურგის ცნობილ მუზეუმში "ერმიტაჟი" ;
  • საქართველოში ხარაგაული ითვლება ყველაზე დიდ და მდიდარ რაიონად ხის რესურსების მხრივ;
  • ბორჯომ-ხარაგაულის პარკი მთელს მცირე კავკასიაში იცავს და ინარჩუნებს ფლორისა და ფაუნის უნიკალურ ნიმუშებს.
  • 1905-1907 წლების რევოლუციის დროს, ზემო იმერეთის ორმა რაიონმა, ზესტაფონმა (მაშინ ყვირილა) და ხარაგაულმა (ბელაგორი) გამოაცხადეს "ყვირილა-ბელაგორის რესპუბლიკა".
  • ხარაგაულელები არიან: რეზო და ლაშა თაბუკაშვილები, ევგენი ხარაძე და შესაბამისად არჩილ და გიორგი ხარაძეები, ელგუჯა ამაშუკელი. (სერგო ორჯონიკიძეზე რომ არაფერი ვთქვა რომლის სახელს 1934-1989 წლებში ატარებდა ხარაგაული). 2 სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი: ქრისტეფორე III (ციცქიშივილი) 1927-1932. დავით V (დევდარიანი) 1972-1977.


  • ბორბალი, ირიგაცია, დამწერლობა და სხვა მრავალი რამ, რის გარეშეც ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია შუმერებმა გამოიგონეს
  • შუმერების თვითდასახელება "შავთავიანებია", რატომ უწოდეს მათ საკუთარ თავს ასე, ან საიდან მოვიდნენ ქვემო მესოპოტამიაში ეს უცნობია
  • ცნობილი ზიკურატები, რომლის შესახებაც ბიბლიიდანაც ვიცით (ბაბილონის გოდოლი), პირველად შუმერებმა, ქალაქ ურში ააშენეს
  • ბიბლიური პატრიარქი აბრაამი წარმოშობით ქალაქ ურიდან იყო


  • იბერთა კარიბჭე (Иверские ворота) მოსკოვში სტალინის ბრძანებით დაანგრიეს წითელ მოედანზე სამხედრო პარადების დროს მძიმე ჯავშნიანი ტრანსპორტისთვის ადგილის გასანთავისუფლებლად...


  • ვერსალის სასახლეში გახსნილი შიდა ეზო შემდგომში მთელი ევროპის მონარქების სასახლეებისთვის ნიმუში გახდა


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Mar 18 2008, 05:47 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632



ციტატა(ნათია @ Mar 18 2008, 02:40 PM) *

[*]1905-1907 წლების რევოლუციის დროს, ზემო იმერეთის ორმა რაიონმა, ზესტაფონმა (მაშინ ყვირილა) და ხარაგაულმა (ბელაგორი) გამოაცხადეს "ყვირილა-ბელაგორის რესპუბლიკა".
ნათი, ეს ნამდვილად პირველად გავიგე... და ხომ არ იცი რამდენ ხანს იარსება ამ ”რესპუბლიკამ?”




* პირველად თავის ავტომობილზე ნომერი მიამაგრა ბერლინელმა კომერსანტმა რუდოლფ ჰერცოგმა. ეს მოხდა 1901წელს. მის ნომერზე მხოლოდ სამი ნიშანი იყო გამოსახული - IA1 (IA - მისი ახალგაზრდა ცოლის, იოანნა ანკერის, ინიციალებს აღნიშნავდა, ხოლო რიცხვი 1 - იმას, რომ მეუღლე მისთვის პირველი და ერთადერთი იყო.)

* დიდი გერმანელი ფიზიკოსის, ალბერტ აინშტაინის უკანასკნელი სიტყვები სამუდამოდ უცნობი დარჩა. მედდას, რომელიც ამ დროს მის გვერდით იმყოფებოდა, გერმანული არ ესმოდა.

* პირველმა ბომბმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოაგდეს ბერლინში, მოკლა სპილო ბერლინის ზოოპარკში.

* საფრანგეთში ქალებს 1944 წლამდე არ ჰქონდათ ხმის უფლება.

* 1880 წელს კომპანია Procter & Gamble-მა გამოუშვა თეთრი საპონის ახალი მარკა. მალე ამ საპონმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ამერიკელთა შორის, იმის გამო, რომ არ იძირებოდა წყალში. ამის მიზეზი კი, თავდაპირველად, გახდა ტექნოლოგიური შეცდომა - საპნის ნარევში შემთხვევით სხვა ნივთიერება მოხვდა.

* ამერიკის შტატ იუტაში აკრძალულია მიცვალებულის თანდასწრებით ლანძღვა-გინება. biggrin.gif

* ინგლისში მერს მხოლოდ ასე უნდა მიმართო: "ბატონო მერო", მაშინაც კი თუ ის ქალია.

* ირანში ქორწილზე სავალდებულო საჩუქრად ითვლებოდა ჭადრაკი.

* კედელზე თავის რტყმევით, თურმე შესაძლებელია საათში 150 კალორიის დაწვა. (საკუთარ თავზე ნუ გამოცდით biggrin.gif )


--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 04:58 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი