დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
დამნაშავის დასმენა, რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? |
შოთაძე |
Apr 13 2008, 05:20 PM
პოსტი
#161
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
Ismail
ციტატა ჰოდა ერთ-ერთი და უმთავრესი ფაქტორი იმისა, რომ შემცირდეს დანაშაულთა რიცხვი და რაც შეიძლება ნაკლები ადამინი გახდეს დამნაშავე, არის დანაშაულის აღკვეთისა და დამნაშავის დასჯის ეფექტური სისტემის შექმნა. თუ გვინდა ნაკლები დამნაშავე გვყავდეს, საჭიროა ყველა დამნაშავე დაისაჯოს. (ეს ყოველივე კანონის ფარგლებში რა თქმა უნდა). დამნაშავე კი არ უნდა დაისაჯოს არამედ უნდა ვეცადოთ რომ გამოსწორდეს! იმ კაკონით რომელიც 12 წლის ბავშს ციხეში უშვებს? რამდენი ბავშვი არის დაჭერილი უბრალო დანაშაულის გამო და 2 ჯერ უფრო მეტ სასჯელს რომ იხდიან, მითუმეტეს საქართველოს ციხეებში! განა მაგხელა ბავშვებისთვის უფრო საშიში არ არის ციხე? უამრავი ფაქტი არსებობს შევარდნაძის დროიდან დაწყებული ახლანდელი ხელისუფლების ჩათვლით, როდესაც საჭმლის მოპარვის გამოც კი დაუჭერიათ ბავშვები და ციხეში გაუშვიათ. -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
Ismail |
Apr 13 2008, 11:57 PM
პოსტი
#162
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
შოთაძე
დამნაშავე კი არ უნდა დაისაჯოს არამედ უნდა ვეცადოთ რომ გამოსწორდეს! დამნაშავე უნდა დაისაჯოს და გამოსწორდეს. ორივე მიზანი უმნიშვნელოვანესია. იმ კაკონით რომელიც 12 წლის ბავშს ციხეში უშვებს? 12 წლის ბავშვებს ჯერ არ უშვებენ ციხეში. კანონში ეგ ცვლილება 2008 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება და 12-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს პასუხისმგებლობა მხოლოდ შემდეგ დანაშაულებზე დაეკისრებათ: განზრახ მკვლელობა; განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში; ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება; გაუპატიურება; ძარცვა (მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებებში); ყაჩაღობა; ცივი იაღაღის უკანონო ტარება. სხვა დანაშაულებზე 12 და 13 წლის ბავშვი ისევ არ დაისჯება. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 12-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა ნახევრდება. მაგრამ ასეთ არასრულწლოვნებს უფრო ხშირად აღმზრდელობითი ხასიათის იძულებითი ღონისძიებებიც შეიძლება დაეკისროთ. ამის საშუალებას ჩვენი კანონმდებლობა იძლევა. მითუმეტეს საქართველოს ციხეებში! განა მაგხელა ბავშვებისთვის უფრო საშიში არ არის ციხე? უამრავი ფაქტი არსებობს შევარდნაძის დროიდან დაწყებული ახლანდელი ხელისუფლების ჩათვლით, როდესაც საჭმლის მოპარვის გამოც კი დაუჭერიათ ბავშვები და ციხეში გაუშვიათ. ეგ მართალია. საშინელებები ხდებოდა და ხდება... P.S. მგონი ვაოფებთ... -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
sandro40 |
Apr 17 2008, 11:08 AM
პოსტი
#163
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 539 რეგისტრ.: 7-February 08 წევრი № 3,881 |
რა საკვირველია არაა ცოდვაა. არა მარტო მეგობარს, საკუთარ ძმასაც თუ არ ჩაუშვებ ცოდვაა . . . რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს . . . წარმოიდგინე შენმა ძმამ გაძარცვა ვიღაც ადამიანის სახლი, წაამოიღო ფული, რომელიც მის პატრონს ვინ იცის არა მგონია მართალი იყო მეგობარო, სისხლის სამართლის კოდექსითაც კი ადამიანი ვალდებული არაა ჩვენება მისცეს ახლო ნათესავის წინააღმდეგ. რაც შეეხება მეგობარს თუკი მეგობარი გაგანდობს დანაშაულს, თავდაპირველად უნდა გაიგო მიზეზი თუ რატომ ჩაიდინა ის, თუკი მიხვდები რომ მის მიერ ჩადენილ დანაშაულს გამართლება არა აქვს ასეთ შემთხვევაში უნდა შეეცადო რომ მეგობარი დაითანხმო ნებაყოფლობით გამოცხადდეს აღიარებითი ჩვენებით სამართალდამცავ ორგანოში. თუკი დარწმუნდები რომ ის მართალია მაგრამ მისი ქმედება დასჯადია მაშინ თუკი მიმართავ პოლიციას ეს დაბეზღებაა, მაგრამ თუკი მიხვდები რომ მეგობარი არაა მართალი და მან დაარღვია ზნეობის ნორმები და იგი გულწრფელად ინანიებს თავის დანაშაულს, მაგრამ იგი ვერ გადაიტანს ციხეში ყოფნას, მაშინ უნდა იცოდე რომ თუკი ის ადამიანი ციხეში შენი დახმარებით მოხვდა მაშინ იმ გაჭირვების ტარება რაც მას ციხეში მოუწევს შენ დაგაწვება კისერზე. როდესაც მეგობარმა ჩაიდინა დანაშაული და შენც თვლი რომ მისი ქმედება დანაშაული, ხოლო ის არათუ ინანიებს თავის ცოდვას არამედ მზადაა განაგრძოს იგივე ქმედება შემდგომში ასეთ შემთხვევაში გამართლებულია პოლიციისთვის მიმართვა |
nino_ni |
Apr 17 2008, 01:02 PM
პოსტი
#164
|
nino ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
მიუხედავად იმისა,რომ მომავალი იურისტი ვარ,დასმენის წინააღმდეგი ვარ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ადამიანს მძიმე დანაშაული არ აქვს ჩადენილი და ის საზოგადოებისთვის სასიშ პიროვნებას არ წარმოადგენს,მაგრამ თუ კრიმინალს ეხება მაშინ ის საზოგადოებისთვის საშიშია და მისი ციხეში ჩასმა აუცილებელია.
-------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
მხევალი ნინო |
May 2 2008, 02:37 PM
პოსტი
#165
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
საჭიროა მართლმსაჯულება.
-------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
spinoza |
May 6 2008, 09:28 PM
პოსტი
#166
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 40 რეგისტრ.: 2-April 08 წევრი № 4,401 |
დასმენა არაქურდული და არაკაცურია!!! დამსმენს ეწოდება ბ..ი.
|
nino_ni |
May 6 2008, 09:38 PM
პოსტი
#167
|
nino ჯგუფი: Members პოსტები: 1,653 რეგისტრ.: 22-March 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 4,293 |
spinoza
ციტატა დასმენა არაქურდული და არაკაცურია!!! დამსმენს ეწოდება ბ..ი. ფორუმზე ქურდებიც გვყავს? -------------------- სინანული კიბეა, რომელსაც ავყავართ იქ, საიდანაც ჩამოვცვივდით./წმ. ეფრემ ასური/
შესაძლოა დიდი ხანია ის ხეები იზრდება, რომლისგანაც ჩვენი კუბოს ფიცრები გამოითლებიან./ეფრემ ასური/ |
Floyd |
May 6 2008, 09:59 PM
პოსტი
#168
|
ზურაბი ჯგუფი: Members პოსტები: 3,316 რეგისტრ.: 4-February 07 მდებარ.: პროვინცია-”გლდანი” :D წევრი № 1,001 |
spinoza
ციტატა დასმენა არაქურდული და არაკაცურია!!! დამსმენს ეწოდება ბ..ი. და ქურდული რა არის? -------------------- And the times , they are all changin' ...
|
nana_007 |
May 7 2008, 02:05 AM
პოსტი
#169
|
I need a hero... ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 |
-------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
zeppelin |
May 7 2008, 03:20 AM
პოსტი
#170
|
იეღოვას მოწმე ჯგუფი: Members პოსტები: 1,380 რეგისტრ.: 9-December 06 მდებარ.: კაშმირი წევრი № 659 |
შოთაძე
ციტატა დამნაშავე კი არ უნდა დაისაჯოს არამედ უნდა ვეცადოთ რომ გამოსწორდეს! დედა დედა დედა კაცის მკვლელიც ალბათ ციტატა იმ კაკონით რომელიც 12 წლის ბავშს ციხეში უშვებს? ეს სხვა საქმეა |
KAIROS |
May 7 2008, 07:52 AM
პოსტი
#171
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა რომც იყონ რა, გრეხია? არა იპარო- ე.ი. "გრეხია" ანუ ცოდვაა, შესაბამისად მათი აზროვნებაც მიუღებელია ჩვენთვის -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მარიამი |
May 7 2008, 09:41 AM
პოსტი
#172
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ციტატა რამდენადა და რა შემთხვევაშია დამნაშავის დასმენა ცოდვა? "ხალხს შეუძლია შეცვალოს მისთვის მიუღებელი მდგომარეობა, რისი მაგალითებიც უკვე გვაქვს; ამის შედეგია თუნდაც ის, რომ ე.წ. Reality Show-მ, მიუხედავად დიდი რეკლამისა და ფინანსური მხარდაჭერისა, მოსახლეობაში აღიარება საბოლოოდ მაინც ვერ ჰპოვა. იგივე შეიძლება ითქვას სექსუალურ უმცირესობათა მცდელობაზე, მოეწყოთ მსვლელობა თბილისში. ფეხი ვერც დასმენის გზით სასჯელისაგან გათავისუფლების მეთოდმა მოიკიდა... ჩვენმა საზოგადოებამ მკაფიოდ გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება ამგვარი ცხოვრების წესის მიმართ. თუ მოვინდომებთ, ღვთის შეწევნით, სასიკეთო შედეგის მიღწევა ყოველთვის შეიძლება." უწმინდესის სააღდგომო ეპისტოლე 2008 წ. -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
არაგველი |
May 7 2008, 10:37 AM
პოსტი
#173
|
ქართველი ჯგუფი: Members პოსტები: 55 რეგისტრ.: 16-April 08 მდებარ.: საქართველო მარადის... წევრი № 4,574 |
ჩემი აზრი ამ საკითხის თაობაზე, (უფალი შემინდობს) ასეთია: თუ ვხედავ, რომ იპარავენ და შემიძლია გავაკეთო ისე, რომ აღარ მოიპარონ (იმასაც გააჩნია ვის პარავენ, ვინც ხალხის ფულებით გამდიდრდა, პარონ მაგათ) მე გავაკეთებ ამას, გავაჩერებ ქურდს, დავარწმუნებ, რომ ცოდვას ჩადის, ან არადა თუ ეგ არ გამოდის და შემძლე ვარ, წავუთაქებ ერთ ორს და გავაგდებ სახლში დედიკოსთან. ან მივცემ ნებას მოიპაროს. თუ არცერთი აქ ჩამოთვლილი არ შემიძლია, წავალ ჩემს გზაზე და ღმერთს ვთხოვ, შეუნდოს, ისიც ხომ ადამიანია, ანუ ცოდვილი და თანაც ჩვენ არ ვიცით, რა მიზეზით იპარავს. შიმშილით უკვდება იქნებ დედა...
ეს რაც შეეხება ქურდობას... მკვლელობა... ეს ცოტა უფრო მძიმე საკითხია. როცა კაცი ერთს კლავს, ის მეორეს უფრო ადვილად მოკლავს. მკვლელობის მომენტში მივიდე და არ დავუშვა მკვლელობა, მაშინ ძალიან ძლიერი უნდა ვიყო, რომ მეც არ მომკლას... კარგი, კლავს და დავრეკე მილიციაში, სანამ ის მოვა ეს ხომ მოკლავს. თუ შემიძლია, მივალ მე და არ დავუშვებ მკვლელობას, იმიტომ რომ მეორე წუთში შეიძლება თავად მკვლელმა ინანოს თავისი საქციელი. თუ არ შემიძლია, გავერიდები, მისი ციხეში ჩასმით უარეს ბოროტმოქმედს მივიღებთ და მოკლულს არაფერი არ ეშველება. ჯობია გაერიდო, ილოცო მისი სულისთვის, ილოცო, რომ ღმერთმა დააყენოს სწორ გზაზე. რაც შეეხება გაუპატიურებას. შე დალოცვილო, ხედავ აუპატიურებს და პოლიციაში რეკავ? ლაჩარი ყოფილხარ! ან ნაზი არსება. აბა სანამ პოლიცია მოვა, ის ხომ გააუპატიურებს და პოლიცია რაღად გინდა? აქაც ისე, მივალ თუ შემძლე ვარ, ჩემით შევაჩერებ დანაშაულს, მოძალადეს კბილებს მივცემ ხელში, გოგოს კი გავუშვებ... თუ არ ვარ შემძლე ისევ და ისევ გავერიდები და ღმერთს ვთხოვ, შეუნდოს დამნაშავეს და სწორი გზა დაანახოს... რაც შეეხება ჩემი ახლობლის მიმართ ჩადენილ დანაშაულს. ნამდვილად არ მივმართავ პოლიციას, პირადად გავუსწორდები ყველას. მარტო თუ ვერა, ახლობლები მყავს. რაც შეეხება ჩემი ახლობლის მიერ ჩადენილ დანაშაულს. არ ვიცი, მართლა არ ვიცი რას ვიზამ... მამა რომ მომიკლან და ჩემმა ძმამ მკვლელი მოკლას, ნამდვილად დავმალავ. სხვა შემთხვევაში არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში პოლიციაში მაინც არ დავრეკავ. ახლა იტყვით შავიო, ქურდულიო, ისაო ესაო... დაიცათ რა ხალხო, რომელ საუკუნეში ხართ, რა დროს ქურდულია. სანამ ქურდული იქნებოდა, ვაჯკაცური იყო! მართალი კაცი იყო! საერთოდ არ ვცხოვრობ ქურდულით, არ მომწონს ძალიან ბევრი მათი წესი, მაგრამ პოლიციას მაინც არ მივმართავ. იმიტომ, რომ მათი წესებიც არ მომწონს. მოძალადე კანონები აქვთ. უფრო სწორად, თავი რაღაცად მიაჩნიათ და ავიწყდებათ, რომ დანაშაულის ჩამდენიც ადამიანია. ჩემი მამიდაშვილი დაიჭირეს, რის გამო? პოლიციელებს თავში რომ აქვთ ავარდნილი (ყველაზე არ ვიძახი) და ყველაზე მაღლა რომ აყენებენ საკუთარ თავს. ჩემი მამიდაშვილი კი ამას ვერ იტანს. ეგ ერთი. მეორეც ციხეში გამოსწორებული ადამიანი მილიონიდან ერთია მხოლოდ. იქ პირიქით, უფრო უარესდებიან. ჯობია გარეთ იყოს, მიხვდეს თავის ცოდვას. მესამე, ციხეში თავისნაირებთან არის და მართალი ქვია. ჯობია გარეთ იყოს, უყუროს როგორი გაჭირვებით შოულობს ხალხი ლუკმას, იქნებ მათ დაემსგავსოს. მეოთხე, მე თავისუფლება იმდენად მიყვარს, მისი დაკარგვით იქნებ მოვკვდე. ბევრია ასეთი და მისი დაპატიმრება მისი მოკვლის ტოლფასია. თან უფალს პირიქით მე მგონი ის ურჩევნია, დამნაშავემ თავისი დანაშაული შეიგნოს და არა ის, რომ დამნაშავე აუცილებლად დაისაჯოს ფიზიკურად. იესო ქრისტემ იუდას მიუტევა! არ დაგავიწყდეთ ეს. რატომ? იმიტომ რომ იუდამ შემდეგ ინანა. რომ დაესაჯა უფალს ფიზიკურად იუდა, ის კი აღარ მოინანიებდა, არამედ უფრო გაბოროტდებოდა. იესო ჯვარზე იმისათვის ავიდა, რომ ადამიანებს ერთმანეთი გვიყვარდეს. მე ვინც მიყვარს, იმას ციხეში ვერ გავუშვებ, მე კი ყველა მიყვარს. ჩემი ძმაც რომ იყოს, თუ დანაშაულს ჩადის, მე დავსაჯო მირჩევნია, ვიდრე ციხეში გავუშვა. თუ სერიოზულია დანაშაული, მირჩევნია მოვკლა კაცი, ვიდრე ციხეში გავუშვა. ვთქვი უკვე, არ ვფიქრობ ასე იმიტომ, რომ ქურდულით ვცხოვრობ. არც იმიტომ, რომ ჩაშვება არ მინდა. მე სხვანაირად ვფიქრობ. ვცდები იქნება, უფალმა შემინდოს. მაგრამ ჩემი ხელიდან ციხეში არავინ წავა. გავერიდები, გამოვასწორებ ან მე თავად დავსჯი. არ მაქვს უფლება მსაჯული ვიყო? არც მას ჰქონდა უფლება, მსაჯული ყოფილიყო იმის, ვისაც დანაშაული გაუკეთა. და საერთოდ, ნუ განიკიცხავ და არ იქნები განკიცხული. -------------------- უფალო შეგვინდე ცოდვანი ჩვენი და დაიფარე საქართველო გასაჭირისგან...
|
კანონისტი |
May 7 2008, 04:54 PM
პოსტი
#174
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
spinoza
ციტატა დასმენა არაქურდული და არაკაცურია!!! დამსმენს ეწოდება ბ..ი. ეცადეთ უფრო კორექტულად წეროთ!... nana_007 ციტატა რომც იყონ რა, გრეხია? რომ იყვნენ არა, მათი ანტიქრისტიანული იდეების თავსმოხვევაა "გრეხი" -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
შოთაძე |
May 7 2008, 05:30 PM
პოსტი
#175
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
არაგველი
ციტატა რაც შეეხება გაუპატიურებას. ყველაზე მძიმე და საზიზღრობა დანაშაულია ჩემის აზრით, უფალმა აშოროს ყველას მაგრამ, მეგობარს შეემთხვევა თუ უცხოს, თუ შევესწარი ან შემდეგ თუ გავიგე ვინ გააკეტა, არამგონია რომ შევძლო მისი პატიება, ჩაშვებით არ შაუშვებ თავად გავუსწორდე თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს, რადგან ყველაზე ამაზზრზენი დანაშაულია ჩემთვის -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
KAIROS |
May 7 2008, 05:37 PM
პოსტი
#176
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა წავალ ჩემს გზაზე და ღმერთს ვთხოვ, შეუნდოს, ისიც ხომ ადამიანია, ანუ ცოდვილი და თანაც ჩვენ არ ვიცით, რა მიზეზით იპარავს. შიმშილით უკვდება იქნებ დედა... დამღუპველია ასეთი აზროვნება, სად წახვალ კაცო? იქნება ვისაც პარავს იმას უკვდება დედა? მდაა... ძალიან შორს ვართ, ძალიან! ციტატა ჩაშვებით არ შაუშვებ თავად გავუსწორდე თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს შოთაძე, ჩემო კარგო რატომ იკლავ თავს? იმისათვის, რომ ვინც ღირსია დასჯისა და სასჯელისა რომ არ დასაჯონ? ის ვინც მაგას აკეთებს, ის ხომ ნაძირალაა, და შენ ხომ შეიძლება მას ერთი ცოდვით მეტი ჩაადენინო, დარჩეს თავისუფალი და შემდეგ ისევ გაამეორებინო ცოდვა? საერთოდ ცოტა წინ უნდა ვიაზროვნოთ... ახლა მე აქ არ ვწერ ხოლმე, იმიტომ რომ ვატყობა ატმოსფეროა დაძაბული, თორემ შეიძლება იმსჯელოს კაცმა რაა "ჩაშვება" და რაა "მოქალაქეობრივი ვალის მოხდა" მე ამ ვალს ქრისტიანულსაც დავარქმევდი და ადამიანურსაც... ანუ, როცა წერთ რაიმე გამონაკლისზე და შემდგომ მას ვაზოგადებთ, ესაა შეცდომა, არაა ყველაფერი "ჩაშვება" და კარგად უნდა გაირკვეს საერთოდ რაა ეს "ჩაშვება"? შევეცადოთ უფრო ქრისიტანულად და ამავდროულად უფრო თანამედროვედ მივუდგეთ საქმეს... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
nana_007 |
May 7 2008, 05:43 PM
პოსტი
#177
|
I need a hero... ჯგუფი: Members პოსტები: 642 რეგისტრ.: 9-April 08 წევრი № 4,509 |
არაგველი ყველაზე მძიმე და საზიზღრობა დანაშაულია ჩემის აზრით, უფალმა აშოროს ყველას მაგრამ, მეგობარს შეემთხვევა თუ უცხოს, თუ შევესწარი ან შემდეგ თუ გავიგე ვინ გააკეტა, არამგონია რომ შევძლო მისი პატიება, ჩაშვებით არ შაუშვებ თავად გავუსწორდე თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს, რადგან ყველაზე ამაზზრზენი დანაშაულია ჩემთვის გაიხარე შოთა ამ საქციელის ჩამდენი კაცი კაცად არც უნდა იწოდოს და ეს არის სიმხდალის და არაადამიანობის უდიდესი გამოვლინება-მტკიცებულება :war: -------------------- Мне, как сказку, приговор читал судья,
А за окнами вовсю апрель свистел, Говорили, что эта та статья Мне начертит номерочек на кресте... Am I pretty -then cut me in the face... Am I stronger -break my neck in disgrace... Am I smarter - kill me and eat my brain...Am I braver- kill me and eat my heart... Geadelt ist, wer Schmerzen kennt Vom Feuer das in Lust verbrennt , Ein Funkenstoss in ihren Schoss, Ein heisser Schrei : "Feuer frei"! Когда счастье моё мусорами разбито... |
შოთაძე |
May 7 2008, 05:53 PM
პოსტი
#178
|
შოთა ჯგუფი: Members პოსტები: 2,169 რეგისტრ.: 26-April 07 მდებარ.: სევდიან ფიქრებში წევრი № 1,766 |
ციტატა შოთაძე, ჩემო კარგო რატომ იკლავ თავს? იმისათვის, რომ ვინც ღირსია დასჯისა და სასჯელისა რომ არ დასაჯონ? ის ვინც მაგას აკეთებს, ის ხომ ნაძირალაა, და შენ ხომ შეიძლება მას ერთი ცოდვით მეტი ჩაადენინო, დარჩეს თავისუფალი და შემდეგ ისევ გაამეორებინო ცოდვა? საერთოდ ცოტა წინ უნდა ვიაზროვნოთ... ახლა მე აქ არ ვწერ ხოლმე, იმიტომ რომ ვატყობა ატმოსფეროა დაძაბული, თორემ შეიძლება იმსჯელოს კაცმა რაა "ჩაშვება" და რაა "მოქალაქეობრივი ვალის მოხდა" მე ამ ვალს ქრისტიანულსაც დავარქმევდი და ადამიანურსაც... ანუ, როცა წერთ რაიმე გამონაკლისზე და შემდგომ მას ვაზოგადებთ, ესაა შეცდომა, არაა ყველაფერი "ჩაშვება" და კარგად უნდა გაირკვეს საერთოდ რაა ეს "ჩაშვება"? შევეცადოთ უფრო ქრისიტანულად და ამავდროულად უფრო თანამედროვედ მივუდგეთ საქმეს... იმიტომ რო ვალდებული ხარ სხვა ადამიანის დასაცავად სიცოხლეც გასწირო რადგან ამ ქვეყნად ყოფნა არ არის მარადიული, მირჩევნია ადამიანის დასახმარებლად, ამ ცოდვილ წუთისოფლის დატოვება ვიდრე, ვიცოცხლო და გავიხსენო ადამიანს დახმარება სწირდებოდა და ვერ დავეხმარე. ადამიანს იმ წუთში ჭირდება დახმარება და არა როდესაც მას გააუპატიურებენ ან მოკლავენ და ა.შ რატომ ჰქონდათ საუკუნეების უკან ქარველებს ურჯულოების მოკვლის უფლება და რატომ არ აქვს ახლა? ციხიდან გამოსვლის შემდეგ იგივე რომ გაუკეთოს სხვა ადამიანს, მერე საკუთარი თავი როგორ უნდა გავიმართლო იმ ადამიანთან? მის ახლობლებთან? -------------------- „მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“
მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი |
KAIROS |
May 7 2008, 08:12 PM
პოსტი
#179
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
კაი ახლა შოთაძე
აქ ომზე კი არაა კაცო საუბარი, არამედ დამნაშავეზე ასე რომ ომში ყველას აქვს თავდაცვის მიზნით ციტატა ურჯულოების მოკვლის უფლება მაგრამ ციტატა იხიდან გამოსვლის შემდეგ იგივე რომ გაუკეთოს სხვა ადამიანს ამაზე მართლმსაჯულება იფიქრებს, თუა მანიაკი წავა სამუდამოში, თუ არადა არსებობს ქიმიური კასტრაცია და მორჩა ანუ უნდა გავიგოთ მართლმსაჯულების არსი და პატივი ვცეთ მას, ხომ გესმით ჩემი იხარე; კაიროსი! -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
კანონისტი |
May 7 2008, 08:19 PM
პოსტი
#180
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
KAIROS
ციტატა უნდა გავიგოთ მართლმსაჯულების არსი და პატივი ვცეთ მას გავაგრძელებ შენს ნათქვამს: ანუ, "კეისრისადმი მისაცემელში" მხოლოდ გადასახადები არ იგულისხმება... -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th April 2024 - 07:22 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი